#52673113 · 8 May 2018, 23:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
დასაქმება არაა, მაგრამ მშვენიერი ჯიბის ფულია, მოკლედ გაძლევთ ექსელის ფაილს, სადაც შესავსებია 50 კითხვა, დასარეკია 9 კონკრეტულ კომპანიაში (რომელსაც ასევე გეტყვით) და ოპერატორთან საკითხავია პროდუქტის პირობები და მახასიათებლები
მაგალითად როგორ გამოიყურება:
რეკავთ ბანკში სს "ბევრიფული"
პროდუქტზე "სესხი ეფად"
ეკითხებით მონაცემს და ავსებთ ექსელში, რამდენი % ია, ვადა რამდენია და ა.შ. (კონკრეტულად რას ეკითხებით ასევე ფაილშია მოცემული)
მერე ეკითხებით პროდუქტზე "სესხი ძვირად" იგივე კითხვებს და ამით ამოიწურა.
ეს კითხვები და მონაცემები excel ში გროვებდა ამიტომ მინიმალური ცოდნა საჭიროა (როგორ აკრიფო ტექსტი ექსელის უჯრაში და დააჭირო "სეივ")
მჭირდება მაქსიმუმ 2 კვირაში, სულ ერთია დარეკვით მოაგვარებთ თუ ადგილზე მისვლით. სულ ერთია ასაკი სქესი და იდეოლოგია
ფაილებს ვამოწმებ, თუ ინფორმაცია შევსებულია - გირიცხავთ 100 ლარს ან ხელზე მოგცემთ, ან რა ვიცი როგორც გაგიხარდებათ.
ნიმუშის ჩვენება PM ში თუ გაინტერესებთ როგორი რაღაცაა იქნება გასაკეთებელი.
--------------------
მიუხედავად იმისა, რომ ზღარბებს სტკიოდათ და ტიროდნენ, მაინც აგრძელებდნენ კაკტუსის ჭამას.
|