Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > წყლის როლი ცხოვრებაში


Posted by: webdesign 17 Dec 2004, 00:07
მე მაინტერესებს რა იცით წყლის(სითხის საერთოდ) და მის მნიშვნელოვან როლზე?
მე ისე გავიზარდე შეიძლება ითქვას წყალი არც დამილევია!!!!
და სართოდ, ბავშვი წყალს/სითხეს რომ იტხოვდა ასე ამობდნენ საქართველოში, რა სჭირსა ნეტავ ამ ბავშვს, ავად ხომ არ არისო?
მე ეს 10 წელია გავიგე წყლის/სითხის როლი ადამიანის ცხოვრებაში, მას მერე რაც სამედიცინო ჟურნალ-გახეთებს ვკითხულობ, ეხლა მაინტერესებს თქვენი აზრი ამაზე.

Posted by: Otory 17 Dec 2004, 00:27
ნუ, პრინციპში - ეგრე კონკრეტულად ვერ იტყვი რამდენი უნდა მიიღოს . . .
გააჩნია სხვა სითხეებს თუ სვამს და რამდენს და როგორს . . .
მარა სითხეები რო მნიშვნელოვანია, მაგაზე 2 აზრი არაა . . . დაჟე ავამტყოფობის დროსაც მაგას ამბობენ, "სითხეები მიიღეთ ბევრი"-ო . . .
ამიტომ, სითხე რულეზ !!
მე მაგალითად 1 ლიტრ სითხეს ვიღებ მინიმუმ !

Posted by: jorjieli 17 Dec 2004, 00:30
მე როგორც ვიცი. აუცილებელია მინიმუმ 2 ლ. წყალი დღეში
ჩაი, ყავა და წვენები არ ითვლება smile.gif

Posted by: Otory 17 Dec 2004, 00:37
jorjieli
არა . . .
სხვა სითხეების გარდა 2 ლიტრა მგონი ძაან ბევრია . . .

Posted by: jorjieli 17 Dec 2004, 00:44
Otory
ჰო, შეიძლება..
მაშინ 1.5ლ და მეტი smile.gif

Posted by: Lilith 17 Dec 2004, 13:04
მეც ვიცი რომ დღეშ 2 ლიტრა სითხე უნდა მიიღოს ნორმალურმა ზრდასრულმა ადამიანმა

Posted by: Sikvdila 17 Dec 2004, 13:04
webdesign
QUOTE
მე ისე გავიზარდე შეიძლება ითქვას წყალი არც დამილევია!!!!


lol.gif

Posted by: forever`s_NEVER 17 Dec 2004, 19:23
QUOTE
მე ისე გავიზარდე შეიძლება ითქვას წყალი არც დამილევია!!!!

ვა, მცენარე ხომ არ ხარ ფეხებში გისხამდნენ და ისე გემატებოდეს ასაკი smile.gif smile.gif

Posted by: webdesign 17 Dec 2004, 20:23
QUOTE (jorjieli @ 17 Dec 2004, 00:30 )
მე როგორც ვიცი. აუცილებელია მინიმუმ 2 ლ. წყალი დღეში
ჩაი, ყავა და წვენები არ ითვლება smile.gif

არაფერიც, 2 ლიტრამდე სითხეში ეგენიც ითვლება, ტორემ გასკდები 2 ლ პლუს ეგენიც რომ მიიღო baby.gif
* * *
QUOTE (forever`s_NEVER @ 17 Dec 2004, 19:23 )
QUOTE
მე ისე გავიზარდე შეიძლება ითქვას წყალი არც დამილევია!!!!

ვა, მცენარე ხომ არ ხარ ფეხებში გისხამდნენ და ისე გემატებოდეს ასაკი smile.gif smile.gif

ხოდა მიტომაც არ გავიზარდე, როგორც საჭიროა baby.gif

Posted by: Otory 17 Dec 2004, 22:21
webdesign
QUOTE
ხოდა მიტომაც არ გავიზარდე, როგორც საჭიროა

დედაა . . .
შაჭკალი . . . sad.gif
არაუშავს, მთელი ცხოვრება წინ გაქვს - გაიზრდები wink.gif

Posted by: roo 17 Dec 2004, 22:41
1.5

Posted by: vivien 19 Sep 2007, 13:02
გამარჯობათ, მაინტერესებს რამდენი ლიტრი წყალი უნდა მიიღოს ადამიანმა დღე ღამის განმავლობაში და ბევრი წყალი ასუქებს თუ არა?
ყოველთვის სხვადასხვა მოსაზრება მესმის და იქნებ თქვენ მითხრათ ბევრი წყლის სმა სასარგებლოა ორგანიზმისთვის?

Posted by: _SisterofNight_ 19 Sep 2007, 13:52
vivien

მე როგორც ინტერნეტში წამიკითხავს და მომისმენია დღეში 2 ლიტრი წყალი უნდა მიიღოს ყველა მოზრდილმა ადამიანმაო, როგორც ჩანს არ ასუქებს, საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, წყალი ძალიან მიყვარს და ძალიან ბევრს ვსვავდი ყოველთვის და წონის პრობლემა არასდროს არ მაწუხებდა, სასურველია რო ჭამის დროს არ სვა ოღონდ, ჭამამდე ან ჭამის მერეა კარგი.

Posted by: margusha 19 Sep 2007, 13:59
vivien

არ ასუქებს უბრალოდ თუ ბევრ წყალს სვამ მარიალიან საკვებს უნდა მოერიდო რომ წყალი არ შეკავდეს ორგანიზმში.
ჭამის დროს და ჭამის შემდეგ წყლის მიყოლება არ შეიძლება, საჭმლის გადამუშავებას აფერხებს. წყალი უნდა დალიო ჭამამდე ან ნახევარი საათით ადრე ან ჭამის მერე ორი საათის შემდეგ.

Posted by: vivien 19 Sep 2007, 15:20
_SisterofNight_
margusha
მადლობთ გამოხმაურებისთვის
საღამოს ვცდილობ რომ საჭმელი არ ვჭამო და შიმშილის გრძნობის მოსაკლავად ვსვამ წყალს მგონი ცუდი არაა ხო?

Posted by: _SisterofNight_ 19 Sep 2007, 15:31
vivien

შეგიძლია უშაქრო ჩაი დალიო თაფლით ვთქვათ არ ასუქებს, ჩაის და თაფლის ცნობილი დიეტაც ვიცი, ჩემი თანამშრომელი იჯდა, ან ყველაზე კარგია მწვანე ჩაის თუ დალევ თან ახდუნებს smile.gif

Posted by: vivien 19 Sep 2007, 15:45
_SisterofNight_
აუ ჩაის ატანა არ მაქვს და აი მწვანე ჩაი არ ვიცი შეიძლება მომეწონოს, ნუ დამზარდები და მითხარი ერთი მაგ ჩაის დიეტა.
ხო ეხლა თაფლზე გამახსენდა, ამ ბოლო დროს თაფლს, რომ ვხედავ მაკანკალებს ისე მინდა ჭამა, არადა არ მიყვარდა აქამდე და ხომ კარგად ვარ ნეტა? smile.gif თაფლი ასუქებს?

Posted by: margusha 19 Sep 2007, 16:03
vivien

ჩაის ატანა თუ არ გაქვს მით უმეტეს მწვანე ჩაის ვერ აიტან. მე გასწავლი მაგარ რაღაცას, ქსენიკალის ეფექტი აქვთ ორივეს. ერთი კილო ნიახური გაატარე ხორცსაკეპში ან ჩოფერში და დაასხი ნახევარი ლიტრა თაფლი და ყველა ჭამის წინ ერთი სუფრის კოვზი მიიღე, და მეორე ერთი ცალი ანანასი დაჭერი წვრილად და დაასხი ორასი გრამი სპირტი ათი დღე შეინახე გრილ და ბნელ ადგილას თავდახურული. ათი დღის მერე ყველა ჭამის წინ ერთ სუფრის კოვზს მიიღებ. ეგეც შენი ქსენიკალი.

Posted by: vivien 19 Sep 2007, 16:14
margusha
უფ გაიხარე ანანასმა მომიხიბლა

Posted by: BaBajanka 19 Sep 2007, 16:40
წყლის შესახებ ამას წინათ გადაცემაში მოვისმინე:

თუ უზმოზე ერთ ჭიქა წყალს მიიღებთო (რა თქმა უნდა, ისეთს არა, ფეკალური მასები რომ ერევა და ჭია-ღუები მოყვება, ჯასაღ წყალზეა საუბარი) დამლაგებლის ფუნქცია აქვსო, ანუ გამოავს ორგანიზმში ღამით დაგროვილი ხარახურაო
და ამასთანავე მაღვიძარას ფუნქცია აქვსო, სხვადასხვა ორგანოებს აღვიძებს და ახალი დღისთვის მუშაობას აწყებინებსო.

კიდევ: ერთხელ რომ ადუღდება წყალი, მეორეჯერ აღარ უნდა წამოვადუღოთ და ჩაი იმით არ დავამზადოთ, მეორედ ადუღებით
მძიმე წყალს მივიღებთო.

უმჯობესია თუ წყალს შევინახავთ ვერცხლის ჭურჭელშიო.

კიდევ ბევრი ითქვა და იქაც თქვეს, რა ჩამოთვლის იმდენი ფუნქცია აქვსო

Posted by: killer 19 Sep 2007, 16:55
QUOTE
თუ უზმოზე ერთ ჭიქა წყალს მიიღებთო (რა თქმა უნდა, ისეთს არა, ფეკალური მასები რომ ერევა და ჭია-ღუები მოყვება, ჯასაღ წყალზეა საუბარი) დამლაგებლის ფუნქცია აქვსო, ანუ გამოავს ორგანიზმში ღამით დაგროვილი ხარახურაო

ბოლო 15 წელია ყოველ დილას (თითქმის) 1 ჭიქა ნადგამი წყლით ვიწყებ. ძალიან კარგია მართლა

Posted by: tat 19 Sep 2007, 17:35
BaBajanka
QUOTE
უმჯობესია თუ წყალს შევინახავთ ვერცხლის ჭურჭელშიო.

ნუ ეს სად ვიშოვო?sad.gif

ზემოთ ვიკიტხე მარა.....მაინტერესებს რამდენად სანდოა ეს გასაყიდი წყლები-ბაკურიანი, ბახმარო და სხვა...........იგივე წყალია ხომ არაა- ონკანთან დგანან და ასხამენ ბოთლებში?

Posted by: margusha 19 Sep 2007, 17:37
tat

ვერცხლის კოვზის ჩაგდება საკმარისია. რაჭის წყლები ვიცი რომ სანდოა.

Posted by: tlg 19 Sep 2007, 17:40
killer
QUOTE
ბოლო 15 წელია ყოველ დილას (თითქმის) 1 ჭიქა ნადგამი წყლით ვიწყებ. ძალიან კარგია მართლა


ბოლო ერთი თვეა ყოველდილას ვსვავ თაფლიან წყალს. მართლა მაგარია.

Posted by: tat 19 Sep 2007, 17:41
margusha
ანუ ტყუილად ვიხარჯები და კრანის წყალი ცავასხა გრაფინში და ვდურთო ვერცხლის რაც რამ გამაჩნია სახლში?smile.gif
QUOTE
რაჭის წყლები ვიცი რომ სანდოა.

spy.gif
სეხნია როგორაა? გაიზარდა? დადე რა სურათი!

Posted by: margusha 19 Sep 2007, 17:43
tat

ერთი კოვზი საკმარისია.

პმ-ში გამოვუშვებ, გოჭივითაა smile.gif

Posted by: mtvareuli 19 Sep 2007, 20:14
ჩვეულებრივ, ონკანის წყალთან შედარებით, სასარგებლოა ყინულის დნობის შედეგად მიღებული წყალი.... yes.gif

Posted by: mond 19 Sep 2007, 21:55
წყალი კარგია smile.gif როგორც დასალევად ისე საცურაოდ smile.gif სასარგებლოა :smile.gif

Posted by: killer 20 Sep 2007, 11:00
tlg
QUOTE
ბოლო ერთი თვეა ყოველდილას ვსვავ თაფლიან წყალს. მართლა მაგარია.

ფრთხილად კუჭზე.
smile.gif


რამოდენიმესგან ვიცი, რომ პრობლემები შეექმნა.

Posted by: Ia-forumze 20 Sep 2007, 11:24
vivien
QUOTE
აუ ჩაის ატანა არ მაქვს და აი მწვანე ჩაი არ ვიცი შეიძლება მომეწონოს


ცადე "გრინ ფილდის" მწვანე ჩაი, ჟასმინის არომატით არის და გემრიელია ძალიან, სხვას ვერც მე ვსვავდი.



რაც შეეხება წყალს საჭმელს არ მიაყოლო, თუ დიეტა გინდა ჭამამდე დალიე, კუჭსაცა მოგივსებს და ნაკლებს შეჭამ
ეგრე არ გაგასუქებს და რაც უფრო მეტ წყალს დალევ მით უფრო ნაკლები მარილიანი საკვები მიირთვი,
რომ არ შეკავდეს ორგანიზმში წყალი smile.gif

Posted by: _SisterofNight_ 20 Sep 2007, 11:45
რა მაინტერესებს მწვანე ჩაი ორსულებისთვის მიზანშეწონილია თუ იცით? მთელი 7 თვეა არ დამილევია....

Posted by: Ia-forumze 20 Sep 2007, 11:47
_SisterofNight_
QUOTE
რა მაინტერესებს მწვანე ჩაი ორსულებისთვის მიზანშეწონილია თუ იცით? მთელი 7 თვეა არ დამილევია....



შენ ექიმს კითხე ალბათ აჯობებს smile.gif


პირადად ჩემი ნათესავი სვამდა smile.gif რავი აბა

Posted by: margusha 20 Sep 2007, 12:14
_SisterofNight_

მე ვიცი რომ სასარგებლოა ბავშვის განვითარებისთვის, იმიტომ რომ სპილენძს შეიცავს.

Posted by: tlg 20 Sep 2007, 12:31
killer
QUOTE
რამოდენიმესგან ვიცი, რომ პრობლემები შეექმნა.


რა სისულელეა. თაფლმა პრობლემები როგორ უნდა შექმნას? თუ ალერგიული ხარ, ეგ სხვაა.

Posted by: Kakha 20 Sep 2007, 14:16
თაფლისაგან პრობლემა მეც პირველად გავიგე, უცნაურია ძალიან, თვითონ გააკეთეს ესეთი დასკვნა თუ გამოკვლევის შედეგად დადგინდა რომ სწორედ თაფლის გამო შეექმნათ პრობლემები?

Posted by: tat 20 Sep 2007, 17:03
margusha
_SisterofNight_
მე კი დაბალწნევიანი ვარ საერთოდ(წიტელი ღვინო ფორევერ!) და მიტხრეს რომ ორსულობში მოვერიდო იმიტომ რომ წნევას აგდებს-ო-მარა ყველაფრისმცოდნე დეიდებმა მიტხრესsmile.gif

Posted by: coco chanel 21 Sep 2007, 00:12
killer
თაფლიანი წყალი არ ვიცი მაგრამ დღეს დილით დამდგარი წყალი დავლიე ერთი ჭიქა და მთელი დღე კუჭი მტკიოდა შეიძლება ამის ბრალი იყოს?

Posted by: Appo 21 Sep 2007, 01:15
ესე იგი რა მოვსინჯე რა მომეწონა ან არ მომეწონა , ნუ გემოთი რა თქმა უნდა, აბა მე ქიმიურ ანალიზს ვერ ჩავუტარებდიbiggrin.gif და ცუდადაც არ უმოქმედია არცერთს:
ბორჯომის წყალი(უგაზო) - მომეწონა
ბახმარო - კრანში უფრო გემრიელია გავიფიქრე biggrin.gif
ბონაქუა - ბევრი არაფერი ხელოვნური ვარიანტია რა
რაჭა - მომეწონა რატომღაც
ბაკურიანი - მომეწონა მაგრამ რაღაც მომეტებული გემო აქქვს ძაან მინერალიზებულია რომელიღაცა მინერალით ეტყობა smile.gif

Posted by: Kakha 21 Sep 2007, 09:17
appocalipce
QUOTE
ბორჯომის წყალი(უგაზო) - მომეწონა

წყაროს წყალზე იძახი? მაშინ ეგ იგივეა რაც
QUOTE
ბაკურიანი

5 ლიტრიანში რომაა.

Posted by: Appo 21 Sep 2007, 13:35
Kakha
არაა იგივე 1 ლიტრიანებში რომაა იმაზე ვიძახი, 5-იანიდან არ გამისინჯია

Posted by: BaBajanka 21 Sep 2007, 13:55
tat
QUOTE
მე კი დაბალწნევიანი ვარ საერთოდ(წიტელი ღვინო ფორევერ!) და მიტხრეს რომ ორსულობში მოვერიდო იმიტომ რომ წნევას აგდებს-ო-მარა ყველაფრისმცოდნე დეიდებმა მიტხრეს



მეც იგივე მითXრეს, ძაან მიყვარს მწვანე ჩაი, ახლა ცოტა ამეწია წნევები და ისევ შევჯექი.
ს ჯასმინომ!

Posted by: _SisterofNight_ 21 Sep 2007, 14:02
BaBajanka

LOL ძაან საყვარელი ხარ, ვგიჟდები შენ პოსტებზე, მაგრად ვხალისობ smile.gif მე იჟოგა მკლავს და ეხლა ლიკანი ვიყიდე გაზგასულს ვსვავ...

Posted by: Kakha 21 Sep 2007, 14:08
appocalipce
QUOTE
არაა იგივე 1 ლიტრიანებში რომაა იმაზე ვიძახი, 5-იანიდან არ გამისინჯია

თუ არ გაგისინჯია რა იცი რომ ერთი და იგივე არაა? wink.gif
აი მე კი გეტყვი რომ არა თუ გამისინჯია, არამედ ლაბორატორიაშიც ვყოფილვარ, ქარხანაშიც ვყოფილვარ და დანამდვილებით გეტყვი - ბორჯომის წყაროს წყალი, ნახევარლიტრიანი, ლიტრნახევრიან და 5 ლიტრიანი აბსოლიტურად ერთი და იგვე წყაროდან ისხმება, ერთი და იგვე ტექნოლოგიით smile.gif მათი შემცველობა აბსოლიტურად იდენტურია yes.gif

Posted by: Summer 21 Sep 2007, 14:11
თაფლი საერთოდ ძლიერი ალერგენია და ერთადერთი პრობლემა ალერგია იქნება smile.gif როგორც ვიცი დიეტის დროს კაია გაყინული წყლის გალღობა და მაგის დალევა. smile.gif

Posted by: Appo 21 Sep 2007, 14:17
QUOTE (Kakha @ 21 Sep 2007, 14:08 )
appocalipce
QUOTE
არაა იგივე 1 ლიტრიანებში რომაა იმაზე ვიძახი, 5-იანიდან არ გამისინჯია

თუ არ გაგისინჯია რა იცი რომ ერთი და იგივე არაა? wink.gif
აი მე კი გეტყვი რომ არა თუ გამისინჯია, არამედ ლაბორატორიაშიც ვყოფილვარ, ქარხანაშიც ვყოფილვარ და დანამდვილებით გეტყვი - ბორჯომის წყაროს წყალი, ნახევარლიტრიანი, ლიტრნახევრიან და 5 ლიტრიანი აბსოლიტურად ერთი და იგვე წყაროდან ისხმება, ერთი და იგვე ტექნოლოგიით smile.gif მათი შემცველობა აბსოლიტურად იდენტურია yes.gif

მერე მე ბაკურიანზე ვთქვი რომელიც ბორჯომის 1 ლიტრიანისგან განსხვავდება გემოტი და

ისე საინტერესოა შენ თუ მაგათ ლაბორატორიაში ყოფილხარ გეცოდინება წყლებზე ბევრი რამე(ჩემზემაინც) ხო და რომელი წყალია უფრო მეტად სასრგებლო მინარალებით შევსებული ?

Posted by: BaBajanka 21 Sep 2007, 14:55
სად თაფლი, სად წყალი, მაგრამ თაფლზე ბიძაჩემს უთხრეს, მოერიდეო, კუჭის პრობლემები აქვს და მართლა ძალიან უღიზიანებს.

_SisterofNight_

ლიკანი ძაან მომწონს, მაგრამ ახლა რატომღაც ნაბეღლავზე შემაერთეს.

Posted by: _SisterofNight_ 21 Sep 2007, 15:05
BaBajanka

kissssss ძაან საყვარელი ხარ smile.gif

Posted by: BaBajanka 21 Sep 2007, 15:12
_SisterofNight_

შენცცცც 2kiss.gif

Posted by: unknown lady 21 Sep 2007, 16:05
QUOTE
სად თაფლი, სად წყალი, მაგრამ თაფლზე ბიძაჩემს უთხრეს, მოერიდეო, კუჭის პრობლემები აქვს და მართლა ძალიან უღიზიანებს.




rolleyes.gif
არადა წყლულს თაფლით მკურნალობენ

Posted by: tlg 21 Sep 2007, 17:02
tat
QUOTE
მე კი დაბალწნევიანი ვარ საერთოდ(წიტელი ღვინო ფორევერ!) და მიტხრეს რომ ორსულობში მოვერიდო იმიტომ რომ წნევას აგდებს-ო-


რას გულისხმობ? მაღლა ადის წნევა თU დაბლა? მეც დაბალწნევიანი მაქვს და არვიცი როგორ ვარეგულირო.

Posted by: Kakha 21 Sep 2007, 18:07
appocalipce
QUOTE
მერე მე ბაკურიანზე ვთქვი რომელიც ბორჯომის 1 ლიტრიანისგან განსხვავდება გემოტი და

მაგას გეუბნები მე რომ ბაკურიანი რომელსაც აწერია იგივეა რაც 1 ლიტრიანებში,
მოკლედ ბორჯომი უშვებს 4 ტიპის წყალს
ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური ლაითი
წყაროს წყალი (ბაკურიანი 0.33/1.5/5ლ/20ლ)
ლიკანი

აი რომელია კარგი მაგას ვერ გეტყვი, მაგი ექმიმმა უნდა გითხრას გამომდინარე შენი ორგანიზმის მდგომარეობიდან. თავად ბოთლებს აწერია შემცველობა და რაც არ აწერია არცაა იქ, ამიტომ არ დაუჯეროთ მითებს ფტორზე და სხვა რაღაცეებზე smile.gif

Posted by: BaBajanka 21 Sep 2007, 20:23
unknown lady
QUOTE
არადა წყლულს თაფლით მკურნალობენ



წყლული მგონი არ აქვს, ზუსტად არ ვიცი რა აქვს, მაგრამ კუჭზე აქვს პრობლემა. მწვანილებსაც ვერ ჭამს.
თაფლზე გიჟდება და მაინც ეპარება ცოტას, როგორც კი შეჭამს, ცუდადაა, იცის წინასწარ,მაგრამ მაზოხისტია ცოტა თან biggrin.gif

Posted by: mtvareuli 22 Sep 2007, 02:43
წყალზეა აქ ლაპარაკი თუ თაფლზე? rolleyes.gif


Posted by: snis 2 Dec 2019, 01:23
არაფრის გემო არ აქვს და ამ დროს ყველაზე გემრიელი სასმელია!

Posted by: metofe 2 Dec 2019, 09:48
წყალი 5 წელია არ დამილევია, ნაბეღლავს ვსვამ მის მაგივრად


Posted by: snis 2 Dec 2019, 12:15
დღე არ გავა წყალი არ დავლიო ისე მიყვარს.
მინდა არ მინდა ორ ლიტრამდე თავისით ადის.

Posted by: Ersoy 2 Dec 2019, 12:25
წყალი არამგონია კაი იყოს შესწავლა უნდა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)