#56301189 · 16 May 2020, 04:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nnn_lll კი ვთქვი აღარ დავუბრუნდები ამ საკითხს-თქო, მაგრამ ამაზეც ძაან გავხალისდი:
QUOTE | ანუ, სისულელეა უბრალოდ ასე ხელის გადაყოფის დონეზე დავიყვანოთ კვალიფიკაციები...
|
და არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ საქმე არა იმაშია, ხელის შეყოფით, ან უხელო ფეხის შეყოფით (მისთვის ფეხი ხელის ფუნქციას ასრულებს) თუ თავის შეწევით და კბილებით მოსაპარის ჩაჭერით-ჩაკბეჩით გაიტანს ნივთს დამნაშავე, მთავარი კრიტერიუმი შეღწევის კვალიფიკაციისთვის არის მოპარული ნივთის/საგნის/საქონლის/პროდუქციის ადგილმდებარეობა (დანაშაულის ობიექტთან მიმართებით, ცხადია), მიუხედავად ამ ადგილმდებარეობამდე მიღწევის (შეღწევის) გზების/ხერხების და მეთოდებისა, რაზეც პირველსავე პოსში ვახსენე... დამაშაულის ობიექტთან მიმართებაზე უფრო ნათელი წარმოდგენისთვის: საჯარო დაწესებულებიდან (ოფისი, მუზეუმი, ყაზარმა...) ქურდობისას არც სხვისი უძრავ ქონებიანი მფლობელობა და არც პირადი ცხოვრების დაცულობა ირღვევა, მაგრამ ცხადია, შეღწევა მაინც სახეზეა... მაგრამ თუ ასეთ დაწესებულებაში ქურდმა ჯიბიდან ამოაცალა ვინმეს (მსხვერპლს) ნივთი/ფული/სხვა, ცხადია, არანაირ შეღწევაზე და სადგომოდან თუ სხვა საცავიდან ქურდობაზე არაა საუბარი... და ამაზეც ასევე ძაან გავხალისდი: QUOTE | იმდენი მაგათ რა ვუთხარი |
არადა ეყრდნობიან, დემოკრატიულ ქვეყნებში ეყრდნობიან, და ამ პრაქტიკის მქონე უამრავი ქვეყნებიდან ბევრი მართლაც დემოკრატიულია ან ასე თუ ისე ცდილობს იყოს დემოკრატიული, მათ შორის ჩვენც... ნუ ეს უკვე პოლიტიკაა და საერთოდ თემიდან გადახვევა გამოგვივა, ისედაც ავცდით თემას ამ ურთიერთპოსტმომოწერებით... p.s. ძალიან კარგია, რომ აშკარად პროგრესზე ორიენტირებული იურისტი ხარ, ეძებ სიახლეებს, ეცნობი სხვადასხვა ხედვებს და ნოვაციებს, არ იფარგლები ე.წ. კლიშეებით და ა.შ., უბრალოდ პროფესიულად მეტი გამოცდილება და უფრო ფართო ფორმატები გჭირდება სადისკუსიოდ, რაც დროთა განმავლობაში აუცილებლად დაგიგროვდება და გაგიჩნდება, და ბევრს მიგაღწევინებს, რასაც გისურვებ კიდეც... ახლა კი მართლაც საბოლოოდ გავედი ამ თემიდან... This post has been edited by kodeqsi on 16 May 2020, 04:03
--------------------
მე და მდეს ვერი ლოვეი ანუშკი დოლიძეი, 0-პოლიტრეიტინგიანი, მარა თბილისის საკრებულოში სადაქალო-სამეზობლო ხმებით მაინც მოხერხებულად შემძვრალი...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
ცხოვრება ერთია, არჩევანი უამრავია...
|