George Bushეგ ტიტულები რაც ჩამოთვალე ჰქონდათ XV საუკუნეში საქართველოს დაშლის შემდეგ იმერეთის, კახეთის და ქართლის მეფეებსაც.
მეფეთ-მეფესაც უწოდებდნენ თავის თავს და აღმოსავლეთ-დასავლეთის მპყრობელ მქონებლებსაც.
იმპერატორები იყვნენ ეგენიც
Watersიმპერია არის იმპერია, ამ კონკრეტული ტერმინის შემოტანა და დამკვიდრება იქ სადაც ეს არასდროს ყოფილა, ანტიისტორიულია.
ეროვნული სიჭრელე თავისთავად არაფერს ნიშნავს, არც ტერიტორიული სიდიდე(ლუი XIV "მეფემ-მზე" იმპერატორი არ ყოფილა თუმცა რამხელა იყო იმ დროს საფრანგეთის სამეფო და რა ძალას წარმოადგენდა გეცოდნება).
brdzolisunariani1.იმპერია არაა აუცილებელი მაინცდამაინც ძლიერი და დიდი იყოს, ხვდები ხომ რატომ იყო ტრაპიზონი იმპერია საქართველო კი სამეფო, იმის მიუხედავად რომ საქართველოს დაარსებული იყო ეგ იმპერია.
2.ეგ რუკა არაა სწორი.
პ.ს.
1.იმპერია იყო რომი, ამიტომ როცა ოდოაკრმა 476 წელს აიღო რომი თავის თავს იმპერატორი არ უწოდა და იმპერატორ ზენონს(აღმ.რომის იმპერატორი) გადაუგზავნა უკანასკნელი იმპერატორის რომულუს ავგუსტულუსის(დას.რომის იმპერატორი) ნივთები.
2.ამის შემდეგ აღმოსავლეთში იმპერია არის 1453 წლამდე რომი(ისინი თავის თავს რომეებს უწოდებდნენ, ბიზანტია სამეცნიერო ტერმინია).
3.როცა 1204 წელს მის ადგილზე არსდება ლათინთა და ტრაპიზონის იმპერიები ასე იმიტომ ერქვათ, რომ მის სამართალმემკვიდრეებად მიიჩნევდნენ თავს(ტრაპიზონში დამკვიდრებული კომნენოსები 1185 წელს კონსტანტინოპოლში დამხობილი და საქართველოში შემოხიზნული დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ ე.ი. ისინი რომის კანონიერ იმპერატორებად მიიჩნევდნენ თავს.)
მოკლედ ძალიან უხეშად რომ ვთქვათ თამარი ოდოაკრის როლში იყო, ხოლო ალექსი ზენონის.
4.1261 წელს დაემხო ლათინთა იმპერია კონსტანტინოპოლში და აღდგა რომის იმპერია(უფრო სწორად ნიკეიდან გადაინაცვლა ისევ კონსტანტინოპოლში), მან იარსება 1453 წლამდე და შემდეგ შეწყვიტა არსებობა, ტრაპიზონმა იგივე ბედი გაიზიარა 1461 წელს.
5.ევროპაში იგივე მოხდა, როდესაც დაარსდა "საღვთო რომის იმპერია" რომელიც ასევე რომის სამართალმემკვიდრედ მიიჩნევდა თავს, ამ იმპერიამ იარსება 1805 წლამდე და ის გააუქმა ნაპოლეონმა მას შემდეგ რაც დაამარცხა სასტიკად მისი უკანასკნელი იმპერატორი ფრანცი(ამიერიდან ეს ფრანცი ავსტრიის იმპერატორი ხდება).
მოკლედ ლეგიტიმაციის წყარო არის რომი, იქიდან მოდის ეს ტერმინი და ამ ტერმინის ქვეშ ჩადებული კონკრეტული დატვირთვა, სწორედ ამიტომ უკავშირებდნენ თავის თავს რუსეთის "ცარები" და იმპერატორები რომს(მესამე რომის იდეა გაგიგიათ ალბათ).
საქართველოში ეს არაფერი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, თორემ რა იყო იმპერია და იმპერატორი(კეისარი) ცნობილი იყო ქართველებისთვის და სწორედ ამიტომ არანაერ იმპერიაზე საუბარი არ შეიძლება იმ დროს.
სწორედ ამიტომაც ხდება ერთი შეხედვით პარადოქსული რომ სამეფო აარსებს იმპერიას 1204 წელს.
მოკლედ რომ ვთქვა ესაა.
XIX-XX საუკუნეებში უკვე საყოველთაოდ გავრცელდა ეს ტერმინი, მაგრამ ეს როგორც პაროდია ისე შეგვიძლია განვიხილოთ ზოგ შემთხვევაში, ზოგჯერ კი ძლიერი სახელმწიფოების სურვილი გაუსვან ხაზი თავის სიდიადეს....
This post has been edited by ingfari on 28 Oct 2017, 20:15