Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > ლიტერატურული კლუბი


Posted by: BELLA-DONNA 2 Oct 2016, 00:52
ლიტერატურული თამაშის შინაარსი ასეთია: კლუბის წევრები წინასწარ შეთანხმებულ დროს ვასახელებთ წიგნებს, შესაბამისად დგება წიგნების სია. ამის შემდეგ ხმათა უმრავლესობით წყდება, რომელი წიგნი უნდა წაიკითხოს კლუბმა, ერთად ვსაზღვრავთ ამ წიგნის წასაკითხად საჭირო დროს და წაკითხვის შემდეგ ვუზიარებთ ერთმანეთს აზრს, განვიხილავთ, ვკამათობთ. შემდეგ ტარდება ახალი "არჩევნები" და ა. შ.

გთხოვთ დაიცვათ კლუბის წესები:
1. ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვალდებულია წაიკითხოს ის წიგნი, რომელიც იქნება არჩეული. თუ წიგნი უკვე წაკითხული აქვს, კითხულობს მას მეორედ. (წინააღმდეგ შემთხვევაში გამოტოვებს მომდევნო არჩევნებს, ანუ არ ექნება თავის წიგნის დასახელების და არც ხმის მიცემის უფლება)
2. არჩევნების დროს არ შეიძლება ხმა მივცეთ ჩვენივე დასახელებულ წიგნს.
3. წიგნის წაკითხვისთვის დრო განისაზღვრება წინასწარ და ყველა უნდა ჩავეტიოთ დასახელებულ დროში. (საშუალოდ 2 კვირა, საჭიროების შემთხვევაში დრო შეიძლება შეთანხმების საფუძველზე გაიზარდოს). უკვე დასახელებულ დრო აღარ გადაიწევა.
4. ვეცადოთ დავასახელოთ ისეთი წიგნი, რომელიც უმრავლესობას არ ექნება უკვე წაკითხული და მეტ-ნაკლებად ადვილად საშოვნელი იქნება ყველასთვის.
5. სიხარულით მივიღებთ ახალი წევრებსაც. ამისათვის უნდა გაეცნოთ კლუბის წესებს, წაიკითხოთ დასახელებული წიგნი, რომელსაც კლუბის წევრები იმ პერიოდში კითხულობენ, მიიღოთ განხილვაში მონაწილეობა და კეთილი იყოს თქვენი წევრობა ჩვენს ლიტერატურულ კლუბში!


წინა თემებში წაკითხული წიგნები:

I

1. ჯ.სელინჯერი_ კლდის პირზე ჭვავის ყანაში
2. ა.კამიუ_უცხო
3. ფ.კაფკა_პროცესი
4. ჯ.ქარჩხაძე_ანტონიო და დავითი
5. კ.ჰამსუნი_მისტერიები
6. ჯ.კერუაკი_გზაზე
7. უ.ფოლკნერი_დროშები მტვერში
8. ჯ.ორუელი_1984
9. ჯ.სტაინბეკი_ზამთარი ჩვენი მღელვარებისა
10. ჰ.ბიოლი_კლოუნის თვალთახედვა
11. უ.ფოლკნერი_სული რომ ამომდიოდა
12. ჯ.ქარჩხაძე_ქარავანი

II

1. ჰენრი მილერი - ,,კირჩხიბის ტროპიკი"
2. ბორის ვიანი - ,,გულსაგლეჯი"
3. ჰერტა მიულერი - ,,მეფე დაიხრება და კლავს"
4. მარკესი - ,,სიყვარული ქოლერის დროს"
5. ალფრედ დობლინი - ,,ბერლინი, ალექსანდერპლაცი"
6. ჩეხოვი - ,,პალატა #6"
7. კამიუ - ,,დაცემა"
8. ფოლკნერი - ,,ხმაური და მძვინვარება"
9. დოსტოევსკი - ,,ორეული"
10. ერიკ ემანუელ შმიტი - ,,ნოეს შვილი"
11. ჰარპერ ლი - ,,ნუ მოკლავ ჯაფარას"
12. ჯონ კუტზეე - ,,სირცხვილი"
13. ბორხესის მოთხრობები
14. მარკუს ზუზაკი - ,,წიგნის ქურდი"
15. ენდი უირი - ,,მარსელი"
16. ძმები სტრუგაცკები - ,,ორშაბათი იწყება შაბათს"
17. სარამაგუ - ,,სიბრმავე"

III

1. დენიელ კიზი - ,,ბილი მილიგანის მრავალი გონება"
2. რობერტ ჰაინლაინი "კარი ზაფხულში"
3. თომას მანი - ,,დოქტორი ფაუსტუსი"
4. კურტ ვონეგუტი - ,,სარწეველა ფისოსთვის"
5. ედით უორტონი - ,,უმანკოების ხანა"
6. რეი ბრედბერი - ,,ბაბუაწვერას ღვინო"
7. ვლადიმერ ნაბოკოვი - ,,ლუჟინის დაცვა"
8. ჩეხოვი - ,,ალუბლის ბაღი"
9. სიუ ტაუნსენდი - ,,ედრიან მოულის საიდუმლო დღიური"
10. იტალო კალვინო - ,,უხილავი ქალაქები"

IV

1. ჯეინ ოსტინი - ,,ემა".
2. ჯოჯო მოიესი - ,,მე შენამდე".
3. პატრიკ როტფუსი - ,,ქარის სახელი".
4. უმბერტო ეკო - ,,ვარდის სახელი".
5. ალეკო შუღლაძე - ,,გადამალვა".
6. ფილიპ როთი - ,,ამერიკული პასტორალი".


ამ თემაში ყველაზე ცოტა წიგნი გვაქვს წაკითხული...

წინა თემები:
http://forum.ge/?f=18&showtopic=34600804
https://forum.ge/?f=18&showtopic=34678891
https://forum.ge/?f=18&showtopic=34823925
https://forum.ge/?f=18&showtopic=34864078

წინა თემაში მპოსტავები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



აბა თქვენ იცით, ხალხო!.. biggrin.gif

Posted by: Ezekia 2 Oct 2016, 00:53
bis.gif bis.gif bis.gif


ჰეჰ smile.gif
* * *
QUOTE
ამ თემაში ყველაზე ცოტა წიგნი გვაქვს წაკითხული...



ბევრი ვილაპარაკეთ ანუ )

Posted by: _Pablo_ 2 Oct 2016, 00:56
ჰაი
marimari11
QUOTE
რა კოელიო facepalm.gif დაანებე თავი


მე არ დამისახელებია კოელიო wink.gif
ისე რას ერჩი, მე მომწონს, კარგად წერს.

Posted by: senpai 2 Oct 2016, 00:57
bis.gif bis.gif

მოკლედ, წევრების თხოვნით შემიძლია კინგის დასახელება, მემგონი დროა ეგეთი ჟანრიც შემოვიდეს ამ კლუბში.

Posted by: _Pablo_ 2 Oct 2016, 01:04
რამე საშინელებათა ჟანრიდან, რომ ავიღოთ არ გინდათ?
მისტიკა, თრილერი. სადაც მივდივარ უკაცრიელი ადგილია, თან მარტო მიწევს ღამეების თენება და იქნებ თმებიც გამითეთრდეს ვინ იცის givi.gif

Posted by: Dr.Kostava 2 Oct 2016, 01:08
თქვენისნებართვით ღრმადპატივცემულო საზოგადოებავ გთხოვთ ნუ დააიგნორებთ ჩემს წრილს, მსურს გავწევრიანდე ლიტერატურულ კლუბში და მივიღო მონაწილეობა არჩევნებში ))) აბა იქ მაინც ვერ მივალ წელს და... smile.gif))))
* * *
კინგის "უიმედოთა ქალაქი" 50 წიგნშიც შედის
* * *
არ მაქვს წაკითხული მაგრამ კინგის ამბავრი რომ ვიცი კარგი ვარიანტი იქნება თმების გასათეთრებლად )))

Posted by: Ezekia 2 Oct 2016, 12:05
Dr.Kostava


დღეს იქნება არჩევნები, ცხრიდან თორმეტამდე დასახელდება წიგნები და მიეცემა ხმები. შემოდი, დაასახელე, თუ სხვას ექნება ეგ დასახელებული-ხმა მიეცი. თუ ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს-მაგას ვკითხულობთ. yes.gif

Posted by: miishooo91 2 Oct 2016, 12:42
დავფიქსირდეთ. იმედია ისეთი წიგნები დასახელდება რომლის პდფ მოიძებნება ინტერნეტში, ნუ აუდიო ვერსია მაინც smile.gif

Posted by: Krusty_the_Clown 2 Oct 2016, 13:28
რატომ დამფლუდეთ? boli.gif
არ მიყვარს კოლექტიური მსვლელობები :|

Posted by: metro50 2 Oct 2016, 13:40
ჰეიი დავფიქსირდეე არ მეგონა თუ გახსენით მოკლედ 10-11საათისთვის შემოგირბენთ.

Posted by: Adur 2 Oct 2016, 13:49
მეც დავფიქსირდები,
მაგრამ თუ "უიმედოთა ქალაქს" აირჩევთ ისევ უკან ავფიქსირდები – მაგის მეორედ წამკითხველი არ ვარ no.gif

Posted by: Ezekia 2 Oct 2016, 14:41
ხომ არ იცით

'მეღვინეთა წესები'-თუ როგორც ქვია-ირვინგის, არის ქართულად?

სტეინბეკის 'ედემის აღმოსავლეთით'?

აირის მერდოკის 'ზღვა, ზღვა'?





QUOTE
თუ "უიმედოთა ქალაქს" აირჩევთ



QUOTE
აირჩევთ



აირჩევთ არა. ავირჩევთ.

არჩევაში ყველა მონაწილეობს.


დასახელებაშიც.


(ყველა-ანუ ახლები და ის, ვინც წინა არჩეული წაიკითხა)

Posted by: metro50 2 Oct 2016, 14:53
Ezekia
აუ მაგის მეორედ წამკითხველი არც მე ვარ ნადვილად biggrin.gif უფრო კინგლის ახალ თარგმანს დავასახელებ რამეს

Posted by: senpai 2 Oct 2016, 14:54
Ezekia
QUOTE
სტეინბეკის 'ედემის აღმოსავლეთით'?

ამას ვეძებდი და ყოფილა, დანარჩენები არამგონია.



metro50
QUOTE
აუ მაგის მეორედ წამკითხველი არც მე ვარ ნადვილად

რატო? ცუდია ? თუ ინტრიგა აღარ აქვს ?

Posted by: Adur 2 Oct 2016, 15:07
QUOTE
არჩევაში ყველა მონაწილეობს.


ახალი რომ ვარ მაინც? jump.gif
ძალიან კარგი.



მაშინ წინადადება შემომაქვს, რომელიმე თანამედროვე ქართველი ავტორის წიგნი აგვერჩია: საბაც ახლახანს იყო და თან მახარდაჭერაც არ აწყენდათ

Posted by: metro50 2 Oct 2016, 15:11
senpai
ზოგადად მეორედ ვკითხულობ ხოლმე წიგნებს მაგალითად ჩვენი არჩეულიდან 1984. უიმედოთა ქალაქიც უმოკლეს დროში დავამთავრე თავის დროზე ჩემთვის ძაიან საინტერესო ისტორია იყო (ზოგადად საშიელებათა ჯანრი მიყვარს ფილმებშიც და წიგნებშიც) მაგრამ მეორედ მიბრუნება გამორიცხულია biggrin.gif მაგრამ მე ვინ თუ მაგას დაასახელებ და აირჩევენ კარგად გაერთობით biggrin.gif

Posted by: senpai 2 Oct 2016, 15:12
metro50
ხოდა მიეცი შენც ხმა დღეს biggrin.gif

Posted by: metro50 2 Oct 2016, 15:30
senpai
ვაძლევ კაცო და ვასახელებ კიდეც biggrin.gif

Posted by: Ezekia 2 Oct 2016, 16:28
Adur
QUOTE
ახალი რომ ვარ მაინც?


კი, ზუსტადაც მაგიტომ, ახალი რომ ხარ, იღებ მონაწილეობას ))



QUOTE
მაშინ წინადადება შემომაქვს, რომელიმე თანამედროვე ქართველი ავტორის წიგნი აგვერჩია: საბაც ახლახანს იყო და თან მახარდაჭერაც არ აწყენდათ


დაასახელე დღეს საღამოს რომელიმე, თუ ბევრი ხმა შეაგროვა, წავიკითხავთ wink.gif

senpai

მადლობა, ჩემო კეთილო
2kiss.gif

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 2 Oct 2016, 17:34
აბა მეგობრებო რას კითხულობთ და სადამდეა ვადა???

baby.gif

Posted by: Ezekia 2 Oct 2016, 17:56
ლილიტის_ქალიშვილი


დღეს გვაქვს არჩევნები, 'ამერიკულ პასტორალს' ვაბარებთ )

Posted by: Dr.Kostava 2 Oct 2016, 18:10
Ezekia
გასაგებია wink.gif


პალანიკის "ძირისპირულზე" რას იტყვით? არ მაქვს წაკითხული მაგრამ გამიგია რომ ამ ნაწარმოების პრეზენტაციაზე 40 ადამიანს წაუვიდა გული....smile.gif)))

Posted by: senpai 2 Oct 2016, 18:37
Dr.Kostava
QUOTE
პალანიკის "ძირისპირულზე" რას

არის ეს ქართულად ?

გამორჩეულად საზიზღრადაა დაწერილი biggrin.gif


Ezekia
QUOTE
მადლობა

წაიკითხე ეგ, ქართულად არ ვიცი როგორი თარგმანია, მაგრამ ჩემთვის სტეინბეკის საუკეთესო ნაწარმოებია.

Posted by: Dr.Kostava 2 Oct 2016, 18:42
senpai
კი არის ქართულად ბიბლუსს აქვს. ... კი ამბობენ რომ მებრძოლთა კლუბზე უფრო საზიზღარიაო smile.gif))

Posted by: marimari11 2 Oct 2016, 18:57
მე არ მესაზიზღრა ძილისპირული
რავიცი
1 2 ადგილი იყო მძიმე

Posted by: Dr.Kostava 2 Oct 2016, 19:03
marimari11
ვისთვის როგორ smile.gif) ეგრე მებრძოლთა კლუბზეც ამბობდნენ საზიზღრობააო მაგრამ მე ვერაფერი მსგავსი ვერ აღმოვაჩინე, უბრალოდ თუ ჩხუბის დროს სისხლი წასკდა ეგ არაფერია ... smile.gif))

Posted by: Ezekia 2 Oct 2016, 19:42
senpai

რუსულად მაქვს წაკითხული 'ედემის აღმოსავლეთით'. კარგია, კი, წავიკითხავდი თავიდან.

'ზღვა, ზღვა' არ მაქვს წაკითხული და მაინტერესებს.


'ფლორენციელი ჯადოქარი' კარგია? დავასახელო?


'ძილისპირულიც' რუსულად წავიკითხე. რავი, ნორმალურად წავიდა, 'მებრძოლთა კლუბის' მერე რა უნდა არამენორმალუროს (თუ როგორც არის) მაგ კაცისგან )

ვააახ რა დავასახელო....

Posted by: B l a c k J a c k 2 Oct 2016, 19:55
კინგი არ გვინდა რა :დ
ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი?

Posted by: BELLA-DONNA 2 Oct 2016, 20:11
რას შვებით ხალხო? მე სამსახურში ვარ და ეჭვი მაქვს რომ ვერ ვიაქტიურებ, მაგრამ თვალს მოგადევნებთ შეძლებისდაგვარად.

Posted by: რრედ 2 Oct 2016, 20:11
კინგი თუ იქნება ქრისტინი რა user.gif love.gif

Posted by: _Pablo_ 2 Oct 2016, 20:14
ამდენ ლაპარაკს Dაგესახელებინათ რამე. თურქეტში ჩავედი უკვე smile.gif

Posted by: Adur 2 Oct 2016, 20:24
ექვთიმიშვილი "მსხლების მინდორი"
ინტერნატის ბავშვებზეა



და ჩემს ხმას ამას მივცემ ალბათ

QUOTE
ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი?


თუ B l a c k J a c k კითხვის ნიშანს მოაშორებს და კანდიდატად წამოაყენებს :დდ

Posted by: senpai 2 Oct 2016, 20:26
ვასახელებ სტივენ კინგის - "უიმედოთა ქალაქს".

Posted by: Ezekia 2 Oct 2016, 20:39
რრედ
QUOTE
კინგი თუ იქნება ქრისტინი რა 


ფილმი ნანახი გაქვს??

http://ge.smiles.26l.com/smile.137244.html



მაზარინიც ასახელებს რაღაცას...

Posted by: 4L3X 2 Oct 2016, 20:51
დიდი ხანია გაკვირდებით, და ერთ რამეს ვერ ვხვდები, თემას ქვია "ლიტერატურული კლუბი" ირჩევთ წიგნს და ყველა ერთდროულად კითხულობთ, ჩაბარების დღეს ამ წიგნს რატომ არ განიხილავთ, ვარგოდა არ ვარგოდა რატომ არ უზიარებთ ერთმანეთს წიგნიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს? რა აზრი აქვს მაშინ ამ კლუბს?

"ამერიკელი ღმერთები"

არ ვასახელებ უბრალოდ მარცვალს ვაგდებ wink.gif

Posted by: metro50 2 Oct 2016, 20:52
კინგის საკითხში მეტი მრავალფეროვნებისთვის biggrin.gif მე ვასახეებ სტივენ კინგის ქრისტინს

Posted by: Ezekia 2 Oct 2016, 20:56
4L3X

დავწერე შთაბეჭდილებები კითხვის პარალელურად. სხვებმაც. ზოგი გამოელაპარაკა ერთმანეთს, რაღაცას არჩევდნენ... დიდი აქტიურობა არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი აზრი მოკლედ დავდეთ.


არ ჩანდა ეგრე??
spy.gif

Posted by: miishooo91 2 Oct 2016, 20:56
ბულგაკოვი-"ოსტატი და მარგარიტა"

Posted by: Ezekia 2 Oct 2016, 20:59
miishooo91


QUOTE
ბულგაკოვი-"ოსტატი და მარგარიტა"



ასახელებ? ხმას ვაძლეევ
jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: miishooo91 2 Oct 2016, 21:02
Ezekia

QUOTE
ასახელებ? ხმას ვაძლეევ


ხო აბა biggrin.gif დიდი ხანია მინდოდა წამეკითხა და ბარემ თქვენთან ერთად წავიკითხავ თუ საკმარის ხმებს დააგროვებს.

Posted by: marimari11 2 Oct 2016, 21:17
მეც წავიკითხავ მაგას თუ აირჩევთ
ადრე დავიწყე და არ დამიმთავრებია

Posted by: რრედ 2 Oct 2016, 21:20
QUOTE (Ezekia @ 2 Oct 2016, 20:39 )
რრედ
QUOTE
კინგი თუ იქნება ქრისტინი რა 


ფილმი ნანახი გაქვს??

http://ge.smiles.26l.com/smile.137244.html



მაზარინიც ასახელებს რაღაცას...

კიი მაგარია.
წიგნი უკეთესი bis.gif
სიქველსაც დაწერს მალე როგორც თქვა.

Posted by: Dr.Kostava 2 Oct 2016, 21:28
სტივენ კინგი "უიმედოთა ქალაქი" ....თქვენისნებართვით )))))))

Posted by: Mazarin 2 Oct 2016, 21:30
მე ვერ დავამთავრე წიგნი.
მარა დავამთავრებ აუცილებლად, მომწონს.
ბოდიშით რა

და ნისიად ვასახელებ ფაულზის "კოლექციონერს".


ბულგაკოვს გადაიკითხავდა კაცი მარა ჯერჯერობით დაველოდები სხვა ვარიანტებსაც.
გილოცავთ ახალ თემას

Posted by: miishooo91 2 Oct 2016, 21:34
შემდეგი ნაწარმოებებია დასახელებული:

B l a c k J a c k -
QUOTE
ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი

Dr.Kostava -
QUOTE
პალანიკის "ძირისპირული"

Adur -
QUOTE
ექვთიმიშვილი "მსხლების მინდორი"

senpai -
QUOTE
სტივენ კინგის - "უიმედოთა ქალაქს".

metro50 -
QUOTE
სტივენ კინგის ქრისტინს

miishooo91 -
QUOTE
ბულგაკოვი-"ოსტატი და მარგარიტა"


Posted by: რრედ 2 Oct 2016, 21:36
QUOTE
სტივენ კინგის ქრისტინს

+1

Posted by: holden kolpildi 2 Oct 2016, 21:36
კინგს მოვკარი თვალი jump.gif
კინგს ტუ აარჩევთ მეც წავიკითხავ

Posted by: BELLA-DONNA 2 Oct 2016, 21:37
კინგს მეც წავიკითხავ, თუ გული არ გამისკდა. biggrin.gif

Posted by: holden kolpildi 2 Oct 2016, 21:40
როგრო მოხდა კინგი რომ დასახელდა biggrin.gif

Posted by: miishooo91 2 Oct 2016, 21:43
QUOTE
ბულგაკოვი-"ოსტატი და მარგარიტა"
2 ხმა.
QUOTE
სტივენ კინგი "უიმედოთა ქალაქი"
1 ხმა.
QUOTE
ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი
1ხმა.


ნაწარმოების ჩამონათვალს ამ გვერდზეც დავდებ smile.gif

B l a c k J a c k -
QUOTE
ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი

Dr.Kostava -
QUOTE
პალანიკის "ძირისპირული"

Adur -
QUOTE
ექვთიმიშვილი "მსხლების მინდორი"

senpai -
QUOTE
სტივენ კინგის - "უიმედოთა ქალაქს".

metro50 -
QUOTE
სტივენ კინგის ქრისტინს

miishooo91 -
QUOTE
ბულგაკოვი-"ოსტატი და მარგარიტა"

Posted by: marimari11 2 Oct 2016, 21:45
miishooo91
რედის ხმა ქრისტინზე არ ითვლება წინა წიგნი არ აქვს წაკითხული

Posted by: holden kolpildi 2 Oct 2016, 21:45
miishooo91
მე არ მაქვს ხმის მიცემის უფლება

Posted by: BELLA-DONNA 2 Oct 2016, 21:46
miishooo91
მე ხმას არ ვაძლევ, არ წამიკითხავს წინა წიგნი, უბრალოდ სურვილი გამოვთქვი კინგის წაკითხვის.

Posted by: marimari11 2 Oct 2016, 21:46
ვინ წაიკითხა წინა წიგნი ვაბშე? ეზეკიამ პაბლო ესკობარმა სენპაიმ
კიდე ვინ?

Posted by: რრედ 2 Oct 2016, 21:47
QUOTE (marimari11 @ 2 Oct 2016, 21:45 )
miishooo91
რედის ხმა ქრისტინზე არ ითვლება წინა წიგნი არ აქვს წაკითხული

დასახელება არ შემიძლია და ხმაც არ შემიძლია მივცე? user.gif cry.gif

Posted by: marimari11 2 Oct 2016, 21:48
რრედ
არა ...................................
* * *
miishooo91
ბულგაკოვზე ჩემი ხმაც თუ მიათვალე წაშალწ
* * *

Posted by: miishooo91 2 Oct 2016, 21:57
marimari11

ბლექ ჯეკს აქვს ნაწარმოების დასახელების უფლება?

Posted by: marimari11 2 Oct 2016, 21:58
miishooo91
კი ახალია როგორც მახსოვს
არ მახსოვს წინა არჩევნებში მიიღო გუ არა მონაწილეობა

Posted by: miishooo91 2 Oct 2016, 22:00
marimari11

QUOTE
კი ახალია როგორც მახსოვს


წინა თემაში 14 პოსტი აქვს და ახალია ვითომ? კარგი დავწერ მის მიერ დასახელებულ ნაწარმოებსაც.

Posted by: _Pablo_ 2 Oct 2016, 22:29
ბულგაკოვი +1

კარგი რამეა და ღირს წაკითხვა, თუნდაც მეათედ, სერიალიც ძალიან მაგარია

Posted by: metro50 2 Oct 2016, 22:33
marimari11
მე.............................
ხო და ჩემი ხმა კოლექციონერს

Posted by: რრედ 2 Oct 2016, 22:43
ჰე სად გაქრა ხალხი ვინც გადაწყვეტილებას იღებს?

Posted by: miishooo91 2 Oct 2016, 22:44
metro50

QUOTE
ხო და ჩემი ხმა კოლექციონერს


მაზარინიმ ვინც ეგ ნაწარმოები დაასახელა თქვა რომ წინა ნაწარმოები ბოლომდე არ აქვს წაკითხული, თემის წესების შეაბამისად მას არ აქვს უფლება რომ ნაწარმოები დაასახელოს. შესაბამისად რამე სხვა შეარჩიე smile.gif

ამ დროისთვის ხმები ასე ნაწილდება:

QUOTE
ბულგაკოვი-"ოსტატი და მარგარიტა"
4 ხმა.
QUOTE
სტივენ კინგი "უიმედოთა ქალაქი"
1 ხმა.
QUOTE
ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი
1ხმა.
QUOTE
სტივენ კინგის ქრისტინს
1ხმა.

Posted by: sophka 2 Oct 2016, 22:53
კი არ მაქვს თქვენთან შემოჭრის, ხმის მიცემის და რჩვვის უფლება, მაგრამ წაიკითხეთ ბულგაკოვი თუ არ წაგიკითხავთ, კინგს და სხვებს მერეც მოასწრებთ...
არ ინანებთ...


Posted by: holden kolpildi 2 Oct 2016, 22:56
QUOTE
მაგრამ წაიკითხეთ ბულგაკოვი თუ არ წაგიკითხავთ, კინგს და სხვებს მერეც მოასწრებთ...
არ ინანებთ...

მოიც ბულგაკოვს ვერ მოასწრებ?
გარბის სადმე?biggrin.gif

Posted by: B l a c k J a c k 2 Oct 2016, 23:02
Adur
QUOTE
თუ B l a c k J a c k კითხვის ნიშანს მოაშორებს და კანდიდატად წამოაყენებს :დდ

მოხსნეს კითხვის ნიშანი :დ

miishooo91
QUOTE
ბლექ ჯეკს აქვს ნაწარმოების დასახელების უფლება?

კი აქვს biggrin.gif

marimari11
QUOTE
კი ახალია როგორც მახსოვს

ეეჰ რაღა ახალი, მაგრამ კარგი :დ



Posted by: Dr.Kostava 2 Oct 2016, 23:08
მოკლედ ჩემი ხმა უიმედოთა ქალაქს +1 ))))

Posted by: miishooo91 2 Oct 2016, 23:11
Dr.Kostava

შენი ხმა ჩათვლილია უკვე.

B l a c k J a c k

ხმა მიეცი რომელიმე ნაწარმოებს.

Posted by: sophka 2 Oct 2016, 23:13
holden kolpildi
წინა პლანზე დააყენეთთქო ვიგულისხმე

Posted by: B l a c k J a c k 2 Oct 2016, 23:15
კინგი - მომკალი არ მინდა :დ ვერ ვუმუღამებ მაგის ჰორორს.
ბულგაკოვი ვ სტუდიუ.

Posted by: Dr.Kostava 2 Oct 2016, 23:20
ანუ ბატონი ბულგაკოვი იგებს?? smile.gif))))))

Posted by: metro50 2 Oct 2016, 23:22
კარგი ჰა ჯანდაბას ჩემი ხმა ბულგაკოვს +1

Posted by: miishooo91 2 Oct 2016, 23:23
Dr.Kostava

QUOTE
ანუ ბატონი ბულგაკოვი იგებს??


დიახ, ამ დროისთვის 4 ხმა აქვს.

მგონი ნაწარმოების დასახელება მორჩა შესაბამისად ჩემი ხმა კინგის ქრისტინს.

Posted by: marimari11 2 Oct 2016, 23:25
მგონი უკვე გადაწყდა
დარჩა ვინმე ვისაც ხმა არ მიუცია?

Posted by: siml11 2 Oct 2016, 23:36
ბულგაკოვი ბულგაკოვის რო გაიძახით, კონკრეტულად რომელ ნაწარმოებს გულისხმობთ? დავათვალიერე მთელი თემა ვერ ვნახე რომელ ნაწარმოებზეა საუბარი

Posted by: Krusty_the_Clown 2 Oct 2016, 23:36
QUOTE
მაგრამ წაიკითხეთ ბულგაკოვი თუ არ წაგიკითხავთ, კინგს და სხვებს მერეც მოასწრებთ...
არ ინანებთ...

sophka
+1
რა კინგი, რის კინგი...

Posted by: 4L3X 2 Oct 2016, 23:38
QUOTE (siml11 @ 2 Oct 2016, 23:36 )
ბულგაკოვი ბულგაკოვის რო გაიძახით, კონკრეტულად რომელ ნაწარმოებს გულისხმობთ?

ოსტატი და მარგარიტა

Posted by: siml11 2 Oct 2016, 23:40
4L3X
Pablo_Escobar


მადლობა
......................................

Posted by: _Pablo_ 2 Oct 2016, 23:41
siml11
ოსტატი და მარგარიტა
უი გაუციათ უკვე პასუხი smile.gif

Posted by: miishooo91 2 Oct 2016, 23:43
კიდევ 2 ხმა ბულგაკოვს, ნუ მგონი გადაწყდა smile.gif ეხლა ჩამოწერეთ ვინ როგორ წაიკითხავს? წიგნი გაქვთ? ქინდლში, აუდიოწიგნს მოუსმენთ თუ როგორ?

მე ქართულად მაქვს წიგნი მაგრამ ვფიქრობ ორიგინალში ხომ არ მოვუსმინო აუდიოწიგნს? smile.gif

ხო კიდე რამდენ ხანში უნდა წავიკითხოთ? დროზეც შევთანხმდეთ.

Posted by: marimari11 2 Oct 2016, 23:48
miishooo91
დრო 2 კვირაა სტანდარტულად.
თუ დიდი წიგნია ხოლმე 600 გვერდი და მეტი 3 კვირასაც ვიღებთ

Posted by: siml11 2 Oct 2016, 23:48
miishooo91
ინტერნეტიდან ვერ ვუმუღამებ კითხვას, ბიბლიოთეკიდან გამომაქ ხოლმე წიგნები, თუ რამე ისეთი წიგნის წაკითხვა გადავწყვიტე რაც ძნელად იშოვება და არსად არ ქონდათ ბოლოს საჯაროში მივდივარ და იქ ვკითხულობ ხოლმე მაგათ ყველაფერი აქვთ პროსტა ის ტეხავს რო არ გატანენ და იქ უნდა წაიკითხო.

Posted by: metro50 2 Oct 2016, 23:48
ნუ მე წიგნი მაქვს და წავიკითხავ თავისუფლად.

Posted by: Dr.Kostava 2 Oct 2016, 23:49
დროის მისაღებად უნდა გავითვალისწინოთ მკითხველთა გრაფიკი, ზოგი თავისუფალია ზოგი ძალიან დაკავებული... მე წიგნი მაქვს ქართულად .. smile.gif)))

Posted by: marimari11 2 Oct 2016, 23:49
4L3X
შემოგვიერთდები?
miishooo91
მე სულ წიგნს ვკითხულობდი ეხლა აღარ ვარ საქართველოში პდფ უნდ ა ვიპოვო ან ელ ვერსია ვიყოდო
მინდა ამ წიგნის წაკითხვა
რამდენი ხანია კლუბის წიგნი აღარ წამიკითზავს

Posted by: B l a c k J a c k 2 Oct 2016, 23:50
ისე ბულგაკოვს ყველაფერი მორფზე შეჩვევის მერე აქვს დაწერილი. მეტამორფოზები აქედან იღებს სათავეს. საინტერესო უნდა იყოს კია )))
მეფისტოფელი არის ჩვენთან - ვიწყებთ :დ


პ.ს წიგნი მაქვს მუეც

Posted by: miishooo91 2 Oct 2016, 23:50
marimari11

QUOTE
დრო 2 კვირაა სტანდარტულად.


კი წესით 2 კვირაში უნდა ჩავეტიოთ.

ესეც აუდიოვერსია ვისაც აინტერესებს.




Posted by: senpai 2 Oct 2016, 23:52
Amdeni xalxi ro adzlevs xmas sxvadasxva wignebs, ramdenma waikitxa wina wigni ? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: B l a c k J a c k 2 Oct 2016, 23:54
senpai
QUOTE
Amdeni xalxi ro adzlevs xmas sxvadasxva wignebs, ramdenma waikitxa wina wigni ?   

ჩემი გადახდილია biggrin.gif

Posted by: Dr.Kostava 2 Oct 2016, 23:57
senpai
ეგ მე არ მეხება ახალი ვარ კლუბში biggrin.gif smile.gif))))(

Posted by: 4L3X 3 Oct 2016, 00:00
marimari11
არაა, ჯერ ერთი რომ ეგ წიგნი წაკითხული მაქვს, ერთხელ წაკითხულს მეორედ აღარ ვკითხლობ. მეორე არ მომწონს როდესაც დროის ჩარჩოს მაძლევენ და მესამე წასაკითხ წიგნს მეთვითონ ვირჩევ. მაგრამ დაგაკვირდებით, ვნახავ რა წიგნებს აირჩევთ და თუ მომეწონა სინოფსი მეც წავიკითხავ მერე. მოკლედ ვიპარაზიტებ gigi.gif

მადლობა მოწვევისათვის

Posted by: senpai 3 Oct 2016, 00:01
BELLA-DONNA
გვჭირდები, დაგვალაგე 2kiss.gif

Posted by: siml11 3 Oct 2016, 00:03
ხან აქვთ ხმის უფლება ახლებს და ხან არა?????????
ადრე ახლებს აარჩევინეთ და ეხლა არ შეიძლებაო იძახით რა პონტია?senpai

Posted by: BELLA-DONNA 3 Oct 2016, 00:03
senpai
აბა მოვიდა თემის დეიდა. biggrin.gif 2kiss.gif


კინგის რა გადაწყდა? მეზარება ეხლა წინა გვერდების წაკითხვა. ,,უიმედოთა ქალაქი" თუ გადაწყდა, არა მგონია 2 კვირა ეყოს, საკმაოდ მსუქანი წიგნია.

Posted by: marimari11 3 Oct 2016, 00:04
BELLA-DONNA
ბულგაკოვი გადაწყდა
ეზეკიამ პაბლო ესკობარმა და ახალმა წევრება მისცეს ხმა
კინს თითო თითო ხმა ჰქონდა
* * *
siml11
აქვთ ახლებს ხმის მიცემის უფლება
არავინ უშლით და ეგ წინა გვერდებზეც დაიწერა

Posted by: Dr.Kostava 3 Oct 2016, 00:05
BELLA-DONNA
ოსტატი და მარგარიტა ლიდერობს ))))

Posted by: BELLA-DONNA 3 Oct 2016, 00:06
marimari11
უი, ხო ეხლა გადავხედე. ოკ, ესე იგი ორ კვირას ვიღებთ ხო?
Dr.Kostava
ოკ. აგირჩევიათ ფაქტიურად.



ანუ გადაწყდა:

ბულგაკოვი - ,,ოსტატი და მარგარიტა". ჩაბარების დღე 16 ოქტომბერი.

Posted by: marimari11 3 Oct 2016, 00:09
BELLA-DONNA
ხო 2 კვირა უნდა ეყოს თუ არადა დავამატოთ მერე

მეც გიერთდებით love.gif ძაან გამეხარდა ეს წიგნი რომ აირჩიეთ jump.gif
4L3X
არაფრის
ცუდია რომ არ გვიერთდები ასე მგონია საინტერესო წიგნებს შემოგვთავაზებდი

Posted by: BELLA-DONNA 3 Oct 2016, 00:10
marimari11
QUOTE
მეც გიერთდებით

კარგია. 2kiss.gif

მე თუ არ დამეზარა მეორედ წაკითხვა... ვეცდები არ დამეზაროს...

Posted by: senpai 3 Oct 2016, 00:11
siml11
QUOTE
ხან აქვთ ხმის უფლება ახლებს და ხან არა?????????
ადრე ახლებს აარჩევინეთ და ეხლა არ შეიძლებაო იძახით რა პონტია

თუ წაიკითხავ ნახავ რომ კითხვა დავსვი და შენ თავზე რატომ მიიღე ეგ ?




იკარგება ბევრი ერთი წიგნის წაკითხვიდან მეორემდე და ვნახოთ ახალი იუზერების რა ნაწილი იქნება აქ. რამდენი წაიკითხავს და იქნება აქტიური შემდეგი არჩევნებისთვის.


Posted by: marimari11 3 Oct 2016, 00:14
BELLA-DONNA
ელ ვერსია ხო არ გაქვს?

Posted by: BELLA-DONNA 3 Oct 2016, 00:19
marimari11
QUOTE
ელ ვერსია ხო არ გაქვს?

არა ისე მაქვს წიგნი. ვეცდები, იქნებ მოვიძიო და თუ ვიპოვე გამოგიგზავნი.

Posted by: marimari11 3 Oct 2016, 00:20
BELLA-DONNA
მადლობა მეც მოვძებნი თუ არადა ვიყიდი

Posted by: _Pablo_ 3 Oct 2016, 00:20
მე სამწუხაროდ ვერ Gიერთდებით, არ მაქვს წიგნებთან წვდომა და არც ქინდლი წამომიღია სამაგიეროდ ორი წიგნი მაქვს და იმათ წავიკითხავ, განხილვებშიც შემოგიერთდებით, წაკითხული მაქვს ეს ნაწარმოები.
მართლაც, რომ Kარგი წიგნია.

Posted by: siml11 3 Oct 2016, 00:24
senpai
QUOTE
თუ წაიკითხავ ნახავ რომ კითხვა დავსვი და შენ თავზე რატომ მიიღე ეგ ?

ჯერ ერთი წინა წიგნი ვისაც არ წაუკიტხავს ისინი ახსენე ერთ-ერთი მეც ვარ მათ შორის. მერე მეორე ისეთი კიტხვა დასვი პასუხს და ამასთანავე მოთხოვნასაც მოიცავდა, მერე მესამე არასწორი იყო ის მოთხოვნა რაც იმ კითხვაში იგულისხმებოდა, მეოთხე ისაა რომ თემის ავტორსაც დაუძახე, მერე მეხუტე თემის ავტორიც შეცდა, რომელმაც სულ სხვა წიგნს დაუჭირა მხარი რადგან ახალი წესები არ ახსოვდა, ხოდა შენი ვითომ "უწყინარი" კითხვა მთლიანად ცვლიდა ყველაფერს.

Posted by: senpai 3 Oct 2016, 00:31
siml11
QUOTE
ვისაც არ წაუკიტხავს ისინი ახსენე ერთ-ერთი მეც ვარ მათ შორის

შენ ახალი "თუ" ხარ ესეიგი არ გეხებოდა არაფერი და გირჩევ გაატარო სხვა დანარჩენის. არანაირი სურვილი არ მაქვს ვინმესთან დაპირისპირების, მითუმეტეს ონლაინში, მითუმეტეს წიგნის გამო. ასე რომ დაწყნარდი და იკითხე წიგნები მშვიდად.


Posted by: sophka 3 Oct 2016, 00:37
marimari11

რუსულად თუ წაიკითხავ lib.ru–ზე მონახე, იქნება.

modernlib.ru- აქაც ნახე...

Posted by: marimari11 3 Oct 2016, 00:40
sophka
არა რუსულად ვერ ვკითხულობ
5 ლარი ღირს და ვიყიდი
ხვალ 3 საათი გზაში უნდა ვიყო და დავიწყებ ბარემ

Posted by: Ezekia 3 Oct 2016, 00:41
marimari11
QUOTE
ელ ვერსია


ეხლა ვნახე ძალიან ცუდი ხარისხის, ფაქტიურად წიგნის გვერდებია დადებული. (

ნახე აბა:

https://drive.google.com/file/d/0B6T6X_tIRWewaGlEdmRRVEh4Mm8/view


თუ რამე სხვა ვარიანტს ვნახავ, დავდებ

Posted by: marimari11 3 Oct 2016, 00:45
Ezekia
2kiss.gif 2kiss.gif მადლობა
მგონი არ გამიჭირდება წაკითხვა კარგად ჩანს ტექსტი

Posted by: senpai 3 Oct 2016, 00:59
http://radikal.ru/big/rpmjym9dxf29p

love.gif

Posted by: BELLA-DONNA 3 Oct 2016, 01:04
marimari11
ვიშოვე მგონი და მოგაწვდი.

Posted by: don gajetino 3 Oct 2016, 01:08
არაუშავს ეზეკიას პდფს yes.gif

მეც შემოგიერთდებით ,მაქვს ეგ წიგნი მგონი სახლში ოღონდ ძველი გამოცემა :დ

Posted by: holden kolpildi 3 Oct 2016, 09:44
QUOTE
მეც შემოგიერთდებით ,მაქვს ეგ წიგნი მგონი სახლში ოღონდ ძველი გამოცემა :დ

++


რაც შეეხება კინს ჰოროს ფნტეზს სამეცნიერო ფანტასტიკას ყველა ჟანრს აქვს თავის მუღამები და სანამ არ წაიკითხავ არ გესმის როგორ უნდა დაგაინტერესოს
არადა ტვალს ვერ მოწყვეტ ისეტი საკითხავია


იყოს რა კლუბში ჰოროის კვირეულიც
წინაზეც მინდოდოდა და არავინ ამყვა user.gif



Posted by: miishooo91 3 Oct 2016, 10:48
მე დავიწყე უკვე smile.gif რაღაც ეს უცხოელი უცნაური ტიპი ჩანს... biggrin.gif

Posted by: Adur 3 Oct 2016, 11:38
B l a c k J a c k

ვიცი და ჩემი ხმაც მიითვალა :დ



ეჰ ვერ ავცდი ამ მეორეჯერ გადაკითხვას sad.gif
ნიჩოო რუსულად წავიკითხავ, ორ კურდღელს დავიჭერ


QUOTE
4L3X
არაფრის
ცუდია რომ არ გვიერთდები ასე მგონია საინტერესო წიგნებს შემოგვთავაზებდი

+++

Posted by: ლაბარნა 3 Oct 2016, 11:49
სალამი აქაურობას, დავფიქრდები და იქნება ამ კლუბშიც შემოვიდე, ცოტა მათემატიკურ თემას შემოვაგდებ განხილვისთვის, როგორ ფიქრობთ, სულ რამდენი მწერალი იქნება მსოფლიო ბიბლიოთეკაში, რომ ვთარგმნოთ და შევაგროვოთ ყველაფერი რაც დაწერილა და გამოცემულა, რამდენი შრომა და რამდენი გიგაბაიტი იქნება? smile.gif

პლუს ამას, რა სიჩქარით ემატება ახალ-ახალი პროდუქცია და როდის დავიკარგებით ფიქციის ჟანრში სამუდამოდ და უიმედოდ? smile.gif

Posted by: Mazarin 3 Oct 2016, 12:19
senpai

ვა მადლობა იდეისთვის,
მეორედ ინგლისურად შევეჭიდები თუ ვიშოვე წიგნი.

კაია ბულგაკოვი ხალხო, ძაან კაი, ვისაც არ გაქვთ წაკითხული, თრასთ მი ვერ მოწყდებით

Posted by: senpai 3 Oct 2016, 12:23
Mazarin
QUOTE
მეორედ ინგლისურად შევეჭიდები თუ ვიშოვე წიგნი.

სამჯერ მაქვს წაკითხული სხვადასხვა ენებზე biggrin.gif პირველად რათქმაუნდა რუსულად, მერე ინგლისურად და ბოლოს ქართულად. biggrin.gif


Posted by: Likri 3 Oct 2016, 12:28
ვისაც წაკითხული გაქვთ ხოლმე რამე და აირჩიეს კლუბში,ხელმეორედ კითხულობთ? ანუ,წაკითხვა აუცილებელია რომ შემდეგ ხმა მისცე ან წარადგინო,ხო??

Posted by: marimari11 3 Oct 2016, 12:33
Likri
კი მეორეჯერ უნდა წაიკითხო......

Posted by: Likri 3 Oct 2016, 12:34
marimari11
QUOTE
Likri
კი მეორეჯერ უნდა წაიკითხო......

ოკ,ვკითხულობ მაშინ ამას yes.gif

Posted by: holden kolpildi 3 Oct 2016, 12:36
Likri
ნუ თუ გახსოვს ან ახალი წაკითხული გაქვს არა
ნუ მოკკედ განხილვაში მონაწილეობის მიღება თუ შიგიძლია აღარ წაიკითხავ ხელახლა
უიმედოთა ქალაქი რომ აერჩია მე მახსოვს თან დეტალურად და თავიდა რატომ უნდა წამეკითხა ?

Posted by: Likri 3 Oct 2016, 12:40
holden kolpildi
QUOTE
Likri
ნუ თუ გახსოვს ან ახალი წაკითხული გაქვს არა
ნუ მოკკედ განხილვაში მონაწილეობის მიღება თუ შიგიძლია აღარ წაიკითხავ ხელახლა
უიმედოთა ქალაქი რომ აერჩია მე მახსოვს თან დეტალურად და თავიდა რატომ უნდა წამეკითხა ?

ძაან ადრე მაქვს წაკითხული,უძველესი წიგნი იყო,მახსოვს,მაგრამ დეტალურად არა ისე რომ განხილივისას დეტალურად ვინმსჯელო-ვერა.
ამიტომ ვიკითხე,მხოლოდ წაკითხული თუ ითვლება თქო
წავიკითხავ ხელახლა. 2kiss.gif






პ.ს ასე პოსტვა თუ გავაგრძეელეთ,მხოლოდ საუბრით,ავა ეს თემა 100ზე და მხოლოდ 1 ან 2 წიგნი გვექნება წაკითხული cry.gif
თავისუფალი თემა გახსნას მარიმ და თუ რამე,იქ გავაგრძელოთ ხოლმე,რა yes.gif

Posted by: Mazarin 3 Oct 2016, 13:16
senpai
QUOTE
სამჯერ მაქვს წაკითხული სხვადასხვა ენებზე

ბედნიერი კაცი ხარ

მე მარტო ქართულად ვკითხულობ.
და ინგლისურად ვცოდვილობ

Posted by: marimari11 3 Oct 2016, 13:21
დავიწყე მე უკვე კითხვა yes.gif ............
ეზეკიას დადებული დასქრინული წიგნი ცუდად არ იკითხება
არ მიჭირს თან მობილურში ვკითხულობ
Likri
რა გინდა წიგნზე ლაპარაკობენ

Posted by: Likri 3 Oct 2016, 13:27
marimari11
QUOTE
Likri
რა გინდა წიგნზე ლაპარაკობენ

არაფერი რა უნდა მინდოდეს?ილაპარაკონ,ისეთი არაფერი დამიწერია.

Posted by: marimari11 3 Oct 2016, 18:28
ციხისძირი და მახინჯაური biggrin.gif user.gif user.gif user.gif

Posted by: miishooo91 3 Oct 2016, 20:23
ძალიან საინტერესოა პილატე პონტოელსა და იესოს შორის დიალოგი.

Posted by: 4L3X 3 Oct 2016, 20:25
QUOTE (miishooo91 @ 3 Oct 2016, 20:23 )
ძალიან საინტერესოა პილატე პონტოელსა და იესოს შორის დიალოგი.

ყველაზე საინტერესო ეგ არის მაგ წიგნში და ბოლოს პილატეს საქციელი. yes.gif

Posted by: ლაბარნა 3 Oct 2016, 21:12
ნება მომეცით, გავაკრიტიკო კიდეც წიგნის აშკარად გამოხატული თეისტური პათოსი. იმედია, ეგ ალეგორიაა და ბულგაკოვი მართლა არ ფიქრობდა, რომ ეშმაკი და ღმერთი არსებობს. კიდევ რომ, პლუს მაგას, ეშმაკმა ადამიანის სიკვდილი წინასწარ იცის ან შეუძლია, ადამიანის სიკვდილი თვითონ დაგეგმოს და განახორციელოს, ანუშკამ ზეთი უკვე დაღვარაო, მაგ სტილში. ძალიან პრიმიტიულია, მით უმეტეს, ყოველგვარი რეალიზმისგან ძალიან შორი. smile.gif


Posted by: Dr.Kostava 3 Oct 2016, 21:24
ლაბარნა
ეშმაკის და ღმერთის არსებობის რწმენა უფრო პიროვნული საკითხია, აი მაგალითად შენ არ გწამს მე მწამს ამიტომ ამაზე მსჯელობას და კამათს აზრი არ აქვს. შეიძლება ბულგაკოვს სწამდა ან არ სწამდა მაგრამ ფაქტია, რომ ბულგაკოვმა მისიე ვოლანდი თავისი მხლებლებითურთ იმისთვის გამოიყენა რომ ასოცირება მოეხდინა იმ დროინდელი შავბნელი სისტემასთან და ამ სისტემის მმართველებტან. ზოგადად მართლაც პრიმიტიულია რომ ეშმაკს მივანიჭოთ ადამიანის სიკვდილის დაგეგმვის შესაძლებლობა ან განსაზღვრა(ასე ვთქვათ ეს მხოლოდ ღმერთის გადასაწყვეტია), მაგრამ ბულგაკოვმა ეშმაკტათვის ამ ნიჭის მიცემა აუცილებელად მიიჩნია იმიტომ რომ ასე უკეთ მოეხდენდა ასოცირებას ზემოთ ნახსენებ სისტემისათან, რაც კარგადაც გააკეთა. მოკლედ რომ ვთქვათ სტალინი, ბერია და იმ დროინდელი კომუნისტური სისტემის ლიდერები ეშმაკებს შეადარა და ამ ნაწარმოებიტ ზოგადად დასცინა მათ და მათ სისტემას.

Posted by: holden kolpildi 4 Oct 2016, 00:14
ვისაც არ აქვს წიგნი და შეძენას აპირებთ
პალიტრის აქცია 7 ლარად გაზეთტან თუ ჟურნაკთან ეთად გამოვა

Posted by: marimari11 4 Oct 2016, 00:31
holden kolpildi
შენ არ აპირებ წაკითხვას? მე უკვე ძალიან მომწონს

Posted by: holden kolpildi 4 Oct 2016, 00:35
marimari11
რატკმღაც მეგონა რომ სახლში მქონდა
მამიდაჩემს ვკითხე და არ გვაქვსო გავიგებ როდის გამოდის და თუ მოვასწარი წავიკითხავ

პლანშეტში ვერ ვკითხულობ თვალებს მიღლის ძალიან თორე ელ ვერსიაც შეიძლება


კინგის კვირეულიც მივაწყოთ რაააა?!

Posted by: Mazarin 4 Oct 2016, 01:35
marimari11
QUOTE
მე უკვე ძალიან მომწონს


უმაგრესია.

P.S. დაღვარა უკვე ზეთი ანუშკამ? (თუ ვიღაცამ)

Posted by: marimari11 4 Oct 2016, 01:46
Mazarin
კი დაღვარა yes.gif და ისიც წაიყვანეს ფსიქიატრიულში მანდ ვარ აგჩერებულლი 5 თავი წავიკითხე 75 გვერდი
ამ გვარებს ვერ ვიმახსოვრებ


ქინდლის ყიდვა მომინდა მივხვდი რომ საჭიროა აქ მე წიგნებს ვერ ვიყიდი ჯერესერთი ძვირია ჩემთვის თან გერმანულად სულ ვერ წავიკითხავ ქართულადაც მინდა მერე რომც ვიყიდო წიგნები ვერ ჩამოვზიდავ საქართველოში
რა ფასში ვიყიდი ნორმალურს ხომ არ იცით?

Posted by: Mazarin 4 Oct 2016, 02:11
marimari11
QUOTE
ამ გვარებს ვერ ვიმახსოვრებ


ეგ გვარები მეზიზღება რუსულ ლიტერატურაში

Posted by: miishooo91 4 Oct 2016, 02:18
QUOTE
კი დაღვარა  და ისიც წაიყვანეს ფსიქიატრიულში მანდ ვარ აგჩერებულლი 5 თავი წავიკითხე 75 გვერდი
ამ გვარებს ვერ ვიმახსოვრებ


ჰაიტ წინასწარ ნუ წერთ vik.gif

პილატე რომ ელაპარაკება მღვდელმთავარს ბარაბას გაანთავისუფლებთ თუ იესოსო აი მაქამდე მივედი დღეს.

Posted by: Likri 4 Oct 2016, 11:06
ვკითხულობ მეც,ნახეთ,რა ლამაზი ყდა აქვს.

Posted by: holden kolpildi 4 Oct 2016, 16:39
QUOTE (holden kolpildi @ 4 Oct 2016, 00:14 )
ვისაც არ აქვს წიგნი და შეძენას აპირებთ
პალიტრის აქცია 7 ლარად გაზეთტან თუ ჟურნაკთან ეთად გამოვა

13 ოქტომბერს გამოვა ვითომ მივასწრებ სამ დღეში??

Posted by: marimari11 4 Oct 2016, 17:09
holden kolpildi
რავიცი 450გვერდია მგონი ეზეკიამ რაც დამოდო მანდ ეგრეა.მანაქამდე რო დაიწყო ელ ვერსიის კითხვა და მერე გააგრძელო წიგნი?

Posted by: Ezekia 4 Oct 2016, 19:34
marimari11

პლანშეტი რო იყიდო? უფრო კარგად გამოიყენებ, წიგნებისთვისაც და ისედაც

Posted by: Adur 4 Oct 2016, 21:22
ძალიან ვცდილობ ამჯერად მაინც შევიყვარო, მაგრამ არ გამომდის
გულს ვერ უბრძანებ

ახლა მოსაწყენობაც დაემატა – ვიცი რაც მოხდება.


ერთი ისაა რომ ადრე ქართულად წაკითხულში რაც თვალში ცუდად მხვდებოდა ან მაბნევდა რუსულად კითხვისას მომწონს, თურმე იუმორი ყოფილა facepalm.gif

Posted by: holden kolpildi 4 Oct 2016, 21:33
marimari11
მანდ დავიწყეკითხვა რამდენიმე გვერდმა ტვალები დამთხარა
პირველადვკითხულობ პლანშეტში
იმედია არ დავბრმავდები biggrin.gif

სქოლიო ბოლოში აქვს ამას ეტყობა



კაიფა :შ
სინედრიონის პრზიდენტი
თარგმნის შე დომებია ხო??


Posted by: siml11 4 Oct 2016, 22:00
დავიწყე კითხვა, უცხოელი რომ ასრულებს თხრობას მანდ ვარ, ჯერ ადრეა რამის დარწმუნებით თქმა მაგრამ ვარაუდის დონეზე ვიტყვი რომ რაღაც პროგნოზირებადი ნაწარმოები მეჩვენება, უცხოელი რომ გამოჩნდა ასეთი საუბრის დროს უკვე გასაგები იყო რანაირი დატვირთვა ექნებოდა, უცხო საინტერესესთან და გამოუცნობთან ასოცირდება, მერე ის რომ ღმერთზე საუბრის დროს გამოჩნდა და თან საინტერესო, გამოუცნობი ტიპია და ღმერთიც ბოლომდე შეუცნობელია, ადვილად სავარაუდო იყო რომ ასე ვთქვათ "ღმერთის მხრიდან" იქნებოდა biggrin.gif

Posted by: miishooo91 4 Oct 2016, 23:37
marimari11

QUOTE
ციხისძირი და მახინჯაური       


ეს რომ დაწერე მეთქი რა შუაშია და ეხლა მივედი მაგ მომენტამდე biggrin.gif

Posted by: marimari11 4 Oct 2016, 23:37
siml11
QUOTE
რაღაც პროგნოზირებადი ნაწარმოები მეჩვენება,

მეკიდე საერთოდ ვერ ვხვდები რა შეიძლება მოხდეს
100გვერდს გადავცდი უკვე ეხლა კიდე უნდა გავაგრძელო

QUOTE
ასე ვთქვათ "ღმერთის მხრიდან" იქნებოდა

ღმერთის მხრიდან არის ? givi.gif

Posted by: Mazarin 4 Oct 2016, 23:42
Likri

სად იყიდე?

30303030

Posted by: marimari11 4 Oct 2016, 23:50
Mazarin
რა თავს იკლავ ეს დააყენე https://forum.ge/?f=33&showtopic=34640679


გამოცოცხლდა კლუბი მიხარია bis.gif

Posted by: siml11 5 Oct 2016, 00:17
marimari11

QUOTE
ღმერთის მხრიდან არის ?

"ღმერთის კაცი" ჩანს biggrin.gif არ ვიცი 49 გვერდზე ვარ ეხლა გავაგრძელებ,ძაან დამაინტერესა, ისე კი მინიშნებები მაგას ამბობენ თუარ ვცდები, თან ეგ უცხოელი იმის გარდა რო უცხოელია, ორსახოვანი ტიპია, ხან მხიარულია ხან უცბად იცვლება და მოღუშულია, თან ჭკვიანია თან თითქოს შეშლილია, ფიზიკურადაც გაორებულია ტიპი ყბის ნახევარზე პლატინის კბილები აქვს მეორე ნახევარზე ოქროსი biggrin.gif ხოდა იესოც ხო ორსახოვანია ერთი სახე ადამიანის აქვს და მეორე ღმერთის, თან ეს უცხოელი ამბობს იქ ვიყავიო როცა ამბავს ყვება,აქ კი ორი ვარიანტია ან გიჟია ან "ღმერთის მხრიდანაა" biggrin.gif და რადგანაც ეს წიგნი "50 წიგნშია შესული" დიდი ალბათობით ეს უცხოელი ღვთისნიერი კაცია ;დ ხოლო წიგნი ღმერთის არსებობის ვარაუდს მხარს უჭერს
* * *
QUOTE
100გვერდს გადავცდი უკვე

გამოჩნდა ან ოსტატი ან მარგარიტა? biggrin.gif

Posted by: marimari11 5 Oct 2016, 00:31
siml11
QUOTE
გამოჩნდა ან ოსტატი ან მარგარიტა?

არა

მე არ მგონია ღვთის კაცი
ვნახოთ boli.gif

Posted by: miishooo91 5 Oct 2016, 00:36
QUOTE
"ღმერთის კაცი"


ღვთისკაცი რომელმაც დამცინავად უწინასწარმეტყველა ადამიანს როგორ მოაჭრიდნენ თავს? რაღაც არ მგონია, რისთვის უთხრა ეგ? თან ეშმაკი არ არსებობსო ბოლოს რომ თქვეს მაგაზე ჰქონდა განსაკუთრებული რეაქცია smile.gif კატის პერსონაჟი საერთოდ მოულოდნელი იყო? biggrin.gif

Posted by: siml11 5 Oct 2016, 00:39
miishooo91
წინასწარმეტყველებაც გამოსდის კიდევ ერთი პარალელი იესოსთან.იმ მომენტზე ვარ ეხლა ლიანდაგზე რო დაეცემა ბერლიოზი, ზუსტად ეს უწინასწარმეტყველა, ზუსტად არ ვიცი რათქმა უნდა ვინაა და ეს მხოლოდ ბოლოს გაირკვევა მაგრამ აქედან საფუძვლიანია ვივარაუდოთ რომ ღმერთთან ახლოსაა, პრინციპში ეს ვარაუდი კიარა, უკვე ფაქტია, ბევრი რამე მოწმობს ამაზე რომ ამ კაცს ღმერთთან ბევრი საერთო აქვს.
,...................
უფრო სწორად იესოსთან აქვს ბევრი საერთო

Posted by: miishooo91 5 Oct 2016, 00:42
siml11

QUOTE
წინასწარმეტყველებაც გამოსდის კიდევ ერთი პარალელი იესოსთან


პილატესთან მოსაუბრე იესო და ეს პრაფესორი როგორც ცა და დედამიწა ისე განხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. იესოში დავინახე რომ ნამდივლად ღვთისკაცი იყო აი პრაფესორს მაგის ვერაფერი შევატყე საუბარზე.

Posted by: siml11 5 Oct 2016, 00:43
miishooo91
რომელ გვერდზე ხარ?
miishooo91
QUOTE
იესოში დავინახე რომ ნამდივლად ღვთისკაცი იყო აი პრაფესორს მაგის ვერაფერი შევატყე საუბარზე.

უცხოელის იესოსთან მსგავსების ვარაუდი ფაქტების მიხედვით გამოვთქვი,(წინასწარმეტყველება და ა.შ.) ხოლო ის რომ შეიძლება როგორც იესო ისე უცხოელი იყოს ღვთის კაცი ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია შეიძლება ვცდებოდე და პირიქით ეშმაკისგან იყოს ეს უცხოელი, არის მაგის შანსიც.

Posted by: miishooo91 5 Oct 2016, 00:46
miishooo91

70-ე smile.gif

"უცხოელის იესოსთან მსგავსების ვარაუდი ფაქტების მიხედვით გამოვთქვი, ხოლო ის რომ შეიძლება როგორც იესო ისე უცხოელი იყოს ღვთის კაცი ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია შეიძლება ვცდებოდე და პირიქით ეშმაკისგან იყოს ეს უცხოელი, არის მაგის შანსიც."

ვნახოთ, ვნხოთ. წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გველის ალბათ smile.gif თან არც ოსტატი და არც მარგარიტა ჯერ არ გამოჩენილან.

Posted by: marimari11 5 Oct 2016, 00:47
QUOTE
პირიქით ეშმაკისგან იყოს ეს უცხოელი,

უცხოელის გამოჩენიდან ეს მგონია

Posted by: siml11 5 Oct 2016, 00:48
ვაა, უფრო დამაინტერესა უნდა ჩავუჯდე ეხლა, ცოტა ხანს დაგტოვებთ biggrin.gif
* * *
ისე ერთი საინტერესო კითხვა გამიჩნდა. ეშმაკს წინასწარმეტყველების უნარი აქვს? წესით ხო არ უნდა ქონდეს? smile.gif
რადგან ღმერთთან ბრძოლაში ის ხო დამარცხდება ადრე თუ გვიან და რო ცოდნოდა წინასწარ თავისი მარცხის შესახებ, ხოარ მოინდომებდა ღმერთთან გატოლებას? ანუ თავიდან ეშმაკი ხო ანგელოზი იყო და შემდეგ მოინდომა გატოლება ღმერთთან რის გამოც ღმერთმა გაკიცხა ის.
* * *
უკვე აშკარად გამოჩნდა რო ეშმაკია ეს უცხოელი მარა თუ ეშმაკია წინასწარმეტყველების ნიჭი რატომ აქვს ამას ვერ ვხვდები.

Posted by: _Pablo_ 5 Oct 2016, 10:43
siml11
marimari11
ვოლანდზე ამბობთ ღვთის კაციაო? biggrin.gif

Posted by: holden kolpildi 5 Oct 2016, 10:47
siml11
ღმერთან გატოლება არ მოუნდომებია... ღვთის გარეშე, მისგან დამოუკიდებლად უნდოდა ყოფნა..
თქვა დაცემულმა ანგელოზმა ღმერთის გარეშეც ვიქნები ნათელში .....
და ასე მოხდა დაცემა (თუ არ ვცდები არეოპაგეტიკაშია რომ ბოროტება ესაა სიკეთის ნაკლებობა ბოროტებას არსი არ გააჩნია ის ღმერთს არ შეუქმნია ) შესაბამისად ღმერთან სიშორემ გამოიწვია დაცემა და არა მისმა ღერთობის სურვილმა და ან მასთან გატოლებამ ...
ხო არსებობენ ცრუ წინასწარმეტყველები ცრუ ღმერთები რომელიც ფლობენ რაღაც ძალას შესაბამისდ უცხოელი ეშმაკი თუ არა ეშმაკის ძალიას თანაზიარია იმიტომ გამოირჩევა ყველაფრის ცოდნით და თუნდაც აზრების კითხვით



პილატეს და ქრისტეს ეპიზოდი
ძაან დამახინჯებულია
ქრისტე გამოყვანილი როგორც მშიშარა განსწავლული რომელიც ალაგ ალაგ წაუფილოსოფისებს
ძელზე კი არა ჯვარზე აკრავდენ თან მაგ დროს დამნაშავეებს

Posted by: marimari11 5 Oct 2016, 10:47
Pablo_Escobar
ჰო :დ
siml11
მე ცოტა შორს ვარ რელიგიისგან მაგრამ რატომ არ უნდა ჰქონდეს ადამიანისთვის წინასწარმეტყველების ნიჭი?
* * *
holden kolpildi
ქრისტე ისეა გამოყვანილი თითქოს რაღაც გაუგებრობაში მოხვდა
ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა და დაიბნა.

Posted by: holden kolpildi 5 Oct 2016, 10:52
marimari11
მე სადღაც 100 გვერდამდე წავიკითხე გუშინ და ჯერ ვერ მივხვდი რატომა ჩასმული ეგ ეპიზოდი
ხო ეგ მომენტიც ნამდვილად იყო

Posted by: _Pablo_ 5 Oct 2016, 10:55
marimari11
პრინციპში მართლები ხართ ეშმაკიც ღვთის კაცია.
ისე როგორც ბოროტებაც ღმერთის შექმნილია და ჯოჯოხეთიც თავისი ყველა ქმნილებით.

Posted by: marimari11 5 Oct 2016, 10:57
holden kolpildi
ხო
ანუ თითქოს იესო არ ამბობდა ღვთის ძე ვარო და ეს ხალხმა მოიგონა მერე.
მათეზე თქვა ხო გავიცანი გადამეკიდა და რაღაცეებს იწერს ჩემს ნათქვამს მაგრამ ყველაფერი გადააკეთაო?
ანუ ეგ მომენტიც რა თითქოს ხალხი აეკიდა :დ
იყო ჩვეულებრივი კაცი არ ჰქონდა არაფრის პრეტენზია და ხალხმა შერაცხა ღმერთად

Posted by: siml11 5 Oct 2016, 12:25
Pablo_Escobar
QUOTE
ვოლანდზე ამბობთ ღვთის კაციაო?

biggrin.gif
თავიდან მეგონა, უცნაურობები რო გამოამჟღავნა, იესოზე თხრობა რომ დაასრულა იქამდე, მერე უცებ გამოჩნდა რო აშკარად ეშმაკისგანაა.
მისმა შესაძლებლობებმა დამაბნია.ეშმაკს მასეთი შესაძლებლობები არ უნდა ქონდეს, ჩემი აზრით.


holden kolpildi

საინტერესო პოსტი იყო...........

marimari11
QUOTE
მე ცოტა შორს ვარ რელიგიისგან მაგრამ რატომ არ უნდა ჰქონდეს ადამიანისთვის წინასწარმეტყველების ნიჭი?

საერთოდ ეშმაკს არ უნდა ქონდეს წინასწარმეტყველების ნიჭი, აი თუნდაც holden-ის პოსტიდანაც არ მართლდება რადგან, ეშმაკს ეგონა ღმერთის გარეშე ნათელში ვიქნებიო მაგრამ ვერ მოხვდა ნათელში, ანუ მისი წინასწარმეტყველება ამ მხრივ სისულელე აღმოჩნდა. და აქედან გამომდინარე ლოგიკურად უბრალოდ შეუძლებელია ის რომ ეშმაკს შეეძლოს წნასწარმეტყველება, მას, სანამ უფალს გაშორდებოდა არ ეგონა თუ იმ დღეში ჩავარდებოდა რა დღეშიც ღმერთისგან განშორებით ჩავარდა. როგორ შეიძლება კაცს ქონდეს წინასწარმეტყველების ნიჭი როცა შედის კაზინოში და ფიქრობს ავშენდებიო და ტრუსიკის და ტუფლებსამარა გამოდის იქიდან biggrin.gif მასეთი მომენტია ეშმაკის შემთხვევაშიც, სხვაგვარად წარმოედგინა მას ღმერთთან განშორება, უფრო უკეთ ვიდრე ეს რეალურად მოხდა.

Posted by: marimari11 5 Oct 2016, 12:37
siml11
ეშმაკზე და ღმერთზე კი არა ეშმაკზე და ადამიანზდ იფიქრე.
ღმერთი ეშმაკზე ძლიერია მაგრამ ეშმაკი ადაკიანზე ძლიერი არაა?

არიქა :დ გამოჩნდა ვიღაც ქალი. ესაა ვითომ?

Posted by: miishooo91 5 Oct 2016, 12:38
siml11

QUOTE
საერთოდ ეშმაკს არ უნდა ქონდეს წინასწარმეტყველების ნიჭი,


იქნებ მხოლოდ საკუთარ მომავალს ვერ ხედავს და ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანების მომავალს კი ხედავს? smile.gif

Posted by: Mazarin 5 Oct 2016, 12:39
holden kolpildi
QUOTE
ქრისტე გამოყვანილი როგორც მშიშარა განსწავლული რომელიც ალაგ ალაგ წაუფილოსოფისებს


შიში აქვს, მაგრამ მშიშარა არ არის გამოყვანილი.
ზუსტად ის არის გამოყვანილი რაც უნდა იყოს, პროკურატორი სჯის მარა ღმერთის ეშინია.

marimari11
QUOTE
მათეზე თქვა ხო გავიცანი გადამეკიდა და რაღაცეებს იწერს ჩემს ნათქვამს მაგრამ ყველაფერი გადააკეთაო?

მათეს და ეშმაკის თემა მანდ ძაან მაგარია.
ძააააააააააააან
და ვაფშე ღმერთის და ეშმაკის.

P.S. ეს რა კაი რამე დამაყენებინე

Posted by: marimari11 5 Oct 2016, 12:48
Mazarin
ეგ როგორ არ იცოდი ძაან პრაქტიკულია
ჩაკ ნორისია 30სიმბოლოს შეზღუდვა ბრჭყალები ცოტირებაა სპოლერია პლიუს მინუსი
მოკლედ ნახე :დ


11 თავი წავიკითხე დანარჩენს საღამოს გავაგრძელებ.
პოეტი მეცოდება ყველაზე მეტად

Posted by: Mazarin 5 Oct 2016, 13:00
marimari11
QUOTE
პოეტი მეცოდება ყველაზე მეტად


თან სპოილერს გავტესტავ თან შენ ნებისყოფას
არ გახსნა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: holden kolpildi 5 Oct 2016, 13:05
Mazarin
QUOTE

შიში აქვს, მაგრამ მშიშარა არ არის გამოყვანილი.
ზუსტად ის არის გამოყვანილი რაც უნდა იყოს, პროკურატორი სჯის მარა ღმერთის ეშინია.

არ ვიცი კიდე გადავიკითხავ
მაგრამ ეს ღმერთი არ იდგა პილატეს წინაშე არც განსხეულებუი ხორცშესხმული ძე ღვთისა ეს არ იყო ღმერთის და რომის პროკურორრის საუბარი ...

QUOTE
მარა ღმერთის ეშინია

რატომ? ან რომლი ეპიზოდიდან

აშკარად კიდევ უნდა გადავიკითხო

siml11
მადლობთ
* * *
ვაიმე არ დაასპოილეროოთ
არაა
არ ქნააათ mad.gif

Posted by: Mazarin 5 Oct 2016, 13:10
holden kolpildi
მე ეგრე აღვიქვი.
ღმერთი არ ჩანს.
შიში ჩანს, და ის ჩანს რო არც პროკურატორის და არც დასჯის არ ეშინია.
ასე გამოვიტანე დასკვნა

Posted by: _Pablo_ 5 Oct 2016, 13:52
marimari11
შენ საიდან იცი ეშმაკს რა შეუძლია და რა არა?
საერთოდ ყველაზე ძლიერი ანგელოზი არის ეშმაკი, იმდენად ძლიერი, რომ გაბედა და ღმერთს განუდგა.
ადამიანი ანგელოზთან როგორ მივა ძალით? ჩვენ ხომ მონები ვართ biggrin.gif
პილატე არის მანდ საინტერესო პერსონაჟი, მე მომეწონა ყოველშემთხვევაში. და აზაზელია კიდე მაგარი ტიპი.
არ მეგონა ასე სერიოზულად თუ შეხედავდი მაგ თეისტურ ზღაპრებს, ეგ უფრო გასართობი ლიტერატურაა ჩემთვის. კარგი ენით და თხრობის სტილით.

მარგალიტა დეიდაც კარგად გამოხატავს ქალის ბუნებას smile.gif


Posted by: Mazarin 5 Oct 2016, 13:58
Pablo_Escobar
QUOTE
ადამიანი ანგელოზთან როგორ მივა ძალით? ჩვენ ხომ მონები ვართ


ანგელოზები და მთელი ეგ თეისტური ელემენტები იმიტო შევქმენით რო მაგისკენ უნდა ვისწრაფოთ.
არამც და არამც იმიტომ რომ მონებად ჩავთვალოთ თავი.
უნდა ვემსგავსოთ ღმერთს.

QUOTE
მარგალიტა

თუ შერეკილების ალუზიას არ აკეთებ მაშინ ,
თუ აკეთებ up.gif

პილატე არის მაგ წიგნის მთავარი რგოლი, მისი გარდასახვა, ჩემი აზრით.
ეგ არის ქვაკუთხედი, და ნუ სიყვარული...

Posted by: _Pablo_ 5 Oct 2016, 14:15
Mazarin
კი შერეკილები.

გააჩნია, რომელ ღმერთს უნდა ემსგავსო.
მე პირადად თორი მევასება მაგრად wink.gif

Posted by: Mazarin 5 Oct 2016, 14:40
Pablo_Escobar
QUOTE
გააჩნია, რომელ ღმერთს უნდა ემსგავსო.
მე პირადად თორი მევასება მაგრად


მე ნეო.

Posted by: _Pablo_ 5 Oct 2016, 14:48
Mazarin
ნეო , რომელი?
Mორფეუსის რჩეული, ეგეც მაგარი ტიპია, მაგრამ მაგას ჩაქუჩი არ აქვს biggrin.gif

Posted by: Mazarin 5 Oct 2016, 14:49
Pablo_Escobar
QUOTE
Mორფეუსის რჩეული

მე ტრინიტის მეგონა
love.gif

Posted by: marimari11 5 Oct 2016, 14:53
Mazarin
აუუ რატომ დამასპოილერეეეეე cry.gif cry.gif cry.gif ჯერ გავხსენი და მერე წავიკითხე არ გახსნაოო

Posted by: Mazarin 5 Oct 2016, 15:00
marimari11
QUOTE
აუუ რატომ დამასპოილერეეეეე

არა მაგას მალე გაიგებდი მაინც 2kiss.gif
მსუბუქი სპოილერია

Posted by: holden kolpildi 6 Oct 2016, 00:42
კინგი არ გვინდაო და ესეც არანაკლები ჰორორია

ეს ხუმრობით რა თქმა უნდა



Posted by: Adur 6 Oct 2016, 01:01
QUOTE

კინგი არ გვინდაო და ესეც არანაკლები ჰორორია



ადრე მაქვს რაღაც სტატია წაითხული და გოთიკად განიხილავდნენ ამ წიგნს.
ძალიან შორსაც არაა შენი შედარება :დდ

Posted by: marimari11 6 Oct 2016, 01:12
ვახ რეები ხდება
დავიზმენდი :დ
180გვერდი წავიკითხე შემითრია დღეს ძაან

ცოტა შემეშინდა :დ
Mazarin
შენი სპოილერი არასწორად გამიგია

Posted by: siml11 6 Oct 2016, 02:17
miishooo91
QUOTE
იქნებ მხოლოდ საკუთარ მომავალს ვერ ხედავს და ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანების მომავალს კი ხედავს?

რავი ეგეთი რამე თეორიულად დასაშვებია მარა ლოგიკურად თუ ასე სიზუსტით შეუძლია წინასწარმეტყველება, მაშინ თავისი ბედიც უნდა განესაზღვრა წინასწარ. ტიპი ტრიდეში და ეიჩდი ხარისხში ხედავს ყველაფერს biggrin.gif
marimari11

QUOTE
ეშმაკზე და ღმერთზე კი არა ეშმაკზე და ადამიანზდ იფიქრე.
ღმერთი ეშმაკზე ძლიერია მაგრამ ეშმაკი ადაკიანზე ძლიერი არაა?

ალბათ გააჩნია ადამიანს, მორწმუნეზე ძლიერი ვერ უნდა იყოს წესით.
.......................................
116 გვერდზე ვარ, ბოლო გვერდები მაინტერესებს ძალიან, ნორმალურად რო ჩავუჯდე კითხვას ვერ ვახერხებ, მაგრამ მაინც ცნობისმოყვარეობა არ მასვენებს და თავისუფალ მომენტებს მაქსიმალურად ვიყენებ წასაკითხად smile.gif

Posted by: marimari11 6 Oct 2016, 02:18
მორწმუნეებს ვკითხოთ ამ საკითხზე რას ამბობს რელიგია :დდ

Posted by: holden kolpildi 6 Oct 2016, 10:15
siml11
მხატვრული ლიტერატურაა გაითვალისწინე biggrin.gif
არა აუცილებელი ყველაფერი რეალიტური იყოს მწერალს აქვს ამის უფლება

დაახლოებით ვხვდები რაც იქნება
ბოროტისა და კეთილის დაპირისპირება იმედია ჰეფი ენდიც იქნება
თან საბჭოთა პერიოდია გაგნია უღმერთობა


Posted by: Mazarin 6 Oct 2016, 11:58
siml11
QUOTE
ალბათ გააჩნია ადამიანს, მორწმუნეზე ძლიერი ვერ უნდა იყოს წესით.


ღმერთი ყველას ეხმარება.
უეჭველი ვიცი წაკითხული მაქ


holden kolpildi
QUOTE
დაპირისპირება

დაპირისპირება არა, ერთობა უფრო

Posted by: holden kolpildi 6 Oct 2016, 12:05
Mazarin
QUOTE
ერთობა უფრო

შეიძლება
ბოლომდე რო წავიკითხავ მერე ყფრო თამამდ ვიტყვი ერთობა თუ დაპირისპირება

ისე ეშმაკის და სატანის არსებობა თავისთავად ღმერთის არსებობასაც ცხადყოფს ანუ ერთობაც თავისუფლად გამოდის biggrin.gif

Posted by: Mazarin 6 Oct 2016, 12:23
QUOTE
ისე ეშმაკის და სატანის არსებობა თავისთავად ღმერთის არსებობასაც ცხადყოფს ანუ ერთობაც თავისუფლად გამოდის

რაც რამე წამიკითხავს მაგ თემას ეხებოდეს მე ყველგან ვხედავ ეშმაკს როგორც რაღაც ღვთისგან დაწესებულ სასჯელ აღმსრულებელს, და არა მის მტერს.
შეიძლება სუბიექტური ვარ, შეიძლება მართლა მაგას გულისხმობენ.
მაგ წიგნშიც ეგრე მგონია.

Posted by: holden kolpildi 6 Oct 2016, 13:30
Mazarin
მე მჯერა რო ყოველ ჩვენ მოქმედებას თავისი შედეგი მოჰყვება არც ეშმაკი და ჯოჯოხეთია სასჯელი ეს შენი არჩევანის შედეგია


Posted by: _Pablo_ 6 Oct 2016, 15:46
რასაც თქვენ წერთ იმის მიხედვით ეშმაკი ღმერთზე კეთილი და ლმობიერი გამოდის და ძველი და ახალი ართქმის მიხედვითაც ასეა.
თუ ვინმე სჯის, ხოცავს და კლავს, პატარა ბავშვებს, ორსულ ქალებს და ა.შ. ეს სწორედ, რომ ღმერთია.
აბა ეშმაკს სულ 7 კაცი ყავს მოკლული თუ სწორად მახსოვს, ღმერთს კიდევ მილიონობით.
ჯერ მარტო წარღვნა რად ღირს.
ასე, რომ ტყუილად ეშინიათ ხოლმე ეშმაკის წესით ძაან კეთილი მასტი უნდა იყოს, რომელიც მამამისის გაუკუღმართებულ და სისხლს მოწყურებულ პერსონას გაექცა, მაგრამ ჯოჯოხეთშიც კი არ ასვენებს მასტი.
ვოლანდიც ზუსტად ასეთ პიროვნებას განასახიერებს მაგ წიგნში დანახვა უნდა უბრალოდ wink.gif

Posted by: 4L3X 6 Oct 2016, 16:00
QUOTE (Pablo_Escobar @ 6 Oct 2016, 15:46 )
რასაც თქვენ წერთ იმის მიხედვით ეშმაკი ღმერთზე კეთილი და ლმობიერი გამოდის და ძველი და ახალი ართქმის მიხედვითაც ასეა.
თუ ვინმე სჯის, ხოცავს და კლავს, პატარა ბავშვებს, ორსულ ქალებს და ა.შ. ეს სწორედ, რომ ღმერთია.
აბა ეშმაკს სულ 7 კაცი ყავს მოკლული თუ სწორად მახსოვს, ღმერთს კიდევ მილიონობით.
ჯერ მარტო წარღვნა რად ღირს.
ასე, რომ ტყუილად ეშინიათ ხოლმე ეშმაკის წესით ძაან კეთილი მასტი უნდა იყოს, რომელიც მამამისის გაუკუღმართებულ და სისხლს მოწყურებულ პერსონას გაექცა, მაგრამ ჯოჯოხეთშიც კი არ ასვენებს მასტი.
ვოლანდიც ზუსტად ასეთ პიროვნებას განასახიერებს მაგ წიგნში დანახვა უნდა უბრალოდ wink.gif

გაპრავების ლეველი 666
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: _Pablo_ 6 Oct 2016, 16:07
4L3X
რისი გაპრავების ?
შენი აზრით რას ვაპრავებ ამ შეხედულებით?

Posted by: 4L3X 6 Oct 2016, 16:11
Pablo_Escobar
სატანა თურმე კარგი ტიპი ყოფილა და ჩვენ სწორად არ გვესმის მისი თურმე, აქ რომ ჩვენი შეცდენა უნდა მერე იქ რომ ქვაბებში ჩაგვყაროს ეგ დაგავიწყდა.
(არ მჯერა ეშმაკი არსებობის)

Posted by: _Pablo_ 6 Oct 2016, 16:20
4L3X
მე არც ღმერთის არსებობის მწამს, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ეშმაკს განსჯის უფლება არ აქვს, ღმერთისგან განსხვავებით და არც თამაშის წესებს ადგენს, ცოდვაც ღმერთის მოფიქრებულია და სასჯელიც.

ეშმაკი არავის აცდენს, განსაცდელს სწორედ, რომ ღმერთი უგზავნის ადამიანს და ჯოჯოხეთშიც ისვე აგზავნის. სატანას არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა მანიაკი მამის ნებას დაემორჩილოს. ზუსტად ისე, როგორც ადამიანს არ აქვს არჩევანი, გარდა იმისა, რასაც ღმერთი სთავაზობს, სამოთხე ან ჯოჯოხეთი, იქნებ არც ერთი არ მინდა? ამ შემთხვევაში რა ხდება?

Posted by: Mazarin 6 Oct 2016, 16:28
Pablo_Escobar
ის სხვა ღმერთი იყო წარღვნებს და სოდომგომორებს რო აწყობდა.

მაგ კონცეფციას შეეწინააღმდეგა მისი შვილი, და შეცვალა რელიგიაც და ღმერთის ცნებაც. და მაგან განასხვავა ჩვენი რელეგია ებრაელების რელიგიისგან.
ვცდები?

საბოლოოდ ჩვეულებრივი ყველას ურწმუნოს და მორწმუნეს რო აწუხებს იმ პარადოქსამდე მიხვედი
თუ ღმერთი კარგია და ყველაფერი მაგის ნებით ხდება რატო იხოცებიან ბავშვები?

ეს კითხვა დიდი ხანია არსებობს და პასუხი ალბათ ექნება მე არ ვიცი, მე ჩემი მაქვს


Posted by: _Pablo_ 6 Oct 2016, 16:36
Mazarin
ცდები რათქმაუნდა. ძველი აღთქმის და ახალისაც ორივე ერთი და იგივე ღმერთია. Qრისტიანად ვერ ჩაითვლები თუ ძველი აღთქმის არ გჯერა.

შენ კითხვას რაც შეეხება ბავშვებთან და უსამართლო, დაუმსახურებელ ბოროტებასთნ დაკავშირებით, პასუხი ძალიან მარტივია, ან ღმერთი არ არსებობს ან მაგრად ვკიდივართ, დაიხურა ქუდი და მაგარ დროს ატარებს კარიბის ზღვის კუნძულებზე, უვადო შვებულებაშია რაა biggrin.gif

Posted by: Mazarin 6 Oct 2016, 18:19
Pablo_Escobar
QUOTE
ძველი აღთქმის და ახალისაც ორივე ერთი და იგივე ღმერთია

კი ერთია თითონ ის ტიპი ვინც სოდორს და გომორს აწყობს და ვინც იესო მოავლინა მაგრამ.

ძველ აღთქმაში არ იყო იესო, და წამდათ ისეთი რელიგიის რაც იყო ქრისტიანობამდე.
მერე მოვიდა ქრისტე, რაღაცეები შეცვალა რაც არ მოწონდა, და შეიქმნა ქრისტიანობა
და ამ ქრისტიანობაში რათქმაუნდა მამაღმერთის პერსონაჟი გადმოსულია ძველი რელიგიიდან, თვითონ ტიპი იგივეა მარა,
რელიგიის და ღმერთის როგორც კონცეფცია, ერთარსებიდან სამარსებაზე გადასვლა ხო მოხდა, აი ეს შეიცვალა.
ღმერთი მაშინ ნიშნავდა იმ ტიპს ვინც წარღვნა მოავლინა.
ეხა არის სამება.
ძველ აღთქმაში ბევრი ისეთი რამე წერია რისკენაც ქრისტიანობა მოგვიწოდებს.
არასწორად ვიქცევი იმაზე ვბაზრობ რაზეც უვერენი არ ვარ მარა
მემგონი ძველაღქმაში შემხვდა (რაც წავიკითხე იმ ნაწილში) სადაც ღმერთი მოუწოდებს ხალხს დამნაშავეების დასჯისკენ და ა.შ. მაგალითად, რო ამან ეს თუ ქნა მოკალით. თუ ხელი მოჭერით თუ რა იყო სასჯელი არ მახსოვს.
და კაროჩე რელიგია შეცვალა ქრისტემ. რავი მე ესე ვიცი.

Pablo_Escobar
QUOTE
შენ კითხვას რაც შეეხება ბავშვებთან და უსამართლო, დაუმსახურებელ ბოროტებასთნ დაკავშირებით, პასუხი ძალიან მარტივია, ან ღმერთი არ არსებობს ან მაგრად ვკიდივართ, დაიხურა ქუდი და მაგარ დროს ატარებს კარიბის ზღვის კუნძულებზე, უვადო შვებულებაშია რაა


შენ ბაიბურში არ ყოფილხარ ბრატ...
მე გეტყვი
ღმერთს კარგები თავისთვის უნდა

Posted by: holden kolpildi 6 Oct 2016, 18:46
რწმენაზე კამათი არის სისულელე ფეხბურთზე და პოლიტიკაზე
ამ შემთხვევაში შეჭმარიტებები ყოვეკთვის სუბიექტური ხასითისაა

Posted by: _Pablo_ 6 Oct 2016, 19:27
Mazarin
biggrin.gif
მე არ ვარ ბაიბურში?
ოკ, კამათი არ ღირს, აშკარად გაკლია თეოლოგიური ცოდნა.
ეს არ არის რელიგიის თემა.

ისე როგორ შეგიძლია ამდენი სისასტიკის ასეთი გაუგებარი არგუმენტით გაპრავება?

კარგი თუ არის ადამიანი, ცეცხლით და მახვილით, ღირსების შეურაცხყოფით და წამებით უნდა ამოხადოს სული, რომ მერე გულში ჩაიკრას?

Posted by: marimari11 6 Oct 2016, 19:31
Pablo_Escobar
გეხუმრა :დ

QUOTE
მე გეტყვი
ღმერთს კარგები თავისთვის უნდა

Posted by: _Pablo_ 6 Oct 2016, 20:14
marimari11
My bad
ვერ მივხვდი, მეგონა სერიოზულად ამბობდა smile.gif

Posted by: Dr.Kostava 6 Oct 2016, 20:25
ოხერი ბულგაკოვი რა თავის სამტვრევი შემოუგდო კაცობრიობას smile.gif)) biggrin.gif

Posted by: holden kolpildi 6 Oct 2016, 20:27
Dr.Kostava
QUOTE
ოხერი ბულგაკოვი რა თავის სამტვრევი შემოუგდო კაცობრიობას  ))

ეგ ბულგაკოვმა შემოუგდო? biggrin.gif

Posted by: Dr.Kostava 6 Oct 2016, 20:36
holden kolpildi
ჰოო თავიდან ჯიბეში უნდოდა ჩაედო მაგრამ მერე შემოგდება არჩია(ჯიბეზე ჩალიჩის ნერვები არ მაქვსო) biggrin.gif smile.gif)))

Posted by: Mazarin 6 Oct 2016, 20:55
Pablo_Escobar
QUOTE
ვერ მივხვდი, მეგონა სერიოზულად ამბობდა


აუ ღადაობ biggrin.gif
ბოდიში biggrin.gif
მე მეგონა ვხუმრობდი

Posted by: _Pablo_ 6 Oct 2016, 21:07
Mazarin
ჩემი ბრალია, არ ვიცოდი შენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ამიტომაც მივიღე სერიოზულად. ისე ხშირად იყენებენ ხოლმე ამ არგუმენტს, მაგრამ აქ არ მოველოდი. ისიც ხშირია თავს დამტყდარ უბედურებას, წინაპრების ცოდვებით, რომ აპრავებენ.

***

მარგარიტას გარდასახვაც ძალიან საინტერესოა. რატომღაც მასზე არავინ არაფერს ამბობს.

Posted by: Mazarin 6 Oct 2016, 21:31
Pablo_Escobar
QUOTE
ისე ხშირად იყენებენ ხოლმე ამ არგუმენტს

იმიტო ვიღადავე



Posted by: miishooo91 6 Oct 2016, 21:54
QUOTE
მარგარიტას გარდასახვაც ძალიან საინტერესოა. რატომღაც მასზე არავინ არაფერს ამბობს.


ჯერ არ მივსულვართ მაქამდე. ნუ ყოველშემთხვევაში მე ეხლა იმ მომენტზე გავჩერდი სტიოპა ოთახში რომ შებრუნდება იქ კი კატა დახვდება მხართეძოზე წამოწოლილი ცალ ხელში არყით და მეორეში ჩანგლით smile.gif

Posted by: Adur 6 Oct 2016, 22:09
ეჰ, რა დისკუსიები გამომიტოვებია
სამწუხაროა, სამწუხარო



QUOTE
კატა დახვდება მხართეძოზე წამოწოლილი ცალ ხელში არყით და მეორეში ჩანგლით



ეგ კატა მაგ წიგნის პოზიტივია love.gif

Posted by: _Pablo_ 6 Oct 2016, 22:11
ბეგემოტი.

love.gif




-------------------

Posted by: Dr.Kostava 6 Oct 2016, 22:25
ბეგემოტი
ღორმუცელობისა და ვნების დემონი, გვევლინება როგორც კატა, ბეჰემოტი ან სპილო. აქვს ჯოჯოხეთის ღვინის სარდაფების მცველის წოდება. ბეგემოტი არის ღმერთის მიერ შექმნილი პირველი მონსტრი რომელსაც ევალებოდა დედამიწის დაცვა. ბეგემოტის მთლი ძალები თავმოყრილია მის წელში და მუცელში. ))))

Posted by: Dr.Kostava 6 Oct 2016, 22:29
აი ასე აღიქვამს დემონოლოგია ბეგემოტს....

Posted by: marimari11 6 Oct 2016, 22:37
ღიპი baby.gif baby.gif baby.gif baby.gif


გუშინ ძილის წინ წავიკითხე და ჰორორები მესიზმრებოდა დღეს აღარ წავიკითხავ :დ

Posted by: Dr.Kostava 6 Oct 2016, 22:43
marimari11
კონკრეტულად რამ შეგაშინა ))))

Posted by: marimari11 6 Oct 2016, 22:49
Dr.Kostava
აუ რავიცი ტიტველმა მკვდარმა ქალმა ფანჯრის გაღება რომ უნდოდა :დ

Posted by: siml11 6 Oct 2016, 23:01
ღმერთი არ არსებობსო რომ თქვა ყველაფერი უნდა იცოდე მაშინ,ანუ შეიძლება თქვა ვაშლი არსებობსო რადგან ნანახი გქონდეს მაგრამ რო თქვა მსხალი არ არსებობსო მაშინ ყველა ხილი, ყველა ბოსტნეული და ყველანაირი ყველაფერი უნდა გქონდეს ნანახი, როგორც დედამიწაზე ისე უსასრულო სამყაროში, ასე რომ შეგიძლიათ თქვათ რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ თუ იტყვით რომ ღმერთი არ არსებობს ეს შეცდომა იქნება smile.gif

Posted by: Dr.Kostava 6 Oct 2016, 23:28
marimari11
)))))) biggrin.gif მესმის შენი

ზოგადად როდესაც ამბობენ ღმერთი არ არსებობსო, ამით აღნიშნავენ არა ზოგადად რაღაც ზებუნებრივის უარყოფას რომლისგანაც მოდის ყველაფერი და დანარჩენი ყველაფრის შემდეგ არამედ უარყოფას ქრისტიანული გაგებით ღმერთის. ბევრს ერევა. მაგალითად ზოგიერთს ათეისტი ჰგონია თავი თუ კონკრეტულად ქრისტიანობას უარყოფს. გააჩნია როგორ აღიქვამ ღმერთს ან რას უწოდებ ღმერთს, ეს უკვე შენი არჩევანია. ღმერთი შეიძლება ვუწოდოთ იმ იმ პაწაწინა თბილ წერტილს რომლისგანაც მთელი სმყარო იწყება, ანუ იმ ზებუნებრივ ძალას რომელიც მთელი სამყაროს დასაბამია. ))) დალახვროს, ღმერთის არსზე ფიქრი და ზოგადად სამყაროს ამოცანის ამოხნაზე ფიქრი მთლად გადარევს კაცს )))

Posted by: siml11 6 Oct 2016, 23:30
Dr.Kostava
QUOTE
ზოგადად როდესაც ამბობენ ღმერთი არ არსებობსო, ამით აღნიშნავენ არა ზოგადად რაღაც ზებუნებრივის უარყოფას რომლისგანაც მოდის ყველაფერი და დანარჩენი ყველაფრის შემდეგ არამედ უარყოფას ქრისტიანული გაგებით ღმერთის. ბევრს ერევა. მაგალითად ზოგიერთს ათეისტი ჰგონია თავი თუ კონკრეტულად ქრისტიანობას უარყოფს. გააჩნია როგორ აღიქვამ ღმერთს ან რას უწოდებ ღმერთს, ეს უკვე შენი არჩევანია. ღმერთი შეიძლება ვუწოდოთ იმ იმ პაწაწინა თბილ წერტილს რომლისგანაც მთელი სმყარო იწყება, ანუ იმ ზებუნებრივ ძალას რომელიც მთელი სამყაროს დასაბამია.

გეთანხმები

Posted by: holden kolpildi 7 Oct 2016, 01:14
მარგარიტა- ძაან დაჩის ზღაპარს დაემგვანა

Posted by: Dr.Kostava 7 Oct 2016, 01:33
holden kolpildi
მაინც რატომ ))))

Posted by: _Pablo_ 7 Oct 2016, 09:32
ღმერთის არსებობის მტკიცებულების ტვირთი იმასზეა ვინც ამბობს არსებობსო და შემდეგ ამ დებულებაზე დაყრდნობით ადამიანებს მორალს უკითხავენ და აძალებენ.

თქვენს მიერ მოყვანილი არგუმენტის სისუსტეს ბერნარტ რასელმა ჯერ კიდევ, როდის გასცა პასუხი თავისი კოსმიური ჩაიდნით, ასევე არსებობს იგივე ტიპის კონტრარგუმენტები, მფრინავ სპაგეტიზე და უხილავ ვარდისცერ, მფრინავ ცხენზე. მე კიდევ უხილავი, მფრინავი ლურჯი ვირი მომწონ, კახურ იუმორთან ახლოს არის.
მოკლედ, რომ გიტხრათ, მე თუ მწვანე ლეპრიკონების არ არსებობის დამტკიცება არ შემიძლია ეს სრულებითაც არ ნიშნავს, იმას რომ ისინი არსებობენ.
ამიტომაც მტკიცებულების ტვირთი იმათზეა ვინც არსებობსო ამბობს და არა იმათზე ვინც იტყვის, რომ ლეპრიკონები არ არსებობენ. მითუმეტეს თუ ადამიანების ცხოვრებაში ჩარევას აპირებ და ლეპრიკონების მორალით მათ განსჯას.

აბა ამაზე რას იტყვით მეგობრებო.


მარგარიტამ დაიწყო უკვე ფრენა თუ ჯერ არ მისულხართ იქამდე?

Posted by: miishooo91 7 Oct 2016, 09:54
ბათუმი smile.gif

Posted by: marimari11 7 Oct 2016, 10:29
Pablo_Escobar
ნუ გვასპოილერებბ vik.gif vik.gif vik.gif სპოილერში მაინც ჩასვი

Posted by: _Pablo_ 7 Oct 2016, 10:45
marimari11
შულდიგუნგ
აწი ხმას არ ამოვიღებ.
ისე რუსული სიმღერაც არის ამ ნაწარმოებზე, თუ მოგისმენიათ up.gif

Posted by: marimari11 7 Oct 2016, 10:46
Pablo_Escobar
სპოილერში ჩასვი

დაგვილინკე აბა

Posted by: _Pablo_ 7 Oct 2016, 11:03
https://youtu.be/vnXJoCeb2CU
http://www.radikal.ru

Posted by: Universe 7 Oct 2016, 11:10
რას კითხულობთ?..

Posted by: holden kolpildi 7 Oct 2016, 12:19
Dr.Kostava
რომ ვთქვა რატომ ძაან დიდი სპოილერი გამომივა biggrin.gif

Posted by: Dr.Kostava 7 Oct 2016, 12:39
holden kolpildi
შენი ნებაა biggrin.gif

Posted by: Mazarin 7 Oct 2016, 12:49
Dr.Kostava
siml11
Pablo_Escobar

აბსოლუტურად მართალია პაბლო.
მოდიხარ მეუბნები ვაშლი არსებობს, მე არ მინახია არც ვაშლი, არც მისი შედეგები, და შენი არგუმენტებიც არ მაკმაყოფილებს
ანუ იმის არ გჯერა რო ღმერთი არსებობს.
და წინადადების ფორმულირებით გამოდის
იმის გჯერა რო ღმერთი არ არსებობს, რაც ლოგიკურადაც ერთიდაიგივეა.

შენ მოდიხარ და მეუბნები ვაშლი არსებობს, მე რატო დავიწყო ყველა ხილის შემოწმება, რა ინტერესი მაქ?

Posted by: Dr.Kostava 7 Oct 2016, 13:12
Mazarin
თქვენისნებართვით მეგობრებო, ეტყობა ჩემს მიერ დატოვებული წერილი სხვანაირად გამიგეთ, არა თქვენი ბრალი არ არის შეიძლება მე უნდა დამეწერა სხვანაირად, მაგრამ არაუშავს... ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილ წერილში მე არავის არ ვუმტკიცებ ღმერთის არსებობას ან არარსებობას, მე იმის თქმა მინდოდა რომ ზოგიერთებს ათეიზმი ესმით როგორც მხოლოდ ქრისტიანობის უარყოფა. ათეიზმი არამარტო ქრისტიანობის უარყოფას გულისხმობს, არამედ ყოველგვარი ზებუნებრივი ძალების უარყოფას. ასევე არსანიშნავია, რომ ადამიანთა განსხვავებული კულტურისა და განათლების გამო ავტომატურად ვლინდება ათეიზმის სხვადასხვა ფორმები, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა.

რაც შეეხება ღმერთის არსებობის დაჯერებას, ბავშვობაში ერთი მოთხრობა წავიკითხე არ მახსოვს ზუსტად ვის ეკუთვნის მაგრამ ერთი მონაკვეთი დამამახსოვრდა ძალიან და ამოვიწერე, მოკლედ აქ კარგად არის რწმენის არსი განხილული:

"– შეწყვიტეთ! შეწყვიტეთ! მე არც ეშმაკის და არც ღმერთის არ მჯერა! არავითარი ეშმაკები და ანგელოზები არ არსებობენ!
– თქვენ უნდა გეთქვათ რომ არ გწამთ.
– რა განსხვავებაა დაჯერებასა და რწმენას შორის? ორივეს ერთი მნიშვნელობა აქვს.
– დიდი! გჯერათ როდესაც ხედავთ, გწამთ როდესაც არ გინახავთ. გჯერათ ხილულის, გწამთ უხილავის. შეგიძლიათ დაიჯეროთ რომ სანთელი დგას მაგიდაზე იმიტომ რომ თქვენ ხედავთ სანთელს მაგიდაზე, მაგრამ არ შეგიძლიათ დაიჯეროთ ღმერთის არსებობა რადგანაც არ გინახავთ იგი, შეგიძლიათ მხოლოდ ირწმუნოთ ღმერთის არსებობა. ყოველივე აქედან გამომდინარე კი გწამდეთ ეს ნიშნავს გჯეროდეთ ბრმად! "
* * *
მე ვერასდროს ვერავის ვერ დავუმტკიცებ რმერთის არსებობას, იმიტომ რომ ვერასდროს ვერავის ვერ ვანახებ ღმერთს, ღმერთი უნდა ირწმუნო(ეს უკვე შენი გადასაწყვეტია) მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ ღმერთის არსს უამრავი გაგებით უამრავი მნიშვნელობა შეიძლება მივცეთ.

Posted by: siml11 7 Oct 2016, 13:24
ერთი კითხვა მაქვს, რაც დრო გადის უფრო მეტი ბოროტება ხდება თუ უფრო მეტი სიკეთე ხდება?
* * *
მიპასუხეთ და სულ რაღაც სეკუნდებში დაგიმტკიცებთ რომ ღმერთის გწამთ biggrin.gif

Posted by: _Pablo_ 7 Oct 2016, 14:37
siml11
biggrin.gif
კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ვერავი შეძლო და შენ წამში ამტკიცებ?

შენს კითხვას რაც შეეხება, არასწორად არის ფორმულირებული და ასევე შეუძლებელია ადამიანის მიერ ჩადენილი სისასტიკეების გაზომვა.

ისე კი გეტყვი, რომ "ბოროტება" იგივე დოზით არსებობს სამყაროში, როგორც ყველა დროში, უბრალოდ ადამიანის შესაძლებლობები გაიძარდა, პოპულაციასთან ერთად და შესაბამისად მაშტაბებმაც მოიმატა, ხოლო პროცენტული რაოდენობით იგივე უნდა იყოს.

ისე ბოროტების განმარტებას თუ მომცემ კარგი იქნება biggrin.gif

Posted by: don tomi 7 Oct 2016, 14:46
siml11
ღმერთი არის ყველაზე ცნობილი პერსონაჟI რომელიც იმტო გამოიგონეს ადამიანებმა რო სუსტები ვართ
არ ვართ სრულყოფილები ასევე სათანდო ცოდნა არ გაჩდა ჩვენს წინაპრებს აი მაგლითად რამდენიც ეხლა იცი შენ
სამყაროზეიმის 10 პროცენტიც არ იცოდენ ჰოდა წარმოიდგინე კიდე რამდენი ეცოდინება შენს შთამომავლობას
რაც შენ არ იცი სიკეთე და ბოროტებას რაც შეხება ყველა ეოპქაში იყო არც იმეატებს და არციკლებს
უბრლოთ ეხლა ინფორმაციულ ეპოქაში ვცოხვრობთ შეგვიძლია გავიგოთ მაგლითად პაკისტანში ვის რა უქნეს რაც ადრე
ვერ გაიგებდა მექსიკაში მცხოვრები ვიღაც ხუანი თუ რა უქნეს ვიღაც პაკისტანელ მახრისას

Posted by: holden kolpildi 7 Oct 2016, 14:52
5 საუკეთესო ფრაზა მიხეილ ბულგაკოვის წიგნიდან "ოსტატი და მარგარიტა"
• იქნებ იმაზეც დაფიქრდე, რა უნდა ექნა შენს სიკეთეს ქვეყნად ბოროტება რომ არ ყოფილიყო. ანდა, რას დაემგვანება ქვეყანა, მიწის პირიდან ჩრდილები რომ გაქრეს? ჩრდილს ხომ ადამიანი და საგანი ჰფენს.

• თქვენ დამცინით, რადგან არ გგავართ, მე კი დაგცინით, რადგან თქვენ ერთმანეთისგან არ განსხვავდებით.

• უბედური ადამიანი არის სასტიკი და გულქვა და მხოლოდ იმის გამო, რომ კეთილმა ადამიანებმა დაამახინჯეს.

• თქვენი ძირითადი შეცდომა ის არის, რომ ადამიანის თვალთა მნიშვნელობას ღირსეულად არ აფასებთ. გაიგეთ, რომ ენას სიმართლის დამალვა შეუძლია, თვალებს კი არასოდეს!

• ის, ვისაც ცოტა ხნის წინ ეგონა, რაღაცას განვაგებო, ფიცრის ყუთში უძრავად არის გაშოტილი






ისე თეოლოგიური საუბრები აქ რომ განაგრძოთ არ გინდათ? https://forum.ge/?showforum=84
ძაან აცდით წიგნს

Posted by: Dr.Kostava 7 Oct 2016, 15:18
holden kolpildi
კი ავცდით მაგრამ ოხერი ბულგაკოვის ბრალია ეგეც )))

Posted by: siml11 7 Oct 2016, 15:21
Pablo_Escobar
QUOTE
ბოროტება" იგივე დოზით არსებობს სამყაროში, როგორც ყველა დროში

celqi tomi
QUOTE
ბოროტებას რაც შეხება ყველა ეოპქაში იყო არც იმეატებს და არციკლებს

ბოროტება მსოფლიოში რო შემცირდა ამას რათ უნდა ბევრი ფილოსოფია, ომები შემცირდა, მონებით ვაჭრობა შემცირდა, ბატონ ყმობა აღარაა, ქურდობები და მკვლელობებიც შემცირდა, აგერ ჰოლანდიაში სულ ხურავენ ციხეებს პატიმრები აღარ გვყავსო.უამრავი უსამართლობაა შემცირებული და ამის დანახვა ძალიან მარტივია.
პ.ს. ძალიან მარტივი კითხვა იყო, მაგრამ არ უპასუხეთ, ყველაფერი გასაგებია.ადამიანს თუ ძინავს მისი გაღვიძება შესაძლებელია, მაგრამ თავს თუ იმძინარებს მისი გაღვიძება შეუძლებელია.
* * *
წიგნმა მოიტანა ეს საუბარიც და ამაში ცუდი არაფერი არაა, მომავალში რამე წიგნი რო წავიკიტხოთ და სიყვარულის თემა იყოს, ქმ-ში ხოარ უნდა დაიწყო პოსტვა biggrin.gif ან პოლიტიკას თუ შეეხო წიგნი პოლიტ განყში ხოარ უნდა გადახვიდე biggrin.gif
* * *
თუ გინდა ამ წიგნზე ისაუბრო და რელიგიაზე არაფერი არ თქვა მაშინ ამ წიგნის ყდაზე, ფურცლებზე და ვიზუალურ მხარეზე უნდა ისაუბრო თორე შინაარსზე საუბრისას შეუძლებელია რელიგიურ თემას არ შეეხო

Posted by: holden kolpildi 7 Oct 2016, 15:31
siml11
QUOTE
წიგნმა მოიტანა ეს საუბარიც და ამაში ცუდი არაფერი არაა, მომავალში რამე წიგნი რო წავიკიტხოთ და სიყვარულის თემა იყოს, ქმ-ში ხოარ უნდა დაიწყო პოსტვა  ან პოლიტიკას თუ შეეხო წიგნი პოლიტ განყში ხოარ უნდა გადახვიდე

ვიღაცის რწმენამდე და არ წმენამდე თუ დაიყვან საკითხს მაშინ უნდა გადაინაცვლო
ისაუბრეტ წიგნის გარსემო თეისტური საუბრები რომ გვაინტერესბდეს წავიდოდით რეალიგიაში

Posted by: NIN_O 7 Oct 2016, 15:42
ოსტატი და მარგარიტას რომელი ეკრანიზაციაა ყველაზე კარგი? მგონი რამოდენიმეა გადაღებული

Posted by: don tomi 7 Oct 2016, 15:52
siml11
QUOTE
მაგრამ თავს თუ იმძინარებს მისი გაღვიძება შეუძლებელია

საკუთარი თავი იგულისხმე ალბათ აქ user.gif
პ.ს სგ იმ ბიჭს

Posted by: _Pablo_ 7 Oct 2016, 16:01
siml11
არ მიყვარს ხოლმე ზეპირად ლაპარაკი, მაგალითისთვის დახოცილი ბავშვების სტატისტიკა შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ არ ღირს მართლა არ არის ეს სათანადო თემა.
თუ ასე გაინტერესებს, რელიგია ფილოსოფიაში ნებისმიერკითხვაზე გაგცემენ პასუხს მაგ თემასთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი რჩევა მინდა, მოგცე, როდესაც სკეპტიკოსს ელაპარაკები, ფაქტების და მტკიცებულებების მოყვანა არ დაგავიწყდეს, სხვა შემთხვევაში სერიოზულად ვერ მიიღებენ შენს არგუმენტს.

მართლა ავცდით თემას.

Posted by: holden kolpildi 7 Oct 2016, 16:05
წიგნიდან გამომდონარე დემონოლოგიაზე საუბრი უფრო ტემატური იქნბოდა ისე givi.gif

Posted by: siml11 7 Oct 2016, 16:32
ალაჰ აკბარ

* * *

.........................

Posted by: Mazarin 7 Oct 2016, 19:08
siml11
ის კაი იყო მომძინარებულს ვერ გააღვიძებო.

სიკეთემ იმატა სავარაუდოდ, გეთანხმები, მარა რას ამტკიცებს ეგ?

Posted by: seeman 7 Oct 2016, 19:37
NIN_O

QUOTE
ოსტატი და მარგარიტას რომელი ეკრანიზაციაა ყველაზე კარგი? მგონი რამოდენიმეა გადაღებული


სხვა ეკრანიზაციები არ ვიცი მაგრამ ამ სერიალზე მაგარი არ მგონია იყოს რომელიმე


Posted by: siml11 7 Oct 2016, 20:22
Mazarin
QUOTE
მარა რას ამტკიცებს ეგ?

უამრავ რამეს ამტკიცებს, მაგრამ აქ როგორც ჩანს მართლა არ ღირს ამაზე საუბარი.
190 გვერდზე ვარ და წიგნს ჩავუჯდე ჯობია ამის ლაპარაკს.

Posted by: Mazarin 7 Oct 2016, 20:30
siml11
QUOTE
აქ როგორც ჩანს მართლა არ ღირს ამაზე საუბარი.


შეუგნებლები ვართ?


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: siml11 7 Oct 2016, 20:37
Mazarin
QUOTE
შეუგნებლები ვართ?

შარზე ხარ?
* * *
არ უნდა ხალხს რელიგიაზე და ღმერთზე საუბარი და რა ვუყო, ძალით ხოარ დავუწყებ ვარსქენ პიტიახშისავით გინდა თუ არა იწამე მეთქი.

Posted by: Mazarin 7 Oct 2016, 21:18
siml11
QUOTE
არ უნდა ხალხს რელიგიაზე და ღმერთზე საუბარი


მე და პაბლო არ გავდივართ კამათიდან.
კამათს შენ ასრულებ, და გვაბრალებ რო ჩვენ არ გვინდა საუბარი?

მკაფიოდ ვაფიქსირებ:
მზად ვარ საუბრისთვის.

იმას არ გთხოვ ისე ქენი ვიწამო თქო, ეგ ვიცი რო ჩემზეა.
თუ კამათობ იკამათე, თუ კამათს წყვეტ იმას ნუ ამბობ რო "ჩვენ არ გვინდა რელიგიაზე საუბარი".
ღირსეულად დაასრულე დავა.

P.S. სიტყვა "კამათი" აუცილებელი არაა, შეიძლება საუბარიც უწოდო.
P.P.S ვარსქენი ვინმეს რწმენას აიძულებდა?

Posted by: siml11 7 Oct 2016, 21:21
Mazarin
QUOTE
ვარსქენი ვინმეს რწმენას აიძულებდა?

აბა რას შვებოდა?

Posted by: Mazarin 7 Oct 2016, 21:34
siml11
QUOTE
აბა რას შვებოდა?


ურწმუნოებას უფრო sa.gif

Posted by: siml11 7 Oct 2016, 21:36
Mazarin
QUOTE
ურწმუნოებას უფრო

ანუ ურწმუნო უნდოდა რო გამხდარიყო შუშანიკი?
მაზდეანობას აძალებდა ისე, ცნობისთვის და არა ურწმუნოებას.

Posted by: _Pablo_ 7 Oct 2016, 21:40
Mazarin
მე საუბარს და ჯანმრთელ პოლემიკას არასდროს გავექცევი, მხოლოდ ლოგიკურ მსჯელობას, მყარ არგუმენტებს და მტკიცებულებებს თუ წარმოადგენს ადამიანი, ბევრთან მიდებატია, კათოლიკე აპოლოგეტებთანაც კი, მადლობა ღმერთ ინტერნეტი იძლევა ამის საშუალებას. რამოდენიმეჯერ შევეჯახე კარგ კითხვებს, ამერიკელი აპოლოგეტებისგან, მაგრამ აბა უარგუმენტოდ და თეოლოგიური ცოდნის გარეშე რა აზრი აქვს საუბარს? თან ეს თემა ნაწილობრივ ეხება ჩვენს ნაწარმოებს თორე ღმერთმანი დილამდე შემიძლია ვიდებატო
biggrin.gif
ამიტომაც ვურჩიე ის განყოფილება, სიამოვნებით მიიღებენ იქ და კარგადაც აუხსნიან სიტუაციის აბსურდულობას და უსაფუძვლობას.

Posted by: siml11 7 Oct 2016, 21:41
Mazarin
QUOTE
ამიტომაც ვურჩიე ის განყოფილება, სიამოვნებით მიიღებენ იქ და კარგადაც აუხსნიან სიტუაციის აბსურდულობას და უსაფუძვლობას.

შენ კიდე ამბობდი
QUOTE
მე და პაბლო არ გავდივართ კამათიდან


Posted by: holden kolpildi 7 Oct 2016, 21:46

Posted by: _Pablo_ 7 Oct 2016, 21:47
siml11
არ გავდივარ მეგობარო, მაგრამ შენი მხრიდან ჯერ ერთი ჩამოყალიბებული არგუმენტიც არ მომისმენია.
მოდი ჩამოაყალიბე აზრი და თუ გინდა ახალი თემა გახსენი და იქ ვიდებატოთ. ეს თემა ცოტა სხვა მიზანს ემსახურება.

Posted by: siml11 7 Oct 2016, 21:50

მოკლედ მე დავასრულე ამ თემაზე საუბარი აქაც და სხვა თემაშიც რომელიც არც გამიხსნია.......................

Posted by: Adur 7 Oct 2016, 22:29
უი, დაასრულეთ?
არა და ახლა იდეა მქონდა შემდეგში "ანგელოზთა აჯანყება" ხომ არ წამოვაყენო კანდიდატად მეთქი sad.gif

Posted by: Mazarin 7 Oct 2016, 22:33
siml11
QUOTE
მაზდეანობას აძალებდა ისე, ცნობისთვის და არა ურწმუნოებას.


user posted image

Posted by: _Pablo_ 7 Oct 2016, 22:42
Adur
შენ როგორ სულ აგვიანებ?
Mazarin
lol.gif

Posted by: Ezekia 7 Oct 2016, 22:44
Mazarin


ჯეფ ბრიჯესი love.gif


მომწონს ეგ კაცი rolleyes.gif

Posted by: Adur 7 Oct 2016, 22:45
Pablo_Escobar

ჰო sad.gif
არადა მეც მინდა კამათი sad.gif

მოკლე შინაარსი მითხარით, მხარეს ავირჩევ და დავცხოთ user.gif

Posted by: _Pablo_ 7 Oct 2016, 22:49
Adur
ბულგაკოვი დახურავს მემგონი ამ თემას.
მხარეები კიდევ შემდეგია:
ცოდნაVSრწმენა

Posted by: Adur 7 Oct 2016, 22:55
Pablo_Escobar

QUOTE
ბულგაკოვი დახურავს მემგონი ამ თემას.


რას წერდა ამ თემაზე? რა ეგონა?

QUOTE
ცოდნაVSრწმენა


აგნოსტიკი ვარ user.gif
ალბათ :დ

Posted by: holden kolpildi 7 Oct 2016, 22:56
მე დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოვრჩები


წიგნს მაინც ვიყიდი biggrin.gif



აუ დამპირდით რომ კინგს ერტხელ მაინც წაიკითხავთuser.gif
მაგის ხათრით დავბრუნდი user.gif



ნებისმიერი რელიგია დაფუძნებულია რწმენაზე
ან გწამს ან არა ძალიან მარტივია
თუ ვინმე ელოდება ქრისტეს ბუდას ალაჰის არსეობსი მტკიცებულებეს მოუწევს ცხოვრების ბოლომდე ცდა

ისე ატეისტების უნრავლესობას საქრთველოში განსაKუთრებით ათეიზმი ქრისტიანობის მართმადიდებლობის დაჯიპიანი მღვდლების გმობა რატომ გონია ?

ან რაც არ გწამს და არაფრად მიგაჩნია იმაზე რატომ უნდა იკამათო ვერ ვხვდები


ხო ისა თემაპურად : biggrin.gif
სადრაც 350 გვრდამდე ვარ და მარგარიტაც ცოცოხით ფრენის ეპიზოდი ეს კარნავალი ბუხრიდან გამომძვრალი მკვდრები ძაან ზრაპრულ ჩანართად მომეჩვენა ზაან საბავშვო ზრაოარს გავდა

Posted by: Adur 7 Oct 2016, 23:00
QUOTE
სადრაც 350 გვრდამდე ვარ და მარგარიტაც ცოცოხით ფრენის ეპიზოდი ეს კარნავალი ბუხრიდან გამომძვრალი მკვდრები ძაან ზრაპრულ ჩანართად მომეჩვენა ზაან საბავშვო ზრაოარს გავდა



მგონი მანდ რუსული ფოლკლორული მოტივებია
ასე მახსოვს, ახლა ჯერ არმივსულვარ.
ხოდა თუ სწორად მახსოვს, მაგით მომწონს

Posted by: holden kolpildi 7 Oct 2016, 23:03
Adur
QUOTE
მგონი მანდ რუსული ფოლკლორული მოტივებია
ასე მახსოვს, ახლა ჯერ არმივსულვარ.

არ ვიცი რუსულ ფოლკლორს არ ვიცნობ და საერთოდ მე დიდი რუსოფობი ვარ
რუსულ ლიტერატურას ვწყალობ და ვაღიარებ მხოლოდ


იმჰოgivi.gif

Posted by: Adur 7 Oct 2016, 23:07
holden kolpildi


სადაც ლიტერატურა იქვე ფოლკლორი ვერა?
რუსოფობობაზე სად გადახტი?
ოკუპანტები არც მე მიყვარს mad.gif

Posted by: _Pablo_ 7 Oct 2016, 23:13
Adur
ეგ ბულგაკოვმა იცის მარტო.
მე ის ვიგულისხმე, რომ ბულგაკოვის არჩევით პოლემიკა გაიმართა რელიგიურ საკითხებზე და 100 გვერდამდე თუ არ მივალთ კარგია.

ათეისტებს ეხალისებათ მორწმუნეებთან დავა, ჯერ მარტო იმ მიზეზის გამო, რომ ადვილი საკბილონი არიან და 99% სიტუაციაში დებატებში გამარჯვებულები გამოდიან.

ჩემი აზრით ათეიზმი გაცილებით დიდ ვაჟკაცობას მოიტხოვს, რადგან ნიჰილიზმს უნდა გაუსწორო თვალი და კარპედიემში უნდა იცხოვრო.
მორწმუნეობა კიდევ ძალიან ადვილია, ზიხარ კომფორტის ზონაში და უეჭველად გწამს, რომ ბაბუაწვერა ყველაფერს გაპატიებს, თან სამყაროზე ფიქრითაც არ იწუხებ თავს. უბრალოდ სიკვდილს ელოდები, ილუზიას იქმნი, რომ შემდეგ მარადიულად იცხოვრებ და ნეტარებაში გაატარებ უსასრულობას.

აბა კუბოში ლპობას არ ჯობია ასეთი დახატული სამყარო? ზოგჯერ მეც მინდა მწამდეს, სამწუხაროდ ტვინი არ მაძლევს ამის საშუალებას.

Posted by: holden kolpildi 7 Oct 2016, 23:20
Pablo_Escobar
QUOTE
ათეისტებს ეხალისებათ მორწმუნეებთან დავა, ჯერ მარტო იმ მიზეზის გამო, რომ ადვილი საკბილონი არიან და 99% სიტუაციაში დებატებში გამარჯვებულები გამოდიან.

კარგი რა როგირც თეისტები ვერ დაამტკიცებენ ღმერთის არსებობას ვერანაირი არგუმენტებით ასევე ათეისტები ვერ დაამტკიცებენ ღმერთის არ არსებობას არგუმენტირებულად



Posted by: Adur 7 Oct 2016, 23:24
Pablo_Escobar

მე ხუმრობა მეგონა: ბულგაკოვი მოვა და გაბრაზებულ გულზე დახურავსო
ასე გავიგე user.gif

QUOTE
ჩემი აზრით ათეიზმი გაცილებით დიდ ვაჟკაცობას მოიტხოვს, რადგან ნიჰილიზმს უნდა გაუსწორო თვალი და კარპედიემში უნდა იცხოვრო.
მორწმუნეობა კიდევ ძალიან ადვილია, ზიხარ კომფორტის ზონაში და უეჭველად გწამს, რომ ბაბუაწვერა ყველაფერს გაპატიებს, თან სამყაროზე ფიქრითაც არ იწუხებ თავს. უბრალოდ სიკვდილს ელოდები, ილუზიას იქმნი, რომ შემდეგ მარადიულად იცხოვრებ და ნეტარებაში გაატარებ უსასრულობას.

აბა კუბოში ლპობას არ ჯობია ასეთი დახატული სამყარო? ზოგჯერ მეც მინდა მწამდეს, სამწუხაროდ ტვინი არ მაძლევს ამის საშუალებას.


ვიყავი მორწმუნე, არაა მოწმუნეობა ადვილი,
ჩემთვის არ იყო,
სულ სტრესში და მონანიებაში ვიყავი.
არც ათეიზმია ადვილი კი.

მგონი ძაღლის თავი იქ მარხია სწორედ ბოლოში რასაც ამბობ: ზოგს უბრალოდ არ შეუძლია სწამდეს და ზოგისთვის ეს აუცილებელია.

Posted by: _Pablo_ 7 Oct 2016, 23:31
holden kolpildi
საქმე იმაშია, რომ ათეისტს არაფრის მტკიცებულების ვალდებულება არ აქვს, ამაზე ვილაპარაკე წინა გვერდზე და რასელის არგუმენტიც მოვიყვანე.
ათეისტი არავის აძალებს ცხოვრების წესს მორწმუნესგან განსხვავებით.
სკეპტიკოსი თავისი ბუნებით, რაციონალური ადამიანია და იმაზე ფიქრობს რა სარგებელი მოუტანოს კაცობრიობას, რომ განვითარდეთ და მომავალ თაობას უკეთესი და განვითარებული სამყარო დავუტოვოთ, სვილები სწორი ფასეულობებით აღვზარდოთ და ადამიანები რაიმე ნიშნით კი არ განვასხვავოთ არამედ შევხედოთ, როგორც თანასწორ უფლებიანს.

Posted by: BELLA-DONNA 7 Oct 2016, 23:35
ეჭვი მაქვს, რომ ეს თემა მთლიანად ბულგაკოვს მიეძღვნება. biggrin.gif

Posted by: _Pablo_ 7 Oct 2016, 23:47
Adur
კი ბატონო გეთანხმები, რომ სტრესია. მაგრამ ეს ხომ ხელოვნურად შექმნილი ფსიქოლოგიური წნეხია, რომელსაც ბავშვობიდან გვინერგავდნენ?!
მაგრამ ძაღლის თავი სულ სხვაგან არის დამარხული.
ადამიანს სინანულისთვის ღმერთი არ ჭირდება, მაგრამ რელიგია გაძლევს არაბუნებრივ ჩარჩოებს და ბუნებრივ ადამიან თავის მხრივ უჭირს შეინანოს ის რასაც სამართლიანად ან ბუნებრივად მიიჩნევს, სწორედ ამით სარგებლობენ ქურუმები და ხელოვნურად გიჩენენ დანაშაულის გრძნობას.

ამხელა სტრეს განიჭებენ და იმითაც კი არ იწუხებენ თავს, ჯილდოს არსებობა დაგიმტკიცონ.
ძალიან პრიმიტიული და პირველყოფილი მოდელია, დაგვემორჩილე და მოგცემთ კანფეტსო გეუბნებიან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ კანფეტი არ აქვთ.
მეცნიერების ერაში ძალიან ბევრი ხვდება ამას და ნელნელა თვალს უსწორებენ რეალობას.

Posted by: miishooo91 7 Oct 2016, 23:48
დღეს იქამდე მივედი ვოლანდი და კომპანია სცენაზე რომ გავლენ ოღონდ ეგაა რომ მგონი ძალიან ჩამოგრჩით და აშკარად კითხვის ტემპს უნდა მოვუმატო.

Posted by: Adur 7 Oct 2016, 23:59
Pablo_Escobar

ძალიან სისულელე იქნება ახლა მე რომ მაგაზე გეკამათო :დდ
თუმცა მე მაინც მგონია რადგან საუკუნეებია რელიგიური ხალხი არსებობს ე.ი. სჭირდებათ (ნუ ხალხის მართვისთვის რელიგიის შექმნილობის თეორიას მხოლოდ ნაწილობრივ ვიზიარებ)
შეიძლება ოდესმე დედამიწა ათეისტური გახდეს, რატომაც არა
მაგრამ არც თუ ისე შორეული წარსულიდან ვიცით რომ ჯერ ეგ ადრეა


Posted by: holden kolpildi 8 Oct 2016, 00:04

Pablo_Escobar
ჯიპიან მღვდელზე განაწყენებული და გაბრაზებული მოქალაქის პოსტია


miishooo91
და სად გეჩქარება??
იქითა კვირას იწურება ჩაბარების დრო

Posted by: WendyD 8 Oct 2016, 00:09
მომენატრა კლუბი smile.gif და წიგნების კითხვა
და თქვენ მომენატრეთ love.gif

Posted by: marimari11 8 Oct 2016, 00:13
WendyD
ვაიმეეეეეეეე ჩვენი გოოგოო jump.gifდაგვიბრუნდი? bis.gif
როგორ გამეხარდა შენი გამოჩენა 2kiss.gif
სად დაიკარგე?
დამაკლდი კლუბში

Posted by: _Pablo_ 8 Oct 2016, 00:14
Adur
სწორად აღნიშნე სიტყვა "სჭირდებათ" ჯერ კიდევ დოდტოევსკის აქვს ნათქვამი ღმერთი, რომ არ არსებობდეს, ჩვენ მას მოვიფიქრებდითო.
ადამიანის ყველაზე ძლიერი და პირველყოფილი ინსტინქტის შედეგია ღმერთის "არსებობა"
მეც მინდა გადავრჩე და მარადიულად ვიცხოვრო ნეტარებაში, რადგან ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ რაც არ უნდა ძლიერი იყოს სურვილი და მის მიერ გამოწვეული ფანტაზიები, რომლებმაც სამოტხეში უნდა მიმიყვანოს, იმდენად მწარეა ემპირიული მტკიცებულებები, რომ გონებას შეცდომაში შევყავარ და ამგვარად მაიძულებს ნიჰილიზმისგან გამოწვეულ უდიდეს სტრესს გავუმკლავდე.
ამიტომაც გითხარი, რომ გაცილებით რთულია უიმედოდ ცხოვრება ვიდრე უზრუნველყოფილი მარადიულობით.

ერთი პლიუსი მაიც აქვს ათეიზმს და ეს კარპედიემით გამოწვეული ცხოვრების სტილია.
ჩემი აზრით ათეისტი გაცილებით მეტად აფასებს ცხოვრებას და დროს უქმად არ ხარჯავს, ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს, რადგან იცის, რომ ერთხელ ცხოვრობს.
როგორც კარლ სააგანმა თქვა, ჩვენ ვართ საშუალება, რითაც სამყარო შეიცნობს საკუთარ თავს. რატომ არ უნდა გამოიყენოს ეს შანსი კაცობრიობამ არ მესმის და ილუზიაში, რატომ უნდა გაატაროს ის უმნიშვნელო დრო რასაც ცნობიერში ყოფნა ქვია? იგივე სიცოცხლე
* * *
holden kolpildi
ჯერ ერთი მოქალაქე არ ვარ და ღმერთმა დამიფაროს ასეთი სტატუსი ოდესმე მქონდეს. biggrin.gif

მერე მეორე მე ქურუმების ჯიპები ნაკლებად მაინტერესებს, უფრო ის მაბრაზებს, როგორი თაღლითური წესით შოულობენ ამ ქონებას.
და მესამე, ამაზე უკეთეს პასუხს არც მოველოდი შენგან wink.gif

Posted by: miishooo91 8 Oct 2016, 00:29
holden kolpildi

QUOTE
და სად გეჩქარება??
იქითა კვირას იწურება ჩაბარების დრო


ხო მაგრამ დღის რეჟიმი ისეთი მაქვს რომ შეიძლება დღე ისე გავიდეს რომ 1 ფურცელიც ვერ წავიკითხო. ხოდა არ მინდა რომ ბოლოს ბევრი დამიგროვდეს, ჯობია როცა თავისუფალი დრო მექნება უფრო მეტი წავიკითხო.

ჯერჯერობით არც ოსტატი გამოჩენილა და არც მარგარიტა, მოუთმენლად ველი მათ biggrin.gif

Posted by: Adur 8 Oct 2016, 00:37
Pablo_Escobar

QUOTE
ილუზიაში, რატომ უნდა გაატაროს ის უმნიშვნელო დრო რასაც ცნობიერში ყოფნა ქვია? იგივე სიცოცხლე


ამდენი ხანია იძახი რომ რელიგია უფრო ადვილიაო და ამ პოზიციიდან მიყევი, შეიძლება გაუგო :დდ
ნუ სწორედ იმიტომ რომ ვიზიარებ მაგ დამოკიდებულებას ცხოვრების დაფასებაზე მიმაჩნია ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს როგორ იცხოვროს. ყველას თავის მოთხოვნილებები აქვს და ყველა თვითონვე იპოვის დაკმაყოფილების გზებსაც :დ
დაიყვანე კაცობრიობა ინდივიდებზე:
ვიღაცას დაკმაყოფილებისთვის ზურგზე ეკლიანი შორლტების რტყმა სჭირდება, კი ბატონო;
აგერ შენთვის სამყაროს გაუმჯობესებაზე ფიქრი უფრო მნიშვნელოვანია, რატომაც არა.
(დიდი ალბათობით ვერც ერთი ვერ დაკმაყოფილდებით მაგრამ ნიჩოო, მთავარია ცდა!)
და ა.შ.
მითუმეტეს ყოველთვის არსებობს შანსი რომ შენ ცდები და ის მეორე მართალია.

Posted by: _Pablo_ 8 Oct 2016, 00:42
Adur
როდესაც პერსონალურ ღმერთს შეეხება საქმე არ ვცდები. ბიბლია ყურანი და ასე შემდეგ.
აი აინშტაინის ღმერთზე თუ გვაქვს საუბარი მანდ ნაწილობრივ შემიძლია დაგეთანხმო. თუმცა ეს უკვე სულ სხვა საუბარია wink.gif

Posted by: Adur 8 Oct 2016, 00:46
ღმერთმა ქნას არ ცდებოდე givi.gif


Posted by: _Pablo_ 8 Oct 2016, 00:54
Adur
biggrin.gif
კაი ზავედენია ჩანს.
ებრაელ ბავშვს ეუბნება მასწავლებელი, ღმერთი არ არსებობს და მოდი შეაგინეო.
ბავშვმა უპასუხა, რატომ შევაგინო მასო? თუ არ არსებობს რა აზრი აქვს გინებას და თუ არსებობს რატომ გავანაწყენოო? biggrin.gif

Posted by: Adur 8 Oct 2016, 01:11
QUOTE
ებრაელ ბავშვს ეუბნება მასწავლებელი, ღმერთი არ არსებობს და მოდი შეაგინეო.
ბავშვმა უპასუხა, რატომ შევაგინო მასო? თუ არ არსებობს რა აზრი აქვს გინებას და თუ არსებობს რატომ გავანაწყენოო?


:დდდდდ
აგე ვინ იცის ცხოვრებისგან ხეირი givi.gif givi.gif

Posted by: WendyD 8 Oct 2016, 01:15
marimari11
QUOTE
ვაიმეეეეეეეე ჩვენი გოოგოო დაგვიბრუნდი? 
როგორ გამეხარდა შენი გამოჩენა 
სად დაიკარგე?
დამაკლდი კლუბში

კარგი მიზნით დავიკარგე jump.gif jump.gif
წახვედი გერმანიაში?

Posted by: marimari11 8 Oct 2016, 01:18
WendyD
გათხოვდი?
jump.gif

კი გოგო აქ ვარ

Posted by: WendyD 8 Oct 2016, 01:21
marimari11
QUOTE
გათხოვდი?

biggrin.gif კარგი მიზნით დაკარგვა გათხოვებაა მხოლოდ?
არა, არ გავთხოვდი. უკეთესი, უკეთესიი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მომენატრა კლუბი მართლა.
რას კითხულობთ?

Posted by: marimari11 8 Oct 2016, 01:22
WendyD
:დ არა ვიხუმრე

ოსტატი და მარგარიტა! მოგვწონს ფრიად

Posted by: holden kolpildi 8 Oct 2016, 02:05
Pablo_Escobar
მეზარება რელიგიურ თემებზე კამათი
მითუმეტეს შენთან კამათი
არც ვინმეს კატეხიზაცისკენბვარ მიდრეკილი
ორმხრივი ცერცვის შეყრა გამოვა მე ისევ ჩემს აზრზე დავრჩები შენ ისევ შენსაზე

* * *
WendyD
პანიიკ 2kiss.gif
დაბრუნდიიიი

აუ სულ ცოტა დამრჩა და ისე მეძინება ვეღარ ვაგრძელებ ხვალ თუ მოვიცალე დავასრულებ და ჩემ აზრსაც გამოვთქვამ ამ წიგნზე

Posted by: B l a c k J a c k 8 Oct 2016, 04:52
QUOTE
ცოდნაVSრწმენა

ერთი მეორეს ხელს არ უშლის, თუ ხელოვნურად არ არის ბარიერი შექმნილი.
მაგადი ნაწარმოებია. ოთახში რვაფეხები თვითონ ბულგაკოვს ელანდებოდა უეჭველი :დ

Posted by: _Pablo_ 8 Oct 2016, 09:10
B l a c k J a c k
საპირისპირო მცნებებია, რწმენით ჭეშმარიტებას ვერ დაადგენ ამის საშუალებას მხოლოდ ცოდნა იძლევა.
აბა წარმოიდგინე მეცნიერები, რომ რწმენით ხელმძღვანელობსნენ, მაგალითად როცა კოსმოსურ ხომალდ აგებენ,
"დიახ ჯონ მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ხომალდი შესძლებს ორბიტაზე გასვლას"
"საიდან იცით?"
"გუშინ ხილვა მქონდა სერ!"

ეგეთი მეცნიერის აგებულ არათუ ხომალდში არ ჩავჯდებოდი, მოწოდებულ წამალსაც მოვერიდებოდი wink.gif

Posted by: Ezekia 8 Oct 2016, 09:26
Adur

მაგარი ვიდეოა smile.gif არ მინაავს ეს ფილმი, უნდა ჩავუჯდე როდესმე.

ვინმეს თუ მართლა ასე წარმოუდგენია რამე, მაგარია )))


WendyD

როგორ გამიხარდა შენი დანახვა
2kiss.gif


* * *



პ.ს. რუსულად კითხულობთ ეხლა რომელიმე М&М-ს?
საიტი ვნახე რაღაც, რუსულენოვანი, თავების მიხედვით ანოტაციებია...

Posted by: B l a c k J a c k 8 Oct 2016, 10:23
Pablo_Escobar
QUOTE
საპირისპირო მცნებებია, რწმენით ჭეშმარიტებას ვერ დაადგენ ამის საშუალებას მხოლოდ ცოდნა იძლევა.

ჭეშმარიტების განმარტება დაიდოს ჯერ :დ
ყველაფერი ფარდობითია ცხოვრებაში. მეცნიერებამდე რამ მივგვიყვანა? დაინახეს სამი მნათობი ეგვიპტეში და ააშენეს პირამიდები. განვითარდა შესაბამისი მეცნიერებები: გეომეტრია, არქიტექტურა და ა.შ. ორივე საჭიროა. მეცნიერულად: წარმოდგენა არ ქონდა კოლუმბი სად იყო ინდოეთი, მაგრამ ჯეროდა აღმოაჩენდა და მიენდო ზურგის ქარს. "დაპირისპირება" უფრო მიმდინაორეობს ღმერთის არსებობა/არ არსებობის თაობაზე. თეისტები სამყაროს მეცნიერული ვერსიის არ ჯერათ , შესაბამისად აქეთა ფლანგს ღმერთის არსებობის.

QUOTE
აბა წარმოიდგინე მეცნიერები, რომ რწმენით ხელმძღვანელობსნენ, მაგალითად როცა კოსმოსურ ხომალდ აგებენ,

და თუ კი სწამს რომ რაიმე უკურნებელი სენის ვაქცინას შექმნის და ბოლომდე აგრძელებს მუშაობას? სხვა დანებდებოდა მაგალითად. ეს მეცნიერი კი აგრძელებს მუშაობას, იმიტომ რომ სწამს. შესაბამისად . . . .

Posted by: _Pablo_ 8 Oct 2016, 12:38
B l a c k J a c k
მეცნიერს ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს და არა რწმენა.
ლაბორატორიაში შესვლამდე აბსოლუტურად ყველა კარს მიღმა ტოვებს რწმენას და ობიექტურად იკვლევს საგანს.
კოლუმბსაც აღმოჩენა, სახელის გათქმა და სიმდიდრე ამოძრავებდა და არა რწმენა. არც ბრმად მიდიოდა ცნობისთვის, ეკიპაჟს ეპარებოდა ეჭვი და ზუსტად რწმენის გამო, კინაღამ ჩაშალეს ექსპედიცია.


Posted by: B l a c k J a c k 8 Oct 2016, 13:14
Pablo_Escobar
QUOTE
მეცნიერს ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს და არა რწმენა.
ლაბორატორიაში შესვლამდე აბსოლუტურად ყველა კარს მიღმა ტოვებს რწმენას და ობიექტურად იკვლევს საგანს.
კოლუმბსაც აღმოჩენა, სახელის გათქმა და სიმდიდრე ამოძრავებდა და არა რწმენა. არც ბრმად მიდიოდა ცნობისთვის, ეკიპაჟს ეპარებოდა ეჭვი და ზუსტად რწმენის გამო, კინაღამ ჩაშალეს ექსპედიცია

სამყარო როგორ შეიქმნა შენი აზრით? პროლოგზე საინტერესო ყოველთვის ეპილოგია, მაგრამ მაინც.
მე ვთვლი რომ ვიღაცამ ან რაღაცამ შემქნა, უფროსწორედ ჩახმახს გამოკრა ხელი, ის ერთადერთი ატომი გაამოძრავა, რომელის პირდაპირი შედეგიც დღევანდელი სამყაროა. დაუძახებ მას ევოცულიის თეორიას თუ ღმერთს არ აქვს მნიშნველონა. აქვს მეცნიერებას პასუხი საიდან დაიწყო ეს ყოველივე? მე არ შემხვედრია უბრალოდ ამაზე. დიდი აფეთქება და ყოველივე აღწერს პროცესს, მაგრამ პირველ კითხვაზე პასუხს ვერ სცემს. ყველა პიროვნება თვითონ განსაზღვრავს მეცნიერების და რწმენის ფარდობას. ის ფაქტი რომ მეცნიერება უფრო ობიექტურია არ აძლევს უფლებას უგულველყოს რწმენა და ის ფაქტი რომ რწმენა ადამიანისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური და მამოძრავებელი ძალაა არ აძლევს უფლებას უგულველყოს მეცნიერება. რაში უშლის ეს ორი ერთმანეთს ხელს ვერ ვხვდები. მეცნიერებას მეცნიერებისა და რწმენას რწმენისა. აინშტაინი დაახლიდა ქრისტეს ტყვიას შუბლში , თუ ქრისტე დაუნგრევდა ცოდნის ტაძარს ფიზიკოსებს ? :დ სამოთხესა და ჯოჯოხეთში გადანაწილებულთა და მომლოდინეთა სიას ვერავინ დაგიდებს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. უბრალოდ დროის ფუჭი ხარჯვაა სიმთა თეორიის, გრავიტაციის და შავი ხვრელების ფურცლების ტრიალი მორწმუნეების თვალწინ, ისევე როგორც "დედამიწა ბრტყელია" ძახილი მეცნიერებისთვის. ზეტს იტ.


Posted by: _Pablo_ 8 Oct 2016, 13:34
B l a c k J a c k
საქმე იმაშია, რომ მეცნიერი არაფერს უმტკიცებს, მორწმუნეს, საქმე პირიქითაა.
რწმენა იმით უშლის ცოდნას ხელს, რომ ობიექტურობა იკარგება და შედეგიც შესაბამისად სუბიექტური 99% შემთხვევაში მცდარია. დარჩენილი 1% კი შემთხვევითობაა.
რათქმაუნდა მეცნიერებას არ აქვს პასუხი ყველა კითხვაზე და ზუსტტად ამაშია მთელი ხიბლი.
მეცნიერება შორს არის ტყუილისგან, რწმენისგან განსხვავებით.
რაც კი რელიგიური წიგნებია აბსოლუტურად ყველა მცდარი აღმოჩნდა მეცნიერულ საკითხებში.
არც ედემის ბაღი არსებულა, არც ადამი და ევა და შესაბამისად ის ღმერთი, რომელმაც ეს აბდაუბდა ებრაელ ხალხს გადმოსცა.
ქრისტიანულმა სამყარომ უკვე კარგად იცის, რა სისულელეც წერია ბიბლიაში და აღიარებენ კიდეც, წმინდა წერილის კორუმპირებულობას.

დღევანდელ მორწმუნენი, რეალობას თვალს უსწორებენ და ხვდებიან, რომ აბსოლუტურად ყველა რელიგიური მიმდევრობა სიბეცეა და შველას ისევ და ისევ აინშტაინის ღმერთში პოულობენ.
კარგი ბატონო იეღოვა თუ არ არის, ვიღაცამ მაინც ხომ მისცა დასაბამი სამყაროსო.
არადა კვანტური ფიზიკის დაკვირვებებით, სრულიად აშკარაა, რომ თუ საკმაო ხანს დავაკვირდებით არაფერს, ვნახავთ რომ იქედან რაღაც აუცილებლად წარმოიქმნება.

და ბოლოს, პირადად მე, ინტელექტუალურ სიზარმაცედ მიმაჩნია ღმეტთისთვის იმის მიწერა, რისი ახსნაც ჯერ ჯერობით არ შეგვიძლია.
მოვა დრო და ფარდა აეხსნება ყველაფერს და მერე მიხვდება კაცობრიობა, რა უაზროთ უცხოვრიათ და უმოწყალოდ უხოციათ, ერთმანეთი, არარსებული კოსმიური ზებუნებრივი არსების გამო.

Posted by: Adur 8 Oct 2016, 13:41
ამ ყველაფერზე ის გამახსანდე დასაწყისში ვოლანდი კანტზე რომ ამბობს, ახლა ჯოჯოხეთში იწვისო :დდდ

Ezekia

http://www.imdb.com/title/tt0067647/?ref_=nm_flmg_dr_4

ტრილოგიაა :3

QUOTE
პ.ს. რუსულად კითხულობთ ეხლა რომელიმე М&М-ს?
საიტი ვნახე რაღაც, რუსულენოვანი, თავების მიხედვით ანოტაციებია...


მე ვკითხულობ, დამილინკე jump.gif

Posted by: Ezekia 8 Oct 2016, 13:51
Adur
QUOTE
ტრილოგიაა :3

2kiss.gif


QUOTE
მე ვკითხულობ, დამილინკე 


http://www.masterandmargarita.eu/ru/02themas/h01.html


გვერდით სარჩევია, რომელ თავზეც გინდა, გადახვალ




B l a c k J a c k



up.gif




Posted by: B l a c k J a c k 8 Oct 2016, 14:06
Pablo_Escobar
QUOTE
საქმე იმაშია, რომ მეცნიერი არაფერს უმტკიცებს, მორწმუნეს, საქმე პირიქითაა.

ჰო და ეგ დავწერე მეც ზემოთ: შენ თვლი რომ უმტკიცებენ მორწმუნეები. პრინციპში მეც მასე ვთვლიდი. უბრალოდ მერე აღმოვაჩინე ხალხი ვისაც რეალურად ეს საკითხი არ ანაღვლებს. რეალურად მორწმუნე - ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით - ადგება და უბრალოდ დაგეთანხმება. დაგეთანმხება , რომ ყველაფერი რასაც შენ ამბობ სრული სიამრთლეა. ღმერთი, როგორც ასეთი უზენაესი არსებაა და რა გასაკვრია , რომ ის მან შექმნა ლოგიკური ბუნებრივი პროცესები და მთელი რიგი კანონზომიერებები.
ბუნებრივია ობიექტურობით მეცნიერება რელიგის ბეჭებზე დადებს, რადგან ზუსტია. მაგრამ, მაგრამებიც არსებობენ :დ პ.ს სრული ობიექტურობისთვის თეისტი არ ვარ :დ

QUOTE
არადა კვანტური ფიზიკის დაკვირვებებით, სრულიად აშკარაა, რომ თუ საკმაო ხანს დავაკვირდებით არაფერს, ვნახავთ რომ იქედან რაღაც აუცილებლად წარმოიქმნება.

ჰო და რატომ? :დ სრულ ვაკუუმში დებ ორ ატომს . დავუშვათ მათზე არანაირი ძალა არ მქომედებს. მიზიდულობაც არ არის და უცებ მოძრაობას იწყებს ერთ-ერთი :დ
თუნდაც მილიარდობით წლების შემდეგ. რელიგია და მეცნიერება ერთი მედლის ორი მხარეა. რაღაცა ძალა გვიბიძგებს ოდითგანვე . საიდან, რატომ და საით კი არ ვიცით. იმავე მეცნიერული დაშვებით საპირისპიროს დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ნებისმიერ ჰიპოთეზას აქვს არსებობის უფლება. ჰოო და გამოვიჩინოთ დიპლომატია: რა იცი, 100 წლის შემდეგ კარებს რომ შევაღებთ, ვინ დაგვხვდება ოთახში :დ


Posted by: Mazarin 8 Oct 2016, 14:17
B l a c k J a c k
QUOTE
წარმოდგენა არ ქონდა კოლუმბი სად იყო ინდოეთი


კოლუმბს არც ჯეროდა ინდოეთის და არც არაფრის ჯეროდა. კოლუმბს აინტერესებდა და გაყვა მიწას, იარა იარა და იპოვა ხალხი. არანაირი რწმენა არ ქონია რო ხალხს მიაგნებდა.
იკვლევდა

Posted by: _Pablo_ 8 Oct 2016, 14:26
B l a c k J a c k
მოდი მაშინ ასე ვიტყვი, ცოტა გული გავუხაროთ მორწმუნეებს.
თუკი ღმერთი არსებობს, მას ნაკლებად ადარდებს მიწიერი საქმეები და მითუმეტეს ადამიანური ცოდვები.
აი უბრალოდ წარმოიდგინე, ამ ზებუნებრივმა არსებამ, რომელმაც შექმნა სამყაროები, მილიარდობით სიცოცხლის ფორმა თავისი ყურადღება ადამიანებზე შეაჩერა და ყოველ მათგანს ჩუმად აკვირდება ღამღამობით აჩუკენებენ თუ არა. biggrin.gif
აი ასეთ მარაზმს, რომ ვისმენ ხოლმე, მართლა მიჩნდება სურვილი, რომ ვისაც მის სჯერა ამავე კანონებით და სისასტიკით დაისაჯნონ.

ღმერთი, რომელსაც ჩუკენობა აინტერესებს facepalm.gif
ყველასთან ბოდიში მაგრამ ეგეთ ადამიანებ, ვერ აღვიქვამ როგორც მენტალურად ჯანმრთელებს, არადა სავსეა მთავრობაც და ქვეყანაც ასეთი ილუზიონისტებით.
ალბათ ამიტომაც ვიმყოფებით მსოფლიოს უკანალში.

სამწუხაროა, რომ ამდენ სახსრებს და დროს რელიგიაზე ხარჯავს ქვეყანა და არა მეცნიერებაზე, რომელიც მუშაობს. ჩვენი ყოველდღიურობის 90 პროცენტი მეცნიერებაა და ჩვენ კიდე ღმერთიო გავიძახით.
ქირურგი 12 საათი ოპერაციას აკეთებდა და მადლობას ღმერთს წირავდნენ, ბავშვი გადაარჩინაო facepalm.gif

Posted by: Mazarin 8 Oct 2016, 14:38
Pablo_Escobar
QUOTE
ღმერთი, რომელსაც ჩუკენობა აინტერესებს 

ეგ ცუდი არგუმენტია.
ჩუკენობას სერიოზული ფიზიოლოგიური მოტივებიაქვს რაც ეხმიანება ყველაზე მნიშვნელოვან თვისებას ადამიანისას.

QUOTE
და მადლობას ღმერთს წირავდნენ, ბავშვი გადაარჩინაო

ეგრეც არის.
ვერცერთი მეცნიერება ვერ უარყოფს რო არსებობს მეტაფიზიკური გავლენები ყველაფერზე, ყველა ქმედებაზე რაც ჩვენთვის შეუსწავლელია
იღბალს დაუძახებ თუ ღმერთის თანადგომას ეხა ეს მოდი ვთქვათ არცერთი არაა შეცდომა.
რატომაც არა ღმერთი.

ვიღაცას უმართლებს რაღაც ვიღაცას არა, მეცნიერება, ლოგიკა, სიზუსტეს და ამ ყველაფრის მიზეზებს ეძებს, არ ჯერა ქაოსის, ყველაფერში ეძებენ წესრიგს და კანონზომიერებას.
ვიღაცას მიზიდულობაც სასწაული ეგონა თავის დროზე, შევისწავლეთ და ღმერთის ნება დედამიწის მასამ შეცვალა მოტივებში.
ასეა, რაც არ გვესმის ის არის რწმენა. და ყველაფერს კიდე იასნა ვერასდროს ვერ ავხსნით. შეიძლება რელიგიები შეიცვალოს და ქრისტეს ყავლი გაუვიდეს მარა რწმენა სულ იქნება
და უნდა იყოს კიდეც.
ყველას გვწამს რაღაცის.
ყველაფერი არავის არ ესმის.

ფაქტიურად მეცნიერება ვს რწმენა რაც შენი ნათქვამია ეხა გავშიფრე. თვალსაჩინოებისთვის.

Posted by: _Pablo_ 8 Oct 2016, 14:52
Mazarin
მე კი Vიცი, რომ არაფერში მჭირდება რწმენა მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ რომელიმე რელიგიის ღმერთი მართლაც არსებობს, განკითხვის დღეს მე უფრო მეტი ბრალდება მექნება Vიდრე მას.
ისე ალახუ სნეკბარის სამოთხე ჯობია ყველას. ღვინო დუდუკი ქლიშვილები biggrin.gif

Fილმის ნახვა გინდოდა და იმას უყურე ებრაელები, რომ ღმერთს ასამართლებენ საკონცენტრაციო ბანაკში
სასამართლო ღმერთზე ასე ქვია მემგონი
თუ ღმერთის გასამართLება, აჭარაზე დევს, როგორც ვიცი

Posted by: Mazarin 8 Oct 2016, 14:55
Pablo_Escobar
QUOTE
თუ მოხდა ისე, რომ რომელიმე რელიგიის ღმერთი მართლაც არსებობს, განკითხვის დღეს მე უფრო მეტი ბრალდება მექნება Vიდრე მას.

კაი ნათქვამია
მარა წესით იმან ჩვენზე მეტი იცის, აგვიხსნის თავის საქციელს ეგრევე.

ფილმი შევარჩიე უკვე,

Lobster

Posted by: B l a c k J a c k 8 Oct 2016, 15:29
Ezekia
QUOTE
up.gif

მერსი ბოკუ , მაშასადამე user.gif

Pablo_Escobar
QUOTE
სამწუხაროა, რომ ამდენ სახსრებს და დროს რელიგიაზე ხარჯავს ქვეყანა და არა მეცნიერებაზე, რომელიც მუშაობს. ჩვენი ყოველდღიურობის 90 პროცენტი მეცნიერებაა და ჩვენ კიდე ღმერთიო გავიძახით.
ქირურგი 12 საათი ოპერაციას აკეთებდა და მადლობას ღმერთს წირავდნენ, ბავშვი გადაარჩინაო

ანალოგიურად რამდენი წამოუყენებია ფეხზე რწმენას და იმედს, როდესაც მედიცინას ხელი ჩაუქნევია.
კაი შევეშვათ , სხვა განყოფილებაა.

QUOTE
ღმერთი, რომელსაც ჩუკენობა აინტერესებს facepalm.gif

God of tits and wine biggrin.gif

Posted by: holden kolpildi 9 Oct 2016, 00:01
მე მოვრჩი კითხვას
ხვალ დავწერ ჩემს მოკრძალებულ რევიუს ამ წიგნზე

Posted by: NIN_O 9 Oct 2016, 00:06
seeman
ჰო ეს სერიალი მეც გამიგია.
ისე სერიალი უფრო კარგი უნდა იყოს წესით, ძნელია ყველაფრის ერთ ფილმში თავმოყრა.
მადლობა chups.gif

Posted by: Mazarin 9 Oct 2016, 00:27
ვაოფებ მარა
მაგარი ხალხი ხართ ყველა ვაფშე.
თქვენგაიხარეთ


love.gif

Posted by: marimari11 9 Oct 2016, 00:47
უყურე მათეს რა ნდომებია

ისე ლევი რატომ? მე მარტო მათეთი ვიცნობდი

Posted by: NIN_O 9 Oct 2016, 01:20
marimari11

მგონი ლევი მოციქულს ნიშნავს და მაგიტომ

Posted by: Adur 9 Oct 2016, 01:46
Ezekia

მადლობა, გადავიკითხავ love.gif


Mazarin


რა იყო? პოლიტიკის განყოფილებაში იყავი და დაგვაფასე? :დდდ

Posted by: marimari11 9 Oct 2016, 01:48
კოსტუმზე გამეცინა :დ რაღაც ძაან ჩამოვრჩი
225 გვერდი წავიკითხე 1 თავიც და მეორე ნაწილზე გადავდივარ
მაინტერესებს მარგარიტა
ველოდები
მგონი წიგნიც მოვიფოქრე რა უნდა დავასახელო

Posted by: Mazarin 9 Oct 2016, 02:10
Adur
QUOTE
რა იყო? პოლიტიკის განყოფილებაში იყავი და დაგვაფასე? :დდდ


მემაპატიეთ და ნასვამი ვარ უბრალოდ
ანუ ნასვამი კარგად ვარ,
ფაქტია უბრალო.


marimari11
QUOTE
ისე ლევი რატომ?

ვიღაც მოციქულებმა შეარქვეს თუ რაღაც ეგ თემაა, სახარებიდან კაროჩე.
ქვია.

Posted by: Ezekia 9 Oct 2016, 02:41
ლევი მათეს მეორე სახელია.

ნუ მეორე თუ პირველი-იქაურ ნუმერაციაში ვერ ვერკვევი.


ჩვეულებრივი ბიბლიური სახელია. და მიწებებულს, მიკრულს ნიშნავს. რაღაც ეგეთს.

Posted by: B l a c k J a c k 9 Oct 2016, 12:13
მოვრჩი მეც კითხვას. სასიამოვნო საკითხავი იყო ფრიად )))))

Posted by: marimari11 10 Oct 2016, 01:23
რაღაც გვერდები აკლია ამ ელ ვერსიას sad.gif

Posted by: holden kolpildi 10 Oct 2016, 09:57
marimari11
არ აკლია biggrin.gif
შეგხვდება ეგ გვერდი
არასწორდაა :შ
ისე რამდენიმე გვერდი ძლივა წავიკითხე ისე მქთალად იყო ვარაუდით ვხვდებოდი სიტყვებს
* * *
თქვენ მწერლები ხართ?
- რა თქმა უნდა.
- მოწმობები მაჩვენეთ!
- ახლა ეს მითხარით: რომ დარწმუნდეთ, დოსტოევსკი მწერალი არის თუ არა, განა ამისათვის მოწმობა უნდა მოსთხოვოთ? მისი რომელიმე რომანი აიღეთ, ნებისმიერი ხუთი გვერდი წაიკითხეთ და ყოველგვარი მოწმობის გარეშე დარწმუნდებით, რომ იგი მწერალია. თანაც, არა მგონია, რომ დოსტოევსკის რაიმე მოწმობა ჰქონოდა...
- თქვენ დოსტოევსკი არა ხართ.
- ვინ იცის, ვინ იცის.
- დოსტოევსკი მოკვდა.
- პროტესტს ვაცხადებ, დოსტოევსკი უკვდავია!
- მოწმობები წარმომიდგინეთ, მოქალაქენო.
- მწერალი მოწმობით კი არ ფასდება, არამედ იმით, რასაც წერს იმ

Posted by: B l a c k J a c k 10 Oct 2016, 21:52
holden kolpildi
მე იმაზე ვკაიფობ ყველა წესს რომ არღვევენ და ვითომ დაცვას რომ ცდილობენ. ბუღალტერთან რომ მიდიან და კატას აცხას რომ დაუძახებს მდივანი,იმ მომენტში აზაზელო რომ შედის და მოქალაქეებს როგორ მიმართავთო რომ აპროტესტებს :დ :დ

ისე ვოლანდის და მისი ამალის პროტოტიპები მოიძებნება ისტორიაში? ვისთან აქვს პარალელები გავლებული შეფს?

Posted by: holden kolpildi 11 Oct 2016, 00:39
B l a c k J a c k
ბეჰემოტი ყველაზე კარგი ტიპია ვოლანდასაც როგორ ეტლიკინება biggrin.gif

საინტერესო იყო სასიამოვნოდ წასაკითხი კარგად "მიჰქონდა"
ერთი ამოსუნთქვით იკითხება რასაც ქვია სამი ხაზით ვითარდება მოქმედება წიგნში ვოლანდის ამალა პილატე პონტოელის ეპიზოდი და მარგარიტა და ოსტატი..
რეალურად წიგნის დასაწყისში მეგონა რომ მთელი წიგნი სიკისა და ბოროტებია დაპირისპირება იქნებოდა ღმერთი VS ეშმაკი მაგრამ არა ვოლანდ მე ეშმაკადაც ვერ აღვიქვამ ბოროტი დემონის შთაბეჭდილება არ დატოვა პირიქით მამხილებლის ფუნქცია აქვს მხსნელი ერთგავარდ მოვიდა მოსკოვში და ამხელს ხალხს რა ცუდები არიან არ სწამთ ღმერთი ჰფონით რომ ყველაფერს თვითონ წყვეტენ დაღვრის ანუშკა ზეთს და ვსიო მეორე კიდევ საგიჟეში ამოყოფს თავს ... სეანსის დროს კარგად ამხელს ხალხს მეშჩანობაში.. იქ შეყვარებულ წყვილს ეხმარება მოკლედ კაი ტიპია ...
ისე ვოლანდი და ეშმაკუნები უნდა ერQვას წიგნს biggrin.gif
რამდენიმე ვერსია ყოფილა სათაურიო ასე მახსოვს

Posted by: B l a c k J a c k 11 Oct 2016, 01:02
holden kolpildi
QUOTE
სეანსის დროს კარგად ამხელს ხალხს მეშჩანობაში..

მოსკოველები გარეწრები არიანო და შიშველი რომ არბენინა biggrin.gif
ცენზურამ როგორ არ დაბლოკა მიკვირს, მაგრამ ისე აქვს შეფუთული , რას გაიგებდნენ.
QUOTE
ისე ვოლანდი და ეშმაკუნები უნდა ერQვას წიგნს biggrin.gif

თან წინასწარ რომ აფრთხილებენ ხალხს: ვარენუხას რომ მიაქვს კონვერტები და დაიჭერენ. იგივე რიმსკისთან ზარი : არ გაბედო დარეკვა ინანებო.
ბეჰემოტის კოზირია მოლაპარაკე კატა და ყველა რომ ხევდება. პრიმუსით რომ დარახუნობს ბოლოს :დ
კარგად ერთობიან ტიპები კია :დ
ისე არჩიბალდ არჩიბალდოვიჩი მეგონა რამეს იკისრებდა , მაგრამ ორი ზუთხი დაითრია და ეგ იყო :დ

Posted by: marimari11 11 Oct 2016, 02:11
ეშმაკსაც მივყიდდი სულ ოღონდ გამეგო ოსტატი ცოცხალია თუ არა
მგონი აქ შეცდა მარგო user.gif givi.gif გული ცუდს მიგრძნობს

Posted by: holden kolpildi 11 Oct 2016, 13:35
B l a c k J a c k
ბულგაკოვის გარდაცვალრბიდან 26 წლის მერე დაბეჭდეს
მაგრამ შიდა წრეებში მაჯნც ვრცელდებოდა სხვადასხვა სახით
ანტისაბჭოური ნაბდვილად არის
ჯერ მარტო ერთი ფრაზე ხელისუფლებაზე და ძალადობაზე
მერე ათეიტურ საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს ეუბნება თქვენზე არაფერი არა დამოკიდებულიო

ერთადერთი ამ რუსულ გვარებს ვერ ვიმახსოვრებ ვერაფრით

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 13:45
არა მგონია საბჭოებს ცოდნოდათ რას ქვეტექსტებს და შინაარს ატარებდა ბულგაკოვი ამ წიგნში და დაეშვათ მისი გამოცემა
მგონია რომ "თვალებს ხუჭავდნენ" smile.gif)

ვოლანდი კარგი ტიპია ისევე როგორც მეფისტოფელი
ეშმაკი ღმერთს ებრძვის და ბრძოლის ადგილია ადამიანთა გულებია
ეს არის წიგნის მთელი მორალი
ღმერთსაც ჩვენ ვქმნით და ეშმაკსაც smile.gif))

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 14:14
marimari11
QUOTE
ეშმაკსაც მივყიდდი სულ ოღონდ გამეგო ოსტატი ცოცხალია თუ არა


აქ ვარ თურამე

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 14:27
მე ვიყიდი
ზედა უზერზე ძვირს გადავიხდი biggrin.gif

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 14:34
QUOTE
ზედა უზერზე ძვირს გადავიხდი

სულზე მეტს?

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 14:39
როგორც ჩანს სულს მაღალი ფასი არ ქონია დღეს
ჭარბი მიწოდებაა და ნაკლები მოთხოვნა
ხარისხიანი სულები დეფიციტშია

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 14:42
HurricaneKat.
შეიძლება დაგეთანხმოს კაცი მარა ამ კონკრეტულ შემთხვავაში
მაღიამის სულზეა საუბარი და არამგონია რამე ქონდეს დასაწუნი

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 14:54
სული რომ ერთი პასუხის სანაცვლოდ იყიდება რა ფასი უნდა ქონდეს boli.gif
მახსოვს ყველაზე ბევრი დავინჩის სულში გადავიხადე
"ლესტერის კოდექსი" მივეცი სანაცვლოდ
ლენონიც არ ღირდა იაფი
ერთი ამერიკელი აწგანსვენებულიც საკმაოდ ძვირი დამიჯდა (ვინაობის გასაჯაროებას ერიდება)


პ.ს. იუზერთან არაფერი პირადული
თემას მოყვა

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 15:01
HurricaneKat.

QUOTE
მახსოვს ყველაზე ბევრი დავინჩის სულში გადავიხადე

სულებს აგროვებ?

სხვის სულებს მთავაზობ?

ჩემი გაქ? ეგ მინდა

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 15:04
კიი ვაგროვებ
ჩემია ეგ ბიზნესი
მხოლოდ ცოცხლების სულები შემიძლია შემოგთავაზო
განსვენებულებს მიჩენილი აქვთ ადგილი უკვე boli.gif
შენი სულის ფასს დაითვლიან ეხლა მესამე შრეში (ლიტერატურის თემასაც არ გადავუხვიოთ) და მეილით შეთავაზებას გამოგიგზავნის

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 15:08
HurricaneKat.

შენგაიხარე. სუ მაინტერესებდა სული რა ჯანდაბა იყო და რაში მჭირდებოდა

მოუთმენლად გელი.

სანაცვლოდ რას ითხოვ?

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 15:11
ბაალი შვებულებაში ყოფილა და სხვას დავათვლევინებ
როგორც კი პასუხი გვექნება ოფერს გამოგიგზავნის რომელიმე lam.gif
ჰელოვინამდეა უფრო ხელსაყრელი თუ ნამდვილად გინდა გაყიდვა
მერე ფასები უცებ ვარდება

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 15:13
HurricaneKat.
QUOTE
თუ ნამდვილად გინდა გაყიდვა

რა გაყიდვა. ვიტოვებ


Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 15:16
მერე შემეხვეწები იყიდეო yes.gif
წლებთან ერთად ფასი დაგივარდება
ჯერ უნდა განისაზღვორს შენი გაკეთებული კეთილი საქმეები (კვადრატში აყვანილი)
მერე ცუდი საქმეები
ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს განზრახვები მოქმედებისას
და რათქმა უნდა ბოლოს აკლდება 3ჩ

როგორც გნებავთ
ყველა თვითონ აკეთებს თავის არჩევანს yes.gif

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 15:18
HurricaneKat.
ავირიეთ.

შენ ყიდი სულებს.
მე მინდოდა მეყიდა შენგან ჩემი სული.

სად ავცდით, ახლა შენ ცდილობ ჩემი სულის ყიდვას?
მე არ მაქ

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 15:22
Mazarin
მე ვიყიდი და შენ მოგყიდი ისევ და რაც გინდა ის უქენი.
შეიძლება გამოგადგეს შეიძლება არა
სხვანაირად გარიგება ვერ შედგება (მეც მაკონტროლებენ)
ყველაზე ძვირფასს წავიღებ შენი სიცოცხლიდან
მერე შენი გადასაწყვეტია გიღირს კი შენი სული იმდენად თუ არა
ან ექნება თუ არა იმ ღირებულის გაცემის მერე იგივე ფასი შენს სულს

იხ. ჩვენი მომსახურების რეკლამა შემდეგ ტექსტებში
შაგრენის ტყავი, ფაუსტი, დორიან გრეის პორტრეტი

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 15:25
HurricaneKat.
QUOTE
ყველაზე ძვირფასს წავიღებ შენი სიცოცხლიდან

ვერ გამოარჩევ

ანუ მე მოგყიდო ჩემი სული და მერე უკან ვიყიდო?
არ მაქ თქო და რავქნა. ვერ მეხმარები ესეიგი

P.S. არ ვაოფებთ არა
QUOTE
იხ. ჩვენი მომსახურების რეკლამა შემდეგ ტექსტებში
შაგრენის ტყავი, ფაუსტი, დორიან გრეის პორტრეტი


Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 15:27
ისადა სულს საიდან აძრობ ხოლმე ხალხს?

პ.ს. აღარ მორჩით კითხვას?

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 15:29
Pablo_Escobar
QUOTE
პ.ს. აღარ მორჩით კითხვას?


წეღან დავიწყე lol.gif

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 15:30
Mazarin
ის არ გაქვს რაც მეგონა რომ ყველაზე ძვირად ფასობდა შენთვის
რწმენა და პირველ რიგში იმედი რომ მეც ვარსებობ და ისიც ვინც ყველას გვიყურებს ( იხ. ბიბლია , იოანე ოქროპირის განმარტებები)
მაგისთვის გინდოდა შენი სული და ეს მინდოდა წამეღო mo.gif

Pablo_Escobar
შენ გგონია სული სხეულში გაქვს? boli.gif

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 15:32
HurricaneKat.
QUOTE
ის არ გაქვს რაც მეგონა რომ ყველაზე ძვირად ფასობდა შენთვის

არ ეძებ სწორად.

სული უბრალო ცნობისმოყვარეობისთვის მინდა.
აბსტრაქტული ცნებაა და საინტერესო იქნება შენ როგორ გესმის და როგორც გესმის მასეთის ჩემეული კონკრეტიზაცია რა გამოვიდოდა.
იქნებ მომეწონოს

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 15:36
Mazarin
მაგას რომ ჩაწვდე რა არის სული ყველაფრის ფასი 0 გახდება
"უბრალოდ" კიდევ არაფერი ხდება
ძიება იმას ნიშნავს რომ სულერთი არ არის შენთვის
და იმას ეძებ რაც გაკლია

პ.ს. @ პაოლო კოელიო

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 15:43
QUOTE
მაგას რომ ჩაწვდე რა არის სული ყველაფრის ფასი 0 გახდება

Bullshit
როგორ უნდა ჩაწვდე იმას რაც აბსტრაქტულია.
არაფერია ჩასაწვდომი. ხედავ რაც გჯერა იმას და საკმაოდ მკაფიოდაც.

QUOTE
"უბრალოდ" კიდევ არაფერი ხდება

მაშინ სიტყვა "უბრალოდ" რათ გვინდა?
მხოლოდ იმის სათქმელად რომ უბრალოდ არაფერი ხდება?

QUOTE
ძიება იმას ნიშნავს რომ სულერთი არ არის შენთვის
და იმას ეძებ რაც გაკლია

შეიძლება ცუდად ვთქვი და სწორად ვერ გაიგე.
სულის (ამ აბსტრაქციის) ჩემეული ინტერპრეტაციით მე ვიცი რაც არის ის და ისიც ვიცი ჩემი პირადი სული როგორია.
სისულელეა იმის მტკიცება რომ ბოლომდე ვერ შეიცნობ, ბოლომდე ვიცი, უბრალოდ ყოველთვის იცვლება.
ამას არც ვეძებ.

იმას რასაც ვეძებ "უბრალო" ცნობისმოყვარეობით არის შენი - სულების შემგროვებლის - ინტერპრეტაცია იმისა თუ რაარის სული, და სულის შენეული აღქმით როგორია ჩემი სული.
იქნებ ამაზე პასუხს ვეძებ შენთვის როგორია ჩემი სული?
იქნებ მხოლოდ შენ მაკლიხარ, და არა სული?

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 15:51
Mazarin
სილამაზეც აბსტრაქტულია მაგრამ ხომ აღიქვამ?!
სიტყვა "უბრალოდ" უფრო მარტივად ხსნის იმას რაზეც დაფიქრებისას პასუხი არ გვაქვს
შენი სული კი არ იცვლება შენი მიდგომა იცვლება ყველაფრის მიმართ
სულების შემგროვებლისთვის ადამიანის სული არის იმის მტკიცებულება აქვს თუ არა აზრი რაიმეს ამ სამყაროში
შენს სულს ალბათ მეორე სული აკლია
მაგრამ შენ რომ იმედი და რწმენა გქონდეს სხვისი სული არ დაგჭირდებოდა
შენს სამყაროში შენ ხარ ყველაფერი
ღმერთიც და დემონიც და ის სულიც რომელიც გჭირდება


პ.ს. @ ნიცშე

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 15:58
HurricaneKat.
QUOTE
სილამაზეც აბსტრაქტულია მაგრამ ხომ აღიქვამ?!

კი, ზუსტად ეგრე აღვიქვამ სულსაც.
და ვერავინ ვერ დაინახავს ვერც იგივე სილამაზეს და ვერც იგივე სულს, რასაც მე ვხედავ.

QUOTE
შენი სული კი არ იცვლება შენი მიდგომა იცვლება ყველაფრის მიმართ

კიდევ ერთხელ. სული სილამაზესავითაა, შენთვის სხვაა ჩემთვის სხვა.

QUOTE
შენს სულს ალბათ მეორე სული აკლია

ვაღიარებ, შენი "ალბათ" ბევრად უფრო ადეკვატურია ვიდრე ჩემი "უბრალოდ"

QUOTE
მაგრამ შენ რომ იმედი და რწმენა გქონდეს სხვისი სული არ დაგჭირდებოდა

როგორც წესი კი
მაგრამ
თავდაჯერება გაკლია, იქნებ სწორედ შენ არღვევ ყველა წესს, მათ შორის მაგასაც.


QUOTE
შენს სამყაროში შენ ხარ ყველაფერი

უნახავადაც რომ გჯერა კარგია

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 16:04
Mazarin
როგორც აღმოჩნდა ალეგორიულიდ დატვირთვა მაინც ქონდა ჩვენს დიალოგს smile.gif))

რას გაიღებ იმისთვის რომ შენი თავი იპოვო? smile.gif)
მე რომ შენგან ის წავიღო ( პირდაპირი მნიშვნელობით :შენი თავი რომ იპოვნო) რაც შენთვის ყველაზე ძვირფასია მიხვდები რომ სულ ტყუილად გეგონა რომ ის იყო ყველაზე ღირებულია
სინამდვილეში ეს დახმარებაა
ეს რომ მოხდება შენთვის ყველაფრის ფასი 0 გახდება smile.gif
და ეს არ იქნება ცუდი და არც კარგი

მე კი არა შენ უნდა დაიჯერო შენი yes.gif
გაიგე სინამდვილეში რა გინდა

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 16:09
HurricaneKat.
QUOTE
როგორც აღმოჩნდა ალეგორიულიდ დატვირთვა მაინც ქონდა ჩვენს დიალოგს ))

ნამდვილად, მაგრამ ალბათ მთლად გასაგები არ ყოფილა.

QUOTE
რას გაიღებ იმისთვის რომ შენი თავი იპოვო? )

ჩემ თავს არ ვეძებ
QUOTE
QUOTE
იმას რასაც ვეძებ "უბრალო" ცნობისმოყვარეობით არის შენი - სულების შემგროვებლის - ინტერპრეტაცია იმისა თუ რაარის სული, და სულის შენეული აღქმით როგორია ჩემი სული.
იქნებ ამაზე პასუხს ვეძებ შენთვის როგორია ჩემი სული?
იქნებ მხოლოდ შენ მაკლიხარ, და არა სული?



QUOTE
მე რომ შენგან ის წავიღო რაც შენთვის ყველაზე ძვირფასია მიხვდები რომ სულ ტყუილად გეგონა რომ ის იყო ყველაზე ღირებული

არაფერი არ მგონია ყველაფერზე ღირებული.
აქ არარის ცალმხრივი კავშირი, მხოლოდ მე არ მჭირდება ისინი, მათ ერთმანეთიც ჭირდებათ.

QUOTE
ეს რომ მოხდება შენთვის ყველაფრის ფასი 0 გახდება

გააჩნია, ლარებში ეხაც ნულია.
დოლარებშიც.

QUOTE
და ეს არ იქნება ცუდი და არც კარგი

იმიტომ რომ ეს არ იქნება საერთოდ. ამაში არ ცდები მხოლოდ

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 16:16
Mazarin

იქნებ საერთოდ არ გჭირდება ის რაც ყველაზე მეტად ღირებული გგონია ცხოვრებაში?
ლიტერატურაში როცა ეშმაკი ადამიანთან მიდის აზრი რა არის? რომ სურვილები შეუსრულოს?
თუ დაანახოს რა არის მთავარი ცხოვრებაში?
სხვანაირად დაანახოს ყველაფერი
და პარადოქსი : იმედი და რწმენა რომ მისცეს

თვითგვემას მოეშვი yes.gif რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობ

პ.ს. ვინც არ ისმენს იმისგან არაფერსაც არ ვყიდულობთ

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 16:23
HurricaneKat.
აურიე ყველაფერი.
ჩამომრჩი, ან ჩამოგრჩი.
ვერ გამიგე, ან ვერ გაგიგე.
საინტერესო ტიპი ხარ მარა
ცდები.
თვითგვემა არ მახასიათებს
არც საკუთარ თავზე ლაპარაკი თორე არგუმენტებსაც გეტყოდი.

არ გქონია შენ სული
(ჩემი).
ან აყალბებ ან რაღაცას უშვები.
ვსო, წავალ სხვისგან ვიყიდი


ეშმაკი რო რწმენას გაძლევს ეგ პარადოქსი არ არის.
პარადოქსი იქნებოდა ეგ რო ეგრე არ იყოს.

Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 16:28
HurricaneKat.
არა მე ჯიბით დავატარებ ხოლმე და სამ დღეში ერთხელ ვუშვებ სასეირნოდ
.Mazarin
biggrin.gif
მეგონა წაკითხული გქონდა, მოკლედ დიდი ამოუცნობი და იდუმალი პიროვნება ყოფილხარ.

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 16:30
Pablo_Escobar
QUOTE
მეგონა წაკითხული გქონდა

წაკითხული მაქ კაცო biggrin.gif
შარშან ზუსტად.
პროსტა მეორედ უნდა წავიკითხო ხმა თუ მინდა
თან კაია, ეხა ლამაზი მეგობარი რო აგერჩიათ იმას არ წავიკითხავდი ხელახლა მარა ამას სიამოვნებით

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 16:30
Mazarin
ის რაც შენ გგონია შეიძლება სულაც არ არის რეალობა
73 წელში შევხვდებით smile.gif))

QUOTE
ეშმაკი რო რწმენას გაძლევს ეგ პარადოქსი არ არის.
პარადოქსი იქნებოდა ეგ რო ეგრე არ იყოს.

მაგარი შავი პრ აგვიგორა ბულგაკოვმა mad.gif

Pablo_Escobar
ძალიან პატარა ყოფილა

Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 16:31
HurricaneKat.
17 წელი პატარაა?
მე კიდე ცოლის მოყვანას ვაპირებდი sad.gif

რა მაგრად გავიგე წაკითხული lol.gif

ჰო პატარაა, სამაგიეროდ გული მაქვს დიდი და ღვიძლიც sad.gif

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 16:33
Pablo_Escobar
QUOTE
17 წელი პატარაა?

17 წლის ხარ?
მეტის არა?
საღოლ

HurricaneKat.
პირველ საუკუნეს გულისხმობ?

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 16:33
Pablo_Escobar
სულია პატარა
უი 17 ხარ უკვე?
დარჩენილი 14 წელი მაქსიმალურად გამოიყენე boli.gif

Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 16:35
Mazarin
ეგ სულით ვარ 17ს

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 16:37
Mazarin
XX-ს
ოსტატი და მარგარიტა როცა დაწერა და სამართლიან ტიპებად გამოგვიყვანა
ასმოდეუსმა ვერ მოახერხა თორემ ეგ ხელნაწერები სხვაგან უნდა დამწვარიყო yes.gif

Pablo_Escobar

QUOTE
ეგ სულით ვარ 17ს


biggrin.gif
კარგია მაგრამ ვერ გიშველის
ბიოლოგიურ დროს ვითვლით
თან ეჭვი მაქვს შენი მოსახელის ცოდვებიც მოგეწერება boli.gif
ვერ ვპოულობთ
კაცმა არ იცის სად არის

მეც რა იუმორის გრძნობა მაქვს
კაცმა არ იცის მეთქი
სულმა არ იცის უნდა მეთქვა

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 16:37
HurricaneKat.
QUOTE
დარჩენილი 14 წელი მაქსიმალურად გამოიყენე

up.gif
დამაინტერესე

Pablo_Escobar
ეხა ვნახე. 49 იანი ხარ?
17 ნაღდად არ მეგონე მარა ეგეთი ბებერიც ნამეტანია
აა მივხვდი

იმდღეს სახურავზე დაგინხე სელფს იღებდი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 16:52
Mazarin
მაგ სურათში ძაან მაგრად გამოვედი. აი კრამიტი მიშლის პროსტა წელს, თორე კაი შარაფის სურათი იქნებოდა.
HurricaneKat.
მე საკუთარი ცოდვა არ მაქვს, ამიტომაც სხვებისას ვაგროვებ.
მახსოვს სააღდგომოთ მონასტერში ვცხოვრობდი ორი კვირით და მსოვლიო ცოდვები ვიკისრე, მაგის მერე დამჩემდა ზურგის ტკივილი. არ ვიცი კელიაში ცუდი ნარი შემხვდა თუ მრთლა ცოდვებია.

ისე საბანაოდ საღამოობით ჩავდიოდი ხოლმე და სულ უსახო არსება მელანდებოდა, არც ცხვირპირი და თვალყური ჰქონდა, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ მიყურებდა და გამუდმებით თან მსდევდა. არაფერს მეუბნებოდა უბრალოდ დამყვებოდა. ერთ დღესაც არქიმანდრიტს ვკითხე, სული დადის თუ დაფრინავსთქო და იმანაც შენ უნდა გაგაგდო აქედანო!
წამოსვლის დღეს მიახლოება ვცადე, მისკენ გავიწიე ის კიდევ უკან იხევდა, ნელ ნელა ტყეში შემიტყუა და აზრზე რომ მოვედი შუა ტყეში ვიდექი, ზუსტად იმ ადგილას სადაც კომუნისტებს ადრე ბერები დაეხრიტათ.

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 16:54
Pablo_Escobar
ასაკს ამხელ ბრატ?

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 17:03
Pablo_Escobar
ამპარტავნებაც ცოდვაა


ხომ ვთქვი სულის არსს ვერ ჩაწვდებით მეთქი
მაგიტომ დაკარგე გონება
ამხელა ინფორმაციას ტვინი ვერ აიტანს
pop.gif

გამოგცადეს და ცუდი გამტარი აღმოჩნდით

Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 17:16
Mazarin
არა ბრატ, საიდუმლოდ ვინახავ, ერთი იმას გეტყვი, რომ პატარა ბიჭი არ ვარ სულების და თოვლის ბაბუების მჯეროდეს.
HurricaneKat.
არ ვიცი გამტარში რას გულისხმობ, მაგრამ მაგ შემთხვევის გარდა კიდევ მქონდა ერთი შემთხვევა, ბაბუაჩემი მეწვია, რომ გარდაიცვალა ერთ კვირაში, გემრიელად ვისაუბრეთ, მერე ტელევიზორი ჩამირთეო მთხოვა, ვნახო ერთი ეს გარეწარი მიშა კიდე პრეზიდენტიაო? მეთქი ერთი კვირაა რაც არ ხართქო, ეგ თქვენთვის არის ერთი კვირაო. იქ დროს დინება არ აქვს და ყოველი დღე ერთმანეთს გავსო, სანამ აქ ხარ შეეცადე მრავალფეროვნება არ მოიკლოო.

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 17:20
Pablo_Escobar
ვიღაც-ვიღაცეებს გამოურჩევიხართ ე.ი.
შეიძლება მალე თავისთან წაგიყვანონ

QUOTE
პატარა ბიჭი არ ვარ სულების

სული ტყეში და გარდაცვლილი ბაბუა როგორ აიხსნება მაშინ

Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 17:24
HurricaneKat.
ჰალუცინაციები და თვითშთაგონება wink.gif

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 17:25
Pablo_Escobar
QUOTE
თვითშთაგონება

ანუ თითქმის რწმენა

Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 17:31
Mazarin
თითქმის ხოო.
ისე მე ძაან მორწმუნე ვიყავი და ამის გამო დავიწყე ბიბლიის კითხვა.
საბედნიეროდ, კიდევ კარგი წავიკითხე და მივხვდი რამხელა ლახატრონიც არის, თორე, რომ არ წამეკითხა ეხლაც მორწმუნე ვიქნებოდი.
მადლობა ღმერთს, რომ თვალი ამიხილა და სიმართლე დამანახა wink.gif

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 17:37
Pablo_Escobar
QUOTE
მადლობა ღმერთს, რომ თვალი ამიხილა და სიმართლე დამანახა

მაგან დაწერა ბიბლია?

მე რამდენიმე თავი მაქ წაკითხული

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 17:42
QUOTE
მადლობა ღმერთს, რომ თვალი ამიხილა და სიმართლე დამანახა


aka მადლობა ღმერთს რომ ათეისტი ვარ biggrin.gif

Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 17:47
Mazarin
არა ბიბლია ადამიანებმა დაწერეს, თანაც ორასი წლის შემდეგ, რაც იესო "გარდაიცვალა" ასე, რომ არც ერთი არ ყოფილა იმ ამბების თვითმხილველი და ისე ჭრიდნენ და კერავდნენ, როგორც აწყობდათ.
მოკლედ ეს ზღაპარი რომ წავიკითხე მერე ძველ აღთქმას მივადექი და ბლოკბასტერი შემრჩა ხელში, ჰიჩკოკი ისვენებს.
მერე ყურანიც მივაყოლე და ის ხო საერთოდ კაიფია biggrin.gif
მერე იყო ფჰაგავატ გიტა და ბოლოს ბუდიზმსაც და დაოიზმსაც მივადექი. ყველაზე დალაგებულები ეგენი აღმოჩნდნენ, იესოს გადმოღებული აქვს იქედან რაღაცეები, მაგრამ აშკარად ვერ ქაჩავს, უფრო ზედაპირულია და მარტივი.

მოკლედ კარგი გასართობია რელიგია ამდენი სისხლი, რომ არ იღვრებოდეს.

Posted by: marimari11 11 Oct 2016, 17:48
QUOTE (Mazarin @ 11 Oct 2016, 12:14 )
marimari11
QUOTE
ეშმაკსაც მივყიდდი სულ ოღონდ გამეგო ოსტატი ცოცხალია თუ არა


აქ ვარ თურამე

მარგარიტა დავაციტირე user.gif

სული სად მაქვს :დ

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 17:54
Pablo_Escobar
QUOTE
არა ბიბლია ადამიანებმა დაწერეს

რა სერიოზულად მპასუხობ. უკვე მეორედ ვერ მიხვდი რო ვხუმრობ biggrin.gif

QUOTE
თანაც ორასი წლის შემდეგ, რაც იესო "გარდაიცვალა"

ადამი და ევა მითუმეტეს ნანახი არ ეყოლებოდათ.
ნუ ძველ აღქმაში რამნიშვნელობააქ იესო ნანახი რომც ყოლოდათ, მანამდელი ფაქტებია.

ახალს რაც შეეხება ლუკა მათე მარკოზი იოანე ყველა მაგის ბრატი იყო, როგორ არ ყავდათ ნანახი
მაგათ არ დაწერეს სახარებები და ეგ სახარებებია ახალი აღთქმა

Posted by: marimari11 11 Oct 2016, 18:01
Pablo_Escobar
Mazarin
თქვენს დიალოგებზე მეცინებ :დდდდდდდ

პაბლო ვერ ხვდება რომ ეხუმრები user.gif

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 18:02
წვედი მე სახში

Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 18:11
Mazarin
marimari11
რა გჭირთ ხალხნო?
თქვენ ანდაზა არ გაგიგიათ?
რძალო შენ გეუბნები, მულო შენ გაიგეო.
ორჯერ განმეორება არასოდეს დამწირვებია, სკოლაშიც მასწავლებელი, რომ ამიხსნიდა სახლში მეცადინეობა არ მჭირდებოდა, ისევე ვუყვებოდი გაკვეთილს, პრაქტტიკულად მთელი სკოლა ფეხბურთის თამაში და ჩხუბში მაქვს გატარებული, მაგრამ მაინ საუკეთესო მოსწავლე ვიყავი და სტალინივით სულ კედელზე ვიყავი გაკრული.
აუ რამდენი ვიბლატავე, ჩემი კაი biggrin.gif

ლუკა, მათე, იოანე და მარკოზი, ამათგან მარტო მათემ იცოდა წერააკითხვა დანარჩენები უწიგნური, მეთევზეები ან მწყემსები იყვნენ smile.gif

Posted by: holden kolpildi 11 Oct 2016, 19:02
Pablo_Escobar
QUOTE
არა ბიბლია ადამიანებმა დაწერეს, თანაც ორასი წლის შემდეგ, რაც იესო "გარდაიცვალა"

ჰააააა????


Posted by: don gajetino 11 Oct 2016, 19:11
ყურანში ერევა ალბათ :დ

რა 200 წლის მერე lol.gif

Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 19:39
holden kolpildi
ცოტა, რომ გამოიკვლიო შენი რელიგია არ გაწყენდა wink.gif
don gajetino
არაფერი მერევა, ყურანი მეშვიდე საუკენეში ბრად

Posted by: holden kolpildi 11 Oct 2016, 19:44
Pablo_Escobar
ბიბლია მეორე საუკუნეში არ დაწერილა

Posted by: don gajetino 11 Oct 2016, 19:52
ოკ
.....

პკ.............

....

Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 19:58
holden kolpildi
მეორე საუკუნეში დაიწერა, კარგად გამოიკვლიეთქო გეუბნები, მე არ მიყვარს ჰაერზე ლაპარაკი.

don gajetino
მაგდენი გუგლი თუ შეგიძლია ისიც ნახე საბოლოო წიგნის ფორმა როდის მიიღო და აიკინძა და სანამ იქ იქნები ისიც ნახე რამდენი რამე ამოაგდეს და არ შესულა

Posted by: holden kolpildi 11 Oct 2016, 20:03
Pablo_Escobar
ახლა ბოდიალობ biggrin.gif
ბიბლია შედგება ძველი(47 წიგნი თუ 49 აღარ მახსოვს ზუსთად ) და ახალი აღთქმისგან(27 წიგნისგან ) და სხვადასხვა დროსა დაწერილი შენ კიდე მოწყვეტით იძახი რო ბიბლია მე 2 საუკუნეში დაიწერა რაც აფსურდი სისულე და უცოდინრობა
გირჩევ რელიგიაში გადაინაცვლე და იმათ დაეტოლე თეოლოგიის და რელიგიის ისტორიის ცოდნაში

Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 20:25
holden kolpildi
გარტყმაში არა ხარ, რასაც ჩაგძახებენ იმას გაიძახი. ეგ არის თქვენი უბედურება ისტორიულ ფაქტებს ამახინჯებთ, პირველი ბიბლიის ვერსია, იესოს სიკვდილის შემდეგ 150 წლის მერე შეიკრა, მანამდე ქრისტიანები სექტებათ იყვნენ დაყოფილი და ერთმანეთს ჯიჯგნიდნენ.
მაგ ლამაზ ზღაპრეპს ეკლესიაში გიყვებიან, მე კიდე გამოკვლეულ ფაქტებს გეუბნები. წყაროებს თუ ვერ მოძიებ, მითხარი და მოგაწვდი მერე.

მართლა არ შეიძლება ასე ზერელედ ლაპარაკი sad.gif

Posted by: holden kolpildi 11 Oct 2016, 20:38
Pablo_Escobar
შეკრება და დაწერა ერთი და იგივეა??? biggrin.gif
ტერმინოლოგიაში გაერკვიე biggrin.gif

რისი სწამთ იუდეველებს შემახსენე ერთი biggrin.gif
დაგუგლე მერე ეს რელიგია და მერე თქვი რომ ქრისტეს შობიდან მეორე საუკუნეში დაიწერა

Posted by: Halinskioi 11 Oct 2016, 20:42
QUOTE (BELLA-DONNA @ 7 Oct 2016, 23:35 )
ეჭვი მაქვს, რომ ეს თემა მთლიანად ბულგაკოვს მიეძღვნება. biggrin.gif

მე კიდევ ეჭვი მაქვს რომ მთლიანად ჩათს....









Posted by: holden kolpildi 11 Oct 2016, 20:43
ამ განყოფილებას მოდერი რომ ჰყავდეს სულ მცირე +20% დაარიგებდა თემის უაზროდ და უშინარსოდ გაოფებისათვის

Posted by: კომბაინიანი.მაჩო 11 Oct 2016, 20:50
ცოლის ღალატის თემებით დაკავდე უფრო უკეთესია, თან კარგადაც გამოგდის ეგ საქმე



Pablo_Escobar
.....


ძველი აღთქმის შესახებ ალბათ არც კი გსმენია

: )))))

Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 21:07
holden kolpildi
დიახ ერთია შენ შემოგევლე, რასაც შენ კითხულობ და წმინდა სახარებას ეძახი არც ერთი არ არის მოციქულების მიერ დაწერილი, იმიტომ რომ წერა კითხვა არ იცოდა არც ერთმა, მებაჟე მათეს გარდა, ასე რომ მთელი შენი სახარება, ერთი რომის იმპერიის მებაჟის დაწერილი ისტორიაა, რომელიც ათასჯერ გადაწერეს და საბოლოო სახე, ისევ და ისევ რომის პოლიტიკური ნების გამო მიიღო, არ დაფიქრებულხარ ხოლმე ამდენი მორჩილება და მონობა რატომ აარის ჩაქსოვილი ამ ტექსტში?
ჯერ კიდევ ტერტულიანე იძახდა იმ ეპოქაში
კრედო კია აბსურდუმ ესტო.
მართლა ძალიან სუსტი ნაწარმოებია ბიბლია, ლოგიკის თვალსაძრისით, ჩემთვის გასაგებია, რომ მორწმუნეებს არ გაინტერესებთლოგიკა, როცა ღმერთს ეხება საქმე, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგად იყენებთ.
მოდი გამოიკვლიე , როდის შეიკრა შენი წიგნი, რომელსაც ეთაყვანები და მერე ვილაპარაკოდ რამდენად კორუმპირებულია.
ისტორიული ფაქტი იცი როგორ მტკიცდება და რამდენი მხარე უნდა ადასტურებდეს?
ამ ბოლო კითხვაზე თუ სწორ პასუხს გამცემ, პირობას გაძლევ, რომ შენს მიმართ ყველაზე ლმობიერი და დამთმობი ადამიანი ვიქნები, ვიცი მაგრად გკიდია მაგრამ მაინც, სულ ძაღლი და კატასავით , ხომ არ უნდა ვიყოთ?

პ.ს. მოდერზე და ვორნზე გეთანხმები, პირველ რიგში მე მეკუთვნის

Posted by: holden kolpildi 11 Oct 2016, 21:15
Pablo_Escobar
ძველი აღთქმა როდის დაიწერა??!
ამაზე მიპასუხე
კონკრეტულად და ლაკონურად თუშეიძლება

სამი ნიკი ვიცი შენი და სამივე ნიკით "მებრძვი" მიზეზს მართლა ვერ ვხვდები ისე
QUOTE
მაგრად გკიდია

აი ამაში კი გეთანხმები

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 21:17
Pablo_Escobar
QUOTE
ამათგან მარტო მათემ იცოდა წერააკითხვა დანარჩენები უწიგნური, მეთევზეები ან მწყემსები იყვნენ


წერაკითხვა მარტო იუდამ იცოდა მაგათაც არ ცოდნიათ მარა.
მე გეკითხები 200 წელზე, ახალი აღქმა ეგ ოთხია და ორასი წლის მერე როგორ დაწერეს

Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 21:27
holden kolpildi
მე არ გებრძვი და არც არასოდეს მქონია შენი ან ვინმეს ინტერესი, ჩემს პოსტებს თუ დააკვირდები ყველგან ერთი და იგივეს დაინახავ, რომ პროტესტს ვაცხადებ ადამიანის მიერ ადამიანის განჯის მიმართ.
ის ნიკებიც შპეციალურად იყო შექმნილი ამ სოციალური ექსპერიმენტის გამო, მინდოდა თქვენთვის მენახებინა რამდენად დამიკიდებული ხართ ილუზიაზე და რა მარტივად შეგიძლიათ ადამიანის შეძულება თუ ის თქვენს მორალურ ფასეულობებს არ აკმაყოფილებს, მე შოვინიზმს ვებრძვი და თუ ადამიანში იმის პოტენციალს ვხედავ, რომ ამ უკანასკნელზე მაღლა შეუძლია დადგეს იმას ვპასუხო, თორე აგერ მაღლა ვიღაც დოყლომ მიკბინა მაგრამარც არც კი კი მეფხანება.
ვიცი კითხვა გიყვარს მაგრამ შეკითხვების დასმის გეშინია, ალბათ ასაკის ბრალია, მოცა ჯერ სად ხარ wink.gif
Mazarin
ისეც კაიფობ ხოო biggrin.gif

Posted by: holden kolpildi 11 Oct 2016, 21:34
Pablo_Escobar
შენ პოსტებს მარტო მაშინ დავაკვირდი როცა უასულოდ მე სემეხე ტან საკმაოდ უხესად და უსაფუძვლოდ

QUOTE
მაგრამ შეკითხვების დასმის გეშინია, ალბათ ასაკის ბრალია, მოცა ჯერ სად ხარ 

შენ პასუხებს გაურბიხარ როგორს სჩანს

ვაოფებ user.gif

Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 21:44
holden kolpildi
უსაფუძვლოდ არ შეგხებივარ, სენ იქაც მითხარი, რომ იმათმა აგიგდეს და ჩემთან რა გინდაო, შენ კიდევ ის გაგრძნობინე, რომ შენ იმ სამარცხვინო საქციელში არ უნდა მიგეღო მონაწილეობა, რადგან ვერ მიხვდი იგივე გაგიკეთე ამ განყოფილებაში, ვიფიქრე მაგალითით მაიც მიხვდება მეთქი. ვნახე, რომ გეწყინა და არ ვამაყობ ჩემი საქციელით და ბოდიშსაც მოვიხდი, უბრალოდ სამწუხაროა, რომ შენ ვერ ხვდები, ვითომდა შენი უმწიკვლო პოსტით რამხელა შეცდომა დაუშვი.

Posted by: Mazarin 11 Oct 2016, 22:03
Pablo_Escobar
QUOTE
ისეც კაიფობ ხოო 

ამჯერად არა biggrin.gif

Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 22:08
Mazarin
ეხლა არ მითხრა, რომ ბიბლია იესოს სიკვდილის მერე 150 წლის მერე შეიკრა, ეს კაცობრიობისთვის ცნობილი ფაქტი biggrin.gif

Posted by: holden kolpildi 11 Oct 2016, 22:11
Pablo_Escobar
ჩემი საქციელი იყო სამარცხვინო და სენი არა ხოო?
იმათ ვერაფრი უტხარი საჯაროდ და მე მრომდექი განყიდან განყში დამდევდი
ეგ არა სამარცხვინო ხოოო

შენი ასაკის და და შენი განათლების( რომელსაც ასე მძაფრად უსვამს ხაზს )შეუსაბამოდ იქცევი

ეს კამათი კიდე პირადული ხასითიოს არ იყო ძველი აღთქმის დაწერის დრო გკითხე და ვერ მპასუხობ რა შუაში ჩვენი პირადი უთანხმოება

Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 22:30
holden kolpildi
ჩემი საქციელით არ ვამაყობ მეთქი დავწერე უკვე ზევით.
იმათ კიდე თავი არ გავუყადრე, უბრალოდ ლუზერები ვეძახე და ვინც ის სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა იმან ერთ კვირიანი ბანიც მიიღO, ჩემი თU არ გჯერა მოდერებს კითXე.
კიდევ ერთხელ გეუბნები არიან ადამიანები ვისაც ველაპარაკები და ვთვლი, რო ღირსნი არიან და არიან ადამიანები ვისაც ღირსადაც არ ვთვლი, მიუხედავად ჩვენი ცუდი ურთიერთობისა, მაინც მიმაჩნია, რომ ნორმალური ტიპი ხარ, მაგრამ მაინც ვერ გებულობ, რისი თქმა მინდა შენთვის.
ძველ აღთქმას რაც შეეხება დიდი სიამოვნებითგიპასუხებ, მას შემდეგ რაც ისტორიული ფაქტის მტკივცებულების პირობებს დამისახელებ, მით უმეტეს, რომ პირდაპირ კავშირშIა შენი კითხვაც ამასთან.
ისე თუ მაგ თEმაზე კამათი გინდა, მოდი რელიგიის თემაში და ნებისმიერ შენს კითხვას დავაკმაყოფილებ, პირობას გაძლევ.
პ. ს. კითხვას არ გავურბივარ, შეგნებულად არ გპასუხობ!

Posted by: 4L3X 11 Oct 2016, 22:32
რა იყო ხალხო რა დაგემართათ, მართლა ეშმაკმა ჩამოიარა ამ თემაში? არასდროს არ მახსოვს ამ განყში კონმფლიქტი ყოფილიყო. რა აზაზელო გეცათ? user.gif

Posted by: marimari11 11 Oct 2016, 22:45
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif 1 წელია აქ ვპოსტავ და ასეთ ჩხუბს აქ პირველად ვხედავ
მერე კიდე გაგვიკვირდება ქმელობას რომ წამოგვაძახებენ
ქმელებმა დაჭამეს ერთმანეთი ამ განყოფილების ყველაზე აქტიურ ორ თემაში
სხვა ჩხუბი მე აქ არ მახსოვს
კომბაინიანი.მაჩო
გაჯეტ შენ ხარ?

Posted by: holden kolpildi 11 Oct 2016, 22:52
Pablo_Escobar
QUOTE
ჩემი საქციელით არ ვამაყობ მეთქი დავწერე უკვე ზევით.

სამაყო არაფერი იყო იმაში, წესით სასირცხვილო უფრო
მაგრამ გავლილია რაც იყო იყო


რა გამოდის იმათ რომლებსაც უფრო ეკუთვნოდატ არაფერი უთხარი ასე საჯაროდ აკა მე თქვენ თავებს არ გიყადრებთ და მე მომდექი და საჯაროდ რაღაც დეგენერატობები მეძახე არიქა თურმე ისეთ ტიპად მთვლი ვითანაც ლაპარაკი შეიძლება biggrin.gif
მე ბოდიში ამას რომ ვერ ჩავწვდი


QUOTE
ველ აღთქმას რაც შეეხება დიდი სიამოვნებითგიპასუხებ, მას შემდეგ რაც ისტორიული ფაქტის მტკივცებულების პირობებს დამისახელებ, მით უმეტეს, რომ პირდაპირ კავშირშIა შენი კითხვაც ამასთან.
ისე თუ მაგ თემაზე კამათი გინდა, მოდი რელიგიის თემაში და ნებისმიერ შენს კითხვას დავაკმაყოფილებ, პირობას გაძლევ.

თუ ძველი აღთქმა ახალი წელთაღიცხვით II საუკუნეშია დაწერილი უიდაიზმი რა ჯანდაბა გამოდის biggrin.gif
ვაბშე ერთ-ერთი უძველესი რელიგიის წმინდა წიგნს დიდი ხაზი გადაუსვი biggrin.gif


QUOTE
ისე თუ მაგ თEმაზე კამათი გინდა, მოდი რელიგიის თემაში და ნებისმიერ შენს კითხვას დავაკმაყოფილებ, პირობას გაძლევ.

ვაიმე თემის მეათე გვერდიდან მაგას გავკივივარ არა თემატურია ამ თემისთვის და ამ განყისთვი ეს საუბრები მეთქი და ახლა გაგხსენდა რომ არაშესაბამისია biggrin.gif
ნუ ნეჩეო
სჯობს გვიან ვიდრე არასდროს
თემატურად რამდენიმე პოსტი გექნება დაწერილი ამ თემაში სულ რწმენაზე ღმერთზე და მის არსებობა არასებობაზე პოსტავ biggrin.gif
QUOTE
პ. ს. კითხვას არ გავურბივარ, შეგნებულად არ გპასუხობ!

შედეგი ერთია კიტხვაზე ვერ მპასუხობ






4L3X
QUOTE
რა აზაზელო გეცათ?

up.gif givi.gif

დედალ მამლიდან მოგვდევს ჩევნ ერტმანეტის სიყვარული givi.gif

Posted by: don tomi 11 Oct 2016, 22:56
Pablo_Escobar
რატო უხსნი არ დაგიჯერებენ მაინც biggrin.gif
200 წლის შემდეგ არ არ დაწერილა მაგრმა არც მოწაფებს დაუწერიათ biggrin.gif
ყველა ავტორი არის ანონიმური ეკლესიამ მიწერა მათეს ლუკას და სხვებს
პ.ს ეკელესიაც აღიარებს რო ლუკა მათე არ იყო იესოს მოწაფები
არცეთი სახრების ავტორი ეკლესის ოფიცალური ვესით პეტრეს მოწაფე იყო ერთი
სავარაუდოთ არანირი იესო არ არსებობდა
user.gif თეოლოგიაში უნდა იყო მაგრაი კი არა და ადრე მღვდლობას ვაპირებდი ერთი პერიოდი ხო მეყოლებოდა ეხლა ჯიპი

Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 23:09
holden kolpildi
ადამიანს გეუბნები, რომ იმდენად შეგნებულად გთვლი, რომ ასეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდე მეთქი და კიდე მე მომზდევ?
შენ რა მართლა გგონია, რომ ვინმესი შემეშინდა? ფაქ, რაა!
მართლა არ ვსმაყობ ჩემი საქციელით.
თან ის თემა მაგრად მიყვარდა და არ გავაფუჭე გინებით და ბილწსიტყვაობით, მითუმეტეს, რომ არანაირ შედეგს არ მოიტანდა შეუგნებელ ხალხთან ლაპარაკი, მაგრამ შენ რამ გაიძულა ჩემი მსაჯული გამხდარიყავი დღემდე ვერ ვხვდები ან რატომ გინდოდა ჩემი დამცირება და მით უმეტეს, შენივე პოსტის ჩასწორება?
ჰოლდენ, შენთან რელიგიის თემაზე, რატომ არ ვკამათობ იცი?
ჩემზე მეტი Aთეისტი, რომ ხარ იმიტომ, მართალია გეშინია და თავს ვერ უტყდები მაგრამ საჭირო კითხვები უკვე გღნის, ჯერ სად ხარ მეთქი გეუბნები, სულ მალე, ძალიან მალე, გამორიცხულია ადამიანი აზროვნებდეს და აბსურდს ვერ ხედავდეს.

Posted by: holden kolpildi 11 Oct 2016, 23:22

ბეჰემოტი

Posted by: _Pablo_ 11 Oct 2016, 23:29
გრრრრრრრრრ




---------------------------------

Posted by: holden kolpildi 11 Oct 2016, 23:33
http://cameralabs.org/8820-master-i-margarita-fotoillyustratsii-eleny-martynyuk

Posted by: რრედ 12 Oct 2016, 01:49
მე დავწერე. პრობლემაა რამე ? boli.gif

Posted by: fasko 13 Oct 2016, 19:28
რომელი წიგნი იკითხება/წაიკითხა/რიგში დგას?

Posted by: holden kolpildi 13 Oct 2016, 22:03
Pablo_Escobar
Mazarin
marimari11
holden kolpildi
miishooo91
siml11
Dr.Kostava
Adur
HurricaneKat.
Ezekia
senpai
BELLA-DONNA
metro50
4L3X
რრედ
Likri
WendyD
don gajetino


პატ კლუბის წევრებო განსახილველად შემომაქვსს წინადადება
მოვაწყოთ დიდი სტივენ კინგის კვირეული



როდესმე კლუბში ხომ უნდა წვიკიტხოთ ჰოჰორი

Posted by: 4L3X 13 Oct 2016, 22:20
holden kolpildi
ყველა წმინდანის დღე ა.ც.რ ჰელოუნი ა.ც.რ გარდაცვლილთა დღე ახლოვდება (31 ოქტომბერი) ასე რომ ერთი კაი მისტიკა/საშინელებათა წიგნი არ გაწყენდათ.

Posted by: holden kolpildi 13 Oct 2016, 22:36
QUOTE
ა.ც.რ

ეს რას ნიშნავს?
QUOTE
სე რომ ერთი კაი მისტიკა/საშინელებათა წიგნი არ გაწყენდათ.

რამდნი ხანია ვიძახი მაგრამ ვინ მისმენს

ხმა მღაღდებლის უდაბნოსა შინა givi.gif

Posted by: 4L3X 13 Oct 2016, 22:41
QUOTE (holden kolpildi @ 13 Oct 2016, 22:36 )
QUOTE
ა.ც.რ

ეს რას ნიშნავს?

ასევე ცნობილი როგორც
იგივე A.K.A

Posted by: holden kolpildi 13 Oct 2016, 22:44
4L3X
QUOTE
იგივე A.K.A

არადა არ ვარ რაჭველი biggrin.gif

Posted by: 4L3X 13 Oct 2016, 22:48
holden kolpildi
QUOTE (holden kolpildi @ 13 Oct 2016, 22:44 )
არადა არ ვარ რაჭველი biggrin.gif

სვანი? rolleyes.gif

Posted by: holden kolpildi 13 Oct 2016, 22:57
QUOTE (4L3X @ 13 Oct 2016, 22:48 )
holden kolpildi
QUOTE (holden kolpildi @ 13 Oct 2016, 22:44 )
არადა არ ვარ რაჭველი biggrin.gif

სვანი? rolleyes.gif

no.gif

Posted by: რრედ 13 Oct 2016, 23:27
QUOTE (holden kolpildi @ 13 Oct 2016, 22:03 )
Pablo_Escobar
Mazarin
marimari11
holden kolpildi
miishooo91
siml11
Dr.Kostava
Adur
HurricaneKat.
Ezekia
senpai
BELLA-DONNA
metro50
4L3X
რრედ
Likri
WendyD
don gajetino


პატ კლუბის წევრებო განსახილველად შემომაქვსს წინადადება
მოვაწყოთ დიდი სტივენ კინგის კვირეული



როდესმე კლუბში ხომ უნდა წვიკიტხოთ ჰოჰორი

პოჟოლუსტო biggrin.gif

Posted by: marimari11 13 Oct 2016, 23:29
მე არ მინდა არ მაინტერესებს კინგი ჯერჯერობით

Posted by: 4L3X 13 Oct 2016, 23:32
QUOTE (marimari11 @ 13 Oct 2016, 23:29 )
მე არ მინდა არ მაინტერესებს კინგი ჯერჯერობით

ლავკრაფტის "კ'ტულჰუს ძახილი"? rolleyes.gif

Posted by: marimari11 13 Oct 2016, 23:42
4L3X
კარქი რა spy.gif spy.gif

Posted by: Ezekia 13 Oct 2016, 23:50
holden kolpildi
QUOTE
დიდი სტივენ კინგის კვირეული



შოუშენკით დავიწყოთ jump.gif


ყველაზე ლაითი ჰორორი მგონი ეგაა )

Posted by: marimari11 13 Oct 2016, 23:51
შოუშენკს და მწვანე მილს წავიკითხავ მარტო კინგისას ამ ეტაპზე :დ
მაგრამ მგონი ეგ წიგნები აღარ იშოვება

Posted by: B l a c k J a c k 13 Oct 2016, 23:59
არ გვინდა რა კინგები და პრეფერანსები :დ

Posted by: 4L3X 14 Oct 2016, 00:00
QUOTE (B l a c k J a c k @ 13 Oct 2016, 23:59 )
არ გვინდა რა კინგები და პრეფერანსები :დ

ბრემ სტოკერი წიგნს არც კი დავასახელებ

Posted by: Adur 14 Oct 2016, 00:06
მე კინგს ლავკრაფტი მირჩევნია
და ბლოხი კიდევ


Posted by: რრედ 14 Oct 2016, 00:07
QUOTE (Ezekia @ 13 Oct 2016, 23:50 )
holden kolpildi
QUOTE
დიდი სტივენ კინგის კვირეული



შოუშენკით დავიწყოთ jump.gif


ყველაზე ლაითი ჰორორი მგონი ეგაა )

არაა შოუშენკი ჰორორი biggrin.gif
მაგრამ ზოგადად წელიწადის დრონი, ძაან მაგარი კრებულია. love.gif


თუ დასახელდება ეგ, წავიკითხავ ხელახლა.

Posted by: Ezekia 14 Oct 2016, 00:14
რრედ

QUOTE
არაა შოუშენკი ჰორორი



ნუ კინგია ) და

QUOTE
ყველაზე ლაითი ჰორორი


wink.gif


QUOTE
წელიწადის დრონი, ძაან მაგარი კრებულია.



საკმარისი ჰორორია მანდ დანარჩენებში )

Posted by: marimari11 14 Oct 2016, 00:14
Adur
ბლოხი მეც მინდა

ნუ კვირას მოვიფიქროთ

Posted by: BELLA-DONNA 14 Oct 2016, 00:16
holden kolpildi
მე თანახმა ვარ. დიდი ხანია კინგის წაკითხვა მინდა.

Posted by: holden kolpildi 14 Oct 2016, 13:00
Ezekia
შოუშენკი რანაირი ჰოროია?? biggrin.gif

BELLA-DONNA
წარადგინე რამე და მე ხმას მივცემ მოკავშირეებს მოვძებნი კოალიცია შევქმნათ და წავიკითხოთ ძია სტივენი biggrin.gif



წავიკითხოთ იქნება და მოგვწონს და თურმე რა კარგი ყოფილა biggrin.gif

მე მაგალითად სანამ არ წავიკითხე არც ჰორორი მიყვარდა და არ ფანტასტიკა biggrin.gif

Posted by: რრედ 14 Oct 2016, 13:07
პიტერ სოტოსზე რას იტყვით?
ჰორორი,თრეში და უბედურებები თუ გვინდა, მანდაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
user posted image

Posted by: don gajetino 14 Oct 2016, 13:52
მე ჩამოგრჩით 200 გვერდი დამრჩა წასაკითხი, დღეს საღამოს მოვრჩები ..

ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს სულ მცირე შმედეგი yes.gif

Posted by: marimari11 14 Oct 2016, 14:30
don gajetino
მე 150 დამრჩა და ალბათ ხვალ მოვრჩები 4 საათი გზაში უნდა ვიყო და სხვა რა საქმე მექნება user.gif
QUOTE
ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს სულ მცირე შმედეგი

კლუბის წიგნები რაც წავიკითხე
ერთი სიბრმავეზე გადავირიე მეორე ამაზე
დანარჩენები ისე რა

Posted by: Ezekia 14 Oct 2016, 14:35
QUOTE
შოუშენკი რანაირი ჰოროია??



არარი და დანარჩენი ძია სტივენი როა ჰორორი, იმიტო არ მინდა (

მოვძებნე ლაითიც და კინგიც, მივიწეპე ხმაზე და მოგეცით და არ გინდათ ჩემი შოუშენკი და მიმაქ, ბატონო, უკან ჩემი ხმიანად. http://ge.smiles.26l.com/smile.184370.html მართლა ჰორორები მე არ მინდა, ისედაც აირია უკვე ამინდები
http://ge.smiles.26l.com/smile.5317.html

Posted by: B l a c k J a c k 14 Oct 2016, 19:18
რასაც ავირჩევთ ეგ წავიკითხოთ. უბრალოდ კინგს მგონია ვერ დავუმუღამებ. ძაან უნდა შევიჭრა სიუჟეტში ასე მგონია. ან რაღა ჰორორით შეგვაშინებ საქართველოს მოქალაქეებს? მარტო თბილისში ავტომობილით მგზავრობა უკვე ჰორორია :დ

Posted by: don gajetino 14 Oct 2016, 20:09
marimari11
QUOTE
ერთი სიბრმავეზე გადავირიე მეორე ამაზე



გერმანულად ხო დაიწყე კითხვა? რა ქენი გახვედი ბოლოში ?


Posted by: BELLA-DONNA 14 Oct 2016, 20:50
holden kolpildi
მე ვერ წავიკითხე ბულგაკოვი და ვერ წარვადგენ. ხმა არ ამომეღება მოკლედ... biggrin.gif

Posted by: marimari11 14 Oct 2016, 21:21
don gajetino
არა დამეზარა givi.gif თან რაღაც სხვა წიგნი ვიყიდე გერმანული უფრო პატარა მოცულობის და ის უნდა წავიკითხო ჯერ

Posted by: holden kolpildi 14 Oct 2016, 21:47
BELLA-DONNA
არაუშავს სხვა დროს შევკრათ კოალიცია biggrin.gif


მე კიდე ვფიქრობ აკუტაგავს ან მარსის ქრონიკებს წარვადგენ
ორივეს წაკითხვა მინდა ვნახოტ

Posted by: BELLA-DONNA 14 Oct 2016, 22:41
holden kolpildi
QUOTE
არაუშავს სხვა დროს შევკრათ კოალიცია

კაი. biggrin.gif
QUOTE
მე კიდე ვფიქრობ აკუტაგავს ან მარსის ქრონიკებს წარვადგენ
ორივეს წაკითხვა მინდა ვნახოტ

ორიევს წავიკითხავდი სიამოვნებით.

Posted by: B l a c k J a c k 14 Oct 2016, 23:31
holden kolpildi
QUOTE
მარსის ქრონიკებს წარვადგენ

წაკითხული მაქვს. ბრედბერი კეთილი ფანტაზიორია ))))

Posted by: siml11 15 Oct 2016, 12:16
რამე საინტერესო ავარჩიოთ, ეს ბულგაკოვის ოსტატი და მარგარიტა ატომურ ბომბადაა ნაღიარები მარა მაგარი ბანძი წიგნია ჩემი აზრით ჩვეულებრივი მოყვარული მკითხველისთვის
* * *
ოსტატი და მარგარიტა როგორი ტიპებისთვის იქნება იცი მაგარი წიგნი? აი ლიტერატურა რო თავის მწერლების ბიოგრაფიან ყველაფრიანად იციან, სად რომელი ნაწარმოების წერისას რა პოლიტიკური მდგომარეობა იყო, რას განიცდიდა მწერალი, როგორი სოციალური გარემო ქონდა და ა.შ. აი მაგალითად მხატვრობა რო ავიღოთ, შეიძლება რაღაც ნახატი რომელიც სრული აბდაუბდა იყოს მოყვარულისთვის, იგივე ნახატი შეიძლება შედევრად ითვლებოდეს მხატვრობაში, აი ეგეთი პონტია რა. ერთი კატეგორია ხალხის ვისაც შეიძლება ეს ნაწარმოები მოსწონდეს ასეთია, ხოლო მეორე კატეგორია ვისაც შეიძლება ეს ნაწარმოები მოსწონდეს არიან ტიპები რომლებიც მოდის მიხედვით აზროვნებენ, მათ უბრალოდ ჩაბეჭდილი აქვთ თავში რო "ეს წიგნი მაგარია" და თუ რამეს იტყვი ამ წიგნის საწინააღმდეგოდ ისეთი რეაქცია ექნება თითქოს იაღოვას ადიდებდე biggrin.gif
პ.ს. 200 გვერდი წავიკითხე (ტყუილად) biggrin.gif
* * *
ლიტერატურის კრიტიკოსის გარდა თუ ვინმეს მართლა ევასება ეს წიგნი მაგას ვერ დავიჯერებ
* * *
ჩაქოლვა არ ამცდება აქ მარა ეს როარ დამეპოსტა მოვკვდებოდი biggrin.gif

Posted by: holden kolpildi 15 Oct 2016, 12:35
siml11
სასაცილომპოსტი გამოგივიდა
არც ლიტ კრიტიკოსობა აუცილებელი არც ისტორიკოსობა და არ მწერლის ბიოგრაფიის დაზეპირება ოსტატი რომ მოგეწონოს :D
ატომური ბომბი
ბანძი
ორივე გადაჭარბებული შეფასებაა

Posted by: siml11 15 Oct 2016, 12:38
holden kolpildi
200 გვერდი წავიკიტხე, აბა მითხარი რა არის პირველ 200 გვერდზე ისეთი რომ გააგრძელო კითხვა? რამე არის ისეთი რო ინტერესი გაგიღვიძოს? რამე საინტერესო მსჯელობა იყო? ან რაიმე საინტერესო ამბავი შეემთხვა ვინმეს? ან რაიმე საიერთოდ იყო საინტერესო 200 გვერდის განმავლობაში?

Posted by: holden kolpildi 15 Oct 2016, 12:44
siml11
რავი აბა რა გითხრა თუ არ მოგწონს ვერ გაიგე ძალით ნუ წაიკითხავ
პირველივე გვერდებიდან ვოლანდი ისე გაინტრიგებს მარტო მაგის გამო უნდა წაგეკითხა წესით
QUOTE
რამე საინტერესო მსჯელობა იყო?

ქრისტესა და პილატეს ლაპარაკს გადაახტი???
მთელი წიგნი ერთი საინტერესო ამბავია


რევიუები წაკითხე იქნება ასე "გაიხსნას " შენთვის წიგნი

Posted by: siml11 15 Oct 2016, 12:50
holden kolpildi
QUOTE
პირველივე გვერდებიდან ვოლანდი ისე გაინტრიგებს მარტო მაგის გამო უნდა წაგეკითხა წესით

კაი რა, რას გაინტრიგებს? biggrin.gif რედაქტორის სახელი რო იცოდა ეგაა ინტრიგაა? ვაა საიდან გაიგო ჩემეე biggrin.gif თუ ვიღაც გაღვძებულს რო საძინებელში დახვდა? აუ რა მაგარი რაღაცეები აკეთა არა? biggrin.gif
QUOTE
ქრისტესა და პილატეს ლაპარაკს გადაახტი???

აი მერე რო არ გადავახტი რა? რო წაიკიტხე მათი საუბარი რამე ისეთი ეპიზიდი იყო რაც ფიქრად ჩაგრჩა? აი მაგალითად როცა რაიმე საინტერესო საუბარს მოკრავ ყურს შანსი არაა მაგ საუბრის მერე რო სადმე არ გაგახსენდეს კონკრეტული კიტხვა ან კონკრეტული პასუხი, არაა ეგრე? აი აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში ეგრეა როცა სადმე საინტერესო საუბარია. ხოდა რომელი კონკრეტული კიტხვა ან რომელი კონკრეტული პასუხი იყო მათ საუბარში ჩამაფიქრებელი?
* * *
holden kolpildi
QUOTE
რევიუები წაკითხე იქნება ასე "გაიხსნას " შენთვის წიგნი

ჩემთვის ეგ წიგნი არის ნახატი რომელიც არაა ლამაზი მაგრამ აქვს ფასი იმის გამო რომ ვიღაცის დახატულია და რაღაც უცნობი გარემოებების გამო მილიონები ღირს, თუმცა მასში მილიონის გადამხდელი ვინცაა იგივე ადამიანი 1 ლარსაც არ გადაიხდიდა იმავე ნახატში, მხატვრობაში პროფესიონალურ დონეზე რო ვერ ერკვეოდეს.

Posted by: chicharito12 15 Oct 2016, 12:58
აქ, ვინმეს წიგნი პალიტრას დაუბეჭდიაა ?

_____________


Posted by: siml11 15 Oct 2016, 13:05
ეხლა ვკიტხულობ შაგრენის ტყავს და მაგრად მისწორდება, აი დიდი ხნის ძებნის შემდეგ ხეზე რო დახუნძლულ ტოტს დაითრევ ეგრე ვარ, იმდენი საინტერესო შედარებაა ავტორისგან, იმდენი საინტერესო მომენტია, და იმდენი საინტერესო დაკვირვებაა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებზე, რო გისწორდება კიტხვის პროცესიც და თან გაინტერესებს ფინალიც, აი მასეთი წიგნები მევასება.
.......................................
იამკიანი გზებიდან ნორმალურ გზაზე რო გადახვალ ეგეთი შეგრძნება მქონდა ოსტატიდან ამ წიგნზე რო გადმოვედი biggrin.gif

Posted by: chicharito12 15 Oct 2016, 13:13
siml11

რელიგიური თვალსაზრისით ეგ წიგნი ან არასწორად არის ნათარგმნი ან კიდე არასწორადაა დაწერილი ბალზაკისგან ) ;


ისე, კარგად წასაკითხი წიგნიაა;

Posted by: siml11 15 Oct 2016, 13:23
chicharito12
რელიგიაში რა როგორაა ამის გასაგებად გულში უნდა ჩაიხედოს ღრმად ყველამ, ჩემი აზრით.

Posted by: Krusty_the_Clown 15 Oct 2016, 13:52
siml11
QUOTE
აი დიდი ხნის ძებნის შემდეგ ხეზე რო დახუნძლულ ტოტს დაითრევ ეგრე ვარ, იმდენი საინტერესო შედარებაა ავტორისგან, იმდენი საინტერესო მომენტია, და იმდენი საინტერესო დაკვირვებაა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებზე

აბსოლუტურად გეთანხმები, ძლიერი ნაწარმოებია, ძლიერი მწერლისგან.
QUOTE
რამე საინტერესო ავარჩიოთ, ეს ბულგაკოვის ოსტატი და მარგარიტა ატომურ ბომბადაა ნაღიარები მარა მაგარი ბანძი წიგნია ჩემი აზრით ჩვეულებრივი მოყვარული მკითხველისთვის

ამაში კი არ გეთანხმები, ყველას თავისი აზრი კი აქვს მარა...

Posted by: chicharito12 15 Oct 2016, 13:56
siml11

არა ვერ მიხვდი, მარტო გულში ჩახედვა არაა მთავარი.

ფსიქოლოგიურად შეგიძლია მიხვდე თავის საქციელებიდან, რა ადამიანიაა .

რაფაელი ჯერა რომ თავის ილუზიაში უფრო წმინდანია და ღმერთი მის გვერდშია, მაგრამ სინამდვილეში მისი ილუზია უფრო სიბოროტეა ვიდრე სიწმინდე.
წიგნი კიდე სულ იმაზეა, როგორ კლავს სურვილებს რაფაელი. "ლაპარაკი მინდოდა, მაგრამ არ ვლაპარაკობდი, მშიოდა მაგრამ არ ვჭამდი და ქალაქების დათვალიერება მინდოდა, მაგრამ არ ვათვალიერებდიოოო "

ზუსტად ამ წიგნის საპირისპი წიგნი დავწერე წინა კვირას ;

წიგნი არის ამის შესახებ ყველაფერზე, უფრო მეტი;

Posted by: marimari11 15 Oct 2016, 19:16
ანუ პილატემ მოაკვლევინა იუდა? :O

ვოლანდი რა კაცია :დ კინაღამ მეც გამაგიჟა მიმტკიცებდა რომ არ ვარსებობდიო

კატა მომაბეზრებელია

Posted by: Ezekia 16 Oct 2016, 03:00
marimari11
QUOTE
ანუ პილატემ მოაკვლევინა იუდა? :O


არაა?

QUOTE
ვოლანდი რა კაცია :დ

ავი ენები ამბობენ, ვოლანდი სტალინიაო ) როგორც თავად ბოროტება, რომელსაც ყველანაირი ბოროტება ხელეწიფებოდა, თავისი ხან გამქრალი და ხან აღდგენილი აქცენტით, და ხანდახან გამოვლენილი მოწყალებით.



...

დავამთავრე ოსტატი და მარგარიტა' bis.gif

მიყვარს ეს წიგნი.ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ და რაღაც ახალს ყოველთვის ვპოულობ ხოლმე.

კი, წიგნი სავსეა მინიშნებებით.

კი, თუ იმ დროის შესახებ იცით ცოტა რამ მაინც, ფაუსტის აზრზე ხართ და ბულგაკოვის ბიოგრაფიაც წაკითხული გაქვთ, რაღაც პარალელებს უფრო იპოვით.

წაიკითხეთ მერე ეს ბიოგრაფია. თუ რომანი გაინტერესებთ )

თუმცა, თუ ესენი არ იცით წინასწარ, მაინც არ გაგიჭირდებათ კითხვის დროს მაშინდელი 'კაიცხოვრების' წარმოდგენა:
თუნდაც სულ თავიდან, ბერლიოზი და ბეზდომნი პატრიარქებზე რომ მივიდნენ, იმ ხვატში კიოსკში (წარწერით 'ლუდი და წყლები') ნორმალური დასალევი რომ ვერ იშოვეს-ვერც გაზიანი სასმელი და ვერც ლუდი, გახსოვთ? არც გაჰკვირვებიათ. ასეც იყო მოსალოდნელი მაშინდელ ცხოვრებაში.
ან ის ბინა თუ გახსოვთ, ბეზდომნიმ სანთლები და ხატი საიდანაც წამოიღო-კომუნალკა შიგ შესახლებული რამდენიმე ოჯახით, საერთო სააბაზანოთი, კარები რომ წესიერად არც ეკეტებოდა, და საერთი სამზარეულოთი, დახვავებული ქვაბებით და პრიმუსებით. პრიმუსის სურათიც მოვიძიე ისე, აი:


user posted image

ეს იყო მაშინდელი 'გაზის პლიტა' )

საცოდავი ბერლიოზი ჯერ რომ არ დაესაფლავებინათ და მის ბინას უკვე რამდენი მსურველი გასჩენოდა, ესეც ხომ გახსოვთ.
ოსტატმა რომ ობლიგაცია მოიგო, სად გადავიდა?—ქირით!—რაღაც სახლის სარდაფში (!) და რა ამაყი იყო-წყლის ბაკი მქონდა ეზოშიო.
ასეთი იყო მაშინ ცხოვრება. ძირითადად. თორემ ერთეულებს ხუთოთახიანი ბინებიც ჰქონდათ მარგარიტას ქმარივით. თუმცა, კარგი ნაცნობებიც ჰყავდათ იქ, ზემოთ.

ყველაზე კარგი პირობები სად იყო, გახსოვთ?-მეტროპოლზე უკეთესიც. საგიჟეთში.
ასეა.

ის უხილავი თანამშრომლები, არეულობის დროს ზებუნებრივი სისწრაფით რომ ჩნდებოდნენ, მშვიდად აგვარებდნენ პრობლემებს, ხალხი მიყავდათ და აღარ აბრუნებდნენ?-ჩეკისტები. არ ახსენებენ მათ ვინაობებს.

ნიკანორის სიზმარი? თეატრი მხოლიდ კაცებით, და თან წვეროსნებით, არაფერს გაგონებთ? დიახ, ციხეს. და უწყინარი შეკითხვა-სხედხართ? ვსხედვართ, ვსხედვართ... როგორ არ გბეზრდებათ... ჯდომა აქ ციხეში ჯდომაა. ის სიმღერაც, მერე რაღაც ფილიალის სტაფი რომ შეუჩერებლად მღერის, ციხის სიმღერაა სხვათა შორის. და ვის ათავისუფლებენ ამ ციხიდან? ვინც ვალუტა ჩააბარა? არა მხოლოდ. ვინც + დეიდაც ჩაუშვა. დიახ.

და ის ფრაზებიც : თავიდანვე ასე გეთქვათ, ჩემს წასაყვანად მოხვედით? -მარგარიტა აზაზელს. ან იგივე აზაზელი-საკმარისია ადამიანს გამოელაპარაკო, რომ ჰგონია, აპატიმრებ. ან იგივე ნიკანორი როგორ დაპატიმრეს-ვითომ მეზობლის ჩაშვებით. თუმცა ფაგოტივით ყველაფრისმცოდნე ადამიანებიც არსებობდნენ, მიყურადებით, ჭორაობით, პირფერობით და ა.შ. რომ აგროვებდნენ ინფორმაციებს და მერე აცნობებდნენ, სადაც საჭიროა. მოდიოდა მერე შავი მანქანა და მიყავდა ხალხი. და მერე ეს ხალხი აღარ ბრუნდებოდა. ან თუ ბრუნდებოდა, ისეთი დამუშავებული და გატეხილი, სულ-გატეხილი, როგორც ოსტატი იყო...

ეს ოსტატი... მოგწონთ ოსტატი? მე არც მაინცდამაინც. რაღაცნაირი უფხოა, უსუსური, სუსტი. შავი ბერეტითა და შორს მიმართული ნაღვლიანი თვალებით ისეთ კაცებს მაგონებს, თვითონ რომ ვერ ერევიან ყოველდღიურ ცხოვრებას და ძლიერი ცოლების იმედად არიან. ცოლი კი ყავს ჩვენს ოსტატს ძლიერი. უუუ, რა ცოლი ყავს-ნამდვილი ალქაჯი. სასწაული ქალი.

სიმართლე გითხრათ, ვერც ვხვდები წესიერად, რა უნდა ამ ცხოვრებისგან მარგარიტას. ან რა უყვარს — კაცი-ადამიანი თუ კაცი-მწერალი, ის რომანი რომ შექმნა. ფაქტია, რომანს მარგარიტა უფრო იცავს, ვიდრე თავად ავტორი. თუმცა, ვისაც უყვარს, მან იმისი ხვედრიც უნდა გაიზიაროს, ვინც უყვარს.

ან საერთოდ ეს გმირები. 'ოსტატი და მარგარიტა'. იგივენი მოიაზრებიან გმირებად. არიან კი? არის გმირი ის უფხო ოსტატი გამოცარიელებული სულით და უხერხემლობით? ან ცოცხზე შემომჯდარი მარგარიტა, გაშმაგებული რომ ლეწავს რვასართულიანი სახლის ფანჯრებს. რა მაგარია ისე. გაგაბრაზებს ვინმე—fიიიიუ, გაუქროლე ცოცხით და მიალეწე მინები. მეც მივალეწავდი ერთი-ორს დიდი სიამოვნებით. ალქაჯი ვარ? ცოცხი მომაწოდეთ!

ეს მიყვარს კიდევ ამ რომანში. იმ სიმბოლო-ალეგორიების ძებნა-გამოცნობა ხო მიყვარს, და ეს-გმირების ადამიანურობა. თან მე მოსკოველ გმირებს ბიბლიური გმირები მირჩევნია. და როგორი ადამიანურები არიან ეს ბიბლიური გმირები, როგორი ხელშესახებები, თავისი სისუსტეებით და მღელვარებებით.
აი ვოლანდი-სატანაა, კი. ბელზებელი. ხორცშესხმული ბოროტება. მაგრამ აქ სიმპათიებსაც კი იმსახურებს. როგორი ძლიერია, ძლევამოსილი, ვაღიაროთ-სამართლიანიც, გულმოწყალეც ხანდახან, და რაღაცნაირად ადამიანური-მუხლმტკივანი ეშმაკი წარმოგიდგენიათ? ბებიის მაზით ფეხებდაზელილი. აი, აქ არის.

ან იეშუა. ამოიცნობა მასში დიდი რელიგიის ფუძემდებელი? უფრო გულუბრყვილო, დაბნეული ახალგაზრდა კაცია, რომელიც ყველა ადამიანში სიკეთეს ხედავს, ვიდრე განკაცებული ღმერთი.

ან პილატე? პილატე საერთოდ სინდისია. ნამუსი. კაცი, რომელსაც ამხელა ძალაუფლება ჰქონდა. კაცი, რომელიც მიხვდა იესოს ძალას და უდანაშაულობას. რამ შეიწირა? შიშმა. ხალხის კეთილგანწყობის, კეისრის კეთილგანწყობის დაკარგვის შიშმა. ძალაუფლების დაკარგვის შიშმა. რა მიიღო? უკვდავება/ხსენება იესოსთან ერთად-მაგრამ როგორი! და ტანჯვა. უღირდა? არანაირად. არა. ათიათასჯერ არა. გამოსწორებაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომაა, შიში, რაზეც იეშუაც ლაპარაკობს სიცოცხლის ბოლოს-შიში უდიდესი ცოდვაა. და სხვა სიავეების საფუძველი. შიში მამაძაღლია. არ დაგვავიწყდეს.

და საერთოდ. რელიგია. რომანის დასაწყისიდანვე, პატრიარქის ტბორებთანვე ხვდებით, რომ იმ დროს რელიგია მოდაში არ იყო. უფრო მეტიც, დასჯადი იყო. ამიტომ, ხალხი ან ისეთი არარელიგიური იყო, რომ ეშმაკს დაარწმუნებდა, ეშმაკი არ არსებობსო, ან იყო რელიგიური, როგორც იმ კომუნალკაში ხატ-სანთლების პატრონი, მაგრამ მალავდა. და ამის მიუხედავად მთელი რომანი სავსეა ბიბლიური თემებით და პერსონაჟებით. ღმერთით და ეშმაკით. და ელოდები, ელოდები, ელოდები-ეხლა დაეჯახებიან ერთმანეთს, აი, ისსსსსე დაეჯახებიაააან, ბაბააახ-და წიგნი აგიფეთქდება ხელში, ისე მაგრად დაეჯახებიანნნ! არაფერიც. მშვენივრად ჩაეტივნენ ერთად ღმერთიც და ეშმაკიც. ისე კოხტად, მშვიდად. დაჟე იეშუამ ვოლანდს თხოვა, ვიდრე ჩემთან მოვა ეს ხალხი, შენ მიმიხედეო. და კარგიო, ისიც დასთანხმდა. ჟღურტ-ჟღურტ. ასე შეწყობილები ვართ.

ასეა მართლა?

მართლა ასე ერთმანეთთან შეწყობილი გვყავს ღმერთი და ეშმაკი?

მართალია, რომ რაღა იქნებოდა ჩვენი სიკეთე, რომ არ ყოფილიყო ბოროტება? მართლა როგორი იქნებოდა მიწა ჩრდილების გარეშე?

რავიცი-რავიცი....

ფაქტია, წაკითხვის შემდეგ ისევ ბევრი ფიქრი და საფიქრალი დამრჩა. ბევრი თემა. რაღაც ახალი, რაღაც ძველი. რაღაცეებს ალბათ ინეტითაც მოვიძიებ. რაღაცეებს მერეც დავუბრუნდები. და ჩემი ურთიერთობა ამ წიგნთან დღესაც არ დამთავრდება...


და ეს ძააალიან სასიამოვნოა wink.gif


P.S. ესეც ბონუსად. ნამდვილი ანუშკაა. წიგნის ანუშკას პროტოტიპი:


user posted image

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 11:39
Ezekia
რავიცი მე მოვკალიო და ალბათ მაგან მოკლა...პროსტა მაქამდე იმ დაიდუმლო სამსახურის უფროსის ლაპარაკმა დამაბნია

ბერლიოზის სიკვდილი რატო იყო საჭირო ვერ მივხვდი
რამდენი რამე გაქვს დაჭერილი მომეწონა <3
მე დღეს ვამთავრებ ცოტა დამრჩა
მადლობა წიგნისთვის კიდევ ერთხელ <3 წაკითხვით მართლა ვისიამოვნე
* * *
ხო კიდე ოსტატი არ მომწონს
იმედები გამიცურა
ასეთი უმწეო არ წარმომედგინა

Posted by: B l a c k J a c k 16 Oct 2016, 12:14
Ezekia
ბრავო )))))

marimari11
QUOTE
რავიცი მე მოვკალიო და ალბათ მაგან მოკლა...პროსტა მაქამდე იმ დაიდუმლო სამსახურის უფროსის ლაპარაკმა დამაბნია

პირდაპირ არ ჩანს რომ პილატემ დაავალ მოეკლა. წიგნი აღარ მაქვს თან თორემ გადავიკითხავდი აფრანიუსთან საუბარს :დ
სავარაუდოდ აფრანიუსი მიუხვდა სურვილს და უბრალოდ თვალი მიადევნა პროკურატორის ნების აღსრულებას. შეუძებელია მასეთ გამჭრიახ და ერთგულ მსახურს გამოპარვოდა იუდას გადაადგილება. თან იცოდა ვისთანაც მივიდოდა. ბეჭედიც მიიღო პილატესგან. დასკვნა: 30 ვერცხლზე გაყიდულები არავის უყვარს :დ

QUOTE
ბერლიოზის სიკვდილი რატო იყო საჭირო ვერ მივხვდი

იმ ბინაში ცხოვრობდა სადაც უნდა მისულიყვნენ და მერე სჭირდებოდათ წვეულებისთვის, როგორც აღმოჩნდა. სინამდვილეში ცენზურას მოჰკვეთა თავი მოსსოლიტის თავმჯდომარის სახით და მოსსოლიტის 3000 წევრსაც კაი გვარიანად უბაგუნა ნაწარმოებში. ეტყობა თავის დროზე ბურახით არ გაუმასპინძლდნენ ბულგაკოვს biggrin.gif

Posted by: BELLA-DONNA 16 Oct 2016, 12:30
Ezekia
მომეწონა შენი განხილვა, რამდენი რამე ჩააქსოვე. 2kiss.gif



ერთი სული მაქვს დღეს რას აირჩევთ, ამჯერად მართლა უნდა წავიკითხო! იმედია რამე ძალიან ძვირი და ძნელად საშოვნი არ იქნება.

Posted by: Ezekia 16 Oct 2016, 13:15
BELLA-DONNA

სამწუხაროდ, ბევრი რამეც დამრჩა უთქმელ/სათქმელი 2kiss.gif

marimari11
QUOTE
რავიცი მე მოვკალიო და ალბათ მაგან მოკლა...


B l a c k J a c k
QUOTE
პირდაპირ არ ჩანს რომ პილატემ დაავალ მოეკლა. წიგნი აღარ მაქვს თან თორემ გადავიკითხავდი აფრანიუსთან საუბარს :დ
სავარაუდოდ აფრანიუსი მიუხვდა სურვილს და უბრალოდ თვალი მიადევნა პროკურატორის ნების აღსრულებას. შეუძებელია მასეთ გამჭრიახ და ერთგულ მსახურს გამოპარვოდა იუდას გადაადგილება. თან იცოდა ვისთანაც მივიდოდა. ბეჭედიც მიიღო პილატესგან. დასკვნა: 30 ვერცხლზე გაყიდულები არავის უყვარს :დ



yes.gif


პირდაპირ ვერავის დაავალებ ასეთ რაღაცას. მოსმენები მაშინაც იყო ) თან პილატე ჯერაც ის ადამიანია, ვინც თავის ძალაუფლებაზე ზრუნავს... განაცხადა თავისი მოლოდინი/სურვილი და მსახურმაც შეუსრულა, თან სასჯელის ნაცვლად ჯილდო მიიღო. wink.gif

QUOTE
ბერლიოზის სიკვდილი რატო იყო საჭირო ვერ მივხვდი



QUOTE
იმ ბინაში ცხოვრობდა სადაც უნდა მისულიყვნენ და მერე სჭირდებოდათ წვეულებისთვის, როგორც აღმოჩნდა. სინამდვილეში ცენზურას მოჰკვეთა თავი მოსსოლიტის თავმჯდომარის სახით და მოსსოლიტის 3000 წევრსაც კაი გვარიანად უბაგუნა ნაწარმოებში. ეტყობა თავის დროზე ბურახით არ გაუმასპინძლდნენ ბულგაკოვს


ხოო, ხოო, რას გადაუარა იმათ, ვინც ალბათ ცხოვრებაში ამწარებდნენ ) ყველას თავისი პროტოტიპი ჰყავს. და გვარები, გვარებიი-თითქმის ყველა რაღაცაზე ან ვიღაცაზე მიანიშნებს: ბერლიოზი კომპოზიტორია, ვინც ფაუსტი დადგა, ბეზდომნი უსახლკაროს ნიშნავს, ბოსოი ფეხშიშველს, სოკოვი წვენაძე ან წვენაშვილი, მარგარიტა ფაუსტიდანაა და ასე...


B l a c k J a c k
up.gif

QUOTE
ბრავო )))))


აუf biggrin.gif

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 13:51
Ezekia
როგორც ყოველთვის
up.gif up.gif

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 14:46
მოიფიქრეთ რა უნდა წარადგინოთ? sad.gif მე ვერა თან წიგნები რომ.არ მაქვს უფრო მიჭირს
* * *
ვსო გადავწყვიტე რასაც წარვადგენ
უკვე ელ ვერსიაც ვიპოვე დევს ინტერნეტში

ადრე არ ავირჩიეთ და იქნებ ეხლა ავარჩიოთ user.gif

Posted by: Ezekia 16 Oct 2016, 20:33


აუ რას ასახელეეეეებთ.....



..................................

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 20:45
ანუ მოკვდნენ ოსტატი და მარგარიტა? და სად გადასახლდნენ? არც სამოთხეში არც ჯოჯოხეთში
ყველაზე ნაკლებად ოსტატი და მარგარიტა მომეწონა :დ
კატა ვოლანდი და კოროვიევი უკეთესები იყვნენ.
პილატე იესოსთან წავიდა როგორც მივხვდი

ხო კიდე კოროვიევი გათავისუფლდა?ანგარიშსწორების ღამეო ახსენა ვოლანდმა

Posted by: siml11 16 Oct 2016, 20:54
რამდენიმე წიგნის დასახელება შეიძლება? თუ ერთი უნდა ვთქვათ?

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 20:58
siml11
წიგნი არ წაგიკითხავს როგორც მივხვდი
წესების მიხედვით ვერც წარადგენ და ვერც არჩევნებში მიიღებ მინაწილეობას

ზუსტად 9 წარვადგინოთ
პატარა პიარიც გავუკეთოთ ჩვენ კანდიდატ წიგნს კარგი იქნება

Posted by: siml11 16 Oct 2016, 20:59
holden kolpildi
წაკიტხული მაქვს, მერე წავიკითხე რაც აქ დავპოსტე მას შემდეგ
* * *
ჯორჯ ორუელის 1984ზე რას იტყვით? წაკითხული გაქვთ?

Posted by: Mazarin 16 Oct 2016, 21:05
Ezekia







საღოლ

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 21:05
siml11
QUOTE
ჩემთვის ეგ წიგნი არის ნახატი რომელიც არაა ლამაზი მაგრამ აქვს ფასი იმის გამო რომ ვიღაცის დახატულია და რაღაც უცნობი გარემოებების გამო მილიონები ღირს, თუმცა მასში მილიონის გადამხდელი ვინცაა იგივე ადამიანი 1 ლარსაც არ გადაიხდიდა იმავე ნახატში, მხატვრობაში პროფესიონალურ დონეზე რო ვერ ერკვეოდეს.

ლამაზი ნახატი როგორი შენთვის ??
როგორ განსაზღვრავ ??

ოკ მაშინ წარადგინე
ისე დაიწყე მეგონა არ წაიკითხავდი ბანძ წიგნს biggrin.gif


რიუნოსკე აკუტაგავა " დიალოგი წყვდიადში "
მე-20 საუკუნის დიდი იაპონელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობების კრებული. ნაწარმოებთა ისტორიული ხასიათი, პირობითობა, ფანტასტიკურობამდე მისული, ლამის გაზღაპრებული სიუჟეტი, რომელშიც უთუოდ დევს ფსიქოლოგიური კონფლიქტი, საოცარ რეალურობას ანიჭებს მოთხრობებს. რაც ერთი შეხედვით მისტიკური ეჩვენება მკითხველს, სინამდვილეში ღრმად მატერიალისტურია. ასე მიაჩნდა თვით აკუტაგავას, რომლის ლიტერატურული მოღვაწეობა სულ თერთმეტ წელიწადს ითვლის. ადამიანის უზომო სიყვარული, მის ბედზე წუხილი არის აკუტაგავას მთელი შემოქმედების საწყისი და დასასრული. კრებულში წარმოდგენილი „დიალოგი წყვდიადში“ და „ცხოვრება იდიოტისა“ მისი უკანასკნელი ნაწარმოებებია, სადაც მან მთელ განვლილ ცხოვრებას, მთელ თავის შემოქმედებას გადაავლო თვალი და მკაცრი თვითსამსჯავრო მოიწყო. აკუტაგავამ, ახალი იაპონური ლიტერატურის უკანასკნელმა კლასიკოსმა თავი მოიკლა 1927 წელს, 35 წლის ასაკში, და ეზიარა უკვდავებას.

Posted by: siml11 16 Oct 2016, 21:08
holden kolpildi
QUOTE
ისე დაიწყე მეგონა არ წაიკითხავდი ბანძ წიგნს

დამეზარა იმის ახსნა და მტკიცება რომ ახალი წესების თანახმად ხმის მიცემა შეუძლია ისეთ ადამიანს ვინც წიგნი არ წაიკითხა ამიტომ პირდპირ მოკლედ გიპასუხე, მარა მაინც მომიწია ახსნა სამწუხაროდ biggrin.gif
პ.ს. თუმცა "არ წაიკითხა" ჩემზე არ ითქმის

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 21:11
siml11
ვა არ ვიცოდი
როდის შეიცვალა წესები???



ლიტ კლუბს ამგვარი წესდების გარეშე აზრი ეკარგება

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 21:12
siml11
რომელი ახალი წესის მიხედვით?ვინ თქვა ეგ?


ამ წამს მოვრჩი კითხვას.ბოლო ივანე ვერ მივხვდი ვინ იყო ისტორიის პროფესორიო სიზმარი რომ ესოზმრება


სამპსელი პირველი
დიდი ხანია წაკითხვა მინდა
* * *
holden kolpildi
არ შევცლილა წესები

Posted by: siml11 16 Oct 2016, 21:13
holden kolpildi
და აზრი რატო ეკარგება? ვინმე შემოვა სპეციალურად და ცუდ წიგნებს წაგვაკითხებს? biggrin.gif
კაი ეხლა მაინც ნუღა ვიკამათებთ. მოდი ავირჩიოთ რამე.................
* * *
დოსტოევსკის თეთრი ღამეები წაკიტხული გაქვთ?

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 21:20
holden kolpildiრიუნოსკე აკუტაგავა " დიალოგი წყვდიადში "

marimari11 გურამ დოჩანაშვილი "სამოსელი პირველი "



siml11 ლიტ კლუბის მიზანი არის წიგნების კითხვა და არა წარდგენა ეს უკანასკნელი არის "პრივილეგია " იმათთვის ვინც წაიკითხა

QUOTE
მაინც ნუღა ვიკამათებთ

კამათში შეშმარიტებაც იბადება ხანდახან biggrin.gif

Posted by: siml11 16 Oct 2016, 21:21
დოსტოევსკის "თეთრი ღამეები" წავიკითხოთ რა, ძაან მაგარია ხოლმე ამ მწერლის ნაწარმოებები, ელ ვერსიაც არის ქართულად...........

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 21:24
სამოსელი პირველის ელ ვერსიაც დევს ინტერნეტში

Posted by: siml11 16 Oct 2016, 21:25
marimari11
QUOTE
რომელი ახალი წესის მიხედვით?ვინ თქვა ეგ?

კაი შენ მაინც როგორ არ გახსოვს.......... ნუ ამომაქექინებთ არქივებს biggrin.gif

* * *
QUOTE
აქვთ ახლებს ხმის მიცემის უფლება
არავინ უშლით და ეგ წინა გვერდებზეც დაიწერა

marimari11
ეს სიტყვები გეცნობა? biggrin.gif
თუ წიგნი არ წამიკითხავს წინა ახლად ვითვლები ;P

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 21:29
siml11
ახლები ანუ კლუბის ახალი წევრები
პირველად როცა წევრიანდებიან კლუბში შეუძლიათ ხმის მიცემა და წიგნის წარდგენა მერე აღარ

Posted by: siml11 16 Oct 2016, 21:31
QUOTE (marimari11 @ 16 Oct 2016, 21:29 )
siml11
ახლები ანუ კლუბის ახალი წევრები
პირველად როცა წევრიანდებიან კლუბში შეუძლიათ ხმის მიცემა და წიგნის წარდგენა მერე აღარ

ხო კაი როგორც ახალი ვეღარ წარვადგენ მაგრამ, როგორც წამკითხველი ხო შემიძლია?
ხოდა წაკითხული მაქვს როცა გინდათ მაშინ ჩამიტარეთ ტესტირება მეტი რა გავაკეთო

Posted by: Ezekia 16 Oct 2016, 21:32
marimari11
QUOTE
ანუ მოკვდნენ ოსტატი და მარგარიტა? და სად გადასახლდნენ? არც სამოთხეში არც ჯოჯოხეთში


მოკვდნენ sad.gif გადაკვრითაა ნათქვამი, რომ საგიჟეთში ოსტატი მოკვდა. მარგარიტა თუ ვინმემ იპოვა გარდაცვლილი, არ ვიცი.

როგორც ვოლანდის და იეშუას 'გასაუბრებიდან' ჩანს, ოსტატს და მარგარიტას ნათელი ჯერ არ დაუმსახურებიათ. ალბათ ძნელია სამოთხე იმ შემოქმედისთვის, ვინც თავისი ქმნილება გაწირა, როგორც ოსტატმა, და ქალისთვის, რომელმაც სული ეშმაკს მიჰყიდა, როგორც მარგარიტამ... მაგრამ იმ ტანჯვის თუ რაც იყო, ცხოვრების მერე, რაც მათ გაიარეს, სიმშვიდე სრულიად ოპტიმალური კანცოვკაა.

არაა?

ხო ამბობს ვოლანდი, ყველაფერი წესითა და რიგით მოხდება, სამყარო ამას ემყარებაო.


სიმშვიდე დაიმსახურეს ოსტატმა და მარგარიტამ. მა ასე გავიგე.





ის ისტორიის პროფესორი ივანე ბეზდომნია, საგიჟეთიდან გამოვიდა, ლექსების წერას თავი დაანება და ძველი ამბების სწავლა დაიწყო, როგორც ჩანს.





Posted by: siml11 16 Oct 2016, 21:34
marimari11
QUOTE
ამ წამს მოვრჩი კითხვას

"თეთრ ღამეებზე" ამბობ?

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 21:34
წარადგინეთ რა წიგნები
მეძინება biggrin.gif

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 21:36
Ezekia
ხო მეც ეგრე ვიფიქრე მაგრამ გვარი რომ ჰქონდა სხვა დამაბნია

მარგარიტას მეგონა სახლში იპოვიდნწნ მკვდარს აზაზელო ხო ჯერ იქ გაჩნდა შეაკოწმა ხო ყველაფერი კარგად არისო და მარგარიტაც ქმარს ელოდებოდა.
სიმშვიდე რატომ დაიმსახურეს ვერ მივხვდი

Posted by: siml11 16 Oct 2016, 21:38
1) ჯორჯ ორუელი 1984
2) დოსტოევსკი "თეთრი ღამეები"

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 21:39
siml11
ერთი უნდა წარადგინო
ჩამოყალიბდი რომელი უნდა წარადგინო და ჩავსვამ სიაში

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 21:40
siml11
1 წიგნი უნდა წაიკითხო

არა ოსტატი და მარგარიტა მოვრჩი ეხლა.

Posted by: siml11 16 Oct 2016, 21:41
holden kolpildi
QUOTE
დოსტოევსკი "თეთრი ღამეები"

იყოს

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 21:46

holden kolpildiრიუნოსკე აკუტაგავა " დიალოგი წყვდიადში "

marimari11 გურამ დოჩანაშვილი "სამოსელი პირველი "

siml11 ფიოდორ დოსტოევსკი "თეთრი ღამეები"

Posted by: siml11 16 Oct 2016, 21:48
miishooo91
მოდი სადა ხარ?
................................
დაპოსტეთ ხალხნო, ნიკები ჩანს პოსტები არ ჩანს.............

Posted by: B l a c k J a c k 16 Oct 2016, 21:52
ნილ გეიმანი-ამერიკელი ღმერთები გვინდა? :დ

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 21:53
B l a c k J a c k
არა :დდდდ..................

Posted by: Ezekia 16 Oct 2016, 21:55
marimari11
QUOTE
სიმშვიდე რატომ დაიმსახურეს ვერ მივხვდი

'ვერ მიხვდი' არა, 'როგორ გგონია' )

ნუ, თუ ოსტატს გავიხსენებთ, დიდი ხალხმრავლობა არ უნდა ყვარებოდა. სად იქირავა ბინა-სადღაც სარდაფში, ქვესკნელში სადღაც, ეზოში ღრმად, რომ ბევრი ხალხი არ ენახა. მერე წაიყვანეს... 'იმათ'. და დააბრუნეს. ისეთი დააბრუნეს, საგიჟეთში მოხვდა. ჟუტკი ჰორორებს ყვებიან ჩეკას მუშაობაზე. ვოლანდიც კი ამბობს ოსტატზე-მაგრად დაუმუშავებიათო. ძაან ნაწამებია, გატეხილი, მოტეხილი, სულგამოცლილი, დაღლილი... განადგურებული. ისედაც როგორი უფხო იყო. მისთვის ყველაზე დიდი შვება სიმშვიდეა. რომ აღარავინ მოაკითხავს, და საყვარელი ქალიც გვერდით ეყოლება. მარგარიტა კი მის სიმშვიდეს დაიცავს და გაიზიარებს. რაღა დარჩენია იმ ცხოვრებაში.

ასე მგონია მე.



სხვები რატომ არაფერს ამბობთ???

თქვენი აზრი საინტერესოა ძაან



Posted by: siml11 16 Oct 2016, 22:00
ხმის მიცემა თორმეტ საათამდეა?.....................

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 22:02
Ezekia
ხო რა ვიცი მარგარიტასთვის ჩემი აზრით ზედმეტად ლმობიერი იყო
siml11
ხო 12 საათამდე

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 22:05
marimari11
QUOTE
ხო რა ვიცი მარგარიტასთვის ჩემი აზრით ზედმეტად ლმობიერი იყო

რატომ???

წრფელი სიყვარული უანგარო სიყვარულის რომლის გამოც ყველაფერზე ხარ წამსვლელი ღირსია სიმშვიდისა
მარგარიტამ და ოსტატმა კი არ მოიპოვეს სიმშვიდე არამედ მათმა სიყვარულმა

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 22:17
holden kolpildi
სიყვარული არა კვახი :დ
ეგრე ბევრი რამის "გაპრავება" შეიძლება

ხო კიდე ოსტატი თითქოს აღარ გიჟდებოდა მარგარიტაზე
ისეთი განადგურებული იყო პარტნიორობა არამგონია გაეწია.მომვლელი ეყოლებოდა და ეგაა

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 22:23
marimari11
კვახმა არა მარა მარგალიტას სიყვარულმა და თავგანწირვამ მოაპოვებინა ოსტატს ეგ სიმშვიდე biggrin.gif

ისე ოსტატი ყველაზე ნაკლებად მომეწონა


Posted by: marimari11 16 Oct 2016, 22:27
ხო ეს ოსტატი და მარგარიტა კიდე ჩემთვის მეორე ხარისხოვანი გმირები იყვნენ :დ

ისევ ქალი თორე :დდ

Posted by: B l a c k J a c k 16 Oct 2016, 22:28
marimari11
QUOTE
არა :დდდდ..................

ვაღუმ? ((((((((((

მაშინ ჩემგან სერგეი დოვლათოვი - ჩემოდანი + რეადერლანდზე ფასდაკლებაა ამ წიგნზე.

QUOTE
ფიოდორ დოსტოევსკი "თეთრი ღამეები"

ჩემი ხმა ამ წიგნს

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 22:29
B l a c k J a c k
დოვლატოვი მგონი აქ ბევრს გვაქვს წაკითხული როგორც მახსოვს
ჩემოდანი წაკითხული მაქვს

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 22:31
ეზეკიამაც დაასახელოც და ზუსტად 11 დავიწყოთ ხმის მიცემა არამგინი სხვებიც შემოგვუერთდენ


ჩამოყალიბდით ერთ წიგნზე ჩავსვათ სიაში და 11 საათზე დავიწყოთ ხმის მიცემა

Posted by: Ezekia 16 Oct 2016, 22:33
QUOTE
ისეთი განადგურებული იყო პარტნიორობა არამგონია გაეწია


QUOTE
სიყვარული არა კვახი :დ


QUOTE
კვახმა არა მარა მარგალიტას სიყვარულმა


QUOTE
მარგალიტას



lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: B l a c k J a c k 16 Oct 2016, 22:34
marimari11
QUOTE
დოვლატოვი მგონი აქ ბევრს გვაქვს წაკითხული როგორც მახსოვს
ჩემოდანი წაკითხული მაქვს

ოკიდოკი. მისცეს ხმა ვისაც არ აქვს წაკითხული და დენის ტარიფს გავნახევრებ :დ

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 22:37
Ezekia
მარგალიტა ვიცი მე ასეთი
user posted image

პ.ს თავიდან კი ვერ მივხვდი რაზე იცინოდი biggrin.gif


* * *
holden kolpildiრიუნოსკე აკუტაგავა " დიალოგი წყვდიადში "

marimari11 გურამ დოჩანაშვილი "სამოსელი პირველი "

siml11 ფიოდორ დოსტოევსკი "თეთრი ღამეები"

B l a c k J a c k სერგეი დოვლატოვი "ჩემოდანი"

Ezekia უილიამ ფოლკნერი " აგვისტოს ნათელი "

Posted by: Ezekia 16 Oct 2016, 22:48
ფოლკნერის 'აგვისტოს ნათელი'


.....

Posted by: B l a c k J a c k 16 Oct 2016, 22:50
Ezekia
QUOTE
მარგალიტას

იბერუსმიამიტურკავკაზურაეროდინამიკუსტემპერამენტო biggrin.gif

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 22:52
ჩემი ხმა ფოლკნერს .............

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 22:59
holden kolpildiრიუნოსკე აკუტაგავა " დიალოგი წყვდიადში "

marimari11 გურამ დოჩანაშვილი "სამოსელი პირველი "

siml11 ფიოდორ დოსტოევსკი "თეთრი ღამეები"-B l a c k J a c k-

B l a c k J a c k სერგეი დოვლატოვი "ჩემოდანი"

Ezekia უილიამ ფოლკნერი " აგვისტოს ნათელი " -marimari11

Posted by: Universe 16 Oct 2016, 23:00
QUOTE
ფიოდორ დოსტოევსკი "თეთრი ღამეები"


Posted by: siml11 16 Oct 2016, 23:00
holden kolpildi
B l a c k J a c k-მა თეთრ ღამეებს მისცა ხმა

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 23:04
Universe
ბარემ წიგნიც წარადგინე

siml11
მივათვალე biggrin.gif

Posted by: siml11 16 Oct 2016, 23:10
დოსტო ლიდერობს 2 ხმით ..............
ავირჩიოთ ბარემ დოსტო რა, ნახეთ რა საცოდავათ ზის გაუხარდება.


Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 23:16
ვერ გავიგე ვინ წაიკითხა და ვინ არა ვაbiggrin.gif
ბელა სად ხარ

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 23:18
holden kolpildi
ბელამ რა იცის ვინ წაიკითხა და ვინ არა :დ სულ 1ხელ შემოვიდა

თვითონ უნდა თქვას ვინ წაიკითხა და ვინ არა თორემ რომ მოიტყუონ ძაან გაიგებს ვინმე :დ

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 23:20
marimari11
ბელა კარგად ახრხებს ხოლმე "არჩევნების ორგანიზებას " biggrin.gif

Posted by: Universe 16 Oct 2016, 23:20
holden kolpildi
QUOTE
ბარემ წიგნიც წარადგინე

აუცილებელია?

წავიკითხეთ yes.gif

Posted by: siml11 16 Oct 2016, 23:23
დოეტოევსკის თეთრ რამეს მიეცით ვინმემ კიდევ ერთი ხმა და ეგაა

Posted by: B l a c k J a c k 16 Oct 2016, 23:23
siml11
QUOTE
დოსტო ლიდერობს 2 ხმით ..............
ავირჩიოთ ბარემ დოსტო რა, ნახეთ რა საცოდავათ ზის გაუხარდება.

დღეს მომხვდა 9ტომეული თვალში რუსულად. მესამე ტომი აკლია და ვიცი სადაც არის. 14 წლის წინ ვათხოვე , ვიცი ვისაც და ახლა დაბრუნებას აზრი არ აქვს. მაინცდამაინც ის მესამე ტომი იქნება ბელიე ნოჩი biggrin.gif

marimari11
QUOTE
თვითონ უნდა თქვას ვინ წაიკითხა და ვინ არა თორემ რომ მოიტყუონ ძაან გაიგებს ვინმე :დ

ტყუილი რა საკადრისია. დავარქვათ არჩევნებში მონაწილეობის უზომო სურვილი :დ

holden kolpildi
QUOTE
ვერ გავიგე ვინ წაიკითხა და ვინ არა ვაbiggrin.gif
ბელა სად ხარ

მეც წავიკითხე ;(

Posted by: Ezekia 16 Oct 2016, 23:24
მე სამოსელს ვაძლევ ხმას.






.




Posted by: siml11 16 Oct 2016, 23:26
holden kolpildi

QUOTE
ვერ გავიგე ვინ წაიკითხა და ვინ არა ვაbiggrin.gif
ბელა სად ხარ

მეც წავიკითხე

B l a c k J a c k
QUOTE
დღეს მომხვდა 9ტომეული თვალში რუსულად. მესამე ტომი აკლია და ვიცი სადაც არის. 14 წლის წინ ვათხოვე , ვიცი ვისაც და ახლა დაბრუნებას აზრი არ აქვს. მაინცდამაინც ის მესამე ტომი იქნება ბელიე ნოჩი

თუ ვერ ნახავ არის აქ ელექტრონული ვერსია, დავლინკავ მაგ წიგნის არჩევის შემთხვევაში.

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 23:28
holden kolpildiრიუნოსკე აკუტაგავა " დიალოგი წყვდიადში "

marimari11 გურამ დოჩანაშვილი "სამოსელი პირველი "-Ezekia. holden kolpildi

siml11 ფიოდორ დოსტოევსკი "თეთრი ღამეები"-B l a c k J a c k. Universe

B l a c k J a c k სერგეი დოვლატოვი "ჩემოდანი"

Ezekia უილიამ ფოლკნერი " აგვისტოს ნათელი " -marimari11

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 23:28
miishooo91
Dr.Kostava
metro50


ესენი სად არიათან მიშოს წარდგენილია წიგნი

Posted by: siml11 16 Oct 2016, 23:30
holden kolpildi
Universe-მაც მისცა ხმა თეთრ ღამეებს

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 23:32
ავირჩიოთ რა სამოსელი პირველი რამდენი ხანია წაკითხვა გვინდა jump.gif jump.gif

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 23:33
ორ-ორი ხმა აქვს სამისელ პირველს და თეთრ ღამეებს

marimari11
მაგის წაკითხვა მეც მინდა

Posted by: don gajetino 16 Oct 2016, 23:41
ნახავარი ხმის უფება მეც მომეცით :დ ცოტა დამრჩა წასაკითხი rolleyes.gif

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 23:42
მოკლედ ასეთ დროს თავიდან არის ორ წიგნს შორის არჩევნები

Posted by: siml11 16 Oct 2016, 23:43
marimari11
QUOTE
მოკლედ ასეთ დროს თავიდან არის ორ წიგნს შორის არჩევნები

17 წუთი არი კიდე

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 23:43
siml11
და ვიღა უნდა მოვიდეს წაკითხული ვისაც გვაქვს აქ ვართ

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 23:44
მივცეთ ჯაჯეტას ხმის უფლება ხალხებო???

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 23:44
don gajetino
რამდენი დაგრჩა :დ
* * *
holden kolpildi
მაშინ მე უნდა მივცე ჩემს წიგნს ხმა ეგრე გამოდის და ალბათ ჯობია გაჯეტას მივცეთ ხმის უფლება თან თითქმიდ წაკითხული აქვს.

Posted by: siml11 16 Oct 2016, 23:47
holden kolpildi
QUOTE
მივცეთ ჯაჯეტას ხმის უფლება ხალხებო???

ეხლა მივცეთ წაუკიტხავ ხალხს უფლება? smile.gifააარააა არ შეიძლება smile.gif
marimari11
QUOTE
და ვიღა უნდა მოვიდეს წაკითხული ვისაც გვაქვს აქ ვართ

3 წამში ვეფხისტყაოსანს კითხულობს ხალხი და მაგას ვერ წაიკიტხავს? 5:14 ზე ნახე თუარ გჯერა

13 წუთიც მოვითმინოთ რატომ ჩქარობთ, აირევა მონასტერი ხო ვიცი.............

Posted by: B l a c k J a c k 16 Oct 2016, 23:47
holden kolpildi
QUOTE
მივცეთ ჯაჯეტას ხმის უფლება ხალხებო???

სამოსელი პირველის წაკითხვა კი მომიწევს :დ :დ მაგრამ წიგნის კითხვის სიამოვნება კარგი შეგრძნებაა ))))
ქონდეს უფლება , აბა რა.

Posted by: don gajetino 16 Oct 2016, 23:48
marimari11


სამას რაღაცაზე ვარ , ახლა მივედი სახლში და მოვრჩები სანამ დავიIძნებ,


ნახევარი ხმა მქონდეს , თუ გამოჩნდება ვინმე 12ამდე ხო გადაწონის ,




Posted by: marimari11 16 Oct 2016, 23:48
siml11
კაი მაშინ მე მაქვს სხვა წიგნზე მიცემული ხმა და ჩემს ხმას ვაძლევ ჩემს წიგნს :დ

პ.ს ასეთ სიტუაციაში მე და ერთმა კლუბის წევრმა მივეცით ხმა ადრე
შეიხლება

Posted by: siml11 16 Oct 2016, 23:51
marimari11
მეც მივცემ ეგრე ჩემ ხმას ჩემს წიგნს და ისევ 3-3 იქნება biggrin.gif
კაი რა რათ გვინდა ეს დოჩანაშვილი, ლევან ვასაძის კუმირი, მილიარდერის კუმირი რომელიც შიმშილით კვდებოდა და დახმარებას ითხოვდა drug.gif

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 23:52
marimari11
მე არ ვარ წინააღმდეგი
siml11
წაუკითხავი და ვერ ვასწერებ ცოტა დამრჩა გაბსხვავდება
თან ვიკითხე!
კლუბის წევრებმა გადაწყვიტონ

მოკლედ და კონკრეტულად ვინაიდან 2 წიგნს ხმების თანაბარი რაოდენობა აქვს ხელახლა ხდება ხმის მიცემა
სამისელი პირველსა და თეთრ ღამეებს შორის


Posted by: marimari11 16 Oct 2016, 23:52
siml11
გვინდა ეტყობა რადგანაც ვამბობთ

მოკლედ გაჯეტამ გადაწყვიტოს

Posted by: don gajetino 16 Oct 2016, 23:54
არ ვიცი ჩათვლით თუ არა ჩემ ხმას არჩევნბში მე სამოსელი პირველის წაკითხვას ვემხრობი yes.gif

თან ქართულია yes.gif

Posted by: Ezekia 16 Oct 2016, 23:56
siml11

კარგი კაცია დოჩანაშვილი. თუ ვასაძის კუმირია, ეს დოჩანაშვილის პრობლემა არ არის )

Posted by: siml11 16 Oct 2016, 23:56
don gajetino
შენ არ გაქვს მეგობარო ხმის მიცემის უფლება, რა პონტია.....................
Ezekia
QUOTE
კარგი კაცია დოჩანაშვილი. თუ ვასაძის კუმირია, ეს დოჩანაშვილის პრობლემა არ არის )

პროსტა დაფიქრდი რა მომენტია როცა შენ ხარ კუმირი მილიარდერის და შიმშილით კვდები. აბა ჩაუღრმავდი ეს რას ნიშნავს.........

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 23:57
siml11
:დ ვახხ
რეებს წერ


მოკლედ სამოსელი პირველი გადაწყდა და 3 კვირა ავიღოთ 600გვერდზე მეტია და ამ სისქის წიგნებზე 3 კვირას ვიღებთ ხოლმე

Posted by: Adur 16 Oct 2016, 23:59
ნე მე არ ვაძლევ დღეს ხმას, ამ წიგნს მაინც ვტოვებ და უსამართლობა იქნება :დდ
კაია თუ სამოსელს აირჩევთ, არ დამწყდება გული :დდდ

Posted by: holden kolpildi 16 Oct 2016, 23:59
სამოსელი პირველი
თეთრი ღამეები


მიეცით ხელახლა ხმა ძაან მეძინება biggrin.gif

Ezekia
მივცეთ ჯაჯეტს ხმის უფლება???


Posted by: kaatinga 16 Oct 2016, 23:59
აქ რა ხდება, მეც შემიძლია? biggrin.gif
და თუ შემიძლია რა ძემიძლია?

Posted by: marimari11 16 Oct 2016, 23:59
siml11
1 წელია ამ კლუბში ვარ და შენზე უკეთ ვიცი რა ხდება და რა არა
გახდა 12 საათი და გადაწყდა
დამთავრდა არჩევნები

Posted by: siml11 17 Oct 2016, 00:00
ერთ კითხვას დაგისვამთ, თქვენი აზრით დოჩანაშვილი უფრო თანამედროვე მწერალია თავისი შეხედულებებით თუ დოსტოევსკი?

Posted by: Ezekia 17 Oct 2016, 00:01
siml11
QUOTE
პროსტა დაფიქრდი რა მომენტია როცა შენ ხარ კუმირი მილიარდერის და შიმშილით კვდები. აბა ჩაუღრმავდი ეს რას ნიშნავს.........

რაო, რას ნიშნავს )

holden kolpildi

QUOTE
მივცეთ ჯაჯეტს ხმის უფლება???



კი, ჯაჯეტა ადრეც ამბობდა, რომ კითხულობს.

სხვებმა თუ წაიკითხეს, არ ვიცი

Posted by: marimari11 17 Oct 2016, 00:02
siml11
არ ვიცით წავიკითხავთ და გეტყვით
აქ არ ვირჩევთ მარტო კლასიკოსებს და ბუმბერაზ მწერლებს

Posted by: kaatinga 17 Oct 2016, 00:03
არადა 1 წუთით ადრე დავფლოსტე sad.gif რაღაც გავმაზე ოღონდ ვერ მივხვდი ...

siml11
QUOTE
ერთ კითხვას დაგისვამთ, თქვენი აზრით დოჩანაშვილი უფრო თანამედროვე მწერალია თავისი შეხედულებებით თუ დოსტოევსკი?

თუ მეცხრამეტე საუკუნიდან არ მოხვდი მომავალში, დოსტოევსკის თანამედროვეობაზე კითხვას არ უნდა სვამდე :/


Posted by: holden kolpildi 17 Oct 2016, 00:03
siml11
შენ ისე შეფასებებში ძალინ ძლიერი ხარ
ლიტ კრიტიკოსი ხო არ ხარ??



დოსტოევსკის თუ დოჩანაშვილმა " მოუგო" არ ნიშნავს რომ არ მოგვწონს
ეს მწერლების შეჯიბრია არააა უბრალოდ უზერების უმრავლესობას ახლა ამის წაკითხვა უნდა

გადაწყდა სამკოსელი პირველი???
დრო რამდენი???
ვის როგირი გრაფიკი გაქვთ?
რამდენი კვირა ავიღოთ??

Posted by: marimari11 17 Oct 2016, 00:05
holden kolpildi
კი გადაწყდა
ემა დოქტორი ფაუსტუსი და ვარდის სახელი 600 გვერდზე მეტი იყო და 3კვირა ავიღეთ
ესეც 600 გვერდზე მეტია და 3კგირა ავიღოთ

Posted by: don gajetino 17 Oct 2016, 00:06
კაი რა ვასაძე ეგ რა შუაშია givi.gif

არის 3-3 ზე ხმები სულ არ ვაპირებდი დაპოსტავს , ადრე რაც წიგნები დასახელებულა უმრავლესობა წაკითხული მაქვს, მეზარებდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება :დ

ქართული ბოლოს რა წიგნი დასახელდა აღარც მახსოვს no.gif


ერთმანეთთან შედარება კიდე რავი არამართებულია, ამა თუ იმ მწერლის შედარება კი არ ხდება ამ არჩვნებით

Posted by: kaatinga 17 Oct 2016, 00:08
ყველას ვკიდივარ biggrin.gif

გამრიეთ მარაქაში ბლინ biggrin.gif

სამოსელი პირველს ერთი ხარვეზი აქვს, როდესაც კითხვას იწყებ არის ხოლმე მომენტი რომ ან მიტოვება გინდა, ან ძირითადად ატოვებ ხოლმე. smile.gif 3 კვირა არ გეყოფათ თუ მიატოვეთ, მე რამდენიმე წლიანი პაუზა მქონდა სანამ დავუბრუნდი

Posted by: marimari11 17 Oct 2016, 00:09
kaatinga
პირველ გვერდზე წაიკითხე წესები შეგიძლია შემოგვიერთდე შემდეგ არჩევნებზე
დღეს მორჩა

ვინც მიატოვებს შემდეგ არჩევნებში ხმას ვერ მისცემს და ეგაა
როცა უნდა მაშინ დაამთავრონ მერე :დ

Posted by: holden kolpildi 17 Oct 2016, 00:11
გურამ დოჩანაშვილი "სამოსელი პირველი"
ჩაბარების დრო 6 ნოემბერი

Posted by: siml11 17 Oct 2016, 00:12
marimari11
QUOTE
პირველ გვერდზე წაიკითხე წესები შეგიძლია შემოგვიერთდე შემდეგ არჩევნებზე
დღეს მორჩა

რა მორჩა აბა რატო მიაცემინეთ იმას ხმა?

Posted by: Adur 17 Oct 2016, 00:12
მე ჩემი რამდენიმეგვერდდარჩენილის სატატუსით თუ შემიძლია ხმის მიცემა იყოს სამოსელი პირველი :დდ
კაი დროსია?
ნიჩოო


მიყვარს მე ეგ წიგნი love.gif


QUOTE
მე რამდენიმე წლიანი პაუზა მქონდა სანამ დავუბრუნდი


მეც მქონდა რამდენიმე თვიანი პაუზა user.gif

Posted by: kaatinga 17 Oct 2016, 00:12
მეც რომ წავიკითხო ხელახლა და ჩავერთო დისკუსიაში მოჟნო?

Posted by: marimari11 17 Oct 2016, 00:13
siml11
იმიტომ რომ კლუბის წევრებმა ეგრე გადავეყვიტეთ
მე ეზეკიამ და ჰოლდენამ
* * *
kaatinga
რა თქმა უნდასულ გვიხარია ახალი წევრების მომატება

Posted by: don gajetino 17 Oct 2016, 00:13
https://geobestbooks.files.wordpress.com/2014/06/e183a1e18390e1839be1839de183a1e18394e1839ae18398-e1839ee18398e183a0e18395e18394e1839ae18398-e183a1e183a0e183a3e1839ae18398.pdf


ელ.ვერსია yes.gif


Posted by: Universe 17 Oct 2016, 00:15
QUOTE
გურამ დოჩანაშვილი "სამოსელი პირველი"
ჩაბარების დრო 6 ნოემბერი

:up :

Posted by: holden kolpildi 17 Oct 2016, 00:15
Adur
კი როგორ არა მიეცი ხმა

kaatinga
რა თქმა უნდა შეიძლება

siml11
კიდევ ერთი ხმა სამოსელ პირველს


Posted by: siml11 17 Oct 2016, 00:15
marimari11
QUOTE
იმიტომ რომ კლუბის წევრებმა ეგრე გადავეყვიტეთ
მე ეზეკიამ და ჰოლდენამ

თან რო არც მალავს biggrin.gif
არცევნები არ მოგიგიათ თქვენ

Posted by: marimari11 17 Oct 2016, 00:17
siml11
რა უნდა დავმალო ადამიანო :დ კლუბის წევრები წყვეტენ რა მოხდება კლუბში
3 კაცს გვინდიდა რომ გაჯეტას მიეცა ხმა შენ არ გინდოდა სამი მეტია ერთზე :დ

Posted by: siml11 17 Oct 2016, 00:18
marimari11
QUOTE
3 კაცს გვინდიდა რომ გაჯეტას მიეცა ხმა შენ არ გინდოდა სამი მეტია ერთზე :დ

გაჯეტას არ ქონდა ხმის მიცემის უფლება..............შენც არ გქონდა შენს წიგნზე ხმის მიცემის უფლება................

Posted by: holden kolpildi 17 Oct 2016, 00:18
Universe
სამოსელი პირველი
ვადა სამი კვირა






Posted by: marimari11 17 Oct 2016, 00:20
siml11
გაჯეტას ჰქონდა იმიტომ რომ.ასე გადავწყვიტეთ
მაგასთან დაკავშირებით წესი არ არსებობს და როგორც შეთანხმდებიან კლუბის წევრები ისე იქნება
მე როცა ხმის უფლება მომცეს 1 გვერდი არ მქონდა წაკითხული


ისე ძაან მაინტერესებს ამ სიტუაციაში რა უნდა გვექნა შენი აზრით :დ

Posted by: Adur 17 Oct 2016, 00:21
siml11

ფორუმული კლუბია თუ მკაცრი რეჟიმის ციხე?
givi.gif

Posted by: siml11 17 Oct 2016, 00:21
და სამი ერთზე კიარა როცა სამართლიანობა უსამართლობის წინააღმდეგაა მაგ დროს 1000 იქნება 1 ის წინააღმდეგ თუ პირიქით მნიშვნელობა არა აქვს
marimari11
QUOTE
მაგასთან დაკავშირებით წესი არ არსებობს და როგორც შეთანხმდებიან კლუბის წევრები ისე იქნება

facepalm.gif
2-ს თეთრი ღამეები უნდოდა 2-ს გურამჩიკა ხოდა გურამჩიკას 2 მომხრეს გაუსწორე მარტო ეგ რა შეთანხმებაა

Posted by: don gajetino 17 Oct 2016, 00:22
lol.gif


საპარლამენტო არ ჩევნები ჰო არაა ,

ხო შევთანხმდით და ვაყალბებთ drug.gif აგერ კიდე 2 იუზერი მოვიდა და მზად არიან ამ წინის წასაკითხად yes.gif

მე ამ თემაში ასეთი რამე არ მახსოვს :დ გინდა თუ არა ამ წიგნს რატო არ ირჩევთო no.gif

Posted by: B l a c k J a c k 17 Oct 2016, 00:25
siml11
QUOTE
თან რო არც მალავს biggrin.gif

QUOTE
გაჯეტას არ ქონდა ხმის მიცემის უფლება..............შენც არ გქონდა შენს წიგნზე ხმის მიცემის უფლება................

კაი ნუ ცხარობ მეგობარო, რამდენიმე გვერდის გამო ხმას ხომ არ დავუკარგავთ )))) ყველას წიგნის სიყვარული გვაერთიანებს. შემდეგში შენ წიგნებსაც ავირჩევთ.
არჩევნებსაც "გავაყალბებთ" :დ

სამოსელი პირველი
ძმა მომიყვა კანუდოსი, მანუელო კოსტა და ძალიან გავს ამრტოობის ას წელსო. მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ დარჩენილა :დ
ბალახისფერი კაცი მოეწონა, თუ არის მსგავსი ნაწარმეობში. იყვეს სამი კვირა.

Posted by: siml11 17 Oct 2016, 00:25
Adur
QUOTE
ფორუმული კლუბია თუ მკაცრი რეჟიმის ციხე?

სექტაა biggrin.gif

Posted by: 4L3X 17 Oct 2016, 00:25
siml11
თქვი რომ არჩევნები გაყალბებულია და სარჩელი შეიტანე ცეესკოში gigi.gif

Posted by: marimari11 17 Oct 2016, 00:27
siml11
შენ ის თქვი შენ რა გამოსავალს ნახულობდი?
თორემ რატომ გადაწყდა ასე კი ვთქვი

Posted by: holden kolpildi 17 Oct 2016, 00:27
ინაშვილს არ უხტუნავია ამდენი biggrin.gif



გააყალბებს ამ სისხლის მსმელებმაა
ძიიირს
ჰოლდენ მარი ჯაჯეტ ეზეკია გადაყვებით თქვენ ამ არჩევნებს

Posted by: kaatinga 17 Oct 2016, 00:28
B l a c k J a c k
QUOTE
ძმა მომიყვა კანუდოსი, მანუელო კოსტა და ძალიან გავს ამრტოობის ას წელსო

ერთ გრამი საერთო არ აქვს ამ ორს და სამოსელი სტო სოროკით იხევს, ნუ - ჩემთვის.

და არ მესმის რატომ ადარებენ...

ბალახისფერიც არის და წინამძღოლიც. მასაებიც გახდებით smile.gif ეჰმ, არ მესმის როგორ შეიძლება ადამიანი წუწუნებდეს სამოსელი წაკითხვას ხრონწი დეპრესიონერა დოსტოევსკი ჯობიაო sad.gif

პ.ს. სამოსელს სპეციალურად ვყიდულობდი ხოლმე რომ გამეჩუქებინა, მინდოდა რაც შეიძლება ბევრს წაეკითხა smile.gif




Posted by: marimari11 17 Oct 2016, 00:28
B l a c k J a c k
მარტოობის ას წელზე ვგიჟდები <3 ანუ მომეწონება
4L3X
შენ რომ კარგი ბიჭი იყო შემოგვიერთდებოდი კლუბში და იტყოდი შენს სიტყვას old.gif
* * *
holden kolpildi
უფრო მარი მგონი :დდდდ

Posted by: Ezekia 17 Oct 2016, 00:30
არაა 'გურამჩიკა' (არ მიყვარს მწერლების ასე ხსენება) ცუდი კაცი...

და არც 'სამოსელია' ის წიგნი, მისი წაკითხვა რომ დროის მოცდენად ჩაითვალოს.

თუარადა ვცადოთ wink.gif


არც დოსტოევსკია-ნამდვილად-თავისი თუნდაც 'ბელიენოჩით' არწასაკითხი მწერალი!

მაგრამ ეხლა ეს გადაწყდა.

დოსტოევსკისაც წავიკითხავთ.

ოღონდ ასე ნუ მოგვაწვებით )


Posted by: siml11 17 Oct 2016, 00:30
marimari11
QUOTE
შენ ის თქვი შენ რა გამოსავალს ნახულობდი?
თორემ რატომ გადაწყდა ასე კი ვთქვი

მარტივი გამოსავალია, ვინც შემოვიდოდა ვისაც წაკიტხული ქონდა ის აირჩევდა და ვსოო, ოღონდ ეხლა არ თქვა გაჯეტამ წაიკიტხაო ან დაძინებამდე წაიკიტხავდაო (როგორც თვითონ თქვა, ძაან გამეცინა lol.gif ) ...............

Posted by: 4L3X 17 Oct 2016, 00:32
QUOTE (marimari11 @ 17 Oct 2016, 00:28 )
შენ რომ კარგი ბიჭი იყო შემოგვიერთდებოდი კლუბში და იტყოდი შენს სიტყვას old.gif

მერე ვინ გითხრა რომ მე კარგი ბიჭი ვარ? spy.gif
რაც სათქმელი იყო თავისუფალ თემაში ჩამოგიწერე.

Posted by: marimari11 17 Oct 2016, 00:36
4L3X
უი შევცდი
ამის მერე მეცოდინება
მე მქონდა უკვე წარსადგენი წიგნი არჩეული ეგ სია არ მჭირდებოდა.
siml11
ყველამ ვინც წიგნი წავიკითხეთ მივეცით ხმა და ვერ ავარჩიეთ facepalm.gif

Posted by: B l a c k J a c k 17 Oct 2016, 00:39
kaatinga
QUOTE
ერთ გრამი საერთო არ აქვს ამ ორს და სამოსელი სტო სოროკით იხევს, ნუ - ჩემთვის.

და არ მესმის რატომ ადარებენ...

ბალახისფერიც არის და წინამძღოლიც. მასაებიც გახდებით smile.gif ეჰმ, არ მესმის როგორ შეიძლება ადამიანი წუწუნებდეს სამოსელი წაკითხვას ხრონწი დეპრესიონერა დოსტოევსკი ჯობიაო sad.gif

მე ვთხოვე დაახლოებით რომელ ნაწარმოებს გაგონებს მეთქი :დ ოკოკ, ჩავუჯდები ინტერესით )))

QUOTE
პ.ს. სამოსელს სპეციალურად ვყიდულობდი ხოლმე რომ გამეჩუქებინა, მინდოდა რაც შეიძლება ბევრს წაეკითხა smile.gif

კითხვის დამძალებელი რაზმები შემოვიღოთ :დ
პ.ს რესპექთ ))))

4L3X
QUOTE
თქვი რომ არჩევნები გაყალბებულია და სარჩელი შეიტანე ცეესკოში gigi.gif

რა სარჩელი? ეგრევე კარვები რუსთაველზე :დ
სამოსელი პირველი ვს თეთრი ღამეები. ნებადართულია მხოლოდ რბილყდიანი წიგნების მოტანა :დ ერთმანეთს ვურტყავთ ნელა და აკურატულად, სანამ ვინმე არ გადადგება :დ

marimari11
QUOTE
მარტოობის ას წელზე ვგიჟდები <3 ანუ მომეწონება

12 წლის წინ წავიკითხე და გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი მე იმ შორეულ საღამოს გავიხსენებ როდესაც მამამ პირველად წამიყვანა ყინულის სანახავად :დ

Posted by: siml11 17 Oct 2016, 00:42
marimari11
QUOTE
ყველამ ვინც წიგნი წავიკითხეთ მივეცით ხმა და ვერ ავარჩიეთ

ხოდა მაგიტომ დავწერე რაც დავწერე რომ უნდა დავლოდებოდით ვინმეს, მარა არ გინდა გაიგო და რა გავაკეთო...........
ყველა არ ყოილა შემოსული ვინც წაიკითხა...................

Posted by: holden kolpildi 17 Oct 2016, 00:44
kaatinga
ზედმეტი სამოსელი ხომ არ გექნებატ?? biggrin.gif
ყოჩაღ შენც და შენ საფულესაც

მე ჩემი და დამპირდა უნდა შევახსენო ერთი


siml11
QUOTE
ყველა არ ყოილა შემოსული ვინც წაიკითხა..

ხო მარა რამდენი ხანი დავუცდიდით
ან რატომ არ უნდა მიიღოს მინაწილეობა იმან ვინ კითხულობადა და უბრალოდ ვერ დასრულა ???

Posted by: marimari11 17 Oct 2016, 00:45
siml11
არჩევნები არის 9დან 12მდე
შემოვიდა ვინმე? არა

შემომსვლელები მაქამდე შემოდიან და არ ელოდებიან 12ს 15 წუთი როდის დააკლდება

Posted by: kaatinga 17 Oct 2016, 00:46
holden kolpildi
ზედმეტი კი არა ჩემთვის არ მაქვს biggrin.gif
მომიწევს ყიდვა.
1 კვირას თუ მოითმენ 2-ს ვიყიდი wink.gif


Posted by: holden kolpildi 17 Oct 2016, 00:53
kaatinga
QUOTE
1 კვირას თუ მოითმენ 2-ს ვიყიდი

საკმაოდ ნოყიერი ფასი აქვს ასეც ვერ დაგავალდებულებ biggrin.gif
მადლობა

ელ ვერსია მაქვს
მაგრამ ვთვლი რომ ეს წიგნი უნდა იყოს სახლში

Posted by: siml11 17 Oct 2016, 00:56
თავის დროზე ამ თემაში ბელამ მითხრა თუ არ მოგწონს აქაური წესები შეგიძლია გახსნა ახალი თემაო და ასეც ვიზავ biggrin.gif ახალ თემას ვხსნი თქვენ თუარ ჩაგძიროთ ნახავთ, ჩემ თემაში არ შემოგიშვებტ არცერთს, მარტო მე უნდა ვიყო........ მართლა კიარა ყველას შეეძლება შემოსვლა და მხოლოდ ერთი წესი იქნება, ბანძ მწერალს და ბანძ ნაწარმოებებს არ ავირჩევთ ........ biggrin.gif

Posted by: marimari11 17 Oct 2016, 00:57
siml11
ამ განყოფილებას მოდერი რომ ყავდეს ეგეთ თემაზე ვორნს მოგარჭობდა და დახურავდა

Posted by: kaatinga 17 Oct 2016, 00:58
holden kolpildi
1 კვირაში მოგწერ. უფრო 8 დღეში.
დავალდებულება არა გემი.


Posted by: Ezekia 17 Oct 2016, 01:00
QUOTE
ბანძ მწერალს და ბანძ ნაწარმოებებს არ ავირჩევთ




facepalm.gif

Posted by: don gajetino 17 Oct 2016, 01:01
ვახ , lol.gif lol.gif




ყველაზე მშვიდი თემა იყო აქამდე

Posted by: siml11 17 Oct 2016, 01:02
marimari11
QUOTE
ამ განყოფილებას მოდერი რომ ყავდეს ეგეთ თემაზე ვორნს მოგარჭობდა

ბელამ მითხრა შეგიძლიაო, შემიძლია ამოვქექო არქივებიდან მაგის სიტყვები, ბელას სამარტლიანობის მჯერა მე, ეს თემა იმ თემას არ დაემსგავსება, არც სახელით და არც შინაარსით. აბა რა ვქნა არაფერი არ წყდება აქ სამართლიანად, მე სულ ერთი ვიქნები და თქვენ სულ სამნი biggrin.gif აქ ხო აიწონა დაიწონას პრინციპით ვლინდება მტყუან მართალი lol.gif სამი ერთზე მეტია და ავტომატურად მტყუანი ხარ biggrin.gif

Posted by: marimari11 17 Oct 2016, 01:03
siml11
მოდერი ვარ და გეუბნები რომ არ შეიძლება
ბელამ კიდე სწერვულად გითხრა და შენ ვერ მიხვდი

ძილინებისა

Posted by: holden kolpildi 17 Oct 2016, 01:04
kaatinga
QUOTE
დავალდებულება არა გემი.

რა გაეწყობა biggrin.gif
მადლობა

Posted by: kaatinga 17 Oct 2016, 01:05
ისე ასწორებს, ხალხი იმაზე დავობს ეს კი არა ეს წავიკითხოთო biggrin.gif


Posted by: siml11 17 Oct 2016, 01:06
marimari11
vis.gif
............................................
აუ ამ ფორუმის უფროსთან თუარ გიჩივლოთ ნახავთ biggrin.gif რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და გუბერნატორამდე ფეხით ვივლი ჩმ კაი რაა biggrin.gif ......

Posted by: B l a c k J a c k 17 Oct 2016, 01:06
kaatinga
QUOTE
ისე ასწორებს, ხალხი იმაზე დავობს ეს კი არა ეს წავიკითხოთო biggrin.gif

შენ ეგ თქვი :დ

Posted by: Universe 17 Oct 2016, 01:06
siml11
შენი წიგნიც წაიკითხება smile.gif)

Posted by: holden kolpildi 17 Oct 2016, 01:08
kaatinga
ხალხი არა ერთი უსერი

siml11
ძაან მოქმედებს და რო აღარ წარადგინო ხოლმე ??? უბრალოდ ხმა მიეცი

Posted by: don gajetino 17 Oct 2016, 01:09
https://forum.ge/?showtopic=34899225&f=&st=0&#entry49056575


:დ

სვხა განყის იუზერებიც კითულობენ ამ ტემას თურმე yes.gif


Posted by: siml11 17 Oct 2016, 01:11
holden kolpildi
QUOTE
ძაან მოქმედებს და რო აღარ წარადგინო ხოლმე ??? უბრალოდ ხმა მიეცი

ნახევარი ხმა ხოარ მივცე ხოლმე, გაჯეტასი არ იყოს lol.gif lol.gif
ნახევარი ხმა ეძახე და წიგნი აარჩევინეს ტიპებმა facepalm.gif

Posted by: B l a c k J a c k 17 Oct 2016, 01:11
don gajetino
იურას პოჟელასთან დაკავშირებით თემები რომ გახსნეს აი მანდ ავყირავდი :დ

Posted by: Adur 17 Oct 2016, 01:11
პოპულარულები ვართ




bis.gif

Posted by: marimari11 17 Oct 2016, 01:11
don gajetino
ამ განყოფილებას უსათაუროელები უნდა შემოესიონ და მერე ვნახოთ რას იტყვიან ჩვენს ქმელობაზე რომ ჭედავენ :დდდდდდდდდ

Posted by: kaatinga 17 Oct 2016, 01:12
QUOTE (siml11 @ 17 Oct 2016, 01:06 )
marimari11
vis.gif
............................................
აუ ამ ფორუმის უფროსთან თუარ გიჩივლოთ ნახავთ biggrin.gif რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და გუბერნატორამდე ფეხით ვივლი ჩმ კაი რაა biggrin.gif ......

ორჯერ ვიყავი მოდერი.
ტიმს სულ ფეხზე ჰკიდია მოდერზე საჩივრები, დაჟე ორივეჯერ დაახლოებით 1 თვე ვეხვეწებოდი სიპი ჩამხსენი მეთქი biggrin.gif სანამ საბოტაჟით არ დავემუქრე არ ქნა...
აზრი არ აქვს.
ისევ სტრასბურგზე იჩალიჩე smile.gif


Posted by: siml11 17 Oct 2016, 01:14
ვინ გახადა მერე პოპულარული? biggrin.gif ხოდა რო გავხსნი ახალ თემას მერე ნახეთ ეს პოპულარობა როგორ გაქრება უკვალოდ tongue.gif
კაი ხო წავედი. ხვალიდან ახალი ტემა გაიხსნება და საინტერესო ხალხი ვისაუბრებთ საინტერესო ნაწარმოებებზე

Posted by: Ezekia 17 Oct 2016, 01:19
siml11
QUOTE
ხვალიდან ახალი ტემა გაიხსნება და საინტერესო ხალხი ვისაუბრებთ საინტერესო ნაწარმოებებზე


აუ რაღა ხვალ, დღესვე გახსენი.

rolleyes.gif

Posted by: Adur 17 Oct 2016, 01:21
QUOTE
ხოდა რო გავხსნი ახალ თემას მერე ნახეთ ეს პოპულარობა როგორ გაქრება უკვალოდ



წამიერი ბრწყინვალება იყო sad.gif


QUOTE
კაი ხო წავედი. ხვალიდან ახალი ტემა გაიხსნება და საინტერესო ხალხი ვისაუბრებთ საინტერესო ნაწარმოებებზე


მოდერი მაინც არ გვყავს და ვგულაობთ jump.gif
ლიტ განყის ბანდები

Posted by: holden kolpildi 17 Oct 2016, 01:23
siml11
შენზე ვზრუნავ
შკარად მოქმედებს



ისეთი ტემპი ავკრიფეთ დოჩანაშვილის განხილმა ახალ თემაში მოგვიწევს

Posted by: marimari11 17 Oct 2016, 01:24
თემა ძაან არ გავაოფოთ ...........

Posted by: Florbelle 17 Oct 2016, 01:27
ბიჭო სულ მაინტერესებს და ვერ ამოვხსენი იმენა ჯერ
ამ დოჩანაშვილის სამოსელ პირველზე რო აფანატებს მთელი ფბ და განსაკუთრებით თინეიჯერი გოგოები
მართლა ეგეთი დონე ნაწარმოებია თუ უბრალოდ ძაან ძვირი რო ღირს უკვე ნაყიდი ვისაც გაქვთ ცუდის თქმა გიტყდებათ და ძალაუნებურად აქებთ?

ეგეთმა გოგომ არ მიპასუხოს,ნაკითხი განათლებული ადამიანის აზრი მაინტერესებს
ეგეთი რაარი მაგ წიგნში გარდა იმისა რო 500 ლარი ღირს

Posted by: siml11 17 Oct 2016, 01:28
holden kolpildi
.............................................
რაც აქ ვარ რაც კი ჩემს მისამართით გითქვამს ყველაფერში მეწინააღმდეგები, ლეიბორისტი ხოარ ხარ?

Posted by: marimari11 17 Oct 2016, 01:28
Florbelle
ძაან ადრე მოგივიდა დაპოსტვა :დ 2 3 კვირაში შემოიარე :დდდ
სამოსელი პირველის თემა ცალკეა დღეს ამოაგდო ვიღაცამ იქ არის დისკურსია კარგი და შეგიძლია ნახო

Posted by: kaatinga 17 Oct 2016, 01:31
Florbelle
https://forum.ge/?showtopic=34459548&view=findpost&p=47189084

Posted by: B l a c k J a c k 17 Oct 2016, 01:31
Florbelle
პროშუ კ სტალუ :დ
https://forum.ge/?f=18&showtopic=34459548

Posted by: holden kolpildi 17 Oct 2016, 01:31
siml11
არა რა ლეიბორისტი პატრიოტთა ალიანსის ფანი ვარ

Posted by: Florbelle 17 Oct 2016, 01:31
marimari11
დაგელოდები პოსტების მიხედვით ნაკითხი განათლებული გოგო ჩანხარ biggrin.gif
სახელობის თემა არ მინდა როგორც წესი სექტაა ხოლმე მარტო ფანები იქნებიან იქ biggrin.gif

kaatinga
B l a c k J a c k
რო დავპოსტე მერე ვნახე მადლობა ბრადცი შემოვალ ვნახო აბა რას წერენ givi.gif

Posted by: siml11 17 Oct 2016, 01:33
Florbelle


QUOTE
ამ დოჩანაშვილის სამოსელ პირველზე რო აფანატებს მთელი ფბ და განსაკუთრებით თინეიჯერი გოგოები

მარტო ეგ კმარა აზრის გამოსატანად როგორი წიგნია.
ძაან სლაბი წიგნია, სუფრაზე სალაპარაკოდ გამოდგება.
თან გიტარა თუ იცი ჩათვალე ორგიებს მოაწყობ იმ ღამით lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Adur 17 Oct 2016, 01:33
Florbelle


თინეიჯერ გოგოებს იმიტომ მოსწონთ რომ შიგნით ძალიან ბევრი ფრაზაა სტატუსად რომ გამოდგება

კი კარგი წიგნია,
ძალიან კარგი სამყაროთი,
ძალიან კარგი პერსონაჟებით.

ბევრს ვერაფერს დავწერ, მეშინია არავინ დავასპოილერო, მოვლენებს წინ არ გავუსწრო



Posted by: holden kolpildi 17 Oct 2016, 01:36
siml11
QUOTE
ძაან სლაბი წიგნია, სუფრაზე სალაპარაკოდ გამოდგება

აბა რა აბა რააა
თან ავტორი ლევან ვასაძეს კუმირი ყოფილა

Posted by: kaatinga 17 Oct 2016, 01:36
Florbelle
რეალურად თუ გაინტერესებს მარტივად შემიძლია გითხრა, სამოსელმა პირველმა ,,გამზარდა" smile.gif

ისე კიდე კითხვა ,,რა წერია შიგნით ასეთიო" დაახლოებით ამ დიალოგივით ჟღერს ,,-ომზეა? - არა, სიყვარულზე". უნდა წაიკითხო და ან მოგეწონება ან არა რა. ბევრია ამ ფორუმზე ისეთი ვისაც არ მოწონს. აი ოცელოტას დღემდე არ წაუკითხავს და ისე არ მოწონს. რას გაიგებ biggrin.gif

siml11
ფშტ

Posted by: siml11 17 Oct 2016, 01:37
როგორი სუფრული მუსიკებიცაა მოდაში, როგორც სუფრული მიმართვებიცაა, როგორც სუფრული სმა-ჭამის პოლიტიკაცაა და ზოგადად როგორი სუფრული გარემოცაა ქვეყანაში ისეთი სუფრული მწერლობა გვაქვს biggrin.gif კაი ქეიფში სამშობლოს და მამა პაპის სადღეგრძელოებს შორის შეიძლება ჩვენ დიდ ნაწარმოებებზე საუბარი biggrin.gif

Posted by: Florbelle 17 Oct 2016, 01:38
siml11
მეც ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება ზუსტად.ოდესმე უფასოდ თუ ჩამივარდა ხელში ან ვინმე ნაცნობს აღმოაჩნდა პირველ 10-15 გვერდს წავიკითხავ biggrin.gif

Adur
ფრაზები დათა თუთაშხიაში როა ეგეთები სადაა კიდე,ჩემთვის ნ1 ქართული წიგნია რავი,ძაან დონეა,მარა არ აუტაციათ ესე როგორც სამოსელი პირველი biggrin.gif
მადლობა

kaatinga
წაკითხვა არა მარა suicide squad-ის ტიპის ფილმებზე ვარ მე ეგრე უნახავად მეზიზღება gigi.gif
გასაგებია alk.gif

Posted by: B l a c k J a c k 17 Oct 2016, 01:41
siml11
QUOTE
თან გიტარა თუ იცი ჩათვალე ორგიებს მოაწყობ იმ ღამით lol.gif lol.gif lol.gif

იდეაა ხო იცი შენ biggrin.gif

kaatinga
QUOTE
აი ოცელოტას დღემდე არ წაუკითხავს და ისე არ მოწონს. რას გაიგებ biggrin.gif

სასრიალოდ მივდივართ " ვ ტომ ვდრევნე " და ვურეკავთ ძმაკაცს: თუ წამოვა. ხომ იცით თხილამურებზე სრიალი, რომ არ მიყვარსო .
არც ამ და არც წარსულ ცხოვრებაში თხიალმურებზე არ მდგარა :დ

Posted by: kaatinga 17 Oct 2016, 01:49
B l a c k J a c k
სანახევროდ ხომ აქვს წაკითხული, მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა რომ რუსულად წაიკითხა...
ნუ, იმ პერიოდში, როცა ვკამათობდით, ეგრე იყო biggrin.gif

Posted by: B l a c k J a c k 17 Oct 2016, 01:52
kaatinga
ჰო ნუ, კაცია და გუნება :დ

Posted by: kaatinga 17 Oct 2016, 01:56
https://forum.ge/?f=18&showtopic=33648686&st=0

დეზლი თემაა


Posted by: Adur 17 Oct 2016, 01:56
ღამის 2 საათია და ყველაფერი კარგადაა user.gif



სადღაც 6 წლის წინ წავიკითხე
და ამ წიგნით გამოწვეული ემოციების თბილი ტალღა აქამდე მომყვება.
არ ვიდავებ ამ წიგნის ლიტერატურულ ღირებულებაზე
თუმცა ასე მგონია მინიმუმ სტრუქტურის და ამბის განვითარების გამო საინტერესო უნდა იყოს ლიტერატურით დაინტერესებულებისთვის

Posted by: Mazarin 17 Oct 2016, 13:20
Florbelle
QUOTE
მართლა ეგეთი დონე ნაწარმოებია თუ უბრალოდ ძაან ძვირი რო ღირს უკვე ნაყიდი ვისაც გაქვთ ცუდის თქმა გიტყდებათ და ძალაუნებურად აქებთ?


კი ძაან დონეა.
ტერმინი "თინეიჯერი გოგო" სტერეოტიპის პონტში გაქვს ნახმარი, ისე ზოგადად მელანქოლია და სენტიმენტები ბლომად არის მაგ წიგნში და ამიტო არაა აუცილებელი სიმბოლოები და იდეები ამოიცნო ისედაც მოგწონს.

P.S. ბიჭი ვარ


ეგ ავირჩიეთ?

Posted by: marimari11 17 Oct 2016, 15:10
აღარ მსიამოვნებს ამ განყოფილებაში პოსტვა რატომ.დაკონკრეტება არაა მგონი საჭირო
გადავწყვიტე კლუბს გამოვეთიშო
აღარ დავპოსტავ ლიტერატურაში
თვალს მივადევნებ ამ თემას და წიგნების კითხვაში მოგყვებით
სასიამოვნი იყო თქვენთქნ ურთიერთობა ეს თემა ძალიან მიყვარს
ნახვამდის

Posted by: Universe 17 Oct 2016, 15:45
marimari11
განხილვისას ყველას აზრი საინტერესოა, მარტო თვალის მიდევნება რაა. დარჩი.
ძალიან მაინტერესებს ბოლო, რას დაწერთ. დაემთხვევა, ან არა, ან აღმოგაჩენინებს...

Posted by: holden kolpildi 17 Oct 2016, 16:59
Mazarin
QUOTE
ეგ ავირჩიეთ?

აჰააამ

Posted by: Adur 17 Oct 2016, 20:38
marimari11


თუ გადაიფიქრებ გაგვიხარდება

Posted by: kaatinga 17 Oct 2016, 21:06
ოდეს გველი არ იყო, მორიელი არ იყო...

წიგნი ვიპოვე სახლში smile.gif ჩემდა გასაკვირად biggrin.gif

მარტო ერთი მექნება საყიდი და მამენტ კიდე რამეებს მოვაყოლებ თუ მირჩევთ smile.gif რამე კარგი, ახალი. არადამგრუზველი.

marimari11
უცნაურად იქცევი ჩემმა მზემ

Posted by: Adur 17 Oct 2016, 22:09
kaatinga


შენს ადგილზე "ამერიკელ ღმერთებს" ღმერთებს ვიყიდდი jump.gif
ანუ
არ ვიცი, არ წამიკითხვას ჯერ
მაგრამ ახლა საყიდლად რომ მივდიოდე მაგას ვიყიდდი givi.gif


Posted by: kaatinga 17 Oct 2016, 22:25
Adur
წავიკითხე უკვე.
1-2 თვის წინ.
დიდი ვერაფერი

Posted by: Adur 17 Oct 2016, 22:38
დაიწყეთ ისე კითხვა?

kaatinga

დასანანია sad.gif
სხვა მხრივ მრჩევლად მე ვერ გამოვდგები

Posted by: Ezekia 17 Oct 2016, 22:44
QUOTE
დაიწყეთ ისე კითხვა?



Adur, დიახთ ! yes.gif

Posted by: Mazarin 17 Oct 2016, 22:47
Ezekia

არ გაქ წაკითხული?

Posted by: Ezekia 18 Oct 2016, 00:20
Mazarin


QUOTE
არ გაქ წაკითხული?



კი მაქ წაკითხული yes.gif

Posted by: Mazarin 18 Oct 2016, 00:44
Ezekia
QUOTE
კი მაქ წაკითხული 

up.gif war.gif tongue.gif

Posted by: holden kolpildi 18 Oct 2016, 20:27
დაიწყეთ კითხვა??
................,

Posted by: B l a c k J a c k 18 Oct 2016, 22:21
holden kolpildi
QUOTE
დაიწყეთ კითხვა??

კი.
მასეც ვიცოდი იირკოლა ჩი რომ ვინმეს შეიწირავდა. ლომი უსამართლოდ მოკლა ლტოლვილმა, მიტომაც ვერ სეინარჩუნა გვირგვინი.
ესაა ჩემი კომენტარი :დ
პ.ს საინტერესოა და ფრიად განსხვავებული

Posted by: kaatinga 18 Oct 2016, 22:36
B l a c k J a c k
უსამართლოდ რატომ?
მე მგონი მაგ ამბავის მორალი უფრო ისაა, რომ შეიძლება იყო ლომების მკვლელი მაგრამ გეშინოდეს ობობის. და ობობის შიში ობობით უნდა დაძლიო და არა ლომით.

აუ, ზეპირად ვიცი, რა უნდა წავიკითხო biggrin.gif ჯანდაბა

Posted by: B l a c k J a c k 18 Oct 2016, 22:44
kaatinga
biggrin.gif biggrin.gif
ეგ კი, მერე იმ კაცთან ხომ ვერ ამოიღებს ხმას.
უბრალოდ ლომი შემეცოდა :დ

Posted by: kaatinga 18 Oct 2016, 23:14
B l a c k J a c k
ჰოდა ეგ კაცი იყო ობობა smile.gif

ყველაზე მეტად წინამძღოლის ამბავი მიყვარს მაგ მოკლე ჩანართებდან...


Posted by: B l a c k J a c k 18 Oct 2016, 23:23
kaatinga
QUOTE
ჰოდა ეგ კაცი იყო ობობა smile.gif

ყველაზე მეტად წინამძღოლის ამბავი მიყვარს მაგ მოკლე ჩანართებდან.

ოკ, ვაგრძელებ კიხვას )))))

Posted by: Universe 19 Oct 2016, 01:59
რადგან დაიწეთ განხილვა...
დღესასწაულზეც დაწერეთ რამე, რას მიგანიშნებთ

Posted by: mini_library 19 Oct 2016, 18:49
ახლაგ გამოცემული წიგნებიდან გირჩევდით https://minilibraryblog.wordpress.com/2016/10/14/%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9c/
დააწკაპეთ სატაურს და ნახეთ რევიუ ჩვენს ბლოგზე smile.gif yes.gif

Posted by: Krusty_the_Clown 19 Oct 2016, 21:13
mini_library
დიდი მადლობა რჩევისთვის yes.gif

Posted by: Dr.Kostava 19 Oct 2016, 21:32
დიდი ხანია არ შემოვსულვარ, ამჟამად რომელ ნაწარმოებს კითხულობთ?

Posted by: Universe 19 Oct 2016, 22:45
Dr.Kostava
QUOTE
გურამ დოჩანაშვილი "სამოსელი პირველი"
დრო 6 ნოემბრამდე


Posted by: Dr.Kostava 19 Oct 2016, 22:59
Universe
მადლობა ყურადღებისთვის

Posted by: Universe 19 Oct 2016, 23:05
Dr.Kostava
შემოუერთდები თემას? მრავალფეროვნება არ გვაწყენდა განხილვებში (ჩემი აზრით).
წინა გვერდებზე დევს პდფ, თუ წიგნი არ გაქვს.

Posted by: Dr.Kostava 19 Oct 2016, 23:10
Universe
პრობლემა არ არის მაგრამ უბრალოდ დროის ამბავში მიჭირს ცოტა, ძალიან გადატვირთული ვარ ეს ბოლო დრო, მაგრამ კარგი დავიწყებ კითხვას, ვეცდები მოვასწრო და თქვენთან ერთად განვიხილავ.

Posted by: Universe 19 Oct 2016, 23:13

OFFTOPIC:
Dr.Kostava
biggrin.gif
არ ეცადო smile.gif
თემა დიდია, შემდეგი თემებიც გაიხსნება.


Posted by: Dr.Kostava 19 Oct 2016, 23:15
Universe
smile.gif მაინც გავიბრძოლებ, თუნდაც ამ თემის და მისი წევრების ხათრით

Posted by: babuawvera45 20 Oct 2016, 11:35
Universe

ამიხსენით მეც ეს წესები ცოტატი სიამოვნებით შემოგიერთდებით რომელ წიგნს კითხულობთ გავიგე, დრო რომ 6 ნოემბრამდეა ეგეც მერე? smile.gif
ანუ განხილვა პარალელურად ხდება თუ? წიგნს როგორ ირჩევთ

Posted by: holden kolpildi 20 Oct 2016, 12:57
babuawvera45
პტაიმ პოსტი წაიკითხე
თუ კითხვა გაგიჩნდა აქ ვართ

Posted by: babuawvera45 20 Oct 2016, 14:30
holden kolpildi

მადლობა :*

წავიკითხე წესები. სიამოვნებით შემოგიერთდებით და 6 ნოემბრამდე სიამოვნებით გადავიკითხავ ისევ სამოსელი პირველი-ს

განხილვა 6 ნოემბრის შემდეგ ხდება ესე მივხვდი ხო?

Posted by: holden kolpildi 20 Oct 2016, 15:04
babuawvera45
გზადაგზაც შეიძლება განხილვა
კვირას 6 ნოემბერს 10 საათითვის შემოსვლა არ დაგავიწყდეს არჩევნები გვაქვს

Posted by: babuawvera45 20 Oct 2016, 17:06
holden kolpildi

გასაგებია. დილით თუ საღამოს 10 საათი?

Posted by: HurricaneKat. 20 Oct 2016, 18:42
QUOTE (რრედ @ 14 Oct 2016, 13:07 )
პიტერ სოტოსზე რას იტყვით?
ჰორორი,თრეში და უბედურებები თუ გვინდა, მანდაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
user posted image

რა გვაქვს ქართულად?

.........................

Posted by: holden kolpildi 20 Oct 2016, 21:10
babuawvera45
საღამოს 10 რა თქმა უნდა

Posted by: metro50 20 Oct 2016, 21:42
ჰეიი ოსტატიტა და მარგარიტას შემდეგ რამე თუ აირჩიეთ მითხარით იქნებ შუალედურებამდე მოვასწრო

Posted by: Dr.Kostava 20 Oct 2016, 21:49
metro50
სამოსელი პირველი

Posted by: რრედ 21 Oct 2016, 00:34
QUOTE (HurricaneKat. @ 20 Oct 2016, 18:42 )
QUOTE (რრედ @ 14 Oct 2016, 13:07 )
პიტერ სოტოსზე რას იტყვით?
ჰორორი,თრეში და უბედურებები თუ გვინდა, მანდაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
user posted image

რა გვაქვს ქართულად?

.........................

პრაიმ თაიმი gigi.gif

Posted by: HurricaneKat. 21 Oct 2016, 16:11
QUOTE (რრედ @ 21 Oct 2016, 00:34 )

პრაიმ თაიმი gigi.gif

წავიკითხე ბიოგრაფია
ეს ვინ ყოფილა
წავათრევ ამას სადაც საჭიროა vik.gif

Posted by: B l a c k J a c k 21 Oct 2016, 16:39
გვეგვეს თანამეცხედრე უღალატებს, თუ თვითონ გვეგვე გაიქცევა ანასკენ?
წავიდა ლტოლვილი სამოგზაუროდ . . .

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 21 Oct 2016, 20:33
QUOTE (don gajetino @ 17 Oct 2016, 00:13 )
https://geobestbooks.files.wordpress.com/2014/06/e183a1e18390e1839be1839de183a1e18394e1839ae18398-e1839ee18398e183a0e18395e18394e1839ae18398-e183a1e183a0e183a3e1839ae18398.pdf


ელ.ვერსია yes.gif

მეგობრებო, თუ იცით, ეს სრული ელ-ვერსიაა? გვერდები ან ტექსტი ხომ არ აკლია?

Posted by: BELLA-DONNA 21 Oct 2016, 20:37
ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
მეგობრებო, თუ იცით, ეს სრული ელ-ვერსიაა? გვერდები ან ტექსტი ხომ არ აკლია?

სრულს გავს.

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 21 Oct 2016, 20:42
BELLA-DONNA

გმადლობ. შემთხვევით, ონლაინ საკითხავი ვერსიაც ხომ არ დევს რომელიმე საიტზე?

Posted by: BELLA-DONNA 21 Oct 2016, 20:43
ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
გმადლობ. შემთხვევით, ონლაინ საკითხავი ვერსიაც ხომ არ დევს რომელიმე საიტზე?

საბაზე დევს, მაგრამ უნდა იყიდო.

Posted by: shushana 22 Oct 2016, 01:23
BELLA-DONNA


ბოდიშს ვიხდი უმისამართოდ გაქრობისთვის. ძალიან დაძაბული ორი თვე მქონდაsmile.gif

იმედია წიგნით ისიამოვნეთ

Posted by: BELLA-DONNA 22 Oct 2016, 10:29
shushana
მეც მასეთი პერიოდი მქონდა და ვერ ვისიამოვნე. biggrin.gif

სხვები კითხულობენ მგონი...

Posted by: Ezekia 22 Oct 2016, 17:26
გვეგვე.


რანაირი სახელია, არა?



ბლაგვი.



გვეგვე.



პირიქით რო რქმეოდათ?....


მოიხდენდა დომენიკო 'გვეგვეს'?






Posted by: don tomi 22 Oct 2016, 17:33
Ezekia
QUOTE
გვეგვე.

ტოლვილი biggrin.gif
თავიდან ისე დაიწყო მეგონა დომენიკო და ტოლვილს
ექნებოდათ ურთეთობა სასიყვარულო biggrin.gif
მარა მერე მივხვდი ვერ გარისკავდა მასეთის დაწერას

Posted by: Ezekia 22 Oct 2016, 17:50
QUOTE
მეგონა დომენიკო და ტოლვილს
ექნებოდათ ურთეთობა სასიყვარულო




კაი რააა .... (



* * *

რა დღესასწაული იყო გაზაფხულობით?

რატომ ტოვებდა ხალხი სახლებს, რატომ უშვებდა პატრონს თავის სადგომებში...



ვილაპარაკოთ რა გზადაგზა, ხალხებო. დიდი წიგნია. ერთ ბოლო პოსტში ჩაეტევა სათქმელი??

smile.gif

(მიყვარს ეს წიგნი, მიყვარს wink.gif )

Posted by: don tomi 22 Oct 2016, 21:39
Ezekia
რატო დაკვირდი თავიდან დიალოგს საჭვო სჩანს biggrin.gif
რაც ამ წიგნში ჯერ ჯერობით არ მომწონს ძან დიდია
ბუკას წიგნთან ახლოსაც ვერ მივა მარა წავა
ესეც პახმელიაზე

Posted by: holden kolpildi 22 Oct 2016, 22:53
ხვალიდან მეც ჩვერთვები განხიკვებში


მაგრამ ეს არაადეკვატური შეფასებები არ გვინდა ((((

Posted by: Universe 23 Oct 2016, 03:34
QUOTE
რატომ უშვებდა პატრონს თავის სადგომებში

smile.gif
Ezekia
კარგად ვერ შევკარი აზრები. შენს მოსაზრებას სიამოვნებით წავიკითხავდი.

* * *
თვითონაც არ იცოდნენ, ბოლომდე ვერ იაზრებდნენ რა დღესასწაული იყო, რამხელა მნიშვნელობის.
ბრუნდებოდნენ, შეიარაღებული, როგორც ომიდან, არ კი უომიათ, არა თავიანთ თავთან, მთელი ღამე რომ ჰქონდათ. ისევ ისეთები მოაბიჯებდნენ, იგივე გულებით. უბრალო ხალხია, ზოგი პატიოსანი, გულიანი, კეთილი, მაინც უბრალო, რადგან თავს ანდობენ, სულებ, გულს სიღრმეს კი ვერ წვდებიან.
[offtopic][/offtopic]

Posted by: Universe 24 Oct 2016, 21:38
თემაშიც შენიღბული შიშის თვალებმა გადაირბინა...
ნურაფრის გეშინია. წარმოსახვაა ეგ შენი.


Posted by: holden kolpildi 25 Oct 2016, 23:24
ღამის დარაჯი, მატყუარა ლეპოლდინო, ქუჩაში ფეხაკრეფით მიიპარებოდა.
დაჟანგული ფარნით ხელში, მოუსვენრად აცეცებდა თვალებს, ყურდაცქვეტილი,
ყოველ ჩქამზე გაიტრუნებოდა და ფარანს დაფლეთილი მოსასხამის ქვეშ მალავდა.
ჯერ ლამაზ-ქალაქის შადრევანთან უნდა მისულიყო და პირველად იქიდან დაეყვირა:
„ღამის სამი საათია და ყველაფერი რიგზეა-ა...“ ეჰ, ყველაფერი რიგზე რომ არ იყო,
კარგად იცოდა, მაგრამ რა ექნა - სწორედ ამაში უხდიდნენ ყოველ შემოდგომაზე ერთ
დრაჰკანს - ოქროს მრგვალ, მომცრო ფულს, რომელიც მთელი წელიწადის სიგრძეზე
პურად და ხახვად უნდა გაწელილიყო.


თქვენი აზრით რატომ უხდიდნენ ფულს???

Posted by: Universe 25 Oct 2016, 23:29

OFFTOPIC:
ყურების/თვალების დაბრმავებაში უხდიდნენ


Posted by: marimari11 25 Oct 2016, 23:30
holden kolpildi
QUOTE
თქვენი აზრით რატომ უხდიდნენ ფულს???

ილუზიის შესაქმნელად რომ ყველაფერი კარგად არის

Posted by: holden kolpildi 25 Oct 2016, 23:51
კითხვა არასწორად დავსვი
რაში სჭირდებათ ეს მოჩვენებითი სიმშვიდე ქალაქელებს

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 26 Oct 2016, 00:03
holden kolpildi

ალბათ, იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც დღეს გვარწმუნებენ, რომ საოცრად დემოკრატიულები ვართ.

Posted by: kaatinga 26 Oct 2016, 00:23
ლამაზ-ქალაქი კამორას ფილიალია.
ერთშიც და მეორეშიცაა ეგეთი დარაჯი.

ლამაზ-ქალაქში ყველაფერი ყალბია.
კამორაში - სასტიკი.

ჰოდა შექმნა გრანდისსიმოჰალლემ ასეთი ვაკანსია, ტიპი რომელიც ყველას ეუბნება რომ ყველაფერი კარგადაა.

საჭირო ტყუილი, რომლისაც ადრე თუ გვიან ყველას სჯერა.

მე ჯერ არ მივსულვარ ლამაზ-ქალაქში, მეზარება კითხვა :/

პ.ს. მარტო კანუდოსში ნამყოფებმა მომწერეთ biggrin.gif

* * *
იმ დღეს ვფიქრობდი, ნაწარმოებში მამა ხო თითქოს იდეალურია, (ბოლომდე გამოგყვებათ, სოფელში არ დარჩენილა biggrin.gif) არადა გვეგვეს ცოლი როგორ გაწირა sad.gif ყავისფრად დალაქულ ხელებიანი მოხუციც... ბიბო კი ეუბნება, რომ პირადად მამის დავალება არაა იმ გოგოს ხელის თხოვნა, მაგრამ ხომ იცოდა ამ ჩემისამ ნებისმიერი ქალი რა ცოდო იყო გვეგვეს ხელში.

მაგრამ შეიძლება ეს იმ ლოგიკით გააკეთა დოჩანამ რა ლოგიკითაც ,,ადამიანის სიკვდილს გვაყურებინა".

უაზრობაა ეგრე მსჯელობა, ყველა სხვადასხვა ადგილზეა კითხვისას :/

Posted by: Universe 26 Oct 2016, 00:38

OFFTOPIC:
ფილიალი... ხო. სიყალბეც.

რომ გასცდები გზას მერე ლაგდება, უფრო მისახვედი და გასაგებია.


Posted by: marimari11 26 Oct 2016, 17:08
cry.gif
....................................

Posted by: George Best :) 26 Oct 2016, 18:36
დონ დიეგომ რატო Qნა ის რაც Qნა? Mე-5 კლასელის დონის Gანხილვებია :დ

Posted by: don tomi 26 Oct 2016, 18:44
marimari11
რა მოგივიდა ? ნახე ჩემი სიმღერა ?

Posted by: holden kolpildi 26 Oct 2016, 18:56
George Best smile.gif
მოდი და წგვიკითხე მერე შენი დისერტაცია გიშლის ვინმე
დამპალო : mad.gif

Posted by: don tomi 26 Oct 2016, 20:05
George Best smile.gif
მძიმე როდის დავსვა მარტო ეგ მსწავლე დანარჩენსმივხვდეი ჩემით აბა ამიხსენიმძიმე სად იწერება
შემასმენლი ქვემდებარეო სადა ეს შემასმენილი და ქვემდებარე როგორ გავარჩიო ? mad.gif
მაკარიჩი ჩემზეა

Posted by: Universe 26 Oct 2016, 21:04
George Best smile.gif
უფროსკლასელებსაც შეგიძლიათ ჩაერთოთ, ნუ იქნებით ძუნწი.

Posted by: HurricaneKat. 27 Oct 2016, 10:25
სამოსელი პირველის დიდი პლიუსი არის კაზმული და ხატოვანი სიტყვების მრავალფეროვნება
დანარჩენი
ხალხს გონია რაღაც იდეა დევს ისეთი რაც არცერთ ქართულ ტექსტში არ ყოფილა აქამდეო
აი რამე აბსტრაქციულ ნახატს რომ უყურებენ, აზრს ვერ იგებენ და ვაიმე რა მაგარიაო (რაღაც არის მაგრამ ისეთი მაგარია მეც კი ვერ ვხვდებიო)
ეგაა მთელი წიგნი

Posted by: 4L3X 27 Oct 2016, 10:38
QUOTE (HurricaneKat. @ 27 Oct 2016, 10:25 )
ეგაა მთელი წიგნი

არა, მთავარი თემა არის კამორას და კანუდოსის დაპირისპირება იგივე ბაბილონის და სიონის მარადიული ბრძოლა.

Posted by: holden kolpildi 27 Oct 2016, 15:30
HurricaneKat.
ანუ ვთქვათ წავიკითხე მომეწონდა გამოდის რომ ვერ გავიგე?? biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 27 Oct 2016, 16:13
holden kolpildi
ანუ ვთქვათ რატომ მიიტანე გულთან? biggrin.gif

Posted by: holden kolpildi 27 Oct 2016, 16:23
HurricaneKat.
კითხვა დაგისვი ? biggrin.gif
პასუხი მაინტერესებს

კლუბში ვკითხულობთ.. ჯერ ძაან ცოტა მსქვს წაკითხული რომ დავამთავრებ დავწერ ჩემ აზრს

ბევრს უყვარს ეს წიგნი ბევრი დადებით რევიუ წამიკითხავს და ძაან ხმამღალი პოსტი გამოგივიდა და მაგითომ გკითხე


Posted by: Universe 27 Oct 2016, 19:46
QUOTE
რაღაც არის მაგრამ ისეთი მაგარია მეც კი ვერ ვხვდებიო

სასაცილოა გამეორება...
პირველობაც.

Posted by: roleqsissaatimachuqes 27 Oct 2016, 19:47
"თხა და გიგო" გაქვთ წაკითხული თუ ახლა კითხულობთ?

Posted by: Ezekia 27 Oct 2016, 20:23
roleqsissaatimachuqes
QUOTE
"თხა და გიგო" გაქვთ წაკითხული თუ ახლა კითხულობთ?


არ წაგვიკითხავს ჯერ.



QUOTE
სამოსელი პირველის დიდი პლიუსი არის კაზმული და ხატოვანი სიტყვების მრავალფეროვნება
დანარჩენი
ხალხს გონია რაღაც იდეა დევს ისეთი რაც არცერთ ქართულ ტექსტში არ ყოფილა აქამდეო
აი რამე აბსტრაქციულ ნახატს რომ უყურებენ, აზრს ვერ იგებენ და ვაიმე რა მაგარიაო (რაღაც არის მაგრამ ისეთი მაგარია მეც კი ვერ ვხვდებიო)
ეგაა მთელი წიგნი


HurricaneKat., შენ ფიქრობ ასე თუ როგორც ერთ-ერთი გავრცელებული აზრი ამ წიგნის შესახებ, ისე მოიტანე?


Posted by: kaatinga 27 Oct 2016, 21:38
QUOTE (HurricaneKat. @ 27 Oct 2016, 10:25 )
სამოსელი პირველის დიდი პლიუსი არის კაზმული და ხატოვანი სიტყვების მრავალფეროვნება
დანარჩენი
ხალხს გონია რაღაც იდეა დევს ისეთი რაც არცერთ ქართულ ტექსტში არ ყოფილა აქამდეო
აი რამე აბსტრაქციულ ნახატს რომ უყურებენ, აზრს ვერ იგებენ და ვაიმე რა მაგარიაო (რაღაც არის მაგრამ ისეთი მაგარია მეც კი ვერ ვხვდებიო)
ეგაა მთელი წიგნი

lol.gif lol.gif lol.gif

რამდენი წაკითხვით ვერ გაიგე?! lam.gif

Posted by: holden kolpildi 27 Oct 2016, 22:35
QUOTE
თხა და გიგო" გაქვთ წაკითხული თუ ახლა კითხულობთ?

იქითა კვირას არჩევნებია წარვადგენთ და წავიკითხავტ

Posted by: roleqsissaatimachuqes 27 Oct 2016, 22:42
holden kolpildi
QUOTE
იქითა კვირას არჩევნებია წარვადგენთ და წავიკითხავტ



ერთი ეგზემპლარი მეც დამიტოვეთ,

Posted by: marimari11 27 Oct 2016, 22:50
kaatinga
ეკლიანი ბუჩქი ხარ?

Posted by: kaatinga 27 Oct 2016, 23:36
marimari11
კაატინგაზე ერთი ძალიან კარგი პოსტი იყო ლიტ.ჯი-ზე, მარა დამთავრდა ლიტ.ჯიც და იქაური პოსტებიც sad.gif

დააკოპირებდა კაცი.

აქ რამდენი მიკამათია, რა მრჯიდა biggrin.gif
http://gametv.ge/forum/index.php?showtopic=3332&st=1020
გვერდი შეიცავს სპოილერებს, ვისაც არ წაგიკითხავთ არ ნახოთ. smile.gif


Posted by: BELLA-DONNA 28 Oct 2016, 00:05
roleqsissaatimachuqes
QUOTE
"თხა და გიგო" გაქვთ წაკითხული თუ ახლა კითხულობთ?

შემდეგზე დაასახელე და ავირჩევთ. yes.gif

Posted by: Universe 28 Oct 2016, 00:26
kaatinga
კაქტუსის ყვავილი

ალბათ

Posted by: HurricaneKat. 28 Oct 2016, 09:30
QUOTE (holden kolpildi @ 27 Oct 2016, 16:23 )

კითხვა დაგისვი ? biggrin.gif
პასუხი მაინტერესებს

კლუბში ვკითხულობთ.. ჯერ ძაან ცოტა მსქვს წაკითხული რომ დავამთავრებ დავწერ ჩემ აზრს

კითხვის ნიშანი ქონდა ბოლოში და კითხვა არ იყო?
QUOTE

ბევრს უყვარს ეს წიგნი ბევრი დადებით რევიუ წამიკითხავს და ძაან ხმამღალი პოსტი გამოგივიდა და მაგითომ გკითხე

შენ შეიძლება ანა მარია გქვია და იმიტომ მოგეწონოს smile.gif
წიგნი მარტო ვიღაცის სუბიექტური აღქმით არ ფასდება
"მგლებიც" ძალიან ბევრს მოსწონს

QUOTE
რამდენი წაკითხვით ვერ გაიგე?!

აქ ძალიან ნაკითხი იუზერები პოსტავთ? user.gif

roleqsissaatimachuqes
Universe
Ezekia
kaatinga
თქვენი აზრი ხომ გაქვთ ამ წიგნზე? რამ აგაფორიაქათ? gigi.gif

Posted by: kaatinga 28 Oct 2016, 09:43
HurricaneKat.
QUOTE
თქვენი აზრი ხომ გაქვთ ამ წიგნზე? რამ აფორიაქდით?

მთელი ღამე არ მეძინა დარდით

QUOTE

აქ ძალიან ნაკითხი იუზერები პოსტავთ?

ადეკვატურობას რა ჰქვია?

Posted by: HurricaneKat. 28 Oct 2016, 09:53
kaatinga
რაღაც არ მოგეწონათ ჩემს პოსტში და რა მეთქი ვიკითხე smile.gif
კერძოდ რა?
სამოსელზე რომ ვთქვი კარგად გაპიარებული არ არის მისი მთავარი ღირსება და ხალხს მოსწონს ის რაც რეალურად არაპირველხარისხოვანია წიგნში მეთქი?
თუ მოსნობომოდაშიამაგარია სტატუსი რომ "გაკადრეთ"? smile.gif

ვინც თავის თავზე მიიღო სიმართლისმაგვარი დაინახა სავარაუდოდ
ვინც არა და არც დავუფლუდივარ
პრობლემა რაშია თქვენ იმსჯელეთ yes.gif

Posted by: kaatinga 28 Oct 2016, 11:13
HurricaneKat.
პრობლემა შენშია smile.gif
შენ კიდე საინტერესო არ ხარ, ამიტომ მსჯელობას არ ვაპირებ.
რაც შეეხება ჩემს გამოხმაურებას...

QUOTE
ხალხს გონია რაღაც იდეა დევს ისეთი რაც არცერთ ქართულ ტექსტში არ ყოფილა აქამდეო
აი რამე აბსტრაქციულ ნახატს რომ უყურებენ, აზრს ვერ იგებენ და ვაიმე რა მაგარიაო (რაღაც არის მაგრამ ისეთი მაგარია მეც კი ვერ ვხვდებიო)
ეგაა მთელი წიგნი

გაუგებარი, აუხსნელი და ,,ვაიმე დედიკო, შევჩენკო" არაფერია ამ წიგნში. ნამდვილად მარტივად აღქმადია ყველაფერი 15-16 წლის ასაკშიც კი, დოჩანაშვილის მომდევნო პერიოდის ნაწარმოებებისგან განსხვავებით. ამიტომ ,,სამოსელი პირველის" მალევიჩის შავ კვადრატთან შედარება (რომელიც ჩემთვის მართლა გაუგებარია biggrin.gif) და ამ ნაწარმოებით აღფრთოვანებული ხალხის პეროთი თავმოწონებაში დადანაშაულება ზედმეტად სულელური პოზიცია/ბრალდებაა, რომელმაც ჩემი მხრიდან 3 სიცილის სმაილი დაიმსახურა.


Posted by: HurricaneKat. 28 Oct 2016, 11:30
kaatinga
QUOTE
პრობლემა შენშია

პირიქით
1000 ადამიანის ცუდად ნათქვამი რომ მოვისმინო ლილიპუტებზე ნერვიც არ შემიტოკდება იმიტომ რომ ვიცი არ ვარ
უხეშობაზე რომ დაიწყონ საუბარი ჩემს თავს შევეკითხები მართალს ხომ არ ამბობენ მეთქი smile.gif
არსებობს აზრი და არსებობს აზრი რომელიც არცთუ ისე საფუძვლიანია ადამიანში
სწორედ ეგ იწვევს ეჭვებს
QUOTE
შენ კიდე საინტერესო არ ხარ, ამიტომ მსჯელობას არ ვაპირებ.

უკვე რომ მსჯელობ ჩემთან ამას რა ვუყოთ?!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: kaatinga 28 Oct 2016, 11:52
HurricaneKat.
QUOTE
უკვე რომ მსჯელობ ჩემთან ამას რა ვუყოთ?!

ბოჟე უპასი, მე მხოლოდ თქვენს მოსაზრებაზე დავაყრანტალე 1-2 სიტყვა რახან ჩამეკითხეთ, თქვენს მაღალ პიროვნებას ერთი ბეწოთიც კი არ შევხებივარ ჩემი ტალახიანი კლავიატურით.

QUOTE
1000 ადამიანის ცუდად ნათქვამი რომ მოვისმინო ლილიპუტებზე ნერვიც არ შემიტოკდება იმიტომ რომ ვიცი არ ვარ
უხეშობაზე რომ დაიწყონ საუბარი ჩემს თავს შევეკითხები მართალს ხომ არ ამბობენ მეთქი
არსებობს აზრი და არსებობს აზრი რომელიც არცთუ ისე საფუძვლიანია ადამიანში
სწორედ ეგ იწვევს ეჭვებს

ცუდად ჩამოყალიბებული აზრია, ვერ ჩავწვდი, მარა ნიჩიო, შენ იყავი კარგად და ...


გქონდეს აზრი ერთია, შეგეძლოს ამ აზრის დასაბუთება მეორე. თუ მეორე არ შეგიძლია, კაპიკია პირველის ფასი. შენ გაქვს უფლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს სამოსელი პირველი, მაგრამ გაუყარო ყველა გამვლელს პერო, ვინც იტყვის ძალიანაც კარგი ნაწარმოებიაო, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ზედმეტად ამბიციური და დაუსაბუთებელი ქმედებაა შენი მხრიდან.

პ.ს. წერტილი დავსვათ რა, ძმურად. მეზარება.

Posted by: HurricaneKat. 28 Oct 2016, 12:21
kaatinga
ყველამ თვითონ გადაწყვიტა თავის თავზე მიეღო თუ არა
რომელი ლიტერატურის კრიტიკოსი მე მნახეს რომ ჩემს პოსტს კომენტარები გაუკეთეს biggrin.gif
საქმე ჩემში კი არა მათშია
მიაქციეს ყურადღება?! ე.ი. რაღაც ნიტოდ მოხვდათ
ვინმემ რომ დაწეროს "კაცი რომელიც იცინის" ერთი უაზროდ გაწელილი მოსენტიმეტალურო ბებრის ნაბოდიალებიაო წაიკითხავ და დაიკიდებ იმიტომ რომ შენი საკუთარი აზრი გაქვს
და სხვათაშორის, ირონია შერყეული რწმენის დანახვის კარგი საშუალებაა

ოკ bro
სულ სხვაგან წახვედი

Posted by: kaatinga 28 Oct 2016, 12:25
HurricaneKat.
QUOTE
ირონია შერყეული რწმენის დანახვის კარგი საშუალებაა

გადმოიღე სამოსელი პირველი თაროდან და განაგდე იგი კერპი შენგან.

ქარიშხალა კატო სახარება. წიგნი მე-2, თავი მე-3. გვ. 47.

Posted by: burke 28 Oct 2016, 12:30
kaatinga

ისე კატ, მე მგონი სამოსელის ნაკლი დიდ წიგნობამდე ისაა რომ მხოლოდ თინეიჯერობის ასაკის წიგნი მგონია.
ძალიან კარგი წიგნია, აი ჩასაყლაპი, მაგრამ რაღაც ასაკამდეა წასაკითხი მგონი - არ იზრდება მკითხველისთვის.
ჭილაძის წიგნებს ვადარებდი და ის პირიქითაა - პატარა ვერ წაიკითხავ, ასაკი გინდა და დაღვინება.

smile.gif



Posted by: kaatinga 28 Oct 2016, 12:36
burke
ჭილაძე გაცილებით დიდია ჩემი აზრით, ვიდრე დოჩანა smile.gif

Posted by: burke 28 Oct 2016, 12:39
kaatinga

ხო, მე მგონი მართალი ხარ smile.gif
არადა ადრე პირიქით ვიყავი - დოჩანა მერჩივნა. რაც დრო გადის მაგ აზრისკენ ვიხრები უფრო, რომ ჭილაძე უფრო დიდია

Posted by: chicharito12 28 Oct 2016, 13:23
"მესამე ნაპირი" გევასებათ წიგნი? ქართველის დაწერილიაა;



Posted by: HurricaneKat. 28 Oct 2016, 13:29
QUOTE (kaatinga @ 28 Oct 2016, 12:25 )
გადმოიღე სამოსელი პირველი  თაროდან და განაგდე იგი კერპი შენგან.

ქარიშხალა კატო სახარება. წიგნი მე-2, თავი მე-3. გვ. 47.

გაგდებული მაქვს დიდი ხანია
up.gif
შევიცან ძალაი ჭეშმარიტი მოქცევისაი
მეც კატ-ით უნდა მოგმართოთ თავს რომ არ დამესხათ? boli.gif

burke
QUOTE
ისე კატ, მე მგონი სამოსელის ნაკლი დიდ წიგნობამდე ისაა რომ მხოლოდ თინეიჯერობის ასაკის წიგნი მგონია.
ძალიან კარგი წიგნია, აი ჩასაყლაპი, მაგრამ რაღაც ასაკამდეა წასაკითხი მგონი - არ იზრდება მკითხველისთვის.
ჭილაძის წიგნებს ვადარებდი და ის პირიქითაა - პატარა ვერ წაიკითხავ, ასაკი გინდა და დაღვინება.

up.gif
ჭილაძეს მაქს. 3 კაცი თუ შეედრება მთელს ქართულ ლითრიჩაში

Posted by: Universe 28 Oct 2016, 17:51

OFFTOPIC:


Posted by: Florbelle 28 Oct 2016, 18:06
ბრადცი საბჭოთა ენციკლოპედიები რო იყო ხოლმე ადრე,აი გეოგრაფიული დახასიათება რეგიონების,დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები,ბარომეტრის ტიპები და ა.შ. ეგ წიგნები ან რამე ახალი ოღონდ მაგ ტიპის იყიდება ისევ?
გაოფებისთვის ბოდიში აპინულებში არ კითხულობენ ხოლმე იქნებ იცოდეს ვინმემ cry.gif

Posted by: Ezekia 28 Oct 2016, 19:43
QUOTE
HurricaneKat., შენ ფიქრობ ასე თუ როგორც ერთ-ერთი გავრცელებული აზრი ამ წიგნის შესახებ, ისე მოიტანე?


QUOTE
roleqsissaatimachuqes
Universe
Ezekia
kaatinga
თქვენი აზრი ხომ გაქვთ ამ წიგნზე? რამ აგაფორიაქათ? 



HurricaneKat. რადგან შეგეკითხე, თვლი, რომ ავფორიაქდი?

კი, ჩემი აზრი მაქვს ამ წიგნზე და აქაც გამოვთქვამ ხოლმე ჩემს აზრებს წიგნებზე.


Posted by: marimari11 29 Oct 2016, 00:03
მოკლედ უჩემოდ ბევრი არაფერი ხდება რა :დ

რა არის ხალხო დაწერეთ რამე თან ისეთი წიგნია კარგად შეიძლება გარჩევა აქამდე 10გვერდს მარტო მე გავავსებდი იმდენი რამის დაწერა მინდოდა
ხვალ საღამოს დავწერ ყველაფერს ერთად

Posted by: Mazarin 29 Oct 2016, 04:43
marimari11
QUOTE
ხვალ საღამოს დავწერ ყველაფერს ერთად



საინტერესოა

Posted by: holden kolpildi 29 Oct 2016, 10:28
HurricaneKat.
QUOTE
თქვენი აზრი ხომ გაქვთ ამ წიგნზე? რამ აგაფორიაქათ?

მე გეტყვი რამ "ააფორიაქათ" და ააღელვათ
წერ რომ ყველას მოსწონს მაგრამ აზრზე არ არიან რატომ

დებილებად და ტენდენციას აყოლიებად გამოიყვანე





* * *
HurricaneKat.
QUOTE
კითხვის ნიშანი ქონდა ბოლოში და კითხვა არ იყო?

კითხვა ძახილის წინადადება იყო იდეაში biggrin.gif
QUOTE
შენ შეიძლება ანა მარია გქვია და იმიტომ მოგეწონოს

მე არ დამიწერია არსად რომ მომწონს ან არ მომწონსნმე ვთქვი ვკითხულობ თქო
QUOTE
წიგნი მარტო ვიღაცის სუბიექტური აღქმით არ ფასდება

ამ შემთხვევაში შენ ვიღაცა ხარ და შენც სუბოექტური აღქმა

მგლები არ წამიკითხავს მასზე ვწრაფერს ვიტყვი


პ.ს შენ მხოლოდ რეალისტური ნახატები გეყვარება ლისირებით გამოყვანილი , ფოტოგრაფიული სიზუსტის მქონდე სახეებით
* * *
QUOTE
ერთი ეგზემპლარი მეც დამიტოვეთ,

სიამოვნებით მერე განხილ
ვაშიც მიიღე მონაწილეობა
roleqsissaatimachuqes

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 29 Oct 2016, 23:03
კანუდოსი რეალური ისტორიული მოვლენა ყოფილა თურმე, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ბრაზილიაში.
მენდეს მასიელიც რეალური პიროვნება ყოფილა.
ისე საინტერესოა, საბჭოთა ეპოქაში ცენზურის მსხვერპლი რომ არ გახდა ეს წიგნი.

ეს მომენტები ვერ გავიგე და იქნებ დამეხმაროთ:
რის გამოსწორებას ცდილობდა წინამძღოლი და რატომ შეიცვალა ძალიან მას შემდეგ, რაც სიკვდილის მნიშვნელობაზე ისაუბრა თავის მეომრებთან? საზარლად მომღერალ მეომარს რა დატვირთვა აქვს ამ ისტორიაში?

ვის ეტრფოდა, ვის შესცქეროდა გრძნეულთითება ანა-მარია, რატომ ვერ უგებდნენ ბოლომდე ის და დომენიკო ერთმანეთს?

Posted by: George Best :) 29 Oct 2016, 23:07
ვინცხა-მაღვალაკი
არ Gამხდარა ცენზურის მსხვერპლი.ლიოსასაც Uწერია კანუდოსზე,დოჩსნას პლაგიატობას აბრალებდმენ,არადა გაზეთშI წაიკითXა.როგორც Aმბობს

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 29 Oct 2016, 23:34
George Best smile.gif

გასაგებია. ლიოსას შემოქმედებას არ ვიცნობ, ვერაფერს ვიტყვი.
აკრძალვით პირდაპირ ვერ აკრძალავდნენ, რადგან (ვიკიპედიაში ასე წერია) რეალურ კანუდოსში კომუნისტური წყობის ელემენტები ყოფილა და როგორც ჩანს, ამით ისარგებლა მწერალმა მთავარის სათქმელად. თუმცა, შეიძლება რეჟიმის თავდადებული მომხრეები მაინც ხედავდნენ რაიმე საფრთხეს და არაფორმალურად უშლიდნენ ხელს წიგნის ფართოდ გავრცელებას.

იქნებ წინამძღოლისა და ანა-მარიას ამბავშიც გამარკვიო user.gif

Posted by: Stalker563 30 Oct 2016, 02:03
ვონეგუტის ჟამთაძვრაზე რას ფიქრობთ?


ადრე დავიწყე და არ მომეწონა მახსოვს, ახლა გადავაწყდი და ვფიქრობ წავიკითხო თუ არა

Posted by: Universe 30 Oct 2016, 13:45
ვინცხა-მაღვალაკი
ჩემი აზრით უნდობლობა მოერია, გაკვირვებული თვალების დანახვისას, ეჭვი შეეპარა, მათთვის ხომ გაუგებარი იყო რასაც ამბობდა და ესეც ადამიანურმა სიმხდალემ დასძლია. პირველად გაახმოვანა და სხვანაირად ჩაესმა... სიმღერა სიმბოლურია

რაღა ჩემი აზრით... მასეც წერია.
სხვა რამე თუ კიდევ სხვა დაწერს ალბათ.

Posted by: B l a c k J a c k 30 Oct 2016, 15:58
კაცი რომელმაც გრამატიკა არ იცოდა - მაგონებს ძველ თბილისელ სომეხ ტაქსისტს . ისტორიაც თბილისურია: ნავზე და დაჯახებაზე. ია ტაკ დუმაიუ :დ

მომწონს სიტუაციის ესკალაციის დროს ამონაკვესები უკვე მოთხრობილიდან. გრიგალივით ტრიალებს თავში.
* * *
მგონი ვხვდები ვინცაა ალექსანდროს ძმა

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 30 Oct 2016, 22:00
Universe

QUOTE
ჩემი აზრით უნდობლობა მოერია, გაკვირვებული თვალების დანახვისას, ეჭვი შეეპარა, მათთვის ხომ გაუგებარი იყო რასაც ამბობდა და ესეც ადამიანურმა სიმხდალემ დასძლია. პირველად გაახმოვანა და სხვანაირად ჩაესმა... სიმღერა სიმბოლურია


უფრო რომ განავრცო? მხოლოდ ეგ არ ჰფენს ნათელს მთლიან ისტორიას.
იქნებ წინამძღოლის ამბავი პაციფიზმის ქადაგებაა. რა გინდ მამაცი და ლმობიერი მებრძოლი არ უნდა იყო, ფუჭია შენი სიცოცხლე, თუ მას სიკვდილის თესვაში ატარებ, საბოლოოდ ხომ ამაზე დადიოდა ყველაფერი, ისინი თავს ესხმოდნენ და სხვებს იმორჩილებდნენ, თავისუფალ ნებას ებრძოდნენ. იქნებ მიხვდა, რომ მისი ცხოვრებაც ფუჭი და ამაო იყო? ნანობს თითქოს - მეომარი ვიყავი, მეომარი ვიყავ და რა მექნაო, ანუ, სხვა გარემოში რომ აღზრდილიყო, ვინ იცის, ვინ დადგებოდა. იქნებ ყველაფრის გამოსწორება და მეორე მოხუცის წინასწარმეტყველების აღსრულება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ეჩვენებინა - უიარაღო და უმწეო, მაგრამ თავისუფალი ნების მქონე ადამიანის სიტყვასაც აქვს ძალა?

Posted by: marimari11 30 Oct 2016, 22:03
წინამძღოლის ამბავი მომეწონა ძალიან
ჩემი აზრით თავი დაისაჯა იმის გამო მოხუცი რომ მოკლა
იმიტომ გადაიცვა ის შავებიც და თავი მოაკვლევინა მეომრებს

ლტოლვილი რომ გამოჩნდა თავიდან მეგონა ძირითად პერსონაჟი იქნებოდა მაგრამ როგორც მივხვდი მარტო დომენიკოს გამო იყო
მასთან ლაპარაკმა გადააწყვეტინა დომენიკოს ქალაქში წასვლა


ლტოლვის კიდე არ ეკუთვნოდა ის ჯილდო არ მახსოვს რა ერქვა ლომი რომ მოკლა
წესები არ დაიცვა ტყუილად დაღვარა სისხლი ეგ წესი ტყუილად არ ყოფილა
* * *
B l a c k J a c k
QUOTE
მგონი ვხვდები ვინცაა ალექსანდროს ძმა

მე ვერ ვხვდები საერთოდ :|
მაგრამ თვითონ ალექსანდრო ძალიან მომწონს დულიოს რას უშვება lol.gif lol.gif
ახალ წელზე ბევრი ვიცინე biggrin.gif კიდე იმაზე კონჩიტას რომ უმტკიცებს დებილი ხარო დამიმტკიცეო და აღსდექ კუმეოოო :დდდ


ტერეზა რა ლამაზად იყო აღწერილი ძალიან მომეწონა ეგ მონაკვეთილი წერის სტილი ერთ მონაკვეთში თითქოს გარითმული იყო
ნამდვილი ქალის აღწერაlove.gif love.gif love.gif
ტერეზობა მომინდა biggrin.gif
წერის სტილი მართლა კარგი აქვს მე მომწონსuser.gif
საერთოდ ვერ ვამგვანებ მარტოობის 100 წელს თითქმის 400 გვერდი წავიკითხე უკვე
* * *
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

* * *
ჯერ იმას ვერ ვხხდები ჭერზე ლაქის რატომ ეშინია დომენიკოს ან რატომ ელანდება
ნაღველი რომ შემოაწვებოდა ხოლმე თუნდაც ტერეზასთან და თვითონაც ვერ ხვდებოდა რა იყო ეგ მამის და სოფლის მონატრების გამო იყო
ჯერ ვერ ხვდება მაგრამ ალბათ მიხვდება მერე და დაუბრუნდება სოფელს გაზრდილი ჩამოყალიბებული და დაკაცებული
ასე მგონია მე yes.gif

Posted by: B l a c k J a c k 30 Oct 2016, 23:14
marimari11
QUOTE
წინამძღოლის ამბავი მომეწონა ძალიან
ჩემი აზრით თავი დაისაჯა იმის გამო მოხუცი რომ მოკლა
იმიტომ გადაიცვა ის შავებიც და თავი მოაკვლევინა მეომრებს

პირველი უდანაშაულო ადამიანი, რომელიც მოკლა. იქნებ აზრი დაკარგა მისთვის ყოველივემ? გარშემო სიკვდილს თესავდა. საკუთარმა ხალხმა ძვლივს მოუღო ბოლო , ისიც ზურგში ისრით. გაქცევა მოუნდა ამ ქვეყნიდან?

QUOTE
ლტოლვის კიდე არ ეკუთვნოდა ის ჯილდო არ მახსოვს რა ერქვა ლომი რომ მოკლა
წესები არ დაიცვა ტყუილად დაღვარა სისხლი ეგ წესი ტყუილად არ ყოფილა

თავიდან მასე ვიფიქრე მეც. კამეჩის გამოშვებით დააჩქარა მოვლენები ლტოლვილმა. ადრე თუ გვიან მოკლავდა მაინც ლომს. ცხოველთა მეფეზე კი გული დამწყდა ((
ამაზე ქართული მულტფილმი გამახსენდა: თაგვს რომ გადააქცევენ ვეფხვად და კატის მაინც რომ ეშინია. იმ კაცს მაინც ვერაფერი შეჰბედა ლტოლვილმა.

QUOTE
მე ვერ ვხვდები საერთოდ :|
მაგრამ თვითონ ალექსანდრო ძალიან მომწონს დულიოს რას უშვება lol.gif lol.gif
ახალ წელზე ბევრი ვიცინე biggrin.gif კიდე იმაზე კონჩიტას რომ უმტკიცებს დებილი ხარო დამიმტკიცეო და აღსდექ კუმეოოო :დდდ

ზეზუხბაია მგონია. დანებს ისვრის და გველივით სისინებს, მაგრამ ლტოლვილი კამორაში რატომ ჩამოვიდოდა? თან თვითონ ზეზუხბაიამ მიადო ყელზე დანა. მეხუთე კანუდოსელი რომელიმე კამორელი ხომ არ არის?? ეგ ხომ არ ეხმარება დომენიკოს. თეორიები ოხრად მაქვს :დ

ალექსანდრო მაგარია. ცილიოა, ანტონიო და დანარჩნებეი მეგონა განასახიერებდნენ 7 ცოდვას. მექალთანე, დროისმატარებელი და ა.შ, მაგრამ პროფილი და რაოდენობა არ დაემთხვა :დ

QUOTE
ტერეზა რა ლამაზად იყო აღწერილი ძალიან მომეწონა ეგ მონაკვეთილი წერის სტილი ერთ მონაკვეთში თითქოს გარითმული იყო
ნამდვილი ქალის აღწერაlove.gif love.gif love.gif
ტერეზობა მომინდა biggrin.gif
წერის სტილი მართლა კარგი აქვს მე მომწონსuser.gif
საერთოდ ვერ ვამგვანებ მარტოობის 100 წელს თითქმის 400 გვერდი წავიკითხე უკვე

ოჰო. ნიკი უნდა შეიცვალო: ტერეზატერეზა11 :დ ვხუმრობ )))
ქალ-ვაჟური ურთიერთობის ყველა ასპექტი აქვს განხილული, თან ქართული რეალობის შესატყვისად. თავის ქეიფიანად და გლახა ქალებიანად :დ
ძია ვასკოც თბილისური ქალაქური ფოლკროლიდანა რის არებული. დინოც და ჯუზეპეც.

ლაქაზე ვერ მივხვდი მეც. მარშალის ტანზე არსებულ ლაქებს გავუპარალელე რატომღაც. ლამაზ-ქალაქიდან ხომ არ გამოყვა და მეუფე ხომ არ არის? საკრავიდან რომ ამოდიოდა? ისე კამორელები რა ცუდი ხალხია. სუფთა 90-იანი წლების "ბეზპრედელები".

პ.ს მარტოობის 100 წელთან ნაკლები აქვს საერთო. საერთოდ სხვა ნაწარმოებებია ის და ეს.

Posted by: marimari11 30 Oct 2016, 23:32
B l a c k J a c k
QUOTE
გაქცევა მოუნდა ამ ქვეყნიდან?

ხო მე ეგრე მგონია
QUOTE
კამეჩის გამოშვებით დააჩქარა მოვლენები ლტოლვილმა. ადრე თუ გვიან მოკლავდა მაინც ლომს.

ხო მოკლავდა მაგრამ მანდ ჩემი აზრით მოთმინება და სამართლიაობის ამბავი იყო
QUOTE
ზეზუხბაია

არაა
რაღაც ძალიან უარყოფითი პერსონაჟია ტლუ რასაც ქვია ეგ ვერ იქნება
QUOTE
მეხუთე კანუდოსელი რომელიმე კამორელი ხომ არ არის??

იქნებ ჯერ საერთოდ არც უხსენებია ავტორს ჯერ არც გამოჩენილა

ეგ ლამაზ-ქალაქელები სუფთა პეროგაყრილები :დ მამიდა არიადნა თავისი ამალით :დ ბლაბლა ბლა არაფერ ხეირიანს არ ამბობენ თავი ვიღაც ჰგონიათ.ალექსანდრო იმიტმ გონიათ გიჟი ერთადერთი ნორმალური მაგ ქალაქში
კონჩიტა რომ გადაირია კუმეოზე უშუალო არისო :დ რატომ გადაირია?იმდენჯერ იყო თან ეგ ნახსენები "უშუალოო" იმ წრეში სადაც იზრდებოდა თვალთმაქცობის და კუდის ქიცინის მეტს ვერაფერს ხედავდა უნდა დამორჩილებოდა საზოგადოების წესებს ეტიკეტის წესებს და ა.შ
ეს კუმეო კიდე განსხვავებულად დაინახა :დ აკეთებდა მოურიდებლად რასაც უნდოდა თვითონ კიდე ვერა
QUOTE
ოჰო. ნიკი უნდა შეიცვალო: ტერეზატერეზა11 :დ

თუ დედა ტერეზა? givi.gif givi.gif givi.gif
QUOTE
სუფთა 90-იანი წლების "ბეზპრედელები".

ხო მაგრამ ეს 1975 შია მგონი დაწერილი
QUOTE
მარშალის ტანზე არსებულ ლაქებს გავუპარალელე რატომღაც

ეს მგონი ჯერ არ წაიკითხავს
QUOTE
. ლამაზ-ქალაქიდან ხომ არ გამოყვა და მეუფე ხომ არ არის? საკრავიდან რომ ამოდიოდა?

ეგ უაზრო ეჭვიანობა იყო დომენიკოსი ვერ ხვდებოდა მუსიკის სიყვარულს და საკუთარი საქმის სიყვარულს იმიტომ რომ თვითონ არ ჰქონდა ეგეთი არაფერი
ვერ იგებდა

ანამარიაზე ძალიან დამწყდა გული mo.gif
ტერეზასთან ურთიერთობა ჰქონდა გაწყვეტილი დომენიკოს უკვე ანამარია რომ მოეწონა?
ალბათ უარი რო უთხრა ცოლობაზე იმის მერე.....

Posted by: B l a c k J a c k 31 Oct 2016, 00:08
marimari11
QUOTE
ხო მოკლავდა მაგრამ მანდ ჩემი აზრით მოთმინება და სამართლიაობის ამბავი იყო

+1
QUOTE
ეგ ლამაზ-ქალაქელები სუფთა პეროგაყრილები :დ

:დ :დ აბა. სად ეგენი და სად ზე მორეირა. ახლა ვკითხულობ: ცოფიან ხარს ამარცხებდა და გასამრჯელოდ იმას თხოულობდა , რომ მეუღლისთვის არ ეთქვათ biggrin.gif

QUOTE
თუ დედა ტერეზა? givi.gif givi.gif givi.gif

Well.... ეგ ნიკი ოდნავ მოგვიანებით :დ

QUOTE
ხო მაგრამ ეს 1975 შია მგონი დაწერილი

მაშინაც არ აკლებდნენ. 60ანების მერე წავიდა ხელიდან საბჭოთა კავშირი. ბრეჟნევმა საერთოდ ბოლო მოუღო. კორუფცია და ქაღალდზე შესრულებული გეგმები.
თურქმენეთს ნავთობს წურავდნენ და ყიდნენ. სამი ხრუშოვკის ტიპის სახლი აუშენეს სამაგიეროდ :დ თბილისის კრიმინალური ქრონიკაა თავის პანემიზმით, კრიმინალური რომანტიზმით, ჩაწყობებით და მაიმუნობებით. რასაც ხედავდა ის გადმოიტანა ფურცლებზე. სიმთვრალე ხომ ქართული არის აღწერილი თავის ავკარგით :დ ჰემინგუ სვავდა ბევრს და აღწერს კიდეც, მაგრამ ეგ რარაცნაირად მშრალად და საქმაინად სვავდა. არ მატრაბაზობდა. აქ კიდე :დ

QUOTE
გონიათ გიჟი ერთადერთი ნორმალური მაგ ქალაქში

ლამაზ ქალაქში 4 გიჟი იყო. უგო და ალექსანდრო ვნახეთ და დანარცენი ორზე ახლა დამარტყა თავში: ორი ადამიანი ხომ არა ფანჯრებში რომ იხედებოდნენ?
კი იკვირვებდნენ მეორე დღეს დადიოდნენო ქალაქშიო. ან მკითხველი და ავტორი ხომ არა? :დ ჩვენ მოგვმართავს დოჩანაშვილი - გამომყევითო.


QUOTE
ანამარიაზე ძალიან დამწყდა გული mo.gif
ტერეზასთან ურთიერთობა ჰქონდა გაწყვეტილი დომენიკოს უკვე ანამარია რომ მოეწონა?
ალბათ უარი რო უთხრა ცოლობაზე იმის მერე.....

ცოლ-ქმრობა წაახდენდა ტერეზას და დომენიკოს უერთიერთობას. ტერეზა ხვდებოდა და უარი უთხრა. ნამდვილი ქალისთვის მზად არ იყო დომენიკო, რადგან ცომი იყო მხოლოდ. ანა მარიას გაცნობა ვერ "მოვასწარი". ისე მოსალოდნელი იყო სიკვდილი. კამორაში სხვანაირად ვერ ჩავიდოდა. ის 2-3 გვერდი არის გენიალური სანამ უგო დანას ჩასცემს.

პ.ს დავსეირნობ კამორაში :დ

Posted by: marimari11 31 Oct 2016, 00:18
B l a c k J a c k
ზე მომწონს user.gif chups.gif love.gif ცოლსაც ჩუმად რომ უყვარსuser.gif
რასაც შენ კიტხულო დაახლოებით მანდ ვარ გაჩერებული
QUOTE
ლამაზ ქალაქში 4 გიჟი იყო. უგო და ალექსანდრო ვნახეთ

ერთის სახელი იყო კიდე ნახსენები არ მახსოვს
ეგეც უგოს გავდა
უი უგოს რატომ ეშინოდა დომენიკოსი?
QUOTE
ის 2-3 გვერდი არის გენიალური სანამ უგო დანას ჩასცემს.

yes.gif ნამდვილად
თან ვის დავცხო დანაო და ყველაზე მიზეზი რომ ნახა რატომ არ უნდა მოეკლა
მეთქი მიხვდება რომ არც ისეთი მარტივი არ არის მკვლელობა როგორიც ეგონა mo.gif მაგრამ ვერ მივხვდი ყველას გამოუძებნა მიზეზი დომენიკოსი ყველაზე მეტად ეშინოდა და მისი ცოლი მოკლა


მანუელო კოსტა თანამედროვე ჩვენს ბიჭებს მაგონებს :დდდ
ეგ და ზე თითქოს ერთმანეთს ავსენებ და მაგიტომ მეგობრობენ

Manuelo Costa თემაში!

პ.ს ამხელა პოსტები პირველად დავწერე

Posted by: B l a c k J a c k 31 Oct 2016, 00:30
marimari11
QUOTE
ზე მომწონს user.gif chups.gif love.gif ცოლსაც ჩუმად რომ უყვარსuser.gif

მაჩეტე მომაწოდეო , სუფტა ნასკი გამხადე ქალოს ვარიანტია :დ კარქები არიან jump.gif

QUOTE
უი უგოს რატომ ეშინოდა დომენიკოსი?

დომენიკო განსხვავებული იყო ყველასგან და ალბათ მაგიტომ.
QUOTE
მაგრამ ვერ მივხვდი ყველას გამოუძებნა მიზეზი დომენიკოსი ყველაზე მეტად ეშინოდა და მისი ცოლი მოკლა

ყველაზე უსუსრი და უმწეო არსება. საერთოდ ვერ ინძრეოდა ანამარია. კალათაც გაუვარდა ხელიდან. უგომ კიდევ არ დაინდო ((( ქვეცნობიერად დომენიკოს გადაუხადა სამაგიერო, რადგან ერიდებოდა მისი და გაურბოდა. "ვალი" დაუბრუნა.

QUOTE
მანუელო კოსტა თანამედროვე ჩვენს ბიჭებს მაგონებს :დდდ
ეგ და ზე თითქოს ერთმანეთს ავსენებ და მაგიტომ მეგობრობენ

Manuelo Costa თემაში!

ახლა ვიცი უკვე საიდან წამოვიდა უამრავი ნიკი :დ

ისე მეომრის სიმღერა შეასრულა ვინმემ? აი იმის წინამძღოლმა რომ სთხოვა ემღერა. მძლავრი სიტყვებია ჩაქსოვილი და მოსმენაც საინტერესო იქნებოდა.

Posted by: marimari11 31 Oct 2016, 00:37
QUOTE
მაჩეტე მომაწოდეო , სუფტა ნასკი გამხადე ქალოს ვარიანტია :დ

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


წავალ მეც წავიკითხავ ეხლა და დავწერ მერე კიდევ შთაბეჭდილებებს

Posted by: kaatinga 31 Oct 2016, 00:38
ე.ი. ყველას მოსწონს ეს ტერეზა და მარტო მე ვფიქრობ, რომ ტერეზა იყო ბოზი smile.gif)))

მე მალევე მივხვდი რომელი იყო ალექსანდრე ძმა bis.gif


პ.ს. ჟოაო აბადო <3

Posted by: marimari11 31 Oct 2016, 00:39
kaatinga
QUOTE
ე.ი. ყველას მოსწონს ეს ტერეზა და მარტო მე ვფიქრობ, რომ ტერეზა იყო ბოზი )))

givi.gif ტიტუ რა თქვა ამან ნამდვილ ქალზე? biggrin.gif
რატომ იყო ბოზი? ხო თქვა ტულიომ არავის არ მ ოგვცაო :დ
ქვირივი იყო ხო??

ისე იმ მომენტზე ნერვები მომეშალა დომენიკოს რომ ეღადავებოდა ცილიო მოდი დროზე ის სოფლელი არ მოვიდესო :დ მეგონა მართლა ამბობდაuser.gif
kaatinga
QUOTE
პ.ს. ჟოაო აბადო <3

ეგ ყველაზე ნაკლებად მომეწონა იმ 4დან
ძაან წუწუნაა და მწარე sad.gif

იმ კაცზე ცოლ შვილი რომ დაეღუპა და ღამე ელაპარაკება ხოლმე კინაღამ ვიტირე

Posted by: kaatinga 31 Oct 2016, 00:41
marimari11
QUOTE
მეგონა მართლა ამბობდა

მართალს ამბობს.
მართალია წიგნში ეს არ წერია, მაგრამ მე მჯერა.
ამიტომ იყო ბოზი.

Posted by: marimari11 31 Oct 2016, 00:43
kaatinga
QUOTE
ამიტომ იყო ბოზი.

არ იყოmad.gif mad.gif mad.gif mad.gif
ტერეზა იყო ნამდვილი ქალი!

Posted by: kaatinga 31 Oct 2016, 00:46
marimari11
ბოზი არ შეიძლება იყოს ნამდვილი ქალი? smile.gif))))


Posted by: marimari11 31 Oct 2016, 00:47
kaatinga
არა cry.gif არც მატყუარა

Posted by: B l a c k J a c k 31 Oct 2016, 00:47
marimari11
QUOTE
წავალ მეც წავიკითხავ ეხლა და დავწერ მერე კიდევ შთაბეჭდილებებს

მაგარი მომენტია. არც ერთი განსხვავებული არ გამოუტოვებია ისე მოვიდა სახლში. ცოლს დასდევს და მერე როგორია მთვრალი კაცი გვერდით მასეთ დროს.
და ზე კიდე იხტიბარს რომ არ იტეხს :დ :დ

kaatinga
QUOTE
მართალს ამბობს.
მართალია წიგნში ეს არ წერია, მაგრამ მე მჯერა.
ამიტომ იყო ბოზი.

ნამდვილი ქალი და ნუ კალთამადლიანი ასე ვთქვათ :დ

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 31 Oct 2016, 00:48
kaatinga

QUOTE
მე მალევე მივხვდი რომელი იყო ალექსანდრე ძმა  bis.gif


ხო, ადვილია, თუ დაუკვირდები, გამორიცხვის მეთოდით თუნდაც.


QUOTE
ჟოაო აბადო <3


love.gif
ჩუმად, თავისთვის მაინც რომ იმეორებდა იმ ტრიუკებს biggrin.gif



ისე რამდენ ფორუმელს გაქვთ წიგნიდან აღებული სახელები? შენ, ზე მორეირა, მანუელო კოსტა, მენდეს მასიელი, მიჩინიო, და ადრე პოლიტიკაში რომ ჟოაო პოსტავდა, ისიც თქვენიანია ნეტავ?

Posted by: Universe 31 Oct 2016, 00:53

სიკვდილსაც აქვს სინდისი. უსამართლოდ თუ გამოვიყენებთ დაბრუნება აღდგენა მოუნდება, გასწორება.

Posted by: kaatinga 31 Oct 2016, 00:56
ვინცხა-მაღვალაკი
ჟოაოს, აველანჟის გამო ჰქონდა ეგ ნიკი.
დონ დიეგოც არის მგონი

ბალახისფერიც

B l a c k J a c k
დიახ, დიახ biggrin.gif
marimari11
მხოლოდ ეგ ერთი ნაკლი ჰქონდა smile.gif)))

ეგ ,,ნამდვილი ქალი" - სხეულია.
ანა-მარია - სული.

Posted by: B l a c k J a c k 31 Oct 2016, 00:56
პოლკოვნიკ გრანდჰალლეს ტექსტს ეროსი მანჯგალაძის ხმით ვკითხულობ რატომღაც და სიცილით ვიგუდები :დ
სილას რომ უთავაზებენ ერთმანეთს და ეს რა კარგი ხელი გქონიათო :დ

Posted by: marimari11 31 Oct 2016, 00:58
kaatinga
ანამარია ძალიან სუსტი იყო

Posted by: kaatinga 31 Oct 2016, 00:59
marimari11
არაამქვეყნიური იყო.
რემედიოსივით biggrin.gif უი, აი თურმე სად ჰგავს

და ტერეზაზე უფრო ნამდვილი ქალი იყო როსა (თუ სწორად მახსოვს სახელი)

Posted by: B l a c k J a c k 31 Oct 2016, 01:01
kaatinga
QUOTE
ეგ ,,ნამდვილი ქალი" - სხეულია.
ანა-მარია - სული.

ხო სხეული . ხორციელი სიამტკილობა.

QUOTE
მე მალევე მივხვდი რომელი იყო ალექსანდრე ძმა  bis.gif

ვხდები მეც ნელ-ნელა :დ უჩინარი და დანებისმსროლელი :დ

Posted by: marimari11 31 Oct 2016, 01:02
kaatinga
მგონი არასწორად გახსოვს ან ჯერ არ წამიკითხავს
როზიტა ხო არა აი ის ჭალაში რომ იყო? givi.gif
რემედიოსი ჩემთვის წაუშტერებს :დ



ღამის 10 საათია და ყველაფერი რიგზეა! user.gif

Posted by: kaatinga 31 Oct 2016, 01:03
marimari11
ეგ როზინაა.
როსას კამორაში ხვდება

B l a c k J a c k
არ არის ზეზუხბაია. არ მოისვენე biggrin.gif

Posted by: marimari11 31 Oct 2016, 01:05
kaatinga
სახელებში ძაან მოვიკოჭლებ user.gif

კარგი ანუ წინ მაქვს ჯერ
ისე კითხულობ? :დ თუ ზეპირად გვაბარებ?

Posted by: B l a c k J a c k 31 Oct 2016, 01:07
kaatinga
QUOTE
არ არის ზეზუხბაია. არ მოისვენე biggrin.gif

მაგას მივხვდი biggrin.gif

marimari11
QUOTE
ღამის 10 საათია და ყველაფერი რიგზეა! user.gif

ჩვენთან პირველიდა ყველაფერი გენნნნნნნიალურადაა :დ

პ.ს გრეგ რიკიოს გამოფენაზე არ წავლენ ნეტავ? biggrin.gif

Posted by: kaatinga 31 Oct 2016, 01:07
marimari11
ვერ ვკითხულობ. :/

Posted by: marimari11 31 Oct 2016, 01:08
ძმაზე არ დამასპოილეროთ თორემ კიდევ გავიბუტები და აღარ დავბრუნდები :დ

Posted by: Manuelo Costa 31 Oct 2016, 10:04
QUOTE (marimari11 @ 31 Oct 2016, 00:18 )
Manuelo Costa თემაში!

ისე, ახლა დავფიქრდი, როგორი შთაბეჭდილება დამრჩებოდა, ახლა რომ წამეკითხა "სამოსელი პირველი" :დ

ემოციებს იგივენაირად რამდენად მომიტანდა არ ვიცი, მაგრამ ლიტერატურულად უკეთ გავაანალიზებდი

Posted by: HurricaneKat. 31 Oct 2016, 11:54
holden kolpildi
ზოგადად დავწერე და საკუთარ თავზე მიღება არ მიღება იუზერების პრობლემაა smile.gif

QUOTE
პ.ს შენ მხოლოდ რეალისტური ნახატები გეყვარება ლისირებით გამოყვანილი , ფოტოგრაფიული სიზუსტის მქონდე სახეებით

სულაც არა


პ.ს. კატრინას ვერ გაუგეთ და დოჩანაშვილს გაუგებთ ?!
то что я говорило

Posted by: marimari11 31 Oct 2016, 12:41
Manuelo Costa
წაიკითხე კიდე და ნახე :დ

Posted by: Manuelo Costa 31 Oct 2016, 12:50
marimari11
მხ. ლიტერატურის ნაწარმოებს ორჯერ ვერ წავიკითხავ ნაღდად :დ

ეგ კი არა, ისედაც ვეღარ ვკითხულობ უკვე რამდენი ხანია. სხვა ჟანრებში ვარ user.gif

Posted by: marimari11 31 Oct 2016, 18:19
Manuelo Costa
ფილოსოფიებში და ამბებში? user.gif
ეგვპერსონაჟი რატომ მოგწონდა
ბაბნიკია :დ

Posted by: Universe 31 Oct 2016, 21:20
HurricaneKat.
დოჩანაშვილს ვერ გაუგო, სამაგიეროდ სხვა რამ გასაგები, შესაყვარებელი ნახო ხომ შეიძლება?
აფორიაქდიო არ თქვა ოღონდ.

Posted by: BELLA-DONNA 31 Oct 2016, 22:37
რას შვებით, ხალხო, აირჩიეთ რამე ახალი? ჩამოვრჩი მე მოვლენებს...

Posted by: B l a c k J a c k 31 Oct 2016, 22:38
დონ დიეგო . . .. . . ვაი მენ, ვაიიი???? ((((((((((

* * *
BELLA-DONNA
QUOTE
რას შვებით, ხალხო, აირჩიეთ რამე ახალი? ჩამოვრჩი მე მოვლენებს...

ამ კვირას უნდა ავირჩიოთ ))))

Posted by: BELLA-DONNA 31 Oct 2016, 22:46
B l a c k J a c k
QUOTE
ამ კვირას უნდა ავირჩიოთ ))))

OK. smile.gif


ჯერ ბულგაკოვმა და მერე დოჩანაშვილმა რომ დაგახოცინათ ერთმანეთი, კი ვხედავ. biggrin.gif ამ თემას ამხელა აურზაური არ ახსოვს. biggrin.gif

Posted by: B l a c k J a c k 31 Oct 2016, 22:49
BELLA-DONNA
QUOTE
ჯერ ბულგაკოვმა და მერე დოჩანაშვილმა რომ დაგახოცინათ ერთმანეთი, კი ვხედავ. biggrin.gif ამ თემას ამხელა აურზაური არ ახსოვს. biggrin.gif

ვცდილობთ რაც შეგვიძლია, მადამ :დ

Posted by: BELLA-DONNA 31 Oct 2016, 23:21
B l a c k J a c k
QUOTE
ვცდილობთ რაც შეგვიძლია, მადამ :დ

აბა თქვენ იცით. biggrin.gif მომდევნო წიგნს ველოდები, რომ არ წავიკითხო. biggrin.gif

Posted by: B l a c k J a c k 1 Nov 2016, 00:25
BELLA-DONNA
QUOTE
აბა თქვენ იცით. biggrin.gif მომდევნო წიგნს ველოდები, რომ არ წავიკითხო. biggrin.gif

:დ ეგეც ვარიანტია :დ

Posted by: HurricaneKat. 1 Nov 2016, 10:03
QUOTE (Universe @ 31 Oct 2016, 21:20 )

დოჩანაშვილს ვერ გაუგო, სამაგიეროდ სხვა რამ გასაგები, შესაყვარებელი ნახო ხომ შეიძლება?
აფორიაქდიო არ თქვა ოღონდ.

ვ სმისლე? spy.gif

აქვე
აფორიაქება
Synonym: აქოთება, აქოთქოთება, ზიმზიმი (ხალხს ზიმზიმი გაუდის), აწრიალება, შეჩოჩქოლება, ჩოჩქოლი (ჩოჩქოლი შეუდგათ), აწიოკება, ამტუტება, ამღვრევა, წყლის ამღვრევა, არევა (იქაურობა აურია), დარევა, არევ-დარევა, არევ-დარევის შეტანა, ერთი ყოფის დაწევა, ვაი-უბედურების ატეხვა, ვაი-ვაგლახის დატრიალება (ვაი-ვაგლახი დაატრიალა), ზურგზე ბოლის, მტვრის, ნაცარტუტის აყენება (ადენა), შეშფოთება (შეაშფოთა), დაფეთება (დააფეთა), მირევ-მორევა (იქაურობა მიურ-მოურია), აირია მონასტერი.

ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.

მეტაფორა Gk. metaphora
სიტყვის ან გამოთქმის გადატანითი მნიშვნელობით ხმარება, რაც ემყარება მსგავსებას, შედარებას, ანალოგიას; ამგვარად ნახმარი სიტყვა ან გამოთქმა.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.

* * *
პ.ს.
QUOTE
ჯერ ბულგაკოვმა და მერე დოჩანაშვილმა რომ დაგახოცინათ ერთმანეთი, კი ვხედავ

ბულგაკოვს რა ჭირს ვინმეს დასახოცი aba.gif

Posted by: holden kolpildi 1 Nov 2016, 20:30
HurricaneKat.
QUOTE
ზოგადად დავწერე და საკუთარ თავზე მიღება არ მიღება იუზერების პრობლემაა

საკუთარ თავზე ვერ მივუღებდი ვარანაირად

QUOTE
სულაც არა

მჯერა

Posted by: Adur 1 Nov 2016, 23:27
QUOTE
მერე დოჩანაშვილმა რომ დაგახოცინათ ერთმანეთი


როგორ ყველაფერ საინტერესოს მე უნდა გამოვაკლდე sad.gif


რას შვებით გახვდეით ბოლოში? jump.gif

Posted by: Mazarin 2 Nov 2016, 16:26
QUOTE
რას შვებით გახვდეით ბოლოში?

მე ბევრი მიკლია, ჯერ ლამაზქალაქიდან ეხა მიდის

Posted by: B l a c k J a c k 2 Nov 2016, 18:12
Adur
QUOTE
რას შვებით გახვდეით ბოლოში? jump.gif

მე დავამთავრე . საოცრად თბილი წიგნია )))))))))))

Posted by: Adur 2 Nov 2016, 18:51
Mazarin

უჰ უჰ ყველაზე საინტერესო ახლა იწყება

B l a c k J a c k


love.gif



როდისაა ჩაბარება?

Posted by: marimari11 2 Nov 2016, 18:59
Adur
ამ კვირას საღამოს 9 საათზე
9დან 12მდე არჩევნებია


მე მივედი კანუდოსის შექმნამდე
ჩამოვყალიბდი- მომწონს ეს წიგნი user.gif

ეჭვი არ მეპარებოდა მარიამი რომ გაყვებოდა ქმარს. ისიც მასავით მამაცია love.gif

უი ბრაზილიაში რომ არის ქალაქი კანუდოსი და რამდენიმე წელში წიგნის გამოსვლიდან აჯანყდნენ იცით? biggrin.gif
გუშინ გადავაყწდი ინტერნეტში

Posted by: Mazarin 2 Nov 2016, 19:03
marimari11
QUOTE
მე მივედი კანუდოსის შექმნამდე

მაქედან იმენა წყალივით მიდის

Adur
QUOTE
უჰ უჰ ყველაზე საინტერესო ახლა იწყება

ხო ვიცი წაკითხული მაქ biggrin.gif კამორა და საზიზღრობებიც მალე იკითხება, ლამაზ ქალაქია ყველაზე გაწელილი. წარსულიდან ეგრე მახსოვს

Posted by: marimari11 2 Nov 2016, 19:04
kaatinga
ეს შენ ხარ? givi.gif
კაატინგა ჩემი პირველი ნიკია, რომელიც ერთ-ერთ ფორუმზე რეგისტრაციისას გაუაზრებლად ავირჩიე, იმიტომ რომ დოჩანას სამოსელი პირველი მიყვარს ძალიან. მერე მივხვდი, რომ ჩემი პოსტებიც კაატინგას ქმედებებს ემსგავსებოდა.
https://www.erepublik.com/en/article/-1344-2561073/1/20

Posted by: 4L3X 2 Nov 2016, 20:16
marimari11
QUOTE (marimari11 @ 2 Nov 2016, 18:59 )
უი ბრაზილიაში რომ არის ქალაქი კანუდოსი და რამდენიმე წელში წიგნის გამოსვლიდან აჯანყდნენ იცით? biggrin.gif
გუშინ გადავაყწდი ინტერნეტში

კანუდოსში აჯანყება იყო მაგრამ წიგნის გამოსვლის შემდეგ კი არა არამედ XIX საუკუნის ბოლოს

https://en.wikipedia.org/wiki/War_of_Canudos

QUOTE
n fictional form it appears in the novel "The First Garment" (1975) by a Georgian writer Guram Dochanashvili.

Posted by: marimari11 2 Nov 2016, 20:32
4L3X
უი იმ სტატიაში სხვანაირად ეწერა spy.gif
ვეძებე ეხლა ვეღარ ვნახე სად იდო
* * *
ოთო ექიმის და დომენიკოს დიალოგმა დათა თუთაშხია გამახსენა არქიფოს ეპიზოდი.რაღაცით ჰგავს
დათაშიც ეგრე აკონტროლებენ ხალხს, უსახავენ ტყუილ იმედს და "ჩორტებს" ყრიან

Posted by: marimari11 4 Nov 2016, 19:00
რას შვებით ხალხო კითხულობთ ვინმე ჩემი და B l a c k J a c k
გარდა?
მე მოვრჩები მალე ცოტა დამრჩა
Mazarin
Adur
holden kolpildi
Universe
kaatinga

Posted by: holden kolpildi 4 Nov 2016, 19:03
marimari11
მე სადრაც 200 გევრდამდე დამრჩა
ცხოვრებაში არ მიწვალი ასე წიგნის კიტხვაზე
იმდენი ჯანდაბა და უბედურება მოხდა ამ პერიოდსი სულ დავკარგე კიტხვის ხალისი

იმედია მოვასწრებ

Posted by: Adur 4 Nov 2016, 22:49
marimari11


მე არა, ეს გამოვტოვე.
არ მეცალა კითხვისთვის
შემდეგიდან გიერთდებით

Posted by: B l a c k J a c k 5 Nov 2016, 12:26
marimari11
QUOTE
მე მოვრჩები მალე ცოტა დამრჩა

მე მოვრჩი კაი ხანია @ ხუთსანიპიონერისსმაილიკი :დ

Posted by: Mazarin 5 Nov 2016, 15:49
marimari11
მე იქით კვირაში მოვრჩები.

არჩევნებს ვმაზავ :*

Posted by: marimari11 5 Nov 2016, 16:05
ეჰ, მანუელო კოსტა,მანუელ cry.gif cry.gif
დავტირი მანუელო კოსტას

40 გვერდი დამრჩა მოვრჩები დღეს
B l a c k J a c k
მგონი მარტო მე და შენ ვართ ამ არჩევნებზე
* * *
აი ახლა ის მომენტი მაქვს წიგნის დამთავრება რომ არ მინდა და ვწელავ დასრულებას
* * *
სანტოსის და მასიმოს სცენა არ მომეწონა.სხვა რამეს ველოდი
ძალიან იოლად მოიგდო ხელში სანტოსმა.მასიმოს წინააღმდეგობა არც გაუწევია ეგრევე შეეშინდა და დანებდა...მწერალს სხვანაირი ჰყავდა აქამდე აღწერილი.ეს ქცევა არ შეესაბამება
უნდა მოეკლა სანტოს.


მონოლოგი მაქვს კლუბში
* * *
არ უნდა მოეკლა დონ დიეგოს თავი cry.gif cry.gif cry.gif ხომ შეეძლო ეცოცხლა და ებრძოლა კიდევ

მეჩვენება თუ დომენიკო საერთოდ არ განვითარებულა მთელი წიგნის განმავლობაში?
* * *
B l a c k J a c k
მოდი გამეცი ხმა მომწყინდა საკუთარ თავთან ლაპარაკი :დ

Posted by: B l a c k J a c k 6 Nov 2016, 01:29
marimari11
QUOTE
მგონი მარტო მე და შენ ვართ ამ არჩევნებზე

მაგ შემთხვევაში მე თქვენს გემოვნებას ვენდობი მაშასადამე ))))

QUOTE
მოდი გამეცი ხმა მომწყინდა საკუთარ თავთან ლაპარაკი :დ

ეგ ზოგჯერ ყველაზე საინტერესოა რაც შეგიძლია გააკეთო biggrin.gif

QUOTE
სანტოსის და მასიმოს სცენა არ მომეწონა.სხვა რამეს ველოდი

მანდ უფრო სიყალბის მომენტია დაჭერილი: დიდება მარშალს რომ აყოლებენ ყოველ წინადადებას. ისე მე მოვაკვლევინებდი მასიმოს .

QUOTE
არ უნდა მოეკლა დონ დიეგოს თავი cry.gif cry.gif cry.gif ხომ შეეძლო ეცოცხლა და ებრძოლა კიდევ

ხო ეცოცხლა უნდა )))) უფროსწორად ჩვენ გვინდოდა რომ ეცოცხლა ))))

QUOTE
მეჩვენება თუ დომენიკო საერთოდ არ განვითარებულა მთელი წიგნის განმავლობაში?

როგორც მდინარე ნაფოტს ისე მიყვება მთელ მოთხრობას დომენიკო. არაფრის შეცვლა შეუძლია. ტურისტია )))
ბოლოს კი მიხვდება რა და როგორ მაინც. მამა არის ისე ნაწარმოებში MVP ))))
მე კამორელებზე ვშფოთდებოდი. ვითომ არაფერი, მაგრამ აი რა ხარისხის გარეწრები იყვნენ biggrin.gif და რამდენი ანალოგი არის მათი დღევანდელობაში.
პოლკოვნიკის დიალოგებზე რატომღაც ვბჟირდებოდი :დ

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 01:34
B l a c k J a c k
აუ მართლააა? jump.gif jump.gif მენდე არ ინანებ :დ ეს წიგნიც მე წარვადგინე.ხო მოგეწონა?
ეხლა ფოლკნერის აგვიატოს ნათელი მინდა.რამდენი ხანია მინდა წაკითხვა...ძალიან კარგი შეფასებები აქვს.
ვნახოთ ხვალ რა იქნება.ვინმე ახალი თუ არ გამოჩნდება მარტო ჩვენ ვართ.

მეც მოვაკლავინებდი მასიმოს.საზიზღარი პერსონაჟია.წავა და სხვა ადამიანების გამწარწბას გააგრძელებს.
ბოლომდე ვერ მივხვდი ალექსანდროს ძმა ვინ იყო.


დღევანდელობაშიც არის ანალოგია, წარსულშიც და მიმავალშიც იქნება

Posted by: B l a c k J a c k 6 Nov 2016, 02:12
marimari11
QUOTE
ეს წიგნიც მე წარვადგინე.ხო მოგეწონა?

მომეწონა რომელია )))

QUOTE
ეხლა ფოლკნერის აგვიატოს ნათელი მინდა.რამდენი ხანია მინდა წაკითხვა...ძალიან კარგი შეფასებები აქვს.

2 კვირის წინ შევიძინე აგვისტოს ნატელი და გვამის შემგინელბელი biggrin.gif ხმაური და მძვინვარება მაქვს წაკითხული . 6ჯერ მაინც. ძვლივს გავიგე რა ეწერა. სიმღერით თუ მუსიკალური წერის მანერა ქვია მსგავსი სახით წერასო , როგორც მახსოვს. ვნახოთ აგვისტოს ნათელი როგორი იქნება )))))

* * *
QUOTE
მეც მოვაკლავინებდი მასიმოს.საზიზღარი პერსონაჟია.წავა და სხვა ადამიანების გამწარწბას გააგრძელებს.

ახლა გამკრა თავში ჯორჯე რ.რ მარტინი რა სასაკლაოს მოაწყობდა მანდ. სიხლიან კალოს დაატრიალებდა.
სანტოსი ვაითწოქერი გახდებოდა და დაერეოდა ყველას :დ

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 02:16
B l a c k J a c k
ანუ შენც გაწყობს.ძალიან კარგი!
მე სული რომ ამომდიოდა მაქვს წაკითხული.ადვილი არ იყო მაგრამ მომეწონა
მაგ წიგნზე გამიგია, რომ ყველაზე რთული წასაკითხია.არამგონია აგვისტოს ნათელი ეგეთი რთული იყოს

Posted by: B l a c k J a c k 6 Nov 2016, 02:32
marimari11
QUOTE
მაგ წიგნზე გამიგია, რომ ყველაზე რთული წასაკითხია.არამგონია აგვისტოს ნათელი ეგეთი რთული იყოს

იაააპ, გადავავლე თვალი და ადამიანური ენით არის დაწერილი :დ 480 გვერდია.
ოკოკ, დაველოდოთ სხვებსაც მაინც და მერე მოვქრთამოთ :დ

Posted by: George Best :) 6 Nov 2016, 03:26
ცოტა გაიზარდეთ,მოინდომეს ფოლკნერი :დ თან ხმაურის მერე Y ელაზე ფოლკნერულს და რთულს ეცნენ :დ დონ დიეგოს საქციელი Gანმარტოთ მაქსიმუმ ,ისიც თU გაიგეთ რ. Aგვისტო :დ

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 03:28
George Best smile.gif
შენ ხომ გესმის ყველაფერი და რა გაწუხებს? smile.gif)))))
მე რას წავიკითხავ ეგ შენ რატომ გაღელვებს?

Posted by: George Best :) 6 Nov 2016, 03:36
marimari11
ბოროტი ,ცუდი და გარეწარი მასტი Vარ,უბანში მცემდბენ,ხოდა ახლა შენზე ვიყრი ჯავრს,ძვირფასო მარიამ...ძნელია სუ რო Gცემენ და გაჩმორებენsad.gif სუ მინდოდა მანუელო Kოსტასავით მოვწცეულიყავი,როცა მცდნენ,ვერ ვქენი,თიხაც ვერ ვარ ჯერ

Posted by: kaatinga 6 Nov 2016, 03:45
B l a c k J a c k
marimari11
მასიმოს ცოცხლად დატოვებაში და დონ დიეგოს თვითმკვლელობაში კავშირს ვერ ხედავთ, ძმებო?! smile.gif


Posted by: B l a c k J a c k 6 Nov 2016, 11:37
kaatinga
QUOTE
მასიმოს ცოცხლად დატოვებაში და დონ დიეგოს თვითმკვლელობაში კავშირს ვერ ხედავთ, ძმებო?! smile.gif

აზრი აღარ ქონდა ერთის სიცოცხლეს და მეორეს მოკვლას. ანუ ცხოვრობ იმისთვის რაც "გინდა" და არა იმისთვის "რაც არ გინდა" :დ
დიეგოსთან გავიგე. მასიმოსთან ვითომ პატიება ცოტა ბანალურადაა , მაგრამ იდეაში დასჯა გამოდის. სხვა საქმეა მასიმო რამდენად გაიგებდა და მიხვდებოდა მისი ცოცხლად გაშვების არსს. დიეგომ იდეაში ყველაზე დიდი ბოროტება გაანადგურა: ვენი, ვიდი, ვიცი. ლიფსიტები გაუშვა წყალში გადარჩენილებისთვის და მერე თავი მოიკლა მეგობრობის ხათრით. ბოლომდე მიყოლოდა იმ ლიფსიტებს, რა მოხდებოდა. გმირზე დამწყდა გული უბრალოდ ((( პროვეგან სიკეთის და სიყვარულის იდეაა გატარებული, ისევე როგორც მთელ წიგნში.
პ.ს ვასკო მაგონებს გივი სიხარულიძეს. 70იანებშიც არანაკლები იქნებოდა , ვიდრე ახლა არის :დ

Posted by: kaatinga 6 Nov 2016, 12:52
B l a c k J a c k
მთავარი ის კი არაა მასიმო მიხვდეს, მთავარია შენ - მკითხველი მიხვდე smile.gif

Posted by: B l a c k J a c k 6 Nov 2016, 16:23
kaatinga
QUOTE
მთავარი ის კი არაა მასიმო მიხვდეს, მთავარია შენ - მკითხველი მიხვდე smile.gif

Well........ ეგ თავისთავად. უბრალოდ მასიმოს იმდენად დიდი ბოროტება აქვს ჩადენილი ....
პატიება, შენდობა და გიყვარდეს მტერი შენი პათოსი გავიგე, მაგრამ სადმე მიესიკვდილებინა მასიმო მაინც, თუნდაც არა სანტოსის ხელით.
ზოგი მაგ მონეტ პირდაპირ აღიქვამს, ზოგი ხვდება , ზოგი ატარებს . მე და ჩემნაირები ალბათ ჯერ ვკითხულობთ: აუ ეს რატომ არ მოკლა და მერე მივყვებით ძაფს. მაგიტომაც დატოვა ცოცხალი მასიმო.

Posted by: kaatinga 6 Nov 2016, 17:14
B l a c k J a c k
ეს არ იყო არც პატიება, არც შენდობა, არც მტრის სიყვარული. უბრალოდ, სიკვდილზე უარესი დასჯაც არსებობს. და სიკვდილი ხანდახან სასჯელი კი არა - შვებაა. ანუ, უფრო კარგი, ვიდრე სიცოცხლე.

ასე თუ შეხედავ, მერე დეტალებს და მოვლენებს გადააბამ, მარტივად მიხვდები რატომ დარჩა ის ძაღლიშვილი ცოცხალი და რატომ მოიკლა დონ დიეგომ თავი. ან მანუელომ, ან ზემ და თუნდაც ჟოაომ.

სანტოსის სიკვდილია ისე უფერული. როგორ ფიქრობთ, როგორ მოკვდა?
დავწეროთ ეგ ნაწილი biggrin.gif

Posted by: B l a c k J a c k 6 Nov 2016, 19:01
kaatinga
QUOTE
ეს არ იყო არც პატიება, არც შენდობა, არც მტრის სიყვარული. უბრალოდ, სიკვდილზე უარესი დასჯაც არსებობს. და სიკვდილი ხანდახან სასჯელი კი არა - შვებაა. ანუ, უფრო კარგი, ვიდრე სიცოცხლე.

ეგ კი , მაგრამ მეეჭვება მასიმო მაგას მიმხვდარიყო. წავიდოდა ისევ კომორაში და წვეტიანი დანით კბილებს დაიჩიჩქნიდა ბირჟაზე :დ

QUOTE
ასე თუ შეხედავ, მერე დეტალებს და მოვლენებს გადააბამ, მარტივად მიხვდები რატომ დარჩა ის ძაღლიშვილი ცოცხალი და რატომ მოიკლა დონ დიეგომ თავი. ან მანუელომ, ან ზემ და თუნდაც ჟოაომ.

ა) დახოცა ავტორმა ჩვენს თვალწინ რადგან ადამიანი გვყვარებოდა.
ბ) კანუდოსი განადგურდებოდა და სიკვდილი ირჩიეს მათაც.
გ) თავისუფლება უპირველეს ყოვლისა.

ყველამ სიკვდილით დანარჩენებს მაგალითი მისცა. დონ დიეგოს გარდა. მაგისი სიკვდილი არავის უნახავს, არადა . . . .

QUOTE
სანტოსის სიკვდილია ისე უფერული. როგორ ფიქრობთ, როგორ მოკვდა?

მასიმომ მოკლა შეტაკებაში? :დ ერთი წერია თავი ბზინავდა ვერცხლისფრად. ან საერთოდ აიღო კაცის კვლაზე ხელი და უბრალოდ მოკლეს.

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 19:13
აგვისტოს ნათელის ელ ვერსიაც ვიპოვე jump.gif

დაველოდოთ 9 საათს
B l a c k J a c k
არ დაგავიწყდეს მოსვლაgivi.gif

პ.ს მე ვერასოდეს გავხდებოდი დიდი კანუდოსელი mo.gif

Posted by: B l a c k J a c k 6 Nov 2016, 19:41
marimari11
QUOTE
აგვისტოს ნათელის ელ ვერსიაც ვიპოვე jump.gif

გუთენ , გუთენ ))))

QUOTE
არ დაგავიწყდეს მოსვლაgivi.gif

წითელი ზედა დამამშვენებს და გადაშლილი გაზეთი სარბიელი biggrin.gif

QUOTE
პ.ს მე ვერასოდეს გავხდებოდი დიდი კანუდოსელი mo.gif

მე სოფელში ვიქნებოდი ბუხრის წინ ან მაქსიმუმ ლამა-ქალქში ქეიფში ჩავიხრჩობოდი biggrin.gif

Posted by: kaatinga 6 Nov 2016, 19:43
მე ...

:დ

Posted by: BELLA-DONNA 6 Nov 2016, 19:55
ირჩევთ დღეს?

გამარჯობა.

30 გამარჯობა.

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 20:00
BELLA-DONNA
გამარჯობა ბელლა დონნა.როგორ დაგვეკარგე?!

კი მაგრამ სულ ორს გვაქვს წიგნი წაკითხული.თუმცა ორივეს ერთი და იგივე წიგნი გვინდა.დავრლოდებით არჩევნებს იქნებ ვინმე ახალიც მოვიდეს

Posted by: BELLA-DONNA 6 Nov 2016, 20:03
marimari11
QUOTE
გამარჯობა ბელლა დონნა.როგორ დაგვეკარგე?!

გაგიმარჯოს მარიშკა. ვეღარ ვკითხულობ, გავველურდი. user.gif
QUOTE
კი მაგრამ სულ ორს გვაქვს წიგნი წაკითხული.თუმცა ორივეს ერთი და იგივე წიგნი გვინდა.დავრლოდებით არჩევნებს იქნებ ვინმე ახალიც მოვიდეს

უფრო კარგია, მალე აირჩევთ.2kiss.gif

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 20:05
BELLA-DONNA
არჩეულია ფაქტიურად chups.gif ბოლო 2 წიგნი ძაან მომეწონა ორივე მინდოდა რომ აერჩიათ user.gif დიდი იმედი მაქვს ეს მესამეც იქნება

Posted by: BELLA-DONNA 6 Nov 2016, 20:11
marimari11
QUOTE
არჩეულია ფაქტიურად

რა არის აბა?

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 20:13
BELLA-DONNA
ფოლკნერის აგვისტოს ნათელი გვინდა. პდფ რაც მაქვს იქ 400გვერდია მაგრამ იდე მგონი 480ია.
მოკლედ 2 კვირას ავიღებთ და თუ რამეა გადავწევთ თარიღს.
მაგრამ არ ვიცი რამდენი წაიკითხავს sad.gif ყველა იძახის წავიკითხავ აი შ3მდეგიდან შემდეგიდან და არ დადგა ეს შემდეგი

Posted by: BELLA-DONNA 6 Nov 2016, 20:49
marimari11
მე დიდი ხანია მინდა მაგის წაკითხვა, მაგრამ ორი კვირა მგონი ცოტაა ფოლკნერისთვის.
QUOTE
პდფ რაც მაქვს იქ 400გვერდია მაგრამ იდე მგონი 480ია.

შეიძლება სრულადაც იყოს, პდფ-ს გვერდების მიხედვით ვერ იმსჯელებ. მასე მე ,,ვარდის სახელი" მაქვს პდფ-ში და სულ რაღაც 327 გვერდია, არადა სრულადაა.

Posted by: B l a c k J a c k 6 Nov 2016, 21:09
kaatinga
QUOTE
მე ...

:დ

biggrin.gif

marimari11
QUOTE
ფოლკნერის აგვისტოს ნათელი გვინდა. პდფ რაც მაქვს იქ 400გვერდია მაგრამ იდე მგონი 480ია.

ჩემი არიალ ბოლდით არის აკრეფილი :დ

მოკლედ ცხრა საათია და ყველაფერი კარგადაა :დ
ჰოო და ჩემი მრგვინავი, მქუხარე და ჭახჭახა ხმა marimari11-ის მიერ არჩეულ წიგნს , რომელსაც ის მოგვიანებით დაასახელებს biggrin.gif


Posted by: holden kolpildi 6 Nov 2016, 21:11
რამდენმა წაიკუთხეთ დაითაგეთ მყისიერად
10 არჩევნებია

Posted by: B l a c k J a c k 6 Nov 2016, 21:22
holden kolpildi
QUOTE
რამდენმა წაიკუთხეთ დაითაგეთ მყისიერად
10 არჩევნებია

სამართლიანობა რადი: ვისაც ცოტა დარჩა წასაკითხი, მიიღოს მონაწილეობა. არაფერი დაშავდება თუ 2-ზე მეტი მისცემს აგვისტოს ნათელს ხმას biggrin.gif

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 21:24
B l a c k J a c k
სხვებიც თუ მიიღებენ მონაწილეობას არ აქვს მაშინ აგვისტოს ნათელს 2 ხმა იმიტო რო მე ვერ მივცრმ ჩემს ხმას ჩემს წიგნს

Posted by: BELLA-DONNA 6 Nov 2016, 21:24
B l a c k J a c k
QUOTE
არაფერი დაშავდება თუ 2-ზე მეტი მისცემს აგვისტოს ნათელს ხმას

თუ ისედაც გადაწყვეტილია, არაფერი დაშავდება რომ საერთოდ არავინ მისცეს ხმა. biggrin.gif

Posted by: B l a c k J a c k 6 Nov 2016, 21:35
marimari11
QUOTE
სხვებიც თუ მიიღებენ მონაწილეობას არ აქვს მაშინ აგვისტოს ნათელს 2 ხმა იმიტო რო მე ვერ მივცრმ ჩემს ხმას ჩემს წიგნს

ჰმ . . . . ,ეც აგვისტოს ნატელს დავასახელებ და ერთმანეთის წიგნებს მივცეთ ხმა biggrin.gif

BELLA-DONNA
QUOTE
თუ ისედაც გადაწყვეტილია, არაფერი დაშავდება რომ საერთოდ არავინ მისცეს ხმა. biggrin.gif

უგუმც biggrin.gif ვმაიმუნობ თორემ უკვე გაყალბებულია არჩევნები. არადა წაიკითხე რა მშვენიერი წიგნია..... ეჰ ......

Posted by: BELLA-DONNA 6 Nov 2016, 21:44
B l a c k J a c k
QUOTE
ვმაიმუნობ თორემ უკვე გაყალბებულია არჩევნები.

აბა კარუსელები, აბა მკვდარი სულები? biggrin.gif

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 21:57
B l a c k J a c k
მოკლედ ავირჩიოთ რა ეს აგვისტოს ნათელი აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი


და მგონი ბელა მართალია ფოლკნერისთვის ცოტაა 2 კვირა თან 500გვერდამდეა.3კვირა ხო არ ავიღოთ?
თან მაზარინი და ჰოლდენა ჯერ სამოსელ პირველს კითხულობენ და ხო უნდა დაამთავრონ

Posted by: BELLA-DONNA 6 Nov 2016, 21:58
marimari11
QUOTE
თან მაზარინი და ჰოლდენა ჯერ სამოსელ პირველს კითხულობენ და ხო უნდა დაამთავრონ

მეც აკა მორჩილაძეს ვკითხულობ და იქნებ დავამთავრო და შემოგიერთდეთ. იმედს არ ვკარგავ. user.gif

Posted by: B l a c k J a c k 6 Nov 2016, 22:09
BELLA-DONNA
QUOTE
აბა კარუსელები, აბა მკვდარი სულები? biggrin.gif

არ დაგვჭირდა, აკტივობა იყო დაბალი და შესაბამისად . . . biggrin.gif

marimari11
QUOTE
მოკლედ ავირჩიოთ რა ეს აგვისტოს ნათელი აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი

+1
თან მე დავიწყე კითხვა ..... biggrin.gif

QUOTE
და მგონი ბელა მართალია ფოლკნერისთვის ცოტაა 2 კვირა თან 500გვერდამდეა.3კვირა ხო არ ავიღოთ?
თან მაზარინი და ჰოლდენა ჯერ სამოსელ პირველს კითხულობენ და ხო უნდა დაამთავრონ

კი ბატონო, იყოს სამი კვირა. გეგმას ხომ არ ვაბარებთ, შინაარსიც ჩარჩეს ცოტა თავში ))))))))

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 6 Nov 2016, 22:14
marimari11
B l a c k J a c k

გადაწყვიტეთ საბოლოოდ აგვისტოს ნათელი? დრო 27 ნოემბრამდე გვაქვს?

Posted by: holden kolpildi 6 Nov 2016, 22:18
B l a c k J a c k
ათუ დავუშვებთ და ვიტყვით რომ ნახევრად წამკითხველებმაც მივიღოთ მინაწილეობა მმაშინ სტანდარტულად უნდა ჩატარდეს პროცედურა წარდგენებით და ასე შემდეგ
ახლა თუ 2 გადაწყვითეთ რომ აგვისტოს ნათელი გინდათ ეგ სხვა საქმეა

ფორს მაჟორ სიტუაციებში კლუბის წესდება რას ამბობს??

კაატინგაც კლუბის წევრია და ზეპირად იცის ეგ წიგნი

ხოდა სამი გამოდიხართ და წარადგინეთ

და აირჩიეთ

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 22:18
ვინცხა-მაღვალაკი
კი
წაიკითხავ?


ანუ ავირჩიეთ აგვისტოს ნათელი და ვიღებთ 3 კვირას.ჩაბარების დღეა 27 ნოემბრის საღამოს 9 საათი

* * *
holden kolpildi
ერთხელ ერთმა წაიკითხა მარტო წიგნი და იმან რაც თქვა ის წავიკითხეთ მერე ყველამ არჩევნები არ ყოფილა :დ

Posted by: holden kolpildi 6 Nov 2016, 22:23
ერთი არ ხართ სამი ხარ
შენ
კაატინგა
და ბლექ ჯეკი

სამშიც ყოფილა პრეცენდენტი
მე სენპაიმ და პანიკამ წარვადგინეთ ერთხელ


ფოლკნერს მძიმე ენა აქვს სამოსელი მაქვს დასამთავრებელი კიდევ რამდენიმე წიგნი თან რაგაც პრობლემებიც დამემთხვა დიდი ალბათობით კიდევ იქნება შემაფერხებლები ჩემთვის ხოდა ფოლკნერს ვერ ვეჭიდავები ამ ეტაპზე

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 22:26
kaatinga
კაი ჰა მოვიდეს მაშინ

Posted by: BELLA-DONNA 6 Nov 2016, 22:30
holden kolpildi
QUOTE
ფორს მაჟორ სიტუაციებში კლუბის წესდება რას ამბობს??

ერთმაც რომ წაიკითხოს ის ერთი ასახელებს.

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 6 Nov 2016, 22:31
marimari11

კიიი წავიკითხავ, ვნატრობდი ეგ აგერჩიათ, რადგან წიგნიც მაქვს. გმადლობ : ))

Posted by: holden kolpildi 6 Nov 2016, 22:32
BELLA-DONNA
ახლა სამი გვყავს
თუ შემოვა და დასახელებს რამე იქნებაბსტანდარტული თუ არ შემოვა არჩეული იქნება აგვისტოსნნათელი და ეგაა

marimari11
QUOTE
კაი ჰა მოვიდეს მაშინ

მოვიდეს biggrin.gif

Universe ეს იუზერიც კითხულობდა მგონი

Posted by: BELLA-DONNA 6 Nov 2016, 22:34
holden kolpildi
QUOTE
ახლა სამი გვყავს
თუ შემოვა და დასახელებს რამე იქნებაბსტანდარტული თუ არ შემოვა არჩეული იქნება აგვისტოსნნათელი და ეგაა

ნუ თუ სამნი არიან კი გამოვა რაღაც არჩევნების მსგავსი. biggrin.gif

Posted by: holden kolpildi 6 Nov 2016, 22:39
BELLA-DONNA
სამი კი არა ოთხი არიან მგონი
მივწერე პირადში იმედია მოვლენ

ფოლკნერს ვერ წავიკითხავ ხოდა სხვა არჩევანიც მინდა biggrin.gif
არ მინდა მომდევნო წიგნიც ჩავაგდო(((

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 22:42
holden kolpildi
ეგრე წესებს თუ მიყვები კლუბთან ერთად არც კაატინგას წაუკითხავს :დ

Posted by: kaatinga 6 Nov 2016, 22:43
ვეჟინოვი გაქვთ წაკითხული?
ძალიან კარგი მწერალია + ბროშურასავით წიგნი აქვს, ორ მოთხრობიანი.
ბარიერი და მეორეს სახელი არ მახსოვს.
ბუკინისტებთან იშოვება ხოლმე.

რაგეფოლკნერებათ :/

marimari11
წამიკითხავს.
biggrin.gif
დაჟე საზეპიროები ვიცი smile.gif)

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 22:44
kaatinga
მე რომ გერმანიაში ვარ ბუკინისტებში სად ვიშოვო? :დ
თან კლუბის წესების მიხედვით ისეთი უნდა წარადგინო ადვილად რომ იშოვება
* * *
ვინცხა-მაღვალაკი
ეს იუზერი არ ითველება?მიუღია მონაწილეობა არჩევნებში თუ ახალია??

Posted by: _Pablo_ 6 Nov 2016, 22:45
2 დღის წინ ვიყიდე.
მაინც უნდა წავიკითხო და ჰა ბარემ აირჩიეთ და ჩამეთვლება მაინც.

მაფიებო თქვენ biggrin.gif

Posted by: holden kolpildi 6 Nov 2016, 22:45
marimari11
მოიც ახლა მე არჩეული წიგნი ზეპირად რომ ვიცოდე და განხილვაში ისე მივიღო მონაწილეობა არ ჩამეთვლება??? biggrin.gif

წინაზე გამოთქვა სურვილი კლუბში ყოფნის

მოვიდეს კაცო თვითონ თქვას

ვაბშე ისე კლუბის წევრები რო დავითაგოტ ხო სჯობს ???
ზოგი რა დროს შემოვარდება ზოგი რა დროს biggrin.gif

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 22:47
holden kolpildi
არა არ ჩაგეთვლება :დ


Posted by: kaatinga 6 Nov 2016, 22:47
marimari11
5-10 წუთში ვიტყვი, ხო შეიძლება, მოვიფიქრებ smile.gif
თუ მაქვს თქმის უფლება biggrin.gif

Posted by: B l a c k J a c k 6 Nov 2016, 22:50
holden kolpildi
QUOTE
ათუ დავუშვებთ და ვიტყვით რომ ნახევრად წამკითხველებმაც მივიღოთ მინაწილეობა მმაშინ სტანდარტულად უნდა ჩატარდეს პროცედურა წარდგენებით და ასე შემდეგ
ახლა თუ 2 გადაწყვითეთ რომ აგვისტოს ნათელი გინდათ ეგ სხვა საქმეა

ფორს მაჟორ სიტუაციებში კლუბის წესდება რას ამბობს??

ზაკონ გორ გლასიტ: ტანცუუტ ვსე :დ მიიღონ მონაწილეობა და დაასახელონ თუ კიდევ ვინმე აკმაყოფილებს აუცილებელ და საკმარის პირობებს biggrin.gif

Posted by: holden kolpildi 6 Nov 2016, 22:50
marimari11
მეკაიფები ხოო???

QUOTE
ეს იუზერი არ ითველება?მიუღია მონაწილეობა არჩევნებში თუ ახალია??

არ ვიცი
მაგიტომ ვთქვი დავითაგოთ მეტქი წევრები და წევრობის მსურველები

კლუბია კლუბის მიზანინკიდევ კოლექტიურად(რა საბჭოურად ჟღერს biggrin.gif) წიგნის განხილვაა
თუ ვერ ვასწრებთ და ვერ ვკითხულობთ შემოვიდეთ და ვთქვათ
კვირას ეგრე იძახის ყველა წავიკითხეო და და მაქსიმუმ 2 კაცს ქონდეს ორიოდ სიტყვა დაწერილი წიგნზე
* * *
marimari11 უილიამ ფოლკნერი აგვისტოს ნათელი

B l a c k J a c k??
kaatinga??

კლუბის ახალი წევრიც თუ ვინმე იმასაც შეუძლია წიგნის წარდგენა



Posted by: B l a c k J a c k 6 Nov 2016, 22:54
kaatinga
QUOTE
5-10 წუთში ვიტყვი, ხო შეიძლება, მოვიფიქრებ smile.gif
თუ მაქვს თქმის უფლება biggrin.gif

იააპ , მიდი. აგვისტოს ნათელი ხომ? biggrin.gif

Posted by: holden kolpildi 6 Nov 2016, 22:56
B l a c k J a c k
შენც წარადგინე

Posted by: kaatinga 6 Nov 2016, 22:57
B l a c k J a c k
QUOTE
იააპ , მიდი. აგვისტოს ნათელი ხომ?

არა.
მე სტაინბეკს ვირჩევ.

სადღაც 2-3 წლის წინ წავიკითხე პირველად, აი უკვე იმ კონდიციაში რომ ხარ, რომ გგონია ბევრი გაქვს წაკითხული და მწერალი ვერ გაგაოცებს და რამე. biggrin.gif ჰოდა ისეთი მაგარია სახე გამაძრო.

იყო სტაინბეკი მენიუში აქამდე?

Posted by: _Pablo_ 6 Nov 2016, 22:57
5 ლარი ჩამირიცხეთ აჭარაზე და თქვენი ვარ.

მე მაინც ფოლკნერის ვკითხულობ, თქვენ რას აირჩევთ არ ვიცი.
ამბობენ კარგიაო. უფრო სწორად ერთ ერთი საუკეთოსო.

არჩევნებია და მარკეტინგი /PR ჩართეთ საქმეში.

ბესტმა ვაბშე ჩელენჯი მოგცათ, იქამდე უნდა გაიზარდოთო.
მოუსმინეთ მაგ კაცს, ესმის საგანი.


Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 6 Nov 2016, 22:58
marimari11

QUOTE
მიუღია მონაწილეობა არჩევნებში თუ ახალია??


ახალი ვარ. თუმცა სამოსელი წავიკითხე, ნუ ის ელ-ვერსია, რაც თემაში დადეს.
კარგი იქნება, ისეთ წიგნს თუ დაასახელებთ, ონლაინ საკითხავადაც რომ იყოს ხელმისაწვდომი.
მაგრამ უკვე ოთხ ადამიანს გვინდა თურმე აგვისტოს ნათელი და ავიჩიოთ ბარემ user.gif

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 22:59
kaatinga
კი 9. ჯ.სტაინბეკი_ზამთარი ჩვენი მღელვარებისა- ეს იყო კლუბში
მოიფიქრე წიგნი და დაასახელე შენი ხმა შენს წიგნზე არ ითვლება სხვა წიგნს უნდა მისცე ხმა
* * *
მოკლედ წარდგენილია

მარიმარი11- აგვისტოს ნათელი (ვინცხა-მაღვალაკი B l a c k J a c k)
უილიამ ფოლკნერის-გვამის შემგინებელი

ჯერ ეს ვართ
ველოდებით სხვების წიგნებს

Posted by: B l a c k J a c k 6 Nov 2016, 23:04
holden kolpildi
QUOTE
შენც წარადგინე

ჩემგან უილიამ ფოლკნერის-გვამის შემგინებელი. პატარაა შედაარებით და სამოსელსაც მოასწრებთ )))))

Posted by: kaatinga 6 Nov 2016, 23:05
ოსნე საიეშტადის გროზნოს ანგელოზს ვასახელებ მე :/

თუ ეს ელექტრონულად არ იშოვება მაშინ ხუან რულფოს პედრო პარამო.

თუ არც ეს იშოვება მაშინ ისევ სტაინბეკის თაგვებსა და ადამიანებზე. ეგ უეჭველი იქნება ნეტში

უბრალოდ არ ვიცი როგორ ვნახო ნეტში არის თუ არა smile.gif

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 23:07
kaatinga
პედრო პარამო არ იშოვება მე ვეძებდი მანდ სამაგიეროდ გერმანულად მიდევს სახლში და დღეს ვიწყებ კითხვას :დ სამ დღეში მოვრჩები პატარაა

1 თქვი რაც იშოვება
QUOTE
ოსნე საიეშტადის გროზნოს ანგელოზს

ეს არც გამიგია არ ვიცი არის თუ არა
QUOTE
სტაინბეკის თაგვებსა და ადამიანებზე.

მგონი ეს სჯობს წარადგინო
ვნახე და იშოვება
QUOTE
უბრალოდ არ ვიცი როგორ ვნახო ნეტში არის თუ არა

ინეტრნეტს არ აქვს აზრი მთავარია წიგნი იშოვებოდეს.ელ ვერსია რომ არ იყოს არაუშავს.უბრალოდ მე აქ რომ ვერ ვიყიდი ქართულ წიგნს იმიტომ ვკითხულობ ელ ვერსიებს თორემ ისე ვალდებული არ ხარ user.gif

Posted by: holden kolpildi 6 Nov 2016, 23:07
kaatinga
1 დასახელეე 1 და არა სამი დდდდდდ


მოკლედ რაა )))))

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 23:10
მარიმარი11- აგვისტოს ნათელი (ვინცხა-მაღვალაკი B l a c k J a c k)
უილიამ ფოლკნერის-გვამის შემგინებელი
კაატინგა- სტაინბეკი- თაგვებზე და ადამიანებზე

Posted by: B l a c k J a c k 6 Nov 2016, 23:11
kaatinga
QUOTE
ვეჟინოვი გაქვთ წაკითხული?
ძალიან კარგი მწერალია + ბროშურასავით წიგნი აქვს, ორ მოთხრობიანი.
ბარიერი და მეორეს სახელი არ მახსოვს.
ბუკინისტებთან იშოვება ხოლმე.

ბარიერი და ღამეში თეთრი ცხენებით. ეს ორი მაქვს წაკითხული ძაან ადრე. დეტექტივებიც აქვს დაწერილი და ფანტაზიაც სცადა )))

kaatinga
QUOTE
მე სტაინბეკს ვირჩევ.

სადღაც 2-3 წლის წინ წავიკითხე პირველად, აი უკვე იმ კონდიციაში რომ ხარ, რომ გგონია ბევრი გაქვს წაკითხული და მწერალი ვერ გაგაოცებს და რამე. biggrin.gif ჰოდა ისეთი მაგარია სახე გამაძრო.

იყო სტაინბეკი მენიუში აქამდე?

კი ეგაა. ზამთარი ჩვენი Mღელვარებისა და ტორტილა ფლეტი მაქვს წაკითხული. ფშვნის და ლეწავს biggrin.gif თაგვებსა და ადამიანებზე ბიბლუსში არის გაყიდვაში.

Pablo_Escobar
QUOTE
5 ლარი ჩამირიცხეთ აჭარაზე და თქვენი ვარ.

ლაივები? biggrin.gif

Posted by: kaatinga 6 Nov 2016, 23:11
ეჰმ, არადა კაია

,,ჩეჩნეთის შესახებ ჩანაწერების კეთება ნორვეგიელმა ჟურნალისტმა და მწერალმა ოსნე საიეშტადმა ჯერ კიდევ 90-იან წლებში, რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის პერიოდში დაიწყო – მაშინ, როცა მოსკოვში ჩეჩნეთის შესახებ ინფორმაციის მოპოვება გართულდა და ნორვეგიული გაზეთის ახალგაზრდა რეპორტიორმა ქალმა საომარ ზონაში გამგზავრება გადაწყვიტა. ოსნე საიეშტადის ერთ-ერთი პირველი საზღვარგარეთული რეპორტაჟი სწორედ გროზნოს ჯოჯოხეთს აღწერდა. საბოლოოდ ავტორს თავისივე თვალით ნანახი და ხელით ჩაწერელი უამრავი ჩეჩნური ისტორია დაუგროვდა და შედეგად დაიბადა `გროზნოს ანგელოზი~, რომელიც ხანგრძლივი მტრობის, თავისივე ხალხისგან გარიყული ოჯახების, მშობლებდაკარგული ბავშვებისა და მათი მფარველი ანგელოზის შესახებ მოგვითხრობს.
"გროზნოს ანგელოზში" საიეშტადისთვის დამახასიათებელი გულახდილი თხრობის მანერითა და შემაძრწუნებელი სიცხადითაა ნაჩვენები ორ ხალხს შორის არსებული შუღლი, ჩრდილოკავკასიური ხასიათის თავისებურებები და ჩეჩნების პიროვნული თუ ეროვნული ტრაგედია."


კაი, სტაინბეკი თაგვებზე და ადამიანებზე.
ესეც პატარაა.

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 23:14
B l a c k J a c k
QUOTE
დეტექტივებიც აქვს დაწერილი და ფანტაზია

ესენი არ გვინდა რა mo.gif cry.gif

Posted by: _Pablo_ 6 Nov 2016, 23:15
B l a c k J a c k
QUOTE
ლაივები? biggrin.gif

აზრზე არ ვარ, აქ ახალგაზრდები წერენ ხოლმე ასე და მეც ვცადე.
სად არის 5 ლარი დასაკარგი biggrin.gif

ტყუილად მსჯელობთ. ჩაწყობილია ყველაფერი, მე ვიყო ბეღურა თუ აგვისტოს ნათელი არ წავიკითხო biggrin.gif

უპს, ჯეკ ბეღურა

Posted by: kaatinga 6 Nov 2016, 23:16
ფოლკნერის აგვისტოს ნათელი კი მაქვს მაგრამ არც მიცდია გადაშლა...
ვერ ვკითხულობ ამ მწერალს.

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 23:18
kaatinga
რატომ? მე სული რომ ამომდიოდა მაქვს წაკითხული
და ეს მაინტერესებს ძალიან ეხლა...


Posted by: B l a c k J a c k 6 Nov 2016, 23:18
marimari11
QUOTE
ესენი არ გვინდა რა mo.gif cry.gif

გააჩნია ნაწარმოებს, თორემ ორივე გლიჯავს. ტოლკიენს ან მარტინს რას ერჩი? არ იცოდე ფანტაზიაა, ნამდვილი ისტორიად ჩათვლიდა კაცი biggrin.gif

Pablo_Escobar
QUOTE
აზრზე არ ვარ, აქ ახალგაზრდები წერენ ხოლმე ასე და მეც ვცადე.
სად არის 5 ლარი დასაკარგი biggrin.gif

ეგევ მართალია biggrin.gif

QUOTE
ტყუილად მსჯელობთ. ჩაწყობილია ყველაფერი, მე ვიყო ბეღურა თუ აგვისტოს ნათელი არ წავიკითხო biggrin.gif

იააპ, ტყუილად გაიხარჯა ბიუჯეტის ფული. მაქსიმუმ მეორე ტური და იქაც ჩვენია გამარჯვება biggrin.gif

Posted by: kaatinga 6 Nov 2016, 23:20
marimari11
ხმაური და მძვინვარების დაწყება ვცადე რამდენიმეჯერ ჯიუტად და ვერ ჩავდგი ფეხი

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 23:23
B l a c k J a c k
QUOTE
ტოლკიენს

არ მაინტერესებს
QUOTE
მარტინს

სერიალის ხათრით წავიკითხე ნაწილი მაგრამ არ არის ეგ ის ჟანრი, რომელიც მიმიზიდავსuser.gif
kaatinga
ყველაზე რთულით მოგინდა დაწყება? :დ

Posted by: BELLA-DONNA 6 Nov 2016, 23:24
kaatinga
QUOTE
ხმაური და მძვინვარების დაწყება ვცადე რამდენიმეჯერ ჯიუტად და ვერ ჩავდგი ფეხი

კლუბში წაკითხული გვაქვს ეგ და მგონი მარტო მე წავიკითხე. biggrin.gif

Posted by: kaatinga 6 Nov 2016, 23:28
marimari11
BELLA-DONNA
ძალიან კი აქებენ მაგრამ...
არაა ეგ საჩემო მწერალი
მით უფრო ახლა პერიოდში

Posted by: holden kolpildi 6 Nov 2016, 23:29
მოკლედ მგონი ტყუილად ვიხტუნავე biggrin.gif
მომიწევს ამ წიგნის გამოტოვებაც

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 23:41
გადაწყდა აგვისტოს ნათელი?:დ გავიდე მშვიდად დავიწყო პედრო პარამოს კითხვა?

Posted by: B l a c k J a c k 6 Nov 2016, 23:46
holden kolpildi
QUOTE
მოკლედ მგონი ტყუილად ვიხტუნავე biggrin.gif
მომიწევს ამ წიგნის გამოტოვებაც

შენ რომელი წიგნის წაკითხვა გინდოდა? )))

marimari11
QUOTE
გადაწყდა აგვისტოს ნათელი?:დ გავიდე მშვიდად დავიწყო პედრო პარამოს კითხვა?

სერვანტესის მეოთხე ტომი მაქვს დასამთავრებელი და ჰარი პოტერის ცეცლოვანი თასი. ოღონდ პოტერს დიაგონალზე ვკითხულობ მეტროში biggrin.gif ნეტავი ადრე წამეკითხა, როცა ასაკი იყო შესაბამისი. მაინც კარგია )))))

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 23:47
B l a c k J a c k
ადრე მაქვს 3 ტომი წაკითხული ეხლა რომ მომკლა მაგის გამო დროს ვერ დავკარგავuser.gif


ფოლკნერის აგვისტოს ნათელი.დრო 3 კვირა - 27ნოემბერი საღამოს 9 საათი

kaatinga
არ წაიკითხავ?
Pablo_Escobar
ვინცხა-მაღვალაკი

Posted by: holden kolpildi 6 Nov 2016, 23:49
marimari11
QUOTE
გადაწყდა აგვისტოს ნათელი?:დ გავიდე მშვიდად დავიწყო პედრო პარამოს კითხვა

მე მეგონი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო

B l a c k J a c k
QUOTE
შენ რომელი წიგნის წაკითხვა გინდოდა? )))

ფოლკნერი არ მინდოდა ამ ეტაპზე

სამოსელი
კრისტი
და კინგი მაქვს დასმთავრებელი თან

Posted by: marimari11 6 Nov 2016, 23:50
holden kolpildi
QUOTE
მე მეგონი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო

მეც ეგრე მეგონა მაგრამ არა არჩევნებიო და... user.gif

3 წიგნი ბევრია და პლიუს მეოთხე კლუბის წიგნი ისედაც გაგიჭირდებოდა მგონიspy.gif

Posted by: _Pablo_ 6 Nov 2016, 23:54
QUOTE
არ წაიკითხავ?

ეს შავი ჭირი მოვრჩე ერთი და ისედა ვაპირებდი მაგის მიყოლებას.
წამოგეწევით, არ არის პორბლემა.
ორ კვირაში ბავშვს აკეთებს კაცი და ერთი წიგნი რა გახდა biggrin.gif

Posted by: holden kolpildi 7 Nov 2016, 00:00
marimari11
QUOTE
3 წიგნი ბევრია და პლიუს მეოთხე კლუბის წიგნი ისედაც გაგიჭირდებოდა მგონი

ეს კვირა 1 გვერდიც არ წამიკითხავ რაგაც პრობლემები შემხვდა და არ მქონდა თავი
თორე თავისუფლად ვასწრებდი
უბრალოდ ფოლკნერის განწყობაზე არ ვარ


Posted by: kaatinga 7 Nov 2016, 00:04
marimari11
სხვა გზა არ დამიტოვეთ და, ნუ, ვცდი მაინც.

პ.ს. 3 კვირა ძვირია.

2-იც ეყოფა წესით

Posted by: B l a c k J a c k 7 Nov 2016, 00:07
marimari11
QUOTE
ადრე მაქვს 3 ტომი წაკითხული ეხლა რომ მომკლა მაგის გამო დროს ვერ დავკარგავuser.gif

ეგეც არის ))))

holden kolpildi
QUOTE
ფოლკნერი არ მინდოდა ამ ეტაპზე

სამოსელი
კრისტი
და კინგი მაქვს დასმთავრებელი თან

მასე მაქვს მეც რამდენიმე წიგნი biggrin.gif

Pablo_Escobar
QUOTE
ეს შავი ჭირი მოვრჩე

ალბერ კამიუ?

QUOTE
ორ კვირაში ბავშვს აკეთებს კაცი და ერთი წიგნი რა გახდა biggrin.gif

ძირითადად ეგრეა biggrin.gif

Posted by: Mazarin 7 Nov 2016, 01:35
ვა ვა ფოლკნერი კაია, ვინ წარადგინა?

Posted by: _Pablo_ 7 Nov 2016, 01:39
QUOTE
ვა ვა ფოლკნერი კაია, ვინ წარადგინა?

QUOTE
ვინ წარადგინა?

QUOTE
ვინ წარადგინა?

QUOTE
ვინ წარადგინა?

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

B l a c k J a c k
QUOTE
ალბერ კამიუ?

იეს

Posted by: Adur 7 Nov 2016, 01:40
უი იყო უკვე არჩევნები?
მაშ ფოლკნერი :3
კარგია ფოლკნერი, მაგრამ ამდენი უკვე წაკითხული წიგნის თავიდან გადაკითხვა მეზარება და ამ წრესაც გამვტოვებ
განხილვებში შემოგიერთდებით ხოლმე

Posted by: marimari11 7 Nov 2016, 01:44
Mazarin
მე :დ რამდენი ხანია აღარ წაგიკითხავს ჩვენთან ერთსდ წიგნი ? sad.gif რა არის ეხლა ეს?მოგწონს შენი საქციელი? იქნებ წაიკითხო თან 3 კვირა გვაქვს დრო
Adur
ასე იძახი სულ :დ არ ხარ შენ სიტყვიდ კაცი.აგვისტოს ნათელი როდის წაიკითხე? ეგრე კარგად გახსოვს და ეგრე კარგად გაიგე გადაკითხვა რომ არ გინდა?

Posted by: Adur 7 Nov 2016, 01:52
marimari11

გადაკითხვა კაია, მაგრამ რამე ახალი წიგნის წაკითხვაც მინდა :დდდ

კაი ჰო,
ვიპოვი მაგ წიგნს და ნელ-ნელა გამოგყვებით user.gif

მაგრამ თუ გინდათ ვინმეს გათხოვებთ და მე არ წავიკითხავ jump.gif

პ.ს. მიყვარს ფოლკნერი up.gif

Posted by: Mazarin 7 Nov 2016, 02:44
Pablo_Escobar
რა გაცინებს

marimari11
აჩევნებს ვერ ვასწრებ თორე ვკითხულობ გენაცვალე
ეხა მოვრჩები სამოსელს და დავიწყებ მაგასც

2kiss.gif

Posted by: BELLA-DONNA 7 Nov 2016, 09:45
kaatinga
QUOTE
არაა ეგ საჩემო მწერალი

სამსგიეროდ საჩემოა, ყველა პერიოდში. love.gif
holden kolpildi
QUOTE
მოკლედ მგონი ტყუილად ვიხტუნავე
მომიწევს ამ წიგნის გამოტოვებაც

რატო? ისე მეც ბევრი ვიხტუნავე, მაგრამ რისი წამკითხავი ვარ ჩემი გრაფიკის გადამკიდე, არ ვიცი. biggrin.gif

Posted by: holden kolpildi 7 Nov 2016, 14:42
BELLA-DONNA
QUOTE
რატო? ისე მეც ბევრი ვიხტუნავე, მაგრამ რისი წამკითხავი ვარ ჩემი გრაფიკის გადამკიდე, არ ვიცი.

ფოლკნერს ვერ წავიკითხავ ახლა არადა არ მინდოდა კიდევ ერთი წიგნის ჩაგდება

Posted by: Heart_of_Darkness 7 Nov 2016, 23:28
გამარჯობა,

ახალი ვარ ფორუმზე. მგონი, ჩემთვის საინტერესო განყოფილებაში მოვხვდი.
ჯერ მხოლოდ ის გავიგე რომ ფოლკნერს კითხულობთ.
ჰოდა, კლუბში გაწევრიანებისთივს რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
უნდა ვიყო ,,უხვი, მდაბალი, ღვთისაგან სვიანი"თუ უბრალოდ წიგნების მოყვარული?
givi.gif

Posted by: kaatinga 8 Nov 2016, 00:07
Heart_of_Darkness
QUOTE
ჰოდა, კლუბში გაწევრიანებისთივს რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

CV და 3X4 ფოტო გაუგზავნე holden kolpildi <<< ამ ბიჭს პმ-ში.

Posted by: holden kolpildi 8 Nov 2016, 00:42
Heart_of_Darkness
პირცველ რიგში პრაიმ პოსტს გაეცანი
და არჩეული წიგნი წაიკითხე განსაზღვრულ დროში სასურველია წიგნის განხილვაშიც მიიღო მონაწილეობა

kaatinga
QUOTE
CV და 3X4 ფოტო გაუგზავნე holden kolpildi <<< ამ ბიჭს პმ-ში.

ხვალ 2 საათზეა დაბარებული ტესტირებაზე

Posted by: kaatinga 8 Nov 2016, 00:48
holden kolpildi
QUOTE
ხვალ 2 საათზეა დაბარებული ტესტირებაზე

ვა, ფეისკონტროლი გაიარა?


Posted by: holden kolpildi 8 Nov 2016, 00:52
kaatinga
საინტეტესო სივი აქვს

Posted by: kaatinga 8 Nov 2016, 00:58
holden kolpildi.
გაასაჯაროვე.

Posted by: holden kolpildi 8 Nov 2016, 01:02
kaatinga
კონფიდენციალურია
ვაოფებთ


თან მეძინება

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 8 Nov 2016, 11:18
აბა, უკვე გადაწყვეტილია, ვკითხულობთ ფოლკნერს? user.gif
ერთი კითხვა მაქვს, ალბათ ადრეც დაუსვამთ - "კლუბში" კითხვის უპირატესობა რა არის?
თითქმის ყველა მწერალს ცალკე თემა აქვს გახსნილი და მსჯელობა იქაც შეიძლება. თუ ბევრნი ერთდროულად რომ კითხულობთ, დამატებითი მოტივაციაა?

Posted by: marimari11 8 Nov 2016, 11:21
ვინცხა-მაღვალაკი
კი გადაწყდა 27ნოემბერს ვამთავრებთ.
ხო დამატებითი მოტივაციაა:დ თან ეს უფრი აქტიური თემაა

ერთი წელი ხდება უკვე რაც აქ ვპოსტავ

Posted by: Heart_of_Darkness 8 Nov 2016, 14:14
kaatinga

აქაც სივია საჭირო?
თან ცუდი პრაქტიკაა ჩემთვის, სადაც რეზიუმეს ვაგზავნი, რომ მირეკავენ, ძირითადად, არ მივდივარ.
დღესაც, ერთ ოფისში ვარ დაბარებული და წასვლის ნაცვლად, ფორუმზე შემოვედი. ეჰ.


holden kolpildi

მადლობა ინფოსთვის.
უკვე, გადმოვიღე თაროდან ჩემი ფოლკნერი.

კაი, სივი მაქვს, არადა. fig.gif

Posted by: holden kolpildi 8 Nov 2016, 15:02
Heart_of_Darkness
QUOTE
მადლობა ინფოსთვის.

არაფრის
კაატინგა ხუმრობს

Posted by: marimari11 8 Nov 2016, 18:01
რაღაც ბევრი შევიკრიბეთ ფოლკნერზეlove.gif
იმედია ყველა წაიკითხავს და დაწერს აზრს.
დაიწყეთ ვინმემ?
მე დავიწყებ შაბათ-კვირას ალბათ ჯერ სხვა მაქვს დასამთავრებელი

Posted by: B l a c k J a c k 8 Nov 2016, 18:22
marimari11
QUOTE
დაიწყეთ ვინმემ?

კი. აგურ-აგურ ალაგებს. მოკირწყლული გზაა )))))))
70 გვერდი წავიკითხე . ყველაფრის ჩატევას ასწრებს: ადამაინები, რელიგია, კაცი-ქალი. სამხრეთ შტატში ხდება ამბები და ჯერჯერობით ყველა პერსონაჟი გაუბედურებულია და მერე ვნახოთ )))))

Posted by: Universe 10 Nov 2016, 13:39
აგირჩევიათ
დავიწყე და უინტერესოდ მივყვები ჯერ...

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 10 Nov 2016, 22:46
ქართულ ენაზე თარგმანს თუ კითხულობთ, რომელ გამოცემას?
არტანუჯის რამდენიმე გვერდი ვნახე და რაღაც ფრაზები უკვე გამოტოვებულია, აზრი იკარგება.
თუ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ქართულ გამომცემლობებში?

Posted by: marimari11 10 Nov 2016, 23:33
თუ გინდათ პდფ ს დავდებ
........

Posted by: Universe 11 Nov 2016, 11:10
marimari11
QUOTE
პდფ

დასაკანერებული?

ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
რაღაც ფრაზები უკვე გამოტოვებულია

რომელი ფრაზები? შეადარე ორიგინალს?

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 11 Nov 2016, 11:50
Universe

QUOTE
რომელი ფრაზები? შეადარე ორიგინალს?


შედარება არც ჭირდება, ტექსტიდან თავად მიხვდები.
მაგალითად, სარდინის ყიდვას რომ აპირებს, ეს გამოტოვებულია: Aint got nothing except shoeblacking. I dont reckon you want that. Not to eat, noway.
დიდი არაფერია, მაგრამ როცა წიგნის წაკითხვას სადმე სიმყუდროვეში, ბუნებაში აპირებ, მაინც არაკომფორტულია, ფიქრობ, ვინ იცის, კიდევ რამდენი წინადადება გამოუტოვებიათო.

Posted by: Universe 11 Nov 2016, 12:15
ვინცხა-მაღვალაკი
http://radikal.ru
?

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 11 Nov 2016, 12:37
Universe

კიი ეგ მონაკვეთია და შენთან არ არის გამოტოვებული, გმადლობ.
არა უშავს, რამეს თუ ვერ გავიგებ, გადავამოწმებ ხოლმე.

Posted by: marimari11 11 Nov 2016, 12:38
Universe
კიი ეგ მაქვს მეც. პატარა გვერდებია
ანუ აკლია რაღაცეები? sad.gif

Posted by: Universe 11 Nov 2016, 13:27
ვინცხა-მაღვალაკი
კომპიუტერში წაიკითხე, თუ მოგეხერხება...

marimari11
ეს სხვა გამომცემლობაა...
QUOTE
პატარა გვერდებია

ხო, ვერ წავიკითხე მე მანდედან.

Posted by: marimari11 11 Nov 2016, 15:49
Universe
მე ეს ვერსია მაქვს შენ რამე სხვა გაქვს?
https://lookaside.fbsbx.com/file/235220111-%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%99%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98.pdf?token=AWxr_4KMiC5qQRi7dTIsboJkwBWfhBQMB1jQjJSLtxSpRHTvQFK6c5JL-dpQCqutuDr51YHd0PlTC0JnaDhayITWuulEtI-DRNuFb7kbma87LjG24GGDGlrzekDgmm0CXfxk7XL3mYxi_0viI9AjhuNr

Posted by: Universe 11 Nov 2016, 16:16
marimari11
ვერ ვნახე, მაგრამ სავარაუდოთ იგივე იქნება. გამომცემლობა: საქართველოს მაცნე; თარგმანი: ჭილაძე ზაზა


Posted by: რრედ 11 Nov 2016, 23:10
შემოგიერთდებით მეც.
როდის ასრულებთ? 3 კვირაში?

Posted by: kaatinga 11 Nov 2016, 23:53
რრედ
2

რა მაინტერესებს იცით, პირველი გვერდიდანვე ჩამითრევს?
თორე გადაშლა კი მეზარება biggrin.gif

Posted by: marimari11 12 Nov 2016, 00:11
kaatinga
ხვალ ვიწყებ და გეტყვი givi.gif
წაიკითხე რა user.gif

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 20 Nov 2016, 12:24
რა შეუმჩნევლად გასულა დრო user.gif ასწრებთ წაკითხვას?

Posted by: B l a c k J a c k 20 Nov 2016, 13:02
ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
რა შეუმჩნევლად გასულა დრო user.gif ასწრებთ წაკითხვას?

ვამთავრებ biggrin.gif საწყალი ქრისთმასი ((( დანარჩენს დავწერ მერე

Posted by: Universe 20 Nov 2016, 20:50
დღესაა არჩევნები? ჩამოვრჩი თემას

Posted by: Adur 21 Nov 2016, 00:41
მარიამმა მიგვატოვა და გავიყინეთ? sad.gif

Posted by: B l a c k J a c k 21 Nov 2016, 02:02
Universe
QUOTE
დღესაა არჩევნები? ჩამოვრჩი თემას

27-ში . ნაჩქარევად თუ გვინდა: პარლამენტი, იმპიჩმენტი, პრეზიდენტი და სხვა რთული მექანიზმები ჩავრთოთ biggrin.gif

Posted by: Universe 25 Nov 2016, 04:14
B l a c k J a c k
QUOTE
ნაჩქარევად თუ გვინდა

smile.gif) დროულადაც ვერ ვამთავრებ.

Posted by: B l a c k J a c k 26 Nov 2016, 20:48
Universe
QUOTE

smile.gif) დროულადაც ვერ ვამთავრებ.

ხო მძიმე საკითხავია ))) თან მარტო დასტუკება და დამთავრება ხომ არ არის. ცოტა გვემსჯელა მაინც. კი ათასჯერ გადაღეჭილი თემებია, მაგრამ ერთი-ორი-სამი მომენტი ძალიან მაგრად იყო დასმული. დასწყევლოს ეშმაკმა ადამიანები - ტიპი თეთრკანიანია და ზანგად მოიხსნიებენ. ან დამრიგებელი - ბავშვის ზანგობა მერე გაახსენდა მრუშობას რომ შეესწრო შემთხვევით. მგონი ერთადერთი ნაწარმოებია სადაც ტყვიამფრქვევით შევარდებოდა კაცი და ყველას გადაცხრილავდა biggrin.gif
მე ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა რომ ფოლკნერი მკითხველზე კაიფობს. აღწერა სიუჟეტი , აზრი, ჭადრაკის დაფა განალაგა და ისე ითამაშა შეცდომა არ დაუშვია. მთელი ნაწარმოების დროს თვალს გადევნებს ასე მგონია. აი მაგარია რა.

Posted by: Universe 27 Nov 2016, 00:22
B l a c k J a c k
ცუდს როცა დაუნახავენ მერე უნდებათ მათი "ცუდის" პოვნაც...

საკითხავად, ისე შევყევი, როგორი დაწყებაც, ანუ პეიზაჟიც ჰქონდა - მძიმედ, გაწელილად.
QUOTE
მარტო დასტუკება და დამთავრება ხომ არ არის.

არ არის...

მაღვალაკიც კითხულობდა, დაწერს ალბათ თავის მოსაზრებებს. მე არ ვიცი, ხვალ, შეიძლება ზეგ დავამთავრო(განწყობის მიხედვით).

Posted by: B l a c k J a c k 27 Nov 2016, 01:08
Universe
QUOTE
ცუდს როცა დაუნახავენ მერე უნდებათ მათი "ცუდის" პოვნაც...

ცუდს რომ ეძებენ თავიდან, იმიტომ პოულობენ მერე ცუდსაც. ზანგები იმიტომ არ არიან ზანგები რომ შავები არიან, აი ზანგები რომ არიან იმიტომ არიან შავები biggrin.gif პ.ს ძირს რასიზმი.
QUOTE
საკითხავად, ისე შევყევი, როგორი დაწყებაც, ანუ პეიზაჟიც ჰქონდა - მძიმედ, გაწელილად.

აგვისტოში ჰამაკში ჩაწოლილი ვუყურებდი ფოთლებს. აი არაფერი იძვრის. დღე უსასრულოდ მიიზლაზნება და კაშკაშა სინათლე რჩება. 2-3 საათისკენ სადღაც: გაჯერებული შუქია. დანარჩენი ზლაზნია დღე. ზუსტად აქვს გაწერილი რა biggrin.gif და ქრისთმასის ცხოვრება და რაც თავს გადახდა გაელვებად დასმული. კაი დანარჩენი მერე . გადავედი სტეინბეკზე. მიყოლებით მინდა წავიკითხო და შევადარო. მე ჯონი მირჩევნია, მაგრამ განსხვავება რაშია ამ ორ მწერალს შორის მაინტერესებს მაინც. ფოლკნერი უდაოდ აქედანვე საუკეთესოდ წერს. ალბათ ჯოისი თუ წერს უფრო დახვეწილად, მაგრამ გრდემლს ვგონებ სტეინბეკი უფრო ურახუნებს(იმჰო). რეავიცი, რეავიცი biggrin.gif

Posted by: marimarita 27 Nov 2016, 03:16
გამარჯობათ ბავშვებო, რამდენი ხანია არაფერი არ წამიკითხავს sad.gif
მგონი დაამთავრეთ ბოლო წიგნი და ახლის შემოთავაზებას აპირებთ, მეც მინდა შემოგიერთდეთ, ვეცდები გამოვნახო დრო და წავკითხო თქვენთან ერთად smile.gif

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 27 Nov 2016, 18:26
ბოდიშს ვიხდი, ვერ ვასწრებ, მხოლოდ ხვალ დილისთვის მოვახერხებ ბოლომდე წაკითხვას.
ისეთი წიგნია, რომც მოინდომო, სწრაფად ვერ წაიკითხავ.

Posted by: Adur 27 Nov 2016, 18:58
QUOTE
ტყვიამფრქვევით შევარდებოდა კაცი და ყველას გადაცხრილავდა


ჭეშმარიტად :დ
მეც ეგ სურვილი მქონდა




არ ირჩევთ ახალ წიგნს?

Posted by: Universe 28 Nov 2016, 03:08
marimarita
მოდი, გავიხარდება smile.gif :*

B l a c k J a c k
რა აირჩიე? user.gif


Posted by: marimarita 28 Nov 2016, 07:23
Universe
მადლობ 2kiss.gif
გელოდებით user.gif

Posted by: B l a c k J a c k 28 Nov 2016, 11:17
ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
ისეთი წიგნია, რომც მოინდომო, სწრაფად ვერ წაიკითხავ.

წყლით გაპიპინებული გობია: ისე უნდა მიხვიდე ფინიშის ხაზთან, რომ არ დაგეღვაროს biggrin.gif

marimarita
QUOTE
ვეცდები გამოვნახო დრო და წავკითხო თქვენთან ერთად smile.gif

ჯოინ ზე დარქ საიდ biggrin.gif

Adur
QUOTE
ჭეშმარიტად :დ
მეც ეგ სურვილი მქონდა

+1

Universe
QUOTE
რა აირჩიე?

მე კი ავირჩევ , მაგრამ მარტო წიგნებს ისედაც ვკითხულობდი biggrin.gif აზრის გაცვლა-გამოცვლას აქვს აზრი. ასე რომ ჩემი ჰემისფეროებით ჯობია მოვიცადოთ. დანარჩენებიც წაიკითხავენ და კვირას მოვაწყოთ არჩევნები. წესები არ ვიცი , მაგრამ ამას ქადაგებს პარტია და თომას ჯეფერსონიც ამასვე ამბობდა biggrin.gif


Posted by: თოვლი_ 28 Nov 2016, 11:29
ეგზიტპოლები არ იქნება დაახლოებით მაინც რომ გავიგო რა იქნება შემდეგი წიგნი? bis.gif

Posted by: marimarita 28 Nov 2016, 11:45
B l a c k J a c k
QUOTE
ჯოინ ზე დარქ საიდ

სიამოვნებით )))

Posted by: Universe 28 Nov 2016, 15:37
B l a c k J a c k
ვიხუმრე user.gif

Posted by: Alisaka 28 Nov 2016, 15:56
გუშინ აირჩიეთ რამე?
თუ კი-რა?
........

Posted by: BELLA-DONNA 28 Nov 2016, 19:40
რა ქენით ხალხო, სულ დაიკიდეთ კლუბი? biggrin.gif

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 28 Nov 2016, 22:01
B l a c k J a c k

QUOTE
წყლით გაპიპინებული გობია: ისე უნდა მიხვიდე ფინიშის ხაზთან, რომ არ დაგეღვაროს


შემიძლია ვთქვა, რომ ვერ გავიგე, განსაკუთრებით ჰაითაუერის ტრაგედია. ზოგი აბზაცი და და წინადადება ისეა აწყობილი, რამდენიმეჯერ უნდა წაიკითხო, აზრი ცოტა მაინც რომ გაითავისო.
შეიძლება, ამავე ან სხვა მწერლის ნაწარმოებებს უნდა გავცნობოდი ჯერ, უკეთესად რომ გამეგო (აკი დაწერეს კიდეც გაფრთხილება).
რა მისწრაფება ჰქონდა, რატომ ასხამდა ხოტბას ბაბუის საქციელს? მეოცე თავში ისეა აღწერილი, რომ სინამდვილეში წამებულის (წმინდანის) როლში ყოფნა სურდა და არა ქადაგება.

არც ცუდს და არც კარგს ადვილად არ ივიწყებენ, რათა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ პატიების გემოო - აქ რა იგულისხმება, გვსიამოვნებს, როცა პატიებას გვთხოვენ, ან როცა ვპატიობთ?

Posted by: B l a c k J a c k 28 Nov 2016, 23:20
ვინცხა-მაღვალაკი
როგორც მე გავიგე (იმჰო) :დ
ჰაითაუერი იყო მღვდელი. სინამდვილეში ადამიანი რომელიც გაურბოდა ყველაფერს. იდეაში მას შეეძლო სიკეთის გაკეთება , მაგრამ მთელი ცხოვრება თითი არ გაუნძრევია. ტიპაჟია ადამიანის მასეთი. აი ეზოში წყალი რომ მოდის და იტბორება ყველაფერი და ეს ონკანს რომ არ კეტავს დაახლოებით მასეთი. მთელი ნუგბარი იმაში მდგოამრეობს, რომ მთელი ნაწარმეობის გაყოლებაზე გგონია რომ ჰაითაუერი გადარჩა. ერთხელ მიიღო მისაღები ისიც იდეაში ცოლის გამო და ახლა წყნარად იქნება. ჰაითაუერსაც მასე გონია. მწერალიც გვამზადებს მაგისთვის და უცებ ბუმ - შეუნგრიეს კარები ჰაითაუერსაც და გაყურსული რომ იყო მთელი ცხოვრება, რეალური საქმის კეტების ნაცვლად ბაბუა რომ ყავდა გაფეტიშებული, ცხოვრებამ ძმრად ადინა. მაგის სახლში მოკლეს ქრისთმასი. ბაბუამისმა შეძლო ის რასაც თვითონ ვერ აკეთებდა. იომა და თავი გაწირა რარაცისთვის მაინც. ეს კიდევ: ეკლესიას ჩამომაშორეს, აქ არ ჩავერევი, ახლა მაინც დამანებონ თავი და ა.შ. ცოდოა როგორც გმირი, მაგრამ . . . . ფოლკნერს იმდენად ლოგიკურად უწერია, აი შეუძლია ჰაითაუერზე ეგრევე მოგიყვეს, მაგრამ მოამწიფა სიტუაცია და რომ გგონია რომ ეს ამინც გადარჩა აი მანდ გახეთქა ფურუნკული.


QUOTE
არც ცუდს და არც კარგს ადვილად არ ივიწყებენ, რათა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ პატიების გემოო - აქ რა იგულისხმება, გვსიამოვნებს, როცა პატიებას გვთხოვენ, ან როცა ვპატიობთ?

აბსურდული უპირატესობის, კოზირის მოპოვება. პატიობ იმისთვის რომ აპატიო. დამახსოვრება მიუღებელია-დომინოს ხომ არ ვთამაშობთ? biggrin.gif
ჰაითაუერს და მის მეუღლესაც ვითომ აპატიეს და სინამდვილეში არც არაფერი აპატიეს. საოცარი მომენტია: ყველამ ყველაფერი იცის, ყველა ყველაფერს ხედავს და მაინც იმას აკეტებენ რაც არ უნდა გააკეთონ. როგორ ანადგურებს საზოგადოება პიროვნებას მაგაზეა აქცენტი გაკეთებული. ვითომ მიიღეს ქრისთმასიც , მაგრამ რომ დასჭირდათ ზანგობა კარგად გაუხსენეს თეთრკანიანს.

მანდ არის აკრგი მომენტი კიდევ: ჰაითაუერმა ზანგი ქალი რომ ამშობიარა და ეგრევე რომ შეტენეს: ზანგებთან დადისო. არა კი არავის ჯეროდა, მაგრამ მაინც . . . .
ჯოანა ბარდენი ქალქას სულ წიხლზე ეკიდა, მაგრამ როდესაც მოკლეს, გრიმისნაირი უკანასკნელი ვიგინდარაც კი გამოძვრა სოროდან რომ "მართლსმაჯულება" აღესრულებინა. საშინელი უიმედობის შეგრძნება დატოვა წიგნმა. ვერაფერს ვერ შეცვლი თითქოს. ქრისთმასიც განწირული იყო. იმდენი ბოროტება ჩაუდეს გულში და რისთვის? ბავშვმა რა დააშავა? ნაწარმოების ბოლოს კი ლენა გრუვს ბავშვი შეეძინა: აი თავსატეხი. ახალი ქრისთმასი ხომ არ გაიზრდება მაგ ბავშვისგან ან უარესი?

Universe
QUOTE
ვიხუმრე user.gif

ოუკეი biggrin.gif

marimarita
QUOTE
სიამოვნებით )))

გუთენ გუთენ smile.gif))

Alisaka
QUOTE
გუშინ აირჩიეთ რამე?
თუ კი-რა?

ტრამპი ამერიკის პრეზიდენტად biggrin.gif

BELLA-DONNA
QUOTE
რა ქენით ხალხო, სულ დაიკიდეთ კლუბი? biggrin.gif

ჩვენ ესე იგი .... არ ვიცი როგორ გითხრათ მადამ . . . . ანუ ჩვენ მაშასადამე . . . მმმმმმმმმმმ....... აი ის . . . ..... .. მოკლედ . . . . . . ..
ნუ ხომ მიმიხვდით . . . . . .. კხმ . . . . ესე იგი . . . .. მოგახსენებთ ახლავე . . . . . . საქმე რაშია . . ..
პ.ს :დ

Posted by: Adur 28 Nov 2016, 23:27
აბაა ვინ კითხულობდით?
ვინ არ წაიკითხა?
ვინ ახალია?

წიგნები დაასახელეთ jump.gif
ახალი წიგნი მაქვს დასაწყები მეჩქარება :დ

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 29 Nov 2016, 00:45
B l a c k J a c k

გმადლობ, აი, ახლა, დალაგდა ყველაფერი up.gif

Posted by: BELLA-DONNA 29 Nov 2016, 10:31
B l a c k J a c k
კაი. biggrin.gif

Posted by: B l a c k J a c k 29 Nov 2016, 12:49
ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
გმადლობ, აი, ახლა, დალაგდა ყველაფერი up.gif

უფ არაფრის :დ ეგ ჩემი აზრია მხოლოდ, შენ შეიძლება შენი გქონდეს და სხვანაირად უყურებ მაგ მოვლენებს და რამე უფრო საინტერესოსაც ხედავ ))) ხელახლა გადაიკითხავდა კაცი მაგრამ ძალიან დიდი ნაწარმოებია :დ

BELLA-DONNA
QUOTE
კაი. biggrin.gif

chest.gif givi.gif

Posted by: marimarita 30 Nov 2016, 23:02
ჯერ არ დადებულა წიგნი?
ვერ შეარჩიეთ? smile.gif

Posted by: B l a c k J a c k 1 Dec 2016, 22:26
marimarita
QUOTE
ჯერ არ დადებულა წიგნი?
ვერ შეარჩიეთ? smile.gif

ვერა.
პ.ს :დ

Posted by: Universe 4 Dec 2016, 20:38
B l a c k J a c k
QUOTE
ხელახლა გადაიკითხავდა კაცი

+1
შთაბეჭდილება დამრჩა რომ მკითხველი არც ახსოვს რაა ვინაა, თავისთვის წერს. მისი სხვა ნაწარმოებების გადაკითხვა მომინდა.

რამდენი მოგვიგონია მაინც.....


რას წაიკითხავდით შემდეგზე?

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 4 Dec 2016, 20:59
ფაფუ კლუბი? user.gif . .

Posted by: Universe 4 Dec 2016, 21:16
ყოფის აუტანელ სიმსუბუქეს წავიკითხავდი, ანუ წარვადგენ. დაწუნება კი მოვისმინე,მაგრამ მაინც მგონია საინტერესო იქნება და დამწუნებელი ცდება.

Posted by: B l a c k J a c k 4 Dec 2016, 21:41
Universe
QUOTE
რას წაიკითხავდით შემდეგზე?


რამე შედარებით მსუბუქს ან ფანტასტიკაც შეიძლება. გადვხედავ და დავწერ რამეს ერთ საათში :დ
მაგრამ ამრტო ჩვენ ვართ? :დ

ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
ფაფუ კლუბი? user.gif . .

კლუბი უკვდავია :დ

Posted by: marimarita 4 Dec 2016, 22:24
B l a c k J a c k
QUOTE
რამე შედარებით მსუბუქს ან ფანტასტიკაც შეიძლება. გადვხედავ და დავწერ რამეს ერთ საათში :დ
მაგრამ ამრტო ჩვენ ვართ? :დ

რამე ახალს წავიკითხავდი, მაგრამ არ ვიცი რას...
ფანტასტიკები არ მიზიდავს რაღაცნაირად ))
თუმცა დაგელოდებით რას შეარჩევთ ))

Posted by: B l a c k J a c k 4 Dec 2016, 22:40
marimarita
QUOTE
თუმცა დაგელოდებით რას შეარჩევთ ))

შეგიძლია დაასახელო წიგნი )))) ახალი ხარ და რამე საინტერესო იქნება დარწმუნებული ვარ )))
ჩემგან: სტაინბეკი-თაგვები, ადამიანები და ა.შ :დ


ის ანიბოდი ჰომე? ანიბოდი? cry.gif cry.gif

Posted by: B l a c k J a c k 4 Dec 2016, 23:51
მაშინ ყველამ ის წავიკითხოთ რაც მოგვესურვება და შემდეგ კვირას დაველოდოთ :დ
ქოფირაითი პაბლოს ეკუთვნისო როგორც გავიგე biggrin.gif
ეძღვნება აგვისტოს ნაათელს, რომელსაც წირვას მალე გამოვუყვანთ იმედია biggrin.gif

Posted by: Universe 5 Dec 2016, 00:08
B l a c k J a c k
QUOTE
სტაინბეკი-თაგვები, ადამიანები

იყოს ეგ. რამდენიმე საათი უნდა სულ და ვისაც ექნება სურვილი 1 კვირაში როგორმე დროსაც გამონახავს და განწყობასაც.

Posted by: B l a c k J a c k 5 Dec 2016, 00:14
Universe
QUOTE
იყოს ეგ. რამდენიმე საათი უნდა სულ და ვისაც ექნება სურვილი 1 კვირაში როგორმე დროსაც გამონახავს და გ

ოკოკ :*

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 5 Dec 2016, 00:25
QUOTE
სტაინბეკი - თაგვები, ადამიანები


QUOTE
იყოს ეგ. რამდენიმე საათი უნდა სულ და ვისაც ექნება სურვილი, 1 კვირაში როგორმე დროსაც გამონახავს და განწყობასაც.


კარგი, მეც წავიკითხავ.

Posted by: fasko 5 Dec 2016, 17:12

user posted image

Posted by: marimarita 6 Dec 2016, 02:02
B l a c k J a c k
QUOTE
შეგიძლია დაასახელო წიგნი )))) ახალი ხარ და რამე საინტერესო იქნება დარწმუნებული ვარ )))
ჩემგან: სტაინბეკი-თაგვები, ადამიანები და ა.შ :დ

შეგირჩევიათ უკვე smile.gif
ძალიან კარგი, ხვალ შევიძენ წიგნს და მეც წავიკითხავ..
QUOTE
სტაინბეკი-თაგვები, ადამიანები

up.gif

Posted by: B l a c k J a c k 8 Dec 2016, 04:02
marimarita
QUOTE
ძალიან კარგი, ხვალ შევიძენ წიგნს და მეც წავიკითხავ.

ოკოკ, კარგი ნაწარმოებია )))))

fasko
ვამთავრებ და ფილმსაც ვუყურებ "ჯანდაბას" :დ

Posted by: B l a c k J a c k 10 Dec 2016, 04:26
წავიკითხე. აი ცხოვრების ტატატატა რა. აკეთებ ყველაფერს სწორად, კარგი გინდა და მაინც უკუღმართად გამოდის. შემეცოდა ჯორჯიც და ლენიც.
ფილმს ვუყურე. ემოციურობით ფილმი ჯობია.

Posted by: B l a c k J a c k 11 Dec 2016, 19:26
მე გავდივარ 9ის მერე და ვეცდები შემოვიდე პერიოდულად. ჩემგან პერსეპოლისი.

Posted by: Universe 11 Dec 2016, 23:51
დამაგვიანდა fingal.gif

QUOTE
ფილმს ვუყურე. ემოციურობით ფილმი ჯობია.

რა ვიცი... ფილმი დიდად არ მომეწონა, თუ შევადარებთ. შეიძლება შეუსაბამო ხასიათზე ვუყუერე.

Posted by: B l a c k J a c k 12 Dec 2016, 18:01
Universe
QUOTE
დამაგვიანდა fingal.gif

არაუშავს ))

QUOTE
რა ვიცი... ფილმი დიდად არ მომეწონა, თუ შევადარებთ. შეიძლება შეუსაბამო ხასიათზე ვუყუერე.

ჯორჯი არის გენიალურად დასმული. დანარჩენი-მეტს ნაწარმოებიდან ფილმისთვის ვერ გამოადნობ

Posted by: marimarita 15 Dec 2016, 22:35
დამაგვიანდა...
მაგრამ დღეს წავიკითხე ერთი ამოსუნთქვით...
ვიცოდი როგორც დამთავრდებოდა ფილმი ნანახი მაქვს, მაგრამ მაინც ვიტირე sad.gif(
ფილმს წიგნი მირჩევნია, უფრო დაგაფიქრებს ((
ოცნებები რეალურად არ სრულდება, მაგრამ იმედს გვაძლევს და გვაბედნიერებს...
იქნებ იმდენად დავიჯეროთ რომ ასრულდეს კიდეც...

Posted by: Universe 16 Dec 2016, 03:50
მგონი მაგ ოცნებებს დაუდევრობით, ჩვენივე ხელით ვკლავთ.

Posted by: B l a c k J a c k 18 Dec 2016, 17:15
marimarita
Universe
QUOTE
მგონი მაგ ოცნებებს დაუდევრობით, ჩვენივე ხელით ვკლავთ.

ეჰ რაღა დაუდევრობით (((

დღეს არჩევნებია, მე ტრამპს მივეცი ხმა :დ

Posted by: Universe 18 Dec 2016, 21:50
B l a c k J a c k
ჩაიშალა ეს არჩევნებიც smile.gif)


Posted by: marimarita 18 Dec 2016, 22:20
B l a c k J a c k
QUOTE
დღეს არჩევნებია, მე ტრამპს მივეცი ხმა :დ

რატომ ტრამპს? მე პერსეპოლისი მომეწონა smile.gif

Universe
QUOTE
ჩაიშალა ეს არჩევნებიც )

არ ჩავშალოთ, ჩვენი ნება არაა? smile.gif

Posted by: B l a c k J a c k 18 Dec 2016, 23:28
Universe
QUOTE
ჩაიშალა ეს არჩევნებიც smile.gif)

ჰო, ნუ რა ვუყოთ biggrin.gif

marimarita
QUOTE
რატომ ტრამპს? მე პერსეპოლისი მომეწონა smile.gif

მეც )))))

ყველა თავისთვის ვკითხულობთ? :დ

Posted by: marimarita 18 Dec 2016, 23:34
B l a c k J a c k
QUOTE
ყველა თავისთვის ვკითხულობთ? :დ

თავისთვის როგორ?
თუ გინდა ერთად ჩამოვსხდეთ და წავიკითხოთ )))))
აბა ვინ ხართ გამოდით )))))))

Posted by: B l a c k J a c k 18 Dec 2016, 23:49
marimarita
QUOTE
თავისთვის როგორ?
თუ გინდა ერთად ჩამოვსხდეთ და წავიკითხოთ )))))
აბა ვინ ხართ გამოდით )))))))

წიგნი რომ დაასახელო, დანარჩენები ვერ გვეწევიან. ასე რომ აზრი აქვს დასახელებას?
კაი მიდი სჭექე და ვნახოთ რა იქნება :დ

Posted by: marimarita 19 Dec 2016, 02:02
B l a c k J a c k
QUOTE
წიგნი რომ დაასახელო, დანარჩენები ვერ გვეწევიან. ასე რომ აზრი აქვს დასახელებას?

ხო, რავიცი არავინ პოსტავს თემაში, ცუდ ფეხზე შემოვედი? :/
QUOTE
კაი მიდი სჭექე და ვნახოთ რა იქნება :დ

შენ ხომ უკვე სჭექე პერსეპოლისი smile.gif

Posted by: B l a c k J a c k 19 Dec 2016, 02:14
marimarita
QUOTE
ხო, რავიცი არავინ პოსტავს თემაში, ცუდ ფეხზე შემოვედი? :/

არა რა ცუდი ფეხით biggrin.gif

QUOTE
შენ ხომ უკვე სჭექე პერსეპოლისი smile.gif

კი ბატონო იყოს პერსეპოლისი , უბრალოდ ეგ ერთი კვირის წინ იყო. კაი მაშინ შემდეგ კვირას ჩავაბაროთ. მე შუა წიგნამდე მივედი მაინც :დ

Posted by: marimarita 19 Dec 2016, 13:25
B l a c k J a c k
QUOTE
კი ბატონო იყოს პერსეპოლისი , უბრალოდ ეგ ერთი კვირის წინ იყო. კაი მაშინ შემდეგ კვირას ჩავაბაროთ. მე შუა წიგნამდე მივედი მაინც :დ

ვახ....
მაცალე მეც შევიძინო წიგნი ჯერ ))))))

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 19 Dec 2016, 15:03
B l a c k J a c k
marimarita

ძველი მონაწილეები რატომ აღარ შემოდიან? user.gif


QUOTE
პერსეპოლისი


საინტერესო წასაკითხია? კარგი შეფასებები აქვს, მაგრამ მეეჭვება, ირანელი გოგონას ავტობიოგრაფიული კომიქსი მომეწონოს.
იმედია, იუმორი საკმარისი დოზით იქნება.

Posted by: marimarita 19 Dec 2016, 15:36
ვინცხა-მაღვალაკი
მე არ ვიცი ვინ იყვნენ ძველები ))
აქ სულ სამ ადამიანს გხედავთ smile.gif)
წაიკითხე წინა წიგნი?
QUOTE
მეეჭვება, ირანელი გოგონას ავტობიოგრაფიული კომიქსი მომეწონოს.

მე კიდევ მგონია რომ საინტერესო იქნება smile.gif

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 19 Dec 2016, 16:17
marimarita

პირველ გვერდზე წერია კლუბის ისტორია და წინა თემების ბმულებიცაა მოცემული.

QUOTE
წაიკითხე წინა წიგნი?


რომელი წინა? მხოლოდ ორი წავიკითხე - აგვისტოს ნათელი და თაგვებსა და ადამიანებზე.


QUOTE
მე კიდევ მგონია რომ საინტერესო იქნება


ალბათ, მასეც არის. მაგრამ ბოლო წლებში ისლამის სახელს იმდენი საშინელება უკავშირდება, რომ ვფიქრობ დამთრგუნველიც არანაკლებად იქნება.

Posted by: B l a c k J a c k 19 Dec 2016, 22:47
marimarita
QUOTE
ვახ....
მაცალე მეც შევიძინო წიგნი ჯერ ))))))

ოკოკ :დ

ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
კარგი შეფასებები აქვს, მაგრამ მეეჭვება, ირანელი გოგონას ავტობიოგრაფიული კომიქსი მომეწონოს.

კი, კარგი საკითხავია. საკითხავია როგორ ახლა-დასათვალიერებელია აკრგი :დ
კომპიქსებს დავუმუღამებ ასე მგონია.

Posted by: marimarita 21 Dec 2016, 15:36
ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
პირველ გვერდზე წერია კლუბის ისტორია და წინა თემების ბმულებიცაა მოცემული.

ოკ, გადავხედე smile.gif
QUOTE
ალბათ, მასეც არის. მაგრამ ბოლო წლებში ისლამის სახელს იმდენი საშინელება უკავშირდება, რომ ვფიქრობ დამთრგუნველიც არანაკლებად იქნება.

მაგრამ მშვიდობიანი მოსახლეობაც ხომ არსებობს? რეჟიმის მსხვერპლები :/
QUOTE
საინტერესო წასაკითხია? კარგი შეფასებები აქვს, მაგრამ მეეჭვება, ირანელი გოგონას ავტობიოგრაფიული კომიქსი მომეწონოს.
იმედია, იუმორი საკმარისი დოზით იქნება

დღეს დავიწყე ამ წიგნის კითხვა, საინტერესო წასაკითხია და იუმორიც საკმარისადაა )))

B l a c k J a c k
QUOTE
კომპიქსებს დავუმუღამებ ასე მგონია.

თავიდან გამიჭირდა, მომბეზრდა კიდეც ეს კომიქსები, მაგრამ თვალი შეეჩვია ))
რა საყვარელი გოგონაა,ბევრს მაცინებს, თუმცა სევდიანი ისტორიაა ცრემლებიც ახლავს :/

Posted by: B l a c k J a c k 21 Dec 2016, 15:56
marimarita
QUOTE
თავიდან გამიჭირდა, მომბეზრდა კიდეც ეს კომიქსები, მაგრამ თვალი შეეჩვია ))
რა საყვარელი გოგონაა,ბევრს მაცინებს, თუმცა სევდიანი ისტორიაა ცრემლებიც ახლავს :/

კი კარგი გოგონაა :დ ბიოგრაფიაც საინტერესო აქვს. უბოროტოდ წერს. დიდი ტრაგიზმიც ახლავს ნაწარმოებს ((( რევოლუცია, ომი, ხალხის დახვრეტა, კასეტებს რომ მალულად ყიდულობენ. უზარმაზარი ცივილიზაცია გაანადგურეს ფუნდამენტალისტებმა და რამდენი ადამიანი ემსხვერპლა. უაზრო ომები და იდეები. მაშინ როდესაც კარგად ცხოვრება შეეძლო ყველას.

Posted by: marimarita 21 Dec 2016, 16:22
B l a c k J a c k
+ თავსაბურავების იძულებით ტარება (((((

Posted by: B l a c k J a c k 22 Dec 2016, 11:52
marimarita
QUOTE
+ თავსაბურავების იძულებით ტარება (((((

თან თავსაბურავის სიგრძეზე რომ ვაჭრობენ ((( მოვრჩი კითხვას. კარგი იყო-გავერთე ))))

Posted by: marimarita 22 Dec 2016, 16:54
B l a c k J a c k
QUOTE
მოვრჩი კითხვას. კარგი იყო-გავერთე ))))

ამ წამს დავამთავრე მეც, მშვენივრად ვისიამოვნე, ბევრიც ვიცინე და ვიტირე კიდეც smile.gif
არ მეგონა კომიქსები ასე თუ მომეწონებოდა, მაგრამ ძალიან მომხიბლა იმდენად ზუსტად გამოხატავდა ყველა მიმიკას და ემოციას smile.gif
ეხლა ვაპირებ ანიმაციური ფილმის ნახვასაც smile.gif
http://www.imovies.cc/movies/12059

Posted by: B l a c k J a c k 23 Dec 2016, 15:04
marimarita
QUOTE
ეხლა ვაპირებ ანიმაციური ფილმის ნახვასაც smile.gif

ურიგო არც ეგ არის. უბრალოდ გაევროპებულია. ნაიკის ნაცვლად ადიდასია და პახაბნობაც დაამატეს. თან ფრანგულია და ადგილ-ადგილ კროასანია :დ
კაი იყო ერთი სიტყვით ))))

Posted by: B l a c k J a c k 25 Dec 2016, 23:40
არჩევნების გადაიდო ისევ? :დ
................................................................................

Posted by: Universe 25 Dec 2016, 23:52
B l a c k J a c k
ერთადერთი ერთგული წევრი user.gif

პ.ს.წარსადგენი კანდიდატურა არ მყავს. რჩევით წავიკითხავდი რამეს.

Posted by: B l a c k J a c k 26 Dec 2016, 00:25
Universe
QUOTE
ერთადერთი ერთგული წევრი user.gif

პ.ს.წარსადგენი კანდიდატურა არ მყავს. რჩევით წავიკითხავდი რამეს.

მოცლილიც ამავდროულად :დ ჩვენამდეც იყო ხალხი და ჩვენს მერეც იქნებიან.
სტეინბეკი მინდოდა და თაგვებსა და ადამიანებზე შემომეკითხა :დ
ხუან რულფო-პედრო პარამო jump.gif ყველა აქებს და სასწაული რეცენზიები აქვს. მარკესს და ბორხესს აბოდებდათ ამ ნაწარმეობზე yes.gif

Posted by: Universe 26 Dec 2016, 00:31
B l a c k J a c k
QUOTE
ხუან რულფო-პედრო პარამო

up.gif

მაგარი არჩევნებია :დ

Posted by: B l a c k J a c k 26 Dec 2016, 00:34
Universe
QUOTE
მაგარი არჩევნებია :დ

biggrin.gif ჩვენ ჩვენი წილი უღელი გავქაჩოთ და შემოგვიერთდებიან. უყვარს ხალხს წიგნის კითხვა და თემაც გამოცოცხლდება ))))

Posted by: Dr.Kostava 26 Dec 2016, 00:44
უკაცრავად ამჟამად რომელ ნაწარმოებს კითხულობთ?

Posted by: marimarita 26 Dec 2016, 00:44
Universe
B l a c k J a c k
QUOTE
ხუან რულფო-პედრო პარამო

მაგარი არჩევნებია :დ

დამაინტერესა, მოვიძიებ წიგნს მაღაზიებში smile.gif))

Posted by: marimari11 26 Dec 2016, 00:46
პედროს გირჩევთ. ბათუმმა გამოუშვა სხვა მოთხრობებიც არის როგორც ვიცი.
მთლიანი კრებული წაიკითხეთ

Posted by: B l a c k J a c k 26 Dec 2016, 00:58
Dr.Kostava
QUOTE
უკაცრავად ამჟამად რომელ ნაწარმოებს კითხულობთ?

მე ვერ ვითავებ წიგნების წაკითხვის აუცილებლობის მართებულების მტკიცებას მაშასადამე :დ
სხვადასხვა მიზეზების გამო არჩევნები ვაყალბეთ biggrin.gif მაგრამ ახლა მგონი შევჯერდით პედრო პარამოზე )))) ისედაც და ასედაც -წასაკითხია რა ეგ წიგნი )))

marimarita
QUOTE
დამაინტერესა, მოვიძიებ წიგნს მაღაზიებში smile.gif))

ბათუმს აქვს გამოცემული bis.gif

marimari11
QUOTE
პედროს გირჩევთ. ბათუმმა გამოუშვა სხვა მოთხრობებიც არის როგორც ვიცი.
მთლიანი კრებული წაიკითხეთ

დავიწყე უკვე biggrin.gif

Posted by: Dr.Kostava 26 Dec 2016, 01:00
B l a c k J a c k
ფრიად გმადლობთ თქვენ ყურადღებისთვის wink.gif

Posted by: marimarita 26 Dec 2016, 01:03
B l a c k J a c k
QUOTE
ბათუმს აქვს გამოცემული

სად შეიძინე? ჯერ არ მიკითხავს მაღაზიებში მაგრამ იმედია იქნება ბიბლუსში ან სადმე

Posted by: Universe 26 Dec 2016, 01:05
B l a c k J a c k
QUOTE
დავიწყე უკვე

როდის ამთავრებ-თ? smile.gif)

Posted by: marimari11 26 Dec 2016, 01:13
marimarita
ჭავჭავაძეზე ტაბიძის ძეგლის წინ აქვთ მაღაზია 30პროცენტიანი ფასდაკლებით აქვთ ყველა წიგნი.იქ იყიდე
ისე კი იქნება ბიბლუსში

Posted by: B l a c k J a c k 26 Dec 2016, 01:29
Dr.Kostava
QUOTE
ფრიად გმადლობთ თქვენ ყურადღებისთვის wink.gif

უუფ არაფრის biggrin.gif

marimarita
QUOTE
სად შეიძინე? ჯერ არ მიკითხავს მაღაზიებში მაგრამ იმედია იქნება ბიბლუსში ან სადმე

მე ფესტივალზე, მაგრამ სრულად ვეთანხმები მარის პოსტსს მაშასადამე biggrin.gif

Universe
QUOTE
როდის ამთავრებ-თ? smile.gif)

პარამო-162 გვერდია. მთლიანად მოთხროებები - 266. დღეში 50 გვერდი ნორმალურია. სწრაფი კითხვით 70 წუთში ჩაეტევი. ან შაბათ-კვირას 100-100 გვერდს წაიკითხავ და ეგაა. ბათუმელებს მადლობა კიდევ ერთხელ მთავარია გააზრებასაც მოასწრებს სად ხარ. ანუ 266/50=5 და დავამატეთ ოვერთაიმინგის 20% და 6 დღე მივიღეთ. ანუ თუ იდეალურად წავიდა ყველაფერი ერთ კვირაში შეაზრამუნებ. მაგრამ ვითვალისწინებთ ახალი წლის რისკ ფაქტორს, იმას რომ ქართველები ვართ და ზოგიერთი ჩემგანი შეიძლება 2-3 დღიან "ზაპოიში" გადასახლდეს და ოთახებში კომპასით დადიოდეს biggrin.gif ორ კვირას ავიღებდი და შობის მეორე დღეს დავნიშნავდი არჩევნებს )))

კითხვა-კითხვად, უბრალოდ აზრის გაცვლა-გამოცვლაშია მთელი მარილი. მე რაღაცას სხვანაირად ვხარშავ , თქვენ სხვანაირად უყურებთ მოვლენებს. რამე ახალი შეიძლება აღმოვაჩინოთ. რეავი მე მაგით ვკაიფობ :დ მუღამი მაგაშია ))))

Posted by: marimarita 26 Dec 2016, 02:03
marimari11
QUOTE
ჭავჭავაძეზე ტაბიძის ძეგლის წინ აქვთ მაღაზია 30პროცენტიანი ფასდაკლებით აქვთ ყველა წიგნი.იქ იყიდე
ისე კი იქნება ბიბლუსში

ოკ, ჯერ ბიბლუსში ვიკითხავ, მეეჭვება ჭაჭავაძეზე გავიდე, 9 დან 6 მდე სამსახურში ვარ და ალბათ მერე დაკეტილიც დამხვდება, დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, მომავალში გამომადგება smile.gif
B l a c k J a c k
QUOTE
მე ფესტივალზე, მაგრამ სრულად ვეთანხმები მარის პოსტსს მაშასადამე

ოკ, შენც მადლობა )))~
QUOTE
პარამო-162 გვერდია. მთლიანად მოთხროებები - 266. დღეში 50 გვერდი ნორმალურია. სწრაფი კითხვით 70 წუთში ჩაეტევი. ან შაბათ-კვირას 100-100 გვერდს წაიკითხავ და ეგაა. ბათუმელებს მადლობა კიდევ ერთხელ მთავარია გააზრებასაც მოასწრებს სად ხარ. ანუ 266/50=5 და დავამატეთ ოვერთაიმინგის 20% და 6 დღე მივიღეთ. ანუ თუ იდეალურად წავიდა ყველაფერი ერთ კვირაში შეაზრამუნებ. მაგრამ ვითვალისწინებთ ახალი წლის რისკ ფაქტორს, იმას რომ ქართველები ვართ და ზოგიერთი ჩემგანი შეიძლება 2-3 დღიან "ზაპოიში" გადასახლდეს და ოთახებში კომპასით დადიოდეს  ორ კვირას ავიღებდი და შობის მეორე დღეს დავნიშნავდი არჩევნებს )))

ვაახ, როგორ გამოთვალა lol.gif up.gif
QUOTE
კითხვა-კითხვად, უბრალოდ აზრის გაცვლა-გამოცვლაშია მთელი მარილი. მე რაღაცას სხვანაირად ვხარშავ , თქვენ სხვანაირად უყურებთ მოვლენებს. რამე ახალი შეიძლება აღმოვაჩინოთ. რეავი მე მაგით ვკაიფობ :დ მუღამი მაგაშია ))))

ამაში ნამდვილად გეთანხმები, ჩემი ამ თემაში შემოსვლის მიზანიც ეს იყო, მაგრამ სამწუხაროდ არავინ არაფერს არ წერს :/

Posted by: Universe 26 Dec 2016, 02:07

QUOTE
რამე ახალი შეიძლება აღმოვაჩინოთ. რეავი მე მაგით ვკაიფობ :დ მუღამი მაგაშია ))))

ხო. მაგიტომაც მომეწონა თემა. დაწერეთ. მე აბდაუბდა ნაწერი გამომდის, არ წაიკითხება.

QUOTE
ორ კვირას ავიღებდი და შობის მეორე დღეს დავნიშნავდი არჩევნებს

: )) იყოს

Posted by: B l a c k J a c k 26 Dec 2016, 12:24
marimarita
QUOTE
ვაახ, როგორ გამოთვალა lol.gif

"წიგნის კითხვის" კალკულატორი მაქვს სპეციალური biggrin.gif
QUOTE
ამაში ნამდვილად გეთანხმები, ჩემი ამ თემაში შემოსვლის მიზანიც ეს იყო, მაგრამ სამწუხაროდ არავინ არაფერს არ წერს :/

ვპოსტოთ მერე ჩვენც :დ

Universe
QUOTE
ხო. მაგიტომაც მომეწონა თემა. დაწერეთ. მე აბდაუბდა ნაწერი გამომდის, არ წაიკითხება.

მასე აზიმუტ 30 გრადუსით - ყველას ნაწერი აბდაუბდაა. დაწერე დაწერე-საინტერესო იქნება.

QUOTE
: )) იყოს

იააააპ :დ

Posted by: ახალგაზრდა 26 Dec 2016, 19:58
თქვენ სულ ისეთ წიგნებს როგორ არტყამთ რომლებიც არ მაქვს :დ

Posted by: B l a c k J a c k 27 Dec 2016, 00:05
ახალგაზრდა
QUOTE
თქვენ სულ ისეთ წიგნებს როგორ არტყამთ რომლებიც არ მაქვს :დ

ბიბლიოთეკას ვაახლებთ biggrin.gif
პედრო პარამოზე ფასდაკლებაა რიდერსლანდზე: http://www.readersland.ge/?m=show_off&id=12433
* * *
შემომეკითხა :დ
დედა რა იყო ეს. უგრძვნია პატივცემულს, მარა რა უგრძვნია. სიკვდილის იმაზე ახლოდან უყურებ ვიდრე დემენტორი აზკაბანის ტყვეს. შენც ერთ-ერთი პერსონაჟი ხარ. აზრი გავიგე, მაგრამ ემოციები ლაგდება.
ბრავო ხუან რულფოს. ამ ნაწარმეობის ბოლოს ნებისმიერი ტიტანი მწერალი მოაწერდა ხელს. დაწერა რაც უნდა დაეწერა.
* * *
რაღაც უხილავი აკავშირებთ ამ მექსიკელებს და ლათინური ამერიკის ქვეყნებს სიკვდილთან. რა იცოდნენ ინდიელებმა ასეთი ნეტავ. მასკულტურიდან ამონაკვესი, წიგნთან ახლოს ვერ მივა, მაგრამ ვიზუალიზაციისთვის:
https://www.youtube.com/watch?v=CQtjpYZqy8E

Posted by: marimarita 29 Dec 2016, 17:08
B l a c k J a c k
QUOTE
პედრო პარამოზე ფასდაკლებაა რიდერსლანდზე: http://www.readersland.ge/?m=show_off&id=12433

გამოვიწერე და 3-ში გამოვიტან, მანამდე მაინც ვერ ვიცლი კითხვისთვის, შენ უკვე დაგიმთავრებია smile.gif
QUOTE
ბიბლიოთეკას ვაახლებთ

აბა რაა ))

Posted by: Despo 30 Dec 2016, 01:52
გამარჯობა
თუა ქართულად რამე წიგნი სკანდინავიურ ან საქსონურ მითოლოგიაზე?

Posted by: Moby-Dick 30 Dec 2016, 16:47
ვა მეც მაინტერესებს პედრო პარამო, თან რა ლამაზი წიგნი გამოუციათ biggrin.gifდავიწყებ ხვალიდან კითხვას

Posted by: siml11 31 Dec 2016, 03:03
არჩევნებზე ეროსი კოლხის ნაწარმოები რო წარვადგინო შეიძლება?

Posted by: B l a c k J a c k 31 Dec 2016, 13:21
Despo
QUOTE
გამარჯობა
თუა ქართულად რამე წიგნი სკანდინავიურ ან საქსონურ მითოლოგიაზე?

მე არ შემხვედრია სიმართლე გითხრა ((( ადრე ბერძნებს და რომაელებს თარგმნიდნენ. ბიბლიოთეკაში იკითხე: მანდ თემატურად არის დალაგებული წიგნები.

Moby-Dick
QUOTE
ვა მეც მაინტერესებს პედრო პარამო, თან რა ლამაზი წიგნი გამოუციათ biggrin.gifდავიწყებ ხვალიდან კითხვას

გუთენ გუთენ :დ ორიგინალურია ფრიად და ტვინის არააქტიურ ნეორონებს ააქტიურებს :დ

marimarita
QUOTE
გამოვიწერე და 3-ში გამოვიტან, მანამდე მაინც ვერ ვიცლი კითხვისთვის, შენ უკვე დაგიმთავრებია smile.gif

ადგილებს ისევ ვკითხულობ. მეჯორეს სისხლიანი ხლები რატომ ქონდა ბოლოს მაგას ვუკირკიტებ :დ

siml11
QUOTE
არჩევნებზე ეროსი კოლხის ნაწარმოები რო წარვადგინო შეიძლება?

კი კაცო. წარდგენა რა მოსატანია, როცა ცალკე თემაც აქვს გაზსნილი: https://forum.ge/?f=18&showtopic=33814991 :დ

Posted by: Moby-Dick 31 Dec 2016, 13:47
B l a c k J a c k
QUOTE
გუთენ გუთენ :დ ორიგინალურია ფრიად და ტვინის არააქტიურ ნეორონებს ააქტიურებს :დ

რომელი ყდის დიზაინი თუ წიგნის შინაარსი? :დ
QUOTE
ადგილებს ისევ ვკითხულობ. მეჯორეს სისხლიანი ხლები რატომ ქონდა ბოლოს მაგას ვუკირკიტებ :დ

გუშინ წავიკითხე და რო მოვრჩი მეც ეგრე ვეძებდი რაღაცებს. ეგეთი კაი თუ იქნებოდა არ ველოდი, თავიდანვე ცოტა ყურადღებით უნდა წამეკითხა
მეჯორემ პედრო პარამო არ მოკლა? თან მაგის შვილი ხო იყო

Posted by: B l a c k J a c k 31 Dec 2016, 14:05
Moby-Dick
QUOTE
რომელი ყდის დიზაინი თუ წიგნის შინაარსი? :დ

ორივენიცა :დ

QUOTE
გუშინ წავიკითხე და რო მოვრჩი მეც ეგრე ვეძებდი რაღაცებს. ეგეთი კაი თუ იქნებოდა არ ველოდი, თავიდანვე ცოტა ყურადღებით უნდა წამეკითხა
მეჯორემ პედრო პარამო არ მოკლა? თან მაგის შვილი ხო იყო

ასეთი მარტივი და რთული ნაწარმეობი ჯერ არ შემხვედრია. ხომ არის წიგნი იცი რთულია და აღქმას დრო უნდა. ეს სხვაა რაღაც. ვითომ უბრალოდ მოთხრობილია ქვს და ახალი სტილი შემოიტანა, მაგრამ ყველაფერი ჩატია შიგნით. რეცენზიებს ვკითხულობ ინტერნეტში. Pედრო-პეტრუს-ქვა. პარამო-უნაყოფო ველი-moor ინგლისურად. ქვა უნაყოფო ველში. ზუსტად აქვს სახელი მინიჭებული. კიდევ რამდენი რამეა ქვს ჩადებული მაგ წიგნში ვინ იცის.

კი ეგ გკლავს. ცოლის დამარხვისთვის ფულს სთხოვს , თან ნასვამია და კლავს. ღამე მოვა აბუნდიო და გასისხლიანებული ხელებით თხოვნას დამიწყებსო, მე კიდევ ხელებიც არ ამქვს რომ ავიფაროო. კაცმა ქალაქი გააშენა, რევოლუციაში ღებულობდა მონაწილეობას, უნაყოფო ველი ნაყოფიერად აქცია და ამინც რა უბედური იყო. რაც მოვიდა ისევ ის წავიდა. იდეა გასაგებია, უბრალოდ ზუსტად აქვს აღწერილი და გადმოცემული. ბოლოს რომ ჩამოიშლება-ეგ ხომ საერთოდ.
პ.ს დოჩანაშვილი კი არა და მარკეს პლაგეატ :დ
პ.პ.ს ვხუმრობ :დ

Posted by: marimari11 31 Dec 2016, 16:18
QUOTE
ბოლოს რომ ჩამოიშლება-ეგ ხომ საერთოდ.

ფინალი ძალიან მაგარი იყო.ბოლო გვერდი user.gif

Posted by: B l a c k J a c k 31 Dec 2016, 18:10
marimari11
QUOTE
ფინალი ძალიან მაგარი იყო.ბოლო გვერდი user.gif

აბა. დაასრულებაც მასეთი უნდოდა. მიყვარს რა კონკრეტულად რომ წერენ და მახვილად გადმოსცემენ აზრს.
ფაქტია ამ წიგნმა რაღაც შემძინა და ვარკვევ რა :დ

Posted by: marimarita 5 Jan 2017, 10:43
ესეიგი რაააა.... ნერვები მეშლება, ხომ ვერ ვეღირსე ამ წიგნს sad.gif(((
ჯერ მითხრეს 3-ში იქნებაო, მივაკითხე და ხვალ გამოდითო, დავრეკე და შვიდი რიცხვიდან გაიცემაო, ამას არ ჯობდა პირდაპირ მეყიდა? 5 ლარზე მეტისა არ მანერვიულეს? :ფაცეპალმ:

Posted by: HurricaneKat. 5 Jan 2017, 15:02
QUOTE (B l a c k J a c k @ 31 Dec 2016, 14:05 )
რეცენზიებს ვკითხულობ ინტერნეტში. Pედრო-პეტრუს-ქვა. პარამო-უნაყოფო ველი-moor ინგლისურად. ქვა უნაყოფო ველში. ზუსტად აქვს სახელი მინიჭებული. კიდევ რამდენი რამეა ქვს ჩადებული მაგ წიგნში ვინ იცის.


ორიგინალი ხომ ესპანურია და ინგლისურ დასახელებასთან შესაბამისობა არა მგონია რულფოს ჩანაფიქრი ყოფილიყო

აი ის ვერ მივხვდი კიდევ
პირველ პირში რომ ეძინა ბიჭს და დედა რომ დგას კართან მამაშენი მოკლესო, ეგ პედროა ხო?
პედროს ისტორია ხან პირველ პირშია და ხან მეორეში spy.gif

Posted by: Moby-Dick 5 Jan 2017, 15:29
HurricaneKat.
QUOTE
პირველ პირში რომ ეძინა ბიჭს და დედა რომ დგას კართან მამაშენი მოკლესო, ეგ პედროა ხო?

ეგეც ალტერია შეიძლება

Posted by: HurricaneKat. 5 Jan 2017, 15:35
QUOTE (Moby-Dick @ 5 Jan 2017, 15:29 )

ეგეც ალტერია შეიძლება

ეგ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია
აბა შენ რაზე გგონია ეგ წიგნი ?

Posted by: Moby-Dick 5 Jan 2017, 16:07
HurricaneKat.
ჰარი კეინ უცნაური და უაზრო შეკითხვები იცი, ერთობი მაინც რო გიპასუხო? biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 5 Jan 2017, 16:10
QUOTE (Moby-Dick @ 5 Jan 2017, 16:07 )

ჰარი კეინ უცნაური და უაზრო შეკითხვები იცი, ერთობი მაინც რო გიპასუხო? biggrin.gif

პასუხი სავალდებულო არაა
კითხვების დასმით ვერთობი yes.gif

Posted by: presbiteri 5 Jan 2017, 16:11
რა მინდათ გკითხოთ:
1)ამ განყოფილებაში არის რომელიმე თემა, სადაც საკუთარი მოთხრობები იწერება?
2) გთხოვთ მიმასწავლოთ საიტები და უფრო ფბ გვერდები, სადაც საკუთარი მოთხრობები იწერება.

Posted by: Moby-Dick 5 Jan 2017, 16:25
HurricaneKat.
QUOTE
პასუხი სავალდებულო არაა
კითხვების დასმით ვერთობი

რაღაც ეგეთი კი ვიფიქრე
შემეკითხე ხოლმე მაშინ მეც თუ რამე დაგაინტერესებს. მომწონს შენი პირობები biggrin.gif
presbiteri
https://forum.ge/?f=18&showtopic=33620154&hl=საკუთარი%20მოთხრობები&st=0

Posted by: B l a c k J a c k 6 Jan 2017, 02:10
marimarita
QUOTE
ესეიგი რაააა.... ნერვები მეშლება, ხომ ვერ ვეღირსე ამ წიგნს sad.gif(((
ჯერ მითხრეს 3-ში იქნებაო, მივაკითხე და ხვალ გამოდითო, დავრეკე და შვიდი რიცხვიდან გაიცემაო, ამას არ ჯობდა პირდაპირ მეყიდა? 5 ლარზე მეტისა არ მანერვიულეს? :ფაცეპალმ:

ფუკოს -ეს არის თუ ეს არ არის ჩიბუხი ნოემბერში შევუკვეთე და არ არის დღემდე . კიდევ რამდენიმე წიგნი. ბიბლუსის გალერიში შეგიძლია აიღო.

HurricaneKat.
QUOTE
ორიგინალი ხომ ესპანურია და ინგლისურ დასახელებასთან შესაბამისობა არა მგონია რულფოს ჩანაფიქრი ყოფილიყო

ჰერრ რულფო ჰატ ალეს აუფ სპანიშ გეშღიბენ. დერ თითელ აუხ. იჰ ქი'ონტე ნიხტ დი რეხტე უბერზეცუნგ დეს ვორტეს Paramo ინ დერ გეორგიშე შპრახე ფინდენ. დესვეგენ ჰაბე იჰ ენგლიშ ბენუცტ.
პ.ს ბ'ჯოს biggrin.gif
პ.პ.ს 2kiss.gif

Posted by: HurricaneKat. 6 Jan 2017, 09:24
QUOTE (B l a c k J a c k @ 6 Jan 2017, 02:10 )

ჰერრ რულფო ჰატ ალეს აუფ სპანიშ გეშღიბენ. დერ თითელ აუხ. იჰ ქი'ონტე ნიხტ დი რეხტე უბერზეცუნგ დეს ვორტეს Paramo ინ დერ გეორგიშე შპრახე ფინდენ. დესვეგენ ჰაბე იჰ ენგლიშ ბენუცტ.
პ.ს ბ'ჯოს biggrin.gif
პ.პ.ს 2kiss.gif

ვერაფერი გავიგე სამწუხაროდ sleep.gif
არ ვიცი ამდენი რუსული

Posted by: Ezekia 6 Jan 2017, 13:57
სალამ მოლოცვებით და კარგი სურვილებით smile.gif

რას კითხულობთ? ახალს როდის ირჩევთ-ეხლა თუ მომდევნო კვირას?

Posted by: B l a c k J a c k 6 Jan 2017, 16:25
HurricaneKat.
QUOTE
ვერაფერი გავიგე სამწუხაროდ 
არ ვიცი ამდენი რუსული

ქართულში პარამოს შესაბამისი სიტყვა ვერ ვნახე გოოგლის ლექსიკონში და ინგლისურად ვათარმგნინე. სადა ამოვარდა სიტყვა მოორ - რაც უნაყოფო ველს ნიშნავს ერტ-ერთ თარგმანში.

Ezekia
QUOTE
სალამ მოლოცვებით და კარგი სურვილებით

რას კითხულობთ? ახალს როდის ირჩევთ-ეხლა თუ მომდევნო კვირას?

სალამი სალამი )))
ხუან რულფოს-პედრო პარამოს და დანარჩენს კვირას ვნახავთ :დ

Posted by: HurricaneKat. 6 Jan 2017, 16:33
QUOTE (B l a c k J a c k @ 6 Jan 2017, 16:25 )

ქართულში პარამოს შესაბამისი სიტყვა ვერ ვნახე გოოგლის ლექსიკონში და ინგლისურად ვათარმგნინე. სადა ამოვარდა სიტყვა მოორ - რაც უნაყოფო ველს ნიშნავს ერტ-ერთ თარგმანში.

ესპანურადაც რაღაც მსგავს ნიშნავს yes.gif


Posted by: B l a c k J a c k 6 Jan 2017, 16:50
HurricaneKat.
QUOTE
ესპანურადაც რაღაც მსგავს ნიშნავს 

კარგია რომ რაღაც საერთოზე შევჯერდით :დ

Posted by: marimarita 6 Jan 2017, 17:13
B l a c k J a c k
QUOTE
ფუკოს -ეს არის თუ ეს არ არის ჩიბუხი ნოემბერში შევუკვეთე და არ არის დღემდე . კიდევ რამდენიმე წიგნი. ბიბლუსის გალერიში შეგიძლია აიღო.

მაშინ რატომ ატყუებენ ხალხს რომ რამდენიმე დღეში იქნებაო sad.gif 29-ში შევუკვეთე 3-ში იქნებაო და დღემდე არ ჩანს sad.gif

Ezekia
QUOTE
სალამ მოლოცვებით და კარგი სურვილებით

მრავალს დაესწარით, მეც მოგილოცავთ ყველას bis.gif

Posted by: B l a c k J a c k 6 Jan 2017, 17:26
marimarita
QUOTE
მაშინ რატომ ატყუებენ ხალხს რომ რამდენიმე დღეში იქნებაო  29-ში შევუკვეთე 3-ში იქნებაო და დღემდე არ ჩანს

რა ქნან მაგათაც. არა მოსათხოვი კი არის. თან თანხა გადაიხადე. უბრალოდ შევდივარ მაგათ მდგომარეობაში. მაინც ვერ ვასწრებს მაგდენის წაკითხვას , თან მსიამოვნებს ხშირ-ხშირად წიგნის მაღაზიაში შერბენა biggrin.gif

Posted by: Universe 8 Jan 2017, 18:36
რულფოს გაცნობა მომინდა. რა ხალხია საერთოდ...

არჩევნებს ვეთიშები.


QUOTE
ლიტერატურული კლუბი

up.gif

Posted by: B l a c k J a c k 8 Jan 2017, 19:18
Universe
QUOTE
არჩევნებს ვეთიშები.

(((

მე დანიიდან მივადევნებ თვალყურს ან სადმე ვაიფაის დავიჭერ :დ

* * *
ენი აიდეას?
......................................

Posted by: Ezekia 8 Jan 2017, 23:24
ნუ ი კაკ?

იყო არჩევნები??

smile.gif

Posted by: B l a c k J a c k 9 Jan 2017, 02:13
Ezekia
კი biggrin.gif
..................................................

Posted by: Ezekia 9 Jan 2017, 02:25
აირჩიე რამე. დათქვი დრო.


ვინც შემოვა და ნახავს და მოუნდება, შემოგიერთდება.

B l a c k J a c k

Posted by: B l a c k J a c k 9 Jan 2017, 03:32
Ezekia
გუუდ აიდეა )))

ენტონი ბერჯესი-მექანიკური ფორთოხალი.
გამიგია, ფილმი ნანახი მაქვს, მაგრამ წაკითხული არ მაქვს. უამრავჯერ გადაღეჭილი თემაა, მაგრამ საინტერესო უნდა იყოს ))) ერთი კვირა უნდა ეყოს 234 ან 247 გვერდს გამოცემის მიხედვით.
პ.ს ვიცი ბევრს გექნებათ წაკითხული და დავცხოთ დაფდაფებს :დ

Posted by: marimarita 9 Jan 2017, 23:06
გამარჯობათ smile.gif
ჩემი წიგნი ისევ ვერ ჩავიგდე ხელში sad.gif ჯერ კიდევ არ მოუტანიათ facepalm.gif
QUOTE
ენტონი ბერჯესი-მექანიკური ფორთოხალი.

ეს კარგია, მეც დავწერ ჩემსას smile.gif
ძალიან მაინტერესებს სტივენ კინგის ,,სიზმართმჭერი''.
და ჰოკინსის ,,გოგონა მატარებელში"

Posted by: MasterJC 9 Jan 2017, 23:27
marimarita
QUOTE
და ჰოკინსის ,,გოგონა მატარებელში"

ამბობენ ძაან მაგარიაო
QUOTE
ძალიან მაინტერესებს სტივენ კინგის ,,სიზმართმჭერი''.

ნორმალურია რა
კინოსცენარს წააგავს. ნორმალურადაც იკითხება. ალაგ-ალაგ მებანალურა. მთLიანობაშI უფრო კარგია ვიდრე ცუდი
ფილმი არ ნახო. გამიგია ცუდიაო, ჰოდა წაკითხვის ეე ვიკიზე ჩავიჭყიტე. სიუჟეტია გადაკეთებული, თანაც ძააააალაინ იდიოტურად..

Posted by: marimarita 9 Jan 2017, 23:55
MasterJC
მადლობ მასტერ. smile.gif კინგის ,,მობილური'' წაკითხული გაქვს?

Posted by: B l a c k J a c k 10 Jan 2017, 00:35
marimarita
QUOTE
გამარჯობათ smile.gif
ჩემი წიგნი ისევ ვერ ჩავიგდე ხელში sad.gif ჯერ კიდევ არ მოუტანიათ facepalm.gif

(((

QUOTE
ჰოკინსის ,,გოგონა მატარებელში"

ამ ფილმის პოსტერი მომხვდა თვალში მგონი

QUOTE
სტივენ კინგის ,,სიზმართმჭერი''

ოღონდ კინგი არა რა :დ

Posted by: marimarita 10 Jan 2017, 00:44
B l a c k J a c k
QUOTE
ოღონდ კინგი არა რა :დ

არ მოგწონს? smile.gif ოკ გამოვრიცხოთ, დარჩეს მაშ ჩემგან ჰოკინსის ,,გოგონა მატარებელში" smile.gif)

Posted by: B l a c k J a c k 10 Jan 2017, 01:28
marimarita
რომ ავიღო ხელში წავიკითხავ, მაგრამ მე მისი წიგნების ეკრანიზაციები უფრო მომწონს. გაქცევა შოშენკიდან ან მიზერი და ზომბილენდი.
რა უნდა მომცეს მისმა წიგნებმა? ჩავუჯდები, მაგრამ აი ძალიან იძულებით. რამდენი კარგი რამეა წასაკითხი. ვისაც ჰორორი, შავი ფენტეზი და მსგავსი მოსწონს იმათი მესმის. შეიძ₾ება დღე მოვიდეს კინგი წავიკითხო, მაგრამ დღეს ის დღე არ არის :დ

marimarita
QUOTE
არ მოგწონს? smile.gif ოკ გამოვრიცხოთ, დარჩეს მაშ ჩემგან ჰოკინსის ,,გოგონა მატარებელში" smile.gif)

ჩემგან: მექნიკური ფორთოხალი ))))))))

https://www.youtube.com/watch?v=pi9j5U_2jFc


* * *
და ჩემი ხმა ჰოკინსის გოგონა მატარებლიდან-ს biggrin.gif

Posted by: MasterJC 10 Jan 2017, 01:35
marimarita
QUOTE
მადლობ მასტერ.  კინგის ,,მობილური'' წაკითხული გაქვს?

კი კინგის ყველაფერი წამიკIთხავს რაც კი ქართულად გამოუშვიათ

მობილურის ფილმი ვერსია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იდიოტობა რაც კი ეკრანზე მინახავს

წიგნად ღირს წაკითხვა. საინტერესოა
+ ფანტაზიას თუ ჩართავ და წარმოიდგენ რაღაცეებს. მოგეწოენბა უფრო smile.gif

პ.ს .dolan's cadillac ნახე
წიგნად არ წამიკითხავს. მარა რო ვიცი კინგისეული მანერა წერის,წ არმოვიდგინე როგორ აღწერდა ზოგ სცენას
კარგი იყო მომეწონა


ქრისტინი წაიკIთხე და ფილმადაც ნახე, ორივე კარგია

11.22.63 შარშან გამოვიდა
წიგნად ჯერ არ უღირსებიათ. სამაგიეროდ 1 სეზონია და 8 სერია. კარგი ფილმია, უყურე smile.gif


Posted by: marimari11 10 Jan 2017, 01:38
არჩევნები დღეს გაქვთ? spy.gif

Posted by: B l a c k J a c k 10 Jan 2017, 14:39
marimari11
QUOTE
არჩევნები დღეს გაქვთ? spy.gif

ფარდობითი მცნებაა. სასაათე სარტყელს გააჩნია :დ

Posted by: marimarita 10 Jan 2017, 18:37
B l a c k J a c k
QUOTE
ჩემგან: მექნიკური ფორთოხალი ))))))))

https://www.youtube.com/watch?v=pi9j5U_2jFc

და ჩემი ხმა ჰოკინსის გოგონა მატარებლიდან-ს

up.gif gigi.gif

MasterJC
გავითვალისწინებ შენს რჩევებს დროს რომ გამოვნახავ, მადლობ smile.gif


ე.ი. უკვე რომ აღარც ვბრაზდები ისეთი სასაცილო სიტუაციაა რაა...
დღეს მთელი დღეა ვრეკავ ხან რიდერსლენდში, ხან ბიბლუსში, ერთმანეთს აბრალებენ biggrin.gif
საბოლოოდ დამირეკეს რიდერსლენდიდან და მამცნეს რომ, წიგნი გაგზავნილია დიდი ხანია ბიბლუსში და ეხლა კურიერთან უნდა გაარკვიონ რა მოხდა (მგონი დატყდა საახალწლოდ, ან სადმე შეძვრა, დალია და წიგნი სულ დაავიწყდა lol.gif )
ხოდა ხვალ დამირეკავენ, როდესაც კურიერს გაესაუბრებიან (თუ ნახეს biggrin.gif ) და მომახსენებენ დასკვნას )))

Posted by: B l a c k J a c k 10 Jan 2017, 22:03
marimarita
QUOTE
up.gif gigi.gif

წავედი წიგნი ვიშოვე biggrin.gif

Posted by: roleqsissaatimachuqes 10 Jan 2017, 22:05
დოსტოს რულეტკა წავიკითხე ბოლოს, ტოესც მოთამაშე და კაია ისე საკაიფოა

Posted by: marimarita 10 Jan 2017, 22:49
B l a c k J a c k
QUOTE
წავედი წიგნი ვიშოვე

რომელი? იქნებ მეც ვიშოვო მანამდე biggrin.gif

roleqsissaatimachuqes
QUOTE
დოსტოს რულეტკა წავიკითხე ბოლოს, ტოესც მოთამაშე და კაია ისე საკაიფოა

შეეშვი შენ მასეთებს.. :მად:

Posted by: B l a c k J a c k 10 Jan 2017, 23:18
marimarita
QUOTE
რომელი? იქნებ მეც ვიშოვო მანამდე biggrin.gif

გოგნა ამტარებელში. 40%იანი ფასდაკლება გავატარე რიდერსლანდზე :დ მაგრამ ბიბლუსში 9.0935 ლარი ღირს :დ
So, I can say things are going good for me biggrin.gif



Posted by: BELLA-DONNA 10 Jan 2017, 23:25
რა ხდება ხალხო, კიდე არსებობს კლუბი? biggrin.gif

Posted by: marimarita 10 Jan 2017, 23:27
B l a c k J a c k
QUOTE
გოგნა ამტარებელში. 40%იანი ფასდაკლება გავატარე რიდერსლანდზე :დ მაგრამ ბიბლუსში 9.0935 ლარი ღირს :დ
So, I can say things are going good for me

მაშინ პირდაპირ ვიყიდი ფასდაკლებას აღარ ვენდობი... როდისთვის მოგივა ეგ? biggrin.gif

Posted by: _Pablo_ 10 Jan 2017, 23:30
marimarita
QUOTE
მაშინ პირდაპირ ვიყიდი ფასდაკლებას აღარ ვენდობი

ბუაჰაჰაჰა
დაზოგე მარიტ 5 ლარი, რას ამბობ ამ წელიწადში თუ არა იქეთ მოვა, ნაწილ ნაწილ მაინც biggrin.gif

Posted by: marimarita 10 Jan 2017, 23:34
_Pablo_
შენი დაცინვაღა მაკლია რაა, ორი მაგდენი დავხარჯე იმდენჯერ დავრეკე biggrin.gif

BELLA-DONNA
QUOTE
რა ხდება ხალხო, კიდე არსებობს კლუბი?

რავიცი, ჩვენ ვწერთ დაა არებობს ალბათ smile.gif

Posted by: BELLA-DONNA 10 Jan 2017, 23:37
marimarita
QUOTE
რავიცი, ჩვენ ვწერთ დაა არებობს ალბათ

2kiss.gif
რო წერთ კარგია, მაგრამ თუ კითხულობთ? ანუ რას კითხულობთ ეხლა?

Posted by: marimarita 10 Jan 2017, 23:44
BELLA-DONNA
QUOTE
რო წერთ კარგია, მაგრამ თუ კითხულობთ? ანუ რას კითხულობთ ეხლა?

ვკითხულობთ აბა რაა smile.gif)))
ახლა რას დაა ჰოკინსის ,,გოგონა მატარებელში" smile.gif love.gif

Posted by: B l a c k J a c k 10 Jan 2017, 23:52
BELLA-DONNA
QUOTE
რა ხდება ხალხო, კიდე არსებობს კლუბი? biggrin.gif

ვრსებობთ biggrin.gif

marimarita
QUOTE
მაშინ პირდაპირ ვიყიდი ფასდაკლებას აღარ ვენდობი... როდისთვის მოგივა ეგ? biggrin.gif

ჩავირბენ ხვალ მაღაზიაში და ვიყიდი biggrin.gif ბიბლუსის საიტზეა ფასდაკლება და იმედია მოქმედია biggrin.gif

Posted by: Ezekia 11 Jan 2017, 22:08
QUOTE
რას დაა ჰოკინსის ,,გოგონა მატარებელში"

marimarita
B l a c k J a c k
იმედია, ამ კვირას არაა არჩევნები.
მომავალ კვირამდე ალბათ მეც წავიკითხავ punch.gif

Posted by: B l a c k J a c k 11 Jan 2017, 22:20
Ezekia
marimarita
მე თანახმა ვარ გდავწიოთ 21-მდე ))))))

Posted by: marimarita 11 Jan 2017, 23:16
B l a c k J a c k
QUOTE
ჩავირბენ ხვალ მაღაზიაში და ვიყიდი  ბიბლუსის საიტზეა ფასდაკლება და იმედია მოქმედია

,,გოგონა მატარებელში'' ბიბლუსში 35% ფასდაკლებით ვიყიდე 9 ლარად ))


Ezekia
B l a c k J a c k
QUOTE
იმედია, ამ კვირას არაა არჩევნები.
მომავალ კვირამდე ალბათ მეც წავიკითხავ

QUOTE
მე თანახმა ვარ გდავწიოთ 21-მდე ))))))

ოკ, ძალიან კარგი, მანამდე იქნებ ორივეს წაკითხვა მოვასწრო smile.gif)

პ.ს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: _Pablo_ 12 Jan 2017, 00:23
marimarita
მათხუებ მერე რომ წაიკითხავ?
ასეთი დეფიციტი თუ არის და სად ვზდიო მაგას.

Posted by: marimarita 12 Jan 2017, 11:45
_Pablo_
QUOTE
მათხუებ მერე რომ წაიკითხავ?
ასეთი დეფიციტი თუ არის და სად ვზდიო მაგას.

გათხუებ თუ უკან დამიბრუნებ )))
დეფიციტი არ არის, მე გამოვიწერე და მაგაზე გამაწვალეს, დამიგვიანეს, სხვა არაფერი ))

Posted by: _Pablo_ 12 Jan 2017, 12:51
marimarita
აჰა, კაი მაშინ აღარ შეგაწუხებ, ვიყიდი wink.gif

Posted by: B l a c k J a c k 12 Jan 2017, 19:23
marimarita
QUOTE
,,გოგონა მატარებელში'' ბიბლუსში 35% ფასდაკლებით ვიყიდე 9 ლარად ))

მეც )))
ბიბლუსში პედრო პარამოს კითხულობდა ვიღაც და გამიხარდა biggrin.gif კარგია კარგი წიგნი ))

Posted by: BELLA-DONNA 12 Jan 2017, 22:02
marimarita
QUOTE
კითხულობთ აბა რაა )))
ახლა რას დაა ჰოკინსის ,,გოგონა მატარებელში"

შემდეგი წიგნიდან იქნებ შემოგიერთდეთ.
B l a c k J a c k
QUOTE
ვრსებობთ

კარგია. biggrin.gif up.gif

Posted by: marimarita 12 Jan 2017, 23:27
B l a c k J a c k
QUOTE
ბიბლუსში პედრო პარამოს კითხულობდა ვიღაც და გამიხარდა  კარგია კარგი წიგნი ))

შენ უკვე წაიკითხე ხო? მე ჯერ ,,გოგონა მატარებელში'' დავიწყე, მერე გადავალ რულფოსკენ smile.gif)

BELLA-DONNA
QUOTE
შემდეგი წიგნიდან იქნებ შემოგიერთდეთ.

მშვენიერია, თან დაგვისახელე ))

Posted by: B l a c k J a c k 13 Jan 2017, 00:00
marimarita
QUOTE
შენ უკვე წაიკითხე ხო? მე ჯერ ,,გოგონა მატარებელში'' დავიწყე, მერე გადავალ რულფოსკენ smile.gif)

რულფო კი. მოთხროებებიც :დ უთხარი, არ მომკლან - წინასწარ გამოვიცანი ვინ იქნებოდა პოლკოვნიკი :დ

30 გვერდი წავიკითხე "გოგონა მატარებელში"-დან. დღიურია მატარებლის რეისის მიხედვით. ვნახოთ, ვნახოთ ))))

BELLA-DONNA
QUOTE
შემდეგი წიგნიდან იქნებ შემოგიერთდეთ.

+ბევრი :დ

Posted by: marimarita 13 Jan 2017, 00:10
B l a c k J a c k
QUOTE
30 გვერდი წავიკითხე "გოგონა მატარებელში"-დან

ოდნავ გაგასწარი 53-ე გვერდამდე ვარ ))
QUOTE
უთხარი, არ მომკლან - წინასწარ გამოვიცანი ვინ იქნებოდა პოლკოვნიკი :დ

ვნახოთ, ვნახოთ ))

Posted by: B l a c k J a c k 13 Jan 2017, 00:13
marimarita
QUOTE
ოდნავ გაგასწარი 53-ე გვერდამდე ვარ ))

რამდენი სადგურით ხარ წინ? biggrin.gif

Posted by: marimarita 13 Jan 2017, 00:19
B l a c k J a c k
QUOTE
რამდენი სადგურით ხარ წინ?

ეგ შენ გამოთვალე :დ
დამეწიე ხვალამდე, მე ერთ-ერთ სადგურზე შევისვენებ )))

Posted by: B l a c k J a c k 13 Jan 2017, 00:36
marimarita
QUOTE
ეგ შენ გამოთვალე :დ
დამეწიე ხვალამდე, მე ერთ-ერთ სადგურზე შევისვენებ )))

ოკოკ :დ

Posted by: marimarita 13 Jan 2017, 19:52
B l a c k J a c k
აბა რომელ გაჩერებაზე ხარ?
ჩემთან საინტერესოდ დაიძაბა gigi.gif

Posted by: B l a c k J a c k 13 Jan 2017, 19:58
marimarita
QUOTE
აბა რომელ გაჩერებაზე ხარ?
ჩემთან საინტერესოდ დაიძაბა gigi.gif

შენთვის გზა მაგნოლიის ხეს ხომ არ გადაუჭრია ? :დ ჩემთან ახლა ჩამოიარა და "18 ივლისის" გაჩერებაზე ვარ ))))
რეიჩელი კარგი ტიპია: სვავს, ბიბლიოთეკაში დადის, სხვის სახლებში იჭრება :დ

Posted by: Ezekia 13 Jan 2017, 20:58
marimarita
B l a c k J a c k
აუ ეგ გვერდები არ ვიცი, რუსულად ვკითხულობ და სად ხაართ?
მე თითქმის ნახევარზე.

QUOTE
რეიჩელი კარგი ტიპია: სვავს, ბიბლიოთეკაში დადის, სხვის სახლებში იჭრება :დ

ისეთი წარმომიდგენია რეიჩელი-მსუქანი, უსუფთაო, სახედასიებული-რო კაი ტიპობის რა გითხრა facepalm.gif

Posted by: B l a c k J a c k 13 Jan 2017, 21:13
Ezekia
QUOTE
აუ ეგ გვერდები არ ვიცი, რუსულად ვკითხულობ და სად ხაართ?
მე თითქმის ნახევარზე.

90-ე გვერდზე ოდნავ იქით :დ მაგრამ დღეს ვეღარ წავიწევ წინ წიგნის კითვიში :დ :დ

QUOTE
ისეთი წარმომიდგენია რეიჩელი-მსუქანი, უსუფთაო, სახედასიებული-რო კაი ტიპობის რა გითხრა facepalm.gif

რა საინტერესოა : მე მოქმედება აღვწერე , გარეგნობით ჯერ ემილი ბლანტი მიდაგს პოსტერიდან , მაგრამ გამოვასწორებ სამასი გვერდისთვის ;დ

Posted by: Ezekia 13 Jan 2017, 21:56

ააა 340 გვერდიანი ყოფილა, ეხლა მოვძებნე.
ანუ მე სადღაც 150ზე ვარ, ცოტა კიდევ იქით ალბათ...
ნუ სამსახურში რო აღარ წავიდა, იმ დღეებზე გავჩერდი (იმედია, ძაან სპოილერი არ არის).

B l a c k J a c k
საერთოდ თვალს ვარიდებ პოსტერებს, თრეილერებს და ფილმის სხვა გამოვლინებებს, ჩემი 'ქასტი' მინდა შევინარჩუნო! biggrin.gif

წიგნს რო მოვრჩები, მერე ვნახავ ფილმს yes.gif

Posted by: marimarita 14 Jan 2017, 01:06
B l a c k J a c k
Ezekia
QUOTE
შენთვის გზა მაგნოლიის ხეს ხომ არ გადაუჭრია ? :დ ჩემთან ახლა ჩამოიარა და "18 ივლისის" გაჩერებაზე ვარ ))))

რახანია, რახანია.... smile.gif

,,ჩემს გულში ჩარჭობილი ხანჯალი ტრიალებს და ტრიალებს და ტრიალებს.....''

ჩემთან 29 ივლისის დილაა smile.gif
QUOTE
რეიჩელი კარგი ტიპია: სვავს, ბიბლიოთეკაში დადის, სხვის სახლებში იჭრება :დ

ო, როგორი უნებისყოფოა..
QUOTE
ისეთი წარმომიდგენია რეიჩელი-მსუქანი, უსუფთაო, სახედასიებული-რო კაი ტიპობის რა გითხრა

აი ხოო, მეც ))
საკუთარ თავს პატივს არ სცემს, თავს არ უვლის, სხვისი ცხოვრება საკუთარი არსებობის მიზნად დაუსახავს...
მეორე მხრივ მეცოდება, მიტოვებული მარტოხელა ქალია, უფრო უნდა გაძლიერებულიყო და დაემტკიცებინა რომ მასზე მაგარია, დამოუკიდებელია და ძლიერი, მაგრამ საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა :/
თუმცა ვნახოთ შემდგომში რა მოხდება, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ smile.gif

ძალიან საინტერესო წიგნია, ყველას გირჩევთ წაიკითხოთ..
ჩამითრია მოვლენების განვითარებამ, ინტერესით ვკვდები რა მოხდება, სად არის ის? თუმცა ამასთან დაკავშირებით ჩემი ვერსიებიც მაქვს )))
QUOTE
საერთოდ თვალს ვარიდებ პოსტერებს, თრეილერებს და ფილმის სხვა გამოვლინებებს, ჩემი 'ქასტი' მინდა შევინარჩუნო! 
წიგნს რო მოვრჩები, მერე ვნახავ ფილმს

მეც ))

Posted by: Ezekia 14 Jan 2017, 01:44
ვსო, მოვრჩი.

გელოდებით.



http://ge.smiles.26l.com/smile.183337.html

Posted by: marimarita 14 Jan 2017, 01:50
Ezekia
QUOTE
ვსო, მოვრჩი.

გელოდებით.

ყოჩაღ, ყოჩაღ )))
სატელევიზიო გადაცემას მოვუსმინე ხმადაბალზე, მაგრამ არ მგონია, არ მჯერა....

გვიანია, დავიძინებ, დანარჩენი ხვალე..... smile.gif

ძველით ახალ წელს მოგილოცავთ bis.gif

Posted by: B l a c k J a c k 14 Jan 2017, 06:46
Ezekia
QUOTE
საერთოდ თვალს ვარიდებ პოსტერებს, თრეილერებს და ფილმის სხვა გამოვლინებებს, ჩემი 'ქასტი' მინდა შევინარჩუნო!

კი, ეგაა ))) გმირებს ზოგჯერ მუსიკით ვიმახსოვრებ. შერლოკ ჰოლმსი არის : ტაააან, ტა ტა ტან, ტატა ტატა ტააააააან, ტან ტა, ტატარარარარარარარარა და ა.შ biggrin.gif

QUOTE
ვსო, მოვრჩი.

გელოდებით.

დღეს ვამთავრებ იმედია :დ

marimarita
QUOTE
საკუთარ თავს პატივს არ სცემს, თავს არ უვლის, სხვისი ცხოვრება საკუთარი არსებობის მიზნად დაუსახავს...
მეორე მხრივ მეცოდება, მიტოვებული მარტოხელა ქალია, უფრო უნდა გაძლიერებულიყო და დაემტკიცებინა რომ მასზე მაგარია, დამოუკიდებელია და ძლიერი, მაგრამ საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა :/
თუმცა ვნახოთ შემდგომში რა მოხდება, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ

მე მეცოდება ჯერ. უშვილობამ გაწირა მასე ((( ნახევარს გავცდი და ნუთუ ის არის რაც მე მგონია?
დავიჯერო რეიჩელმა საკუთარი დაკარგული ბედნიერების სანაცვლოდ სხვას წაართვა ბედნიერება? მაგრამ მოვლენებიდან ერთი წლის მერეც თავისუფალია. თუმცა ასევე დრიმვორქი არ გადაიღებდა ფილმს ექშენის და ინტრიგის გარეშე )))
* * *
ძირითადად წიგნის მიხედვიტ იღებენ ფილმებს. აქ მგონი პირიქით იყო ))

Posted by: Ezekia 14 Jan 2017, 12:43
marimarita
რა გადაცემას აბა?


B l a c k J a c k
ეგ რომელი ჰოლმსია, რუსული?
(ვგიიჟდები ლივანოვის ჰოლმსზე, და დაშკევიჩის მუსიკაზე. მოხუცი და ზღვა ჩამოვტვირთე, აუდიოწიგნი, ლივანოვი კითხულობს. ორი საღამოა, ვუსმენ love.gif )

ანუ ნახევარს რომ გავცდი ალბათ, მერე ავიღე ეჭვები, დიდი ვერაფერიშვილი დეტექტივი ვარ (

ერთი ფუთი მარილის ჭამაც არ გყოფნის ადამიანების გასაცნობად.

არავინ არ აღმოჩნდა საბოლოოდ ისეთი, როგორიც ჩანს, არა?

და კაი გასართობია, თუ ყოველდღე ერთიდაიგივე გზას გადიხარ, ამოარჩიო ვინმეები, შეურჩიო სახელები და იფანტაზიორო

user.gif facepalm.gif biggrin.gif

Posted by: marimarita 14 Jan 2017, 13:27
Ezekia
QUOTE
რა გადაცემას აბა?

საინფორმაციოს ტყეში და მდინარეზე..
QUOTE
ანუ ნახევარს რომ გავცდი ალბათ, მერე ავიღე ეჭვები, დიდი ვერაფერიშვილი დეტექტივი ვარ (

გავცდი, მაგრამ რატომ ვერავიზე ვერ ვეჭვობ?
QUOTE
დიდი ვერაფერიშვილი დეტექტივი ვარ (

sad.gif
QUOTE
არავინ არ აღმოჩნდა საბოლოოდ ისეთი, როგორიც ჩანს, არა?

დიდი ინტრიგა დევს ამაში smile.gif)
საინტერესოა, საინტერესო....
ვსო, კითხვას ვაგრძელებ...

Posted by: Ezekia 14 Jan 2017, 15:56
marimarita
ეგ საინფორმაციო როცა იყო, მეგანი ხო დადიოდა უკვე ფსიქოთერაპევტთან?
ანუ რაღაც მომენტში ისე ყვება, რო დავეჭვდი....

მორჩით მალე რა ! ))))


Posted by: B l a c k J a c k 14 Jan 2017, 18:55
Ezekia
QUOTE
ეგ რომელი ჰოლმსია, რუსული?

კი, ლივანოვია )))
QUOTE
მოხუცი და ზღვა ჩამოვტვირთე, აუდიოწიგნი, ლივანოვი კითხულობს. ორი საღამოა, ვუსმენ

დავტრიალდი :დ

QUOTE
არავინ არ აღმოჩნდა საბოლოოდ ისეთი, როგორიც ჩანს, არა?

ქესი, რეიჩელის მეგობარი. ადამიანობის განსახიერება :დ

QUOTE
მორჩით მალე რა ! ))))

დილით დავამთავრე :დ

marimarita
QUOTE
გავცდი, მაგრამ რატომ ვერავიზე ვერ ვეჭვობ?

ფრანგულ ფილმებში ვინ არის მთავარი ანტაგონტისტი , ცუდი ტიპი, მკვლელი ან უბრალოდ ბოროტმოქმედი?
ის ვინც გერმანულ ავტომობილს მარტავს :დ
სერიოზულად: მაღალი ბლონდინი ცალი ფეხსაცმლით და ტაქსი ორი , ან ის სადაც 250 ძარაზე დაქრის ორი მერსედესი biggrin.gif ფესვებშIც კი მერსედესს ყავს გატანილი ადამიანი :დ

QUOTE
ძველით ახალ წელს მოგილოცავთ bis.gif

გილოცავ გილოცავ ))) მარა ეს სამი შობა, ოთხი ახალი წელი , აი რად უნდა დალევას მიზეზი? დალევას უნდა გამძლე ღვიძლი :დ

დასაწყისში: ტომი ჯეისონ ისააკს გავსო და მეთქი მაგ როლზე ჯეისონს ათამაშებენ , მაგრამ სხვაა :დ დანარჩენი -ნუ პროგნოზირებადი იყო. მე რეიჩელი მეგონა თავიდან, მაგრამ მერე მივხვდი რეიჩელი პროტაგონისტი იყო. მეთქი მაკი დაბრუნდა მერე, ტომი საერთოდ მაკი მეგონა. მეგანი და ანა ცუდად იყო მიმსგავსებული ერთმაენთს. თარგმანშიც შეცდომებიიყო: ბეჟი, ჟ იყო კიდევ ერთი ორგან გაპარული :დ წავიკითხოთ ყველამ და დავწერ ვარესებს biggrin.gif

Posted by: marimarita 14 Jan 2017, 18:59
B l a c k J a c k
ჰმ... სულ დამაბნიე.. ვეღარ გავაგრძელე სტუმრად ვიყავი )))
სამაგიეროდ უფრო დავინტერესდი, მომიწევს ამაღამ გათენება... შენც გაგითენებია )))

Posted by: BELLA-DONNA 14 Jan 2017, 21:16
B l a c k J a c k
QUOTE
+ბევრი :დ

როდისაა წიგნის ჩაბარება, იქნებ ესეც მოვასწრო. biggrin.gif

Posted by: B l a c k J a c k 14 Jan 2017, 23:02
marimarita
დილით სხვა გეგმები მქონდა და 140 გვერდი დარჩენილი. 140 გვერდი ვარჩიე biggrin.gif


BELLA-DONNA
21 დავთქვით, რადგან შუა კვირას მივიღეთ ლიტერატურა, თუმცა ორ დღეში წავიკითხეთ ლიწინ-ლიწინით biggrin.gif

Posted by: Ezekia 14 Jan 2017, 23:26
BELLA-DONNA
2kiss.gif

B l a c k J a c k
ნახე ფილმი? როგორია?
თრეილერი ვნახე. რეიჩელი ვაბშე არ გავს ჩემსას. არც კაცები. მეგანი ცოოტათი, ჩემი ჯობია )))


QUOTE
ტომი საერთოდ მაკი მეგონა

ვაიმე საერთოდ არ მიფიქრია (


Posted by: BELLA-DONNA 14 Jan 2017, 23:29
B l a c k J a c k
QUOTE
21 დავთქვით, რადგან შუა კვირას მივიღეთ ლიტერატურა, თუმცა ორ დღეში წავიკითხეთ ლიწინ-ლიწინით 

ეს იგი დრო არის. დავინტრიგდი. biggrin.gif
Ezekia
2kiss.gif
მომენატრეთ.

Posted by: B l a c k J a c k 14 Jan 2017, 23:41
Ezekia
შუამდე, გადახვევებით
* * *
ცოცხალი.თავით არ მასწორებინებს პოსტს მობილურიდან

Posted by: marimarita 14 Jan 2017, 23:51
Ezekia
QUOTE
ერთი ფუთი მარილის ჭამაც არ გყოფნის ადამიანების გასაცნობად.

+ + სამწუხაროდ ასეა :/

Ezekia
QUOTE
მორჩით მალე რა ! )))

ვსო, დავასრულე... საინტერესოდ გაკვირვებული ვარ, ვისგანაც ნაკლებად ველოდი..

B l a c k J a c k
QUOTE
ფრანგულ ფილმებში ვინ არის მთავარი ანტაგონტისტი , ცუდი ტიპი, მკვლელი ან უბრალოდ ბოროტმოქმედი?
ის ვინც გერმანულ ავტომობილს მარტავს :დ
სერიოზულად: მაღალი ბლონდინი ცალი ფეხსაცმლით და ტაქსი ორი , ან ის სადაც 250 ძარაზე დაქრის ორი მერსედესი  ფესვებშIც კი მერსედესს ყავს გატანილი ადამიანი :დ

საინტერესო შედარებებია biggrin.gif
QUOTE
თარგმანშიც შეცდომებიიყო: ბეჟი, ჟ იყო კიდევ ერთი ორგან გაპარული :დ

აი ეს საიდანღა შეამჩნიე გაფიცებ??? ისე დაძაბული ვკითხულობდი მთელი ინტერესით, ჟ-ს გაპარვა სულაც არ შემიმჩნევია biggrin.gif

BELLA-DONNA
QUOTE
ეს იგი დრო არის. დავინტრიგდი

კი, დრო არის smile.gif წაიკითხე, მოგეწონება ))

B l a c k J a c k
პედრო პარამო უკვე წაიკითხეთ ხო? დავიწყებ მეც...

Posted by: Ezekia 14 Jan 2017, 23:59

BELLA-DONNA
QUOTE
ეს იგი დრო არის.


yes.gif bis.gif

marimarita
QUOTE
საინტერესოდ გაკვირვებული ვარ, ვისგანაც ნაკლებად ველოდი..

როდის მიხვდი, ჰა, გამოტყდი ))


QUOTE
პედრო პარამო უკვე წაიკითხეთ ხო? დავიწყებ მეც...

ძაან მომეწონა.


B l a c k J a c k
და რა უნდა გაასწორო?



არჩევთ უკვე ახალ წიგნებს? რაც უნდა წარადგინოთ? ))

Posted by: marimarita 15 Jan 2017, 00:06
Ezekia
QUOTE
როდის მიხვდი, ჰა, გამოტყდი ))

გვიან user.gif
როდესაც ეჭვი გაჩნდა მესამე პირის არსებობის... დნმ-ის პასუხის შემდეგ ))

ვიწყებ ფილმის ყურებას..
* * *

ვუყურე...

შთამბეჭდავი იყო, ემილი ბლანტი შესანიშნავად თამაშობს...
მაგრამ ჯერ წიგნი უნდა წაიკითხო და მხოლოდ ამის შემდეგ უყურო ფილმს,თუ გინდა რომ კარგი ფილმის ყურების სიამოვნება შეიგრძნო, რადგან ამ ფილმს ბევრი ,,აბდაუბდად'' თვლის (კომენტარებიდან გამომდინარე))

Posted by: B l a c k J a c k 15 Jan 2017, 09:43
marimarita
QUOTE
აი ეს საიდანღა შეამჩნიე გაფიცებ??? ისე დაძაბული ვკითხულობდი მთელი ინტერესით, ჟ-ს გაპარვა სულაც არ შემიმჩნევია 

ყურს ცუდად ხვდება :დ როგორც მოხნულ მინდორზე დიდი ბელტი. "ბეჟი" ფერის დაწერა რა უბედურება იყო :დ

QUOTE
პედრო პარამო უკვე წაიკითხეთ ხო? დავიწყებ მეც...

კი, მოთხრობებიც. საკმაოდ ღრმა ნაწარმოებია და საინტერესო. ორიგინალური. რთულად წასაკითხია, მაგრამ "წვალებად" ღირს რომელია ))))

QUOTE
შთამბეჭდავი იყო, ემილი ბლანტი შესანიშნავად თამაშობს...
მაგრამ ჯერ წიგნი უნდა წაიკითხო და მხოლოდ ამის შემდეგ უყურო ფილმს,თუ გინდა რომ კარგი ფილმის ყურების სიამოვნება შეიგრძნო, რადგან ამ ფილმს ბევრი ,,აბდაუბდად'' თვლის (კომენტარებიდან გამომდინარე))

მეც წიგნიც გამო ვუყურე. ემილი ბლანტი ერთადერთი ნათელი წერტილი. დანარჩენი "მეიდ ინ ჰოლივუდ" არის :დ

Ezekia
QUOTE
და რა უნდა გაასწორო?

პოსტი წამიშალა ანდროიდმა. იმის დაწერა მინდოდა, რომ ჯერ ისედაც წიგნი ჰოლივუდის სცენარია და ფილმი ხომ საერთოდ. ჰოლივუდის ტრადიციუი ნაწარმია )))

QUOTE
არჩევთ უკვე ახალ წიგნებს? რაც უნდა წარადგინოთ? ))

მაქვს იდეები, მაგრამ დანაჩენებს დაველოდები სიამოვნებნით )))
პ.ს რამე ქართული არ ავირჩიოთ? :დ

Posted by: ალექსანდრა91 17 Jan 2017, 00:17
გული ამიჩუყდა მეხუთე ნაწილი რომ დავინახე თემის .დ .დ .დ მომეძალა მოგონებები .დ

Posted by: marimarita 17 Jan 2017, 01:07
B l a c k J a c k
QUOTE
ყურს ცუდად ხვდება :დ როგორც მოხნულ მინდორზე დიდი ბელტი. "ბეჟი" ფერის დაწერა რა უბედურება იყო :დ

biggrin.gif
QUOTE
საკმაოდ ღრმა ნაწარმოებია და საინტერესო. ორიგინალური. რთულად წასაკითხია, მაგრამ "წვალებად" ღირს რომელია ))))

როგორც იქნა ავიღე დღეს ხელში და რამდენიმე ფურცელი წავიკითხე ))
დანარჩენი არ მაცალეს )))

ალექსანდრა91
როგორც მივხვდი ,,ძველი აქაური'' ხარ,
ხოდა თუ ასეა ველქამ smile.gif

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 17 Jan 2017, 02:27
რას კითხულობთ მეგობრებო ამჟამად?

Posted by: marimarita 17 Jan 2017, 07:22
ლილიტის_ქალიშვილი
ამჟამად პედრო პარამოს...
არჩევნების მოლოდინში smile.gif

Posted by: MasterJC 17 Jan 2017, 09:15
marimarita
დრო როდემდეა? ერთი უნდა გადავიკითო

Posted by: marimarita 17 Jan 2017, 09:23
MasterJC
21-მდეო ასე თქვეს )))

Posted by: BELLA-DONNA 17 Jan 2017, 12:56
B l a c k J a c k
Ezekia
ვკითხულობ. yes.gif
ალექსანდრა91
შენი გამოჩენის იმედი უკვე გადაწურული მქონდა. biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 17 Jan 2017, 15:27
მიმთაგეთ არჩევნების შემდეგ დენ ბრაუნს ვამთავრებ და მეცლება სავარავუდოდ ///

Posted by: Ezekia 17 Jan 2017, 19:24
BELLA-DONNA

QUOTE
ვკითხულობ

up.gif

რომ დაამთავრებ, დაწერე შენი აზრები და ჩვენც შემოგიერთდებით, რომ კვირას უბრალოდ არჩევნები ჩავატაროთ და გოგონა მატარებლით მანამდე გავამგზავროთ განხილვებში და არქივებში.

არაა?? თქვენ რას იტყვით B l a c k J a c k marimarita

Posted by: B l a c k J a c k 17 Jan 2017, 21:33
marimarita
QUOTE
როგორც იქნა ავიღე დღეს ხელში და რამდენიმე ფურცელი წავიკითხე ))
დანარჩენი არ მაცალეს )))

მე ტელეფონს არ ვპასუხობ და ხელსაც ვერავინ მიშლის :დ

BELLA-DONNA
QUOTE
ვკითხულობ. yes.gif

+ბევრი

Ezekia
QUOTE
არაა?? თქვენ რას იტყვით

მე თანახმა ვარ ))))

Posted by: marimarita 17 Jan 2017, 23:09
Ezekia
QUOTE
არაა?? თქვენ რას იტყვით B l a c k J a c k marimarita

სავსებით გეთანხმებით smile.gif
მე ჯერ პედროს ვკითხულობ :ჩამორჩენილიმე: )))

B l a c k J a c k
QUOTE
მე ტელეფონს არ ვპასუხობ და ხელსაც ვერავინ მიშლის :დ

სამსახურში ვკითხულობ ხოლმე დაა იქ მიშლიან ხელს ))) სახლში უფრო ვერ ვახერხებ..

p.s. ისა და.. ჯერჯერობით ისეა საქმე რომ, ისიც არ ვიცი რამე გავიგე თუ არა ©don_achoo smile.gif

Posted by: Greta 17 Jan 2017, 23:25
ალექსანდრა91

QUOTE
გული ამიჩუყდა მეხუთე ნაწილი რომ დავინახე თემის .დ .დ .დ მომეძალა მოგონებები .დ


მე კიდე შენმა გამოჩენამ biggrin.gif :*

BELLA-DONNA

ბელაჩკა :*

Posted by: iSH99 17 Jan 2017, 23:28
..................................................................

Posted by: B l a c k J a c k 18 Jan 2017, 00:18
marimarita
QUOTE
სამსახურში ვკითხულობ ხოლმე დაა იქ მიშლიან ხელს ))) სახლში უფრო ვერ ვახერხებ..

გონებაში ხმამაღლა იკითხე და იქით შეუშალე ხელი biggrin.gif

QUOTE
p.s. ისა და.. ჯერჯერობით ისეა საქმე რომ, ისიც არ ვიცი რამე გავიგე თუ არა ©don_achoo smile.gif

მაგას რა ჯობია, რეალურად კითხულობ. მერე ლაგდება. ბოლომდე მაგის გასაგებად ან მექსიკელი უნდა იყო ან ფილოლოგი :დ

iSH99
............... yes.gif
..... ..... ............. ......... ............ ......? biggrin.gif

Posted by: Ezekia 20 Jan 2017, 21:23
აბა, როგორ ხართ, ხალხებო?


marimarita
პედრო პარამოს კითხვისას ეგეთი წარმოდგენა მქონდა, რომ სულების ხეობაში მივცურავდი. facepalm.gif აი ხო არსად არ არი მანდ ეგეთი მდინარე და ნავი და ჩასიცხული სოფელია წარმოდგენილი-მე რატომღაც ეგრე წარმოვიდგინე, რო მივცურავდი (ნავით), როგორც ჯონი დეპი რომელიღაც ფილმში, მდინარეზე და ნაპირებზე ნისლი იყო და იმ ნისლიდან მკვდრების ჩურჩული ისმოდა (ოღონდ ყოველგვარი ჟუტკი შეგრძნებების გარეშე). ალბათ, რაღაც ნანახ ფილმებს დავუკავშირე. წიგნი ძალიან მომეწონა და შეძენას ვაპირებ, იმედია, კარგი თარგმანია ქართულად.

გოგონა მატარებელში ხომ არ წაიკითხა კიდევ ვინმემ?


Posted by: B l a c k J a c k 21 Jan 2017, 03:03
Ezekia
QUOTE
აბა, როგორ ხართ, ხალხებო?

სხვათაშორის კარგად biggrin.gif
დაწესებულებას არ დავასახელებ, მაგრამ იქ იჯდა თბილისი იყო. ძაან მაგარი და რას ლაპარაკობ: ლუდი კაპიკად არ ვარგა :დ
ვარუს დამიბრუნე ჩემი გინესები biggrin.gif

QUOTE
პედრო პარამოს კითხვისას ეგეთი წარმოდგენა მქონდა, რომ სულების ხეობაში მივცურავდი.

Same here ))) მე ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გვერდით მეჯდა(სული, სიკვდილი, ვინმე ზესკნელიდან) და ჩემთან ერთად კითხულობდა. რამეს ვერ გაიგებ , აწევ თავს, შეაბრუნებ და თვითონაც გაკვირვებული გიყურებს. თვითონაც გაოგნებულია და ვერ გაიგო რაღაც biggrin.gif

QUOTE
გოგონა მატარებელში ხომ არ წაიკითხა კიდევ ვინმემ?

კი, მე და მარიმარიტას უნდა ქონდეს წესით.

QUOTE
იმედია, კარგი თარგმანია ქართულად.

პარამო გულით არის ტარგმნილი და იმავეს გოგონა მატარებელში-ს შესახებ ვერ ვიტყვი. სიუჟეტიც , ნუ როგორ დავწერო. ვიცი მოსწონს ხალხს თრილერები, მაგრამ ალბათ მე ვერ ვუმუღამებ. მიუხედავად იმისა რომ ბეევრი პერსონაჟი მანდ საკმაოდ ახლოს არის ჩემთან და გარშემო უამრავი მსგავსი ტიპაჯი ტრიალებს, მაინც ვერ ჩამითრია ნაწარმოებმა. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე კია. შეიძლება დაინახო ადამიანის ცვლილება ან რამდენად პირფერი შეიძლება იყოს. ან თუნდაც ის რომ შეცვლა არ უყვართ. თავი და თავი ზიგმუნდ ფროიდი და ქვეცნობიერია :დ დანარჩენი: კარგად აგებული სიუჟეტი, აქა-იქ კარგი ფრაზები და აქა-პქ დასამახსოვრებელი პერსონაჟები. დიდი ემოციებზე არის საუბარი , მაგრამ ვერ მოაქვს ახლოს. ფილმი: იმენნო მეიდ ინ ჰოლივუდ არის :დ მაიკალ ბეი დაემატებინათ ბოლოს: ააფეთქებდა მაინც რამეს :დ ცარიელი ვიზუალი. ჯერ ნიუ ორკში რატომ ხდება მოქმედება? მერე მსახიობები: ყველა ყველა და ქეთი მანდ არის ყველაზე კარგი პერსონაჟი და ფილმში ვიღაც შპაკლწასმული თამაშობს :დ ვინმე უფრო ადამიანური აეყვანათ. ან ქამალი-გამოაჭენეს ჰონდურასელი რევოლუციონერი :დ ტომის როლში ვიღაც ფიცარია, არადა წიგნში ჯეისონ ისააკს გავსო ტომი-ჯეისონის ცბიერი სახე დააკვდებოდა მაგ როლს. აქ ვიღაც შეწუხებული და წივანა ტიპია, რომელმაც მეგანი კი არ მოკლა, არამედ შემოაკვდა. მატარებლით მგზავრობა და ფანჯრიდან ყურება, დეტალების დამახსოვრება ახლობელი არის თითოეული ჩვენთაგანისთვის და უფრო ამის გამო არის წიგნი ბესთსელერების სიის სათავეში(იმჰო) biggrin.gif

Posted by: marimarita 21 Jan 2017, 22:42
Ezekia
QUOTE
პედრო პარამოს კითხვისას ეგეთი წარმოდგენა მქონდა, რომ სულების ხეობაში მივცურავდი

ზუსტად მასე ვიყავი მეც ))
B l a c k J a c k
QUOTE
Same here ))) მე ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გვერდით მეჯდა(სული, სიკვდილი, ვინმე ზესკნელიდან) და ჩემთან ერთად კითხულობდა. რამეს ვერ გაიგებ , აწევ თავს, შეაბრუნებ და თვითონაც გაკვირვებული გიყურებს. თვითონაც გაოგნებულია და ვერ გაიგო რაღაც

lol.gif რა იყო ეს, ა?
ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ ყველა დეტალში, მინდა ხელმეორედ გადავავლო თვალი, რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა..
შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, ვფიქრობ რომ მეტი ყურადღებით უნდა წამეკითხა ))

Posted by: mishoji 21 Jan 2017, 23:07
marimarita
მეც რაღაც უყურადღებოდ წავიკითხე თავიდან და მეორედ რო დავიწყე კითხვა უკვე ვგრძნობდი რო მაგრა მოიტანდა

Posted by: Universe 21 Jan 2017, 23:24
კითხვისას გვერდით გიზის, ძილიდან საფეთქელზე დაცემული ცივი სუნთქვა გაფხიზლებს, გრძნობ როგორ გეკრობა მკლავზე და თავი საფლავში მონათხრობი გგონია.


მატარებლის რამდენიმე ფურცელი გადავიკითხე. ჯერ ვერაფერი.

Posted by: B l a c k J a c k 21 Jan 2017, 23:28
marimarita
QUOTE
lol.gif რა იყო ეს, ა?

მთელი ეს დრო ენაზე მადგა და გამოვთქვი აზრი :დ წარმოიდგინე კითხულობ და ხეობის სიცივეს გრძნობ, ჩურჩული გესმის და უცებ სიკვდილი გვერდით გიზის და კითხულობს ეგეც. უფრო ხოხმაა რომელიმე პერსონაჟის სიკვდილზე რომ გადახედავ და თავს აქნევს: ეს მე არ ჩამიდენიაო biggrin.gif ისე რულფოს ზოგი მოთხრობაც კარგი აქვს ))))

mishkaji
QUOTE
მეც რაღაც უყურადღებოდ წავიკითხე თავიდან და მეორედ რო დავიწყე კითხვა უკვე ვგრძნობდი რო მაგრა მოიტანდა

ღვინოსავითაა: დააყენებ-დაილექება, გადაასხავ, დააყენებ-დაილექება-გადაასხავ. ბოლო და შედეგი კარგი აქვს biggrin.gif

Posted by: marimarita 21 Jan 2017, 23:33
mishkaji
QUOTE
მეც რაღაც უყურადღებოდ წავიკითხე თავიდან და მეორედ რო დავიწყე კითხვა უკვე ვგრძნობდი რო მაგრა მოიტანდა

ხო, მეც ვაპირებ რომ გადავიკითხო )) ეს ისეთი წიგნია არ უნდა შეჩერდე, უნდა გადაშალო და ბოლო გვერდამდე სანამ არ მიხვალ არ უნდა დაკეცო ))
გვერდით თემას გადავხედე, საინტერესოდ მსჯელობთ პარამოზე smile.gif

Universe
QUOTE
მატარებლის რამდენიმე ფურცელი გადავიკითხე. ჯერ ვერაფერი.

მოიტანს, ბოლომდე იმგზავრე ))

Posted by: Walter 21 Jan 2017, 23:35
გოგო მატარებლიდან
რაზე ბაზრობთ?
ახლა ფილმიც რომ წყვიტეს? biggrin.gif

ბიჭო, ეგ ხომ ტრენდია, უკვე გაცვეთილი მამენტ
gone girl ხომ გაიყიდა ლიწინით და მაგის მერე შესცეს ამ ''გოგოს'' ყველა სათაურში თხრიან

ვითომ ჰიჩკოკისეული უდანაშაულო დამკვირვებელი, ოღონდ მატარებლიდან
თან ზუსტად იმ დროს ხდება მოსახდენი, როცა ეს ჩაივლის ხოლმე მატარებლით


მოკლედ, იაფფასიანი, ღლე თრილერი იყო
თრილერში არაფერია, ძმაო, დასაზრახი, მაგრამ ღლე თრილერზე უარესი არაფერია : ს

იგივე გონე გირლ-თან ახლოსაც ვერ მივა
ვერც წერის სტილით, ვერც სიუჟეტით, ვერც დაგეგმარებით და ა.შ.

მოკლედ, ძაან ცუდი წიგნი იყო, რა
ხზ, რატომ დავამთავრე

ნუ, დედანში ვკითხულობდი და მეთქი ამ კლიმაქსიანმა, გამოსირებულმა ალკოჰოლიკმა ქალმა იქნებ ბოლოში მაინც გაატოკოს ტრაკი და რაღაც მოხდეს-მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე. : ს



დჟიგრებო, პარამოზე გიბაზრიათ თურმე :უსერ:

ლათინო-ამერიკულ ეპოსებზე თუ მიდგა საქმე, ოსკარ უაოს მოკლე, საოცარი ცხოვრება გაქვთ აქ რომელიმეს წაკითხული?
ხუნოტ დიაზისაა

მოკლედ, თუ არ გაქვთ, გირჩევთ ყველანაირად
გავკარი ლლიოსას წაღმა-უკუღმა

რატომღაც დიასპორულ ლიტერატურაში გაჰყავთ, ისიც მეინსტრიმში, ვითომ უმცირესობების ლიტერატურა რამე
ძალიან დიდი სისულელეა

როგორც ტერი პრაჩეტი იტყოდა, არსებობს კარგი წიგნები და არსებობს ლიტერატურა. biggrin.gif
და ოსკარ უაო კარგი წიგნია

აუ, რა გაპღოჭილი ვარ

ძილინებისა biggrin.gif

Posted by: marimarita 21 Jan 2017, 23:42
B l a c k J a c k
QUOTE
მთელი ეს დრო ენაზე მადგა და გამოვთქვი აზრი :დ წარმოიდგინე კითხულობ და ხეობის სიცივეს გრძნობ, ჩურჩული გესმის და უცებ სიკვდილი გვერდით გიზის და კითხულობს ეგეც. უფრო ხოხმაა რომელიმე პერსონაჟის სიკვდილზე რომ გადახედავ და თავს აქნევს: ეს მე არ ჩამიდენიაო ))))

საინტერესოა საინტერესო ))) კიდევ ის, რომ სიკვდილის არ ეშინიათ, ეშინიათ ცოდვების არ შენდობის, მამაო თავად წყვეტს ვის მიუტევოს და ვის არა..
თუმცა მასაც აწუხებს სინდისის ქეჯნა..
აუ ბევი რამ მინდა დავწერო, მაგრამ ერთმანეთში მერევა.... მკვდრები ფუსფუსებენ ჩემს გონებაში )))
QUOTE
ისე რულფოს ზოგი მოთხრობაც კარგი აქვს

მოთხრობები ჯერ არ წამიკითხავს, წავკითხავ აუცილებლად ))

Posted by: Ezekia 21 Jan 2017, 23:43
QUOTE

მატარებლის რამდენიმე ფურცელი გადავიკითხე. ჯერ ვერაფერი.


ხო ნუ მატარებელი კნატა-კნუტა წიგნია. რაღაც მომენტიდან ჩაგავლებს და ვიდრე საბოლოოდ და დარწმუნებით გაიგებ, რა მოხდა, არეკილი კითხულობ. ექშნ. მერე გადადებ და ვსო. მორჩა. ეგ არაა ღვინოსავით-გადაასხა დააყენო დაილექოს დადგეს. პირიქით, თუ ერთი ამოსუნთქვით არ წაიკითხე, შეიძლება შუა გზიდან აღარც მიუბრუნდე, არამცთუ მეორედ და მესამედ წაკითხვა. მაგრამ იმ ერთი წაკითხვისთვის კარგია, ჩემთან კარგად წავიდა. ფილმი არ მინახავს.

Posted by: B l a c k J a c k 22 Jan 2017, 00:39
Universe
QUOTE
მატარებლის რამდენიმე ფურცელი გადავიკითხე. ჯერ ვერაფერი.

თუ დაგეზარა, ბოლო 40-50 გვერდი წაიკითხე და ეგაა biggrin.gif


Walter
QUOTE
ლათინო-ამერიკულ ეპოსებზე თუ მიდგა საქმე, ოსკარ უაოს მოკლე, საოცარი ცხოვრება გაქვთ აქ რომელიმეს წაკითხული?
ხუნოტ დიაზისაა

ჩავინიშნე, არ მაქვს წაკითხული )))

ვეთანხმები პოსტს და სადღეგრძელოებს მაშასადამე biggrin.gif

marimarita
QUOTE
საინტერესოა საინტერესო ))) კიდევ ის, რომ სიკვდილის არ ეშინიათ, ეშინიათ ცოდვების არ შენდობის, მამაო თავად წყვეტს ვის მიუტევოს და ვის არა..

კი კი, გათავისებული აქვთ სიკვდილი თითქოს )))

QUOTE
მოთხრობები ჯერ არ წამიკითხავს, წავკითხავ აუცილებლად ))

უთხარი რომ არ მომკლან-ძალიან ბანალურია. დანარჩენებიდან ზოგიერთი კარგამდე აღწევს )))

Posted by: Ezekia 22 Jan 2017, 19:57
BELLA-DONNA
ალექსანდრა91
MasterJC
ლილიტის_ქალიშვილი
B l a c k J a c k
marimarita
Greta
Universe
Walter

კიდე ვინ იყო აქ...


ვირჩევთ დღეს ახალ წიგნს?

ვინც წაიკითხა "გოგონა მატარებლიდან",

ვისაც აქამდე არ მიუღია აქაურ არჩევნებში მონაწილეობა,

ვისაც აინტერესებს, რა იქნება წასაკითხი შემდეგი ორი კვირის განმავლობაში -



შემოდით დღეს ცხრიდან თორმეტამდე!

tuk.gif bis.gif jump.gif

Posted by: rodo 22 Jan 2017, 20:15
შეიძლება კლუბში, რომ შემოგიერთდეთ?

Posted by: Ezekia 22 Jan 2017, 20:26
rodo, ყველ&ს შეუძლია ამ კლუბში შემოსვლა, ველქამ smile.gif

წესები პირველ გვერდზეა, არჩევნები დღეს ცხრიდანაა.


Posted by: rodo 22 Jan 2017, 20:42
Ezekia, მადლობა smile.gif

"ამერიკული პასტორალი"-ს შემდეგ რა წიგნები წაიკითხეთ, გარდა ბოლოს წაკითხული "გოგონა მატარებელში" და "პედრო პარამო"-ს.

Posted by: B l a c k J a c k 22 Jan 2017, 22:32
Ezekia
QUOTE
ვირჩევთ დღეს ახალ წიგნს?

კი :დ

QUOTE
ვინც წაიკითხა "გოგონა მატარებლიდან",

მუეეჰ :დ მე დავასახელებდი: მექანიკურ ფორთოხალს -ენტონი ბერჯესი

rodo
QUOTE
"ამერიკული პასტორალი"-ს შემდეგ რა წიგნები წაიკითხეთ, გარდა ბოლოს წაკითხული "გოგონა მატარებელში" და "პედრო პარამო"-ს.

ოსტატი და მარგარიტა-ბულგაკოვი,
სამოსელი პირველი-დოჩანაშვილი,
აგვისტოს ნათელი-ფოლკნერი,
თაგვებსა და ადამიანებზე-სტეინბეკი,
პერსეპოლისი-მარჯან სატრაპი,
პედრო პარამო-ხუან რულფო,
გოგონა მატარებელში-პოლა ჰოუკინსი.
ზეტს ოლ ფოლკს :დ


Posted by: rodo 22 Jan 2017, 22:42
QUOTE (B l a c k J a c k @ 22 Jan 2017, 22:32 )
ოსტატი და მარგარიტა-ბულგაკოვი,
სამოსელი პირველი-დოჩანაშვილი,
აგვისტოს ნათელი-ფოლკნერი,
თაგვებსა და ადამიანებზე-სტეინბეკი,
პერსეპოლისი-მარჯან სატრაპი,
პედრო პარამო-ხუან რულფო,
გოგონა მატარებელში-პოლა ჰოუკინსი.
ზეტს ოლ ფოლკს :დ

მადლობა.

მე მაშინ დავასახელებ, იუკიო მიშიმას "ოქროს ტაძარს"

Posted by: marimarita 22 Jan 2017, 22:44
Ezekia
QUOTE
ვირჩევთ დღეს ახალ წიგნს?

რა თქმა უნდა smile.gif
მე ვასახელებ ტონი მორისონის ,,საყვარელს'' smile.gif

B l a c k J a c k
QUOTE
მე დავასახელებდი: მექანიკურ ფორთოხალს -ენტონი ბერჯესი

++

rodo
QUOTE
შეიძლება კლუბში, რომ შემოგიერთდეთ?

შენც დაასახელე რამე smile.gif

უიჰ, უკვე დაგისახელებია smile.gif

Posted by: R.bellagio 22 Jan 2017, 22:55
http://www.radikal.ru გამარჯობათ მეგობრებო დიოგენემ გადათარგმნა ეხლახანს გირჩევთ ყველას ძალიამ მაგარი წიგნია .

Posted by: Moby-Dick 22 Jan 2017, 23:41
QUOTE (R.bellagio @ 22 Jan 2017, 22:55 )
http://www.radikal.ru გამარჯობათ მეგობრებო დიოგენემ გადათარგმნა ეხლახანს გირჩევთ ყველას ძალიამ მაგარი წიგნია .

მეც მიშიმას კითხვა მაქვს დაწყებული, კარგი ჩანს ნაღდად biggrin.gif

Posted by: R.bellagio 22 Jan 2017, 23:53
QUOTE (Moby-Dick @ 22 Jan 2017, 23:41 )

მეც მიშიმას კითხვა მაქვს დაწყებული, კარგი ჩანს ნაღდად biggrin.gif

კი ნამდვილად კარგია უფრო სწორად იდეალურია. ეხლა მილან კუნდელას ყოფის აუტანელი სიმსუბუქე-ს ვკითხულობ გენიალურია გირჩევთ ამ წიგნსაც.

Posted by: Ezekia 23 Jan 2017, 00:06
აუუ, მე 'ყოველმან ჩემმან მპოვნელმან'-ს ვასახელებ, ჭილაძის,

ხმას 'საყვარელს' ვაძლევ.

Posted by: B l a c k J a c k 23 Jan 2017, 00:18
Ezekia
QUOTE
ხმას 'საყვარელს' ვაძლევ.

+1
ნობელი აუღია მწერალს. იმედია არა პოლიტიკური ნიშნით :დ
ოქროს ტაძრის რეცენზიებიც რომ ბრდღვნის ((((

Posted by: Ezekia 23 Jan 2017, 00:54
QUOTE
ოქროს ტაძრის რეცენზიებიც რომ ბრდღვნის

ხო, მაგრამ მაგ ავტორის სხვა რამის წაკითხვას ვაპირებ ჯერ და... ვნახოთ smile.gif B l a c k J a c k



ანუ, ხმებს ვაძლევთ

QUOTE
მექანიკურ ფორთოხალს -ენტონი ბერჯესი


QUOTE
იუკიო მიშიმას "ოქროს ტაძარს"


QUOTE
ტონი მორისონის ,,საყვარელს''


QUOTE
'ყოველმან ჩემმან მპოვნელმან' ჭილაძის,



აირჩიეთ, და მიუთითეთ, ვინ რა აირჩია. საკუთარ წარდგენილს ხმას ვერ ვაძლევთ wink.gif

ანუ ჩემი ხმა "საყვარელს". ვონტ:


მექანიკურ ფორთოხალს -ენტონი ბერჯესი

იუკიო მიშიმას "ოქროს ტაძარს"

ტონი მორისონის ,,საყვარელს'' (Ezekia, B l a c k J a c k)

'ყოველმან ჩემმან მპოვნელმან' ჭილაძის




ჩავასწორე )

Posted by: B l a c k J a c k 23 Jan 2017, 01:03
Ezekia
QUOTE
ტონი მორისონის ,,საყვარელს'' (Ezekia)

ჩემი ხმაც ჯიმ მორისონს biggrin.gif

Posted by: marimari11 23 Jan 2017, 01:06
მაგაზე ამბობენ მაგიური რეალიზმია და წაიკიტხეთ აბა
QUOTE
ტონი მორისონის ,,საყვარელს''


Posted by: B l a c k J a c k 23 Jan 2017, 01:14
marimari11
QUOTE
წაიკიტხეთ აბა

არის უმფროსო biggrin.gif

Posted by: rodo 23 Jan 2017, 01:22
ჩემ ხმას ვაძლევ: "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან". smile.gif

Posted by: Ezekia 23 Jan 2017, 07:43
marimari11
QUOTE
წაიკიტხეთ აბა

მოდი შენც, წავიკითხოთ 2kiss.gif


|მექანიკურ ფორთოხალს -ენტონი ბერჯესი

იუკიო მიშიმას "ოქროს ტაძარს"

ტონი მორისონის ,,საყვარელს'' (Ezekia, B l a c k J a c k)

'ყოველმან ჩემმან მპოვნელმან' ჭილაძის (rodo)

Posted by: BELLA-DONNA 23 Jan 2017, 09:10
მე ვერ დავსმთავრე ,,გოგონა მატარებლიდან.'' დავამთავრებ და ახალი წიგნიდან შემოგიერთდებით.

Posted by: marimarita 23 Jan 2017, 10:03
დილამშვიდობისათ smile.gif

Ezekia
რადგანაც საკუთარ წარდგენილს ვერ ვაძლევთ ხმას, ვირჩევ მექანიკურ ფორთოხალს smile.gif

Posted by: B l a c k J a c k 23 Jan 2017, 12:46
marimarita
QUOTE
დილამშვიდობისათ smile.gif

ვა ალაიქუმ ალ სალამ :დ
2 ხმა აქვს ტონი მორისონს , ასე რომ . . . წიგნი სად ვიშოვო? ცალკე არის გამოცემული? biggrin.gif



Posted by: marimarita 23 Jan 2017, 13:54
B l a c k J a c k
QUOTE
ვა ალაიქუმ ალ სალამ :დ

გუნაიდენ )))
QUOTE
2 ხმა აქვს ტონი მორისონს , ასე რომ . . . წიგნი სად ვიშოვო? ცალკე არის გამოცემული?

წიგნი ბიბლუსშია, მეც არ მიყიდია ჯერ, ველოდები არჩევნების დასრულებას, მასე ,,ოქროს ტაძარსაც'' ორი ხმა აქვს ))
ჰა, რა გადაწყდა? smile.gif)

Posted by: B l a c k J a c k 23 Jan 2017, 15:04
marimarita
არჩევნები წესით მორჩა )) იმავე წესებით ოქროს ტაძარს არ აქვს ორი ხმა. გამოვდივარ რევოლუციონერული იდეით: ჯერ მორისონი წავიკითხოთ და მერე ვესტუმროთ ტაძარს

Posted by: R.bellagio 23 Jan 2017, 17:01
QUOTE (B l a c k J a c k @ 23 Jan 2017, 15:04 )
marimarita
არჩევნები წესით მორჩა )) იმავე წესებით ოქროს ტაძარს არ აქვს ორი ხმა. გამოვდივარ რევოლუციონერული იდეით: ჯერ მორისონი წავიკითხოთ და მერე ვესტუმროთ ტაძარს

მორისონის მერე ნამდვილად მოგვიწევს ტაძარში სტუმრობა lol.gif

Posted by: B l a c k J a c k 23 Jan 2017, 17:18
QUOTE (R.bellagio @ 23 Jan 2017, 17:01 )
QUOTE (B l a c k J a c k @ 23 Jan 2017, 15:04 )
marimarita
არჩევნები წესით მორჩა )) იმავე წესებით ოქროს ტაძარს არ აქვს ორი ხმა.  გამოვდივარ რევოლუციონერული იდეით: ჯერ მორისონი წავიკითხოთ და მერე ვესტუმროთ ტაძარს

მორისონის მერე ნამდვილად მოგვიწევს ტაძარში სტუმრობა lol.gif

ისეთი წიგნი ჩანს რომ მოგვიწევს

Posted by: marimarita 23 Jan 2017, 17:27
B l a c k J a c k
QUOTE
ჯერ მორისონი წავიკითხოთ და მერე ვესტუმროთ ტაძარს

დრო რამდენი გვაქვს?? )))

Posted by: Ezekia 23 Jan 2017, 19:39
ანუ რა გადაწყდა,

საყვარელი?


თუ ტაძარი?

Posted by: B l a c k J a c k 23 Jan 2017, 20:08
marimarita
QUOTE
დრო რამდენი გვაქვს?? )))

მე კვირის ბოლომდე წავიკითხავდი და დავთქვათ მაინც : მგონი 4 თებერვლამდე აჯობებს გადაწევა ))) შეიძლება 29შიც ჩატარება არჩევნების, მოვიფიქროთ.

Ezekia
საყვარელი გადაწყდა. მე არ ვაყალბებ, უბრალოდ პო ზაკონუ გორ ეგრე გამოვიდა biggrin.gif

Posted by: Ezekia 23 Jan 2017, 21:04
საყვარელი ანუ.

ორი კვირა, თუ ძაან დიდი არაა. წიგნის მოძიება, დროის გამონახვა სხვა საქმეების პარალელურად... ნუ, ორ კვირას ვიღებდით ხოლმე სტანდარტულად და რავი.

5 მარტს ცხრაზე ახალი არჩევნები.

მანამდე დაწეროთ ხოლმე, რაზე ვართ, როგორ მიდის, მოგვწონს, არ მოგვწონს და პა ხოდუ გავარჩიოთ, არაა???

ან რამე სხვა ვარიანტი მოიფიქრეთ

Posted by: marimari11 23 Jan 2017, 21:05
დაიცავით არჩევნების წესი და ამდენი მარჩიელობა არ დაგჭირდებათ

Posted by: რობი 23 Jan 2017, 21:34
QUOTE (marimari11 @ 23 Jan 2017, 21:05 )
დაიცავით არჩევნების წესი და ამდენი მარჩიელობა არ დაგჭირდებათ

chups.gif

Posted by: holden kolpildi 23 Jan 2017, 21:47
QUOTE
დაიცავით არჩევნების წესი და ამდენი მარჩიელობა არ დაგჭირდებათ

კლუბის ხიბლიც ეგაა
ამ ბოლოს ყველამ დაიკიდა ეგ წესები და არის ბარდაგი (არ გეწყინოთ)
კლუბის უხუცესი წევრებიც სადღაც გაქრნენ
დაიკარგა მთელი ხიბლი

Posted by: marimari11 23 Jan 2017, 21:50
მე როგორც კი მოვიცლი შემოგიერთდებით მაგრამ მეეჭვება ზაფხულამდე მოვიცალო ქართულად კითხვისთვის
მორისონი კი მაინტერესებდა ისე
ეჰ

Posted by: Ezekia 23 Jan 2017, 21:57
წესები, ანუ

არჩევნები მკაცრად კვირას, მკაცრად ცხრიდან თორმეტამდე?

ირჩევს მხოლოდ ის, ვინც წინა არჩეული წაიკითხა და ახლები?

საშუალოდ ორი კვირა?




ნუ, დიდად არ დაგვირღვევია მაინცდამაინც, რაც დავარღვიეთ, ასატანია)

5 მარტს საყვარელს ვაბარებთ.


Posted by: marimarita 23 Jan 2017, 22:14
არავინ არ შემოდის სამი-ოთხი იუზერის გარდა და რომელი წესების დარღვევაზეა საუბარი? smile.gif
რა წიგნიც დაიდება იმას ვკითხულობთ, არჩევნები გამოცხადდა გუშინ 9-დან 12-მდე, ვინც შემოვიდა და დაასახელა წიგნი, იმ დროში აირჩა კიდეც )))
კარგი იქნება თუ დაბრუნდებით ძველი, ე.წ. უხუცესები, მეტად საინტერესო გახდება თემაც და მეტი სტიმული გვექნება კითხვის დროსაც smile.gif

Ezekia
QUOTE
5 მარტს საყვარელს ვაბარებთ.

მგონი თებერვალი უნდა დაგეწერა smile.gif

Posted by: Ezekia 23 Jan 2017, 22:49
QUOTE
მგონი თებერვალი უნდა დაგეწერა

marimarita, ხო, ხო თებერვალი, მე ძაან ავჩქარდი
facepalm.gif


ეს რა ყოფილა, რაღაც უფრო ლაითი წიგნი მეგონა და ბრახ!

Posted by: marimarita 23 Jan 2017, 22:51
Ezekia
დაიწყე კითხვა? smile.gif) მე წიგნი ვიყიდე, ხვალიდან დავიწყებ smile.gif)

Posted by: Ezekia 23 Jan 2017, 23:07
marimarita

თუ ინეტში ელ-ვერსიას ვნახულობ ხოლმე (სრულს, რაც გაჭირდა ბოლოს, მინდა გითხრა), ვტვირთავ და რუსულად ვკითხულობ. მოსახერხებელია ჩემთვის.

დავიწყე ხოოო და დამეჯახა ეგრევე თავისი სიმძიმით :ეგირაიაბიჯო:

ანუ წარბშეკვრით და გაბრაზებით წასაკითხი წიგნი ჩანს. ვიბობოქრებ ხოლმე აქ პარალელურად, ეგრე ვატყობ მე.


Posted by: marimarita 23 Jan 2017, 23:23
Ezekia
QUOTE
დავიწყე ხოოო და დამეჯახა ეგრევე თავისი სიმძიმით :ეგირაიაბიჯო:

ანუ წარბშეკვრით და გაბრაზებით წასაკითხი წიგნი ჩანს. ვიბობოქრებ ხოლმე აქ პარალელურად, ეგრე ვატყობ მე.

lol.gif შემოგიერთდები ხვალიდან მეც და ერთად ვიწუწუნოთ )))))

Posted by: B l a c k J a c k 23 Jan 2017, 23:28
კარგია, კარგი, მოიცა მეც ჩავიგდო წიგნი ხელში biggrin.gif

Posted by: marimarita 24 Jan 2017, 15:32
Ezekia
QUOTE
თუ ინეტში ელ-ვერსიას ვნახულობ ხოლმე (სრულს, რაც გაჭირდა ბოლოს, მინდა გითხრა), ვტვირთავ და რუსულად ვკითხულობ. მოსახერხებელია ჩემთვის.

ელ-ვერსია კარგია, მაგრამ ქინდლი არ მაქვს, წიგნი უფრო მოსახერხებელია ჩემთვის, ხოდა ვყიდულობ )) თან ბიბლიოთეკასაც ვამდიდრებ ))
QUOTE
დამეჯახა ეგრევე თავისი სიმძიმით :ეგირაიაბიჯო:

მეც მასე დამეჯახა,მე-16 გვერდამდე რომ მივედი თავიდან გადავიკითხე და მერე წავიდა წყალივით )))
თითქმის წიგნების უმეტესობა ასეა, თავიდან რთულად გვეჩვენება და მერე მოაქვს smile.gif))
მომწონს ჯერჯერობით...

Posted by: BELLA-DONNA 25 Jan 2017, 00:35
ახლახანს დავამთავრე ,,გოგონა მატარებელში'' და ვერ ვიტყვი რომ აღფრთოვანებული ვარ. კი, ჩამთრევი სიუჟეტი ქონდა, ერთი სული რომ გაქვს გაიგო, სინამდვილეში რა მოხდა, საინტერესო იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რამე მომცა ამ წიგნმა, ან რამე განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება დავინახე მასში. არცერთი პერსონაჟი არ მესიმპათიურა. დასარული სრულიად მოულოდნელი იყო, ჰეფი ენდს ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ მეტისმეტი იყო მაინც. თავიდან სულ სხვანაირად დაიწყო და სხვა მოლოდინი მქონდა. მერე რაღაც ზედმეტად გაიწელა. რეიჩელის უბადრუკობისგან დავიღალე. ფინალმა იმედი გამიცრუა. მოკლედ ჩემთვის ზედმეტად პირქუში იყო. ვცდილობდი სულ ოდნავი ჰუმანურობა, სულ პატარა ნათელი წერტილი მაინც მეპოვა, მაგრამ ვერ ვიპოვე. მოკლედ ეს ჩემი სუბიექტური აზრია. დამთრგუნა ძალიან...sad.gif

Posted by: marimarita 25 Jan 2017, 12:14
BELLA-DONNA
გეთანხმები, დიდი ვერაფერი, მაგრამ მაინც საინტერესო იყო, ჩამთრევი.. ინტერესი თუ ვინ იყო მკვლელი... რა მოხდებოდა შემდეგ... შეეშვებოდა თუ არა სასმელს რეიჩელი...
თუმცა ფინალი ჩემთვისაც მოულოდნელი იყო...
ყოველთვის ვცდილობ დადებითი მხრიდან შევხედო, ვფიქრობ თუ რატომ დაწერა ეს წიგნი მწერალმა, რატომ დახარჯა ამისთვის დრო smile.gif
ამის შემდეგ ფილმს ვუყურე და უფრო მომეწონა, ემილი თამაშობს კარგად...

Posted by: BELLA-DONNA 25 Jan 2017, 13:57
marimarita
კი საინტერესო და ჩამთრევი ნამდვილად იყო. თუმცა რაღაც უფრო მეტს ველოდი ვიდრე უბრალოდ ამბავი და კვანძის გახსნა. წიგნი ბესტსელერია და დაწერის მიზანიც ალბათ ეგ იყო, რომ მასობრივი მოწონების საგანი გამხდარიყო, თუმცა რა ვიცი, შეიძლება უბრალოდ ეწერინებოდა და დაწერა. biggrin.gif ფილმიც თუ იყო არ ვიცოდი, ვნახავ აუცილებლად, ემილი ბლანტი ძალიან მომწონს.

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 25 Jan 2017, 20:50
რა წაიკითხეთ მეგობრებო??


sad.gif

Posted by: მადამ ფისუნია 25 Jan 2017, 21:00
დიდი პატივი იქნება ჩემთვის ვინმე თუ წაიკითხავს ჩემს წიგნს ახლობლების გარდა, ამიტომ შემიძლია შემოგთავაზოთ, შემდეგ არჩევნებში მისი წაკითხვა,,,
user.gif user.gif user.gif


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Universe 25 Jan 2017, 21:53
marimarita
ჩემთვის პირიქით, იმდენჯერ მინდოდა დამეხურა და აღარ გადამეშალა, რომ სწრაფ კითხვას დავეუფლე smile.gif) ისე მომწყინდა, მკვლელის ვინაობის დაზუსტებაც აღარ მაინტერესებდა.

Posted by: marimarita 26 Jan 2017, 01:10
BELLA-DONNA
ხო, ნახე ფილმიც ბარემ smile.gif)

მადამ ფისუნია
გაგვაცანი smile.gif

Universe
QUOTE
ჩემთვის პირიქით, იმდენჯერ მინდოდა დამეხურა და აღარ გადამეშალა, რომ სწრაფ კითხვას დავეუფლე ) ისე მომწყინდა, მკვლელის ვინაობის დაზუსტებაც აღარ მაინტერესებდა

მერედა რატომ წაიკითხე ძალით? მე ვერ წავიკითხავდი...

ლილიტის_ქალიშვილი
QUOTE
რა წაიკითხეთ მეგობრებო??

ამჟამად ვკითხულობთ ტონი მორისონის ,,საყვარელს''

http://radikal.ru

Posted by: B l a c k J a c k 26 Jan 2017, 01:21
მადამ ფისუნია
QUOTE
დიდი პატივი იქნება ჩემთვის ვინმე თუ წაიკითხავს ჩემს წიგნს ახლობლების გარდა, ამიტომ შემიძლია შემოგთავაზოთ, შემდეგ არჩევნებში მისი წაკითხვა,,,

https://madamfisunia.wordpress.com/ აგია იგი? ))))

marimarita
QUOTE
ამჟამად ვკითხულობთ ტონი მორისონის ,,საყვარელს''

რუსტაველის ბიბლუსი ვინ დააცარიელა? მაინცდამაინც ტონი მორისონის ტომი არ იყო :დ :დ

Posted by: მადამ ფისუნია 26 Jan 2017, 01:32
marimarita
QUOTE
გაგვაცანი

გავხსენი უკვე თემა,,,

თუმცა, მოკლედ გეტყვით რომ ნოველების კრებულია boli.gif

B l a c k J a c k
QUOTE
აგია იგი? )))

მანდ ძველი რაღაცებია უმეტესობა წიგნის პდფს გადმოწერა ამ ლინკიდან შჰეიძლება

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: marimarita 26 Jan 2017, 11:09
B l a c k J a c k
QUOTE
რუსტაველის ბიბლუსი ვინ დააცარიელა? მაინცდამაინც ტონი მორისონის ტომი არ იყო :დ :დ

ჰაჰაჰა... მე წავიღე ბოლო.. ოღონდ მართლა biggrin.gif
აღარ გვაქვსო ჯერ მითხრეს და მერე საიდანღაც მომიტანეს, ესღა დარჩენილაო )))))))))))))

Posted by: B l a c k J a c k 26 Jan 2017, 16:06
marimarita
QUOTE
ჰაჰაჰა... მე წავიღე ბოლო.. ოღონდ მართლა 
აღარ გვაქვსო ჯერ მითხრეს და მერე საიდანღაც მომიტანეს, ესღა დარჩენილაო )))))))))))))

მეც მასე მითხრეს და მართლა არ აღმოაჩნდათ biggrin.gif
წავედი ვიშოვე სხვაგან biggrin.gif

Posted by: marimarita 26 Jan 2017, 16:29
B l a c k J a c k
მტავარია იშოვე biggrin.gif

დღეს ვერ წავიკითხე ვერც ერთი ფურცელი სამწუხაროდ sad.gif((((
არადა ისე მაინტერესებს უკვე...

Posted by: ალექსანდრა91 26 Jan 2017, 18:35
BELLA-DONNA
greta
გოგონებოო :* :* მომენატრეთ!!!!
ახლაც მახსოვს თემის პორველი ტომის პირველი პოსტები user.gif biggrin.gif
შევეცდები შემდეგი წიგნიდან შემოგიერთდეთ )))
ბელ, აქტიურობ კითხვის პროცესში? გრეტას უფრო ვერ ვხედავ ))

Posted by: BELLA-DONNA 26 Jan 2017, 23:28
ალექსანდრა91
QUOTE
ბელ, აქტიურობ კითხვის პროცესში?

წყვეტა მქონდა, მაგრამ ეხლა ვცდილობ, დავიწყე და მომწონს, კარგად მიდის. მოდი შენც, ჩემს საბაზე წაგაკითხებ თუ რამე. 2kiss.gif

Posted by: Ezekia 27 Jan 2017, 00:36
აუ მეც ვერ ვახერხებ კითხვას ეს დღეები და მივეყინე ერთ ადგილს (((

Posted by: B l a c k J a c k 27 Jan 2017, 00:59
ვკითხულობ. დიდად არ შეცვლილან ჩვენი ფერადი ძმები მაგის შემდეგ biggrin.gif
აი ემ ნოთ რეისისტ, რეისიზმ ის ბედ ენდ ბედ ის ფორ ბლექ ფიფალ :დ
პ.ს მომწონს ნეგროიდული კულტურის დამახასიათებელი ბევრი ნიუანსი რომ არის შადებული.
პ.პ.ს დენზელ უაშინგტონი მააააააა ნიგერი-ა smile.gif)))

Posted by: SUBADARI 27 Jan 2017, 13:57
მომეწონა თემა.. შემდეგი წიგნის დროს შემოგიერთდებით წინა გვერდებზე დაიწერა მძიმე წასაკითხია ეხლა არჩეული წიგნიო და თავს შევიკავებ gigi.gif

Posted by: Universe 27 Jan 2017, 15:25
marimarita
ერთ თავისუფალ საღამოს იკითხება, დრო არ უნდა. თან საინტერესოს პოვნა, თუნდაც ერთი წინადადების, ყოველთვის შესაძლებელია.

Posted by: Parabola 27 Jan 2017, 15:56
დღეს ვიყიდე ,,საყვარელი''

მაგრამ ახლახან მოვრჩი რულფოს პარამოს და იმის მერე არამგონია მომეწონოს

Posted by: marimarita 27 Jan 2017, 15:59
SUBADARI
QUOTE
მომეწონა თემა.. შემდეგი წიგნის დროს შემოგიერთდებით წინა გვერდებზე დაიწერა მძიმე წასაკითხია ეხლა არჩეული წიგნიო და თავს შევიკავებ 

არ არის მძიმე წასაკითხი, თითქოს ასე ჩანს თავიდან, მაგრამ საინტერესოა smile.gif

Universe
QUOTE
ერთ თავისუფალ საღამოს იკითხება, დრო არ უნდა. თან საინტერესოს პოვნა, თუნდაც ერთი წინადადების, ყოველთვის შესაძლებელია.

yes.gif წაიკითხე ,,საყვარელი'' smile.gif

Parabola
მოგეწონება ))

Posted by: SUBADARI 27 Jan 2017, 16:14
marimarita
რა თემატიკაა მოკლე რევიუ რო დაწერო ფლზ იქნებ დავინტერესდე

Posted by: Heart_of_Darkness 27 Jan 2017, 23:36
მთელი თვეა არაფერი წამიკითხვას,
სამსახურის საქმეებმა გადამიყოლა.

გადავხედე წინა პოსტებს და ე.ი. მორისონის ,,საყვრელს" კითხულობთ.
ისე მომენატრა კითხვა, რომ მეც შემოგიერთდებით.
1-ში ვაბარებ ჩემს პროექტს და მერე ბევრი თავისუფალი დრო მექნება.

ამ თემის და ზოგადად განყის აქტიური იუზერი უნდა გავხდე sa.gif

Parabola
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ რულფოს შემდეგ მორისონი, სუსტი და ერთფეროვანი იქნება.

Posted by: B l a c k J a c k 29 Jan 2017, 14:02
QUOTE
ფილიპ როთი - ,,ამერიკული პასტორალი".

http://www.file.ge/?p=42006
ფილმიც არის გადაღებული თურმე :დ

Posted by: Greta 29 Jan 2017, 21:21
ალექსანდრა91
BELLA-DONNA

QUOTE
გოგონებოო :* :* მომენატრეთ!!!!
ახლაც მახსოვს თემის პორველი ტომის პირველი პოსტები   
შევეცდები შემდეგი წიგნიდან შემოგიერთდეთ )))
ბელ, აქტიურობ კითხვის პროცესში? გრეტას უფრო ვერ ვხედავ ))


გრეტა ოროსანია, საუკუნეა თემაშI არაფერი წაუკითხავს. ჩემთვის ძლივს ვკითხულობ ცოტ-ცოტას. ვერ ვიცლი
იქნებ აქ რო ჩავერთო, უფრო მოვახერხო.

შემომიკაკუნეთ ფბ-ზე რა, შემდეგში რას აირჩევთ და იქნებ დამადგეს საშველი smile.gif))

:* :*

Posted by: ალექსანდრა91 29 Jan 2017, 21:51
Greta
    BELLA-DONNA
      მეც ეგრე ვარ. ჩემთვის ვკითხულობ ნელ-ნელა და თუ რამე საინტერესო და საჩემო გამოჩნდა კი მინდა რომ შემოგიერთდეთ ))))
        ახლა რას კითხულობთ?

        Posted by: BELLA-DONNA 29 Jan 2017, 21:52
        Greta
        მეც მასე ვარ, ამიტომ ვერ გაგკიცხავ, ძლივს ვახერხებ კითხვას. biggrin.gif
        ალექსანდრა91
        QUOTE
        ახლა რას კითხულობთ?

        ტონი მორისონი - ,,საყვარელი''.

        Posted by: ალექსანდრა91 29 Jan 2017, 22:03
        BELLA-DONNA
          აუჰ. კაი ხნის დავიწყე და 100გვერდამდე ვარ გასული. რახანია გეგმაში მაქვს დამთავრება მაგრამ ახლა ნამდვილად არა მგონია ეგ მოვახერხო )))

          Posted by: zabzu 30 Jan 2017, 13:23
          სტივენ კინგის უიმედოთა ქალაქი წავიკითხე და ნამეტანი გაბრაზებული დავრჩი
          სიმართლე გითხრათ შთაბეჭდილებების ქვეშ ვერ მოვყევი
          უფრო მეტს მოველოდი მაგრამ ასეათუ ისე მაინც კარგი წიგნია

          ახლა დავიწყე ჯოჯო მოიესის - "მე, შენამდე"-ს კითხვა,

          Posted by: Parabola 30 Jan 2017, 16:08
          Heart_of_Darkness



          დავიწყე კითხვა, ნაშრომს ვერ დავუკარგავ იმ ქალს , მაგრამ ძალიანაა ფოლკნერის გავლენის ქვეშ, ბაძავს ასე მომეჩვენა
          პრინციპში მართალი ხართ, ვატყობ ძაან გაიწელება უმიზნოდ (
          ჩავალ მაინც ბოლომდე, წიგნი ყოველთვის ბოლომდე უნდა წაიკითხოო ნათქვამია smile.gif



          Posted by: BELLA-DONNA 30 Jan 2017, 18:49
          ალექსანდრა91
          QUOTE
          აუჰ. კაი ხნის დავიწყე და 100გვერდამდე ვარ გასული. რახანია გეგმაში მაქვს დამთავრება მაგრამ ახლა ნამდვილად არა მგონია ეგ მოვახერხო )))

          მე კი ვკითხულობ, მაგრამ რამდენად მოვასწრებ არ ვიცი, მოსწრებაზე აღარ მკითხულობ ხოლმე, მთავარია როგორმე ჩავამთავრო. biggrin.gif

          Posted by: Ezekia 30 Jan 2017, 22:43
          აბა, როგორ მიდის კითხვის ამბები?

          მე ჩამოგრჩით, რაღაც ცუდი ამბები მქონდა და არც დრო მქონდა საყვარლის და არც განწყობა. ეხლა ჩავუჯექი ისევ. 45%ზე ვყოფილვარ თურმე.

          რთულად არ იკითხება, კარგად მიდის. თუმცა, რო დაუკვირდები, რეები ხდება...

          Posted by: BELLA-DONNA 30 Jan 2017, 23:09
          Ezekia
          იმედია კარგად ხარ ეხლა. 2kiss.gif

          ერთი პროცენტით მისწრებ. გეთანხმები, როგორ ადვილად და მსუბუქად იკითხება, არადა რა მძიმე ამბებია. თვითონ საყვარლის პერსონაჟი ვინაა ვერ ჩამოვყალიბდი, მისტიკურად უნდა გავიგო თუ ალეგორიულად? ან იქნებ ორივე?

          Posted by: marimarita 30 Jan 2017, 23:38
          SUBADARI
          QUOTE
          რა თემატიკაა მოკლე რევიუ რო დაწერო ფლზ იქნებ დავინტერესდე

          წაიკითხე და აუცილებლად დაინტერესდები )))

          Ezekia
          ხომ კარგად ხარ?
          BELLA-DONNA
          მეც ძალიან მაინტერესებს ვინ არის საყვარელი, ვითომ ხორცშესხმული ბავშვის სულია?
          QUOTE
          ვერ ჩამოვყალიბდი, მისტიკურად უნდა გავიგო თუ ალეგორიულად? ან იქნებ ორივე?

          ++

          Posted by: BELLA-DONNA 30 Jan 2017, 23:42
          marimarita
          QUOTE
          მეც ძალიან მაინტერესებს ვინ არის საყვარელი, ვითომ ხორცშესხმული ბავშვის სულია?

          ხო, ეგ ვიფიქრე მეც.

          Posted by: marimarita 30 Jan 2017, 23:49
          BELLA-DONNA
          QUOTE
          ხო, ეგ ვიფიქრე მეც.

          დაველოდოთ მოვლენების განვითარებას )))
          პოლ-დიმ გამაბრაზა sad.gif
          რატომ არიან მამაკაცები ასეთი სუსტები? sad.gif

          Posted by: Ezekia 31 Jan 2017, 00:42
          BELLA-DONNA
          marimarita

          ხო, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მისტიკა და შავკანიანები (თუ რომელია სწორი ფორმა?) სულ ერთად მოდიან, გვერდიგვერდ, ამიტომ არცაა გასაკვირი ბელის თუ ბელას სულთან კავშირი. თან რა საშიში გოგოა. ჟუტკი.

          პოლ-დი მომწონს და ჯერ ვერ მგონია, რამით გამაბრაზოს, ალბათ ჩემზე მეტი იცი რაღაც (

          საერთოდ, რითია საინტერესო ეს წიგნი - ერთ-ერთი მიზეზი - პერსონაჟების არაერთგვაროვნებით, თუ რა ქვია ამას, როცა არ არიან ცალმხრივად კარგები ან ცალმხრივად ცუდები ზღაპრის გმირებივით. სეტი ავიღოთ-ვინ განსჯის, ვინ დააბრალებს შვილების არსიყვარულს, ვინ გაასამართლებს მისი საქციელის გამო? იგივე პოლ დი - როგორი იყო დიდ სახლში დანარჩენ კაცებთან ერთად. დანარჩენ ოთხთან. კაცები. მამაკაცები კარგი გაგებით. ან სეტის ქმარი -დედის თავისუფლებისთვის როგორ მუშაობდა, ან ცოლს როგორ ექცეოდა. რამდენი გამოიარეს ამ კაცებმა, რამდენი გადაიტანეს. ჰალემ ვერ გაუძლო და გატყდა. ადამიანია ხო? პოლ დი ჯერჯერობით უძლებს (სადამდეც წავიკითხე), ცდილობს, სეთის გულისთვის ადამიანობა შეინარჩუნოს, თუმცა შინაგანად ისიც გატეხილია და გულის მაგივრად უკვე ძველი დაჟანგული კოლოფი უდევს მკერდში... არ ვიცი, რას გააკეთებს, მაგრამ როგორ გავამტყუნო, ისეთი ადამიანურია ( ერთადერთი, ბელლს ვერ ვუგებ. საყვარელს. მაგას გავამტყუნებ ყველაფერში, სადაც საჭიროა და არაა საჭირო (ვხვდები რაღაცას).





          ვინც არ კითხულობთ - ჟუტკი წიგნია მძიმე ამბებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ ღირს წაკითხვად. პირიქით! ისეთი წიგნია, კარგად რომ შეგაჯანჯღარებთ. და ხანდახან ესეც საჭიროა. კარგად იკითხება და საინტერესო პერსონაჟებია. თემა - მონობა, ოღონდ ეს არაა ბიძია თომას ქოხი. თავისუფლებაა და თავისუფლების ფასი. ძააალიან ძვირი, წარმოუდგენლად. სიყვარული - ძააალიან მძიმე. დედა-შვილობა - აი რა ვთქვა. კაცობა. ადამიანობა და არაადამიანობა. რეალობა და მისტიკა. კანის ფერი. ცხოვრება. როგორი ცხოვრება. და დაფუძნებულია რეალურ ამბებზე. ძლიერი წიგნია. წასაკითხი.


          Posted by: BELLA-DONNA 31 Jan 2017, 16:31
          Ezekia

          მეც ვერ გამაბრაზა პოლ-დიმ როცა საქმე რაღაც ზებუნებრივთან და შენზე ძლიერთან გაქვს, ბუნებრივია სისუტეს იჩენ. საყვარელსაც ვერაფერში ვამტყუნებ, იმას ითხოვს რაც დაკარგა, დედის მეტი არაფერი უნდა.

          Posted by: marimarita 31 Jan 2017, 16:50
          Ezekia
          QUOTE
          პოლ-დი მომწონს და ჯერ ვერ მგონია, რამით გამაბრაზოს, ალბათ ჩემზე მეტი იცი რაღაც (

          BELLA-DONNA
          QUOTE
          მეც ვერ გამაბრაზა პოლ-დიმ როცა საქმე რაღაც ზებუნებრივთან და შენზე ძლიერთან გაქვს, ბუნებრივია სისუტეს იჩენ. საყვარელსაც ვერაფერში ვამტყუნებ, იმას ითხოვს რაც დაკარგა, დედის მეტი არაფერი უნდა.

          თუ იმას გავითვალისწინებთ რომ რამდენი დაბრკოლება შეხვდა წინ და ყველაფერი კაცურად გადალახა, ისეთი სისუსტის გამოვლინება რაც მან ჩაიდინა, მგონია რომ არ ეპატიება ...
          თუმცა ამას თავადაც ხვდება და ჯერჯერობით გამბედაობა არ ყოფნის რომ სიმართლე აღიაროს ... და ვფიქრობ მორიგ შეცდომას დაუშვებს ))

          რაც შეეხება საყვარელს, მგონია რომ ყველაზე მეტად საკუთარი თავი უყვარს...

          არ ვიცი წიგნი სადამდე წაიკითხეთ, ამიტომ აღარაფერს დავწერ smile.gif


          Posted by: BELLA-DONNA 31 Jan 2017, 17:45
          marimarita
          საყვარელი თუ შურისმაძიებელი სულია, მაშინ მისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, მითუმეტეს კარგ საქციელს არ უნდა ველოდოთ. მე იქ ვარ სტემპი რომ უყვება პოლ-დის სითეს ამბებს და თან გაზეთს აჩვენებს. ძალიან შემზარავი მომენტია.

          მე ვფიქრობ ამ ნაწარმოებში ვერავის გავამტყუნებ აბოლიციონისტების გარდა.

          Posted by: Universe 31 Jan 2017, 21:15
          დაამათავრეთ უკვე? მე ახლა დავიწყე user.gif თქვენს განხილვებს თვალს მოვარიდებ ჯერ.

          Posted by: BELLA-DONNA 31 Jan 2017, 21:39
          Universe
          QUOTE
          დაამათავრეთ უკვე? მე ახლა დავიწყე  თქვენს განხილვებს თვალს მოვარიდებ ჯერ.

          მე პირადად ნახევარზე ცოტა მეტი მაქვს წაკითხული. ვეცდებით არ დაგასპოილეროთ.

          Posted by: Universe 31 Jan 2017, 21:53
          BELLA-DONNA
          არა, მერე გადავხედავ, როცა დავამთავრებ smile.gif

          Posted by: B l a c k J a c k 1 Feb 2017, 00:31
          სისხლიანი თითები რომ ახსენეს სეთის უკვე მივხვდი რაც ჩაიდინა (((( საყვარელი რეინკარნაციაა (((

          Posted by: Ezekia 2 Feb 2017, 21:22
          რას შვებით??

          ტაატით მივიწევ წინ. ისე უბრალოდ წერია ამბები. და რო დაუკვირდები, რეები წერია... ბრრრრრრრ!!!

          როგორ მეცოდება სეთი (ქართულადაც სეთია?) მეცოდება? თუ მტკივა. თუ თანავუგრძნობ. უბედურიც არ ქვია ასეთ ქალს. რაღაც სხვა ქვია, ერთი სიტყვა რომ ვერ მოვუძებნე და ბევრში ჩატევას რომ ვერ ვახერხებ.
          პოლ დიც როგორ მეცოდება.
          დენვერიც.
          ის მოხუცი კაციც, შტამპი ქვია რუსულ ვერსიაში. ცოლი რომ დატოვა.
          ბეიბი საგზ.
          ყველა მეცოდება. საყვარლის გარდა. ყველაზე ნაკლებად ეგ.

          ესეც ჩვენი მაგიური რეალიზმი. საყვარელი, სახელად ბელა. მოვიდა და ამოაბრუნა ყველაფერი.


          ვკითხულობ და ნერვები მეშლება.




          ფილმი ნახეთ ვინმემ? ოფრას სეთი როგორია??

          Posted by: B l a c k J a c k 2 Feb 2017, 23:11
          Ezekia
          QUOTE
          ყველა მეცოდება. საყვარლის გარდა. ყველაზე ნაკლებად ეგ.

          საყვარელიც საცოდავია. მე ბევრი არ მაქვს წაკითხული. 188-მდე მივედი.
          ფოლკნერს გავს ხელნაწერით: სახეში არ უცქერენ საუბრისას გმირები, მოკლედ წერტილოვანი ფრაზები და ა.შ. ოღონდ უფრო უხეში სტილია.

          QUOTE
          საყვარელი, სახელად ბელა. მოვიდა და ამოაბრუნა ყველაფერი.

          მუღამიც მაგაშია მგონი. საყვარელი წარმაოდგენს არ შემდგარ ოცნებას შავკანიანებისთვის. ყველაფერში ანტი არის რასაც ვუყურებ: კანი ლამაზი და ნაოჭების გარეშე აქვს, არ მუშაობს, სიყვარული უნდა . ბავშვია რომელსაც დედა მოსტაცეს. იდეაში შავი რასა რომელიც აკვნიდან ამოგლიჯეს და პლანტაციებში შეყარეს. ნუ რასაც მე ვუყურებ და დანარჩენი წიგნში გამოჩნდება.

          QUOTE
          ფილმი ნახეთ ვინმემ? ოფრას სეთი როგორია??

          არ მაქვს სურვილი. ოფრას მაინცდამაინც ვერ ვუყურებ რბილად რომ ვთქვა :დ ისე ზანგების სულის ჩასაწვდომად დენზელ ვოშინგტონის ფენსეს კარგი ფილმია )))

          იდეაში გულთან ახლოს არ მიქონდათ ზანგების ექსპლოატაცია. როგორც საფრანგეთში განაცხადეს კოლონიზაციას კულტურის გავრცელება ეწოდებაო-დაახლოებით ასე უყურებდნენ. ამ წიგნით მეც კი საღადაოდ რომ მქონდა ეგ თემა და შაბლონურად მონობა არ მომწონდა და მხოლოდ, უფრო ღრმად გავისიგრძეგანე. ტერორისტული აქტი თუ ხდება პარიზში ყველა ჟე სუი ჩარლია და პაკისტანში ქალაქი გადაბუგეს-კაციშვილს ხმა არ ამოუღია. დაახლოებით ეგ თემაა.
          ზანგებზე მიჩვეულები ვართ, თორემ თეთრკანიანზე ამბავი ატყდება იცოცხლე. ყველაფრის მიუხედავად ცოდოები არიან ((( დღესაც ირიბად , მაგრამ მაინც იგივე გრძელდება. აფრიკა კი არის ზოოპარკი, მაგრამ ვოლიერები სხვამ ააშენა (((

          Posted by: Moby-Dick 3 Feb 2017, 15:07
          QUOTE (R.bellagio @ 22 Jan 2017, 23:53 )
          QUOTE (Moby-Dick @ 22 Jan 2017, 23:41 )

          მეც მიშიმას კითხვა მაქვს დაწყებული, კარგი ჩანს ნაღდად biggrin.gif

          კი ნამდვილად კარგია უფრო სწორად იდეალურია. ეხლა მილან კუნდელას ყოფის აუტანელი სიმსუბუქე-ს ვკითხულობ გენიალურია გირჩევთ ამ წიგნსაც.

          მოვრჩი მეც, რა ნახე მანდ იდეალური biggrin.gif გამოქლიავებულ ტიპზე აღოჩდა, კარგი ადამიანები არ მოგწონდეს პიროვნულად, ტაძარმა რა დაუშავა და რას მიაღწია ვითომ დაწვით? რა მაგის საქმე იყო, ან რა მაგით, მივლენ ახალს ააშენებენ იაპონელები. ვერაფერი გავიგე. თან საკუთარ თავს დასცინოდა მგონი, კაი ნამუშევარი კაცივით სიგარეთს გავუკიდე და მეამა, უნდა ვიცხოვროო. რისთვის უნდა იცხოვროს მოსაწევად?

          Posted by: marimarita 3 Feb 2017, 17:52
          აბა როგორ ხართ? დაამთავრეთ კითხვა?
          საინტერესოა, ძალიან საინტერესო smile.gif)
          BELLA-DONNA
          QUOTE
          საყვარელი თუ შურისმაძიებელი სულია, მაშინ მისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, მითუმეტეს კარგ საქციელს არ უნდა ველოდოთ

          სიყვრულის მაძიებელი სული უფრო

          Ezekia
          QUOTE
          ტაატით მივიწევ წინ. ისე უბრალოდ წერია ამბები. და რო დაუკვირდები, რეები წერია... ბრრრრრრრ!!!

          აი ზუსტად მასეა smile.gif)
          ტრანსპორტში მიწევს ძირითადად კითხვა სახლიდან სამსახურამდე და პირიქით smile.gif
          სულ ცოტა დამრჩა და გავალ ბოლოში...
          QUOTE
          ფილმი ნახეთ ვინმემ? ოფრას სეთი როგორია??

          არ ვიცოდი ფილმიც თუ არსებობდა...
          აუცილებლად ვნახავ წიგნს რომ დავამთავრებ...
          არჩევნები როდის იქნება? ალბათ კვირას ხო? smile.gif

          B l a c k J a c k
          QUOTE
          იდეაში გულთან ახლოს არ მიქონდათ ზანგების ექსპლოატაცია. როგორც საფრანგეთში განაცხადეს კოლონიზაციას კულტურის გავრცელება ეწოდებაო-დაახლოებით ასე უყურებდნენ. ამ წიგნით მეც კი საღადაოდ რომ მქონდა ეგ თემა და შაბლონურად მონობა არ მომწონდა და მხოლოდ, უფრო ღრმად გავისიგრძეგანე. ტერორისტული აქტი თუ ხდება პარიზში ყველა ჟე სუი ჩარლია და პაკისტანში ქალაქი გადაბუგეს-კაციშვილს ხმა არ ამოუღია. დაახლოებით ეგ თემაა.
          ზანგებზე მიჩვეულები ვართ, თორემ თეთრკანიანზე ამბავი ატყდება იცოცხლე. ყველაფრის მიუხედავად ცოდოები არიან ((( დღესაც ირიბად , მაგრამ მაინც იგივე გრძელდება. აფრიკა კი არის ზოოპარკი, მაგრამ ვოლიერები სხვამ ააშენა (((

          + sad.gif

          Moby-Dick
          QUOTE
          მოვრჩი მეც, რა ნახე მანდ იდეალური  გამოქლიავებულ ტიპზე აღოჩდა, კარგი ადამიანები არ მოგწონდეს პიროვნულად, ტაძარმა რა დაუშავა და რას მიაღწია ვითომ დაწვით? რა მაგის საქმე იყო, ან რა მაგით, მივლენ ახალს ააშენებენ იაპონელები. ვერაფერი გავიგე. თან საკუთარ თავს დასცინოდა მგონი, კაი ნამუშევარი კაცივით სიგარეთს გავუკიდე და მეამა, უნდა ვიცხოვროო. რისთვის უნდა იცხოვროს მოსაწევად?

          უიჰ... ეს რა შეფასება დაიდო... ჰმ...
          გადამინდა მაგ წიგნის წაკითხვა smile.gif))

          Posted by: BELLA-DONNA 3 Feb 2017, 20:26
          marimarita
          ცოტა დამრჩა. ძალიან მომწონს. ამ წიგნის წაკითხვა ნამდვილად ღირდა.

          Posted by: Ezekia 3 Feb 2017, 20:47
          QUOTE
          მუღამიც მაგაშია მგონი. საყვარელი წარმაოდგენს არ შემდგარ ოცნებას შავკანიანებისთვის. ყველაფერში ანტი არის რასაც ვუყურებ: კანი ლამაზი და ნაოჭების გარეშე აქვს, არ მუშაობს, სიყვარული უნდა . ბავშვია რომელსაც დედა მოსტაცეს. იდეაში შავი რასა რომელიც აკვნიდან ამოგლიჯეს და პლანტაციებში შეყარეს. ნუ რასაც მე ვუყურებ და დანარჩენი წიგნში გამოჩნდება.



          ანუ!

          ანუ:

          საყვარელი შავკანიანების ოცნებაა. ის თავისუფალია, უზრუნველი, ლამაზი, კანგადატკეცილი, ხელებდაუკოჟრავი და ტუფლებდაუბრეცავი. ბელლი უბატონოა. თვითონაა ბატონი. თვითონ განკარგავს სხვების ბედს. თავისი გარშემომყოფების, თავისი ახლობლების, თავისი ოჯახის ბედს. და როგორ განკარგავს? ეგოისტურად. მთელი სიყვარული თვითონ უნდა. მთელი ყურადღება. დედა მარტო თვითონ უნდა. დაც. დედისთვის სხვა შვილი არ უნდა. დედისთვის კაცი და მისი სითბო და სიყვარული არ უნდა. დედისთვის ძლივსგამოჩენილი მომკითხავი და კეთილისმყოფელი არ უნდა. არავინ და არაფერი არ უნდა და არ ემეტება დედისთვის. მარტო ის უნდა, დედა მას ეფეროს და მისი იყოს. თვითონ კია თავისუფალი, მაგრამ მისი ოჯახის წევრები არ გაათავისუფლა, პირიქით, დაიმონა და დაიმორჩილა. არც მათი ბედნიერება აინტერესებს და არც მათი ბედი, არც მათ გულისტკივილს ერიდება. ეგოისტია. ცოდოა, მაგტამ ეგოისტი.


          და ესაა შავკანიანების ოცნება??

          ესეთი წარმოუდგენიათ თავისუფალი ზანგი???



          ფიე.


          Posted by: B l a c k J a c k 3 Feb 2017, 21:20
          Ezekia
          QUOTE
          და ესაა შავკანიანების ოცნება??

          ესეთი წარმოუდგენიათ თავისუფალი ზანგი???

          მე სანამდეც მივედი მასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ეგოისტი იქნება - სიცოცხლე მოუსწრაფეს და შესაბამისად ყველა განცდის დაბრუნება უნდა, ამიტომაც იქცევა მასე.
          თან ხაზგასმულია ის რომ ზანგებსაც აქვთ გრძნობები და იმავე დონის სიყვარული შეუძლიათ რაც თეთრებს. ჩვენ რომ გავიგოთ და შევიგრძნოთ , ნუ ზანგებს რომ გავუგოთ. კი ვთქვათ განვითარების დონით სხვაგან იმყოფებიან, მაგრამ ადამიანები არიან ეგენიც. მენასი თუ სოსაიეთი კარგი ფილმია სამაგისოდ. დღესაც კი: წარმოიდგინე არაფერი დაგიშავებია და სტერეოტიპის და სტატისტიკური მაჩვენებლის გამო საშიში ხარ მხოლოდ იმიტომ რომ შავი ფერის კანი გაქვს. მაღაზიაში არ გესალმებიან, პოლიცია გიბაყუნებს-გაგიჟდები აბა რა მოგივა. სხვა საკითხია რომ განათლებისკენ და წესრიგისკენ მიდრეკილება საერთოდ არ აქვთ. შრომისმოყვარეობაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამხელა შესაძლებლობას იძლევა თუნდაც ახლა ამერიკა მათთვის და არ იყენებენ. ასევე სამართლაინობის გამო უნდა აღინიშნოს რომ ზანგებს არ უთხოვიათ მანდ ჩაყვანა. შესაბამისად იქნება საყვარელი პრეტენზიული და ეგოისტი. მე უფრო ადამიანურს დავხატავდი და იგივე სიყვარულს გავანაწილებდი სხვაზეც, მაგრამ ტონი მორისონმა დახატა ზანგი თეთრის ფსიქოლოგიით. თეთრები სხვანაირად იქცევიან? ჩვენ არ გვინდა ყველაფერი საჩვენოდ? შესაბამისად ამ მიდგომამ გადაწონა პერსონაჟი და გარკვეულ წილად თეთრებსაც დაუბრუნა ხურდა მორისონმა აქაოდა ზანგებსაც შეუძლიათ თეთრობაო. რა თქმა უნდა განაწყენებული თავისი რასის წარსულისთვის და გამოჟონა ამან ნაწარმოებში.

          Posted by: Ezekia 3 Feb 2017, 21:47
          B l a c k J a c k
          QUOTE
          ეგოისტი იქნება - სიცოცხლე მოუსწრაფეს და შესაბამისად ყველა განცდის დაბრუნება უნდა, ამიტომაც იქცევა მასე.

          ხო, უბრალოდ არა მგონია, ეს საოცნებო ზანგის სახე იყოს.

          QUOTE
          თან ხაზგასმულია ის რომ ზანგებსაც აქვთ გრძნობები და იმავე დონის სიყვარული შეუძლიათ რაც თეთრებს. ჩვენ რომ გავიგოთ და შევიგრძნოთ , ნუ ზანგებს რომ გავუგოთ. კი ვთქვათ განვითარების დონით სხვაგან იმყოფებიან, მაგრამ ადამიანები არიან ეგენიც.

          QUOTE
          თეთრები სხვანაირად იქცევიან? ჩვენ არ გვინდა ყველაფერი საჩვენოდ? შესაბამისად ამ მიდგომამ გადაწონა პერსონაჟი და გარკვეულ წილად თეთრებსაც დაუბრუნა ხურდა მორისონმა აქაოდა ზანგებსაც შეუძლიათ თეთრობაო. რა თქმა უნდა განაწყენებული თავისი რასის წარსულისთვის და გამოჟონა ამან ნაწარმოებში.



          ანუ ზანგებსაც შეუძლიათ, თეთრებივით ცუდები იყვნენ? და ასეთია საყვარელი? ცუდი, როგორც თეთრი. თუ როგორ?



          QUOTE
          და ესაა შავკანიანების ოცნება??

          ესეთი წარმოუდგენიათ თავისუფალი ზანგი???


          :ესაა პიკასოს ბიჭი?! ამით ერთობოდა პიკასო?!:
          biggrin.gif

          Posted by: Moby-Dick 3 Feb 2017, 21:55
          marimarita
          QUOTE
          უიჰ... ეს რა შეფასება დაიდო... ჰმ...
          გადამინდა მაგ წიგნის წაკითხვა ))

          გადამინდა რა სიტყვაა ან მე რას მისმენ, ვხუმრობ იქნებ?gigi.gif
          სასიამოვნო წასაკითხია, სილამაზეზე წერს და შენთვითონაც ფიქრდები ეგეთ რამესთან თუ მქონიაო შეხება, რა არის შენთვის ოქროს ტაძარი, და თუ გაგაჩნია საერთოდ მსგავსი. თან როგორ უყვარს, რა მნიშვნელოვანია და ა.შ.
          კიდე კარგად აქვს აღწერილი ერთი მოვლენა, რაღაც სასწაულ ამბად მიაჩნია, შენც ელოდები და წლების განმავლობაში ირკვევა ნელ-ნელა და უფასურდება.
          ჯოჯოხეთში თუ მოვხვდებოდი სამუდამოდ, ესეთ წიგნებს წავიღებდი, სხვა სამყაროში გადაყაყავხარო რო ამბობენ ესეთებზეა ალბათ ნათქვამი biggrin.gif

          Posted by: Ezekia 4 Feb 2017, 00:33
          დავამთავრე.


          არ ვიცი მე, კვირას რამე ლაითი ავარჩიოთ! aba.gif
          ნათელი, მსუბუქი, სასიამოვნო... rolleyes.gif

          ამ თემაში შემოსვლის დღიდან სულ ეგეთებს ვითხოვ, კრასატას და რამანწიკას facepalm.gif



          კარგი წიგნი იყო, კარგი, მძიმე, მაგრამ კარგია, რომ წავიკითხეთ. ვინ გვირჩია და წარადგინა, მადლობები მას!

          Posted by: marimarita 4 Feb 2017, 00:44
          Moby-Dick
          QUOTE
          გადამინდა რა სიტყვაა

          გადა-მინდა ანუ აღარ-მინდა
          QUOTE
          ან მე რას მისმენ, ვხუმრობ იქნებ?

          gigi.gif

          Ezekia
          QUOTE
          დავამთავრე.

          bis.gif
          უაღრესად საინტერესო კომენტარები წავიკითხე love.gif
          დიდი სურვილი მაქვს ფილმიც ვნახო..
          QUOTE
          კვირას რამე ლაითი ავარჩიოთ! 
          ნათელი, მსუბუქი, სასიამოვნო... 

          ამ თემაში შემოსვლის დღიდან სულ ეგეთებს ვითხოვ, კრასატას და რამანწიკას

          დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი მეც რამე მასეთს love.gif
          QUOTE
          კარგი წიგნი იყო, კარგი, მძიმე, მაგრამ კარგია, რომ წავიკითხეთ. ვინ გვირჩია და წარადგინა, მადლობები მას!

          მე წარმოვადგინე და მიხარია რომ მოგეწონათ 2kiss.gif

          Posted by: B l a c k J a c k 4 Feb 2017, 12:38
          Ezekia
          QUOTE
          ხო, უბრალოდ არა მგონია, ეს საოცნებო ზანგის სახე იყოს.

          საოცნებო არა , უბრალოდ ზანგი როგორც ზანგი წარმოგვიდგინა. ბეიბი საგზი ყველაფერს თეთრკანიანებს აბრალებს : მათი ბრალია და ერიდეო ეუბნება სითეს. ანუ თეთრები რომ არ ჩარეულიყვნენ და ზანგები რომ ჩასულიყვნენ ამერიკაში როგორც მიგრანტები იქნებოდნენ ისეთივეები როგორიც თეთრები. კეთილი და ბანჯოზე მომღერალი ზანგი არ დახატა-მასეთები გვყავს. აიღო და დახატა ყველა თვისებით დაჯილდოებული ზანგი, რომელსაც ყველაფერი წაართვეს და სიყვარულისთვის დაბრუნდა. სხვა საქმეა ყველას და ყველაფერს აუბედურებს (((

          თავიდანვე მიგვანიშნებს : სახლი ბავშვის სისხლით იყო გაჟღენთილი, დენვერი რძესთან ერთად დედის სისხლს წოვდა. თვითონ საყვარელს კი საკუთარმა დედამ გამოღადრა ყელი ((( შეიძლება მე ზოგადად ვუყურებ უფრო და შენ უფრო კონკრეტულად. ბედნიერი პერსონაჟი არ დახატა მორისონმა და ეგ არის საინტერესო.

          ცოდვა გამხელილი ჯობია და ორმაგი სტანდარტები მაქვს: როდესაც ვიკინგების მონოგამობა, პოლიგამობაზე ისმენ ზღაპრებს -დემოკრატიაა და თავისუფლება. როდესაც ზანგები სჩადიან იმავეს ყანებში და სადაც მოუხრხდებათ იქ - ცხოველები არიან. მე ჩემს პირველად გრძნობებს ვამბობ (( მერე კი ხარშავ რომ ისინიც ადამიანები არიან, უბრალოდ ვიღაცას სწავლა და ქარხანაში მუშაობა ეხერხება და ვიღაცას 100 მეტრიანის რეკორდების ხსნა და სამქულიანების ყრა.

          ნაწარმოები საოსკარო არ იყო. პირველი შავკანიანი მწერალი და აბსოლუტურად ღია და დაუფარავი სიუჟეტი-ამან გადაწონა.
          იააპ მადლობა მარიმარიტას წიგნისთვის )))

          Posted by: holden kolpildi 4 Feb 2017, 13:10
          BELLA-DONNA
          Moby-Dick
          Ezekia
          დაბრუნდით
          სასიამოვნოა
          ფრიად

          Posted by: Ezekia 4 Feb 2017, 17:16
          მარიმარიტა
          QUOTE
          მე წარმოვადგინე და მიხარია რომ მოგეწონათ

          2kiss.gif up.gif

          holden kolpildi

          jump.gif 2kiss.gif love.gif
          როგორ ხარ smile.gif

          B l a c k J a c k
          QUOTE
          საოცნებო არა , უბრალოდ ზანგი როგორც ზანგი წარმოგვიდგინა.

          QUOTE
          ზანგები რომ ჩასულიყვნენ ამერიკაში როგორც მიგრანტები იქნებოდნენ ისეთივეები როგორიც თეთრები.


          ხო აი არ ვიცი...

          ზოგადად ზანგი ვერ "მოვირგე", იქნებ ზოგადად უბედურება წარმოგვიდგინა? ამდენი ტკივილი, ამდენი დამცირება, ამდენი ტანჯვა მართლა უკვალოდ ხომ არ ქრება, იქნებ ამ ადამიანებს ასეთი თითქმის ხორცშესხმული სახით ევლინებათ და ისედაც გაუბედურებულ სულს უფრო უწეწავს მათი ნაგროვები და მოუნელებელი ტკივილი და ტანჯვა?

          ან იქნებ სიცოცხლის ფასია საყვარელი? რა უფრო ძვირფასია-სიცოცხლე თუ თავისუფლება? რომელი სჯობს- სეთი თუ ბელლა? სეთი ტანჯული ადამიანია, წისქვილის ქვაც კი დატრიალებულა მის თავზე, და ის არაა ისეთი საშიში და საშინელი, როგორც საყვარელი - თავისუფალი ზანგი. დენვერიც კი უფრო დიდი ადამიანია. იქნებ თვით თავისუფლებაც კი არ ღირს სიცოცხლის ფასად? ამ ტანჯული, აუტანელი სიცოცხლის ფასად. იქნებ სიკვდილი მაინც უმძიმესი საფასურია? აი, საყვარელი - ამ ფასად ნაყიდი თავისუფლება. სეთმა რაც ჩათვალა საუკეთესო ვარიანტად, ის გააკეთა საკუთარი ხელით, ბოლომდე დარწმუნებულია, რომ სწორად გააკეთა და მაინც თავს არ ანებებს საიქიოდან მობრუნებული სიცოცხლე. "რატომ დამტოვე, რატომ მიმატოვე". რა სჯობს? თუნდაც დენვერი თუ ბელლა?

          ან იქნებ ყოვლისმომცველი სიყვარულის სახეა საყვარელი? ხო ვამბობთ ხოლმე-ულევი სიყვარული გქონოდეს, ცამდე მიყვარხარ, გულის გულებში სიყვარული... აჰააა, გულის გულებში კი არა, სიკვდილამდე სიყვარულია, მკვლელობამდე სიყვარული. დახრჩობამდე. შეწირვამდე. თავგანწირვამდე. თავს რო არ განებებს და გინელებს ბოლომდე. ნამეტანი მძიმე სიყვარული გცოდნიაო. აი, სეთის არამსუბუქი, ნამდვილი სიყვარული. ხორცშესხმული. როგორია???


          ზოგადად ზანგები... აქ არიან ზანგები, რომლებმაც უმძიმესი ცხოვრება გაიარეს, მაგრამ ადამიანობა არ დაუკარგავთ. უბრალოდ, ბევრად ფრთხილები არიან. როგორი ადამიანია შტამპი, ან ბები საგზი, ან ელლა (თუ რა ქვია, ვინც ბოლოს სეთს შეუშალა ხელი), პოლ დი, დანარჩენები... ესენი უფრო მგონია ზოგადად ზანგი, ვიდრე საყვარელი.

          QUOTE
          შეიძლება მე ზოგადად ვუყურებ უფრო და შენ უფრო კონკრეტულად.


          ხმამაღლა ვფიქრობთ და ვარჩევთ, ეგაც ჩვენი განხილვა smile.gif

          ყველაფერზე დათანხმება უინტერესოა wink.gif

          აი, სურათი ჩავამატე:

          user posted image

          Posted by: BELLA-DONNA 5 Feb 2017, 00:14
          დღეს დავთავრე და შოკირებული ვარ. შემძრა სულით ხორცამდე. ამ წიგნს სიამოვნებით წავიკითხავ მეორედ, მესამედ, მეხუთედ... შემერგო დედის რძესავით. ფინალმა საერთოდ გამაოგნა. საყვარლის მონოლოგმა მომკლა. ვერავის ვამტყუნებ და ვერავის ვამართლებ, ყველას თავისი ტკივილი აქვს...

          Ezekia
          ეგ ნამდვილი სითეს ფოტოა? მართლა ხეს გავს.
          * * *
          holden kolpildi
          QUOTE
          დაბრუნდით
          სასიამოვნოა
          ფრიად
          2kiss.gif

          Posted by: B l a c k J a c k 5 Feb 2017, 00:59
          Ezekia
          QUOTE
          ან იქნებ სიცოცხლის ფასია საყვარელი? რა უფრო ძვირფასია-სიცოცხლე თუ თავისუფლება? რომელი სჯობს- სეთი თუ ბელლა? სეთი ტანჯული ადამიანია, წისქვილის ქვაც კი დატრიალებულა მის თავზე, და ის არაა ისეთი საშიში და საშინელი, როგორც საყვარელი - თავისუფალი ზანგი. დენვერიც კი უფრო დიდი ადამიანია. იქნებ თვით თავისუფლებაც კი არ ღირს სიცოცხლის ფასად? ამ ტანჯული, აუტანელი სიცოცხლის ფასად. იქნებ სიკვდილი მაინც უმძიმესი საფასურია? აი, საყვარელი - ამ ფასად ნაყიდი თავისუფლება. სეთმა რაც ჩათვალა საუკეთესო ვარიანტად, ის გააკეთა საკუთარი ხელით, ბოლომდე დარწმუნებულია, რომ სწორად გააკეთა და მაინც თავს არ ანებებს საიქიოდან მობრუნებული სიცოცხლე. "რატომ დამტოვე, რატომ მიმატოვე". რა სჯობს? თუნდაც დენვერი თუ ბელლა?

          იმ მომენტიდან როდესაც გამოჩნდა საყვარელი ეგოისტი და სიყვარულის შემსრუტავია. წარსულის გათვალისწინებით კი მოიძებნება გასაღები: სიცოცხლე წაართვეს. შესაბამისად წართმეულის დავბრუნებას ცდილობს. ჩვენ ვმსჯელობთ და გულთან მიგვაქვს ახლოს, თორემ ზანგებისთვის "ჩვეულებრივი მოვლენა" იყო ეგ ((( ძნელია შედარება - ყველას თავისი ტრაგედია აქვს ((

          QUOTE
          ზოგადად ზანგები... აქ არიან ზანგები, რომლებმაც უმძიმესი ცხოვრება გაიარეს, მაგრამ ადამიანობა არ დაუკარგავთ. უბრალოდ, ბევრად ფრთხილები არიან. როგორი ადამიანია შტამპი, ან ბები საგზი, ან ელლა (თუ რა ქვია, ვინც ბოლოს სეთს შეუშალა ხელი), პოლ დი, დანარჩენები... ესენი უფრო მგონია ზოგადად ზანგი, ვიდრე საყვარელი.

          ეს ახლანდელი. რა მოუვათ ზანგებს როდესაც უფლებებს მიღებენ? საყვარელს დაემსგავსებიან თუ ისევ ისეთებად ადრჩებიან ? ჯერ არ მაქვს დამთავრებული წიგნი, ალბათ ბოლოში იქნება მინიშნება. ისე თეთრკანიან ემისაც კაი გვარიანად ხვდებოდა ((( ბოროტი სამყარო.

          დაახლოებით მასე წარმომედგინა ხე ((((

          კაი ნაწარმოებია, ტრადიციული სტანდარტული ბოროტებისგან განსხვავებით - სხვანაირად არის აღწერილი მოვლენები. დედა ახალშობილ შვილს ზღვაში აგდებს რომ წარსული გაანადგუროს, სითე თავისებს ხერხით კლავს რომ მონობაში არ ჩაცვივდნენ ((( ძალიან ახლოს მოვიდა. ზანგებისადმი აგრესიით არასოდეს ვყოფილვარ განწყობილი, მაგრამ ლაითად ვუყურებდი. ახლა ცოტა სხვანაირად შევხედავ (((
          პ.ს თუმცა რასისტულ ხუმრობებს არ შეეშვები :დ

          Posted by: Ezekia 5 Feb 2017, 15:53
          BELLA-DONNA
          QUOTE
          ეგ ნამდვილი სითეს ფოტოა? მართლა ხეს გავს.


          ფილმიდანაა ))






          ხალხებო, შემოდით დღეს, ახალი ავირჩიოთ დღესვე, რომ კიდევ წესების დარღვევა არ გამოგვივიდეს.

          რამე ხომ არ გვაქვს გადანახული ან უკვე არჩეული?
          თუ ვასახელებთ ახლებს და იქიდან ვირჩევთ ჩვეულებისამებრ?


          Posted by: holden kolpildi 5 Feb 2017, 18:33
          BELLA-DONNA
          Ezekia
          გოგონებო

          Ezekia
          კარგად შეენ
          სად დაიკარგე

          Posted by: metro50 5 Feb 2017, 19:15
          უკანასკნელი რაც ამ კლუბის "ეგიდით' წავიკითხე ამერიკული პასტორალი იყო, ისიც ზაფხულის არდდადაგებზე მერე შუალედურები, ფინალური და აი მოვაღწიე ზამთრის 1 თვიან სრულ თავისუფლებას და მზად ვარ შემოგიერთდეთ ახალი წიგნის არჩევისთანავე.
          P.S - როდის ირჩევთ?

          Posted by: B l a c k J a c k 5 Feb 2017, 19:30
          metro50
          QUOTE
          P.S - როდის ირჩევთ?

          დღეს ))))

          დავამთავრე მეც. პოლ დ კარგი ადამიანია )))

          Posted by: marimari11 5 Feb 2017, 19:33
          როდის შემოგიერთდებითvis.gif mo.gif mo.gif mo.gif

          Posted by: BELLA-DONNA 5 Feb 2017, 20:39
          მე აქ ვარ. რას შვებით?
          --------

          Posted by: B l a c k J a c k 5 Feb 2017, 20:59
          marimari11
          QUOTE
          როდის შემოგიერთდებით

          დღეში 20-30 გვერდი და ეგ არის :დ


          BELLA-DONNA
          QUOTE
          მე აქ ვარ. რას შვებით?

          აქ ვარ მეც. მე ახლავე დავასახელებ რა წიგნს. მერე მგზავრობა მელის წინ.
          წინად უკვე დასახელებული ოქროს ტაძარი ჩემგან. იდეა მომწონს და წიგნსაც რეცენზიები აქვს. დადგა აღმოსავლეთის დრო . 11სკენ შემოვალ ალბათ და გაყალბებაში დაგეხმარებით :დ

          Posted by: Ezekia 5 Feb 2017, 21:13
          holden kolpildi
          არამიშავს )
          აქ ვარ ხოლმე.

          marimari11
          მე დავბრუნდი. შენ? ) <3



          მე აკა მორჩილაძის "სანტა ესპერანსას" ვასახელებ.
          ზღაპრების დრო დადგა. )

          ჰა აბა? ვაში სტავკი, გასპადა!


          Posted by: BELLA-DONNA 5 Feb 2017, 21:34
          აზრზე არ ვარ რა დავასახელო..................

          Posted by: Ezekia 5 Feb 2017, 22:19
          დაასახელეთ, ბატონებო, და აირჩიეთ-თორმეტიც მალე გახდება...

          Posted by: BELLA-DONNA 5 Feb 2017, 22:30
          რადგან გავბედეთ და თანამედროვე ქართველი მწერალი დასახელდა, მაშინ მე ვასახელებ ბექა ადამაშვილის ,,ბესტსელერს".

          წარმოიდგინეთ ლიტერატურული ჯოჯოხეთი ... ... ადგილი, სადაც მწერლები ისევე იტანჯებიან, როგორც მათი წიგნები ტანჯავდნენ მკითხველებს; სადაც დიდი ძმის ტელევიზიას ("BBC - BIg Brother's Channel") ორუელი განაგებს და შექსპირის სასტუმროს ("ჰოტელო") - იორიკის თავის ქალა; სადაც ეგზიუპერი ანონიმ თვითმკვლელთა კლუბის გამორჩეული წევრია; სადაც მთელი გარემო ლიტერატურული ატმოსფეროთია გაჟღენთილი და სადაც ... ... თუმცა, ყველაფერს ანოტაციაში ვერ მოვყვები. სხვა დანარჩენისთვის არსებობს "ბესტსელერი" - სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-დაკიდევრაცგამოგვრჩა ჟანრის რომანი ლიტერატურაზე, ლიტერატურულ კლიშეებზე, ცნობილ მწერლებზე, არანაკლებ ცნობილ პერსონაჟებზე, და ყველაფერ იმაზე, რაც წიგნებში სასიამოვნო ემოციებს გიშლით, ან უბრალოდ - ნერვებს. სხვა სიტყვებით, ეს არის წიგნი ადგილზე, რომელიც მწერლებისათვის ჯოჯოხეთია, მაგრამ მკითხველებისათვის ნამდვილი სამოთხე უნდა აღმოჩნდეს. და კიდევ უფრო სხვა სიტყვებით, ეს არის წიგნი, რომელიც თავს თუ არა, დროს ნამდვილად არ დაგაკარგვინებთ.

          http://saba.com.ge/books/details/2905/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98

          Posted by: Ezekia 5 Feb 2017, 22:52
          BELLA-DONNA

          დავალაგოთ?


          B l a c k J a c k "ოქროს ტაძარი," იუკიო მისიმა (თუ მიშიმა?)


          BELLA-DONNA "ბესტსელერი", ბექა ადამაშვილი


          Ezekia " სანტა ესპერანსა", აკა მორჩილაძე





          marimarita, სად ხარ???

          Posted by: marimarita 5 Feb 2017, 22:59
          საღამომშვიდობისათ...
          სანამ არჩევნებს შევუერთდები ორ სიტყვას დავწერ, თუმცა უკვე დაიწერა ბევრი საინტერესო მოსაზრებები..
          რამდენადაც რთული იყო წასაკითხად, იმდენად საინტერესო..
          მე მეცოდება სეთა, მეცოდება დენვერი, მეცოდება თვითონ საყვარელიც, ის ხომ უდანაშაულო იყო, მაგრამ გაუცნობიერებლად დაბრუნდა ეგოისტ, სიყვარულის და შურისმაძიებელ ხორცშესხმულ ბოროტ სულად...
          პოლ დიზე გავბრაზდი მეთქი დავწერე, მაგრამ აღარ ვბრაზობ, შეაცდინა, ეშმაკისეული ძალით იმოქმედა მასზე და მეცოდება პოლ დიც რომ ასე განიცადა, მაგრამ ბოლოს მაინც არ მიატოვა და დაბრუნდა..
          QUOTE
          პოლ დ კარგი ადამიანია )))

          ნამდვილად smile.gif

          ძალიან მომხიბლა განმეორებებმა, მაგალითად :,, ბავშვი, რომელსაც ფორთხვა უკვე ესწავლა"...
          ,,მაგრამ წაქცეულები არავის დაუნახავს''...
          ,,რას დატოვებ ამ ამბავს ასე.....

          ფილმსაც ვუყურე, ძალიან მძიმე და ემოციურია, კარგი იქნება თუ თქვენც ნახავთ
          http://net.adjara.com/Movie/main?id=7557


          მინდოდა ცოტა ლაითი რომანი დამესახელებინა, მაგრამ არ ვიცი რა დავასახელო, ამიტომაც იყოს ეს:
          ლორი ჰოლც ენდერსონის - ,,ილაპარაკე"

          Ezekia
          QUOTE
          marimarita, სად ხარ???

          დავაგვიანე? smile.gif)
          ფილმს ვუყურებდი..

          Posted by: BELLA-DONNA 5 Feb 2017, 23:09
          marimarita
          QUOTE
          ,,მაგრამ წაქცეულები არავის დაუნახავს''...

          ეს ფრაზა მეც ძალიან დამამახსოვრდა. და არამარტო ეს. ტანში ჟრუანტელით წასაკითხი წიგნი იყო.

          Posted by: marimarita 5 Feb 2017, 23:24
          BELLA-DONNA
          QUOTE
          ეს ფრაზა მეც ძალიან დამამახსოვრდა. და არამარტო ეს.

          ხო,მეც.. მრავალი ასეთი ფრაზები..
          QUOTE
          ტანში ჟრუანტელით წასაკითხი წიგნი იყო.

          ფილმსაც თუ უყურებ მართლა მოგეწონება, ბევრი ემოცია და ცრემლი.. ვერ ასცდები..

          Posted by: B l a c k J a c k 5 Feb 2017, 23:31
          Ezekia
          QUOTE
          იუკიო მისიმა (თუ მიშიმა?)

          კიმიტაკე ჰარაიოკა (bow)
          You're wellcome biggrin.gif

          ჩემი ხმა სანტა ესპერანსას :დ

          Posted by: marimarita 5 Feb 2017, 23:39
          QUOTE
          ჩემი ხმა სანტა ესპერანსას

          +1

          გადავხედე, საინტერესო უნდა იყოს..

          Posted by: Ezekia 5 Feb 2017, 23:40
          B l a c k J a c k "ოქროს ტაძარი," იუკიო მისიმა (თუ მიშიმა?)


          BELLA-DONNA "ბესტსელერი", ბექა ადამაშვილი


          Ezekia " სანტა ესპერანსა", აკა მორჩილაძე


          marimarita ,,ილაპარაკე", ლორი ჰოლც ენდერსონი



          რას ირჩევთ??

          QUOTE
          ტანში ჟრუანტელით წასაკითხი წიგნი იყო.

          ხოოო, ეგეთი...

          და ამ წიგნის მერე რამე ისეთი მინდოდა, არამძიმე.
          ისე, მესაიდუმლის ქამარს ან მეიდ ინ ტიფლისს უფრო დავასახელებდი, მაგრამ ვიფიქრე, იქნებ არ იცით თავად სანტა ესპერანსა, ამიტომ ამ სერიის პირველი წიგნი შემოგთავაზეთ.



          დასახელებული წიგნებიდან რომელია მსუბუქი?
          და ნეტით ხელმისაწვდომი??

          * * *
          ეს ბექა ადამაშვილი მგონი გუდრიდსელი ავტორია, მაგას დავასახელებ, გუდრიდსის და ჩელენჯის ხათრით (ასი წიგნი მაქვს წელს წასაკითხი facepalm.gif biggrin.gif ), ხოდა წაკითხვა მაინც მომიწევს ადრე თუ გვიან, ასე მგონია.

          Posted by: BELLA-DONNA 6 Feb 2017, 00:27
          ხმა რას მივცე ეგეც არ ვიცი. დღეს ძალიან დაბნეული ვარ მოკლედ. კაი აკა მორჩილაძე იყოს, მგონი არ უნდა იყოს მძიმე.

          B l a c k J a c k "ოქროს ტაძარი," იუკიო მისიმა (თუ მიშიმა?)

          BELLA-DONNA "ბესტსელერი", ბექა ადამაშვილი (Ezekia)

          Ezekia " სანტა ესპერანსა", აკა მორჩილაძე (BELLA-DONNA)

          marimarita ,,ილაპარაკე", ლორი ჰოლც ენდერსონი

          Posted by: Ezekia 6 Feb 2017, 01:10
          ვახ, სანტა ესპერანსა გავიდა.

          გამიხარდა. მაგარია.

          ვიმოგზაუროთ იოანეს კუნძულებზე. მე ძალიან მომწონს ეს პატარა ქვეყანა.


          * * *
          ანუ:


          ვკითხულობთ აკა მორჩილაძის "სანტა ესპერანსას".

          დედლაინი 26 თებერვალი.






          Posted by: B l a c k J a c k 6 Feb 2017, 10:53
          Ezekia
          QUOTE
          ვკითხულობთ აკა მორჩილაძის "სანტა ესპერანსას".

          დედლაინი 26 თებერვალი.

          კარგია. ახლა მთავარია წიგნი ვიპოვო biggrin.gif

          Posted by: marimarita 6 Feb 2017, 11:17
          B l a c k J a c k
          QUOTE
          კარგია. ახლა მთავარია წიგნი ვიპოვო

          მეც მაგ დღეში ვარ sad.gif(
          ვერსად ვერ ვნახე...

          Posted by: B l a c k J a c k 6 Feb 2017, 11:39
          marimarita
          QUOTE
          მეც მაგ დღეში ვარ sad.gif(
          ვერსად ვერ ვნახე...

          მე ვიპოვე, უბრალოდ წიგნამდე მსიაღწევად გადმოვალაგე ყველაფერი :დ
          დეუს ვულტ, ვიწყებთ biggrin.gif

          Posted by: marimarita 6 Feb 2017, 12:49
          B l a c k J a c k
          შენ სახლში გქონია :/
          მე კიდევ წიგნების მაღაზიებში ვრეკავ და არსად არ არის...
          დიდი ხანია მაგ წიგნის ტირაჟი ამოიწურა ბოდიშს გიხდოთო...

          Posted by: B l a c k J a c k 6 Feb 2017, 13:04
          marimarita
          QUOTE
          შენ სახლში გქონია :/

          სამი თარო ჩამოვიღე მაგის გამო :დ
          იააპ 4 წლის წინ ვიყიდე მეც. მარჯანიშვილის მეტროს წინ იყიდება სასკოლო წიგნები. მანდ მოვკარი თვალი და შეიძლება ქონდეთ. მედიათეკაშიც აქვთ მგონი.


          Posted by: marimarita 6 Feb 2017, 13:48
          B l a c k J a c k
          QUOTE
          სამი თარო ჩამოვიღე მაგის გამო :დ

          არაუშავს,შემდგომი არჩევნებისთვისაც გადადებდი რამეს wink.gif
          QUOTE
          მედიათეკაშიც აქვთ მგონი.

          ბუკინისტებთან გავგზავნე მოთხოვნა და ვნახოთ აბა ))))

          Posted by: B l a c k J a c k 6 Feb 2017, 15:00
          marimarita
          QUOTE
          არაუშავს,შემდგომი არჩევნებისთვისაც გადადებდი რამეს wink.gif

          მე აქ დასახელებული წიგნები უფრო მხიბლავს. ამერიკულ პასტორალს და საყვარელს ჩემით ვერც მივაგნებდი :დ
          გადავინახე ერთი-ორი ტუზი სახელოში biggrin.gif

          QUOTE
          ბუკინისტებთან გავგზავნე მოთხოვნა და ვნახოთ აბა ))))

          წარმატებები )))

          Posted by: BELLA-DONNA 6 Feb 2017, 15:31
          marimarita
          B l a c k J a c k
          QUOTE
          ახლა მთავარია წიგნი ვიპოვო

          Posted by: marimarita 6 Feb 2017, 15:50
          B l a c k J a c k
          მადლობა smile.gif
          BELLA-DONNA
          ელექტრონული ვერსიაა ეს, მე ძირითადად ტრანსპორტში მიწევს კითხვა და ელ. ვერსია არ მიხერხდება.. ტელე თვალებს მტკენს(ანუ დროს ვარ ჩამორჩენილი wink.gif )
          იქნებ ვიშოვო წიგნი, მადლობა 2kiss.gif

          Posted by: Florbelle 6 Feb 2017, 16:13
          ეს "ყვავილები ელჯერნონისთვის" რაარი ესეთი ტოო რიდერსლენდზე 2-3 დღის წინ დადეს,50 გაიყიდა ამ დღეებში უკვე ეხლა ხელახლა დადეს დღეს დილით და 2 გაყიდულია უკვე biggrin.gif

          16-20 წლის გოგოების ბიბლიაა?

          Posted by: marimari11 6 Feb 2017, 16:40
          QUOTE (Florbelle @ 6 Feb 2017, 13:13 )


          16-20 წლის გოგოების ბიბლიაა?

          არა


          წაიკითხე და გაიგებ რაც არის

          Posted by: Florbelle 6 Feb 2017, 17:02
          marimari11
          ვიცი რაც არის მოკლე შინაარსი წაკითხული მაქვს ვიკიპედიაზე biggrin.gif
          რო იყიდება ესე ეგ მიკვირს თორე მაგ წიგნთან კი არ მაქ რამე პრეტენზია

          ეგეთი და მაგაზე კარგი აქამდეც ბევრი უთარგმნიათ

          Posted by: marimari11 6 Feb 2017, 17:15
          QUOTE (Florbelle @ 6 Feb 2017, 14:02 )
          marimari11
          ვიცი რაც არის მოკლე შინაარსი წაკითხული მაქვს ვიკიპედიაზე biggrin.gif

          lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

          Posted by: Florbelle 6 Feb 2017, 18:07
          ეტყობა ეს პოსტი ნახეს აქ 2 კიდე გაყიდულა facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

          Posted by: B l a c k J a c k 6 Feb 2017, 19:07
          Florbelle
          QUOTE
          ეტყობა ეს პოსტი ნახეს აქ 2 კიდე გაყიდულა     

          სათაური ყვავილებით იწყება და ტაციაობაა biggrin.gif

          Posted by: BELLA-DONNA 6 Feb 2017, 20:47
          marimarita
          QUOTE
          ელე თვალებს მტკენს(ანუ დროს ვარ ჩამორჩენილი  )

          საბა რიდერი არ გატკენს, ძალიან მოსახერხებელია. yes.gif

          Posted by: Florbelle 6 Feb 2017, 21:31
          B l a c k J a c k
          აუ შენ კურსზე უნდა ნახო ჩემთან რა ამბავია ამაზე დაჟე ვისაც წაკითხული აქ 2-3-ს კიდე ყიდულობენ რო პროსტა სახლში ედოთ ისე ევასებათ

          Posted by: holden kolpildi 6 Feb 2017, 21:44
          Florbelle
          ძალიან კარგია წაკიტხული თუ არ გავს წაიკიტხე
          არ ინანებ

          QUOTE
          დაჟე ვისაც წაკითხული აქ 2-3-ს კიდე ყიდულობენ რო პროსტა სახლში ედოთ ისე ევასებათ

          მე დაჟე ძველი გამოცემა მაქვს და ახლაიც უნდა ვიყიდო

          Posted by: George Best :) 6 Feb 2017, 21:45
          აგვისტოს ნათელი წაიკითხეთ და გაანალიზეთ,რაღაც მაინტერესებს და რომელ გვერდეზბზე ვნახო,დიდი დუხით რო დაიწყეთ მახსოვს

          Posted by: holden kolpildi 6 Feb 2017, 21:49
          George Best smile.gif
          მგონი ეზეკიამ წაიკიტხა

          Posted by: Florbelle 6 Feb 2017, 21:51
          holden kolpildi
          ხვალ ჩავრიცხავ 10 ლარს და მართლა ვიყიდი სერიოზულად დამაინტერესა biggrin.gif drug.gif

          Posted by: George Best :) 6 Feb 2017, 21:53
          holden kolpildi
          QUOTE
          მგონი ეზეკიამ წაიკიტხა

          მარტო?რო დავწერე რა დროს თქვენი ფოლკნერია მეთქი მაგინეს და გამაგდეს :@
          ახლა კიდე კომენტარებმა დამაინტერესა და თურმე არავის წაუკითხავს :დ

          Posted by: holden kolpildi 6 Feb 2017, 21:54
          Florbelle
          ბილი მილიგანიც მიაყოლე მერე მაგას up.gif
          * * *
          George Best smile.gif
          QUOTE
          მარტო?რო დავწერე რა დროს თქვენი ფოლკნერია მეთქი მაგინეს და გამაგდეს

          კიდე კაი გოგო არა ხარ ტორე ისეთი ენა გაქვს შიანბერა მოკვდებოდი biggrin.gif

          ეგრე ახსოვს ეეკიას უნდოდოა წარადგინა წაიკიტხეს თუ არა არ ვიცი მგონი ეზეკიას ისეც წაკიტხულია ქვს
          ჰკიტხე საინტერესო ტხრობის სტილი აქვს

          Posted by: Ezekia 6 Feb 2017, 21:59
          George Best smile.gif

          მე წავიკითხე, ოღონდ არა ამათთან ერთად.





          კლუბში წაიკითხეთ ელჯერნონი? წავიკითხოთ.





          დაიწყეთ ესპერანსა? მიიიყვააარს, მიიიყვააარს, მანდ მინდა ეხლა ყოფნა...

          Posted by: George Best :) 6 Feb 2017, 22:02
          holden kolpildi
          QUOTE
          კიდე კაი გოგო არა ხარ ტორე ისეთი ენა გაქვს შიანბერა მოკვდებოდი 

          ისე ხო ბუზებივით მეხვევიან გოგოები up.gif
          Ezekia
          QUOTE
          მე წავიკითხე, ოღონდ არა ამათთან ერთად.

          ა,გასაგებია,თემაში თუ იყო განხილვა ეგ მაინტერესებდა და მაგიტო ვიკითხე

          Posted by: Ezekia 6 Feb 2017, 22:46
          სანტა ესპერანსა რვეულებში, ჩანთით და რუკებით.


          https://forum.ge/?showtopic=33581814&view=findpost&p=46183606



          jump.gif

          Posted by: BELLA-DONNA 6 Feb 2017, 22:52
          George Best smile.gif
          QUOTE
          აგვისტოს ნათელი წაიკითხეთ და გაანალიზეთ,რაღაც მაინტერესებს და რომელ გვერდეზბზე ვნახო,დიდი დუხით რო დაიწყეთ მახსოვს


          დიახ წავიკითხეთ.

          Posted by: George Best :) 6 Feb 2017, 22:53
          BELLA-DONNA
          QUOTE
          დიახ წავიკითხეთ.

          რომელ გვერდზე არის განხილვა?

          Posted by: BELLA-DONNA 7 Feb 2017, 14:07
          George Best smile.gif
          QUOTE
          რომელ გვერდზე არის განხილვა?

          აუ რა ვიცი, რაღა მახსოვს, მგონი წინა თუ წინის წინა თემაშია. biggrin.gif

          Posted by: B l a c k J a c k 7 Feb 2017, 14:57
          George Best smile.gif
          60იანი წლებია :დ


          Posted by: B l a c k J a c k 9 Feb 2017, 13:23
          ბანქოს დასტის მიხედვით დალაგება თვითონ მოიგონა თუ გადმოაკოპირა? biggrin.gif

          Posted by: marimarita 9 Feb 2017, 14:00
          აქ რა ხდება აბა? რატომ ხართ ასე გაყუჩებულები?
          ხმაური არ მესმის smile.gif))))

          Posted by: B l a c k J a c k 9 Feb 2017, 14:11
          marimarita
          QUOTE
          აქ რა ხდება აბა? რატომ ხართ ასე გაყუჩებულები?
          ხმაური არ მესმის ))))

          ვკითხულობთ biggrin.gif
          პ.ს იშოვე აკრძალული ლიტერატურა? ))))

          Posted by: marimarita 9 Feb 2017, 14:27
          B l a c k J a c k
          QUOTE
          პ.ს იშოვე აკრძალული ლიტერატურა? ))))

          ვერ :/
          დროც არ მაქვს რომ გარეთ ვეძებო ... ინტერნეტ სივრცით ვერ ვნახე )))
          თაროდნ რემარკი გადმოვიღე, გადავიკითხავ მეორე არჩევნებამდე ))))

          Posted by: B l a c k J a c k 9 Feb 2017, 14:49
          marimarita
          QUOTE
          თაროდნ რემარკი გადმოვიღე, გადავიკითხავ მეორე არჩევნებამდე ))))

          sad.gif
          რემარკის არაფერი მაქვს წაკითხული ((((


          Posted by: marimarita 9 Feb 2017, 17:29
          B l a c k J a c k
          QUOTE
          რემარკის არაფერი მაქვს წაკითხული ((((

          წავიკითხოთ მერე... თუ სხვებიც იქნებიან თანახმა )))))
          მომავალ არჩევნებზე..

          Posted by: B l a c k J a c k 9 Feb 2017, 19:04
          marimarita
          QUOTE
          წავიკითხოთ მერე... თუ სხვებიც იქნებიან თანახმა )))))
          მომავალ არჩევნებზე..

          იაააპ..... რამდენი რამეა წასაკითხი და რა ცოტა დროა ((((

          Posted by: Ezekia 9 Feb 2017, 21:26
          QUOTE
          ბანქოს დასტის მიხედვით დალაგება თვითონ მოიგონა თუ გადმოაკოპირა?



          QUOTE
          გადმოაკოპირა


          Posted by: holden kolpildi 9 Feb 2017, 21:29
          Ezekia
          წამო იქით რა მჩაგრავენ ბიჭები

          რას კითხულობთ???
          pdf არის ??

          Posted by: B l a c k J a c k 9 Feb 2017, 22:17
          Ezekia
          QUOTE
          გადმოაკოპირა

          მასეც ვიფიქრე biggrin.gif

          holden kolpildi
          QUOTE
          წამო იქით რა მჩაგრავენ ბიჭები

          მოიცა მე გადმოვალ, მაიმუნობის ხასიათზე ვარ და მივეხმარები ბიჭებს biggrin.gif

          Posted by: Ezekia 9 Feb 2017, 22:20
          holden kolpildi
          QUOTE
          წამო იქით რა მჩაგრავენ ბიჭები


          არ მინდა, გმადლობთ.


          QUOTE
          რას კითხულობთ???
          pdf არის ??

          მორჩილაძის სანტა ესპერანსას.
          არ მაქვს ამის პდფ, თუ არის, საბაზე იქნება ფასიანი.



          Posted by: ;cosanostra; 10 Feb 2017, 00:41
          Ezekia
          Swori gadawyvetileba da baro! Rogor xar?
          P.s chemi wignis PDF versions gamogigzavnit ROM davamtavreb. Roca Dro geqnebat da survili wavikitxe da shemidaset

          Posted by: Ezekia 10 Feb 2017, 21:18
          ;cosanostra;
          გაგიმარჯოს, ტომ ) მე კარგად ვარ, შენ?

          გამოუშვი შენი წიგნის პდფ )

          Posted by: B l a c k J a c k 11 Feb 2017, 02:20
          კარგი საკითხავია )))) სერვანტესს თავად თავიდან, ნუ დაკოპირებული აქვს. ინტი მომეწონა. საზღვრის განმარტება საოცარია და გოლოათი სანახევროდ არ წვებაო. იგრძნობა თბილისი და 90იანი წლები (((( დავპოსტე თორემ დამავიწყდება )))

          Posted by: cosanostra89 11 Feb 2017, 13:21
          Ezekia
          მადლობა! ლარზე უკეთესათ ვარ ასე ვთქვათ.
          როგორც კი დავამთავრებ,აუცილებლათ გამოგიგზავნი!

          Posted by: Ezekia 14 Feb 2017, 21:57
          რასიჩუმეა.

          კითხულობთ თუ არავინ არ კითხულობს?

          თუ არ კითხულობს, ამ კვირას შევცვალოთ წიგნი.




          ?????


          Posted by: marimarita 14 Feb 2017, 23:19
          Ezekia
          თქვენ არ კითხულობთ?
          მე სამწუხაროდ ვერსად ვერ ვიშოვე წიგნი sad.gif
          არც ერთ მაღაზიაში არ იყო სადაც ვიკითხე..
          ბუკინისტებშიც ვერ აღმოვაჩინე sad.gif(
          ახალ არჩევნებს ველოდები რომ შემოგიერთდეთ, ამასობაში სხვა წიგნით ვირთობ თავს smile.gif)

          Posted by: Ezekia 14 Feb 2017, 23:36
          marimarita
          მე ვკითხულობ და კიდევ ვინ? B l a c k J a c k, აგრძელებ?
          მე ყველა ვარიანტში დავამთავრებ, სხვები მაინტერესებს, თუ აღარავინ კითხულობს, ავირჩიოთ რამე ახალი მეთქი. ძაან სიჩუმეა და იმიტო ვიკითხე))

          Posted by: B l a c k J a c k 15 Feb 2017, 00:01
          Ezekia
          QUOTE
          B l a c k J a c k, აგრძელებ?

          Ja, ja , da budet golova midlendskovo korola biggrin.gif (მზატვრული ფილმი ბერსერუკუ)
          მაყვლის რვეულებს ვამთავრებ დღეს. კვირამდე მოვრჩები )))
          იოლად იკითხება და სასიამოვნოდ აქვს დაწერილი. ადგილები მომეწონა. უეჭველი ვერელია :დ რეალობა აქვს დაკოპირებული.
          თემაში შემოვედი და აფის დაწერა მინდოდა :დ
          სხვა როგორ ხართ? :დ

          Posted by: Ezekia 15 Feb 2017, 00:52
          B l a c k J a c k
          QUOTE
          Ja, ja , da budet golova midlendskovo korola  (მზატვრული ფილმი ბერსერუკუ)
          მაყვლის რვეულებს ვამთავრებ დღეს. კვირამდე მოვრჩები )))




          up.gif up.gif up.gif up.gif



          ხოდა აპა დაგველოდონ 26 მდე biggrin.gif biggrin.gif

          იქნებ შემოგვიერთდეს კიდევ ვინმე.


          Posted by: Parabola 15 Feb 2017, 16:22

          ცოტა დამაგვიანდა
          მოვრჩი ,,საყვარელის'' კითხვას და დიდად აზრი არ შემცვლია დასაწყისის შემდეგ
          თემა არის ძალიან მძიმე თავისთავად, თვალში მხვდება ავტორის მცდელობა ,,მაგარწიგნობის'' უფრო შრომა ვიდრე ნიჭი

          Posted by: B l a c k J a c k 15 Feb 2017, 20:06
          Ezekia
          QUOTE
          ხოდა აპა დაგველოდონ 26 მდე biggrin.gif biggrin.gif

          აპა რავა :დ

          QUOTE
          იქნებ შემოგვიერთდეს კიდევ ვინმე.

          + ბევრი

          Parabola
          QUOTE
          თემა არის ძალიან მძიმე თავისთავად, თვალში მხვდება ავტორის მცდელობა ,,მაგარწიგნობის'' უფრო შრომა ვიდრე ნიჭი

          ფოლკნერს ბაძავს. აფროამერიკელების შესახებ ბიძია თომას ქოხი არის , ამით უნიკალურია ))) ნობელი ნამეტანი იყო, მაგრამ კარგია რაც არ უნდა იყოს )))

          Posted by: Boyarg 15 Feb 2017, 20:39
          ადრე რომ იყო საიტი მოყვარულ ავტორებისთვის literature.ge მგონი, მსგავსი საიტი კიდევ არსებობს? ან ვინც გატაცებული ხართ მხატვრული პროზით თქვენი შემოქმედების რეალიზებას როგორ ახდენთ ან პროფესიულ შეფასებას როგორც მინიმუმ

          Posted by: Parabola 16 Feb 2017, 11:57
          B l a c k J a c k


          კი ბაძავს ფოლკნეერს დავწერე წინა გვერდებზეც, მარტო თემატიკით არა

          Posted by: marimarita 17 Feb 2017, 22:41
          საღამომშვიდობისათ, აბა როგორ ხართ?
          ხომ კითხულობთ წიგნს?
          რატომ არ განიხილავთ გზადაგზა ))))
          საინტერესო იქნებოდა...

          Posted by: siml11 17 Feb 2017, 22:55
          რობერტ ბლოჰის რამე დიდი ნაწარმოები წავიკითხოთ არ გინდათ? ძაან მაგარი მწერალია.
          მისი პატარა ნაწარმოებების წიგნი ჩამივარდა ხელში უბრალოდ გადავავლე თვალი და ძაან ჩამითრია, ძალიან საინტერესო მწერალია.
          აი ეს წიგნი, ვისაც არ გაქვთ წაკითხული მაგრა მოგეწონებათ. ჰორორი ვისაც ევასება....
          ამ მწერილის ნაწარმოები "ფსიქო" ნათარგმნია თუ იცით?

          Posted by: B l a c k J a c k 19 Feb 2017, 09:49
          Parabola
          QUOTE
          კი ბაძავს ფოლკნეერს დავწერე წინა გვერდებზეც, მარტო თემატიკით არა

          იაააპ ))))

          marimarita
          QUOTE
          ხომ კითხულობთ წიგნს?
          რატომ არ განიხილავთ გზადაგზა ))))
          საინტერესო იქნებოდა...

          მოთხრობებია . თავიდანვე წერს რომ თითოეული რვეული ცალკე მოთხრობაა , მაგრამ გადაბმულია მაინც ერთამანეთთან. არ არსებული კუნძულებია შავ ზღვაში და მისი ისტორიაა განხილული, მაგრამ როგორც ყური მაქვს მოკრული ჩიბუხსაც ეძებენ :დ
          ქართული ქალაქური "ბირჟაზე" მოსმენილი ისტორიებია ადაპტირებული. ბევრი პარალელის გავლება შეიძლება. საკმაოდ კარგა არი გადახლრთული ერთმანეთში და გემრიელად იკითხება. აი კათხა ლუდთან ერთად რომ მოისმენ :დ

          siml11
          არჩევნებია ერთ კვირაში და გამოუშვი :დ

          Posted by: marimarita 19 Feb 2017, 12:44
          B l a c k J a c k
          საინტერესო ჩანს, მადლობ smile.gif

          Posted by: holden kolpildi 19 Feb 2017, 23:57
          კინგის რამეეე აარჩიეთ რააა
          მეც შემოგიერთდებით

          Posted by: Florbelle 20 Feb 2017, 13:27
          გუშინ დავამთავრე ელჯერნონი,ვცდებოდი ბრადცი ვაღიარებ მართლა ძაან მაგარია კინაღამ ვიტირე user.gif მასთ ბაია ყველამ იყიდეთ ვისაც არ გაქვთ

          და ისე ეს წიგნი სკოლის პროგრამაშია შესატანი,განდონი და ახვარი ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიკლებს დარწმუნებული ვარ

          Posted by: holden kolpildi 20 Feb 2017, 14:03
          Florbelle
          QUOTE
          გუშინ დავამთავრე ელჯერნონი,ვცდებოდი ბრადცი ვაღიარებ მართლა ძაან მაგარია კინაღამ ვიტირე  მასთ ბაია ყველამ იყიდეთ ვისაც არ გაქვთ

          სხვა კომენტარს არც ველოდი
          ბილი მილიგანის მრავალი გონებაც მიაყოლე
          ეგეც ძალიან მაგარია

          Posted by: marimarita 20 Feb 2017, 14:16
          Florbelle
          QUOTE
          გუშინ დავამთავრე ელჯერნონი

          მეც წავიკითხე და ვფიქრობ არჩევნებზე წარვადგინო...
          QUOTE
          და ისე ეს წიგნი სკოლის პროგრამაშია შესატანი

          აშშ-ს სკოლის სასწავლო პროგრამაშია შეტანილი.

          Posted by: Florbelle 20 Feb 2017, 14:47
          holden kolpildi
          მაშინაც მითხარი მახსოვს yes.gif აუცილებლად დავითრევ მაგასაც როცა მექნება საშუალება

          marimarita
          კაი უქნიათ,ჭკვიანი ხალხია

          Posted by: B l a c k J a c k 21 Feb 2017, 22:09
          მაყვლის მესამე თუ მეოთხე დღიურზე ახლაც მეცინება. სუფთა ვაკე-ვერას ამბავი: პირველი, მესამე, მეორე ქმარი და ერთამნეთს ჭრიან :დ უეჭველი ნამდვილი ამბავია გაშარჟებული :დ

          Posted by: Universe 21 Feb 2017, 22:26
          B l a c k J a c k
          ახალი არ აგირჩევიათ?

          Posted by: B l a c k J a c k 21 Feb 2017, 23:19
          Universe
          QUOTE
          ახალი არ აგირჩევიათ?

          ამ კვირას იქნება არჩევნები ))) 26მდეა დათქმული სანტაესპერანსასთვის ვადა ))))
          პ.ს ჯოინ ზე დარქ საიდ :დ

          Posted by: Universe 21 Feb 2017, 23:34
          B l a c k J a c k
          აჰა, მანდ ვარ, კულისებში smile.gif) შემდეგი წიგნი თუ იშოვება, შემოგიერთდებით ისევ.


          Posted by: B l a c k J a c k 21 Feb 2017, 23:38
          Universe
          QUOTE
          აჰა, მანდ ვარ, კულისებში smile.gif) შემდეგი წიგნი თუ იშოვება, შემოგიერთდებით ისევ.

          ხო, ძაან გამიმართლა რომ წიგნი მქონდა, საერთოდ გათავებულა ტირაჟი (((( რამე ხელმისაწვდომს ავირჩევთ იმედია

          Posted by: Ezekia 22 Feb 2017, 00:09
          ჰაი.

          როგორ ხართ?

          ამ კვირას არჩევნებია! smile.gif


          არ ვიცოდი, წიგნი თუ არ იშოვებოდა, ფესტივალებზე ვხედავდი და მეგონა, მაღაზიებშიც იყო (((

          ეხლა ერთ წიგნადაა შეკრული, პირველად ჩანთით გამოიცა, ცალ-ცალკე რვეულებით.


          მე ის ერთი დიდი წიგნი მაქვს. აგარაკზე მქონდა წაღებული. ბევრი ამბავია ერთად აკინძული, ისეთია, დაჯდები ზაფხულში და ხან ერთიანად წაიკითხავ და ხან ნაწყვეტ-ნაწყვეტ. ხოდა პატარა ბარათებიც დავჭერი მაშინ, დავაწერე რვეულების სახელები, მერე აკას ახსნის მიხედვით იმ თემების გმირები და სახელები, როგორც თვითონ აქვს დახარისხებული, ჩავალაგე წიგნში.

          მოკლედ, მაგრად გავერთე )


          ამ წაკითხვაზე ალბათ რუკას შევავსებ )))


          არარსებული კუნძულია. ოცნებასავით. რო გინდა, რომ იყოს ესეთი. იმედის კუნძული, ეგრეც ჰქვია. რატომაც არა. გემრიელი, პატარა კუნძული თავისი ისტორიით, გეოგრაფიული აღწერილობებით, პოლიტიკით, დედოფლით, გვარებით, უბნებით, კაფე-ტერასებით, ინტით, სასაფლაოებით, სალოცავებით, შუქურით, ოთხი და მეტი ჯურის ხალხით, ტურისტებით, ტრადიციებით, მოსახლეობით-ყველაფრით.... ქართული და არც ქართული, უფრო მეტი. დახვეწილი, დალაგებული, ლამაზი, კარგი, მყუდრო, გემრიელი და მაინც ქართული. თავისი არეულობებით და დალაგებულობებით. ომებით. ინტრიგებით. ქალაქის გახლეჩვებით. მესამე დიდი ძალის ჩარევებით. ჰეეე აქ ამბებიააა... ისეთი ამბები, როგორ ამბობს?-ქისაში ჩაყრილი მარგალიტებივით ჩხრიალებსო. ხო არი ეგეც-როგორ ამბობს. ერთი საქმეა, რას ამბობს. მეორე-როგორ. ხოდა აქ კარგად ამბობს ამბებს. გემრიელად. მოსმენა რო არ გბეზრდება. და იქ ყოფნა გინდება.

          მიყვარს ეს ისტორიები. კარგად ვკითხულობ. smile.gif

          Posted by: B l a c k J a c k 24 Feb 2017, 20:25
          179 გვერდი დამრჩა . .. . . . .
          მიდი ბლექჯეკ , შენ ეს შეგიძლია :დ

          Posted by: ახალგაზრდა 24 Feb 2017, 23:18
          ყვავილები ელჯერნონისთვის არჩეული არ იყო? რატომღაც მახსოვდა რომ წაიკითხეთ ერთ დროს.

          ჯერ კიდევ ელისი ან ჩემი დის მფარველი ვინმემ წარადგინეთ რა არჩევნებზე

          Posted by: B l a c k J a c k 26 Feb 2017, 17:06
          ახალგაზრდა
          დავთრის მიხედვით არ ყოფილა არჩეული )))
          მოვრჩი კითხვას. კაი წიგნი იყო . უამრავი ქართული პარალელით. ნეტა მართლა არსებობდეს კუნძულები შავ ზღვაშო ))))
          დღეს ვაყალბებთ? :დ

          Posted by: Ezekia 26 Feb 2017, 20:52
          B l a c k J a c k
          QUOTE
          მოვრჩი კითხვას.

          იომე? )

          შეგხვდა ჩემი სახელი? wink.gif


          QUOTE
          ნეტა მართლა არსებობდეს კუნძულები შავ ზღვაშო ))))

          რა მაგარი იქნებოდა, რა მაგარი იქნებოდა...
          აი ესეთი კუნძულები. ესეთი.

          QUOTE
          დღეს ვაყალბებთ? :დ


          რას ასახელებ ))


          * * *
          არ არის დღეს არჩევნები??


          დაასახელეთ ვინმემ რამე.

          მე არ ვიცი, რა დავასახელო

          Posted by: B l a c k J a c k 26 Feb 2017, 22:37
          Ezekia
          QUOTE
          იომე? )

          კი, ვინდოუსი გადავაყენე. ნაწილები გამოვცვალე და გავაძლიერე კომპი. ვლეწე ლიცენზირებული კასპერსკი. რამდენი ვიწვალე არ დავწერ :დ არა და აიტი ინჟინერი ვარ და სად დავწერო რომ ვინცესტერის ხრახნების მოშვებას 15 წუთი მოვუნდი. გამიხმა ხელი მასე მაგრად მოჭერისთვის. სად გაიქცეოდა ნეტავ? :დ
          კულმინაცია იყო: როდესაც ფაირფოქსი გადმოვწერე, სტუდენტობიდან ვიყენებ, და დაწერა გიიგლე.ცომ-ს არ აქვს უსაფრთხოების სერთიფიაკტიო და საიტს არ მიხსნის biggrin.gif გადავირიე. ნუ მოკლედ.

          საშინელებაა. 90იანი წლების საქართველო თავისი ხმედრიონით და რენეგატებით. უთავბოლო ხალხი, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს და მიაფშვნეს საბოლოოდ. საწყალი სუნგალელები და ვისრამიანები. ანარეკლია რა წიგნი ჩვენი ქვეყნის. ხეტია არამზადა. ფარნა მედროშე შემეცოდა-რა ტყუილად მოკლეს. ისე სიმბოლურია ინგლისელებმა რომ გაამტელეს ჩიბუხი. მორჩილაძეს მოსწონს აშკარად ინგლისელები.

          QUOTE
          შეგხვდა ჩემი სახელი?

          ჯესიკა დე რაიდერი :დ


          რა დავასახელო არც ვიცი. იყოს ჩემგან ყვავილები ელჯენრონისთვის )))))
          ისე ოქროს ტაძარიც მინდოდა, მაგრამ იყოს ამრტო წავიკითხავ :დ

          Posted by: Ezekia 26 Feb 2017, 22:57
          B l a c k J a c k

          ო-ხ, ვინ ვინ და ვისრამიანები საწყლები არ არიან. ორად ორ ადამიანზე მოგიკვდება გული მაგათ გვარში, და ორივე შენახულებისგან თავის დახსნას ცდილობს. დათა და სალომეა.

          ჯესიკა, ხო ) ჩიქლიტის კარალევნა ) სხვა წიგნებში უფრო ჩანს ჯესიკა, კარგ ამბებს ყვება. აქ ვნახე, ქალს რომ ერქვა ეზეკია. ნათესავ ბაბუს ერქვა ისე )

          ხეტია უუუუ. დაანპალი. მარტია საცოდავი. ფარნა, ხო.

          აგათია?

          სანდრო. უფხო კაცი.

          ხო, ანარეკლია. იმდროინდელი ისტორიებით და სიტუაციებით. და გვერდიდან რო უყურებ ამ ყველაფერს. სხვების თვალით. რა უაზრობა ჩანს.

          ნიკას ისტორიები. თავიდა ბოლომდე.


          ნუ მოკლედ.








          QUOTE
          იყოს ჩემგან ყვავილები ელჯენრონისთვის )))))



          იცი, ეგ მიდნდოდა მეთქვა მეც.
          მერე ვიფიქრე, ყველას წაკითხული ექნება მეთქი.


          ხოდა რადგან ასახელებ, ხმას ვაძლევ.

          და ახალს აღარ დავასახელებ.
          ვოტ!




          Posted by: B l a c k J a c k 26 Feb 2017, 23:12
          Ezekia
          QUOTE
          ო-ხ, ვინ ვინ და ვისრამიანები საწყლები არ არიან

          ნუ კი. რაც ჩამოსახლდნენ მაგის მერე არაფერი დაუაკრგავთო. მე ვის ორამინიდან მეგონა გვარი ქონდა აღებული და მერე ვის რამდენიო წავიკიხე :დ თუმცა სპარსული საწყისისთვის იქვე ხარკი აქვს გადახდილი მწერალს. ხო, სალომეას და დათას უნდაოდათ გაქცევა და სიყვარულის უნარიც ქონდათ (((

          QUOTE
          სხვა წიგნებში უფრო ჩანს ჯესიკა, კარგ ამბებს ყვება. აქ ვნახე, ქალს რომ ერქვა ეზეკია

          მაქვს წინგები აკასი. ვაგროვებ ზოგადად. გადავხდავ მერე.

          QUOTE
          აგათია?

          მაფიოზია თავისი ბუნიკით და ჩმალული დანით :დ

          QUOTE
          იცი, ეგ მიდნდოდა მეთქვა მეც.
          მერე ვიფიქრე, ყველას წაკითხული ექნება მეთქი.

          დანქე შონ )))
          იყოს ეს წიგნი მაშინ. სხვა წევრი არ ჩანს ჰორიზონტზე :დ საინტერესო უნდა იყოს. დაახლოებით კი ვიცი რაზეა. გვერდებს ვნახავ ზუსტად, წიგნი მიდევს ძალიან დაბლა თაროზე :დ ორი კვირა უნდა გვეყოს წესით.

          Posted by: marimarita 26 Feb 2017, 23:41
          გამარჯობათ, შემოვიჭყიტე მაინტერესებდა რა ხდებოდა არჩევნებზე ))
          ვხედავ უკვე აგირჩევიათ
          QUOTE
          ყვავილები ელჯენრონისთვის

          მართალია უკვე წავიკითხე რადგან ესპერანსა ვერ ვიშოვე, მაგრამ მეც ამის წარდგენას ვაპირებდი smile.gif

          Posted by: B l a c k J a c k 27 Feb 2017, 00:07
          marimarita
          ამბობენ კარგი წიგნიაო . . . . ამბობენ biggrin.gif

          Posted by: marimarita 27 Feb 2017, 11:02
          B l a c k J a c k
          QUOTE
          ამბობენ კარგი წიგნიაო . . . . ამბობენ

          ხო, მეც ვუერთდები ,,ამბობენს'' )))

          მაგრამ, ვინაიდან და რადგანაც არჩევნებია, წარვადგენ ჯეინ ოსტინის ,,სიამაყე და ცრურწმენას''
          ვფიქრობ რომ ლაითი და სასიამოვნო საკითხავი იქნება )))

          Posted by: Moby-Dick 27 Feb 2017, 18:59
          ....................................................................

          Posted by: B l a c k J a c k 27 Feb 2017, 19:06
          marimarita
          QUOTE
          მაგრამ, ვინაიდან და რადგანაც არჩევნებია, წარვადგენ ჯეინ ოსტინის ,,სიამაყე და ცრურწმენას''
          ვფიქრობ რომ ლაითი და სასიამოვნო საკითხავი იქნება ))

          ერთადერთი ვისაც ხმა შემიძლია მივცე არის სიამაყე და ცრურწმენა და ფრე დაჯდა biggrin.gif
          როგორც ბლეფში 8 ტუზის ამბავი, რა ვქნათ? biggrin.gif

          Posted by: marimarita 27 Feb 2017, 22:29
          B l a c k J a c k
          QUOTE
          ერთადერთი ვისაც ხმა შემიძლია მივცე არის სიამაყე და ცრურწმენა და ფრე დაჯდა
          როგორც ბლეფში 8 ტუზის ამბავი, რა ვქნათ?

          მე მგონი ელჯერნონმა გაიმარჯვა smile.gif
          რადგან ეზეკიასაც ამ წიგნის წარდგენა უნდოდა, მეც ელჯერნონის წარდგენას ვაპირებდი და შენ დაგვასწარი ორივეს smile.gif
          რადგან არჩევნები იყო, ფორმალურად წარვადგინე სხვა წიგნიც.. მაგრამ ფაქტია რომ ,,ყვავილები ელჯერნონისთვის'' არის გამარჯვებული smile.gif

          Moby-Dick
          QUOTE
          ....................................................................

          ნეტავი რა იკითხევა ამ წერტილების მიღმა?! smile.gif)

          Posted by: B l a c k J a c k 27 Feb 2017, 22:35
          marimarita
          QUOTE
          მე მგონი ელჯერნონმა გაიმარჯვა

          უკვე გადმოვიღე წიგნი 334 გვერდია. ორი კვირა მოვნიშნოთ?

          QUOTE
          ნეტავი რა იკითხევა ამ წერტილების მიღმა?! )

          Call me Ishmael biggrin.gif

          Posted by: marimarita 27 Feb 2017, 22:49
          B l a c k J a c k
          QUOTE
          უკვე გადმოვიღე წიგნი 334 გვერდია.

          ხოდა ძალიან კარგი ))
          QUOTE
          ორი კვირა მოვნიშნოთ?

          ოკ, სტანდარტული ორი კვირა 334 გვერდისთვის ))
          QUOTE
          Call me Ishmael

          biggrin.gif

          Posted by: marimari11 27 Feb 2017, 22:52
          ელჯერნონს 1 კვირაც ეტყოფა 1 ბეწო წიგნია.პატარა ფორმატშია

          Posted by: marimarita 27 Feb 2017, 22:57
          marimari11
          QUOTE
          ელჯერნონს 1 კვირაც ეტყოფა 1 ბეწო წიგნია.პატარა ფორმატშია

          ერთი ბეწო არ არის, მაგრამ ,,ერთი ამოსუნთქვით'' წასაკითხი წიგნია. ერთი კვირა ნამდვილად ეყოფა, თუმცა იყოს მაინც ორი კვირა და რომ რამე... ერთ კვირაში დავნიშნოთ არჩევნები, ჩვენი ნება არაა? smile.gif

          Posted by: B l a c k J a c k 27 Feb 2017, 23:00
          marimarita
          QUOTE
          ოკ, სტანდარტული ორი კვირა 334 გვერდისთვის ))

          +1
          QUOTE
          Call me Ishmael


          ვითომ არაფერი , მაგრამ რა მძლავრი დაწყებაა, გბურძგლავს ეგრევე

          marimari11
          QUOTE
          ელჯერნონს 1 კვირაც ეტყოფა 1 ბეწო წიგნია.პატარა ფორმატშია

          მერე ვინ იქეიფოს, სამსახურში ვინ აგვიანოს, საცობში ვინ იდგეს? ამისთვის ვიდექით წვიმაში რომ წიგნები დათქმულ ვადაში ჩაგვებარებინა? biggrin.gif

          Posted by: marimarita 27 Feb 2017, 23:18
          B l a c k J a c k
          QUOTE

          Call me Ishmael


          QUOTE
          ვითომ არაფერი , მაგრამ რა მძლავრი დაწყებაა, გბურძგლავს ეგრევე

          კიი, კიი, მართლა ოღონდ biggrin.gif

          Posted by: B l a c k J a c k 28 Feb 2017, 21:28
          marimarita
          QUOTE
          კიი, კიი, მართლა ოღონდ

          ახოტნა ვერიუ biggrin.gif
          * * *
          საყვარელი წიგნი ჩანს . ვითომ არეული ენით წერია, მაგრამ თავი და ბოლო სიტყვების ნამდვილ სიტყვებს ემთხვევა. ასე რომ კითხულობ ეგრევე :დ

          Posted by: marimarita 4 Mar 2017, 20:53
          B l a c k J a c k
          QUOTE
          საყვარელი წიგნი ჩანს . ვითომ არეული ენით წერია, მაგრამ თავი და ბოლო სიტყვების ნამდვილ სიტყვებს ემთხვევა. ასე რომ კითხულობ ეგრევე :დ

          მე იცი რა დამემართა? წიგნი ინტერნეტით შევიძინე და მეგონა ბრაკი მომიტანეს ))) გავბრაზდი...
          მერე ინგლისური ვარიანტი მოვძებნე და იქაც რომ მსგავს შეცდომებს გადავაწყდი, მივხვდი რაშიც იყო საქმე და გამეცინა )))))
          ძალიან საყვარელია ჩარლი..

          Posted by: Ezekia 4 Mar 2017, 21:05
          კითხულობთ?










          rolleyes.gif

          Posted by: marimarita 4 Mar 2017, 23:14
          Ezekia
          QUOTE
          კითხულობთ?

          შენ არა??

          Posted by: Ezekia 4 Mar 2017, 23:46
          marimarita

          კი, ვკითხულობ მეც.

          Posted by: marimarita 5 Mar 2017, 00:12
          Ezekia
          QUOTE
          კი, ვკითხულობ მეც.

          რა საყვარელია ხო ჩარლი? smile.gif)
          გულუბრყვილო და საყვარელი..
          ოჯახისგან დაჩაგრული.... :/

          Posted by: B l a c k J a c k 5 Mar 2017, 01:42
          marimarita
          QUOTE
          ბრაკი

          წუნდებული :დ თუმცა საბჭოთა კავშირი ჩემშიც ფეთქავს ))))

          QUOTE
          მერე ინგლისური ვარიანტი მოვძებნე და იქაც რომ მსგავს შეცდომებს გადავაწყდი, მივხვდი რაშიც იყო საქმე და გამეცინა )))))
          ძალიან საყვარელია ჩარლი..

          კი, ფორესტ გამპის პროტოტიპია . საინტერესოა რომელი უფრო ადრე დაიწერა. საინტერესო საკითხავია. თაგვს რომ ეჯიბრება მაგაზე ვბჟირდები :დ

          Posted by: Ezekia 5 Mar 2017, 19:45
          marimarita


          რამდენად საყვარელია, არ ვიცი, მაგრამ ცოდოა.



          Posted by: marimarita 5 Mar 2017, 22:47
          B l a c k J a c k
          QUOTE
          წუნდებული :დ თუმცა საბჭოთა კავშირი ჩემშიც ფეთქავს ))))

          რა დაკვირვებული ყოფილხარ, მე კი ვერც კი შევნიშნე, აწი მეტად დავფიქრდები ხოლმე biggrin.gif
          QUOTE
          ფორესტ გამპის პროტოტიპია . საინტერესოა რომელი უფრო ადრე დაიწერა

          კიი, მაგრამ ფორესტს მეტად გაუმართლა, დედას არ რცხვენოდა მის გამო, ზრუნავდა მასზე და გულწრფელად უყვარდა... არ ადარდებდა ,,ხალხი რას იტყოდა''..
          ცხოვრებაშიც მეტად გაუმართლა, ვიდრე ჩარლის...
          QUOTE
          საინტერესო საკითხავია. თაგვს რომ ეჯიბრება მაგაზე ვბჟირდები :დ

          საინტერესო საკითხავია ნამდვილად, არ დამღლელი smile.gif
          თაგვს რომ ეჯიბრება მე მეცოდება sad.gif

          Ezekia
          QUOTE
          რამდენად საყვარელია, არ ვიცი, მაგრამ ცოდოა.

          ხო, ცოდოა, მაგრამ მაინც საყვარელია rolleyes.gif

          Posted by: Moby-Dick 6 Mar 2017, 00:26
          QUOTE (marimarita @ 5 Mar 2017, 00:12 )
          Ezekia
          QUOTE
          კი, ვკითხულობ მეც.

          რა საყვარელია ხო ჩარლი? smile.gif)
          გულუბრყვილო და საყვარელი..
          ოჯახისგან დაჩაგრული.... :/

          ეგრე არ არის
          რაც თვითონ აწყობდა რო თავი დაჩაგრულად ჩაეთვალა მხოლოდ ის ამბები გაიხსენა ოჯახზე სანამ გენიოსი იყო
          ცოტა ტვინმა რო დაიწყო კლება მაშინღა დაფიქრდა ჩემ დაზე მიდგებოდაო მგონი და სახლიდანაც მაგიტომ გააგდეს
          ეგაა საყვარლობა?
          კიდე რამდენი რამე არ გაახსენდა რო ჩაეწერა რა იცი.
          ავადმყოფია და არაფრის გაგებაში არაა 1-2 თვის გარდა მტელი ცხოვრება, დროც არ ეყო რო ნორმალურად გაეგო სიმართლე თავის თავზე, რახან მედიცინის სისულელეები შეისწავლა და მათემატიკის ფორმულები აუცილებელი კი არაა რო რასაც მოყვება დაიჯერო biggrin.gif

          Posted by: marimarita 6 Mar 2017, 00:35
          Moby-Dick
          შეიძლება, მაგრამ მისი და ბევრ რამეს ცრუობდა, ვერ იტანდა ჩარლის... არ მინდა დავასპოლერო ჯერ კითხულობენ, მაგრამ ეს თვითონაც ხომ აღიარა?
          დედა კი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა ხალხი რას იტყოდა...

          Posted by: Moby-Dick 6 Mar 2017, 00:46
          marimarita
          დასცინოდნენ მაგის გამო დას და დებილს ეძახდნენ მთლიან გვარს(ალბატ მხოლოდ მაგის გამოც არა), თან წამოწოლილი იყავი შენ გემოზე, გაკვეთილებს აცდენდიო და შურდა და იბოღმებოდა, დაჩაგრულად გრძნობდა თავს და რა უნდა მოთხოვო ბავშვს რო გაითვალისწინოს ეგეთი რაღაცები? თან მამაც გონებაჩლუნგი იყო როგორც ჩანს, საკუთარი შვილი ვერ იცნო, დედაც ვერ იყო დალაგებული რეებს ბოდავდა ხო ნახე რო მივიდა და დაც ვის უნდა დამსგავსებოდა, უბერავდა ეგეც აშკარად და გიჟების ოჯახი იყო, შენ კიდე მარტო ამ სულელის დაწერილს უყურებ და ისე განსჯი დანარჩენებს
          * * *
          ან ის ნაბოზარი ელჯერნონი კიდე, ვირთხა იყო და კაცად აქციეს ცხოვრებაში, ეგ კიდე ადგა და თავისი საცოლე შეჭამა
          ამასაც ვეღარ დავუკვირდი, მანიაკალური მიდრეკილებები კი ჰქონდა ცემა რო მოუნდა მასწავლებლის კარგად რო არ აკოცნინა, თან ერთნაირად უმკურნალეს ვირთხასაც და ამასაც და იგივე სიმპტომებს ავლენდნენ, მემგონი ამან ის ქალი მოკლა ამანაც აბაზანაში რო უთვალთვალებდა ბანაობისას, ბოლოს აღარ ჩანდა
          კიდე რამდენი ბოროტება აქვს ჩადენილი და გულუბრყვილოო და საყვარელი. ეგეთი რამეები რო ნებისმიერმა ადამიანმა გააკეთოს, ციხეში ეგრევე, ეს კიდე დაჩაგრული ყოფილა facepalm.gif

          Posted by: marimarita 6 Mar 2017, 11:12
          Moby-Dick
          QUOTE
          დასცინოდნენ მაგის გამო დას და დებილს ეძახდნენ მთლიან გვარს(ალბატ მხოლოდ მაგის გამოც არა), თან წამოწოლილი იყავი შენ გემოზე, გაკვეთილებს აცდენდიო და შურდა და იბოღმებოდა, დაჩაგრულად გრძნობდა თავს და რა უნდა მოთხოვო ბავშვს რო გაითვალისწინოს ეგეთი რაღაცები?

          კი, ჩარლი გონებაჩამორჩენილი იყო, შარვალში ისვრიდა და ათას სისულელეს აკეთებდა, ამის გამო დასცინოდა ყველა, ამის გამო დასცინოდნენ მის დასაც, რომელიც სრულიად ნორმალური იყო და კარგადაც სწავლობდა, ამიტომაც შეიძულა ძმა, ვერ იტანდა და უნდოდა მოეშორებინა, ამიტომ ცრუობდა კიდეც... და ეს ბუნებრივია, მე არ განვსჯი იმ ბავშვს, ბავშვი იყო და ამ ყველაფერმა დააკომპლექსა, მის ფსიქიკაზე იმოქმედა ცუდად, ეს მისი ბრალი არ იყო, ხალხის არასწორი დამოკიდებულების შედეგი იყო ეს ყველაფერი...
          QUOTE
          თან მამაც გონებაჩლუნგი იყო როგორც ჩანს, საკუთარი შვილი ვერ იცნო,

          არ იყო გონებაჩლუნგი, ჩარლი პატარა იყო სახლიდან რომ წაიყვანა, თანაც გონებაშეზღუდული, ის ზრდასრული და სრულიად ნორმალური გამოეცხადა და ამიტომაც ვერ იცნო ბუნებრივია...
          QUOTE
          დედაც ვერ იყო დალაგებული რეებს ბოდავდა ხო ნახე რო მივიდა და დაც ვის უნდა დამსგავსებოდა, უბერავდა ეგეც აშკარად და გიჟების ოჯახი იყო, შენ კიდე მარტო ამ სულელის დაწერილს უყურებ და ისე განსჯი დანარჩენებს

          დედა შემდგომში შეიშალა ჩარლი რომ სახლიდან გაუშვა, თავიდან ნორმალური იყო...
          მაგრამ იმდენად აწუხებდა ის რომ ,,ხალხი რას იტყოდა'', შვილიც გაიმეტა, თუმცა მეორე მხრივ ალბათ იმიტომ რომ თავის ნორმალური შვილის დაცვა უნდოდა.
          მაგრამ ესეც ხალხის არასწორი დამოკიდებულების შედეგი იყო...

          QUOTE
          ან ის ნაბოზარი ელჯერნონი კიდე, ვირთხა იყო და კაცად აქციეს ცხოვრებაში, ეგ კიდე ადგა და თავისი საცოლე შეჭამა
          ამასაც ვეღარ დავუკვირდი, მანიაკალური მიდრეკილებები კი ჰქონდა ცემა რო მოუნდა მასწავლებლის კარგად რო არ აკოცნინა, თან ერთნაირად უმკურნალეს ვირთხასაც და ამასაც და იგივე სიმპტომებს ავლენდნენ, მემგონი ამან ის ქალი მოკლა ამანაც აბაზანაში რო უთვალთვალებდა ბანაობისას, ბოლოს აღარ ჩანდა
          კიდე რამდენი ბოროტება აქვს ჩადენილი და გულუბრყვილოო და საყვარელი. ეგეთი რამეები რო ნებისმიერმა ადამიანმა გააკეთოს, ციხეში ეგრევე, ეს კიდე დაჩაგრული ყოფილა

          წინა კომენტარი გვიან ღამით წავიკითხე და ვიფიქრე ხვალ დავწერ მეთქი პასუხს )) ეს მერე დაგიმატებია და ძალიან მაგრად გამეცინა რაღაცნაირად biggrin.gif
          რატომ ხარ ასე გაბრაზებული? )))
          ჩარლი წუხდა ელჯერნონზე, რადგან მასში საკუთარ თავს ხედავდა..
          ელჯერნონი საცდელი წრუწუნა იყო, მეცნიერების ჩარევის შედეგად გახდა ,,ჭკვიანი'', მაგრამ ამ მეცნიერებამ დიდხანს ვერ გაქაჩა...
          მორალი:რაც დაიბადე ის ხარ და ისეთივე უნდა მიგიღოს საზოგადოებამ...

          ამიტომაც შეიტანეს ეს წიგნი ამერიკის სკოლებში....

          პ.ს. წიგნის შემდეგ ფილმს ვუყურე, ბევრი რამ არ არის ფილმში და ფინალიც შეცვლილია... თუმცა მაინც ამატირა ელისის სცენამ ბოლოს...
          http://net.adjara.com/Movie/main?id=16043

          Posted by: holden kolpildi 6 Mar 2017, 11:43
          ელჯერნონს კითხულობთ???
          up.gif




          რატომღაც მეგონა რომ ყველას წაკიტხული ჰქონდა

          Posted by: marimarita 6 Mar 2017, 11:51
          holden kolpildi
          QUOTE
          რატომღაც მეგონა რომ ყველას წაკიტხული ჰქონდა

          არ ვაპირებდი წაკითხვას, მაგრამ აქ ისე დაიწერა რომმ... დამაინტერესა და არც ვნანობ smile.gif
          რეკლამამ თავისი ქნა smile.gif

          Posted by: Moby-Dick 6 Mar 2017, 14:22
          marimarita
          QUOTE
          მორალი:რაც დაიბადე ის ხარ და ისეთივე უნდა მიგიღოს საზოგადოებამ...

          ამიტომაც შეიტანეს ეს წიგნი ამერიკის სკოლებში....

          მაგარი მორალისტი ყოფილხარ
          კი მეც თუ დებილი და ახვარი ბავშვი დავიბადე და დავცინი გონებაჩლუნგებს, ეგეთად უნდა დავღცე და მიმიღოს სხვა დებილმა საზოგადოების წევრებმა?
          თუ ისეთებივე უნდა დარჩნენ და არ განვითარდნენ, სკოლაში რისთვისღა შეიტანეს, რატომ აკითხებენ, დასვან კლასებში უბრალოდ და ნურაფერს ასწავლიან biggrin.gif
          თუ მაღალი IQ-ს ბავშვებს უფლება აქვთ რო ეცადონ ცვლილება მოახდინონ თავის თავში უკეთესობისკენ და აღარ დასცინონ გაჭირვებულ ადამიანს და ჩარლისნაირები კიდე ისეთივეები უნდა დარჩნენ რო მიიღოს ამერიკის შეერთებული შტატების გონიერმა საზოგადოებამ და თავი კარგ საზოგადოებად ჩათვალონ?
          ეგეთი მორალი უფრო დაცინვა გამოდის მგონი

          Posted by: marimarita 6 Mar 2017, 14:38
          Moby-Dick
          QUOTE
          კი მეც თუ დებილი და ახვარი ბავშვი დავიბადე და დავცინი გონებაჩლუნგებს, ეგეთად უნდა დავღცე და მიმიღოს სხვა დებილმა საზოგადოების წევრებმა?
          თუ ისეთებივე უნდა დარჩნენ და არ განვითარდნენ, სკოლაში რისთვისღა შეიტანეს, რატომ აკითხებენ, დასვან კლასებში უბრალოდ და ნურაფერს ასწავლიან

          ახვარი ბავშვი ვერ იქნები დაბადებიდან..
          ეს აღზრდაზეა დამოკიდებული, ამიტომაც შეიტანეს სასწავლო წიგნად რომ არ დასცინონ ნორმალური განვითარების დონის ბავშვებმა გონებაჩლუნგებს...
          QUOTE
          თუ მაღალი IQ-ს ბავშვებს უფლება აქვთ რო ეცადონ ცვლილება მოახდინონ თავის თავში უკეთესობისკენ და აღარ დასცინონ გაჭირვებულ ადამიანს და ჩარლისნაირები კიდე ისეთივეები უნდა დარჩნენ რო მიიღოს ამერიკის შეერთებული შტატების გონიერმა საზოგადოებამ და თავი კარგ საზოგადოებად ჩათვალონ?
          ეგეთი მორალი უფრო დაცინვა გამოდის მგონი

          ჩარლისნაირებისთვისაც არსებობს სპეციალური სკოლები, აქ საქმე დაცინვაზეა, ჩარლის დას დასცინოდნენ მისი ძმის გამო, ჩარლის დედას რცხვენოდა ასეთი შვილი რომ ყავდა ამის გამო იყო ჩარლიც დაკომპლექსებული, მე ვამბობ რომ არ უნდა დასცინონ მას, უნდა მიიღონ ისეთი როგორიც არის და ასწავლონ არა ძალით და შიშით, არამედ ფრთხილად და სიყვარულით...

          Posted by: Moby-Dick 6 Mar 2017, 15:01
          marimarita
          QUOTE
          ახვარი ბავშვი ვერ იქნები დაბადებიდან..
          ეს აღზრდაზეა დამოკიდებული, ამიტომაც შეიტანეს სასწავლო წიგნად რომ არ დასცინონ ნორმალური განვითარების დონის ბავშვებმა გონებაჩლუნგებს...

          წაკითხვა რას უშველის, ბავშვს ისედაც ყველა არიგებს რო არ უნდა დასცინოს არავის და ცუდადაც არ უნდა მოიქცეს, წიგნში რა წერია კიდე საერთოდ არ ადარდებს
          ჰიტლერს რო ბავშვობაში ელჯერნონი წაეკითხა, საყვარელი პიროვნება აღეზრდებოდათ ნაცისტებს არა?

          QUOTE
          უნდა მიიღონ ისეთი როგორიც არის და ასწავლონ არა ძალით და შიშით, არამედ ფრთხილად და სიყვარულით...

          ხო ნახე არ უნდა ეგეთად ყოფნა თვითონ ჩარლის. არავის უნდა. თვითონაც ჩლუნგები იყვნენ რა უნდა ასწავლონ. სხვა რამე მოიფიქრე
          * * *
          კაი ვხუმრობ. ცუდს თუ მოიფიქრებ რამეს მოყევი, ჩარლი და ელჯერნონი გავამტყუნოთ biggrin.gif სერიოზულად არ მიპასუხო

          Posted by: marimarita 6 Mar 2017, 15:49
          Moby-Dick
          სერიოზულად წერ ამ ყველაფერს თუ მეკაიფები? biggrin.gif
          QUOTE
          წაკითხვა რას უშველის

          უშველის...
          QUOTE
          ბავშვს ისედაც ყველა არიგებს რო არ უნდა დასცინოს არავის და ცუდადაც არ უნდა მოიქცეს,

          ყველა არ არიგებს, ზოგი პირიქით, უშლის თავის შვილს მასეთ ბავშვთან ურთიერთობას, ხოდა ამისთვის სწორი მიდგომაა საჭირო, უნდა აუხსნა ბავშვს რომ ის გონებაშეზღუდულია, ამიტომ ცოდოა და არ უნდა დავცინოთ, პირიქით, უნდა დავეხმაროთ, ასე ის აღარ იქნება აგრესიული...
          QUOTE
          წიგნში რა წერია კიდე საერთოდ არ ადარდებს ჰიტლერს რო ბავშვობაში ელჯერნონი წაეკითხა, საყვარელი პიროვნება აღეზრდებოდათ ნაცისტებს არა?

          lol.gif up.gif
          QUOTE
          ხო ნახე არ უნდა ეგეთად ყოფნა თვითონ ჩარლის. არავის უნდა. თვითონაც ჩლუნგები იყვნენ რა უნდა ასწავლონ. სხვა რამე მოიფიქრე

          იმიტომ არ უნდოდა მასეთად ყოფნა რომ ირგვლივ ყველა დასცინოდა, ამიტომაც ცდილობდა ჭკვიანი გამხდარიყო - რომ აღარ დაეცინათ biggrin.gif
          ისევ იგივეს მივუბრუნდი...

          » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



          Moby-Dick
          QUOTE
          კაი ვხუმრობ. ცუდს თუ მოიფიქრებ რამეს მოყევი, ჩარლი და ელჯერნონი გავამტყუნოთ  სერიოზულად არ მიპასუხო

          ეს როდისღა დაწერე? lol.gif lol.gif
          მაინც არ გავამტყუნებ, საყვარლები არიან )))))

          თუმცა თაგვები და მისნაირები არ მიყვარს.......

          Posted by: B l a c k J a c k 6 Mar 2017, 20:18
          წამაკითხეთ ერთი 100 გვერდი მაინც :დ

          Posted by: marimarita 6 Mar 2017, 22:02
          B l a c k J a c k
          QUOTE
          წამაკითხეთ ერთი 100 გვერდი მაინც :დ

          მეგონა უკვე წაიკითხე smile.gif))
          სორი...
          გამომიწვია და მეც ავყევი სერიოზულად facepalm.gif
          lol.gif

          Posted by: marimari11 6 Mar 2017, 23:24
          სპოილერში ჩასვით ხალხო user.gif

          Posted by: marimarita 6 Mar 2017, 23:31
          marimari11
          დიდი არაფერი დაგვიშავებია, შინაარსი არ დაგვიწერია, არაუშავს თუკი წაიკითხავენ )))

          Posted by: marimari11 6 Mar 2017, 23:35
          marimarita
          ადრე აქ რომ დავიწყე პოსტვა ბილი მილიგანი ავირჩიეთ სხვები რომ არ დაგვესპოილერებინა მე და senpai-მ რამდენიმე გვერდი ჩავსვით სულ სპოილერში user.gif კაი დრო იყო mo.gif მეცალა კითხვისთვის cry.gif

          მოგეწონათ ელჯერნონი? მე ძალიან მიყვარს...ფინალზე კინაღამ ვიტირე

          Posted by: marimarita 6 Mar 2017, 23:41
          marimari11
          QUOTE
          ადრე აქ რომ დავიწყე პოსტვა ბილი მილიგანი ავირჩიეთ სხვები რომ არ დაგვესპოილერებინა მე და senpai-მ რამდენიმე გვერდი ჩავსვით სულ სპოილერში

          მერე იმ სპოილერს არ გახსნიდნენ გგონია? smile.gif
          აზრი არ აქვს, მე გავხსნიდი )))
          QUOTE
          მოგეწონათ ელჯერნონი? მე ძალიან მიყვარს...ფინალზე კინაღამ ვიტირე

          კიი, მომეწონა ძალიან, მე ვიტირე ))))

          Posted by: Ezekia 7 Mar 2017, 16:58
          Moby-Dick

          მოგწონს ეს წიგნი?


          ***

          QUOTE
          მორალი:რაც დაიბადე ის ხარ და ისეთივე უნდა მიგიღოს საზოგადოებამ...


          ანუ მედიცინამ მსგავსი პრობლემების გამოსწორება აღარ უნდა სცადოს? ))



          ძაან აქტუალური საკითხებია ამ წიგნში. ძალიან. პრობლემატური. და შეიტანეს კიდევაც სკოლებში. ალბათ უნდა შეეტანათ. კარგია, აქაც რომ ბევრი კითხულობს და ასეთი პოპულარული წიგნია. საერთოდ, შემოვიდა ასეთი წიგნები-განსხვავებულ ბავშვებზე, გონებრივად ჩამორჩენილებზე, სხვადასხვა რამით დაავადებულებზე, აუტისტებზე და ა.შ. სხვანაირ ბავშვებზე. ძალიან ცუდი ტერმინია, არც ვიცი, რა ვიხმარო უფრო მსუბუქი და ნეიტრალური.
          მოკლედ, ადრე ასეთი ბავშვები უფრო კარჩაკეტილად ცხოვრობდნენ. ცალკე. არ გამოყავდათ ხალხში, არ აკონტაქტებდნენ ბავშვებთან, დაყავდათ სპეცსკოლებში... მერე გაირკვა, რომ უკეთესი იქნება, თუ მოხდება მათი ინტეგრაცია საზოგადოებასთან. შერევა. გამთლიანება. თუ როგორც არის. და აღმოჩნდა, რომ საზოგადოება მთლად ვერაა მზად ამისთვის. ერიდებიან ასეთ ბავშვებს. ეშინიათ. არიდებენ თავის შვილებს. ითხოვენ მათ იზოლაციას და ა.შ. ჯერ კიდევ ჩვენი მშობლების თაობის დროს იყვნენ ეს ადამიანები კარჩაკეტილნი და უცებ ჭრიიი-ყველა კარი გაიღო. ადვილი არ აღმოჩნდა მიღება, მაგრამ საჭიროა. ამიტომაა ალბათ ეს წიგნებიც, განსაკუთრებით პირველ პირში დაწერილი-გავიგოთ, რას გრძნობენ ისინი, რას განიცდიან, რას ფიქრობენ. ეს ძაან მნიშვნელოვანია.
          საერთოდ, ბავშვები საკმაოდ სასტიკები არიან. ზოგადად. ზოგადად ბავშვები და ზოგადად სასტიკები. არა დღეს, არა ამ პერიოდში, არამედ საერთოდ. სკოლები გვახსოვს, ეზოები, უბნები. მწარე მწარე სიტყვები, დაცინვები, გულის ტკენები... ეს ჩვეულებრივია, ეს ასე იყო და იქნება, უბრალოდ, ნუ ველოდებით ზოგადად ბავშვებისგან რაღაც დიდ დათმობას, განსაკუთრებულ სიყვარულს და ა.შ. ბულინგი ჩვეულებრივ ბავშვებზე მოდის, იმათ დასცინიან ხოლმე რაღაც ელემენტარულის გამო და ნუ გაგვიკვირდება ცივი დამოკიდებულება სხვანაირი ბავშვების მიმართაც (თავად ეს ბავშვები შეიძლება სკოლაში და ხალხმრავლობაში დაძაბულები იყვნენ, შესაბამისად-აგრესიულები, უკონტაქტოები, ჩაკეტილები... თუ სკოლის მოსწავლეები ამ ბავშვს კარგად იცნობენ და მისი დადებითი მხარეებიც კარგად იციან, ურთიერთობა გაცილებით მეგობრული და კარგია, მაგრამ ყველა ხომ ვერ ახერხებს ამას???). რა თქმა უნდა, ეს ძალიან გულსატკენია. ასე არ უნდა იყოს. და რომ არ იყოს, ამიტომაა საჭირო საზოგადოების განათლება ამ მხრივ, ინფორმირება, ლიტერატურა, და ასეთი წიგნებიც მათ შორის.
          აქტუალური საკითხია მეთქი. პრობლემური.
          წიგნიდან ჩანს, ჩარლი როგორი ცოდოა. ძალიან ცოდო. მე არ ვიცი, რამდენად საყვარელია, ძველი ჩარლი უფრო მეცოდებოდა, ვიდრე მესაყვარლებოდა და ახალში ამოხეთქილმა აგრესიებმა მისი საყვარლობა მთლად შეამცირეს ჩემს თვალში, მაგრამ ცოდოა ძააალიან. წიგნის და განვითარების ყველა საფეხურზე. და კარგია (მკითხველისთვის) რომ ეს ასე ჩანს და იგრძნობა.
          ის მულტფილმი გახსოვთ? ჯადოქარზე და წრუწუნაზე, კატის რომ ეშინოდა. ვეფხვი, რომელსაც მშიშარა თაგვის გული აქვს, კატაზე სუსტიაო. დაახლოებით მსგავსი რამეა აქაც. გენიოსობას მიაღწია ჩარლიმ და გულში ისევ ის ბიჭუნა დარჩა, რაც იყო. იმ განცდებით და ემოციებით, რაც ქონდა. ემოციებს და განცდებს რ&მხელა მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ასეთ ადამიანებში. ამიტომ უნდა ვიფრთხილოთ ურთიერთობისას, რამე ისეთი არ ვუთხრათ და ვაგრძნობინოთ. და ეს ძნელია.
          საერთოდ ძნელი თემაა ეს, ძაან ძნელი...

          Posted by: საკურა. 7 Mar 2017, 17:04
          როდის ირჩევთ ახალ ნაწარმოებს?....

          Posted by: marimarita 7 Mar 2017, 17:59
          Ezekia
          QUOTE
          ანუ მედიცინამ მსგავსი პრობლემების გამოსწორება აღარ უნდა სცადოს? ))

          მე არ მითქვამს რომ არ უნდა სცადოს, რა თქმა უნდა უნდა სცადოს და იმუშაოს ამაზე, მაგრამ საზოგადოებამაც არ უნდა გაგრიყოს თუ ასეთად დაიბადე..
          მგონი შენი აზრიც ასეთივეა smile.gif
          QUOTE
          წიგნიდან ჩანს, ჩარლი როგორი ცოდოა. ძალიან ცოდო. მე არ ვიცი, რამდენად საყვარელია, ძველი ჩარლი უფრო მეცოდებოდა, ვიდრე მესაყვარლებოდა და ახალში ამოხეთქილმა აგრესიებმა მისი საყვარლობა მთლად შეამცირეს ჩემს თვალში, მაგრამ ცოდოა ძააალიან. წიგნის და განვითარების ყველა საფეხურზე. და კარგია (მკითხველისთვის) რომ ეს ასე ჩანს და იგრძნობა.

          ახალში ამოხეთქილმა აგრესიამ შეცვალა და ეგოისტი გახადა, მაგრამ ეს არ გამკვირვებია, იმიტომ რომ შინაგანად გრძნობდა მომავალში რაც მოელოდა და არ უნდოდა ძველი ჩარლის დაბრუნება, თუმცა მასაც ეცოდებოდა ჩარლი და დამნაშავედ გრძნობდა თავს რომ მისი ადგილი მიისაკუთრა...

          საკურა.
          QUOTE
          როდის ირჩევთ ახალ ნაწარმოებს?....

          სავარაუდოდ კვირას smile.gif

          Posted by: Moby-Dick 7 Mar 2017, 21:31
          Ezekia
          ადრეც მახსოვს და შენ მგონი ჭკვიანი ხარ
          წიგნი არა. ყეყეჩობაა
          თან წესივრად ვერც გავიგე
          როდესაც ნორმალურად აზროვნებდა, რა გადაწყვიტა, ვითომ თვითონ სხვა პიროვნება იყო, გაქრებოდა და ძველ ჩარლის დაუთმობდა თავისივე სხეულს? თორე თავის მოკვლა უნდოდა არა?

          Posted by: Ezekia 8 Mar 2017, 01:19
          Moby-Dick

          QUOTE
          ადრეც მახსოვს და შენ მგონი ჭკვიანი ხარ


          რა იყო ეს შესავალი.

          შენი და მარიმარიტას საუბრები რომ წავიკითხე, ვიფიქრე, აჰა, ამასაც არ მოსწონს წიგნი მეთქი, მაგრამ ვხუმრობო მერე დაწერე და...

          ყეყეჩობა არაა ჩემთვის პირადად, საჭირო, აქტუალური წიგნია (დღესაც აქტუალური, 1966 კი დაწერილა), მაგრამ ჩემი საყვარელი წიგნი ნამდვილად არაა და აშკარა უმცირესობაში ვარ ამ მხრივ, ყველას უყვარს და აღტაცებულია. ხოდა შენში მოძმე დავინახე )))


          QUOTE
          როდესაც ნორმალურად აზროვნებდა, რა გადაწყვიტა, ვითომ თვითონ სხვა პიროვნება იყო, გაქრებოდა და ძველ ჩარლის დაუთმობდა თავისივე სხეულს? თორე თავის მოკვლა უნდოდა არა?


          მე როგორც გავიგე, თავის მოკვლა უნდოდა მას მერე, რაც საკუთარი დეგრადაცია იწინასწარმეტყველა და მიხვდა, რაც ელოდა.
          და ის ძველი ჩარლი არ გამქრალა. ჩარლი ისევ ისეთია სიღრმეში. კი, განვითარდა, გაგენიოსდა, განახლდა ფაქტიურად, მაგრამ იმ ჩარლის, რაც იყო 32 წლის მანძილზე, ვერაფერიც ვერ მოუხერხა. რომელიღაც ექიმი ახსენებს კიდევაც პიროვნების გაორებას.

          - Ты хочешь обратно? Ты хочешь, чтобы я ушел, а ты вернулся в мое тело и начал жизнь сначала? Вполне законное желание… Это твое место, твой мозг… И твоя жизнь тоже, хотя ты немногое ухитрился взять от нее. Я не вправе отнимать у тебя жизнь. Кто сказал, что мой свет лучше твоей тьмы?

          - Я скажу тебе еще кое-кто, Чарли. - Я выпрямился и отошел от зеркала. Не считай меня своим другом. Я не отдам тебе разум без борьбы, мне трудно заставить себя вернуться в пещеру. Мне некуда податься, Чарли, так что отойди в сторонку. Оставайся в моем подсознании, и не преследуй меня. Я не сдамся, что бы они ни думали! Да, я одинок, но это не имеет значения… Я сохраню данное мне и много сделаю для мира и для таких, как ты.

          და აი წარმოიდგინე-ორი ჩარლი. ერთი გონებრივად ჩამორჩენილი, მაგრამ მომღიმარი, გულიანი და გახსნილი სამყაროსთვის. ვისაც უნდა ადამიანებთან ყოფნა და მეგობრობა. და მეორე-გენიოსი, მაგრამ ცინიკური, უხეში და მარტოსული.
          ორივე მარტოსული. ორივე.

          რომელი-გული თუ გონება?

          რა ჯობია-უტვინო გული თუ უგულო გონება. ბევრს პირველი ჩარლი უფრო მოსწონს. წიგნშიც და მკითხველშიც.

          ბევრი პრობლემაა, ბევრი.

          მარტო ჩარლის გაგენიოსებაზე ხო არაა წიგნი. აქ სიყვარულიცაა, ზიზღიც, ორგულობაც, მიტოვებაც, დამცირებაც, აღზევებაც... ყველაფერია რა. და მკვეთრად რაღაცნაირად. მძაფრად.რა გასაკვირი, რო თავის მოკვლა უნდოდა. როგორ გაძლო ვაბშე.

          საზოგადოებას არ უყვარს გამორჩეულები. არც ძაან გენიოსები, არც ძაან ჭკუა]აკლულები. ასეთებს ან დასცინიან, ან ეჯავრებათ. ყველგან-აქაც და ამერიკაშიც. ჩარლის კიდე რა უნდა? - ადამიანებთან ურთიერთობა. მიღება. მისი პიროვნებად აღიარება. არა შეცოდება. და არა ზემოდან ყურება. მიღება.

          მილიგანივით აქაც ბევრი ლაპარაკი წავა ალბათ





          Posted by: Moby-Dick 9 Mar 2017, 00:56
          Ezekia

          QUOTE
          რა იყო ეს შესავალი.

          შენი და მარიმარიტას საუბრები რომ წავიკითხე, ვიფიქრე, აჰა, ამასაც არ მოსწონს წიგნი მეთქი, მაგრამ ვხუმრობო მერე დაწერე და...

          ყეყეჩობა არაა ჩემთვის პირადად, საჭირო, აქტუალური წიგნია (დღესაც აქტუალური, 1966 კი დაწერილა), მაგრამ ჩემი საყვარელი წიგნი ნამდვილად არაა და აშკარა უმცირესობაში ვარ ამ მხრივ, ყველას უყვარს და აღტაცებულია. ხოდა შენში მოძმე დავინახე )))

          პოსტებზე გითხარი. იმ პოსტსაც ხო არ დავაციტირებდი იმხელას
          კარგია დავძმობილდეთ biggrin.gif რო მორჩება ყველა მერე ვიკითხავ მაშინ კიდე რაღაცებს. თამაშია თან ეხლა biggrin.gif

          Posted by: Ezekia 9 Mar 2017, 10:48
          Moby-Dick
          QUOTE
          თამაშია თან ეხლა

          მმმმმმმმ, მე კიდე რა სერიოზული ვიყავიიი facepalm.gif facepalm.gif givi.gif
          ვი თა მა შოთ jump.gif

          Posted by: marimarita 9 Mar 2017, 11:02
          Ezekia
          QUOTE
          თამაშია თან ეხლა

          მგონი თამაშზე ფეხბურთი იგულისხმა smile.gif)
          ბარსამ გულშემატკივრები გაახარა 6:1 bis.gif

          Posted by: Ezekia 9 Mar 2017, 11:06
          marimarita
          მართლაა? ანუ სულ ავირიე biggrin.gif biggrin.gif


          ვის მოუგო ბარსამ?

          Posted by: marimarita 9 Mar 2017, 11:09
          Ezekia
          QUOTE
          ვის მოუგო ბარსამ?

          ეგ აღარ ვიცი biggrin.gif
          მთავარია მოიგო lol.gif
          თან ისეთი მაგარი თამაში ყოფილა, 7 წუთში 3 გოლი გაუტანია, საინტერესოა ხო?
          უნდა გადავახვიო და ვუყურო wink.gif

          Posted by: Ezekia 9 Mar 2017, 11:10
          უი, პსჟ სთვის მოუგია (((

          დაეტყოთ უ-იბრა-ობა.

          * * *
          მე ხო მეტყობა, რო არ მიყვარს ფეხბურთი, რა თამთში არ ვიცოდი user.gif

          თან სამსახური მწურავს ლიმონივით.... დავიღალე ძაან. ესეც მეტყობა ალბათ

          Posted by: marimarita 9 Mar 2017, 11:22
          Ezekia
          QUOTE
          მე ხო მეტყობა, რო არ მიყვარს ფეხბურთი, რა თამთში არ ვიცოდი 

          მე ხომ ვიცოდი biggrin.gif
          გუშინ ისეთი ღრიალი შემომესმა, შეშინებულმა გავყავი თავი ფანჯარაში, რა ხდება მეთქი, მერე დაიპოსტა ფბ-ზე ანგარიში და მივხვდი რაშიც იყო საქმე )))
          ფანების ოვაციები კორპუსებიდან biggrin.gif
          QUOTE
          თან სამსახური მწურავს ლიმონივით.... დავიღალე ძაან. ესეც მეტყობა ალბათ

          არა, ეგ არ გეტყობა smile.gif)))
          მეც სამსახურში ვარ და მჟავე კიტრს მივირთმევ დილიდან ყავის ნაცვლად, გუშინდელი დღის შემდეგ biggrin.gif

          :უპს: გავაოფეთ..
          აბა რაო ელჯერნონმა? wink.gif
          * * *

          » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

          Posted by: Ezekia 9 Mar 2017, 20:04
          QUOTE
          :უპს: გავაოფეთ..



          გავაოფოთ, რა, გავაოფოთ, ხანდახან მაინც...


          აუ, მჟავე კიტრი როგორი მომწონს, იცი? თან რო სიტკბოც დაკრავს სადღაც და ძაან დასაჭყანი მჟავე-მწარე რო არაა facepalm.gif biggrin.gif

          რომელიღაც ქარხანა უშვებს, სახლში დამზადებული არაა ეგეთი.



          რაო, ვითომ ეყვარებოდა ჩარლი გორდონს მჟავე კიტრი?
          რომ ყვარებოდა, რეცეპტს გაიგებდა და გაუმჯობესებული ხერხით დაამჟავებდა.
          არაა?

          (არ ვაოფებთ)

          Posted by: Moby-Dick 9 Mar 2017, 20:29
          Ezekia
          QUOTE
          ვი თა მა შოთ 

          ხო, წიგნის არჩევის მაგივრად შევიკრიბოთ ერთ კვირა დღეს და დავცხოთ ფეხბურთი
          შენ თავდასხმაში იქნები იბრასავით
          დი მარიმარიტას ვაკვირდები ჯერ, თავისი მჟავე კიტრის მარაგი, ჭაჭა, მე ლობიანებიც მიყვარს აუცილებლად უნდა იყოს და ა.შ. თუ დადო თამაშამდე კაი კერძები, მაშინ ჩაჯდება შემადგენლობაში
          ბარსელონას ვეთამაშოთ biggrin.gif

          Posted by: marimarita 10 Mar 2017, 00:28
          Ezekia
          QUOTE
          გავაოფოთ, რა, გავაოფოთ, ხანდახან მაინც...

          ლირიკული გადახვევებიც შეიძლება ხო? biggrin.gif
          QUOTE
          რაო, ვითომ ეყვარებოდა ჩარლი გორდონს მჟავე კიტრი?
          რომ ყვარებოდა, რეცეპტს გაიგებდა და გაუმჯობესებული ხერხით დაამჟავებდა.
          არაა?
          (არ ვაოფებთ)

          biggrin.gif biggrin.gif
          მე ვფიქრობ არ გაუსინჯავს, თორემ აუცილებლად დაწერდა ამის შესახებაც smile.gif))

          Moby-Dick
          QUOTE
          მარიმარიტას ვაკვირდები ჯერ, თავისი მჟავე კიტრის მარაგი, ჭაჭა, მე ლობიანებიც მიყვარს აუცილებლად უნდა იყოს და ა.შ. თუ დადო თამაშამდე კაი კერძები, მაშინ ჩაჯდება შემადგენლობაში

          ვშიშობ გამოცდას ვერ ჩავაბარებ, ჭაჭა არ მიყვარს )) ლობიანზეც არ ვგიჟდები, ხაჭაპური მირჩევნია..
          ხინკალი მიყვარს, მწვადებიც შამფურზე ))) განსაკუთრებული არაფერი არ მახსენდება...

          ნეტავ ჩარლის რა კერძი უყვარდა განსაკუთრებით?
          ვისკი მოსწონდა, მიუხედავად იმისა რომ ძველი ჩარლი ხდებოდა, მაინც არ ამბობდა უარს..
          ხაჭაპურიც მოეწონებოდა და კახური მწვადებიც smile.gif))

          არ ვაოფებ biggrin.gif

          Posted by: Ezekia 10 Mar 2017, 01:52
          Moby-Dick
          რეები დავწერე, მრცხვენია facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif user.gif givi.gif

          ლობიანი მეც მიყვარს, იბრაც)
          მე და სტადიონი biggrin.gif
          ეგეთი ხისტი რო არ ვარ? თავდასხმაში ვერ გავქაჩავ lol.gif

          ბარსას ვეთამაშოთ. გაუვარდა ეს მოგება რა. ეგეთი მაგრებიც არ არიან )

          Posted by: B l a c k J a c k 10 Mar 2017, 21:42
          ვეთანხმები გამომსვლელებს მაშასადამე, მაგრამ ჩარლის გაბიორიტება იმის ბრალია რომ დაჭკვიანდა თუ წარსულში გადატანილი ტრამვების? რომ ჩაგრავდნენ და დასცინოდნენ ეგ სხვა საკითხია. ნახევარზე მეტი წავიკითხე biggrin.gif

          Posted by: marimarita 10 Mar 2017, 23:12
          Ezekia
          QUOTE
          რეები დავწერე, მრცხვენია

          ვაახ.... და რა დაწერე სასირცხვილო? biggrin.gif

          B l a c k J a c k
          QUOTE
          ჩარლის გაბიორიტება იმის ბრალია რომ დაჭკვიანდა თუ წარსულში გადატანილი ტრამვების? რომ ჩაგრავდნენ და დასცინოდნენ ეგ სხვა საკითხია

          მას ის აწუხებდა რომ საცდელ წრუწუნასავით იყენებდნენ და პიროვნებად არ აღიქვავდნენ...
          რომ დაჭკვიანდა ზუსტად ამაზე ამახვილებდა ყურადღებას და ითხოვდა რომ მისთვის შეეხედათ არა როგორც საექსპერიმენტო ობიექტი, არამედ როგორც პიროვნება..
          თუმცა თავადაც ხვდებოდა რომ ზედმეტი მოსდიოდა, მაგრამ კარგად აცნობიერებდა თავის მომავალს, არ უნდოდა წარსულში დაბრუნება და ამიტომაც იყო გაბოროტებული...

          ჩემი აზრით )))))

          QUOTE
          ნახევარზე მეტი წავიკითხე

          მალე დაამთავრე კვირას არჩევნებიააა ))


          Posted by: Moby-Dick 10 Mar 2017, 23:17
          marimarita
          QUOTE
          ვშიშობ გამოცდას ვერ ჩავაბარებ, ჭაჭა არ მიყვარს ))

          მოწინააღმდეგეს ვატყუებთ ეგეთი ლაპარაკით, თორე რომელი ჭაჭის მსმელი და უზურპატორი მე ვარ, ყველა თავისუფლად შემოგვიერთდება ვისაც ჩვენთან ენდომება, გინდაც ბოროტი იყოს, ხარბი, უზრდელი, მნიშვნელობა არ აქვს, მოღალატეებიც დაგვჭირდება


          Ezekia
          QUOTE
          რეები დავწერე, მრცხვენია

          რატო, არაფერი ისეთი. თან ჩემი ბრალია მილიონი უაზრობა რო ვწერე აგერია, დრო რო გადის მEთვითონაც ვიბნევი ხოლმე ჩემ ნათქვამზე და უხერხულად ვგრძნობ თავს biggrin.gif
          ფეხბურთი კი გცოდნია რა გინდა biggrin.gif

          B l a c k J a c k
          QUOTE
          ჩარლის გაბიორიტება იმის ბრალია რომ დაჭკვიანდა თუ წარსულში გადატანილი ტრამვების? რომ ჩაგრავდნენ და დასცინოდნენ ეგ სხვა საკითხია. ნახევარზე მეტი წავიკითხე

          მგონი არც დაჭკვიანდა და ბოროტიც არ იყო. რობოტივით იყო, სწრაფად ისწავლა რაღაცები, ერთი გაჭედვაც ჰქონდა აჯანყება მოაწყო თაგვთან ერთად. მაგის შემდეგ ეფექტის მოსახდენად შეთხზა ავტორმა რაღაცები. მანდ რო ტავი მოეკლა უკეთესი იქნებოდა

          Posted by: marimari11 12 Mar 2017, 00:55
          ჩარლი ბოროტი არ ყოფილა spy.gif

          Posted by: B l a c k J a c k 12 Mar 2017, 16:13
          marimari11
          QUOTE
          ჩარლი ბოროტი არ ყოფილა

          კარგია ეგ. მე ვეღარ ვასწრებ დამთავრებას biggrin.gif
          ვეთანხმები არჩევნების შედეგებს (ნოდ)

          Posted by: Ezekia 12 Mar 2017, 20:11
          ჰაა, როგორ ხართ...












          ...

          Posted by: B l a c k J a c k 12 Mar 2017, 21:09
          Ezekia
          იდეაში კარგად :დ
          თავად? )))

          Posted by: Ezekia 12 Mar 2017, 21:16
          B l a c k J a c k
          ნელთბილად )

          ვირჩევთ? ვასახელებთ?

          თუ პირიქითაა.
          როგორც არის




          ???

          Posted by: marimari11 12 Mar 2017, 21:24
          მაქს ფრიშის ჰომო ფაბერს შევეჭიდე გერმანულად :დ ეხლა დავიწყე
          ხომ არ გინდათ ეგ აირჩიოთ? givi.gif

          Posted by: Ezekia 12 Mar 2017, 21:36
          ვასახელებ:

          მაქს ფრიში. "Homo faber"


          არის ქართულად. ძველი გამოცემაც, ახალიც

          Posted by: B l a c k J a c k 12 Mar 2017, 21:47
          marimari11
          QUOTE
          მაქს ფრიშის ჰომო ფაბერს შევეჭიდე გერმანულად :დ ეხლა დავიწყე
          ხომ არ გინდათ ეგ აირჩიოთ?

          მაქვს მგონი გერმანულად ეგ და სალამბო :დ

          Ezekia
          QUOTE
          ნელთბილად )

          +ბევრი

          QUOTE
          მაქს ფრიში. "Homo faber"

          მე თათბირზე შეპარული ინტერნის როლში ვარ: ყველაფერზე თავს რომ აქნევს :დ

          Posted by: marimari11 12 Mar 2017, 22:25
          B l a c k J a c k
          QUOTE
          მაქვს მგონი გერმანულად ეგ და სალამბო :დ

          არაა რთული კი წავიკითხე უკვე 70 გვერდი.

          მგონი სხვა არც დასახელდება

          Posted by: Ezekia 12 Mar 2017, 22:42
          marimarita


          Moby-Dick


          სად ხართ.

          :მოდიაქა:

          Posted by: Moby-Dick 12 Mar 2017, 22:44
          QUOTE
          მაქს ფრიში. "Homo faber"

          აქ ვარ, ეს იყოს მეც მინდა

          Posted by: Ezekia 12 Mar 2017, 22:50



          B l a c k J a c k
          QUOTE
          მე ვეღარ ვასწრებ დამთავრებას


          გამოტყდი ეხლა, რატო "ვერ დაამთავრე", რათ დაგვიწუნე ჩარლი და წრუწუნა.



          marimari11
          QUOTE
          წავიკითხე უკვე 70 გვერდი.


          სულ რამდენია??




          Posted by: marimari11 12 Mar 2017, 22:56
          Ezekia
          ჩემს წიგნში 330 გვერდია მაგრამ ძაან დიდი შრიფტით წერია
          არაა დიდი წიგნი პატარაა.2 კვირა თავისფულად ეყოფა
          გავალდა ვიყიდე კიდე და დოსტოევსკის მოთამაშე givi.gif givi.gif კიდე ძველებიც მაქვს ქვეყნის
          0.5 ცენტად ვყიდულობ ხოლმე

          Posted by: Ezekia 12 Mar 2017, 23:08
          marimari11
          დაველოდოთ და თუ დარჩა ეს, ორ კვირას ავიღებთ ალბათ.
          ბევრი დრო მაწყობს, სხვა წიგნიც მაქვს დაწყებული wink.gif

          გავალდასი რა იყიდე? დოსტოევსკი გასაგებია


          Posted by: marimari11 12 Mar 2017, 23:11
          Ezekia
          მგონი ნაჩუქარი დღე ქვია ქართულად
          მაგრამ გერმანელებს არ უნდა ენდო ცვლიან ხშირად სათაურებს

          Posted by: B l a c k J a c k 12 Mar 2017, 23:15
          marimari11
          QUOTE
          არაა რთული კი წავიკითხე უკვე 70 გვერდი.

          ვნახოთ, ვნახოთ biggrin.gif

          Ezekia
          QUOTE
          გამოტყდი ეხლა, რატო "ვერ დაამთავრე", რათ დაგვიწუნე ჩარლი და წრუწუნა.

          კარგი წიგნია . 100 გვერდი დამრჩა და ჩავამთავრებ. თავი და თავი ის არის, რომ ფანტასტიკას , ჰორორს, თრილერს და მასეთებს ვერ ვუმუღამებ. დროც აღარ მაქვს მაგდენი. კი სხვა პრობლემის წარმოჩენას ფიქრობს ავტორი , უბრალოდ ჩემი არ არის ((
          იყო პერიოდი ვაფანატებდი ფილმებზე: მატრიცა, ვარსკვლავური ომები, პასიფიქ რიმი, ტრონი და ა.შ.
          ახლა მსგავსი ფილმების ყურებისას წარმომიდგება გრაფიკულ დიზაინერთა მთელი არმია და მხოლოდ biggrin.gif
          სამაგიეროდ "პლახოი, ზლოი , ხაროში" და მგლებთან ცეკვას ვუყურე 4-4ჯერ biggrin.gif 25 თუ 35იანი ფირით გადაღებული ფილმები საოცრად ბუნებრივ ფერებს გადმოსცემს. ვეს ანდერსონი და მსგავსი ფილმები: http://www.imdb.com/title/tt0460791/?ref_=nm_knf_i3 ანუ როდესაც რონალდო რონალდობდა ფეხბურთში, ზიდანი ზიდანობდა და მთელი უბანი იმაზე მსჯელობდა ედგარ დავიდს სათვალეები რატომ ეკეთა და შესაბამსიად ფილმებსაც იღებდნენ იმისთვის რომ ფილმი გადაეღოთ.
          უკვე ვიცი წინასწარ რა შემხვდება ნაწარმოებში და კითხვა როგორ? ანუ როგორ იქნება აღწერილი არ მაწუხებს. აი მაშინ ტანჯვაა კითხვა: უბრალოდ მოვალეობის მოხდაა. მაგიტომაც ვერ დავამთავრე დროზე )))

          Posted by: marimarita 12 Mar 2017, 23:40
          Ezekia
          QUOTE
          სად ხართ.
          :მოდიაქა:

          გვიან მოვიცალე, მოვედი )))
          საღამომშვიდობისათ..

          მე ისევ ჯეინ ოსტინის ,,სიამაყე და ცრურწმენას'' წარვადგენ, თუ ჯერ არ დამთავრებულა არჩევნები )))

          Posted by: Ezekia 12 Mar 2017, 23:50
          B l a c k J a c k

          აჰააა...

          გასაგებია.

          smile.gif


          marimari11

          QUOTE
          მგონი ნაჩუქარი დღე ქვია ქართულად


          ეგ არ ვიცი.

          რაღაცეები წაკითხული მაქვს და ეგ არ ვიცი, არ გამიგია.


          * * *
          marimarita


          ჯერ არ დამთავრებულა.)

          მიყვარს სიამაყე და ცრურწმენა, იმდენ ხანს ვეძებდი ადრე მაგ წიგნს და ისე მოულოდნელად "შემხვდა" )

          რომ ვიყიდე, კაი ხანს არ ვკითხულობდი, ვინახავდი ))

          ადრე იყო ესა, თარგმანი არ იყო ჯერ, რუსული ვიყიდე.

          მერე თითქმის ყოველ წელს ვკითხულობ.




          მაგრამ ეხლა ეს ჰომო ფაბერი მინდა, ამიტო ხმის მიცემისგან თავს ვიკავებ


          tongue.gif

          Posted by: marimari11 12 Mar 2017, 23:57
          Ezekia
          Breaking Away/French Leave, 2011.
          მგონი ინგლისურად ასეა
          l'échappée belle

          Posted by: Ezekia 13 Mar 2017, 00:05
          marimari11
          QUOTE
          Breaking Away/French Leave, 2011.
          მგონი ინგლისურად ასეა
          l'échappée belle



          Глоток свободы
          smile.gif

          Posted by: marimari11 13 Mar 2017, 00:08
          Ezekia
          ვარგა?მარტივი ენით წერია პატარაა და მაგიტომ წამოვიღე.თან საქართველოში პოპულარულია

          ამ გერმანელებს ხო გემოვნება არც წიგნებში უვარგათ და არც ჩაცმაში facepalm.gif რეებს კიტხულობენ დროს რაში ფლანგავენ

          Posted by: Ezekia 13 Mar 2017, 01:11
          marimari11
          კი, მსუბუქი წასაკითხია, და-ძმები ერთად "გაიპარებიან" ქალაქგარეთ. ერთად გატარებული დრო, დასვენება და ლაპარაკები.
          და ეგეთი რამეები )








          marimarita
          ხომ არ გამიბრაზდი, სად გაქრი? )



          გავიდა Homo faber?

          ელჯერნონის წამკითხველებიდან მობი დიკმა მისცა ხმა. თუ მეშლება??





          Posted by: marimarita 13 Mar 2017, 01:16
          Ezekia
          QUOTE
          ხომ არ გამიბრაზდი, სად გაქრი? )

          უი არა, რას ამბობ biggrin.gif
          QUOTE
          მიყვარს სიამაყე და ცრურწმენა, იმდენ ხანს ვეძებდი ადრე მაგ წიგნს და ისე მოულოდნელად "შემხვდა" )

          რომ ვიყიდე, კაი ხანს არ ვკითხულობდი, ვინახავდი ))

          მეც დიდი ხანია ვიყიდე, მაგრამ ჯერ არ წამიკითხავს...
          QUOTE
          გავიდა Homo faber?

          ალბათ ))
          თუ ვიშოვე შემოგიერთდებით love.gif

          Posted by: marimari11 15 Mar 2017, 14:09
          დაიწყეთ კითხვა?

          Posted by: holden kolpildi 15 Mar 2017, 14:57
          QUOTE
          დაიწყეთ კითხვა?

          და რას კიტხულობთ?

          Posted by: marimari11 15 Mar 2017, 14:59
          holden kolpildi
          მაქს ფრიშის ჰომო ფაბერს



          Posted by: holden kolpildi 15 Mar 2017, 15:02
          marimari11
          ვისი გამოცემა ?
          ფასიც ხო არ იცით

          ეზეკიამ წარადგინა?

          Posted by: marimarita 15 Mar 2017, 15:24
          holden kolpildi
          ბიბლუსის საიტზე ვნახე სულაკაურის გამომცემლობა 19 ლარი ღირს, მეძვირა და არ გამოვიწერე ამ ეტაპზე ))
          კი, ეზეკიამ წარადგინა

          Posted by: marimari11 15 Mar 2017, 15:29
          ხო ცოტა ძვირი ღირს.სქელყდიანია როგორც მახსოვს
          რა ამბავია facepalm.gif 1 ბეწო წიგნია
          ელ ვერსია იქნებ იყოს სადმე


          Posted by: holden kolpildi 15 Mar 2017, 15:36
          marimarita
          QUOTE
          იბლუსის საიტზე ვნახე სულაკაურის გამომცემლობა 19 ლარი ღირს

          რა ამბავიააააა


          აუ ქარჩხაზის გაოცემის რეკლამ იყო ფბ ზე
          ფასდაკლება 74 % მდეო
          ხოდა ედემის აღმოსავლეტი მიდოდოა და მტელი 7% იყო გასადკლება
          facepalm.gif facepalm.gif
          კოპლექტში იყიდეო
          იქნება არ მინდა ეს კომპლექტი

          Posted by: marimarita 15 Mar 2017, 15:54
          QUOTE
          მტელი 7%

          biggrin.gif
          QUOTE
          რა ამბავიააააა

          ხო რა, სხვაგან ვერსად ვნახე ცოტა იაფად :/

          Posted by: Heart_of_Darkness 15 Mar 2017, 20:10
          რა კარგ წიგნს კითხულობთ.

          შემოგიერთდებით.

          მეორეჯერ წავიკითხავ.

          Posted by: marimarita 17 Mar 2017, 17:21
          გამარჯობათ...
          კითხულობთ? შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ love.gif

          Posted by: marimari11 17 Mar 2017, 21:42
          marimarita
          მე ვკითხულობ ნელ-ნელა. კარგად იკითხება.
          მთავარი გმირი არის რობოტი yes.gif ყველაფერს ძალიან პრაგმატულად უყურებს იმდენად მეცნიერებაში და სიზუსტეშია გადავარდნილი რომ ემოციის ადგილი არ რჩება.

          Posted by: Joiner 17 Mar 2017, 21:46
          QUOTE
          მაქს ფრიშის ჰომო ფაბერს

          მარჯანიშვილზე ვნახე დღეს ბუკინისტთან ძველი გამოცემა.

          Posted by: mishoji 18 Mar 2017, 00:44
          რა წიგნებსაც აქ წაიკითხავთ მერე მაგ წიგნებზე ცალკე თემები რო გახსნათ და იქ განიხილოთ არ ჯობს? smile.gif მომავალში სხვებიც ნახავენ მაგ თემებს და დააფიქსირებენ თავიანთ აზრს (მათ შორის მეც)
          * * *
          რა თქმა უნდა, თუ ფორუმის წესები არ დაირღვევა

          Posted by: B l a c k J a c k 18 Mar 2017, 01:28
          marimarita
          წიგნს ვეძებ ჯერ არქივში

          Posted by: marimari11 18 Mar 2017, 02:43
          mishkaji
          QUOTE
          რა წიგნებსაც აქ წაიკითხავთ მერე მაგ წიგნებზე ცალკე თემები რო გახსნათ და იქ განიხილოთ არ ჯობს?

          არის თითქმის ყველა მწერალზე უკვე თემები გახსნილი და რამდენი უნდა გაიხსნას? მაშინ ეს თემა ფუნქციას დაკარგავს სხვა თემაში რომ დაიწყოს გარჩევა

          Posted by: Ezekia 18 Mar 2017, 21:49
          QUOTE
          კითხულობთ?


          marimarita შენ არ კითხულობ?

          ვკითხულობ, მაგრამ ძალიან ნელა, საქმეების გამო. უდაბნოს ეხლა ვტოვებ (მიხვდება, ვინც კითხულობს), ამიტომ არც ვიცი, მოვასწრებ თუ არა...

          Posted by: marimari11 18 Mar 2017, 23:26
          Ezekia
          მეც ნელა ვკიტხულობ.ჩვენი ნება არ არის გადავწიოთ თარიღი givi.gif

          Posted by: marimarita 19 Mar 2017, 00:02
          marimari11
          QUOTE
          მე ვკითხულობ ნელ-ნელა. კარგად იკითხება.
          მთავარი გმირი არის რობოტი  ყველაფერს ძალიან პრაგმატულად უყურებს იმდენად მეცნიერებაში და სიზუსტეშია გადავარდნილი რომ ემოციის ადგილი არ რჩება.

          მადლობა smile.gif

          B l a c k J a c k
          QUOTE
          წიგნს ვეძებ ჯერ არქივში

          მეც ვეძებ ))

          Ezekia
          QUOTE
          შენ არ კითხულობ?

          ჯერ ძიებაში ვარ, თან შორიდან გადევნებთ თვალყურს smile.gif))

          Posted by: Cosmonomad 19 Mar 2017, 00:47
          რას გითხულობთ? მეც მინდა ამ თამაშში მონაწილეობა user.gif

          Posted by: marimari11 19 Mar 2017, 01:23
          Cosmonomad
          QUOTE
          მაქს ფრიშის ჰომო ფაბერს


          Posted by: Ezekia 19 Mar 2017, 17:30
          QUOTE
          ჩვენი ნება არ არის გადავწიოთ თარიღი

          marimari11 smile.gif ვინც არ კითხულობს, ცოდოა, გაუხანგრძლივდება ლოდინი smile.gif


          გემზე ავედი უკვე.

          ვინც კითხულობთ, თქვით რამე რა. რა მოგწონთ, რა არა. ბოლო ერთი პოსტისთვის დამავიწყდება ყველაფერი.

          ჰომო ფაბერი მწარმოებელი უფროა, ვიდრე შემოქმედი. ანუ ფაბერი მთ. გმირის (თუ გმირია) გვარია, ვალტერ ფაბერ, და თან ლათინურიდან ჰომო ფაბერი ითარგმნებაო, როგორც შემოქმედი კაცი, უფრო-მწარმოებელი კაცი, მკეთებელი კაცი (მოზვინული კაცი...) ამ გმირის საქციელებიდან გამომდინარე. ჩვენი ვალტერი ინჟინერია, და ძაან პრაგმატული კაცია, ძაან, მყარად დგას მიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ სულ დაფრინავს. რომანებს ეგ არ კითხულობს, მხატვრულ ლიტერატურას და ეგეთებზე არ ცდება, მაგრამ უწიგნური არ გეგონოთ-სამეცნიერო და ტექნიკური რაღაცეები ისე იცის, როგორც ორჯერ ორი. ყველაფერს ეგეთ ჭრილში უყურებს, ყველაფრის დასაბუთებული ახსნა აქვს, თუ რამე ხდება, იცის, რამდენი პროცენტი ალბათობით იყო ეს მოსალოდნელი, თუ რამე ჩვეულებრივი ხდება, ესე იგი, ასე უნდა მომხდარიყო, თუ არაჩვეულებრივი ხდება-ჩვეულებრივის არსებობა თავისთავად გულისხმობს არაჩვეულებრივის არსებობასო და არაა გასაკვირი, თუ ასე ხდებაო-მოკლედ, ძაან მოსაწყენი რამე აზროვნების მქონე კაცია, სულ ციფრებით, ცხრილებით და ეგეთებით რო განიხილავს ყველა მოქმედებას. ხოდა მიფრინავს ერთხელ უდაბნოს თავზე და რო გაფუჭდება თვითმფრინავი, მაშინაც პროცენტების და ალბათობის თვლას დაიწყებს.

          ხოდა აი ესეთი კაცი წარმოგიდგენია, როგორც გამოჩისტული, გაპრიალებული, მააგარი სპეციალისტი თავის ინჟინრობაში, გაძეძგილი რო აქვს თავისი ბლოკნოტია თუ რაცაა დაგეგმილი შეხვედრებით და საქმეებით და წინასწარ რო იცის იმანაც და შენც, როდის რას გააკეთებს და არ აცუნდრუკდება და სისულელეებს არ იზამს, აი ესეთი კაცი იმ უდაბნოში აღმოაჩენს რაღაც ძააან საეჭვო დამთხვევებს მისი მშვიდი ცხოვრების ამ ბოლო მონაკვეთში და ძააან საეჭვოდაც აერევა მოსალოდნელი მოქმედებების წინასწარდაგეგმილობააა.... რეები იყო ეს, რა ქნა, რა გააკეთა! სად უნდოდა და რა უნდოდა. რა გათვლებში ჩაჯდა ეგრე საერთოდ!

          სადა ხართ, რა ადგილს კითხულობთ??

          Posted by: B l a c k J a c k 20 Mar 2017, 22:44
          თითოეული ქვეყნის საყვარელი წიგნიო და რეავიცი აბა biggrin.gif
          https://theculturetrip.com/europe/articles/this-literature-map-of-the-world-shows-you-every-countrys-favourite-book/?utm_source=facebook&utm_medium=ad&utm_campaign=03172017litmap

          Posted by: chicharito12 21 Mar 2017, 16:03
          პალიტრამ წამოიწყო ახალი კონკურსი,; ; ;


          Posted by: Joiner 21 Mar 2017, 16:22
          QUOTE
          თითოეული ქვეყნის საყვარელი წიგნიო და რეავიცი აბა
          https://theculturetrip.com/europe/articles/...=03172017litmap

          გავკადნიერდები და ვიტყვი რომ სტატიის სახელი შეცდომითაა.
          წყარო რაც აქვს მითითებული, მანდ წერია მსოფლიოს ლიტერატურული რუკა, ანუ ყველა ქვეყანაზე მითითებულია მათი ყველაზე პოპულარული წიგნი.

          Posted by: Ezekia 21 Mar 2017, 18:43
          ვერ გავხსენი ((


          რაო, ჩვენც ვართ??? და რა არის ჩვენი? სხვების? ნუუუ რამდენიმესი მაინც )

          Posted by: Joiner 21 Mar 2017, 20:05
          Ezekia
          QUOTE
          რაო, ჩვენც ვართ??? და რა არის ჩვენი?

          ვეფხისტყაოსანი

          https://i.imgur.com/Iu0G2wV.jpg

          Posted by: Ezekia 21 Mar 2017, 21:50
          Joiner
          QUOTE
          ვეფხისტყაოსანი

          up.gif

          პედრო პარამო. საყვარელი. love.gif
          მარტოობის ასი წელიწადი.
          ომი და მშვიდობა რუსეთს. რუსეთზე სხვა რამეებიც შეიძლებოდა. არაა?

          ჰეჰ, სიამაყე და ცრურწმენა biggrin.gif ეს არი მართლა ყველაზე პოპულარული???

          და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე...

          გოგონა დრაკონის ტატუთი smile.gif

          საფრანგეთი საბრალონი? რა უცნაურია. ესპანეთი ქარის აჩრდილი ( დონ კიხოტი არაა?) ინგლისი მისტერ დარსი (შექსპირი არაა?) და საფრანგეთი-ჰიუგოს ერთგული მარად!

          იტალია ვერ გავიგე.

          ულისე, შიმშილი, მე მქვია წითელი, მეტამორფოზები, მალალა, ანა მეზონინებიდან... რა წიგნები ?! ) აფრიკისთვის არც შემიხედავს, რა მეცოდინება მაგათი ((



          ვააახ, საინტერესო იყო. ))


          Posted by: Boyarg 21 Mar 2017, 23:32
          მოყვარულ ავტორთა შემოქმედებების გაზიარება სად ხდება?

          Posted by: B l a c k J a c k 21 Mar 2017, 23:38
          Joiner
          QUOTE
          გავკადნიერდები და ვიტყვი რომ სტატიის სახელი შეცდომითაა.
          წყარო რაც აქვს მითითებული, მანდ წერია მსოფლიოს ლიტერატურული რუკა, ანუ ყველა ქვეყანაზე მითითებულია მათი ყველაზე პოპულარული წიგნი.

          ეგ კი. მექსიკაზე წაწერილი პედრო პარამო ასწორებს მაინც. ზოგადად სიები არ მიყვარს. ყველას სათავისო ბიბლიოთეკა აქვს, თუმცა ახალი წიგნების აღმოსაჩენად კარგი რამ არის :დ



          Ezekia
          QUOTE
          რაო, ჩვენც ვართ??? და რა არის ჩვენი?

          საყვარელი წიგნი-ვეფხისტყაოსანი
          საყვარელი სუნამო-ვეფხისტყაოსანი
          საყვარელი მწერალი-ვეფხისტყაოსანი
          საყვარელი კერძი-ვეფხისტყაოსანი
          რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს?-ვეფხისტყაოსანს biggrin.gif

          Posted by: Moby-Dick 22 Mar 2017, 00:46
          Ezekia
          QUOTE
          აფრიკისთვის არც შემიხედავს, რა მეცოდინება მაგათი ((

          "უცხოა" ალჟირში gigi.gif
          QUOTE
          ესპანეთი ქარის აჩრდილი ( დონ კიხოტი არაა?)

          უნამუნოს დონ კიხოტი გეცოდინება შენ, ღირს საძებნელად? თან მაინტერესებს რო წავიკითხო და თან ვყოყმანობ, მეზარება მგონი ცოტა, შეგულიანება მინდა :დ

          Posted by: chicharito12 22 Mar 2017, 13:00
          ვინმემ თუ იცით, ჩარკვიანის წიგნი ნათარგმნი თუაა უცხო ენებზე ?

          Posted by: Ezekia 22 Mar 2017, 22:20
          B l a c k J a c k
          QUOTE
          საყვარელი წიგნი-ვეფხისტყაოსანი
          საყვარელი სუნამო-ვეფხისტყაოსანი
          საყვარელი მწერალი-ვეფხისტყაოსანი
          საყვარელი კერძი-ვეფხისტყაოსანი
          რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს?-ვეფხისტყაოსანს 


          ))))))))


          Moby-Dick
          QUOTE
          უნამუნოს დონ კიხოტი გეცოდინება შენ, ღირს საძებნელად?


          არ ვიცი, არ წამიკითხავს...

          QUOTE
          მეზარება


          ვაი მეე, ყველაფერი მეზარებააააა


          ((((((((

          Posted by: Ezekia 23 Mar 2017, 22:55
          .........

          ხალხო, კითხულობთ????





          (ამას თუ არა)
          საერთოდ. რამეს.



          ?????

          Posted by: Moby-Dick 23 Mar 2017, 23:25
          Ezekia
          QUOTE
          ხალხო, კითხულობთ????

          კი
          რეები დაემართა user.gif ბოლო რაღაც ჩანაწერებს ვკითხულობ

          Posted by: Ezekia 23 Mar 2017, 23:58
          Moby-Dick

          მე კიდე ფორუმის ჩეთი აღმოვაჩინე და ვისაც რა მოუწერია, იმეებს ვკითხულობ ეხლა...


          QUOTE
          რეები დაემართა  ბოლო რაღაც ჩანაწერებს ვკითხულობ


          ხო. რეების დამართება რო დაიწყო, მივედი მანდამდე და გავჩერდი და ვარ ეგრე. რატო ვერ ვკითხულობ, არ ვიცი, წესით ეხლა უფრო საინტერესოა.


          სამაგიეროდ რა დავიწყე, იცი? ადნაჟდი ვ ამერიკე!

          Posted by: Ezekia 24 Mar 2017, 22:34
          აი, ვიპოვე. თქვენც ესეთები წარმოგედგინათ?



          Posted by: Moby-Dick 25 Mar 2017, 01:21
          QUOTE (Ezekia @ 24 Mar 2017, 22:34 )
          აი, ვიპოვე. თქვენც ესეთები წარმოგედგინათ?

          სხვა გოგო ეხატა ჩემ წიგნს გარეკანზე და ის ჩავთვალე საბეტად
          შენი უფრო ლამაზია
          გემზე რა მაგიდის საჩოგბურთო ადგილია ისე drug.gif
          საერთოდ კიდე, მე მეგონა ფეხბურთზე იქნებოდი დღეს სერბები რო გვჩაგრავდნენ და შენ თურმე ვისი სურათების თვალიერებით ერთობი მაგ დროს

          Posted by: Ezekia 25 Mar 2017, 17:43
          Moby-Dick

          QUOTE
          მე მეგონა ფეხბურთზე იქნებოდი დღეს სერბები რო გვჩაგრავდნენ

          user.gif facepalm.gif
          სერბებმაც დაგვჩაგრეს sad.gif

          მე ფრიში მიჩაგრავდა მაგ დროს გულს, მოვრჩი კითხვას.

          რა ამბები მიეწყო ამ საცოდავ კაცთან შემთხვევით-შემთხვევით, მთელი გლობუსის დონეზე sad.gif

          Posted by: B l a c k J a c k 26 Mar 2017, 12:43
          Ezekia
          QUOTE
          ხალხო, კითხულობთ????

          ერთადაც არ ვმოგზაურობთ რომ biggrin.gif

          Posted by: Ezekia 26 Mar 2017, 19:38
          B l a c k J a c k
          QUOTE

          ერთადაც არ ვმოგზაურობთ რომ 


          მაგარია. მშვენიერი ფონია, წიგნის ყდის ტონებში ჩაჯდა )
          მაგარ ადგილებში დადიხარ.

          ანუ ვინ მონაწილეობს დღეს არჩევნებში?
          ხო შემოხვალთ.
          წიგნი უნდა წარვადგინო.

          Posted by: Ronnie James Dio 26 Mar 2017, 19:59
          ძვირფასო ლიტერატურულო მეგობრებო, თქვენი დახმარება მჭირდებაsmile.gif

          აკას - Made In Tiflis მინდა ვიყიდო. წიგნის მაღაზიებში აღარ არის, რადგან ძველი ტირაჟი ამოეწურათ და ელოდებიან ახალს. თუ გაქვთ ვინმეს ან სადმე გეგულებათ, ვიყიდი დიდი სიამოვნებით თუნდაც იმაზე ცოტათი ძვირად ვიდრე ახალი ღირდა.

          Posted by: Ezekia 26 Mar 2017, 20:02
          Ronnie James Dio
          აპრილში და მაისში წიგნის ფესტივალი იქნება, შეიძლება იქ ქონდეთ. არაა??

          Posted by: Ronnie James Dio 26 Mar 2017, 20:04
          Ezekia
          არა: )) ტირაჟი აღარაა საერთოდ და როდის დაიბეჭდება არც ეგ ვიცითო. მშრალი ხიდის ბუკინისტებს არ ჰქონდათ, დღეს ვნახე. არადა იდეაში საერთოდ არაა შოვნის კუთხით საპრობლემო წიგნი ))

          Posted by: B l a c k J a c k 26 Mar 2017, 21:22
          Ezekia
          როცა საშუალება მაქვს ეგრევე გარეთ დავტოღრიალებ biggrin.gif
          შენს წიგნს ვუჭერ ეგრევე მხარს biggrin.gif

          Posted by: Moby-Dick 26 Mar 2017, 21:44
          Ezekia
          QUOTE
          რა ამბები მიეწყო ამ საცოდავ კაცთან შემთხვევით-შემთხვევით, მთელი გლობუსის დონეზე

          მგონი მხოლოდ სიკვდილი იდარდა :დ რო გადარჩენილიყო ის გოგო უფრო საინტერესო იქნებოდა. ჯერ რაღაც ზღაპრები მოიფიქრა და შეახვედრა ერთმანეთს, კარგი იყო მაგას ვინ რას ერჩის, მაგრამ მერე გონზე მოსვლაც არ აცადა მოკლა ეგრევე და მარტივად დაასრულა, მოიცილა თითქოს თავიდან საფიქრალი

          რა წიგნი გაქვს აბა? biggrin.gif







          Posted by: Ezekia 26 Mar 2017, 22:02
          Ronnie James Dio
          ხოოოოო რა გითხრა აბა. ფბ-ზე დადე, რაღაც ჯგუფია გაცვლა-გაყიდვის.


          B l a c k J a c k
          არაა, მე ძაან ჟენსკი წიგნს ვასახელებ. მარიმარიტა ასახელებდა და ასახელებდა, ეხლა მეც დავასახელებ, არ ვიცი, წაიკითხა თუ არა წიგნი და მონაწილეობს თუ არა.

          "სიამაყე და ცრურწმენა". თუ მცდარი აზრი. ნუ როგორც არის.



          ფაბერი შემეცოდა. ხო ძაან პრაგმატული იყო, ყველაფრის ახსნა ქონდა, არა]აირ შემთხვევითობას, ბედისწერას და ეგეთებს არ განიხილავდა, სტატისტიკის და გამოთვლების კაცი იყო და რეები დაემართა, საიდან ვინ დაუჯდა გვერდით, ვინ დაუდგა რიგში წინ
          , ვინ შეხვდა.,. ჰანა ეუბნება ერთხელ-ეგ შენი სტატისტიკა მაშინაა მართალი, მე რომ ასი შვილი მყავდეს და ასივე დამიკბინოს გველმა და მათგან რვა-ათი დაიღუპოსო. და ერთი რო მყავს, ერთიო? რაღაც კარგად ეუბნება. შემეცოდა სუუყველა, რო დაუკვირდე, ყველა პერსონაჟი უბედური და გაუხარელია. ძაან პესიმისტური წიგნია. ეგ მეჭირებოდა კიდე (





          ჟენსკიე რამანი ვ სტუძიუ!



          * * *
          Moby-Dick

          აი, დარდები ხო არ ჩანს მართლა. მარა იმედი მა;ვს, იდარდა. პროსტა არ ჩანს. რაც მაგას გადახდა და რეებიც გაიარა, თუ არ იდარდა, აღარ მეცოდება მაშინ!

          და ის ჰანა როგორ პატიობს ყველაფერს.
          ნუ პატიობს რააა-ამანაც არაფერი იცოდა და მაგ ფონზე რა ქნა ისეთი პრინციპში-როგორ გუობს ამ ყველაფრის შემდეგ. როგორ იტანს საერთოდ. თავის დროზე ვერ აიტანა. და არც ჩანს ეგეთი, რო ადვილად აიტანო. რატო იტანს პროსტა.

          და ეს ჩურჩუტი გოგოც...


          sad.gif


          თქვენ რას ასახელებთ?



          Posted by: B l a c k J a c k 26 Mar 2017, 22:13
          Ezekia
          მეც ოგივე გავაკეთე რაც ფაბერმა. ამოცანებს ამოხსნი და იმ ერთადერთს ვეღარ დაიბრუნებ (((((

          მხარს ვუჭეღ წიგნს )))

          Posted by: chicharito12 26 Mar 2017, 22:33
          ჩაკვდა თემა -___ _ __ _ _______ _

          Posted by: Ezekia 26 Mar 2017, 22:39
          chicharito12

          რატო ჩაკვდა? დღეს მაინც ვართ აქ )


          B l a c k J a c k
          QUOTE
          მეც ოგივე გავაკეთე რაც ფაბერმა


          ??? (((

          Posted by: chicharito12 26 Mar 2017, 22:47
          Ezekia

          MAს თუ აქ ხართ, პალიტრას კონკურსი რო დაიწყება ჩემ ნაწარმოებს ხო მისცემთ ხმას ? biggrin.gif

          Posted by: Moby-Dick 26 Mar 2017, 22:49
          Ezekia
          QUOTE
          ამანაც არაფერი იცოდა და მაგ ფონზე რა ქნა ისეთი პრინციპში-როგორ გუობს ამ ყველაფრის შემდეგ. როგორ იტანს საერთოდ. თავის დროზე ვერ აიტანა. და არც ჩანს ეგეთი, რო ადვილად აიტანო. რატო იტანს პროსტა.

          იაპონური ფილმიც ხო არის რაღაც მაგ თემაზე. რა ერქვა? ნანახი გაქვს? უნდა მოვძებნო
          ერთი კიდე მახსოვს ფილმი იყო მგონი ისიც ან ეგ იაპონელი ისევ, ბოლოსღა ხვდება რო თავიდანვე იცოდა ყველაფერი. შეიძლება ესეც ეგრე იყო, ყველაფერი ტყუილ;ია რაც აქ დავწერეო ხო თქვა თან ბოლოს

          წიგნი იყოს ეგ სიამაყე და ცრურწმენა რამდენი ხანია გინდოდატ :დ
          * * *
          კორეული ყოფილა ოლდბოი, წავალ ვნახავ გავიხსენო biggrin.gif

          Posted by: marimarita 27 Mar 2017, 00:28
          გამარჯობათ ბავშვებო smile.gif)
          რამდენი გიჭუკჭუკიათ love.gif

          Ezekia
          QUOTE
          მე ძაან ჟენსკი წიგნს ვასახელებ. მარიმარიტა ასახელებდა და ასახელებდა, ეხლა მეც დავასახელებ, არ ვიცი, წაიკითხა თუ არა წიგნი და მონაწილეობს თუ არა.
          "სიამაყე და ცრურწმენა". თუ მცდარი აზრი. ნუ როგორც არის.

          ვახ, ჩემი ამოჩემებული წიგნი დასახელდა? biggrin.gif
          სამწუხაროდ ვერ წავიკითხე, ძალიან დაკავებული ვიყავი და არ მეცალა კითხვისთვის, თუმცა სულ გვერდით მედო, იქნებ გადამეშალოს მეთქი biggrin.gif ახლა აუცილებლად შემოგიერთდებით 2kiss.gif
          QUOTE
          მხარს ვუჭეღ წიგნს )))

          +++

          Posted by: B l a c k J a c k 27 Mar 2017, 00:56
          Ezekia
          QUOTE
          ??? (((

          ბავშვამდე არ მისულა საქმე :დ უბრალოდ , უბრალოდ . . . 30მდე არ ხარ მამობისთვის მზად, ან ხარ .

          Moby-Dick
          QUOTE
          კორეული ყოფილა ოლდბოი, წავალ ვნახავ გავიხსენო biggrin.gif

          კპრეულია და კარგი ფილმია, Blood and Bones - ამ ფილმსაც უყურე და რეალობასთან ძალიან ბევრ საერთოს აღმოაჩენ ))

          marimarita
          QUOTE
          გამარჯობათ ბავშვებო smile.gif)

          სალამი )))
          QUOTE
          მხარს ვუჭეღ წიგნს )))

          ტელეფონის საშუალებით გამართულად წერა ვერ ვისწავლე :დ

          Posted by: Ezekia 27 Mar 2017, 01:33
          გავქრი. სტუმარი მყავდა.
          და მოვქრი ეხლა გვიან.


          B l a c k J a c k
          თუ გეეჭვება, რომ მზად არ ხარ, არ უნდა გარისკო. არაა?


          marimarita
          ნახეე, რა მაგრები ვართ? უშენოდ ავირჩიეთ შენი წიგნი! )


          ორი ეკრანიზაცია მაქვს ნანახი ამ წიგნის. ბიბისის და ჰოლივუდურია ალბათ მეორე, კირა ნაიტლი რომ თამაშობს.

          ბიბისის ვერსია წიგნს მიყვება კვალდაკვალ, კირა ნაითლის ვერსიას იმდენი აგინეს და აფურთხეს სცენარის ძაან გადასხვაფერების გამო, პირში როგორ უდგია სული ამ ფილმს და როგორ ცოცხლობს, სასტაულია. მარა სანახაობრივად ლამაზია და სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე.
          კიდევ ნანახი მაქვს ინდური ვერსიაც ))) იქ აიშვარია რაი თამაშობს, და ბოლივუდური ფილმია.

          კიდევ არსებობს ვერსიები, მაგრამ მე ნანახი არ მაქვს.

          ამდენი იმიტო მოვყევი, ფილმებსაც თუ ნახავთ ამ ორ კვირაში, ისინიც გავარჩიოთ მეთქიიი...



          * * *
          ეს ბიბისიური მისტერ დარსი და ლიზზი ბენეტი.

          user posted image




          ეს ჰოლივუდური.

          user posted image




          ესეც ბოლივუდური.

          user posted image



          ინეტში დევს წიგნის ელ-ვერსიაც.

          Posted by: Ronnie James Dio 27 Mar 2017, 08:19
          Ezekia
          ზუსტად რა ჯგუფია ხომ არ იცი რომ მითხრა?smile.gif

          Posted by: marimarita 27 Mar 2017, 12:55
          B l a c k J a c k
          QUOTE
          სალამი )))

          ჰაი ))
          QUOTE
          ტელეფონის საშუალებით გამართულად წერა ვერ ვისწავლე :დ

          აი ეს რომ არ დაგეწერა ვერც კი შევნიშნავდი biggrin.gif

          Ezekia
          QUOTE
          ნახეე, რა მაგრები ვართ? უშენოდ ავირჩიეთ შენი წიგნი! )

          ძალიან, ძალიან მაგრები ხართ 2kiss.gif
          QUOTE
          ეს ბიბისიური მისტერ დარსი და ლიზზი ბენეტი.

          QUOTE
          ეს ჰოლივუდური.

          QUOTE
          ესეც ბოლივუდური.

          შენ რა ძალიან მაგარი გოგო ხაარ.....
          QUOTE
          ბიბისის ვერსია წიგნს მიყვება კვალდაკვალ, კირა ნაითლის ვერსიას იმდენი აგინეს და აფურთხეს სცენარის ძაან გადასხვაფერების გამო, პირში როგორ უდგია სული ამ ფილმს და როგორ ცოცხლობს, სასტაულია. მარა სანახაობრივად ლამაზია და სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე.
          კიდევ ნანახი მაქვს ინდური ვერსიაც ))) იქ აიშვარია რაი თამაშობს, და ბოლივუდური ფილმია.

          ძალიან დამაინტერესა ფილმებმაც, მაგრამ მხოლოდ წიგნის წაკითხვის შემდეგ ვნახავ, კითხვა დავიწყე და უკვე ვიცი რომ ბიბისის უფრო მომეწონება, თუმცა ჰოლივუდურსაც სიამოვნებით ვუყურებ ჩემი საყვარელი მსახიობების გამო love.gif
          * * *
          QUOTE
          ინეტში დევს წიგნის ელ-ვერსიაც.

          წიგნის ელ-ვერსიაც მაქვს, მაგრამ წიგნიდან მირჩევნია ხოლმე წავიკითხო,
          ბევრი წიგნის pdf მაქვს, მაგრამ ვერ ვკითხულობ გემრიელად, ალბათ ამასაც შეჩვევა უნდა smile.gif)
          » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

          Posted by: B l a c k J a c k 27 Mar 2017, 19:51
          Ezekia
          QUOTE
          თუ გეეჭვება, რომ მზად არ ხარ, არ უნდა გარისკო. არაა?

          გაქვს 100 უცნობიანი განტოლება , სადაც 99 პროგნოზირებადი ცვლადია. მათი სიდიდის ცვლილების მიხედვით ყველა შესაძლო მნიშვნელობა იცი.
          უცნობი ცვლადის ავ-კაგრიანობა 50-50ზეა. ხალხი ისე ქმნის ოჯახს 20 ცვლადი მნიშნველობაც არ იცის 100დან biggrin.gif ჰოდა მეც ავიღე და ცუდი-უარესი-ვარესის პრინციპიდან გამომდინარე "გავთვალე" ყველა კოშკის დანგრევაზე ))) ყველაზე მძიმე და ცხოვრებისეული პოლიტიკაა: ჯოკერში პასს ამბობს, პოკერში სანგრდები, სამი დღის სავალი გზისთვის ერთი კვირის საგზალს იმარაგებ, ფოი-ფოი და ჯულბოს სათვალეები თავის ბნვეების დრიფტიანად არ გაინტერესებს, ხარ ზუსტი , თანმიმდევრული, მექანიკური, დროული. ოღონდ ბალეტის სცენაზე პირუეტები უნდა აკეთო და არა კალკულატორით ირბინო, მაგრამ მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი. და ჩავაკვდი იმ ერთადერთ ცვლადს. პერფექტიონისტები დაწყევლილი ხალხი ვართ biggrin.gif ქვეცნობიერის ის ბოლო ატომიც , რომელიც ყურში გიწივის-აი ისიც კი გაჩუმებული იყო. და ჩემმა "დიადმა" ტვინმა ტაში შემოკრა biggrin.gif დღემდე ვღადაობთ ხოლმე ერთმანეთზე biggrin.gif
          ეს უკვე შემდეგი წიგნის განხილვა დაიწყო ხომ? :დ

          ფაბერს რაც შეეხება: ფეხმძიმე მეუღლე, რომელსაც ქმარი სჭირდება გვერდით - აი რა ბაღდადი? სცოდნოდა 70 წლის მერე დაანგრევდნენ მანდაურობას არ წავიდოდა biggrin.gif იოახიმი-მეგობრის ფეხმძიმე მეუღლე მოიყვანა და საბოლოოდ პლანტაციაში ჩამოიხრჩო თავი. თავად ჰანა-მოეცადა ვთქვათ ჰერ ვალტერისთვის. მაგრამ ნახა რომ ვალტერიც მექანიკურია და განტოლებასავით ექცევა და თაროზე თუმცა დიდი, მაგრამ მაინც თაროზე, რიგირთი ნივთივით ადგილი მიუჩინა. ბოლო კულმინაცია იყო: ვითომ ზუსტი და ინჟინერი და ბრდღვნა და ლელოები ლეიკერსის ბადეში და ვარდნა-თავის ქალის დაზიანების მომენტი გამოტოვა გენიოსმა. შერჩა ბოლოს კიბო კუჭში. ამიტომ: არ უნდა მაგ ამბავს ბევრი ფიქრი biggrin.gif ბევრი, თორემ ისე კი უნდა დაფიქრდე biggrin.gif ჩვენ იმისთვის არ მოვსულვართ გადასახადები ვიხადოთ, სუნამო ვიპკუროთ და მერე ჩავწვეთ საფლავში. ყველაფრისთვის დრო გამოინახება ცხოვრებაში. საქმე არჩევანშია ))))


          marimarita
          QUOTE
          აი ეს რომ არ დაგეწერა ვერც კი შევნიშნავდი biggrin.gif

          გამეორებით ვკითხულობ პოსტებს. საზეპიროდ ვსწავლობ chest.gif givi.gif

          Posted by: Ezekia 27 Mar 2017, 22:05
          Ronnie James Dio

          ეს ჯგუფი მაგალითად
          https://m.facebook.com/groups/forbooks


          B l a c k J a c k

          ხოოოო აბა რა გითხრა. ისეთი თემაა, მაგალითები რო არ გამოდგება მისათითებლად და სხვისი გამოცდილება-ყველა შემთხვევა უნიკალურია და თავისებურად ვითარდება. რაც არ მოხდა, არ მოხდა. სხვა მოხდება ალბათ, უკეთესი, რაც კალკურატორს გადაგადებინებს )



          ჰანა და ვალტერი. ნერვებს მიშლის ვალტერის ტიპის კაცები, მაგრამ რაც დაემართა, ცოდოა. ჰანაც გაუგებარი და ცოდოა, და შვილიც. და საერთოდ...

          marimarita

          მე შევეჩვიე ელწიგნებს)

          ოღონდ ეხლა რა ხდება: პლანშეტშიც მაქვს ეს წიგნი და თაროზეც, და ეხლა აღმოვაჩინე-თარგმანები განსხვავდება! ))))


          Posted by: Joiner 27 Mar 2017, 22:18
          Ezekia
          QUOTE
          ოღონდ ეხლა რა ხდება: პლანშეტშიც მაქვს ეს წიგნი და თაროზეც, და ეხლა აღმოვაჩინე-თარგმანები განსხვავდება! ))))

          ინტერნეტში პალიტრას გამოცემა მოიპოვება.
          წიგნი კი სავარაუდოდ არეტეს გამოცემა უნდა იყოს.
          თუ სწორი ვარ მაშინ, არეტეს თარგმანს გირჩევდი.

          Posted by: B l a c k J a c k 27 Mar 2017, 22:32
          Ezekia
          QUOTE
          ხოოოო აბა რა გითხრა. ისეთი თემაა, მაგალითები რო არ გამოდგება მისათითებლად და სხვისი გამოცდილება-ყველა შემთხვევა უნიკალურია და თავისებურად ვითარდება. რაც არ მოხდა, არ მოხდა. სხვა მოხდება ალბათ, უკეთესი, რაც კალკურატორს გადაგადებინებს )

          ბარემღაც გადავაგდე, მაგრამ ეგ უკვე ქმს თემაა :დ
          პ.ს წიგნი საშოვნელი მაქვს ია ტაკ დუმაიუ. დავძებნე პედეეფი )))))

          Posted by: Ezekia 27 Mar 2017, 22:46
          Joiner

          რაღა თქმა უნდა, მართალი ხარ!!! )))





          B l a c k J a c k

          აჰა:


          http://leliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/jeni_ostini_siamaye_da_crurwmena.pdf

          Posted by: B l a c k J a c k 27 Mar 2017, 23:04
          Ezekia
          დანქე შონ მაშასადამე ))))

          Posted by: chicharito12 28 Mar 2017, 11:17
          ვინმემ თU იცით, რამდენად კარგი წიგნიაა ?

          https://saba.com.ge/books/details/3736/ა

          Posted by: marimarita 28 Mar 2017, 12:01
          აბა როგორ ხართ?
          კითხულობთ?
          მე ვკითხულობ, თან ვგრძნობ რომ თითქოს მეც იქ ვარ..
          წარმოსახვაში ვხედავ მათ როგორები არიან..
          სასიამოვნოდ წასაკითხი წიგნია love.gif

          Posted by: holden kolpildi 28 Mar 2017, 13:52
          ჯეინ ოსტინი


          QUOTE
          სასიამოვნოდ წასაკითხი წიგნია

          მეორედ რომ არ მიბრუნდები ისეთი




          განხილვაში მივიღებ მონაწილეობას თუ შეიძლება


          Posted by: marimarita 28 Mar 2017, 14:18
          holden kolpildi
          QUOTE
          მეორედ რომ არ მიბრუნდები ისეთი

          არ მოგეწონა გეტყობა smile.gif
          * * *


          ვაიმე ეხლა ვიტირებ (თავი ორმოცდამესამე) love.gif
          * * *


          წიგნი დავასრულე...
          მე ძალიან მომეწონა, მიყვარს ასეთი რომენები love.gif
          ახლა ფილმს ვუყურებ, თქვენს შთაბეჭდილებებს დაველოდები..

          Posted by: B l a c k J a c k 29 Mar 2017, 21:34
          marimarita
          QUOTE
          ვაიმე ეხლა ვიტირებ (თავი ორმოცდამესამე) love.gif

          მშვიდობაა? :დ მე სად შეიძლება რომ ვიტირო? :დ

          Posted by: Ezekia 29 Mar 2017, 21:55
          როგორ ხართ?



          marimarita
          QUOTE
          წიგნი დავასრულე


          ხოხ?! )) მაგარია.


          holden kolpildi
          QUOTE
          განხილვაში მივიღებ მონაწილეობას თუ შეიძლება



          ჰოლდენ 2kiss.gif მოდი რა, მოდი.



          * * *
          ცოტა ხშირად რო შემოიხედოთ და დაწეროთ რამე, არაა?? თუნდაც არა ამ წიგნზე

          http://ge.smiles.26l.com/smile.43384.htmlhttp://ge.smiles.26l.com/smile.153672.html

          Posted by: marimarita 30 Mar 2017, 13:16
          B l a c k J a c k
          QUOTE
          მშვიდობაა? :დ მე სად შეიძლება რომ ვიტირო? :დ

          მამაკაცები ნაკლებად მგრძნობიარენი არიან smile.gif)))

          სანამ კითხვას დაასრულებდეთ, წიგნის სათაურზე მინდა ავღნიშნო რომ ,,ცრურწნენა''-ს სიამოვნებით ჩავანაცვლებდი ,,მცდარ არზს''...
          ,,სიამაყე და მცდარი აზრი''- ასე უფრო შეეფერება წიგნის შინაარსს ...

          Posted by: holden kolpildi 30 Mar 2017, 15:28
          marimarita
          QUOTE
          არ მოგეწონა გეტყობა

          ცუდი არა ერტხელ წაიკიტხავ კარგია და ვსიო
          რატომ უნდ ამიბრუნდე მეორედ?
          მარტივი მსუბუქი რომანი ჰეფი ენდით


          ემას ბევრად სჯობს
          ნერვები მეშლებოდა იმ ტუტუც გოგოზე mad.gif biggrin.gif


          QUOTE
          მე სად შეიძლება რომ ვიტირო?

          ნუ გაქვს მაგის იმედი biggrin.gif
          marimarita
          ეტყობა ზალიან რომანტიული ხარ ძალიან ძალიან 2kiss.gif

          Ezekia
          QUOTE
          ჰოლდენ  მოდი რა, მოდი.

          შემოვიჭყიტები ხოლმე ხანდახან
          ვეღაც ვიცლი ასე ჩასაჯდომად

          კინგ რომ გადაწყვეტ ჩემი დატაგვა არ დაგავიწყდეთ smile.gif))))

          Posted by: Ezekia 30 Mar 2017, 20:04
          holden kolpildi

          QUOTE
          რატომ უნდ ამიბრუნდე მეორედ?

          რატო, მე ვკითხულობ ხოლმე user.gif

          QUOTE
          ემას ბევრად სჯობს

          ვაიმე კიი, კიი, სხვებსაც.


          QUOTE
          ნერვები მეშლებოდა იმ ტუტუც გოგოზე

          გახსოვს? აქ გადავუარეთ კარგად!


          QUOTE
          შემოვიჭყიტები ხოლმე ხანდახან

          მოოოდიიი ))))


          QUOTE
          კინგ რომ გადაწყვეტ ჩემი დატაგვა არ დაგავიწყდეთ ))))

          შენ და კინგი ))) დაგრჩა რამე წასაკითხი? )

          Posted by: marimarita 30 Mar 2017, 20:21
          holden kolpildi
          QUOTE
          ეტყობა ზალიან რომანტიული ხარ ძალიან ძალიან 

          კიი, კიი user.gif


          * * *
          QUOTE
          კინგ რომ გადაწყვეტ ჩემი დატაგვა არ დაგავიწყდეთ ))))

          იქნებ თავად შემოგვთავაზოთ არჩევნებზე?

          პ.ს.
          ემილი ბრონტეს ,,ქარიშხლიანი უღელტეხილი''-ს კითხვა დავიწყე, არჩევნებზეც ვაპირებ წარვადგინო, თუ სურვილი გექნებათ შემომიერთდით smile.gif

          Posted by: holden kolpildi 30 Mar 2017, 22:04
          Ezekia
          QUOTE
          რატო, მე ვკითხულობ ხოლმე 

          10 წლით ადრე რომ წამეკითხა შეიძლება მეც დამეპლიუსებინა შნი პოატი
          მაშინ მომწონდა მსგავსი წიგნები
          წინა სააუკუნეების ურთიერთობები
          ეგ კი არადა ზოლას ქალთა ბედნიერება სულ ცრემლიბით მაქვს ჩაკითხული :D
          რა მატირებდა :დ


          QUOTE
          ვაიმე კიი, კიი, სხვებსაც.

          ემამ და სიამაყემ სრულებით ამოწურა ჯეინ ოსტინი ჩემთვის :D
          სხვა არ მინდა მადლობთ დდდდ
          QUOTE
          გახსოვს? აქ გადავუარეთ კარგად!

          კი როგორ არა :D
          ისერა ექნათ სხვა აბა ?
          მაგრამ ემა მაინც ტუტუცი ქალია
          QUOTE
          შენ და კინგი ))) დაგრჩა რამე წასაკითხი? )

          კიი ბევრი თან
          უბრალოდ მინდა ასე ერთად განვიხილოთ
          marimarita
          QUOTE

          იქნებ თავად შემოგვთავაზოთ არჩევნებზე?

          არამგონია აირჩიოთ :D

          სათაურზე გეთანხმები ცრუ რწმენა რა შუაშია


          სხვათა შორის კარგი ეკრანიზაციააა
          ხო კიდევ ერთი ფილმი გამახსენდა ჯეინ ოსტინის მოყვარულთა კლუბი ასე ქვია თუ არ ვცდები

          კლუბის წევრები სხვადსხვა ასკის და განსხვავებული სოც აქტივობის მქონე ქალები არინ და ჯეინ ოსტინის წიგნებს კითხულობენ საინტერესოა ნახეთ


          Posted by: marimarita 31 Mar 2017, 01:05
          holden kolpildi
          QUOTE
          რა მატირებდა :დ

          ადრეც მეტირებოდა და ახლაც ვტირი, უკვე ვეღარ გამოვსწორდები ხო? biggrin.gif
          QUOTE
          არამგონია აირჩიოთ biggrin.gif

          ვნახოთ, ვნახოთ smile.gif
          QUOTE
          სხვათა შორის კარგი ეკრანიზაციააა

          კიი, ნამდვილად..
          QUOTE
          ხო კიდევ ერთი ფილმი გამახსენდა ჯეინ ოსტინის მოყვარულთა კლუბი ასე ქვია თუ არ ვცდები
          კლუბის წევრები სხვადსხვა ასკის და განსხვავებული სოც აქტივობის მქონე ქალები არინ და ჯეინ ოსტინის წიგნებს კითხულობენ საინტერესოა ნახეთ

          საინტერსო იქნება biggrin.gif
          აუცილებლად ვნახავ, მადლობა..

          Posted by: Florbelle 31 Mar 2017, 10:25
          ბრადცი ეს ჰერტა მიულერის "ჩემი სამშობლო იყო ვაშლის კურკა" კაი რამეა?
          აღწერა ნორმალური აქვს მევასება საბჭოურ რეპრესიებზე წიგნები და წაკითხული ხო არ გაქვთ ვინმეს? up.gif

          Posted by: Ezekia 31 Mar 2017, 20:24
          აბა, ვინ კითხულობს ჭკუამხიარული ბენეტების და გაბღენძილი მისტერ დარსის ამბებს?


          როგორ ხართ.


          holden, კინგის რომელ წიგნს გვირჩევ.


          ოსტინის წიგნებიდან ეს მომწონს ყველაზე მეტად. ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს.




          პ.ს. გუდვილის ალუჩა თქვენც ჭამეთ? ასცხრა ლარიანი ) ძაან ვიხალისე გუშინ ამ ამბებზე ))

          Posted by: holden kolpildi 31 Mar 2017, 22:26
          Ezekia
          არ ვკითხულობ მაგრამ ზეპირად ვიცი თუ გინდათ ჩაგაბარებთ biggrin.gif

          შენ როგორ ხარ???

          QUOTE
          holden, კინგის რომელ წიგნს გვირჩევ.

          მწვანე გზა წავიკითხოთ


          QUOTE
          .ს. გუდვილის ალუჩა თქვენც ჭამეთ? ასცხრა ლარიანი ) ძაან ვიხალისე გუშინ ამ ამბებზე ))

          არა მე არ მიჭამია
          ერთი ორ თ ვეში 100 ლარად 100 კგ მოვა დავიცდი biggrin.gif

          მოკკედ მოთხოვნა მიწოდების ამბავია
          მე მყიდველებზე მეცინება biggrin.gif
          გუდვილი ჩემი რომ იყოს \500 ლარს დავადებდი და ისე მივყიიდი ამ უტვინო ხალხს



          Posted by: Ezekia 31 Mar 2017, 22:55
          holden kolpildi

          მწვანე გზა. კარგია. დავასახელოთ მერე.



          ალუჩის მყიდველები, ხო) და ის მენეჯერი, გემოვნებიანი )



          ბენეტების ამბები ზეპირად არ გვინდა, თუ გინდა, გავჭოროთ ემასავით wink.gif




          აღდგომა მოდის თითქმის ორ კვირაში...

          Posted by: holden kolpildi 31 Mar 2017, 22:59
          Ezekia
          QUOTE
          მწვანე გზა. კარგია. დავასახელოთ მერე.

          დასახელება არ შველის აირჩიეთ
          წავიკითხავ
          მინდა ძააან
          ფილმი
          ვსლუკუნებ ხოლმე biggrin.gif

          მენეჯერი?? რაო მაგან ???

          "ჩემს მეზობელს სახლში ალუჩა უპოვეს და სოციალური მოუხსნესო "
          აიტაცეს biggrin.gif
          QUOTE

          ბენეტების ამბები ზეპირად არ გვინდა, თუ გინდა, გავჭოროთ ემასავით

          დღეს ჰობიტის ტრილოგია უნდა დავასრულო
          ფილმი ოღონდ
          ხვალ ვიჭორავოთ
          QUOTE
          აღდგომა მოდის თითქმის ორ კვირაში...

          ჩემი ჯეჯილი თავთავებს გაიკეთებს მალე

          Posted by: marimarita 31 Mar 2017, 23:05
          აბა როგორ ხართ? smile.gif
          გავჭოროთ ბენეტები?
          აი მისის ბენეტი კი ნამდვილად ნერვებს მიშლის, უტაქტო ჭორიკანა ეგა )))
          ქარაფშუტა ლიდია და ქითიც დედიკოს გავს )))
          სამაგიეროდ ლიზა მამიკოსავით საზრიანია..

          QUOTE
          გაბღენძილი მისტერ დარსი

          სინსილააა love.gif

          QUOTE
          პ.ს. გუდვილის ალუჩა თქვენც ჭამეთ? ასცხრა ლარიანი ) ძაან ვიხალისე გუშინ ამ ამბებზე ))

          QUOTE
          ერთი ორ თ ვეში 100 ლარად 100 კგ მოვა დავიცდი 

          მირჩევნია მეც დავიცადო smile.gif))

          holden kolpildi
          QUOTE
          მე მყიდველებზე მეცინება
          გუდვილი ჩემი რომ იყოს \500 ლარს დავადებდი და ისე მივყიიდი ამ უტვინო ხალხს

          საინტერესოა მყიდველებიც რატომ არ გააშუქეს biggrin.gif

          QUOTE
          მწვანე გზა. კარგია. დავასახელოთ მერე.

          იყოს მწვანე გზა smile.gif
          თუმცა როგორც მახსოვს ბატონ ბლექჯეკს არ მოსწონს კინგი, ადრე წიგნი დავასახელე და.. ოღონდ კინგი არაო ასე ბრძანა biggrin.gif


          Posted by: Ezekia 31 Mar 2017, 23:20
          holden kolpildi
          QUOTE
          მენეჯერი?? რაო მაგან ???

          ოხ, პოლიტიკაში თემაა ალუჩაზე, კარგად ვიხითხითე გუშინ კითხვისას ))


          QUOTE
          დღეს ჰობიტის ტრილოგია უნდა დავასრულო

          მიდი. მაგარია.



          QUOTE
          ჩემი ჯეჯილი თავთავებს გაიკეთებს მალე

          ეხლა ვფიქრობ: გავაკეთოოო... არ გავაკეთოოო...





          marimarita
          QUOTE
          მისის ბენეტი კი ნამდვილად ნერვებს მიშლის, უტაქტო ჭორიკანა ეგა )))
          ქარაფშუტა ლიდია და ქითიც  )))


          ქათმისტვინები. თუ თევზისტვინები (რომელი უფრო უტვინოა)
          vis.gif


          QUOTE
          ლიზა მამიკოსავით საზრიანია..


          მე რო მამიკოც ნერვებს მიშლის biggrin.gif

          QUOTE
          მირჩევნია მეც დავიცადო ))

          მე საერთოდ არ ვჭამ, არ მიყვარს, მაგრამ რა იყო ეს გამოსვლები )



          QUOTE
          იყოს მწვანე გზა
          თუმცა როგორც მახსოვს ბატონ ბლექჯეკს არ მოსწონს კინგი, ადრე წიგნი დავასახელე და.. ოღონდ კინგი არაო ასე ბრძანა 


          ხო, დასახელება შეიძლება და არჩევით უმრავლესობა თუ არ აირჩევს, არც მოგვიწევს აქ წაკითხვა
          yes.gif

          Posted by: Ezekia 1 Apr 2017, 23:24
          კაკუნ-კაკუნ.










          tuk.gif

          Posted by: marimarita 1 Apr 2017, 23:57
          Ezekia
          QUOTE
          კაკუნ-კაკუნ.

          ვინ არის? bis.gif

          აბა რა ხდება?

          QUOTE
          ქათმისტვინები. თუ თევზისტვინები (რომელი უფრო უტვინოა)

          biggrin.gif მგონი თევზი ))
          QUOTE
          მე რო მამიკოც ნერვებს მიშლის

          მამიკო კიდევაც კარგადაა, მისი შვილების დედიკოს რომ უძლებს ))

          Posted by: Ezekia 2 Apr 2017, 00:20
          marimarita

          bis.gif jump.gif

          ეხლა რას კითხულობ, აბა? მანდაც არიან თევზისტვინა ქალები?

          რომ დაუკვირდე ისე, ამ წიგნში მამიკო- თავისი მდგომარეობის გათვალისწინებით -უადგილოდ ცინიკოსი და უდარდელაა, დედიკო-უტვინო, ბოლო ორი შვილი-ქენქერა და ქარაფშუტა, შუათანა-პატივმოყვარე უტვინო, ჯეინი-გულუბრყვილო/ მიამიტი, ლიზი-ირონიული, დარსი-ქედმაღალი, ბინგლი-უნებისყოფო და სხვის ჭკუაზე მორბენალი... და ა. შ. რას ფიქრობ? ნახე ფილმები? რა ნახე? მოგეწონა?

          Posted by: marimarita 2 Apr 2017, 00:35
          Ezekia
          QUOTE
          ეხლა რას კითხულობ, აბა? მანდაც არიან თევზისტვინა ქალები?

          ,, ქარიშხლიან უღელტეხილ''-ს ვკითხულობ...
          კიი კიი არის ერთი თევზისტვინა ... )))
          QUOTE
          რომ დაუკვირდე ისე, ამ წიგნში მამიკო- თავისი მდგომარეობის გათვალისწინებით -უადგილოდ ცინიკოსი და უდარდელაა, დედიკო-უტვინო, ბოლო ორი შვილი-ქენქერა და ქარაფშუტა, შუათანა-პატივმოყვარე უტვინო, ჯეინი-გულუბრყვილო/ მიამიტი, ლიზი-ირონიული, დარსი-ქედმაღალი, ბინგლი-უნებისყოფო და სხვის ჭკუაზე მორბენალი... და ა. შ.

          ზუსტი დახასიათებაა, დარსის დაიკო - გამოუცდელი, გუუბრყვილო და საყვარელი გოგონაა, ბინგლის კიდევ - სწერვა biggrin.gif
          QUOTE
          რას ფიქრობ? ნახე ფილმები? რა ნახე? მოგეწონა?

          ჯერ ჰოლივუდური ვნახე, ბევრი რამ იყო გამოტოვებული, მაგრამ მაინც ძალიან მომეწონა, მსახიობებიც, თუმცა ჯეინი ისეა წიგნში აღწერილი რომ, უკეთეს მსახიობს ველოდი...
          შემდეგ სერიალს ვუყურე, სულ 6 სერიაა და ისე მიდის მოვლენები როგორც წიგნში, არც სერიალის ქეითი არ მომეწონა, ფილმი შესანიშნავია.. love.gif

          Posted by: Ezekia 2 Apr 2017, 00:54
          marimarita
          QUOTE

          ,, ქარიშხლიან უღელტეხილ''-ს ვკითხულობ...


          არ მიყვარს. სიყვარული და ბოღმა ერთად. როცა წავიკითხე, ეგეთი უსიამო გრძნობა დამრჩა.

          ჩვენს წიგნს ვინ კითხულობს კიდევ?
          აღარ შემოდიან ((

          Posted by: bunkeri 2 Apr 2017, 01:55
          ვიყიდი ჰერმან ჰესეს "ნარცისი და გოლდმუნდს" თუ ვინმეს გაქვთ და გაყიდით, მომწერეთ პირადში. ვიხდი 40 ლარს!

          Posted by: B l a c k J a c k 2 Apr 2017, 10:43
          QUOTE
          რომ დაუკვირდე ისე, ამ წიგნში მამიკო- თავისი მდგომარეობის გათვალისწინებით -უადგილოდ ცინიკოსი და უდარდელაა, დედიკო-უტვინო, ბოლო ორი შვილი-ქენქერა და ქარაფშუტა, შუათანა-პატივმოყვარე უტვინო, ჯეინი-გულუბრყვილო/ მიამიტი, ლიზი-ირონიული, დარსი-ქედმაღალი, ბინგლი-უნებისყოფო და სხვის ჭკუაზე მორბენალი... და ა. შ. რას ფიქრობ? ნახე ფილმები? რა ნახე? მოგეწონა?

          ნათელია ჩემთვის ყოველივე მაშასადამე :დ

          Posted by: Ezekia 2 Apr 2017, 13:44
          B l a c k J a c k
          QUOTE
          ნათელია ჩემთვის ყოველივე მაშასადამე :დ



          spy.gif


          არ კითხულოობ?!

          Posted by: marimarita 2 Apr 2017, 17:20
          Ezekia
          QUOTE
          არ მიყვარს. სიყვარული და ბოღმა ერთად. როცა წავიკითხე, ეგეთი უსიამო გრძნობა დამრჩა.

          სიყვარული, ბოღმა, შურისძიება, სიბინძურე, სიბნელე და ყველაფერი ის, რაც სიყვარულის ისტორიას აუფერულებს, ნამდვილად არ მსურს რომელიმე მათგანის ადგილზე ყოფნა და მიხარია რომ იქ ვარ სადაც ვარ და რა მდგომარეობაშიც ვარ smile.gif

          ზოგადად არ არსებობს წიგნი რომ არ მომეწონოს, ანუ მე ვხარჯავ დროს წიგნის კითხვის დროს, ამ წიგნიდან რაღაც უნდა იყოს აუცილებლად ისეთი, რომ მომეწონოს და დრო ტყუილად დაკარგულად არ ჩავთვალო, ამიტომ როგორი ნაკლებ საინტერესოც არ უნდა იყოს წიგნი, ყოველთვის აღმოვაჩენ მასში მოსაწონს, საინტერესოს და სასარგებლოს smile.gif
          თუმცა ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი რომ არასაინტერესოა smile.gif

          B l a c k J a c k
          QUOTE
          ნათელია ჩემთვის ყოველივე მაშასადამე :დ

          უფრო ვრცელ კომენტარს ველოდი თქვენგან ბატონო ბლექჯეკ )))

          bunkeri
          QUOTE
          ვიყიდი ჰერმან ჰესეს "ნარცისი და გოლდმუნდს" თუ ვინმეს გაქვთ და გაყიდით, მომწერეთ პირადში. ვიხდი 40 ლარს!

          მაგ წიგნს მეც ვეძებდი, მაგრამ ვერსად ვნახე...
          ჰერმან ჰესეს ,,ტრამალის მგელი'' მაქვს pdf. თუ გინდათ მოგაწვდით.

          Posted by: holden kolpildi 2 Apr 2017, 22:44
          დღეს არჩევნები არ არის???


          .............

          Posted by: marimarita 2 Apr 2017, 23:05
          holden kolpildi
          QUOTE
          დღეს არჩევნები არ არის???

          მგონი უნდა იყოს smile.gif)
          სად ხართ? Ezekia B l a c k J a c k

          მე ვასახელებ ცვაიგის ,,მოუთმენლობა გულისა"-ს

          Posted by: holden kolpildi 2 Apr 2017, 23:24
          მე კინგის მწვანე გზა მი და წავიკითხოთ

          Posted by: B l a c k J a c k 3 Apr 2017, 02:21
          Ezekia
          QUOTE
          არ კითხულოობ?!

          შაბათ-კვირას უნდა დამემთავრებინა, მაგრამ ახლაღა შემოვედი სახლში (((

          marimarita
          QUOTE
          უფრო ვრცელ კომენტარს ველოდი თქვენგან ბატონო ბლექჯეკ )))

          სამწუხაროდ ვერ მოვასწარი (((( მასეა რა იფიქრებ ცოტააო და ვერ ასწრებ, დიდ წიგნზე შორიდანვე იჭერ თადარიგს .


          Posted by: marimarita 3 Apr 2017, 13:46
          B l a c k J a c k
          QUOTE
          სამწუხაროდ ვერ მოვასწარი (((( მასეა რა იფიქრებ ცოტააო და ვერ ასწრებ, დიდ წიგნზე შორიდანვე იჭერ თადარიგს .

          არაუშავს, გადავდოთ არჩევნები მომავალი კვირისთვის, ჩვენი ნება არაა?
          თან არც ეზეკია ჩანს ))

          Posted by: Ezekia 3 Apr 2017, 19:05
          QUOTE
          თან არც ეზეკია ჩანს ))



          "ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი, ახლაც მიგონებს ალბათ ზოზია" მარიმარიტა...
          უსაშველოდ მახველებს ((
          დიდი ბოდიშები და წუხილები გუშინდელი საღამოს გამო ((

          თუ გადაგვაქვს არჩევნები, ჩუმად ვარ, თუ გვიან ვირჩევთ-ჩემი ხმა მწვანე გზას. ჩემსას არ ვასახელებ. თუ ოსტინზე ვლაპარაკობთ, გიერთდებით.

          Posted by: BELLA-DONNA 4 Apr 2017, 10:56
          მომდევნო წიგნიდან გიერთდებით. bis.gif ტონი მორისონის მერე რა წიგნები წაიკითხეთ? ვეღარ მოვადევნე თვალი.

          Posted by: natia_natia9 4 Apr 2017, 15:47
          ფუკოს ქანქარაზე რას იტყვით ვინც წაიკითხეთ ://

          Posted by: marimarita 4 Apr 2017, 17:02
          Ezekia
          QUOTE
          "ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი, ახლაც მიგონებს ალბათ ზოზია" მარიმარიტა...

          biggrin.gif კაი იყო..
          შენ კი გამოჯანმრთელებას გისურვებ 2kiss.gif
          QUOTE
          თუ გადაგვაქვს არჩევნები, ჩუმად ვარ, თუ გვიან ვირჩევთ-ჩემი ხმა მწვანე გზას. ჩემსას არ ვასახელებ. თუ ოსტინზე ვლაპარაკობთ, გიერთდებით.

          არჩევნები გადაიდო მომვალი კვირისთვის, ოსტინის განხილვა გრძელდება ))

          პ.ს. მე კიდევ დავამთავრე ,,ქარიშხლიანი უღელტეხილიც", მართალია დავითრგუნე, მაგრამ ძალიან ჩამითრია, ვეღარ ვუშვებდი წიგნს ხელიდან )))
          მიხარია რომ მაინც ჰეფი ენდით დამთავრდა )))

          BELLA-DONNA
          QUOTE
          მომდევნო წიგნიდან გიერთდებით.

          bis.gif

          Posted by: Ezekia 4 Apr 2017, 19:06
          BELLA-DONNA

          ბელიკო, მეასეზე ვართ, გამოჩნდა შუქი გვირაბის ბოლოს, ახალი ლენტის გასაჭრელად მოემზადე!

          bis.gif jump.gif

          ეხლა ხოა ოსტინი. მანამდე იყო მაქს ფრიშის ჰომო ფაბერი. მანამდე ელჯერნონი. უფრო მანამდე სანტა ესპერანსა. იმის იქით-მორისონი.

          Moby-Dick, სად ხარ?

          Posted by: holden kolpildi 4 Apr 2017, 20:08
          აუუუ გავხსნი რა ახააალს jump.gif

          Posted by: marimarita 4 Apr 2017, 20:09
          holden kolpildi
          გახსენიიი bis.gif

          Posted by: BELLA-DONNA 4 Apr 2017, 21:28
          Ezekia
          QUOTE
          ეხლა ხოა ოსტინი. მანამდე იყო მაქს ფრიშის ჰომო ფაბერი. მანამდე ელჯერნონი. უფრო მანამდე სანტა ესპერანსა. იმის იქით-მორისონი.
          აჰაა, კაი, ჩავინიშნავ. ან ვინც გახსნის ახალს იმან ჩაინიშნოს. ოსტინის რას კითხულობთ და სადამდე, იქნებ მეც მოვასწრო?
          QUOTE
          ბელიკო, მეასეზე ვართ, გამოჩნდა შუქი გვირაბის ბოლოს, ახალი ლენტის გასაჭრელად მოემზადე!
          გამოჩნდა გახსნის მსურველი. ველი ახალ თემას. chups.gif
          marimarita
          2kiss.gif

          Posted by: severuss 4 Apr 2017, 21:34
          ზდაროვათ.

          რაებს კითხულობთ

          იდეა მაქვს:
          კამაზუტრები წავიკითხოთ არ გინდათ?

          Posted by: holden kolpildi 4 Apr 2017, 22:15
          BELLA-DONNA
          გახსენი ბელა :*
          პლანშეტით მეზარება biggrin.gif

          Posted by: Ezekia 4 Apr 2017, 22:22

          BELLA-DONNA
          კვირამდე, სიამაყე და მცდარი აზრი! )




          holden
          გახსენი მიდი, ნუ გეზარება
          jump.gif

          მე პირველი დავპოსტავ! biggrin.gif

          Posted by: holden kolpildi 4 Apr 2017, 22:30
          Ezekia
          აუ წინა თემის ლინკები არ დაკოპირდა sad.gif

          ამ თემაში რა წიგნები იყო???
          ჩავამატებ

          Posted by: Ezekia 4 Apr 2017, 23:20
          holden kolpildi
          ამერიკული პასტორალი იყო გახსნისას, მერე ბლექჯეკს ჩამოუთვლია


          QUOTE
          ოსტატი და მარგარიტა-ბულგაკოვი,
          სამოსელი პირველი-დოჩანაშვილი,
          აგვისტოს ნათელი-ფოლკნერი,
          თაგვებსა და ადამიანებზე-სტეინბეკი,
          პერსეპოლისი-მარჯან სატრაპი,
          პედრო პარამო-ხუან რულფო,
          გოგონა მატარებელში-პოლა ჰოუკინსი.


          მერე მორისონის საყვარელი, მერე მორჩილაძის სანტა ესპერანსა, მერე ელჯერნონი, მერე ფრიშის ჰომო ფაბერი და მერე ოსტინი. მგონი ეგაა

          Posted by: holden kolpildi 4 Apr 2017, 23:28
          უიი გამომრჩენია ჩავამატებ
          .........
          * * *
          Ezekia
          გადახედე აბა რამე ხო არ გამო რჩა წაკითხულებიდან
          აგვისტოს ნატელიდან ელჯერნონამდე შუალედი არ მახსოვდა რა წაიკითხეთ biggrin.gif
          მოკკედ გაეხსნა ბელას დავიტანჯე ბლანშეტით biggrin.gif

          Posted by: marimarita 4 Apr 2017, 23:43
          holden kolpildi
          არაფერიც არ გამოგრჩენია, ყველაფერი კარგადაა ))

          Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
          © Invision Power Services (http://www.invisionpower.com)