Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Apple > განყოფილების წესები


Posted by: დელფი 23 Feb 2012, 11:21
გთხოვთ http://forum.ge/rules.html ერთად დაიცვათ შემდეგი წესები:

01. იკრძალება VS თემების გახსნა მაგ. Apple Mac-ი ჯობია თუ Linux-ი გარდა ამისათვის სპეციალურად განკუთვნილი თემისა: http://forum.ge/?f=98&showtopic=34359997 ამ წესის დარღვევისათვის ბანი ერთი კვირით

02. იკრძალება ისეთი თემების გახსნა რომლებიც კავშირში საერთოდ არ არის ამ განყოფილებასთან

03. სასტიკად იკრძალება ოფტოპიკები და ჩატაობა ნებისმიერ თემაში, გარდა ამისათვის განკუთვნილი სპეციალური თემისა http://forum.ge/?f=98&showtopic=34359997

04. იკრძალება ე.წ. "ვარეზის" ბმულების გამოქვეყნება. გამეორების შემთხვევაში, ავტორი მიიღებს ვორნს

05. გთხოვთ, გასაგებად ჩამოაყალიბოთ თემის სათაური და არ მოუწოდოთ ხალხს თემაში შესვლისაკენ და დახმარებისაკენ

06. აკრძალულია ნებისმიერი ფორუმელის შეურაცხყოფა (თუ არ მოგწონს შეიძლება ზრდილობიანადაც გამოხატო, ან საერთოდ არ გააკეთო კომენტარი)

07. ფოტოებისა და Screenshot-ების დასადებად გამოიყენეთ რომელიმე გარე ჰოსთინგი (მაგალითად, http://pix.ge ან რაიმე მაგდაგვარი). ერიდეთ რუსეთში განთავსებული ჰოსთინგის გამოყენებას. ატვირთული სურათის მაქსიმალური ზომები უნდა იყოს 800x600 პიქსელი. წესის დაცვის გარეშე ატვირთული სურათი წაიშლება მოდერატორის მიერ

08. კატეგორიულად იკრძალება გინების და უცენზურო სიტყვების გამოყენება ფორუმზე, მათ შორის წერტილებით ან რაიმე სხვანაირად შენიღბული, გინება აკრძალულია ნებისმიერი ფორმით და მორჩა!

09. მოდერატორს შეუძლია ჩაასწოროს არამართებული ქართულის შემცველი ნებისმიერი პოსტი. დიდი თხოვნა იქნება, წეროთ გამართული ქართულით და პატივი სცეთ მშობლიურ ენას

10. როდესაც უკმაყოფილო ხართ მოდერატორის ქმედებით, ჯერ უნდა მისწეროთ PM-ით და თუ ვერაფერი გაარკვიეთ, მაშინ "ფორუმის შესახებ"-ში შეგიძლიათ იჩივლოთ

11. ჩვენ ვერ ვხსნით "ვორნებს", ვორნები ავტომატურად ჩამოგშორდებათ ყოველი 30 დღის მერე - 20%

ზემოთ ხსენებული წესებიდან ნებისმიერის და ფორუმის საერთო წესების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი იქნება სიტყვიერად გაფრთხილებული, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში მიიღებს ვორნს ან ბანს!

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)