Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფორუმის შესახებ > რა არ მოგწონთ ამ ფორუმში?


Posted by: boone11 20 Aug 2023, 23:51
ე.წ.თბილისის ფორუმში რა არ მოგწონთ???
პირველი რაც არ მომწონს ვერაფრით ვერ ვხვდები თბილისის რატომ ქვია ერთ-ერთ კერძო საიტს ? კურთხევა საიდან მიიღო 1.5 მილიონიანი დედაქალაქის სახელი რომ დაისაკუთრა ?

Posted by: sunny-day-today 21 Aug 2023, 00:03
boone11
ტროლთა ნაკადები არ მომწონს ძირითადად.

Posted by: masha 21 Aug 2023, 10:38
არ მომწონს უსამართლო მოდერაცია
ნუ, ეს არ არის ახალი.
და კიდევ ის არ მომწონს, რომ ყველაფერი იცვლება დედამიწაზე და ამ ფორუმის მოდერაცია არ იცვლება

Posted by: J.R.R.Tolkien 21 Aug 2023, 12:38
QUOTE (masha @ 21 Aug 2023, 10:38 )
არ მომწონს უსამართლო მოდერაცია
ნუ, ეს არ არის ახალი.
და კიდევ ის არ მომწონს, რომ ყველაფერი იცვლება დედამიწაზე და ამ ფორუმის მოდერაცია არ იცვლება

ტოპ 5 ყველაზე ცუდი მოდერი თქვენი აზრით

popcorn.gif

Posted by: DeeJee 21 Aug 2023, 14:19
არ მომწონს მოწონების ღილაკი რო არასად ჩანს აქ იქნება უბრალოდ ვეთანხმები აუცილებელია პოეტი ვიყო

Posted by: boone11 21 Aug 2023, 14:48
masha
მაგაზე მეტად რაც არ მომწონს მოდერაციის უკონტროლობაა არავინ აკონტროლებს მოდერებს.
კერძოა ეს ფორუმი და ადმინისტრატატორს ვისაც უნდა იმას დანიშნავს მოდერად.

Posted by: IOSKAMAN 21 Aug 2023, 21:08
J.R.R.Tolkien
QUOTE
ტოპ 5 ყველაზე ცუდი მოდერი თქვენი აზრით



10 დღის მერე გაგცემს პასუხს

მის მაგივრად მეშემიძლია პირველი 2 დავასახელო
1. იოსკამანი
2. სატურნი

Posted by: Saturn 21 Aug 2023, 21:38
QUOTE (boone11)
არავინ აკონტროლებს მოდერებს

მოდერების მაკონტროლებელია საჭირო, მაგრამ იმასაც რომ შეეშალოს? მაკონტროლებლის მაკონტროლებელიც დაგვჭირდება. და მოდერების მაკონტროლებლის მაკონტროლებლის მაკონტროლებელიც არ იქნებოდა ცუდი, ასე უფრო დაცული ვიქნებით შეცდომებისგან.

Posted by: sunny-day-today 21 Aug 2023, 21:38
ტროლები არ მომწონს, დავწერე და კიდევ ერთხელ დავწერ. კარგი იქნება თუ გამკაცრდება კონტროლი რეგისტრაციაზე.

Posted by: მამაო ენუქი 21 Aug 2023, 21:41
არჩევნებია დასაბრუნებელი ფორუმზე old.gif

Posted by: IOSKAMAN 21 Aug 2023, 22:08
მამაო ენუქი
QUOTE
არჩევნებია დასაბრუნებელი ფორუმზე



ჯერ ქვეყანაში დააბრუნეთ სამართლიანი არჩევნები

Posted by: მამაო ენუქი 21 Aug 2023, 23:04
IOSKAMAN
ქვეყანაში ხალხმა უნდა დააბრუნოს და ეგ ხალხი თქვენ ხართ, ფორუმზე პატარა ძალაუფლების დაკარგვა გზარავთ და მერე ბიძინების და მიშების გიკვირთ mad.gif
ყველაფერი იწყება მცირედით old.gif

Posted by: IOSKAMAN 21 Aug 2023, 23:06
მამაო ენუქი
QUOTE
ფორუმზე პატარა ძალაუფლების დაკარგვა გზარავთ და მერე ბიძინების და მიშების გიკვირთ


ამ წმინდა ადგილს ვერ ჩავაბარებთ ბიძინ-მიშისტებს

Posted by: lexanna 22 Aug 2023, 02:10
masha
QUOTE
არ მომწონს უსამართლო მოდერაცია
ნუ, ეს არ არის ახალი.
და კიდევ ის არ მომწონს, რომ ყველაფერი იცვლება დედამიწაზე და ამ ფორუმის მოდერაცია არ იცვლება

+1
ბრეჟნევივით სკამზე უნდა მოკვდნენ? biggrin.gif

Posted by: ჯიბ 22 Aug 2023, 11:28
ჲუზერები რო არა გადასარევი ფორუმი იქნებოდა

Posted by: alahambra 24 Aug 2023, 23:38
QUOTE
ე.წ.თბილისის ფორუმში რა არ მოგწონთ???
პირველი რაც არ მომწონს ვერაფრით ვერ ვხვდები თბილისის რატომ ქვია ერთ-ერთ კერძო საიტს ? კურთხევა საიდან მიიღო 1.5 მილიონიანი დედაქალაქის სახელი რომ დაისაკუთრა ?



ჰო,აღარაა თბილისის... ფორუმში,კონცერტში,კუბაში--არაა თბილისური

Posted by: ninc_lfc 26 Aug 2023, 16:53
უსამართლო მოდერაცია.


.........................................

Posted by: boone11 1 Sep 2023, 01:55
ninc_lfc
კიდევ აკრძალულია საჯარო ტიპის შეურაცხყოფა ( მაგ მიზეზით ეპისკოპოსის გამო დავორნა ერტხელ მოდერმა ) .
ეს საჯარო პირი ცოტა განავრცეთ ვინ იგულისხმება?
ბიძინა .?მიშა ? მარგველა ? ხუილო ? ოსამა ? ჯორჯ ბუშ უმცროსი ? ჰიტლერი ? სტალინი?

Posted by: boone11 4 Sep 2023, 18:01
Saturn
masha
QUOTE
ყველაფერი იცვლება დედამიწაზე და ამ ფორუმის მოდერაცია არ იცვლება

ამას წინათ 2009 თუ 10 წლის თემაში მოვხვდი და მაშინაც ვიღაც იყო პოლიტიკის მოდერი და ეხლაცაა.

ეტყობა საიტის ვისიცაა იმის ბიძაშვილია ან ახლობელი biggrin.gif

Posted by: Saturn 4 Sep 2023, 20:16
QUOTE (boone11)
ამას წინათ 2009 თუ 10 წლის თემაში მოვხვდი და მაშინაც ვიღაც იყო პოლიტიკის მოდერი და ეხლაცაა

2009 წლის თემაში როგორ მიხვდი ვინ იყო მოდერატორი?

Posted by: გუბაზიანი 4 Sep 2023, 21:03
QUOTE
რა არ მოგწონთ ამ ფორუმში?

ყველაფერი მომწონს, განსაკუთრებით პოლიტიკის მოდერები მომწონან.

Posted by: DeeJee 4 Sep 2023, 22:18
გუბაზიანი
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: kea 5 Sep 2023, 00:19
შეტყობინებების დაბლოკვა მოსულა?
ახლა ისეთი სირი მწერს ისეთ სირობას და არ ჩერდება.
არის რამე გზა რო მოვაბლოკო ნაჭუჭუზე?

Posted by: boone11 5 Sep 2023, 14:14
QUOTE
Saturn
Admin
ჯგუფი: Moderators
#60679248 · 4 Sep 2023, 20:16 · ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (boone11)
ამას წინათ 2009 თუ 10 წლის თემაში მოვხვდი და მაშინაც ვიღაც იყო პოლიტიკის მოდერი და ეხლაცაა

2009 წლის თემაში როგორ მიხვდი ვინ იყო მოდერატორი?

მოდერის შეცვლას ითხოვდა თემის ავტორი .
კიდე უსათაუროს პოსტებიც უნდა ემატებოდეს და ჯენერალისაც და ფორუმის შესახებშიც .

Posted by: Saturn 5 Sep 2023, 14:19
QUOTE (kea)
შეტყობინებების დაბლოკვა მოსულა?

რა თქმა უნდა

Posted by: boone11 10 Sep 2023, 23:19
მოდერებს რის მიხედვით არჩევენ საკითხავია .

Posted by: Top-Gun 13 Sep 2023, 13:21
მე ეს არ მომწონს:
https://forum.ge/?showtopic=35270595&view=findpost&p=60699711

ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, პოსტებს უნდა ჰქონდეს ლაიქ/დისლაიქ და სხვა რეაქციების ფუნქცია.

Posted by: nrvous 13 Sep 2023, 14:35
QUOTE
ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, პოსტებს უნდა ჰქონდეს ლაიქ/დისლაიქ და სხვა რეაქციების ფუნქცია.

biggrin.gif

უსათაუროში ცენზურა არ მომწონს. ნამეტანი წესიერი მოდერია და სუსტი ფსიქიკის იუზერებისთვისაა :/

Posted by: closedtab357 15 Sep 2023, 23:01
თუ შეიძლება რომ გამაგებინოთ ეს რა ფორუმია?
გუგლში რაღაც თემას ვეძებდი და ამომიგდო გამეხარდა ვიფიქრე მივაგენი მეთქი და დავრეგისტრირდი მერე ვერც დავწერე ვერაფერი ზოგან მებუნება 10 დღე უნდა იყო დარეგისტრირებულიო ზოგან 15 დღეო ზოგან კიდევ 100 პოსტინგი უნდა გქონდესო და კიდევ რაღაც შეზღუდვები
ეს ყველაფერი კი ჩემი პრობლემა არ არის მაგრამ რომ ეწეროს მაინც სადმე როცა რეგისტრირდები მაინც კარგი იქნებოდა მემგონი
მაგრამ რა საჭირო არის ეს გაურკვეველი შეზღუდვები თუ რა მიზანს ემსახურება მაინც ვერ მივხვდი სამწუხაროდ
ამ თემაშიც მოსასინჯად ვწერ კიდევ რამე პირობები თუ არ წამომიყენა ფორუმმა

Posted by: kaxeli-kaxeli 16 Sep 2023, 01:56
QUOTE (closedtab357 @ 15 Sep 2023, 23:01 )
თუ შეიძლება რომ გამაგებინოთ ეს რა ფორუმია?
გუგლში რაღაც თემას ვეძებდი და ამომიგდო გამეხარდა ვიფიქრე მივაგენი მეთქი და დავრეგისტრირდი მერე ვერც დავწერე ვერაფერი ზოგან მებუნება 10 დღე უნდა იყო დარეგისტრირებულიო ზოგან 15 დღეო ზოგან კიდევ 100 პოსტინგი უნდა გქონდესო და კიდევ რაღაც შეზღუდვები
ეს ყველაფერი კი ჩემი პრობლემა არ არის მაგრამ რომ ეწეროს მაინც სადმე როცა რეგისტრირდები მაინც კარგი იქნებოდა მემგონი
მაგრამ რა საჭირო არის ეს გაურკვეველი შეზღუდვები თუ რა მიზანს ემსახურება მაინც ვერ მივხვდი სამწუხაროდ
ამ თემაშიც მოსასინჯად ვწერ კიდევ რამე პირობები თუ არ წამომიყენა ფორუმმა

არ უნდაა შემოსულიყავი yes.gif მაგრამ არაა გვიან user.gif

Posted by: boone11 16 Mar 2024, 13:35
masha
QUOTE

და კიდევ ის არ მომწონს, რომ ყველაფერი იცვლება დედამიწაზე და ამ ფორუმის მოდერაცია არ იცვლება

TIM
არ გიფიქრიათ განახლებაზე და კიდევ მოდერების გაკონტროლებაზე .

Posted by: OliverMess 16 Mar 2024, 23:08
დროის ეკონომიის მიზნით კითხვა უნდა დასმულიყო-"რა მოგწონთ".


Posted by: sunny-day-today 17 Mar 2024, 10:24
დალაიკების ფუნქცია რომ არ აქვს ეგ არ მომწონს.

Posted by: jjj 17 Mar 2024, 14:23
არ მომწონს აფრებ გაშლილი ბილწ-სიტყვაობა, ნებისმიერი გინება უნდა ისჯებოდეს ვორნით.

Posted by: ჯიმი ლევი 18 Mar 2024, 18:10
boone11
QUOTE
TIM
არ გიფიქრიათ განახლებაზე და კიდევ მოდერების გაკონტროლებაზე .

ნწ, არა, არ უფიქრია.
ვიცი და იმიტომ გეუბნები.
მეც ხშირად ველაპარაკები მაგ ორ საკითზე.

jjj
გინდა მოდერატორობა?
პირადად შენ ჩაგაბარებ მაგ საკითხს და მიხედე.
მე კი მივალიე ჩემი ახალგაზრდობა და ჯანი და...

Posted by: dj-guro 30 Apr 2024, 09:29
პოსტის დალაიქება რომ არ შემიძლია რაიმე მეთოდით, ეგ მიქმნის უხერხულობას.
* * *
sunny-day-today
ა, მინდოდა თქვენი კომენტარის დალაიქება და არაა.

Posted by: ArtistNikokavtara 30 Apr 2024, 11:04
ხო დალაიქების ფუნქციას მივაწერდი მეც

Posted by: Anna Ricci 30 Apr 2024, 13:23
user posted image



ჯანმრთელობა და მედიცინის მოდერატორმა მთლიანად წაშალა თემა ქართული ტრადიციული მედიცინის შესახებ.

ინსტაგრამში, ფეისბუქზე და სხვა ფორუმებში კარგ რეკლამას გაუკეთებ ფორუმჯის .


ებრძვის ეროვნულ საგანძურს -მედეას მემკვიდრეობას

დროა გადავარქვათ ფორუმ-არმ -ი

ან ფორუმ-რუ

Posted by: მამაო ენუქი 30 Apr 2024, 13:31
Anna Ricci
ეგ არაფერი, სამკურნალოდ რომ მოგადგებათ არ უმკურნალოთ old.gif

Posted by: Anna Ricci 30 Apr 2024, 13:35
მამაო ენუქი
უმკურნალებ



ვინც სამკურნალოა -უნდა დავერხმაროთ .

QUOTE
ეგ არაფერი,

სიმპტომების იგნორირება არ შეიძლება.
აქ თუ პატრონი არ ყავს ფორუმს სკინებს წავიღებ სხვა ქსელებში

აღდგომის შემდეგ,მანამდე მივცემ დროს war.gif

Posted by: Saturnus 30 Apr 2024, 15:53
Anna Ricci
QUOTE
ჯანმრთელობა და მედიცინის მოდერატორმა მთლიანად წაშალა თემა ქართული ტრადიციული მედიცინის შესახებ.


რა იყო გული გეტკინა? lol.gif

QUOTE
ინსტაგრამში, ფეისბუქზე და სხვა ფორუმებში კარგ რეკლამას გაუკეთებ ფორუმჯის .


21 წლისაა ეს ფორუმი და რეკლამა მგონი დიდად აღარ ჭირდება love.gif

QUOTE
ებრძვის ეროვნულ საგანძურს


ეროვნული საგანძური კი არა მატყუარა ექიმბაშები ხართ და რისი ღირსებიც ხართ იმას იღებთ yes.gif შეეგუეთ smile.gif


Posted by: Anna Ricci 30 Apr 2024, 15:56
Saturnus
იმდენათ შეგაშინათ სიმართლემ . თემასაც კი შლით.
კი არ ხურავთ .ანადგურებთ.

სიმართლის ძალა დიდია war.gif ის დაუმარცხებელია

Posted by: Saturnus 30 Apr 2024, 16:00
Anna Ricci

QUOTE
იმდენათ შეგაშინათ სიმართლემ . თემასაც კი შლით.
კი არ ხურავთ .ანადგურებთ.

სიმართლის ძალა დიდია  ის დაუმარცხებელია


lol.gif facepalm.gif lol.gif facepalm.gif lol.gif

ფილოსოფიის თემაშიც დაგიწერე უკვე ამ სისულელეზე პასუხი და აგერ გადმოგიკოპირებ აქეთაც:
ნამდვილი მტკიცებულებები რომ ყოფილიყო არავინ წაშლიდა. თემას წაშლიდა კი არა აფთიაქში გაიყიდებოდა ეგ თქვენი სისულელე წყლები და ფარმა კომპანიები იშოვიდნენ მილიარდებს.
ასე რომ წამებულის და ვითომ სიმართლის მხარეს მდგომის როლის მორგებას ტყუილად ნუ ცდი, მაინც არავინ დაგიჯერებს lol.gif

Posted by: Anna Ricci 30 Apr 2024, 16:18
Saturnus
შეგეშინდათ ,შეგეშინდათ .....

არგუმენტების ნაცვლად თემას ანადგურებთ

Posted by: Saturnus 30 Apr 2024, 16:21
Anna Ricci

QUOTE
შეგეშინდათ ,შეგეშინდათ .....
არგუმენტების ნაცვლად თემას ანადგურებთ


არა შიში არაფერშუაშია. არგუმენტი დაგიწერე მილიონი მარა არ ქონდა აზრი, მაინც იგივეს იმეორებდით შენ და შენი თორნიკე. ტყუილების გავრცელება, მითუმეტეს სამედიცინო სფეროში ტყუილების გავრცელება და ისეთ მედიკამენტებზე თქმა არ მუშაობენო რომლებიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს შველიან, ძალიან არაეთიკურია (ჩემი აზრით დანაშაულიც). საკუთარ თავს ავნეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ საზოგადოებას ისედაც აკლია სამედიცინო სფეროში განათლება და თქვენ არ უნდა ემატებოდეთ ზემოდან თქვენი სისულელეებით drug.gif
მოკლედ, მავნებლები ხართ და მიიღეთ საკადრისი პასუხი. თორე შიშით ექიმბაშების არავის ეშინია დამიჯერე.

Posted by: Anna Ricci 30 Apr 2024, 16:33
QUOTE
არგუმენტი დაგიწერე მილიონი მარა არ ქონდა აზრი


და ამიტომ წაშალეთ თემა ? popcorn.gif

Posted by: Saturnus 30 Apr 2024, 16:40
Anna Ricci
QUOTE
და ამიტომ წაშალეთ თემა ?


ჯერ ერთი მე არ მიქნია ეგ. დანარჩენად მავნებლები რო ხართ და წლები ქადაგებთ მაგ ანტიმეცნიერულ და ანტისამედიცინო სისულელეებს მაგიტო წაგიშალეს. შეეგუეთ მოკლედ war.gif

Posted by: Anna Ricci 30 Apr 2024, 16:43
Saturnus
სიმართლე სიცრუეს ვერ შეეგუება .

შოთა რუსთაველი წაგიკითხავს?

Posted by: Saturnus 30 Apr 2024, 16:45
Anna Ricci

QUOTE
სიმართლე სიცრუეს ვერ შეეგუება .


ხოდა მაგიტო აღარ გაქვთ თემა, სიცრუე რო არ ავრცელოთ. მეყოლეთ კარგად smile.gif

Posted by: Anna Ricci 30 Apr 2024, 16:52
Saturnus
მოდერატორი ხარ ? რატომ წერ ამდენს და უაზროდ.

მართლები რომ იყვეთ კი არ შეგეშინდებოდათ არაფრის

Posted by: Saturnus 30 Apr 2024, 17:00
Anna Ricci

QUOTE
მოდერატორი ხარ ? რატომ წერ ამდენს და უაზროდ


არა მოდერატორი არ ვარ და რას და რამდენს დავწერ შენი საქმე არ არის.

QUOTE
მართლები რომ იყვეთ კი არ შეგეშინდებოდათ არაფრის


არც გვეშინია მერე. დამნაშავე რომ ისჯება იმით რასაც იმსახურებს, მაგ დროს მაგ დამნაშავის ეშინიათ ხოლმე?
მამენტ შენგან რა ლოგიკას ველოდები lol.gif მოკლედ როგორც გითხარი

QUOTE
მეყოლეთ კარგად smile.gif

Posted by: Saturn 30 Apr 2024, 17:09
QUOTE (Anna Ricci)
გაუკეთებ

გავუკეთებ

QUOTE (Anna Ricci)
უმკურნალებ

ვუმკურნალებ


გრამატიკაზე რომ იმკურნალო არ გინდა? biggrin.gif

Posted by: Saturnus 30 Apr 2024, 17:11
QUOTE (Saturn @ 30 Apr 2024, 17:09 )
QUOTE (Anna Ricci)
გაუკეთებ

გავუკეთებ

QUOTE (Anna Ricci)
უმკურნალებ

ვუმკურნალებ


გრამატიკაზე რომ იმკურნალო არ გინდა? biggrin.gif

user posted image

Posted by: ArtistNikokavtara 30 Apr 2024, 18:58
ეს გრამატიკინას ეშმები კიდე ბევრნი ხართ აქ გამწესებული

Posted by: Anna Ricci 1 May 2024, 13:53
Saturn

QUOTE
უმკურნალებ

კი ბატონო

უმკურნალებ

Posted by: sunny-day-today 1 May 2024, 14:37
კატუტუს რომ ბლოკი აქვს დადებული ჩემსათვის ეგ არ მომწონს sad.gif

Posted by: Geoway4 1 May 2024, 16:28
QUOTE
 რა არ მოგწონთ ამ ფორუმში?


პოლიტიკის თემებში ვერ ვპოსტავ

Posted by: Kenward_Newson 3 May 2024, 01:49


SerouS, DatA, FruiT, PursU, RegulaR TraiN, MenU BlisS, SagA, MaximuM, MemO, JoG, Sari, MeadoW JollY, ReD, DatA, AdD, TradE, ShreD, Ski, KisS, PrisM MenU, CaT, NotE, LabeL, Chili.

Posted by: Tornike Alashvili 5 May 2024, 11:35
მკვდარ ჯამედიის განყოფილებაში თემა მოკლენ.

Posted by: leikocita 10 May 2024, 16:29
ნელა მუშაობს გვერდებზე გადასვლა, ძებნის გვერდის ჩატვირთვა და .აშ>

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)