”ლეზგინკა” რუსული სიტყვაა და ქართულად ”ლეკურს” ნიშნავს. :|
ქართველები დაღესტნის სამხრეთში მცხოვრებ ყველა მთიელს კრებითად ლეკებად მოიხსენიებდნენ, მათ შორის ლეზგინებს, ავარებს, ლეკებს, თაბასარანებს და ა.შ.
საკუთრივ ცეკვა ლეკურს და მელოდიას რაც შეეხება, იგი კავკასიის ყველა ხალხებშია თითქმის გავრცელებული (თუმცა ამ მეტრო-რიტმის წარმომავლობა სახელშივეა მითითებული).
ლეკურს აქვს განსაკუთრებული მეტრო-რიტმული ხასიათი, თუმცა მელოდიები განსხვავდება ერთმანეთისაგან.
ქართული ლეკურის მუსიკა განსხვავდება ლეკური ლეკურის მუსიკისაგან, ასევე ლეკური ლეკურის მუსიკაც განსხვავდება ჩეჩნურისაგან, ჩეჩნური ჩერქეზულისაგან და ა.შ.
ქართული ლეკურის მუსიკა ესაა, "ჯარისკაცის მამაში" ღამით რომ უკრავენ მუსიკოსები, ჩაძინებული ჯარისკაცების ფონზე.
რაჭული საცეკვაო რომაა ”საკაურა”, სინამდვილეში ესაა ლეკური და მისი მელოდიაც ჩრდილო-კავკასიურია.
აი ამაზე ვამბობ:
This post has been edited by ვეშაპო on 13 Nov 2013, 02:06