Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > ❤ ინ ვიტრო განაყოფიერება XXXII ❤


Posted by: ANAANI123 27 Jul 2022, 17:48
გოგოებო იმედია სწორად ვაკეთებ ყველაფერს ❤️ ბედნიერ ხელზე გამეხსნას ეს თემა, ძალიან მალე ყველას დადებითი შედეგები მოგველოცის, დიდხანს ნუ ალოდინებთ გაყინულ ბარტყებს, უდიდესი წარმატება ყველა აქაურ გოგოებს ❤️

* * *
წინა თემის ლინკი

https://forum.ge/?f=97&showtopic=35239754&st=1710
* * *
user posted image


❤️❤️❤️❤️

Posted by: Freni_99 27 Jul 2022, 18:04
რა მშვენიერი თემაა ^^
ერთბავშვიანებიც მიგვიღეთ, რაა :დ
მოკლედ, აგვისტო-სექტემბერი დიდი ჟრიამული გველის <3
მადლობა, ანა, როგორ ხართ თქვენ? <3

Posted by: KristiK 27 Jul 2022, 18:06
bis.gif jump.gif love.gif tuk.gif pray.gif

Posted by: Iceicebaby 27 Jul 2022, 18:24
გილოცავთ! ყველას დადებითი ხეგეები, ტესტები, მშვიდობიანი 9 თვე ჯანმრთელი ბაიებით <3

Posted by: ANAANI123 27 Jul 2022, 18:27
Freni_99
ერთიანი რანაირად ხარ ამდენი ბარტყი გელოდება თან ორორად გაყინული :დ მაგრამ ერთიანები ორიანები სამიანები ყველას მივესალმებით. მე კარგად ვარ რავიცი ხან მუცელი მწიწკნის და ცუდი ფიქრები მიტევს მაგრამ რას ვიზამთ ვერევი თავს :დ აბა ეხლა თვე არ ჩააგდოთ და არ დაიწყოთ აგვისტოში ვისვენებ და ასე შემდეგ ყველა უნდა მიყვეთ ერთმანეთს რიგში ❤️❤️❤️

Posted by: Freni_99 27 Jul 2022, 18:37
ANAANI123
ნწ, ჯერ თითო-თითოდ უნდა დავიწყო, ორი მყავს ეგეთი )))
ჰო, არა, არ ჩავაგდებინებ, ჩემი სია გაწერილი მაქვს უკვე გონებაში, ვინ ვის მერე იქნება :დ
მუცლის წიწკვნა კაი რამეა, ეცადე, სულ კარგებზე იფიქრო <3

Posted by: TUNA-TATUNA 27 Jul 2022, 19:05
რა მშვენიერი თემის გახსნა გვაქვს, ბაიებიც ულამაზესი baby.gif baby.gif love.gif love.gif
.ANAANI123 ბედნიერ ხელზე გაგეხსნას და ყველა ბედნიერები ვყოფილიყავით ჩვენს ბაიებთან ერთად smile.gif

Posted by: adeline 27 Jul 2022, 19:26
ყველას წარმატებები ახალ თემაში love.gif

Posted by: TUNA-TATUNA 27 Jul 2022, 19:27
გოგოებო ყველას გამოცდილება მჭირდება.
რეგულონის მიღების შეწყვეტიდან ვის რამდენ ხანში მოგდიოდათ ციკლი? და რამდენ აბს სვავდით, მე 18 ცალი დავლიე ამ ციკლში.

Posted by: pokahondas 27 Jul 2022, 19:29
TUNA-TATUNA
3 ან 4 დღეში მე. 10 და 16 დღე მაქ ნასვამი
* * *
გოგოებო ყველას წარმატებები და ბედნიერი გადატანები თუ ასპირაციები ❤❤❤ იმედია მალე შემოვუერთდები ტყუპჩიკების კლუბს ❤❤❤

Posted by: TUNA-TATUNA 27 Jul 2022, 19:31
pokahondas
მადლობა smile.gif
ნეტავ ყველას ეგრე მოსდის?

Posted by: ნინო333 27 Jul 2022, 20:56
ბედნიერება მოეტანოს ახალ თემას ჩვენთვის ❤
* * *
TUNA-TATUNA
2-3 დღის მერე,უფრო 2 დღეში ჩემს შემთხვევაში.

Posted by: KristiK 27 Jul 2022, 21:57
QUOTE (TUNA-TATUNA @ 27 Jul 2022, 19:27 )
გოგოებო ყველას გამოცდილება მჭირდება.
რეგულონის მიღების შეწყვეტიდან ვის რამდენ ხანში მოგდიოდათ ციკლი? და რამდენ აბს სვავდით, მე 18 ცალი დავლიე ამ ციკლში.

მე ერთხელ სულ 8 დღე დამჭირდა, ერთხელ 18. 3-4 დღეში მომივიდა. როგორც წესი 5-7 დღეში უნდა წამოვიდეს მაქს.

Posted by: Freni_99 28 Jul 2022, 00:46
TUNA-TATUNA
31-ში მოგივა ^^ ასე მიგრძნობს გული :დ

Posted by: ივლისი 28 Jul 2022, 10:01
გილოცავთ გოგონებო ახალ თემას. ბარაქიანი ყოფილიყოს kiss.gif

გადატანების სერია იწყება


მაგდალეა სად დაგვეკარგა ?

Posted by: ნინო333 28 Jul 2022, 11:00
გოგოებო დილა მშვიდობისა. რა მაინტერესებს, ოქსაპარს ვიკეთებ გამათხელებელს და ძალიან ბევრი ჰაერი აქვს ნემსში, ხოდა გაკეთების წინ ჰაერს ვუშვებთ თუ როგორაა თუ იცით? სულ ვუშვებ და მგონი არასწორად ვაკეთებ sad.gif ვერ ვისწავლე მაგ ნემსის გაკეთება და კიდევ პირდაპირ უნდა მეჭიროს თუ ოდნავ გადახრილი? ექიმისგან ვინც იცით ზუსტად აბა ინფორმაცია.

Posted by: Gretag 28 Jul 2022, 11:12
ნინო333
კი უნდა გამოუშვა ჰაერი. წვერით ზემოთ დაიჭირე და ზემოთ ამოვლენ ბუშტუკები, თითითაც მიუკაკუნე და გამოუშვი ჰაერი. მე პირდაპირ მეჭირა, ერთი ხელით ამოვწევდი ხორცს და დავარჭობდი პირდაპირ.
* * *
TUNA-TATUNA
31 კარგი რიცხვია smile.gif <3 ჩემთანაც ხანდახან დიდი ხანი დასჭირდა ხოლმე, 5-6 დღე. მოვა, სად წავა :*

Posted by: adeline 28 Jul 2022, 11:49
ნინო333
მზა შპრიცზე წაკითხული მაქვს, რომ არ ჭირდება ჰაერის გამოშვება.
ოქსაპარს სად ყიდულობ და რა ფასად?

Posted by: ნინო333 28 Jul 2022, 12:10
Gretag
მადლობა, ჰაერს რომ ვუშვებ და ვიკეთებ,მერე რჩება ორი სამი წვეთი ნემსში და გული მისკდება დოზას ხო არ ვიკლებ მეთქი,ანუ ეგ 2 წვეთი არაუშავს ხო? პირდაპირ ვიკეთებდი აქამდე და თითქოს არაა სწორიო დაწერეს ჯგუფებში, მერე ოდნავ გადავხარე. ხორცს კი მეც მასე ვაკეთებ. გამაწამა ამ ნემსმა რა, ვერ გავიგე როგორაა გაკეთების სწორი ფორმა.
* * *
adeline
ლუიზასთან ვიყიდე 10 ლარად 0.4-იანი. კი მეც მასე ვიცი,მაგრამ ფრაქსიპარინს ვიკეთებდი აქამდე და ასე ამდენი ჰაერი არ ქონდა, ამას რაც სითხეა შიგნით,იმხელა ჰაერი აქვს და ეს ჰაერი სად მიდის რომ არ გამოვუშვა?

Posted by: Gretag 28 Jul 2022, 12:18
ნინო333

ორივენაირად შეგიძლია გაკეთება. ამბობენ დახრილია წესი და რიგიო, მაგრამ სწორადაც შეიძლებაო. მე სულ სეორად ვიკეთებდი. ის 2-3 წვეთი არაფერი :* ჩემსასაც ჰქონდა ჰაერის ბუშტუკები და სულ ვუშვებდი

Posted by: ივლისი 28 Jul 2022, 12:18
ნინო333
მეც ლუიზასთან ვყიდულობდი ოქსაპარს 0.4იანს , ჯერ 12 ლარად, მერე 10-ად.
არაფერ ჰაერს არ ვუშვებდი, პირდაპირ სწორად ვირჭობდი ნემსს და ბოლომდე ვაწვებოდი რაც იყო. ნემსის ამოღების მერე ზოგჯერ 1-2 წვეთი უკან ამოდიოდა კანიდან.
დალურჯებები მქონდა ოღონდ საკმაოდ. მერე მალე გადავიდა რომ მოვრჩი ნემსებს.

Posted by: ნინო333 28 Jul 2022, 12:36
Gretag
ოკ,მაშინ თუ სულ ერთია როგორც მომეხერხება ხოლმე ისე გავიკეთებ და მერე ეგება თამარს ვკითხო. მადლობა დიდი ❤
* * *
ივლისი
ხო ამჯერად ქონდა 10 ლარად რა ვიცი, 12 ლარად მგონი 0.6 იანები აქვს. დალურჯებები ნუღა იტყვი,გამიშავდა მუცელი sad.gif კი, ორი წვეთი ამოდის ხოლმე მასე. მადლობა მოკლედ გოგოებო ❤

Posted by: TUNA-TATUNA 28 Jul 2022, 12:39
Gretag
QUOTE
31 კარგი რიცხვია  <3 ჩემთანაც ხანდახან დიდი ხანი დასჭირდა ხოლმე, 5-6 დღე. მოვა, სად წავა :*

მე მაწყობს 30 და 31, ექიმსაც ძალიან, რადგან მერე შვებულება აქვს, მასაც და ემბრიოლოგებსაც. (ჩემს შემთხვევაში სულ ასე ხდება, სულ ვიღაც გადის შვებულებაში smile.gif)))
არც ძალიან ადრე მოსვლა არ მაწყობს, თუმცა რას ვიზამ რაც არის ეგ არის.

* * *
ნინო333
ნინ მრავალი ვარიანტი არსებობს გაკეთების, ყველა დასაშვებია, მეც დახრილად და ამოწევით ვიკეთებდი და ექიმმა მირჩია დახრის გარეშე პირდაპირ დაირჭეო.
მართლაც ეხლა ასე ვიკეთებ და მომწონსsmile.gif
გადატანამდე რამდენი დღით ადრე გაქვს დანიშნული ოქსიპარინი?

Posted by: a-liza 28 Jul 2022, 13:00
ახალი თემაც გაგიხსნიათ :* წარმატებები თითოეულს, ძალიან მალე ბედნიერი დედობა მომელოცოს ყველასთვის love.gif

Posted by: soof05 28 Jul 2022, 14:47
გოგოებო ლუიზასთან როგორ მოვხვდე სადაა ტერიტორიულად რომ მივიდე? გამითავდა თურქეთიდან ჩამოტანილები და ამ პსპ კლექსანმა გამყიდა
* * *
გილოცავთ ახალ თემას, როგორც მე გამახარა ჩემმა
წერტილმა იგივე გამოგრცადოთ ყველას
* * *
გთხოვთ რადიოლოგი მირჩიეთ საუკეთესო თუ იცით, მათითაშვილის შარიქაძეს და ტატიშვილის გარდა, სამივრ შვებულებაშია აგვისტოში და ნაოჭზე ვარ მისასვლელი sad.gif

Posted by: Liza12 28 Jul 2022, 15:01
soof05
პასაჟის მოპირდაპირედ შოკოლადები იყიდება და მანდვეა იკითხე იმედი ფარმა.
soof05
უმაგრესია სპარტაკ გელაშვილი,საბახტარაშვილში არქანია,ლიდერმედში შოვნაძე. როდის გიწევს ნაოჭზე?

Posted by: Iceicebaby 28 Jul 2022, 15:21
Gretag
მე ქეთის შვებულება მემთხვევა მგონი ციკლის პირველ პერიოდში (გადატანის თვეში) მომეშალა ნერვები sad.gif

უნდა მივიდე იქით კვირას და დავგეგმოთ, რა როგორ.

პირველ პერიოდში რომ არ იქნება, რამდენად ცუდია ეგ? ანუ პროცედურულად მის ნაცვლად შესაძლებელია სხვაც იყოს ჰო? ანუ ნატოსთან რო ვიარო ექოზე, არ მაქვს პრობლემა.

მთავარია გადატანის პერიოდში იყოს.

Posted by: soof05 28 Jul 2022, 15:40
Liza12
11 აგვისტოდან 18 მდე უნდა მივიდე

Posted by: TUNA-TATUNA 28 Jul 2022, 15:51
soof05

ლიდერმედში შონვაძე მართლა ძალიან მომწონს, მაგრამ რამდენადაა ისევ ლიდერმედში ეგაა საქმე, ან შვებულებაში ხომ არ არის.სპარტაკს მართლა ძალიან აქებენsmile.gif

Posted by: soof05 28 Jul 2022, 16:05
user posted image


ეს საშიშია sad.gif
* * *
user posted image

ეს საშიშია?

Posted by: Mia20 28 Jul 2022, 16:10
soof05
რამდენადაც ვიცი გადატანილს ნიშნავს G ფორმა და საშიში აღარ არის))

Posted by: soof05 28 Jul 2022, 16:12
Mia20
შენ გაიხარე
* * *
სანამ ექიმი დამირეკავს გავთავდი

Posted by: Freni_99 28 Jul 2022, 16:26
soof05
ანუ უკვე გადატანილი გაქვს და იმუნიტეტი გამომუშავებული გაქვს, სანერვიულო არაფერია :*

Posted by: ნინო333 28 Jul 2022, 16:34
TUNA-TATUNA
მე თამართან რომ ვიყავი,ხვალიდანვე დაიწყეო მითხრა, 1 კვირით ადრე გამოვიდა დაწყება ფაქტიურად.ცოტა ადრეც შეიძლებოდა,მაგრამ მე გვიან მივედი ჰემატოლოგთან. ისე ქეთიმ 4-5 დღით ადრე დაიწყეო მითხრა. გადახრილი რომ გავიკეთე უფრო გაიწოვა და პირდაპირ დაგროვდა სიმაგრეები რავიცი.

Posted by: TUNA-TATUNA 28 Jul 2022, 16:55
გოგოებო ანტისხეულებზე რომ ანალიზს იკეთებთ, რა ქვია მაგ ანალიზს და სად იკეთებთ?

მე ადრე გავიკეთე კორონა ანტისხეულებზე ტესტი აცრების მერე, და ამ ანტისხეულებს რა ქვია?

Posted by: ნინო333 28 Jul 2022, 17:01
TUNA-TATUNA
შენ პლაზმაფერეზი მოგიხდება მაშინ,ზუსტად მაგისთვისაა კარგი. ანტისხეულები რომაა ორგანიზმში და უარყოფით რეზუსზეც ეფექტურიაო იმ ქალმა.

Posted by: TUNA-TATUNA 28 Jul 2022, 17:08
ნინო333
ნინ ეგ პროცედურა თამარმა დაგინიშნა თუ ქეთიმ?
* * *
soof05
სოფ ეგ ანალიზი რამდენ კვირაზე გაიკეთე?

Posted by: ნინო333 28 Jul 2022, 18:58
TUNA-TATUNA
პლაზმაფერეზი მე მოვიძიე ზოგადად და რომ შევთავაზე ქეთი დამთანხმდა. თამარმა მითხრა შენ შემთხვევაში არა მგონია აზრი ქონდესო,მაგრამ ცადეო. როცა ანტისხეულები გაქვს ბევრი,ან უარყოფითი ხარ, ან რაიმე მიზეზით ნაყოფს ებრძვის ორგანიზმი მაშინაა კარგიო და არ ვიცი რატო მითხრა ასე თამარმა. მე მაინც ვიკეთებ საკუთარი ინიციატივით,არ მავნებს ყოველ შემთხვევაში.გაურკვეველი მიზეზით მოშლებზე კარგია ეს როგორც ვიცი და მაგიტომ ვიკეთებ. ისედაც სისხლი იწმინდება და რატომ უნდა მავნოს

Posted by: compte.paris75 28 Jul 2022, 19:45
QUOTE (soof05 @ 28 Jul 2022, 14:47 )
გოგოებო ლუიზასთან როგორ მოვხვდე სადაა ტერიტორიულად რომ მივიდე? გამითავდა თურქეთიდან ჩამოტანილები და ამ პსპ კლექსანმა გამყიდა...

599226118 ლუიზა და სოფო იმედი ფარმაში
დაურეკე აბა იქნება ქონდეს

Posted by: a-liza 28 Jul 2022, 20:05
ამ წუთას ამომიგდო ფეისბუქზე,იქნებ გამოგადგეთ
* * *
https://www.facebook.com/groups/897126767859587/permalink/1068748534030742/

Posted by: soof05 28 Jul 2022, 21:04
TUNA-TATUNA
10 კვირაზე

Posted by: adeline 28 Jul 2022, 21:25
Iceicebaby
ნატო მოგამზადებს იდეალურად. არავითარი პრობლემა არაა ეგ. დაჟე ჩემს ახლობელს ნატომ გადაუტანა ქეთის რომ კოვიდი ჰქონდა და კია ახლა ორსულად. მაგაზე ნუ დარდობ

Posted by: Iceicebaby 28 Jul 2022, 22:24
adeline
მადლობა, როგორ სულ მამშვიდებ <3

კი, ნატო მეც ძაან მომწონს, მარა გადატანა მინდა ქეთისგან, მე ჰო მაგის "ხელისაც" მჯერა )))

ჰოდა იმედია დაბრუნდება მაგ დროისთვის.

Posted by: adeline 28 Jul 2022, 23:20
Iceicebaby
როდის გადის შვებულებაში?

Posted by: Iceicebaby 28 Jul 2022, 23:21
adeline
13 აგვისტოდან

.....

Posted by: TUNA-TATUNA 28 Jul 2022, 23:21
soof05
სოფ რა გითხრა ექიმმა ანალიზის პასუხზე? ხომ გადატანილ ვირუსს ნიშნავს ის მაღალი?

Posted by: Gretag 29 Jul 2022, 01:11
Iceicebaby

აუჰ გადაიდო ანუ ჩემი სტიმულაციაც. კაკრას 15-16-დან მომიწევს ალბათ დაეც ქეთი მინდა.

Posted by: KristiK 29 Jul 2022, 09:29
მგონი ყველას გადაგვედო სექტემბრამდე )) დავასვენოთ ექიმები და სექტემბერს შევუდგეთ საქმეს )) <3

Posted by: TUNA-TATUNA 29 Jul 2022, 09:56
KristiK
დილა მშვიდობის, შენი შედეგები რატომ არ გაგვიზიარე?
თუ გაგვიზიარე და მე ვერ ვნახე?
არა თუ არ გინდა ნუ დაწერ, უბრალოდ ველოდი smile.gif
რატომ გადაგედო თამთაც მიდის შვებულებაში?

Posted by: Iceicebaby 29 Jul 2022, 14:19
ხალხნო, გავიკეთე ბ12 და ჰომოცისტეინი (ფოლიუმი აღარ გავიკეთე რახან ვსვამ იზიფოლს, არ იქნება დიდად ინფორმატიული ეგო)

რავიცი წესრიგშია, რას იტყვით?

user posted image

user posted image

Posted by: KristiK 29 Jul 2022, 14:32
QUOTE (TUNA-TATUNA @ 29 Jul 2022, 09:56 )
KristiK
დილა მშვიდობის, შენი შედეგები რატომ არ გაგვიზიარე?
თუ გაგვიზიარე და მე ვერ ვნახე?
არა თუ არ გინდა ნუ დაწერ, უბრალოდ ველოდი smile.gif
რატომ გადაგედო თამთაც მიდის შვებულებაში?

უი, მახსოვდა რომ დავწერე, მაგრამ მოვიწერები კიდეც, 9 ემბრიონჩიკია გაყინული <3
კი, თამთაც გადის შვებულებაში და "მასვენებს" მეც, გუშინ ვიყავი და დამინიშნა კონტრაცეპტივი. როდემდე მომიწევს ჯერ არ ვიცი, 10-ში მივდივარ შემდეგ მონიტორინგზე.
ყველანი მიდიან დასასვენებლად ერთდროულად მგონი smile.gif

Posted by: TUNA-TATUNA 29 Jul 2022, 15:31
KristiK
გილოცავ უმაგრესი შედეგი გაქვს და მალე დედობაც მომელოცოს smile.gif
bis.gif love.gif

Posted by: Freni_99 29 Jul 2022, 15:41
Iceicebaby
მშვენიერი ანალიზებია. ბ12 მეც მინდა ჩავაბარო და გული მისკდება )) კიდე დ ვიტამინი, გამითავდა და ორი კვირაა არ დამილევია, არადა ჩემთვის არ შეიძლება. ხვალვე ვიყიდი )) შემეშინდა ეხლა :დ

Posted by: ნინო333 29 Jul 2022, 15:54
გამარჯობა გოგოებო,მოკლედ გადავისკუპე ჩემი წერტილი და სადღაც 1 სთ, სთ ნახევრის ორსული ვარ biggrin.gif საუკეთესო ბლასტო გადამისკუპეს ❤

Posted by: Freni_99 29 Jul 2022, 16:01
ნინო333
აუუ ^^ გილოცავთ ორსულობას <3
რამდენ დღეში გითხრეს ტესტი/ხეგე ?

Posted by: ნინო333 29 Jul 2022, 16:03
Freni_99
მადლობა ❤ ტესტი არ უთქვამთ, ხეგე 10 ში,მაგრამ მგონი გვიანია ძალიან და ცოტა ადრე რომ გავიკეთო რამოხდება?
* * *
გოგოებო,ესტროფემს ვაგრძელებ ხეგემდე ხო? იქ კი ვიკითხე მაგრამ არეული ვარ და პასუხი არ მახსოვს.

Posted by: TUNA-TATUNA 29 Jul 2022, 16:08
ნინო333
გილოცავ, ბედნიერი ორსულობა, მეც ორსულად გთვლი და სხვა არ განიხილება smile.gif))
ეგ პატარა ბიჭი მალე იებს მოგართმევს smile.gif

Posted by: Freni_99 29 Jul 2022, 16:12
ნინო333
მგონი 8 დღეში ტესტი შეგიძლია სცადო :*
ესტროფემზე გამოცდილები გეტყვიან

Posted by: ნინო333 29 Jul 2022, 16:16
TUNA-TATUNA
მადლობა,გაიხარე ❤ იმედია და ვნახოთ აბა რა მოხდება
* * *
Freni_99
ხო ტესტის მეშინია და ალბათ ხეგეს ვცდი ეგრევე. ველოდები გამოცდილ გოგოებს ❤

Posted by: Iceicebaby 29 Jul 2022, 16:21
Freni_99
შენ არ გქონდა ეს ანალიზები ნორმაში? თუ რატო გეშინია?

დ ვიტამინი მე შემიწყვიტა ენდოკრინოლოგმა მაისში, ზაფხულში აღარ გინდაო, რადგან 31 მქონდა (ვიღებდი იქამდე 3 თვე, 21 მქონდა)

მარა ქეთის დანიშნულებით მაინც ვაგრძელებ საპროფილაქტიკო დოზას, აქვადეტრიმი ვიყიდე ოღონდ ბოლოს, ამბობენ უკეთ შეიწოვებაო, ჰოდა ვყლაპავ 5-6 წვეთს

ნინო333
მიყვარს ასეთი პოზიტიური განცხადებები smile.gif სულ მგონია, რომ დარწმუნებით ასეც იქნება.
მსუქანა ხეგეს გისურვებ რამდენიმე დღეში ^^



Posted by: adeline 29 Jul 2022, 16:21
ნინო333
გილოცავ და წარმატებები❤️ანალიზი მე-12 დღემდე არ ჩააბარო; ტესტის გაკეთებასაც არ გირჩევ. ახლახანს ჩემს მეგობარს უარყოფითი უჩვენა მერვე დღეს და სამნიშნა ხეგე მოუვიდა. ყველა საიტზე წერია, რომ ტესტები ხშირად აჩვენებს ცრუდადებითს ან ცრუუარყოფითს, რაც სერიოზულად აზიანებს ფსიქიკას. შესაძლოა გიჩვენოს რომ არ ხარ და ამ დროს იყო; სტრესმა კი უარყოფითად იმოქმედოს ორსულობის განვითარებაზე.
ყველა მედიკამენტს აგრძელებ ხეგემდე.

Posted by: ნინო333 29 Jul 2022, 16:31
adeline
დიდი მადლობა ❤ კი ტესტის მეც მეშინია,ყოველთვის მიჩვენებდა,მაგრამ ახლა უცნაურ განწყობაზე ვარ და არ მინდა დავისტრესო წინასწარ.

Posted by: Freni_99 29 Jul 2022, 16:34
Iceicebaby
გოგო, ბ12 მქონდა ქვედა ზღვართან ახლოს, ნუ ნორმაში რადგან იყო, არაფერი დამინიშნა, შევხედოთო. თან რძის ნაწარმს არ ვჭამ და დანამატის გარდა, საიდან მივიღებ.
მაგ დანამატებზე კიდე, გრეტამ თქვა, პოლიპს აჩენსო )) ჰოდა ვარ ასე გაურკვევლად ))

Posted by: ნინო333 29 Jul 2022, 16:44
Freni_99
მე მქომდა ბ12 ვიტამინის დეფიციტი და სოლგარის ბ 12-ს ვსვამდი. შენ შეგიძლია მოიძიო ინტერნეტში და კვებით შეივსო.რადგან ზღვარზეა,მგონი საკვებიც მოერევა. კალმახი, ორაგული, მოხარშული საქონლის ხორცი.

Posted by: ივლისი 29 Jul 2022, 16:45
ნინო333
გილოცავ , გილოცავ მთელი გულით . აბა შენ იცი, მალე გაგვახარებ love.gif

ამ დილით ხეცურიანს ველოდებოდი ექოზე. ქეთი ვნახე შემთხვევით, იანვრის მერე არ მინახავს. ეგრევე მიცნო და ისე გულით მელაპარაკა. მეთქი ბოდიში ვეღარ ამოვედი თქვენთან. აქ დავდივარ ექოებზე სულ. ვიცი ყველაფერიო, პროგრამაში ვხედავო ყველაფერს. biggrin.gif ყველას გვიგვრძნია ალბათ ბევრი პაციენტის გამო დროის და ყურადღების დეფიციტი, მაგრამ როგორ ამბობენ მაინც ყველაფრის საქმის კურსშია და არ შეგეშინდეთ ოსიძის გოგოებო. მნიშნელოვანი მასთან წყდება , არაფერი მის გარეშე.
რაღაც ყური მოვკარი ახალი ესპანელი დავიმატეთო. ემბრიოლოგია თუ ვინაა ნეტავ.

Posted by: ნინო333 29 Jul 2022, 16:47
Iceicebaby
მადლობა, გაიხარე ❤
* * *
ივლისი
მადლობა ❤ ვაიმე რა დროული იყო ეგ განცხადება. არადა ეს დღეები მეჩვენება რომ სათანადო ყურადღებას ვერ მაქცევს მეთქი,ისე კი ეტყობა რომ ყველაფრის საქმის კურსშია. დავმშვიდდი ❤

Posted by: Gretag 29 Jul 2022, 16:49
ნინო333

აბა წარმატებები :* მალე გაგვახარე და მჯერა კარგად იქნება ამჯერად ყველაფერი.

მოკლედ ძაან ვეხვეწე და ვემუდარე ღმერთს აერიდებინა მორიგი ინვიტრო, მაგრამ არ გამოდის და ხვალ მივჩანჩალდები ქეთისთან

Posted by: Freni_99 29 Jul 2022, 16:49
ნინო333
არც ხორცს ვჭამ sleep.gif
სოლგარის ბ12-ს მეც ვსვამდი ადრე ანემიის დროს, იქნებ ცოტა ხანს გამიქაჩოს კიდე მარაგმა და მერე დავლევ. არანაირად არ მაწყობს პოლიპის გამონათება ))

Posted by: Gretag 29 Jul 2022, 16:50
ერთი სულელური კითვა მაქვს, ასპირაციის თვეში ფრეშად გადამიტანს ქეთი ამ პოლიპის ფონზე?
* * *
Freni_99
აუ ჰემატოგთან ვერ მივაღწიე რომ ვკითხო და ანალიზას ვთხოვოთ დიაკონიძეს გამოკითხოს ეგ ამბები. მეც მაწუხებს, აწი ჩემს პოლიპს რა ეშველება, მაგრამ სულ მიწევს მეც წელიწადში ერთხელ მიღება და მინდა ვიცოდე

Posted by: Freni_99 29 Jul 2022, 16:52
Gretag
არაუშავს, მინარნარდი ხვალ და სულ სხვანაირად დაიწყე ამჯერად.
დასაწყისშივე ნახავ, რა სხვანაირად წავა ყველაფერი.


* * *
Gretag
არამგონია, გოგო.. ალბათ არ გადაგიტანს. ბოლოს რა ზომა დაგიწერეს?
აუ, ჰოო, იქნებ მოვიძიოთ დამატებითი ინფო

Posted by: ნინო333 29 Jul 2022, 16:56
Gretag
მადლობა, შენც წარმატებები ❤
* * *
Freni_99
ხო,მაშინ ბევრი მწვანე მცენარე მიიღე და დაელოდე. მეც ანემია მქონდა და იმ ერთი კურსის მერე არც შევუწუხებივარ,ასე რომ არაფერი იქნება ❤

Posted by: adeline 29 Jul 2022, 17:09
ნინო333
ივლისი
სუულ ყველაფერი იცის დეტალებში: როდის ვისთან მიხვედი, რა ანალიზები ჩააბარე, რა პასუხი მოგივიდა და ა. შ. თეოც მაგარი ჭკვიანი გოგოა და ნატო ხომ ოქროა ❤️

Posted by: Gretag 29 Jul 2022, 17:13
Freni_99

3მმ და კითხვის ნიშნით დაწერეს, მაგრამ ქეთიმ რომ ნახა ეგრევე თვალებში ჩახედა შე ოხერო დაგიჭირეო biggrin.gif ჩვეულებრივი პოლიპია, წყალი არ გაუვაო. ვერ ვხვდები ასე თუ უშლის ხელს რანაირად ორსულდებიან პოლიპებით. ჩემმა რადიოლოგმა 9მმ-იანი პოლიპით იყო გოგო ორსულიო

Posted by: Freni_99 29 Jul 2022, 17:16
Gretag
ენდომეტრიუმის პოლიპი, ასე გიწერია ?
3მმ არ არის დიდი, მაგრამ პირველად მეც სადღაც ეგრე მქონდა, შეიძლება 4-მდე და როგორც კი მოვიშორე, ეგრევე დავორსულდი. ე.ი უშლიდა ხელს

Posted by: ნინო333 29 Jul 2022, 17:22
adeline
ნატოზე ვგიჟდები,უბრალოდ ქეთი არ მპასუხობს ხოლმე ტელზე,არც მესიჯებზე, ძაან მიგვიანებს პასუხს, არ სცალია ხოლმე და ამასობაში ერთ პანიკას და ისტერიკას ვასწრებ.ამიტომ სულ ნატოს ვეკონტაქტები ბოლო დროს და დროულად მპასუხობს.მაგრამ დღეს ზეპირად იცოდა ქეთიმ ჩემი დანიშნულება,არადა ნატომ დამიწერა biggrin.gif

Posted by: Gretag 29 Jul 2022, 17:33
აცლა ჩავხედე 3 მეწერა ივნისში და 4 ამ თვეში. ანუ იზრდება. ვნახოთ ამ ციკლზე რამხელა დამხვდება. რა ვიცი აბა ყვაფერი ხდება და მე რა მჭირს უსაშველო. ან ძალიან, ძალიან რომ ვთხოვო ასპირაციასთან ერთად არ გსმიკეთებენ? მკლავს ეს სამზადისი, ნარკოზი და შემდგომო პერიოდი

Posted by: Freni_99 29 Jul 2022, 17:47
Gretag
უი, ეგ რა კარგი რამე თქვი. კეთდება ეგრე ნეტა? საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.

Posted by: Liza12 29 Jul 2022, 17:52
Gretag
კეთდება ჰისტერო ასპირაციასთან ერთად .მეგობარს მაგ დღეს გაუკეთეს ლიდერმედში

Posted by: Gretag 29 Jul 2022, 17:58
Liza12

მეც ეგრე გამიკეთეს საბახტარაშვილში, მაგრამ ვერ გააკეთეს კარგად და მრორეს თვეში ისევ ჩანდა. ქეთი რამდენად დამთანხმდება არ ვიცი sad.gif თან იმისაც მეშინია რომ გავიკეთებ მაგ ყველაფერს და დავიწყებ ერა ტესტისთვის მზადებას ისევ არ გაჩნდეს მერე მართლა გავნადგურდები საბოლოოდ

Posted by: Liza12 29 Jul 2022, 18:00
Gretag
საბახტარაშვილში არავინ აქებს ჰისტერო ლაპაროს პროცედურას სხვათაშორის. მე არმაქვს გამოცდილება მარა ჩემი 4 წლიანი დაკვირვებით ჰისტერო ლაპაროს თბილისში დოლიძე და ხატიაშვილი აკეთებენ ყველაზე კარგად.
* * *
Gretag
ასე ხშირად რანაირად ჩნდება ვერ ვხდები მართლა. რა იწვევს ? ვისთან გაქვს გაკეთებული ამ ორთან გაკეთების მერეც ესე მეორე თვეში ჩნდება ? გაოცებული ვარ ასეე სწრაფად როგორ ხდება თუ პატარა კერა არაა დარჩენილი
* * *
შეილება დამცინოთ გოგოებო მარა იქნებ ჰომეოპათია სცადოთ მსგავსი წანაზარდების დროს ? სხვათაშორის წლების წინ დედაჩემს სისხლმდენი რაღაც ჰქონდა საშვილოსნოში და დათო ჩაჩანიძის წამლებმა უშველა თან ძალიან მალე. ძვირიც არღირს 80 ლარია ვიზიტი და წამალი რომელიც კაიხანს გყოფნის და კიდევ თუ გჭირდება 30 მომდევნოზე. იქნებ დაგრეკათ ან მისწეროთ ფბზე აუხსნათ მდგომარეობა და ჩივილები მისწეროთ თუ ვერ დაგიმზადებს წამალს არც დაგიბარებთ

Posted by: Freni_99 29 Jul 2022, 18:16
Gretag
ვაა, თუ კეთდება, ირაკლი ან თამარი მშვენივრად გაგიკეთებს. და მეორე თვეს რომ გაჩნდეს, ეგ ნამდვილად იმას ნიშნავს, რომ არ გააკეთა ბოლომდე. ეგრე სწრაფ-სწრაფად შანსი არაა. დაელაპარაკე ქეთის, უარი რატომ უნდა გითხრას. ირაკლიც ხო საქმის კურსშია და მაწსიმუმს გააკეთებს

Posted by: Gretag 29 Jul 2022, 18:19
Liza12

მივწერ აბა დღესვე. უკვე აღარ მჯერა რომ რამე მომაშორებს ამ ჭირს, კიბოსავით არის. ხატიაშვილთან ვიყავი წინა კვირას და რამდენჯერაც სტიმულაციას გაიკეთებ იმდენჯერ გაჩნდებაო. საშველი არის ორსულობა და 9 თვე ციკლის არ ქონაო, მაგრამ სადაა აბა ორსულობა sad.gif პირველი რეხვიაშვილთან მაქვს, მერე ვადიმთან, მერე ორჯერ საბახტარაშვილში და ბოლოს თოდუსთან ამ წლის აპრილში. ბოლო სამ გაკეთებაზე ზუსტად ერთიდაიგივე ადგილზეა. ბოლო სამი გაკეთებიდან მეორე თვეშივე ისევ ჩანს. სასოწარკვეთილი და უზომოდ დაღლილი ვარ
* * *
ხმას რომ ვიღებ ყველა მაჩუმებს ეგ ხომ მარტივი ოპერაციაა რა გაწუწუნებსო

Posted by: Freni_99 29 Jul 2022, 18:21
Gretag
მისმინე, თუ ბევრი ემბრიონი გამოგივა, იქნებ ერას პასუხს არ დაელოდოთ და ერთი შემდეგ თვეშივე სცადოთ?

Posted by: Liza12 29 Jul 2022, 18:23
Gretag
თოდუასთან აღარ გაიკეთო რა . ინოვაში ხარ ? დოლიძეს ძალიან ემადლიერებიან.ხატიაშვილთან მეგობარმა გაიკეთა და პირველ ციკლშივე დარჩა 2 წელი ვერ რჩებოდა პოლიპის გამო. აუცილებლად გაიკეთე სტიმულაცია და ასპირაციის მერე ან ასპირაციის დღეს დაგეგმე ჰისტერო. მისწერე აბა ჩაჩანიძესაც ამის წამლებს ორსულებიც კი სვამენ და პატარები აბსოლიტურად უსაფრთხოა თუ არაქვს იმედი არც დაგიმზადებს ცოტა სიტყვაძუნწია უცნაური ტიპი . ჩივილები აინტერესებს ყველაზე მეტად ჩივილების მიხედვით აზავებს რაღაც ნივთიერებებს და ისე გაძლევს წამალს.

Posted by: Freni_99 29 Jul 2022, 18:23
Gretag
ჰმ, მარტივი. ჩემს თვალში გმირი ხარ :* ჯერ მარტო ფსიქოლოგიურად რამხელა სტრესია. ყველა ეხოზე დავეძებ დღემდე ((

Posted by: Liza12 29 Jul 2022, 18:24
https://www.facebook.com/david.chachanidze.9
* * *
Gretag
არაფერი გაქვს საწუწუნო ეგ რაარის ამსაგად უარესებს გადის ხალხი . ნეტავ ათი ჰისტერო გამეკეთებინა და ის არგადამეტანა რაც გადავიტანე. ახლა გაუშვი ნეგატივი და იმედიანად იყავი. იცოდე რო უარესები ხდება და ერთადერთი არხარ .მესმის ურთულესია ის გზა რასაც გავდივართ მარა მოვა ის დღეც როცა ყველაფერი დაგავიწყდება და სიზმარივით გაგახსენდება.აუცილებლად დაგიფასდება წვალება

Posted by: TUNA-TATUNA 29 Jul 2022, 18:46
Gretag
მგონია რომ ციკლი კარგ დროს დაგეწყო, ქეთის შვებულებაში გასვლამდე მოასწრებ ასპირაციას, პოლიპს რაც შეეხება თუ დაგთანხმდა ქეთი ორივეს ერთად მანდვე გაიკეთე, ხოლო თუ არა, მაშინ მეც დოლიძეს გირჩევ, რავი ძალიან ბევრი ემადლიერება. შენ ვინც ჩამოთვალე იმათ მაიცდამაინც არ ემადლიერებიან.
მგონია ეხლა პოლიპსაც მოიშორებ და შენთან ყველაფერი წავა იდეალურად. მაგრამ შენი დადებითი ენერგეტიკაც დაგჭირდება ისე არაფერი გამოვა smile.gif
აბა შენ იცი ხვალ შემართებით
love.gif

Posted by: soof05 29 Jul 2022, 19:18
TUNA-TATUNA
ვესაუბრე ექიმის გადატანილი გაქვს და მაგის ნიშანიაო პირიქით კარგია,


Posted by: KristiK 29 Jul 2022, 19:19
TUNA-TATUNA
დიდი მადლობა ❤️

ნინო333
გილოცავ! აბა წარმატებები! ❤️

Gretag
ეს პოლიპები რა გახდა sad.gif თან იგივე ადგილას თუ ჩნდება ე.ი. აშკარად ვერ იღებენ წესიერად.. კარგი სისხლმომარაგეობა აქვს შენს საშვილოსნოს ეტყობა და ეგეც მოსწონთ ამ ჯოჯო პოლიპებს

Posted by: TUNA-TATUNA 29 Jul 2022, 19:19
soof05
როგორ მიხარია wink.gif ისე ჩვენი გოგოები ნამდვილი პროფესორები არიან არა? smile.gif))

Posted by: soof05 29 Jul 2022, 19:20
ნინო333
აუუუუუ ძაააან მაგარიააა, წარმატებებს გისურვებ, გამახსენდა ჩემი თავი
* * *
TUNA-TATUNA
კიიიი ზუსტად, სასწაულები ხართ, უკვე მშვიდად ვიყავი

Posted by: a-liza 29 Jul 2022, 19:22
Gretag
QUOTE
მივწერ აბა დღესვე. უკვე აღარ მჯერა რომ რამე მომაშორებს ამ ჭირს, კიბოსავით არის. ხატიაშვილთან ვიყავი წინა კვირას და რამდენჯერაც სტიმულაციას გაიკეთებ იმდენჯერ გაჩნდებაო. საშველი არის ორსულობა და 9 თვე ციკლის არ ქონაო, მაგრამ სადაა აბა ორსულობა  პირველი რეხვიაშვილთან მაქვს, მერე ვადიმთან, მერე ორჯერ საბახტარაშვილში და ბოლოს თოდუსთან ამ წლის აპრილში. ბოლო სამ გაკეთებაზე ზუსტად ერთიდაიგივე ადგილზეა. ბოლო სამი გაკეთებიდან მეორე თვეშივე ისევ ჩანს. სასოწარკვეთილი და უზომოდ დაღლილი ვარ
* * *
ხმას რომ ვიღებ ყველა მაჩუმებს ეგ ხომ მარტივი ოპერაციაა რა გაწუწუნებსო


დოლიძემ გამიკეთა 16 ივნისს ,კი გახსოვთ და აჰა, თვენახევარში შედეგი დადო smile.gif დიაკონიძემ მითხრა, კარგი ხელი აქვსო, ფაქიზიო და იცის , რაც უნდა გააკეთოსო, ოპერაციის მერეც მითხრა , ბევრი დაორსულდა მალევე დოლიძის ოპერაციიდანო. ჩემთან კი ახდა ნაწინასწარმეტყველევი. ამდენი ხანი არაფერი ხდებოდა და 1 თვეში ზუსტად შედეგი დადო, 15-16 ივლისს მქონდა ოვულაცია ალბათ. წადი დოლიძესთან, ყველაფერი მოუყევი, დიაკონიძესთან გაიარე ამ თემაზე კონსულტაცია. თვითონ დაელაპარაკება თამარი, სულ კავშირზეა , ჩემი ოპერაციის შესახებ ჩემზე ადრე მან იცოდა უკვე,სანამ მე გამაღვიძებდნენ.

Posted by: soof05 29 Jul 2022, 19:23
გოგოებო მე როგორც ამიხსენეს, პოლიპი ზოგადად
არ უშლის ხელს ორსულობას ბევრი ბუნებრივ ორსულს აქვს პოლიპი, აი ჩვენთან ემბრიონი რომ გადაიტანეს
არის შანსი რომ არ პოლიპზე მიმაგრდეს და მოძვრეს
ვერ გაუძლოსსო
* * *
ძაააან კარგი სპეციალისტი უნდა ნახოთ რა საქართველოში რომ ჰისტერო იდეალურათ გაგიკეთონ, ასე მომდევნო თვეს გაჩნდეს ანუ ვერ აკეთებენ

Posted by: ნინო333 29 Jul 2022, 19:30
KristiK
soof05
მადლობა გოგოებო ❤

Posted by: Gretag 29 Jul 2022, 19:52
analiza

შენ პოლიპის გარდა არ გქონდა სხვა პრობლრმა მადლობა ღმერთს. მე ისეთი დახუნძლული ვარ მარტო პოლიპის მოშორება რომ შვებოდეს საქმეს აქამდე ბევრჯერ დავორსულდებოდი. გავივლი მაინც, მაგრამ უკვე ენერგია აღარ შემრჩა. ვერ წარმოიდგენთ რა შეგრძნებაა ოპრრაციიდან ერთ თვეში გადასამოწმებლად რომ მიდიხარ და ისევ პოლიპიაო გეუბნევიან. გოგოები ბედნიერი სახეებით გამოდიოდნენ და მე ბღავილით მოვდივარ ბოლო ერთი წელოა ყოველთვე. უკვე ვფიქრობ დავანებო თავი. გავიკეთებ ბოლოჯერ და დავლევ კონტრაცეპტივს რამოდენიმე თვე. ანთიამ ძალიან შემაშინა, ამდენ ჰისტეროს რომ უკეთებ პაციენტს სუროგაციისთვის წირავო.

Posted by: Freni_99 29 Jul 2022, 20:04
Gretag
ზუსტად ვიცი, ეს ბოლო იქნება. ძალიან კარგად მესმის შენი და ექიმისგან კიდე ეგ რა თქმაა საერთოდ. თუ არ შეიძლება, გითხრან პირდაპირ. თან ჰისტეროზე გიშვებენ და თან გაშინებენ ადამიანს. უიმეე.
კარგად დაელაპარაკე ქეთის რაა, რამე უნდა მოიფიქროს. მარტივ პაციენტს მეც დავაორსულებ უკვე

Posted by: a-liza 29 Jul 2022, 20:38
Gretag
არაფერი რთული არ ხარ, პოლიპია შენი სირთულე, ანტიმიულერი და ფოლიკულები გაქვს, ოვულაცია ხდება, ჰორმონები ნორმაშია. რაა აქ სირთულე, გეხვეწები, მაგას ნუ ამბობ, ან წადი ერთხელ ჰასანთან, იქნებ ისეთი პროტოკოლი აქვთ, შენ მოგარგონ, კვლევის მიზნით მაინც ,სანამ აქ სტიმულაციას შეუდგები. რას გეტყვის და იმის მიხედვით გადაწყვიტე, იქნებ იქ გაიკეთო პოლიპის ოპერაცია და იქნება ისეთი მეთოდი აქვთ, სამუდამოდ მოგაშორონ.

Posted by: pokahondas 29 Jul 2022, 21:18
Gretag
გოგოებმა დაგიწერეს უკვე ყველაფერი . აუცილებლად კარგად გენება ყველაფერი. დაისვენე კონტრავეპტივით მართლა ეგება გაქრეს ეგ ოხერიიიი . ცოტა შეისვენე ემოციურადაც და აუცილებლად საბრძოლო განწყობით ❤❤❤

Posted by: magdalea 30 Jul 2022, 11:20
გილოცავთ ახალ თემას და მალე გადმოღიპუცებულიყავით მომავლებში ყველა უკლებლივ ვინც ამ სათუთ და უსაყვარლეს გზას ადგახართ! love.gif


* * *
Gretag


თან როგორ ძალიან მესმის შენი სასოწარკვეთის ნეტა იცოდე და თან როგორ ძალიან მინდა, რომ ჯერ მაგ სასოწარკვეთას მოეფერო, გაუშვა შენგან და მერე დაგეგმო ყველაფერი ვერ წარმოიდგენ, რადგან ერთ წრეზე ტრიალებ და ყოველ დაგეგმვაზე მაგრად გიშლის ხელს ეს ყველაფერი და წინ გადადგმულ ნაბიჯებს ისევ უკან გახევინებს. სულ ტყუილად. თითქოს საკუთარ თავს სტანჯავო და არ აძლევ წინ წასვლის საშუალებასო ისე..
არადა გეტყობა რომ სუსტი არ ხარ არანაირად, უბრალოდ ენერგია გერთმევა დიდი ამ ყველაფრის გამო და ძალებს ვეღარ პოულობხოლმე. ( ასე ჩანს შორიდან )

ყოჩაღად იყავი! love.gif

Posted by: Freni_99 30 Jul 2022, 12:20
Gretag
აბა, იყავი ქეთისთან?
პ.ს ყური უგდე ჩვენი მაგდალეას შეგონებებს :*

Posted by: KristiK 30 Jul 2022, 12:48
გოგოებო, ლამაზებო, Hysterosalpingography სად კეთდება საქართველოში ხომ არ გაქვთ ინფო? მეგობარს ჭირდება და ვერ ვპოულობთ ვერსად ( მადლობა წინასწარ ❤️

Posted by: Gretag 30 Jul 2022, 12:50
ისეთ დღეში ჩავიგდე თავი გუშინ პირობა დავდე აღარ ვიზავ თქო, მაგრამ არ ვიცი როგორ შევასრულებ. დილიდან გაუჩერებლად ვტიროდი, დამისივდა თვალები, მისკდებოდა თავი, გული მერეოდა, წნევამ ამიწია. გაგიჟდა მეუღლე თან მივლიდა თან მეჩხუბებოდა შენ შემიწირავო. ახლაც გამსკდარი თავით ვზივარ და ვფიქრობ რა გავაკეთო. ქეთისთან ვიყავი და კარგი რაოდენობააო, ამ მდგონარეობით 15-მდე ველოდებიო. არ ხარ რთული პაციენტი, უბრალოდ არასწორად იყო გაკეთებული ინვიტრო სტიმულაციებიც და ტრანსფერებიცო. უფრო საფრთხილო და საფიქრალია პოლიპების ამბავი და კიბოს და რაიმე ცუდის გამორიცხვა. ასე ხშირად არ უნდა ჩნდებოდესო. სანამ პოლიპექტომიას არ გაიკეთებ და პასუხი არ მოვა არ გადაგიტან შანსი არ არისო. ასპირაციასთან ერთად არ გაგიკეთებ ჰისტეროს, არ ვარგაო არ ჩანს კარგადო. დავიწყოთო მოკლედ და დამინიშნა გონალი, მაგრამ ვზივარ ახლა, ყავას ვწრუპავ და არ ვიცი რა ვქნა. ტრაპზონში ჰასანსაც ვრსაუბრე და იმან კვლევები მითხრა ჯერ სანამ ინვიტროს დავიწყებთო. ჰოდა არ ვიცი რა ვქნა.

ჰოდა ამ ნერვიულებების ფონზე პროლაქტინი ჩავაბარე biggrin.gif გული გაუსკდება ქეთის biggrin.gif

magdalea
შენს ფსიქოთერაპევტს დავურეკე smile.gif

Posted by: Freni_99 30 Jul 2022, 12:52
KristiK
დათოშვილთან, ინოვაში? მაგას აქებენ ხოლმე გოგოები

* * *
Gretag
ამ ამბავში ყველაზე მეტად ფსიქოთერაპევტის ნაწილი მომეწონა :დ
დაგაკვირდები, თუ გიშველის, მეც მივალ :დ განა მაწყენს :დ
ქეთის ვეთანხმები და ვფიქრობ, დაუჯერო ყველაფერი <3

Posted by: Iceicebaby 30 Jul 2022, 12:59
Gretag
მოდი თავზე ხელი გადაგისვა <3

მეც მესროლე მაგ თერაპევტის კოორდინატები, მე ჰო შეფარული და თან მოსიარულე ენგზაიეთი ვარ )))) ვცადო ერთხელ

Posted by: KristiK 30 Jul 2022, 13:02
Freni_99
მადლობა ფრენჩიკ ❤️ დავრეკეთ და ჩავეწერეთ კიდეც )) ❤️

Posted by: ნინო333 30 Jul 2022, 13:11
Gretag
როგორ მესმის როცა გამოსავლის ძებნაში ხარ და არ იცი რა ქნა,რა რთულია. ბოლო მოშლამ და საშვილოსნოს ყელის დაწევამ ისეთ დღეში ჩამაგდო, სუიციდამდე ვიყავი მისული sad.gif მეგონა სამყარო დასრულდა და ყველაფერი დამთავრდა ჩემთვის.ხან ქმარს ვთხოვე გაშორება,ხან თავის მოკვლაზე ვფიქრობდი. ისტერიკა რო მეწყებოდა სახეში მილაწუნებდნენ,ვერ გამოვყავდი მდგომარეობიდან ვერავის. მერე არ ვიცი რა მოხდა,ბეეეეეევრი დამამშვიდებლები ვსვი,ბევრი ვესაუბრე ჩემ თავს და ვეჩხუბე,რომ ეს არაა სწორი,სულ რომ მეყოლოს შვილი,მე დედად აღარ ვივარგებ მეთქი.უკვე ბავშვი თუ ღირდა ამად რაც მე მჭირდა აღარ ვიცოდი. ნელ-ნელა წელიწად ნახევარში დავდექი ფეხზე,არ ვიცი ხვალ შეიძლება უარესად ვიყო,მაგრამ დღეს,როგორც კი რამე ცუდზე ვიფიქრებ,ეგრევე გამომყავს ჩემი თავი,მაშინვე ვცდილობ გადართვას,შენ თავზე უნდა იმუშაო,ყველაფერი ნახე როგორ დალაგდება და გამოსავალიც გამოჩნდება, უბრალოდ იფიქრე რომ არ ღირს არაფრად შენი ნერვები და სტრესი და ისე მიყევი.აუცილებლად გამოგივა ❤
* * *
Gretag
თუ ანტიმიულერი ხელს გიწყობს,ჯერ კვლევები ხომ არ ჯობია?უფრო მშვიდად იქნები შენც.

Posted by: magdalea 30 Jul 2022, 13:19
Gretag
ოქრო გოგო ხარ love.gif
გაესაუბრები თუ არ მოგეწონა და არ იქმებით ერთ ვიბრაციაზე, სხვა სცადე. ოღონდ აუცილებლად სცადე. ფლიზ.

მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემი ნინო დაგეხმარება love.gif


Iceicebaby

შენ კიარა, ასე მგონია ყველას სჭირდება, მითუმეტეს ჩვენ, ემოციურად ისეთ რთულ გზას გავდივართ. აუცილებლად გვჭირდება მხარდაჭერა, შეჭანჭყარება და გამოფხიზლება. როგორც ნინომ თქვა ხან შემოლაწუნებაც აუცილებელია.



* * *
ნინო333

love.gif აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება!

ყველასთან!!

სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება!!

Posted by: ნინო333 30 Jul 2022, 13:24
magdalea
კი,ჩვენ გვეჩქარება თორემ ბოლოს ყველას გამოგვივა ❤

Posted by: adeline 30 Jul 2022, 14:02
გოგოებო, ხომ არ იცით ხელაია რომელ მულტივიტამინს ნიშნავს? ნოვოფერტილს ნიშნავს მგონი, მაგრამ მაინც ვამოწმებ

Posted by: a-liza 30 Jul 2022, 14:21
adeline
კი, ნოვოფერტილს ნიშნავს. ჩემს ქმართან 1 თვეში იდეალური იყო სპერმა. სამი თვე უნდა მიეღო და მე მეოთხე თვეც დავუმატე smile.gif ხვალ ამთავრებს მეოთხეს და ამასობაში შედეგიც დაიდო smile.gif

Posted by: adeline 30 Jul 2022, 14:30
analiza
აუ რა კარგია. შენ გაიხარე ❤️ მაგის გარდა, რამე დაუმატა სხვა? კოენზიმი ან რამე?

Posted by: ივლისი 30 Jul 2022, 17:34
Gretag
რა კვლევები გითხრა ჰასანმა ? ფსჰ ჩააბარე დღეს ქეთისთან ?


* * *
magdalea
კარგია რომ გამოჩნდი. სად დაგვეკარგე ?
* * *
analiza
შოკი ჩაგვიტარე ყველას. givi.gif გილოცავ love.gif

Posted by: a-liza 30 Jul 2022, 18:26
adeline
QUOTE
analiza
აუ რა კარგია. შენ გაიხარე ❤️ მაგის გარდა, რამე დაუმატა სხვა? კოენზიმი ან რამე?

არა, სხვა ამ მხრივ არაფერი, თუმცა,სრ კლარენი, ციკლოფეროლი, პროიმუნოლაიფი და მარლეოქსით ამკურნალა ურეაპლაზმაზე. ორჯერ განმეორებით.და ეს ყველა ვირუსულ რაღაცეებზე კარგად მოქმედებს და სპერმის ხარისხსაც აუმჯობესებს
* * *
ივლისი
QUOTE
analiza
შოკი ჩაგვიტარე ყველას.  გილოცავ
მე ჯერაც შოკში ვარ smile.gif :* ხვალ განმეორებითი ხეგე გვიჩვენებს სავარაუდო სურათს.

Posted by: adeline 30 Jul 2022, 18:30
analiza
ვაიმე, უცებ ვერ მივხვდი შედეგი დადოო რომ დაწერე, მეგონა სპერმოგრამის პასუხს გულისხმობდი. ახლა ვნახე, რომ ორსულად ხარ. ღმერთმა მშვიდობით მიგიყვანოს ბოლომდე და ჯანმრთელი ბაია გარგუნოს ❤️
ჩემსას არ აქვს არაფერი, ნორმაში აქვს სპერმოგრამა, მაგრამ რამე მულტივიტამინი მაინც წავაშველოთო და ეგ მართლა კარგი ჩანს ❤️

Posted by: a-liza 30 Jul 2022, 18:35
adeline
მადლობაა :* მალე ყველა აფრიალებული ორხაზიანი ტესტებით და მსუყე ხეგეებით მენახეთ love.gif ჩვენ კმაყოფილი ვართ ალეკოთი და ნოვოფერტილით, ისე, დ ვიტამინი ,როგორც ჩვენს კვერხუჯრედის ხარისხზე მოქმედებს, ეგრეა სპერმაზეც. ეგ არ დაუნიშნავს ალეკოს, მაგრამ მე დავუნიშნე ჩემს ქმარს smile.gif

Posted by: ნინო333 31 Jul 2022, 10:09
analiza
გილოცავ და მშვიდობიანი ორსულობა ❤

Posted by: pokahondas 31 Jul 2022, 10:19
ნინო333
შსნ როგორ ხარ ❤

Posted by: a-liza 31 Jul 2022, 10:22
ნინო333
დიდი მადლობა love.gif

Posted by: ნინო333 31 Jul 2022, 10:34
pokahondas
მე ეს ხველა ვერ მოვირჩინე,მაინც მახველებს,ცუდად არ ვარ,მაგრამ მახველებს sad.gif წყლის დალევის მერე,ჭამის მერე,პატარა გამაღიზიანებელ ფაქტორზეც მეწყება. ყელში მიღუტუნებს რაღაც. სხვას ვერაფერს ვგრძნობ საერთოდ რავიცი.

Posted by: kato17 31 Jul 2022, 11:46
analiza
adeline
სად შეიძლება ნოვოფერტილითის შეძენა და ექიმის გარეშე რო მივცე შეიძლება ინვიტროს მოსამზადებლად. მიღების წესი როგორია

Posted by: a-liza 31 Jul 2022, 12:12
kato17
მე მგონი არაფერი პრობლემა არაა ექიმის გარეშეც რომ მიიღოს. user posted image 120 ლარია შეღავათიანი ფასი smile.gif)

Posted by: Tea22 31 Jul 2022, 12:55
ეს ნოვოფერტილი მგონი საოცრებებს ახდენს. ჩემს მეუღლესაც დაუნიშნა ხელაიამ სამი თვით. მანამდე ორი წარუმატებელი ინვიტრო გვქონდა და 10 წლიანი უშვილობა (წარუმატებელ ინვიტროს სპერმის ხარისხს აბრალებდნენ, როგორც ხდება ხოლმე). თვენახევარში ბუნებრივად დავფეხმძიმდი. იგივე სიხარულის განცდას გისურვებთ ყველას.

Posted by: pokahondas 31 Jul 2022, 13:50
ნინო333
არა უშავს. ეგეც გაგივლის მალე❤ ბაია მიგეწეპება აუცილებლად ❤❤❤

Posted by: ნინო333 31 Jul 2022, 14:16
pokahondas
მადლობა,იმედია გამოვა,ვნახოთ ❤

Posted by: Gretag 31 Jul 2022, 14:39
QUOTE (ნინო333 @ 30 Jul 2022, 13:11 )
Gretag
როგორ მესმის როცა გამოსავლის ძებნაში ხარ და არ იცი რა ქნა,რა რთულია. ბოლო მოშლამ და საშვილოსნოს ყელის დაწევამ ისეთ დღეში ჩამაგდო, სუიციდამდე ვიყავი მისული sad.gif მეგონა სამყარო დასრულდა და ყველაფერი დამთავრდა ჩემთვის.ხან ქმარს ვთხოვე გაშორება,ხან თავის მოკვლაზე ვფიქრობდი. ისტერიკა რო მეწყებოდა სახეში მილაწუნებდნენ,ვერ გამოვყავდი მდგომარეობიდან ვერავის. მერე არ ვიცი რა მოხდა,ბეეეეეევრი დამამშვიდებლები ვსვი,ბევრი ვესაუბრე ჩემ თავს და ვეჩხუბე,რომ ეს არაა სწორი,სულ რომ მეყოლოს შვილი,მე დედად აღარ ვივარგებ მეთქი.უკვე ბავშვი თუ ღირდა ამად რაც მე მჭირდა აღარ ვიცოდი. ნელ-ნელა წელიწად ნახევარში დავდექი ფეხზე,არ ვიცი ხვალ შეიძლება უარესად ვიყო,მაგრამ დღეს,როგორც კი რამე ცუდზე ვიფიქრებ,ეგრევე გამომყავს ჩემი თავი,მაშინვე ვცდილობ გადართვას,შენ თავზე უნდა იმუშაო,ყველაფერი ნახე როგორ დალაგდება და გამოსავალიც გამოჩნდება, უბრალოდ იფიქრე რომ არ ღირს არაფრად შენი ნერვები და სტრესი და ისე მიყევი.აუცილებლად გამოგივა ❤
* * *
Gretag
თუ ანტიმიულერი ხელს გიწყობს,ჯერ კვლევები ხომ არ ჯობია?უფრო მშვიდად იქნები შენც.

აუ რა ძლიერი და მაგარი გოგო ხარ :* იცი როგორ გგულშენატკივრობ? უნდა გამოვიდეს ამჯერად აუცილებლად :* პლაზმაფერეზები უეჭველად მოგეხნარება

Posted by: ნინო333 31 Jul 2022, 14:52
Gretag
მადლობა ჩემო კარგო ❤ შენც აუცილებლად გამოგივა,დროის ამბავია თორემ ბოლოს ყველას გამოგვივა ❤ მთავარია ვიბრძოლოთ

Posted by: adeline 31 Jul 2022, 16:42
გოგოებო, ცეტროტაიდს სად ყიდულობთ ახლა? მართლა 200 ლარამდე ღირს?

Posted by: KristiK 31 Jul 2022, 16:47
QUOTE (adeline @ 31 Jul 2022, 16:42 )
გოგოებო, ცეტროტაიდს სად ყიდულობთ ახლა? მართლა 200 ლარამდე ღირს?

მე კლინიკაშივე ვიყიდე, ბეტაში, ოღონდ ინდური თუ თურქული ანალოგი იყო, თვითონ ცეტროტაიდი არ იშოვებაო. 130 მივეცი თითოში, როგორც მახსოვს

Posted by: Freni_99 31 Jul 2022, 17:20
adeline
მეც ბეტაში ვიყიდე და რაც იქ აქვთ, მგონი სოზაშიც აქვთ, მოვძებნი ფოტოს და ჩაგიგდებ. მოქმედება ფაქტია იგივე ჰქონდა, ინდურია უბრალოდ

Posted by: Gretag 31 Jul 2022, 17:30
210 გადავიხადე ინოვას აფთიაქში გუშინ და სოზაში მითხრეს არ გვაქვსო. ველოდებით, მაგრამ არ ვიცით როდის იქნებაო

Posted by: Freni_99 31 Jul 2022, 17:34
user posted image

ეს არის

Posted by: adeline 31 Jul 2022, 18:26
Freni_99
KristiK
როგორ გააძვირეს, რა უბედურებაა ეგ. ასეთი არაფერი გამიგია. 85 ლარი ღირდა. რა დეფიციტი შეიქმნა ასეთი ვერ გავიგე

Posted by: kato17 31 Jul 2022, 21:25
Tea22
რა ბედნიერებაა გილოცაავთ. მარტო
ნოვოფერტილი ქონდა დანიშნული თუ სხვა დანამატებსაც იღებდა

Posted by: Tea22 31 Jul 2022, 22:04
kato17
მადლობა ❤️ მხოლოდ ნოვოფერტილი და კრიომეგა დაუნიშნა.

Posted by: a-liza 31 Jul 2022, 23:43
გოგოებო, ამ ლინკის კომენტარებში ჯგუფის
წევრს დეტალურად უწერია პრპ-ზე, ჰასანთან, ვისაც გაინტერესებთ ... https://www.facebook.com/groups/249292916267208/permalink/766090021254159/

Posted by: HAPPYWE 1 Aug 2022, 10:41
გამარჯობათ გოგოებო

სანამ ქეთისთან ჩავეწერებოდი, ანტიმიულერის ჰორმონზე გავიკეთე ანალიზი, შედეგი - 0,36 sad.gif
პირველი იმედგაცრუება...

Posted by: Freni_99 1 Aug 2022, 10:55
HAPPYWE
სად გაიკეთე, გადამოწმებას ხომ არ საჭიროებს ?

აქ იმდენი მაგალითი გვაქვს, უფრო დაბალი ანტიმიულერით ბუნებრივად დაორსულებულებზე, არაფერზე იდარდო წინასწარ. მართლა ოღონდ.

ასაკი ?


Posted by: HAPPYWE 1 Aug 2022, 10:58
Freni_99
მრჩეველში, რადგან გერმანიაში აგზავნიან ჩავთვალე რომ უფრო ზუსტი იქნება

38 წლის

Posted by: adeline 1 Aug 2022, 11:05
HAPPYWE
ვიტამინები უნდა დაიწყოთ ხარისხის გასაუმჯობესებლად და ყველაფერი გამოვა. როდის გაქვთ ქეთისთან ვიზიტი?

Posted by: Freni_99 1 Aug 2022, 11:06
HAPPYWE
ეხოზე ფოლიკები როგორ ჩანს ხოლმე?
მთავარია, დროულად დაიწყო და მიყვე დაგეგმვას, ყველაფერი გამოვა ^^

Posted by: HAPPYWE 1 Aug 2022, 11:09
adeline
ჯერ არ ჩავწერილვარ, არ ვიყავი თბილისში, ცოტა გაციებულიც ვიყავი სურდო მქონდა და შევიკავე თავი.

დ ვიტამინი მაქვს 20, ვსვამ დ ვიტამინს და თუთიას, ენდოკრინოლოგის დანიშნულებით

ქეთი რამდენადაც ვიცი შვებულებაში გადის, ხომ არ იცით როდის ბრუნდება შვებულებიდან?

* * *
Freni_99
არ გამიკეთებია ეხო დიდი ხანია
რადგან ოპერაციის შემდეგ საერთოდ არც ვფიქრობდი ამ თემაზე, სუროგატი მჭირდება და იმხელა თანხებთან იყო დაკავშირებული... ახლაც უბრალოდ კვერცხუჯრედების გაყინვა მინდა, მომავლის იმედით

Posted by: ნინო333 1 Aug 2022, 11:30
HAPPYWE
რაღაც პრპ თერაპიას იკეთებენ გოგოები თურქეთში,ამბობენ ძალიან კარგი შედეგი აქვსო და ეგეც რომ გეცადა? პლიუს ვიტამინები და ჯანსაღი კვება. მთავარი მაინც ხარისხია როგორც ვიცი და დაბალზეც გამოდის ხოლმე.

Posted by: Iceicebaby 1 Aug 2022, 11:32
HAPPYWE
მაგ ასაკისთვის არ არის ისეთი მაჩვენებელი, რომ ყურები ჩამოყაროთ.

აუცილებლად შეძლებთ დაგროვებას, 1 ან 2 ციკლში.

ექოზე რომ გნახავთ ქეთი უკეთ გეტყვით პროგნოზებს, მაგ მაჩვენებელზე არ ჩაიციკლოთ, ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, თორემ საქმეს უფრო გაიფუჭებთ ))

QUOTE
ქეთი რამდენადაც ვიცი შვებულებაში გადის, ხომ არ იცით როდის ბრუნდება შვებულებიდან?

13 აგვისტოს გადის, როდემდე არ ვიცი, ხვალ მივდივარ და დავწერ.

Posted by: adeline 1 Aug 2022, 11:48
HAPPYWE
აი დაგიწერეს - 13-დან გადის. მანამდე ვიზიტს მოასწრებთ. დე ვიტამინი უნდა აწიოთ აუცილებლად. პირდაპირ ხარისხს ურტყავს. ახლა რა დოზას სვამთ? 5000 ნიშნავენ ყოველდღე მაგ მაჩვენებელზე 1-2 თვე და შემდეგ ანალიზის მიხედვით წყდება

Posted by: JapAnn 1 Aug 2022, 11:56
მოგაგენით ^_^

მაინტერესებს, თუ გაქვთ გამოცდილება თურქეთიდან მედიკამენტების გამოწერის? როგორც გავარკვიე ძალიან დიდი სხვაობაა ფასებში.

Posted by: HAPPYWE 1 Aug 2022, 11:57
დიდი მადლობა გოგოებო მხარდაჭერისთვის love.gif

adeline

2 თვე დამინიშნა 10 წვეთი კოლედანი, ოქტომბერში კონტროლით

Posted by: Freni_99 1 Aug 2022, 13:43
JapAnn
იმდღეს შემომხვდა ფბზე, ნახეთ აბა
user posted image

ვაგზალზეა კიდევ შედარებით იაფიანი აფთიაქი "იმედი ფარმა"

HAPPYWE
კოლედანი მე ძალიან მომიხდა

Posted by: Nina-Nina123456 1 Aug 2022, 14:16
გამარჯობა გოგონებო ♥️ პირველ რიგში წარმატებები ყველას ♥️ გადავიკითხავ ხოლმე და იმდენ დადებით შედეგს ვკითხულობ სტიმული იმედი ყველაფერი მემატება

Posted by: compte.paris75 1 Aug 2022, 16:09
-------------
Update
-------------

იყიდება :
Lovenox 0,4 (ENOXAPARINE) – 20 ნემსი - ვადა 08/2023 – (ფასი - 1 ნემსი - 10 ლ)
Duphaston – 102 ტაბლეტი - ვადა 01/2025 – (ფასი - 10 ტაბლეტი - 5ლ)
Provames (= ესტროფემი = ფემოსტონის ვარდისფერი) - 28 ტაბლეტი - ვადა 02/2024 – (ფასი - 10ლ)
-------------------------

ჩუქდება :
Provames (= ესტროფემი = ფემოსტონის ვარდისფერი) - 28 ტაბლეტი - ვადა 11/2022
Divigel - 1 ცალი - ვადა 04/2024
Coenzym Q10 - 6 ტაბლეტი - ვადა 06/2023
Metypred - 3 ტაბლეტი - ვადა 09/2023
Ornaklin - 1 სანთელი - ვადა 07/2023
Aktovegin - 1 ტაბლეტი - ვადა 02/2023
Klion 100 - 3 ტაბლეტი - ვადა 2025წ

ტერიტორიულად ვარ თბილისში, ვაჟა-ფშაველას სულ ბოლოში ინოვასთან.

Posted by: Freni_99 1 Aug 2022, 17:20
Nina-Nina123456
მოგვიყევი შენი ამბები ^^

Posted by: Nina-Nina123456 1 Aug 2022, 18:48
[უზარმაზარი ტექსტი მქომდა დაწერილი და მხოლოდ შესავალი გამოქვეყნდა

Posted by: Iceicebaby 1 Aug 2022, 19:01
ტელეფონის სმაილები არ გამოიყენოთ.

Posted by: Freni_99 1 Aug 2022, 21:11
Nina-Nina123456
ჰო, ტელეფონის სმაილებს არ აღიქვამს (

* * *
ნინო333
შენ როგორ ხარ, მერამდენე დღეა დღეს?

Posted by: ნინო333 1 Aug 2022, 21:47
Freni_99
მე რავიცი აბა, ცოტა ემოციებში ვარ...მე-4 დღეა. თეორიულად ვიცი რომ ადრეა და არაფერი სიმპტომი არ უნდა მქონდეს,მაგრამ ვნერვიულობ მაინც. შემომიტია ფიქრებმა და მგონი გამიჭირდა ცოტა ემოციურად smile.gif

Posted by: Freni_99 1 Aug 2022, 22:00
ნინო333
აუჰ, წარმომიდგენია.
იმაზე იფიქრე, რომ მალე კარგ ამბავს გაიგებ ^^

Posted by: ნინო333 1 Aug 2022, 22:05
Freni_99
ეგ ცოტა რთულია,მაგრამ ვცდილობ smile.gif მადლობა გამხნევებისთვის ❤

Posted by: Nina-Nina123456 1 Aug 2022, 22:45
მერამდენედ ვწერ უკვე, იქნებ ეხლა მაინც გააკეთო სწრორად, გოგონებო გადატანა მერამდე დღეს ხდება და ენდომეტრიუმზეა მხოლოდ დამოკიდებული?

Posted by: Freni_99 1 Aug 2022, 23:12
Nina-Nina123456
სადღაც მე-17 დღიდან 22-ე დღემდე, ჩემი ინფორმაციით. ინდივიდუალურია რა, ენდომეტრიუმის მიხედვით დიდწილად.
მე ჯერ მაქამდე არ მივსულვარ და მყარად ვერ გეუბნები)) გამოჩნდებიან გამოცდილებიც

Posted by: ნინო333 1 Aug 2022, 23:37
Nina-Nina123456
ენდომეტრიუმზე და ციკლი რამდენ დღიანია მაგაზეა დამოკიდებული. ბოლოს ექიმს რომ ვკითხე ორგანიზმი როგორც მოითხოვსო,კონკერტული დღე არ არსებობსო ასე მითხრა. პირადად მე ორჯერ მე-20 დღეს გადამიტანეს, ერთხელ ფრეშ ციკლში მე-15 დღეს და მეოთხედ მე-16 დღეს smile.gif

Posted by: Nina-Nina123456 1 Aug 2022, 23:39
რა ეტაპზე ხარ? დიდ ხნიანი წვალების ნერვიულობის და მოლოდინის მერე ვუახლოევდები გადატანის დღეს და უკვე ყველაფერი მაინტერესებს თან ვცდილობ ბევრი არ ვიკითხო და დინებას მივყვე მაინც წამიცდება ხოლმე ხელი და თვალი smile.gif

Posted by: Freni_99 1 Aug 2022, 23:42
Nina-Nina123456
მე ახლახანს გავყინე ემბრიონები )
ვისთან დადიხარ?
თუ აქამდე არ ჩაფლობილხარ ინფორმაციებში, გირჩევ, აღარ ჩაუღრმავდე )))
ყველაფერი ძალიან კარგად იქნება ^^
რატომ გაწვალდი , მოკლედ რომ მოგვიყვე

Posted by: Nina-Nina123456 1 Aug 2022, 23:47
QUOTE
ნინო333

მადლობა ♥️ ჩემი ციკლი ისეთი აბდაუბდაა მოკლედ წინასწარ ვერაფრით გავიგებ, არადა არ მინდა სამსახურში ყოფნა მომიწიოს და მიახლოებითაც ვერ ვგეგმავ

Posted by: ნინო333 1 Aug 2022, 23:50
Nina-Nina123456
მიყევი ექიმს და ყველაფერი კარგად იქნება ❤ წარმატებები

Posted by: Nina-Nina123456 2 Aug 2022, 00:07
QUOTE
Freni_99

არეული ციკლი მქონდა პატარაობიდანვე და ჩემი ჭკუით დროულად მივხედე თავს, ჰორმონებზე მუდმივად ვკურნალობდი გათხოვებამდეც, მაგრამ აღმოჩნდა რომ მილების პრობლემა მქონია, 1 წელი სულ ტყულად ვიჭყიპე წამლებით და ნემსებით სტიმულაციებით, ეხლახანს საბოლოოდ გავყინეთ ბლასტოები შევინახეთ "თბილად" მაცივარში და მილიც ამოვიკვეთე, ბევრი ბლასტოები გვყავს და ეგ მაიმედებს, ექიმსაც ენდომეტრიუმი მოსწონს ყოველ ვიზიტზე აღნიშნავს და იმედია გაამართლებს, ინოვაში დავდივარ ბოლო 1,5 წელი, მოსაყოლად ცარიელი სიტყვებია, არადა ლამის 1 წელი ჩუმ ჩუმად ტირილში გავატარე smile.gif

Posted by: Freni_99 2 Aug 2022, 00:40
Nina-Nina123456
ჩემი აზრით, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიგიღია. როცა ერთწლიანი წვალებით არაფერი ხდება, რაღატომ უნდა დაკარგო დრო და შენ წარმოიდგინე, ფინანსებიც. დარწმუნებული ვარ, ნაკლები არ დაგეხარჯებოდა ამ ხნის განმავლობაში.

აუცილებლად გამოვა, თან ბევრი ბლასტოები გყავს. განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მოიწერე ხოლმე და გაგამხნევებთ შეძლებისდაგვარად <3


Posted by: compte.paris75 2 Aug 2022, 09:24
გოგოებო,

მაქვს პროგის სანთლები ფრანგული გამოშვება. ყუთში 45 ცალია. ვყიდი 30 ლარად. ვადა 2023 წ

ტერიტორიულად ვარ თბილისში ვაჟას ბოლოში. თბილისში ვარ დღეს და ხვალ. ზეგ დილით ადრე გავდივარ უკვე თბილისიდან.

user posted image

Posted by: ნინო333 2 Aug 2022, 10:35
გოგოებო გამარჯობა. თუ იცით მსუბუქი ჰიპერპლაზია როცა ფიქსირდება, ამ დროს ემბრიონის მიმაგრების და განვითარების შანსი არის? ეჭვები არ მასვენებს და მგონია მთლად იდეალურად არ იყო ენდომეტრიუმი გადატანის დროს და არ ვიცი რა ვქნა,ეს დროც ნელა გადის smile.gif

Posted by: TUNA-TATUNA 2 Aug 2022, 10:53
ნინო333
ნინ გამარჯობა, არა არ უშლის, ექიმს ვკითხე და მითხრა იდეალური არ არსებობსი, ეგ არაფერს არ ნიშნავსო :*
ნუ ნერვიულობ, განწყობა და განწყობა ხომ იცი smile.gif)))

Posted by: ნინო333 2 Aug 2022, 11:00
TUNA-TATUNA
ხო მაგრამ ისე ვარ,ათასი აზრი მიტრიალებს თავში. განწყობას გაუჭირდა უკვე ცოტა smile.gif
შენ რას შვები როგორ ხარ?

Posted by: ANAANI123 2 Aug 2022, 12:52
ნინო333
მცირედი ჰიპერპლაზია მქონდა მეც ოღონდ ეს ხელს არ გვიშლისო ასე თქვა ექიმმა, ფაქტია ორივე ემბრიონი მიემაგრა სხვადასხვა მხარეს, წარმატებები შენ ❤️ მერამდენე დღეა გადატანიდან?

Posted by: ნინო333 2 Aug 2022, 13:05
ANAANI123
უჰ, გაიხარე ❤გადავქექე ინტერნეტი და არ მასვენებდა ეჭვები. მე 1 გადავისკუპე და დღეს მე-5 დღეა,უბრალოდ არანაირი სიმპტომი არ მაქვს და ავფორიაქდი. ორსულად ხარ თუ გეყოლა უკვე ბარტყები?

Posted by: Iceicebaby 2 Aug 2022, 13:25
ANAANI123
რას შვრებიან ბაიები?



Posted by: ANAANI123 2 Aug 2022, 13:49
ნინო333
11კვირაში გადავედი, არანაირი სიმპტომი არ მქონია, არც მკერდი არც ციკლის სიმპტომები, რამდენჯერმე თავბრუსხვევა ვიგრძენი ცოტა, ტესტმა რო მიჩვენა და ხეგე ავიღე იმ დღეს დამეწყი ყავისფერი გამონადენი და ციკლის მაგვარი ტკივილი, მაგრამ ეგ ნერვიულობის ბრალი იყო პასუხს რო ველოდებოდი ❤️
Iceicebaby
ბაიები 21ს მერე აღარ მინახავს და არ ვიცი როგორ ვითმენ 12ში ვარ ჩაწერილი ეხოზე :დ ისე რავი ნორმალურად მგონი გაიზარდნენ, ცოტა მუცელი გამოიბერა :დ უი ცისტაზე შემეშალა და ჩავასწორე შენ არ გაქვს როგორც მახსოვს ტუნას ქონდა :დ ავირიე

Posted by: Iceicebaby 2 Aug 2022, 13:53
ANAANI123
QUOTE
არანაირი სიმპტომი არ მქონია, არც მკერდი არც ციკლის სიმპტომები

მე ისეთი პმს მაქვს, ყველაფერი მტკივა ხოლმე და ეგენი რო არ მექნება უეჭველი მაგით მივხვდები )))))
QUOTE
ბაიები 21ს მერე აღარ მინახავს და არ ვიცი როგორ ვითმენ 12ში ვარ ჩაწერილი ეხოზე :დ

შენ ყოფილხარ ქალი :დ ძაან კაი, გამოიწრთობი სიმშვიდეში და ივლი ხოლმე დათქმულ დროს )))

QUOTE
ცისტა რაშვება ? დაპატარავდა ხო?

მე არ მქონია ცისტა. ჩემი ეტაპი ამჟამად გადატანაზე შეჯერებაა, როდის და როგორ :დ


Posted by: ANAANI123 2 Aug 2022, 13:56
Iceicebaby
კი კი უცებ ამერია და რო გამახსენდა ჩავასწორე, როდის გადაწყვიტე გადატანა ბოლობოლო ქეთი ახლა შვებულებაში გავა და გადაგეწევა ალბათ სექტემბრამდე :დ 5ში მივდივარ გადასხმაზე და ვნახოთ ალბათ შევარდები იქვე ეხოზე თუ დამხვდა ხეცურიანი და არ იქნა უკვე წასული :დ ასეთი ნებისყოფაც არ მაქვს მაგრამ 12ში მიწევს მერე კიდე უფასო ვიზიტი მიწევს 19ში და ყოველ კვირაში ეხო არ მინდოდა მაგრამ ვნახოთ :დ

Posted by: ნინო333 2 Aug 2022, 14:03
ANAANI123
უი რა კაია, მშვიდობიანი ორსულობა ❤ მე ეს ორი დღე დამეწყო ციკლის მაგვარი ტკივილი ძალიან უმნიშვნელოდ და მგონი ფსიქოლოგიურია უბრალოდ და მეჩვენება. დიდი მადლობა და წარმატებები ❤

Posted by: ANAANI123 2 Aug 2022, 14:05
ნინო333
ყველას ინდივიდუალურად აქვს ზოგს მკერდი ტკვივა ზოგს რა და ზოგს რა რას გაიგებ :დ არ დააკვირდე სიმპტომებს დაიჯერე და გამოვა ❤️ შენც ასევე მალე ორ ხაზიანი ტესტები ❤️

Posted by: ნინო333 2 Aug 2022, 14:22
ANAANI123
გაიხარე ჩემო კარგო,მადლობა ❤

Posted by: Iceicebaby 2 Aug 2022, 14:45
ANAANI123
როგორმე უნდა დავგეგმოთ ისე, რო მაგის წასვლის გამო ეს თვე არ ჩამივარდეს smile.gif არ მაწყობს ნამდვილად.
იმედი მაქვს დაბრუნდება 2 კვირაში მაინც


Posted by: Freni_99 2 Aug 2022, 15:11
Iceicebaby
ყველაფერი ისე გამოვა, როგორც შენ გინდა ^^

Posted by: TUNA-TATUNA 2 Aug 2022, 19:37
ნინო333
მეც ვფორიაქობ და ვარsmile.gif დავიწყე გადატანისთვის მზადება, გუშინ სქრეჩინგიც გამიკეთა და წამლებიც დამინიშნა, ანალიზებიც გავიკეთე და გადატანისთვის ყველა ოკეია. თან ზღვაზეც მივდივარ, ექიმსაც უნდა რომ დავისვენო რამოდენიმე დღით.
აბა შენ იცი ღელვისთვის მიზეზი აღარ დაგიტოვეთsmile.gifაწი აღარ უნდა ინერვიულო smile.gif))ყველა შენს შეკითხვას უდადებითესი პასუხი გაეცა smile.gif))

Posted by: ANAANI123 2 Aug 2022, 20:01
TUNA-TATUNA
რა კარგია გადატანას რო იკეთებ მიხარია ❤️ აბა შენ იცი ეხლა ❤️ კისტა აღარ არისო ხო?

როგორ მიყვარს პასუხებს რომ ველოდებით ოღონდ რა თქმა უნდა ყველა დადებითი უნდა იყოს სხვანაირად არ გვაწყობს :დ

Posted by: ნინო333 2 Aug 2022, 20:33
TUNA-TATUNA
აუ რა მაგარი ამბები ყოფილა შენთან,ძალიან გამიხარდა ❤ ანუ კისტაც მოიშორე და ყველაფერი რიგზეა. აბა შენ იცი,ვეთანხმები ექიმს დასვენება მშვენიერი აზრია.კარგად დაისვენე და მერე განახლებული ძალებით შეუდექი ❤ წარმატებებიი

Posted by: Nina-Nina123456 2 Aug 2022, 21:35
გოგონებო როგორც მივხვდი ყველა ინოვას პაციენტები ვართ )) თეონა ტიბუაზე რას მეტყვით ხომარ გაქვთ რაიმე მოსაზრება

Posted by: TUNA-TATUNA 2 Aug 2022, 22:11
ANAANI123

მე კი შენი ამბები მიხარია, ყველა შენს პოსტს ვკითხულობ სადაც შენს ბაიებზე გეკითხებიან ან პასუხობ, რაღაც დიდი სიყვარული გვაქვს ყველას შენი ბაიების, მოუთმენლად ველი ყველა ექოს პასუხს ❤️❤️

ჩემი კისთა ბოლო 4 დღეში უცებ გაქრა, როგორც ჩანს დეკაპეპტილი კარგად ეხმარება გაქრობაში, მაგრამ დეკაპეპტილს ისევ ვაგრძელებ 7 დღე, ასეთი პროტოკოლი დარწმუნებული ვარ არავის გქონიათ smile.gif)) , თუმცა მე წავიკითხე უცხოურ საიტზე ზოგიერთი იყებნებს ამ მედიკამენტს ინვიტროს დროს ორსულობის მხარდასაჭერად საწყის ეტაპზე.
ვნახოთ როგორ გაამართლებს, მე ხომ სულ პროტოკილებს ვეძიებდი, ყველას გეკითხებოდით, ამჯერად ცოტა განსხვავებული მიდგომა აქვს ჩემს ექიმს არჩეული, წინაზე არც სქრეჩინგი მქონდა.



QUOTE
ნინო333

ნინ მადლობა, სულ გადარბენაზე ვარ. ხშირად ვერ შემოვდივარ, მაგრამ სულ ჩემს გულში ხარ ❤️

Posted by: ნინო333 2 Aug 2022, 22:37
Nina-Nina123456
თეოსთან არ მაქვს შეხება, ქეთის პაციენტი ვარ და ნატოსთან მიწევს ძირითადად ყველაფერი,მაგრამ თეო საყვარელი გოგო ჩანს და ყურადღებიანი რასაც ვუყურებ smile.gif

Posted by: adeline 3 Aug 2022, 00:17
Nina-Nina123456
ძალიან კარგია თეო. უჭკვიანესი და უთბილესი. რა შეხებაც მქონია, ძალიან მომწონს.

Posted by: ANAANI123 3 Aug 2022, 10:42
TUNA-TATUNA
რა საყვარელი ხარ უღრმესი მადლობა ❤️ მალე მინდა ყველას ეს სიხარული და ბედნიერება გეწვიოთ და მერე მარტო ეხოს პასუხებს ველოდოთ ხოლმე ❤️

Posted by: Gretag 4 Aug 2022, 09:55
ნინო333

აბა როგორ ხარ? :* მოუთმენლად ველი შენს კარგ ამბებს :*

Posted by: kapela_nino 4 Aug 2022, 11:00
ნინო333
სიმპტომები მეც არ მქონდა დიდად, თავბრისხვევა და ძილიანობა .. ტესტმე მე7 დღეს აანთო,მაგრამ მუქი შარდი მქონდა მაგ დღეს ,მეორე დღეს დილისაზე ძლივს დავლანდე.
* * *
ბოლო 2 კვირაა ყავისფერი გამონადენი მტანჯავს შიგა და შიგ , დღეს ცოტა ჭარბად მქონდა და შემეშინდა , წინაზე ექიმს შევეხმიანე და წამალი დამიმატა . გუშინ ცოტა ვინერვიულე და მაგის ბრალი იქნება ალბათ?

Posted by: ნინო333 4 Aug 2022, 11:06
Gretag
ძალიან გამიჭირდა ემოციურად,არ ვიცი როგორ ვარ. ალბათ ხეგემდე გავიკეთებ ტესტს დილით,ფსიქოლოგიურად რომ მზად ვიყო იქ პასუხის ლოდინი მომკლავს.
* * *
kapela_nino
ციკლის მსგავსი სიმპტომები მქონდა და დამინიშნა მაგნე ბ6, მსუბუქად თითქოს წელის და მუცლის ტკივილი მქონდა...მელანდება უკვე მგონი ყველაფერი. გამონადენზე პროგს ან მაგნე ბ6 ამატებენ მგონი,მე არ მქონია და ეგეც მანერვიულებს,თითქოს ინპლანტაციის მერე იცის ოდნავ ყავისფერი გამონადენიო და რავიცი,ჩემთან მშვიდობაა...
* * *
kapela_nino
ნერვიულობა ძალიან მოქმედებს ყველაფერზე და მოერიდე

Posted by: Freni_99 4 Aug 2022, 12:10
სასწრაფოდ გვჭირდება დადებითი პასუხები, სასწრაფოდ.
ნინო333
შემოგყურებთ დიდი იმედით <3
შენთან ერთად, კიდევ ერთი გაგვახარებს, დარწმუნებული ვარ ^^

Posted by: ნინო333 4 Aug 2022, 12:21
Freni_99
იმედია კარგი ამბებით გაგახარებთ ❤

Posted by: Iceicebaby 4 Aug 2022, 19:19
მეგობრებო, ვისაც გამოცდილება გაქვთ თურქეთიდან წამლების ჩამოტანის, იქნებ დამეხმაროთ და დამაკვალიანოთ.

გადატანის პერიოდში და მერეც რა წამლებიცაა საჭირო, ეგ მინდა (ჯერ დაზუსტებით არ ვიცი სია, თქვენიც გამიზიარეთ) ერთი რაც ვიცი, პროგესტერონი მინდა მუცელში გასაკეთებელი, პლეირისი ან მისი ანალოგი, იქნება მანდ?
კიდევ სანთლებიც ვიცი რომ საჭიროა, ლუთეინა ინიშნება როგორც წესი?

მოკლედ ყველანაირ რჩებას დაველოდები <3

Posted by: Anabeli111 4 Aug 2022, 21:04
TUNA-TATUNA
თქვენი ექიმი ვინ არის? ♡

Posted by: HAPPYWE 5 Aug 2022, 11:46
გოგოებო როგორ ხართ? love.gif

ვიყავი ქეთისთან, კვლევებზე გამიშვა პაპი, ძუძუს ექოსკოპია, სისხლის ანალიზები და შემდეგ კვირაში დამიბარა.
წამლებს სად ყიდულობთ ხოლმე შედარებით დაბალ ფასში? მზად რომ ვიყო ყველაფრისთვის

მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, რომ არა თქვენი მხარდაჭერა ალბათ კიდევ არ მივიდოდი
ღმერთმა მალე გაგვახაროს ყველა love.gif

Posted by: Freni_99 5 Aug 2022, 12:07
HAPPYWE
მე ვაგზლზე რომაა "იმედი ფარმა", იმათი ნომ მაქვს ( +995 593 61 40 30 ზინა) , ძაან საყვარლები არიან. გაცილებით იაფია წამლები, ნუ დეფიციტური ციტრო არ ჰქონდათ, მე რომ მჭირდებოდა. გონალი მაქვს 430 ლარად ნაყიდი გაზაფხულზე, როცა კლინიკაში 900-მდე ღირდა. მენოპური 35 ღირდა ბოლოს, მგონი ცოტა გაძვირებას აპირებდნენ
წარმატებები !!! <3

Posted by: kato17 5 Aug 2022, 16:43
გოგოებო კაცის ფერტილიტზე ვის რა გამოცდილება გაქვთ რა შედეგები მე ვიღებ და მეუღლესაც რო მივცე ინვიტრომდე ხარისხს მემგონო წაეხმარება არა?

Posted by: Liza12 5 Aug 2022, 17:13
გოგოებო ესტროფემი მაქვს 10.2022 მდე აქვს ვადა 48 აბი . გავაჩუქებ ვინმეს თუ გჭირდებათ

Posted by: Vivi92 7 Aug 2022, 16:57
გამარჯობა გოგოებო, მაინტერესებს ძალიან დაბალი ანტიმიულერით რამდენად უნდა მქონდეს იმედი ინ ვიტროს წარმატებული შედეგის ? ასაკი 29 წლის

Posted by: adeline 7 Aug 2022, 17:51
Vivi92
ძალიან დაბალითაც კი ბუნებრივად ორსულდებიან. ფსჰ რამდენია?
* * *
ნინო333
აბა როგორ ხარ? ტესტი ხომ არ გიცდია?

Posted by: ნინო333 7 Aug 2022, 18:49
adeline
ვერ ვრისკავ ტესტს,ხვალ ან ზეგ გავიკეთებ მაინც. ისე ციკლის წინ რომ იცის მსგავსი ტკივილები დამეწყო და რავიცი აბა.
* * *
29 ში გადავიტანე და ხვალ საღამოს ან ზეგ დილას ხო უეჭველი აჩვენებს ტესტი თუ რამე ხდება?

Posted by: pokahondas 7 Aug 2022, 19:13
ნინო333
დაელოდე მშვიდად 12 დღეს თუ ვერ იკეთებ ეხლა ტესტს ყველაფერი მაგრად იქნება . 2kiss.gif

Posted by: Freni_99 7 Aug 2022, 19:16
ნინო333
კი, აჩვენებს ორ წითელ ხაზს ^^
მაგრამ აუცილებლად დაიმახსოვრე, რომ მთავარია ხეგეს პასუხია და მანამდე არაფერზე ვშფოთავთ ))

Posted by: ნინო333 7 Aug 2022, 19:23
pokahondas
ვერ კი არა ვიკეთებ,მეშინია და ფეხები მიკანკალებს წინასწარ,გავიკეთებ ხეგემდე აუცილებლად,იქ ლოდინს ვერ გავუძლებ და წინასწარ განვეწყობი.
* * *
Freni_99
ისე მტკიოდა წუხელ მუცელი მთლად მასე იმედიანად არა ვარ smile.gif ცოტაც და....

Posted by: Freni_99 7 Aug 2022, 19:30
ნინო333
მუცლის ტკივილი სავსებით ნორმალური და იმედიანი ამბავია ))

Posted by: ნინო333 7 Aug 2022, 19:37
Freni_99
მადლობა ჩემო კარგო გამხნევებისთვის,ღმერთმა ქნას ❤

Posted by: Vivi92 7 Aug 2022, 20:08
adeline
39 იყო და მაგის დასაწევად კონტრაცეპტივი დამინიშნა ჩემმა გინეკოლოგმა თუმცა უკუჩვენება ჰქონდა პრეპარატს და იძულებული გავხდი შემეწყვიტა ამ დღეებში შემიცვლის დანიშნულებას.. სანამ არ დაიწევს ინ ვიტროსთვის მომზადებას ვერ დავიწყებთო

Posted by: pokahondas 7 Aug 2022, 21:09
ნინო333
მესმის კი, მუცლის ტკივილი არაა ცუდი სიმპტომი.პირიიქით მგონია . ასე რომ კარგი ბრდღვოალა ორი ხაზი შენ

Posted by: ნინო333 7 Aug 2022, 21:48
pokahondas
გაიხარე, მადლობა ❤

Posted by: magdalea 7 Aug 2022, 22:38
ნინო333

მე არ მიყვარს ტესტები. იმედს მიცრუებენ. მენსტრუს ტკივილები კი დაგიწერეს კარგის ნიშანია love.gif

ყველაფერი შენს გულს და კეთილისმსურველებს ( მათ შორის ჩვენც ) რომ გაგვიხარდება ისე იქნება!

love.gif



Posted by: ნინო333 7 Aug 2022, 23:02
magdalea
მადლობა ჩემო კარგო ❤ იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

ტესტი წინასწარი განწყობისთვის მინდა,ხეგეს ლოდინში გულმა რომ არ დამარტყას ინოვას კედლებში biggrin.gif

Posted by: adeline 8 Aug 2022, 00:04
ნინო333
ყველაფერი კარგად იქნება. კი, ხვალ აჩვენებს როგორ არა.
Vivi92
ფსჰ-ის დასაწევად ნიშნავენ მიკრონ 5 დჰეას და ვარდისფერ ფემოსტონსაც. ამათაც კარგი შედეგები აქვს. ვინ არის თქვენი ექიმი?

Posted by: pokahondas 8 Aug 2022, 11:57
ნინო333
აბა როგორ ხარ? ❤

Posted by: Freni_99 8 Aug 2022, 18:59
ნინო333
ხომ არ გაგიკეთებია ტესტი? ^^


Posted by: ნინო333 8 Aug 2022, 19:04
გამარჯობა გოგოებო, გავიკეთე ტესტი და ძალიან მკრთალად აჩვენა,არადა გადატანის დღიდან მე-11 დღეა...არ ვიცი რა ვიფიქრო,ასე მკრთალად რატო აჩვენა?
* * *
Freni_99
pokahondas
adeline
კი გავიკეთე გოგოებო,უბრალოდ იმდენად მკრთალი ხაზია.არადა ამ ვადაზე ცოტა მუქს ველოდებოდი,თან ბლასტო გადავიტანე.

Posted by: adeline 8 Aug 2022, 19:11
ნინო333
დილის პირველ შარდზე გაიკეთე? მკრთალს გააჩნია რას ეძახი. დაგვიდე აბა ფოტო

Posted by: Freni_99 8 Aug 2022, 19:12
ნინო333
მთავარია, აჩვენა ^^ ზოგს ძალიან დიდი ხანი უჩვენებს მკრთალად. ხვალ გაიკეთებ ხეგეს, ხომ?
დადე აბა ტესტის ფოტო

Posted by: ნინო333 8 Aug 2022, 19:20
Freni_99
ხვალ არა,ზეგ მიწევს გაკეთება. ასე მკრთალზე ხეგეც დაბალია ალბათuser posted image
* * *
ჩანს საერთოდ თუ მარტო მე ვხედავ? :/
* * *
adeline
არა,ახლა გავიკეთე.შარდს აქვს მნიშვნელობა?რა მნიშვნელობა აქვს მაგას?

Posted by: ninucanodo 8 Aug 2022, 19:23
Hნინო333
ვაიმე რა მაგარია ეხლა მინიმუმ 25 იქნება ხეგე კიდევ უფრო მუქი იქნება დილაზე

Posted by: ნინო333 8 Aug 2022, 19:28
ninucanodo
მე-11 დღისთვის 25 ძალიან დაბალი არ არის ხეგე?

Posted by: Freni_99 8 Aug 2022, 19:28
ნინო333
ვაიმეე, ეს არის გოგო მკრთალი? :დდ
ძაან მაგარი ხაზებია, რას ამბობ.
აჩვენე ექიმს და ხვალვე გაგაკეთებინენს ხეგეს, რაღატომ უნდა ელოდო

Posted by: ნინო333 8 Aug 2022, 19:31
Freni_99
მკრთალია აბა რა არის, ამ დროს მუქი უნდა იყოს უფრო. წინა ტესტები ამ დროს კაი მუქი იყო ხოლმე.

Posted by: Iceicebaby 8 Aug 2022, 19:34
ნინო333
ანუ მეღადავები? რა მკრთალი )))) ძალიან კარგი ხაზია, ულამაზესი <3 ულამაზეს ხეგეებსაც გისურვებ და + ლამაზ რვა თვეს ))) ძალიან გამიხარდა!
* * *
ნინო333
ზუსტად ასეთი სიმკვეთრის ხაზებით ჩემ მეგობარს ჰქონდ 40 ხეგე, ამიტომ მინიმუმ ეგ მაჩვენებელი მგონია. ხეგე პროგრესირებდეს შესაბამისად მთავარი ეგაა და არა რიცხვი, კარგად განეწყვე რა : )

Posted by: adeline 8 Aug 2022, 19:36
ნინო333
ნეტა მანდ ვიყო ახლა, ისე მოგცხებდი ტაკოზე, მერე ნახავდი კარგად რა არის მკრთალი და რა - არა smile.gif ახლა გაკეთებულზე თან რა მაგრად ჩანს smile.gif უფალმა მშვიდობით მიგიყვანოს ბოლომდე! ხვალ დილის პირველ შარდზე გაიკეთე თუ გინდა ძაან მუქი smile.gif)))

Posted by: ნინო333 8 Aug 2022, 19:37
Iceicebaby
მადლობა ❤ მაგრამ ხეგემდე ვცდილობ არ დავიმედდე ძაან.რავიცი გოგოები ფბ ჯგუფში რომ დებენ ფოტოებს მე-7 დღეს,ამაზე მუქია ხოლმე და...რანაირად?

Posted by: Iceicebaby 8 Aug 2022, 19:38
ნინო333
ეგ არ იცი როგორი ინდივიდუალური ამბავია, მაგდაელა რო ნახავს მოგიყვება როგორ არასდროს გამუქდა მისი ტესტი და კი იცი ახლა როგორც არიან <3

Posted by: adeline 8 Aug 2022, 19:38
ნინო333
ფბ ჯგუფებს გაანებე თავი. მანდ მერვე დღეს ბავშვები სკოლაში მიყავთ უკვე biggrin.gif

Posted by: ნინო333 8 Aug 2022, 19:41
adeline
წინა ტესტებს რომ ვადარებ მართლა მკრთალია,ისინი ამ ვადაზე ბრდღვიალებდა sad.gif ნეტა გამოვიდოდეს და რამდენიც გინდა მომცხე smile.gif მადლობა და ზეგ დავდებ აბა ხეგეს პასუხს...

Posted by: Freni_99 8 Aug 2022, 19:41
ნინო333
Iceicebaby
მაგდალეას ამბავი უნდა მეთქვა მეც, სამახსოვროდაც მკრთალი ტესტი შერჩა :დ მარა კი ყავს ღაჟღაჟა ადამიანი მუცელში <3

Posted by: ნინო333 8 Aug 2022, 19:45
Iceicebaby
კი ვიცი,მაგრამ ტესტის ამბავი არ ვიცოდი,დავმშვიდდი
adeline
როგორ გამაცინე biggrin.gif გადამრია მაგ ჯგუფებმა და რავიცი
Freni_99
იყოს მაშინ და ავიტან ამ მკრთალ ტესტს smile.gif


მადლობა გოგოებო,ცოტა დავმშვიდდი,თორემ ფეხი გამიკავდა ნერვიულობით.ხეგემდე მაინც ადრეა ჯერ ზეიმი და ვნახოთ აბა რა იქნება smile.gif

Posted by: narkozeli 8 Aug 2022, 20:00
ნინო333

მკრთალი კი არა კაი ბრდღვიალა ტესტია biggrin.gif გილოცავვვ, ბუთქუჩა ხეგე იქნება აუცილებლად love.gif

Posted by: ნინო333 8 Aug 2022, 20:10
narkozeli
დიდი მადლობა, ღმერთმა ქნას ❤

Posted by: magdalea 8 Aug 2022, 20:18
ნინო333
გილოცავ! love.gif
აუ კარგი გოგო ხარ რააა!! ნიშნებით ვიცოდი რომ 2 ხაზს დადებდი!

და ხო გითხარი ვერ ვიტან ტესტებსთქო. დავიფიცებ 8 კვირაზე მეტი იყო გასული უბრალოდ ინტერესის გამო ვიკეთებდი მეც მინდოდა ღაჟღაჟა ტესტები მენახა ჩემს ორსულობაზე biggrin.gif ხალხი ზოგი გადაცდენამდეც რო დებდა 2 მუქი წითელი ხაზით და ვერ ვეღირსე ვერასოდეს givi.gif

ხეგეს დაბალ ციფრებზეც ვნერვიულობდი, მაგრამ მერე წავიკითხე რომ მთავარია ნორმაში იჯდეს და ორმაგდებოდეს და ნელნელა დავმშვიდდი მეც.

თავიდანაც სუო ვიკეტებდი. ავერსში ნაყიდი ტესტ კასეტა შელოცვითაც არ მიწითლებდა მეორე ხაზს drug.gif

ეხლა ველოდებით ხეგეს პროგრესირებას და მერე მშვიდობიან 9 თვეს და ჯანმრთელ პატარას!

Posted by: ANAANI123 8 Aug 2022, 20:25
ნინო333
გილოცავ ❤️ ძალიან ძალიან მიხარია დადებითი პასუხები და მეტი მუქი ხაზი რა გინდა :დ ნახე დაგიდებ ეხლა ჩემ საცოდავ ტესტებს და ამ დროს ხეგე 80 მომივიდა თან ტყუპზე :დ

user posted image

Posted by: ნინო333 8 Aug 2022, 20:25
magdalea
რა უცნაურია ისე მაგხელა ვადებზე რომ არ აჩვენებდა...აი მე კიდე ისეთი კარგი ურთიერთობა მქონდა ტესტებთან,გაბრდღვიალებულებს აჩვენებდა წინა ორსულობებში,პრინციპში ვერ გაამართლა იმან და იქნებ ამ მკრთალ ხაზმა უფრო მიშველოს biggrin.gif

ხო მთავარი ხეგეა,გუშინ ისეთი ძლიერი მუცლის ტკივილი მქონდა და იმედია არაფერი დატრიალდა შიგნით. მადლობა ჩემო კარგო ❤
* * *
ANAANI123
მადლობა ❤
უი ეგეც რა ღიაა თან ტყუპებზე და ხეგეც ტყუპის ფონზე დაბალია,ანუ მერე გაორმაგება და განვითარება ყოფილა მთავარი smile.gif მშვენივრად კი ხარ ახლა ❤

Posted by: ANAANI123 8 Aug 2022, 20:33
ნინო333
ხეგე მეორედ 310 მომივიდა და ტყუპი ნამდვილად არ მეგონა მაგრამ არც მაგაზე ყოფილა დიდად დამოკიდებული :დ ასე რომ დამშვიდდი არ ინერვიულო და დაელოდე ხეგეს ბედნიერი ❤️❤️❤️

Posted by: a-liza 8 Aug 2022, 21:29
ნინო333
რა მაგარიაა love.gif და ამ ხაზს მკრთალს ეძახით? წეროებში შემოიხედეთ, არ არსებულ ხაზებს რომ დავდევთ გამადიდებელი შუშებით smile.gif)) დილით უფრო გამუქდებაა და მსუყე ხეგეც დაგხვდება

Posted by: emiblack 8 Aug 2022, 21:30
ნინო333
ჩემი პირველი დადებითი ტესტი ( ჩემს გარდა მგონი ვერავინ ხედავდა) . 48 მოვიდა ხგ მაშინ. რამოდენიმე დღეში 250 იყო ხგ და თქვენი ტესტის ფერი გახდა .
გილოცავთ user posted image

Posted by: ივლისი 8 Aug 2022, 21:42
ნინო333
გილოცაავ. არავითარი საორჭოფო აქ არ არის . წარმატებული და ბედნიერი ორსულობა, აბა შენ იცი love.gif

Posted by: ნინო333 8 Aug 2022, 21:44
analiza
რავიცი მე მკრთალად მომეჩვენა და მაგან ამანერვიულა. სხვა დროს რომ ვიკეთებდი უფრო მუქი იყო და შემეშიმდა,მაგრამ აქ გოგოებმა დამამშვიდეს smile.gif მადლობა ❤
* * *
emiblack
დიდი მადლობა,იმედიანი ამბავია ძალიან ❤

ივლისი
მადლობა ❤

Posted by: adeline 8 Aug 2022, 22:13
ნინო333
პლაზმაფერეზი როდის გიწევს ახლა?

Posted by: ნინო333 8 Aug 2022, 22:40
adeline
ქეთიმ მითხრა თვეში ერთხელო,ჯერ მოვიდეს ხეგეს პასუხიო. მოკლედ არ ეცალა და ვერ მელაპარაკა იმ დღეს წესიერად და ვნახავ აბა ხეგეს დღეს. თუ დადებითი მოვიდა ცოტა მალ მალე მინდა პლაზმაფერეზი.იმ ქალმა მითხრა პირველი კვირებია შენზე მნიშვნელოვანი რო წყდებაო და თვეში ერთხელ მგონი ცოტაა.

Posted by: adeline 8 Aug 2022, 22:49
ნინო333
დაელაპარაკე მაგ ქალსაც და ქეთისაც. ორივეს აზრი შეაჯერე და როგორც გული გიკარნახებს, ისე მოიქეცი. ზოგჯერ ჩვენ უფრო ვიცით სწორი პასუხი ექიმზე მეტად. ინტრალიპიდიც დროულად გადაისხი

Posted by: ნინო333 8 Aug 2022, 23:03
adeline
ინტრალიპიდზეც ვთხოვე ხეგემდე გადავისხამ მეთქი და კატეგორიულად არაო მითხრა,არადა 10 დღეში ერთხელ ინიშნება და 16 დღე გავა ხეგეს დღეს უკვე რაც გადავისხი. ხოდა წავიღებ თან და პასუხი რომ მოვა იქვე გადავისხამ.სახლშიც შემიძლია,მაგრამ თავს ვიკავებ რავიცი. კი ნამდვილად მასეა, ზოგჯერ ჩვენ უფრო ვხვდებით როდის რა უნდა გავაკეთოთ. ჩემთვის პირველი კვირებია მთავარი,მესამე და მეოთხე მისვლაზე უკვე გულის ცემა აღარ იყო ხოლმე,ანუ დასაწყისშივე მინდა ყველა დამხმარე ძალა smile.gif

Posted by: ANAANI123 8 Aug 2022, 23:07
ნინო333
ხეგე როგორც კი ავიღე დადებითი იქვე გადამისხეს ინტრალიპიდი და მის მერე ყოველ 10 დღეში ვისხამ, ეხლა უკვე თვეში ერთხელო ქეთიმ

Posted by: ნინო333 8 Aug 2022, 23:16
ANAANI123
ხო მეც გავიყოლებ ინტრალიპიდს და პასუხის მიხედვით იქვე გადავისხამ. გამახსენე რამდენი კვირის ხარ?

Posted by: Gretag 8 Aug 2022, 23:51
ნინო333

ვაიმეე იცი როგორ მჯეროდა? მთელი გულით <3 გილოცავ და 8 თვეში მოგილოცავთ ცქნაფას :* მისმინე, გაიკეთე რა პლაზმაფერეზები თუ საშუალება გაქვს. მართლა ძალიან ბევრი ისტორია ვიცი უამრავი გაიკეთეს და ბოლომდე მივიდნენ გემრიელად. შენ რეალურად 12-18 კვირამდე მოგიწევს და მერე კიდევ სულ 3-4-ჯერ ალბათ. მე თინას გამოცდილებას ვენდობი მაგ საკითხში, იმდენი პაციენტი ყოლია და ყავს

Posted by: ANAANI123 9 Aug 2022, 00:00
ნინო333
11 კვირის და ეხლა ერთხელ გავიკეთებ კიდე და მერე შემდეგი თვიდან ყოველ თვეში, ქეთიმ 12 კვირამდეო რა მოკლედ

Posted by: ნინო333 9 Aug 2022, 00:03
Gretag
ვაიმე,მაქამდე მიმიყვანოს ღმერთმა ნეტა. ძალიან დიდი მადლობა. კიი, ყველაფერს გავიკეთებ თუ რამეა შესაძლებელი.გავიჭირვებ და ამ ამბავს არაფერს დავაკლებ. მთავარია ხეგე,ეხო...ყველაფერი კარგად იყოს და აუცილებლად მივყვები ბოლომდე ❤
* * *
ANAANI123
კი,მეც მასე მითხრა ადრე და მერე თვეში ერთხელო. 12-16 კვირამდე 10 დღეში - ორ კვირაში ერთხელ და მერე აღარ უნდა მასეო.

Posted by: adeline 9 Aug 2022, 00:05
ნინო333
გამათხელებელს რომელს იკეთებ?

Posted by: ნინო333 9 Aug 2022, 00:08
adeline
ოქსაპარი 0.4-იანი და თრომბოფლუ 1 ცალი დღეში.

Posted by: adeline 9 Aug 2022, 00:57
ნინო333
მშვენიერია. ორივე ძალიან კარგია.

Posted by: pokahondas 9 Aug 2022, 07:01
ნინო333
რა მკრათალი უკარგესი ხაზია. წინაზე რა იყო და ადრე ესე იყო დაანებე მაგას თავი.იქება ამ შენმა ფიფქმა იბოდიალა ებვრი და მიმაგრება მერე დაიწყო. მთავარი ხგს ზრდაა და არა რაოდენობა მქგ ვქდაზე ❤❤❤

Posted by: Gretag 9 Aug 2022, 08:56
ნინო333

მიხვალ აბა რას იზავ :* თრომბოფლოუს სად ყიდულობ? იბეიდან ან გერმანიიდან შეგიძლია გამოწერა, ძალიან იაფი ჯდება. მე ისეთები მომოყვა თინამ, მაგის მეოთხედიც რომ იყოს სიმართლე უეჭველად გამოგივა ყველაფერი :*
* * *
pokahondas

შენ როგორ ხარ? :*

Posted by: pokahondas 9 Aug 2022, 09:42
Gretag
კარგად. მგონი ჩემსკენაც კაი ამბებია მარა ჯერ ველდოები პასუხებს

Posted by: ნინო333 9 Aug 2022, 10:02
pokahondas
მთავარია მიმაგრდეს და იბოდიალოს ჯანდაბას,არ გაცდეს ენდომეტრიუმს biggrin.gif

Gretag
ავერსში ვიყიდე,მაგრამ მგონი აღარ არის.ეგ გამოწერა არ მიცდია და არც ვიცი რანაირად იწერენ. თუ ვერ ვიშოვე კარდიომაგნილით შემიცვლის ალბათ. ისე მაგ პლაზმაფერეზზე ჰემატოლოგმა მითხრა შენს შემთხვევაში აზრი არ აქვს რომ იკეთებო,ანტიფოსფოლიტური სინდრომი როცაა მაშინ ამართლებსო,მე უბრალოდ პროფილაქტიკისთვის ჯიუტად მაინც ვიკეთებ.არ მაწყენს თუ არ მასარგებლებს და იყოს. მეც ბევრი მელაპარაკა თინამ დამაიმედებელი ამბები.

adeline
ხო,ფრაქსიპარინს ჯობია როგორც ვიცი,მაგრამ ახლა თრომბოფლუ დეფიციტშია და მაგის შეცვლა მოგვიწევს ალბათ. იქნებ ვიშოვო.

Posted by: adeline 9 Aug 2022, 10:09
ნინო333
დიაკონიძემ გითხრა ეგ? სისხლს წმენდს და ისედაც კარგია პლაზმაფერეზი ყველაფრისთვის.
დრ. ვოლცის წარმომადგენლობას დაუკავშირდი აქ და ექნებათ, თან აფთიაქზე დაბალ ფასში: 032 2 90 08 08

Posted by: Gretag 9 Aug 2022, 10:54
pokahondas

ვაიი რა მაგარიააა <3 როდის ელოდები პასუხებს? რა კარგო გოგო ხარ :* ყბელას დაგვაიმედებს თქვენი ძალოან მაგარი ამბები და შედეგი :*

ნინო333
მე გამოგაწერინებ. მანამდე მაქვს შემორჩენილი და მოგცემ, შემეხმიანე :*

* * *
დღეში 1 აბს სვავ? 1 თვის სამყოფს მოგცემ

Posted by: KristiK 9 Aug 2022, 11:07
ნინო333
არაჩვეულებრივი ხაზებია, აუცილებლად ველოდებით მსუქან ხეგეს <3

pokahondas
უდიდესი წარმატებები <3

Posted by: pokahondas 9 Aug 2022, 11:18
სანამ არ დაიბადება ჩემი შვილი მგონი ვერ დავიჯერებ

Posted by: ნინო333 9 Aug 2022, 11:57
adeline
კი თამარმა მითხრა,ეგეც კი თქვა სასარგებლო კია არაფერს გავნებსო,მაგრამ შეწყვეტებზე ეგ არაფერს გიზამსო. დავუკავშირდები,არც ვიცოდი რა კაია,აფთიაქებში ვქექიალობდი. მადლობა

Gretag
შენ არ გჭირდება? აი მოიძიებს დღეს ჩემი ქმარი,იმ ნომზეც დავრეკავ ადელინამ რომ დამიწერა და თუ ვერ ვიშოვეთ გესესხები biggrin.gif კი 1 აბს ვსვამ დღეში. მადლობა ❤

pokahondas
წარმატებები,კაი ამბები გვინდა,დროა უკვე ყველასთან ❤ მეც მასე ვარ,სანამ არ დავინახავ ვერ დავიჯერებ რომ ეგ სასწაული ჩემ თავს მოხდება.
* * *
KristiK
მადლობა, გაიხარე ❤

Posted by: adeline 9 Aug 2022, 12:11
ნინო333
დაუკავშირდი კი; 2 თვის დოზა აქვთ 159 ლარად და მგონი კარგი ფასია. მაგ ფასად აფთიაქში ვერ ნახავ, ვერც ფასდაკლების დღეებში.
გაწმენდილი სისხლი ყველაფერს უხდება. თამარი ძაან მომწონს, მაგრამ ზოგჯერ გამოურევს ხოლმე რაღაცას biggrin.gif

Posted by: ნინო333 9 Aug 2022, 12:18
adeline
რაღაც ანალიზი უნდა გამაკეთებინოს თამარამ,იმის მიხედვით გადაწყვეტს თრომბოფლუზე დამტოვოს თუ კარდიომაგნილის დიდი დოზა დამინიშნოს.თრომბოფლუ მირჩევნიაო მითხრა,მაგრამ ანალიზში აგრეგაცია როგორ გექნება იმის მიხედვითო და იმ ანალიზმადე მაგდენის ყიდვა არ მინდა,მერე ვიყიდი თუ დამხვდა კიდე biggrin.gif იქამდე რამოდენიმე დღისას ავიღებ.თამარა კი არა,ყველა გამოურევს ხოლმე და უკვე აღარ ვუჯერებ მასე ყველაფერს ექიმებს,ეუთიროქსის დოზაც მოვამატე ჩემით,არ გინდაო რო კითხო ექიმებს და ავიდა 3-ზე :/ მეც ვიცი რომ ძალიან კარგია ორსულობაში პლაზმაფერეზი და ქეთიმაც რომ უარი მითხრას მაინც გავიკეთებ.

Posted by: adeline 9 Aug 2022, 12:21
ნინო333
თრომბოციტების აგრეგაცია კი. არ მგონია შენ თრომბოფლოუ არ გეყოს. მცენარეულია და აბსოლუტურად უსაფრთხო. გაგიყოფენ წარმომადგენლობაში და რამდენიც გინდა, იმდენს მოგცემენ.
აი ზუსტად რა. ცოტ-ცოტას მგონი მართლა ყველა ურევს biggrin.gif ქეთი არა მგონია პლაზმაფერეზის წინააღმდეგი იყოს. პირიქით.

Posted by: ნინო333 9 Aug 2022, 12:56
adeline
კი,გაიკეთეო მარა თვეში ერთხელო და მაგასაც დავაზუსტებ აბა ხვალ.
ნეტა მეყოს,მეც მირჩევნია ეგ წამალი.

Posted by: soof05 9 Aug 2022, 14:40
ნინო333
რა მაგარი ამბავიაააა, ჩემიც მკრთალი იყო მაგ ვადაზე, და არ ვთვლი რომ ეგ მკრთალი ხაზია,, გილოცააავ ძააან გამიხარდა და აბა წარმატებებს გისურვებ ^_^ მთავარია სიმპტომებს არ ჩაუღრმავდე, წელიც მტკიოდა მუცელიც, თან მიხაროდა თან მეშინოდა :დ მე უკვე 12 კვირის ვარ ამ კვირაში მივდვიარ ექოზე ვნახო ჩემი პატარა ^_^ მაგარიი ამბებიააა კიდევ ბევრს ასეთ ხაზებს ველოდებით ^_^

Posted by: pokahondas 9 Aug 2022, 16:18
გოგოებო ვის გქონიათ შემთხვევა ხგ რომ არ გაორმაგდა და ორსულობა პროგრესირდა მაინც?

Posted by: ივლისი 9 Aug 2022, 17:17
pokahondas
რამდენი იყო პასუხები ? 48 საათი იყო გასული ანალიზებს შორის ?

Posted by: ნინო333 9 Aug 2022, 17:31
soof05
დიდი მადლობა ❤ ხო ასეთ დროს გინდა არ გინდა დაძაბული ხარ და უღრმავდები ყველაფერს.
შენც წარმატებები და მშვიდობიანი ორსულობა

Posted by: TUNA-TATUNA 9 Aug 2022, 18:06
ნინო333
ნინ ძალიან მაგარი ამბავი დამახვედრე, მშვენიერი წითელი ხაზებია რას ერჩი smile.gif. სულ ბედნიერი ორსულობა გქონდეს ჩემო კარგო, ნურაფერზე ინერვიულებ, შენი გამოცდილებით არაფერს დააკლებ და ყველაფერი კარგად იქნება.
pokahondas
გილოცავ, ბედნიერი ორსულობა და დედობა.
თუ გენდომება მეტი გაგვიზიარე და ჩვენც მეტად გავიხარებთ smile.gif

Posted by: ნინო333 9 Aug 2022, 18:18
TUNA-TATUNA
კი,მთავარია ახლა ხეგეზე რა დამხვდება და ვნახოთ. მივყვები ნელ ნელა.
მადლობა ❤

Posted by: kapela_nino 9 Aug 2022, 20:35
რა კარგი ამბები დამხვდა . გილოცავთ, ბედნიერი გაგრძელება! მთავარია ტესტმა ოდნავ დალანდოს, არ არის აუცილებელი ღაჟღაჟა ხაზი. ჩემი ხეგე კი იყო 900მდე ,მაგრამ ერთი პაწაწა მყავს და ტესტმაც ამხელა ხეგეზე დიდად არ გამაოცა.
* * *
გოგოებო ახლა ვარ მე10 კვირაში და რაღაც ყვითელი გამონადენი მქონდა გუშინ და დღეს შედედებულივით თუ გაგიგიათ რა არის რატო შეიძლება მქონდეს

Posted by: MagdaLena1 9 Aug 2022, 21:28
გოგონებო, გამარჯობა, კლექსანი დამრჩა 10 ნემსი 04 იანი დოზა, გავყიდი 14 ლარად


Posted by: kato17 9 Aug 2022, 22:54
გოგოებო ბიოსტერონის მიღების დროს თუ ხდება ორსულობა? ხარიხის გასაუმჯობესებლად ვსვავ ინვიტრომდე. მიღების პროცესში ორსულობის ბუნებრივად დადგომას ხომ არ უშლის ხელს? (ინვიტრომდე ყველა თვეს მაინც იმედიანად შევყურებ ტყუილად ხო
არ მაქვს იმედი

Posted by: ივლისი 9 Aug 2022, 23:18
kato17
არანაირად არ უშლის ხელს. პირიქით , მეტი შანსია გაუმჯობესებული ხარისხით ორსულობის.


TUNA-TATUNA
გადატანა ხომ არ გქონია ჯერ ? რა ამბებია

Posted by: TUNA-TATUNA 10 Aug 2022, 00:37
ივლისი
არა ჩემო კარგო, ჯერ ადრეა, კვირა ან კვირაზე მეტი კიდევ დაგვჭირდება.
ისე მონიტორინგზე ვიყავი, ვსვავ ფემოსტონებს და დამიმატა დივიგელი დღეიდან
მგონი ყველაფერი რიგზეა smile.gif

მადლობა მოკითხვისთვის.
შენ და შენი ბაია როგორ გრძნობთ თავს? smile.gif

* * *
ნინო333
ნინ ველოდები შენს ხეგეს, დღეს ხომ გაიკეთებ ? smile.gif
იცოდე არ შეგეშინდეს, ჩვენ შენს გვერდით ვართ და ვაგზავნით შენსკენ დადებით ენერგეტიკებს.
გადაყარე, მოიშორე ყველა ცუდი ემოცია და გაბედულად წადი ხეგეზე love.gif

Posted by: ნინო333 10 Aug 2022, 10:02
გოგოებო დილა მშვიდობისა. ხეგე ჩავაბარე ახლახანს და ინოვაში პასუხი დაახლოებით რამდენ ხანში არის ხოლმე თუ იცით?

Posted by: pokahondas 10 Aug 2022, 10:16
ნინო333
წარმატებები. ტესტიც ხოარ გაჰიკეტებია

Posted by: ANAANI123 10 Aug 2022, 10:17
ნინო333
2 3 საათში არის ხოლმე, სხვა ანალიზები უფრო მალეც მოსულა მაგრამ ხეგე მეტი ადრე არ მახსენდება. აბა წარმატებები ❤️ დარწმუნებული ვარ სამნიშნა ციფრები იქნება ❤️

Posted by: Liza12 10 Aug 2022, 10:20
ნინო333
როგორ მიხარია შენი ამბები . აბა წარმატებები და სამნიშნა ხეგე.

Posted by: ნინო333 10 Aug 2022, 10:37
pokahondas
მადლობა,ტესტი დადებითი იყო გავიკეთე გუშინაც,მაგრამ მაინც მენერვიულება smile.gifANAANI123
ოკ,მადლობა. კლინიკაში ვაპირებდი დალოდებას,მაგრამ გადავიფიქრე. მაგდენ ლოდინში გული გამისკდება smile.gif
Liza12
მადლობა ჩემო კარგო. ვნახოთ აბა,გულის ფანცქვალით ველოდები პასუხს.

Posted by: ANAANI123 10 Aug 2022, 10:47
ნინო333
მეილი ხო გექნება მითითებული, ავტომატურად იგზავნება როგორც კი იქნება პასუხი ❤️

Posted by: ნინო333 10 Aug 2022, 10:52
ANAANI123
კი,მაქვს მითითებული.

Posted by: a-liza 10 Aug 2022, 11:26
ნინო333
ველოდებით კარგ ამბებს :*

Posted by: ნინო333 10 Aug 2022, 13:21
გოგოებო 620 მოვიდა ❤ მაგრამ იმდენი ვინერვიულე ამ პასუხის მოსვლამდე იმედია ახლა ვარდნას არ დაიწყებს ხეგე biggrin.gif მთელი ტანი დამეძაბა და დამეჭიმა და ყველაფერი მტკივა. მადლობა გოგოებო ყველას,აი ისე მამხნევებდით,მგონი ჩემზე მეტად თქვენ გჯერათ ჩემი ამბების. ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის და უღრმესი მადლობაა❤

Posted by: a-liza 10 Aug 2022, 13:24
ნინო333
გილოცააავ :* ძალიან მაგარია, როგორი მსუყე კი არადა, ძალიან ფუმფულა ხეგეა, ტყუპი ხომ არაა? :* მშვიდი ორსულობა და ბედნიერი დედობაა

Posted by: adeline 10 Aug 2022, 13:25
ნინო333
ოჰოჰოოო; გადასარევი ხეგეა! მაგარი გოგო ხარ ძალიან. 1 ბლასტო გადაიტანე ხომ? ამ გადატანაზე ქეთევანმა რამე ხომ არ შეცვალა დანიშნულებაში? მოგვიყევი რაა. ეგეც შენი მკრთალი ტესტი biggrin.gif მაგიტო მეჯავრება ტესტები. გვაფორიაქებენ უაზროდ biggrin.gif შენი არ იყო მკრთალი, მაგრამ მაინც ფორიაქობდი smile.gif)

Posted by: ANAANI123 10 Aug 2022, 13:30
ნინო333
რა მაგარია გილოცავ ❤️ ხო გითხარი არანაირი ღია ტესტი შენ არ გქონდა :დ მერამდენე დღეა დღეს გადატანიდან?

Posted by: Liza12 10 Aug 2022, 13:44
ნინო333
გილოცავ მთელი გულით . მშვიდობიაანად გაგევლოს ყველა დღე და უჯანმრთელესი ბაია მოვლენილიყოს.

Posted by: ninucanodo 10 Aug 2022, 13:50
ნინო333
ვაიმე რა მაგარია გილოცავთ ბედნოერი დასასრული მოგცეთ უფალმა

Posted by: pokahondas 10 Aug 2022, 13:52
ნინო333
გულით გილოცავ, მშვიდობიანი და ჯანმრთელი ორსულობა ❤❤❤ მთელი 9 თვე .გაუფრთხილდი შენს პატარას ❤❤❤

Posted by: ნინო333 10 Aug 2022, 14:51
analiza
მადლობა ❤ 1 ბლასტო გადავისკუპე და რავიცი ტყუპი არა მგონია.
adeline
წინა ორი გაკეთება ქოჩიაშვილთან მერვე დღეს ისეთი მუქი ტესტი იყო და მეათე დღეს 350 ხეგე,იმის ფონზე ამ მკრთალ ხაზმა შემაშინა,უფრო მუქები მახსოვს და biggrin.gif თან ემოციურიც ვარ ძაან და ადამიანს აღარ ვგავარ მოკლედ. დანიშნულებაში რავიცი,არაფერი თითქოს,თრომბოფლუ და პლაზმაფერეზი დაემატა ❤
ANAANI123
Liza12
ninucanodo
pokahondas
მადლობა გოგოებოო ❤ ანა გადატანის დღეს თუ არ ჩავთვლით მე-12 დღეა დღეს.
* * *
გოგოებო, მე ხო იცით პირველი 7 კვირა ასე თუ ისე არ მიჭირს, მერე ხდება მოულოდნელად ხოლმე გულის ცემის გაჩერება, ხოდა რაც იცით და გსმენიათ შეწყვწტილ ორსულობებზე მომაყარეთ ყველაფერი რა,იქნებ მივიდე ბოლომდე. თამარსაც დავურეკე და ეხომდე არაფერს ვცვლითო და მერე ანალიზებიო.
* * *
adeline
მოგწერ საღამოს პირადში ჩემ მთლიან დანიშნულებას ❤

Posted by: pokahondas 10 Aug 2022, 15:43
ნინო333
ამჯერად ყველაფერინიქნება იდელაურად. კარგად განეწყვე. ეხლა რო მოახლოვდება ის ვადა რისიც გეშინია შეისლება ნეევიულობით გააფუჭო საქმე. ჩათვალე რო აუცილებლად მიხვალ ბოლომდე 9 თვემდე ჯანმრთელად და ბედნიერად.

Posted by: Iceicebaby 10 Aug 2022, 15:45
ნინო333
გილოცავ, ისე გამიხარდა <3 მშვიდობიანი ორსულობა ბოლომდე!

pokahondas
შენ როგორ ხარ? რა ეტაპზე? იმედია, ყველაფერი რიგზეა

Posted by: pokahondas 10 Aug 2022, 15:51
Iceicebaby
ჯერ დიდი გაურკვევლობა მაქვს და მეც იმედია ყველაფერი რიგზე იქნება. ორსულად ვარ ,მაგრამ ვაკვირდებით პროგრეისრებას.

Posted by: Iceicebaby 10 Aug 2022, 15:55
pokahondas
ყველაფერი კარგად იქნება <3 მოგვწერე კარგი ამბები აუცილებლად

Posted by: pokahondas 10 Aug 2022, 16:03
Iceicebaby
აუცილებლად დავწერ . იმედია ყველაფერი კარგად იქნება ღვთის წყალობით

Posted by: adeline 10 Aug 2022, 16:04
ნინო333
ახლა იმხელათია ხეგე დაწყებული, უფლის წყალობით მშვიდად მიხვალ ბოლომდე.
უჰ, მომწერე კი, მაინტერესებს :*

Posted by: ნინო333 10 Aug 2022, 16:28
pokahondas
მადლობა ჩემო კარგო.შენც ასევე, მშვიდობიანო 9 თვე ❤ ყველაფერი კარგად გექნება
Iceicebaby
ძალიან დიდი მადლობა❤

Posted by: TUNA-TATUNA 10 Aug 2022, 16:36
ნინო333
ნინ გილოცავ, ბედნიერი ორსულობა, შეირგე და გაიხარე smile.gif
მე პირადად ისე ვიყავი დარწმუნებული რომ არც გამკვირვებია, ყოჩაღ ნამდვილად გამიმართლე იმედები love.gif
პ.ს. მგონი მართლა ტყუპიკების ხეგეა smile.gif

Posted by: HAPPYWE 10 Aug 2022, 16:43
ნინო333
გილოცავთ, მშვიდობიანი ორსულობა და ბედნიერი დედობა love.gif

Posted by: ნინო333 10 Aug 2022, 17:15
TUNA-TATUNA
რავიცი 1 ბლასტო იყო და არა მგონია,ვნახოთ იქნებ იყიჩაღოს. მადლობა შენ გამხნევებისთვის და გვერდში დგომისთვის❤
HAPPYWE
მადლობა ❤

Posted by: magdalea 10 Aug 2022, 18:20
ნინო333


ნინოო love.gif

გილოცავ!! ბედნიერი, ჯანმრთელ და უპრობლემო ორსულობას გისურვებ! ხომ წარმოგიდგენია რამხელაა ხეგე და ტესტი რა მკრთალი. ამიტომ არ მიყვარს ეს ტესტები biggrin.gif

pokahondas

იმედიანად იყავი რა აუცილებლად! და აუცილებლად შენ რომ გაგიხარდება ისე იქნება ყველაფერი! 2kiss.gif
ესაუბრე და მოეფერე შენს წერტილს love.gif

Posted by: compte.paris75 10 Aug 2022, 18:47
გოგოებო, ადრე დავწერე ყვითელ ფემოსტონებს ვეძებდი ერთი კარგი გოგოსთვის და რამოდენიმე გოგო გამომეხმაურა ფორუმიდან და მაჩუქეს ყვითლები 2kiss.gif love.gif love.gif love.gif love.gif
მადლობა გოგოებო....
ხოდა დაგროვდა ახლა მანანას რადიოებივით ზედმეტად smile.gif))))))
ვისაც გჭირდებათ მომწერეთ და გაჩუქებთ. ტერიტორიულად ვარ თბილისში, ვაჟას სულ ბოლოში.
* * *
ნინო333
გილოცავ!!!!
ღმერთმა მშვიდად და მშვიდობით გატაროს.

Posted by: Iceicebaby 10 Aug 2022, 19:14
compte.paris75
რა საყვარელი ხარ, ვგიჟდები <3

ყველამ უკლებლივ უნდა ავახმაუროთ აქაურობა მსუქანა ხეგეებით და ბავშვიკებით smile.gif

Posted by: magdalea 10 Aug 2022, 20:41
compte.paris75


ადრე დაწერა ANAANI123-მ რომ სჭირდებოდა, მაგრამ ვერ გამოვეხმაურე რადგან თბილისში არვიყავი და ვერ მივაწვდიდი. იქნებ სჭირდებოდეს კიდევ. smile.gif
* * *
Iceicebaby


QUOTE
compte.paris75
რა საყვარელი ხარ, ვგიჟდები <3

ყველამ უკლებლივ უნდა ავახმაუროთ აქაურობა მსუქანა ხეგეებით და ბავშვიკებით



აუცილებლად!!!! love.gif

Posted by: ANAANI123 10 Aug 2022, 20:54
magdalea
რა საყვარელი ხარ როგორ გახსოვს ❤️ ნაყიდი მაქვს კიდევ სამი კვირის და წესით მეტუ აღარ უნდა გამიგრძელოს ამიტომ სხვას დავუთმოვ იქნებ უფრო ჭირდებოდეს❤️

compte.paris75
პარასკევს ან ორშაბათს მიწევს ექიმთან მისვლა და ვკითხავ, თუ კიდევ გექნება შეგეხმიანები თუ არადა იქნებ სხვას გამოადგეს ❤️

Posted by: magdalea 10 Aug 2022, 21:06
ANAANI123

უბრალოდ ძალიან შემაწუხა იმ მომენტმა, რომ მე ტყუილად მედო და შენ გჭირდებოდა და ვერ მოგაწვდიდი user.gif


Posted by: ნინო333 10 Aug 2022, 23:06
magdalea

compte.paris75

მადლობა გოგოებო ❤

Posted by: MagdaLena1 11 Aug 2022, 16:17
ნინო333 გილოცავთ, რა მაგარია. ბედნიერი 9 თვე

Posted by: TUNA-TATUNA 12 Aug 2022, 12:44
ნინო333
ნინ ველოდები განმეორებით ხეგეს, როდის იკეთებsmile.gif
წარმატებები და სიხარულები
love.gif

Posted by: ნინო333 12 Aug 2022, 13:09
MagdaLena1
მადლობა ❤
TUNA-TATUNA
მადლობა ❤ განმეორებით ხეგეს აღარ ვიკეთებ,არც უთქვამს ექიმს რომ გამეკეთებინა. პირდაპირ ეხოზე მივალ 20 ისკენ მიწევს.
* * *
TUNA-TATUNA
ზედმეტი ნერვიულობა და სტრესი მგონია,თუ რამე ვერ იქნება კარგად ეხოზე ხო გამოჩნდება ისედაც? მაინც ვერაფეეს შევცვლი და პასუხის ლოდინში ისე ვისტრესები და ისე ვნერვიულობ რავიცი. არც გამიკეთებია წინა შემთხვევებშიც განმეორებით და აუცილებელია? ექიმსაც რომ არ უთქვამს?

Posted by: Liza12 12 Aug 2022, 13:31
ნინო333
მასეთ ხეგეზე განმეორებითს არავინ ნიშნავს . ეხოზე 1 კვირაში ნახავ . ყველაფერი იდეალურად გაქვს.

Posted by: ნინო333 12 Aug 2022, 13:34
Liza12
ხეგეებში მიმართლებს ხოლმე და განმეორება არ დამჭირვებია,მეც მასე მირჩევნია. კარგიც და ცუდიც გამოჩნდება ეხოზე და ახლა ზედმეტად ვერ დავისტრესები,ისედაც მარტო ნერვები დავდივარ

Posted by: nefertiti987 12 Aug 2022, 14:26
ნინო333
გილოცავ! ძალიან კარგი ამბავია,მშვიდობიანი ორსულობა

Posted by: ნინო333 12 Aug 2022, 14:39
nefertiti987
მადლობა,გაიხარე ❤

Posted by: Liza12 12 Aug 2022, 16:55
nefertiti987
როგორხაარ ? როგორ მიდის შენი ამბები კაი ხანია აღარაფერი დაგიწერია
ნინო333
268 მქონდა ხეგე 9 დღეს და მაგ ხეგეზე მე არმომთხოვეს გამეორება მაგხელა ხეგეს რათუნდა კონტროლი. მერე მე ტესტ კასეტით ვაკვირდებოდი 1 კვირაში გაუტოლდა საკონტროლოს და ვსო დავმშვიდდი. 10დღეში ეხოზეც ვნახე. წარმატებები

Posted by: nefertiti987 12 Aug 2022, 17:01
Liza12
მადლობა.ლიზა. მე ველოდები უკვე დღედღეზე და ყველას ვგულშემატკივრობ ამ ფორუმზე

Posted by: Liza12 12 Aug 2022, 17:06
nefertiti987
რამაგარი გოგო ხარ . მშვიდობიანი მშობიარობა ჩემო კარგო.სად გადაწყვიტე ? ვის ელოდები?

Posted by: nefertiti987 12 Aug 2022, 17:09
ბიჭს ველოდები,გაგუაში ვაპირებ მშობიარობას

Posted by: Liza12 12 Aug 2022, 17:11
nefertiti987
ძალიან ძალიან მიხარია . მოიწერე ამბები . ყოჩაღად იყავი.

Posted by: nefertiti987 12 Aug 2022, 17:15
Liza12
ვცდილობ smile.gif კიდევ ერთხელ მადლობა და გახსოვდეთ,შეუძლებელი არაფერია

Posted by: ნინო333 12 Aug 2022, 18:07
Liza12
ხო,მე ტესტის გაკეთებისაც მეშინია, მშვიდად დაველოდები ეხოს. მადლობა ❤
nefertiti987
რა მაგარია,წარმატებები და მშვიდობიანი მშობიარობა ❤

Posted by: Liza12 12 Aug 2022, 18:30
ნინო333
მასე სჯობია . მთავარია ხეგე იდეალურია და ასეც გაგრძელდება ბოლომდე.

Posted by: TUNA-TATUNA 12 Aug 2022, 20:45
გოგოებო კითხვა მაქვს:
გადატანამდე რამდენჯერ გაიკეთეთ ანალიზები ესტრადიოლი და პროგესტერონი.
და ვინც სვავდით ესტრადიოლს, ანუ ფემოსტონის ვარდისფერ აბებს, ანალიზი მაინც ნორმაში იყო?(ესტრადიოლი მაინტერესებს. პროგესტერონი ჯერ არ დამიწყია და ნორმაა)
ჩემი დასაწყისში ნორმა იყო ორივე, ხოლო მე-14 დღეს ძალიან მაღალი მაქვს ესტრადიოლი.
ჩავთვალო რომ წამლის გამო მაქვს?
ერთგან წავიკითხე, ინვიტროს დროს მეორე ანალიზს აღარ აქვს მნიშვნელობაო.

Posted by: Liza12 12 Aug 2022, 20:52
TUNA-TATUNA
ესტრადიოლი გადატანამდე აღარაა მნიშვნელოვანი წამლის ფონზე ბუნებრივია მაღალი იქნება მარა პროგრესტერონი აუცილებლად უნდა გაკეთდეს უშუალოდ პროგრესტერონის შეყვანის წინ სასრურველია 1 მდე იყოს და არა მეტი.

Posted by: ნინო333 12 Aug 2022, 20:58
TUNA-TATUNA
მე გამაკეთებინა ერთხელ,ციკლიდან მე-9 დღეს პროგი და LH. ვსვამდი ესტროფემს მე-7 დღიდან და ორივე ნორმაში იყო.მეცხრე დღის მერე არც გადაუმოწმებია და ნეტა ეს LH იგივე ესტრადიოლია?

Posted by: TUNA-TATUNA 12 Aug 2022, 21:21
Liza12
მადლობა ლიზა.
QUOTE
ესტრადიოლი გადატანამდე აღარაა მნიშვნელოვანი წამლის ფონზე ბუნებრივია მაღალი იქნებ

თან ამ დილით როცა ანალიზი გავიკეთე არც უზმოდ ვიყავი და ფემოსტონიც დალეული მქონდა უკვე. ისე კი მკითხა ხომ არ მიგიღია წამალიო და კი თქო ვუთხარი, მაგრამ მაინც გამაკეთებია.ალბათ ამასაც აქვს რაიმე მიზანი. შეიძლება აინტერესებდა წამლის ფონზე როგორი იყო ესტრადიოლის დონე. პროგესტერონი დასაწყისშიც გავიკეთე მე-3 დღეს და მაშინაც დაბალი იყო და დღესაც 0,51 ია, ჯერ არ დამიწყია პროგის სანთლები, ამ ღამ ვიწყებ.

b]ნინო333[/b]
QUOTE
ნეტა ეს LH იგივე ესტრადიოლია?

არა ნინ სხვადასხვაა, მაგრამ შენ ალბათ ეგ გჭირდებოდა. მე კი ეს smile.gif

Posted by: pokahondas 12 Aug 2022, 21:23
TUNA-TATUNA
მხოლოდ პროგი გადავამოწმეთ ჩვენ . აბა წარმატებები გენაცვალე

Posted by: TUNA-TATUNA 12 Aug 2022, 21:47
pokahondas
მადლობაsmile.gif
შენთან ხომ ყველაფერი კარგადაა?


Posted by: ივლისი 13 Aug 2022, 10:39
ნინო333
გილოცავ ნინიკო . ბედნიერი თვეები და წლები აწი შენს ბაისთან. love.gif

TUNA-TATUNA
QUOTE
არა ჩემო კარგო, ჯერ ადრეა, კვირა ან კვირაზე მეტი კიდევ დაგვჭირდება.
ისე მონიტორინგზე ვიყავი, ვსვავ ფემოსტონებს და დამიმატა დივიგელი დღეიდან
მგონი ყველაფერი რიგზეა

მადლობა მოკითხვისთვის.
შენ და შენი ბაია როგორ გრძნობთ თავს?

ძალიან კარგი. შენ ენდომეტრიუმი გადასარევი გქონდა, მაინც დაგჭირდა დივიგელები ?
მადლობა , ჩვენც კარგად ვართ. გავდივართ ფინალისკენ. სადღაც 39 კვირაზე მექნება საკეისრო. ადრე არ გვინდაო მამუკა ნემსაძემ. დაასრულოს ბავშვმა ზრდაო .

Posted by: pokahondas 13 Aug 2022, 10:46
TUNA-TATUNA
ჯერჯერობით კი, იმედია ბოლომდე კარგად გევქნება ყველაფერი 2kiss.gif

Posted by: TUNA-TATUNA 13 Aug 2022, 11:49
pokahondas
აუ ძაან გამახარე, ბოლომდე გაგერხარებინე მეც და ყველა ვინც გულშემატკივრობს :*

* * *
ივლისი
QUOTE
გავდივართ ფინალისკენ. სადღაც 39 კვირაზე მექნება საკეისრო. ადრე არ გვინდაო მამუკა ნემსაძემ. დაასრულოს ბავშვმა ზრდაო .


რამხელა სიხარულია, ბედნიერი ვარ რომ მესმის კარგი ამბები, ეს ემოცია კარგახანს მიმყვება და მავსებს უდიდესი სიხარულით და იმედით.

ჩემთან ცოტა შეიცვალა ენდომეტრიუმი, ეტყობა წინა თვის ცისტაზე მკურნალობამ შეცვალა. მაგრამ ექიმს სტრუქტურა ძალიან მოსწონს, ბოლოს გუშინ მნახა და 10,6 მმ იყო კიდევ გაიზრდება გადატანამდე.

წინა ციკლში მე-11 დღეს 10,7 მმ იყო და დივიგელი აღარ დამინიშნა.ეხლა დივიგელიც დავახმარეთ და უკვე ნორმალურია.

დღეს ტსჰ ჩავაბარე, მითხრა თუ მაღალი იქნება გაგირზრდი დოზასო, იცის ჰორმონალურმა წამლებმაო.

Posted by: compte.paris75 13 Aug 2022, 12:22
გოგოებო,
21 აგვისტოს ჩამომიტანენ ცეტროებს და თუ ვინმეს გჭირდებათ შემეხმიანეთ:
- 4 ცეტრო - ვადა 12/2022 - ფასი 80ლ ერთი ცალი
- 2 ცეტრო - ვადა 06/2023 - ფასი 100ლ ერთი ცალი

Posted by: compte.paris75 15 Aug 2022, 10:11
ექიმი, რომელიც კვირას ღამის 10-ის ნახევარზე დაიბარებს ემბრიოლოგს. მოვა, გააღებს განყოფილებას რომ გააკეთოს გადატანა ერა ტესტის მიხედვით, აი რა ვთქვა არ ვიცი. თავიდანვე მომწონდა ქეთის ასეთი თავდადება, თავისი საქმის სიყვარული და შედეგზე ორიენტირება. არ იცვლება და არ იღლება ეს ადამიანი რაა...
PS
მე არ გამიკეთებია გადატანა smile.gif მე მონიტორინგზე დამიბარა იმ გოგოსთან ერთად. ჩემი თვალით რომ არ მენახა გამიჭირდებოდა დაჯერება. ჩემი გადატანა დაიგეგმა პარასკევს. ნატო გადამიტანს სავარაუდოდ.

Posted by: a-liza 15 Aug 2022, 10:23
compte.paris75
შენზეა საუბარი? წარმატებებიი love.gif ექიმი უნდა იყოს ასეთი, შედეგზე ორიენტირებული... აბა ჩემმა ექიმმა დანიშნულება დერეფანში მომცა და არც აუხსნია, 4 კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემთხევევაში რა რისკები შეიძლება დამდგარიყო.. აღარ გამიხედია იმის შემდეგ მისი კაბინეტისკენ...

Posted by: Iceicebaby 15 Aug 2022, 10:32
compte.paris75
როგორ მიხარია, ამას რომ ვკითხულობ და წარმატებები მთელი გულით <3

ქეთი ჩემი იმედიცაა.

Posted by: ANAANI123 15 Aug 2022, 11:05
compte.paris75
და რამდენ ლანძღვას იღებს განსაკუთრებით ფეიბუქ ჯგუფებში, თურმე ფულზე ყოფილა გაგიჟებული ქეთი სასაცილოა პროსტა, არც ქონიათ მასთან შეხება და ისე ლანძღავენ, უბრალოდ მისგან არ მაქვს ნებართვა რომ ვთქვა თორე იმდენი შეღავათი გამიკეთა არ ვიცი ალბათ ნათესავი რო იყოს სხვა არცერთ კლინიკაში ამდენს არ გაგიკეთებენ. დავაფასოთ უნდა ნამდვილი ექიმები რომლებიც ისეთი ცოტა დარჩნენ, თითზე ჩამოსათვლელი. ვიღაცეებს უნდათ ექიმი კაბინეტში დაუჯდეთ და საათობით ელაპარაკოთ, როცა შენს გარდა ათასობით ადამიანს აქვს იგივე პრობლემა და მათაც ჭირდება დახმარება ფიზიკურად არ არის ამის დრო ან რაში მჭირდება მასთან ჭორაობა მთავარია საქმე, შენ წარმატებები ჩემო კარგო აი ძალიან ძალიან გგულშემატკივრობ ❤️

Posted by: kato17 15 Aug 2022, 11:32
compte.paris75
მთელი გულით გულშემატკივრობ ,მეც ქეთის პაციენტი ვიყავი ორი ინვიტრო ქეთისთან გავიკეთე ერთზე დადგა და შეწყდა მეორე არ გამოვიდა ხოდა ძაან მსტრესავდა იქავრობა ცოტა ცოტა ქეთისაც ვაბრალებდი უყურადღებობაში წამოვედი და მართლა არ ვიცი ვისთან მივიდე ისეთ გაურკვევლობაში ვარ თამთა ცაავასთან მივედი მარა არც მასთან მიმიწევს გული ეხლა შენი პასუხი ისე დამეხმარება დავბრუნდე თუ არა ისევ ქეთისთან თუ არად თურქეთს განვიხილავ არადა როგორ მეზარება თურქწთში ამდენენი ცდის დროც აღარ მაქვს 41 წლის ვხდები უკვე, როგორ მინდა სწორ ექემთან მოვხვდე .

Posted by: adeline 15 Aug 2022, 11:36
compte.paris75
აქ პოსტავდა ერთი გოგო და იმასაც ეგრე გაუკეთა ქეთიმ, კვირას, შუაღამისას. ყველაზე მეტად მაგ დაუმსახურებელ ლანძღვაზე მწყდება გული და ზოგჯერ მინდა გავაუქმო საერთოდ ფბ. საინფორმაციოს არ ვუყურებ გამიზნულად და სულ მაქედან ვიგებ ყველაფერ ცუდს და უბედურებას.
ნატომ გადაუტანა ერთ ჩემს ნაცნობს და კაი ხნის ორსულია უკვე, ქეთის რომ კოვიდი ჰქონდა მაშინ.

Posted by: compte.paris75 15 Aug 2022, 11:52
kato17
ამდენი წლის გამოცდილებით ქეთი საუკეთესოა სტიმულაციებში. ოღონდ, კიდევ კარგი ვერკვევი მეც და აღარ მაქვს კითხვები. სრულიად დაწყნარებული მივყვები მონიტორინგებს.
მესმის რომ ვინც ახალი დამწყებია ან არ აქვს იმის თავი და ნერვები რომ დაჯდეს და წაიკითხოს, უნდათ რომ ექიმი დაუჯდეს და დაწვრილებით მოუყვეს ყველაფერი. ასეც უნდა იყოს, მაგრამ ბევრი პაციენტის გამო ხან ჩქარა უწევს მუშაობა და აღელვებულ პაციენტსაც ერიდება კითხვების დასმა. ზოგი ფოლიკულის ზომას რომ იგებს ეხოზე უკვე ისე ნერვიულობს აღარ ახსოვს უკვე სხვა არაფერი... მაქსიმალურად მობილიზებული უნდა ვიყოთ კითხვებით.

Posted by: TUNA-TATUNA 15 Aug 2022, 12:35
compte.paris75
მიხარია შენი ამბავი, წარმატებები love.gif

Posted by: kato17 15 Aug 2022, 12:39
compte.paris75
ემბრიოლოგი ვინ ყავს ეხლა ქეთის?

Posted by: Freni_99 15 Aug 2022, 12:47
ნინო333
გილოცავ და ბოლომდე ასე კარგად უნდა იყო ^^ <3



Posted by: compte.paris75 15 Aug 2022, 12:49
QUOTE (kato17 @ 15 Aug 2022, 12:39 )
compte.paris75
ემბრიოლოგი ვინ ყავს ეხლა ქეთის?

ვიღაც ესპანელი ბიჭია. სახელი ვერ დავიმახსოვრე.

Posted by: Freni_99 15 Aug 2022, 12:49
compte.paris75
რა კარგი ამბებია ^^
ყველანი უამრავ კეთილ სურვილს გამოგიგზავნით <3

Posted by: Iceicebaby 15 Aug 2022, 12:55
compte.paris75

QUOTE
ვიღაც ესპანელი ბიჭია. სახელი ვერ დავიმახსოვრე.

ჰექტორი ჰყავს ბოლო წლებია, ახლა დაიმატა ახალი ესპანელი - ანტონიო :დ


Posted by: compte.paris75 15 Aug 2022, 13:35
მადლობა დიდი გოგოებო
არც მინდოდა თქმა. დიდი იმედი არ მაქვს
რაც იქნება იქნება
love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: Liza12 15 Aug 2022, 13:58
compte.paris75
როცა იმედი არგაქვს ზუსტად მაშინ გამოდის. მთელი გულით ველოდები შენს დედობას.

Posted by: ნინო333 15 Aug 2022, 14:34
compte.paris75
წარმატებები,მართლა ძალიან გგულშემატკივრობ და მინდა რომ ყველაფერი გამოგივიდეს ❤

Posted by: a-liza 15 Aug 2022, 14:36
compte.paris75
აუცილებლად უნდა გამოვიდეს :* დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღეა ძველი სტილით, სადღაც მოვკარი თვალი ფეისბუქზე, რომ დღეს ჩაფიქრებული სურვილი, თხოვნა აუცილებლად ასრულდება,რადგან ცის კარი იღებაო smile.gif უფლისთვის შეუძლებელი არაფერია, ვთხოვოთ დღევანდელ დღეს ჩვენი ოცნების ასრულება უფალს და ღვთისმშობელს, რწმენა მთებსაც ძრავს love.gif

Posted by: KristiK 15 Aug 2022, 14:40
compte.paris75
წარმატებებს გისურვებთ! <3

Posted by: adeline 15 Aug 2022, 15:45
compte.paris75
აუცილებლად გამოვა, აი ნახავ. იმდენ სიკეთეს აკეთებ, უკვალოდ არ ჩაივლის ეს ყველაფერი

Posted by: Iceicebaby 15 Aug 2022, 15:57
compte.paris75
იმდენ სასიკეთო ენერგიას გიგზავნით, ამდენი ქალი თან, აუცილებლად ექნება დადებითი შედეგი <3


Posted by: shoshia8 15 Aug 2022, 17:20
compte.paris75
compte.paris75
როგორ მიხარიაა თქვენი ამბავი,წარმატებებს გისურვებ...
დადებითი ენერგია და კარგი განწყობა თქვენსკენ,ამიტომაც აღარ დავწერ ჩემს უარყოფით გამოცდილებებს ქეთისთან...



Posted by: Iceicebaby 15 Aug 2022, 17:55
shoshia8
აქვს ადამიანს გამოცდილება ამ ექიმთან, უწერია საჯაროდ, თვალსაჩინოდ.

ვინც უკვე პროცესშია და ემზადება უმნიშვნელოვანესი ამბისთვის, ესეთი კომენტარი თქვენი აზრით რელევანტური ან ადეკვატურია?

Posted by: shoshia8 15 Aug 2022, 18:29
Iceicebaby
Iceicebaby
ამ ადამიანს წარმატებებს ვუსურვებ ნებისმიერ ექიმთან და არამარტო ამ ადამიანს,ყველას ვინც ნატრობს და პროცესშია,ჩემი ჩათვლით...
ამიტომაც ამ კომენტარს ვჯერდები და ველოდები დადებით შედეგებს

Posted by: Iceicebaby 15 Aug 2022, 18:35
shoshia8
ძალიან კარგი, წარმატებებს გისურვებთ თქვენც smile.gif

Posted by: compte.paris75 15 Aug 2022, 20:36
shoshia8
მესმის, ადამიანია და გუნება, შენ კიდევ თავს იკავებ, ზოგი ისეთი გამწარებული წერდა, აბსოლიტურად ყველა ექიმი წამიკითხავს გალანძღული. მეც პირადად ერთი ძალიან არ მომეწონა და თავი ვერ შევიკავე ჩამოვყაჭე ყველაფერი. გაბრაზებულმა...
მთავარია იმ ექიმს მიყვე ვისიც გჯერა და ენდობი

Posted by: TUNA-TATUNA 16 Aug 2022, 12:41
გოგონებო გადატანის მერე რა ვიტამინებს იღებდით?


Posted by: pokahondas 16 Aug 2022, 13:39
მხოლოდ ფოლატს და ე და დ ვიტამინებს . ეგ არ ვიცი რაც ჩამოთვლილია. წარმატებები ❤❤❤გგულშემატკივრობთ გულით, სულით

Posted by: TUNA-TATUNA 16 Aug 2022, 13:48
pokahondas
ფოლატს და დ ვიტამინს მეც ვსვავ, ასევე ვსვაბ ბ ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც ბენევრონის სახელითაა , საერთოდ ფოლატიც ბ ჯგუფის ვიტამინია, მას სხვა სახით ბ9 ვიტამინი ქვია.
უბრალოდ ეხლა მინდოდა უფრო ფართო სპექტრი მიმეღო ბ ჯგუფის, დაველოდები ექიმის პასუხს.

მადლობა pokahondas kiss.gif

Posted by: Liza12 16 Aug 2022, 14:45
TUNA-TATUNA
ბ12 გაიკეთე და იმის მიხედვით გადაწყვიტე.ამდენი ხანი თუ სვამდი ასე ვიტამინების მიღება ანალიზის გარეშე არაა კაი

Posted by: ნინო333 16 Aug 2022, 15:20
TUNA-TATUNA
გადატანამდე და გადატანის მერეც ვიღებ
ფოლატს 800-იანს
აკვადეტრიმ დე 3
კორილი
მაგნე ბ6
დავი(დასალევი ტაბლეტები)
პრობიოტიკო.

Posted by: TUNA-TATUNA 16 Aug 2022, 15:44
Liza12

მადლობა smile.gif
ექიმმა მომწერა რომ კაია ეს კომპლექსი და ვიყიდი, ვფიქრობ შეწყვეტა ამ პერიოდში არცაა რეკომენდირებული, ხოლო რაღაც დროის მერე ანალიზსაც გავიკეთებ, ეხლა ანალიზი მაინც არ იქნება ინფორმატიული მედიკამენტის ფონზე.
* * *
ნინო333
ნინ მადლობა smile.gif

Posted by: pokahondas 16 Aug 2022, 17:30
ნინო333
რომელ პრობიოტიკს სვამ?

Posted by: ნინო333 16 Aug 2022, 18:50
pokahondas
პრობიოტიკო, ასე ქვია პირდაპირ

Posted by: pokahondas 16 Aug 2022, 20:13
ნინო333
მადლიბა ნინ დიდი

Posted by: ივლისი 16 Aug 2022, 21:59
pokahondas
როგორ ხარ. ხეგე გაიზარდა ხო კარგად? ეხოზე როდის ხარ დაბარებული ?
* * *
compte.paris75
აბა უდიდესი წარმატებები პარასკევს. თან ფერიცვალებაა. ნაყოფიერი დღე იქნება აუცილებლად love.gif

Posted by: pokahondas 17 Aug 2022, 08:39
ივლისი
ალბათ ორშაბატს ვნახავტ ეხოზე . მადლობა მოკითვიხსთვის. ჯერჯერობიტ ღვთის მადლით კარგად მივდივართ

Posted by: Iceicebaby 17 Aug 2022, 09:13
pokahondas
წარმატებები, ძალიან გელოდებით უკარგესი ამბებით <3

ნინო333
ეხოზე პარასკევს ან შაბათს მიხვალ? შენც გელოდებით სულთმოუთქმელად :დ

Posted by: pokahondas 17 Aug 2022, 12:38
Iceicebaby
მადლობა დიდი გოგოებო. ვცდილობ სიმშვიდით დაველოდო

Posted by: ნინო333 17 Aug 2022, 15:58
Iceicebaby
მე ხვალ ან ზეგ მიწევს,მივწერ დღეს ექიმს და...დავწერ აუცილებლად მერე,იმედია მშვიდობა მექნება ❤

Posted by: Iceicebaby 17 Aug 2022, 17:56
pokahondas
ნინო333
გიგზავნით ყველა საუკეთესო ენერგიებს <3

Posted by: magdalea 17 Aug 2022, 18:32
compte.paris75


ძალიან ძალიან უძალიანმაგრესად გამახარე და ზუსტად ვიცი არამხოლოდ მე, ვინც ფორუმს თვალყურს ადევნებს ალბათ უკლებლივ ყველა მთელი გულით გგულშრმატკივრობს! love.gif



თუ რაიმე კეთილი და ნათელი ენერგიების გაზიარება შემიძლია პარასკევს მთელი არსებით და გულით გამოგიგზავნი 2kiss.gif

* * *
pokahondas
ნინო333


აუცილებლად სასიხარულო ინფორმაციებით გელოდებით love.gif


* * *
jump.gif
ჩემთვის ხტუნვა არ შეიძლება, მაგრამ ისეტი კარგი ამბები დამახვედრეთ ვიხტუნებ biggrin.gif

Posted by: pokahondas 17 Aug 2022, 18:44
magdalea
მადლობა ჩემო გოგო . ძალიან დიდი
* * *
Iceicebaby
მადლობა დიდი, მივიღებ თქვენს ძვირფას ენერგიებს 2kiss.gif მერე ორმაგად დაგიბრუნებთ

Posted by: compte.paris75 18 Aug 2022, 09:09
დიიიიიიიდი მადლობა ყველას...

პარასკევს საღამოს არავინ იქნებით ინოვაში?

Posted by: magdalea 18 Aug 2022, 09:24
compte.paris75

ფიზიკურად არვიცი და გულით, სულით და გონებით მგონი ყველანი მანდ ვიქნებით lol.gif


love.gif

Posted by: a-liza 18 Aug 2022, 09:28
compte.paris75
გოგოები პარასკევს რომ ელოდნენ, ჩავთვალე,რომ პარასკევს ალბათ უკვე ხეგეს იკეთებსთქო და მოუთმენლად ველოდი love.gif მერე გადავხედე წინა კომენტარებს და ვნახე შენი პოსტის ჩამატება, სხვისი გადატანა ყოფილა smile.gif იმ გოგოს წარმატებებს ვუსურვებ. ხვალინდელი დღე დიდი ბედნიერების დასაწყისი ყოფილიყოს შენს ცხოვრებაში, 10 დღეში დადებით ხეგეს და 8 თვეში ბაიას ან ბაიებს ველოდებით love.gif

Posted by: Iceicebaby 18 Aug 2022, 09:55
compte.paris75
QUOTE
ფიზიკურად არვიცი და გულით, სულით და გონებით მგონი ყველანი მანდ ვიქნებით

ვუერთდები, მე მომდევნო კვირას მიწევს ალბათ მისვლა, მაგრამ იმდენ ადამიანს უნდა რომ ყველაფერი სუპერ იყოს, იგრძნობ ამ ენერგების ამ შუარ <3


Posted by: ANAANI123 18 Aug 2022, 10:22
compte.paris75
თუ ანალიზის პასუხებმა მომისწრო მინდა მეც მოსვლა პარასკევს ნატოსთან, თუ არადა მერე ორშაბათს უნდა მივიდე არაფა უკვე სამსახურში გავდივარ და ისე მაწყობს პარასკევი sad.gif ყველა ადგილიდან სადაც არ უნდა ვიყო შენ გიგულშენატკივრეებ ❤️ ნატომ ერა ტესტი გამიკეთა და კარგი ხელი აქვს ❤️

Posted by: lesila90 18 Aug 2022, 16:48
გამარჯობათ გოგოებო აქ ახალი ვაარ smile.gif წეროებში ძველი smile.gif old.gif ყველას გისურვებთ ოცნებების ასრულებას
* * *
აი ფასები მაინტერესებს წამლების გარეშე რა ჯდება ინვიტრო. ვფიქრობ ტურქეთში გაკეთებას თან მეშინია ენის ბარიერის გამო. თარჯიმანი კი ყავთ მაგრამ სად შენი ყურით რომ მოისმენ ექიმი რას ამბობს ვიდრე ნათარგმნის მოსმენა

Posted by: ნინო333 18 Aug 2022, 16:57
გოგოებო როგორ ხართ? მოკლედ ეხოზე ყველაფერი რიგზე მაქვს ამ ვადებისთვის რაც უნდა იყოს. მე ძირითადად მერე მაქვს ხოლმე პრობლემა,თავიდან ყველაფერი კარგად არის ხოლმე და ვნახოთ რა იქნება ❤ ამჯერად უნდა გამოვიდეს smile.gif

Posted by: Iceicebaby 18 Aug 2022, 16:59
ANAANI123
როგორ ხართ თქვენ? <3

ნინო333
აუ, მოყევი დეტალები ^^
QUOTE
ვნახოთ რა იქნება ❤ ამჯერად უნდა გამოვიდეს

აუცილებლად, არც იფიქრო წარსულ გამოცდილებებზე, იმ გამოცდილებების გათვალისწინებით ექიმი იზრუნებს ყველაფერზე.


Posted by: Freni_99 18 Aug 2022, 17:12
ნინო333
ყველაფერი ძალიან ძალიან კარგად გაგრძელდება, აგერ შენ და აგერ ჩვენ )) <3


ANAANI123
მეც მაინტერესებს თქვენი ამბები, როგორ გრძნობთ თავებს ? ^^

* * *
lesila90
საშუალოდ 10000 ლარი უნდა გაითვალისწინო, +- 1000-2000, გააჩნია კლინიკას/მდგომარეობას, წამლებს სად იყიდი.
გვყავს აქაც კარგი ექიმები, საშენო უნდა მოძებნო ვინმე.

Posted by: lesila90 18 Aug 2022, 17:20
შენ კი იცი ბათუმში ვცხობრობ. აქედან თბილისში 6 საათი გზაში მირჩევნია თურქეთი. ავტობანით მიდიხარ და 3 საათში იქ ხარ. ვიყავი უკვე ტრაბზონში გუშინ წინ და ძალიან დაიმედებული ჩამოვედი. და ვნახოთ რა იქნებაა ❤️ ბათუმში პროფესიონალების ნაკლებობაა ამ საკითხში და ვფიქრობ ვისთან მივიდე. თურქეთი უფრო ახლოს არის ჩემთვის და ვნახოთ

Posted by: pokahondas 18 Aug 2022, 17:26
ნინო333 ნინ მიხარია ძალიან ❤ ყველაფერი იქნება კარგად ამჯერად. არაფრით დაუშვა ცუდზე ფიქრი

Posted by: Freni_99 18 Aug 2022, 17:27
lesila90
ჰო, გზის თემა ნამდვილად რთულია.
წავიკითხე შენი ამბები და არაფერი გაქვს სანერვიულო, მართლა. ყველაფერი მარტივად გამოგივა.
რომელ ადგილსაც აირჩევ, იქ ვერ შეძლებ იმ პერიოდის გატარებას? სულ წინ და უკან რომ არ იარო.
პ.ს ჩემი სუბიექტური შეფასებით, შენი ექიმი და საბახტარაშვილის კლინიკა არ მომწონს. თუმცა, შეხება არ მქონია. ყველაზე ძვირიც მანდ ჯდება მგონი.

Posted by: pokahondas 18 Aug 2022, 17:28
lesila90
მაშინ ჯობია თურქეთში გაიკეთო,იქ წამლებიც ბევრად იაფია. მე 11 დამიჯდა პლუს ეხლა წამლებში ვიხდი ბევრს საკმაოდ.

Posted by: ANAANI123 18 Aug 2022, 17:32
Iceicebaby
Freni_99
კარგად ვარ გოგოებო მადლობა ❤️ კოვიდი მქონდა და ცოტა ცუდად ვიყავი მაგრამ ეხლა უკეთ ვარ, კოვიდამდე მოვასწარი ეხოზე და ყველაფერი კარგად იყო, ეხლა ხვალ მივდივარ გადასოწმებლად და თან ანალიზები მიწევს და ვნახოთ

Posted by: Freni_99 18 Aug 2022, 17:37
pokahondas
პოკა, გადატანისთვის დაახლოებით რამდენი დაგეხარჯა წამლებში?

* * *
ANAANI123
ეხლანდელი კოვიდი ვერაფერ დაგაკლებდათ, კარგი პასუხებით დაგვიბრუნდი <3

Posted by: pokahondas 18 Aug 2022, 18:07
Freni_99
აუ ზუსტად არ მახსოვს მაგრამ კაი 300 ლარი გადატანამდე და ახპა ყოცელ 5 დღეში 170 ლარამდე

Posted by: lesila90 18 Aug 2022, 18:09
pokahondas ამოღება რა დაგიჯდა ხომ არ გახსოვს?გაყინვა და გადატანაც მაინტერესებს რა ჯდდება?

Posted by: Freni_99 18 Aug 2022, 18:14
lesila90
4500+850+850 (ამოღება+გაყინვა+გადატანა) იყო ჩემს შემთხვევაში პროცედურების თანხები. ამოღებაზე დამატებულია გადატანის რაღაც ნაწილი თანხა, რომელიც ჩემი კლინიკის შემთხვევაში წინასწაფ იხდება, ძირითადად 3500 ჯდება ხოლმე პუნქცია. გაყინვის თანხაც ინდივიდუალურია ხოლნე, ემბრიონების რაოდენობის მიხედვით

Posted by: lesila90 18 Aug 2022, 18:17
Freni_99
საბახტარაშვილში ერთადერთი გეგეჭკორი მიყვარს და ვენდობი. აი ქოჩიაშვილი კი მეუბნებოდა ინვიტროზე ხომ არ გვეფიქრაო მაგრამ ისე მეუბნებოდა აი ჰასანმა რომ
დამისაბუთა ამიხსნა დეტალურად ეგრე რომ აეხსნა ამდენი ხანი არ გავწელავდი ალბათ. კი ფსიქოლოგიური მომენტიც არის მაგრამ არვიცი რაა ნერვები მეშლება ბევრ რაღაცაზე.
* * *
[b]Freni_99[/b ]აჰაა მადლობაა. ხო ვფიქრობ სად გავიკეთო უფრო თურქეთისკენ ვიხრები

Posted by: a-liza 18 Aug 2022, 18:33
Freni_99
QUOTE
4500+850+850 (ამოღება+გაყინვა+გადატანა) იყო ჩემს შემთხვევაში პროცედურების თანხები. ამოღებაზე დამატებულია გადატანის რაღაც ნაწილი თანხა, რომელიც ჩემი კლინიკის შემთხვევაში წინასწაფ იხდება, ძირითადად 3500 ჯდება ხოლმე პუნქცია. გაყინვის თანხაც ინდივიდუალურია ხოლნე, ემბრიონების რაოდენობის მიხედვით
6200 ლარი-ამოღება-გაყინვა-გადატანა. 3500 პუნქცია ჯდება- ეს ამიხსენი რა, რა შედის ამ პუნქციაში, ამ ზემოთ დაჯამებული რომ მაქვს 6200 ლარი ,მაგას ემატება ეს 3500?

Posted by: Freni_99 18 Aug 2022, 18:42
analiza
არა, არა, 6200 ლარი გადავიხადე ჯამში პროცედურებში, ნუ ბოლო 850 ლარი ჯერ არ გადამიხდია, არ მქონია გადატანა.

3500 ცალკე იმიტომ დავწერე, რომ ეგაა ხოლნე ძირითადად პუნქციის თანხა, ჩემს შემთხვევაში 1000 ლარი გადატანის ნაწილი დაემატა წინასწარ და იმიტომ გამოვიდა 4500.

სტიმულაციის ეტაპი ზოგადად გრძელდება 10-15 დღე, თითქმის ყოველ მეორე დღეს გიბარებენ მონიტორინგზე, რომელიც უფასოა. ამ თანხებში არ შედის ანალიზების თანხა, ძირითადად fsh და ესტრადიოლი მოწმდება პროცესში, ანუ სტიმულაციისას ანალიზებში ჰაჰა მაქსიმუმ 500 ლარი შეგიძლია გათვალო.

სხვაა კიდევ სტიმულაციამდე ანალიზები, რომლებიც ინდივიდუალურია და მიახლოებით 1000 ლარი შეგიძლია გათვალო.

Posted by: ნინო333 18 Aug 2022, 18:45
Freni_99
pokahondas
მადლობა გოგოები,წინა გამოცდილების ტკივილი მომყვება უბრალიდ biggrin.gif

Iceicebaby
დეტალები რავიცი აბა,ისეთი არაფერი ჯერ ჯერობით, მხოლოდ სანაყოფე პარკი ჩანდა და შეესაბამება ვადებს. ჩემი ემოციების და ისტერიკების მოყოლისგან თავს შევიკავებ,გადავრიე ექიმი biggrin.gif

Posted by: a-liza 18 Aug 2022, 18:50
Freni_99
არც ეს გამოდის ძვირი და მიუწვდომელი, მაგრამ რატომ ხდება ისე,რომ 15000 მინიმუმო წერენ ხოლმე?

Posted by: TUNA-TATUNA 18 Aug 2022, 18:53
ნინო333
გილოცავ!!! იცოდე ცუდზე ფიქრს და წარსულ გამოცდილებას დაანებე თავი, მხოლოდ პოზიტივი და ყველაფერი კარგად იქნება kiss.gif


compte.paris75
შენც კი იცი ყველა გოგო ვინც აქ ვართ უკლებლივ შენს კარგ ამბებს ველით და შესაბამისად გიგზავნით სამყაროს ყველაზე დადებით ენერგიებს, ამჯერად ისეთ დროს მოიფიქრე ყველაფერი იქნება საუკეთესოდ baby.gif love.gif love.gif
არ გამოგვაპარო არცერთი დეტალი smile.gif

პ.ს. ეს ბეიბი სმაილიკი თავისით ჩახტა, ესეც კარგის ნიშანია, ამიტომ დავტოვე smile.gif

Posted by: ნინო333 18 Aug 2022, 18:55
TUNA-TATUNA
მადლობა საყვარელო ❤

Posted by: adeline 18 Aug 2022, 18:59
analiza
15 000 არცერთ ნორმალურ კლინიკაში არ ჯდება ინვიტრო პროცედურა. ინოვაში ჩემს ერთ მეგობარს 7 000 დაუჯდა და მეორეს - 9. კეთილსინდისიერ კლინიკებზე მაქვს ლაპარაკი, თორემ ზოგი რომ ჯერ ფასს უმატებს, მერე ვითომ ფასდაკლებას გიკეთებს და საბოლოო ჯამში, მაინც იგივე ჯდება რაც სხვაგან ან უფრო მეტი, მასეთებზე არ მაქვს ლაპარაკი.

Posted by: ივლისი 18 Aug 2022, 19:31
lesila90
რადგან გზა უკვე გაიკვლიე იქეთ , თურქეთი გაწყობს შენ ყველანაირად. იქ წამლებიც და გადატანის მერე გამათხელებლები იაფი დაგიჯდება , დარწმუნებული ვარ იქაური წამლები ბევრად ეფექტურია. დაახლოებით 10-12 ათასი ჯდება საქართველოში ინვიტრო. ამაზე ძვირი არ გამოდის ხო ჰასანთან ? ენის ბარიერზე კიდე არაფერია სადარდებელი. უნივერსიტეტი კი არ უნდა დაამთავრო, თარჯიმანი გეტყვის ყველაფერს gigi.gif

Posted by: TUNA-TATUNA 18 Aug 2022, 19:33
გოგოებო თრომბოფლუს ვინც სვავთ, სად ყიდულობთ ცოტა იაფად?

Posted by: lesila90 18 Aug 2022, 20:01
თურქეთში ჯდება ესე
ამოღება-1500 დოლარი ამოღება
ანალიზები-2500 ლირა სტიმულაციის პროცესში
წამლები-7000 ლირა
ქმრის სპერმოგრამა-500 ლირა
გაყინვა -3000 ლირა
გადატანა-ჯერ არ ვიცით

Posted by: ივლისი 18 Aug 2022, 20:10
lesila90
იქ დარჩენის ვარიანტი არის თუ ძვირია ? დაახლოებით 3 კვირა დაგჭირდება მთელი პროცედურისთვის.

Posted by: lesila90 18 Aug 2022, 20:18
ეხლა საკმაოდ ძვირია სასტუმროები და მერე არ მგონია ძვირი იყოს.

Posted by: a-liza 18 Aug 2022, 20:26
lesila90
თურქეთისკენ მიმიწევს გული მეც. აი, შენ დაგელოდები, მეც 3-4 თვე ბუნებრივად ვცდი და მანამდე შენ უკვე რომ დადებ შედეგს, უფრო გაბედულად გადავდგამ ნაბიჯს. თან ზამთრის პერიოდი მომიწევს და სასტუმრო ძვირი არ იქნება...

Posted by: lesila90 18 Aug 2022, 20:33
analiza
მე კიდე იმ გოგოს ველოდები დაურეკეს დღეს 3 გავყინეთო ორი კარგი ხარისხის და ერთი საშუალოო და ორს ვაკვირდებით კიდე თუ განვითარდებაო.
სულ 8 კვერცხუჯრედი ამოუღეს აქედან ორი არ იყოო მწიფეეო 1 ვერ განვითარდაო. და იქეთა თვეში გადაგიტანთოო.

Posted by: a-liza 18 Aug 2022, 20:34
lesila90
ეს ის ხომ არაა, 3 კარგი ხარისხის და ორი საშუალოა მესამე დღესო, რომ წერდა?

Posted by: lesila90 18 Aug 2022, 20:35
იქ ერთმა გოგომ გაიკეთა და ტყუპები ყავს. ანუ ორი გადაიტანა. ფეისზე ვიღაცა წერდა თითო გააქთვქო და ამ გოგოსაც უთხრეს ორს გადავიტანთო.
* * *
analiza
შეიძლება არ მინახიაა დაწერეს სადმე?

Posted by: a-liza 18 Aug 2022, 21:50
lesila90
გუშინ წერდა ერთი, თურქეთში მქონდა ამოღება , და ვიფიქრე, მან ხომ არ განაახლა დღეს ახალი ინფოთქო

Posted by: lesila90 18 Aug 2022, 22:20
analiza
არვიცი ამან ამოიღო და გაყინეს დღეს 5 დღიანები. როგორ ვნერვიულობ მეშინია ძალიან ამ გზაზე დადგომის მაგრამ სხვა გზა არ მაქ. ანტიმიულერს ველოდები ძალიან და ვნახოთ რამდენი მოვა

Posted by: Liza12 19 Aug 2022, 11:07
lesila90
მანანასთან როგორც მახსოვს ანტრალურები კარგად ჩანდა. ანტიმიულერზე არგაქვს სანერვიულო . ასაკიც არგაქვს დიდი და 6 ემბრიონიც რომ მიიღო მშვენიერი იქნება. მთავარი შენი პრობლემაა სტრესი.სტრესის მოხსნის გარეშე ინვიტროზე ფიქრი არგინდა.მოდუნდი და როცა მზად იქნები მაშინ დაიწყე.

Posted by: lesila90 19 Aug 2022, 11:50
აქ ყოველთვის ერთში 7-8 მეორეშე 9 ან 11 ჩანდა
ვნახოთ ანტიმიულერი რამდენი მოვა .
ისე ინვიტროს დროს ციკლის რომელი დღიდან იწყებენ სტიმულაციებს?

Posted by: a-liza 19 Aug 2022, 11:55
lesila90
წესით უნდა გქონდეს მინიმუმ 1.5. მე მაქვს 1.2 და 15 ფოლიკული, ან 16, 17-იც დაუთვლიათ.

Posted by: Liza12 19 Aug 2022, 12:01
lesila90
2-3 დღეს იწყება სტიმულაცია . კარგი გექნება ანტიმიულერი . ყველა ციკლში ერთი რაოდენობა არიქნება თან ფაქტია ის ექიმი წვრილებს არც თვლიდა არადა ეგ სისულელეა აბა დომინანტი 1 ან 2 ია ყველა ციკლში და დანარჩენი პატარები.სტიმულაციის დროს ის წვრილი ფოლიკულებიც მოდის და იზრდება. ასე რომ სანერვიულო არაფერი გაქვს ბევრ ემბრიონებს მიიღებ

Posted by: lesila90 19 Aug 2022, 15:15
Liza12
ისე ვნერვიულობ. დამაშვიდებლები უნდა დავლიო. თირე აი როგორ ვარ იცით გამოფიტულიი. გუშინ ჩენი ქმარი მამშვიდებდა დამიჯერე და ნუ ფიქრობ ცუდზეო მთავრია ერთად ვართო. ყველაფერზე რომ გეტირება თავს ვნებ და ესე არ უნდა იყო შევირგოთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. მაგრამ აი ტველაფერსე მეტირება მაინც. ჩიყვი ხომმარ გაქვსო მითხრეს ასეთი ემოციური რომ ხარო მაგან იცისო მაგრამ არ მაქვს smile.gif smile.gif

Posted by: Freni_99 19 Aug 2022, 15:23
lesila90
ფსიქიკური ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. არ გიცდია, ფსიქოთერაპევტისთვის მიგემართა? ძალიან დაგეხმარებოდა რაღაცეების დალაგებაში, გათავისუფლებაში, გაცნობიერებაში.

ცუდზე რას ფიქრობ, აბა, რისი გეშინია? ინვიტროსი მეშინიაო, რომ ამბობ, გააქვს რაიმე გაცნობიერებული კონკრეტული შიში?

Posted by: lesila90 19 Aug 2022, 15:57
Freni_99
მეშინია მანდაც რომ არ გაამართლოს მერე რაღა ვქნა. არვიცი ეს შიშები მიპყრობს. მერე უცებ კარგზე ვიფიქრებ და გამივლის. ჩემ თავს შემოვუძახებ დღეს უშვილო არავინ არ არის მთავრიაა ცოტა მოთმინება გვქონდეს და ეგაა. ❤️❤️

Posted by: Freni_99 19 Aug 2022, 16:06
lesila90
განწყობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, სანამ მაგ ყველაფერს დაიწყებ, ეცადე, ეგ ფიქრები მოიშორო :*
ისე მარტივად გამოგივა, მერე იტყვი, აქამდე სად ვიყავიო ))

Posted by: ANAANI123 19 Aug 2022, 16:27
lesila90
სულ მინდოდა მომეწერა შენთვის, რაღაც ძალიან ცუდი ემოციური მდგარეობა გაქვს და ასეთი განწყობით ყველაფერს შეუშლი ხელს დამიჯერე, 11 წელი არ მყავდა შვილი მაგრამ რავიცი ესეთი განცდები არასდროს არ მქონია, პირიქით ვიცოდი რო ინვიტრო იყო ჩემი წამალი და ველოდებოდი მშვიდად იმ პერიოდს როცა ამის საშუალება მექნებოდა, არც ჩემი ქმარი დამიდანაშაულებია არასდროს არც ზედმეტად დამისტრესავს არც ის და არც ჩემი თავი, როცა შევძელით თანხის მოგროვება მივედი ქეთისთან და მჯეროდა რო მასთან გამომივიდოდა ყველაფერი, მიუხედავად იმისა რო 3 ჯერ შედეგი არ დადგა არც ეგ ყოფილა ჩემთვის ტრაგედია და არ მიტირია , მთავარი მოთმინებაა, ღმერთმა იცის როდის უნდა მოგვცეს და როდის ვართ მზად, სხვა ყველაფერი ნერვების გლეჯვა და გაუბედურებაა. მიყევი მშვიდად შენს მიზნებს და თვქი რო აუცილებლად გამოგივა, და ამისთვის ყველაფერს გააკეთებ ❤️ როცა დავიჯერე რო ღმერთი ამ ბოლო ცდაზე არ გამწირავდა ზუსტად მაშინ გამოვიდა

Posted by: adeline 19 Aug 2022, 16:35
lesila90
ფრენიმ კარგი რჩევა მოგცა. ფსიქოლოგთან გაიარე აუცილებლად კონსულტაცია. თუ საჭირო გახდა, დამამშვიდებლებიც ჩართე მკურნალობაში. ძალიან ხარ განერვიულებული და უნდა დამშვიდდე როგორმე. სტრესი ძალიან ხელის შემშლელია ყველა პროცედურისთვის

Posted by: lesila90 19 Aug 2022, 16:52
ANAANI123
Freni_99
adeline
კი ვეცდები გოგოებო ისე არ დავიწყებ ბმნამდვილად❤️მადლობაა.

Posted by: TUNA-TATUNA 19 Aug 2022, 17:19
lesila90

უდიდესი წერილი დაგიწერე და რა თქმაუნდა წავშალე(ეს ჩემი სტილიაsmile.gif)ვერ მივეცი თავს უფლება თუნდაც რჩევა მომეცა შენთვის, თუმცა ბრავო ანიანა123 კარგი რჩევა მოგცა.
ერთ რამეს ვიტყვი, ჩემი თავი არ მიყვარს როცა ძლიერი არ ვარ, ვერ ვიტან როცა ვიღაცას ვეცოდები, არ მიყვარს თავზე ხელს რომ მისვამენ და მამშვიდებენ. ასე მგონია სუსტი ქალი კარგ შვილს ვერ გაზრდის და შესაბანისად ჩემს თავს ვაძლიერებ, რაღაც დროს ვუთმობ პრობლემის გააზრებას და მერე ვცდილობ თუ ვერ გადავჭრი გვერდიდან შემოვუარო და გზა გავაგრძელოsmile.gif არ ვიცი რამე გითხარი თუ არა სასარგებლო, მაგრამ როგორც ხედავ არ წავშალე smile.gif

Posted by: pokahondas 19 Aug 2022, 17:41
ANAANI123
გეთანხმები 100% ით.
lesila90
ყველაფერს ძალიან განიცდი და გულთან ახლოა მიგაქვს, ეცადე თავი ხელში აიყვანო და
* * *
დამშვიდდე. სიმშვიდეს მოაქვს ყველაფერი. ეს პერიოდი ჩვენი გამოცდაა. და აუცილებლად უნდა ჩავაბაროთ გამოცდა

Posted by: lesila90 19 Aug 2022, 17:55
არადა გოგოებო ძალიან ძლეირი ვაარ. ყველს მარჯვენა ხელი ყველას დამხმარე და ყველს მფარველი გაჭირვების ჟამს არ ვარ უსუსური მაგრამ ჩემ თავს ვერ ვეხმარები ერთხელ ჩემმა მეუღლემ ისიც მითხრა მთავარია ერთმანეთი გვიყვარს ერთად ვართ და თუ არ გვეყოლება შვილი ბედნიერები ერთმენეთით უნდა ვიყოთო. არავინ არ იცის ეს ჩემი განცდები მხოლოდ აქ ვწერ და ჩემმა მეუღლემ იცის.ძალიან მხნედ ვარ სხვის თვალში არ ვნერვიულობ არ განვიცდი ვირგებ ცზოვრებას შეძლებისდაგვარად. ნეტავ შენ ბევრი მეუბნება გეყოლება ბავშვები და ვეღარ იქნები ასეთი მშვიდი და ხეტიალა smile.gif მაგრამ ჩემს შიგნით რა ხდება რა განცდები მაქვს თქვენ და მეუღლემ იცის.

Posted by: pokahondas 19 Aug 2022, 18:47
lesila90
შენი განცდები ჩვენთვის არახალია. ყველას გვაქ გადატანილი მეტნაკლებად. ყველამ ვიცით ეგ შიში.ტკივილი და ღიმილის უკან სევდა, უბრალოდ ჩემი რჩევაა ახლა ყველაფერს შეხვდი ენთუზიაზმით რომ ყველაფერი გამოვა. 1 გრამი შიში არ შეიპარო. თქვი რო ყველაფერი გამოვა და აუცილებლად გამოვა. ნუ შეგეშიდნება პროცესურების,ანალიზის პააუხების დაა.შ. თქვი რო აი ყველაფერი გამოვა.

Posted by: lesila90 19 Aug 2022, 21:38
კი გავითვალისწინებ თქვენს ყველას რჩევას❤️❤️დიდი მადლობა გოგოებო გამხნევებისთვის❤️

Posted by: pokahondas 19 Aug 2022, 22:27
compte.paris75
აბა როგორაა საქმე ❤❤

Posted by: kato17 19 Aug 2022, 23:33
compte.paris75 მეც გელოდები დღეს რამდენჯერმე შემივედი რამე ხომ არ დაწერათქო❤

Posted by: compte.paris75 20 Aug 2022, 09:55
ნატომ გადამიტანა ერთი ბლასტო. არავინ იყო კლინიკაში სამი ადამიანის გარდა. ნატო, თეა და ემბრიოლოგი.
მშვიდ გარემოში გადავიტანე და წამოვკუსკუსდი.

Posted by: a-liza 20 Aug 2022, 10:17
compte.paris75
წარმატებები, წარმატებები, რამდენიმე დღეში მსუყე ხეგეს მოგილოცავთ love.gif ყველა გულშემაგტკივრობთ, თავს გაუფრთხილდი :*

Posted by: kapela_nino 20 Aug 2022, 12:06
compte.paris75
მთელი გულით გგულშემატკივრობ . წარმატებებს გისურვებ

Posted by: ივლისი 20 Aug 2022, 12:53
compte.paris75
აბა შენ იცი . აგვისტოს ბოლოს დიდი სიხარული გქონოდეს და ეს თემაც აფეთქდება ვიცი gigi.gif love.gif
თეა ძალიან საყვარელი ტიპია. მეც ინვიტროთი გავაჩინე 3 წლის წინო. მეორეს ვერ ვრისკავ. ძალიან რთული ორსულობა მქონდაო .

Posted by: pokahondas 20 Aug 2022, 14:26
compte.paris75
წარმატებები . ყველაფერი კარგად იქნება ❤❤

Posted by: ნინო333 20 Aug 2022, 14:31
compte.paris75
წარმატებები ❤ძალიან გგულშემატკივრობ და აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება ❤

Posted by: lesila90 20 Aug 2022, 16:40
compte.paris75
წარმატებებიი.ძალიან მალე აგეჟრიამულოს აქაურობაა❤️❤️

Posted by: TUNA-TATUNA 20 Aug 2022, 17:46
compte.paris75
წარმატებები შენ და მეცsmile.gif
მე შენზე ერთი დღით ადრე გადავისკუპე, ასევე მშვიდ და იდილიურ გარემოშიsmile.gif

Posted by: pokahondas 20 Aug 2022, 18:11
TUNA-TATUNA
წარმატებები შენც ❤❤ მალე ააჟრიამულეთ თემა

Posted by: a-liza 20 Aug 2022, 18:22
TUNA-TATUNA
იფ, იფ, რა მაგარი ამბები დატრიალდება 10 -12 დღეში :* წარმატებები love.gif კეთილ სურვილებს გიგზავნით

Posted by: compte.paris75 20 Aug 2022, 19:10
TUNA-TATUNA
ვააააა. რა კარგია. ვნახოთ აბა... წარმატებები.
მართლა უცნაურად მშვიდი სიტუაცია იყო smile.gif
* * *
QUOTE (compte.paris75 @ 13 Aug 2022, 12:22 )
გოგოებო,
21 აგვისტოს ჩამომიტანენ ცეტროებს და თუ ვინმეს გჭირდებათ შემეხმიანეთ:
- 4 ცეტრო - ვადა 12/2022 - ფასი 80ლ ერთი ცალი
- 2 ცეტრო - ვადა 06/2023 - ფასი 100ლ ერთი ცალი

გოგოებო, ჩამომიტანა ცივ-ცივი ცეტროები მეუღლემ smile.gif
ვინმეს თუ გჭირდებათ შემეხმიანეთ.
ვარ თბილისში ვაჟაზე
აბა კაი ცივ-ცივი ცეტროებიიიი!!!!

Posted by: TUNA-TATUNA 20 Aug 2022, 19:41
მადლობა ჩემო კეთილებო, ეს ეტაპიც გადავლახეთ, ეხლა მთავრია შემდეგიც ამბებითაც გაგვეხარებიოს ერთმანეთი smile.gif

analiza
შენი ყურადღებით მოხინლული ვარ, წეროებში ხომ ყველას ამშვიდებ და ულოცავ, აქაც არავინ გრჩება უყურადღებოდ love.gif

compte.paris75
სულ მეგონა აგვისტოში გადატანაზე მარტო ვიყავი, შენმა აბავმა გული შემივსო 2kiss.gif

pokahondas
ჩემო კარგო, ველოდები შენს კარგ ექოს ორშაბათს love.gif

Posted by: HAPPYWE 20 Aug 2022, 20:36

compte.paris75
TUNA-TATUNA
გოგოებო წარმატებებს გისურვებთ მალე აგვაჟრიამულეთ დადებითი პასუხებით love.gif

Posted by: lesila90 20 Aug 2022, 21:22
TUNA-TATUNA
შენც წარმატებებიი და მალეე ველოდებით აქაურობის აჟრიამულებას❤️❤️

Posted by: a-liza 20 Aug 2022, 22:17
TUNA-TATUNA
QUOTE
analiza
შენი ყურადღებით მოხინლული ვარ, წეროებში ხომ ყველას ამშვიდებ და ულოცავ, აქაც არავინ გრჩება უყურადღებოდ

ვაიმეე, დიდი მადლობა, გავწითლდი :* ყველას ამბავი საკუთარივით მიხარია,ისევე,როგორც თქვენ გიხარიათ love.gif

Posted by: ნინო333 20 Aug 2022, 23:10
TUNA-TATUNA
უი,შენს ხეგესაც ველოდებით, რა მაგარი ამბები გვაქვს. წარმატებები შენ და აბა შენ იცი,გაგვახარე მალე ❤

Posted by: kato17 21 Aug 2022, 09:15
compte.paris75
TUNA-TATUNA
წარმატებები გოგოებო ❤❤

Posted by: ივლისი 21 Aug 2022, 12:09
TUNA-TATUNA
გილოცავ გადატანას, 10-12 დღეში დიდი სიხარული მოგველოცოს. love.gif

Posted by: TUNA-TATUNA 21 Aug 2022, 12:15
დიდი მადლობა გოგოებოsmile.gif
love.gif love.gif love.gif

Posted by: ნინო333 21 Aug 2022, 12:46
გოგოებო,ვისაც პლაზმაფერეზი გაქვთ განაკეთები,იქნებ პირადში მომწეროთ? რაღაც შეკითხვა მაქვს smile.gif

Posted by: soof05 21 Aug 2022, 13:12
გილოცავ გოგოებო, წარმატებებს გისურვებთ, ❤️

Posted by: TUNA-TATUNA 21 Aug 2022, 22:24
soof05
მადლობა სოფsmile.gif

გოგოები წელი ამტკივდა დღეს, დილას ცოტა ვისეირნე, საღამოსაც ვიყავი გასული დავბრუნდი და ცოტა მტკივა, სულ 40 წუთი ვიყავი გასული.
ექიმმა კი მითხრა მენსტრუაციის მაგვარი წელის ტკივილი თუ გექნება პლეირისი გაიკეთეო, მაგრამ ისე ვარ ვერ ვხვდები როგორი წელის ტკივილია, თან ასე მგონია ჯერ ადრეა ეგეთი ტკივილები, ვისაც მსგავსი შემთხვევა გქონიათ იქნებ მითხრათ როგორ იქცეოდით?


Posted by: a-liza 21 Aug 2022, 22:53
TUNA-TATUNA
ხუთდღიანი გადაგიტანეს, ხომ? წესით ახლა მე-9 დღეა, მე ბუნებრივად დარჩენილზე, ოვულაციიდან მე-9 დღეს წელი ამტკივდა, მხოლოდ 1 დღე მტკიოდა და ორსულობაც დადგა.. მე რატომღაც მიმაგრებას ან რამე მნიშვნელოვან ,,ქმედებას" დავუკავშირე ის ერთდღიანი წელის ტკივილი,იქნებ შენთანაც ანალოგიურადაა რამე...

Posted by: pokahondas 22 Aug 2022, 00:32
TUNA-TATUNA
მე მტკიოდა მეორე დღიდან.და მოისვენეო მეტადო მითხრა. ცოტა გავისერნე მეც და ეგრევე წელი ანტკივდა. ახლაც მაწუხებს ცოტა წელი

Posted by: TUNA-TATUNA 22 Aug 2022, 07:42
მადლობა გოგოებო, ანალიზა რასაც შენ აღწერ ზუსტად მაგ შემთხვევას გულისხმობდა ექიმი, უბრალოდ მე ვერ ვხვდები ეს გადაღლის იყო თუ მაგდაგვარი, ამიტომ ისე უცებ ჩამეძინა ვერ მოვასწარი გარკვევა და არც გავიკეთე ნემსი.smile.gif

Posted by: ნინო333 22 Aug 2022, 10:22
TUNA-TATUNA
მე რომ ამტკივდა მაგნე ბე 6 დამიმატა ექიმმა,მაგრამ სულ ვიწექი და არ ვმოძრაობდო.ახლაც ვცდილობ სულ მოსვენებულ მდგომარეობაში ვიყო. დააკვირდი აბა მაგ ტკივილს
მეც ვერ ვერკვეოდი,მაგრამ ციკლური ტკივილი დავარქვი მაინც და დამიმატა წამალი smile.gif

Posted by: ივლისი 22 Aug 2022, 10:27
TUNA-TATUNA
პროგესტერონის სანთელი დღეში 3 ჯერ გაქვს დანიშნული ? მაგბე ბ6 იც კარგია. რაც ნაკლები წელის ტკივილი ან საშვილოსნოს დაჭიმულობა გექნება უკეთესია. მოისვენე ხშირად თუ შეძლებ.

Posted by: TUNA-TATUNA 22 Aug 2022, 11:17
ნინო333

ნინ მეც ვიწექი თავიდან, მაგრამ მერე გადავწყვიტე ადგომა, რადგან ჟანგბადი რომ მიეწოდოს მოძრაობაც აუცილებელიაო, ვერ გაიგებ რა ჯობია.
ნინ შენ მერამდენე დღიდან სვავ მაგნე ბ6 ს

.ივლისი
პროგესტერონს ვიღებ 300 მგ-ს 3 ჯერ დღეში, პლუს ფემოსტონის თეთრ აბებს თითო აბს 3 ჯერ დღეში, ესეც პროგესტერონია. ასევე ვიღებ დავს და დივიგელს ვისვავ მუცელზე დღეში ორჯერ დანარჩენი კი ვიტამინები და გამათხებლები კლექსანი, თრომბოფლუ და ბლუსკარდი. მეთიპრედი ვუთხარი მაგრამ არ დამინიშნა
მე იცი რა მგონია ბუნებრივი პროგესტერონის წყარო რომ არ აქვს ორგანიზმს, ყვითელი სხეული რომ არ მაქვს ამიტომ მგონი ეს დოზაც არ მყოფნის, რას ვიზამ თუ კიდევ ვიგრძენი პროგის ნემსს დავიმატებsmile.gif

Posted by: JapAnn 22 Aug 2022, 11:23
მანანა ქოჩიაშვილის პაციენტი ხომ არ ხართ ვინმე?
ძალიან დიდი რეკომენდაციებით მივედი, მაგრამ დიდად ვერ გამიმართლა მოლოდინები, ერთი შეხედვით.
თან, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ზედმეტად ბევრი წამალი დაგვინიშნა მეც და მეუღლესაც და იმედია, ვცდები და მეჩვენება და ასეც უნდა იყოს.

Posted by: ნინო333 22 Aug 2022, 11:32
TUNA-TATUNA
მე როცა სამსახურში გავედი მაშინ მოხდა ხოლმე ორსულობის შეწყვეტა,ამიტომ გადავწყვიტე ამჯერად წოლა. მე-6 დღიდან დამიმატა მაგნე ბ6 ორი ტაბლეტი, ისე დავს ვსვამდი დღეში ორჯერ გადატამანდეც და ახლაც. ვერ გაიგებ სიარული ჯობია თუ მოსვენება მოკლედ,მეც მითხრა სუფთა ჰაერზე ისეირნეო,მაგრამ არ გავდივარ არსად.
* * *
JapAnn
ყოფილი პაციენტი ვარ,ძალიან აქებენ გოგოები და ბევრი დადებითი შედეგი აქვს,მაგრამ ჩემთან ვერაფერი გააკეთა.კაია რომ წამლებს გინიშნავს,ჩემთან საერთოდ გამორჩა წამლები,ასე რომ...ორი წარუმატებელი ინ ვიტრო მაქვს მანანასთან და წამოვედი,ჯერ ჯერობით სხვაგანაც არ დადგა შედეგი,მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ სადაც ვარ ახლა.

Posted by: TUNA-TATUNA 22 Aug 2022, 11:44
გოგოებო მივიღებ ყველა რჩევას რაც დამეხმარება წარმატებული ორსულობა მივიღო.
ეს იქნება მედიკამენტები, ბანაობასთან დაკავშირებით, როდიდან დაიწყეთ ბანაობა, სახლის საქმეს აკეთებდით თუ არა, სეირნობდით თუ არა, რამდენი კილოს აწევა შეიძლება ასე დასაწყის ეტაპზე მაღაზიაში თუ დადიოდით(მე გუშინ 2 კილომდე მოვიტანე). მოკლედ თუ არ დაგეზარებათ ყველაფერი დაწერეთ გთხოვთ, რადგან მე არანაირი გამოცდილება არ მაქვს და მგონია რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ.smile.gif

Posted by: Liza12 22 Aug 2022, 12:36
TUNA-TATUNA
ბანაობა არ გეზღუდება როცა გინდა რამდენჯერაც გინდა უბრალოდ დიდხანს ორთქლში და ძააან ცხელი წყალი არაა რეკომენდირებული ანუ შენ თუგეცხელება მალევე დაუკელი ტემპერატურას. სიარულიც პირიქით კაია .სიმძიმეებს რაც შეეხება სჯობია არდაიტვირთო თავი 5კილოზე მეტი არმგონია სასურველიიყოს.თუმცა მე ეგეც არ ამიწევიაა რთული ანამნეზის გამო. წარმატებები

Posted by: KristiK 22 Aug 2022, 12:57
წარმატებები გოგოებო, სასწრაფოდ ველით კარგ ამბებს <3

გოგოებო, დ ვიტამინი რომელი ჯობია თქვენი გამოცდილებით, რომელი მწარმოებლის?

Posted by: lesila90 22 Aug 2022, 12:58
JapAnn
მე ვიყავი მანანას პაციენტი. ოღონდ ბუნებრივად ვცდილობდით . ჩემთან დიდად არ ნიშნავდა წამალს რომ ვეუბნებოდი ეს
ხომ დავლიო ის ხომ არ დავლიო არ გჭირდება და ტყუილად არ გვინდა ორგანიზმის დატვირთვაო. მიუხედავად იმისა რომ შედეგი არ მქონდა მანანაზე ცუდს ვერ ვიტყვი. კი შემომთავაზა ორჯერ ინვიტრო მაგრამ უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო ამდენს არ ვირბენდი ერთსადა იმავე წრეზე..
* * *
არ ვიცი გამოდგება თუ არა ჩემი რჩევა მოვიყვები მეგობრის გამოცდილებას. რომ გადაისკუპა ემბრიონი ბიულეტინი გახსნა იწვა ფაქტობრივად სულ. თქვენ ყველას ჯვარი გწერიათ არ გაამართლა. მეორე გადატანამდე გაიკეთა ჰისტერო არაფერი არ იყო იქ ისეთი რაც ხელს შეულშლიდა ორსულობას. მეორე გადატანაზე აღარ აუღია ბიულეტინი დადიოდა ჩვეულებრივ მაგრამ მაინც მოსვენებულ მდგომარეობაში იყო. ისევ არ გაამართლაა მესამე გადატანაზე ექიმმა ისე უცებ გადაუტანა არც კი ეგონა მოუმზადებელი შეხვდა პლიუს სამსახურში თბის ბოლო ბევრი საქმეე ქაოსში იყო ძაან ერთი წუთი არ გაჩერებულა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს დარჩა ორსულად ❤️❤️თვითონ ამბობდა რომ ამ გადატანაზე ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდიო მეგონა რომ ესეც არ გამოვიდოდა თან ისე მოუმზადებელი ვიყავი ფაიქოლოგიურად კი გაამართლაო. აა ხო ამ ჰორმონების ფონზე გსუქდაა და დიეტაზე იყო დაიკლო 10 კგმდე შეიოება მაგანაც იმოქმედა არ ვიცი
* * *
არვიცი მაგრამ მეც მგონიაა რომ უნდა იყო აქტიურად რადგან მასეთ დროს არ ფიქრობ და ჩვენი ტვინი გაითიშებაა ხშირად ჩვენ თვითონზე ვუშლით ხელს

Posted by: TUNA-TATUNA 22 Aug 2022, 14:04
მადლობა გოგონებო რჩევებისთვისsmile.gif
ჩემთვის ეხლა ყველა რჩევას ოქროს ფასი აქვს.
მოკლედ გადავწყვიტე აღარ ვიმკითხაო ეს რა წელის ტკივილია და გავიკეთე პლეირისი, თუ პროგის ნაკლებობის ბრალია ჯობდა გამეკეთებია ვიდრე მერე მენანა რომ არ გავიკეთე. თან ისეთი გოგოს ნაჩუქარია ტყუპების დედა უნდა გახდესsmile.gif)) თან ისეთი დალოცვები მოაყოლაsmile.gif

Posted by: ნინო333 22 Aug 2022, 14:19
TUNA-TATUNA
კი მასე ჯობია,მე ისე შეშინებული ვარ მირჩევნია მივიღო ხოლმე წამლები მაგდენ მკითხაობას და ფიქრს ❤ პირადში მოგწერე ❤
* * *
გოგოებო კოვიდი თუ ვინმეს დაგიდასტურდათ პატარა ვადებზე და როგორ გადაიტანეთ? დღეს სურდო მაწუხებს ძალიან და რა შეიძლება მივიღო? ასეთ დროს ცოტა უსაფრთხო პრეპარატი რომელია?

Posted by: Anabeli111 22 Aug 2022, 14:35
ნინო333
მე გადავიტანე 5 კვირაზე. ბევრი სითხე ვსვი და ცხვირში ვიწვეთებდი ფიზიოლოგიურს. თუმცა შედეგი არ მქონდა. მერე დიდ ვადაზე შემხვდა ვირუსი, კორონა არ იყო და მაშინ უკვე ვიგუდებოდი და აქუალორი დამინიშნა ექიმმა და ვირეცხავდი მაგით, გამიხსნა ცხვირი. ისლამინტის საწუწნი მქონდა დანიშნული ყელისთვის.

Posted by: ნინო333 22 Aug 2022, 14:45
Anabeli111
ხო,ფიზიოლოგიურს მეც ვიწვეთებ და სითხეებსაც ვიღებ.დღეს სურდომ შემაწუხა და შემეშინდა. იმედი მომეცა ახლა,ანუ მაქვს შანსები მშვიდად გადავლახო? smile.gif თუ არ მეშველა ორ-სამ დღეში დავურეკავ აბა ექიმს. მადლობა ❤

Posted by: Liza12 22 Aug 2022, 14:49
ნინო333
პინასოლის წვეთებმა მიშველა მე კოვიდის დროს უცებ მომიხსნა გაჭედვა ფაქტობრივად 1 ღამე იყო რომ გამიჭირდა სუნთქვა. ფიზიოლოგიურით ვირეცხავდი და მერე 2-2 წვეთ პინასოლს ვიწვეთებდი საათში ან ორ საათში ერთხელ. ღამეც კი რომ მეღვიძებოდა და უცებ მომეხსნა. თუ მეტი სიმპტომი არგაქვს არმგონია კოვიდი იყოს. ყელის ტკივილი სიცხე გრიპი იცის

Posted by: ნინო333 22 Aug 2022, 15:06
Liza12
დამიდასტურდა ტესტით გუშინ,სიცხეც მქონდა 37.8 მდე და პარაცეტამოლს ვსვამდი,დღეს სიცხე უფრო ნელ ნელა ადის მაღლა.გული მიჩქარდება და ყელიც მფხაჭნის. მაგ წამალს ასე პატარა ვადებზე იწვეთებდი? 6 კვირამდე ვარ დაახლოებით smile.gif

Posted by: Anabeli111 22 Aug 2022, 15:31
ნინო333
რა თქმა უნდა. არც იფიქრო ცუდზე. მე მანამდე 2 შეწყვეტილი მქონდა და პანიკა დამეწყო, რომ გავიგე კორონა იყო. მაგრამ ძალიან მშვიდად გადავიტანე.

სისხლი აკონტროლეთ ოღონდ. კიდევ კარგი ორსულობის გამო გადავამოწმე დე დიმერი და 1600 მქონდა. არ ვიცოდი კორონა თუ მქონდა და მეგონა ჩემი თრომბოფილიის ამბები იყო, სასწრაფოდ ნემსის დოზა გამიზარდა ექიმმა და გადავლახე მშვიდად ყველაფერი ♡

Posted by: Liza12 22 Aug 2022, 15:38
ნინო333
არა მე 22 კვირაზე ვიყენებდი მაგ წამალს მარა მცენარეულია ნახე ანოტაცია. ნუგეშინია მარტივად გადააქვთ ორსულებს. 37.7ზე უკვე დალიე პარაცეტამოლი რო ზემოთ არგაიქცეს

Posted by: ნინო333 22 Aug 2022, 15:54
Anabeli111
5 დღეში გადაიმოწმეო ექიმმა და ანუ მანამდე ჯობია გადამოწმება? დღეს მეორე დღეა. 04 იან ოქსაპარს და თრომბოფლუს ვსვამ. მეც სამი შეწყვეტილი მაქვს პლიუს თრობოფილია და გუშინ ტესტის პასუხის მერე გამოვიგლოვე უკვე.
* * *
Liza12
კი არ ვუშვებ მაღლა, 37.5 -ს როგორც კი აცდება ვსვამ პარაცეტამოლს. ვნახავ აბა ანოტაციას.მადლობა❤

Posted by: Iceicebaby 22 Aug 2022, 16:09
ნინო333
რამდენიც გინდა, უკვე იმდენი ქეისია პატარა ვადაზე კოვიდიანობის. თან გახსოვდეს, რომ ეს შტამი სხვა შტამებისგან განსხვავებით სხვა ორგანოებს არ აზიანებს და ერჩის, უბრალოდ ცხვირ-ხახის დონეზე არაა მთლად სასიამოვნო, ანუ მაგ მხრივ დისკომფორტი გექნება, სიცხეც გაგიგრძელდება ცოტა ხანი, მე საერთოდ არ ვიყავი ორსულად, არც ეჭვი მქონდა, მარა დამწევის გარეშე გადავიარე მთელი ეგ პერიოდიsmile.gif

38.6 მქონდა ხოლმე.

სითხეები, ლიმონი-ჟოლო, მოძრაობა სახლის პირობებში (სულ არ იწვე) და სხვა რეკომენდაციას ექიმი კი გეტყვის, აბა წარმატებები, 5 დღე გაუძელი და წავა ჯანდაბაში ))

TUNA-TATUNA

ძალიან კარგი, მეც ვემხრობი პლეირისის ჩართვას smile.gif

Posted by: ნინო333 22 Aug 2022, 16:14
Iceicebaby
მადლობა ❤ კი ვმოძრაობ შეძლებისდაგვარად ოთახიდან ოთახში biggrin.gif და ჟოლო,ლიმონი,ტყემლის ტყლაპი,თაფლი მივაყარე მოკლედ. ღმერთმა ქნას მშვიდად ჩაიაროს ყველაფერმა

Posted by: Iceicebaby 22 Aug 2022, 16:27
ნინო333
როცა არ ვმოძრაობდი, ფეხები მტკიოდა ძალიან (მერე კი აღმომაჩნა გენეტიკური თრომბოფილია) მოძრაობის დროს ნაკლები დისკომფორტი მქონდა.

კოვიდი ჰქვია და გვეშინია წარსული გამოცდილებების გამო, თორე მაგაზე უფრო რთული ამბებიც ხდება, ისე მოიწამლა 8-9 კვირის ვადაზე ახლა ჩემი მეგობარი, რთულია აღსაწერადაც, მარა არის მშვიდობით)

როდის გიწევს შემდეგი ექო?

Posted by: pokahondas 22 Aug 2022, 16:31
გოგოებო ეხოზეც ჯერეჯობით მშვიდობა მაქ უფლის წყალობით ❤

Posted by: ნინო333 22 Aug 2022, 16:33
Iceicebaby
მე პირიქით მღლის მოძრაობა და მძაბავს ძალიან.ისეც არ ვარ აქტიური ტიპი ცხოვრებაში და ასე მისუსტებული მითუმეტეს ფეხზე ძლივს ვდგები sad.gif როცა ემბრიონი ძლიერია ყველაფერს უძლებს,მე სულ ის მეძახა პირველ ექიმმა ემბრიონები გყავს ალბათ სუსტიო და მაგიტომ მეშინია ასე ძალიან. თვის ბოლოს მიწევს ეხო,იზოლაციაც გასული იქნება მაგ დროისთვის.

Posted by: TUNA-TATUNA 22 Aug 2022, 17:03
pokahondas

ასე მშვიდობით და კარგი ამბებით გაგევლოს სრული ორსულობა, გამახარე ძაან smile.gif

Posted by: JapAnn 22 Aug 2022, 17:41
lesila90
მადლობა ^_^

ნინო333
მადლობა ^_^
წარუმატებელი შედეგის მეშინია. არ ვიცი, როგორ გადავიტან. უსაშველო არაფერია, მაგრამ მაინც იმოქმედებს, ვიცი.

Posted by: Iceicebaby 22 Aug 2022, 17:45
pokahondas
რა მაგარია <3 ბოლომდე სულ კარგი ამბები!

ნინო333
ნუ ადარებ წარსულ გამოცდილებას, ახლა ყველაფერი კარგად იქნება აუცილებლა smile.gif


Posted by: ნინო333 22 Aug 2022, 17:51
JapAnn
წარუმატებლობაზე ნუ იფიქრებ,ყველაფერი კარგად იქნება.ძალიან ბევრი კმაყოფილი პაციენტი ყავს,ასე რომ მოდუნდო და არ დაიძაბო. წარმატებები ❤

Iceicebaby
ღმერთმა ქნას ❤

Posted by: lesila90 22 Aug 2022, 18:18
JapAnn
ცუდზე არ იფიქროო. ის უკან დარჩაა და მორჩაა არ გაიხსენოო. რთულია მაგრამ ის ცუდი სიზმარი იყო და ვსო.რაიმე სასიამოვნო ფილმს
ჩაუჯექი და დროს მალე გავა❤️❤️

Posted by: pokahondas 22 Aug 2022, 19:34
მადლობა გოგოებო ❤❤❤ ასევე ყველას წარმატებები და ბედნიერი ორსულობები.

Posted by: Anabeli111 22 Aug 2022, 20:25
ნინო333
არა, როგორც გითხრა ისე გადაიმოწმე. მთავარია, რომ გამათხელებელს იკეთებ და სვამ ♡♡♡

Posted by: ნინო333 22 Aug 2022, 21:11
Anabeli111
ვაიმეეე, უკვე გადავამოწმე biggrin.gif ჩემი და მუშაობს კლინიკაში და რაღაცნაირად მოახერხა მანქანაში სისხლის აღება biggrin.gif ისე ვარ შეშინებული რამემ არ შემიშალოს ხელი,ეგრევე გავიქეცი. 5 დღეშიც გადავამოწმებ. მადლობა დიდი ❤

Posted by: Anabeli111 22 Aug 2022, 22:15
ნინო333
ჰაჰა, რა საყვარელი ხარ biggrin.gif როცა არის საშუალება, რატომაც არა ♡ გაგვაგებინე პასუხი.

Posted by: ნინო333 22 Aug 2022, 22:40
Anabeli111
პასუხები ნორმებში ჯდება თითქოს.აღარ გავუგზავნე ექიმს, 5 დღეში რომ გადავამოწმებ იმას გავუგზავნი. ასე ხშირად მერიდება შეწუხება თამ ჩემი თვალით რაც ვნახე ნორმებია რავიცი biggrin.gif

Posted by: Anabeli111 22 Aug 2022, 23:35
ნინო333
მშვენიერია. მშვიდად იყავი ახლა ^_^

Posted by: kato17 23 Aug 2022, 02:04
KristiK
მე ყველაზე მეტად დევიტი მომიხდა 50 000 ვსავდი კვირაში ერთჯერ მერე რო ამეწია 2 კვირაში ერთხელ და ეხლა თვეში ერთჯერ. კოლედანით,ვიგანტოლით,აქვადეტრიმით თვეების განმავლობაში ძლივს მომემატა რამდენიმე ერთეულით ნუ წვეთებით დიდი შედეგი ვერ მივიღე ,ჩემი რეკომენდაცია დევიტს. თან ყველადღე დასალევი არ არის დიდი დოზის გამო და ესეც პლიუსია ჩემთვის

Posted by: KristiK 23 Aug 2022, 12:06
QUOTE (kato17 @ 23 Aug 2022, 02:04 )
KristiK
მე ყველაზე მეტად დევიტი მომიხდა 50 000 ვსავდი კვირაში ერთჯერ მერე რო ამეწია 2 კვირაში ერთხელ და ეხლა თვეში ერთჯერ. კოლედანით,ვიგანტოლით,აქვადეტრიმით თვეების განმავლობაში ძლივს მომემატა რამდენიმე ერთეულით ნუ წვეთებით დიდი შედეგი ვერ მივიღე ,ჩემი რეკომენდაცია დევიტს. თან ყველადღე დასალევი არ არის დიდი დოზის გამო და ესეც პლიუსია ჩემთვის

დიდი მადლობა <3 2000-იანი მაქვს დანიშნული და აი მაგ დოზაზე ვერ ჩამოვყალიბდი რომელი ჯობია smile.gif

Posted by: TUNA-TATUNA 23 Aug 2022, 21:12
გოგოებო მე ხელი უკვე ჩავიქნიე, ყველა სიმპტომი გამიქრა, მუცელი აღარაა შებერილი, მკერდი სულ ჩაიფუშა და არც მგრძნობიარე აღარ მაქვს, ფეხის თითები გაყინული და მუცლის ქვედა არეში ყრუ ტკივილიsad.gif
ასე დაუდასტურებლად ვგრძნობ რომ არაფერი არ გამოვიდაsad.gif

Posted by: Mia20 23 Aug 2022, 21:19
QUOTE (TUNA-TATUNA @ 23 Aug 2022, 21:12 )
გოგოებო მე ხელი უკვე ჩავიქნიე, ყველა სიმპტომი გამიქრა, მუცელი აღარაა შებერილი, მკერდი სულ ჩაიფუშა და არც მგრძნობიარე აღარ მაქვს, ფეხის თითები გაყინული და მუცლის ქვედა არეში ყრუ ტკივილიsad.gif

მასეთი შეგრძნება დროდადრო მეც მქონდა ხოლმე რომ მკერდის ტკივილმა გამიარა და ყველაფერი მორჩათქო.. მარა არ ყოფილა მაგასთან კავშირში)) დროდადრო იცის გავლა სიმპტომებმა არ ინერვიულო

Posted by: lesila90 23 Aug 2022, 21:23
TUNA-TATUNA
ნუ აკვირდები სიმპტომებს. დაიკიდეეე და შედეგიც იქნებაა. მე რომ ამას ვეტყვი სხვას და მე თვითონ რომ ვარ ყველა სიმპტომზე ჩასაფრებული ეჰ რა რთულიაა. ყველაფერი კარგად იქნებაა❤️❤️

Posted by: a-liza 23 Aug 2022, 21:32
TUNA-TATUNA
QUOTE
გოგოებო მე ხელი უკვე ჩავიქნიე, ყველა სიმპტომი გამიქრა, მუცელი აღარაა შებერილი, მკერდი სულ ჩაიფუშა და არც მგრძნობიარე აღარ მაქვს, ფეხის თითები გაყინული და მუცლის ქვედა არეში ყრუ ტკივილი
ასე დაუდასტურებლად ვგრძნობ რომ არაფერი არ გამოვიდა
ჯერ ადრეა დასკვნები, ჩვენ დავსდევთ სიმპტომებს,თორემ შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ პროგრესირებდეს ორსულობა. თუ ვერ ითმენ, გაიკეთე ტესტი, ოვიტრელი თუ გქონდა გაკეთებული, კვალი
იქნება ჯერ,მაგრამ შემდეგ დღეებში შეატყობ კლებას ან მატებას.

Posted by: TUNA-TATUNA 23 Aug 2022, 22:12
გოგოებო მადლობა.
მე ციკლის დაწყებამდე დეკაპეპტილით ვმკურნალობდი კისტას და ეს გაგრძელდა 16-17 დღე, ვიყავი საშინლად ცუდ დეპრესიულ ხასიათზე, ვერ ვხვდებოდი ისე უმიზეზოდ მეცვლებოდა ხასიათი, მთელი ის პერიოდი სულ ცუდზე ვფიქრობდი. ამ ნემსებს მოვრჩი 8 აგვისტოს, მის მერე სულ კარგ ხასიათზე ვიყავი . 2 დღეა ვიკეთებ პლეირისს და ეს ორი დღეა ისევ შემეცვალა ხასიათი. გარდა იმისა რომ ნანემსარი საკმაოდ მტკივნეულია და არც ორი დღის მერე გადის ტკივილი უკუჩვენებაში პირველ პოზიციაზე უწერია დეპრესია, დეკაპეპტილსაც ასე ეწერა.
მოკლედ ეს პლეირისი მთავარ წამლად არ მაქვს დანიშნული დამინიშნა თუ წელის ტკივილი მექბებოდა ან მსგავსი, ასევე შემიძლია შევანაცვლო პროგესტერონის ზეთოვანი ნემსით.
გადავწყვიტე აღარ გავიკეთო, დეპრესიაზე საშინელი ამ პერიოდში არაფერია.
* * *
user posted image

ვისაც ამ პერიოდში ახასიათებს ისედაც მომეტებული მგრძნობირე ხასიათი არ ვურჩევ.

Posted by: pokahondas 23 Aug 2022, 22:32
QUOTE (TUNA-TATUNA @ 23 Aug 2022, 21:12 )
გოგოებო მე ხელი უკვე ჩავიქნიე, ყველა სიმპტომი გამიქრა, მუცელი აღარაა შებერილი, მკერდი სულ ჩაიფუშა და არც მგრძნობიარე აღარ მაქვს, ფეხის თითები გაყინული და მუცლის ქვედა არეში ყრუ ტკივილიsad.gif
ასე დაუდასტურებლად ვგრძნობ რომ არაფერი არ გამოვიდაsad.gif

აბა ახლა ეგ გეკადრება? ნუთუ არა გრცხვენია.სტრესავ შენს პატარას მუცელში.ანერვიულებ. ყველაფერი იქნება კარგად. განეწყვე დადებითისკენ და ნუ უყურებ სიმპტომებს. მე მიხურდა მუცელი 2 დღე. მერე აღარ მიხურდა მერე ისევ მიხურდა .მერე ისევ აღარ. წელი მტკიოდა ხან არა.მკერდი ხან მტკიოდა ხან არა. ჯერ ძალიან ადრეა შენთვის ახლა ფარხმალის დაყრა და მსგავსი კომენტარი.

Posted by: ნინო333 24 Aug 2022, 00:05
TUNA-TATUNA
მასე მოვლითი სიმპტომები მქონდა გაიხსენე,ხან რა მეჩვენებოდა ხან რა. თან გაციებული ვიყავი და ისე მახველებდა ვიგუდებოდი,სულ მეგონა მორჩა და აზრი არ ქონდა მარა რამხელა ხეგე მქონდა ხო იცი? ნუ ფიქრობ ცუდს. ერთი დღე მქონდა სიმპტომები,ერთი დღე არა...ასე არეულად გავატარე 10 დღე და მშვენივრად დადასტურდა. დამშვიდდი,ყველაფრრი კარგად გექნება აუცილებლად ❤
* * *
TUNA-TATUNA
დამამშვიდებელი დალიე, ენ რელაქსს ვსვამ დღეში ოთხჯერ. დიდი ვერაფერი მარა ეფექტი მაინც აქვს,თან თუ არ ხარ ჩემსავით შემჯდარი დამამშვიდებლებზე შენზე კარგად იმოქმედებს ❤

Posted by: Iceicebaby 24 Aug 2022, 12:59
compte.paris75
როგორ გრძნობ თავს? როდის იკეთებ ხეგეს? ^^ ისე გელოდებით შენ და ტუნას <3

Posted by: compte.paris75 24 Aug 2022, 13:36
ისე ვარ თითქოს არც არაფერი გადამიტანია.
მეც ალაგ-ალაგ ყრუ ტკივილი.
ხეგეს 31-ში ჩავაბარებ თუ მანამდე არ მომივიდა.

Posted by: Iceicebaby 24 Aug 2022, 14:28
compte.paris75
არავითარი მოსვლა მომდევნო 8 თვე :დ

კარგი განწყობა არ დაადგოთ რა <3

Posted by: xalati 24 Aug 2022, 18:36
compte.paris75
ვააა რა კაი ამბებია ! გულით გისურვებ, გამოვიდეს !
სიმპტომები, რა თქმა უნდა, უნდა დაიკიდო smile.gif

Posted by: lesila90 24 Aug 2022, 20:46
გოგოებო ასეთი კითხვა მაქვს. მეუღლეს სპერმოგრამა არის ასეთი. ვსვამდა თვე ნახევარი რეპროპოლს და შედეგი არის ნული. ივივე პასუხი მოვიდა. ასეთი პასუხით ინვიტროს გარისკვა ღირს?ან რატომ არ ჰქონდა რეპროპოლოს დალევის შემდეგ უკეთესი შედეგი ?ხელაიამ ამ
პასუხზე თქვა რომ
მამაკაცში არ არის პრობლემაო. თურქეთში რომ ვიყავი იმან დაუნიშნა ვიტამინები მოძრაობის პრობლემაო. მეშინია ისევ რომ არ ჰქონდეს შედეგი ამ პასუხთ შეიძლება ინვიტრის დაწყება?
* * *
user posted image ეს არის ბოლო სპერმოგრამა

Posted by: Freni_99 24 Aug 2022, 21:09
lesila90
სად გააკეთეთ ეს სპერმოგრამა? რომ გადაამოწმოთ?

Posted by: ANAANI123 24 Aug 2022, 21:19
lesila90
რასაც ვხვდები მონაცემებს ამაზე უარესი ქონდა ჩემ ქმარს, სწორედ ამიტო დაგვჭირდა ინვიტრო და არ მგონია რამე პრობლემა იყოს ამ პასუხებით, აზოოსპერმიის დროს ხდება სპერმატოზოიდების მოძიება და აქ რა პრობლემა იქნება

Posted by: lesila90 24 Aug 2022, 21:23
Freni_99
ჩაჩავაში გაგვაკეთებინა ალეკო ხელაიამ. და თურქეთში რომ ვიყავით ვიტამინები დაგვინიშნა.და ერთ თვეში უნდა გადავამოწმოთ. ANAANI123
ანუ მორფოლოგიაში 2% რომ უწერია პრობლემა არ იქნება?

Posted by: Freni_99 24 Aug 2022, 21:29
lesila90
ზოგადად, ინვიტრო მამაკაცის ფაქტორის შემთხვევაში უფრო გამართლებულია, ფაქტიურად მაგისთვისაა მოგონილი ))
ვიტამინები ვითომ ერთ თვეში გამოიღებს შედეგს? მგონი სამი თვე მაინც უნდა.
ყოველ შემთხვევაში, ინვიტროში ხელი არ გეშლება, ზოგს საერთოდ არ აქვს ცოცხალი სპერმატოზოიდები და რაღაც ჩარევით იმასაც ნახულობენ ხოლმე.
მოკლედ, ინვიტროსთვის მშვენიერი მონაცემებია, არაფერი გაქვს სანერვიულო:*

Posted by: lesila90 24 Aug 2022, 21:55
Freni_99
მადლობააა❤️❤️❤️

Posted by: ANAANI123 24 Aug 2022, 22:06
lesila90
არანაირი პრობლემა არაა ზოგს 0 პროცენტი აქვს მორფოლოგია და რამდენიმე ჯანმრთელი სპერმატოზოიდი იძებნება და იმით ხდება განაყოფიერება, უბრალოდ იქს მეთოდით (მგონი სწორად ვამბობ) უნდა მოხდეს ასეთ დროს შეყვანა კვერცხუჯრედში, ჩვენ ინოვაში ამ მეთოდით გავიკეთეთ და არ ყოფილა პრობლემა

Posted by: pokahondas 25 Aug 2022, 11:04
TUNA-TATUNA
compte.paris75
როგორ ხართ გოგოებო ❤

Posted by: compte.paris75 25 Aug 2022, 11:31
TUNA-TATUNA
ტესტი ხომ არ გიცდია დღეს?
* * *
QUOTE (pokahondas @ 25 Aug 2022, 11:04 )
TUNA-TATUNA
compte.paris75
როგორ ხართ გოგოებო ❤

ველოდები ხვალინდელ დილას რომ ტესტების გაკეთება დავიწყო.

Posted by: pokahondas 25 Aug 2022, 12:07
compte.paris75
წარმატებები ❤❤ ყველაფერი იქნება მაგრად

Posted by: TUNA-TATUNA 25 Aug 2022, 12:14
compte.paris75

კი ვცადე, დამაიმედებელი არაფერია, შენ წარმატებები ხვალინდელ დღესsmile.gif

Posted by: Liza12 25 Aug 2022, 12:44
ვარდიანი ტესტი 8დღეზე ადრე არგაიკეთოთ გოგოებო. მამაჩეკი ან ტესტ კასეტა და ავერსის იაფიანი ტესტი გაიკეთე 6-7 დღეზე .

Posted by: ნინო333 25 Aug 2022, 13:02
TUNA-TATUNA
compte.paris75
გოგოები ადრე არ არის ჯერ ტესტისთვის? ასე მალე აჩვენებს რამეს? მე-10 დღეზე ადრე არასდროს მიცდია.
წარმატებები თქვენ,ძალიან მინდა ყველაფერი გამოგივიდეთ ❤

Posted by: pokahondas 25 Aug 2022, 13:10
TUNA-TATUNA
ჩემთან 9 დღეს ულანდესი ხაზი იყო. მანამდე არც არაფერი

Posted by: Anabeli111 25 Aug 2022, 13:37
TUNA-TATUNA
compte.paris75
ველოდები თქვენს ულამაზეს 2 ხაზიან ტესტებს ♡♡♡

Posted by: compte.paris75 25 Aug 2022, 14:11
12 დღის ემბრიონი აჩვენებს წესით თუ გვიანი მიმაგრება არ არის და რავიცი ვნახოთ

Posted by: TUNA-TATUNA 25 Aug 2022, 14:17
მადლობა გოგოებო ყურადღებისთვის:*:*:*
გადატანის დღეს თუ არ ჩავთვლით დღეს მე-7 დღეა, ტესტ კასეტაზე არანაირი ლანდი არ არის და არც ბბ-ზე, არც არანაირი სიმპტომები არ მაქვს, მუცლის შებერვაც კი რომელიც ასე აუტანელი იყო ისიც კი გამიქრა. დამემატა მარცხენა მუხლის ტკივილი რასაც ვერაფერს ვერ ვუკავშირებ, ხო დეპრესიაც აღარ მაქვს ჯერ-ჯერობით, ისიც გაქრა, იმედია ეს ბოლო სამუდამოდ გაქრებაsmile.gif
* * *
compte.paris75
შენ როგორ ხარ? ძირითადად წევხარ თუ მოძრაობ? ხვალ გაიკეთებ ტესტს ხომ?

Posted by: HAPPYWE 25 Aug 2022, 14:58
გოგოებო გამარჯობათ
შედარებით შერავათიან ფასად სად შეიძლება შევიძინო შემდეგი წამლები:
დეკა პეპტილი 01
ფემარა
გონალ ფ 225

Posted by: TUNA-TATUNA 25 Aug 2022, 15:08
HAPPYWE
გამარჯობა, რამდენად შეღავათიანია არ ვიცი, შეადარეთ ფასებო სხვადასხვა და ისე გადაწყვიტეთ.
ბოლოს სოზაში რომ ვიყავი დეკაპეპტილი ვიყიდე 17 ლარად, გონალი 900 ისე ვიკითხე და 495 ლარიო და ფემარა არ ვიცი რა არის.

Posted by: HAPPYWE 25 Aug 2022, 15:09
TUNA-TATUNA
დიდი მადლობა
love.gif

Posted by: TUNA-TATUNA 25 Aug 2022, 15:10

ეს რა ორჯერ როგორ გამოიგზავნა?smile.gif)) ზოგჯერ ასეც ხდებაsmile.gif

Posted by: compte.paris75 25 Aug 2022, 15:23
QUOTE (TUNA-TATUNA @ 25 Aug 2022, 14:17 )
* * *
compte.paris75
შენ როგორ ხარ? ძირითადად წევხარ თუ მოძრაობ? ხვალ გაიკეთებ ტესტს ხომ?

კარგია თუ დეპრესიამ თავისით გაიარა, მე ანტიდეპრესანტებს ვსვამ უკვე ერთი წელია და ჯერ არ ვაპირებ შეწყვეტას.

ვმოძრაობ სულ ნელა ნელა. კი ხვალ დილით გავიკეთებ ტესტს.

Posted by: lesila90 25 Aug 2022, 15:36
გოგოებო როგორ ხართ? ჩემს მეგობარზე რომ მოგიყევით მესამე გატანაზე ორსულდ დარჩა თქო ტყუპები ყავს დღეს გავიგეთ. ყველაფერი კარგად იქნებაა უფლის ნებით და წყალობით მალე გაგვეხარებინოს ერთმანეთი❤️❤️

Posted by: TUNA-TATUNA 25 Aug 2022, 15:59
lesila90
ბედნიერი და მშვიდი ორსულობა ქონოდესsmile.gif დოდი ბედნიერებაა ასეთი კარგი ამბების მოსმენაsmile.gif

Posted by: HAPPYWE 25 Aug 2022, 16:19
გოგოებო ცოტა დავიბენო, რადგან პირველად მაქვს შეხება
გონალ ფ 225 ასეთი არ არსებობს რამდენადაც მივხვდი. შემიძლია 900-იანი ვიყიდო და იქიდან ამოვიღო 225 დოზა?

ინოვას გვერდით რომ აფთიაქია მათი ნომერი ხომ არ გაქვთ? იქ არის ასეთი წამლებიო

Posted by: Liza12 25 Aug 2022, 16:52
HAPPYWE
კიი 450 იანი და 900 იანი იყიდება და დოზას შენთვითონ არეგულირებ

Posted by: TUNA-TATUNA 25 Aug 2022, 16:59
HAPPYWE
კი 900 იანიდან 4 გაკეთება გამოდის, ინოვას აფთიაქში როგორც მახსოვს ძვირი ღირს, დარეკეთ გაიგეთ ფასიი და თუ იაფია იყიდეთ, თუ არა და სოზას ნომერი მაქვს და მოგწერთ.

Posted by: HAPPYWE 25 Aug 2022, 17:02
მადლობა გოგოებო, სოზაშო დავრეკე და 495 მითხრეს 900-იანი, მაშინ მაგას ვიყიდი

Posted by: TUNA-TATUNA 25 Aug 2022, 17:06

HAPPYWE
წარმატებებს გისურვებ, იცოდე არ დაგვეკარგოsmile.gif მოგვიყევი მერე შენი ამბებიsmile.gif

Posted by: HAPPYWE 25 Aug 2022, 17:13
ცოტას ვნერვიულობ, პირველად ვიკეთებ სტიმულაციას და კვერცხუჯრედები უნდა გავყინოთ. ვნახოთ რა გამოვა smile.gif

წარმატებები ჩვენ ყველას

Posted by: pokahondas 25 Aug 2022, 18:22
HAPPYWE
125 მაქვს დარჩენილი და გაჩუქებ მაგას და 1 ცალ მენოპურს.
* * *
ან ამ გოგონას თუარ ენდომება გავაჩუქებ ნებისმიერზე ❤

Posted by: Iceicebaby 25 Aug 2022, 18:25
ANAANI123
ნინო333
გადატანის დროს ესტროფემი ქეთიმ როდიდან დაგინიშნათ?

Posted by: HAPPYWE 25 Aug 2022, 19:10
pokahondas
დიდი მადლობა love.gif შევიძინე სოზაში ჯერჯერობით რაც დამინიშნეს

გოგოებო, მუცელზე გავიკეთე დეკა პეპტილი და სისხლი წამომივიდა ცოტა, ასე უნდა იყოს?

Posted by: TUNA-TATUNA 25 Aug 2022, 19:33
HAPPYWE
ეტყობა კაპილარში მოგხვდათ და იცის.
შეიძლება გკიტხოთ დეკაპეპტილს რატომ იკეთებთ, ეგ ხომ სტიმულაციის ბოლოს კეთდება?
მაგასთან ერთად გონალ ფ 900 იკეთებთ?

Posted by: HAPPYWE 25 Aug 2022, 19:47
TUNA-TATUNA
QUOTE
შეიძლება გკიტხოთ დეკაპეპტილს რატომ იკეთებთ, ეგ ხომ სტიმულაციის ბოლოს კეთდება?
მაგასთან ერთად გონალ ფ 900 იკეთებთ?


სამწუხაროდ ასე ვერ ვერკვევი. სტიმულაციას ვიკეთებ იმისთვის რომ კვერცხუჯრედები გაიყინოს, გადატანა არ იქნება. დანარჩენი სამომავლოდ სუროგატის დახმარებით მოხდება.

დღეს დამინიშნეს 4 დღე დეკაპეპტილი და 3 დღე გონალ ფ 225 და ამ დანიშნულებას მივყვები

Posted by: TUNA-TATUNA 25 Aug 2022, 19:59
HAPPYWE
შენ ცოტა განსხვავებული პროტოკოლი გაქვს.
ციკლი უკვე დაგეწყო? მერამდენე დღე გაქვს ციკლის?

Posted by: HAPPYWE 25 Aug 2022, 20:07
TUNA-TATUNA
ციკლი არ მაქვს, რადგან საშვილოსნო ამოღებული მაქვს, რამდენიმე წლის წინ ოპერაციულად. 15-ში მქონდა ოვულაცია, დღეს პროგესტერონის ანალიზი ჩამაბარებინეს და ექოსკოპია და დღეიდან დამინიშნეს ეგ წამლებიც. სავარაუდოდ განსხვავებული პროტოკოლია

Posted by: ANAANI123 25 Aug 2022, 20:16
Iceicebaby
ზოგს უნიშნავს მე2 დღიდან ვისაც ენდომეტრიუმის გასქელების პრობლემა აქვს, თუ არ აქვს დიდად ეგ პრობლემა მე7 დღიდან, მე ესე მინიშნავდა ხოლმე, ბოლო წარმატებულ გადატანაზე საერთოდ არ დაუნიშნია, ფემოსტონის ყვითეთ აბებს ვსვამდი მე11 დღიდან

Posted by: TUNA-TATUNA 25 Aug 2022, 20:21
HAPPYWE
არაფერი ინერვიულო, ყველაფერი იქნება კარგად,
დეკაპეპტილი აშკარად სხვა დანიშნულებით გააქვს, მეც მქონდა დანიშნული წინა თვეში სხვა დანიშნულებით და გავიკეთე ჯამში 10 ნემსი. (კისტის გასაწოვად დამინიშნა).
მაინც გაგაფთხილებ შეიძლება გუნება-განწყობა გაგიფუჭდეს, დეპრესია იცის,მაგრამ არ შეგეშინდეს, როგორც კი ნემსი დამთავრდება ეგრევე გაგივლის.

Posted by: HAPPYWE 25 Aug 2022, 20:24
TUNA-TATUNA
ჯერჯერობით შემართებით ვარ და ვნახოთ

ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ბევრ რამეს ვსწავლობ თქვენგან love.gif

Posted by: ნინო333 25 Aug 2022, 21:59
Iceicebaby
მე-7 დღიდან დამინიშნა.

Posted by: adeline 25 Aug 2022, 22:16
ANAANI123
ფემოსტონის ყვითელი აბები ციკლის მე-11 დღიდან დაგინიშნათ?

Posted by: ANAANI123 25 Aug 2022, 22:40
adeline
კი, ჩემ ენდომეტრიუმზე ესტროგენი ზოგადად უკუჩვენებას გვაძლევდა და ჭრელდებოდა ამიტო დამინიშნა მხოლოდ ფემოსტონი ნაკლებ ესტროგენს შეიცავს და თან 11 დღიდან, 16 დღეს მქონდა გადატანა თან

Posted by: adeline 25 Aug 2022, 22:45
ANAANI123
საინტერესო მიდგომაა ძალიან. რამდენს გინიშნავდა დღეში?

Posted by: ANAANI123 25 Aug 2022, 22:52
adeline
დღეში ორჯერ დილა საღამოს, 13 კვირამდე ვსვი, ეხლა ერთი კვირა ერთ ცალზე გადამიყვანა და ვსო მოვრჩები

Posted by: adeline 25 Aug 2022, 23:35
ANAANI123
ორ-ორი ტაბლეტი დღეში ორჯერ ხომ? ძალიან აქებენ სხვათა შორის ყვითელ ფემოსტონს, ძაან ეხმარება ორგანიზმს თურმე. დივიგელი გქონდა დანიშნული?

Posted by: ANAANI123 25 Aug 2022, 23:55
adeline
არა თითო ტაბლეტი, ჯანში ორი ცალი დღეში, არც დივიგელი, ეგ ერთხელ ვიხმარე და ისე გამისქელა ენოდმეტრიუმი ვეღარ გადავიტანეთ, მოკლედ მიხვდა ქეთი რო არ მჭირდებოდა საერთოდ ესტროგენი, და ფემოსტონმა კი გაამართლა, მე მგონია რო ამ პროტოკოლის დამსახურებაა ჩემი ორსულობა

Posted by: Iceicebaby 26 Aug 2022, 00:01
ANAANI123
მადლობა დეტალური ინფოსთვის, რა კარგად დაულაგებია ქეთის, აღფრთოვანებული ვარ smile.gif ყოჩაღ ორივეს.

ახლა რა ეტაპზე ხართ? <3 სქესები გაიგე?

Posted by: adeline 26 Aug 2022, 00:05
ANAANI123
Iceicebaby
მართლაც გადასარევი მიდგომაა. ძაან ალღოიანი და ყოჩაღია ქეთევანა და ეს ძაან დიდ იმედს მაძლევს <3

Posted by: kato17 26 Aug 2022, 03:11
გოგოებო სოზას აფთიაქის ნომერი დაწერეთ რა და მისამართიც .რამდენად სანდოა მანდ წამლების შეძენა მითუმეტეს გონალის .მე ყველა ჯერზე კლინიკაში ვყიდულობდი და კი იცით რა ფასებიც არის

Posted by: ANAANI123 26 Aug 2022, 07:38
Iceicebaby
სქესი ვერ გავიგე ჯერჯერობით, ბოლოს ჰერას უფასო ვიზიტზე ვიყავი და იმ ქალმა ბავშვები ძლივს გაზომა რა სქესზს იყო ლაპარაკი :დ წესიერი რადიოლოგი არაა ქალაქში დარჩენილი ყველა შვებულებაშია და სექტემბერს ველოდებით გამოვა ვინმე და მივალ :დ ისე ქეთიც არაა და ნატოსთან ვიყავი მანაც დაათვალიერა ბავშვები ისე თავის კეთილი ნებით და ყველაფერი კარგად აქვთო სხვა არაფერი მიკითხავს არც ეცალა ბევრი ხალხი ყავდა და ან რა მისი მივალეობა იყო ეხლა სქესის ნახვა :დ ამიტომ ვართ ასე ველოდებით

Posted by: Iceicebaby 26 Aug 2022, 09:08
ANAANI123
ისე მაინტერესებს )))

კი, სექტემბრიდან ყველა ადგილზეა :დ რაღა დარჩა ^^

Posted by: HAPPYWE 26 Aug 2022, 09:12
kato17
ყაზბეგის გამზ. 47ბ
ტელ: 230 95 40

სანდოობაზე ვერაფერს ვიტყვი, მეც გოგოებისგან გავიგე ამ აფთიაქის შესახებ

Posted by: compte.paris75 26 Aug 2022, 10:21
TUNA-TATUNA
ხომ არ გიცდია დღეს? ჩემი ტესტი კრიალა თეთრია როგორც ყოველთვის sad.gif((

Posted by: kato17 26 Aug 2022, 10:53
compte.paris75
ველოდებოდი შენი ტესტის გაკეთებას იქნებ ადრე იყო შენ ხო იცი რამდენს არ უჩვენებდა მე10 დღემდე და ზოგსაც ხგმდე . რამდენ დღიანი ემრიონი გადაიტანე ან როგორი ხარისხის .მე ქეთის სახითაც ვხვდებოდი როგორი ემბრიონი გადაჰქონდა მოლოდინიც შესაბამისი მქონდა ხოლმე

Posted by: TUNA-TATUNA 26 Aug 2022, 10:55
compte.paris75

რა თქმაუნდა გავიკეთე, თეთრზე უთეთრესიაsad.gif
შენც ბლასტო გადაიტანე ხომ, გაყინული გქონდა თუ ფრეში?

Posted by: Liza12 26 Aug 2022, 10:59
TUNA-TATUNA
compte.paris75
რომელი ტესტია გოგოებო?

Posted by: TUNA-TATUNA 26 Aug 2022, 11:03
kato17

სოზაზე მე ვსპირებდი მოწერას და კი მოუწერიათ. თქვენ აპირებთ დაწყებას? რატომღაც მე თქვენ ირსული მგონიხართ, რაღაც ავურიე აშკარად ხომsmile.gif))
* * *
Liza12
ყველა ტესტი გავიკეთე რაც რამე არსებობს.

Posted by: pokahondas 26 Aug 2022, 11:32
TUNA-TATUNA
compte.paris75
გოგოებო ხო პარასკევს გადაიტანეთ? მეშვიდე დღე გამოდის დღეს. გადატანის დღეს თუარ ჩავთვლჯთ.ისეც გვიან იყო მგონი რომ გადაიტანეთ.მე მეცხრე დღეს დამილანდა.ეგებ მეცხრე დღეს ნახოთ ან მეათე დღეს. 12 დღემდე არ ჩამოყაროთ ყურები რაა.

Posted by: kato17 26 Aug 2022, 11:35
TUNA-TATUNA
ერთი ორსულობა მქონდა 3 ინვიტროდან მაგრამ 10 კვირაზე რო მივედი გულის ცემა შეწყვეტილი დამხვდა .ეხლა ვიწყებ თავიდან ძალაც აღარ მაქვს მაგრამ ვიკრებ შეძლებისდაგვარად .ალბათ ძველი პოსტებდან გახსოვდა .მაგრამ ისე ვარ არეული აღარ ვიცი ვისთან მივიდე კარგი ემბრიოლოგი და ყურადღებიანი რეპროდუქტოლოგი მჭირდება
* * *
TUNA-TATUNA
TUNA-TATUNA
რამდენ დღიანი ემბრიონი გადაიტანა 7 დღე ადრეა იშვიათ უჩვენებს მე7 დღეს მე მე-8 დღეს მიჩვენა მკრთალად ძალიან ბევრს მე 10 დღიდან არ დაკარგო იმედი

Posted by: TUNA-TATUNA 26 Aug 2022, 11:52
kato17
მერვე დღეა დღეს, მე-7 პარიზისთვისააsmile.gif
* * *
kato17
10 კვირაზე შეწყვეტაsad.gif არ ვიცი ამის გადატანას უდიდესი სიძლიერე სჭირდება, აქ გოგოები მართლა გმირები ხართ.

წუწუნი ჩემგან ეგოისტობა იქნება და არც ვაპირებ.
მაგრამ არის რაღაც რაც გულს მწყვეტსsad.gif

Posted by: Iceicebaby 26 Aug 2022, 18:36
ANAANI123
ნინო333
პროგის ანალიზი როდის კეთდება გადატანის თვეში? პუნქციის თვეს მახსოვს მე-12 დღეს გამიკეთა მგონი, თქვენ?

Posted by: ANAANI123 26 Aug 2022, 18:53
Iceicebaby
გადატანამდე 6 დღით ადრე აკეთებს ქეთი, და თუ დაბალი მოვა მერე იწყებ პროგის მიღებას იმავე საღამოს.

Posted by: TUNA-TATUNA 26 Aug 2022, 19:09
Iceicebaby
ვიცი ჩემთვის არ გიკითხავს, მაგრამ გაგიზიარებ მაინც, იქბებ რამეში გამოგადგეს.
პროგის ანალიზი ორჯერ გამიკეთა, ერთხელ ციკლის მე3 დღეს, თუ ამ დროს 1 ზე ნაკლები არ იქნებოდა არ დავიწყებდით მზადებას გადატანისთვის და მეორედ პროგესტერონის მიღების დაწყებამდე , ეს იყო გადატანამდე 6 დღით ადრე. პროგის მიღების პირცელი დოზიდან 134 საათში გადამიტაბეს მე.
შენ ციკლის დასაწყისში არ გაგაკეთებია?

Posted by: ნინო333 26 Aug 2022, 19:38
Iceicebaby
მე-9 დღეს გამიკეთა პროგი და LH, ტევაც მაგ დღეს შემიყვანეს და ეხოც მაგ დღეს ნახეს. მას მერე არაფერი არ გამიკეთებია და მე-16 დღეს პირდაპირ გადატანა მქონდა.
* * *
TUNA-TATUNA
ციკლის დასაწყისში ჩემთვის არ გაუკეთებიათ პროგის ანალიზი,ერთხელ გამიკეთეს სულ.
* * *
გოგოებო,თუ რომელიმეს ორსულობაზე კოვიდი დაგემთხვათ და ინტრალიპიდსაც ისხამდით,როდიდან განაახლეთ გადასხმა? მერამდენე დღიდან შემიძლია? უკვე მე-16 დღე გავიდა ბოლო გადასხმიდან და ვნერვიულობ ცოტას, 10 დღეში ერთხელ მიწევდა,მაგრამ კოვიდის გამო შეიკავე თავიო მითხრეს.დადასტურებიდან მე-6 დღეა და საკმაოდ ცუდად ვარ ჯერ კიდევ.

Posted by: TUNA-TATUNA 26 Aug 2022, 20:04
ნინო333
მერამდენე დღეა კოვიდის დადასტურებიდან, არაა დრო რომ შეგეშვას?sad.gif

Posted by: pokahondas 26 Aug 2022, 20:05
ნინო333
წესით კი უნდა შეგეშვას აწი ეს კოვიდი არა?

Posted by: TUNA-TATUNA 26 Aug 2022, 20:06
ნინ შენ პროგის რა დოზებს ღებულობ და რომლებს შეგიძლია მითხრა?

Posted by: ნინო333 26 Aug 2022, 20:13
TUNA-TATUNA
მე-6 დღეა დღეს და საკმაოდ სუსტად ვარ და რთულად. სიცხეები აღარ მაქ,არც მქონია მაღალი სიცხეები, მარა მაგის გარდა ყველაფერი მჭირს. იმედს მაინც ვიტოვებ,იქნებ გამოვძვრე მშვიდობიანად smile.gif
* * *
pokahondas
წესით კი,მაგრამ არ ჩქარობს რაღაც. სურდო გამიგრძელდა და დაბალი წნევები.
* * *
TUNA-TATUNA
მე რეაფემს ვიკეთებ ვაგინალურად დღეში სამჯერ 200-იანს და 2.5%-იან პროგის ნემსს 1 ცალს.

Posted by: compte.paris75 26 Aug 2022, 20:37
კი, 5 დღიანი ბლასტო იყო გაყინული.

Posted by: Iceicebaby 26 Aug 2022, 21:13
TUNA-TATUNA
მადლობა ^_^ ჰო, ყველა ექიმს ინდივიდუალური მიდგომა აქვს მაგაზეც, არ აკეთებე მესამე დღეს ქეთი როგორც ჩანს, მაგიტომაც ვიკითხე

ნინო333
ANAANI123

გასაგებია^^ ტევა რაღაა sad.gif იმედია რამე კათეტერიანი არა )))

* * *
ნინო333
მე-5 დღეს დამემატა რაღაცები და მომდევნო 2 დღეც ვერ ვიყავი ჯანზე, მერე უკვე გადამიარა, სულ ცოტაც smile.gif

Posted by: ნინო333 26 Aug 2022, 21:38
Iceicebaby
რაღაც გელი რომ შეყავთ საშვილოსნოში ეგაა,ემდომეტრიუმისთვისაა კარგი როგორც ვიცი.გადატანის დროს ყველასთან აკეთებენ სქრეჩინგს და მაგას.

კი,მეც მემატება რაღაცეები და ხვალიდან იმედია დაიხევს უკან ❤

Posted by: Iceicebaby 26 Aug 2022, 21:45
ნინო333
აა გასაგებია, ეგ გელი უხეშად შესაყვანი არ იქნება ლოგიკურად smile.gif

კი, ზეგიდან უკვე კარგად იქნები, ენერგიაც გექნება. ეცადე კარგად იკვებო <3

Posted by: ნინო333 26 Aug 2022, 21:49
Iceicebaby
სარკეს ჩაგიდგამენ და დანარჩენს ვერც იგრძნობ smile.gif

Posted by: soof05 27 Aug 2022, 09:42
გოგოებო გამარჯობა, ნუ ბერვიულოობთ, ❤️ მე 9 დღიდან უმკრთალესად მიჩვენა ბბ ტესტმა იქამდე სულ ქათქათა თეთრი იყო, ჩემი სიმტომებიდან მხოლოს წელის ტკივილი იყო, სხვა არაფერი და აგერ მე 4 თვეში ვარ უკვე, წარმატებებს გისურვებთ, აქ მეუბნებოდით, სიმპტომებს ნუ დასდევსო და ზუსტად იგივეს გავიმეორებ მეც, ნუ დასდევთ სიმპტომებს, ინდივიდუალურია,

Posted by: adeline 27 Aug 2022, 12:58
soof05
პროგრაფი როგორ დაგინიშნეს თურქეთში შეგიძლია დაწერო? რამდენი მგ და დღეში რამდენჯერ? გადატანამდე რამდენი დღით ადრე და როდემდე აგრძელებ?
compte.paris75
მე-7 დღე ძალიან ადრეა. დღესაც ხომ არ სცადე ტესტი?

Posted by: lesila90 27 Aug 2022, 13:21
გოგოებო ანტიმიულერი 0,7 ასაკი 32 ძაან კატასტროფაა ხოო. ეხლა მოვიდა თურქედან პასუხი გული მიკვდება. აქ როგორ არ გადამამოწმებინა ქოჩიაშვილმა ნერვები მეშლება გაქვს ფოლიკული და არ გვინდა ტყუილად ფულის ყრააო აი ვეღარც ვტირი ისე ვარ დაშოკილი. 2020 1,67 იყო.

Posted by: adeline 27 Aug 2022, 13:23
lesila90
გიპასუხე იქეთ თემაში. ვიტამინები ხომ დაიწყე? მაგ ამჰ-ზე კოენზიმი 600 მგ გინდა დღეში. ბიოსტერონი მგონი სამჯერ გაქვს ისედაც დანიშნული ხო?

Posted by: lesila90 27 Aug 2022, 13:59
QUOTE (adeline @ 27 Aug 2022, 13:23 )
lesila90
გიპასუხე იქეთ თემაში. ვიტამინები ხომ დაიწყე? მაგ ამჰ-ზე კოენზიმი 600 მგ გინდა დღეში. ბიოსტერონი მგონი სამჯერ გაქვს ისედაც დანიშნული ხო?

კი ვსვავ. კოენზიმი 400 მგ გამოდის. 1 თვე დამინიშნა. ციკლი რომ მომივა წავალ აღარ გადავდებ. თუ ჯობს ვიტამინები კიდე ერთი თვე დავლიო და მერე დავიწყო

Posted by: a-liza 27 Aug 2022, 14:06
lesila90
ჩემს მაგალითს გეტყვი, თამარმა 2 თვიანი კურსი დამინიშნა ვიტამინების და ფემოსტონი-ბიოსტერონის, ფერტილიტი 1 თვით ადრე დავიწყე,ანუ მესამე თვეა ფერტილიტის მიღების. 1 თვე არა მგონია საკმარისი იყოს, ბუნებრივისთვის, ყოველ შემთხვევაში, შენს შემთხვევაშიც ვფიქრობ ,მეორე თვეც დაასრულო,ჯობია. ჰკითხე ექიმს, მისწერე, რას გეტყვის

Posted by: ნინო333 27 Aug 2022, 14:21
lesila90
ქოჩიაშვილს არ უყვარს ანტიმიულერის გაკეთება,ისე გამიკეთა ორი ინ ვიტრო არც ვიცოდი ეგ ანალიზი თუ არსებობდა,წლები დამაკარგინა ტყუილად. 2 წლის წინ 1.0 მქონდა ანტიმიულერი,ფიქრიც არ მინდა ახლა რამდენი მაქვს. მაგაზე დაბალითაც გამოსვლიათ,მთავარია ხარისხი მიიღო კარგი და არ ინერვიულო,სტრესიც აგდებს ანტიმიულერს როგორც ვიცი.

Posted by: lesila90 27 Aug 2022, 14:38
ნინო333
არადა ბევრი დადებითი შედეგი აქვს. მე ვცდილობდი ბუნებრივად და ერთი წელი ვიარეე ერთსადა იმავე წრეზე აი არვიცი ცუდსაც ვერ ვიტყვი მაგრამ ხდება ასე. არვიცი რაა ვფიქრობდი მეუღლეს გავუშვებდი( მეზღვაურია ალბათ აქ არ იცის ზოგიერთმა) მეც დავმშვიდდებოდი ფულს ავაგროვებდით და გავიკეთებ თქო. ახლა დაბნეული ვარ ერთი წლის დაკარგვა არ მინდა. მეშინიაა

Posted by: ნინო333 27 Aug 2022, 14:51
lesila90
ცუდსაც ვერ ვიტყვი,მაგრამ ბოლოს ისე დასტრესილი გამომიშვა არ ვიცი,კლინიკასთან ჩავლაც ცუდად მხდის. მეზღვაურის ანაზღაურება საკმაოდ კარგია და მარტივად გადაჭრის ჩვენ პრობლემებს,მაგრამ მგონია მანამდე ჯობია მოახერხო რამე, 1 წელს ნუ დაკარგავ.

Posted by: lesila90 27 Aug 2022, 14:54
ნინო333კი კარგია თუ გამოცდილიაა
ჩვენ დამწყები მეზღვაური ვართ და დაბალი ხელფასი აქვს. ისიც ნახევარზე მეტი ბანკში მიდის. სამწუხაროდ დიდი ხანი უწევს აქ დარჩენა და ეგეც ხელს უშლის დაწინაურებაში

Posted by: ნინო333 27 Aug 2022, 14:58
lesila90
ხო მესმის,მასე დამწყებისთვის რთულია,მაგრამ გზა გამოჩნდება, არ ინერვიულო რაც მთავარია. ყველაფერი კარგად იქნება ❤ გამოჩნდება რამე ❤

Posted by: lesila90 27 Aug 2022, 16:02
ნინო333
ბანკიდან გამოვიტან მაგრამ არ მგონია რომ
დამიმატონ. ვინც ინვიტრო გაიკეთეთ რამდენი გქონდათ ანტიმიულერი? და რამდენი ემბრიონი მიიღეთ

Posted by: ნინო333 27 Aug 2022, 16:05
lesila90
1.0 მქონდა ანტიმიულერი და 4 ბლასტო მივიღე, 8 კვერცხუჯრედიდან.

Posted by: xalati 27 Aug 2022, 16:24
lesila90
Გამარჯობა, გადევნებ თვალყურს და პირველად გწერ smile.gif ესე ძაან ნუ ნერვიულობ ანტი მოულერზე. Ნუ კი ნიშნავს რაღაცას, თორემ არც იარსებებდა მაგის ანალიზი, მაგრამ კომპლექსურად განიხილება. Წესით იგივე ციკლზე უნდა შეამოწმონ ანტრალური ფოლიკულები ექოზე, 2დან 9 მმ მდე ზომის, ციკლის მეორედან მეექვსე, მაქსიმუმ მეშვიდე დღემდე. Ორივეს ერთად უკეთებენ მერე ინტერპრეტაციას.

Მე ერთ წელს 2.8 მქონდა 33 წლის ვიყავი, მეორე წელს 3.8, 34 წლის ასაკში smile.gif)) სხვადასხვა ლაბოში გავიკეთე და ალბათ მაგიტომ. Ანუ ვერ მოიმატებდა ესე. Არ იმატებს ანტიმიულერი. Მე ძაან გამიხარდა, Მაგრამ ჩემს გინეკოლოგს საერთოდ არ ჰქონია რეაქცია. Ერთი სიტყვით, არაა ანტიმიულერი ისეთი ჰორმონი, რომ მარტო ეგ წყვეტდეს რამეს. Თუ უეცარი ვარდნა არაა, არაა საგანგაშო.

Რაც შეეხება ინ ვიტროს წარმატებას, მტავარია ხარისხი და გარტყმაზეცაა სამწუხაროდ. Ერთ ციკლში შეიჴლება ცუდი ფოლიკულები გამოვიდეს და სხვა ციკლში ერთი ორი და მეტი კარგი შეერიოს.
Თუ Სპერმა კარგია, არ ინერვიულო, გამოვა ინ ვიტროთი.
Რაც არ უნდა იყოს, თუ შვილის ყოლა ძალიან გინდა, რამებაირად გამოვა. Სულ მაგას ვუმეორებდი ჩემს თავს, რომ სულ რომ ორმაგი დონაცია დამჭირდეს. Მაინც მეყოლება შვილი მეთქი.
Საბოლოოდ ჩვენი ბიოლოგიური შვილი გვეყოლება მალე მესამე ინ ვიტროს მერე.

Მოკლედ, ნუ ნერვიულობ, ენდე მაგ ახალ ექიმს და სცადე პირველი ინ ვიტრო. Ოღონდ არ დაიჯერო ზედმეტად, რომ პირველივე გამოგივა, სტატისტიკურად ცოტა შანსია პირველივეზე. Ეცადე, ცივი გონებით შეხედო და ცოტა ჯარისკაცივით მოიქცე. Ჩათვალე, მისიაზე ხარ.

Აბა შენ იცი.

Posted by: adeline 27 Aug 2022, 16:47
xalati
ვისთან გაიკეთე ინვიტრო?

Posted by: lesila90 27 Aug 2022, 16:51
xalati
ძალიან დიდი მადლობაა. ვეცდები მაქსიმალურად. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს საღი გონებით შევხვდი ამ პასუხს. მიუხედავად იმისა რომ
ძალიან ვინერვიულე არ მიტირიააsmile.gif ალბათ არ მინდოდა დედაჩემს ენერვიულა. არადა სმს რომ გავხსენი რა მოგწერს ასე შეშინებული სახე რომ
მიიღე მშვიდობააო smile.gif დედის გული მაინც სხვაა.
უფლის წყალობით ვცდი ეხლა თუ არ გამოვიდა მეუღლეს გავუშვებ დავისვენებ და ისევ დავიწყებ მომზადებას.შენ კი ბედნიერ დედობას გისურვებ ❤️❤️

Posted by: MagdaLena1 27 Aug 2022, 17:09
გოგოებო, ბიოსტერონი მჭირდება თურქული ვარიანტი ვინმეს ხომ არ გაქვთ შეღავათიან ფასად? ბევრჯერ დავწერე და კიდევ ვწერ წინა ინვიდროს დროს ვიკეთებდი კლექსანს დამრჩა 10 მზა შპრიცი, 04 იანი დოზა, ფრანგული, შეძენილი მაქვს ავერსში.გავყიდი 14 ლარად. ვინმეს ხომ არ გინდათ!

Posted by: a-liza 27 Aug 2022, 17:21
MagdaLena1
მე პოლონურს ვსვამ და ტყუილად ვსვამ ნეტა? ბევრისგან გავიგე, რომ თურქული კარგია,მაგრამ ვერ ვიშოვე...

Posted by: pokahondas 27 Aug 2022, 17:21
lesila90
ანტიმიულერი სადღაც მასე მქონდა მეც და 4 კვერცხუჯრედიდან 2 ბლასტო მივიღე.მთავარია კარგი ხარისიხის იყოს და სხვა ანილზები მშვებიერია წეროებში რაც ვნახე. ემოციით ნუ გაიფუჭებ ყველაფერს. პირიიქთ საღ გონებაზე.მშვიდად და წყნარად იყავი. ამასთან გადატანა როცა მოგიწევს განწყობას აქვს ძალიან დიდი მნისვნელობა. რო ყველაფერი იქნება კარგად. 80 % მაინც აკეთებს კარგი განწყობა. ❤❤❤ მოკლედ წარმატებები

Posted by: xalati 27 Aug 2022, 19:08
adeline
Საფრანგეთში ვცხოვრობ...
Მაგრამ ძააან რთული სიტუაცია გვქონდა სპერმის გამო, ფაქტიურად არაფერი არ ყოფიერდებოდა იქსით, რაც ფაქტიურად შეუძლებელია. Ერთ ცდაზე საერტოდ არაფერი არ მოხდა, 5 კვერცხუჯრედიდან ვერცერთი ვერ განაყოფიერდა, 2, 3 და 5 დღეზე რომ არაფერი ვთქვათ.
Ბოლო ცდაზე 7 კვერცხუჯრედიდან მარტო 1 განაყოფიერდა და 3 დღიანი ემბრიონი ეხლა კაი მოზრდილი არსებაა მუცელში smile.gif))
Მართლა შემთხვევითობის ამბავია, ზუსტად ერთი სპერმატოზოიდი გამოდგა და კარგ კვერცხუჯრედს შეახვედრეს.

lesila90
Თუ მოგინდა ტირილი, იტირე, ოღონდ ეცადე, მართლა სერიოზულ პრობლემებზე იტირო. Ცალკე ანტიმიულერზე არ იტირო, დამიჯერე :* აბა შენ იცი, სერიოზული გზა გაქვს წინ, მაგრამ ასაკი შენსკენაა.

* * *
Ისე კი ერთ რამეში ვერ ვეტანხმები აქ მპოსტველების დიდ ნაწილალს: განწყობა არ აორსულებს და არც ინ ვიტრო გამოყავს კარგ და ოპტიმისტურ ხასიათს.
Ვერ იქნები ხოდზე და კარგ ხასიათზე, როცა ესეთ რთულ გზას გადიხარ. Ნორმაა, იყო ცუდად და გეზიზღებოდეს სამყარო, იგრძნო უსამართლობის მსხვერპლად თავი და გეშინოდეს მომავლის.
Ამდენ უბედურებას ნუ დავუმატებთ კარგ ხასიათზე და ოპტიმისტურად ყოფნის წნეხს, თორემ მერე ბევრი ქალი თავს უაღრესად ადანაშაულებს, რომ საკმარისად ვერ ერევა თავს და თავისი ბრალი ჰგონია უშვილობა, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია.
Საბედნიეროდ მაგაზე არაა დამოკიდებული დაორსულება არ დაორსულება.
Როცა ყველაზე ცუდად ვიყავი და იმედის ნასახი არ მქონდა, მაშინ გამოვიდა. Არცერ[ი კვლევა არ ადასტურებს, რომ განწყობა რამეს შველის ან უშლის ამ საკითხში. Ისე კი, ჯობია კარგად ვიყოთ, ვიდრე ცუდად smile.gif

Posted by: lesila90 27 Aug 2022, 19:24
ფაქტია რომ ჩვენი ქვეცნოებიერი ასე თუ ისე მაინც მოქმედებს ჩვენს განწყობაზე. როდესაც ყველაზე მეტად არ ველოდებით მაშინ მოხდება სასწაული. მაგრამ ადამიანები ისე ვართ მოწყობილი სულ იმედი გვაქვს, მოლოდინი გვაქვს უკეთესობისაკენ. სულ სადღაც გვეჩქარება, არ ვცდილობთ რომ მოვდუნდეთ

Posted by: soof05 27 Aug 2022, 19:55
adeline
500 მგ/2 მლ 3 დღეში ერთხელ, დღემდე ვიკეთებ დავიწყე გადატანამდე 4 დღით ადრე, პროლუტონი ერქვა,
* * *
MagdaLena1

არ მინახაცს ბიოსტერონს რომ ეძებნდი მე მაქვს, თურქული ბევრი ვიყიდე კაი ხანი ვსვამდი და დამრჩა ესენი, მომწერე პირადში


* * *
MagdaLena1
მოგივიდა პასუხი არ ვიცი , პირად შეტყობინებაში წერა biggrin.gif

Posted by: lesila90 27 Aug 2022, 21:05
მეც მგონი პოლონურს ვსვავ და ეხლა ანოტაცია წავიკითხე და ერთჯერ ინიშნება მე სამჯერ მაქვს დანიშნული 25 მგ. ამ ამას ვსვავ მე და მერე ვიყიდი თურქულს. უბრალოდ იქ ფული არ მეყო და ვერ ვიყიდე. ნეტა რომ გამოვიწერო ტრენდიოლიდან ჩამოვა? user posted image

Posted by: MagdaLena1 27 Aug 2022, 21:34
QUOTE (analiza @ 27 Aug 2022, 17:21 )
MagdaLena1
მე პოლონურს ვსვამ და ტყუილად ვსვამ ნეტა? ბევრისგან გავიგე, რომ თურქული კარგია,მაგრამ ვერ ვიშოვე...


მგონი იგივეა პოლონურიც, უბრალოდ მე ორი კოლოფი თურქული დავლიე უკვე და ბარემ თურქული მინდა გავაგრძელო.

Posted by: pokahondas 27 Aug 2022, 21:36
xalati
ყველა ქალი ინდივიდუალურია ნამდვილად. მაგრამ მე პირადად არც სამყარო მეზიზღებოდა და არც თავი შემცოდებია . საკმაოდ ვიტანჯე მეც და კარგად ნაჯიჯგნიც ვარ,მაგრამ ამ გზას რომ დავადექი მყარად ვიდექი ფეხზე, არ მიფორთხია ძირს და არ შემიქმნია ტრაგედია. რთული გზაა ნამდვილად. ... ნუ ალბათ ხასიათს გააჩნია ადამიანისას.
* * *
როცა ყველაზე მეტად არ ველოდებოდი არაფერს კიდე ჩემთან არ დადგა ეგ სასწაული და ბევრი ვიცი ვისთანაც არ დადგა. ტვინიც გამომირთავს. სხვა რამეზეც მიფიქრია მარა არ გამოდიოდა. მოკლედ ყველა ქეისი იმდივიდუალურია ჩემი აზრით. ამიტომ მე ჩემი აზრი და გამოცდილება გავაზიარე მხოლოდ

Posted by: adeline 27 Aug 2022, 21:51
soof05
პროლუტონი თუ პროგრაფი? მახსოვს პროგრაფზე წერდი, ცუდ ხასიათზე მაყენებსო და ნეტა როდის მომიხსნიანო. პროგრაფი 1 მგ-იანია რაც ვნახე. აი მეთიპრედის ანალოგი რომაა.
xalati
ძალიან მაგარია რა. ყოჩაღ! ბედნიერი დედა გამყოფოს ღმერთმა.

Posted by: soof05 28 Aug 2022, 12:10
adeline
პროგრსტრერონი პროლუტონის დასახელებით და პროგრაფი სხვა არის, რისთვის იყო აღარ მახსოვს

Posted by: adeline 28 Aug 2022, 12:43
adeline
კი, აი პროგრაფზე მაინტერესებს როგორ გქონდა დანიშნული? მეთიპრედია იგივე და მეთიპრედი 4 მგ ინიშნება და პროგრაფი 1 მგ-იანია და 1 ცალს სვამ თუ როგორ?

Posted by: Anabeli111 28 Aug 2022, 13:41
xalati
საოცრად მჯერა პოზიტიური ენერგიის, დადებითი განწყობისა და აურის; კოსმოსში გაგზავნილი დადებითი ენერგიის, მაგრამ ყოველთვის ვერ გვიმართლებს მოლოდინებს...

2 ორსულობა შემიწყდა. მეორეზე ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, მიუხედავად ცუდი დასაწყისისა, რომელიც უკვე ფინალსაც ცხადს ხდიდა. მაინც ჯიუტად მჯეროდა.. მაგრამ არ გამოვიდა. ხოდა ახლა მესამედ უკვე ძალა აღარ მქონდა. ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ თავს ვერ ვუტყდებოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მეშინოდა იმედგაცრუების.. და ზუსტად ამ ემოციებთან ჭიდილის დროს ერთ-ერთ ძვირფას ადამიანთან მომივიდა შელაპარაკება. მითხრა, რომ თავადაც რთული ორსულობა ჰქონდა, მაგრამ კარგი განწყობით და რწმენით მიიყვანა ბოლომდე. წოლითი დამინიშნეს და ეგეც კი არ დამიცავსო. ანუ გამოვიდა, რომ მე საკმარისად არ მინდოდა? არ მწამდა? არ მჯეროდა? მას არ უნახავს ეხოზე უსიცოცხლოდ მომზირალი ნაყოფი და ღმერთმა არც გამოაცდევინოს. არ არის ადვილი ეს გზა.. ვისაც არ გამოუცდია, მათთვის ხომ გაუგებარიც კია ხშირად, როგორ ვერ იშორებ ან აკონტროლებ ფიქრებს.

უბრალოდ ხანდახან არ ხდება ისე, როგორც გვინდა და ვოცნებობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ უნდა დავნებდეთ და სასოწარკვეთას მივეცეთ.

lesila90
ათასი ხერხი და გზაა და აუცილებლად გახდები დედიკო ♡ შენც და ყველა აქაური გოგოც ♡ გგულშემატკივრობთ მთელი გულით ♡

Posted by: adeline 28 Aug 2022, 15:56
Anabeli111
ეგ როგორ უნდა უთხრა ადამიანს, პოზიტიური განწყობით მივიყვანე ბოლომდე და წოლითი რეჟიმი არ დავიცავიო. ჯერ რამხელა შეურაცხყოფას აყენებ და მერე - პირდაპირ უბიძგებ, რომ არ შეასრულოს ექიმის მითითებები. ან თქვა სიმართლე კიდევ და ან - არა.

Posted by: lesila90 28 Aug 2022, 20:47
Anabeli111
ზოგიერთი როგორი უნამუსოაა ვერ ხვდება თავისი სიტყვებით რამხელა ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანს sad.gif
* * *
Anabeli111
დიდი მადლობაა საყვარელო ❤️❤️

Posted by: Anabeli111 29 Aug 2022, 01:23
adeline
ხო, ნაწყენი რომ დავრჩი აქეთ დამემდურა, ეგ შენი ინტერპრეტაცია იყოო smile.gif

lesila90
გელოდები კარგი ამბებით ♡♡♡

Posted by: HAPPYWE 29 Aug 2022, 10:38
გოგოებო გამარჯობათ
მენოპური 75მგ სად შეიძლება ვიყიდო? სოზას არ აქვს

Posted by: pokahondas 29 Aug 2022, 10:43
HAPPYWE
მე ჯიპისიში ვყიდულობდი. 1 ცალი მომრჩა და შემიძლია გაჩუქო

Posted by: adeline 29 Aug 2022, 10:59
Anabeli111
მაგაზე მეტი დარდი არ მოგცეს არაფერი ღმერთმა.

Posted by: HAPPYWE 29 Aug 2022, 11:02
pokahondas
დიდი მადლობა, თუ დანარჩენი ვიშოვე შეგაწუხებთ

Posted by: Iceicebaby 29 Aug 2022, 11:12
ნინო333
გაიარა კოვიდმა? უკეთ ხარ?
pokahondas
როგორ მიდის, ხომ ყველაფერი კარგად? ^^

compte.paris75
TUNA-TATUNA
კარგი ამბების ლოდინში დავარეფრეშებ დღეს და ხვალ ამ გვერდებს


Posted by: Freni_99 29 Aug 2022, 11:26
HAPPYWE
ვაგზალზეც იკითხეთ, მე მანდ ვყიდულობდი.
+995593614030 ზინა / აფთიაქი "იმედი ფარმა"

Posted by: TUNA-TATUNA 29 Aug 2022, 13:06
HAPPYWE

ფარმადეპოს აქვს 47 ლარად , ბევრ ფილიალში აქვს ჯერჯერობით.

Posted by: compte.paris75 29 Aug 2022, 13:23
ეხლა გავაკეთე ტესტი და დაილანდა რაღაც. ხვალ ხეგეს ჩავაბარებ თორემ გამითავდა ტესტები.

user posted image

Posted by: narkozeli 29 Aug 2022, 13:30
compte.paris75

ვაიმე love.gif

ნამდვილად ორი ხაზია, თან ეს ტესტი უტყუარია

Posted by: Freni_99 29 Aug 2022, 13:32
compte.paris75
ვაიმე ^^ რაღა ლანდი, მარა რაც არის, რა კარგია <3
მგონი დღესვე უნდა ჩააბარო ))


Posted by: HAPPYWE 29 Aug 2022, 13:35
TUNA-TATUNA
Freni_99
pokahondas
დიდი მადლობა გოგოებო love.gif იქვე კლინიკასთან აფთიაქში ჰქონდათ 48 ლარად და ვიყიდე

compte.paris75
აუცილებლად უნდა გამოვიდეს, მალე გაგვახარეთ ხეგეს პასუხითაც love.gif

Posted by: a-liza 29 Aug 2022, 13:36
compte.paris75
არის, არის!!! ეს ლანდი არაა, ეს უტყუარი ხაზია love.gif

Posted by: compte.paris75 29 Aug 2022, 13:37
QUOTE (Freni_99 @ 29 Aug 2022, 13:32 )
compte.paris75
ვაიმე ^^ რაღა ლანდი, მარა რაც არის, რა კარგია <3
მგონი დღესვე უნდა ჩააბარო ))

შიპოლის აეროპორტში ვზივარ. ვისარგებლე გადაჯდომით და მეთქი ასე ჯდომას და ლოდინს ბარემ ამ ბოლო ტესტსაც გავიკეთებ მეთქი.
დღეს ხეგეს ვეღარ მოვასწრებ. გვიან ჩავდივარ.

Posted by: kato17 29 Aug 2022, 13:40
compte.paris75

რა კარგიააა ფოტოში რო ასე ჩანს ისე უფრო მკვეთრი იქნება მაშვენიერი
ხაზია , დღესვე ჩააბარე რა ხგ.

Posted by: Freni_99 29 Aug 2022, 13:41
compte.paris75
ვაი )) ბედნიერი ფრენა :* ხვალ კიდე ბედნიერი პასუხი <3 ისეთი ხაზია, უეჭველი ძალიან კარგი მაჩვენებელი მოვა

Posted by: magdalea 29 Aug 2022, 13:42
compte.paris75


ვაიმეეეეეეეეეეეეე jump.gif jump.gif jump.gif
jump.gif jump.gif jump.gif jump.gif jump.gif jump.gif


გავაფრენ ეხლა!!!!!!!!!!!!!!!! love.gif


აუცილებლად კარგად იქნება ყველაფერი!!!! ხეგეც დადებითი იქნება!!!! საჭიროებისამებრ გაორმაგდება!!! და აუცილებლად ვიქნებით ბედნიერები 8 თვის თავზე როგორც ეხლა გაგვახარე!!!

Posted by: adeline 29 Aug 2022, 13:53
compte.paris75
compte.paris75
ღმერთო, დიდებულო! ყველა წმინდანს და დედა ღვთისმშობელს ვთხოვ, რომ ყველაფერი კარგად გქონდეს! აეროპორტში სიმძიმის აწევა ხომ არ გიწევს?? რომ ჩახვალ, ინტრალიპიდის გადასხმას ხომ შეძლებ იქ??

Posted by: Iceicebaby 29 Aug 2022, 14:02
compte.paris75
შეხვედრაზე ვიჯექი და შევყვირე, აღმომხდა!

ღმერთმა მშვიდობიანი რვა თვე მოგცეს, უტყუარია ეგ ტესტი და მშვენიერი ხაზია.

ისე მიხარია ვაიმე!!

Posted by: TUNA-TATUNA 29 Aug 2022, 14:10
compte.paris75
ძალიან მიხარია შენთან რომ მაინც გამოვიდა, ბედნიერი ორსულობა და დედობა love.gif love.gif love.gif

Posted by: ANAANI123 29 Aug 2022, 14:12
compte.paris75
ვაიმეე ❤️ როგორ მიხარია ამ ტესტის ფოტო ალბათ წარმოდგენაც არ გაქვს, მაგრამ 2017 თუ 2018 წლიდან მახსოვხარ პირველად რომ ჩამოხვედი ქეთისთან და იქედან მოყოლებული მთელი გულით გგულშემატკივრობ ❤️ ყველაფერი კარგად იქნება მჯერა ❤️

Posted by: compte.paris75 29 Aug 2022, 14:16
რავიცი ხომ არ მატყუებს მეთქი ეს ტესტი. ძალიან გვიან გამოჩნდა ხაზი და ეჭვი მაქვს.
ხვალინდელ ხეგეს უფრო ველოდები

Posted by: KristiK 29 Aug 2022, 14:17
compte.paris75
უდიდესი წარმატებები მთელი გულით! <3

Posted by: ANAANI123 29 Aug 2022, 14:18
compte.paris75
არაფერს არ გატყუებს, როცა ჯერ კიდევ მკრთალია ხაზი, სანამ ბოლომდე არ გაშრება მანამდე ვერ ვხედავთ, გამორიცხულია ამ იაფიანმა ტესტმა ასე მოიტყუოს ❤️ ხო გითხარი ნატოს კარგი ხელი აქვსთქო

Posted by: Anabeli111 29 Aug 2022, 14:22
compte.paris75
როგორ მახარებს შენი ამბავი ♡♡♡ უფლის ნებით ყველაფერი იდეალურად იქნება და მალე ჩაიკრავ გულში შენს სიყვარულს ♡

Posted by: lesila90 29 Aug 2022, 14:25
compte.paris75
ეს ტესტი უტყუარია❤️❤️როგორ გამიხარდაა. გაორმაგებულ ხეგეს და მშვიდობინ ორსულიბას გისურვებ საყვარელო

Posted by: adeline 29 Aug 2022, 16:28
compte.paris75
ისეთი კარგი გოგო ხარ, შეუძლებელია ეგ სიკარგე არ დაგიფასდეს <3

Posted by: magdalea 29 Aug 2022, 17:59
compte.paris75


ვაიმე არ გამახსენო ჩემი ტესტი რომელიც 10 წუთის მერე ძლივს აინთო მე-11 დღეს user posted image

და 2 თვის ორსულსაც არ მინთებდა წითელ ხაზს. ოდნავ გავარდისფრდა და ეგ იყო givi.gif არადა ისე მინდოდა მეც დამენახა მსუყე წითელი ხაზები მარა...... facepalm.gif



ასე რომ არ ჩაიქნიო ხელი და მიყევი დანიშნულებას love.gif

Posted by: ნინო333 29 Aug 2022, 18:13
compte.paris75
რა ძალიან გამიხარდა, წარმატებები და ღმერთმა მშვიდობიანად მიგიყვანოს ბოლომდე ❤

Posted by: pokahondas 29 Aug 2022, 18:34
compte.paris75
აუ რა მაგარიაააა. კარვი ხგ გექნება ხვალ.აი ნახავ. ბედნიერიიიი ბედნიერი 9 თვე შენ. ყველაფერს კარვს გისურვეებ

Posted by: MagdaLena1 29 Aug 2022, 18:48
რა მაგარია, გილოცავთ.ხვალ მაუქანი ხეგე

Posted by: lesila90 29 Aug 2022, 19:27
magdalea
გავგიჟდი როგორ არ აჩვენებდა smile.gif

Posted by: ნინო333 29 Aug 2022, 19:46
Iceicebaby
მგონი გამიარა,უკეთ ვარ ცოტა. სურდო დამრჩა მაინც და ხველა. მადლობა ❤

Posted by: Iceicebaby 29 Aug 2022, 19:49
ნინო333
მშვენიერია ^^ ეხოზე როდის მიდიხარ?

Posted by: ნინო333 29 Aug 2022, 20:10
გოგოებო თქვენი დახმარება მჭირდება,რამე იმედიანი რომ მითხრათ. როცა ვადებზე ჩამორჩენაა,თუ ყოფილა გამოსწორება ან რა გააკეთეთ ასეთ დროს? და კიდევ კოვიდმა თუ იცის ნაყოფის განვითარების შეფერხება? მოკლედ რა მოლოდინები მქონდეს smile.gif

Posted by: Anabeli111 29 Aug 2022, 20:33
ნინო333
რამე გითხრეს ეხოზე? თუ რატო ფიქრობ მაგაზე. შეიძლება სისხლი არ მიეწოდება კარგად. მაგ დროსაც იცის ჩამორჩენა, თან კოვიდის დროს სისხლი სქელდება და გამათხელებელი დოზის გაზრდაა ხოლმე საჭირო. კი ამბობენ წონით ნიშნავენ მაგასო, მაგრამ სულ არნვარ 80 კილოზე მეტი, მაინც 0.6იანს ვიკეთებდი თავიდან.

Posted by: ANAANI123 29 Aug 2022, 20:37
ნინო333
ერთ ნაყოფზე არ მაქვს გამოცდილება მაგრამ ჩემი ტყუპები ერთი თავიდანვე ჩამორჩება ვადას ხან 2 დღით იყო ხან 3 4, მაგრამ ვითარდება ჩვეულებრივ უბრალოდ ცოტა პატარაა, იყავი ეხოზე და ჩამორჩება ვადასო? ისე მსმენია თავიდან ჩამორჩებიან და მერე ეწევიან, რა გითხრა ექიმმა

Posted by: a-liza 29 Aug 2022, 20:38
ნინო333
ვადებზე ჩამორჩენა ახასიათებს თრომბოფილიას, ალბათ იკეთებ გამათხელებლებს, ამიტომ წესით, არ უნდა გქონდეს. ბუნებრივად დაორსულების
დროს, ამბობენ, რომ 2 კვირიანი ჩამორჩენა ვადების, არაა პრობლემა, ეწევა მალევე და უსწრებს კიდეც თავის ვადებს ნაყოფი, მაგრამ ეს უფრო მაშინ, როცა ოვულაცია არ იციან ზუსტად როდის იყო, შესაძლოა გვიანი ოვულაციაა და ამიტომაც ჩამორჩებოდეს ციკლიდან ათვლილ ვადას. კოვიდის შემთხვევაში არ ვიცი, თუმცა აქაც ალბათ თუ ვადებში ჩამორჩენაა, ისევ და ისევ სისხლის შედედებისვან იქნება გამოწვეული, რაც კოვიდს ახასიათებს,თუ მსგავსი რამე იქნება, ექიმი ალბათ გაგიზრდის გამათხელებლის დოზას.

Posted by: ნინო333 29 Aug 2022, 21:01
Anabeli111
კი,ვიყავი დღეს და ჩამორჩება,გულის ცემა იყო,მაგრამ ვადებს ჩამორჩება სადღაც 5 დღით,ისედაც ამ პატარა ვადაზე ეს 5 დღე მებევრა. მეც მაგას ვფიქრობ, 04-ს ვიკეთებდი,ახლა გადამიყვანა 06-იანზე. თამარ დიაკონიძემ პირიქით მაღალი დოზა სარისკოა,ვეღარ გავიგე რა ვქნა.
* * *
ANAANI123
ინტრალიპიდი გადავისხი დღეს,კოვიდის გამო 18 დღეა არ გადამისხია. 3 დღეში კიდე დამიბარა და მომიმატა ოქსაპარის დოზა,მეტი არაფერი. ვნახავთ ეხოზე მერე და ტივორტონსაც გადავისხამ.არაფერი არ უთქვამს რავიცი დავაკვირდეთო.

Posted by: ANAANI123 29 Aug 2022, 21:06
ნინო333
გულისცემა როგორი იყო? ნატოსთან იყავი თუ ჩამოვიდა ქეთი?

Posted by: ნინო333 29 Aug 2022, 21:08
analiza
კი,გამიზარდა დღეიდან უკვე.მთავარია გამოსწორდეს ან გააგრძელოს ზრდა. მეც სისხლის თემა მგონია.ხო ბუნებრივზე კი ყოფილა,მარა აი ჩემი შემთხვევა ცოტა რთულია,თან აქამდე 3 შეწყვეტილი ორსულობა და რავიცი ვნახოთ.
* * *
ANAANI123
დღეს არც ნატო იყო არც ქეთი,სხვა ექიმმა მნახა ვიღაცამ.გულის ცემა რავიცი,ნატოს რომ დავურეკე არაა ამ ვადაზე ცუდიო და აღარ ვიცი რა ვქნა.

Posted by: magdalea 29 Aug 2022, 21:12
ნინო333

თავიდან მეც მქონდა ჩამორჩენა და ექიმმა მითხრა პირველ კვირებში ნორმალურია აცდენა, თუნდაც ერთ კვირიანიო. ასე რომ ჩვეულებრივი ამბავია ალბათ. არ ინერვიულო. მითუმეტეს კარგად ხარ მეთვალყურეობის ქვეშ love.gif

Posted by: ANAANI123 29 Aug 2022, 21:14
ნინო333
არ ინერვიულო გულისცემა თუ კარგია ჩამორჩენას ეშველება და დაეწევა ❤️ ღმერთის წყალობით კარგი ამბები გექნება ❤️

Posted by: Freni_99 29 Aug 2022, 21:16
ნინო333
მეც ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გექნებათ. ხშირია მაგ ვადაზე ჩამორჩენები, თან სხვა ექიმის ნათქვამიც ცოტა ისეთია, არასანდო.
3 დღეში რომ მიხვალ, ნახავ, რა კარგად დაგხვდება ყველაფერი <3

Posted by: a-liza 29 Aug 2022, 21:22
ნინო333
არც ისე დიდი ვადითაა ჩამორჩენა, მე მგონი ბევრი წყალი, ხორცი, ბანანი, ნაყინი ზრდის ემბრიონს კარგად, იქნებ ამითაც შეუწყო ხელი, ოღონდ მთლად მე ნუ დამეყრდნობი, გოგოები რას გირჩევენ კიდევ, დაველოდოთ. ექიმმა სამედიცინო კუთხით მიიღო ზომები, ახლა შინაურული გამოცდილებაც დავამატოთ smile.gif სიმშვიდე ყველაზე მთავარია :*

Posted by: Iceicebaby 29 Aug 2022, 21:26
ნინო333
ხუთშაბათს ქეთი იქნება უკვე და ხეცურიანიც მოიკითხე აბა, გადაამოწმე ყველაფერი დეტალურად <3

Posted by: Anabeli111 29 Aug 2022, 21:29
ნინო333
ყველა მასე ამბობს, საშიშიაო. უპრაგონოდ არ უნდა დაინიშნოს, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა დოზის გაზრდა. ჩემი ექიმი შეწყვეტილი ორსულობების გამო ავირჩიე და მითხრა, სისხლის მიმოქცევა უნდა მოვაწესრიგოთ 16 კვირამდე და მერე შედარებით მშვიდად ვიქნებითო. კაი ხანი ვიკეთე 0.6იანი და სადღაც მე7 თვიდან გადამიყვანა 0.4იანზე. ახლა ნახე როგორ მობუთქუჩდება მალე :*
* * *
თრომბოფლუს სვამ? ეგეც კარგი წამალია ♡ ძვირი კი ღირს, მაგრამ კარდიოსგან განსხვავებით კუჭს არ მატკიებდა.

Posted by: adeline 29 Aug 2022, 21:51
გოგოებო, ასეთი რამ თუ გაგიგიათ თრომბოფილიის შემთხვევაში, რომ ზოგს დილით აქვს დანიშნული 0.6 დოზა და საღამოს 0.4 ან 0.6 ისევ? მე ასე არასდროს არ მქონია დანიშნული და მახსოვს, ადრე წერდნენ რომელიღაც ჯგუფში რომ ეგრე დაუნიშნეს. თუ არ ვცდები ეკატერინე კორკოტაშვილი იყო ექიმი, ვინც ამ სქემით დანიშნა. რამე ხომ არ იცით ამის შესახებ ან ვინმეს ხომ არ აქვს ასე დანიშნული?!
* * *
ნინო333
იმედია, ამდენ გოგოს მაინც დაუჯერებ და დამშვიდდები; ჩემი არ გჯერა და აჰა, იგივეს გეუბნება ამდენი ხალხი smile.gif

Posted by: Anabeli111 29 Aug 2022, 21:55
adeline
მია20 რომ არის, მას ჰქონდა დანიშნული მაგ სქემით. ვერ ვთაგავ

Posted by: adeline 29 Aug 2022, 21:57
Anabeli111
ანაბელ, შენ კორკოტაშვილთან ხარ ხომ მგონი? როგორი სქემით მკურნალობს ეგ, თუ არ დაგეზარება რომ დაგვიწერო. დიაკონიძე ციკლის მე-16 დღიდან ნიშნავს გამათხელებლებს და სხვა მედიკამენტებს 10 დღის განმავლობაში. ორი თვე ნიშნავს ასე და მერე შეგიძლია დაორსულება გინდ ბუნებრივად, გინდ გადატანა და ეკა როგორ შვება?
მოვძებნი აბა მიას და დავეკონტაქტები. რამდენიმემ დაწერა ფბ-ზეც და მე ხო ყველაფერს უნდა ჩავეკირკიტო facepalm.gif

Posted by: Anabeli111 29 Aug 2022, 22:04
adeline
კი, ეკასთან ვარ. მე უკვე ორსული მივედი, ფაქტობრივად ეკასთან. ჩვენთან, როგორც შოთამ გვითხრა, სპერმოგრამის პრობლემაც იყო და სანამ შოთამ არ მოგვცა ნება, არ გვიცდია (2021ის ივლისში შემიწყდა მეორე ორსულობა). და როგორც კი ტესტმა ამინთო ეკას დავურეკე, თან ისე დაემთხვა რო კორონა შემხვდა მაგ დროს და მაშინვე 0.6იანი დოზა დამინიშნა. როგორც კი გამოვკეთდი ლიმფოციტოთერაპიაც დამინიშნა. + ვსვამდი თრომბოფლუს, მეთიპტრედს, ორთომოლ ნატალის, ელ თიროქსინს, ლუთეინას ვიკეთებდი, ფოლატს, მეორე ტრიმესტრში აქტოვეგინი და ქრონოფერი დამინიშნა. სისხლის მიმოქცევას ძაან მიკონტროლებს.

მაკოს, როგორც ვიცი ოვულაციიდან ჰქონდა დანიშნული 0.4იანი. შემოვა და დაწერს კარგად თვითონ ♡

Posted by: adeline 29 Aug 2022, 22:06
Anabeli111
შენც როგორ იწვალე, მაგრამ მთავარია ღვთის წყალობით გახვედი ბოლოში და მალე ჩაიხუტებ შენს ბაიას <3
დიაკონიძესთან დავდივარ ახლა და ვფიქრობ, ეკასთანაც ხომ არ გავიარო კონსულტაცია. რომელ კლინიკაშია ისე?

კიდე რა უნდა გკითხო, რომელი მუტაციები გაქვს შენ? ორთომოლი მეც მომწონს, მაგრამ სინთეზური ფოლიუმი რომ აქვს, მაგიტო არ მინდა. მტჰფრ მუტაცია მაქვს მე.

Posted by: ნინო333 29 Aug 2022, 22:11
magdalea
ANAANI123
Freni_99
analiza
Iceicebaby
მადლობა გოგოებო,იმედია გამოსწორდება და შემდეგ მისვლაზე მშვიდობა დამხვდება.წყალს ვსვამ კი,დანარჩენსაც აქტიურად შევუდგები ხვალიდან
Anabeli111
კი,მგონი მართლა ჯობდა დიდი დოზები,ახლა ცნანობ 06 რომ არ ვიკეთე sad.gif წონაც არ მაქვს მთლად პატარა,თრომბოფლუსაც ვიღებ. ვნახოთ აბა რა მოხდება ❤
adeline
კი კი,შენიც მჯერა,რას ქვია არ მჯერა ❤ იმედია ტყუილად ვნერვიულობ და უკან მოვიტოვებ ამ დღეებს.

მადლობა გოგოებო ყველას ❤

Posted by: pokahondas 29 Aug 2022, 22:13
ნინო333
ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი თავდიანვე ჩაკორჩება ვადას და რავიცი არ ვენრვიულობ. ცოტა გვიან მიემაგრა ეგრე ვფიქრობ ანალიზითქც დ აყველაფრით. ასე რომ ხშირია როგორც მივხვდი

Posted by: ნინო333 29 Aug 2022, 22:17
pokahondas
სანაყოფე პარკი რომ ვნახეთ მაშინ ზუსტად იყო ვადები, ამ 10 დღეში გაუჭირდა ფაქტია,პლიუს ეს კორონა. ღმერთით გაგრძელდებოდეს და აღარ ვჩივი ჩამორჩენას. შენც წარმატებები, აქ ისე მინდა ყველას გამოგვივიდეს ❤

Posted by: pokahondas 29 Aug 2022, 22:24
ნინო333
შეიძლება კორონამ ცოტა შეაფერხა მარა ერთიანად გაიშვებს მერე. ხდება ხოლმე ესე. ბევრი წამიკითხავს ამ ფორუმზეც. ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერს აკეთებ რაც შეგიძლია და აუცილებლად კარგად გექნება ყველაფერი ❤

Posted by: Anabeli111 29 Aug 2022, 22:24
adeline
შენც აუცილებლად დაგიფასდება ყველაფერი ♡ სულ ვამბობ ხოლმე, თავიდანვე რო დამეჯერებინა და ადრე გამეკეთებინა თრომბოფილიის ანალიზი, ასევე ემიბლექისთვის და სპერმოგრამისთვისაც მიგვექცია ყურადღება, ამდენს არ ვიწვალებდი...

ეკა უნივერსშია და კიდე კარაფს მედლაინში. უნივერსს ვერ ვიტან :3 მაგრამ ეკას გამო ვითმენ :დ 80 ლარი ღირს კონსულტაცია და ღირს მისვლა. საკმაოდ ჭკვიანი გოგოა და იცის თავის საქმე. ნუ გაყვლეფაც გამოსდის მარა არაფერი ეპარება რა.


ნინო333
რამდენ დღეში დაგიბარა? ♡ აუცილებლად კარგად იქნება შენი წერტილაკი ^_^

Posted by: adeline 29 Aug 2022, 22:30
Anabeli111
მე ყველას ვუჩიჩინებ და ჩავძახი, რომ თრომბოფილია გამოიკვლიოს. მგონი ხალხს უკვე თავი მოვაბეზრე biggrin.gif ნიშნიანიძე მე ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. ჩემი მეუღლეც მყავდა რამდენჯერმე.
დანიშნოს ანალიზები, მე მიყვარს ბევრი გამოკვლევა biggrin.gif ფორმა ასს ხომ გიწერს დაზღვევისთვის?

Posted by: ნინო333 29 Aug 2022, 22:30
Anabeli111
1-ში დამიბარა ეხოზე,თან იქნებ თამარმა სხვანაირად გაზომოსო და მდგომარეობის მიხედვით ახალი გადასხმაო. ღმერთმა გისმინოს ❤

Posted by: Anabeli111 29 Aug 2022, 23:04
adeline
კი, კი. მაგაში ძაან კაი ტიპია :დ ზოგადად საურთიერთოდაც, ცოტა პირდაპირი და ხისტია,.მაგრამ იუმორიც ესმის :დ

ერთადერთი ვინც ამ სისხლს მართავს, ყველას თვალთუბნელდება და სხვა პრობლემებს ვერ ხედავენ ხოლმე. ნუ მეუღლის ამბავი სათვალავში არ ჩააგდო ეკამ, არადა ფაქტია, 2019ში რომ შემიწყდა 2021წლამდე ორსულობა არ დგებოდა, დადგა ისიც სტიმულაციით. და 2021წლის ივლისში რო შემიწყდა,შოთას მკურნალობის მერე მე2 თვეს დადგა შედეგი. პლუს გამათხელებლის კარგი დოზა და უფლის წყალობით გამოვიდა ♡

ნინო333
კარგია, დიდხანს არ მოგიწევს ლოდინი ♡ მანამდე კარგად იკვებე ^_^

Posted by: ნინო333 29 Aug 2022, 23:38
pokahondas
კი,სავარაუდოდ კორონამ შეუშალა ხელი,საკმაოდ ცუდად ვიყავი.კი მგონი ყველაფერს ვაკეთებ და ვნახოთ აბა ❤

Posted by: adeline 29 Aug 2022, 23:54
Anabeli111
სპერმაც რომ ძლიერი უნდა იყოს, მაგას რად უნდა ლაპარაკი. შოთა თან ძალიან კარგ მკურნალობას ნიშნავს. ეგრე იმიტომ იქცევიან, რომ მხოლოდ თავიანთ დამსახურებას უნდათ მიაწერონ შედეგის დადგომა, მაგრამ ჩვენ აქ რისთვის ვართ, თუ ყოველმხრივ არ გამოვიკვლიეთ ყველაფერი?! მაგათ არ იციან ჩვენი ამბავიsmile.gif)

Posted by: kato17 30 Aug 2022, 11:23
გოგოებო თამარ დიაკონიძესთან მინდა მისვლა ნომერი რო მოწეროთ რომელ კლინიკეშიი მუშობას და სად ჯობია მისვლა ალბათ ამასთანაც ციკლის მე2 მე3 დღეს უნდა მივიდე ხო ეს თვე რო არ დავკარგო და ბარემე ანალიზებიც გავიკეთო

Posted by: ნინო333 30 Aug 2022, 11:32
kato17
599194055 დაურეკეთ და თვითონ გეტყვით სად და როგორ უნდა მიხვიდეთ

Posted by: a-liza 30 Aug 2022, 11:37
kato17
599194055 დიაკონიძის ნომერია. გაგუაშია სამშ. და შაბათობით, კონსულტაცია 50ლ. არის ხომასურიძის კლინიკაში, და დაკა კაპანაძის კლინიკაშიც უზნაძეზე. ჯობია, დაურეკო და თვითონ დაგიბარებს..

Posted by: kato17 30 Aug 2022, 12:09
analiza
გამორთული აქვს ნომერი ნეტა სხვა ნომერიც ხომ არ აქვს ან სხვა ნომერიც ხომ არ აქვს

Posted by: a-liza 30 Aug 2022, 12:13
kato17
შვებულებაშია, და შეიძლება გამორთო? მე მესინჯერში მივწერე გუშინწინ საღამოს და გუშინ მიპასუხა.

Posted by: kato17 30 Aug 2022, 13:31
analiza
როდია გამოდის შვებულებიდან ხომ არ იცით ან მე რო მივწერო მესენჯერზე ჩასაწერად უხერხული ხომ არ იქნება ნეტა

Posted by: a-liza 30 Aug 2022, 13:43
kato17
მე მგონი 6 სექტემბრიდან. იცი რა ჰქენი, გაგუაში დარეკე და ხომასურიძის კლინიკაში, მათგან გაიგებ შვებულებას როდის ამთავრებს. მესინჯერში მისწერე, თუ ნახავს ,ალბათ რექვესთებში ჩაუგდებს, მაგრამ მაინც სცადე

Posted by: ნინო333 30 Aug 2022, 14:04
kato17
მესენჯერში მიპასუხა გუშინ,ხვალ იქნება ახალ სიცოცხლეში როგორც ვიცი და ტელეფონიც უნდა ქონდეს ჩართული.

Posted by: kato17 30 Aug 2022, 14:07
analiza
ნინო333
მადლობა გოგოებო ვცდი ყველანაირად ციკლის დასაწყისშივე მინდა მივიდე იმედია რომელიმე კლინიკაში მოვხვდები

Posted by: narkozeli 30 Aug 2022, 14:14
Anabeli111
adeline


ეხლა უკვე მეც "თრომბოფილიის მჩიჩინებელთა" სექტიდან ვარ biggrin.gif ნეტა მეც დამეჯერებინა და დაორსულებამდე გამეკეთებინა...


kato17
შვებულებაშია თამარი მე როგორც დაკამ მითხრა.

მე ჩავეწერე დაკა კაპანაძესთან და ვფიქრობ თამარს დავიხმარ ორსულობის დადგომისთანავე, მაწყობს ტერიტორიულადაც და ვივლი უზნაძეზე

Posted by: mashusha 30 Aug 2022, 14:19
compte.paris75
QUOTE
ხვალინდელ ხეგეს უფრო ველოდები


ყველაზე მებრძოლი ადამიანი ხარტ ჩემს თვალში.
თქვენს გულშემატკივართა სიაში მიმათვალეთ. ველოდები საუკეთეო სიახლეს!
* * *
narkozeli
QUOTE
მე ჩავეწერე დაკა კაპანაძესთან და ვფიქრობ თამარს დავიხმარ ორსულობის დადგომისთანავე, მაწყობს ტერიტორიულადაც და ვივლი უზნაძეზე



პირველზე პრობლემა არ მქონია ისე გავაჩინე.
მეორე და მესამე ორსულობა ხომ შემიწყდა. მეორეზე დე დიმერი გავიკეთ, ნორმა იყო. რადგან შემიყდა, მესამე რსულობაზე პირველი რაცგამაკეთებინეს, ეს გაფართოებული დე დიმერი იყო. ყველაფერი ნორმაში იყო. სხვა რამეც უნდ აგამეკეთებინა?

Posted by: Anabeli111 30 Aug 2022, 14:23
mashusha
გენეტიკური და შეძენილი თრომბოფილია. კოაგულოგრამა და დე დიმერი სულ მწყობრში მაქვს, მაგრამ მაქვს თრომბოფილია და ამის გამო მიწყდებოდა ორსულობები. სისხლი ვერ მიეწოდებოდა ნაყოფს, ზრდაში იწყებდა ჩამორჩენას და მერე გულს აჩერებდა.

Posted by: narkozeli 30 Aug 2022, 14:24
mashusha

შეძენილი და მემკვიდრეული თრომბოფილიები უნდა გაგეკეთებინა ჩემი აზრით.


კოაგულოგრამა და დე დიმერი ყოველთვის ნორმაში მქონდა და მაქვს. არც კორონას დროს მქონია მომატებული და არც ორსულობაში, მაგრამ თრომბოფილია აღმომაჩნდა.

Posted by: mashusha 30 Aug 2022, 14:27
Anabeli111


პირველი შეწყვეტილი თვიდან დეფორმირებული სანაყოფე ბუშტთ ყო და გამოსწორდა ისიც. არც ჩამორცენა ჰქონდა და არაფერი, უებ გაჩერდა 11,5 კვირის. მეორე, 7 კვირამდე იზრდებოდა , მაგრამ, გულის ცემა არ ჰქონდა.. არც მცირე პულსაცია.. არადა, იზრდებოდა... მეც მგონია რომ რაღაც დავაკელი..

პირველზე, რომელიც გავაჩინე, არაფერი არ მქონია, არანაირი პრობლემა. აბათ შეძენლი მაქვს

Posted by: narkozeli 30 Aug 2022, 14:42
mashusha
QUOTE
მეორე, 7 კვირამდე იზრდებოდა , მაგრამ, გულის ცემა არ ჰქონდა.. არც მცირე პულსაცია.. არადა, იზრდებოდა... მეც მგონია რომ რაღაც დავაკელი..


ასე იყო ჩემი დაახლოებით, ოღონდ პულსაცია ქონდა 8 კვირამდე, ჩამორჩენაც ქონდა.

QUOTE
აბათ შეძენლი მაქვს


გენეტიკური აღმომაჩნდა მე, შეძენილი არა.
შენც იცი რომ პირველი ჯანმრთელი შვილი მყავს.
* * *
QUOTE
უებ გაჩერდა 11,5 კვირის.


ამას იწვევს ძირითადად თრომბოფილია.

Posted by: Anabeli111 30 Aug 2022, 14:49
mashusha
ჩემი სულ პირველი ორსულობა ბიოქიმიური იყო, მეორეს დროს სანაყოფე არ იზრდებოდა, მესამეც ბიოქიმიური, მეოთხეს დროს ყვითრმა გადაასწრო სანაყოფეს (გამათხელებელს ვიღებდი 0.4იანს), ახლანდელ ორსულობაზე პირდაპირ 0.6იანი დოზით შევუტიეთ.

უხერხული კითხვაა შეიძლება, ვიცი ერთი გყავთ უკვე და ღმერთმა გაგიზარდოთ, არ აპირებთ კიდევ ცდას? ♡

Posted by: mashusha 30 Aug 2022, 14:59
Anabeli111
QUOTE
უხერხული კითხვაა შეიძლება, ვიცი ერთი გყავთ უკვე და ღმერთმა გაგიზარდოთ, არ აპირებთ კიდევ ცდას? ♡


სულაც არაა უხერხული. ამ საკითხს ეხება ეს თემა. არ ვაპირებ, რადგან ასაკი მაქვს უვე არასამშობიარო. გადავცდი 40 წელს, ბავშვიც მყავს, 8 წლის ხდება.. ახლა თავიდან ვერაფრით ვეღარ დავიწყებ. ეს ორი აბორტი კითხვის ნიშნებით დამრჩა და მაინც სულ მაინტერესებს რა მოხდა, რატომ, თორემ, ნამდვლად აღარ შემიძლია და სურვილიც აღარ მაქვს. ალბათ, ყველა ასკს ტავსი მოტხოვნილება აქვს. რაც მთავარია, მყავს შვილი, თორმ, ჩემს საახლობლოში ამ ბოლო 2-3 წელიწადში რამოდენიმე 49 წლის ქალმა გააჩინა ბავშვი. ბოლოს, 46 წლის ახლობელმა გააჩინა 3 თვის წინ. რაც მე ვიცი 9 წელია იკეთებს ხელოვნურს, ინსემინაციას. 20 წელზე მეტი წლის წინ გათხოვა და მიაღწია მზანს <3 მეორე 46 წლისას 1 წლის ბიჭი ჰყავს. ყელის ნაკლებობის დაგნოზი ჰქონდა. 5 თვის იყო როცა დამოუკლდა ყელი და ნადრევი დაეწყო. პესარი ჰქონდა და ისიც დაგლიჯა. მოკლედ, ეღარო ექიმებმა უტხრეს და მაინც შეძლო. როცა გინდა, მჯერავს რომ ველაფერსმიაღწევ. მე უბრალოდ აღარ მინდა... მადლობა <3

პირველი, ან მეორე აბორტი რომ მოხდა, ჩემი გინეკოლოგი შემხვდა შემთხვევით( მეორე ორსულობაზე სხვასთან მივედი). გაუკვირდა ძალიან და მიტხრა ანტიფოსფოლიპიდური გადაამომწე მაინცო. ოღონდ, როგორც მახსოვს მითხრა ზუსტი პასუხი მხოლოდ ორსულობის დროს არისო. ანუ, როცა დაორსულდები, მერე ნახეო... ასე მახსოვს...

Posted by: kato17 30 Aug 2022, 15:04
narkozeli
გაგუაგუაში დავრეკე და 3 ში ჩამწერეს არ უთქვამთ შვებულებაში არიაო იმედია ეცოდინებოდათ და ტყუილად არ მიმიყვანენ. ხომასურიძის კლინიკაშიი მითხრეეს 5 ში გამოდოს ავებულებიდანო. ისე გაგუში კონსულტაცია 70 მითხრა ეტყობა აქაც გააძვირეა არადა 50 წერდნენ გოგოები გაგუაში
* * *
compte.paris75
როგორ ხარ აბა ხგ ხო არ ჩააბარე ან ტესტი ხო არ გაიკეთე დღესაც?

Posted by: ნინო333 30 Aug 2022, 15:32
kato17
ხომასურიძეში რომ 70 ია ზუსტად ვიცი,მე 70 გადავიხადე სანამ გავიდოდა შვებულებაში,სხვაგან არ ვიცი ფასები.
* * *
Anabeli111
რომელ ჰემატოლოგთან დადიხარ შენ?რაღაც მედაბლება მეც ჩემი 04 დოზა და ნეტა მასე 06-ით დამეწყო. იმდენჯერ დავურეკე თამარს და არაო უფრო რისკიაო,ასე რომ გეტყვის ექიმი მოდი და გარისკე. ფაქტია მაგის გამო ხდება რაღაც ჩემთან. ნეტა ამას მიეხმარებოდეს ახლა შეცვლილი დოზა და სულ 06-ით გავაგრძელებ მერე sad.gif და რომელს იკეთებ? მე ოქსაპარი მაქვს დანიშნული
* * *
შეწყვეტილ ორსულობებზე საშინელება თუა რამე არ ვიცი რა,საშინელი სიმწარეა,ღმერთმა არავის გამოაცდევინოს.ბოლოს ისე დამანგრია ძალიან დიდხანს ვერ ავდექი ფეხზე...

Posted by: compte.paris75 30 Aug 2022, 16:25
გამარჯობათ გოგოებო
ჩემი ხეგე ისევ უარყოფითია. შევეჩვიე ... თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო

Posted by: Iceicebaby 30 Aug 2022, 16:45
compte.paris75
ეგეთ ტესტზე ტყუიოლად დალანდვა ხაზის ნამდვილად არ გამიგია არასდროს, არავის პრაქტიკაში sad.gif

ძალიან ვწუხვარ, მთელი გულით.

გამეორებას აზრი არ აქვს? შეეხმიანე ქეთის?

Posted by: a-liza 30 Aug 2022, 16:46
compte.paris75
ეს როგორ? ტესტი აშკარად დადებითი იყო...

Posted by: compte.paris75 30 Aug 2022, 17:00
QUOTE (analiza @ 30 Aug 2022, 16:46 )
compte.paris75
ეს  როგორ? ტესტი  აშკარად  დადებითი  იყო...

შეიძლება იყო რაღაც და ვერ განვითარდა ანარადა ტესტმა მოიტყუა

Posted by: magdalea 30 Aug 2022, 17:26
compte.paris75

ტესტმა ასე მოიტყუოს ძალიან უცნაურია. რავთქვა არვიცი.

პირიქით რომ #####უებია ტესტს ვიცი, მაგრამ ეს რანაირად მოხდა ვერ ვიგებ? ხეგეს გამეორებას აზრი აქვს ნეტა?

Posted by: Anabeli111 30 Aug 2022, 17:31
ნინო333
მე არ დავდივარ ჰემატოლოგთან. ჩემი ექიმი არის პათოლოგიური ორსულობისა და ჰემოსტაზის ცენტრის ხელმძღვანელი უნივერსში და შეწყვეტილ ორსულობებს მკურნალობს. ამიტომ მივედი მასთან ♡

მე ჰემოქსიპარინი დამინიშნა თავიდან და ლუიზასთან ვყიდულობ ვაგზალზე. ხან მაგას და ხან ოქსაპარს. ფრაქსიპარინი სხვათაშორის არ მომიხდა..

Posted by: a-liza 30 Aug 2022, 17:33
compte.paris75
ტესტი ისევ გაიკეთე? გიჩვენებს?

Posted by: Anabeli111 30 Aug 2022, 17:45
compte.paris75
კიდევ რომ სცადო ტესტები?

Posted by: narkozeli 30 Aug 2022, 17:55
compte.paris75

ცრუ იმედებს ვერ ვიტან და არ ჩათვალო რომ გაიმედებ ან რამე. უბრალოდ 4 თვის წინ ხეგეზე მრჩეველთან მაქვს ცუდი გამოცდილება, ზუსტად მასეთი ლანდი მქონდა ტესტზე, წავედი ხეგეზე და მომივიდა უარყოფითი. 2 დღეში გადავამოწმე სხვა ლაბორატორიაში და მქონდა 89 (არადა ის ორი დღე ყველაფერი ცუდი გავაკეთე რაც შეიძლებოდა ორსულს მექნა, იმდენად დარწმუნებული ვიყავი რომ მრჩეველი/ლიბახის ლაბორატორია არ შეცდებოდა)

მოკლედ, ტესტზე ისევ თუ იქნება ლანდი, ხვალ ზეგ სხვა ლაბორატორიაში გადაამოწმე.

Posted by: HAPPYWE 30 Aug 2022, 17:57
compte.paris75
როგორ ველოდი კარგ პასუხს რომლითაც ყველა გავიხარებდით


Posted by: mashusha 30 Aug 2022, 18:34
compte.paris75


ვფიქრობ, 2-3 დღე არაფერს შეცვლის. იქნებ, გაიმეორო ხვალ ან ზეგ ტესტი, რა იცი რა ხდება... ნუ, ძალიან სტრესული თუ არ არის შენთვის..


Posted by: ნინო333 30 Aug 2022, 18:36
Anabeli111
მადლობა.მეც არ მომიხდა ეტყობა ფრაქსიპარინი,წინებზე სულ მაგას ვიყენებდი,მეც ლუიზასთან ვყიდულობ.აღარ ვიცი ვისთან მივიდე ნორმალურად რომ მართოს რა ეს შეწყვეტები
* * *
compte.paris75
ძალიან ცუდია, ისე იმედიანად ვიყავი...ასე ტესტმა როგორ მოიტყუა,აშკარად ჩანდა ხაზი sad.gif

Posted by: kato17 30 Aug 2022, 18:41
compte.paris75
ვახ როგორ მეგონა რო ხგ დაადასტურებდა ჩემი სტიმული უნდა ყოფილიყავი ქეთისთან დასაბრუნწბლად
აღარ გაქვს ემბრიონები ?

Posted by: adeline 30 Aug 2022, 20:35
kato17
გაგუაში სადღაც 1 თვის წინ 50 გადავიხადეsmile.gif
* * *
compte.paris75
ამიტომაც მეზიზღება ტესტები…გადამოწმება ჯობს ალბათ. ზუსტად ვიცი, რომ დედიკო გახდები. მე თუ ვთქვი, არ არსებობს არ ასრულდეს და ყველანი ვნახავთ ამას!

Posted by: lesila90 30 Aug 2022, 22:26
compte.paris75
არადა აშკარად იყოოო ტესტზე თან კარგად ჩამდა. პლიუს ბბ ტესტი არ იყო აი არ ვიცი რა ვთქვაsad.gif ❤️

Posted by: Anabeli111 30 Aug 2022, 23:09
ნინო333
მთავარია ახლა კარგ დოზაზე ხარ ♡ ♡

Posted by: ნინო333 30 Aug 2022, 23:17
Anabeli111
კი კი,მთავარია გვიანი არ იყოს ❤

Posted by: Freni_99 31 Aug 2022, 21:35
ნინო333
როგორ ხარ, იყავი ეხოზე? როგორც მახსოვს, დღეს გიწევდა

Posted by: ნინო333 31 Aug 2022, 22:58
Freni_99
არა ხვალ მივდივარ. ფეხები უკან მრჩება ოღონდ.

Posted by: Freni_99 31 Aug 2022, 23:06
ნინო333
ნახავ, რა გახარებული დაბრუნდები.
ბევრი ბევრი კეთილი სურვილები ^^

Posted by: ნინო333 31 Aug 2022, 23:28
Freni_99
მადლობა ❤ იმედია

Posted by: ANAANI123 1 Sep 2022, 11:11
ნინო333
გელოდებით კარგი ამბებით ❤️❤️❤️

Posted by: ნინო333 1 Sep 2022, 12:58
გოგოებო ვისაც გაინტერესებდათ ჩემი მდგომარეობა,აღარაფრის იმედი არ მაქ. ისევ ჩამორჩება,არ გამოსწორებულა მდგომარეობა.გულის ცემამ მოიმატა და ემბრიონი 7 კვირას შეესაბამება,მაგრამ პარკია დეფორმირებული და გადაწელილი,პლიუს პატარა.არეულადაა ზომები მოკლედ. ტივორტინი გადავისხი დღეს და იმ კვურაში ეხოზეც ვნახავ.იქამდე ვეცდები შევეგუო ყველაფერს.ქეთიმაც ვერ დამაიმედა. მოკლედ,ალბათ კოვიდმა გამოიწვია რავიცი რას დავაბრალო.

Posted by: Freni_99 1 Sep 2022, 13:05
ნინო333
კაი რაა ((
რადგან გულის ცემა და ემბრიონი ნორმაშია, იქნებ რამე გამოსწორდეს.
ქეთიმ რაო, კოვიდის ბრალი შეიძლება იყოსო?
წინასწარ ნუ ჩამოყრი ყურებს რა, მგონი რომ არის შანსები <3 გადასხმაც მიეხმარება

Posted by: ნინო333 1 Sep 2022, 13:08
Freni_99
ემბრიონიც არაა ნორმებში, 4 დღით ეგეც ჩამორჩება და მაგიტომ ვერ დამაიმედა.კოვიდის რავიცი ასეთ პატარა ვადებზე ნაკლებადო,ალბათ ოდნავ თუ იქონიებდა გავლენასო. არ მინდა დავიიმედო ტყუილად თავი.პროგნოზი აშკარაა,ასე რომ ილუზიებში ვერ ვიქნები ახლა.

Posted by: Freni_99 1 Sep 2022, 13:12
ნინო333
კი, მესმის შენი და ძალიან ვწუხვარ, ამ მდგომარეობაში რომ ხარ (


Posted by: pokahondas 1 Sep 2022, 13:17
ნინო333
ძალიან ვწუხვარ ამის გავლა რომ გიწევს. ... იქნებ 1 % მაინც იყოს შანსი და იმედი. იქნებ ეგ გადქსხმა წაეშველოს.

Posted by: ნინო333 1 Sep 2022, 13:29
pokahondas
კი 1% ნამდვილად არის,მაგრამ მე ეგ ერთიც არ მაქ იმედი.არ ვიცი ეს რა ჯოჯოხეთია მოკლედ.ყოველ მეორე დღეს გადავისხამ ტივორტინს,მაგრამ რავიცი რას უშველის ეგ. წამლებს გავაგრძელებ სანამ გულის ცემაა,სხვა რა გზაა...

Posted by: pokahondas 1 Sep 2022, 13:40
ნინო333
ნინ 1 % თუ მაინცაა იბრძოლე. შენი შვილისთვის. ვიცი რო რთული სიტუაციაა.მაგრამ ეგებ გამოზვრეთ. ეგებ დაძლიოს.

Posted by: ANAANI123 1 Sep 2022, 13:43
ნინო333
რა რთულია sad.gif ძალიან ვწუხვარ მესმის ძალიან ძნელია იმედის ქონა მაგრამ იქნებ სასწაულიც მოხდეს ❤️ ტივორტინის გადასხმა რამე ახალი აქვს ქეთის? აქამდე არ გამიგია, რისთვისაა ეგ

Posted by: ნინო333 1 Sep 2022, 13:49
ANAANI123
არ ვიცი,მგონი სისხლის მიმოქცევისთვისაა კარგი და ეხმარება ზრდაში,ჩამორჩენები ვისაც აქვს იმას უსხამენ ძირითადად. სასწაულები ჩემთან რავიცი,ზოგადად არ ხდება ხოლმე...

Posted by: Anabeli111 1 Sep 2022, 15:04
ნინო333
უპირველესად, ვიხი რა გზას გადიხარ ახლა და გისურვებ, რომ იმ 1%მა გაგიმართლოს და ყველაფერი კარგად იყოს ♡ წინა ზაფხულს მე და ერთი გოგი ვიყავით ორსულად (მომავლებში წერდა), ჩემი სანაყოფე იდეალურად მრგვალი იყო, მაგისი დეფორმირებული და ელოდა მოშლას. დღეს ის დედიკოა და მე მესამე კრუგზე ვარ წამოსული. წინასწარ ვერავინ ვერაფერს გათვლის ♡ შენ რაც საჭიროა, აკეთებ ყველაფერს ♡

კითხვებს დაგისვამ, როცა გექნება საშუალება, მიპასუხე: მეუღლის სპერმოგრამა როგორი იყო, სანამ გაანაყოფიერებდნენ კვერცხუჯრედს?

ასევე რამდენ ხანს იკეთებდი 0.4იანს და რამდენ ხანში გადახვედი 0.6იანზე ♡

Posted by: ნინო333 1 Sep 2022, 15:37
Anabeli111
მოგწერე პირადში ❤

Posted by: lesila90 1 Sep 2022, 16:50
მეც მაინტერესებს ინვიტროს დეოს მეუღლის სპერმოგრამას დიდი მნიშვნელობა აქვს ხო? ჩვენ მორფოლოგიაში 2 % გვიწერია და პროფერტილი სვა 1,5 თვე შედეგი ნული და ეხლა თურქეთში ჰასანმა დავინიშნა ვიტამინები და ვნახოთ თბის დასაწყისში გადავამოწმებ

Posted by: Anabeli111 1 Sep 2022, 17:36
lesila90
ინ ვიტროს დროს მაინც იპოვნიან კარგ სპერმატოზოიდუკებს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ წამლებით შემზადება საჭიროა ♡

თუ ანთებაა, ლეიკოციტები მაღ
ალია, აგლუტინაციაა, მარტო ვიტამინი ვერაფერს გახდება პირადი გამოცდილებით. ჩვენ ჯერ ანტიბიოტიკებით ვიმკურნალეთ და მერე დაუნიშნა ვიტამინები. მანამდე ჩემით ვასვმევდი რეპროპოლს და შედეგი არ გვქონია.

Posted by: Iceicebaby 1 Sep 2022, 17:45
ნინო333
ნინო, ღმერთმა ქნას იმ 1% მოხვდეთ! <3 დაველოდები კარგ ამბებს.

Posted by: kato17 1 Sep 2022, 18:08
lesila90
თურქეთში იკეთთ თქვენ ინვიტროს? მომწერეთ რა დეტალები რა ჯდება ? რომელი კლიინიკაა თქვენით წახვედით თუ შუამავლით
* * *
ნინო333
როგორ მესმის თქვენი . ყველაფერი ხდება და იქნებ გამოსწორდეს მდგომარეობა იმედიანად იყავი

Posted by: MagdaLena1 1 Sep 2022, 19:41
არ ვიცი რამდენაც მართალია მაგრამ ამბობენ პლაზმოფერეზი ძალიან კარგიაო როცა ნაყოფს ჩამორჩენა აქვს.თინა კობახიძე არის საოცარი ტრანსფუზიოლოგი. რეგიონალური ჰოსპიტალის მოპირდაპირე მხარეს პატარა შენობის მესამე სართულზეა.

Posted by: compte.paris75 1 Sep 2022, 21:38
არა, ტესტი ძალიან მგრძნობიარე იყო. ხეგეს პასუხი იყო 5. მაგიტომ მგონია რომ რაღაც იყო დაწყებული და ბოლომდე ვერ მიემაგრა. დღეს კიდევ გავიმეორე მაინც რავიცი ლაბორატორია ხომ არ შეცდა მეთქი და < 2 მოვიდა. ასე რომ დავუბრუნდი რეალობას.
ბრძოლას ვაგრძელებთ ყველა! ყურები არ ჩამოყაროთ არავინ.

Posted by: Freni_99 1 Sep 2022, 21:41
compte.paris75
ხეგეს 5 მაჩვენებელი ნამდვილად ნიშნავს რაღაცას.
გყაავს დარჩენილი?

Posted by: ნინო333 1 Sep 2022, 21:47
Iceicebaby
kato17
მადლობა გოგოები ❤
MagdaLena1
კი ვიკეთებ თინასთან, ორჯერ გავიკეთე აქამდეც, ერთი გადატანამდე და ერთი როცა დადგა ორსულობა.ხვალ ვიკეთებ კიდე.

Posted by: a-liza 1 Sep 2022, 22:32
ნინო333
ამ თემაში მახსოვს გოგოები, რომელთაც იგივე მდგომარეობა ჰქონდათ და ბოლომდე გაგრძელდა ორსულობა.. ამ ეტაპზე რთულია სიმშვიდის შენარჩუნება,მაგრამ მაინც უნდა გითხრა, რომ ეცადე, არ ინერვიულო და გაამხნევო შენი წერტილი :*

Posted by: ნინო333 1 Sep 2022, 23:00
analiza
ხო ცოტა რთულია,მაგრამ მივყვები ყველაფერს რასაც მიკეთებენ და ვნახოთ ❤

Posted by: lesila90 1 Sep 2022, 23:05
kato17
მოგწერე დეტალურად ❤️

Posted by: a-liza 1 Sep 2022, 23:57
compte.paris75
მეც მქონდა ეგეთო ბუნებრივზე, ტესტმა მიჩვენა, თან ჩხირმა, ხეგე ავიღე და 4.98 თუ რაღაც იყო, ეტყობა ,უკვე დაკლებულზე ავიღე ანალიზი, თორემ 25-მდე არ აჩვენებს ეგ ტესტი, ორ დღეში კი 2 იყო. ეგ იყო ჩემი პირველი ბიოქიმიური. ნეტა რა უშლის ხელს მიმაგრებას, მითუმეტეს, ინ ვიტროს დროს პროგესტერონს და სხვა წამლებს არ დააკლებდი.. ბრძოლა შედეგისთვის გრძელდება, ამდენი წვალება უნდა დაგიფასდეთ გოგოებო love.gif

Posted by: lesila90 2 Sep 2022, 10:06
compte.paris75
ჩემს მეგობარს ეგრე ჰქონდა მეორე გატანაზე 5 იყო ხეგე და მესამე გადატანაზე ტყუპებზეა ორსულად❤️❤️ფაქტია რომ რაღაცა პროცესი დაიწყო და მალე შენც ძალიან გაგვახარებ❤️❤️

Posted by: Iceicebaby 2 Sep 2022, 10:16
compte.paris75
ასეთი შემთხვევა გქონია აქამდე? ბიოქიმიურია, ფაქტია. ქეთიმ რა გითხრა, შეიცვლება მომდევნო ცდაზე რამე?

მისაბაძია ასეთი შეუპოვრობა <3 რომელიც აუცილებლად დაგიფასდება.



Posted by: anibani18 2 Sep 2022, 13:24
compte.paris75
როგორ მეტკინა გული, რომ იცოდეთ... ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ! ბედნიერებას და ოცნების ასრულებას გისურვებთ♡♡

Posted by: Batuka 2 Sep 2022, 15:41
QUOTE
შეძენილი და მემკვიდრეული თრომბოფილიები უნდა გაგეკეთებინა ჩემი აზრით.


კოაგულოგრამა და დე დიმერი ყოველთვის ნორმაში მქონდა და მაქვს. არც კორონას დროს მქონია მომატებული და არც ორსულობაში, მაგრამ თრომბოფილია აღმომაჩნდა.


ამის გაკეთება სავადლებულოა?

Posted by: Freni_99 2 Sep 2022, 15:56
Batuka
სავალდებულო არ არის, ანამნეზიდან გამომდინარე ინიშნება, ძირითად შემთხვევაში, 2-3 თვითნებითი აბორტი ვისაც აქვს გადატანილი.
თუ ინვიტროს გეგმავთ, გირჩევთ, გაიკეთოთ. გამათხელებლის დოზების სწორად შერჩევა და მართვა მნიშვნელოვანია.

Posted by: lesila90 3 Sep 2022, 12:57
აქაც დავწერ. გოგოებო გამოგადგებათ ეს სტატიები ძალიან საინტეროა კვერცხუჯრედის ხარისხზეა თუ როგორ შეიძლება რომ გავაუმჯობესოთ. ეს ვინც რუსული იცით

https://www.babyblog.ru/user/sevochka76/138...-1e3C_Thhvh8tZU
* * *
ეს კი ინგლისურის მცოდნეებისთვის ძალიან საინტერო სტატიებია

https://natural-fertility-info.com/increase...d-dMBjqGQlRW2S8

Posted by: Nina-Nina123456 3 Sep 2022, 23:53
გოგონებო სალამი.. როგორც საკუთარ თავს ყველას წარმატება მინდა გისურვოთ მთელი გულით, თითოეული დადებითი შედეგით ჩემთვის ახალი იმედი ხართ.. კითხვით მოვედი ისევ)) მოკლედ ვემზადები გადატანისთვის უკვე დღეებს ვითვლი 6 დღე დარჩა, დღეს გავიკეთე ტევაგრასტიმის ინსტალაცია და უკვე საღამოს წვეთობით წითელი ფერის გამონადენი შევნიშნე, არა ციკლის მსგავსი, უფრო ნათელი წითელი. შარში ვარ ნეტა? გამემაზა ეს თვე ? თუ გავთ რამე ინფო ამაზე იქნებ მომწეროთ მადლობა წინასწარ

Posted by: adeline 4 Sep 2022, 00:28
Nina-Nina123456
რაიმე ხომ არ გაგეკაწრა და იქედან ხომ არაა? ექოზე ხომ გნახულობდნენ და ციკლი როგორ იქნება..
* * *
გოგოებო, დოსტინექსს ვინც იღებთ, მეოთხედს კვირაში, გადატანის შემდეგ შეგაწყვეტინათ ექიმმა? ზოგი უგრძელებს ხეგეს პასუხამდე, ზოგი აწყვეტინებს და ვეღარ გავიგე. არ მინდა რამე საკითხი დამრჩეს გამოუკვლეველი biggrin.gif

Posted by: Nina-Nina123456 4 Sep 2022, 01:00

adeline
რავიცი მანდ რაუნდა გამეკაწრა ))) უშუალოდ პროცედურის დროს რომ დაზიანებულიყო რამე მაშინვე ხომ შევამჩნევდი და ამიტო ავნერვიულდი :/ ცოტა შიში შემეპარა უკვე არადა რატომღაც ძალიან იმედიანად ველოდებოდი
დოსტინექსი მე შემიწყვიტა გადატანამდე 1 კვირით ადრე,

Posted by: adeline 4 Sep 2022, 01:06
Nina-Nina123456
ექიმს დაეკონტაქტე აბა ხვალ. პროგი არ დაგიწყია ჯერ ხომ?

Posted by: Nina-Nina123456 4 Sep 2022, 01:22
QUOTE
adeline

მგონი მზე რომ ამოვა მაშინვე დავურეკავ )) ჯერ არა 5დან უნდა დავიწყო წესით

Posted by: ANAANI123 4 Sep 2022, 05:23
Nina-Nina123456
მე ერთხელ გავიკეთე ტევაგრასტიმი და მითხრა ექთანმა გექნება გამონადენიო, მქონდა მეც საკმაოდ თან სახლში რო მოვედი წამომივიდა, ბუნებრივიაო, ენდომეტრიუმს ეხებიან როგორც ვიცი შეყვანის დროს, მაინც შენც კითხე ექიმს.
adeline
დოსტინექსი გადატანის მერე აღარ დამილევია გადატანამდე მოვასწარი ერთი კვირა და მერე აღარ დალიოო ქეთიმ, სანამ ხეგეს პასუხი იქნება დაახლოებით ერთი კვირის ჩაგდება მოგიწევს ალბათ, დადებითი რომ იქნება თავისთავად აღარ დალევ ❤️

Posted by: Nina-Nina123456 4 Sep 2022, 08:43
იმედია ეგ არის, ცოტა დავშვდიდდი მადლობა ))

Posted by: magdalea 4 Sep 2022, 09:52
adeline

მეც მეოთხედს ვსვამდი და აღარ გამაგრძელებინა.

Posted by: ნინო333 4 Sep 2022, 10:46
მარტო მე არ შემაწყვეტინა ქეთიმ დოსტინექსი? გადატანის მერეც მოვასწარი ერთი დალევა. ხეგეს პასუხი რომ მოვიდა მერე შემაწყვეტინა.

Posted by: kato17 4 Sep 2022, 12:08
მე ბრომოკრიპტინს ვიღებ ხანგრძლივად და გადატანის მერე შემაწყვეტინა მანამდე რამდენიმე დღით დოზა ნელა ნელა შემიმცირა გადატანის დღიდან აღარ დამილევია .მარამ მერე რახდება ნეტა ორსულობაში ხო უფროა საშიში რო მოიმატოს პროლაქტინმა . ალბათ ჯობია ორსულობის დადგომის თანავე და მერეც ხშირად გადამოწმდეს პროლაქტინი რაც ჩემთან არ უთქვამს ქეთის ამდენი წელი უწყეტად ვიღებდი და ასე შეწყვეტა ხო არ გამოიწვევდა მომატებას, ასეთ ვითომ წვრილ წვრილ იმდენ დეტალს ვაბრალებ ორსულობის შეწტვეტას. .დასკვნა ერთია გოგოებო ძალიან ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ჩვენ თორე ექიმების ყურადღების იმედად ვერაფერს გავხდებით ალბათ.სამწუხაროა რო ამას ბევრი ცუდი გამოცდილების მერე ვხვდებით

Posted by: NankA2203 4 Sep 2022, 12:32
kato17
ორსულობაში პროლაქტინმა უნდა მოიმატოს თავისთავად. რძის წარმოებაზე პროლაქტინი აგებს პასუხს ჩემო კარგო

Posted by: Liza12 4 Sep 2022, 13:09
kato17
პროლაქტინის მაღალი მაჩვენებელი ორსულობის დადგომას უშლის ხელს. თუკი ორსულობა დადგა აუცილრბლად მოიმატებს პროლაქტინი ეგ ბუნებრუვი პროცესია ვადის მატებასთან ერთად და ლაქტაციისას პროლაქტინი მაღალი უნდა იყოს. დოსტინექსს და ბრომოკრიპტინს რაც შეეხება უმჯობესია გადატანის მერე არცერთი აღარ მიიღოთ.მაგრამ გადატანამდე თუ ნორმა არიყო მაშინ აგრძელებენ ხეგემდე. ბრომოკრიპტინი უფრო უსაფრთხოა ვიდრე დოსტინექსი

Posted by: kato17 4 Sep 2022, 20:16
NankA2203
Liza12
მადლობა გოგოებო ამ მხრივ მაინც დავმშვიდები მაშინ

Posted by: ნინო333 4 Sep 2022, 20:17
საღამო მშვიდობისა გოგოები, თუ იცით ორსულობის პატარა ვადებზე საბავშვო მიკრო ოყნა დასაშვებია?

Posted by: kato17 4 Sep 2022, 20:32
გოგოებო პსპ ში ან ვაგზალზე თუ გიყიდიათ გონალ ფ და როგორიბშედეგი მოუცია პსპ საკმაოდ კარგ ფას მიჩვენებს და ნეტა ღირს ყიდვაuser posted image

Posted by: adeline 4 Sep 2022, 22:00
Nina-Nina123456
რა ქენი, ესაუბრე ექიმს?

* * *
ANAANI123
magdalea
მადლობა გოგოებო :*

Posted by: Freni_99 4 Sep 2022, 22:30
kato17
ვაუ, რა უცნაურია, 900-იანია ნეტა ნამდვილად? ასე საიტზე არც იძებნებოდა ადრე, თუ სწორად მახსოვს და ფორმა 100-ით 550 ღირდა.

მე ვიყიდე ამ თებერვალს ვაგზალზე, 430 ლარი მივეცი, ივლისში გამოვიყენე და რავი, იმოქმედა ჩვეულებრივად. მენოპურებსაც მანდ ვყიდულობდი

* * *
ნინო333
შეკრულობა დაგემართა ? sad.gif
იქნებ გამოჩნდეს მცოდნე ვინმე.
როგორ გრძნობ ისე თავს ?

Posted by: kato17 4 Sep 2022, 22:37
Freni_99
მენოპური კი მეც მიყიდია ვაგზალზე ცეტროც მაგრამ გონალი რავი სამაცივრე როა მაგიტომ მეშინია რამდენად სწორად არის შენახვის პირობები არადა კლინიკაში 1050 თუ 1150 მივეცი და და ერთიც არ მეყო 300 ნების დამატებაც დამჭირდა . გავიყიდები ეხლაც რო კილონიკაში მომიწიოს ყიდვა ვაგზალზე გონალი თუ იცი რომელი ქვეყნის იყო

Posted by: ნინო333 4 Sep 2022, 22:39
Freni_99
კიი sad.gif რავიცი აბა...მოლოდინის რეჟიმში,შიშში და ემოციებში ვარ.

Posted by: NankA2203 4 Sep 2022, 22:47
ნინო333
მე კივმა მიშველა.ასევე დუფალაკი დამინიშნა ექიმმა და გლიცერინის მიკროოყნა.

Posted by: Freni_99 4 Sep 2022, 22:49
kato17
მგონი თურქული. მაცივრიდან გამომიღეს, ცივი იყო თვითონაც. არამგონია, არ იცავდნენ წესებს.

კლინიკაში ყიდვა ნამდვილად არ ღირს, თან როგირ გაძვირებულა. სად დადიხართ?


* * *
ნინო333
ვახ. ქეთის რომ კითხო ?

Posted by: ნინო333 4 Sep 2022, 22:58
NankA2203
მიკრო ოყნა მშველის.არ ვიცოდი თუ შეიძლებოდა. მადლობა ❤
Freni_99
კი ვკითხავ ქეთისაც ხვალ ❤ გვიანი იყო და არ მინდოდა მიწერა დღეს.

Posted by: kato17 4 Sep 2022, 23:06
Freni_99 ქეთის პაციენტი ვიყვი და ალბათ ისევ ქეთისთან დავბრუნდები თავიდან მაქვს ყველაფერი დასაწყები ერთი წელია არ ვყიფილვარ , თამთასთან ვიყავი ცავაასთან რამდენიმე ვიზიტი ძალიან არეული ვარ ვისთან ღირა მიავლა საქართველოში უკვე არ ვიცი თურქეთის თანხის მოგროვებაში დროც გამირბის მე კიდე დასაკარგი დრო აღარ მაქვს

Posted by: სერაფიტი 4 Sep 2022, 23:22
ნინო333

პირველ ტრიმესტრში დუფალაკი დამინიშნა და გლიცერინის სანთელი.
აუცილებლად შეუწყვე ხელი კვებით. სითხე 2 ლიტრი და სათანადო კვება. 1 დღე რო დავარღვიო, ეგრევე მერხევაsad.gif

Posted by: Freni_99 4 Sep 2022, 23:43
kato17
თამთა არ მოგეწონა?
რთულია ნამდვილად თავიდან დაწყება(
ეგ ორი მართლა კარგი ექიმია, ჩემი აზრით. რომელიც უფრო ახლოსაა შენთან, ის აირჩიე და მიჰყევი. ამჯერად ყველაფერჯ გამოვა ^^

Posted by: adeline 5 Sep 2022, 01:17
ნინო333
უზმოდ კივი. კიდე გადასარევია ჩია. ღამით დაასხი 1 სუფრის კოვზს 1 ჭიქა წყალი და დატოვე. დილით, უზმოდ გადაკარი. უებარია.

Posted by: ნინო333 5 Sep 2022, 12:32
adeline
სერაფიტი
მადლობა გოგოებო ❤
* * *
გოგოებო იქნებ რაიმე იცით რაც სანაყოფე პარკის ზრდას შეუწყობს ხელს? ან კვება,ან წამალი,ან არ ვიცი რამე sad.gif გამისკდება გული სადაცაა,ემბრიონი კარგად ვითარდება,მაგრამ პარკი ვერ მოყვება. რა შეიძლება გავაკეთო?მირჩიეთ რამე რა sad.gif

Posted by: ANAANI123 5 Sep 2022, 12:47
ნინო333
ეს რა უცნაური რაღაცაა, ემბრიონი ხო სანაყოფე პარკიდან იკვებება თუ როგორც ქვია სისხლი ხო მიეწოდება და ემბრიონი თუ კარგად ვითარდება სანაყოფე რატო ჩამორჩება ვერ გავიგე sad.gif რაო ქეთიმ და თამარმა ვერაფერი თქვეს კიდე?

Posted by: ნინო333 5 Sep 2022, 12:56
ANAANI123
გააგრძელე ყველაფერიო როგორც აკეთებდიო. იმედი არ გადამიწურეს. აი არ ვიცი რა ვქნა ისე ვარ.ემბრიონი დაეწია,წინაზე ესეც ჩამორჩებოდა,ახლა დაწეულია.ნეტა არაფერია რითიც შევუწყობ ხელს?ეს პარკი რატო არ მოდის არ ვიცი რა sad.gif
* * *
ადრე აქ დაწერეს პლაზმაფერეზმა პირიქით ცუდად იმოქმედა ჩემზეო. არ მახსოვს ვინ დაწერა,იქნებ გამომეხმაუროს? რანაირად მიხვდა რომ ცუდად მოქმედებდა?მგონი ანტისხეულები ახსენა,იქნებ გამოჩნდეს,კითხვები მაქვს.

Posted by: Liza12 5 Sep 2022, 13:05
ნინო333
მე მქონდა პირველზე ეგ პრობლემა. სანაყოფე იზრდებოდა ძალიან ნელა. რამდენი მმია სანაყოფე და რამდენი ემბრიონი?

Posted by: ნინო333 5 Sep 2022, 13:15
Liza12
21 მმ სანაყოფე 15 ემბრიონი. შეგიწყდა მერე? თუ შეგიწყდა რომელ ვადებზე? ანუ ემბრიონი 8 კვირას შეესაბამება და სანაყოფე 6.5-ს sad.gif იმედი არ მქონდეს?

Posted by: Liza12 5 Sep 2022, 13:20
ნინო333
აი გეტყვი ჩემთან როგორ იყო . პირველ მისვლაზე 5მმ სანაყოფე და ყვითრი იყო. მეორე მისვლაზე 1.7მმ ემბრიონი გულისცემა 103 და 10მმ სანაყოფე იყო. ყვითრი იდეალური. შემდეგ უკვე 7კვირამდე სანაყოფე 12მმ და ნაყოფი 6 გულისცემა 119 პლუს ყვითრი. 8 კვირაზე იყო 20მმ სანაყოფე 12 მმ ნაყოფი გულისცემა 160. ნუ ჩავთვალე რომ კარგად იყო ყველაფერი მაგრამ 20მმზე გაჩერდა სანაყოფე და ემბრიონი 17მმ რომ გახდა პლუს 3მმ ყვითრი ანუ შიდა ზომაც რომ გაუტოლდა სანაყოფეს და სანაყოფე ვერ გაიზარდა შეწყდა გულისცემა. შენს შემთხვევაში ეგ ზომები არაფერი საგანგაშო არმგონია მთავარი იცი რაარის აი დინამიკაში როგორი ზრდაა წინაზე სანაყოფეს ზომა რამდები იყო
* * *
ანუ ჩემს შემთხვევაში გულისცემაც დაბალი იყო და სანაყოფეც თავიდანვე ვერ იზრდებოდაა .ანუ როცა პრობლემაა თავიდანვე დინამიკაში ზრდა ნელია. ასე რომმგონია შენთან არაა არანაირი პრობლემა.მთავარია ნაყოფის დაყვითრის ზომის ჯამი ნაკლები იყოს 3-5მმით მაინც სანაყოფეზე

Posted by: ნინო333 5 Sep 2022, 13:34
ჩემთან ყვითრიც დიდია, 5.4 მმ უწერია(ესეც ვიცი 5.5-ს არ უნდა აცდეს) გულის ცემა 177. წინაზე სანაყოფე 18მმ იყო,მაგრამ დღეების მიხედვითაც ხო ზომავან,ფაქტიურად ხუთშაბათიდან დღემდე 3 დღე მოიმატა,ძალიან ნელა იზრდება.ესეც ალბათ რომ აღარ დაეტევა გააჩერებს გულს sad.gif

Posted by: Liza12 5 Sep 2022, 13:36
ნინო333
ტრივორტინს აქებენ ძააან იქნებ გეკიტხა ქეთისთვის
* * *
წინასწარ ეგეთი განწყობით არიყო დაელოდე რამდენიმე დღე და ნახე.ხეცურიანთან დადიხარ ეხოზე ?

Posted by: ნინო333 5 Sep 2022, 13:43
Liza12
გულის ცემა ვადებში ჯდებოდა სულ,მაგრამ ყვითრი დიდია და ფაქტიურად არ გამოდის სანაყოფეზე პატარა ნაყოფის და ყვითრის ჯამი, 0.5 მმ-ით დიდია პარკი ანუ sad.gif ვისხამ,უკვე მესამედ გადავისხი დღეს, ყოველ მეორე დღეს ვისხამ,პლიუს ინტრალიპიდი და პლაზმაფერეზი. კიდე თუა ნეტა დამატებით რამე კარგი,იქნებ დაწეროს ვინმემ.

Posted by: adeline 5 Sep 2022, 13:45
ნინო333
ნინი, ვიცი ვისზეც წერ პლაზმაფერეზთან დაკავშირებით და მაგ გოგოს ავტოიმუნური თირეოიდიტი აქვს და ანტისხეულები ამიწია პირიქითო. თან მაშინ ინტრალიპიდიც არ იყო. შენ ხომ არ გაქვს ეგ პრობლემა და ცუდად რატომ უნდა ემოქმედა?!

შენ და ლიზას სხვადასხვა მდგომარეობა გაქვთ და მშვენივრად იცი, რომ ახლა ნერვიულობით გააფუჭებ ყველაფერს. მიყევი ქეთის და ბოლომდე გამოსწორდება ყველაფერი. წინა ექოსთან შედარებით თან ხომ ხედავ როგორ გაუმჯობესდა სურათი?! დამშვიდდი და დჰა კომბი გააგრძელე ისევ

Posted by: ნინო333 5 Sep 2022, 13:45
ეხოზე სხვაგანაც ხომ არ გადავამოწმო,ვის მირჩევთ?ძალიან ძალიან ძლიერი რომ იყოს

Posted by: adeline 5 Sep 2022, 13:48
ნინო333
არ გინდა, ტყუილად ნუ დახარჯავ ფულს. თამარი ხომ ფოტოებსაც გაძლევს და ნახულობს ქეთი?! ქეთის ისეთი თვალი აქვს, მეეჭვება ვინმემ მასზე უკეთ დაინახოს რამე.

Posted by: ნინო333 5 Sep 2022, 13:48
adeline
მარტო ემბრიონის მდგომარეობა გაუმჯობესდა,სანაყოფესი ვერა.კი ქეთის მივყვები რა თქმა უნდა,ძალიან მაგარი დანიშნულება კი მაქვს ხო იცი,მთლიანად მომარგო პროტოკოლი sad.gif მეც აუტოიმუნური თირეოდიტი მაქვს და მაგიტომ დავინტერესდი.
* * *
adeline
კი ნახულობს ქეთიც,მარა რავიცი იქნებ კიდე სხვასთანაც მენახა.მათითაშვილს ძაან აქებენ

Posted by: NankA2203 5 Sep 2022, 13:50
ნინო333
ეგებ დაიწყოს სანაყოფემაც ზრდა. რახან სურათი გამოსწორებულია. როდის უნდა მიხვიდე მომდევნო ეხოზე. ზემოდან გადაგიღეს თუ ვაგინალურად

Posted by: Iceicebaby 5 Sep 2022, 13:51
ნინო333
პმ ნახე

....................

Posted by: adeline 5 Sep 2022, 13:53
ნინო333
მათითა არ ვიცი გამოსულია თუ არა შვებულებიდან. სპარტაკ გელაშვილიც მომწონს მე, მაგრამ ეგ მგონი 17-დან გამოდის.
ჩააბარე მაშინ ანტი ტპო და ანთი თიჯი და ვნახოთ, აწეულია თუ არა ანტისხეულები.

Posted by: ANAANI123 5 Sep 2022, 14:11
adeline
სპარტაკი 12 დან გამოდის, მეც მომეწონა ძალიან მაგრამ აპარატი არამგონია ხეცურიანზწ უკეთესი ქონდეს და ქეთის მართლა ეხოზე არაფერი ეპარება, ეგ რო მიჯინებდა პოლიპიაო ხეცურიანმა არაო ჰიპერპლაზიაა მარტოო და კი აღმოჩნდა ორი პოლიპი.

Posted by: Iceicebaby 5 Sep 2022, 14:23
ANAANI123
როგორ გყავს ბაიები? ^^ მერამდენე კვირაა?

Posted by: ANAANI123 5 Sep 2022, 14:32
Iceicebaby
15 კვირა ❤️ კარგად იყვნენ და ეხლა შაბათს მივდივარ და ვნახოთ როგორ დამხვდებიან ან ვინები იქნებიან :დ შენ როგორ ხარ? გქონდა გადატანა თუ ჯერ არა?

Posted by: Iceicebaby 5 Sep 2022, 14:34
ANAANI123
სქესი იცი?
QUOTE
15 კვირა

შფოთიანი ტრიმესტრი გადაგივლიათ, რა მაგარია <3

მე არა, არ მქონია.

Posted by: ANAANI123 5 Sep 2022, 14:36
Iceicebaby
ეეჰ ჩემ შფოთვებს არაფერი ეშველა ჯერ და ვნახოთ ეხლა ეხოზე რას მეტყვიან biggrin.gif როდის აპირებ აბა ქეთი კი გამოვიდა უკვე

Posted by: ნინო333 5 Sep 2022, 14:56
NankA2203
რამდენიმე დღეში დამიბარა. ვაგინალურად მიკეთებს ეხოს.

Posted by: adeline 5 Sep 2022, 15:24
ANAANI123
ქეთი ამბობდა პოლიპს ხომ? სასწაული თვალი აქვს მართლა.

Posted by: Iceicebaby 5 Sep 2022, 15:35
ANAANI123
უი ჯერ არ უთქვამთ სქესი? შფოთვები მუდამ თანმდევია კი, კარგად მესმის, მარა მთავარი საშფოთი მაინც მოშორებულია )))))


Posted by: ANAANI123 5 Sep 2022, 16:38
adeline
კი ქეთიმ მითხრა, თან თავის აპარატით როგორც კი შეხედა ეგრევე.

Iceicebaby
სქესი არ ვიცი ჯერ, აგვისტოში არავინ არ იყო და ისეთ ეხოსკოპისტთან ვიყავი სქესი კი არა საერთოდ ბავშვები რომ იპოვა გამიხარდა, მანამდე სპარტაკთან ვიყავი და ძაან ადრე იყო 12 კვირაც არ იყო სრულად და ვერ მითხრა. ხეცურიანს ველოდებოდი ეხლა 16ზე მიწევს, სხვა მაინც არავინ იყო აგვისტოში ვინც სქესს დაინახავდა ზუსტად :დ

Posted by: Iceicebaby 5 Sep 2022, 16:46
ANAANI123
ჰო, მაშინ ამბობდი ამას ეგ მახსოვს
QUOTE
სქესი კი არა საერთოდ ბავშვები რომ იპოვა გამიხარდა
))))

აბა ველით ხეცურიანის მშვენიერ ექოს ))) მე რატომღაც ერთი სქესი მგონია, რატო არ ვიცი

Posted by: ANAANI123 5 Sep 2022, 17:10
Iceicebaby
მეც ეგრე მგონია და უფრო მეტი შანსია ალბათ, გოგო ბიჭი უფრო იშვიათად მსმენია. ალბათ ბიჭები იქნებიან ასე მიგრძნობს გული biggrin.gif

Posted by: HAPPYWE 5 Sep 2022, 18:55
გოგოებო გამარჯობათ
დაახლოებით რა თანხა დამჭირდება კვერცხუჯრედის ასპირაციისთვის და გაყინვისთვის ხომ არ იცით?
არ მიკითხავს ექიმისთვის, ყველა მისვლაზე მავიწყდება იმდენი ხალხია და ისეთი სისწრაფით შევდივარ და გამოვდივარ :/

Posted by: kato17 5 Sep 2022, 21:14
3550 მხოლოდ ასპირაცია ,700 დან 1200 ლარამდე გაყინვა ემბრიონების რაოდენებაზეა დამოკიდებული .გამოლღობა გადატანა 1850. ამ თანხაში არ შედი წამლები +ანალიზები +სქრეჩინგი+ტევაგრასტიმი .

Posted by: HAPPYWE 5 Sep 2022, 22:03
kato17
დიდი მადლობა love.gif

Posted by: ნიაკო12 6 Sep 2022, 21:24
გამარჯიბა გოგოებო, ყველას წარმატებებს გისურვებთ უკლებლივ ♡ პირველად ვიკეთებ ინვიტროს ჯერ არც დამიწყია პროცედურები და მაინტერესებს რამდენ ემბრიონსაც გადავიტან იმდენი თანხა ემატება თუ როგორ არის? ანუ თვითონ გადატანის საფასურს ვიხდი თუ რამდენსაც გადავიტან იმდენისას ვიხდი? დამავიწყდა რომ მეკითხა ექიმისთვის...

Posted by: lesila90 6 Sep 2022, 21:53
გოგოებო გამარჯობათ. მაინტერესებს ვინც ინვიტრო გაიკეთეთ განაყოფიერებიდან როდის გადაგიტანეს ემბრიონები. შემდგომ ციკლშივე თუ ერთი თვე და მეტი დაგასვენეს?

Posted by: ANAANI123 6 Sep 2022, 21:54
ნიაკო12
ფიქსირებული თანხაა ყველგან ემბრიონის გადატანის, მნიშვნელობა არ აქვს ერთს გადაიტან თუ ორს. ალბათ მანდაც ეგრე იქნება სადაც იკეთებ
* * *
lesila90
მე ორი ციკლის მერე გადავიტანე პირველად, უმჯობესია დასვენებულ ორგანიზმმზე გადატანა, თან პატარა ასაკში ალბათ იმავე თვეში არ გადაგიტანენ, ბევრი ფოლიკული იქნება სავარაუდოდ

Posted by: ნიაკო12 6 Sep 2022, 22:04
ANAANI123
ძალიან დიდი მადლობა ♡

Posted by: FESHENA 7 Sep 2022, 10:46
გოგოებო, ჩემი ისტორია ესეთია, ვარ 24 წლის არ ვარ საქართველოში, მივედი ექიმთან სახეზე გამონაყარი მქონდა და ჰომონები გადამმოწმეს, ანტი-მულერი მქონდა 0.6 ძალიან დაბალი, ექიმმა მირჩია კვერცხუჯრედების გაყივნა, რადგან 4-5 წელი არ ვგეგმავ ორსულობას მაინტერესებს ყველაფერი:
- საქართველოში რომელ კლინიკებს/ექიმს მირჩევთ- რა ჯდება კვერცხუჯრედის ამოღება და გაყინვა + წამლები ანალიზები
- თურქეთის კლინიკებს რომელს მირჩევთ - რა ჯდება კვერცხუჯრედის ამოღება დაგაყინვა +წამლები ანალიზები და რომ მივწერო თუ დამაკვალიანებენ შორიდან რომ არ ჩავდე ტყუილად?
მე სადაც ვცხოვრობ საშუალოდ 6000 ევრო მითხრეს ერთი ამოღება და გაყინვა (თავისი წამლით რომელიც 2000 ევრო ჯდება-რაც ასტიმულირებს მგონი იმაზეა საუბარი), თუ პირველ ჯერზე არ ამოვაო კარგი ხარისხის კვერცხუჯრედები მეორედაც იგივე თანხის გადახდა მომიწევს, რაც არ მაქვს რადგან ვარ სტუდენტი და დაზღვევაც არ მიფინანსებს. მეშინია რომ მარაგი ამოიწუროს და ვერ მოვახერხო კვერცხუჯრეების გაყინვა ამიტომ ძალიან მოკლე დროში და ბიუჯეტურად მინდა მოვახერხო ამ ყველაფრის გაკეთება, გთხოვთ მომწერეთ რა ინფორმაციაც გაქვთ <3 <3 <3

Posted by: Freni_99 8 Sep 2022, 11:26
FESHENA
გამარჯობა. მე ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეყილებაა.
აქაც საშუალოდ 6000 ლარი დაგიჯდებათ, გვაქვს ნორმ ინვიტრო კლინიკები.
თურქეთზე არ ვფლობ ინფოს, დაგიწერენ გოგოები.
წარმატებები !

Posted by: kato17 8 Sep 2022, 16:24
FESHENA
6000 -7000 ლარი დაახლოებით, საქართველოს კლინიკებს მიწერეთ მესენჯერზე და უფრო დეტალებში მოგწერენ თანხებს .მიწერეთ ინოვა ინვიტროს,ბეტა პლიუს ფერტილითი, საბახტარაშვილს, GGR, ლიდერმედი, რეპროარტის.ყველას აქვს ფეისბუგ გვერდი რომლის ფასებიც მოგეწონებათ იქ მიდით პროცედურა და წამლები ყველგან ერთია

Posted by: HAPPYWE 8 Sep 2022, 16:38
FESHENA
მე დიდი გამოცდილება არ მაქვს, პირველად გავიკეთე სტიმულაცია და კვერცხუჯრედი გავყინე. მე უფრო დაბალი მაქვს ანტიმიულერი, კვლევები/ წამლები დამიჯდა დაახლოებით 3500-3700 ლარი თავისი ვიტამინებით და სტიმულაციის წამლებით , კვერცხუჯრედის პუნქცია და გაყინვა 3000 ლარი. ჩემს შემთხვევაში 2 ფოლეკულა გაიზარდა, მხოლოდ ერთი საკვერცხე მუშაობს, ორივეში იყო კვერცხუჯრედი თუმცა მხოლოდ 1 გაიყინა. მე ასაკითაც დიდი ვარ ამიტომ თქვენ უკეთესი შედეგი გექნებათ.
წარმატებებს გისურვებთ love.gif

აქაური გოგოებისგან მიღებული ინფორმაციით და მხარდაჭერით გავბედე მეც მისვლა, იმედი მაქვს შემდეგზე უკეთესი შედეგი მექნება smile.gif

Posted by: kato17 8 Sep 2022, 17:00
გოგოებო ზრდის ჰორმონზე ნორდიტროპინის შესახებ რა იფორმაცია გაქვთ ახლი მეთოდია როგორც ჩანს რაოდენობას ზრდისო ფოლიკულების, მაგრამ ხარისხზეც თუ მოქმედებს თუ იცით ან თუ ვინმეს გამოგიყენებიათ ასპირავიამდე კეთდება უწყვეტად ნემსია მუცლეზე.

Posted by: JapAnn 8 Sep 2022, 18:11
გონალი F900
ცეტროტიდი
ოვიტრელი

ამ წამლებს სად ვიყიდი?

Posted by: Freni_99 8 Sep 2022, 18:28
JapAnn
ვაგზალზე არის აფთიაქი "იმედი ფარმა", შედარებით შეღავათიან ფასებში აქვთ. მე მანდ ვყიდულობდი (+995 593 61 40 30). ცეტრო არ ვიცი, ისევ დეფიციტში თუა, ალბათ კლინიკაში მოგიწევთ.

Posted by: HAPPYWE 8 Sep 2022, 18:29
JapAnn
მე სოზაში ვყიდულობდი გონალს, დაურეკეთ

ალ. ყაზბეგის გამზ. 47b, თბილისი +995 322309540

Posted by: kato17 8 Sep 2022, 19:05
Freni_99
HAPPYWE
მეც საყიდელი მაქვს გონალი და საერთოდ სტიმულაციის წამლები რიგორი შედეგები მოგცათ მანდ ნაყიდმა წამლებმა იმხელა სხვაობაა ფასში კილნიკებსა და მაგათ შორის იგივე ქვეყნისაა ნეტა წინა სტიმილაციების სულ კლინიკაშოი ვიყოდე და ეხლა ალბათ ვეღარ გავქაჩავ გონალოს ფასევიც რო დაწეროთ რა აძლევდით?

Posted by: Iceicebaby 8 Sep 2022, 19:52
ჰელოუ smile.gif

გადატანმდე ვის როგორი პროგი გქონდათ? რა მაჩვენებელი ითვლება "წარმატებულად"?

Posted by: Freni_99 8 Sep 2022, 20:18
kato17
რავი, ჩემზე ჩვეულებრივ იმოქმედა, პირობებსაც იცავენ, მაცივარში ჰქონდათ გონალი. თებერვალში ვიყიდე 430 ლარად.



Posted by: ნინო333 8 Sep 2022, 21:43
Iceicebaby
გადატანამდე ერთი კვირით ადრე გავიკეთე და 0.307 მქონდა. ფაქტია მიმაგრება მოხდა,მე კოვიდმა შემაფერხა მერე. როგორც ვიცი 1-ზე დაბლა უნდა იყოს.

Posted by: Iceicebaby 8 Sep 2022, 22:10
ნინო333
არა, პროგის მიღებიდან ვამბობ, უშუალოდ ემბრიონის გადატანის დროს.

წარმატებები და კარგი ამბები ხვალ smile.gif

Posted by: Freni_99 8 Sep 2022, 22:42
მეგობრებო,
ვინმეს თუ გისარგებლიათ ლაპაროზე საყოველთაო დაფინანსებით? ან მერიის/გამგეობის?
რა როგორ ხდება, რომ დამაკვალიანოთ, თუ გაქვთ გამოცდილება

Posted by: HAPPYWE 8 Sep 2022, 22:58
kato17
შედეგებს წამლების მიხედვით ვერ გეტყვით, ერთხელ გავიკეთე სტიმულაცია. დაბალი ანტიმიულერის და 1 საკვერცხის მუშაობით გაიზარდა 2 ფოლიკული, ორივეში იყო კვერცხუჯრედი, თუმცა გაყინვა მხოლოდ ერთის მოხერხდა
900-იან გონალში ვაძლევდი 500 ლარს

Posted by: ნინო333 8 Sep 2022, 23:49
Iceicebaby
ხოო, პროგის მიღებიდან აღარ გამიკეთებია. მადლობა ❤

Posted by: lesila90 9 Sep 2022, 08:24
თურქეთში კერძოდ ტრაპზონში 1500$ ჯდება კვერცხუჯრედების ამოღება და გადატანა
3000 ლირა გაყინვა
7000 ლირამდე წამლები
და შიგადაშიგ ანალიზები 3000 ლირამდე

Posted by: FESHENA 9 Sep 2022, 09:47
Freni_99
kato17
HAPPYWE
გოგოოებო დიდი მადლობა რჩევებისთვის, თურქეთზეც თუ ვინმეს ექნება ინფორმაცია ან კლინიკების ჩამონათვალი იქნებ გამიზიაროთ?

და თუ იცით მაგალითად ამოიღეს 2 კვერცხუჯრედი და გაყინეს 1 ცალი ეს ჯდება 3000 ლარი და მეორედ კიდევ რომ გავიკეთო იგივე პროცედურა ისევ იგივე დამიჯდება ხომ? ანუ მინდა რამდენიმე კვერცხუჯრედი რომ მოვაგროვო.

Posted by: JapAnn 9 Sep 2022, 11:08
Freni_99
HAPPYWE

დიდი მადლობა ^_^
თურქეთში მომიძებნეს და კინაღამ გულმა დამარტყა, ისეთი სხვაობაა ფასებში. თითქმის სამჯერ იაფია.
წინასწარ ვერაფრით ვათქმევინე ექიმს, კონკრეტულად რომელი წამლები დამჭირდებოდა და ახალ ფიზიკურად ვეღარ მოვასწარი თურქეთში ყიდვა.
არ დაისტრესო და ინერვიულოო, კი მირჩია ექიმმა, მაგრამ როგორ გინდა ამ განუკითხაობამ არ დაგსტრესოს?

Posted by: kato17 9 Sep 2022, 12:47
JapAnn
თურქეთში თუ იცი ცეტროტიდი იშოვება ?და ფასიც თუ იცით დეფიციტიოა და ნეტა მაგის მაგივრად რას იყენებენ . გონალის ფასიც თუ იცით თურქეთის მომწერეთ რა

Posted by: Freni_99 9 Sep 2022, 12:58
JapAnn
კი, თურქეთის ფასები მთლად საოცრებაა, თუ გექნებათ შანსი, აუცილებლად დააბარეთ. სავარაუდო დოზები შეუძლია ექიმს გითხრათ და მეტობითაც რომ იყიდოთ, არაუშავს, აქ გაყიდით მერე, სხვის მადლსაც მოისხამთ ))

* * *
kato17
ჩვენთან სულ რომ გაწყდა ცეტრო, სადღაც შუაში ვიყავი მე და მერე Gonapress -ით დავასრულე, ინდური წარმოშობის იყო.

Posted by: LILU0404 9 Sep 2022, 14:27
HAPPYWE
გამარჯობა, პირველ რიგში წარმატებებს გისურვებთ.wink.gif
თუ არ შეწუხდებით იქნებ დაწეროთ რამდენი გაქვთ ანტიმიულერი, რამდენი კვერცხუჯრედი გქონდათ სტიმულაციის დასაწყისში?
რამდენი გაიზარდა ვხვდები, ანუ 2 სავარაუდოდ და რამდენი დაგჭირდათ გონალი, მენოპური და ცეტრო?
ბოდიშით ასე დაწვრილებით რომ გეკითხებით, მაგრამ მედიკამენტების რაოდენობის განსასაზღვრად მჭირდება.
პ.ს. და თუ არ შეწუხდებით ასაკიც რომ მითხრათ smile.gif

Posted by: JapAnn 9 Sep 2022, 15:32
kato17

კი, იშოვება. 30$ მომწერეს 1 ცალის ფასი. აქ 230 ლარი ღირს.
ცეტროტიდის ანალოგი არის გონაპრესი-ო ასე მითხრეს აფთიაქში (ყაზბეგზე რომ მიმასწავლა აქ ჯგუფის წევრმა) 125 ლარი ღირს 1, გერმანული.
ხვალ ვკითხავ ექიმს, იქნებ შეიძლება მისით ჩანაცვლება. მე 5 მაქვს დანიშნული.
გონალი F900 - 120$

* * *
Freni_99

მე ჩამომითვალეს დაახლოებით 6 მედიკამენტი და მათგან დაგჭირდება რომელიმეო ან ყველაო biggrin.gif ამიტომ წინასწარ ვერ დავიჭირე თადარიგი.
ძლივს დავაწერინე ინგლისურენოვანი რეცეპტი (თურქეთისთვის). თან მოაყოლეს ტექსტები - იქაც ძვირია უკვე, ფასში სხვაობა აღარაა, როგორც ადრე და ა.შ.

მაგრად ტეხავს, ასეთი პრობლემით რომ მიდიხარ ექიმთან, ისედაც ასეთი ძვირი პროცედურების კეთება გიწევს და ელემენტარულად, მედიკამენტებზე რომ დაზოგო, მაგაშიც არ გიწყობენ ხელს. გაიძულებენ წახვიდე და მის ნაცნობებთან იყიდო ან იმ აფთიაქში, სადაც ქულებს მოაგროვებენ და ა.შ. (((

Posted by: Freni_99 9 Sep 2022, 16:07
JapAnn
კი, ძაან ტეხავს.
თურქეთს მგონი არც სჭირდება რეცეპტი.
კლინიკაში აღარ იყიდო რა, იმედი ფარმა საკმაოდ სანდოა და ნამდვილად დიდი შეღავათია.
ვინ არის ექიმი?

Posted by: JapAnn 9 Sep 2022, 17:03
Freni_99
QUOTE
კლინიკაში აღარ იყიდო რა, იმედი ფარმა საკმაოდ სანდოა და ნამდვილად დიდი შეღავათია.

კი დავრეკე და მივაკითხავ შაბათს აუცილებლად. დიდი სხვაობა არაა ფასებში, მაგრამ მაინც იაფია.

QUOTE
თურქეთს მგონი არც სჭირდება რეცეპტი.

საზღვარზე გჭირდებაო, ასე ამიხსნეს. დანიშნულებით რომ გადმოგაქვს, ამის დასადასტურებლად.

QUOTE
ვინ არის ექიმი?

მანანა ქოჩიაშვილთან ვიკეთებ.

Posted by: Freni_99 9 Sep 2022, 17:09
JapAnn
არ გჭირდება საზღვარზე არაფერი, ფორმა 100 გჭირდება როცა აფთიაქს უკვეთავ და იმას ჩამოაქვს. აი, შემოვლენ გოგოებო და უფრო ზუსტად იტყვიან.
გონალი რა ღირს ეხლა იმედი ფარმაში? თითქმის ორმაგი იყო კლინიკებში მე რომ ვიკეთებდი

Posted by: JapAnn 9 Sep 2022, 18:54
Freni_99

400 ლარი ღირს. პირველი დოზა 500 ლარად ვიყიდე, სადღაც გაგუას კლინიკასთანაა აფთიაქი.

Posted by: lesila90 9 Sep 2022, 18:55
მე იყავი თურქეთში და ხვალ ვარ დაბარებული. ესეიგი დავდივარ მედიკალ პარკში. ექიმი ჰასანი. ფასები საკმაოდ იაფიაა. ერთი გოგოა სამი ემბრიონი მიიღო და სამივეში 3000 ლირა გადაიხადა. ფოლიკულების ამოღება და გადატანა 1500$ ჯდება. 1000 ლირა პირველდ კონსულტაცია. სპერმოგრამა- 500 ლირა და წამლები 7000 ლირამდე დამიჯდაო.

Posted by: HAPPYWE 9 Sep 2022, 18:56
LILU0404
QUOTE
გამარჯობა, პირველ რიგში წარმატებებს გისურვებთ.
თუ არ შეწუხდებით იქნებ დაწეროთ რამდენი გაქვთ ანტიმიულერი, რამდენი კვერცხუჯრედი გქონდათ სტიმულაციის დასაწყისში?
რამდენი გაიზარდა ვხვდები, ანუ 2 სავარაუდოდ და რამდენი დაგჭირდათ გონალი, მენოპური და ცეტრო?
ბოდიშით ასე დაწვრილებით რომ გეკითხებით, მაგრამ მედიკამენტების რაოდენობის განსასაზღვრად მჭირდება.
პ.ს. და თუ არ შეწუხდებით ასაკიც რომ მითხრათ

ანტიმიულერი 0,4 ასაკი - 38. მუშაობს 1 საკვერცხე და დასაწყისში იყო 4 ფოლიკული, გაიზარდა 2, ორივეში იყო კვერცხუჯრედი თუმცა გაყინვით 1 გაიყინა
წამლებს მიახლოვებით დაგიწერთ შესაძლოა მცირედი ცდომილება იყოს. დამჭირდა - დეკაპეპტილი -15 ცალი, გონალი - 900+450+300, მენოპური 75-იანი -ვიკეთებდი 2-2 ცალს 8 დღე.
მგონია რომ ამდენი სტიმულაციის გარეშეც მაინც 2 გაიზრდებოდა, რადგან წინა თვეშიც სტიმულაციის გარეშე და ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე, დომინანტი 2 ფოლკული იყო და ორივე გასკდა 15 დღეს.
ქეთიმ როგორც ამიხსნა ეს წამლები გამოაცოცხლებს საკვერცხეებსო და იმედია მომავალში უკეთესი შედეგი იქნება smile.gif
მეც წარმატებებს გისურვებთ love.gif

Posted by: ANAANI123 9 Sep 2022, 19:08
ნინო333
როგორ ხარ? ❤️ გაგვაგებინე შენი ამბავი
* * *
გოგოებო ვისაც გაინტერესებდათ ჩემი ტყუპები გოგო ბიჭი აღმოჩნდა :დ ძალიან გაგვიხარდა არ ველოდებოდი განსხვავებულ სქესს ❤️

Posted by: ნიაკო12 9 Sep 2022, 19:22
ANAANI123
რა ბედნიერებაა გილოცავთ ☆☆☆

Posted by: Iceicebaby 9 Sep 2022, 19:52
ANAANI123
ვაიმე!! რა მაგარი ამბავია! გილოცავ <3 ისე გამიხარდა, კიდე სხვანაირი სიხარულია ორივე სქესის ბაია

Posted by: ნიაკო12 9 Sep 2022, 20:06
ჯერ არ დამიწყიო ინვიტროს სტიმულავიები და უკვე ვეღარ ვითბენ სიხარულისგან ხან მიხარია ხან მეშინია smile.gif

Posted by: ANAANI123 9 Sep 2022, 20:15
ნიაკო12
Iceicebaby
მადლობა გოგოებო ❤️

Posted by: lesila90 9 Sep 2022, 20:17

რა ბედნიერებააა გილოცაავ❤️❤️ANAANI123
შენი წყალი გადმოგვსხმოდეს❤️❤️
* * *
ნიაკო12
მეც შენს დღეში ვარ და ცოტა მეტად ემოციურად როგორ გაბუძლებ ამ რთულ გზას არ ვიცი. გოგოებო რაიმე დამაშვიდებელს იღებდით. მჭირდება იმიტომ რომ ძალიან დაძაბული და შიშებით შეპყრობილი ვარ. არც მეუღლის საუბარი მშველის არც ტირილი და არაფერი smile.gif ვფიქრობ რაიმე დავლიო სტიმულაციის პროცესში
* * *
ხვალ ვარ ექიმთან ჩაწერილი და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. facepalm.gif

Posted by: ნიაკო12 9 Sep 2022, 20:26
lesila90
კარგი ამბებით დაგვიბრუნდი ❤️
მეც ორშაბათს ანალიზის პასუხებზე უნდა მივიდე ჯერ როდის მოვა ორშაბათი ერთი სული მაქ მერე კიდე 5 6 დღე ციკლს უნდა ველოდო და იქეთ ორშაბათს მივიდე ექიმთან ანალიზის პასუხებით ასე მგონია იწელება და იწელება დროთქო smile.gif იმედია დაადგება საშველი ინვიტო სტიმულაციის დაწყებას წინასწარ როდის გავა ერთი სული მაქ მერე გადატანის ლოდინი და არ სრულდებაგონი ეს ლოდინები უსასრულოდ smile.gif

Posted by: ნინო333 9 Sep 2022, 20:26
ANAANI123
ვაიმე რა მაგარია,გილოცავ ❤ ძალიან სასიხარულო ამბავია. მშვიდობიანად მიგიყვანოს ღმერთმა ბოლომდე.


ჩემი ამბები რავიცი აბა,სიახლე არაფერია. ისევ ასე ჩამორჩენით მივჩანჩალებ,ინტერვალი არ იზრდება ჩამორჩენის და სტაბილურად მიყვება,ერთი ეგაა იმედი და ვნახოთ.

Posted by: ნიაკო12 9 Sep 2022, 20:27
lesila90
ჰასანი როგორ აკეთებს გადატანას იმავე ციკლში თუ მომდევნოში, გითხრა რამე ამაზე ჯერ?
* * *
ნინო333
წავიკითხე თქვენი ამბები, რო რამე ცუდი ყოფილიყო ეგ პროგრესირებაც ხომ არ იქნებოდა აქამდე, ყველაფერი კარგად იქნება ❤️❤️❤️ ბრძოლის გარეშე ჩვენთან არაფერია და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ შედეგისთვის

Posted by: lesila90 9 Sep 2022, 20:34
ნიაკო12
იმავეში არაა. ნაცნობ გოგოს დაურეკა და შემდეგ ციკლზე გადაგიტანოო. ასევე უთხრა რომ როდესაც ვყინავთ მერე გამოლღობილი უკეთასად ვითარდებაო..

Posted by: ნინო333 9 Sep 2022, 20:40
ნიაკო12
კი ვცდილობ რაც ჩემზეა და იმედი მაქვს ყველაფერი გამოსწორდება,მადლობა ❤

Posted by: ნიაკო12 9 Sep 2022, 20:42
lesila90
მეც მომდევნოში დამიგეგმა შენს მერე მომიწევს მეც ორი კვირის შუალედში დაახლოებით smile.gif

Posted by: ANAANI123 9 Sep 2022, 20:43
lesila90
მადლობა❤️ გადმოგესხმებათ ყველას დამიჯერე არავინ დარჩება ისე ვისაც უნდა, შარშან ამ დროს ვერ წარმომედგინა რო ოდესმე ორსულად ვიქნებოდი, არ ინერვიულო ყველაზა მთავარი ეს მგონია.

ნინო333
რადგან არ გაურესდა მდგომარეობა ესეიგი არის შანსი ❤️ ყველაფერი კარგად იქნება ღმერთი გადმოგხედავს ❤️

Posted by: ნიაკო12 9 Sep 2022, 20:44
აი კარგად უნდა იყოს ყველაფერი ☆☆☆

Posted by: ნინო333 9 Sep 2022, 20:47
ANAANI123
გაუარესება ნამდვილად არ არის,იმედი მაქვს ღმერთით ყველაფერი კარგად იქნება ❤ მადლობა

Posted by: kato17 9 Sep 2022, 20:56
გოგოებო ვინც იცით ცეტროტაიდს სამაცივრე პირობები უნდა? ახლობელმა მითხრა ფოსტით შემიძლია გამოვაგზავნოვო 555 ლირა ღირს იქ 83 ლარი გამოდის აქ ლუიზასთან 200 ლარი მითხრეს 5 ხო მაინც დამჭირდება და უკვე სხვაობაა . შეიძლება ამ წამლის ესე გამოგზავნა მენოპურს მემგონი არ უნდა სამაცუვრე პირობები ხო. 116 ლარი მითხრა ჩვენ ფულზე ერთი კოლოფი ეს არის ანკარას ფასები

Posted by: LILU0404 9 Sep 2022, 21:21
HAPPYWE
QUOTE
მგონია რომ ამდენი სტიმულაციის გარეშეც მაინც 2 გაიზრდებოდა, რადგან წინა თვეშიც სტიმულაციის გარეშე და ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე, დომინანტი 2 ფოლკული იყო და ორივე გასკდა 15 დღეს.

გეთანხმები, ცოტა დიდი დოზებია, მაგრამ იმედია როგორც ქეთი ამბობს საკვერცხეს გამოაცოცხლებს და შემდეგში კიდევ უკეთეს შედეგს მიიღებ.
ისე შენს პროტოკოლშე ცეტროს ვერ ვხედავ, ნუთუ არ დაგჭირდა?
და კიდევ კვერცხუჯრედს განაყოფიერების გარეშე ყინავ?
* * *
kato17
კი ცეტრო სამაცივრეა.

Posted by: HAPPYWE 9 Sep 2022, 21:47
LILU0404
QUOTE
გეთანხმები, ცოტა დიდი დოზებია, მაგრამ იმედია როგორც ქეთი ამბობს საკვერცხეს გამოაცოცხლებს და შემდეგში კიდევ უკეთეს შედეგს მიიღებ.
ისე შენს პროტოკოლშე ცეტროს ვერ ვხედავ, ნუთუ არ დაგჭირდა?
და კიდევ კვერცხუჯრედს განაყოფიერების გარეშე ყინავ?

ცეტრო არ დაუნიშნავს, მხოლოდ დეკაპეპტილი, გონალი, მენოპური
კი მხოლოდ კვერცხუჯრედს ვყინავ, არ ვარ დაოჯახებული

Posted by: adeline 9 Sep 2022, 22:02
kato17
პარიზელი ყიდდა. დაწერა აქ. საფრანგეთიდან ჩამოიტანა და მიწერე პირადში, იქნებ აქვს კიდევ დარჩენილი.ANAANI123
რა მაგარია <3 გილოცავ <3

Posted by: kato17 9 Sep 2022, 22:39
adeline
ცეტროტიდს ყიდდა?

Posted by: Anabeli111 9 Sep 2022, 23:30
ნინო333
მთავარია, რომ არ გაიზარდოს დაშორება და თუ სხვა მხრივაც ყველაფერი რიგზე აქვს ბაიას, სანერვიულოც არაა ♡♡

Posted by: adeline 10 Sep 2022, 00:17
kato17
კი…………………………………………

Posted by: ნინო333 10 Sep 2022, 08:44
Anabeli111
კი,ჯერ დაკვირვების პროცესში ვართ და ვნახოთ რა იქნება ❤ იმედი მაქვს მაინც რავიცი,ყველაფერი ხდება.

Posted by: ნიაკო12 10 Sep 2022, 12:41
lesila90
აბაა რას შვები?

Posted by: Nina-Nina123456 10 Sep 2022, 21:49
QUOTE
adeline


ვესაუბრე და არაფერი ყოფილა, დღეს გადმომისკუპეს პატარა წერტილი smile.gif
არვიცი რა უნდა გავაკეთო რომ ხელი შევუწყო მიმაგრებას
ან რა არ უნდა გავაკეთო :/

Posted by: Freni_99 10 Sep 2022, 22:26
Nina-Nina123456
უნდა იმოძრაოთ აუცილებლად, დადებითი განწყობები შემოიკრიბოთ, არ გადაიღალოთ, ჭარხალი და ანანასიც შეგიძლიათ მიაშველოთ ^^
წარმატებები და ბედნიერი 9 თვე <3

Posted by: lesila90 11 Sep 2022, 01:49
ნიაკო12
ვიყავი დღეს ჰასანთან.ნუ ჰასანი არ იყო მაგრამ და სხვა ექიმმა მიმიღო ეხო გადამიღო ანალიზები ჩამაბარებინა დანიშნულება მომცა დავიწყეთ ინვიტრო sad.gif ისე ვნერვიულო აი ძალიან. დღეიდან დაიწყე ნემსებიო მერიოფეტი და გონალი დამინიშნა. გზაში გავაჩერებინე მარშუტკა და აფთიაქში გვაკეთებინე ღვთისნიერმა ფარმაცევტმა გამიკეთა. დროში ვერ ვეტეოდი და ძალიან ვიწვალე.ხვალ ჩემით უნდა გავიკეთი და ვნერვიულობ. ოთხშაბათს დამიბარა ისევ.
* * *
გონალში იქ გადავიხადე 1500 ლირა 240 ლარი 450 მგ. რასაც ვსვავდი მომიხსნა კოენზიმი დეჰა და ვიტამინები. დოატინექსიც არ დალიოო ნორმა გაქვსო. და თქვენ სტიმულაციის დროს სვავდით რაიმეს? მე მხილოდ ნემსებთან ერთად ეს წამლები დამინიშნა
* * *
user posted image
ეს სანთელია ციკლინრომ
დამიმთავრდება დავიწყებ გაკეთებას
* * *
user posted image
და ეა დამინიშნა რკინას ფოლს და კიდე რაღაცას შეიცავს .

თქვენი რჩევა მჭირდება რა მივიღო რომ კარგი ხარისხის კვერცხუჯრედები იყოს რომ განვითარდეს. ვნერვიულობ ძალიან facepalm.gif user.gif

Posted by: ANAANI123 11 Sep 2022, 05:54
lesila90
სხვა არაფერი აღარ უნდა მიიღო, ხარისხს ესე ერთ კვირაში და ათ დღეშე არაფერი არ ცვლის, ეხლა უნდა იყო მშვიდად და აცადო შენს ლამაზ ფოლიკულებს გაზრდა ❤️ ეს წამლები არ ვიცი, მაგრამ ალბათ გადატანისთვის მოსამზადებელი უნდა იყოს, ეხოზე რა გითხრეს როგორ ჩანს ფოლიკულებიო რამდენს უნდა ველოდოთო ?
* * *
მე მხოლოდ დე ვიტამინს და იზიფოლს ვსვამდი სტიმულაციის დროს, სხვას არაფერს.
* * *
ხო კიდე ბევრი წყალი და ჯანსაღი საკვები მიიღე და სულ ეგაა ❤️ წყალი აუცილებელია

Posted by: ნიაკო12 11 Sep 2022, 09:07
lesila90
ძალიან ყოჩაღი ხარ და ყველაფერი კარგად იქნება უფალს ვთხოვ მალე გაეხარებინე შენს და ყველა აქ მყოფი ♡♡♡♡♡
მე ვუთხარი ჩემს ექიმს რა წამლებს ვიღებ ახლა და დოსტინექსზე იგივე მითხრა შეგიძლია გააგრძელო როგორც გაქ დანიშნული სტიმულაციამდეო და სტიმულაციას რომ დავიწყებთ აღარ უნდა მიიღოო.
ყველაფერი კარგად იქნება, ახლა რამხენ ხანში დაგიბარა

Posted by: LILU0404 11 Sep 2022, 10:04
lesila90
წარმატებები შენ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.
ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ, ძლიერი და ჭკვიანი, შენი პოსტები წავიკითხე,. თქვი და შეასრულე კიდეც, აღარ გადადე, აი ესაა მიზანსწრაფულობა. მიყვარს ჭკვიანი ადამიანები. love.gif
ეხლა იცოდე კარგ ხელში ხარ და არ ინერვიულო, მიყევი ექიმის დანიშნულებებს და ჩვენც გაგვანათლე რა და როგორ smile.gif
ისე ფოლიკულების ამბავი ხომ არ გითხრეს, რამდენია დასაწყისში?
და დოზებიც დაგვიწერე, აბა რამდენ გონალს იღებ დღეში და რამდენ მერიოფერტს რამდენ მილიგრამიანს?
სხვათაშორის მომეწონა მერიოფერთი, აქ ყველა მენოპურს ნიშნავს.(მერიოფერტი 75 იანი და 150 იანია) შენ რომელი დაგინიშნა.
მოგაყარე კითხვები, მაგრამ რა ვქნა მაინტერესებსყ ველაფერი.
* * *
lesila90
ნიაკო12
გოგოებო რა მაინტერესებს. დოსტინექსს რატომ სვავთ? პროლაქტინი გაქვთ მაღალი, თუ პროფილაქტიკისთვის?
მე ერთხელ დაახლოებით ერთი წლის წინ მაქვს გაკეთებული პროლაქტინის ანალიზი, ნორმა იყო და არაფერი არ დაუნიშნავს ექიმს.

Posted by: ნიაკო12 11 Sep 2022, 10:17
LILU0404
მე მქონდა მაღალი პროლაქტინი და დამინიშნა ექიმმა ნახევარი აბი დოსტინექსი პარასკეობით ვსვავდი. მერე დაახლოებით ორ თვეში გადავიმოწმე და დარეგულირებული იყო და შემინარჩუნა 1/4 აბი კვირაში ერთხელ. ახლა წესრიგში მაქ მარა არ შემიწყვეტია. ინ ვიტროს სტიმულაცია რომ დაიწყება უნდა შევწყვიტო მეც.

Posted by: lesila90 11 Sep 2022, 10:27
ANAANI123
ნიაკო12
LILU0404
დიდი მადლობაა გოგოებო.არავისთან ვამბობთ საერთოდ მარტო დედაჩემმა და ჩემმა დამ იცის. და ერთ გოგოს ვუთხარი წეროს ჯგუფში გავიცანი ისიც ეხლა ამ თვეში გადატანისთვის ემზადება და გამოუცდელი ვარ ამ საკითხში ამიტომ ყველაფერს გეკითხებით.
იქ ხომ იცი ისეთი დაბნეული ხარ ეგ არ მიკითხავს. ეხლა ნერვები მეშლება როგორ არ ვკითხე. ოთხშაბაშტ დამიბარა და ვკითხავ. დოსტინექსს მე ვსვავდი მაღალი პროლაქტინის გამო. ხვალ გადავამოწმებ რამდენი მაქ და დავანებებ არ დავლევ.( ჩემს თავის ტკივილებს მაგას ვაბრალებ)
გონალი დამინიშნა 225 მგ ოთხშაბათამდე უნდა ვიკეთო-3 შეკვრა ვიყიდე 450 მგ
მერიოფერტი- 150 დამინიშნა და ნახევარს ანუ 75 მგ ვიკეთებ ეგეც 3 შეკვრა ვიყიდე ეს დამიწერა. ეგეც ოთხშაბათამდე უნდა ვიკეთო. მეუღლემ კითხა როგორ ხდება გადატანაო და თუ ანალიზები და ყველაფერი მომეწონა შეილება იმავე ციკლში გადავიტანოო ან მეორეში ვნახოთ რა როგორ განვითარდებაო ჩვენ ჯერ ხომ არ ვიცით იქ რა როგორ დაგვხდებაო. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთო მივყვეთ ყველაფერს ნელ ნელაო. რომ გამოვედი ამეტირა ისევ ნინო იყო ეხლა თარჯიმანი აწე ეგ მეყოლება და იე მიხარიაა ზაურის დავდევდი რასაც ჰქვიაა და ეს ზედ გადამყვაა ნუ ნევიულობ აქ მოსული არავინ წასულა ისეოო. ერთი გოგო იყო პრპ სამჯერ გაიკეთაო და დღეს უკვე ორსულადააო. და ხშირად ტყუპები ყავთო smile.gif ❤️


Posted by: LILU0404 11 Sep 2022, 10:41
lesila90
არაუშავს რომ არ გიკითხავს ფოლიკულებზე, ოთხშაბათს უფრო კარგად დაინახავენ და ჩაიწერე კითხვების სიაში რომ არ გამოგრჩეს.
გონალი გასაგებია კალმებითაა და 450 იანიც და 900 იანსაც კარგად დაყოფ და კაიკეთებ, მაგრამ ეს მერიოფერტი, როგორ იყოფა, რომ გახსნენით იქ აფთიაქში ნახევარი ამოიღო და ნახევარი შიგ დატოვა გახსნილი და დღეს გაიკეთებ?
იცი რატომ გეკითხები? მარიოფერტი 75 იანიც არის და ბარემ იმას იყიდდი და პირდაპირ სრულად გაიკეთებდი(თუმცა ისიცაა რომ 150 იანი იაფი გამოდის).
რაც შეეხება კითხვებს. კითხვების მობილიზებაში ჩვენც დაგეხმარებით და შენც უფრო მშვიდად იქნები როცა ყველაფერი გეცოდინება.
* * *
QUOTE
რომ გამოვედი ამეტირა ისევ ნინო იყო ეხლა თარჯიმანი აწე ეგ მეყოლება და იე მიხარიაა

ამ დროს კარგიც კია ტირილი, ემოციების მოზღვავება იგრძენი და მაგიტომ. ისე მგონი იმედიანად უნდა იყო, ცუდი ფიქრები არ გაიკარო, მე პირადად ძაიან მჯერა რომ გამოგივა.
თუ ბევრი ემბრიონი იქნება ამავე ციკლშიც კარგი იქნება გადატანა, რადგან ასპირაციის დროს ბევრი ყვითელი სხეული რჩება, რომელიც ხელს უწყობს ორსულობას.(რა ვიცი ასე გამიგია გამოცდილებისგან)

Posted by: ნიაკო12 11 Sep 2022, 10:59
lesila90
კარგად იქნება ყველაფერი ♡

გოგოებო, გადატანისას ექიმმა უნდა გვკითხოს რამდენის გადატანა გვინდაა? ანუ მინუმუმი მაქსიმუმი როგორ არის ეს
* * *
lesila90
ტყუპები მართლა ორმაგი სასწაულია smile.gif ❤️

Posted by: lesila90 11 Sep 2022, 12:11
LILU0404
ზო მერიოფერტს რომ ვხსნი ნახევარს ვიკეთებ და ნახევრა მეორე დღეს. გონალსაც ეგრე გავხსენი და ინსულინის შპრიცით ვიღებ 225 მგ და ვიკეთებ მეორე ჯერზე რაც დაგრჩება ახალში შეურიე და ამოიღე ისევ 225 და ასე იკეთეო. მეუღლეს ვიტამინები გაუგრძელა არ დალიო არ მოწიოო და ეხლა 19 ქორწილში ვართ დღესაც ეგრე და ცოტა მოუწევს ალბათ. რომ არ წავიდეთ არ გამოდის. რა მაინტერესებს ფოლიკულს რომელ დღეს იღებენ? მე ოვულაცია 12-13-14 დღეს მაქვს ხოლმე თუ აქ სხვანაირადაა

Posted by: ნიაკო12 11 Sep 2022, 12:25
lesila90
მე მითხრა არ აქვსო მნიშვნელობა ოვულაცია როდის გაქო აქ მაიმც სხვანაირად იქნებაო. მარა რიცხვი არ მახსოვს რა მითხრა დაახლოებით მასე მგონი.

Posted by: LILU0404 11 Sep 2022, 12:53
lesila90
დაახლოებით ოვულაციის დღეს უწევს, მაგრამ ფოლიკულების ზომას გააჩნია, თუ არის 20 მმ-ს ზემოთ ამას უყურებენ და ისე მოქმედებენ.

Posted by: Vivi92 11 Sep 2022, 12:57
გოგოებო ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი.. სანამ ინ ვიტროსთვის მომზადებას დავიწყებ მაღალი FსH ის დასაწევად ვსავმდი ფომესტონს.. ექიმმა ამ თვეში ფოლეკულური აპარატი არ ფიქსირდებაო და სტიმულაციას ვერ დავიწყებო და შემომთავაზა დონორზე დავფიქრდე.. თქვენი აზრით შეიძლებოდა წამლის გამო არ დაგიქსირებულიყო ფოლეკულები ? სულ რაღაც სამი თვეა რაც ეს პრობლემა აღმოვაჩინე, ვიღებ ვიტამინებსაც 29 წლის ვარ და უკვე დონორზე ფიქრი ძალიან სტრესულია ჩემთვის

Posted by: lesila90 11 Sep 2022, 13:58
Vivi92
აი ექიმი მარტო მაგას რომ შემოგთავაზებს და სხვა ალტერნატივას არაა ეგ ექიმი ჩემს თვალში ნულია. იდიოტიი პროსტაა ჯერ გამოიკვლიე მიზეზი და მერე თქვი. გუშინ რომ ვიყავი იქ გოგო იყო არ მიჩანდა ფოლიკულიო ვისთან არ ვიყავიო გამაწამესო ყველა დონორს გაიზახოდაო ( ის უფრო 40+ იქნებოდა )აქ ( თურქეთში ვიმკურნალეო პრპ გავიკეთეო ერთი ემბრიონი გავყინეთ და ახლა რაღაცას კიდე იკეთებდა არ მახსოვს რა მითხრა. ფარ ხმალი არ დაყარო. სხვაგანაც გადაამოწმე და თუ საჭიროა წადი ერთხელ თურქეთში იმათი აზრიც მოისმინე და დასკვნა მერე გააკეთე.
რაიმე ოპერაცია გაქვს გაკეთებული?

Posted by: LILU0404 11 Sep 2022, 14:00
Vivi92
საერთოდ არ მიყვარს ამ კითხვის დასმა, მაგრამ გკითხავ მაინც, ვინაა თქვენი ექიმი?
მხოლოდ ფემოსტონი ვერ უშველის ფოლიკულების წამოსვლას, კიდევ რას სვამდით?
კოენზიმი, დჰეა (იგივე ბიოსტერონი), ფერტილიტი და კიდევ ბევრი სხვა ვიტამინი ესენი ეხმარება FSH-ს.
კიდევ რა პრობლემა გაქვს? რომელიმე ჰორმონი ხომ არაა, მაგალითად TSH-მაღალი?
პროლაქტინიც გადამოწმებული გაქვთ?

Posted by: lesila90 11 Sep 2022, 14:05
მე არ ვადიდებ თურქ ექიმებს იქაც იქნება ბევრი უკმაყოფილო ეგ არავინ იცის უბრალოდ ჩვენთან რაც ხდება ეგ უკვე მარაზმია. დონორი დონორი გაიძახიან.თუ უფიქრდებიან მაგით რას აკეთებენ ხვალ არავინ იცის რა მოხდება ვინ ვისი და ძმა იქნება ამაზე უფიქრიათ ნეტა. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში სწავლობენ იკვლევენ რა გააკეთონ რომ ქალის ფერტილობა გახანგრძლივდეს და ამ ჩვენებს მარტო ფულის კეთება აინტერესებს გადაშლილი აქვთ ეს გაიდლაინი და მორჩა. ბოდიშით ამდენი რომ დავწერე მაგრამ ვღიზიანდები დონორს რომ გაიძახიან. ჩემს მეგობარს უთხრეს დონორი უარი თქვა სცადა სტიმულაცია არ წამოვიდა ფოლიკულები ექიმმა უთხრა აი ხომ გეუბნებოსი ისევ დონორი უხსენა ამან კიდევ ვცადოთოო სცადა წამოვიდა ფოლიკულები მესამე ცდაზე დღეს ორსულად არის ტყუპებზე. იბრძოლეთ ვიბრძოლოთ ბოლომდე რომ ჩვენი, ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი ბიოლოგიური შვილი გვყავდეს❤️❤️❤️ცოტა ემოცუური გავხდი აი ცოტა არა ძალიან. როგორ მინდა გამკაცრდეს საქართველოში რეგულაციები ინვიტრო კლინიკებში მაქსიმალურად იყოს შემოწმება მერე აეწვებათ ერთი ადგილი და პატიოსნად დაიწყებენ მუშაობას მაგრამ.... მაგათ არაფერი უშველის
* * *
Vivi92
აუცილებლად გადაამოწმე სხვაგანაც. მე შენს ადგილას კარგ ენდოკრინოლოგთანაც გავივლიდი კონსულტაციას

Posted by: LILU0404 11 Sep 2022, 14:22

დიახ ალბათ აღმაშფოთებელია როცა ექიმი პირდაპირ დონორზე გადადის. მაგრამ მე პირადად მასე არ ვუდგები დონორის საკითხს, როცა საჭიროა უნდა იყოს დონორის საშუალებაც. უბრალოდ ეს მექანიზმი ბოროტად არ უნდა იქნეს გამოყენებული. ჩემი მეგობარი თურქეთში ცხოვრობს, იქ დონორი აკრძალულია, ეხლა თბილისში ჩამოდის რომ აქ გაიკეთოს დონორით ინვიტრო. ის რაც ჩვენ არ გვჭირდება სხვისთვის წამალია, ამიტომ გთხოვთ იმ გოგოებს ნუ ჩავაგდებთ უხერხულში ვისაც დონორი სჭირდება.

პ.ს. ვინ ვის შეხვდება და დაოჯახდება, ეგ კიდევ სხვა თემაა. რა თქმაუნდა მეც არ მინდა ჩემი შვილი საკუთარ დაზე ან ძმაზე დაოჯახდეს. მაგრამ გაიხსენეთ ძველი აღთქმა, ჩვენ ყველა ახალი ართქმით ვცხოვრობთ, მაგრამ ხომ იყო ძველი ართქმაც. ასე რომ რა არის გამართლებული და რა არა ეს ძალიან პირადულია ჩემთვის და ალბათ ყველასვის.
მაპატით თუ რამე ისეთი ვთქვი რომელიც ვინმესთვის მიუღებელია, უბრალოდ ეს უნდა მეთქვა.
ასე ალბათ იმიტომ ვფიქრობ და ვარ ლოიალური, რომ ვფიქრობ დღეს არ მჭირდება დონორი, მაგრამ მომავალში რომ დამჭირდეს და ვიღაცას თავში მოუვიდეს და აკრძალოს, მერე რა ვქნა, წავიდე ევროპის იმ ქვეყანაში სადაც ეს არ იქნება აკრძალული? მექნება ამის საშუალება? არ ვიცი, მოკლედ ყველანაირი აკრძავების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ასევე წინააღმდეგი ვარ ვინც დონორის გამოყენების საშუალებას ბოროტად იყენებს.

Posted by: Iceicebaby 11 Sep 2022, 15:13
"დონორის" გაჟღერება უსაფუძვლოდ ან ისე, როცა მცირე შანსი მაინც აქვს ქალს ცხადია ძალიან არაკეთილსინდისიერი საქციელია, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები.

მააგრამ ძალიან ბევრი ქალია, ვისაც დანამდვილებით მხოლოდ დონორის საშუალებით გახდეს დედა და ხდებიან კიდეც, მათთვის პატივისცემის გამოხატვა, მათი სიძლიერის დაფასება და ამ გზაზე მოთმინება რომ გვესურვებინა მგონი ეს უფრო სწორი საქციელი იქნება ყველასგან smile.gif

Posted by: lesila90 11 Sep 2022, 16:20
LILU0404
Iceicebaby
უბრალოდ საქართველოში უხეშად იყენებენ როდესაც შანსი მინიმალურია ან ქალს ასაკი აქვს ეგრევე სთავაზობენ. არის ბევრი ალტერნატივა ექია უნდა სცადოს ყველაფერი. მე მაგიტო გამოვხატე ჩემი აზრი. ჩვენთან რაც ხდენა ყველამ ვიცით ეშმაკზე აქვთ სული გაყიდული. თუნდაც ლაპარასკოპიას რომ უნიშნავენ ყველას. მეც ექიმთან რომ
მივედი ეგრევე ლაპარო მითხრა არც გადამიმოწმა ანალიზები არც ეხოსკოპია ისე გავმწარდი აი გული მეტკინაა. არ ველოდი ამ ექიმისგან. ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ ყველა მცდელობა რომ დედები გავხდეთ❤️
* * *
ნიაკო12
შენ პროლაქტინი რამდენი გქონდა გახსოვს?

Posted by: ნიაკო12 11 Sep 2022, 17:39
lesila90
21.7 მქონდა თავიდან (ლაბორატორიის ნორმები 1.2-19.5 )
მერე გადამოწმებაზე 5.0 მქონდა

Posted by: lesila90 11 Sep 2022, 17:41
QUOTE (ნიაკო12 @ 11 Sep 2022, 17:39 )
lesila90
21.7 მქონდა თავიდან (ლაბორატორიის ნორმები 1.2-19.5 )
მერე გადამოწმებაზე 5.0 მქონდა

კარგად დაუგდიაა. მე 15 მქონდა და ნორმააო აღარ დალიოო. და რავი 6 დღეს რომ გადავამოწმო ნეტა არ მიჩვენებს?

Posted by: ნიაკო12 11 Sep 2022, 17:45
lesila90
როგორც გავიგე ზოგადად ორსულობაზე ბუნებრივად უნდა მოიმატოს პროლაქტინმა ისედაც და წამლის დალევა ხელს შეუშლის. ინ ვიტროს დროს მიტო მითხრა მეც რომ როცა დავიწყებთო აღარ გააგრძელოვო.

ხო კარგად დაიწია ჩემთან და საკმაოდ პატრა ვადაში არ ველოდი პირიქით ისე ემოციურად ვიყავი გადატვირთული იმ პერიოდში რო ზაკასად გადავიმოწმე ანალიზი რო ისევე მაღლა ხოარ მაქთო და გამიკვირდა პასუხი რომ მოვიდა. მერე დოზა შემიმცირა 1/4ს ვსვავ კვირაში ერთხელ. იქეთ კვირიდან შევწყვეტ უკვე.


* * *
ახლაც აღებული მაქ ეგ ანალიზი რომ ვიყავი ბოლოს ექიმთან. პასუხებზე ხვალ უნდა წავსულიყავით და მეუღლე ვერ მოდის ბარემ დავუცდი და ორ სამ დღეში გამოვიტანთ. ნეტა რამდენი მექნება საინტერესოა სოფელში არ მქონდა წაღებული ორი სამი კვირა ჩავაგდე ფაქტიურად დაკიდებული მქონდა smile.gif
ისე ინ ვიტროსთვის არ ვიცი თავიდანვე უშლის თუ არა ხელს მაღალი პროლაქტინი მერე ხო ისედაც იწევს ბუნებრივად მაღლა. მარა მე კი გადამამოწმებინა ახლა.
* * *
უბრალოდ ძველის ჩვენებაც შემეძლო მე თვითონ მაინტერესებდა ახლანდელი შედეგი თორე ახლა გაიკეთეო არ მოუთხოვია მაიმცდამაიმც.

Posted by: Vivi92 12 Sep 2022, 09:52
QUOTE (LILU0404 @ 11 Sep 2022, 14:00 )

მხოლოდ ფემოსტონი ვერ უშველის ფოლიკულების წამოსვლას, კიდევ რას სვამდით?
კოენზიმი, დჰეა (იგივე ბიოსტერონი), ფერტილიტი და კიდევ ბევრი სხვა ვიტამინი ესენი ეხმარება FSH-ს.
კიდევ რა პრობლემა გაქვს? რომელიმე ჰორმონი ხომ არაა, მაგალითად TSH-მაღალი?
პროლაქტინიც გადამოწმებული გაქვთ?

ფემოსტონთან ერთად კოენზიმს და ფერტილიტსაც ვსვამდი, E და D ვიტამინს sad.gif
ჩემი პრობლემა არის მაღალი FSH და ძალიან დაბალი ანტიმიულერი. FSH -ის დასაწევად ვიღებდი ამ წამლებს.
ორ თვეში ასე დრამატულად როგორ შეიცვლებოდა ყველაფერი მითუმეტეს მკურნალობის ფონზე არცერთი ფოლეკულა sad.gif
შეიძლება ხავსს ვეჭიდები მაგრამ იქნებ შემდეგ დღეებში წამოვიდეს sad.gif წინა თვეში მაგალითად ციკლის მე-3 და მე-6 დღეს 4 ცალი მქონდა და მე-13 დღეს 8 (მათ შორის დომინანტიც).
***
ნანა კვერნაძეზე რამე ხომ არ გსმენიათ? (მირჩიეს და ვფიქრობ მასთანაც მივიდე)
***
ასევე თქვენი ინფორმაციით მაინტერესებს შესაძლებელია რომ საშვილოსნოში არსებული პოლიპი (რომელიც ზომაში დიდია) ვაგინალურ ექოსკოპიაზე არ გამოჩნდეს და საოფისე ჰისტეროზე აღმოაჩინონ?

Posted by: ninucanodo 12 Sep 2022, 10:48
Vivi92
ვისთან გაიკეთეთ საოფისე ჰისტერო

Posted by: a-liza 12 Sep 2022, 11:06
Vivi92
QUOTE
ასევე თქვენი ინფორმაციით მაინტერესებს შესაძლებელია რომ საშვილოსნოში არსებული პოლიპი (რომელიც ზომაში დიდია) ვაგინალურ ექოსკოპიაზე არ გამოჩნდეს და საოფისე ჰისტეროზე აღმოაჩინონ?

ჩემს მაგალითს გეტყვით, დაოჯახებამდე, როცა ვაგინალურად არ ვიკეთებდი ექოს, ზეყელთან საეჭვო პოლიპი მითხრა რადიოლოგმა და რამდენჯერმე გამაკეთებინა კიდევ, და სულ კითხვის ნიშნის ქვეშ მიწერდა. დაოჯახების მერე სულ ვაგინალურს ვიკეთებდი და არცერთხელ არ უთქვამთ ამ პოლიპზე. ორსულობის დროს 2-ჯერ ისევ ზემოდან გამიკეთეს ექო და არც მას უთქვამს. მოკლედ, მიმავიწყდა ამ პოლიპის არსებობა,რადგან იმთავითვე საეჭვო იყო. ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის გამო გავიკეთე ჰისტერო და დოლიძე მეუბნება ოპერაციის შემდეგ, ყელთან გქონდა პოლიპი და მოგაშორეო. დისკზეც ჩანს,როგორ კონწიალობდა. მერე ჩემს ექიმს მოვუყევი, ასე იყო და რატომ ვერ ნახათქო ვაგინალურმა, შეიძლება იმ აპარატმა ,რაც ჰქვია(დაჩიკი თუ რაცაა),ისე მიაჭეჭყა ,ვერც ნახავდაო,თუ თან ყელზე იყო, მაგ აპარატის მდებარეობის გასვწივ იქნებოდა. თვითონ ღრუში, ვერაფერს გეტყვი, თუმცა, ჩემმა ექიმმა ამიხსნა, ჰისტეროზე რომ გამიშვა, ჰიპერპლაზია კი ჩანს ექოს პასუხით,მაგრამ რეალურად შეიძლება წვრილი პოლიპებიც გქონდეს ღრუში, რაც ექომ შეიძლება ვერ დაინახოსო. თქვენ დიდზე თუ ეჭვობთ, წესით უნდა ებახა ექოს,ალბათ მდებარეობასაც გააჩნია

Posted by: Vivi92 12 Sep 2022, 11:49

analiza

მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის <3
დიდიაო თვითონ მითხრა ამიტომ საოფისეთი ვერ მოგაშორებო და ეხლა ვიკეთებ მეორე ჰისტეროს ანესთეზიით (ან ნარკოზით, არ ვიცი ზუსტად როგორ კეთდება) ქირურგიული ჩარევა დაგჭირდებაო.
ჰიპერპლაზირებული ენდომეტრიუმიც მიწერია _ ვაგინალური ექოს დროს ამაზეც არაფერი უთქვამთ (თუმცა წინა ექიმმა ამაზე იეჭვა). ანუ ვფიქრობ რამდენად იყო პროგნოზირებადი ეს სურათი, რომ ბარემ ის მეორე ჰისტერო გამეკეთებინა და საოფისეში დამატებით 700 ლარამდე არ დამეხარჯა. ნუ ახლა უკვე აზრი აღარ აქვს ამაზე ფიქრს sad.gif

Posted by: LILU0404 12 Sep 2022, 13:04
Vivi92
არაფერ ხავს არ ეჭიდები, ყველაფერი მოგვარებადია რაც შენ გჭირს. ფსჰ მაღალი ქონდა ჩემს ახლობელს, ასევე ფოლიკულები თითქმის არ ქონდა, პრპ გაიკეთა თურქეთში და წამოვიდა ერთი-ორი და შეგროვებითი მეთოდით 2 ცალი მოაგროვა 2 სტიმულაციაზე, ორივე გადაიტანეს, ერთი ფრეში და მეორე გაყინული. ეხლა ორსულია 16 კვირის
მთავარი ყოფილა რომ არ დანებდე და იბრძოლო, ყველაფერი გააკეთო რაც შეიძლება რომ გაკეთდეს და ბოლოს შედეგი ყოველთვის დგება.
მე მეორე მეგობრის ამბავსაც მოგიყვები, აქ ბევრი იცნობს ალბათ და სახელს არ დავასახელებ, მე მისი რჩევით დავრეგისტრირდი ფორუმზე.
ამ ჩემს მეორე მეგობარს არაჩვეულებრივი მონაცემებით ერთხელ ცადა და არ გაუმართლა, ეგრევე დანებდა. რა არ ვცადეთ რა არ ვუთხარით და ვერა და ვერ მოვაფიქრებინეთ მეორედ. ასეც ხდება sad.gif
მე დასკვნა გამოვიტანე მთავარია დროზე ადრე არ დანებდე, სანამ არის შანსი უნდა გამოვიყენოთ.

მე გირჩევთ ოპერაციამდე მოაგროვოთ ფოლიკულები (მერე რა რომ ამ ციკლში არ არის, მომდევნო ციკლში იქნება, ყველა ციკლი ხომ ინდივიდუალურია) და მერე გაიკეთით ოპერაცია, რადგან სტიმულაციამ შეიძლება ხელახლა გააჩინოს პოლიპი და კიდევ მეორეთაც რომ არ მოგიწიოთ ოპერაცია. და ამდენი ოპერაციები კი ძალიან აფუჭებენ ენდომეტრიუმს. რა ვიცი ჩემი აზრი ასეთია, ამ თემაზე.

Posted by: Vivi92 12 Sep 2022, 13:35
LILU0404

დიდი მადლობა გამხნევებისთვის, ძალიან იმედის მომცემია ჩემთვის ასეთი ისტორიების მოსმენა <3

Posted by: lesila90 12 Sep 2022, 15:22
Vivi92
მეც გირჩევ ისევ და ისევ რომ არ დანებდე. ასაკი ხელა გიწყობს. თურქეთში ერთმა გოგომ სამჯერ გაიკეთა პრპ და დღეს ტყუპებს ელოდება. აუცილებლად გექნება შედეგი აი ნახავ. მთავარია არ დანებდე.თუ რამე ჩვენ აქ ვართ❤️❤️ 2kiss.gif

Posted by: compte.paris75 12 Sep 2022, 23:43
კი მაქვს ისევ ცეტროები smile.gif
დამრჩა მხოლოდ 06/2023 წლიანები

Posted by: ნიაკო12 13 Sep 2022, 10:34
გოგოებო, ანალიზში წერია წითურა, ბატონები თუ მქონდა ეს არის თუ რა არის რატო მაქვს
user posted image
გაქვთ გაკეტებული ეს? 19ში ვარ დაბარებული რომ მივუტანო პასუხები და მერე გადაწყვეტს ინვიტრო სტიმულაციის დაწყებას, ეს ხოარ შემიშლის ხელს :/

Posted by: a-liza 13 Sep 2022, 10:56
ნიაკო12
დაგიწერე წეროებში.კარგია მაღალი რომ გააქვს ანტისხეულები. პროლაქტინიც კარგია,მაგრამ ენდოკრინოლოგიურად მისაქცევია მგონი ყურადღება. ანტი-tpo არის მაღალი და ცოტა tsh-საც არ აწყენდა დაკლება

Posted by: ნიაკო12 13 Sep 2022, 12:00
analiza
ნეტა ეგენი ინვიტრომდე უნდა ჩადგეს მწყობრში ? ერთისულიმაქ ორშაბათს მივიდე ექიმთან რას გადაწყვეტს

Posted by: lesila90 13 Sep 2022, 15:37
ანუ გადატანილი გაქვს და ანტისხეულები გაქვს. პირიქით კარგია.tsh ცოტა მაღალიაა ეგ არაუშავს დაგინიშნავს ეუთიროქსს უმრავლესობას უნიშნავენ..
* * *
გოგოებო ხვალ ვარ ექიმთან დაბარებული ციკლიდან 7 დღეა. ეხოს გადამიღებს და ნახავს როგორ გაზარდა გონალმან და მერიოფერტმა ფოლიკულები და ანალიზებიც უნდა დამინიშნოს და ეგ რისთვის რას აკვირდებიან? ისე ვნერვიულობ რო რამე გონალს დამიმატებს ალბათ ხო? მსუბუქი სტიმულაციის დროს დუინუმით კარგად იზრდებოდა. და ნეტა ეხლა რა იქნებაა smile.gif
* * *
ისე შეიძლება რომ საერთოდ არ გაიზარდოს?

Posted by: LILU0404 13 Sep 2022, 16:23
lesila90
პირველ რიგში წარმატება ხვალინდელ დღეს.smile.gif
არ დაგავიწყდეს კითხო ფოლიკულების რაოდენობის შესახებ, და საერთოდ გამოართვი თუ შესაძლებელია ექოს ფოლმონიტორინგის ფურცელი.
მეორე, ძალიან კარგი დოზები გაქვს დანიშბული, აუცილებლად გაიზრდებოდნენ, წესით ეხლა მთავარია თანაბრად იზრდებოდნენ და ძალიან დიდი სხვაობები არ იყოს ზომებს შორის, თორემ გაზრდით გაიზრდებიან. მე მგონია რომ გონალს აღარ გაგიგრძელებს, ალბათ მერიოფერტს გაგიზრდის დოზას და პარალელურად დაგინიშნავს ცეტროს ან ცეტროს ჩემცვლელს.
რაც შეეხება ანალიზებს, ალბათ ესტრადიოლს გაგაკეთებინებს, პროგესტერონს უფრო გადატანას თუ გადაწყვეტს მაშინ დაგინიშნავს, ისე გირჩევ თუ ანალიზები კარგი იყო, ამ ციკლშიც გადაატანინე ფრეში და რაც დარჩება გაყინავთ აბა რა.
აბა შენ იცი კითხვები ჩაიწერე, მერე რომ იქ არ დაგავიწყდეს აღელვებულს.

Posted by: lesila90 13 Sep 2022, 20:41
LILU0404დიდი მადლობაა საყვარელო❤️❤️ამავე ციკლში რომ გადავიტანო თანხას მაინც ვიხდი ნეტა? ვნახოთ როგორ გადაწყვეტს. გონალი სამი დამინიშნა და ერთ ნახევარი დამრჩა. მერიოფერტი ერთი შეკვრა მაქ კიდე ისიც სამი დამინიშნა..ვნახოთ რას მეტყვის ხვალ. იქ ერთი გოგოა და არ ვეკითხები რამდენი გაიზარდაო არ მინდა მაგეებზე ვინერვიულოო და მეც ვფიქრობ ეგრე ხომ არ მოვიქცე თქო მაგრამ რა მომასვენებს smile.gif

Posted by: a-liza 13 Sep 2022, 20:45
lesila90
წარმატებები :* ისე მაინტერესებს შენი ამბები, რამდენი ფოლიკული წამოვიდა,დეტალებით ხვალინდელ დღეს ველოდებით smile.gif

Posted by: Vivi92 14 Sep 2022, 01:06
lesila90
წარმატებები შენ ❤️
***
გოგოებო მაინტერესებს მომატებული FსH ით ვინმეს სტიმულაცია დაგიწყიათ ? დღეს სხვა ექიმთანაც გავიარე კონსულტაცია და ასეთი რაღაც მითხრა, რომ როცა ძალიან მცირე ფოლეკულური აპარატია FსH ს ყურადღებას არ მივაქცევდიო.. არადა ჩემმა ექიმმა სანამ არ დაიწევს სტიმულაციას ვერ დავიწყებო.. ფომესტონით დაიწია (ნორმასთან შედარებით ერთი ერთეულით მეტია მაინც) მაგრამ ფოლეკულები არ იყო ამ ციკლში.. დანიშნულების მიხედვით ისევ უნდა გავაგრძელო ამ წამლის მიღება მაგრამ დღევანდელ კონსულტაციაზე სხვა ექიმმა ასეთი რაღაც გააჟღერა რომ შეიძლება ფომესტონმაც იქონია გავლენა ამ ციკლის ფილეკულების რაოდენობაზე.. აღარ ვიცი რომელს დავუჯერო ძალიან ავირიე

Posted by: LILU0404 14 Sep 2022, 08:22
Vivi92
მე გირჩევ მკურნალიბა გააგრძელო, შეიძლება ამ ციკლში ფოლეჯულები არ იყო, მაგრამ მკურბალობას რიმ მორჩები და ჰირმონები მოწესრიგდება წამოვა ფოლიკულებიც.
რაც შეეხება ცოტა მაღალ ფსჰ-ს კი გამიგია რომ აკეთევებენ სტიმულაციას ამ დროსაც, მაგრამ ფოლიკულის ხარისხი რამდენად კარგია ამ დროს ეს ცოტა საეჭვოა. ეხლა მგონი მთავარია მკურნალობა არ გაწყვიტო, რადგან ჯერ ფსჰ არაა ნორმაზე ჩამოსული, რომ გაწყვიტო შეიძლება ისევ ძალიან გაიზარდოს. რა ვიცი მე ასე ვფიქრობ. იქბებ სხვებმაც დაწერონ.

Posted by: lesila90 14 Sep 2022, 10:13
გოგოები ეხლა თურქეთში ვარ და აქ მკითხე მგონი რომ გამეგო გონალის ფასი. ვიკითხე გონალი 900 მგ და კლინიკის აფთიაქში 2650 ლირა ღირს და დავაკლებო( აქ ყველზე ძვირია) სზვაგან ბევრად ნაკლები იქნება. ჩემი აზრით 300 ლირას დააკლებს

Posted by: Nina-Nina123456 14 Sep 2022, 12:49
გოგოებო გამარჯობა
ტრანსფერიდან მე-5დღე მაქვს დღეს რაიმეს შეიძლება დავაკვირდე მოსალოდნელი შედეგისთვის ცოტათი მაინც მზად რომ ვიყო? საერთოდ არაფერი ხდება ჩემს თავს, თითქოს არაფერი გამიკეთებია ისე ვარ არავითარი შეგრძნება არავითარი ცვლილება.
უკვე ვეგუები რომ არაფერი გამოვიდა, თან ვფიქრობ ადრეა ასეთი დასკვინის გამოტანა თან არ მიმდა ტყუილად დავიიმედო თავი მერე გული რომ არ გამისკდეს, აქ ისეთი გამოცდილები ხართ იქნებ მირჩიოთ რამე :/

Posted by: LILU0404 14 Sep 2022, 14:33
Nina-Nina123456
ნინა გამარჯობა. არცაა საჭირო სიმპტომები, მშვიდად იყავი, რაც მთავარია ცუდსაც არაფერს გრძნობ. ამ დროს ყველაზე მთავარია შენ დაიჯერო რომ გამოგივა დანარჩენს არააქვს მნიშვნელობა. ის რომ იმედგაცრუების გეშინია ეს ნორმალურია, მაგრამ ჯობია გჯეროდეს და ღმერთმადაგიფაროს არ გამართლების შემთხვევაში ძალიან გეტკინოს, ვიდრე არ გჯეროდეს და ამით თავიდანვე გამოუტანო შენს თავს განაჩენი.
დანიშნულება შეგიძლია გაგვიზიარო?

* * *
lesila90
კი მე გკითხე გონალ 900-ის ფასი, კი გასაგებია, მგონი კლინიკაში ძალიან ძვირია, მაგაზე იაფია აქ იმედიფარმაში. ვნახოთ თუ დამჭირდა მერე გადავწყვეტ სად ვიყიდო. მადლობა რომ გაგახსენდა და იკითხე. აბა შენ იცი, ველოდები შენს ამბებს smile.gif

Posted by: Iceicebaby 14 Sep 2022, 16:09
Nina-Nina123456
უცხოურ ფორუმებზე დასერჩე შენ თვითონ რამდენი ისტორიაა, ვისაც არანაირი სიმპტომი არ ჰქონია პირველ კვირას კი არა 8 კვირამდეც.

Posted by: Nina-Nina123456 14 Sep 2022, 16:58
[QUOTE]LILU0404[/QUOTE]

ლუთეინა და ესტროლი (3ჯერ), პროგესტერონის 2 ამპ, ფრაქსიპარინი, მეტიპრედი, იზიფოლი, დ3, დივიგელი, ასევე ლოქსიდოლს ვიღებდი 6 დღე.
თეორიულად ასე ვფიქრობ ტესტსაც ვიცი რომ აზრი არ ექნება ჯერ, ძალიან რთული ყოფილა, თან შვებულება ავიღე ამისთვის რომ ამ პერიოდში მშვიდად ვყოფილიყავი, ლეპტოპი კი სახლში მაქვს მაგრამ გულს ვერ ვუდებ რომ ვიმუშაო გონებას ვერ ვრთავ smile.gif
* * *
[quote]Iceicebaby[/quote] უცხოურ ფორუმებზე დასერჩე შენ თვითონ რამდენი ისტორიაა, ვისაც არანაირი სიმპტომი არ ჰქონია პირველ კვირას კი არა 8 კვირამდეც.[/quote]

ზუსტად ამან გამაგიჟა, ძალიან ბევრი ბლოგი და იუთუბ ჩანელი ვნახე სადაც ყოველდღიურ პროგრესს აღწერენ უკვე 3 დღიდან აქტიურად და არაფერი მსგავსი როარ მაქვს გავჭედე, გუშინ უკვე ძილიც გამიჭირდა ლამის დამათენდა

Posted by: LILU0404 14 Sep 2022, 17:30
Nina-Nina123456
ძალიან კარგად მესმის შენი ემოციები. პირველია ალბათ ხომ?
დიახ ყველაზე ძნელი ლოდინია, მაგრამ შეეცადე არ მიაყურადო სიმპტომებს. მშვენიერი დანიშნულება გაქვს, ყველაფერი კარგი გაქვს დანიშნული.
ტესტის გაკეთებას არ გირჩევ, ტესტი ზოგჯერ გვიან აჩვენებს და რომ ვერ დაინახავ ადრე ეს უფრო დაგრთგუნავს.
კი ზოგს აქვს რაღაც სიმპტომები, მაგრამ ძალიაან ბევრს არ აქვს.


* * *
ეს ლოქსიდოლი როგორც მივხვდი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. რევმატიზმის საწინააღმდეგო. ამის რაიმე გამოვლინება გქონდა?
ეს სხვასთან არ წამიკითხავს და იმიტომ გეკითხები.
ინტრალიპიდის გადასხმებს არ იკეთებ?

Posted by: Nina-Nina123456 14 Sep 2022, 18:18
QUOTE
ეს ლოქსიდოლი როგორც მივხვდი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. რევმატიზმის საწინააღმდეგო. ამის რაიმე გამოვლინება გქონდა?
ეს სხვასთან არ წამიკითხავს და იმიტომ გეკითხები.


რევმატული პრობლემები არ მქონია, ალბათ უფრო ანთების პრევენციისთვის, ეს ერთადერთი პრეპარატია რომელზეც არ ჩავეძიე კონკრეტულად რისთვის იყო, დავაზუსტებ შემდეგ ვიზიტზე და გაგიზიარებთ

Posted by: LILU0404 14 Sep 2022, 18:59
Nina-Nina123456
სისხლის საერთოს ანალიზს ჩახედე აბა, ედს (ერიტროციტების დალექვის სიჩქარე) როგორი მაჩვენებელია? შეიძლება ოდნავ მაღალია, მაგ შემთხვევაშიც ნიშნავენ.

Posted by: Iceicebaby 14 Sep 2022, 19:17
Nina-Nina123456
არასწორად გაქვს მოძებნილი ))))) ანუ აი იმდენი ისტორია წავიკითხე, ბოლოს მივხვდი რო სტატისტიკურად უსიმპტომობა უფრო მეტია ვიდრე პირიქით, ნუ პირველ 2 კვირაზე მაქვს საუბარი. პროგი და ესტრადიოლი ერთმანეთს ისე აბალანსებენ, რომ ამის ხარჯზე ალბათ..

Posted by: Nina-Nina123456 14 Sep 2022, 22:41
Iceicebaby
მგონი იუთუბმა გამაგიჟა
გავყვები დინებას იქნებ სულაც უმიზეზოდ ავპანიკდი :/
დივიგელს ვერ ვშოულობ პსპ-საც აღარ აქვს, ხომარ იცით სად შეიძლება მოვიძიო?

Posted by: ნინო333 14 Sep 2022, 23:25
Nina-Nina123456
ფარმადეპოს ექნება ხვალ დღის მეორე ნახევარში როგორც ვიცი.

Posted by: ninucanodo 14 Sep 2022, 23:27
ნინო333
თქვენ როგორ გრძნობთ თავს ახალი ეხო ხომ არ გაგიკეთებიათ

Posted by: LILU0404 14 Sep 2022, 23:31
Nina-Nina123456
ფარმადეპოს აპლიკაცია აჩვენებს რომ არის ვაჟა-ფშაველას 6 ში, ტაშკენტის 27-ში და კიდევ ბევრგან
user posted image

Posted by: lesila90 15 Sep 2022, 00:14
ვიყავი გოგოებო დღეს ( 7 დღე მაქვს) ექიმთან ეხო გადამიღო ყველაფერი კარგიაო. ანალიზები დამინიშნა და დანიშნულებისთვის ექთანთან გადამამისამართა. მერიოფერტი მომიხსნა საერთოდ. გონალს 225მგ ვიკეთებდი და ეხლა 150 მგ გაიკეთეო და პლიუს დამინიშნა მედროქსიპროგესტერონი( მოქმედი ნივთიერებაა) სამჯერ დღეში და შაბათს დამიბარა

Posted by: ნინო333 15 Sep 2022, 08:54
ninucanodo
მადლობა, თავს კარგად ვგრძნობ. ეხო არ გადამიღია ჯერ, მიწევს უკვე და ვნახოთ რა იქნება.

Posted by: Nina-Nina123456 15 Sep 2022, 09:58
LILU0404
ნინო333

მადლობა გოგოებო შეუვსიათ მარაგი, გუშინ დილით არსად არ ჰქონდათ

ნინ წარმატებები, თვალს ვადევნებ ხოლმე და მთელი გულით გგულშემატკივრობ

Posted by: ნინო333 15 Sep 2022, 10:20
Nina-Nina123456
მადლობა,შენც წარმატებები. მშვიდად იყავი და არ ინერვიულო,არ ჩაუღრმავდე სიმპტომებს,მე ჭკუიდან კინაღამ გადავედი მასე რომ დავსდევდი ყველაფერს. ყველაფერი კარგად გექნება ❤

Posted by: ნიაკო12 15 Sep 2022, 11:56
გოგოებო, ციკლის მეორე დღეს ვარ დაბარებული 19ში ექიმთან. ხო და ისეთი შეგრძნება მაქ რომ დღეს მომივა ან მაქსიმუმ ხვალ და 4 5 დღე გამოდის მერე ეს 19 რიცხვი და ინ ვიტროს დაწყება ამ შემთხვევაში როგორ იქნება როდის იწყება ხოლმე მზადება დამიგვიანდება? უნდა ვუთხრა ექიმს რომ მომივა და ადრე დამიბაროს შედარებით თუ რა ვქნა? ჯერ არ მომსვლია მარა დაწმუნებული ვარ მალეიქნება
* * *
მეროე ან მესამე დღე გამომდიოდა 19 რიცხვი. ანუ შაბათს ველოდები წესით მაქსიმუმ კვირას.
კონკრეტულად ის არ უთქვია ციკლიდან ამა და ამ დღეს მოდიო პირდაპი 19 მითხრა. და მიტო დავიბენი. ესე მგონია ახლა მომივა მალე.
* * *
lesila90
დარწმუნებული ვარ შაბათსაც ყველაფერი კარგად იქნება ❤️
* * *
Nina-Nina123456
გოგოების გამოცდილებიდან ვიცი მეც რომ ეს უსიმპტომობა უფრო ბევრს ჭირს და არა სიმპტომიანობა smile.gif როდის გიწევს ექიმთან მისვლა?

Posted by: ნინო333 15 Sep 2022, 13:12
ნიაკო12
მნიშვნელობა არა აქვს რიცხვს,თუ ციკლის მეორე დღეს ხართ დაბარებული,უნდა მიხვიდეთ მეორე დღეს.არ აქვს მნიშვნელობა 17-ში მოვა თუ 18-ში, მასე იბარებენ ძირითადად და აუცილებლად მიდით მეორე დღეს.

Posted by: ნიაკო12 15 Sep 2022, 13:42
ნინო333
ხო და მაგას ვამბობ რომ არ უთქვამს ექიმს მეორე დღეო ესე დაემთხვა და უბრალოდ 19 რიცხვი მითხრა. და ზოგადად ხომ მეორე რიცხვიდან იწყება მზადებაა არ ვიცი ზუსტად :/
* * *
ნინო333
მადლობა. ❤️ თუ მომივიდა ვეტყვი მაშინ
* * *
ზუსტად არც ვიცი დამაწყებინებს თუ არა სტიმულაციებს ახლა მარა მაინც. იმედია დამაწყებინებს.
* * *
სტიმულაცია რამდენ დღიანია ამ შემთხვევაში როგორ არის?
* * *
უფრო ნემსები მაინტერებს რა როგორ არი :დდ

Posted by: ნინო333 15 Sep 2022, 14:21
ნიაკო12
მაშინ დაურეკეთ აუცილებლად როცა მოგივათ და უთხარით რომ დაგეწყოთ ციკლი და რასაც გეტყვით ისე მოიქეცით. წარმატებები ❤

Posted by: ნიაკო12 15 Sep 2022, 15:02
ნინო333

მადლობა დიდი❤️

Posted by: lesila90 15 Sep 2022, 15:55
ნიაკო12
მეორე ან მესამე დღეს მიდიხარ. მე მესამე დღეს მივედი. და იმავე დღეს დავიწყე სტიმულაცია. დამიბარე მერე 7 დღეს. ეხლა შაბათს რომ წავალ მექნება 10 დღე . მერე არ ვიცი როგორ დამიბარებს. ანუ ფოლიკულებს დააკვირდება პლიუს ჰორმონების ანალიზებს გაგიკეთებს და იმის მიხედვით წამოების დოზებს დაგირეგილირებს

Posted by: ნიაკო12 15 Sep 2022, 17:20
lesila90
მადლობა ვნახოთ რა იქნებაა ❤️❤️❤️

Posted by: lesila90 15 Sep 2022, 20:39
გოგოებო კითხვა მაქვს. ფრეშად გადატანა ანუ იმავე ციკლში ხდება? და ამართლებს ნეტა? ექიმმა
მითხრა თუ მომეწონა ენდომეტრიუმი და ანალიზებიც მწყობრში იქნება შეიძოება გადაგიტანოო. ახლა გამახსენდა და ავნერვიულდი შეიძლება ეგრე? და რამდენად ამართლებს

Posted by: ნინო333 15 Sep 2022, 21:14
lesila90
კი ხდება და ამართლებს. მე გადავიტანე წინა მცდელობა ფრეშად და მიემაგრა უპრობლემოდ.

Posted by: lesila90 15 Sep 2022, 21:34
ნინო333
რა კარგიააა❤️❤️❤️დიდი მადლობა❤️❤️ 2kiss.gif

Posted by: ნინო333 15 Sep 2022, 21:45
lesila90

წარმატებები ❤

Posted by: lesila90 15 Sep 2022, 22:05
ნინო333
მადლობა საყვარელო❤️❤️ 2kiss.gif

Posted by: ნიაკო12 15 Sep 2022, 22:22
გადამაგდო ციკლმა და არ მოვიდა smile.gif დილით რა იყო ის და რა მჭირდა არ ვიცი ...
* * *
გოგოებო. ნორკოლუტის ფონზე სიცხის მოცემა იცის ციკლის წინ? :| დაბალი სიცხე მაქ.
* * *
დღეს აღარ დამილევია გუშინ მოვრჩი. 26 დღე მაქ.

Posted by: lesila90 15 Sep 2022, 23:08
გოგოებო კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ექიმმა არაფერი თქვა და სტიმულაციის დროს ურთიერთობა შეიძლება ? smile.gif
* * *
ნიაკო12
ნორკოლუტის დამთავრებიდან 2-3 დღეში მოგივა

Posted by: ANAANI123 15 Sep 2022, 23:51
lesila90
ურთიერთობა არ შეილება, მითუმეტეს თუ უკვე გაზრდილია საკმაო ზომაზე ფოლიკულები, ჯერ დისკომფორტით იქნება და არც შეილება, არც ასპირაციის მერე შეილება სანამ არ მოგივა ახალი ციკლი

Posted by: საბისაბი85 16 Sep 2022, 09:27
გოგოებო ჰისტეროს დროს აღმომაჩნდა ჰიპერპლაზია და უნდა ამოკვეთონ ვინმე გაქვთ გაკეთებული ეგ ოპერაცია? და ინ ვიტროს ვაპირებ და როდის შევძლებ დაგეგმვას და ყველაფერი მაინტერესებს, ექიმი ჯერ ვერ ვნახე რო კითხვებზე გამცეს პასუხი

Posted by: Freni_99 16 Sep 2022, 11:07
საბისაბი85
ჰისტეროს დროს აღმოგაჩნდათ, ანუ, ჰისტერო გაიკეთეთ უკვე და არ მიხედეს?
ზოგადად, სტიმულაციის წამლებმა შეიძლება კიდევ გააჩინოს რამე მსგავსი და გირჩევთ, ჯერ სტიმულაცია გაიკეთოთ, გაყინოთ და გადატანამდე გაიკეთოთ ჰისტერო

Posted by: magdalea 16 Sep 2022, 11:28
lesila90

ექიმმა რომც არ თქვას ლოგიკურადაც არ შეიძლება ამდენი გაზრდილი ფოლიკულის ფონზე. იმედია მეუღლე გამგები აღმოჩნდება ასეთ დროს.

Posted by: lesila90 16 Sep 2022, 12:36
magdalea
მეუღლე თვითონ მეუბნებოდა არ შეიძლებაო მე რა მეტაკა არ ვიცი smile.gif არადავექიმმა შაბათამდე რაც გინდა ქენიო smile.gif და მაგიტო მეგონა რომ
შეილებოდა

Posted by: საბისაბი85 16 Sep 2022, 12:47
Freni_99
გუშინ გამიკეთეს ჰისტერო და აღმოჩნდა ჰიპერპლაზია მაგრამ ხელსაწყო არ ქონდათ რომ ამოეჭრათ და დღეს გამიკეთეს ისევ ჰისტერო, ეგ კიდე არაფერი მაგრამ ნახევრად განუვითარებელი საშვილოსნო გაქვსო და კიდე რაღაცები ნახევრად ნარკოზში ვიყავი ეგ დამემატა ახალი პრობლემა კიდე

Posted by: Freni_99 16 Sep 2022, 12:53
საბისაბი85
სად გაიკეთეთ? ხელსაწყო არ ჰქონდათ, რას ნიშნავს, ცოტა ვერ მივხვდი

Posted by: ნინო333 16 Sep 2022, 14:25
გოგოებო გამარჯობა. სამწუხაროდ ამჯერადაც შეწყდა ჩემი ორსულობა. რაღაც შეკითხვა მაქვს, მოკლედ ვადების გამო მჭირდება გამოტუმბვა. მინდოდა გამეკეთებინა გოგი ცერცვაძესთან, მაგრამ ორშაბათამდე არ ვიქნებიო და გადამამისამართა ვინმე მზია ბუსიშვილთან,თუ გსმენიათ ეს ქალი და რამდენად კარგად აკეთებს? ცუდად დამთავრდა ჩემი წინა გამოტუმბვა და მაგიტომ მეშინია. და კიდევ ,რომ მოვიცადო ორშაბათამდე რამე მომივა ამ ორ-სამ დღეში?წამლები შევწყვიტე დღეიდან და ორშაბათს რომ გავიკეთო გოგისთან გვიანია უკვე? ჯვარი გწერიათ ყველას,მაგრამ ვისაც გამოცდილება გაქვთ იქნებ დამეხმაროთ მოვიფიქრო რა ვქნა.

Posted by: a-liza 16 Sep 2022, 14:46
ნინო333
აუ, როგორ მქონდა იმედი, გამომიცდია და მესმის შენი... აუცილებლად გახდები დედა, ეს უნდა გვჯეროდეს, ამდენი ბრძოლა უშედეგოდ არ ჩაივლის.
რამდენი კვირის ვადებს შეეფერება ემბრიონი? 10 კვირის ვიყავი და 6.5 კვირისას შეესაბამებოდა. მე მედიკამენტოზურით გავიკეთე. რა შეეხება მოცდას, მე მგონი 3 დღე არაფერს იზამს,მაგრამ არ გარისკო,თუკი ექიმი მალევე გეუბნება გამოტუმბვას.

Posted by: ნინო333 16 Sep 2022, 14:53
analiza
უკვე აღარაფრის აღარ მწამს და აღარ მჯერა. არ ვიცი ვისთან გავიკეთო,ჩემთან ემბრიონი 8.6-კვირას შეესაბამება,თითქმის 9 კვირას და მედიკამენტური არაო გოგიმაც ეგ გვითხრა ტელზე.ვისთან გავიკეთო არ ვიცი

Posted by: LILU0404 16 Sep 2022, 15:03
ნინო333
არ ვიცი ამ დროს როგორ უნდა განუგეშო, ერთი მინდა მხოლოდ ჩაგიკრა გულში და შენთან ერთად ვიტირო, რადგან ეხლა ამას ისედაც ვაკეთებ.
რა სასტიკია ეს ცხოვრება, ვკითხულობ შენს პოსტებს და არაფერი დაგიკლია, რატომ უნდა მომხდარიყო ასე? sad.gif
ძალიან კეთილი ხარ, მგრძნობიარე და თბილი, სიკეთის მეტს არაფერს ასხივებ, ვიცი შენც გაგიმართლებს აუცილებლად, მაგრამ რატომაა ამდენი წვალება საჭირო როცა ასე კეთილშობილური მიზნები გაქვს, სამყარო იდუმალებითაა მოცული.

Posted by: Liza12 16 Sep 2022, 15:09
ნინო333
ძალიან ძალიან მეტკინა გული .მჯეროდა რომ კარგად იქნებოდა ყველაფერი.
მზიაზე ცუდის მეტი არაფერი მსმენია მაზოხისტი ქალია. სხვასთან წადი.მე დავარაშვილში ლელა ურიდიამ გამიკეთა და ძალიან კმაყოფილი ვარ

Posted by: Meilisi 16 Sep 2022, 15:16
ნინო333
უფფ ყველაზე საშინელი შეგრძნებაა ივნისში მეც გამოვიარე ეგ დღეები. ძალიან კარგად მესმის შენი.

Posted by: ნინო333 16 Sep 2022, 15:17
Liza12
მეც არ მომეწონა სახეზე,რო შევხედე გამაჟრიალა. ინტში მოვიძიე და უსიამოვნო სახე აქვს. ნინო კეკუამ გამიკეთა წინა და რავიცი არ ვარ კმაყოფილი.მაგ ლელას ნომ ხომ არ გაქვს? არ გვპასუხობენ დავარშვილში რომ ვრეკავ.

Posted by: Meilisi 16 Sep 2022, 15:25
გურგენიძესთან გადავამოწმე და მითხრა არაფერი აზრი არ აქვს კიდე 1 კვირის მოცდას მერე მედიკამენტები უკვე არ გიშველისო. შევწყვიტე წამლები და ჩემმა ექიმა ამ კაცის ნომერი მომცა. არ დამირეკავს.წამლების შეწყვეტიდან მეორე საღამოს დაიწყო წამოსვლა მესამე დღეს ისეთი ტკივილები მქონდა და ისე ცუდად ვიყავი როგორც მშობიარობისას მოკლედ 1 კვირაში დამთავრდა ყველაფერი.

Posted by: ნინო333 16 Sep 2022, 15:25
ან დავარაშვილის ნომერი ხომ არ გაქვთ პირადად?კლინიკაში არ მპასუხობენ

Posted by: Liza12 16 Sep 2022, 15:28
ნინო333
599 50 40 20 აი ესაა

Posted by: ნინო333 16 Sep 2022, 15:29
გოგი ცერცვაძემაც უარი მითხრა,დიდ ვადებზე აღარ ვაკეთებ მეო,მაინც უნდა გდამემისამართებინე მაგ მზიასთანო და რა აზრი აქვს ორშაბათამდე ლოდინსო. მოკლედ ვისთან გავიკეთო sad.gif
* * *
Liza12
ლელა ურდიას ნომერია ეს ხო? რა ვადაზე გაგიკეთა?

Posted by: lesila90 16 Sep 2022, 15:34
sad.gif sad.gif sad.gif sad.gif მიზეზი რა გითხრეს რატო შეწყდა

Posted by: Liza12 16 Sep 2022, 15:34
ნინო333
ეს დავარაშვილის ნომერია დაურეკე და გეტყვის ლელას ნომერს.კეკუაც კაია . მე 8 კვირა და 4 დღეზე შეწყვეტილი გავიკეთე 11.5დღეზე

Posted by: lesila90 16 Sep 2022, 15:44
ნინო333
როგორ მეწყინაა sad.gif გაიკითხე აუცილებლად სად როგორ აკეთებენ და შენს ექიმსაც ჰკიხე ის რას გირჩევს

Posted by: ნიაკო12 16 Sep 2022, 16:19
ნინო333
რა ძნელია sad.gif მიზეზს ამბობენ რამეს? sad.gif

Posted by: nefertiti987 16 Sep 2022, 20:04
ნინო333
რა რთული დღეები გაქვს და როგორ მინდა გაგამხნევო.მე 7 წლიანი უნაყოფობის, ორი ინვიტროს და ორჯერ შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ,აგერ ერთი თვის უჯანმრთელესი შვილი მყავს. შარშან ამ დროს,როცა გოგიმ მედიკამენტი და ჭიქა წყალი მომაწოდა, არ დავიჯერებდი ვინმეს რომ ეთქვა დედა გახდებიო.არაფერი არ გამიკეთებია განსხვავებული, უბრალოდ ხარისხიანი კვერცხუჯრედი წამოვიდა იმ თვეში და ბუნებრივი ორსულობა დადგა. ლელა ურიდიასთან მეც მქონია შეხება და ნამდვილად კარგი შთაბეჭდილებით ვარ, ხვალ შეგიძლია დაურეკო.მიეცი შენს თავს გლოვის უფლება,თუმცა იმედი არ დაკარგო გთხოვ

Posted by: Anabeli111 17 Sep 2022, 00:12
ნინო333
ძალიან ძალიან ვწუხვარ sad.gif

მზიასთან მე მაქვს გაკეთებული 11.4 დღეზე, ნაყოფის ზომები 8.4 დღეს შეესაბამებოდა. წამლები დავლიე, მაგრამ არ ჩამოვიდა თავისით და დამჭირდა ჩარევა. გოგიმ დამალევინა წამლები. რომ მივედი კლინიკაში, გოგი არ იყო და მითხრა მზია მოგხედავსო.

ბევრი საშინელება წამიკითხავს მაგ ქალზე,მაგრამ მე პირადად მსგავსი არაფერი მიგრძვნია მისგან. პირიქით, მანუგეშებდა. გავიკეთე ნარკოზით, რა თქმა უნდა, რადგან მაგ პროცედურად ფხიზელი არ და ვერ გავუძლებდი.

ერთი რჩევა ის მაქვს, რომ წაიყოლოთ აუცულებლად ვინმე ოჯახის წევრი და მარტო არ იყოთ.

ციკლი ზუსტად 1 თვეში აღმიდგა და კოლპოსკოპიაც რომ გავიკეთე, იდეალურად იყო ყელიც და საშვილოსნოც ჩარევის მერე.

Posted by: ნინო333 17 Sep 2022, 08:26
დიდი მადლობა გოგოებო გამხნევებისთვის და თითოეული იმედიანი სიტყვისთვის...ისე ვარ დაცარიელებული ახლა სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემ მდგომარეობას.ასე მგონია სახლიც დაცარიელდა და სულ მარტო დავრჩი ამ სყაროში.ვიცი მამხნევებთ,მაგრამ გზას ვეღარ ვხედავ სამწუხაროდ...იმედი გამიქრა და გამოსავალი არ ჩანს...დაუსრულებელი წრეა მგონია ეს ჩემი შეწყვეტები ამხელა ვადებზე.თან მხოლოდ ამას ქონდა ხარვეზი,დანარჩენები ემბრიონები იდეალურად იყო.ესიც გამოსწორებისკენ წავიდა ბოლოს,მაგრამ.... არაფერი დავაკელი საერთოდ...მოკლედ არ ვიცი ამის მერე საერთოდ თუ კიდე ღირს გაგრძელება.როგორ ვლოცულობდი თუ უნდა შეწყდეს არ დადგეს საერთოდ ორსულობა მეთქი,მეოთხედ უკვე...ჯოჯოხეთია ეს და მტერს არ ვუსურვებ...მსგავსი სიტუაციით ბოლოს თუ ვინმეს გამოსვლია რამე არ მჯერა და ვერ წარმომიდგენია უკვე რომ ამ ჯოჯოხეთური წრიდან თავს დავიხსნი...ამას მერჩია არასდროს დამდგარიყო ორსულობა....გულის ცემა აღარ არისო მაგ სიტყვების გაგებას ყველაფერი მერჩივნა იმ დროს,მეც გამიჩერდა გული...სად იყო ჩემი ღმერთი ამ დროს?...ვიცი აქ ასეთი პოსტები არ უნდა ვწერო და იმედიანად ვიყო,მაგრამ გული გამისკდება სადაცაა და სადმე რომ არ ვთქვა გავსკდები შუაზე...ცრემლი არ გამშრობია თვალზე,ყველაფერი მტკივა ამდენი ფიქრისგან და ტკივილისგან....რამე პატარა იმედი რომ მაპოვნინა,ის ჩავეჭიდებოდი ახლა...აღარც ძალა,აღარც ფინანსები,აღარც ჯანმრთელობა...რა გავაკეთო უბრალოდ,კიდე რა გავაკეთო ხალხო? sad.gif გზა მანახეთ ვინმემ,ჩიხში ვარ შესული ...

Posted by: Mia20 17 Sep 2022, 08:29
ნინო333
ძალიან მძიმე გადასატანია ის რაც ახლა ხდება შენთავს((
აი ამდენს აქ დაგიწერეს გოგოებმა კიდეც, მათ შორის მეც გამოვლილი გვაქვს ეგ ტანჯვა sad.gif წინა წელს განსაკუთრებით საშინელება ხდებოდა ჩემთან გოგისთან წამლის დალევა აგვისტოში და მიყოლებით ნოემბერში მომიწია 8 კვირაზე წყდებოდა..
მაგრამ ახლა ხო ხედავ უმეტესობა დედები და ორსულები ვართ)) მალე ჩაივლის ყველაფერი და ძალიან მალეც მოვა შენთან ეს სიხარული))

Posted by: ნინო333 17 Sep 2022, 08:33
Mia20
რა გააკეთეთ,რა გამოსავალი ნახეთ,როგორ შეინარჩუნეთ ორსულობა,უკვე ვერ ვნახულობ გამოსავალს. ნუთუ 4 შეწყვეტის მერე შეიძლება კიდევ მქონდეს იმედი რომ მეყოლება? რანაირად მოვიქცე აღარ ვიცი sad.gif

Posted by: Mia20 17 Sep 2022, 08:45
ნინო333
კი კი ყველაფერი შესაძლებელია 3 შეწყვეტა მაქვს და ანალოგიურად ვიყავი ბოლოს კლექსანებსაც ვიკეთებდი რომ გავიგე თრომბოფილიის ამბავი მარა მაინც რომ გაუჩერდა გული აი მეთქი ახლა რაღა ვქნა რა გამოვიკვლიო მიზეზს რომ ვერ მეუბნებოდნენ გიჟს ვგავდი..

გეგმა ასეთი იყო მერე გამოვტოვე 6 თვე და ამასობაში მივიყვანე მეუღლე შოთასთან ხელმეორედ გადასამოწმებლად. რეპროდუქტოლოგები მეუბნებოდნენ კარგად აქვს ყველაფერი მარა მაინც მიზეზი რომ გვეპოვა.. მე მივედი თრომბოფილიას ვინც მართავდა და თან რეპროდუქტოლოგიც იყო ეგეთთან და ავარჩიე ეკა კორკოტაშვილი
აღმოჩნდა რომ მეუღლესთან მშვიდობა იყო მარა ის დოზა 0,4 იანი არ მყოფნიდა მე. დამაწყებინა 2 თვით ადრე გამათხელებლები 0,6 იანი დოზით და ორსულობაშიც 0,6+0,4 იანი დოზა დილა საღამოს + თრომბოფლოუ (წონით არ გეგონო დიდი 55 კგ ვარ)
ანუ არვიცი რა ვინ როგორ უყურებს ამ თრომბოფილიის ამბებს მაგრამ ჩემთან სხვა მიზეზი უბრალოდ არ იყო და ვფიქრობ მაგაზე მკურნალობამ მომიყვანა აგერ 18 კვირის ვარ..
ვირუსები ვაფშე ყველაფერი 2 ჯერ მქონდა მგონი გამოკვლეული მეც მეუღლესაც. მეუღლეს იდეალური სპერმოგრამა. ხო კიდე კოაგულოგრამა და დ დიმერი ყოველთვის იდეალური მქონდა. ეს თრომბოფილია არ ჩანს აშკარად მაგით
* * *
ოსიძესთანაც დავდიოდი, თამთა ცაავასთანაც და გაგუას ექიმებშიც მარა გეუბნები ვერავინ მიშველა sad.gif

Posted by: ნინო333 17 Sep 2022, 08:53
Mia20
რა კარგია,ღმერთმა მშვიდობიანად მიგიყვანოს ბოლომდე ❤ მეც თრომბოფილია მაქვს და თამარი მართავდა, 0.4 მქონდა დოზა დანიშნული, მერე კოვიდი შემხვდა და ამერია ალბათ სისხლი. 0.6-ზე რომ გადავედი გვიანი იყო იქნებ,წონაც დიდი მაქვს მაგრამ არ გინდა მეტიო გაიგიჟა თავი ექიმმა. არ ვიცი იქნებ იყოს კიდე შანსი. 2 ემბრიონი დამრჩა და იმედი მაქ გადაწურული sad.gif იქნებ ემბრიონების ბრალია და რამე ჭირთ...აღარ ვიცი,თუ ემბრიობს აქვს პრობლემა როგორ უშველის გამათხელებლები. მოკლედ ნეტა ტვინი დამილაგდებოდეს ახლა,ქაოსი მაქ თავში. ძალიან ცუდი ფიქრები მიტრიალებს sad.gif
* * *
თრომბოფლუსაც ვსვამდი კიდევ ხო...

Posted by: magdalea 17 Sep 2022, 09:05
ნინო333

აი არვიცი რავთქვა..
რომც მქონდეს საჭირო სიტყვები ვიცი, რომ აზრი არ აქვს ეხლა არაფრის თქმას..
მე შარშან დადასტურებული ორსულობა შემიწყდა პირველი გადატანის მერე და იმხელაზე დავეცი სულიერად დიდი დრო დამჭირდა ფეხზე წამოსადგომად და მითუმეტეს, როცა ამხელა ვადაზე წყდება ორსულობა, თან მერამდენედ, წარმოუდგენელი სულიერი ტანჯვა და ტკივილია ქალისთვის..

მე როგორც აქ ხშირად დამიწერია და გოგოებსაც ხშირად ვურჩევდი, თუნდაც ვინც პირველად შეუდგა ინვიტროს გზას და საერთოდაც, იმ განსაცდელის წინაშე დააყენა სამყარომ, რომ ჩვენმა შვილებმა გადაწყვიტეს მარტივი გზებით არ მოვიდნენ ჩვენთან, მგონია რომ არის რაღაც ჩვენს სულიერ სამყაროში, ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ქვეცნობიერში მოსაფერებელი და შესაცვლელი, გასაძლიერებელი და გადასატანი. არვიცი როგორს, მაგრამ მგონია რაღაც სულიერ ტრანსფორმაციას ელიანხოლმე ჩვენგან ჩვენი შვილები იმისთვის, რომ დედები გავხდეთ და მოვიდნენ ჩვენთან..

თუ წაიკითხავ ეხლა ამას ზუსტად ვიცი არაფერს არ მოგცემს ეს სიტყვები, სანამ ამ ტკივილში ხარ და დრო გჭირდება, რომ ოდნავ მაინც შეგიმსუბუქდეს ის მტკივნეული სიცარიელე რასაც ეხლა გრძნობ..

მაგრამ გახსოვდეს რომ ადამიანს იმაზე მეტის გაკეთება შეუძლია ვიდრე წარმოუდგენია..

ერთს გირჩევდი ჩემი პირადი გავლილი გზით და გამოცდილებით, რომ აუცილებლად იზრუნე შენი მომავალი შვილების გამო მათი დედიკოს სულიერ მდგომარეობაზე და სულიერ სიმშვიდეზე..

ჩემი ანამნეზია:
41წლის, 13 წლიანი უშვილობა.
ბოლო 3-4 წელი საკუთარ თავზე მუშაობა და სულიერი ტრანსოფრმაცია, დედობისთვის შემზადება.
უამრავი გაუცნობიერებელი შიშებისგან და ნეგატიური რწმუნებულებებისგან განთავისუფლება.

ნუ ვუყურებთ იმას რომ ვიღაცას რაღაც მარტივად გამოსდის.. ჩვენ სხვა გზა შეგვხვდა გასავლელი ამ სამყაროში, მათ სხვა..

ამ ეტაპზე სულიერ სიმშვიდეს და სიძლიერეს გისურვებ, რომელიც შენშია და რომელიც დაგეხმარება ამხელა ტკივილის გადალახვაში, მერე კი, მერე აუცილებლად გამოჩნდება ის გზა, რომელსაც ეხლა ვერ ხედავ ჯერ love.gif

Posted by: Mia20 17 Sep 2022, 09:07
ნინო333
მასე ხარისხი ავიკვიატე მერე მეც.. ცადე მაინც თრომბოფილიაზე მკურნალობა დაიწყე ჯერ 2 -3 თვით ადრე და მიაყოლე მერე გადატანაც. ასე ორსულობაში დაწყებული გამათხელებელი არ არის საკმარისი როგორც ჩანს.
ჩემი ორსულობებიც ისე მიდოდა ერთხელ ნაყოფი ჩამორჩებოდა ვადებს სუსტი გულისცემა, მეორეჯერ სანაყოფე პარკი იყო პატარა და საბოლოოდ მასე ვერ მიდიოდნენ 8 კვირაზე შორს((

Posted by: a-liza 17 Sep 2022, 09:11
ნინო333
QUOTE
. 2 ემბრიონი დამრჩა

ნახევარი საქმე გაკეთებული გაქვს, 2 ემბრიონი 2 შანსია love.gif არ დანებდე! შეისვენე ცოტა, ფსიქოლოგიურად, ემოციურად, ფიზიკურად, ამ პერიოდში საშოს მიკროფლორასაც მიხედე, ჰორმონები გადაამოწმე,და აუცილებლად გახდები ჯანმრთელი შვილების დედიკო :*
ვიცი ზუსტად რასაც გრძნობ, რომ ვკითხულობდი ახლა შენს პოსტს, ჩემი თავი გამახსენდა, როგორი სასოწარკვეთილი ვიყავი, უიმედო,როცა გულისცემა შეწყვეტილიაო მითხრეს, მაგრამ მეორე დღიდან უკვე მოვიკრიბე ძალა და დავიწყე ბრძოლა,წელიწადი და 5 თვეა იმ შეწყვეტილი ორსულობიდან გასული, იმის შემდეგ 2 ბიოქიმიური ორსულობა იყო, ტესტები სხვა ციკლებშიც მიწითლებდა,მაგრამ ხეგეთი ვერ გამოვიჭირე და ამიტომ მხოლოდ ხეგეთი დაზუსტებულ ბიოქიმიურებს ვითვლი. მე ასაკიც მაქვს, 42 წლის ვარ და მიუხედავად ამისა, ფარხმალს არ ვყრი და ბუნებრივად ვცდილობ ისევ. შენ ახლა ყველაზე მეტად გადართვა და დასვენება გჭირდება,რომ მერე შენი ემბრიონები სიმშვიდეში გადაასკუპო. ახლა გამოტუმბვა მშვიდობიანად ჩამთავრდება და ძალა ისევ დაგიბრუნდება... არ უნდა დავნებდეთ!

Posted by: ნინო333 17 Sep 2022, 09:13
magdalea
ახლა ისე ვარ,ასე მგონია ამ მდგომარეობაში სამუდამოდ ჩავრჩები...ჩემით ვეღარ დავაღწევ თავს...ალბათ დამჭირდება სპეციალისტის დახმარება. საკუთარი ფიქრებისაც მეშინია დღეს ისე ვარ sad.gif მადლობა გამხნევებისთვის ❤
* * *
Mia20
ჩემთან რო ყველაფერი კარგად მიდის,გულის ცემაც,პარკიც,ნაყოფიც და აი ყველაფერი,ეგ მიხეთქავს ზუსტად გულს...ეს ბოლო იყო ხარვეზით თორე წინა სამი მშვენივრად იყო ყველაფერი sad.gif ღმერთმა ქნას და სისხლის მიმოქცევის ბრალი იყოს.
* * *
analiza
ხანდახან ეგოისტურად მარტო მგონია ხოლმე თავი ამ სამყაროში,თითქოს ყველაზე დიდი პრობლემა მე მაქვს დედამიწის ზურგზე sad.gif მერე რომ ვკითხულობ გოგოების პოსტებს მრცხვენია საკუთარკ თავის...ყველა როგორ ვწვალობთ და როგორ რთულ გზას გავდივართ. როგორ მინდა ყველას გაუმართლოს და სულ დადებითი ამბები გვესმოდეს ერთმანეთის.რა მაგარი გოგო ხარ რო არ ნებდები. 35 წლის ვარ და ლამისაა ჩავიქნიო ხელი.მადლობა გამხნევებისთვის❤ აუცილებლად გამოგივა ყველაფერი მაგ განწყობით რომ ხარ ❤

Posted by: magdalea 17 Sep 2022, 09:33
ნინო333

QUOTE
ახლა ისე ვარ,ასე მგონია ამ მდგომარეობაში სამუდამოდ ჩავრჩები...


აბსოლუტურად შენს ხელშია და შენზეა დამოკიდებული..

გამიხარდა რომ წავიკითხე 2 ემბრიონი გყოლია love.gif

ოღონდ მე შენს ადგილზე არ გადავიტანდი ჯერ სანამ
QUOTE
საკუთარი ფიქრებისაც მეშინია დღეს ისე ვარ
ამ ფიქრებს არ მოეფრები და თუ შენით გაგიჭირდა არ დაიხმარ ვინმეს რომ განთავისუფლდე თუნდაც წარსული მძიმე გამოცდილებებისგან, რომ მაგ შიშებმა არ შეგიშალოს მომავალში ხელი.



Posted by: ANAANI123 17 Sep 2022, 10:21
ნინო333
არც ვიცი რა დაგიწერო თავს ვარიდებ ორი დღეა ამ თემას, ძალიან ძალიან ვწუხვარ,
გული ჩამწყდა აი მართლა, შეწყვეტა არ მქონია მაგრამ ერთხელ იყო მეორე გადატანაზე ტესტმა მიჩვენა და ბიოქიმიური იყო, აი მაშინ მართლა მაგრად დავეცი, წარმომიდგენია როგორ ხარ sad.gif(((( ამ ხნის მანძილზე სულ ვფიქრობდი სად არის ეხლა ღმერთი რას მერჩის, ცუდი ადამიანი ვარ მაგრამ ჩემზე ცუდებსაც ხო ყავთ შვილები, ქუჩაში რომ ყრიან, ძალიან უსამართლოა სამყარო ძალიან, მაგრამ სადღაც არის ჩვენი ბედი დაწერილი, ალბათ ესე უნდა მომხდარიყო 11 წელი მეწვალა და ეხლა უფრო დიდი ბედნიერებაა ორსულობა, არ ვიცი რა გითხრა, მჯერა ეს შენი ბრძოლა უშედეგოდ არ ჩაივლის და დედა გახდები ❤️ ახლა კი გამძლეობას გისურვებ ❤️

Posted by: Anabeli111 17 Sep 2022, 10:35
ნინო333
მეც მია20-ის მსგავსი შემთხვევით ვარ. გენეტიკურ შეუთავსებლობაზე მიშვებდა ალეკო ხელაიამ.. სასოწარკვეთილებაში ვიყავი, მაგრამ მეუღლე გავუშვი შოთასთან.. მე ვიტამინებს ვიღებდი და ვისვენებდი ექიმისგან. რომ ვცადეთ და დადგა ორსულობა, ეკა კორკოტაშვილმა 0.6იანი ნემსით, ლიმფოცითოთერაპიით და ათასი წამლით მომიყვანა აგერ უკვე 38 კვირამდე.

ყველაფერი ძალიან კარგად იქნება ♡

ახლა რთული პროცედურები გაქვს გასავლელი.. მაგას რომ გადალახავ, მერე უკვე ახალი ძალებით შეუდგები ბრძოლას ♡ და კი! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ♡

Posted by: ნინო333 17 Sep 2022, 10:59
Anabeli111
რავიცი მეუღლეს იდეალური მდგომარეობა აქვს,არავის შეპარვია ეჭვი. ეგ კი არა სტიმულაციის წინაც არ უნიშნავდნენ არაფერს საპროფილაქტიკოდ,ძალით ვეხვეწებოდი რამე დაალევინეთ მეთქი sad.gif მივალ ეკასთან აუცილებლად,შეგიძლია პირადში მომწერო ლიმფიციტოთერაპიაზე დეტალურად რაც იცი?
* * *
magdalea
კი,ამ მდგომარეობიდან სანამ არ გამოვალ ვერ გადავიტან ნამდვილად sad.gif
ANAANI123
მადლობა საყვარელო გამხნევებისთვის ❤
* * *
მგონი ისევ ნინო კეკუასთან გავიკეთებ გამოტუმბვას დავარაშვილში,მაგრამ ახლა ერთ ექიმმა მითხრა მედიკამენტური მგონი მოერევაო და ვცადოთო,წესით უნდა მოერიოსო და ახლა გავიჭედე...ღირს რისკი და მედიკამენტურით ვცადო თუ წავიდე გამოტუმბვაზე და დავამთავრო უცებ ყველაფერი?

Posted by: adeline 17 Sep 2022, 11:45
ნინო333
დღეს ცოტა უკეთ არ ხარ? კორკოტაშვილზე კი გითხარი გუშინ და აგერ გოგოებმა რა ვრცლად და კარგად დაგიწერეს ყველაფერი. არ შეშინდე, შიში ძაან დამპალი რამეა. მე ახლაც ვებრძვი შიშებს და ვითრევ ფეხს ინვიტროს დაწყებაზე.
Anabeli111
ანაბელ, რა წამლები გქონდა დანიშნული? ლიმფოციტოთერაპია როგორ კეთდება? თუ შეძლებ რომ დაგვიწერო

Posted by: ნინო333 17 Sep 2022, 12:10
adeline
ვერ გეტყვი რომ უკეთ ვარ,დრო მინდა ალბათ მაინც. ეს პერიოდი რთულად ვიქნები და მერე გამივლის. ეგ შიშები საშინელებაა,მეც ეხოზე რომ მივდიოდი ფეხები უკან მრჩებოდა,ვიხსენებდი წინა ორსულობაც ამ ვადაზე შეწყდა მეთქი და შესვლა არ მინდოდა...

Posted by: Mia20 17 Sep 2022, 12:35
ნინო333
დღემდე მაქვს შიშები :/ ცუდი გამოცდილების გამო ალბათ და ეხოზე რომ შევდივარ ჯერ გული ხო უცემს ხომ ცოცხალიაა?! მაგას ვკითხულობ და მერე რას ზომავენ აღარ ვინტერესდები ხოლმე smile.gif)

Posted by: ნინო333 17 Sep 2022, 12:42
Mia20
რა მწარეა ეგ შეგრძნება ღმერთო sad.gif უფალი გფარავდეს და მშვიდობიანად მიგიყვანოს ბოლომდე.ყველაფერი კარგად გექნება. ნუ დაისტრესავ ახლა თავს ჩემი ამბებით. ჩემზე ყველას წარუმატებლობა მოქმედებს და გული მეწურება ხოლმე. შენ უკვე გადალახე ის მთავარი ეტაპი და ღმერთის წყალობით ჯანმრთელი პატარა გეყოლება❤

Posted by: Anabeli111 17 Sep 2022, 12:46
ნინო333
adeline
დავიწყებ იმით, რომ ეკაზე ფბ ჯგუფებში მოვიძიე და უკვე ვიცოდი, რომ როცა დავრჩებოდი ორსულად, მასთან უნდა მივსულიყავი. კლინიკის ინფოზე რომ გადავედი, ძალიან გამიცრუვდა გული. ფულისტების ბუდეაო და კი ეგრეა ნამდვილად. მაგრამ მაგისთვისაც მზად ვიყავი.

პირველად ეკას 5 კვირაზე დავურეკე, მაგ დროს უკვე ვიცოდი ორსულობა და ჩემით ვიღებდი 0.4იანს, ლუთეინას, კარდიომაგნილს და ფოლატს. მაგრამ შემხვდა კორონა და ვერ მივედი კლინიკაში. ამიტომ ეკას ვესაუბრე ონლაინ და გადამიყვანა სასწრაფოდ 0.6იანზე. კარდიო ჩამინაცვლა თრომბოფლუთი, დამინიშნა მეთიპრედი, ცოტა ხანს ელ თიროქსინსაც ვსვამდი, რადგან მაღალი მქონდა ტსჰ.

როგორც კი გავისტუმრე კორონა, მივედი და უკვე დამაიმედებელი პროგნოზინიყო ეხოზე, რადგან ვადას მიჰყვებოდა ორსულობა (არცერთ ორსულობაზე არ მიჰყვებოდა ემბრიონი გესტაციურ ვადას, არცერთზე).

მერე დამიმატა ორთომოლ ნატალი ,რომელიც კი, ძვირი ღირს და უამრავი შემცვლელი არსებობს მისი, მაგრამ ჩემთვის შედარებით კომფორტული დასალევი იყო, რადგან ბევრ ვიტამინს შეიცავს და თან ფხვნილის სახით ადვილად ვსვამდი.

მერე დამინიშნა ლიმფოცითორეაპია (ზოგს თავიდანვე უნიშნავს).
ამ პროცედურის დროს ჯერ ამოწმებენ მეუღლის სისხლს, რომ ვირუსები ან რამე სრ იყოს სისხლში. მერე ასუფთავებენ და ტოვებენ მარტო ლიმფოციტებს. ეგ გამიკეთა მარცხენა მკლავში სამ ადგილას.

ამ პროცედურაზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგისთვის ფულის ყრაა და დიდი ვერაფერი შედეგი აქვს. ეკას თქმით, ამ პროცედურის დროს ძლიერდება დედის იმუნიტეტი და ანტისხეულად არ აღიქვამს ნაყოფს. მერე უცხოურ ფორუმებზე დავძებნეთ მე და მეუღლემ ინფორმაცია ,ბ ევრი კმაყოფილი პაციენტი იყო და ამიტომ გავიკეთეთ. ან უნდა მივყოლოდი ეკას და ან ისევ იგივე პროტოკოლით გამეარა ეს ორსულობა. მე სიახლე ვარჩიე და გაამართლა ♡

ყველას, უკლებლივ ყველას გექნებათ სასურველი შედეგი ძალიან მალე ♡
* * *
პ.ს: ხო, წამლებს ემატებოდა დროდადრო რაღაცები, ორთომოლისგან რო მასვენებდა ცალკე რკინას მინიშნავდა, ხან ომესამი დე3-ს და ასე შემდეგ.

ბოლოსკენ უკვე თავად დავიწყე გაცხრილვა :დ რასაც დეტალურად მიხსნიდა და მეუბნებოდა რისთვის იყო, იმას ვსვამდი. რასაც უბრალოდ წერდა და ვიტამინის ფუნქციას აწერდა, აღარ ვსვამ.

Posted by: adeline 17 Sep 2022, 13:43
Anabeli111
მადლობა ასეთი დეტალური ახსნისთვის. ვინსაც ინტრალიპიდს უსხავენ, იმათთან ალბათ არ დანიშნავს ლიმფოციტოთერაპიას, რადგან ინტრალიპიდი იგივე ფუნქციას ასრულებს, ანტისხეულებს წევს დაბლა, რომ უცხო სხეულად არ აღიქვას ნაყოფი დედის ორგანიზმმა. ორსულობამდე მოსამზადებელი კურსი არ გაგივლია ესე იგი ეკასთან, უკვე ორსული მიხვედი და ასეთი კარგი შედეგი დადო მაინც. თრომბოფილია გამოკვლეული გქონდა შენ? ორთომოლ ნატალი გადასარევია, მაგრამ სინთეზურ ფოლიუმს რომ შეიცავს?! მაგის შესახებ რა აზრისაა ხომ არ იცი?
* * *
ახლა ვნახე სელენს და იოდსაც შეიცავს. სელენზე ანალიზი ჩავაბარე და ნორმაზე მაღალი მომივიდა; არ ვიღებ კაი ხანია და ექიმმაც აღარ მიიღოო; იმედია ასეთ დეტალებსსც ითვალისწინებს. ნუ ანალიზის პასუხს თუ აჩვენებ, აბა რას იზავს.

Posted by: Anabeli111 17 Sep 2022, 13:58
adeline
მე ფოლატი რომ შევწყვიტე, მერე დამინიშნა ორთომოლი, თან მტფჰრ მუტაცია არ მაქვს. კი, თამთამ გამომაკვლევინა 2020-ში, 0.4იანი დავიწყე შარშანაც ორსულობის გაგებისას და ნუ არ გამოვიდა... ხეგე არ ორმაგდებოდა.. ჯერ გარე მეგონა, მერე ღრუში გადავიდა და მომეცა იმედი, მაგრამ... უშდეგო.

რატომღაც ქმრის თემას არც განიხილავდა თამთა, სხვათაშორის არც ეკა. უფრო ჩემს თრომბოფილიას აწვებოდნენ. მაგრამ მე მაინც ვერ მოვისვენე და ვფიქრობ შოთას წამლებმა+ეკას დანიშნულებამ გამოიღო ეს შედეგი ♡

თავიდან უამრავ ანალიზს მაბარებინებდა, მივენდე რასაც ჰქვია. მანდ ცუდი ის აქვთ
, რომ პასუხები არ მოგდის მეილზე და ეკასაც ვერ ვუბედავდი მაჩვენეთქო :დ უფასო ვიზიტზე რომ გამქონდა ისტორია რეგისტრატურაში, მაშინ ვავლებდი ხოლმე თვალს. ზოგადად ყველა კითხვაზე გიპასუხებს და ოდნავადაც რამე თუ არ მოსწონს,არ მშვიდდება.

Posted by: ნინო333 17 Sep 2022, 14:51
Anabeli111
გასაგებია...ეგ ლიმფოციტოთერაპია მეც შემომთავაზა თამარმა,მაგრამ იმ მომენტში ვერ მოვახერხეთ,იქნებ თუ კიდე გადავწყვეტ გადატანას მერე ჩავრთო მეც. მივალ ერთი მისვლა ეკასთან,ავუხსნი მდგომარეობას და ვნახოთ აბა რას მეტყვისმ

Posted by: საბისაბი85 18 Sep 2022, 20:27
Freni_99
ბათუმის ონკოლოგიურ ჰოსპიტალში გავიკეთე არ ელოდენ ჰიპერპლაზიას და სამი გინეკოლოგიური ოპერაცია ტარდებოდა კიდე მაგ დღეს და ხელსაწყო არ ქონდათ ეგ ნაკლებად მადარდებს თუნდაც მესამედ გაეკეთებინათ, სიმართლის მოსასმენად არ ვარ მზად და დიაგნოზი ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცი

Posted by: nopiahopi 19 Sep 2022, 02:33
ნინო333
მზია ბუსიშვილმა საშინელებები დამმართა 16-18 კვირაზე. კეკუასთან 13 კვირაზე მაქვს გაკეთებული და უპრობლემოდ ჩაიარა.

გამძლეობას და მხნეობას გისურვებ, მალე მოყოჩაღდები და შეუდგები ახალ, მშვიდობიან და წარმატებულ გზას პატარასთან შესახვედრად love.gif

Posted by: ნინო333 19 Sep 2022, 09:00
nopiahopi
მადლობა,კეკუასთან გავიკეთე და კარგად ჩაიარა ყველაფერმაო,მეც არ ვგრძნობ თავს ცუდად. იმედია რამე გართულება არ მოყვება. მაგხელა ვადებზე შეგიწყდა? sad.gif რა საშინელებაა ღმერთო sad.gif

Posted by: ივლისი 19 Sep 2022, 12:26
ნინო333
გამხნევებას და იმედის დაბრუნებას გისურვებ. დაღმართს ყოველთვს აღმართი მოსდევს ადრე თუ გვიან.
დაორსულების პრობლემა არ გაქვს როგორც ჩანს და თუ ეს თრომბოფილიები უშლიან ხელს , სუროგატზე ხომ არ გიფიქრია. ქეთი რას ამბობს ? სხვა პრობლემა არაფერი ჩანს ხო. ემბრიონები კარგია, ყოველთვის დგება ორსულობა.

Posted by: ნინო333 19 Sep 2022, 12:40
ივლისი
დაორსულობის პრობლემა არ მაქვს, ეგრევე დგება ორსულობა და ყოველთვის სამნიშნა ხეგეთი მათამამებს,მაგრამ რაღაც ვადაზე მიდის და გულის ცემა ჩერდება. მე მაინც ემბრიონებს ვაბრალებ,რადგან პირველი ორი ზუსტად ერთსა და იმავე ვადაზე შეწყდა 7 კვირაზე და ეს ბოლო ორიც 9 კვირაზე. თითქოს მიაღწევს იმ მაქსიმუმს და ვსიო ჩერდება....ქეთისთან არ მისაუბრია ჯერ,იმ დღეს არ იყო კლინიკაში,ამ კვირაში მივდივარ და ვანხოთ რას მეტყვის. სუროგაციაზე ვიფიქრებდი,მაგრამ ფინანსური მდგომარეობა არ მაძლევს მაგის საშუალებას.თრომბოფილიების ბრალი რამდენად არის უკვე ეჭვი მეპატება,რადგან გამათხელებლებს და თრომბოფლუს ვიღებდი.მოკლედ ბურუსითაა მოცული ჩემი ამბავი,სხვა ყველაფერი რიგზე გვაქვს მეც და მეუღლესაც. მაინც ემბრიონებს ვაბრალებ...ვეძებ ჩემ მსგავს ისტორიებს კეთილი დასასრულით,რომ იმედის ნაპერწკალი გამიჩნდეს,თორემ ჩიხში ვარ და ასე ვერ გავძლებ დიდხანს.

Posted by: ნიაკო12 19 Sep 2022, 16:42
დავიწყე გოგოებო სტიმულაცია ოფიციალურად დღეს... ♡

Posted by: narkozeli 19 Sep 2022, 17:17
ნინო333

იცი როგორ მესმის შენი? sad.gif დაჟე ორსულობის გაგონება აღარ მინდოდა მაგ დღეებში როცა მედიკამენტოზური დამჭირდა. ფსიქოლოგთანაც დამჭირდა ვიზიტი ისე ცუდად ვიყავი მაგრამ გაგიკვირდება და ციკლი აღმიდგა თუ არა ერთი სული მქონდა ტესტზე ორი ხაზი დამენახა)) დედობის სურვილი ძააან ამოუხსნელი ფენომენია.





გოგოებო ვიყავი დაკასთან და ჩემი ჰომოცისტეინი არ მოეწონა. დამინიშნა რაღაცეები sad.gif დავსქრინავ და გაჩვენებთ მედიკამენტები რაც დამინიშნა

თავს აღარ ვიცავ უკვეთქო რომ ვუთხარი, დღესვე დაიწყეო

Posted by: LILU0404 19 Sep 2022, 17:21
narkozeli
მე მახსოვს რომ თითქოს ერთი შეხედვით ნორმაში იყო ჰომოცისტეინი, ესეიგი მაინც არ მოეწონა sad.gif
დაგვისქრინე რა, ძაან მაინტერესებს.
QUOTE
თავს აღარ ვიცავ უკვეთქო რომ ვუთხარი, დღესვე დაიწყეო

ეს ვერ გავიგე, დღესვე დაიწყე დაცვაო?

Posted by: narkozeli 19 Sep 2022, 17:24
LILU0404

კიკი ეხლა სამსახურში ვარ და მანქანაში დავტოვე საბუთები, ნახევარ საათში ჩავაგდებ ფოტოებს. მაღალია ეს ჰომოცისტეინიო (14ის ჩათვლითაა ნორმა და 12 მქონდა)


QUOTE
ეს ვერ გავიგე, დღესვე დაიწყე დაცვაო?


არა ეს წამლები რაც დაგინიშნე დაიწყე დღესვეო

Posted by: adeline 19 Sep 2022, 17:34
ჰომოცისტეინი რაც უფრო დაბალია, მით უკეთესი. 7-8 არის იდეალური.

Posted by: narkozeli 19 Sep 2022, 17:36
adeline
QUOTE
7-8 არის იდეალური.


ზუსტად ეგ მითხრა

12 მაქვს მე და 7-8 არის იდეალური და უნდა დავწიოთ ესო. ბ ჯგუფის ვიტამინები დამინიშნა და ისეთი ფოლიუმი, პირველად რომ გავიგე. მოკლედ აი გავალ ეხლა რამდენიმე წუთში და ჩავაგდებ დანიშნულების ფოტოს

Posted by: Liza12 19 Sep 2022, 18:05
user posted image
ჯანმრთელობის სახლში ეს ნორმებიაა ნახე
* * *
გამოდის შენ მაღალი გაქვს და ძაან კაი რომ იწყებ მკურნალობას

Posted by: adeline 19 Sep 2022, 18:27
narkozeli
მრჩეველში ვიკეთებ სულ და სულ ახსნა-განმარტებით ჩაწიკწიკებული ჩამომდის გერმანიიდან ყველაფერი. ჰომოცისტეინის საუკეთესო დამწევი ბ12 და ფოლატია. ბ12 თუ 250-ზე დაბალი მოვიდა, ჰომოცისტეინი მაღლა იწევს. 146-დანაა ნორმა, თუმცა მტჰფრ მუტაციის შემთხვევაში მინიმუმ 250 უნდა იყოს. ვინ დაგიწერს ასეთებს აქ გაკეთებულ ანალიზებზე?! მე ქეთი მაბარებინებს ბ12, ფოლატზე და ჰომოცისტეინზე პერიოდულად. თუ რომელიმე არ მოეწონა, მაშინვე კორექცია შეაქვს დანიშნულებაში.

Posted by: ნინო333 19 Sep 2022, 19:48
ნიაკო12
წარმატებები ❤
narkozeli
მართალია და საიდან მომდის ხოლმე მერე ძალა ისევ გავიარო ეს გზა,აი არ ვიცი. ახლა ისე ვარ დაცემული ჯერ მაგაზე ფიქრსაც ვერ ვბედავ sad.gif
* * *
მეც გავიკეთე გოგოებო მაისში ჰომოცისტეინის ანალიზი. მრჩეველში გავიკეთე და 13.2 მქონდა,ნორმა 12-ზე ქვემოთ ეწერა. იზიფოლი დამინიშნა ექიმმა დღეში ერთხელ და ივლისის ბოლოს გადავიტანე,ისე რომ აღარ გადაგვიმოწმებია რამდენი იყო მაგ დროისთვის. შეიძლება მაგას შეეშალა ხელი რომ არ დაწეულიყო? ან მხოლოდ იზიფოლი დაწევდა?

Posted by: adeline 19 Sep 2022, 20:06
ნინო333
იზიფოლი ძაან ძლიერია და დაწევდა კი. ფერტილიტს არ სვამ შენ?

Posted by: ნინო333 19 Sep 2022, 20:08
adeline
არა,არც ბე ჯგუფის ვიტამინებს. ბ12 ნორმაში მქონდა ისე.

Posted by: adeline 19 Sep 2022, 20:10
ნინო333
თუ ნორმაში გქონდა, მაშინ იზიფოლი უპრობლემოდ დაწევდა.

Posted by: ნინო333 19 Sep 2022, 20:15
adeline
კი, მხოლოდ ჰომოცისტეინი იყო 13.2, ეგეც არაა საგანგაშო მაჩვენებელიო ქეთიმ,მაგრამ ნუ გავრისკავთო გადატანამდე იზიფოლს ვსვამდი. მადლობა ❤

Posted by: ნიაკო12 19 Sep 2022, 20:21
ნინო333
მადლობა ❤️
მიზანს აუცილებლად მივაღწევთ ყველა სანატრელ მიზანს ვის რამდენი დრო გვჭირდება მისაღწევად ეგ არ ვიცით თორე რომ იქნება მაგას წყალი არ გაუვა :*
* * *
ეს რთული დღეები აუცილებლად ჩაივლის სულ ასე არ იქნება ...

Posted by: narkozeli 20 Sep 2022, 00:18
adeline

ნახე რეები დამინიშნა.

თრომბოფილია არ გაქვსო დასკვნაში ჩამიწერა
user posted image
* * *
ნინო333
არც არის საჭირო ეხლავე გაგიაროს. ტკივილსაც უნდა მივცეთ დრო❤️

Posted by: ნინო333 20 Sep 2022, 09:16
გოგოებო დილამშვიდობისა. რაღაც გენეტიკური კვლევა რომ ტარდება ცოლ ქმრის,მგონი კარიოტიპი ქვია. სად შეიძლება გავიკეთო? კარგად სად აკეთებენ უფრო და რა ჯდება? ან მაგის პასუხი რამე ინფორმაციას მომცემს იმ ემბრიონებზე რაც გაყინული მყავს?ემბრიონებს ფიზიკურად ვერ ვიკვლევ,რადგან გაყინულია და მაგ ტესტის გაკეთებას ვფიქრობ.რას მირჩევდით? ან მაგის გარდა კიდევ რა ანალიზი შეიძლება გავიკეთოთ ცოლ ქმარმა,რომ დაახლოებით მივხვდე ემბრიონები ხომ არ არის, ან იყო უხარისხო და გენეტიკურად გაუმართავი.

Posted by: ნიაკო12 20 Sep 2022, 10:44
გოგოებო, გავიკეთე გონალი დღეს და იმ ფლაკონს ნემსს ვეღარ ვაძრობ მახსოვს მგონი რაღაც მოთხრა უნდა ჩაკეტო ჯერო თუ რაღაცა მსგავსი დავიბენი sad.gif ფლაკონი 450იანია და დავაყენე ჩვეულებრიბ 225ზე გავიკეთე ნემსი რაც გავუკეთე თავზე იმას ვეღარ ვხსნი რამეს არასწორად ვშვებიი sad.gif

Posted by: Freni_99 20 Sep 2022, 11:04
ნიაკო12
თავსახური გაუკეთე ისევ და დაატრიალე ნემსის მხარე, იუთუბშია ბევრი ვიდეო, თუ რამე ეგეც შეგიძლია დაიხმარო

Posted by: ნიაკო12 20 Sep 2022, 11:06
Freni_99
მადლობა მოვძებნი ვიდეოსაც ახლავე.
* * *
ვერ გავხსენი. მანამდე იმდენი ვეჯაჯგურე რო მგონი მოსახსნელი თავი აღარაა ნორმალურად :/ ეს გახანილი რომელიც არი ვადა რამდენ ხანს აქვს აუცილებლად ეს უნდა გავიკეთო ხვალ? პარასკევს ვარ დაბარებული და თუ რამე ამას იქ გავახსნევინებდი მარა მგონი არაქ ხო მაგხელა ვადა ://

Posted by: ნინო333 20 Sep 2022, 12:09
ნიაკო12
მთავარია დოზა მიიღო რაც გაქვს დანიშნულებაში და არა აქვს მნიშვნელობა ახალს გაიკეთებ თუ ძველს. მასე მალე არ გასდის მაგ წამალს ვადა პარასკევამდე რომ ვერ გაძლოს. დოზა არაფრის გამო არ გამოტოვო. სადმე ახლომახლო კლინიკაში მიდი ან აფთიაქში და თხოვე გაგიხსნან.

Posted by: Freni_99 20 Sep 2022, 12:12
ნიაკო12
ვა, რა უცნაურია, ჩააგდე აბა ფოტო.
ანუ, ნემსი რითიც გაუკეთე, ის თავსახური უნდა გაუკეთო ისევ და კარგად დაატრიალო ბევრჯერ და გამოქაჩო მერე.
https://youtu.be/ofzKaH9jJos
ეს ნახე აბა

* * *
ნიაკო12
იგივე ნემსის თავით აღარ უნდა გაიკეთო, თორემ ვადა არაფერ შუაშია, შეინახავ ისევ მაცივარში. მაჩვენებელი ხო განულდა, რაც გაიკეთე

Posted by: nefertiti987 20 Sep 2022, 12:37
ნინო333
ფბ-ს ჯგუფშიც ვიცანი შენი პოსტი და ძალიან მომინდა განუგეშო.ოთხი არა მაგრამ ორი შეწყვეტილი ორსულობა მქონდა, აქედან ერთი ინვიტრო და მეორე ბუნებრივი. ზუსტად 8-9 კვირამდე. სანაყოფეს ზომები ჩამორჩებოდა და ყვითრის პარკი ზომაზე დიდი გაიზარდა, გულისცემა კარგი იყო ხოლმე,თუმცა მაგ ვადაზე შეწყდა. ექიმი კვერცხუჯრედის ხარისხს აბრალებდა და ძალიან არ მინდოდა ამის დაჯერება,მეგონა ეს ნიშნავდა,რომ ერთადერთი გამოსავალი დონორი იყო. ექიმისგან დამოუკიდებლად ჩავაბარე ანალიზები თრომბოფილიაზე,რადგან ამ ბოლოს ძალიან პოპულარული გახდა,თუმცა უკვე ვფიქრობ,რომ მისი მნიშვნელობა შეწყვეტილ ორსულობებში ძალიან გაბუქებულია.თითქოს მერჩივნა ეს ყოფილიყო მიზეზი და ანტიკოაგულანტით ვმართავდი,რადგან არაფერი არსებობს ხელჩასაჭიდი,რითაც კვერცხუჯრედის ხარისხს გავაუმჯობესებდი.პასუხი იყო მხოლოდ პაი1 ჰეტეროზიგოტური ფორმა,დაკამაც მითხრა ეს შეწყვეტას ვერ გამოიწვევდაო,მივენდე ჩემს ექიმს და მხოლოდ კარდიომაგნილით მივიყვანე ორსულობა ბოლომდე. კარიოტიპის ანალიზზეც მითხრა,არ არის ინფორმაციულიო,როგორც წესი,ნორმაში აქვს წყვილს,უბრალოდ განაყოფიერების დროს ხდება ზოგჯერ "შეცდომაო". გაყინული ემბრიონები გაქვს ანუ ძალიან დიდი შანსი იმის,რომ რომელიმემ მაინც გაამართლოს.ასე,უბრალოდ,სხვანაირი სცენარი განვითარდეს.გამძლეობას გისურვებ!

Posted by: ნიაკო12 20 Sep 2022, 12:48
ნინო333
Freni_99
მადლობა გოგოებო.
თვითონ ეს ნემსის თავი ვერ დავატრიალე და ვერ დავძარო ადგილიდან.
Freni_99
user posted image
user posted image
არ ვიცი როგორ ჩანს ბოლო სურათში მარა ამ თეთრ თავსახურს შიგნით რო ხაზები აქ იმის ზედა ნაწილები მოეღეჭა თუ როგორ ვთქვა გაუცვთა :/

Posted by: Freni_99 20 Sep 2022, 12:52
ნიაკო12
ის მწვანე თავი მოხსენი ნემსს და ისე სცადე.
ეს პატარა დოზა გონალია ალბათ, ხო? ჩემი სხვანაირი შეფუთვით იყო.

Posted by: ნიაკო12 20 Sep 2022, 13:04
Freni_99
მეშველა როგორც იქნა. დანით მოვაჭერი.
user posted image
* * *
ეს არი 450იანი. და 225 დამინიშნა ერთი გაკეთება. ანუ ორი დღის არი ეს ფლაკონი ჩემთვის

Posted by: ნინო333 20 Sep 2022, 13:07
nefertiti987
ძალიან დიდი მადლობა. მყავს ემბრიონები, მაგრამ იგივე სცენარის გამეორების შიში მაქ. ფბ კი არა ისტერიულად ყველგან ვპოსტავ და რაღაცა პატარა იმედს ვეძებ. ძალიან გამიჭირდა ფსიქოლოგიურად და არ მინდა დავიჯერო,რომ შვილი არ მეყოლება sad.gif ძალიან მეშინია კიდევ გადატანაზე ფიქრის და ამ სტრესის დაძლევაში წლებს ვკარგავ. სამწუხაროდ მე ბუნებრივის იმედიც არ მაქვს და მხოლოდ ინ ვიტროა ჩემი ხსნა. ბოლო შეწყვეტიდან 2 წლამდე დამჭირდა ფეხზე რომ დავმდგარიყავი. დონორი სასტიკად არ მინდა და აი გული ისე მაქ...არ ვიცი რა გავაკეთო.

Posted by: ნიაკო12 20 Sep 2022, 13:08
ხო კიდე მე დებილმა 215 გავიკეთე. smile.gif მეთქი მეთქი ჰაერი უნდა გამოუშვა ჯერტქო რო რო დავაჭირე 10მგ კი გამოვიდა დაყენებული მქონდა რიცხვებზე. აწი მეცოდინება. ალბათ ბევრი რო ვეჯაჯგურე თავსახურს მიტო გავაფუჭე როარ მახსოვდა როგორ უნდა მომეხსნა ხვალ იმედია არ გამიჭირდება იმ ვიდეოებსაც ვუყურე იუთუბზე.
ისე ესენი ცარიელები მომიტანეო უკანო ვინც გამომატანა კლინიკიდან და მარტო ეს დიდი ფლაკონები ? იმედია ეს დაჭრილი გაუბედურებული გამოყენებული ნემსი აღარ

Posted by: Freni_99 20 Sep 2022, 13:18
ნინო333
ნინო, ერთადერთი, რაც შემიძლია გირჩიო ამ ეტაპზე, მარტო ნუ შეებრძოლები ამ ყველაფერს, გამოგაცლის ყველა სასიცოცხლო ენერგიას და არაფრის თავი/ნერვები შეგრჩება. აუცილებლად დაიხმარე სპეციალისტი, ფსიქოთერაპევტი მაგალითად. ნახავ, როგორ გათავისუფლდები შიშებისგან, წარსულში დატოვებ მაგ ცუდ გამოცდილებებს და სულ სხვანაირად შეხედავ ყველაფერს.
ძალიან რთულია იმ გზის გავლა, რაც შენ გაიარე და ძალიან ძლიერი გოგო ხარ. აუცილებლად გახდები დედა, უბრალოდ, ცოტა შეისვენე და გათავისუფლდი უარყოფითი ყველაფრისგან.


* * *
ნიაკო12
ჰო, ჰაერი არ უნდა გამოუშვა ))
ხვალინდელი თუ ბოლო დოზაა, ნუღარ მოხსნი სულაც.
ცარიელი ფლაკონები რათ უნდათ, კი მარა. მგონი შეგიძლია დაიკიდო))
ფოლეკულები რამდენი დაგითვალეს ?

Posted by: ნინო333 20 Sep 2022, 13:26
Freni_99
მადლობა ჩემო კარგო ❤

Posted by: ნიაკო12 20 Sep 2022, 13:38
Freni_99
ხო მაგ ფლაკონიდან ხვალინდელით დაიცლება. მერე ორი დღის მაქ კიდე. არ ვიცი რათუნდათ :დ არც ფოლეკულების ამბავი ვიცი არ მიკითხია და მგონი უფრო მშვიდად ერთადერთი ის თქვა რო კარგიაო და დღესვე დავიწყოთო სტიმულაცოაო. ჰო და აგერ მივყვები დინებას მშვიდად ვარ ჯერ ჯერობით და მგონი ჩემი თავის მიკვირს გუშინ ავღელდი ერთი იქ რო ეს ინფორმაცია რო გავიგე რო ასე მალე უკვე ვიწყებსი და ათასი რამე დამიტრიალდა თავში ათასი შეკითხვა რა როგორი იქნება რანაირად თან თურმე ფსიქოთერაპევტს თუ ვიღაცა უნდა დამალაპარაკონ ასპირაციამდე და გული გამისკდა მარა ახლა მეცინება რა მანერვიულებს საერთოდ . ნევსს რო ვიკეთებდი დღეს ხელი ცუდად მქონდა მოჭრილი კანზე და რო დავადე მეტკინა ავტირდი ვიომე ჩემ თავთან და მერეკანი გადავწიესავით უბრალოდ და ისე გავიკეთე რო ოდნავაც არ მტეკია და არც დალურჯებული მაქ. წერტილად მაქ ნანემსარი. თავი გმირი რაღაც ომის გმირი მგონია :დ
* * *
გაორება რომაქ ხოლმე ახლა კარგ ეტაპზე ვარ და როდის დდამეწყება ეს გაორება ისევ ღმერთმა იცის ერთ დღეს მგონია მთებს გადავდგამ მეორე დღეს შეიძლება ვღნაოდე უიმედოდ მარა ჯერ ჯერობით სიმშვიდეს ვინარჩუნებ ან მე მგონია ასე რავიცი smile.gif

Posted by: Freni_99 20 Sep 2022, 14:02
ნიაკო12
ჩემი რჩევა იქნება, აუცილებლად დაინტერესდი ყველაფრით, ფოლეკულის რაოდენობებითაც და ზომებითაც. გარკვეული რომ იქნები ყველაფერში, უფრო გაგიადვილდება.
სიმშვიდე აუცილებელია, გამოგივა ყველაფერი <3

Posted by: ნიაკო12 20 Sep 2022, 14:09
Freni_99
მადლობა დიდი მადლობა ❤️❤️❤️

Posted by: gigantopulos 20 Sep 2022, 20:09
გამარჯობა გოგოებო, მალე მომელოცოს თითოეულისთვის დედობა <3 <3 <3 <3
თქვენი დახმარება და რჩევა მჭირდება. ძალიან მჭირდება..sad.gif მირჩიეთ კარგი სპეციალისტი (სახელი, გვარი) და კლინიკა ინ ვიტროსთვის. აქ ვნახე, ქეთის აქებს ბევრი, ასევე სხვა სახელებიც წერა, მაგრამ რადგან უკვე წლებია საქართველოში აღარ ვარ, არ ვიცნობ სამედიცინო სფეროში არავის, ვინ კარგია და არ ვიცი ვის მივმართო.
ჩემი თემა მოკლედ: ვარ 36 წლის, 2 წელია ვცდილობ დაფეხმძიმებას. 2 ჯერ მომეშალა მუცელი პატარა ვადებზე. გავიკეთე დატალური ანალიზი და როგორც აღმოჩნდა ანტიმიულერი მაქვს ძალიან დაბალი 0.13 მგ/მლ და კვერცხუჯრედების რეზერვიც შემცირებულია. ექიმმა ბუნებრივი გზით დაფეხმძიმების იმედი გადამიწურა და ერთადერთ გზა ინ ვიტრო დამრჩა. ამ თვეში დავიწყეთ, მაგრამ სტიმულირებაზე ჩემს სხეულს არ ჰქონდა რეაქცია. 13 დღიანი სტიმულირებით მივიღე მხოლოდ ერთ კვერცხუჯრედი ისიც პატარა.. sad.gif((( ექიმმა 2 ციკლის გამოტოვება მირჩია და ნოემბერ/დეკემბერში დამიბარა.. არ ვარ კმაყოფილი ამ კლინიკით, შეცვლა კი დამატებით დროს მოითხოვს..
ნოემბერში სავარაუდოდ ვიქნები საქართველოში და მინდა მანდ ვეჩვენო ექიმს, ვინც კარგია განსაკუთრებით სტიმულირებაში, რომ იქნება დამეხმაროს რამოდენიმე ჯანმრთელი კვერცხუჯრედის მომწიფებაში.. აქ გერმანულ ბიუროკრატიაში და ვადებში მიმდის ყველაზე ძვირფასი დრო...
<3 <3 <3 <3 <3 <3 <3

Posted by: LILU0404 20 Sep 2022, 20:57
gigantopulos
ძალიან ძნელია რჩევის მოცემა, ვიღაცისთვის რომ კარგია, ვიღაცისთვის არაა ისეთი კარგი იგივე ექიმი. აქ საქართველოში ინდივიდუალურად მხოლოდ ამ საკითხს უდგებიან, ისე პროტოკოლები თითქმის ყველას ერთი და იგივე აქვს. თუმცა ცდად ღირს მაინც, მე პირადად რომ ვიკეთებდე ქეთი ოსიძეს ავირჩევდი ან ქეთი ქანთარიას.

Posted by: gigantopulos 20 Sep 2022, 20:59
QUOTE (LILU0404 @ 20 Sep 2022, 20:57 )
gigantopulos
ძალიან ძნელია რჩევის მოცემა, ვიღაცისთვის რომ კარგია, ვიღაცისთვის არაა ისეთი კარგი იგივე ექიმი. აქ საქართველოში ინდივიდუალურად მხოლოდ ამ საკითხს უდგებიან, ისე პროტოკოლები თითქმის ყველას ერთი და იგივე აქვს. თუმცა ცდად ღირს მაინც, მე პირადად რომ ვიკეთებდე ქეთი ოსიძეს ავირჩევდი ან ქეთი ქანთარიას.

კლინიკებს ხომ ვერ მომწერდით? <3 მადლობა

Posted by: LILU0404 20 Sep 2022, 21:02
gigantopulos
QUOTE
კლინიკებს ხომ ვერ მომწერდით? <3 მადლობა

ქეთი ოსიძე ინოვაშია, ქეთი ქანთარია ლიდერმედში.

* * *
გოგოები გირჩევენ ალბათ უფრო კარგად.
წარმატებებს გისურვებთ smile.gif

Posted by: Freni_99 20 Sep 2022, 21:20
gigantopulos
გამარჯობა ^^
მე პირადად თამთა ცაავასთან დავდივარ ბეტა პლიუსში და კმაყოფილი ვარ.
თამთასთან რომ არ მივსულიყავი, ოსიძესთან მივიდოდი აუცილებლად, ინოვაში.
ასევე ჩემი პირადი მოსაზრებით, საბახტარაშვილის კლინიკას არ გირჩევ.
წარმატებებს გისურვებ !

Posted by: gigantopulos 20 Sep 2022, 21:26
QUOTE (Freni_99 @ 20 Sep 2022, 21:20 )
gigantopulos
გამარჯობა ^^
მე პირადად თამთა ცაავასთან დავდივარ ბეტა პლიუსში და კმაყოფილი ვარ.
თამთასთან რომ არ მივსულიყავი, ოსიძესთან მივიდოდი აუცილებლად, ინოვაში.
ასევე ჩემი პირადი მოსაზრებით, საბახტარაშვილის კლინიკას არ გირჩევ.
წარმატებებს გისურვებ !

დიდი მადლობა <3 ასევე წარმატებები

Posted by: ნინო333 20 Sep 2022, 21:30
gigantopulos
გამარჯობა,ორ კლინიკაში მომიწია ინ ვიტროს გაკეთება,შედეგი ჯერ არ მაქვს სამწუხაროდ,მაგრამ სტიმულაციაში ქეთი ოსიძესთან ვარ კმაყოფილი.პირველ კლინიკაში 10 კვერცხუჯრედიდან 2 ემბრიონი მივიღე,ისიც ერთად გაყინეს რადგან ერთი იყო კარგი მხოლოდ,მეორედაც იგივე კლინიკაში გავიკეთე და ანალოგიურად მოხდა,შემდეგ წამოვედი ოსიძეათან და 8 კვერცხუჯრედიდან 4 ბლასტო მივიღე.ძლიერი სტიმულაცია დამინიშნა და კმაყოფილი ვარ ძალაინ. ვთვლი ამ საქმეში ქეთი ოსიძე საკმაოდ კარგია,პირადი გამოცდილებით.
* * *
gigantopulos
დანარჩენს გოგოებიც დაგიწერენ ვისთან რა გამოცდილება აქვთ და მოიფიქრეთ მერე. წარმატებები ❤

Posted by: ნიაკო12 21 Sep 2022, 10:19
გავხსენი, ძალიან მარტივად ეტყობა გუშინ მანამდე გავაფუჭე სანამ სწორად გახსნას მივხვდებოდი. ♡

Posted by: Natruliiiii 21 Sep 2022, 10:59
gigantopulos
ცოტა რთულია მართლა ექიმის რჩვე, მე პირადად მასთან მე არ ვყოფილვარ მაგრამ ჩემი ახლობელი დადიოდა მასთან და ისეთი შედეგი დადო აი არვიცი, გაგუაში თეონა ანთია, 43 წლისას 0.15 ანტიმულერით, 5 ფოლიკიდან 4 საუკეთესო ბლასტო გამოვიდა და პირველივე გადატანაზე ეხლა 2 თვის ორსულია. რავიცი მაგარი შეხეგია მართლა, ემბრიოლოგიც ძასნ მაგარი ყოლიათ, ესპანელი მგონი ადრე ქეთისთან იყოო.

Posted by: ნიაკო12 22 Sep 2022, 07:32
გოგოებო, დამეწყო საკვერცხეების ცოტა ტკივილი და ციკლიც სამ დღიანი მქონდა დღეს 5ე დღე მაქ. ნორმალურია ესე იცის? გონალის ფონზე...

Posted by: Freni_99 22 Sep 2022, 09:10
ნიაკო12
კი, ციკლს შეგიწყვეტდა და საკვერცხეების ტკივილიც იცის, ბოლოსკენ უფრო დისკომფორტი იქნება. მოერიდე ისეთი რამეები ჭამას, რაც შეგბერავს.

Posted by: piko1989 22 Sep 2022, 10:04
გამარჯობათ გოგოებო წარმატებები ყველა ძალიან დიდიხანია აღარ დამიწერია აქ... მაინტერესებს სპერმოგგრამას ყველაზე კარგად სად აკეთებენ რომელ ლაბორატორიას ენდობით და კიდევ ინტრალიპიდს გადასხმას სად ყიდულობთ?

Posted by: KristiK 22 Sep 2022, 11:10
LILU0404


QUOTE
ამ დროს კარგიც კია ტირილი, ემოციების მოზღვავება იგრძენი და მაგიტომ. ისე მგონი იმედიანად უნდა იყო, ცუდი ფიქრები არ გაიკარო, მე პირადად ძაიან მჯერა რომ გამოგივა.
თუ ბევრი ემბრიონი იქნება ამავე ციკლშიც კარგი იქნება გადატანა, რადგან ასპირაციის დროს ბევრი ყვითელი სხეული რჩება, რომელიც ხელს უწყობს ორსულობას.(რა ვიცი ასე გამიგია გამოცდილებისგან)


უი, ჩემთან პირიქით ხდება, ველოდებით როდის გაიწოვს ასპირაციის შემდგომი დარჩენილი ყვითელი სხეულები, ისე არ გადაგვაქვს... სულ დავიბენი drug.gif

Posted by: gigantopulos 22 Sep 2022, 11:10
QUOTE (ნინო333 @ 20 Sep 2022, 21:30 )
gigantopulos
გამარჯობა,ორ კლინიკაში მომიწია ინ ვიტროს გაკეთება,შედეგი ჯერ არ მაქვს სამწუხაროდ,მაგრამ სტიმულაციაში ქეთი ოსიძესთან ვარ კმაყოფილი.პირველ კლინიკაში 10 კვერცხუჯრედიდან 2 ემბრიონი მივიღე,ისიც ერთად გაყინეს რადგან ერთი იყო კარგი მხოლოდ,მეორედაც იგივე კლინიკაში გავიკეთე და ანალოგიურად მოხდა,შემდეგ წამოვედი ოსიძეათან და 8 კვერცხუჯრედიდან 4 ბლასტო მივიღე.ძლიერი სტიმულაცია დამინიშნა და კმაყოფილი ვარ ძალაინ. ვთვლი ამ საქმეში ქეთი ოსიძე საკმაოდ კარგია,პირადი გამოცდილებით.
* * *
gigantopulos
დანარჩენს გოგოებიც დაგიწერენ ვისთან რა გამოცდილება აქვთ და მოიფიქრეთ მერე. წარმატებები ❤

დიდი მადლობა <3 ვიცი, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგრამ თუ შეგიძლია რომ მომწერო სტიმულაცია რომელი მედიკამენტებით გაიკეთე? თუნდაც პირადში. მე მენოგონი დამინიშნა (ნემსი) 225 იანი დილით და საღამოს და ასევე დღეში ერთხელ ტაბლეტი DHA 50მგ და Q10.

Posted by: LILU0404 22 Sep 2022, 11:23
KristiK
რა თქმაუნდა რაოდენობას გააჩნია, რიცა ბევრია უკუჩვენებაა, თან მომდევნო ციკლში წინა ციკლისმიერ დატოვებული ყვითელი სხეული არ გამოდგება. აქ მე ვსაუბრობ როცა გარკვეული რაოდენობაა, რომელიც ზედმეტად ბევრი არაა და ზუსტად იმ ციკლში როცა ასპირაცია მოხდა. ეს გარკვეული რაოდენობა ბუნებრივი პროგესტერონია ორგანიზნში და ეს ძალიან კარგია. რა თქმაუნდა სხვა ფაქტორებსაც ითვალისწინებენ, ამოღების მომენტში თუ სხვა ჰორმონები არ იყო ნორმა, მარტო ამის გამო ვერ გადაიტანენ..
პ.ს. ისე შენც მართალი ხარ, იმ პოსტში "ბევრი" მიწერია, ზომიერი უნდა დამეწერა, ან რამოდენიმე.smile.gif

Posted by: KristiK 22 Sep 2022, 11:34
LILU0404

ახლა გასაგებია ^^ კი, 2 თუ 3 ციკლია ველოდები ამ ყვითელი სხეულების გაწოვას, ანუ სწორად მივდივართ smile.gif

Posted by: LILU0404 22 Sep 2022, 12:10
KristiK
ყველაფერი კარგად იქნებაsmile.gif:*

Posted by: ნიაკო12 22 Sep 2022, 13:05
Freni_99
უი მადლობა ❤️❤️❤️

Posted by: ნინო333 22 Sep 2022, 13:13
gigantopulos
ვიტამინებს ზოგადად ვსვამდი და აღარ მახსოვს რომელს ასე ზუსტად.დე ვიტამინი,სელენი,კოენზიმი,იზიფოლი და დამამაშვიდებლები,ესენი მახსოვს და სხვაც თუ იყო არ ვიცი, 2 წლის წინ მაქვს გაკეთებული სტიმულაცია. რაც შეეხება უშუალოდ სტიმულაციას, ვიკეთებდი გონალს,მენოპურს,ცეტროტაიდს და ბოლოს ოვიტერლი რა თქმა უნდა.

Posted by: Freni_99 22 Sep 2022, 13:16
ნიაკო12
და წყალი დალიე აუცილებლად ბევრი <3
შემდეგი ვიზიტი როდის გაქვს ?

Posted by: ნიაკო12 22 Sep 2022, 13:29
Freni_99
ხვალ ვარ დაბარებული მე6ე დღე მაქვს ხვალ smile.gif წყალსაც მოვუმატებ მაშინ
* * *
ჭარხალით და ასეთი რაღაცეებით მომდევნო თვეში უნდა გავსკდე ხო ახლა ხო აზრი არ აქ?
* * *
ხო კიდევ მოძრაობა მაინტერესებს არ ვარ აქტიური და თავს ძალა დავატანო რო გარეთ ვიარო ხოლმე ? თუ ეს ყველაფერი გადატანის დრო რო იქნება მერე. ასპირაცოამდე რა უნდა ვქნაა ანუ როგორც ვარ ისე ვიყო სახლში და ვიკითხო წიგნები თუ გარეთაც გავყო ხოლმე თავი :დ

Posted by: ნინო333 22 Sep 2022, 14:14
ნიაკო12
ასპირაციამდე არ დაიტვირთო ზედმეტად,როგორც ხარ ჩვეულ რეჟიმში მასე გააგრძელე,არ დაიხეთქო ფოლიკები ზედმეტი მოძრაობით. არაფერი გააკეთო ახალი და ზედმეტი. კარგად იკვებე რომ ხარიახიანები პატარები გამოგივიდეს biggrin.gif ქმართან ურთიერთობას მოერიდე კიდე. მე ამიკრძალეს. ეს დღეებიც რომ ჭამო ბროკოლი,ავოკადო,ორაგული,ბანანი და ა.შ წესით კარგი იქნება.
* * *
ნიაკო12
რაც შეეხება ჭარხალს და ანანასს,გასკდომით არც მერე არ უნდა გასკდე biggrin.gif ზომიერად მიიღე ყველაფერი მოკლედ.არაფერი ვარგა უზომო, არც ჯდომა,არც მოძრაობა,არც ჭამა და არც უჭმელობა. წყლით დღის პირველ ნახევარში დატვირთე ორგანიზმი,ღამე თირკმელები რომ არ დატვირთო ძაან.

Posted by: KristiK 22 Sep 2022, 15:03
LILU0404
QUOTE
KristiK
ყველაფერი კარგად იქნება:*


კი, ყველასთან ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად <3

Posted by: ნიაკო12 22 Sep 2022, 15:07
ნინო333
შენგაიხარე მადლობა ვეცდები ყველანაირად შევასრულო და თან ისე რო როგორც ვარ ისე ვიყო ❤️❤️❤️

Posted by: lesila90 22 Sep 2022, 18:51
გოგოებო გამარჯობათ. მაინტერესებს ასპირაციის მერე სისუსტე თუ გქონდათ? დღეს სამსახურში ისეთი გაბრუებული ვიყვი და წნევა მქონდა 100/60 გქონიათ ვინმეს?
გუშინ მქონდა ასპირაციაა..

Posted by: Freni_99 22 Sep 2022, 19:36
lesila90
ძალიან ინდივიდუალურია. მე იმ საღამოს სიცხე მქონდა, მაგალითად. ვფიქრობ, ჩვეულებრივი ამბავია 1-2 დღე სუსტად ყოფნა

Posted by: lesila90 22 Sep 2022, 20:35
Freni_99
სიცხე არ გამიზომია. მაგრამ
მციოდა. მადლობაა❤️❤️

Posted by: adeline 23 Sep 2022, 01:23
სპერმის დნმ ფრაგმენტაცია სად კეთდება კარგად ხომ არ იცით? სპერმოგრამა კარგია, მაგრამ მაინც მინდა ეგეც გავიკეთოთ. საზღვარგარეთ გაგზავნა ხომ არ ხდება საიდანმე?

Posted by: lesila90 23 Sep 2022, 18:42
ნიაკო12
მე პირიქით აქტიური სამუშაო მაქვს და აი რომ
დავდიოდი მეგონა მუცელი გამისკდებოდა smile.gif ისეთი გასიებული ვიყავი. პლიუა წყალს ვსვავდი და ეგ ცალკე მბერავდა ალბათ smile.gif
ისე ასპირაციის მერეც შებერილი ვარ და იცის?

Posted by: ნინო333 23 Sep 2022, 21:30
lesila90
კი იცის შებერვა ასპირაციის მერე smile.gif მეც მქონდა ხოლმე.

Posted by: lesila90 23 Sep 2022, 22:39
ნინო333
საშინლად მაქვს და კუჭიც მიტრაკებს. მთელი ღამე ისე მტკიოდა მუცელი მეთქი მომივიდა თქოsmile.gif

Posted by: gigantopulos 24 Sep 2022, 00:15
QUOTE (ნინო333 @ 22 Sep 2022, 13:13 )
gigantopulos
ვიტამინებს ზოგადად ვსვამდი და აღარ მახსოვს რომელს ასე ზუსტად.დე ვიტამინი,სელენი,კოენზიმი,იზიფოლი და დამამაშვიდებლები,ესენი მახსოვს და სხვაც თუ იყო არ ვიცი, 2 წლის წინ მაქვს გაკეთებული სტიმულაცია. რაც შეეხება უშუალოდ სტიმულაციას, ვიკეთებდი გონალს,მენოპურს,ცეტროტაიდს და ბოლოს ოვიტერლი რა თქმა უნდა.

დიდი მადლობა <3

Posted by: ნინო333 24 Sep 2022, 00:33
lesila90
არაუშავს,იცის მუცელმა მასე ❤ ფრეშ ციკლში თუ გადაგაქვს შეიძლება გადაგიდოს. მე მაგის მიხედვით გადამიტანა. თუ ძალიან არ ხარ შებერილიო,მერე ეხოზეც მნახა რა მდგომარეობა მქონდა და ისე გადამიტანა.

Posted by: ნიაკო12 24 Sep 2022, 10:21
გოგოებო აქაც დავწერ, ვიყავი ექიმთან 29ში მაქვს დანიშნული ასპირაცია ,ფოლეკულების ამოღება, თუ სწორად ვამბობ. სხვა დანარჩენად მივყვები დინებას ... ♡♡♡

Posted by: adeline 24 Sep 2022, 11:19
ნიაკო12
წარმატებები და ბევრი ჯანმრთელი ემბრიონჩიკები :*

Posted by: ნიაკო12 24 Sep 2022, 11:26
adeline
მადლობაა ❤️❤️❤️

Posted by: lesila90 24 Sep 2022, 12:50
გოგოებო გამარჯობათ წარმატებები ჩვენ ყველას. ესეიგი დამირეკეს და მითხრეს რომ 2-3 A ხარისხის ემბრიონიაო და 2-3 B ხარისხისოო ორშაბათს ვნახავთ როგორ იქნება და გავ ყინავთო

ეხლა რა მაინტერესებს ეს A ხარისსხის და B ხარისხის გადააქვთ ერთად? და არის შანსი რომ ეს B ხარისხის ემბრიონი არ განაყოფიერდეს?

ისე უცებ მივიღე ინვიტროს გაკეთებაზე გადაწყევეტილება ვერ მოვასწარი ამ სფეროს შესწავლა smile.gif ამიტომ სრულებით გამოუცდელმა
შეილება სულელური კითხვა დაგსვათ smile.gif

Posted by: a-liza 24 Sep 2022, 13:31
lesila90
იქითაც დაგიწერე ,მგონი საუკეთესო და კარგი ხარისხის მაჩვენებელია. გოგოები გეტყვიან, მაგრამ მგონი სანამ გაყინავენ, უნდა გადაწყვიტო ცალ-ცალკე თუ ორ-ორად ყინავ. მე ვფიქრობ, თუ ორს გაყონავ, A და B ერთად გაყინო, ორი ერთნაირი ერთად არა,რომ მეტი შანსი იყოს. ეს ჩემი ანალიზური სუბიექტური აზრია, პრაქტიკაში როგორ ჯობია, გამოცდილები გირჩევენ :*

Posted by: NankA2203 24 Sep 2022, 13:48
lesila90
მე დამემართა ასე 2 გადავიტანე, ორივე მიემაგრა ერთი კარგი ხარისხი იყო მეორე საშუალო, ორივე დაიყო იმიტო რო ტყუპები მყავს გენეტიკაში ან არ ვიცი რატომ დაიყო და 4 სანაყოფედან შემრჩა შეწყვეტილი ორსულობა, ასე რომ ფრთხილად გადაიტანეთ 2 თუ 2ის გადატანას აპირებთ, რაც შეეხება ხარისხსს შეიძლება ბ უფრო მიემაგროს ვიდრე ა, არაფერი არაა გამროიცხული, წარმატებებს გისურვებთ, ყველა დაიფაროს ღმერთმა ჩემი ისტორიისგან....

Posted by: lesila90 24 Sep 2022, 15:30
analiza
ეგრე ყინავენ როგორც ვიცი. ორშაბათს გავიგებ. NankA2203
უიი ანუ მერეც ეგრე შეიძლება დაიყოს. რა საინტერესოაა რაა დავიშოკეე sad.gif
* * *
ასპირაციის მერე გქონდათ გამონადენი? გუშინ შევამჩნიე ერთი წვეთი ღია ყავიაფერი გამონადენი და დღესაც შევამჩნიე ტუალეტის ღახალდზე. იცის ეგრე? ნაცხი ხომ არ ჩავაბარო?

Posted by: a-liza 24 Sep 2022, 15:36
NankA2203
რა სამწუხაროა, ანუ ერთი რომ ყოფილიყო, ერთ ტყუპს ალბათ მეტი შანსი ექნებოდა? მე თუ ინ ვიტრო გადავწყვიტე, გამოდის ორის გადატანას ვერ გავრისკავ, გენეტიკაში მყავს ტყუპები, თან დედის მხრიდან და ეს გენი დედიდან გადადისო. თუმცა, იდენტური ტყუპები არ ყოფილან -გოგო-ბიჭი და არა მგონია გაიყოს ჩემს შემთხვევაში

Posted by: Natruliiiii 24 Sep 2022, 16:16
lesila90
კი იცის არ შეშინდე, ურთიერთობასაც მოერიდე ცოტა ხანს, შებერილობაც ახასიათებს რამდენიმე დღეში გადის ეს ყველაფერი. წარმატებები კარგი ბარტყები გამოსულან ძალიან ❤️

Posted by: lesila90 24 Sep 2022, 17:10
Natruliiiii
მადლობაა. დაფეთებული ვარ. ასპირაციამდე მეგონა გამისკდებოდა მუცელი და ძუძუები ეხლანეს შებერილო მკლავს და ცოტა გამონადენი დაემატა smile.gifთვის ბოლოს ან დასაწყისში ველოდები ციკლს და ვნახოთ იმედია გადამივლის ყველა სიმპტომი

Posted by: NankA2203 24 Sep 2022, 17:29
analiza
მეც დედის მხრიდან და ჩემებიც გოგო ბიჭი ძააან იშვიათია ეს .უბრალოდ გაგიზიარეთ ჩემი ამბავი. თორე აწი აქაც ვეღარ შემოვალ. ყველქს წარმატებები .

Posted by: ნინო333 24 Sep 2022, 17:56
lesila90
ბ ხარისხები მაქვს მე,ჩემთან შედეგი ჯერ არ დადგა,მაგრამ კიდეც ემაგრება და კიდეც ვითარდება. ემბრიოლოგმაც და ექიმმაც მითხრეს რომ კარგი ხარისხად ითვლება და ცალ ცალკე მაქვს გაყინული.

Posted by: ANAANI123 24 Sep 2022, 18:24
analiza
დედა და დეიდა მყავს ტყუპები მაგრამ ჩემი ემბრიონები არ დაყოფილა, ორი გადავიტანე და ორი მყავს, ყველა შემთხვევაში არ ხდება ამ გენის გადასვლა და არც ისე ხშირია, ორი ემბრიონი ბევრს გადააქვს მითუმეტეს თუ დაბალი ხარისხის ემბრიონებია სამიც კი გადაქვთ. ასე გენეტიკაში შეილება ბევრს ყავდეს ტყუპი მაგრამ მაინც იშვიათია მერე კიდევ ემბრიონია დაყოფა

Posted by: ნიაკო12 24 Sep 2022, 20:06
გოგოებო, ცეტროტაიდი გავიკეთე ახლა პირველად და მექავება და გამიწითლდა და იცის ესე?
* * *
გუშინ ალერგოლოგმა რომ გამსინჯა ხელზე მსგავსად მქონდა წამებში ამოიბურცა და ქავილის შეგრძნება მქონდა და გაწიტლებულიც და მერე გადამიარა. მგონი ამაზე გამსინჯაა და ასე იცისოო ვეღარ გავიგე ექიმს ხოარ მივწერო, მსგავსი შეგრძენება მაქ ახლაც ოღონდ მუცელზე

Posted by: ANAANI123 24 Sep 2022, 20:17
ნიაკო12
იცის ეგრე არ შეგეშინდეს, გაგაფრთხილებდა ექთანი ალბათ არ მიაქციე ყურადღება

Posted by: ნიაკო12 24 Sep 2022, 20:20
ANAANI123
საერთოდ რას მივაქციე ყურადღება აზრზე არ ვარ კიდეკაი როგორ კეთდებოდა ის დავიმახსოვრე. ძაან დაბნეული ვარ ხოლმე იქ იმდენგან ვიყავი მისასვლელი გუშინ რო რავიცი. მადლობა. თან სამგან ამომებურცა და სადაც ნემსის წვერი მოხვდა ეტობა ბოლოს როგორციქნა კი გავიკეთე რაღაცა დიდი ნემსივით ჩამდა მარა არ ყოფილა დიდი და არც მტკივნეული smile.gif სამაგიეროდ ახლა ვარ გადაწითლებული უშველებელზე.
მადლობა ♡
* * *
დამიბიდა შედარებით სიწითლე. აღარც ქავილი მაქ ისე ძალიამნ, კიგამისკდა გული :დ

Posted by: lesila90 24 Sep 2022, 21:08
ჩემი ნაცნობია 40+ სამი გადაიტანა და სამივე განვითარდა და ორი გოგო და ერთი ბიჭი ყავს smile.gif

Posted by: a-liza 24 Sep 2022, 21:20
გოგოებო, პსპ-ს ონ ლაინ ფასდაკლება აქვს 45%,ძალიან კარგ ფასადაა ფერტილიტები, კაცის, ქალის, სოლგარები, ჰემოქსიპარინი- 16.40 ლ გამოდის. გადახადეთ, მთლიანი შეფუთვით იყიდება ოღონდაც.

Posted by: anibani18 24 Sep 2022, 21:59
NankA2203
გული მომიკვდა, ნანა... რა რთული რამ გადაგიტანია. გამძლეობას გისურვებ, მალე აგხდენოდეს ოცნება ♡

Posted by: NankA2203 24 Sep 2022, 22:16
anibani18
მადლობა დიდი.

Posted by: adeline 25 Sep 2022, 10:50
NankA2203
რა რთულია ღმერთო sad.gif სულ ვფიქრობ, ამდენ განსაცდელს რატომ გვივლენს ღმერთი

Posted by: NankA2203 25 Sep 2022, 16:47
adeline
უკვე მაგაზე ფიქრის თავიც არ მაქვს. გამორთული ვარ. გონებრივად გქფქნტული.ფიზიკურად დაუძლურებული. ღმერთს ვტხივ რომ ყველას ააცილოს ეს განსაცდელი. არავის ვუსურვებ საერთოდ მსგავს განსაცდელს. ნეტა ბოლო ვიყო ვისაც ეს შეემთხვა....

Posted by: a-liza 25 Sep 2022, 17:03
NankA2203
აუცილებლად დიდი ბედნიერებით შეგეცვლებათ ეს ყველაფერი, მე ერთი შეწყვეტილი ორსულობა მაქვს 10 კვირაზე, 2 ბიოქიმიური და ვიცი,რასაც განიცდით, მაგრამ ისევ ჩვენ თუ არ წამოვდექით, არ ვიბრძოლეთ, სხვა ვერავინ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, ჩვენ ხომ ძლიერები ვართ, არც ფსიქოლოგიურად და არც ფიზიკურად დაუძლურების უფლება არ გვაქვს, დრო გვჭირდება ყველას და აუცილებლად წამოდგებით ფეხზე,და ისევ ბრძოლის ჟინით, რომ მიაღწიოთ სანუკვარ ოცნებას love.gif ყველა,ვინც ბოლომდე იბრძვის-აღწევს მიზანს და ამისთვის ღირს ბრძოლა :*

Posted by: NankA2203 25 Sep 2022, 18:30
analiza
ყველაფერი გავაკეთე უკვე. რაც შემეძლო და არ შემეძლო. აწი ვსიო. უფალს მივენდობი და თუ მაჩუქებს ამ სასწაულს მივიღებ. თუარადა ამის გადამტანია აღარ ვარ ნამდვილად.

Posted by: ნიაკო12 26 Sep 2022, 14:30
გოგოებო, ხშირად მაძლევს ამ ბოლო დროს დაბალ სოცხეს და სტიმულაციის ნემსებმაც ხომარ იცის ეს ?

Posted by: Anabeli111 26 Sep 2022, 15:22
ნიაკო12
პროგესტერონს იღებ თუ ჯერ არა? მაგანაც იცის სიცხე.

Posted by: ნიაკო12 26 Sep 2022, 15:34
Anabeli111
არა, არ ვიღებ. მხოლოდ გონალი და ცეტრო.
* * *
აუ კიდევ რა მაინტერესებს, გოგოებო, ხვალ უნდა გავიკეთო დეკაპეტილი 3 ცალი ნემსი ერთად და ერთმხარეს გავიკეთო თუ როგორ ვქნა ხოარ გადავანაწილო ? თუ იციით

Posted by: Freni_99 26 Sep 2022, 16:00
ნიაკო12
კი, შეგიძლია გადაანაწილო

Posted by: ნიაკო12 26 Sep 2022, 16:22
Freni_99
მადლობა, და კიდევ, ბლანტი გამონადენი მქონდა და უნდა ვუთხრა ექიმს? 29მდე არ ვარ დაბარებული არადა.
* * *
ძირითადად წამოწოლილი ვარ მიტო რო სხვა ყველანაირ პოზაში დგომისას ჯდომისას და რავიცი სიარულას წამოდგომაზე და ყველაფერზე მტკივა საკვერცხეები გაუსაძლისად არა მაგრამ მოძრაობებს ვერიდები რო არ მეტკინოს და შებერილი ვარ სულ ერთადერთი დილით გაღვიძებისას არ მტკივა ძალიან. ახლა ეს ბლანტი გამონადენიც დაემატა და როგორ მოვიქცე არ ვიცი საშიშა თუ არა ეს გამონადენი

Posted by: Freni_99 26 Sep 2022, 16:45
ნიაკო12
ბლანტ გამონადენს არაუშავს, ჰორმონების ბრალი იქნება. შეფერილი ხომ არაა ?
როგორც ჩანს, ძაან ბევრი გაიზარდა და გაწუხებს. რაოდენობები არ იცი კიდევ ?

Posted by: ნიაკო12 26 Sep 2022, 17:23
Freni_99
არა შეფერილი არ არის. ბევრი გაიზარდა კი ესე მიტხრა და რაოდენობა არ მიკითხავს იმით დავკმაყოფილდი რომ ბევრია. მივწერე ახლა ვერმოვითმინე და არაუსავსო მაგასო არარის საშიშიო.
მართლა ბევრი იქნება მიტო რო ვერც ვჯდები წესიერად და ვერაფერს ვშვები ზურგზე რო ვარ წამოწოლილი მაშინ ვარ ყველაზე კარგად.
* * *
ბევრმა იცისო ეგრეო და თან რომ იზრდებიანო კი მითხრა რომ მივედი მაშინაც მტკიოდა მარა ასე ძალიან არა. კი გავუძლებ ამას კიდევ ორი დღეს უბრალობ ამ გამონადენმა შემაშინა ცოტა და ტყუილად დავფეთდი smile.gif
* * *
ორსულები რო არიან ხოლმე უმრავლესობა რო ვერ იხრებიან კარგად და ეგეთები ეგრე ვარ და მეცინება ხოლმე ჩემთავზე მგონი აქედანვე უნდა შევეჩვიო :დ

Posted by: ANAANI123 26 Sep 2022, 18:57
ნიაკო12
შენერილობა და ტკივილი იცის კი საკვერცხეები არის უზომოდ გაზრდილი ეხლა და მაგიტო გტკივა, მეც ეგრე მქონდა დაჟე სანამ მომდევნო ციკლი არ მომივიდა მანამდე, დეკაპეპტილის საათი არ აგერიოს ზუსტად იმ დროს გაიკეთე სამივე როცა გითხრეს. აბა შენ იცი წარმატებები ❤️

Posted by: ნიაკო12 26 Sep 2022, 19:00
ANAANI123
კი კი ბუძინლიკებს ვაყენებ დაფეთებული. მადლობა დიდი ❤️

Posted by: adeline 27 Sep 2022, 18:50
lesila90
როგორ ხარ? აბა რა გაქვს საბოლოო შედეგი? გაგვიზიარე კარგი ამბები

Posted by: compte.paris75 27 Sep 2022, 21:25
იყიდება:

ფრანგული ენოქსაპარინი 0,4ml. Lovenox-ის დასახელებით.
ვადა 09/2023
ფასი 10ლ
მაქვს 18ც
ტერიტორიულად ვარ თბილისში, ვაჟას ბოლოში.

user posted image


* * *
გერმანული ფოლატი. ვეგანების smile.gif
ძალიან ცნობილი გერმანული ბრენდია. მე ამას ვსვამ.

120 კაფსულაა გაუხსნელი. ვადა 03/2024

შეიძლება დაშლა. ფასი 60ლ.


user posted image


* * *
ფრანგული მენოტროპინი (მენოპურის ჯენერიკი).

75 იანები - ვადა 03/2023 - 10ლ
150 იანები - ვადა 06/2023 - 20ლ

user posted image

* * *

ესტრადიოლის 2მგ ტაბლეტები, ფრანგული გამოშვება Provames-ის დასახელებით.
(იგივე ესტროფემი = იგივე ფემოსტონის ვარდისფერი)
ფასი - 28 ტაბლეტი – 10ლ.
ვადა 03/2023
user posted image

Posted by: kato17 27 Sep 2022, 21:43
compte.paris75
compte.paris75
ცეტროტაიდი კიდევ გაქვთ. პირადში
ვერ გწერთ

Posted by: compte.paris75 27 Sep 2022, 22:09
QUOTE (kato17 @ 27 Sep 2022, 21:43 )
compte.paris75
compte.paris75
ცეტროტაიდი კიდევ გაქვთ. პირადში
ვერ გწერთ

არა, სამწუხაროდ აღარ მაქვს.
პირადში რა სჭირს ნეტა? სავსეაო ინბოქსი? რას ამბობს?

Posted by: kato17 27 Sep 2022, 22:45
[b]compte.paris75[/ დაახლოებით ერთი კვირის წინ მოგწერეთ ცეტროტაიდზე და პასუხი რომ არ მომივიდა ვფიქრობ არ გამოიგზავნა

Posted by: compte.paris75 27 Sep 2022, 23:00
QUOTE (kato17 @ 27 Sep 2022, 22:45 )
[b]compte.paris75[/ დაახლოებით ერთი კვირის წინ მოგწერეთ ცეტროტაიდზე და პასუხი რომ არ მომივიდა ვფიქრობ არ გამოიგზავნა

უი არა ხო, არაფერი მიმიღია, ეხლა კიდევ გადავამოწმე ინბოქსი და არაფერია

Posted by: kato17 28 Sep 2022, 09:09
აუ გოგოებო გუშინ დავიწყე სტიმულაცია გუშინ საღამოს ამტკივდა ყელი და თავი დღეს დილითაც მტკივა და ციხე 37.3 რამისაა გავგიჟდე ყველაფერი როგორ ჩემ წინააღმდეგ არის არადა კარგი ციკლიაო რაუნდა ვქნა აღარ ვიცი სწრაფს კი ჩავაბარებ მარა რამდევად სანდოა პისიარის პასუხი როდის იქნება ნენსები გავიკეთო თუ არა ვეღარ ვიგებ .უბრალო გაციება რომც იყოს მაინც ხო იმოქმედებს სტიმულაციაზე და ხარისხზე
* * *
აუ გოგოებო გუშინ დავიწყე სტიმულაცია გუშინ საღამოს ამტკივდა ყელი და თავი დღეს დილითაც მტკივა და ციხე 37.3 რამისაა გავგიჟდე ყველაფერი როგორ ჩემ წინააღმდეგ არის არადა კარგი ციკლიაო რაუნდა ვქნა აღარ ვიცი სწრაფს კი ჩავაბარებ მარა რამდევად სანდოა პისიარის პასუხი როდის იქნება ნენსები გავიკეთო თუ არა ვეღარ ვიგებ .უბრალო გაციება რომც იყოს მაინც ხო იმოქმედებს სტიმულაციაზე და ხარისხზე

Posted by: lesila90 28 Sep 2022, 11:44
გოგოებო გამარჯობათ. ორი ემბრიონჩიკი გავყინეთ. არადა 6 იმედი მქონდა და 5 დღემდე მარტო ორი მივიდა.ისე განვიცადე ეგ ცაპკე თემაა კიდე. ექიმიც შოკში იყო ვერ დაიჯერა ისე კარგად ვითარდებოდა.

ეხლა რა მაინტერესებს 2 ციკლის მერე ვარ დაბარებული. მაქვს სტრესული სამსახური პათოლიგი თანამშრომელი ბონუსად და ხშირად მიწევს ნერვიულობაა მაინტერესებს რამეს თუ სვამდით დამამშვიდებელს. ექიმმა არ დამინიშნა როგორც მითხრეს არ უყვარს დამამშვიდებლების დანიშვნაო და თქვენ გადატანამდე რამეს ხომ არ სვამდი ან როგორ მოვიქცე მივიღებ ყველანაირ რჩევა დარიგებას ❤️❤️

Posted by: ნიაკო12 28 Sep 2022, 11:44
kato17
მე ყელი არ მტენია მარა უაზროდ მაძლევდა ხოლმე დაბალ ტემპერატურას გუშინ მოვრჩი მე სტიმულაციას და გუშინაც მქონდა 37.3 მარა მალევე დაიწია ისევ თავისით. არ ინერვიულო მთავარია მეტი არაფერი გჭირს. ძალიან გტკივა ყელი?

Posted by: lesila90 28 Sep 2022, 11:45
kato17
ექუმს რომ
კითხო გოგოები გეტყვიან. მე არულებით გამოუცდელი ვარ ამ საკითხში❤️❤️

Posted by: Freni_99 28 Sep 2022, 11:50
lesila90
იქითაც მინდოდა დამეწერა და ბარემ აქვე გეტყვი, ძალიან ჩვეულებრივი რამე მოხდა და არანაირად არ მიანიშნებს არაფერზე ცუდზე. მე ის მიკვირს, იმ დღეებში ექვსივეს იმედი რომ მოგცეს. ასე რომ, გილოცავ ორ ცალს ^^

დამამშვიდებელს არ ვსვამდი მე, თუ ატყობ , რომ გჭირდება, აუცილებლად დალიე რამე, გირჩევენ გოგოები.

* * *
kato17
ექიმს უნდა ჰკითხო აუცილებლად და დაწერე აბა, რას გეტყვის. დაბალმა სიცხემ არამგონია რამე ისეთი ქნას, მაგრამ მაინც. წარმატებები ^^

Posted by: ნიაკო12 28 Sep 2022, 12:07
kato17
ისე მეც მაინტერესებს ექიმი რას გეტოდა

Posted by: NankA2203 28 Sep 2022, 12:13
გოგონებო მეც მომრჩა წამლები და გავყიდი დივიგელი 1 ლარად 45 ცალი ვადა 2024 წლამდე აქვს ყველას, ყვითელი ფემოსტონი მაქვს ბევრი და თითოს 10 ლარად გავყიდი, და 1 ცალი ფრაქსიპარინი მაქვს 0.4 იანი 10 ლარად.

Posted by: narkozeli 28 Sep 2022, 14:25
NankA2203

ნან, როგორ გამიხარდა შენი დანახვა love.gif როგორ ხარ? რა ეტაპზე ხარ? love.gif

Posted by: kato17 28 Sep 2022, 14:26
გოგოებო კოვიდი დამიდასტურდა ჩაიშალა ესთვეც, ექიმს აღარ მივწერე რაღა აზრი აქვს ვერ გავბედავ მაინც ვირუსის ფონზე რაც არუდა ეთქვა . გუშინ სულ ტყუილად გავიკეთე გონალი და მენოპურები

Posted by: Freni_99 28 Sep 2022, 14:53
უი. არაუშავს, კარგია, რომ მალევე გაიგე და შუა პროცესში არ იყავი. მალე განოჯანმრთელდი.
ექიმი მაინც ჩააყენე საქმის კურსში, ვისთან დადიხარ?

Posted by: Natruliiiii 28 Sep 2022, 15:13
lesila90
არ ინეევკულო მაგაზე რა, მართლა დაგვიჯერე ვისაც გამოცდილება გვაქვს ამ კუთხით smile.gif 4 მომიწია ამოღება (ღმერთმა დაგიფაროს ამდენჯერ ამოღებისგან შენ) ისიც იმიტომ რომ ბევრი ფოლიკები არ მქონდა, 5-6 ამოდიოდა, ყველაში იყო კვერცხუჯრედი, მაგრამ ბლასტომდე 2 ცალი მიდოდა, ისეთი სტრესი იყო მაგრამ უნდა ძლიერი იყო, ბოლოზე უკვე როცა აი ინსტიქტურად მივყვებოდი უკვე 5დან 4 მივიდა ბლაატომდე, ორი გადავიტანე და ეხლა ველოდები პატარას smile.gif ასე რომ აე დანებდე, ყველაფერი კარგად იქნება <3
* * *
kato17
მე კოვოდი კაეგად დავცადე, დადასტურებისან 2 თვეში ორსულობა შედგა, ასე რომ კაი ფეხზე თუ ხელზე ეს კოვიდი smile.gif

Posted by: compte.paris75 28 Sep 2022, 15:42
გოგოებო
დეკაპეპტილი 3მგ სად ექნებათ?
არც ავერსშია, არც ფარმადეპოშია და არც პსპ ში.

Posted by: NankA2203 28 Sep 2022, 15:48
narkozeli
შეწყვეტილი ორსულობის და დეპრესიის ეტაპზე ვარ გვანც smile.gif)

Posted by: narkozeli 28 Sep 2022, 15:56
NankA2203

ეჰ.. 4 თვის წინ გამოვიარე ეგ ეტაპი და ასე მეგონა არაფერი მენდომებოდა მაგრამ რომ მნახო რა გიჟივით ვემზადები კიდევ ორსულობისთვის sad.gif
გამაგრდი love.gif 2kiss.gif

დეპრესია მეც მქონდა შეწყვეტილის მერე და 2 სეანსი დამჭირდა ფსიქოლოგთან, სხვათაშორის მიშველა..

Posted by: kato17 28 Sep 2022, 16:05
[b]Freni_99[/bკი მივწერე და ალბათ მომდევნო ციკლზე გავაგრძელებთ

Posted by: ნიაკო12 28 Sep 2022, 17:52
kato17
არინერვიულო იმაზე იფიქრე რო თავიდანვე დადასტურდა და არა ბოლოში რო მერე უფრო ატას რამეზე ინერვიულებდი. ასე რომ გამოკეთდი ახლა და მომდევნო ციკლზე შეუდგები გემრიელად თან მგონი ახლანდელი კოვიდი არც არის დიდხნიანი და იმეხია მალე გადაგივლის სიმპტომები ♡ ♡
* * *
გოგოებო ბოლო ორი დღეს არ ვჭამ წესიერად და იმედია ძალიან არ დავაშავე რაღაც რაღაცეებზე გულის რევის შეგრძნება მაქ რომ წარმოვიდგენ და ვარ ესე მშიერი თითქმის :/ ხვალ მაქ ასპირაციაა აქამდე რომ ვჭამდი ის ხო წაადგებოდა რო რამეე ამ ფოლიკულებს?
* * *
lesila90
მომავალ წელს გამოიჩეკებიან შენი ბარტყებიი აი ნახავ :*

Posted by: lesila90 28 Sep 2022, 18:37
kato17
უი რა ცუდიაა :/ მალე გამოჯანმრთელებაა და ექიმს მაინც შეატყობინეე
* * *
ნიაკო12
Natruliiiii
უნდა გავმაგრდეე დღეს ვამელანი ვიყიდეე დავლევ 5-6 დღეს თორე მართლაა ძალიან ემოციური გავხდიი. sad.gif
* * *
narkozeli
ვისთან დადიოდი ერთხელ მინდა მაგრამ თან ვყოყმანობ. რა ჯდება ერთი სეანსი
* * *
ნიაკო12
ჩვენ ერთად მოგვიწევს❤️❤️

Posted by: magdalea 28 Sep 2022, 19:14
UP...............................................
* * *
ვერაფრით დავკეტე და ძლივს ჩავძირე ძველი ინვიტროს და წეროს თემები და იმედია აღარავინ ამოწევს vis.gif

Posted by: Freni_99 28 Sep 2022, 19:36
magdalea
რამხელა შრომა გაგიწევია :დ

Posted by: ნიაკო12 28 Sep 2022, 20:25
lesila90
აუ კიი ერთად მოგვიწევს დაახლოებით ❤️ მეც მინდოდა რომ დაენიშნა ჩემთვის დამამშვიდებელი როცა მივედი და არ დამინიშნა თვითონ. თუ სურვილი გაქვსო ფსიქოთერაპევტი თუ ვიღაც აღარ მახსოვს გვყავსო კლინიკაშიო და რომ გაესაუბრები ის დაგინიშნავსო და დავრჩი ისე აღარ მივსულვარ. რომც დავლიო ასე მგონია აზრი არაქ მე თვითონ თუ მაინც არ მოვინდომებ
* * *
თქვენც ღამურასავით გქონდათ დაჭყეტილიი თვალები ასპირაციის წინა ღამეს ? :/

Posted by: xalati 29 Sep 2022, 10:17
lesila90
Გილოცავ, ორი ბლასტო მშვენიერია!
Მე მგონი არ გითხრეს შენ სტატისტიკა და მაგიტომ იგრძენი ამხელა იმედგაცრუება. Ყოველ ეტაპზე დაახლოებით 2ზე უნდა გაყო ყველაფერი. Სიტყვაზე ამოიღეს 10 კვერცხუჯრედი, იქიდან სადღან 80 პროცენტი უნდა იყოს მწიფე, ნაკლები მოსულა. Ჰა აი 8, მაგ 8 დან ერთი 4 მივა მესამე დღემდე და ორი მეხუთემდე.
Ესაა საშუალო მონაცემები. Არსებობს უკეთესიც და უარესიც მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ დარჩენილი ემბრიონები უხარისხოა, პირიქით. Საუკეთესოები რჩებიან. Ასე რომ, პირიქით, Გაიხარე რომ ბუნებრივი გადარჩება მოხდა და ტყუილა არ გადაიტან.

Ნერვებს რაც შეეხება, ნორმალურია ნერვიულობა, ამხელა სტრესსა გადიხარ ადამიანი ყოველ ეტაპზე, მაგრამ დამამშვიდებელი დიდად არაა გამოსავალი. Უფრო თერაპიას გირჩევდი პირადი გამოცდილებით.

Ყველაფერი კარგად იქნება, გადატანამდე ცოტა დატკბი ცხოვრებით, გაერთე, ნახე მეგობრები. Როცა დაორსულდები, ბევრი რამე მოგენატრება, ასე რომ, ენჯოი!


ნიაკო12
Თუ მონახავ ქალს, რომელსაც ბავშვივით ძინავს ასპირაციის წინა ღამეს, გაგვაცანი smile.gif
Ნორმალურია ცუდად ძილი და უძილო ღამეც. Მერე დაისვენებ. Გუდ ლაკ

Posted by: Freni_99 29 Sep 2022, 10:27
xalati
აი, რა კარგად ჩამოაყალიბეთ.
"ვალაიქებ" ორივე კომენტარს )))


ნიაკო12
გაგვაგებინე კაი ამბები ^^

Posted by: ნიაკო12 29 Sep 2022, 12:59
გოგოებო კვერცხუჯრედი 20ზე მეტი მივიღეთო გახეთქვაზე მაქ მუცელი smile.gif 1 კვირაში უნდა დავუკავშირდე და ემბრიონებზე მეტყვის ყველაფერს. და გადატანა თვენახევარშიო რო საკვერცხეები მანამდე დაუბრუნდეს თავის მდგომარეობასო ♡♡♡ რო გამოვფხიზლდი ნარკოზიდან ტირილი ამივარდა წამის მეასედებში გახელილი არმქონდა თვალები წესიერად რო ამეტირა :/ :დ ახლა კი მეცინება
ზუსტ რაოდენობას დავთვლითო კვერცხუჯრედებისასო. ნუ კარგად ჩაიარა ყველაფერმა რაცმთავარია და ესეც კი ბევრია მიტო ვიყავი აქამდენაც გასკდომაზე ალბათ ახლაც დავღოღიალობ და ისე დავდივარ. ფურცელი გამომატანეს კიდე და გაჩვენებთ რომივალ სახლში

Posted by: LILU0404 29 Sep 2022, 13:18
ნიაკო12
გილოცაააავ smile.gif)) love.gif ძაან მაგარია, ესეიგი წამოხვედი ხომ უკვე?
დაგვიდე ერთი ეგ ფურცელიც.

Posted by: a-liza 29 Sep 2022, 13:38
ნიაკო12
რა მაგარია, გილოცაავ :* ახალი წლისთვის უკვე გადაბარგებული იქნები მომავლებში :*

Posted by: lesila90 29 Sep 2022, 14:45
ნიაკო12
რა მაგარიაა გილოცაავ❤️❤️❤️მეც ეგრე ვტიროდი და რატო არ ვიცი smile.gif

Posted by: ნიაკო12 29 Sep 2022, 15:50
Freni_99
LILU0404
analiza
lesila90
აქაც და აქააც მადლობა სულ ყველას გოფოებო ❤️ გადმობაკოპირებ იმ ტექტს რაც წეროებში დავდე ახლა :დ

საშინლად ვაარ ასე მგონია მართლა მეცხრე თვეში ვარ კიარ ვიცი როგორი შეგრძნებაა ეგ მარა მაინც ახლა და ახლა მიწყებს ტკივილს სახლამდე ხომ მოვედით ნელნელაობით ხან მეტროთი მერე ტაქსით და ახლა როდ დავჯექი სახლში საწმელად და წესით უნდა დამესვენა წამოდგომაც მიჭირს დავეგდე ლოგინზე და ვერ ვმოძრაობ ფაქტიურად რამდენი გავმოძრავდები სიმწრიგან ვიჭყანები აი მოხუცი რო ჯოხით დადის ეგრე დამაქ ჩემი საკვერცხეები არადა იქ მითხრეს ძალიან თუ გტკივაო გამაყუჩებელს გაგიკეთებდო მარა ესე ძალიან არ მტკიოდა რაც მეტს ვისვენებ მით მეტად მიჭირს მოძრაობა დავწექი და ცოტახანში იქნებ ძილიც მომერიოს ნეტა გამაყუჩებელი მე რო დავლიო რამეე ან ექიმს ვკითხოო
* * *
LILU0404
user posted image
ეს გამომატანეს წაიკითხეთ აბა.
წამალი სხვა აღარაფერი არც ციკლის მომყვანი და რამე ანუ ცვეულებრივად ველოდები ციკლს და როცა მოვა დანარჩენად მერე ცავაყენებ ექიმს საქმის კურსში.

მალე მალე მოფრენილიყოს ყველასთან ჩვენი წერო გოგოებო ❤️

Posted by: xalati 29 Sep 2022, 16:30
ნიაკო12
Გილოცავ, 20 ძაან ბევრია!

Თუ ძააან გაუსაძლისად აგტკივდა, თუ იგრძენი, რომ სუნთქვა გიჭირს ან უცბად ძალიან მოიმატე წონაში (ერთ დღეში ორი კილო მაგალითად), წადი საავადმყოფოში. Ჰიპერსტიმულაცია არ იყოს.
Არ გითხრეს არაფერი ჰიპერსტიმულაციაზე? Არ გითხრეს, რა დროს უნდა დარეკო ან მიხვიდე?..

Posted by: ნინო333 29 Sep 2022, 16:48
lesila90
პირველ რიგში გილოცავ,მთავარია კარგი ხარისხის იყოს და ორი ემბრიონიც საკმარისია,ასე რომ მაგაზე არ ინერვიულო❤ რაც შეეხება დამამშვიდებელს,მე სულ მჭირდება და თავიდან ბიორელაქსონს ვსვამდი დღეში 4 ჯერ,მაგრამ შენ მაგდენი არ გინდა,ორჯერაც გეყოფა.მერე მაგას შეეგუა ორგანიზმი და ენ რელაქსი დამინიშნა ეგეც დღეში 4 ჯერ. ორივე დასაშვებია ორსულობის დროს ❤
* * *
narkozeli
გამარჯობა, შეგიძლია მომწერო ფსიქოლოგის ნომერი და მონაცემები? მეც მჭირდება მგონი sad.gif
* * *
ნიაკო12
რა მაგარიააა❤ გილოცავ და წარმატებები ❤

Posted by: ნიაკო12 29 Sep 2022, 16:55
xalati
ანუ ჩივილები თუ გექნებაო დამიკავშირდიო. ახლა გამაყუჩებელი დავლია ვერც ვტრიალდები ლოგინში ერთი გვერდიდან მეორეზე წესიერად. :/ შევხედავ რა ვიცი რაა ასე რო ვწევარ ერთ გვერდზე ახლა ნორმალურად ვარ და როგორც კი გავმოძრავდება მტკივა ძალიან. იმედია ხვალ ცოტა გადამივლის
* * *
xalati
ნინო333
მადლობა დიდი ❤️❤️❤️

Posted by: Freni_99 29 Sep 2022, 17:04
ნიაკო12
ვაუ, ნიაკო, ძაან კაია, მარა შენი წონისთვის ცოტა მგონი ზედმეტი მოუვიდათ.
არაფერი დაგინიშნეს საერთოდ ? ან ანთების საწინააღმდეგო სანთელი ან რამე.

რძის ნაწარმი კი გიწერია კვებაში, მაგრამ, გირჩევ არ გაეკარო, უარესად შეგბერავს. წყალი სვი ბევრი და თუ ხვალ-ზეგ არ გადაგიარე, ეხოზე შეახედე აუცილებლად.

Posted by: ნიაკო12 29 Sep 2022, 17:23
Freni_99
კი შევხედავ აულებლად sad.gif ხო რძე ისედაც მბერავს ხოლმე არადა კი ვსვავ ხოლმე მარა ახლა არ დავლევ. წონაც იცოდნენ სიმაღლეც და ყველაფერი რავი რამდენჯემე აქვთ ნაკითხი ჩაწერილიც და ყველაფერი. დანიშვნით არაფერი არ დაუნიშნიათ. დავლიე გამაყუჩებელი მაინც იქვე მიტხრეს რო თუ ძალიან გაწუხებსო გტკივაო გაგიკეთებთო გამაყუჩებელსო მარა მე რავიცოდი ასე მწარედ თუ მეტკინებოდა რომ გამეკეტებია ალბათ ახლა ტირილ ტირილით არ ავდგებოდი ტვალეტში გასასვლელადაც კი. ისე რო გავიარე გამოვიარე ახლა ძალით ტვალეტშიც რომ შევეხი გამიარა შედარება არ არის არ ვიცი წამალმა იმოქმედა ტუ რო წამოვდექი პირიქით. ხო და საწოლში აღარ ჩავწექი ისედაც ძლივას წამომაყენა მეუღლემ. ისე გავიარე გამოვიარე და წამოწოლილი კი ვარ მარა ანუ დაწოლილი არ ვარ როგორ ვთქვა ისე ვარ დივანტან ნახევრად გადაწოლილი და კარგად ვარ უფრო. წყალის დალევაც დავიწყე რახან ავდექი რაც მეტს დავლევ მით მალე გამოვკეთდები როგორც ვიცი
* * *
xalati
ეგეთი სიმპტომები არამაქ ჯერ რაც ჰიპერამ იცის და იმედი მაქვს რომ სადაც ამ პროცედურამ ჩაიარაა მაგასაც გამოვუძვრები
* * *
ყველაზე ღადაობა რა იყოო აი პირველად ვიყავი ნარკოზში ცხოვრებაში ახლა და რო გამიკეთეს მაგისი ნემსი და მერე თავბრუსხვევა რომ დამეწყო და თვალებიდან წესიერად ვეღარ ვიხედებოდი დახუჭეო თვალებიო და დაგეძინებაო და დავხუჭე თუ არა გაფიქრებაც ვერ მოვასწარი რომ გამეფიქრებინა ნეტა აბა როდის დამეძინებათქო ლამის დახუჭულიც არ მქონდა მგონი რო უკვე მეძინა რა იყო ეს smile.gif
* * *
ხო და კიდეე ბიჭებიც იყვენ იქ რომლებიც ამ პროცესში მონაწილებდნენ და მე კი მეკიდა ფეხებზე ბიჭი იქნებოდა ქალი კაცი თუ ვინც არუნდა ყოფილიყო ოღონდ გამოვიდოდეს. და მგონი ვინც ამსობიარებს ისიც კაცია დაზუსტებით არ ვიცი ქალიც ყავთ თუ არა. ნეტა კი იყოს და.
ცოტა ხასიათზეც მოვედი მგონი ახლა.

Posted by: lesila90 29 Sep 2022, 19:12
ნიაკო12
ნელ ნელა შვებას იგრძნობ. შენთან ნამეტანი ხომ
არ მოუვიდათsmile.gif რა დღეში იქნებოდიი წარმომიდგენიაა :/ ყველაფერი მორჩა ეხლა ყოველ დღე შვებას იგრძნობ. მე დიაეტავარ დამიცვია ნარკოზიდან გამოსულმა ჩავსკდი ისე მშიოდაა smile.gif მაგრამ სიარული მეც ძალიან მიჭირდაა
* * *
ნინო333
ვამელანი ვიყიდე მაგრამ აღარ დამილევიაა და ვფქირობ 5 დღეს დავლევ მაინც თქო.

Posted by: ნიაკო12 29 Sep 2022, 19:44
lesila90
მოუვიდათ კიარა მგონი არ მეგონა ტუარ გავსკდებოდი შუადღისას smile.gif

ანუ დიდად დიეტას მაიმცდამაიმც სულ იმათ კიარ შევჭამ რაც დამიწერეს ანუ მაგათაც შევჭამ და სხვა რამეებსაც რაც არ შემბერავს და არიქნება ძაან ცუდი ორგანიზმისთვის.
თევზი არ მიყვარს და დღეს მეუღლე მზარეულობს სახლში და მაჭამა ძალით ნუ მშიოდა და ვჭამე თან ერთი ნაჭერი მხოლოდ ისიც მარა არ მოვინატრებ არასოდეს თევს :დ

* * *
ისე ბევრი წყალი რას შველის მალე გაიწოვება უფრო რა სიტხეებიცდარჩა ფოლეკულებიდან ორგანიზმში? სწორად მივხვდი?
* * *
ჯერ იმას ვნერვიულობთ როცა ცოტა ემბრიონი არ მივიღოთთქო და ახლა ძალიან ბევრი ემბრიონჩიკი რომ მივიღო მერე რა იქნება? მეშინია არ მინდა ამაზე ფიქრი წინასწარ მარა მეფიქრება რა ვქნა

Posted by: lesila90 29 Sep 2022, 19:57
ნიაკო12
წყალს ვსვავდი. არვიცი ალბათ მაგიტო და ისეც კარგიაა. ძნელიაა მესნის შენი კარგად. მაგრამ ეცადე არ იფიქროო.. ❤️❤️

Posted by: ნიაკო12 29 Sep 2022, 20:07
lesila90
ვნახოთ რაა როგორ იქნება
* * *
ისე ერთი კვორა პასუხისთვის კი მებევრება მარა დავიცდი სადაც აქამდე მივედი ეს ერთი კვირა მომჯობინებას მოვუნდება და კი გავა ეს დროც და გავიგებ რამდენი იქნება

Posted by: Freni_99 29 Sep 2022, 20:09
ნიაკო12
კი, იმოძრავე ზომიერად აუცილებლად.
გადაგივლის მალე დისკომფორტი.
ხვალ არ გეტყვიან, 20-დან რამდენში აღმოჩნდა ფოლეკული?

Posted by: ნიაკო12 29 Sep 2022, 20:17
Freni_99
ესე მითხრა რო 20ზე მეტი კვერცხუჯრედიო მაგრამ იმედია შეეშალათ და უაზროდ ბევრი არ იქნება. არა ხვალ აღარ ერთ კვირაში უნდა დამიკავშირდეო

* * *
Freni_99
ვეცდები ❤️ თან რას შეცვლი ხვალ რო გავიგო რამე ისედაც ბევრი როა ეგ კივიცი და 1 კვირაში რა მდგომარეობა იქნება რო დავფიქრდი და ჩემი თავის ამბავი როვიცი ბარემ გავიგებ მაგ ერთ კვირის მერე და ეგ იქნება რაც იქნება იქნება

Posted by: lesila90 29 Sep 2022, 20:23
ნიაკო12ეგ რა პონტია არ უნდა გითხრან რამდენი განაყოფიერდა და როგორ ვითარდებიან. ერთი მხრივ კი კარგიაა უფრო მშვიდად იქნები❤️
მაგრამ წესით ხვალ უნდა გითხრან რამდენმა დაიწყო განვითარება

Posted by: ნიაკო12 29 Sep 2022, 20:23
ანუ ახლა რასაც მიირებენ სულ ყველას განაყოფიერებას უნდა ეცადონ თუ როგორ არის ანუ გაყინვა და რამე თვითონ მაგ ფოლეკულების არ ხდება ? ძაან სისულეებს ვისვრი ახლა მგონი და ჯობია სულა აღარ ვიფიქრო არაფერი და დაველოდო მშვიდად შედეგს
* * *
lesila90
არ ვიციექიმი შემოვიდა ოთახში რო გადამიყვანეს იქ და ესე მითხრა მხოლოდ რო 1 კვირაშიო დამიკავშირდიო და ყველაფერს გეტყვიო

Posted by: xalati 29 Sep 2022, 20:28
ნიაკო12
ყველა უნდა გაანაყოფიერონ.
ვერ ვხვდები, რაზე ნერვიულობ, ბევრი ემბრიონი რო გამოგივიდეს? biggrin.gif რატომ ნერვიულობ?

Posted by: ნინო333 29 Sep 2022, 20:39
lesila90
ხო, 5 დღე შეჩვევასაც არ გამოიწვევს ❤

Posted by: Anabeli111 29 Sep 2022, 21:17
ნიაკო12
გილოცავ ♡♡ ნუ ინერვიულებ წინასწარ იმაზე, რა იქნება ^_^
ხო დაგიწერეს ზემოთ, ნახევარი უნდა იანგარიშოო. გაყინავ ემბრიონებს და ნელ-ნელა გადაიტან და გეყოლება ლამაზი ბაიები ♡

Posted by: Freni_99 29 Sep 2022, 21:18
ნიაკო12
ანუ, პროცესი როგორია (თუ რამე არასწორად ვთქვი, შემისწორეთ, გოგოებო) :
ამოღებული ფოლიკებიდან ყველა ვერ იქნება ვარგისი (დიდი ალბათობით), ზოგი შეიძლება გადამწიფებული იყოს, ზოგი პირიქით- მოუმწიფებელი, ზოგი კიდევ უბრალოდ ცარიელი.
მოკლედ, ვარგისებს გაანაყოფიერებენ.. წესით მეორე დღესვე იციან, რამდენი იწყებს განაყოფიერებას. შემდეგ სამ დღემდე რამდენი მივა, მაგას აკვირდებიან და საბოლოოდ, 5-6 დღემდე რამდენიც მივა, ეგაა. ოციდან ოცი ფაქტობრივად გამორიცხულია, მაგაზე არ ინერვიულო))
სტატისტიკურად, ნახევარი გამოდის ხოლმე. ნუ, სპერმასაც გააჩნია. საშუალოდ, 10-ს უნდა ელოდო, მე ვფიქრობ.


* * *
ნიაკო12
კარგი იქნებოდა, პერიოდულად ინფოს რომ გაწვდიდნენ, რაღაცნაირად ჩართული ხარ უფრო და საინტერესოა. მაგრან ნუ ესეც სუბიექტურია, როგორც უკეთ იგრძნობ თავს, ისე უნდა ქნა

Posted by: ნიაკო12 29 Sep 2022, 22:10

xalati
მე ისეთ ფიქრებში მივდივარ ანუ რამდენჯერაც არუნდა გავიკეთო მერე გადატანა ყველა ბავშვი რომ გაჩნდეს და უზომოდ მრავალშვილიანობისაც მეშინია და ეგ არი :დდ
Anabeli111
მადლობა :* :* ვეცდები აღარ ჩავუკირკიტდე ხვალ რამე წიგნს გადმოვდებ და წავიკითხავ თუკი აღარ შემაწუხებს იმდენად ეს ტკივილებიც.

Freni_99
მადლობა ველოდი კიდეც რო ისეთ რამეს დამიწერდი ცოტა რომ დავმშვიდდებოდი და მოვიდოდი აზრზე რამის :დ მადლობა დიდი :* :* :*

* * *
ანუ ბებრი სვილკ ისედაც მინდა 3 მინიმუმ და მაქსიმუმ 6 7 და აი 10მა რო გაამართლოდ და კიდე უფრო ბევრმა მერე მეშინია მარა ამავდროულად ერთიც არ მყავს ჯერ და რაებს ვფიქროობ მეც აღარ ვიცი უკვე ნეტა ეს ერთი მაინც მალე მეყოლებოდეს და დანარჩენი ღმერთის ნებაა რამდენის გაჩენის ძალას მომცემს smile.gif ❤️

Posted by: Freni_99 29 Sep 2022, 22:39
ნიაკო12
რა საყვარელი ხარ ))) ვინ გითხრა, რომ აუცილებლად ყველა უნდა გააჩინო :დ რამდენსაც გენდომება, იმდენს გააჩენ. რაოდენობაში ბევრი იმიტომაა კარგი, რომ მშვიდად ხარ უფრო.


Posted by: ნიაკო12 29 Sep 2022, 22:42
Freni_99
❤️❤️❤️ მაგეც გავთვალე რამდემიც მენდომება ი.დენს კი გავაცენ მარა კიდე რო დამრჩეს ემბრიონები ისინი ხო ცოცხლები არიან ეგ მეფიქრებაა

Posted by: xalati 29 Sep 2022, 23:18
ნიაკო12
Რამდენსაც გინდა, იმდენს გადაიტან...
Დანარჩენებს ან დონაცია, ან მეცნიერების და კვლევებისთვის დონაცია ან განადგურება.
Ემბრიონი არაა ბავშვი, ნუ იდარდებ მაგაზე.
Ეგრე ყოველ მენსტრუაციაზე და სექსზე ტრაურში უნდა ვიყოთ, ამდენი პოტენციური ბავშვი ნადგურდება.

Posted by: ნინო333 30 Sep 2022, 00:02
ნიაკო12
მართალი ხარ,უნდა დამშვიდდე და ამდენი არ უნდა იფიქრო❤ ზოგს ერთი კვერცხუჯრედიც ენატრება და შენ ბევრიაო ღელავ biggrin.gif დატკბი, შეირგე და ღმერთს მადლობა უთხარი,იმიტომ რომ ძალიან მაგარი ამბავია და უნდა გიხაროდეს. ყველაფერი კარგად იქნება ❤

Posted by: ნიაკო12 30 Sep 2022, 06:34
xalati
დონაციას რომ ვფიქრობ მერე მთელი ცხოვრება უნდა ვიცოდე რო ჩემი და ჩემი მეუღლის გენეტიკური ბავშვი სადღაც არსებობს ძალიან ეგოსტი ვარ მაგ ამბავში smile.gif განადგურება ხო საერთოდ მკლავს ... არ არ მინდა ამაზე ფიქრი ღმერთი იმდენს მომცემს რამდენსაც გავაჩენ ერთი იქნება თუ ხუთი
ნინო333
კი ვიცი და მაგაზეც ვფიქრობ იმდენი რამე მიტრიალებს თავში რო რავიცი თუარ მოვიშორე ეს ფიქრები გადამრევს.

მადლობა დიდი გოგოებო დიდი ❤️
* * *
იმაზეც ვღელავ რო ერთი მაინც მაჩუქოს უფალმა მე7ე წელია ველოდები ჩემ შვილიკოს smile.gif
ყველას წარმატებები გოგოებო და ამ ნატვრის ძალიან ძალიან მალე ასრულება :* :* ❤️❤️❤️

Posted by: ივლისი 1 Oct 2022, 20:00
lesila90
გამარჯობა. შენი თურქული კლინიკის კოორდინატები მომწერე რა. და ბათუმში მათი წარმომადგენლები სად არიან.

გოგოებო ხომ არ იცით თქვენ. ლესილამ ბევრჯერ დაწერა მაგრამ უცებ მჭირდება ახლა ახლობლისთვის.

Posted by: lesila90 1 Oct 2022, 21:14
ივლისი
ბოდიში ეხლა ვნახე. ბათუმში საბაგიროსთანნახლოს არის ბაქოს ქუჩაზე. მაგათ წარმომადგენლის ნომრებს მოგცემ დაუკავშირდი. +995 577 070 840 ეს ერთ ერთის ნომერია.
თუ გინდა თარჯიმნის ნომერსაც მოგცემ

Posted by: ივლისი 1 Oct 2022, 21:51
lesila90
მადლობა დიდი. ვეტყვი და დარეკავენ ამ ნომერზე. ისინი მერე ჰასანს დააკავშირებენ ხო ? კი თარჯიმნის ნომერიც კარგი იქნებოდა

Posted by: lesila90 1 Oct 2022, 21:58
ივლისი
თუ წარმომადგენლებს შეეხმიანება და მათ გაყვება თარჯიმანი იქ დახვდება უკვე რომელიმეე. კი ეტყვიან რომ ჰასანთან უნდა კონსულტაცია. და მერე ის გადაწყვეტს დაგჭირდებათ თუ არა ანდროლოგთან ვიზიტი. . ციკლის მეორე- მესამე დღეს უნდა წახვიდეთ. თუ დაგემთხვათ სამშაბათს და ხუთშაბათს კომპანიას მიყავხართ უფასოდ კლინიკამდე და
მერე მოვაკითხავენ ისევ და წამოგიყვანენ. თუ არადა სარფის საბაჟოდან დადის მარშუტკები 130 ლირა ჯდება კლინიკამდე წაგიყვანენ.

Posted by: ივლისი 1 Oct 2022, 23:13
lesila90
გასაგებია. მადლობა.

Posted by: lesila90 2 Oct 2022, 22:30
ნიაკო12
რას შვები აბა როგორ ხარ? რამე სიახლე ხომ არაა

Posted by: ნიაკო12 3 Oct 2022, 12:53
lesila90
ბევრად უკეთესად ვარ შედარება არარი. სიახლე ჯერ არაფერი მიტო რო არ ხავკავშირებივარ 1 კვირაში დამიკავშირდიო და ხუთშაბათს გადის 1 კვირა. ❤️

Posted by: piko1989 4 Oct 2022, 21:33
გამარჯობათ გოგოებო მაქვს გონალ ფ 900 ორიცალი
ოვიტრელი
და ოკსაპარი იგივე ფრაქსიპარინი 04
მე გეგმები შემეცვალა და ვყიდი თუ ვინმეს უნდა
გონალი 450 ლარი
ოვიტრელი 70
გამათხელებელი 1 ცალი 10 ლარი 30 ცალი მაქვს

Posted by: kato17 5 Oct 2022, 11:28
გოგოებო კაცის პროფერტილი როგორ მიიღება ორი აბრი იყო მახსოვს და ორივე ერთად თუ დილა საღამოს?

Posted by: ნიაკო12 5 Oct 2022, 12:55
kato17
ჩემ მეუღლეს ერთად აქვს დანიშნული ორ ცალს იღებს დღეში ორივეს ერთად ესე დაუნიშნა ექიმმა.

Posted by: Batuka 5 Oct 2022, 14:21
QUOTE
გამათხელებელი 1 ცალი 10 ლარი 30 ცალი მაქვს


ცოტა იაფად არ გაყიდი რომ რამე?

Posted by: Iceicebaby 5 Oct 2022, 14:24
Batuka
იმედი ფარმაში შეგიძლიათ 8 ლარად შეიძინოთ, თუ აქვს შესაძლებლობა აკლებს, 9 შეიძლება გითხრათ, მაგრამ 8-7-იც შესაძლებელია, გააჩნია დოზას, ბრენდს და ა.შ.

თქვენ სცადეთ smile.gif

593242670

Posted by: Batuka 5 Oct 2022, 14:42
QUOTE
იმედი ფარმაში შეგიძლიათ 8 ლარად შეიძინოთ, თუ აქვს შესაძლებლობა აკლებს, 9 შეიძლება გითხრათ, მაგრამ 8-7-იც შესაძლებელია, გააჩნია დოზას, ბრენდს და ა.შ.

თქვენ სცადეთ smile.gif

593242670

8 ლარად ვაგზალზეც ვყიდულობ ხოლმე მადლობა დიდი ყურადღებისთვის ისე თურქეთში რა ღირს ხომ არ იცით წავიდე თუ არ წავიდე ღირს ნეტა?

Posted by: Iceicebaby 5 Oct 2022, 14:57
Batuka
ვაგზალზეა ესეც კი smile.gif ოქსაპარი მე დამიჯდა 7 ლარი და 7 ლარად აქაც ვყიდულობ.

Posted by: Batuka 5 Oct 2022, 15:32
QUOTE
ვაგზალზეა ესეც კი smile.gif ოქსაპარი მე დამიჯდა 7 ლარი და 7 ლარად აქაც ვყიდულობ.


7 ლარად თურქეთში იყიდე?

Posted by: Iceicebaby 5 Oct 2022, 15:35
Batuka
კი

..

.



........

Posted by: ნიაკო12 5 Oct 2022, 17:32
მოვედი 7 ემბრიონჩიკით გოგოებო smile.gif ჯერჯერობით მარტო ეს ინფორმაცია მაქ რო 7 გაიყინა ♡

Posted by: Freni_99 5 Oct 2022, 17:37
ნიაკო12
ძალიან კარგია, გილოცავ:*
რეპორტიც გამოაგზავნინე უეჭველი, სადაც ხარისხები იქნება მითითებული. როგორ გაყინეს, ორ-ორად თუ ცალ-ცალკე, ეგეც საინტერესოა.
სანამ გადატანისთვის მიხვალ, ერთი კონსულტაცია გაიარე კიდევ, უკეთ გაერკვევი

Posted by: ნიაკო12 5 Oct 2022, 17:46
Freni_99
მადლობა ❤️ კი გავარკვევ მაგეებსაც რომ მომივა ციკლი დანიშნულებას მეტყვის ახლა მითხრა და თან დამიბარებს

Posted by: lesila90 5 Oct 2022, 18:08
ნიაკო12
ისე დანიშნულებას რომ
გაძლევს ესეიგი გადატანისთვის მოგამზადებს აღარ ჩაგიგდებს ერთ ციკლს. ძალიან კარგიააა❤️❤️❤️

Posted by: Freni_99 5 Oct 2022, 18:19
ნიაკო12
lesila90
ეგრე არ არის, გოგოებო. ჯერ ეხოზე უნდა ინახოს ყვითელი სხეულები, გაწოვილია თუ არა ყველა. ნიაკოს იმდენი ყვეითელი სხეული ეწნება ეხლა შეიძლება ერთი თვე არ ეყოს და მაგაზე არ ინერვიულო, ჩვეულებრივი ამბავია ეგ, დრო სჭირდება

Posted by: lesila90 5 Oct 2022, 18:20
გოგოებო მაინტერესებს 16,95 პროლაქტინი ნორმალურიაა? ზღვარი არის 1,9-25. ექიმმა
კი მითხრა კარგიაო მაგრამ
მაინც ვნერვიულობ. სადღაც წავიკითხე ვიღაცა წერდა 9-10 არის საუკეთესოო

Posted by: Freni_99 5 Oct 2022, 18:21
lesila90
ჩემი აზრით, ნორმალურია. თან ასეთ ფორიაქულ პერიოდში ))

Posted by: lesila90 5 Oct 2022, 18:23
Freni_99
რა საინტერესოაა.მე
მახსოვს ერთხელ მეორე ციკლი რომ
მომივიდა ეხოზე ჩანდა ყვითელი სხეული და კარგად გამსკდარაო კვალი ეხლაც ჩანსოო. ანუ ეგ რომ
არის არ გადაგიტანს?

Posted by: ნიაკო12 5 Oct 2022, 18:28
Freni_99
lesila90
არ ვიცი დამიბარებს თან და იმის მიხედვით კი გადაწყვიტავს მარა აი დღეს და გუშინ უკვე ძალიან კარგად ვგრძობ თავს ფაქტიურად ტანჯული 2 3 დღე მქონდა და მერე პლუს ორი დღეს ისერა ანუ 5 დღეში უკვე ჩიტივით ვიყავი ესეგამოდის :დ ვნახოთ რქ იქნება ისეთი შეგრძნება მაქ რო ჩემი ორგანიზმიც ხელს მიწყობს დროულად მომჯობინდესთქო smile.gif
* * *
უი ხო. ორ ორია გაყინულიო ესე მითხრა ერთი იყინება მაშინ როდესაც გენეტიკურად არი შემოწმებულიო.
* * *
ისე დაახლოებით ორ დღეში მოთეთრო ბლანტი რაღაცა ჩამომივიდა ბლომად არ ვიცი ეგ იქნებოდა თუ არა მარა კი გავიგებ მაგასაც დაახლოებით 10 დღეში

Posted by: Freni_99 5 Oct 2022, 18:39
lesila90
შენთვის ხო პირველი ინვიტრო სტიმულაცია იყო? ისე სტიმულაციაზე ამბობ ალაბთ, ერთი ფოლიკის გახეთქვა და წარმოქმნილი ყვითელი სხეული სხვაა.
წარმოიდგინე, ნიაკოს რამდენი ფოლიკი ჰქონდა,ყველა ხო ამოსრუტეს და ყველას ადგილას ყვითელი სხეულებია ჩათვალე, რომლებმაც უნდა გაიწოვონ და "დამშვიდდნენ" საკვერცხეები ასე ვთქვათ. ანუ წინა თვის ყვითლები არაფერში ვარგიან

Posted by: ნიაკო12 5 Oct 2022, 18:52
Freni_99
კი ეგ ეწერა რო საკვერცხეები ბუნებრივ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდნონა სანამ გადატანა იქნებაო იმედია იქნება ახლა თუ არადა რა გაიყვანა ერთ თვეს ვეღარ ვითბენ მგონი აზლა უფრო რო გავიგე პასუხი smile.gif

Posted by: piko1989 5 Oct 2022, 19:04
Batuka
9 ლარად შემიძლია მეტი ვერა მე 12 მაქვს გადახდილი და ისე მაინტერესებს სად იყიდეს 8 ლარებში რო რავი... მაგ იმედი ფარმაში ვიყიდე ლუუზასთან 12 ად უბრალოდ თურქეთი გადავწყვიტე და ვყიდი ყველაფერს ახალს თუ არ გაიყიდა და წავიღებ იქ და გამომადგებ წამლებისას კი დამიკლებენ

Posted by: lesila90 5 Oct 2022, 19:21
Freni_99
კი პირველია. მაშინ ბუნებრივად რომ ვაკვირდებოდი მონიტორინგებით ეგ პერიოდია. რა ტყუილად დავკარგე 1 წელი პროსტა ნერვები მეშლება

Posted by: adeline 5 Oct 2022, 22:36
გოგოებო, საშვილოსნოს იმუნური ფაქტორი ვისაც მაღალი აქვს, მისთვის სქრეჩინგი არ შეიძლებაო წერდნენ აქ ადრე და ვინმემ ხომ არ იცით რამე ამასთან დაკავშირებით?
* * *
ნიაკო12
გილოცავ! მშვენიერი შედეგია <3

Posted by: ნიაკო12 5 Oct 2022, 22:38
adeline

მადლობაა ❤️adeline

Posted by: compte.paris75 6 Oct 2022, 13:13
იყიდება 18 ცალი ენოქსაპარინი ვადა 2023 წ
ფასი ყველა ერთად 140ლ

user posted image

Posted by: Iceicebaby 6 Oct 2022, 13:20
ნიაკო12
გილოცავ, კარგი შედეგია, წარმატებები ^^

Posted by: ნიაკო12 6 Oct 2022, 13:35
Iceicebaby
მადლობა ❤️ ასევეე

Posted by: Iceicebaby 6 Oct 2022, 13:58
adeline
ინვიტროს გეგმავ? ქეთისთან ხარ ჰო?
სქრეჩინგზე ეგეთი არაფერი მსმენია.

Posted by: ნიაკო12 6 Oct 2022, 14:56
გოგოებო ფოლეკულების ამოღების მერე რამდენხან არ არის რეკომენდირებული მეუღლესთან ურთიერთობა :დდ

Posted by: Freni_99 6 Oct 2022, 15:56
ნიაკო12
მენსტრუს მერე შეგიძლია, მანამდე არა

Posted by: ნიაკო12 6 Oct 2022, 15:59
Freni_99
ვაიჰჰ რამხელა დროა biggrin.gif მადლობა ❤️

Posted by: ნინო333 6 Oct 2022, 17:06
ნიაკო12
გილოცავ ❤ წარმატებები

Posted by: ნიაკო12 6 Oct 2022, 18:22
ნინო333
მადლობაა ❤️❤️❤️
* * *
გოგოებო ყავისფერი გამონადენი მქონდა ზოგადად კი მითხრეს რომ შეიძლება მქონდებოდა ფოლეკულების ამოღების მერე უბრალოდ მაინტრესებს რამ იცის ეგ

Posted by: compte.paris75 8 Oct 2022, 20:54
იყავით ვინმე ამასთან? რა ახალგაზრდა ყოფილა

user posted image

Posted by: LILU0404 8 Oct 2022, 21:01
ოჰ როგორ დამწყდა გული sad.gif
საშინელ სენს ებრძოდაო, სიმსივნე ალბათ.

Posted by: საბისაბი85 8 Oct 2022, 21:35
გოგოებო თურქეთში კერძოდ ქემალ ფაშას და ხოფას აფთიაქების საკონტაქტო ხომ არ გაქვთ?

Posted by: kato17 8 Oct 2022, 23:22
user posted imageეს ნომერი გამომიგზავნა ერთმა გოგომ ოღონდ აღარ მახსოვს რა მითხრა ხოფაშია თუ ქემალფაში

Posted by: საბისაბი85 9 Oct 2022, 00:52
kato17
მადლობა ჩემო კარგო ❤️

Posted by: ნიაკო12 9 Oct 2022, 13:15
გოგოებო, შავი ფერის გამონადენი თუ გქონიათ ასპირაციის მერე, რამდენხან გრძელდება ციკლის მოსვლამდე 1 კვირა მაქ წესით და ეს შავი გამონადენი 4 დღეა დამეწყო თანდათანობით იმატებს და იმატებს როდის ჩავთვალო ციკლად აქტიური და წითელი რო იქნება? ციკლი რო დაგეწყება მითხარიო ექიმმა და :/

Posted by: MagdaLena1 9 Oct 2022, 15:09
გოგოებო გამარჯობა, ჩემ მეგობარს დარჩა ცეტრო, ეხლა მორჩა სტიმულაციას. ყიდის 150 ლარად, ვადა აქვს 24 წლის ინვისამდე და შენახულია ყველანაირი წესის დაცვით.

Posted by: lesila90 9 Oct 2022, 17:22
საბისაბი85
+90 (541) 650 08 08 ეს არის ქემალ ფაშაში მიწერეთ ვაცაპში და გიპასუხებს

Posted by: საბისაბი85 9 Oct 2022, 18:13
lesila90
მადლობააა ❤️❤️❤️
* * *
გოგოებო ჰისტეროს მერე ციკლი როდის დაგეწყოთ?

Posted by: lesila90 9 Oct 2022, 18:39
საბისაბი85
მე გამონადენი მქონდა ცოტა და რომ მოემატა სხვანაირი ტკივილი მქონდა მაგით მივხვდი რომ ციკლი იყო ისე 26-27-28 დღეს მომივიდა დაახლოებით

Posted by: საბისაბი85 9 Oct 2022, 19:34
lesila90
დღეს ველოდებოდი და არ ჩამს ჯერ კიდევ.

Posted by: Freni_99 9 Oct 2022, 19:46
ნიაკო12
მე არ მქონია ასპირაციის შემდეგ გამონადენი. დაურეკე ექიმს და კითხე აუცილებლად

* * *
საბისაბი85
როგორც მახსოვს, არ უმოქმედია, ანუ თავის დროზე დამეწყო. 1-2 დღეს არაუშავს

Posted by: საბისაბი85 9 Oct 2022, 20:48
Freni_99
მადლობა ყურადღებისთვის ❤️

Posted by: lesila90 9 Oct 2022, 21:09
ნიაკო12
მეც არ მქონიაა ციკლი ხომ არ დაგეწყო ნეტა?

Posted by: ნიაკო12 9 Oct 2022, 22:08
lesila90
დღეს წითელი ფერიც შემოერია და ნეტა ციკლად უნდა ჩავთვალოო ვერ გავიგეე მართლაა 22ე დღემაქ sad.gif
* * *
Freni_99
ვუთხარი და იცისო და ციკლი რო დაგეწყება მომწერეო და ვერ გავიგე უკვე ციკლის დაწყებად ჩავთვალო თუ არა ჯერ ძალიან ადრეა ვფიქრობ. ისე დაუშვათ დაწყებული რო იყოს დღევანდელიდან ციკლი მერე დანიშნულებას რომელი დღიდან ნიშნავენ ხოლმე ხოგადად

Posted by: lesila90 9 Oct 2022, 23:55
ნიაკო12
მე გამაფრთხილეს შეილება ადრე მოგივოდეს და არ ინერვიულოო. მე 25 დღეს მომივიდა. დაურეკე ან მიწერე ის უკეთ გეტყვის❤️

Posted by: ნიაკო12 9 Oct 2022, 23:56
lesila90
მადლობა ❤️❤️❤️
* * *
მოიმატა ამ წითელმაც ბევრად და წესით და რიგით დამეწყო ციკლი რა ეგრე გამოდის 22ე დღეს ასე ადრე არასოდეს მქონია 21 დღიანი. წამლებმა და ნემსებმა თავისი იმოქმედა ალბათ ჩემზე ასე. დილით ვეტყვი ექიმს ადრევე ნეტა ხვალიდანვე ხოარ დამინიშნავს რამეს წესით არ დაგვიანდება ხვალ მეორე დღედ ჩავთვლი
* * *
არ ამცდა მაინც ამ ციკლის გაცდენა ნორკოლუტი დამინიშნა და პირველ ნოემბერს დამიბარა smile.gif)

Posted by: LILU0404 10 Oct 2022, 23:33
ნიაკო12
ნორკოლუტი რამდენი დღე უნდა სვა?
ისე ექოზე არ უნდა ენახე რა მდგომარეობაა? პირდაპირ ასე ტელეფონით დაგინიშნა?

Posted by: ნიაკო12 11 Oct 2022, 01:58
LILU0404
10 დღე დამინიშნა მეათე დღიდან რავიცი .მანამდე კი ქონდა ნათქვამი თვენახევარი უნდა გავიდრსო რო თავის მდგომარეობას დაუბრუნდეს საკვერცხეებიო და ეს თვენახევარი საიდან ვერ მივხვდი მარა მგონი ესე აჯობებს ისედაც მოკლე ციკლი მქონდა და სავარაუდოდ ეს ციკლიც მოკლე უნდა იყოს ამ ნორკოლუტის ფონზეც რავიცი იმედია. პირველში ვარ დაბარებული

Posted by: Vivi92 11 Oct 2022, 16:15
გოგოებო ერთი ფოლეკულით სტიმულაცია ვინმეს დაგიწყიათ ? ან მომატებული fsh ით ? უცხოურ საიტებზე წავიკითხე fsh ის დაწევას აზრი არ აქვსო და მაინტერესებს თქვენი გამოცდილებით ექიმებს როგორი მიდგომა აქვთ ? ჩემი ექიმი არ იწყებს სანამ ნორმაში არ ჩადგებაო.. მე კიდე რეზერვი ისედაც შემცირებული მაქვს და ამასობაში დრო გადის

Posted by: lesila90 11 Oct 2022, 17:15
Vivi92
ანტიმიულერი რამდენი გაქვთ? მგონი უნდა დაიკოს მაგ ჰორმონმა გოგოები უკეთ გეტყვიან...
* * *
გოგოებო გადატანა ციკლიდან მერამდე დღეს ხდება?

Posted by: ნიაკო12 11 Oct 2022, 21:51
lesila90
მე მითხრა ჩემმა ექიმმა რო 18 20 დღის შუალედშიო. კონკრეტული დღე ინდივიდუალური იქნება მარა დაახლოებით ამ პერიოდში იქნება ზოგადი

Posted by: kato17 11 Oct 2022, 22:25
Vivi92
Fsh უნდა დაიწიოს მე როგორც ვიციცი მაღალი fsh ხარისხს აფუჭებს კვერცხუჯრედის . ცადეთ წამლებით და არ დაიწია?
* * *

ანტიმიულერი და ასაკიც რო დაწეროთ

Posted by: Vivi92 11 Oct 2022, 22:53
kato17

დაიწია მაგრამ 12 ს ვერ ჩამოსცდა.. რაღაც სტატია წავიკითხე სადაც ეწერა, რომ fsh ის წამლით დაწევით ხარისხი არ უმჯობესდება და დროის ტყუილი კარგვაა.. როგორც მივხვდი ერთადერთი ის არის რომ სტიმულაციის დროს fsh ისედაც იმატებსო და ამიტომ უნდა იყოს ნორმაშიო.. 29 წლის ვარ და ანტიმიულერი 0.13 მაქვს.. მოკლედ ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, ერთი ფოლეკულითა და მომატებული fsh ით დავიწყე სტიმულაცია დღეს სასწაულის იმედად..

Posted by: საბისაბი85 12 Oct 2022, 17:25
გოგოებო 17-ოჰ-პროგესტერონის მაღალი მაჩვენებელი რას მიუთითებს და საშიშია?

Posted by: Freni_99 12 Oct 2022, 17:35
საბისაბი85
ალბათ, მაღალ მაჩვენებელს გააჩნია, რამდენია ?
თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონია, რომელიც ორსულობისას იმატებს. ორსულობის დადგომამდე თუა მაღალი, შეიძლება მოშლა გამოიწვიოს.

* * *
Vivi92
ინვიტროს სტიმულაციას გულისხმობთ? დაგროვება რომ გააკეთოთ?
ან, თავისით თუ იზრდება, სტიმულაციის გარეშე რომ ამოიღოთ ყოველთვე ?

Posted by: საბისაბი85 12 Oct 2022, 18:42
Freni_99
7.3 მოვიდა 17 -ოჰ- პროგესტერონი

Posted by: Freni_99 12 Oct 2022, 18:47
საბისაბი85
მაღალია, მაგრამ არა საგანგაშოდ, დაჰინიშნავს ექიმი წამალს და დაიწევს, არ ინერვიულო.
ისე, მენსტრუს ფაზასაც გააჩნია, როდის აიღე, სხვასხვა ნორმებია. ოვულაციურ ფაზაში უფრო მაღალი აქვს ზღვარი, თუ სწორად მახსოვს.

Posted by: საბისაბი85 12 Oct 2022, 19:21
Freni_99
ციკლის მეორე დღეს ავიღე, დავგუგლე და ისეთი მწირი ინფოა და თან ისეთები წერია შევშინდი ცოტა

Posted by: kato17 13 Oct 2022, 06:31
Vivi92
ასაკი მშვენიერი გაქვთ .წარმატებას გისურვებ გაგვიზიარე შედეგი

Posted by: KristiK 13 Oct 2022, 10:28
გოგოებო <3 ინოფოლიკის 14 პაკეტი ჩუქდება, ვინმეს თუ გჭირდებათ. ვადა 2023 წლის აგვისტომდე
* * *
QUOTE
თვენახევარი უნდა გავიდრსო რო თავის მდგომარეობას დაუბრუნდეს საკვერცხეებიო


ნიაკო, ესეც ინდივიდუალურია, მე პირადად ივლისში მქონდა ასპირაცია და დღემდე ველოდები როდის გაიწოვს ყვითელი სხეულები wound.gif
თავიდან მეც ძალიან მეჩქარებოდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჯობია წყნარად მშვიდად დაელოდო, დალაგდეს ყველაფერი და მერე გადაიტანო. და ასე ვარ მოლოდინის რეჟიმში ამდენი ხანი drug.gif
ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: Freni_99 13 Oct 2022, 12:53
საბისაბი85
გუგლი თავის ტკივილზეც შეგაშინებს, რომ მოინდომოს. მართლა არაფერი მგონია სანერვიულო, ექიმიც დაგიმოწმებს.

Posted by: Vivi92 13 Oct 2022, 13:23
Freni_99

ეგ იდეა მეც მქონდა, მაგრამ ვინაიდან მარაგი ძალიან შემცირებულია და შესაბამისად დროც არ მაქვს ბევრი (ნუ როგორც მეუბნებიან) ასე გადაწყდა why.gif

kato17

სამაგიეროდ მოცემულობა მაქვს ასაკთან შეუსაბამო biggrin.gif აუცილებლად გაგიზიარებთ რა გამოვა <3

Posted by: Freni_99 13 Oct 2022, 13:40
Vivi92
ბოდიში უსიამოვნო კითხვისთვის, მიზეზი იცი მაგ მოცემულობის? რაიმე ქირურგიული ჩარევა ხომ არ გაგიკეთებია საკვერცხეებზე ?

ვისთან დადიხარ ეხლა ?

Posted by: Vivi92 13 Oct 2022, 14:02
Freni_99

არა საერთოდ არანაირი ოპერაცია არ გამიკეთებია, არც ვირუსები გადამიტანია არც ბავშვობაში არც მერე. ვერც მემკვიდრეობითი ვერ იქნება გამოვიკვლიე სანათესაო..
ერთადერთი ჰიპოთირეოზის გამოც შეიძლება იყოს, მაგრამ მაგას 13 წლიდან მუდმივად ვაკონტროლებ წელიწადში რამდენჯერმე, წამლით ვირეგულირებ TSH -ს და სულ მაქვს ნორმაში.
ასევე შესაძლებელია სტრესის და ეკოლოგიის ბრალიც იყოს.

Posted by: Iceicebaby 13 Oct 2022, 14:11
Vivi92
თქვენს ასაკში დამიდგინდა მეც დაბალი ანტიმიულერი, ფსჰ ნორმა.

0.53 იყო შედეგი.

ინვიტრო მალევე დავიწყე და 2 ემბრიონი მივიღე, კარგი ხარისხის.

გული არ გაიტეხოთ, დაგროვებით მიაღწევთ სასურველ შედეგებს, გისურვებთ ნაკლებ სტრესს და საუკეთესო შედეგებს ^_^

პ.ს. ძალიან ბევრს ინვიტროს გარეშეც უმართლებს ამ შედეგებით, თუმცა, სწორედ იქცევით, როგორც იქცევით.


Posted by: Vivi92 13 Oct 2022, 14:28
Iceicebaby
ძალიან დიდი მადლობა გამხნევებისთვის <3

Posted by: Freni_99 13 Oct 2022, 14:35
Vivi92
ვეთანხმები აისს, ძალიან ბევრი პოზიტიური მაგალითია გარშემო და შენთანაც აუცილებლად ეგრე იქნება :*

გარემო და სტრესი ნამდვილად შეიძლება მიზეზი იყოს.

Posted by: საბისაბი85 13 Oct 2022, 17:07
Freni_99
მადლობა ჩემო კარგო ❤️

Posted by: ივლისი 14 Oct 2022, 12:26
გოგოებო როგორ ხართ ?

Iceicebaby
Freni_99
თქვენ გადატანა არ გქონიათ ჯერ ხო . კარგი სიახლეები რა არის ?

Posted by: Freni_99 14 Oct 2022, 13:19
ივლისი
ჩემი შემდეგი წლისთვის გადაიდო, სამწუხაროდ.
მანამდე ლაპარო უნდა ვქნა sleep.gif
პ.ს ძალიან გამიხარდა მოკითხვა <3

Posted by: Iceicebaby 14 Oct 2022, 13:20
ივლისი
მადლობა მოკითხვისთვის, თავად როგორ ხარ? <3

ჯერ პროცესში ვარ ^^

Posted by: საბისაბი85 14 Oct 2022, 21:07
გოგოებო ლუკრინ დეპო რისთვის გამოიყენება და ფასი ხომ არ იცით?

Posted by: LILU0404 15 Oct 2022, 00:10
საბისაბი85
ვის აქვს დანისნული? ამ მედიკამენტს სხვადასხვა შემთხვევაში იყენებენ. მე დავაკოპირებ და დავდებ ძირითად შემთხვევებს როცა გამოიყენება.
ჩვენებები:

„წინამდებარე ჯირკვლის პროგრესირებადი სიმსივნე (პალიატიური მკურნალობა), მათ შორის როცა ორქიექტომია ან ესტროგენებით მკურნალობა არ არის ნაჩვენები ან მათი გამოყენება პაციენტისთვის არ შეიძლება.

ენდომეტრიოზი (6 თვემდე მკურნალობისთვის, როგორც ძირითადი თერაპია ან დამატება ქირურგიულ მკურნალობაზე).

საშვილოსნოს ფიბრომიომა (6 თვემდე, როგორც წინასაოპერაციო მომზადება მიომის მისაშორებლად ან ჰისტეროექტომია; ასევე სიმპტომატური მკურნალობისთვის)."
ძირითადად ქალებში ინიშნება ენდომეტრიოზის და მიომის სამკურნალოდ.

ლუკრინ დეპო და ლორელინ დეპო ერთი და იგივეა. მოქმედი ნივთიერება ორივეს ლეუპრორელინია.
ავერს აქვს 290 ლარად.

Posted by: საბისაბი85 15 Oct 2022, 09:36
LILU0404
სტიმულაციას ვიწყებ და ეგ წამალიც დამიწერა ექიმმა

Posted by: Vivi92 15 Oct 2022, 13:43
გოგოებო თუ იცით ინვიტროსთვის სტიმულაციის დროს ესტრადიოლი მაღლა იწევს ? ანალიზის პასუხები მომივიდა და ექიმს ჯერ ვერ ვუკავშირდები

Posted by: LILU0404 15 Oct 2022, 13:52
Vivi92
კი ესტრადიოლი უნდა იზრდებოდეს, მგონი მაგით განისაზღვრება ფოლიკულის მომწიფების დონე.
მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, დანარჩენს გოგოებიც გაგიზიარებენ.

* * *
საბისაბი85

აუცილებელი არაა ცუდი რამის გამო დაგინიშნოს, სავარაუდოდ რაღაც მიომური კვანძი გაქვს და მისი დაპატარავება უნდა რომ სტიმულაციის დროს კიდევ უფრო არ გაიზარდოს.
რა ვიცი მე ასე ვიფიქრე დანარჩენი შენ უფრო მეტი გეცოდინება და თუ სურვილი გექნება ჩვენც გაგვიზიარე.

Posted by: kato17 15 Oct 2022, 14:12
Vivi92
Vivi92კი მაღლა იწევს და კარგია კვერცხუჯრედის სიმწიფის ხარისხს განსაზღვრავს რაც უფტო მაღალია მით უკრთესი , პირველ ინვიტროზე 3500 რო მომივიდა გულ გახეთქილი შევდი ექიმთან და რას ამბობ კარგია მასე უნდა იყოსო და მართლა 16 ფოლიკულიდან 12 იყო მწიფე და იყო 12 კვერცხუჯრედი . მეორეზე 1800 მქონდა და 11 ფოლიკულიდან 6 იყო მწიფე და 6 კვერცხუჯრედი, თუ გამოგადგება ამ მონაცემებით განსაზღვრე დაახლოებით რას უნდა ელოდო რამდენი მოგივოდა შენ პასუხი?
* * *
ისე ესრადიოლს ორჯერ ამოწმრბენ სტიმულაციის პროცეში ეს რაც დავწერე პირველი ანალიზია ორ დღეში კიდე გადავამოწმე და რათქმაინდა კიდე მომატებული იყო და მეორე თუ მესამე დღეს დაიგეგმა ასპირაცია

Posted by: Vivi92 15 Oct 2022, 15:01
დიდი მადლობა გოგოებო ❤️ 385 მომივიდა პასუხი, მაგრამ მე ფოლეკულებიც ცოტა მაქვს, 4 დღეა რაც დავიწყე სტიმყლაცია და ეს პირველი ანალიზები იყო

Posted by: compte.paris75 15 Oct 2022, 20:48
Vivi92
ერთი ზრდასრული მწიფე ფოლიკული 200 ესტრადიოლის ტოლია.
ჯერ ადრეა, კიდევ გაიზრდება

Posted by: საბისაბი85 15 Oct 2022, 23:45
LILU0404
არ მაქვს კვანძი არც არაფერი, ჰისტეროც გავიკეთე და სუფთაა მოკლედ საშვილოსნო, შარშან არ დაუნიშნიათ ეგ წამალი და ვინც გაიკეთა ჩემთან ერთად ინ ვიტრო ორ გოგოს დაუნიშნეს და ორივეს ტყუპები ყავს, ექიმს ვნახავ სავარაუდოთ ნოემრის შუა რიცხვებში და ვკითხავ რისი წამალია, მე კიდე დანიშნულება რომ მომცა აი რატო გამოვშტერდი არ ვკითხე არ ვიცი

Posted by: adeline 16 Oct 2022, 16:56
საბისაბი85
ლუკრინ დეპოზე ამბობ? სტიმულაციის წამალია; ზოგი ექიმი იყენებს, ქოჩიაშვილი მაგალითად.

Posted by: საბისაბი85 16 Oct 2022, 17:16
adeline
როგორ ხარ ჩემო კარგო, რახდება კარგი შენკენ,
კიი ლუკრინ დეპო, ახლა მითხრეს გოგოებმა ციკლის 21-ე დღეს კეთდებაო და ახალი ენდომეტრიუმი მოყავსო

Posted by: adeline 16 Oct 2022, 21:24
საბისაბი85
არა მიშავს. ფოლიკულური ცისტა გამომიხტა ამ თვეში. კი, მაგისთვისაც იყენებენ. კარგი წამალია როგორც ვიცი. ასე რომ არაფერზე იდარდო და მიყევი ექიმია დანიშნულებას :*

Posted by: საბისაბი85 16 Oct 2022, 21:33
adeline
ყველაფერი კარგად იქნება ❤️❤️❤️

Posted by: ნიაკო12 19 Oct 2022, 15:25
გოგოებო,გადატანა ბისაც გაკითებიათ სახლში ტაქსით რომ დავბრუნდე იქედან დავაშავებ? ჯერ ადრეა მარა ვღელავ :/ :/

Posted by: xalati 19 Oct 2022, 18:03
ნიაკო12
არანაირი პრობლემა არაა. გადატანის მერე უნდა იცხოვრო ჩვეულებრივად, იარო, ივარჯიშო, მანქანა საერთოდ არაა პრობლემა. გადატანის მერე 2 საათი ვისეირნე და მერე 4 საათი ვიმგზავრე მანქანით.

პირიქით, ცუდია წოლა და უმოძრაობა გადატანის მერე, იმიტომ, რომ საშვილოსნოს სისხლით და ჟანგბადით აღარ ამარაგებ და მიმაგრებისთვის ეგ ცუდია. მთლად პარაშუტით არ გადმოხტე და რაც გინდა ქენი ისე biggrin.gif

Posted by: ნიაკო12 19 Oct 2022, 18:11

* * *
xalati
მადლობა უბრალოდ ესე გავიგე რო პირველი სამი დღე წოლითი რეჟიმიო დღის 70 % მაინცო და მეშინია ძალიან ვეღარ ჰავიგე როგორ მოვიქცე
* * *
აქტიური ცხოვრებით ისედაც არ ვცხოვრობ ამ ბოლო ხანებში

Posted by: Natruliiiii 19 Oct 2022, 18:24
ნიაკო12
არა არ იწვე სულ, პირველი დღე იყავი ცოტა მოსვენებითად, მე მაგალითად მეორე დღიდან ვსეიორნობდი, სქხლში მსუბუქად ვსაქმიანობდი, არ გადავზრლილიყავი ისე, დაჟე მე-6 დღეს ქალაქგარეთ წავედით მე და მეუღლე დასავენებლად 2 დღით, იყავი ჩვულებრივ რეჟიმში უბრალოდ ზედმეტად არ გადაიტვირთიო და რამე მძიმეებს და ხტუნვა-ცეკვებს მოერიდე smile.gif
როდისთვის აპირებ, აბა წარმატებები ❤️

Posted by: ilo44 19 Oct 2022, 18:42
რა ჯდება ერთი ბავშვი, დედის გარეშე რო გაჩნდეს?

Posted by: compte.paris75 19 Oct 2022, 20:21
QUOTE (ilo44 @ 19 Oct 2022, 18:42 )
რა ჯდება ერთი ბავშვი, დედის გარეშე რო გაჩნდეს?

სუროგატის პირადი ანაზღაურებაა - 15000 დოლარი.
პლიუს ამას დამატებითი ხარჯები (საავადმყოფო, გამოკვლევები. მშობიარობა).
საბოლოო ჯამში 30 000 დოლარი ჯდება
-----------------------------------------------------------------
* * *
-----------------------------------------------------------------
იყიდება ანტიდეპრესანტი ZOLOFT (Sertraline) 25 მგ.
ფრანგული გამოშვება
ფასი: 28 ტაბლეტი - 5 ლარი (არის რაოდენობაში)
ვადა: 2024 წ
ტერიტორიულად ვარ თბილისში ვაჟა-ფშაველაზე

user posted image

Posted by: ნიაკო12 19 Oct 2022, 22:14
Natruliiiii ნოემბერში smile.gif ციკლი რო მომივა ახლა მომდევნო ციკლზე, 1ში ვარ დაბარებული ექიმთან

* * *
მადლობა ❤️ ისე ველოდები რო აი არ ვიცი ორცალს გადავიტანთ თან სავარაუდოდ

Posted by: Natruliiiii 20 Oct 2022, 10:33
ნიაკო12
აბა წარმატებები და არ ინევიულო, როცა დავიკიდე და არც ვაქცევდი ყურადღებას, დაჟე ბოლოს სიმპტომებიც დავიკიდე იმდენად არ მქონდა არანაირი ნიშნები რომ სწორეს მაშინ გამოვიდა.

Posted by: ნიაკო12 20 Oct 2022, 12:46
Natruliiiii
მადლობა :* ❤️❤️❤️❤️❤️

Posted by: Vivi92 20 Oct 2022, 16:58
გოგოებო როგორ ხართ?

რაღაც ჯგუფში დაწერეს ჰისტეროს მერე 4-5 თვე ორსულობა რეკომენდირებული არ არისო და ამ მოსაზრებაზე გსმენიათ რამე ?

Posted by: Freni_99 20 Oct 2022, 17:05
Vivi92
მეც ვნახე ეგ და არ მგონია სწორი.
ყოველ შემდეგ ციკლზე მრთავდნენ ნებას, ასე მახსოვს. ენდო რამდენად წამოგყვება, ეგ სხვა თემაა. ალბათ ჩარევასაც გააჩნია ?

Posted by: Vivi92 20 Oct 2022, 17:16
Freni_99
ხო არც მე მგონია ❤️ ექიმსაც არაფერი უთქვამს მაგაზე

Posted by: lesila90 21 Oct 2022, 13:26
Vivi92
უი არამგონიაა. პირიქით მეორე თვესვე აძლევენ უფლებას და რავი. ფბ ჯგუფებში ისეთ ინფოს ვკითხულობ ზოგი ტყემალზეა და ბალს ჭამს მგონი:-D
* * *
ნიაკო12
ეგ საკითხი მეც მაინტერესებს. სანდრა მედზე მოვუსმინე იმავე დღეს აძლევენ უფლებას რომ
გადაფრინდენ უბრალოდ მეორე დღეს უნდა იყო მოსვენებულიო ესე თქვაა. იმავე დღეს მყზავრონა არ არის პრობლემა და მერე მოუფრთხილდი თავსო. ვნახოთ მეც რას მეტყვიან. მე დარჩენას ვაპირებდი და რომ მოვისმენე ეს ინფო უკვე ვფიქრობ და ვყოყმანობ :-D

Posted by: ნიაკო12 21 Oct 2022, 13:38
lesila90
საინტერესოა ეგრე თუა პირველ დღეს იქედან წამოსვლას რა უჭირს, როდის გიწევს დაახლოებით შენ :* ❤️

Posted by: Freni_99 21 Oct 2022, 13:44
lesila90
ეგრევე შეგიძლია წამოხვიდე, არანაირი პრობლემა არაა, იქაც გეტყვიან. და მუდმივი წოლა სულ არაა საჭირო, პირიქით, ზომიერად უნდა იმოძრაოთ, რომ სისხლმა იმოძრაოს.


ნიაკო12
ტაქსზე რომ კითხულობ, სხვა რა ვარიანტი გაქვს, ვერტმფრენი? :დ რა თქმა უნდა, შეიძლება და საზვტრანსპორტს აჯობებს :*

Posted by: ნიაკო12 21 Oct 2022, 13:48
Freni_99
ხომალდი biggrin.gif biggrin.gif
ანუ სხვა ვარიანტი ისმაქ რო ჩემ ძმას თუ ეცლება წამყვეს და გამომიყვანოს ჩემძმას კი შემოვუცაცხანებ ხოლმე ნელა ქენი ასე ქენი ისე ქენითქო და ტაქსისტთს ვერ :დ ათას სისულელეს ვფიქრობ ვიცი biggrin.gif

Posted by: lesila90 21 Oct 2022, 14:10
ნიაკო12
მეც ამ ციკლზე თვის ბოლოს ველოდებიი და იმედია ყველაფერი კარგად იქნება.❤️❤️Freni_99
აქტიური სამსახური მაქ სულ მოძრაობაში ვარ ისედაც და უნდა მოვისვენო ვატყობ :-D ან ვეცადო რომ ბევრი არ ვიაროო

Posted by: ნიაკო12 21 Oct 2022, 14:12
lesila90
როგორ იწელება ეს ბოლო პერიოდიი, როგორი ნოფიერი იქნება ნოემბრის თვეე ❤️❤️❤️

Posted by: lesila90 21 Oct 2022, 15:10
უფლის წყალობით.ეხლა ერთი პრობლემა მაქვს:-D გამხეცებული მადა მაქვს აი საშინელი. 53-55 კგ ვარ ეხლა 1,67 სიმაღლე და აი დილითაც რო ვდგები საკმაოდ გაბერილი მაქვს მუცელი ადრე ასე მქონდა კაი ნაჭამზე და ნეტა ამ ჰორმონების ბრალიაა ?? რით ვუშველო თავს? რომ ვთქვა ცხიმიანს ვჭამ და ხორციანს მოგატყუებთ. აი ბოსტნეული მიყვარს ხილი სასუსნავები ტკბილი არაა. პურსაც ბევრს არ ვჭამ. წყალს ვსვამ 1-1,5 დღეში

Posted by: ნიაკო12 21 Oct 2022, 15:40
lesila90
ბოსტნეულმა და ხილმა იცის შებერილობა smile.gif კარგია რო ჭამ მაგეებს წაგადგება მომავალი თვისთვის smile.gif :* ❤️ ისე ხო ბუნებრივადაც ცდილობ ამ თვეში შენ

Posted by: lesila90 21 Oct 2022, 15:46
ნიაკო12
რავიცი ოვულაცია როდია მქონდა არ ვიცი არ მივსულვარ ეხოზე დავიკიდე იმდენი გამონადენი მქონდა რამოდენიმე დღე ალბათ სტიმულაციის წამოებმა იცის და დავანებე თავი. თან ჩემს ქმარა ამ თვეში არ მოუკლია ჭამა სმა სამ ქორწილში ვიყავით პლიუს ბავშვი მონათლან და ორ დაბ დღეზეე smile.gif ქეიფის თვე გვქონდა
* * *
ნიაკო12
სამი თვის მუცელი მაქ იმენა და ნერვები მეშლებაა..

Posted by: ნიაკო12 21 Oct 2022, 16:09
lesila90
ვაიჰჰ ჩემი მუცელი ჩაცხრა ციკლი რო მომივდა მას მერე მანამდე ტანჯვა წამება იყო.
შეიძლება წინა სტიმულაციებმა იყოჩაღა და ამ თვეშიც წამოვიდა ბევრი ფოლეკულები რაიცი რა ხდება მაგანაც ხო იცის შებერილობა.

რავი ჩემი ქმარი ყველაფერს იკლებდა აქამდე დალევასაც და ათას რამეს და არაფერი გამოვიდა თავისით, ხალხი ლამის ყოველ დღე სვავს ზოგი და ყავთ ანგელოზივით შვილები :დ ასე რომ არ იჯავრო შენ მაგაზე თუ მოსახდენია ისედაც მოხდება და ასედაც შეირგე ცხოვრება მითუმეტეს შენი წერტილები ელოდებიან როდის გადმოსკუპდებიან დედის მუცელში :* ❤️❤️❤️

Posted by: lesila90 21 Oct 2022, 19:29
ნიაკო12
მართალი ხარ რომ ვაკვირდები ხალხო დაბოლილია დღე და ღამე და ერთი სექსით ბავშვებს აკეთებენ :-D და მე ამდენი შეზღუდვა ბევრ რამეზე უარის თქმა და მაინც არალიი ნუ ესეაა ალბათ რთულ გზაზე სიარული რჩეულთა ხვედრიაა smile.gif
* * *
მაინტერესებს გამათხელებელ ნემსებს ინვიტროს დროს ყოველთვის ნიშნავენ? ასპირინა კარდიოს ვიცი ყველას უნიშნავენ მაგრამ
ნემსებს ნეტა ყველას უნიშნავენ?

Posted by: Iceicebaby 21 Oct 2022, 21:07
კი, გამათხელებელი ინიშნება ნებისმიერ ინვიტროზე განსაზღვრული დროით, დაახლოებით 1 ტრიმესტრი.

ინვიტროს ამბებში ვინცაა, ჩემი ღრმა რწმენით თრომბოფილია უნდა გამოიკვლიოს, თუ მუტაციები აქვს, ნემსები 9 თვე არ უნდა შეწყდეს.

ჩემს მეგობარს არ აქვს ეგ ანალიზი არ გაკეთებული და ამიტომ 9 თვე აგრძელებს ნემსის კეთებას smile.gif სიფრთხილეს თავი არ სტკივა მოკლედ.

Posted by: lesila90 22 Oct 2022, 14:00
Iceicebaby
ხო მეც ვფიქრობ მაგის გაკეთებას ექიმი არ მინიშნავს რადგან ანამნეზში არ მაქ შეწყვეტილი ორსულობა. საერთოდ არ მაქ ორსულობა არც ბიოქიმიური. ისე რას მირჩევთ რომელ გემზე გევიკეთო? რომელიღაცაზე აკეთებენ თუ გაქვს მაგითაც გამოჩნდებაო თუ ვცდები?

Posted by: Iceicebaby 22 Oct 2022, 14:12
lesila90
არც მე მქონდა შეწყვეტილი კი არა არანაირი ორსულობა და არ გინდაო ჰემატოლოგმა, მარა ორი მუტაცია ამომივიდა მარტო გენეტიკურში, შეძენილი აღარ გამიკეთებია, უკვე ვიცოდი რო სულ გავიკეთებდი გამათხელებელს.

ჯან სახლში გეუბნებიან მთავარი მუტაციები რაცაა და ეგენი გავიკეთე მეც, ყველაზე ხშირი ეგ მუტაციებია. 7 ცალი იყო მგონი

Posted by: lesila90 22 Oct 2022, 14:36
Iceicebabyთურქეთში ვაპირებ გაკეთებას იქ უფრო ნაკლები ჯდება ან ჯან სახლში გავიკეთებ ვნახოთ როგორ მოვახერხებ და გენეტიკურის გაკეთება მინდა თქო? მე მახსოვს ბიცოლაჩემმა მერლაბში გაიკეთა შეძენილიც და გენეტიკურიც 400 ლარამდე დაჯდა ყველა მუტაცია კორკოტაშვილა დაუნიშნა. ბათუმშია მერლაბი თბილისში თუ არის არ ვიცი

Posted by: Iceicebaby 22 Oct 2022, 16:28
lesila90
ჯანმრთელობის სახლს კარგი სახელი აქვს წლებია ამ კვლევებზე, ამიტომ ავარჩიე, ან ეს ან მრჩეველი მინდოდა და მრჩეველი ძალიან ძვირი იყო, ორჯერ. ისედაც მარტო გენეტიკური 450 ლარი დამიჯდა.

თურქეთში თუ უფრო იაფია, ალბათ ღირს მანდ გაკეთება, მაგათაც ექნებათ ძირითად გენებზე შემოთავაზება, რაც ბეისიქ არის და ყველა ვარიანტში კეთდება

სხვა ლაბებს ამ კვლევაზე მე არ ვენდობი პირადად.

Posted by: lesila90 22 Oct 2022, 16:30
Iceicebaby
კორკოტაშვილთან იყო ბიცოლაა და ვკითხე მერლაბზე თურქეთში აგზავნიან თქო და კარგი მანდ გაიკეთეო პასუხი რომ გადავაგზავნეთ ზუსტად მაგ გენზე გვქონდა ეჭვიო. მადლობაა. ❤️❤️

Posted by: Iceicebaby 22 Oct 2022, 20:20
lesila90
ჰო, კარგია როცა პირადი გამოცდილება არსებობს კარგი. წარმატებები ^_^

Posted by: Vivi92 22 Oct 2022, 22:24
გოგოებო ოვიტრელი ასპირაციამდე რამდენი ხნით ადრე კეთდება თქვენი გამოცდილებით?

Posted by: ნიაკო12 23 Oct 2022, 00:47
გოგოებო რა მაინტერესებს, სოლგარის კანი თმა ფრჩილი როა წამალი მაგის დალევა რამდენად შეიძლება ინვიტროს მკურნალობის პროცესში ან თუნდაც ორსულობაზე და ექიმის გარეშე თუ მიიღება კონკრეტულად ეგ წამალი

Posted by: Freni_99 23 Oct 2022, 09:37
Vivi92
მე ოვიტრელი არ გამიკეთებია კონკრეტულად, მაგრამ როგორც ვიცი, 32 საათით ადრე. ერთ საღამოს რომ გაიკეთებ, მეორე დღეს აღარაფერს იკეთებ და მესამე დღეს დილას მიდიხარ. ექიმი გამოგითვლის საათებს, ზუსტად დროებში უნდა გაკეთდეს

Posted by: lesila90 23 Oct 2022, 09:57
Freni_99 სწორად აგიხსნა.
Vivi92 მე ოვიტრელოს გაკეთების დრო რომ
მითხრა მეორე დღეს აღარ გამიკეთებია რამე და მესამე დღეს ამომიღეს ფოლიკულები

Posted by: ნიაკო12 23 Oct 2022, 13:44
Vivi92
მე პირადად ღამის 12ის ნახევარზე დამინიშნა ოღონდ ცეტროტაიდი, მომდევნო დღეს არაფერი და მესამე დღეს დილით ამომიღეს.
საათი ალბათ ინდივიდუალურია არვიცი ზუსტად

Posted by: Lelakolela 23 Oct 2022, 18:50
გოგოებო მოგესალმებით,მე ეხლა ვგეგმავ ინვიტროს და ძალიან მაინტერესებს როგორ შეფასებებს მისცემთ ამ კლინიკებს ვერ ვწყვიტავ (((((
1.ჯჯრს აქ ვაპირებ ,მა,გრამ ფასებია უცნაური სხვადასხვა გოგოს სხვადასხვა ფასებს წერენ ,თუმცა ჩამონათალი ერთია ,მაგის გამო ვეჭვობ
2.საბახტურაშვილის კლინიკა ლელა ირემაძემ პირდაპირ დონორი მითხრა ,არ ღირსო შენითო
კიდე ვფიქრობდი
ინვიტრო ლაიფი ნათია ფოფხაძესთან ჯერ არ მივსულვარ ,ახალი კლინიკა გახსნა ჯერ არ მივსულვარ

წინასწარ დიდი მადლობა ))))

Posted by: ნიაკო12 23 Oct 2022, 19:00
Lelakolela
მე დავდივარ ახლა ჯიჯიარსში და ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ ყველაფერში ( ნუ ფასების გარდა რათქმაუნდა)

Posted by: a-liza 23 Oct 2022, 19:23
Lelakolela
QUOTE
საბახტურაშვილის კლინიკა ლელა ირემაძემ პირდაპირ დონორი მითხრა ,არ ღირსო შენითო
და რატომ დონორი? ასაკი? ანტიმიულერი რამდენი გაქვთ? როგორ ეგრევე დონორში ხედავენ გამოსავალს, უფრო სწორედ სათავისოდ წყვეტენ,პაციენტებზე არავინ ფიქრობს.

Posted by: lesila90 23 Oct 2022, 20:39
Lelakolela
ანტიმიულერი FŚH რამდენი და ასაკი რამდენია? არ გამიკვირდა დონორი რომ გითხრეს ეგ მარტივი ხერხიაა საქართველოში. გოგოებიც გირჩევენ პირადი გამოცდილებით უფრო ვისთან ჯობს. მე თურქეთში ვიკეთებ ემბრიონი გავყინეთ უკვე ბათუმიდან უფრო ახლოს არის და ამიტომ მერჩივნა.ისე პრპ თერაპიაზე არ ფიქრობ ? თუ ფოლიკული არ მოდის ან დაბალი ანტიმიულერია მაგას აკეთებენ და ხშირია დადებითი შედეგი ემბრიონების მიღების მხრივ. მე თურქეთში სიარულის დროს ბევრი პაციენტი ვნახე ვისაც აქ დონორი უთხრეს და პრპ მერე თავისი კვერცხუჯრედიდან ემბრიონები
მიიღეს. აქაც დაიწყეს როგორც ვიცი გაარკვიეე არ დაყარო ფა-რხმალი.

Posted by: magdalea 23 Oct 2022, 22:52
Lelakolela

მაგ ექიმებთან შეხება ვისაც ქონია ისინი დაგიწერენ ალბათ თავიანთ გამოცდილებას.

მე პირადად ბეტაპლუს ფერტილიტში გავიკეთე თამთა ცაავასთან და კმაყოფილი ვარ კლინიკითაც და ექიმითაც, ასევე იმით რომ შენში ფულის ტომარას არ ხედავენ rolleyes.gif

Posted by: kato17 24 Oct 2022, 14:26
Lelakolela
ასაკი ? ანტიმუულერი? Fsh რდენი გაქვთ დონორი რომ შემოგთავაზათ, პირველად იკეთებთ ?

Posted by: narkozeli 24 Oct 2022, 16:20
გოგოებო, ინ ვიტროზე ქეთი ოსიძე თუ ლელა ირემაძე?


ორივესთან ჩავეწერე მარა თქვენი აზრიც მაინტერესებს. baby.gif


ჩემი ქეისი: მყავს ერთი შვილი. ბოლოს 0.9 მქონდა ანტიმიულერი და ეხლა ძაან ვნანობ რომ ამდენი დრო დავკარგე. 3 წლის მყავს შვილი და ფეხს ვითრევდი. ეხლა ვიაზრებ რომ დასაკარგი დრო არ მაქვს. დაახლოებით წელიწადნახევარია თავს რაც აღარ ვიცავ, აქედან ბოლო 1 წელია აქტიურად ვცდილობ დაორსულებას. მაისში დადგა ორსულობა და 8 კვირაზე შემიწყდა. ამის მერე არანაირი არაფერი. ვფიქრობდი დაველოდები ისევ ბუნებრივადთქო მაგრამ ფაქტია ნერვებიც დამაწყდა და ყოველ წუთას რომ მახსენდება ჩემი დაბალი ანტიმიულერი, ძაან განვიცდი და ეს ჩემს ნერვულ სისტემასაც ცუდად წაადგა, ბოლო ციკლზე 25 ტესტი გავიკეთე, იმდენად არ მინდოდა დაჯერება (ფოლიკულის მონიტორინგები, ოვულაციის ტესტები, მედიკამენტები) ვფიქრობ ინ ვიტროა ჩემს შემთხვევაში გამოსავალი.
რას მირჩევთ?

Posted by: Freni_99 24 Oct 2022, 16:29
narkozeli
არცერთის პაციენტი ვარ და არც ვყოფილვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, მაგ ორის ერთად დაყენება არაა სწორი საქციელი :დ
ბოდიში თუ ვინმეა აქ ლელას პაციენტი (მგონი არავინაა ), მაგრამ ჩემს თვალში, ძაან არაპროფესიონალია.
ჩემს თავს აუცილებლად ოსიძეს ვურჩევდი, ჩემს გარშემო ძაან ბევრი კარგი შედეგი აქვს.

Posted by: Iceicebaby 24 Oct 2022, 16:47
narkozeli
QUOTE
გოგოებო, ინ ვიტროზე ქეთი ოსიძე თუ ლელა ირემაძე?


QUOTE
მაგ ორის ერთად დაყენება არაა სწორი საქციელი :დ


ამაზე კარგად ვერ ვიტყოდი :დ სულ თავს ვიკავებ ხოლმე ექიმებზე აუგის თქმას, მაგრამ მაგ ქალს სოციალურ ქსელებში რომ ვუყურებ რას წერს, რა პოზიციები აქვს, როგორი მიდგომები აქვს, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია smile.gif

ქეთი სუბიექტურად და ობიექტურად ჩემთვის N1-ია, სანამ ამ დასკვნამდე მივედი, ყველა ცნობილ ექიმთან ვიყავი კონსულტაციაზე, თამთა ცაავას გარდა, მასთან რო მოვხვედრილიყავი, გამიჭირდებოდა არჩევა :დ

Posted by: narkozeli 24 Oct 2022, 16:50
Freni_99
Iceicebaby

თქვენ გაიხარეთ, ისედაც უფრო ქეთისკენ მიმიწევდა გული.

ლელას 28მდე არ ქონდა ადგილი და ქეთისთან 4ში ჩავეწერე. სავარაუდოდ აღარც წავალ ლელასთან.

იმედი მაქვს სწორ გზაზე დამაყენებს. ასე მგონია ჯერ მაინც სტიმულაციას დამინიშნავს, რადგან აქამდე არ მიცდია სტიმულაცია.

Posted by: Iceicebaby 24 Oct 2022, 16:55
narkozeli
მე ეგრევე ინვიტრო მითხრა, გვანცა smile.gif იმავე თვეს, ეგრევე )))

არ იწყინო მისი "სიჩქარე" მოკლედ თუ რამე, პირად გამოცდილებას თუ ენდობი ჩემსას, თურმე სწორად მოქცეულა smile.gif

Posted by: narkozeli 24 Oct 2022, 16:57
Iceicebaby

არ მეწყინება, ტყუილი დაიმედებებით უფრო დავიღალე. ეგეთი ცოცხალი და ჩქარი მინდა ზუსტად.

შენ რა ეტაპზე ხარ ეხლა? :*

რაღაცნაირად გულში თითქოს სულ ვგრძნობდი რომ მეც დამჭირდებოდა ინ ვიტრო და რაღაცნაირად ამოვისუნთქე რომ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე

Posted by: Iceicebaby 24 Oct 2022, 17:03
narkozeli
ყველაფერი ხდება ^^ მთავარია შენ იქამდე თავი დაიზღვიო და შენი გასაკეთებელი გააკეთო, დროზე რომ არ ინერვიულო როგორც მინიმუმ.

ველოდებით მოკლედ კარგ ამბებს მალე და მეც წესით მალე შეგატყობინებთ

Posted by: adeline 25 Oct 2022, 12:14
Iceicebaby
QUOTE
სულ თავს ვიკავებ ხოლმე ექიმებზე აუგის თქმას, მაგრამ მაგ ქალს სოციალურ ქსელებში რომ ვუყურებ რას წერს, რა პოზიციები აქვს, როგორი მიდგომები აქვს, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია

მაგის კომენტარებს რომ ვკითხულობ რაღაც ამბებზე, სრული შოკი მაქვს biggrin.gif მარტო პოზიციის გამოხატვას კიდე რა უჭირს?! რა სიტყვებით ჩამოარაკრაკებს ხოლმე, ეგაა პიკი lol.gif

Posted by: Iceicebaby 25 Oct 2022, 12:18
adeline
user posted image

მე ეს მიყვარს :დ

Posted by: nino84 25 Oct 2022, 13:39
narkozeli
გვანცა პირველ რიგში უნდა დამშვიდდე. არაა სტიმულაცია და ინვიტრო მარტივი არც ფსიქოლოგიურად და არც ფიზიკურად. ყველა პრობლემა რომ თავიდან მოდის ჩემ მაგალითზე დავიჯერე, პირველი ბავშვი მეშვიდე ინვიტრო ცდით გავაჩინე და შემდეგ ორჯერ დავრჩი ორსულად ბუნებრივად.
ინსემინაციას არ განიხილავ? თუ სპერმოგრამა კარგია შეიძლება შედეგიანი იყოს

Posted by: adeline 25 Oct 2022, 13:40
Iceicebaby
ღმერთო, ეს რა არის?! lol.gif პირველურსელები რომ გამოფენენ ხოლმე გამოცდების ქულებს, მაგას მაგონებს. ინტუიცია მაქვს რაღაც სასწაული; არასოდეს მქონია მაგ ექიმთან მისვლის სურვილი რა
* * *
narkozeli
ინსემინაცია ტყუილი ფულის ყრაა და მე არ გირჩევ; ინვიტრო უცებ გამოგივა, აი ნახავ! მშვიდად და აუღელვებლად მიყევი. ვიცი, რომ რთულია, მაგრამ ასე უნდა ამ საქმეს და რას ვიზავთ.

Posted by: nino84 25 Oct 2022, 20:53
adeline
მთლად ეგრეც არაა რომ ინვიტრო ეგრევე გამოგივა და ეგაა ზუსტად რთული. ისეთი იმედგაცრუებული ვიყავი პირველი ცდა რომ არ გამომივიდა, ძლივს გადავიტანე. ამიტომ თავიდანვე ჯობია მზად იყო უარყოფითი შესეგისთვისაც პორველიცე ცდაზე. ინსემინაციას რაც შეეხება გვანცას ყავს უკვე გაჩენილი ბუნებრივი ორსულობით, შეიძლება მასთან ინსემინაციამაც გაამართლოს. მე ინვიტრომდე ორჯერ ვცადე შედარებით იაფი ღირდა და სტიმულაციაც და წამლები არ ჭირდებოდა ისეთი ძლიერი. ამას უკვე ექიმი გადაწყვეტს ანამნეზიდან გამომდინარე ღირს ცდად თუ არა

Posted by: Iceicebaby 25 Oct 2022, 21:23
nino84
სამი შვილი გყავთ? ^_^

ინვიტროს მერე ბუნებრივად დარჩენილი ისტორიები ჩემი საყვარელი ისტორიებია ))

პ.ს. ინსემინაციასაც უნდა სტიმულაციით კარგად მომზადება და სჯობს ბარემ უფრო სასარგებლოდ მიმართოს, შეინახოს ემბრიონები.

Posted by: nino84 26 Oct 2022, 10:09
Iceicebaby
2 მყავს. მეორე ორსულობა 6 კვირაზე შემიწყდა

Posted by: adeline 26 Oct 2022, 11:05
nino84
მახსოვს შენი ისტორია და მე-7 ცდაზე მგონი ერა ტესტით გამოგივიდა ხომ? ინსემინაციით ჩემს ირგვლივ ვერავინ დაორსულდა რა ვიცი. ყველაფერი მაინც გამართლებაზეა რა

Posted by: Iceicebaby 26 Oct 2022, 13:56
nino84
გასაგებია <3 გყავთ კიდევ ემბრიონი? თუ მაშინ ბოლო ცდა გქონდათ?


Posted by: nino84 26 Oct 2022, 15:31
Iceicebaby
კიდე ერთი მყავს კრიო
adeline
კი, მე 7 ცდით გამომივიდა. ერაც გავიკეთე და ინტრალიპიდი გადავისხი

Posted by: ნიაკო12 26 Oct 2022, 16:43
გამარჯობა გოგოებო,ესეთი უცნაური კითხვა გამიჩნდა ინ ვიტროს დროს ორსულობას როდიდან აითვლიან? ანუ თვითონ გადატანიდან თუ ციკლის მაინც ციკლის დაწყების დღიდან როგორ არი ეს
* * *
მოვლენებს ვუსწრებ წინ ყველანაირად მოკლედ გეგონება უკვე ორსულად ვიყო smile.gif

Posted by: Gretag 26 Oct 2022, 16:57
გამარჯობა გოგონებო,

nino84

ერაზე იყო რამე აცდენა? აცერთ ტრანსფერზე არ იყო მიმაგრების მცდელობაც? მეც იგივე გზას გავდივარ და ვაგროვებ ინფორმაციას

Posted by: compte.paris75 26 Oct 2022, 17:00
QUOTE (ნიაკო12 @ 26 Oct 2022, 16:43 )
გამარჯობა გოგოებო,ესეთი უცნაური კითხვა გამიჩნდა ინ ვიტროს დროს ორსულობას როდიდან აითვლიან? ანუ თვითონ გადატანიდან თუ ციკლის მაინც ციკლის დაწყების დღიდან როგორ არი ეს

ინვიტროს დროს ათვლა არის ყველაზე ზუსტი. პუნქციის (განაყოფიერების) დღეს წინ უმატებ 14 დღეს.
* * *
QUOTE (Iceicebaby @ 25 Oct 2022, 12:18 )
adeline
user posted image

მე ეს მიყვარს :დ

makvala რომ იყო აქ ექიმი გახსოვთ? სასწაული ლექსიკით. ამის ნახვაზე ის მაყვალა გამახსენდა https://forum.ge/?f=97&showtopic=35070415&st=195#entry54034751

--------------------------------------------------------------------------------------

Posted by: ნიაკო12 26 Oct 2022, 17:04
compte.paris75
აუჰ ვერ მივხვდი, მე გაყინული მყავს ახლა და არიან 5 დღიანები, და ეგ 5 დღე ჯნდა მივუმატო გადატანის დღიდან რიცხვს მაშინ?
* * *
Gretag
როგორ ხარ რა ეტაპზე ხარ :* ❤️❤️❤️

Posted by: compte.paris75 26 Oct 2022, 17:19
ნიაკო12
კი, 5 დღიან ემბრიონზე 14+5 ს გადაითვლი უკან.
მაგალითად თუ 30 ოქტომბერს გადაიტან, უკან უნდა გადაითვალო დღეები:
- 25 ოქტომბერს გამოდის შენი ოვულაცია (პუნქცია)
- 11 ოქტომბერს გამოდის ციკლის დღე

Posted by: Freni_99 26 Oct 2022, 17:20
compte.paris75
სულ მაინტერესებდა, რომელი ექიმი იყო ეგ მაყვალა :დ

მე ამ პოსტზე, ეს მახსენდება ხოლმე :დდ
https://youtu.be/Z0xgIAs_kgY


Posted by: ნიაკო12 26 Oct 2022, 17:23
compte.paris75
მადლობაა :* ❤️❤️❤️
* * *
გული მეწურება როდის გადმომისკუპებენ ერთისულიმაქ მერე წინასწარ ვითვლი როდის უნდა გავიგო ფეძმძიმობა ახალ წმალმდე რამდენი თვის ვიქნები და როდის მომოწევს გაჩენა, ვერავარ ხო სრულ ჭკუაზე smile.gif ყველაფერს წინ ვუსწრებ მგონი და არც კი წარმომიდგენია რო ეს ახლა არ გამოვიდეს smile.gif

Posted by: compte.paris75 26 Oct 2022, 17:54
QUOTE (Freni_99 @ 26 Oct 2022, 17:20 )
compte.paris75
სულ მაინტერესებდა, რომელი ექიმი იყო ეგ მაყვალა :დ

მე ამ პოსტზე, ეს მახსენდება ხოლმე :დდ
https://youtu.be/Z0xgIAs_kgY

2019 ში გვქონდა მაყვალას ბედნიერება
აქედან შეგიძლია ნახო smile.gif
https://forum.ge/?f=97&showtopic=35070415&st=195#entry54034751

Posted by: adeline 26 Oct 2022, 18:00
შორენა გოგოჭური მგონია მე მაყვალა biggrin.gif

Posted by: Freni_99 26 Oct 2022, 18:39
compte.paris75
რას მერჩოდი, თავიდან დავიწყე კითხვა :დ ყველაფერი უკვე დიდი ხნის გაზუთხული მაქვს :დ

* * *
adeline
შორენას არ ვიცნობ, შედარება რომ გავაკეთო :დ
რატომღაც მახსოვს, თითქოს დადგინდა ბოლოს, ვინც იყო

Posted by: adeline 26 Oct 2022, 18:45
Freni_99
აუ თუ გაიხსენებ, დაწერე რა ვინ აღმოჩნდა ბოლოს biggrin.gif

Posted by: Freni_99 26 Oct 2022, 18:58
adeline
არ ვიცი, შეიძლება მესიზმრა და ის მოგონება მაქვს, მარა თითქოს ფბზეც ნანახი მყავს :დდ სახელი მგონი ხათუნა :დ
არ დამეჯერება, არ ვარ დარწმუნებული ჩემი მოგონების ნამდვილობაში :დ

Posted by: compte.paris75 26 Oct 2022, 22:34
QUOTE (Freni_99 @ 26 Oct 2022, 18:39 )
compte.paris75
რას მერჩოდი, თავიდან დავიწყე კითხვა :დ ყველაფერი უკვე დიდი ხნის გაზუთხული მაქვს :დ

smile.gif)))))))))))))))
მე აზრზე არ ვარ ვინ არის. უბრალოდ ძალიან მივამსგავსე ხელწერა

Posted by: narkozeli 27 Oct 2022, 11:58
adeline
nino84
Iceicebaby

არ მაქვს მოლოდინი რომ აუცილებლად პირველივეზე გამოვა მაგრამ ერთი რასაც ზუსტად ვიცი რომ ქეთისთან ამავე თვეში (ნოემბერში) დავგეგმავ, კვერცხუჯრედების გაყინვაა. ასე მგონია, იმის ცოდნა რომ შანსი სულ მაქვს, ბევრად დამამშვიდებს. ყველა ციკლზე მგონია რომ ვსო აი ეხლა ჩამოვა ჩემი ანტიმიულერი 0-ზეთქო და დავიღალე ამ სტრესებში.

Posted by: a-liza 27 Oct 2022, 12:15
narkozeli
კვერცხუჯრედების გაყინვას აქვს დადებითი შედეგები, მაგრამ როგორც გამიგია, მეტი შანსი ემბრიონებს აქვთ. გოგოები უფრო იქნებიან გარკვეული ამ თემაში.

Posted by: lesila90 27 Oct 2022, 12:19
narkozeli
რამდენი გაქვს ანტიმიულერი და ასაკი. აღარ მახსოვს. ნუ გეშინიაა დარწმუნებული ვარ ქეთისთან მალევე დადგება შედეგი. მე გზის პრობლრმა მქონდა მაგიტო თურქეთი ვარჩიე თორე ქეთისთან ვფიქროდი. ნუ ნერვიულობ ყველაფერი ექიმზე და ჩვენზეც არის დამოკიდებული❤️❤️❤️

Posted by: pandakuna2021 27 Oct 2022, 12:21
გამარჯობათ
მაქვს გაყინული ემბრიონები. ვემზადები გადატანისთვის. დღეს 8 დღეა და ვიყავი მონიტორინგზე. ექიმს არ მოსწონს საშვილოსნოს ქვედა ნაწილი, შესაძლოა იყოს სინექიებიო (შეწებება თუ მიხორცება ?) და მეუბნება შეიძლება ჰისტერო დაგჭირესო.
რა არის ეს ჰისტერო? ადვილია გაკეთება? ან რა გამოდის? ჩამივარდება ანუ ამ ციკლში გადატანა? თუ როდის კეთდება ეს ჰისტერო - ცილკლის რომელ დღეს? ან რა ჯდება?
ძალიან ვნერვიულობ, არაფრით არ მინდა რომ ჩამივარდეს ამ ციკლში გადატანა

Posted by: narkozeli 27 Oct 2022, 12:52
analiza
lesila90

0.9 მქონდა ბოლოს sad.gif

არ ვიცი, საინტერესოა ქეთი რას მირჩევს საერთოდ ამ თემაზე. მალე გავიდეს ეს ერთი კვირა..

Posted by: emiblack 27 Oct 2022, 13:12
narkozeli
მესმის რასაც ამბობ, ძაან რთულია … ზოგადად ტესტზე როცა რაღაცა ჩანს მე მგონია რო ყოველთვის ხდება რაღაც . ეგებ პროგესტერონის დეფიციტია და ვერ ემაგრება . დარწმუნებული ვარ ქეთისთან ვიზიტი დაგაკვალიანებს და დაგამავიდებს . ძალიან ბევრი კარგი მსმენია.
სხვა თემაში მიპასუხია

Posted by: lesila90 27 Oct 2022, 13:13
pandakuna2021
ნუ ნერვიულობ არაფერი არაა ძალიან მარტივი პროცედურააა და პირიქით კარგიაა ღრუს დაათვალიერებენ. მე რომ არ მქონდეს გაკეთებული ალბათ დიდი ალბათობით გავიკეთებდი

Posted by: narkozeli 27 Oct 2022, 13:23
emiblack

ხოო, თრომბოფილიას დავაბრალებდი მაგრამ დაკამ ეს შენი მუტაცია არაა აქ არაფერ შუაშიო. პროგი ნორმაში მაქვს, სხვა ყველა ჰორმონიც, რეალურად ამ წუთას რაც ყველაზე მეტად მაწუხებს ანტიმიულერის თემაა, შიში მაქვს რომ ასეთ დაბალ ანტიმიულერზე ჩემი კვერცხუჯრედის ხარისხი არ იყოს უკვე ძაან დაწეული sad.gif

Posted by: Freni_99 27 Oct 2022, 15:31
narkozeli
როგორც ანალიზამ გითხრა, კვერცხუჯრედების გაყინვას ემბრიონების გაყინვა ჯობია.
მე მქონდა საკმაოდ ბევრი ბიოქიმიური ორსულობა წარსულში, მერე ხან პოლიპი გამომიხტებოდა, ხან კისტა და ფაქტიურად სულ ამათ მოგვარებაში ვიყავი. თან სულ იმის შიში მქონდა, კიდე რამე უარესი არ გაჩენილიყო.
რაც ემბრიონები მყავს, ვერც წარმოიდგენ, რამხელა დარდი მომეხსნა. ვაცნობიერებ, რომ ყველაფერი ხდება და როცა დავაპირებ, შეიძლება არაფერი გამოვიდეს, მაგრამ ძალიან კარგი ყოფილა მაგ შიშების გარეშე ცხოვრება ))

* * *
pandakuna2021
ჰისტერო თუ გადაწყდება, ეს თვე ჩავარდება. მაგრამ დაზუსტებით გეცოდინება, რამე ხელისშემშლელი ხომ არ არის ღრუში. როგორც პროცედურა, უმარტივესია

Posted by: Iceicebaby 27 Oct 2022, 16:00
narkozeli
გვანცა, თუ ამ ამბავს საბოლოოდ გადაწყვეტ, სჯობს ემბრიონები გაყინო, ისედაც და ასედაც იდეალური გამოსავალია/მიდგომაა.


pandakuna2021
ჰისტერო მეც გავიკეთე ინვიტროს დაწყებამდე, სულ რომ საჭიროება არ გქონდეს, პროფილაქტიკურადაც ხშირად კეთდება, ღრუ რომ საფუძვლიანად იყოს დათვალიერებული და ყველაფერი გამორიცხული, ამიტომ ჩათვალე, რომ კარგ საქმეს აკეთებ. მარტივი "ოპერაციაა" ფასები 800-1200 ამ ფარგლებში მოიაზრე. საოფისე ჰისტერო ბევრად ნაკლებში ჯდება (ოპერაციის ფორმატში არაა)


Posted by: narkozeli 27 Oct 2022, 16:20
Freni_99
QUOTE
რაც ემბრიონები მყავს, ვერც წარმოიდგენ, რამხელა დარდი მომეხსნა. ვაცნობიერებ, რომ ყველაფერი ხდება და როცა დავაპირებ, შეიძლება არაფერი გამოვიდეს, მაგრამ ძალიან კარგი ყოფილა მაგ შიშების გარეშე ცხოვრება ))


ვაიმე შენ გაიხარე ამ წინადადებისთვის))) რეალურად ზუსტად ეს მჭირდება ასე მგონია სიმშვიდისთვის. შეიძლება ბოლომდე ამანაც ვერ დამამშვიდოს მარა აი მაგ უმიზნო შიშებს მაინც მოვიშორებდი..

Iceicebaby
QUOTE
გვანცა, თუ ამ ამბავს საბოლოოდ გადაწყვეტ, სჯობს ემბრიონები გაყინო, ისედაც და ასედაც იდეალური გამოსავალია/მიდგომაა.


ალბათ ქეთიც ამას მირჩევს. მოკლედ ინფორმაციით შეიარაღებული მივდივარ biggrin.gif


Posted by: საბისაბი85 27 Oct 2022, 16:22
გოგოებო ცეტროს სად ვიყიდი ბიუჯეტურ ფასად,ბათუმში თუ იცით მთლად კარგი ❤️

Posted by: lesila90 27 Oct 2022, 16:38
narkozeli
აუცილებლად ჯერ ემბრიონი გაყინე და მერე მიხედავ სხვა დანარჩენს. იქნენ რამე გამოხტეს და დროს დაკარგავ. გაყინული ემბრიონის დროს კი უკვე მშვიდად აგვარებ პრობლემებს და როდესაც მზად იქნები გადაიტან და ჩაიხუტებ გულში პაწუკელა ფერიას❤️❤️❤️❤️

Posted by: pandakuna2021 27 Oct 2022, 17:07
lesila90
Freni_99
Iceicebaby

მადლობა დიდი. გაიხარეთ

Posted by: Freni_99 27 Oct 2022, 17:08
narkozeli
მერე და მერე უკეთ გაიაზრებ მაგას.
მე არ ვუყურებ ინვიტროს, როგორც უკანასკნელ საშუალებას და თუ არაფერი გამოვიდა, მარტო მაშინ რომ უნდა მიმართო. ჩემთვის დროის, ნერვების და შენ წარმოიდგინე, ფინანსების დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა. ვისაც მინ ხუთწლიანი უშვილობა მაინც აქვს, დათვალოს, ამ ხნის მანძილზე რა თანხები აქვთ დახარჯული.
რავი, შეიძლება ამიტომაც გამიმარტივდა ამ გადაწყვეტილების მიღება.
და კიდევ, გონებას რომ მოადუნებ, გეგმა ბ-ს დასახავ და გადაერთვები, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
წარმატებები ^^

* * *
საბისაბი85
ბათუმში თუ ხართ, თურქეთში არა?
ჩემს დროს არსად არ იყო და კლინიკისგან მიწევდა ყიდვა, ასე რომ, არ ვიცი.
თბილისში ვაგზლის "იმედი ფარმას" ექნება დიდი ალბათობით

Posted by: lesila90 27 Oct 2022, 20:50
საბისაბი85
ირინას ან კომახიხის აფთიაქში არაა??

Posted by: nino84 27 Oct 2022, 21:44
narkozeli
გვანც, კვერცხუჯრედის გაყინვაზე ქეთის კითხე. მე მასე მომიწია 2017 ში რო გავიკეთე და იმ დროს ვითომ ითვლებოდა ემბრიონების გაყინვა უფრო ეფექტურად. მერე ქეთისაც ვკითხე და დამამშვიდა ჩვენთან კვერცხიჯრედებიც კარგად იყინებაო
* * *
Gretag
ერაზე აცდენა არ მქონდა.
არცერთ ორსულობაზე იმპლანტაციის მცდელობაც არ მქონია, სუროგატს მთავაზობდა უკვე ქეთი, მაგრამ რაღაცნაირად მჯეროდა რომ უნდა გამომსვლოდა

Posted by: adeline 28 Oct 2022, 00:22
nino84
სუროგატს რატომ გთავაზობდა, რამე პრობლემა ჩანდა ექოზე? როცა მიმაგრება არ ხდება, ემბრიონის ხარისხს აბრალებენ ხოლმე და დონორს ურჩევენ და შენ რა საფუძვლით გითხრა სუროგატი თუ გახსოვს? ტველა შესაძლო ვარიანტს ვამუშავებ რომ მომიწიოს შეხება და ამიტომ გეკითხები. ისედაც საშინელი შიში მაქვს იმედგაცრუების და ჯერ ვერ გადავლახე.
ერა ტესტზე აცდენა თუ არ გქონდა, საინტერესოა რატომ არ ემაგრებოდა მანამდე…ამაზე რაიმე ახსნა ქონდა ქეთის?

Posted by: nino84 28 Oct 2022, 00:44
adeline
ემბრიონების ხარისხიდან გამომდინარე პრობლემას ემბრიონებში ქეთი არ ხედავდა. იმპლანტაცია რატომ არ ხდებოდა ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ჩემ შემთხვევაში ვფიქრობდი იმუნიტეტი მქონდა მაღალი ე. წ მკვლელი უჯრედები, რომელიც ემბრიონს უცხო სხეულად აღიქვენ და ებრძვიან. ამის ანალიზი საქართველოში მაშინ არ კეთდებოდა და ბოლომდე გარკვევაც გამიჭირდა სიახლიდან უნდა გაკეთებულიყო თუ ბიოფსიით საშვილოსნოდან. იმ დროს ამ პრობლემით ერთი გოგო პოსტავდა, რომელიც თუ არ ვცდე
ბი ინგლისში იყო და ინტრალიპიდს ისხავდა. მეც ბოლო გადატანისთვის გადავისხი და დამთხვევაა, თუ ეგეც დამეხმარა დადგა ორსულობა.. ბოლო გადატანამდე რამდენიმე თვით ადრე ჰისტეროც დამჭირდა და ეგეც ეფექგურია გადატანამდე, რადგან ექოზე ყველაფერი შეიძლება ვერ დაინახონ, თუმცა მანამდეც მქონია გადატანამდე ჰისტერო გაკეთებული, ამიტომ მთლად ამის დამსახურებაც არ მგონია.

თურქეთის ერთ ერთ კლინიკასთანაც გავიარე კონსულტაცია და ისინი ემბრიონების გენეტიკურ ანალიზს მთავაზობდნენ, ერას არ განიხილავდნენ საერთოდ.

იმედგაცრუებას რაც შეეხება. მე ბოლო გადატანაზე მქონდა გეგმა ბ, თუ არ გამოვიდოდა ერხელაც ვცდიდი თურქეთში, ან მგონი ჩეხეთს განვიხილავდი და მერე უკვე ვიფიქრებდი სუროგატზე. ანუ ვიცოდი როგორ მოვიქცეოდი, რომ ეს საშინელი იმედგაცრუება რომელიც 6 ჯერ გამოვიარე უფრო ადვილად გადამეტანა


Posted by: Iceicebaby 28 Oct 2022, 09:31
nino84
ინტრალიპიდს რამდენი ხანი ისხამდით, როგორი ინტენსიობით?

ბუნებრივი ორსულობის დადგომის მერეც ეხმარებოდით რაღაცებით?

Posted by: piko1989 28 Oct 2022, 10:01
nino84
გამარჯობათ ბედნიერი დედობა გქონოდეთ სუუულ მახსოვს თქვენი ისტორია ორსულობა არ დგებოდა ვერც მიზეზს იძახდნენ ადრე ვისაუბრეჸ კიდეც ერა ტესტი გაიკეთეთ? ჩემთანაც ანალოგიური სიტუაცია იყო და მაშინ იმიტომ დაგეკონტაქტეთ მითხარით რა ამ ერა ტესტზე ყველაფერიი? რა ჯდება როგორ კეთდება თუარ შეგაწუხებთ
* * *
nino84
ინტრა ლიპიდის შესახებ მეც გამიგია მაშიმ სქრინი შევინახე მაგრამ თითქოს საქართველოში არ გთავაზობენ 2017 წელს სიახლე იყო.
ახლა თურქეთში დავგეგმე და მინდა ექიმს ვუთხრა და შევთავაზო ეს გადადცმა თუარ წამადგა არც მავნებს და თან იაფიც ღირს

Posted by: adeline 28 Oct 2022, 11:10
nino84
თუ გახსოვს, ბოლო გადატანაზე სქრეჩინგი გაიკეთე? ვისაც მაღალი იმუნიტეტი აქვს, მისთვის არასასურველია როგორც ვიცი

Posted by: nino84 28 Oct 2022, 11:51
Iceicebaby
მახსოვს გადატანამდე გადავისხი და მერე უკვე ორსულობა რო დადგა მგონი 3 კვირაში ერთხელ ვისხსვდი და მერე უკვე ნაკლები ინტენსივობით. ბუნებრივ ორსულობაზე აღარ გადამისხავს ინტრალიპიდი

piko1989
მე გავიკეთე ერა 2018 ში და 850 ევრომდე ღირდა. ინოვაში გავიკეთე ქეთისთან, მტკივნეული არ იყო
adeline
არ გავიკეთე სქრეჩინგი, ჰისტერო მქონდა ახალი გაკეთებული და არ არის საჭიროო ქეთიმ თან ეგეც მახსოვდა, რაც შენ დაწერე და არ ვაპირებდი ისედაც

Posted by: Iceicebaby 28 Oct 2022, 11:59
nino84
ორსულობის ბოლომდე ისხამდით იშვიათად თუ სადღაც შეწყვიტეთ?

QUOTE
ბუნებრივ ორსულობაზე აღარ გადამისხავს ინტრალიპიდი

არც პროგით და გამათხელებით მიხმარებიხართ ხომ?

ბოდიში ამდენი ჩაძიებისთვის, ამ ამბებში ვარ აქტიურად, თან ქეთის პაციენტი და ჩემთვის ძალიან საინტერესოა თქვენი გამოცდილება.

Posted by: ნიაკო12 28 Oct 2022, 14:20
გამარჯობა გოგოებო, არა და არ გაიარა ამ თავის ტკივილებლა უკვე ძაან ნერვებს მიშლის აი ძაან... ყოველ ორ სამ დღეში მტკივა და წამლის გარეშე არ გადამივლის ხოლმე ზოგკერ უმნიშვნელოდ მარა რო იცი რო რაღაცა გაწუხებს მაინც ნერვები გეშლება ადამიანს. არ ვიცი კონკრეტულად მარტო ნორკოლუტზე მაქ ეს გვერდითი მოვლენა თუ ასპირაციამაც გამიიწვია ამდენხანს ასეთი რაღაცეები თვეზე მეტი გავიდა მასმერე თვენახევარი მგონი და პლუს ამას ადრე დოსტინექსსაც რომ ვსვავდი და მერე ამ ასპირაციისთვის რო შევწყვიტე მისი მიღწბა ეგეც ხოარ გამოიწვევდაა გავგიჟდი სულ თავის ტკივილი როგორ შეიძლება

Posted by: adeline 28 Oct 2022, 14:44
nino84
კარგი გოგო ხარ, რომ არ დამზარდი და მიპასუხე ყველაფერზე :* სქრეჩინგის ამბავი მართლაც გასათვალისწინებელია. თუ ინტრალიპიდი გჭირდება ადამიანს, ე.ი. არ არის სასურველი სქრეჩინგი, ასე ვფიქრობ

Posted by: nino84 28 Oct 2022, 14:45
Iceicebaby
კლექსანს ვიკეთებდი თრომბოფილიები მაქვს თანდაყოლილი და მთელი ორსულობა ვიკეთე. პროგის ნემსები ბუნებრივ ორსულობაზე არ დამჭირდა, სანთლები მხოლოდ ვაგინალური.

ინტრალიპიდი ზუსტად არ მახსოვს რომელ თვემდე ვისხი, მგონი 4-5 თვემდე, მერე არც წამალი იშოვებოდა და შევეშვი
* * *
adeline
მკითხე რაც გაინტერესებს, წარმატებები და გირჩევ დრო არ დაკარგო, სამწუხაროდ დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს ყოველთვის

Posted by: Gretag 28 Oct 2022, 15:05
QUOTE (ნიაკო12 @ 26 Oct 2022, 17:04 )

Gretag
როგორ ხარ რა ეტაპზე ხარ :* ❤️❤️❤️


ჯერ-ჯერობით არანაირი სიახლე. გადატანამდე ვერ მივედი ამ პოლიპების გამო. თქვენ გგულშემატკივრობთ ყველას :*
* * *
nino84

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის <3 ინტრალიპიდის იმედზე ვარ ახლა. სქრეჩინგზე არ ვიცოდი, საინტერესოა

Posted by: lesila90 28 Oct 2022, 15:25
nino84
ანუ ინვიტროს დროს ყოველთვის არ ნიშნავენ გამათხელებლის ნემსებს? მაგას ვნერვიულობდი რადგან ექიმს რომ ვკითხე თუ არ დამჭირდა არ ცაკეთებ მონოტონურად ყველასთანო.

სქრეჩინგს რაც შეეხება სანდრა მედის ლაივებს ვუყურებდი და გაგიჟებულია ექიმია ამ სქრეჩინგზეო და ხსნიდაა თუ რატომ
იყო დიდი დანაშაული. არადა მე პირიქით კარგი მეგონაა.
* * *
ნიაკო12
თავის ტკივილები მეც მაქ უფრო შუბლი მტკივდება ყოვე დღე 5-10 წთ. მერე გადამდის. მაგრამ მე კოვიდის მერე სინუსიტი მქონდა და მაგას ვაბრალებ. სამწუხაროდ ვერ გადავიღებ მერე გადატანას გადამიდებს და მაგიტო ვითმენ sad.gif არადა ვნერვიულობ რატო მტკივა ვერ ვხვდები წნევა ნორმაა მაქვს მაგ დროს

Posted by: ნიაკო12 28 Oct 2022, 15:56
lesila90
შუბლის მიდამოებში მაქ ხოლმე მეც ოღონდ აი დაძაბულობის შეგრძება და თუ მიმატებს მერე თვალებზე გადამდის და და მერე თავიც მტკივდება აი ძაან ნერვები მეშლება უკვე რა. კოვიდის ბრალი ჩემ შემთხვევაში არამგონია იყოს ნუ ორჯერ მაქ გადატანილი მარა თვიტონ მაგ კოვიდის მერე არ დამმართნია, მანამდე მქონდა პროლაქტინის გამო მერე მოვიწესრიგე და კარგად ვიყავი და ახლა ეს ყველაფერი დაემთხვა და აღარ ვიცი უკვე. ნეტა ექიმის რას მეტყვის :/

Posted by: Iceicebaby 28 Oct 2022, 16:13
nino84
QUOTE
კლექსანს ვიკეთებდი თრომბოფილიები მაქვს თანდაყოლილი და მთელი ორსულობა ვიკეთე. პროგის ნემსები ბუნებრივ ორსულობაზე არ დამჭირდა, სანთლები მხოლოდ ვაგინალური.

ინტრალიპიდი ზუსტად არ მახსოვს რომელ თვემდე ვისხი, მგონი 4-5 თვემდე, მერე არც წამალი იშოვებოდა და შევეშვი

0.4-იანს იკეთებდით ხომ ბოლომდე? რომელი მუტაციები გქონდათ?

ხო, ინტრალიპიდი თან ძალიან მეიმედება და თან იმედია 9 თვე არ მომიწევს :დ




Posted by: narkozeli 28 Oct 2022, 16:35
ციკლს ველოდებოდი ყველაზე ადრე 3 დღეში (ზოგადად 30 დღიანი ციკლი მაქვს და 3 დღეში იქნებოდა 29 დღე)

და დღეს, ანუ 26-ე დღეს მომივიდა, მგონი პირველად ცხოვრებაში ესე ადრე sad.gif

არადა ქეთისთან 4 ნოემბერს მივდივარ, ვერაფერს მოვასწრებ იმ თვეში (სტიმულაციას მაგალითად) ხო? დასრულებული იქნება მენსტრუ 4 რიცხვამდე.

Posted by: lesila90 28 Oct 2022, 16:42
narkozeli
ცოცხალ რიგში რომ ჩადგე არა ? ბარემ
გამოიკვლევდი ჰორმონებსაც და ყველაფერს.

Posted by: narkozeli 28 Oct 2022, 16:46
lesila90

შაბათს არის თუ იცით? ორშაბათს ფსიქოლოგთან მაქვს ვიზიტი შუადღეს თორე ორშაბათს დავდგებოდი რიგში sad.gif მერე უკვე გვიანია


Posted by: Iceicebaby 28 Oct 2022, 16:46
narkozeli
სტიმულაციას ვერ მოასწრებ, სამწუხაროდ, მაგრამ არაუშავს, გნახავს ექოზე, გეგმებს გაივლით და კარგად მომზადებული შეუდგები.

გეტყვის თან ანალიზებს რაც უნდა ჩაიტარო წინასწარ და ეგეთი დეტალები..


lesila90
არაა საქართველოში.

Posted by: narkozeli 28 Oct 2022, 16:51
Iceicebaby

მოკლედ დეკემბრამდე ვერაფერს ვიზამ ასე გამოდის, არაუშავს, სადაც ამდენი, 1 თვესაც გადავიტან როგორმე..

QUOTE
არაა საქართველოში.


ეხლა გამახსენდა, მითხრეს ეს როცა დავრეკე მაშინ და უახლოესი როცა შეეძლო 4 რიცხვი იყო sad.gif

Posted by: Iceicebaby 28 Oct 2022, 16:54
narkozeli
მეც ეგრე მივედი, სანამ საქმეს შევუდგებოდით, მინდოდა კარგად მომესმინა და გაგვევლო კარგად დეტალები, ციკლს ველოდებოდი 1 კვირაში და კარგად დამაკვალიანა რა დამჭირდებოდა, წამლების ყიდვაც წინასწარ დავიწყე და ა.შ. არაფერია მოკლედ მაგაში ცუდი ^^

Posted by: narkozeli 28 Oct 2022, 17:01
Iceicebaby

მადლობაა love.gif


Posted by: ივლისი 28 Oct 2022, 18:10
narkozeli
რა კარგი გადაწყვეტილებაა ქეთისთან რომ მიდიხარ. უკვე მომავლებში ისევ მპოსტავს გხედავ smile.gif მანდ პერსონალი ყველა კარგია. რეცეფციის გოგოები ქვემოთაც და ზემოთ მეოთხეზეც წაისწერვებენ მარტო. gigi.gif

Posted by: lesila90 28 Oct 2022, 18:53
გოგოებოო სტიმულაციამ გვიან ოვულაცია ან ციკლის დაგვიანება იცის? სტიმულაციის მერე 25 დღეს მომივიდა ეხლა მეორე ციკლია თან 27 დღეა დღეს და არ ჩანს არც სუმპტომი მაქ ხომ მშვიდობააა ნეტაა არადა 26-27-28 დღიანი მაქ. იშვიათად 29. სიმპტომი არ მაქ და გაქრა ნეტაა smile.gif
* * *
საშინელი პმს მაქ და მიკვირს ვინერვიულოო თუ არაა smile.gif

Posted by: a-liza 28 Oct 2022, 19:10
lesila90
ორსულობის ტესტი გეცადა smile.gif ჩემი მეგობრის ამბავს მოგიყვებით, პრობლემა ჰქონდა ენდომეტრიუმის და მილების, ლაპარო, ჰისტერო გაკეთებული ჰქონდა და უთხრეს, 2%-ია შენი მილების გამტარიანობაო. ამის მერე გადაწყვიტა ინ ვიტრო ამ გოგომ, აქ გაიკეთა სტიმულაცია და ასპირაცია უკრაინაში. 12 ემბრიონი ჰყავდა.სხვათაშორის, ჰიპერსტიმულაცია დაემართა, დასივდა, ძალიან ცუდად იყო.ზედმეტი მოუვიდათ. მოკლედ, ორჯერ გადაიტანა,მაგრამ არ დადგა ორსულობა. ექიმის დანიშნულებით ღებულობდა კონტრაცეპტივებს,
მესამე გადატანისთვის ემზადებოდა უკრაინაში წასასვლელად, შეწყვიტა ერთხელაც, მომბეზრდა ყველაფერიო, და ამის მერე 7 კვირის ორსულობა გაიგო მოულოდნელად.ბავშვის გაჩენიდან 5 თვეში ისევ ორსულად დარჩა და ჰყავს ახლა 2 ბუნებრივად გაჩენილი ბიჭი smile.gif როგორც თვითონ ვარაუდობს, ალბათ სტიმულაციებმა იმოქმედა შემდეგ თვეებში და მილების შემოწმებამაცო, რაღაც დაბრკოლებები ალბათ მოეხსნა მაგ სითხის
გატარების მერე მილებს და ასე დარჩა ორსულად smile.gif ლესილა, არ გამორიცხო, რომ ბუნებრივად მოხდეს ყველაფერი, ამიტომ შენს ადგილზე რამდენიმე ტესტს მოვიმარაგებდი :*

Posted by: lesila90 28 Oct 2022, 20:30
analiza
არაა არ მჯერაა სასწაულების კი მჯერა მაგრამ
ჩემსგან შორსაა smile.gif უბრალოდ გახსოვს რომ
ვამბობდი გამონადენი მაქ ოვუკაციის თქო 15-16 დღემდე მქონდა და აობათ გვიანი ოვულაცია მქონდა და მაგიტო მაგრამ
სიმპტომი სად გაქრაა. ვლოცულობ რომ ხვალ არ მოვიდეს ორშაბათს გამიჭირდება ექიმთან წასვლა და რა ვქნაა არ ვიცი sad.gif 2-3 დღეს ვარ დაბარებული

Posted by: a-liza 28 Oct 2022, 20:58
lesila90
ერთი ტესტი არ გაქვს შემორჩენილი? გაიკეთე მაინც ..
QUOTE
ორშაბათს გამიჭირდება ექიმთან წასვლა და რა ვქნაა არ ვიცი  2-3 დღეს ვარ დაბარებული

ხოო, ზეგამდე არ გაწყობს. თუ 15-ში ფიქრობ ოვულაციას, შეიძლება ზეგამდეც არ მოვივიდეს. სავარაუდო ოვულაციას 14 დღე მიუმატე.

Posted by: lesila90 28 Oct 2022, 21:09
analiza
წეროებში წავიკითხე რომ
დაწერე ეგ და ეგრევე ვეცი კალენდარს smile.gif თვის დასაწყისში მოვაა მაშინ.
* * *
ჩემს მეუღლეს მივწერე მომიტანს და დილით ვცდი მაგრამ რაღაც ნაირი შეგრძნებები დამეწყოო. ახლა საწყალი ბიჭი გაშეშდება smile.gif ერთხელ რომ
ვუთხარი ტესტი მომიტანე არვჩანს ციკლი თქო გაშეშდაა აი ცივმა
ოფლმა დაასხაა smile.gif რომ გაიგოს ორსულობაა ალბათ გააფრენს აი მაგ დღეზე ვოცნებობ ❤️❤️იმ
ემოციებზე ვოცნებობ რომლებიც ჩემთვის უცხოაა და მინდა აი მთელი გულით მინდა განვიცადო ❤️❤️

Posted by: a-liza 28 Oct 2022, 21:51
lesila90
საოცარი განცდაა, ყველამ უნდა განიცადოს ეს ბედნიერება, ვისაც უნდა შვილი და ბოლომდე უნდა შეერგოს ეს სიხარული <3

Posted by: ნიაკო12 28 Oct 2022, 22:07
lesila90
მე პირადად დაგვიანება კი არა თითქმის 1 კვირით ადრე მომივიდა 22ე დღეს, იქნებ კარგი ამბებია შენს თავს? smile.gif ❤️
* * *
მეორე ციკლიც კი ჩემი ჯერ არჩანს მაგრამ გუშინ მოვრჩი ნორკოლუტს ადრიანად მქონდა დანიშნული მე10ე დღიდან და ალბათ ეს ციკლიც ადრიანად მომივა მე პირადად დღეს მქონდა რაღაც სიმპტომები რაც ციკლამდე მაქ ხოლმე დაახლოებით 3 დღით ადრე. ნეტა შენსკენ რა ამბებიაა ველოდები აბა შენს ტესტუკას :* ❤️

Posted by: lesila90 28 Oct 2022, 22:32
ნიაკო12
უკვე დამეწყო მუცელში ომობანაა მაინც გავიკეთებ და analiza მისი ლუპის თვალებუთ შეხედავს smile.gif :-D

Posted by: a-liza 28 Oct 2022, 22:45
lesila90
QUOTE
analiza მისი ლუპის თვალებუთ შეხედავს  :-D

lol.gif კარგი ამბების გარეშე არ გვინდა ოქტომბრის გაცილება, შენზე ვამყარებთ ახლა იმედებს, სხვებს ყველას დაგვეწყო უკვე ციკლი smile.gif)

Posted by: lesila90 29 Oct 2022, 00:30
analiza
სამწუხაროდ ვერ sad.gif 23:50 მომივიდა sad.gif დავურკეე ექიმს და ორშაბათს დამიბარაა მაგარ შარში ვარ აი რატო მაინდამაინც მაგ დროს მომივდა sad.gif ეს დღე აღარ ჩათვალა გამოდის 29 არის პირველი დღე

Posted by: a-liza 29 Oct 2022, 00:44
lesila90
არაუშავს, მალე გადატანის ამბები იქნება, და მოვითმენთ 15-18 დღეს smile.gif)
* * *
ორშაბათს ვერ ახერხებ? შვებულება რომ აიღო?

Posted by: Iceicebaby 29 Oct 2022, 10:05
lesila90
ვინმე ნაცნობი არ გყავს? ბიულეტენით წახვიდოდი. ეგეთ რაღაცებზე ნერვი არ მოიშალო, ისეთი მაგარი ამბები გელოდება smile.gif

Posted by: Vivi92 29 Oct 2022, 10:34
გოგოებო მეხუთე დღეს ემბრიონი ბლატოცისტად რომ არ ჩამოყალიბებულა ეგ ცუდი ამბავია ?

Posted by: Liza12 29 Oct 2022, 11:16
Vivi92
5-6 დღეს ყალიბდება.დააცდიან 1 დღეც. 6დღეც რომ დასჭირდეს ნორმაა

Posted by: Freni_99 29 Oct 2022, 11:19
Vivi92
ლიზას სწორად გითხრა, დააცდიან კიდევ. ჩემებიც ზოგი ხუთიანია , ზოგი ექვსიანი.
რამდენი ამოიღეს პუნქციისას ?

Posted by: Vivi92 29 Oct 2022, 11:44
მადლობა გოგოებო ❤️ 6 ფოლიკულა ამოიღეს 5 კვერცხუჯრედი იყო.. ხუთივე განაყოფიერდაო, დღეს უნდა გადაეტანათ მაგრამ დამირეკეს არცერთი არ მისულა ბლასტომდე და ხვალამდე დაველოდოთო ან ორშაბათსო. სტიმულაცია რომ დავიწყე ერთი ფოლეკულა ფიქსირდებოდა მარტო , თვითონაც არ ელოდნენ ამ შედეგს, მაგრამ ეხლა როგორ განვითარდებიან მაგაზე ვნერვიულობ

Posted by: lesila90 29 Oct 2022, 12:05
analiza
Iceicebaby
თვის ბოლო მაქ და კი გეცოდინებათ. რამეს მოვიფიქრებ ალბათ დავწერ..

Posted by: LILU0404 29 Oct 2022, 12:52
Vivi92
ძაან უყოჩაღიათ, ეხლა ბლასტოციდებიც გაგვახარებენ smile.gif

Posted by: Vivi92 29 Oct 2022, 13:03
LILU0404
იმედია მასე იქნება cry.gif love.gif

Posted by: LILU0404 29 Oct 2022, 13:08
Vivi92
მე ისე მიხარია, აღარ ვიცი რა მოვიმოქმედო, გადავხედე შენს პოსტებს და ვნახე დასაწყისში მაღალი გქონია ფსჰ და ანტიმიულერი დაბალი, მეც ზუსტად მაგ დღეში ვარ, ეხლა იმედი მომეცა ცოტა. როგორ დასწიეთ ფსჰ გაგვიზიარე გამოცდილება და ექიმიც რომ დაწერო.თუ აქ არ გსურს, იქნებ პირადში მომწერო. ძალიან მადლიერი ვიქნები smile.gif

Posted by: Freni_99 29 Oct 2022, 14:22
Vivi92
რა მაგარია ^^ იყოჩაღებენ აუცილებლად :*

Posted by: Vivi92 29 Oct 2022, 15:59
LILU0404
რა თქმა უნდა გაგიზიარებთ, მეც ძალიან დამეხმრა აქაური პოსტები და გვერდში დგომა. მაღალ ფსჰ -ს ველოდით მაგრამ ასეთ მაღალსაც არა 39 იყო პასუხი პირველად. თავიდან დასაწევად კონტრაცეპტივი დამინიშნა, თუმცა პრეპარატზე უკურეაქცია მქონდა და ფემესტონით ჩავანაცვლეთ (დამატებით Q10 და ვიტამინებსაც ვიღებდი), სადღაც ერთ თვეზე ნაკლებ დროში 13 მდე დაიწია. სტიმულაციის დასაწყებად ესეც მაღალი იყო თუმცა იმის გამო, რომ ორი ციკლის განმავლობაში ფოლეკულური აპარატი თითქმის აღარ ფიქსირდებოდა გადაწყვიტეს აღარ დალოდებოდნენ და დაეტესტათ რა რეაქცია ექნებოდა ორგანიზმს სტიმულაციაზე, ნემსები რომ დავიწყე ერთი დღის მერე კიდევ გადაამოწმეს ექოზე (ზოგადად მაგ დროს არ ვამოწმებთო) და 4 ცალი იყო უკვე, ამიტომ გავაგრძელეთ სტიმულაცია (12 დღე) ამოიღეს 6 ფოლეკულა და 5 ში აღმოჩნდა კვერცხუჯრედი, ისე ველოდებოდი დღევანდელ გადატანას და რომ მითხრეს დღეს არ მოხვიდეო არ ვიცი რა ვიფიქრო, დამატებით აღარც მიკითხავს რამე შემეშინდა ცუდი ინფორმაცია არ ეთქვათ.
კლინიკებს რაც შეეხება სულ თავიდან მივედი ჯიჯიარსში, სადაც უბრალოდ კონსულტაციაზე მისულს (სულ სხვა თემაზე მივედი თან, 5 თვის დაოჯახებული ვიყავი ვთვლიდი რომ ჯერ სანერვიულო არ მქონდა) პირდაპირ მომახალეს, რომ შვილი ბუნებრივად ვერ მეყოლებოდა და ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაშიც შანსი იქნებოდა 10% ზე დაბალი (ანალიზის პასუხები არ იცოდა თორემ მაგ 10 % საც არ მეტყოდა ალბათ :დ დ). იმდენად იმოქმედა ექიმის ხისტმა და უხეშმა დამოკიდებულებამ ჩემზე, რომ მიუხედავად ძალიან სწრაფად და სწორად დასმული დიაგნოზისა მე იქ ვერ გავაგრძელებდი მკურნალობას.
მერე ვიყავი ჩაჩავაში კონსულტაციაზე, მერე რეპროატში და აქ გადავწყვიტე ინ ვიტროს გაკეთებაც თამუნასთან, ვიცი ყველას გამოცდილება ინდივიდუალურია თუმცა მე პირადად უზომოდ კმაყოფილი და მადლიერი ვარ მათი.
უფრო დაწვრილებით პირადშიც მოგწერ თუ დამატებით დაგაინტერესებს რამე.


Posted by: საბისაბი85 29 Oct 2022, 16:51
Freni_99
ვიყავი თურქეთში და არსად არ აქვთ, რიზე ართვინი ქემალ ფაშა ხოფა არსად არ იყო ტრაპიზონში მედიქალ პარკის კლინიკაშიც არ იყო მარაგშიო ერთმა გოგომ მითხრა

Posted by: Freni_99 29 Oct 2022, 16:57
საბისაბი85
ანუ, ისევ დეფიციტშია.
ჩემს დროს გონაპრესი იყო შემცვლელი ინდური, თუ სწორად მახსოვს, ექიმს ჰკითხე და გეტყვის ალტ ვარიანტს.

Posted by: საბისაბი85 29 Oct 2022, 16:59
Freni_99
ხვალ მეუღლე თბილისში მოდის და მგონი არის ვაგზლის წინ აფთიაქში და მანდ იყიდის თუ არადა სხვა ვარიანტზე ვკიტხავ მერე ექიმს

Posted by: LILU0404 29 Oct 2022, 17:46
Vivi92
დიდი მადლობა, პირადში მოგწერ დანარჩენს smile.gif

* * *
საბისაბი85
როგორც ვიცი ცეტოტიდი უკვე აღარსად აღარ იშოვება, მაგრამ ფრენიმაც მოგწერა გონაპრესი იგივეა და საკმაოდ წარმატებულადაც მუშაობს.
ახლობელმა ავერსის აფთიაქში იყიდა 105 ლარად, მშვენიერი შედეგი აქვს. არ ვიცი აქვს თუ არა ავერსს დარცენილი კიდევ.

Posted by: lesila90 29 Oct 2022, 21:54
გოგოებო გადატანისთვის როგორ მოვემზადო რა ვჭამო როგორ მოვემზადო რა შეიძლება რა არაა მივიღებ ყველანაირ რჩევას ❤️❤️

Posted by: Vivi92 29 Oct 2022, 22:11
lesila90
ჩემთვის არაფერი უთქვამთ და გაბრაზებულზე ჯანქებს მივეძალე, მაინც არ მიფასდება ჯანსაღი კვება user.gif

Posted by: lesila90 29 Oct 2022, 22:20
Vivi92
შეკრულობიაკენ მიდრეკილება მაქ ისედაც ვცდილობ შემჭვარ მოხრაკულები არ ვჭამო :/ მაგრამ
ხან გამომდის ხან არა

Posted by: Freni_99 29 Oct 2022, 22:36
lesila90
ჭარხალსა და ანანასს ურჩევენ ხოლმე ენდოსთვის. წყალი თავისთავად.


Posted by: Liza12 29 Oct 2022, 22:43
lesila90
ბიოპრონ 9 თუ იშოვი ან ლაქტიბიენ რეფერენსი ან ფერმენტალი .რომ ფლორა მოწესრიგდეს და დალაგდეს კუჭის მოქმედება. შეკრულობა არაა სასურველი.უზმოზე კივი მაწონი იოგურტი აქტივიას. სწორი კვება .ანანასი ცაცხვის ჩაი ენდომეტიუმისთვის კარგია.წარმატებები

Posted by: lesila90 29 Oct 2022, 22:52
ზოგი წერს რომ გადარანისან 3-5 დღე უნდა დაწვეო მაგრამ მე ბევრისგან ვიცი დაწოლა უარყოფითად აისახა.და ვერ ვხვდები ბიულეტინი დავწერო თუ ჩვეულებრივ გავაგრძელო მუშაობა. მოძრავი სამსახური მაქ ვცდილობ ფეხით ვიარო და ეგ თუ უარყოფითად აისახება არ ვივლი დაბნეული ვარ

Posted by: Vivi92 29 Oct 2022, 23:05
lesila90
მეც მაქვს ეგ პრობლემა და მაგაზე კიდე ცალკე ვნერვიულობ.. უზმოზზე კივს ვჭამ ხოლმე და მეტნაკლებად მშველის

Posted by: საბისაბი85 29 Oct 2022, 23:32
LILU0404
ახლა მომწერეს ბათუმში არი ერთგან და ხვალამდე იმედია არ გაიყიდება.

lesila90
მოსვენებულად იყო ჯობია სულ წოლაც არ არის კარგიო მაგ დროს სისხლი ც7დად მიეწოდება საშვილოსნოს, არადა მე უმეტესად ვიწექი და არაფერიც ახლა არ ვაპირებ სულ წოლას

Posted by: lesila90 29 Oct 2022, 23:50
საბისაბი85
სამსახურში დადიოდი?
Vivi92
კივი კარგია და ძალიან მიყვარს❤️

Posted by: საბისაბი85 30 Oct 2022, 00:00
lesila90
არა არ დავდიოდი თითქმის სულ ვიწექი ხეგეს გაკეთებამდე.

Posted by: lesila90 30 Oct 2022, 00:05
საბისაბი85
შედეგი გქონდათ? ისე ვნერვიულობ აი ვერ აგიღწერთ :-( რა როგორ გავაკეთო არ ვიცი
* * *
ვფიქრობ ჩვეულებრივ ვიყო უფრო არ ვიფიქრებ უბრალოდ არ დავიტვირთავ თავს

Posted by: ნიაკო12 30 Oct 2022, 00:16
lesila90
აუუ ისე ციკლიც რო დაჩქარდაა გადატანაც უფრო მალე იქნება ანუ კიდევ და კიდევ მოახლოვდაა შენი ბედნიერების წუთები :* ❤️❤️❤️

Posted by: lesila90 30 Oct 2022, 00:34
ნიაკო12
ადრე არა ზუსტად მომივიდა 28 დღეს ბევრმა
მითხრა დაგვიანება იცისო და ჩემთან არ ავიწყდება ცოცხალი თავით smile.gif ღმერთმა
გისმინოს❤️❤️

Posted by: ნიაკო12 30 Oct 2022, 00:53
lesila90
აა უიჰ :დ არაუშავს სამაგიეროდ ახლა გამოემშვიდობე და შენ ციკლს უთხარი მინიმუმ 9 თვე აღარ მობრძანდეს smile.gif წინ ამხელა გეგმებია მითუმეტეს ამ თვეში ❤️

Posted by: საბისაბი85 30 Oct 2022, 07:31
lesila90
არ მქონდა შედეგი და ნეტა არ ჩავწოლილიყავი თქო, უბრალოდ მძიმეს და დატვირთვას თავისთავად მოერიდები, რაც მთავარია იფიქრე დადებით შედეგზე და ყველაფერი კარგად იქნება დადგა ბედნიერი წუთები❤️, ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ მეც
* * *
გოგოებო მენოპური ვის რამდენი ცალი დაგჭირდათ?

Posted by: marganeci1 30 Oct 2022, 22:57
მოგესალმებით გოგოებო. პირველ რიგში ყველას გისურვებთ წარმატებებს და ბევრ ლამაზ და ჯანმრთელ ბაიებს<3
ყველანი გამოცდილები ხართ უზომოდ და იქნებ დამაკვალიანოთ და მირჩიოთ ინვიტროზე ვისთან მივიდე, რომელ კლინიკაში და რა ჯდება საშუალოდ?

Posted by: Freni_99 30 Oct 2022, 23:39
marganeci1
გამარჯობა ^^
ძალიან რთულია ექიმის რჩევა ))
მე თამთა ცაავასთან ვარ ბეტაპლიუსში და ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ. თამთა რომ არა, ქეთი ოსიძესთან მივიდოდი ინოვაში.
არ მივიდოდი საბახტარაშვილში, ჩაჩავაში და ტუღუში როა, იმასთან. ჰო, არც უნივერსში.
თანხაც ინდივიდუალურია, საშუალოდ 10k უნდა გქონდეს.
მოგვიყევი შენი ამბავიც

Posted by: Iceicebaby 31 Oct 2022, 10:37
ANAANI123
როგორ ხარ? ბაიები როგორ არიან?

Posted by: Vivi92 31 Oct 2022, 10:58
გოგოებო გამარჯობა, თუ გაქვთ ინფორმაცია როცა ინ ვიტროს ბოლო ეტაპი - გადატანა - აღარ ხდება ამ დროს თანხის ნაწილს აბრუნებს კლინიკა თუ ის ფიქსირებული თანხა რასაც იხდი აღარ ბრუნდება ?

Posted by: Freni_99 31 Oct 2022, 11:20
Vivi92
რა ქნეს შენმა ემბრიონებმა ?
წესით, როცა იქნება გადატანა, უკვე გადახდილი გექნება. ანუ, არ უნდა დაგეკარგოს.
ისე, იმავე ციკლში ძაან იშვიათად, რომ გადაჰქონდეთ, მაგაზე არ ინერვიულო.


Posted by: Vivi92 31 Oct 2022, 11:27
Freni_99
არა გადატანა აღარ მოხდება ვერ განვითარდა ვერცერთი. დღეს მეშვიდე დღე იყო და ბლასტომდე ვერ მივიდნენ, ანუ მესამე დღეს უკვე შეანელეს და ძალიან ნელა ვითარდებოდნენ cry.gif

Posted by: Iceicebaby 31 Oct 2022, 11:28
Vivi92
ვწუხვარ, მეიმედებოდა საკმაოდ თქვენი მდგომარეობა.

ხომ არ სჯობს სხვა კლინიკა სცადოთ, ძალიან კარგი ემბრიოლოგები ჰყავს ინოვა ინვიტროს, ორი ესპანელი, ორივე ძალიან კარგია.

ჩემი გამოცდილებით გიზიარებთ ცხადია.

Posted by: Vivi92 31 Oct 2022, 11:39
Iceicebaby
მოლოდინი მქონდა რომ პირველივე ჯერზე შეიძლებოდა არ გამოსულიყო მაგრამ ისე კარგად დაიწყო ყველაფერი რომ იმედი მომეცა. კლინიკის უკმაყოფილო არ ვარ რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ რა თქმა უნდა უფრო მეტ ინფორმაციას მოვიძიებ და სხვების რჩევას/ გამოცდილებასაც გავითვალისწინებ ❤️

Posted by: Iceicebaby 31 Oct 2022, 11:50
Vivi92
თქვენ და ექიმმა ძალიან იყოჩაღეთ ფაქტია, ამიტომ ყურები არ ჩამოყაროთ <3


Posted by: ANAANI123 31 Oct 2022, 11:58
Iceicebaby
კარგად შენ როგორ ხარ? კარგად არიან დაფართხუნებენ მუცელში და არიან :დ თქვენსკენ რა ხდება სიახლეებს რატომ აღარ წერთ? ❤️ გქონდა გადატანა თუ ჯერ არა

Posted by: Iceicebaby 31 Oct 2022, 12:16
ANAANI123
<3 როდის გაქვს დიუ დეითი?

სიახლეებს იმიტო არ ვწერ, რო მეშინია პროცესის დროს ;დ საბოლოოდ, ყველაფერს გაგიზიარებთ რა თქმა უნდა ^_^

Posted by: LILU0404 31 Oct 2022, 12:34
Vivi92
გული არ გაიტეხო, კიდევ უფრო მომზადებული მიხვალ შემდეგ ჯერზე და აუცილებლად გამოვა.
გჯეროდეს და გამოგივა აუცილებლად.

Posted by: Freni_99 31 Oct 2022, 12:48
Vivi92
ვაჰ sad.gif არაუშავს, მოყოჩაღდებიან შენი საკვერცხეები ამასობაში და შემდეგზე აუცილებლად გამოვა.

მაშინ წესით უნდა დაგიბრუნონ უშუალოდ გადატანის თანხა, რას ამბობენ თვითონ?
რა დაჯდა ჯამში ?

Posted by: compte.paris75 31 Oct 2022, 12:53
დამრჩა 30 ცალი დუფასტონი
თუ ვინმეს გჭირდებათ
ფასი 30ც - 20ლარი.
ვადა 11/2025 წ.
ტერიტორიულად ვარ თბილისში ვაჟას ბოლოში ინოვასკენ.

user posted image

Posted by: ANAANI123 31 Oct 2022, 12:54
Iceicebaby
25 თებერვალს მაგრამ ექიმმა თებერვლის დასაწყისში გავაკეთებთ საკეისროს სავარაუდოდო :დ იმედია მალე გავა ეს სამი თვე.. ყველას ძალიან ძალიან გგულშემატკივრობთ და ვკითხულობ ამ თემას ❤️ მალე მალე გელოდებით ❤️

Posted by: Vivi92 31 Oct 2022, 13:05
LILU0404
მადლობა ❤️
Freni_99
ჯერ არ გამირკვევია კლინიკაში.. დავრეკავ ცოტა რომ დავწყნარდები ❤️ ფიქსირებული იყო თუ სწორად მახსოვს 4300

Posted by: Freni_99 31 Oct 2022, 13:20
Vivi92
როგორ გითხრა, არ ინერვიულოთქო, მარა ეცადე რა <3
ხო ხედავ, არ ელოდი და რა კარგად წამოვიდნენ ფოლიკები. შემდეგზე უფრო კაი შედეგს მიიღებ, აი ნახავ.
4300 თუ გადაიხადე ჯამში, სავარაუდოდ, გადატანის თანხა არ შედიოდა ამაში. დაწერე აბა მერე რას გეტყვიან

Posted by: Iceicebaby 31 Oct 2022, 13:22
ANAANI123
ვაიმე, როდის გავიდა ეს დრო ასე :O

რაღა დარჩა, რა მაგარია ^_^

Posted by: marganeci1 31 Oct 2022, 17:17
QUOTE (Freni_99 @ 30 Oct 2022, 23:39 )
marganeci1
გამარჯობა ^^

დიდი მადლობა :*
ჩემს შემთხვევაში პრობლემა მეუღლეს აქვს, საერთოთ არასიცოცხლის უნარიანი სპერმატოზოიდები ქონდა, 0%იანი, დავიწყეთ მკურნალობა, ათასჯერ შეიცვალა ექიმი, ძალიან ბევრი დრო და ფინანსები წაიღო ექიმების ტყუილი იმედების მოცემამ. უბრალოდ ის შედეგი მივიღეთ რომ 0-დან 11%ზე ავიდა მაჩვენებელი სპერმის. მაგრამ ეს არაფერს ცვლის მოგეხსენებათ. ინვიტროზე თავიდან ექიმები გვეუბნებიდნენ რომ არ იყო საჭირო, რადგანაც უიმედო მდგომარეობა არ არისო და ჯერ მკურნალობა ვცადოთო, რა თქმა უნდა უამრავი თანხა დაგვიჯდა და დიდი დროც გავიდა ამასობაში. ექიმსაც რო შევიცვლიდით, ის ახალი თავიდან გვაიმედებდა და ესე წრეზე ვიარეთ. შემდეგ უკვე ინ ვიტროს ფინანსებიც აღარ დაგვრჩა და ესე გავიდა 9წელიsad.gif ბოლო 3-4 წელია ინ ვიტროს თანხას ვაგროვებდი, და ეს პერიოდი მეუღლე არანაირ ვიტამინებს აღარ სვავდა, ისიც არ ვიცი ახლა რა მდგომარეობა აქვს. როგორც იქნა შემიძლია დავიწყო უკვე ინვიტროზე ფიქრი და ეხლა იმაზე ვნერვიულობ სად წავიდე და ვისთან რომ ამდენი ხნის ტანჯვა დასრულდეს შედეგით. ძნელია რჩევაც კი, და ინტერნეტით ექიმის არჩევაც, ყველას სხვადასხვა აზრი აქვს და ვეღარ ვიგებ სად წავიდე, რომ მივენდო ბოლომდე ექიმს. თქვენი იმედი მაქვს იქნებ დამაკვალიანოთ love.gif

Posted by: ივლისი 31 Oct 2022, 18:21
lesila90
ამას წინათ ჰასანის კოორდინატებს რომ ვეძებდი ახლობლისთვის დაიწყეს უკვე ინვიტრო. გადატანის მერე გამათხელებელს არ უნიშნავს . ყველას კი არ სჭირდებაო უთქვამს. სისხლის შედედებაზე რაღაც ანალიზებს უღებს მგონი პერიოდულად. შენ რა გითხრა ? ფოლიუმს და დ ვიტამინს სვამ უკვე ?

Posted by: lesila90 31 Oct 2022, 21:00
ივლისი
ეგ კითხვა მეც დავუსვი და მეგობარმაც ორივეს გვითხრა მონოტონურად ყველას არ ვუნიშნავოო ვნახოთ როგორ დაგჭირდება და იმის
მიხედვითო. ასპირინი დამინიშნა 100 მგ. D ვიტამინს ვსვავდი სექტემბრამდე სანამ სტიმულაციას დავიწყებდი და სტიმულაციის დროს ყველა ვიტამინი შემწყვეტინა. მე ჩემით გადავამოწმე რამოდენიმე ხნის წინ ერთი თვე არ მქონდა წამალი დალეული და 43 მქონდა. ფოლს ვსვავ რკინასთან ერთად შეუწყვეტლივ 10 ტაბლეტი დამრჩა და ჩაამთავრე ბარემო და მერე მარტო ფოლს დავლევ . ვნახოთ მერე რას მეტყვის.

Posted by: Freni_99 31 Oct 2022, 21:23
lesila90
დღეს იყავი, ხო? დაიწყეთ მზადება ?

Posted by: a-liza 31 Oct 2022, 21:30
lesila90
უი, ხოო, დღეს რა ამბები გაქვს? მოგვიყევი აბაა

Posted by: lesila90 31 Oct 2022, 23:28
analiza
Freni_99
ვიყავი გოგოებო კი დავიწყეთ მზადება. ანალიზები და წამლები დამინიშნა. ერთ კვირაში ისევ დამიბარა. ❤️როგორ დავმშვიდდე არ ვიცი ძალიან ვნერვიულობ.

Posted by: ნიაკო12 31 Oct 2022, 23:37
lesila90
კარგად იქნება ყველაფერი ერთად დავდებთ მგონი მე და შენ ორხაზიან ტესტებს ამ ნორკოლუტების გამო 22 დღიანი ციკლები მქონდა და ხვალ მივდივარ მეც ექიმთან დღეს დამეწყო ციკლი :დ აუ რამაგარი იქნება ❤️ ძალიან ძალიან გგულშემატკივრობ :* ❤️❤️❤️

Posted by: a-liza 31 Oct 2022, 23:43
lesila90
არ ინერვიულო, მშვიდად მიჰყევი ექიმის დანიშნულებას :* ჯერ გქონდა საუბარი რამდენი უნდა გადაისკუპო? ცალ-ცალკე გყავს ხომ გაყინული?

Posted by: lesila90 1 Nov 2022, 00:02
ნიაკო12
❤️❤️❤️მეც საყვარელოო ❤️❤️analiza
არ მიკითხავს ორშაბათს ვკითხავ. მეუღლეს უნდა ორი მეც ორივეს გადავისკუპებ ალბათ და უფლის წყალობით იქნება ყველაფერი კარგად❤️❤️❤️

Posted by: ნიაკო12 1 Nov 2022, 00:11
lesila90
მკურნალობაც დაგინიშნა ხო უკვე :* ❤️❤️❤️

Posted by: lesila90 1 Nov 2022, 08:22
ნიაკო12
კი წამლები დამინიშნა და კლიმარას პლსტირი.გუშინ დავიწყე უკვეე დალევაა

Posted by: საბისაბი85 1 Nov 2022, 10:16
lesila90
წარმატებები ❤️❤️❤️ მსუყე ხეგე და ბედნიერ მომავალს გისურვებ.
* * *
გოგოებო ლიმფოციტოთერაპია (თუ სწორად მახსოვს) თუ გაგიკეთებიათ და თუ ამართლებს?

Posted by: Freni_99 1 Nov 2022, 10:39
lesila90
მოგვიყევი რა დეტალურად რეები დაგინიშნა, რა გითხრა ^^
* * *
ნიაკო12
აბა შენ იცი, კარგი ამბებით დაბრუნდი :*

Posted by: ნიაკო12 1 Nov 2022, 10:54
Freni_99
მადლობა :* ❤️❤️❤️

Posted by: adeline 1 Nov 2022, 11:17
გოგოებო, ქეთის პაციენტები ვინც ხართ, მენოპურის ნაცვლად რა დაგინიშნათ? არსად აღარაა როგორც გავიგე

Posted by: ნიაკო12 1 Nov 2022, 12:31
გოგოებო მოკლედ ასეთი ამბები გავიგე. 32 კვერცხუჯრედი მიუღიათ (მაგიტო ვიყავი საშობაო ინდაურივით თუ გოჭივით თუ როგორც არი გაბესკილი და ძლივს დავგორავდი)
აქედან 18 განაყოფიერდა. და საბოლოოდ მივიღეთ 5 ხუთდღიანი და 2 ექვსდღიანი ემბრიონები. დამიბარა 11ში და მანამდე წამლები ჯერჯერობით ესენი გამომატანეს : user posted image
* * *
ისეთ ემოციებში ვიყავი დამავიწყდა რომ მეთქვა ტავის ტკივილებიმაქ მეთქი ყოველ მეორე მესამე დღეს თითქმის. თან მარტოვიყავი და მით უმეტეს დამავიწყდებოდა smile.gif
* * *
შემდეგ მისვლაზე დაიგეგმება წესით გადატანის თარიღი

Posted by: lesila90 1 Nov 2022, 12:42
Freni_99
კლიმარა ფორტე დამინიშნა. 4 დღეში ახალი პლასტირი უნდა დავიკრა. ასპირინი 100 მგ 1 ჯერ დღეში. . ფოლის მჟავა. აზიტრომიცინი 250 მგ 6 დღე. ესტროფემი 2 მგ ორჯერ დღეში. ციკლი რომ დამიმთავრდება ვაგიფლორი ჯამში ორი სანთელი. ყოველ 4 დღეს უნდა გავიკეთო. ერთ კვირაში დამიბარა
* * *
ნიაკო12
წარმატებებიი საყვარელოოო. ძალიან კარგიააა მშვიდად იქნები და ეს ძალიან მნიშვნელოვანიაა. ❤️❤️

Posted by: ნიაკო12 1 Nov 2022, 12:51
lesila90
მადლობა :* ❤️ შენც სულ სულ წარმატებები და დარწმუნებულივარ ამ თვეშივე გამოგვივა და ნოემბერი იქნება რაღაც სასწაული :* ❤️

Posted by: Freni_99 1 Nov 2022, 13:14
ნიაკო12
32 :O კიდე კარგად ყოფილხარ, ეგ უკვე ჰიპერსტიმულაციაა.
და ასე მოკლე ხანში ყველა ყვითელი სხეული გაწოვილია ?


Posted by: ნიაკო12 1 Nov 2022, 13:17
Freni_99 რავი კარგად კი იყო ყველაფერი და biggrin.gif მეც გაკვირვებულივარ მას მერე ორი 22 დღიანი ციკლი მქონდა წამლების ფონზე ნორკოლუტები და ამბები და ეტყობა მაინც იმოქმედა რავიცი

Posted by: საბისაბი85 1 Nov 2022, 14:30
adeline
მენოპური გუშინ წინ ვაგზალზე მიყიდა მეუღლემ და ბათუმშიც არის ერთ აფთიაქში

Posted by: Iceicebaby 1 Nov 2022, 14:31
საბისაბი85
ბათუმის აფთიაქის ნომერი ხომ არ გაქვთ? ერთი წამალი მაინტერესებს თუ აქვთ, მადლობა ^_^

ზოგადად, ბათუმის იმ აფთიაქების ნომრები თუ გაქვთ, სადაც სტიმულაცია/გადატანის წამლები არის, დამავალებთ

Posted by: საბისაბი85 1 Nov 2022, 14:32
Iceicebaby
ჩაგიგდებ ახლავე საყვარელო
* * *
user posted image
აბა დარეკე ეს ირინას აფთიაქია ამას ცეტრიტიდი ქონდა მხოლოდ თუ არ გიპასუხენ დღეს ვერა მაგრამ ხვალ გავალ და მოგიკითხავ რაც გაინტერესებს

Posted by: Iceicebaby 1 Nov 2022, 14:35
საბისაბი85
დიდი მადლობა, ორივე ნომერი ერთი აფთიაქია ჰო? ^^

Posted by: საბისაბი85 1 Nov 2022, 14:36
Iceicebaby
კი ორივე ერთია კიდევ ჩაგიგდებ ერთ ნომერს
* * *
user posted image
ამას აქვს მენოპური ფასდაკლებით 37.90 მგონი ზუსტად არ მახსოვს

Posted by: Iceicebaby 1 Nov 2022, 17:02
საბისაბი85
ირინას აფთიაქს ვურეკავ მთელი დღეა და მოკვტა მგონი ))))

მეორემ, არ გვაქვსო sad.gif

Posted by: საბისაბი85 1 Nov 2022, 17:54
Iceicebaby
რა წამლები გინდა? ხვალ გავალ ირინასთან და მოვიკითხავ

Posted by: Iceicebaby 1 Nov 2022, 19:37
საბისაბი85
დიდი მადლობა, არ შეწუხდე <3 ხვალ დავრეკავ კიდევ

Posted by: საბისაბი85 1 Nov 2022, 20:02
Iceicebaby
არ ვწუხდები თუ რაიმეთი დაგეხმარები რა პრობლემა,არც შორს ვცხოვრობ ახლოს არის

Posted by: lesila90 1 Nov 2022, 21:37
რა წამლები გინდაა? იქნებ მეც დაგეხმარო
* * *
გოგოებო რა მაინტერესებს რამდენია პროგის ანალიზი კარგი გადატანისთვის?

Posted by: kato17 1 Nov 2022, 23:20
lesila90
1 ქვემოთ უნდა იყოს პროგესტერონი გადატანამდე
* * *
ნიაკო12
32 ფოლიკულიი ყოჩაღ რამდენი წლის ხარ?

Posted by: Iceicebaby 1 Nov 2022, 23:44
საბისაბი85
lesila90
მადლობა ძალიან დიდი, ხვალ მოვიკითხავ კიდევ და თუ რამე, გაგაგებინებთ ^_^

Posted by: Vivi92 1 Nov 2022, 23:46
გოგოებო პრპ პროცედურაზე და ღეროვანი უჯრედების გადანერგვაზე ბევრი ვერაფერი ინფორმაცია მოვიძიე და თქვენ ხომ არ იცით რამე ან ვინმეს თუ გაუკეთებია და შედეგი თუ ჰქონია ?

Posted by: ნიაკო12 2 Nov 2022, 00:16
kato17
25ის ვხდები. .

Posted by: Freni_99 2 Nov 2022, 13:41
lesila90
შემდეგ ვიზიტზე ჩააბარებ პროგს ?
შენ და ნიაკოს მართლა ერთდროულად გიწევთ )) აბა, თქვენ იცით <3

* * *
Vivi92
როგორც ვიცი, ჩვენთან ახალი დანერგილია და ჯიჯიარსი და ინოლაიფი აკეთებს. ალბათ, თუ დააპირებ, თირქეთში აჯობებს მაგის გაკეთევა.
თანხაზე რა გაარკვიე ?

* * *
lesila90
აუ, ეგ პლასტირი რა არის, რისთვისაა ?

Posted by: LILU0404 2 Nov 2022, 15:25
Vivi92
მე როგორც გავარკვიე ძალიან კარგი შედეგები აქვს ახალგაზრდა პაციენტებში, ღეროვანს განსაკუთრებით, ჯიჯიარსი აკეთებს კომპლექსურად, ანუ ორივეს ერთად, მხოლოდ პრპ-არ აკეთებს, თან როგორც ამიხსნეს ღეროვანის გადანერგვას ძალიან კარგი შედეგები აქვს ვიდრე პრპ-ს. თუ პრპ-ს მხოლოდ დააპირებ თურექთში ძალიან იაფი გამოდის, სადღაც 800 ლარი მითხრეს მგონი, ხოლო საქართველოში 2400-3000 ლარია მხოლოდ პრპ.

* * *
Freni_99
ეგ პლასტირი იგივე ესტრადიოლია, ჩემი მეგობარიც იკეთებდა, გერმანიაში გაიკეთა ინვიტრო. როგორც ვიცი დიდი დოზაა და 3-4 დღე ყოფნის, მერე იცვლება.

Posted by: ნიაკო12 2 Nov 2022, 15:57
გოგოებო, ეს წამლები ესტროლი ფოლიუმის მჟავა და ასპირინკარდიო სამივე ენდომეტრიუმისთვის არის თუ ზოგადად ენდომეტრიუმისთვისაც და საკვერცხესთვისაც

Posted by: Iceicebaby 2 Nov 2022, 16:03
ნიაკო12
საკვერცხეები რაღად გინდა აწი :დ

ფოლიუმის მიღებას იწყებას ნებისმიერი ქალი, ვინც ორსულობას გეგმავს და მიიღება ორსულობაშიც, უზრუნველჰყოფს საჭირო დანამატებს რაც ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია.

ესტროგენები მუშაობენ ენდომეტრიუმზე

ასპირინკარდიო სისხლის მიმოქცევაზეა პასუხისმგებელი, სავარაუდოდ იგივე ჩვენებით ნიშნავენ, როგორც კარდიომაგნილს smile.gif


Posted by: ნიაკო12 2 Nov 2022, 16:05
Iceicebaby
მადმობა შენგაიხარე smile.gif ❤️
* * *
აუ კიდე ისე უბრალოდ მაინტერესებს იმ ხუთ დღიანებსა და ექვს დღიანებს შორის რომელიც მემყავს, დიდი სხვაობაა რამე? ჩემი დაკვირვებით 6დღიანებმა იზარმაცეს მაგრამ ბრძოლისუნარიანობა ხომ უფრო აქვთ ანუ ორივე კარგიათქო მაგას ვფიქრობ smile.gif

Posted by: Freni_99 2 Nov 2022, 16:56
LILU0404
ვა, იკეთებ და ხარ წამლების ყლაპვის გარეშე ? )))

* * *
ნიაკო12
ორივე კარგია :* ხარისხები არ გითხრეს ?

Posted by: ნიაკო12 2 Nov 2022, 17:02
Freni_99
ეგ აღარ დამიკონკრეტებია მაშინ რომ მიტხრა კარგია ყველაო აღარც გამხსენებია ისედაც რომ მეკითხა

Posted by: Iceicebaby 2 Nov 2022, 17:06
ნიაკო12
აწი ეცადე მაქსიმალურად წამოიღო ინფორმაცია, გასაგებია რომ ენდობი, მარა თვალდახუჭულად დღეს ნურავის ენდობი )))


პ.ს. ანალიზის პასუხებიც მათ შორის, შენი უფლებაა, როგორც პაციენტის smile.gif

Posted by: LILU0404 2 Nov 2022, 17:25
Freni_99

QUOTE
ვა, იკეთებ და ხარ წამლების ყლაპვის გარეშე ? )))

მაგასთან ერთად აბებიც აქვს დანიშნული, როგორც ამიხსნა, ეს პლასტირი დამატებითია, აი ჩვენთან დივიგელი რომაა იმ პონტში smile.gif

Posted by: ნიაკო12 2 Nov 2022, 17:53
Iceicebaby

მადლობა ❤️

Posted by: Freni_99 2 Nov 2022, 17:57
LILU0404
გასაგებია, მადლობა :*


ნიაკო12
აისი მართალია, და ასევე აუცილებლად გამოართვი რეპორტი, სადაც დეტალურად იქნება ყველა ინფო მოცემული შენს ემბრიონჩიკებზე

Posted by: ნიაკო12 2 Nov 2022, 18:00
Freni_99
შემდეგ მისვალზე გავითვალისწინო იქნებ თუ კიდევ რამე არ დამავიწყდა. smile.gif მადლობა გოგოებო ❤️❤️❤️

Posted by: Freni_99 2 Nov 2022, 18:04
ნიაკო12
ჩამოწერე ყველაფერი, რაც გინდა და გაინტერესებს, ეგრე უფრო გაგიმარტივდება.

ეხოზე ეხოსკოპისტი გნახულობს თუ ექიმი თვითონ?

Posted by: ნიაკო12 2 Nov 2022, 20:57
Freni_99
თვითონ ექიმი მიკეთებს ხოლმე ეხოსაც .მაგრამ შეიძლება მომდევნოზე არ ვიყოო და დამაკვალიანებს ყველანაირად მაინც.

Posted by: lesila90 2 Nov 2022, 21:02
Freni_99
ესტრადიოლია და ოთხ დღეში ახალი უნდა დავიკრა. ტაკოზე კეთდებაა..თხელი პლასტირია ვერც ვგრძნობ თუ მიკეთია.
* * *
Freni_99
ჩავაბარეე მაგრამ
პასუხს ეხლანრომ ჩავალ მეტყვის და მერე აქ ჩვენთან ჩავაბარებ მაგის გამო აღარ ჩამიყვანს.

Posted by: SoFia33 2 Nov 2022, 21:06
სალამი გოგოებო!
მიხარია რომ ასე უზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებასა და სასარგებლო რჩევებს! smile.gif
მეც ახალბედა ვარ ამ საქმეში, პირველი წარუმატებელი ინ ვიტროს შემდეგ გადავწყვიტე მეორე ცდაზე მეტად ინფორმირებული ვყოფილიავი და მიხარია რომ ასეთ ჯგუფს მივაგენი <3
უმეტესობა ქეთი ოსიძის პაციენტები ხართ მგონი smile.gif მეც 3 წელზე მეტია ქეთისთან დავდივარ, ცოტათი გულგატეხილიც მისგან, ცოტათ მადლიერიც, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა მასსავით კომპეტენტური ექიმის მოძებნა, მითუმეტეს საქართველოში, რთულია. გადავწყვიტე, რომ ერთხელაც ისევ ქეთისთან მეცადა. იმედია ამ ჯერზე გამოგვივა :/
პირველივე ცდაზე და მეორეზეც ვყიდულობდი ევროპული წარმოების წამლებს (გონალ ფ და მენოპური), რაც საკმაოდ ძვირია, 2 თვის წინ გონალი 900იანი - 700ლარამდე ღირდა და გუშინ 1050₾ გადავიხადე. ქეთისაც ვკითხე ადრე ხარისხში თუ იყო დიდი სხვაობა თურქული წარმოების მედიკამენტებსა და ევროპულს შორის, თურქულიც ცუდი არ არის, მაგრამ ევროპული სჯობსო. რადგან ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე ვხვდები რომ შეიძლება ინ ვიტროს კიდევ რამდენიმე ცდა დამჭირდეს, ვფიქრობ თურქულ მედიკამენტებზე გადასვლას. თქვენი გამოცდილება როგორია თურქული მედიკამენტებით? (თურქეთში იწარმოება, რასაც აქ "თურქულს" ვეძახით თუ თურქეთის ბაზრისთვისაა??ესეც ვერ დავადგინე)
სად ყიდულობთ ამ წამლებს (გონალ ფ და მენოპური მაინტერესებს ძირითადად)? თბილისში არის რამე ლოკაცია, სადაც მეტად შეღავათიანი ფასია თუ თურქეთიდან ჩამოგაქვთ?
მადლობა წინასწარ <3

Posted by: Freni_99 2 Nov 2022, 21:16
SoFia33
კლინიკაში ყიდულობთ ალბათ ? sad.gif
არადა იმდღეს ვნახე, აფთიაქებსაც კი 500 ლარებად ჰქონდათ და ვიფიქრე, გაიაფდათქო.

არის ვაგზალზე ასეთი აფთიაქი "იმედი ფარმა" ( 593 57 49 00 /თეა), მე აბსოლუტურად ყველა მედიკამენტი მანდ ვიყიდე, ერთადერთი ცეტრო იყო დეფიციტში და კლინიკაში მიწევდა ყიდვა. ძააალიან დიდი განსხვავებაა ფასებში. წარმოშობას რაც შეეხება, თურქულებით გავიკეთე მე და არმგონია რაიმე სხვაობა იყოს და მაგხელა თანხის გადახდა ღირდეს, თავისი საქმე გადასარევად შეასრულეს. ცეტრო ბოლოს ინდური შემცვლელით გავიკეთე და მაგანაც მშვენივრად იმოქმედა.
ნუ, თუკი თურქეთში მოახერხებთ წასვლას და ჩამოტანას, ეგ ალბათ უფრო იაფი დაგიჯდებათ. იციან გოგოებმა აფთიაქების ნომრები და გამოგეხმაურებიან.

მოგვიყევი შენი ისტორია )

Posted by: საბისაბი85 2 Nov 2022, 21:54
SoFia33
თურქეთში მენოპურის და ცეტროს დეფიციტია და გონალიც შეიძლება არ იყოს, 1 კვირის წინ ვიყავი და მენოპური და ცეტრო აქეთ ვიყიდე და გონალიც ძალუან ცოტა მარაგი ქონდათ, მაგრამ შეიძლება შემოიტანეს კიდეც.

Posted by: Freni_99 2 Nov 2022, 22:02
lesila90
აჰა, ანუ მეორე დღესაც კეთდება პროგი.
პლასტირი მომწონს )))

ნიაკო12
შენ ჩაგაბარებინეს რამე ანალიზი?

Posted by: adeline 2 Nov 2022, 22:06
SoFia33
აფთიაქებს ყველას თურქულები აქვთ. ევროპული ოვიტრელი ჯიპისის ადრე 150 ლარად ქონდა, ახლა თურქული 70 ღირს. თავიდანვე გეუბნებიან, რომ თურქულია. ევროპაში ზოგადად წამლის რეგისტრაცია და გაყიდვა ამერიკაზე რთული პროცესია იმდენად ბევრი ბარიერი აქვთ. თურქული არ მგონია ცუდი იყოს, მაგრამ როგორც გავიგე, მასიურად დაიწყეს თურქეთში მენოპურის ფალსიფიკაცია. ვისაც ჩამოქონდა, იმან მითხრა, ეგრევე უკან დავაბრუნე და კიდევ კარგი ვალად არ დამედოო. ვაგზალზე ლუიზას აქვს კიდე, მაგრამ მაგან ისე გააძვირა ყველაფერი, სად ჯობს ყიდვა არ ვიცი. მაინც შეადარე ფასები ჯობს.

Posted by: ნიაკო12 2 Nov 2022, 22:13
Freni_99
არა ამ მისვლაზე არანაირი ანალიზი არ ჩამიბარებია ჯერჯერობით.

Posted by: SoFia33 2 Nov 2022, 22:18
QUOTE (Freni_99 @ 2 Nov 2022, 21:16 )
SoFia33
კლინიკაში ყიდულობთ ალბათ ? sad.gif
არადა იმდღეს ვნახე, აფთიაქებსაც კი 500 ლარებად ჰქონდათ და ვიფიქრე, გაიაფდათქო.

არის ვაგზალზე ასეთი აფთიაქი "იმედი ფარმა" ( 593 57 49 00 /თეა), მე აბსოლუტურად ყველა მედიკამენტი მანდ ვიყიდე, ერთადერთი ცეტრო იყო დეფიციტში და კლინიკაში მიწევდა ყიდვა. ძააალიან დიდი განსხვავებაა ფასებში. წარმოშობას რაც შეეხება, თურქულებით გავიკეთე მე და არმგონია რაიმე სხვაობა იყოს და მაგხელა თანხის გადახდა ღირდეს, თავისი საქმე გადასარევად შეასრულეს. ცეტრო ბოლოს ინდური შემცვლელით გავიკეთე და მაგანაც მშვენივრად იმოქმედა.
ნუ, თუკი თურქეთში მოახერხებთ წასვლას და ჩამოტანას, ეგ ალბათ უფრო იაფი დაგიჯდებათ. იციან გოგოებმა აფთიაქების ნომრები და გამოგეხმაურებიან.

მოგვიყევი შენი ისტორია )

პირველ ცდაზე ევროპულ გონალში გადავიხადე დაახლოებით 700 ლარი, მეგონა მხოლოდ ერთი ცდა დამჭირდებოდა smile.gif ამიტომ ალტერნატივებზე არ მიფიქრია. ახლა როდესაც მეორე წრეზე ვარ და შეიძლება ესეც არ იყოს საკმარისი მიზნის მისაღწევად, მოვიკითხე ბიუჯეტური ვარიანტებიც. თურქულები ვაჟა-ფშაველაზე მითხრეს 500₾, ხოლო ინ ვიტროს აფთიაქში ევროპულზე 1050₾. ძალიან დიდია სხვაობა, უკვე სტიმულაციის ბოლოში ვარ, ამ ცდაზეც ევროპული გავიკეთე, მაგრამ თუ კიდევ ერთხელაც დამჭირდა ამ გზის გავლა აუცილებლად თურქულს ვცდი. თურქეთში რა ფასებია ხომ არ იცით? მე პირადად ვერ ჩავალ, ახლობელი მყავს და შემიძლია მას დავაბარო. თუ სხვაობა დიდია, ღირს იმ ახლობლის შეწუხება smile.gif
ჩემს ისტორიას რაც შეეხება, საკმაოდ გრძელია, ძირითადად ექიმებში არ მიმართლებს smile.gif ვეცდები მოგიყვეთ მოკლედ.

ჩემი პრობლემა დაიწყო 7 წლის წინ, როდესაც რაიონში გატარებული შვებულებისას შუა ღამეს ძლიერი ტკივილი ვიგრძენი მუცლის არეში, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი დაოჯახების ფონზე შევშინდი რამე სერიოზული არ იყოსთქო და ღამე გამოვიძაზე სასწრაფო. ვინაიდან ღამის საათები იყო, მორიგე ექოსკოპიის კაბინეტის პრობლემა შეიქმნა, ასე აღმოვჩნდი რაიონის რაღაც გაურკვეველი წარმოშობის კლინიკაში, სადაც 1,5 საათიანი ლოდინის შემდეგ მოვიდა მორიგე და ულტრაბგერით გამოკვლევა ჩამიტარეს, სადაც ან მოძველებული ტექნოოლოგიის ან პიკის ჩავლის გამო, ექოსკოპიურად თითქმის არაფერი ცხადად არ გამოჩნდა. ბევრი ფიქრისა და ნაცნობების ჩარევით, ჩემმა კეთილმოსურნეებმა გადაწყვიტეს და ამაში მეც დამარწმუნეს, რომ სჯობდა ლაპორატომიით ენახათ რა ხდებოდა, რადგან იყო შანსი სეფსისის განვითარების. მოკლედ გადაწყდა ოპერაცია და ოპერაციის შედეგად დავკარგე ორივე საკვერცხის ნაწილი. არ ვიცი ქირურგს რა მოელანდა ან რას ერჩოდა, მაგრამ შედეგი ეს იყო. მორფოლოგიის პასუხის მოვიდა, ყველაფერი რიგზე იყო, დღემდე ვერ დავადგინე ვერც ერთ გინეკოლოგთან კონსულტაციით თუ რა შეიძლებოდა მოლანდებოდა იმ ქირურგს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
ასე აღმოვჩნდი ქეთისთან. ქეთიმ პირველივე შეხვედრიდან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, მეც ბოლომდე ვენდე და ასე გავატარე 1.5 წელი ინსემინაციებში. ჩემს მხრივ ყველაფერი ნორმაში იყო, ცოტათი მცირე რაოდენობის ფოლიკულებით, მაგრამ FSH, LH და სხვა დანარჩენი წესრიგში იყო, ასაკიც ხელს გვიწყობდა (29 წლის) მხოლოდ არ გვაკმაყოფილებდა მეუღლის სპერმის რაოდენობა, რის გამოც გადავწყვიტეთ ინსემინაცია გვეცადა. 4 წარუმატებელი ცდის შემდეგ, ცოტა პაუზა ავიღე, რადგან ფინანსურადაც და ემოციურადაც მჭირდებოდა ცოტა პაუზა. 8-9 თვის შემდეგ მივედი ქეთისთან გადაწყვეტილად ინ ვიტროზე. ექოსკოპიურად კი საშინლად გაუარესებული სიტუაცია დაგვხვდა, მხოლოდ 2-3 ანტრალური ფოლიკული ისახებოდა ორივე საკვერცხეზე ჯამურად, ქეთიც კი გაოცებული იყო, ავიღე ამჰ და პასუხიც ლოგიკური იყო - 0.51.
ქეთის კომპეტენციაში ეჭვი არ შემაქვს, უბრალოდ მიკვირს ამჰ ანალიზი აქამდე როგორ არ მომთხოვა, მე არც კი ვიცოდი ამის არსებობა, ბრმად მივყვებოდი ქეთის რეკომენდაციებს. ახლანდელი გადმოსახედიდან კი ვთვლი, რომ ეგ თავიდანვე უნდა გამეკეთებინა. როცა სახეზეა ასეთი ქირურგიული ჩარევა, ფოლიკულებიც მეტ-ნაკლებად არ არის ის რაოდენობა, რაც ასაკს შეესაბამება, როგორ არ დაეჭვდა რომ ამჰ დაბალი შეიძლებოდა ყოფილიყო. ადრე 10-15 ანტრალი ფოლიკული მქონდა საშუალოდ, 2 დომინანტი ფოლიკულიც ყველანაირი სტიმულაციის გარეშე ფიქსირდებოდა ხშირად, დაახლოებით 1 წლის შემდეგ კი - სახეზე მაქვს 5-6 ფოლიკული და მაღალი FSH
მგონია რომ ქეთიმ ეს ვერ გათვალა გულგრილობის ფონზე, რადგან იმ პერიოდში FSH ნორმა იყო, ფოლიკულებსააც არაუშავდა, ამით ჩემი ფინანსები დაზოგა, მაგრამ ამასობაში ყველაზე ძვირფასი დრო დამეკარგა. პირველ ცდაზე FSH 20-მდე იყო ციკლის მეორე დღეს და სტიმულაციის მაღალი დოზებით 7 ფოლეკულამდე ავხოხდით, მაგრამ მხოლოდ 2 აღმოჩნდა კვერცხუჯრედით და ვერც ერთი სწორად ვერ განაყოფიერდა. ახლა მეორე წრეზე FSH 8 მაქვს და 6 ფოლიკული, მაგრამ აქედან 3 პატარებია და მაგათი იმედი არც გვაქვს. ამდენი სტიმულაციებით 3 ფოლიკული ძლივს მოვამწიფეთ, როცა იყო დრო ლეტროზოლით 3-4 მიმწიფდებოდა და რამდენჯერმე გადავდეთ კიდეც ინსემინაცია ტყუპების მაღალი ალბათობის რისკის გამო. ძალიან ვწუხვარ და მაინც ვერ ვპატიობ ქეთის ბოლომდე, რომ თავიდანვე არ გამამზადა ინ ვიტროსთვის. ამჰ შედეგი რომ ქონოდა, დარწმუნებული ვარ ასეც მოიქცეოდა.

Posted by: lesila90 2 Nov 2022, 22:23
Vivi92
თურქეთში სიარულის დრო ორი გოგო გავიცანი იქ კლინიკაში ერთ ერთი 42 წლის გაიკეთა პრპ და სამი თვის მერე ერთი ემბრიონი გაყინაა და მეორე ამოღებისთვის ემზადებოდა. მეორე პაციენტს ჩემთან ერთად 4 კვერცხუჯრედი ამოუღეს მახსოვს ყველას ძალიან უხაროდა. მაგრამ რამდენი მიიღო არ ვიცი. ორივეს საქართველოში დონორი შეთავაზეს და პლიუს ბევრი ცუდი ისტორია ჰქონდათ.
მე ვფიქრობ პრპ თუ გადაწყვეტთ თურქეთი ჯობს არა იმიტომ რომ აქ ვერ აკეთებენ და ვაიმე თურქეთი ასეთია და ისეთია არა უბრალოდ იქ დიდი ხნის გამოცდილება აქვთ მაგ კუთხით და აქ ახალ დანერგილია. ტყუილად პრპ არ გაგიკეთებენ და არც დაგაიმედებენ. საბახტარაშვილიდან ერთი პაციენტი იყო თურქეთში ჩამოსული და იგივე უთხრეს თურქეთში ტყუილად უნდა გაწვალოო და უარი უთხრეს პრპ ზე. ამით იმის თქმა
მინდა რომ ერთხელ კონსულტაცია უნდა გაირო ორ სამ ექიმთან მაინც და ბოლოს დასკვნას გააკეთებ.
ძალიან რთულ გზაზე ვდგავართ და ეს გზა რჩეულთა ხვედრია ყველას არ შეუძლია იმის მოთმენა რასაც ჩვენ ვითმენთ.ყველას გისურვებთ დიდ ბედნიერებას ❤️❤️❤️

Posted by: Freni_99 2 Nov 2022, 22:28
SoFia33
ვახ. ძალიან ვწუხვარ მაგ ცუდი გამოცდილებების გამო sad.gif

რდაგან 10-15 ანტრალური ჩანდა ხოლმე, სავარაუდოდ, არ იქნებოდა იმ დროისთვის დაბალი ამჰ და მაგიტომ არ გაგაკეთებინა. ალბათ.

ფსჰ-მა რომ დაიწია, უკვე კარგია. მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. დარწმუნებული ვარ, ეგ სამი იყოჩაღებს. და აღარც ახალი წამლების მოძიება იქნება საჭირო.

მერამდენე დღეა დღეს სტიმულაციის?



Posted by: lesila90 2 Nov 2022, 22:30
SoFia33
ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთით მიიღებ ეხლა ემბრიონჩიკებს და მალე სასიხარულო ინფორმაციას გვახარებ❤️❤️ვიტამინებს არ იღებდით რაიმეს? უნდა აეღო ნამდვილად მითუმეთეს ნაოპერაციები იყავი, მაგრამ რადგან 10-15 ფოლიკული გქონდა თან ასაკიც კარგი ეტყობა არ ჩათვალა საჭიროდ

Posted by: ნიაკო12 2 Nov 2022, 22:31
SoFia33
ძალიან ძნელია, ახლა რა ეტაპზე ხართ სტიმულაციის პერიოდში? თუ სწორად გავიგე. ღმერთმა ყველას გამძლეობა მოგვცეს აუცილებლად გამოგივათ ❤️ ვინც ეძებს ის პოულობსო და ჩვენც ვიპოვით ჩვენს წილ ნანატრ ბედნიერებას ❤️

Posted by: SoFia33 2 Nov 2022, 22:32
QUOTE (lesila90 @ 2 Nov 2022, 22:23 )
Vivi92

მე ვფიქრობ პრპ თუ გადაწყვეტთ თურქეთი ჯობს არა იმიტომ რომ აქ ვერ აკეთებენ და ვაიმე თურქეთი ასეთია და ისეთია არა უბრალოდ იქ დიდი ხნის გამოცდილება აქვთ მაგ კუთხით და აქ ახალ დანერგილია.

პრპ მეთოდზე ახლა გავიგე, რა თანხებთანაა დაკავირებული თ იცით? თურქეთში ან საქართველოში მაინც
* * *
QUOTE (Freni_99 @ 2 Nov 2022, 22:28 )
SoFia33


მერამდენე დღეა დღეს სტიმულაციის?

მე-11 დღე. დღეს ზომები არ მიკითხავს, ქეთი ახალი ჩამოსულია ამერიკიდან და უამრავი ხალხი ყავდა, ვიცი რომ სამი მწიფდება და გუშინ დაახლოებით 14-15 მმ იყო (მე10 დღეს) დანარჩენი სამი 9მმ იყო. და წესით დღეს ცოტათი მეტი უნდა ყოფილიყვნენ. ხვალ ისევ უნდა მივიდე.
სტიმულაციის დაწყებისას ქეთი არ იყო და ნატომ მიმიღო ქეთისთან შეთანხმებით. თავიდან 4 ფოლიკული და ფსჰ 8 იყო. დავიწყეთ 3 დღე გონალის მიღება (200/დღეში) და 3 მენოპური, მერე შევამცირეთ გონალი 150-მდე 2 დღე და 4 მენოპური დღეში, 5 დღიანი სტიმუალაციის შემდეგ მარტო 3 რადგან დაემორჩილა მედიკამენტებს ნატომ მირჩია შემდეგ თვეზე გადადება და 4 დღე ნემსების გარეშე ვიყავი, ჩამოსულზე ქეთიმ დამიბარა და მაინც მირჩია ინ ვიტროს მცდელობა, ალბათ ფაბალი ფსჰ აძლევს იმედს. არ ვიცი, ცოტა მეც დამაბნია ნატოს და ქეთის განსხვავებულმა მიდგომამ. მაგრამ რადგან უკვე გაკეთებული მქონდა 5 დღე სტიმულაციები, ბარემ ბოლომდე გავრისკავ.

Posted by: Freni_99 2 Nov 2022, 23:35
SoFia33
კი მარა, ოთხიდან სამი რომ დაემორჩილა, მეტი რაღა უნდოდა.
კარგი ქენი, რომ აგრძელებ, წყალში რატომ უნდა ჩაგყროდა ამდენი წამლები.


Posted by: SoFia33 2 Nov 2022, 23:46
QUOTE (Freni_99 @ 2 Nov 2022, 23:35 )
SoFia33
კი მარა, ოთხიდან სამი რომ დაემორჩილა, მეტი რაღა უნდოდა.

მთლიანობაში რაოდენობის გამო, შემდეგ დღეებში ორი ფოლიკული დაემატა, პატარები, მაგრამ შეიძლება ეგ შემდეგ თვეშიც გადმოგყვეს და მომდევნო ციკლზე ეგებ მეტი ფოლიკულით ვცადოთო. ამ თვეს ისევ ინსემინაციაზე ფიქრობდა ნატო. 5 დღე ყველანაირი წამლის გარეშე, რომ მაინც გააგრძელეს ზრდა, ეგ იძლევა ცოტა ოპტიმისტურ პროგნოზს ალბათ. ზუსტად ვერც ამიხსნა ქეთიმ, რა აძლევდა მეტი იმედის საფუძველს.

Posted by: LILU0404 2 Nov 2022, 23:50
SoFia33
წარმატებები.
მთავარია ხარისხი, 3 ცალი კარგია თუ ხარისხი კარგი იქნება და აუცილებლად უნდა იყოს წესით, ასაკით ახალგაზრდა ხართ და ფსჰ -ც ამჟამად დაბალი გაქვთ. ეს კი ხარისხში ჰპოვებს ასახვას.

რა მედიკამენტით დასწიეთ ფსჰ დაბლა?

Posted by: SoFia33 3 Nov 2022, 00:02
QUOTE (LILU0404 @ 2 Nov 2022, 23:50 )
SoFia33

რა მედიკამენტით დასწიეთ ფსჰ დაბლა?

მიკრონ 5 DHEA, დ ვიტამინი 2000, პროფერტილი და ქოენზიმი. ამას ვსვამდი რეგულარულად. ფსჰ ბოლო ოთხი ციკლის მიხედვით ძან ცვალებადი იყო. 12, 6, 19 და ბოლოს 8. ინ ვიტრო მაინცდამაინც 19-იანის დროს დაიგეგმა, სხვა დანარჩენ ციკლებზე ნაკლები ფოლიკული იყო და ამიტომ გამოვტოვეთ

Posted by: LILU0404 3 Nov 2022, 00:13
SoFia33
მადლობა, მაგედან 3 დასახელებას მეც ვსვავ და იმედია ჩემთანაც დაიწევს.
კარგია რომ გააგრძელე, გოგოები 3 ფოლიკულისთვის პრპ -ს იკეთებენ, შენ კი გაქვს და აუცილებლად უნდა გაგეგრძელებია, ისე კარგი იქნება ალბათ შემდეგ ციკლშიც გაგეკეთებია ისევ სტიმულაცია თუ ანალიზები მოგცემს საშუალებას, მოაგროვებდი ხარისხიან ემბრიონებს.
მაგრამ მანამდე კიდევ გაქვს დრო და ნახავთ რა იქნება.

Posted by: adeline 3 Nov 2022, 01:15
SoFia33
ძალიან კარგი დანიშნულება გაქვს. მიკრონი საუკეთესოა ფსჰ დასაწევად და ხარისხისთვის. მე გირჩევ ფერტილიტიც დაამატო. ძალიან კარგია ეგეც

Posted by: Iceicebaby 3 Nov 2022, 09:21
SoFia33
სოფია გამარჯობა ^_^ წარმატებებს გისურვებ ბოლო ეტაპამდე, სასურველი შედეგებით.

ფოლიკულები მეც 15-მდე რომ მქონდა, ჩემთვისაც არავის უხსენებია ეგ ანალიზი, წარმოდგენა არ მქონდა საერთოდ თუ არსებობდა, ასაკი იგივე.

მერე უცებ 3 თვეში შეიცვალა ეს მდგომარეობა ექოსკოპიაზე, მაგ დროს სტიმულაციებს ვიკეთებდი ჩვეულებრივ გინეკოლოგთან, ქეთისთან არ ვყოფილვარ და ანტიმიულერის ანალიზი სხვამ მითხრა, როცა რეპროდქუტოლოგების მოძიებაზე გადავედი, იმიტომ რომ ექომ შეიცვალა სახე smile.gif

ამიტომ, ეცადე ეგ ხინჯი ამოიგდო გულიდან და ექიმის რწმენა გაიმყარე, ექიმს ბოლომდე თუ არ ენდობი და რაღაც ისეთი გიტრიალებს გულში, მგონია რომ საქმეს არ წაადგება ეგ ^_^

ახლა ემოციურად, ფსიქოლოგიურად უნდა განეწყო ყველაფერი დადებითისკენ, ფიზიკურად კი აკეთებთ საქმეს და ეს სინთეზი აუცილებლად დაგიდებს შედეგს.

Posted by: lesila90 3 Nov 2022, 09:22
LILU0404
როგორ არაა ერთიც რომ იყოს მგონი აკეთებენ და მერე მოდის და ცოცხლდება საკვერცხეები. მოიკითხე მაინც. აი ბევრია თურქეთში ვინც გაიკეთა და არ ლაპარაკობენ ფბ ჯგუფებში.არადა რამდენს დაეხმარებიან. მე ვფიქრობ პრპ თუ ფიქრობ ერთხელ წადი თურქეთში გაესაუბრე ექიმს და იმის მიხედვით დაგეგმავ შემდგომ
ნაბიჯს. წარმატებებს გისურვებ და გამძლეობას. ფარ-ხმალი არ დაყაროო ჩვენ აქ ვართ შენს გვერდით❤️❤️

Posted by: Iceicebaby 3 Nov 2022, 09:25
ამ გახსენებაზე ძალიან კარგი ხარისხის ქოენზიმს ვყიდი, იქნებ ვინმეს გჭირდებათ ან იცით, ვისაც სჭირდება smile.gif

user posted image

Posted by: adeline 3 Nov 2022, 11:40
Iceicebaby
აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში, რაც დაწერე. კოენზიმს ვიღაც ეძებდა ფბ ჯგუფში და იქნებ იქ დადო. გზა უშვილობის ტკივილიდან - ასეთი ჯგუფია

Posted by: marganeci1 3 Nov 2022, 15:46
გოგოებო გემუდარებით მითხარით ვარიანტები რომელ კლინიკებზე ვიფიქრო, რომელ ექიმებზე. მინდა როგორც იქნა დავიწყო და ეხლა ის ვერ მომიფიქრებია სად წავიდე. ვარიანტები შემომთავაზეთ რა, რომლებიდანაც ავარჩევ. ქეთისთან დადიხართ ბევრნი, ეგ კი გავიგე, მაგრამ ქეთისთან ადრე ვიყავი და ძაან უყურადღებო მომეჩვენა. რა თქმა უნდა ძნელია ყველას ყურადღება მიაქციო როცა ამდენი პაციენტი გყავს, მაგრამ ჩემთვის, როგორც გამოუცდელისთვის ამ საკითხში, ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღებიანი ექიმი.
როცა გარკვეული ხარ, ექიმს რომც რამე გამოეპაროს შენ უკვე იცი რა არის საჭირო და რა გამორჩა და შეგიძლია აქეთ შეახსენო ექიმს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში როცა საერთოდ გონზე არ ვარ არაფრის, ძაან რთულია ეს ყველაფერიsad.gif თვითონ ინვიტროს კლინიკაზე ვფიქრობდი ადრე, მერე ნაცნობისგან გავიგე საბახტარაშვილის კლინიკაზე, მიქებდა ლელა ირემაძეს. საფრანგეთში გაიკეთა ერთი უშედეგო ინვიტრო და ეხლა ჩამოვიდა აქ და არჩევა-არჩევით მივიდა ირემაძესთან, ძალიან კარგი ემბრიოლოგები ყავთო. თქვენგან კიდე სულ ქეთის სახელი მესმის. ვეღარ გავიგე რა გავაკეთო, დამეხმარეთ რაა sad.gif

Posted by: Iceicebaby 3 Nov 2022, 15:51
adeline
მადლობა, დავემატე და დავდე ^_^


მენოპური თუ გჭირდებათ ვინმეს

user posted image

Posted by: kato17 3 Nov 2022, 16:31
Iceicebaby
მოგწერეთ პირადში

Posted by: ნიაკო12 3 Nov 2022, 16:34
გოგოებო, 3 დღიანი ციკლი მქონდა ისევ. ახლა მეოთხე დღე მაქ. ადრე 3 4 5 დღე მქონდა აქტიური და მერე ოდნავ მიგრძელდებოდა 7 დღემდე. ნუ 7 დღიანი მქონდა ფაქტიურად სულლ.

ხო და რისი თქმა მინდა ახლა, სექტემბრიდან ჩავები ამ ინ ვიტროს თემაში და ეს წამლები ესე მოქმედებს? პირველი ორი დღე ნიაგარას ჩანჩქერი მდის ლამის და აგერ მეოთხე დღემაქ და გაქრა უკვე. smile.gif

Posted by: Iceicebaby 3 Nov 2022, 16:43
kato17
პმ არ მომსვლია smile.gif მენოპურზე თუ მწერთ ჩემი არაა, ჯგუფიდან დავდე პოსტი და პოსტის ავტორიც ჩანს სქრინში.

თუ ქოენზიმზე მწერთ, ველი პმ-ს ^^


Posted by: kato17 3 Nov 2022, 17:53
Iceicebaby
მენოპური მაინტერესებდა მადლობა შევეხმიანები პოსტის ავტორს

Posted by: compte.paris75 3 Nov 2022, 17:58
QUOTE (Iceicebaby @ 3 Nov 2022, 09:25 )
ამ გახსენებაზე ძალიან კარგი ხარისხის ქოენზიმს ვყიდი, იქნებ ვინმეს გჭირდებათ ან იცით, ვისაც სჭირდება smile.gif

user posted image

გოფოებო, ძალიან ცნობილი და საიმედო გერმანული ლაბორატორიაა.

მეც თუ რამე მინდა მაგათთან ვყიდულობ.

ფოლატიც აქვთ მაგათ

Posted by: narkozeli 3 Nov 2022, 17:59
Iceicebaby

ხვალ თუ დამინიშნავს ქეთი ქოენზიმს, მე ვიყიდი 2kiss.gif

Posted by: lesila90 3 Nov 2022, 18:18
marganeci1
ძალიან რთულია რჩების მიცემა უბრალოდ ერთი იცოდე რამოდენიმესთან მიდი გაესაუბრე და იმის მიხედვით გააკეთე არჩევანი. შეიძლება ექიმი აქონ ადიდონ მაგრამ შენ არ მოგეწონოს. უყურადღებო ექიმი ბევრია საქართველოში იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი პაციენტი ჰყავთ და ფიზიკურად ყველას ანამნეზს ვერ დაიმახსოვრებენ. ამიტომ
ჯობია რომ სამთან მაინც გაიარო კონსულტაცია სამაგიეროდ გეცოდინება ვისთან ჯობია. შენი ისტორია მოგვიყევი? აუცილებლდ ნახავ იმას ვინც დაგეხმარება რომ
დიდ ბედნიერება ჩაიხუტო გულში.
* * *
გოგოებო ჩემს მეგობარს ხვალ გადააქვს ემბრიონჩიკები. და დღეს პროგის ანალიზი მოუვიდა 17 პრობლემა ხომ არაა? მანამდე 0,45 ჰქონდა მერე 0,52. დღეს 20 დღე აქვს და 17 მოუვიდა პასუხი. ხვალ კიდე უნდა გაიკეთოს გადატანამდე ანალიზი. პროგის ნემს იკეთებს დღე ჩაგდებით და პლიუს პროგესტერონის სანთელს სამჯერ დღეში და ესენი ხო ისედაც აწევდა . ნეტა რაიმე პრობლემაა ? ექიმმა დღეს კიდე დაუმატა პროგის ნემსი.

Posted by: marganeci1 3 Nov 2022, 20:35
მადლობა ჩემო კარგო :* ხოდა სად მივიდე დასაწყისისთვის ეგეც არ ვიცი. ხომ არის ბევრი კლინიკაზეც დამოკიდებული, კარგი ემბრიოლოგები სად ყავთ და ასე შემდეგ. რომელი კლინიკები ან ექიმებია ყველაზე ძლიერი და პროფესიონალი რომ მეც მივიდე და შევხედო რამოდენიმეს და მერე გავაკეთო არჩევანი. ერთი შანსი მაქვს, მეორეს და მესამეს ფინანსურად ვერ გავწვდები და მაგიტომ არ მინდა რომ ექიმის უყურადღებობით ან ვინმეს არაპროფესიონალიზმის გამო ეს ერთი შანსიც დავკარგო. მოკლედ არ ვიცი რააsad.gif ;(
facepalm.gif

Posted by: lesila90 3 Nov 2022, 21:01
marganeci1
მე თურქეთში რომ არ წავსულიყავი ამათგან გავაკეთებდი არჩევანს თამთა ცაავა, ქეთი ოსიძე, ანი მორჩილაძე მანანა ქოჩიაშვილს და თანარ ნადირაშვილსაც განვიხილავდი. ყველას აქვს პლიუსი და მინუსი მაგრამ
მაინც შედეგია მნიშვნელოვანი. გოგოებიც გირჩევენ რთულიაა არჩევანის გაკეთება არვიცი მართლაა გამიჭირდებოდა მე თან არ მიყვარს ექიმისგან უყურადღებობა და ხშირად გული
მიცრუვდება. ლელასთან ორმა ჩემმა მეგობარმა
გაიკეთა ინვიტრო და რავი აღმერთებენ მე
ერთხელ ვიყავი და ვერ მივიღე ის რაც მჭირდებოდა ექიმიაგან და მეორედ მისკენ არც გამიხედია ინდივიდუალურია რა ყველაფერი. ამას იმიტომ გეუბნები რომ მე თუ არ მომწონს ეს იმას არ ნიშნავს შენც არ მოგეწონება.
გაიარე რამოდენიმესთან კონსულტაციაა დააკვირდი სიტუაციას მიდგომებს და რავი შენთვის რა არის მნიშვნელოვანი რომ ექიმს ენდო ამიტომ კარგად დაფიქრდი და ისე მიიღე საბოლოო გადაწყვეტილება.

Posted by: Anabeli111 3 Nov 2022, 22:38
marganeci1
მე თქვენს ადგილას ან ქეთი ოსიძესთან მივიდოდი ან თამთა ცაავასთან. ♡

ოროვეს აზრს მოვისმენდი და მერე გადავწყვეტდი.

Posted by: Vivi92 4 Nov 2022, 12:22
Freni_99
თანხა რა თქმა უნდა არ ბრუნდებაო, ეს გადატანა/გალღობა ხომ არ იყო ფრეში გადაჰქონდათო.. ნუ მოკლედ ბოლომდე არ ვეთანხმები მაგრამ დიდად არ ჩავეძიე.
ისე რამე რეპორტი მეც უნდა წამოვიღო კლინიკიდან?

lesila90
აუ თურქეთს ძალიან ბევრი მირჩევს და აღარ ვიცი როგორ მოვიქცე sad.gif

Posted by: Freni_99 4 Nov 2022, 12:27
Vivi92
უიმეე. არა, მაგ შემთხვევაში არაფერი.
აი, ანაბელმა ვინებიც ურჩია ზევით, ხომ არ გაესაუბრებოდი მაგათ? ემბრიოლოგზე მართლა ძალიან ბევრია დამოკიდებული, მაგ ორ კლინიკას კი მარა ძალიან კარგი ემბრიოლოგები ჰყავთ.

ექიმი რას გთავაზობს ისე ?

Posted by: lesila90 4 Nov 2022, 12:44
Vivi92
შენ ვისთან დადიოდი? მე ტრანსპორტირების მხრივ თურქეთი მერჩივნა თან ჩემს მეუღლეს იქეთ უნდოდა უფრე ვენდობიო და გადავწვიტე მარტივად თორე არ ვიცი მეც ბევრი ფიქრის და ძიების მერე გადავწყვეტდი. რთულიაა ძალიან მაგრამ ემოციურ ფონსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ფრეშად გადაიტანე შენ ხო და საერთოდ არ მიემაგრა?

Posted by: Freni_99 4 Nov 2022, 13:00
lesila90
ემბრიონი ვერ მიიღეს, სამწუხაროდ sad.gif

Posted by: lesila90 4 Nov 2022, 13:17
უიი რა რთულიაა sad.gif არვიცი რა უნდა ქნაა რაა მაგრაამ ბრძოლად ღირსს უბრალოდ კარგად უნდა აარჩიო ექიმი ძალიან ძნელიაა რაა sad.gif

Posted by: compte.paris75 4 Nov 2022, 19:31
QUOTE (lesila90 @ 1 Nov 2022, 21:37 )
....
გოგოებო რა მაინტერესებს რამდენია პროგის ანალიზი კარგი გადატანისთვის?

- ოვულაციამდე - Prog < 1 ng/ml
- ოვულაციის დღეს Prog = 1 ng/ml
- ოვულაციის მერე Prog > 1 ng/ml
- ემბრიონის გადატანისთვის - პროგი უნდა იყოს მინიმუმ 10 ng/ml. მაგაზე ნაკლებზე არ გადააქვთ, ფეხმძიმობის ალბათობა დაბალია.
- ემბრიონის გადატანიდან - 4 დღის მერე Prog უნდა იყოს ასული 15 - 30 ng/ml შუალედზე.

Posted by: lesila90 4 Nov 2022, 20:53
compte.paris75
დიდი მადლობააა ❤️❤️
* * *
მეგობარმა გადაიტანა დღეს და შებერილობა აქვს ძალიან რა შეიძლება რომ
მიიღოს ან როგორ მოიქცეს?

Posted by: compte.paris75 4 Nov 2022, 21:32
QUOTE (lesila90 @ 4 Nov 2022, 20:53 )
compte.paris75
დიდი მადლობააა ❤️❤️
* * *
მეგობარმა გადაიტანა დღეს და შებერილობა აქვს ძალიან რა შეიძლება რომ
მიიღოს ან როგორ მოიქცეს?

არ ვიცი მასე? რისგან არის შებერილობა? გაზები აქვს თუ სტიმულაციებისგან? თუ აწუხებს ექიმს დაუკავშირდეს?

Posted by: lesila90 4 Nov 2022, 21:35
compte.paris75
დღეს გადაიტანა ემბრიონი და მაგის მერე აქვს გაზები და შებერილობა

Posted by: ნიაკო12 5 Nov 2022, 14:21
lesila90
როგორ ხარ რა ამბებია შენსკენ ორშაბათს გიწევს მისვლა მგონი ?

Posted by: lesila90 5 Nov 2022, 14:34
კი ორშაბათს მიწევს. და ისეთი გაციებული ვარ დღეს უკეთ ვარ ცოტა. იმედია ხელს არ შემიშლის

Posted by: ნიაკო12 5 Nov 2022, 14:40
lesila90
იქნებ გაგიაროს მანამდენაც ისედაც :* ❤️

Posted by: Iceicebaby 5 Nov 2022, 15:06
ANAANI123
იქნებ, თემა დახურო როცა ნახავ, მადლობა <3

Posted by: kekuna 5 Nov 2022, 15:45
Iceicebaby
გამარჯობა, ჰისტერო რატომ გაიკეთეთ? პოლიპი ან სხვა რაიმე გქონდათ?

Posted by: Freni_99 5 Nov 2022, 15:52
გოგოებო, ახალი თემის ლინკია, ჩავხუროთ ეს თემა
https://forum.ge/?f=97&showtopic=35250605

Posted by: kato17 3 Dec 2022, 13:41
აუუ გოგოებო 6 7 ფოლიკულა და ესტრადიოლი ძაან დაბალია ხო

Posted by: Freni_99 3 Dec 2022, 14:34
kato17
კატო, ეს ძველი თემაა, ახალში იკითხე
https://forum.ge/?f=97&showtopic=35250605
6-7 ფოლეკულა არ არის ნამდვილად ცოტა, მთავატია, ბოლომდე რამდენი გაამართლებს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)