გზების დაგეგმილი შეკეთება/რეაბილიტაციის შესახებ
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/34...syeba.html?ar=A ირაკლი ღარიბაშვილი - ხულო-ადიგენის გზის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყება
16:35 02-08-2015
ირაკლი ღარიბაშვილი - ხულო-ადიგენის გზის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყება ხულო-ადიგენის გზის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალმთიან აჭარაში გზის პრობლემის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გზის პროექტი დასრულებულია და პროექტის განხორციელების შემდეგ ეს გზა რამდენიმე რაიონს მოემსახურება.
"2016 წელს ვიწყებთ გზის პროექტს. ხულო-ადიგენის გზა არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ პროექტი არის დასრულებული და გაისად ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენიმე რაიონს მოემსახურება ეს გზა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მაღალმთიანი აჭარის კურორტ ბეშუმში მოსახლეობა გზის პრობლემას უჩივის. შუამთობის დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობას პრემიერ-მინისტრისადმი გზის რეაბილიტაციის თხოვნა ჰქონდა.
გოდერძის უღელტეხილის შეკეთების შედეგად მნიშვნელოვნად განიტვირთება E-60 გზა რადგან სომხეთი-ბათუმი-თურქეთი ნაკადის დიდი ნაწილი ერევანი-სადახლო-თბილისი-სარფი 690 კმ (თბილისის შემოვლითით გავლისას) ნაცვლად ერევანი-გიუმრი-ნინოწმინდა-ახალქალაქი-ახალციხე-ხულო-სარფი 450 კმ გზით ივლიან.
ასევე იგეგმება შიდასახელმწიფოებრივი შ-55 ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთი შეკეტება (როდის დაიწყება ჯერ უცნობია).
http://georoad.ge/?lang=geo&act=news&uid=1409902292ამ გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია რიკოთზე მეწყერებისას გზის ჩაკეტვის და ასევე ავტობანის მშენებლობის პროცესში საავტომობილო ნაკადის გასატარებლად.
2015 წლის ბოლოს იგეგმებოდა შ-27 თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის შეკეთების დასრულება. დაახლოებით ნახევარ გზაზე ასფალტი უკვე დაგებული იყო. შემდეგი ეტაპი შ-43 თიანეთი-ახმეტა-ნინიგორის გზის თიანეთი-ახმეტა მონაკვეთის რეაბილიტაცია იქნება. ამ ორი გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეამოკლებს მანძილს ჟინვალიდან ახმეტაში (55 კმ ნაცვლად ამჟამინდელი 162-სა).
ფუტურისტული პროექტი "როშკა-არხოტის გზა", ჯერ ჯერობით მხოლოდ პროექტირების სტადიაშია. იგეგმებოდა უკვე წელს სამუშაოების დაწყება თუმცა ამაზე რაიმე ინფორმაცია არ მომეპოვება. 25 კილომეტრიან გზას პირველად ისტორიაში უნდა დაეკავშირებინა პირიქითა ხევსურეთის არხოტის ხეობა დანარჩენ საქართველოსთან. გადაუმოწმებელი ინფორმაციით სსრკ-ს დროს არსებობდა საავტომობილო გზა არხოტიდან ინგუშეთის მიმართულებით. ამჟამად ეს ხეობა მხოლოდ საცალფეხო ბილიკებითაა დაკავშირებული გარე სამყაროსთან.
სულ ბოლო ინფორმაციით მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული საფარი შ-14 ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა გზის აბასთუმანი-საირმის მონაკვეთზე (დანარჩენ მონაკვეთებზე ასფალტია), წელს შემჩნეული იყო ოპელის გადასვლა ამ მონაკვეთზე.
This post has been edited by ნიკა on 3 Aug 2015, 09:08