Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > გაზქურა თუ ჩასაშენებელი ღუმელი? |
Posted by: misha2005 27 Aug 2007, 13:05 |
ყიდვას ვაპირებ და რომელი ფირმის ჯობია, მირჩიეთ რა |
Posted by: Kakha 27 Aug 2007, 13:11 |
misha2005 რას გულისხმობ? გაზქურას? |
Posted by: misha2005 27 Aug 2007, 13:33 | ||
Kakha
კი |
Posted by: Kakha 27 Aug 2007, 13:41 |
მე ვიყიდე ინდეზიტის. მე რაც მჭირდებოდა იმ პარამეტრებში ეგ იყო ოპტიმალური ვარიანტი. მოკლედ არის სხვადასხვა ტიპის გაზქურები ერთიანი და გაყოფილი სისტემა (ცალკე "დუხოვკა"). გაყოფილი სისტემა უფრო ძვირია და ძირითადად სამზარეულოს ავჯეის სპეციალური სტილის დროს გამოიყენება. ამას გარდა არის ჩვეულებრივი და გაზკონტროლიანი სისტემა. გაზკონტროლი ნიშნავს რომ თუ შემთხვევით ალი ჩაქრა, გაზი იკეტება ავტომატურად. ინდეზიტს აქვს გაქზურა რომელსაც აქვს გაზკონტროლი დუხოვკაშიც და მაღლაც. მე ვიყიდე 650 ლარად. არის უფრო ძვირიანი მოდელებიც 1000 ლარიდან იწყება ფასი. თუ გაზკონტროლი არ გინდა, მაშინ არჩევანი ბევრად დიდია, დაწყებული 250 ლარიდან... |
Posted by: misha2005 27 Aug 2007, 14:27 |
Kakha დიდი მადლობა ინფოსთვის |
Posted by: sharlot 29 Aug 2007, 09:55 | ||
და კმაყოფილი ხარ? ფასი მისაღებია, მინდა სტანდარტული გაზქურა, იმიტომ რომ სამზარეულოს კარადები უკვე აწყობილია და ადგილი სტანდარტულია დატოვებული. |
Posted by: SnowFlakes 29 Aug 2007, 14:36 |
ერთი პრობლემა მაქვს სამზარეულოში გაზქურასთან დაკავშირებით. სადაც გამწოვის მილი გამოდის იქ უწევს სველი წერტილი და ონკანის დამონტაჟება და გაზქურა სულ სხვა კედელთან იდგება. ამ შემთხვევაში გამწოვი როგორ შეიძლება დავუყენო? იქიდან მილის გამოყვანა და გაზქურამდე მოტანა საშინელება იქნება,ცუდად გამოჩნდება ძალიან და სხვანაირად მოსახერხებელია ნეტა? საერთოდ არ დავაყენებ თუ სხვანაირად არ გამოდის. |
Posted by: Kakha 29 Aug 2007, 15:17 | ||||
SnowFlakes
არ გირჩევ, ან ჭერში დამალე ან რამე ქენი, მილი აუცილებლად უნდა გააკეთო, მაშინ ზამთარში სულ ღია უნდა გქონდეს ფორთოჩკა ... * * * sharlot
ჯერ-ჯერობით კარგად მუშაობს ფუნქციონალობა ზუსტად ისეთი აქვს როგორიც მინდოდა. მაგენი არის მრავალი მოდიფიკაცია, არ უნდა მოტყუვდე როცა ყიდულობ, ზოგჯერ თვითონ გამყიდვლებმა არ იციან ან შეიძლება განგებ გატყუებენ, პირველად რომ ვიყიდე ის მოდელი არ აღმოჩნდა და უკან დავუბრუნე |
Posted by: ფარსმანი 30 Aug 2007, 13:17 |
700 ლარის ფარგლებში ბოშის ნორმალურ გაზქურას(გრილით, ორმაგი მინით) ვერ ვიყიდი? |
Posted by: violet 30 Aug 2007, 13:25 |
მოკლედ სახლში ვაპირებთ გაზქურის გამოცვლას ხოდა ეხლა რა მაინტერესებს უმეტეს გაზქურებს რომლებიც მომეწონა (მაგ.ბოშის ფირმის) ''დუხოვკა'' აქვთ დენზე და არა გაზზე როგორც მითხრეს ესე უფრო სუფთაა ეკოლოგიურადო და რავიცი მოკლედ თქვენი აზრით როგორი გაზქურის ყიდვა ჯობია რატომღაც მგონია მთლიანად გაზზე რომელიცაა უფრო მოსახერხებელია |
Posted by: Kakha 30 Aug 2007, 14:27 | ||
violet
მაგათ თუ დასჭირდებათ მეორე დღეს გეტყვიან რომ გაზზე ჯობია, უსაფრთხოა დენს არ დაგარტყამსო აფერისტების გნიასია მაგ სფეროში. მე რომ შემომტენეს გაზკონტროლის გარეშე, ტიპი ნაგლად მეუბნება, მასეთი შენ რომ გინდა გაზკონტროლით, ინტეზიტს არა აქვსო, ეგეთები 1000 ლარზე იაფი არ არსებობსო და რასაც აქვს მალე ფუჭდებაო, აზრი არა აქვს. ხოდა რა მოიგეს თავისი სიბრიყვით? ფული დამიბრუნეს და მეზობელ მაღაზიაში ვიყიდე ზუსტად ის რაც მინდოდა ზუსტად იგივე ფასში, 3 თევა მაქვს და არაფერიც არ აპირებს გაფუჭებას ელექტროღუმელით ისეთ სიმძლავრეს მაინც ვერ მიიღებ როგორც გაზქურით. კომბინაცია კიდევ შეიძლება მარა მარტო დენზე არ ღირს, ძვირი დაგიჯდება ყოველი ტორტის გამოცხობა |
Posted by: masha 30 Aug 2007, 14:45 |
მე მაქვს, რუსული,აი, მაკარევიჩი რომ არელკამირებდა-"გეფესტი", მაინცდამაიმც ყავისფერი მინდოდა და მხოლოდ ეგ იყო, ისე კი, საშუალება რომ მექნება მომავალში 6-კამფორკიანი უნდა ვიყიდო, მაინც, ბევრი და დიდი ქვაბ-ტაფეულობა რომ თუხთუხებს, არ ეტევა რა! |
Posted by: ShadowCat 30 Aug 2007, 15:47 | ||
Kakha
რა მაინტერესებს იცი? რაიმე განსხვავება მასეთ ქურასა და "ერთიანს" შორის თუა? მე ბეკოს გაზქურა მაქვს (მაინცდამაინც ნაცრისფერი მინდოდა და სხვა არ იყო, თან ფასიც ყველაზე ნორმალური იყო). მაგრამ ქურა დიდად არ მომწონს ორმაგი მინა კი აქვს, მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ საკმარისად არ "ხურდება". თან, ძალიან მინდა ისეთი ქურა, ტემპერატურას რომ უჩვენებს. იყიდება მასეთები თუ იცით? |
Posted by: Kakha 30 Aug 2007, 15:56 | ||||
ShadowCat
განსხვავება ისაა რომ ერთი მთლიანია და მეორე გაყოფილი მართლა უბრალოდ სამზარეულოს გრძელ მაგიდაში უფრო უკეთესად მონტაჟდება გაყოფილი, ერთიანი დაფაა და ქვეშიდან დგება ქურა, მაღლიდან "კამფორკები". ეგ არის მხოლოდ, სხვა განსხვავება არაა გარდა ფასისა და იმისა რომ ცალცალკე უნდა მიიყვანო ორივე ნაწილთან გაზიც და დენიც. თანამედროვე სამზარეულოში ითვლება რომ ქურა სხვა მოწყობილობაა და კამფორკა სხვა, ამიტომ იდეაში ცალცალკეა. მე მინახავს (მგონი აქაც დადეს) ისეთი დიზაიანი როცა ქურა უფრო მაღალზე დგება ვიდრე კამფორკა. ეგ უფრო მოსახერხებელია იმ პონტში რომ დახრა არ გიწევს ქურის გამოყენებისას მარა შესაბამისი დიზაინიც უნდა გათვალო.
კი როგორ არა, უამრავი ვარიაციაა. |
Posted by: ShadowCat 30 Aug 2007, 17:18 | ||
Kakha
ჰო, ეგ მართლა მოსახერხებელია და რა მაინტერესებს იცი? ქურას გამწოვი არ ჭირდება? და გამწოვი რაკი ვახსენე, ბარემ ამასაც აქ ვიკითხავ: მიკროვალნოვკა... ზოგი ამბობს, რომ მიკროვალნოვკა აუცილებლად "ღიად" უნდა იდგეს სადმე რომ ცხელი ჰაერი გარეთ თავისუფლად გამოვიდესო, თუმცა მინახავს (იგივე შტატებში) კარადაში ჩამონტაჟებული ვითომ გამწოვთანაა ეგეც როგორღაც დაკავშირებული? |
Posted by: Kakha 30 Aug 2007, 17:43 |
ShadowCat არა, გამწოვი მიკროტალღურს არ უნდა, თუმცა სულ ჩაკეტილიც არ ვარგა, ჯერ ერთი შიგნიდან სამჭლის ორთქლი გამოდის და მერე თუ მაგრა შეფუთავ შეიძლება გადახურდეს. ნუ უკნიდან ღია იყო ალბათ ის რაც შენ ნახე. გაზქურას კი უნდა გამწოვი. აუცილებლად. გაზის ნამწვავი ხომ უნდა გავიდეს სადმე. |
Posted by: anakatrin 31 Aug 2007, 02:25 | ||
ShadowCat
მე ვნახე თბილისში ბოშის გაზქურა დიგიტალური დისფლეით,1000ლარი ღირდა,ძალიან მომეწონა და იმ გაზქურისთვის ძვირი ნამდვილად არ იყო.ნერჟავეიკის თუ მეტალის ფერი იყო,უჟანგავი,არ ვიცი ზუსტად ქართულად როგორ ითარგმნება ხომ მიხვდი რასაც ვგულისხმობ? |
Posted by: ShadowCat 31 Aug 2007, 11:38 | ||||
Kakha
და თუ კედელთან გამოდის ეგ ორთქლი.. იზ ით OK?
მაიცა და.. როცა ცალ-ცალკე ამონტაჟებ, გამწოვთან როგორ აკავშირებ? anakatrin მომწონს ეგ ფერი |
Posted by: Kakha 31 Aug 2007, 12:26 |
ShadowCat ან ორი გამწოვი, ან ერთი დიდი (თუ მეზობლად არიან განლაგებული - როგორც წესი ეგრეა ხოლმე) |
Posted by: ShadowCat 31 Aug 2007, 13:59 | ||
Kakha
და როცა ქურა "ჩაშენებულია" ავეჯთან? ვითომ, ქურის თავზე "ვითომ" კარადებია და სინამდვილეში გამწოვია "შენიღბული"? |
Posted by: Kakha 31 Aug 2007, 14:02 |
ShadowCat არა აქვს მნიშნველობა, უმეტესობა მასეთ ქურას წინიდან აქვს ჰაერის გამოსასველი, მთავარია ჭერთან მის მაღლა იყოს გამწოვი. ისე კი კარადაში შენიღბული გამწოვიც კაია, მე მასე ვაპირებ. |
Posted by: Dr_Zuzumbo 31 Aug 2007, 14:35 |
ერთი ეს გამაგებიეთ, თქვენი ბაასიდან, ჰაერის გამწოვების შესახებ, ისეთი დასკვნა გამომაქვს, რომ გურჯისტანში, მრავალსართულიანს საცხოვრებელ სახლებშიც, ყველა ოჯახი, თავის, პერსონალურ გამწოვს იმონტაჟებს, რომელიც შენობის საერთო, გამწოვ არხზეა მიერთებული? |
Posted by: ShadowCat 31 Aug 2007, 14:56 |
Dr_Zuzumbo ეჰჰ, ჩემო კარგო.. აპა ჩვენთან ერთიანი სავინტილაციო სისტემა არაა. ისე კი ის "საერთო" გამწოვი არხი მთლად ყველასთვის საერთო არაა. კედელში (ვთქვათ, 8 სართულიან სახლში) დატანებულია რამოდენიმე სავინტილაციო მილი და მაქსიმუმ 2 ოჯახისთვის იყოს საერთო 1 მილი. ისე კი, რა მნიშვნელობა აქვს, მამენტ, გამწოვს სავინტილაციო მილში გააყოფინებ თუ ვინტილიატორს დაამონტაჟებ? ეგ კი არა.. ეხლა დავყურებ ჩემი მომავალი ბინის გეგმას და.. სავინტილაციო შახტებს ხომ აქვთ თავიანთი მონიშვნა.. ჰოდა, მაგ მონიშვნას რაცხა ვერც სამზარეულოსთან ვხედავ და ვერც აბაზანა-ტუალეტთან იმედია, არის და პროსტა მე ვერ ვხედავ |
Posted by: Kakha 31 Aug 2007, 14:59 |
ShadowCat ზოგჯერ 3 და მეტი ოჯახი ზის ერთ არხზე, პროექტს გააჩნია. მაგიტომ მე ჩამკეტიანი ვენტილატორები დავაყენე. |
Posted by: irakot 31 Aug 2007, 15:20 | ||
ShadowCat
სად ყიდულობ? გილოცავ |
Posted by: ShadowCat 31 Aug 2007, 15:50 |
irakot ნაყიდი მაქვს უკვე, პროსტა ჯერ ბოლომდე არაა დამთავრებული ჟვანიას ქუჩაზე. |
Posted by: experto 1 Sep 2007, 19:30 |
მე "თავისუფლად მდგომი" ბოშის გაზქურა ვიყიდე რომელიც 995 ლარი ღირდა და თან დეფიციტური იყო კომბინირებული და მთელი ამბები დაგვჭირდა რომ სიაში ჩამჯდარიყავით ძაან ხარისხიანია და სასიამოვნო საყურებელია ნერჟავეიკა და შავი ფერები http://www.elitelectronics.ge/index.php?l=geo&m=products&pid=669&page=1 |
Posted by: anakatrin 2 Sep 2007, 14:02 |
experto მგონი ზუსტად ეს მოდელი იყო რაც მე ვნახე და ძალიან მომეწონა,თანაც ამ გაზქურისთვის ძაან იაფია 995ლარი.ძალიან მომწონს ნერჟავეიკის ზედაპირები რომ აქვს,უფრო ეფექტურია ჩემი აზრით ვიდრე თეთრი.ნათითურები ძალიან არ ეტყობა?როგორც წესი ნერჟავეიკის ზედაპირი რასაც აქვს ნათითურები ეტყობა |
Posted by: experto 2 Sep 2007, 21:42 |
anakatrin თუ თავისუფალი ხარ აუცილებლად დაგპატიჟებ ყავაზე და ვიჭორაოთ კაი ? ხო რავი ჩემებსაც უნდოდათ კომბინირებული და თან დუხოვკა ელექტრო და მაგიტომ გადავწყვიტეთ ეს მოდელი არადა რომ ვნახე მაღაზიაში ერთიცალი იყო დარჩენილი ვიტრინაზე და ვერ მომიხსნეს რადგანაც ისიც კი გაყიდული იყო ხოდა მემრე ველოდე 2-3 თვე და ერთ დღეს მირეკავენ მაღაზიიდან რომ ჩამოსულიაო გავედი უახლოეს მაღაზიაში და ღირდა 1035 ლარი ხოდა ვინ დაეზებდა 40 ლარს მაინც ვყიდულობდი მარა მანამდე შევირბინე დინამოზე მტავარში და იქ ფასი 995 ლარ ეწერა როგორც მერე გაირკვა ზუსთად იმ დღეს გათიშული ქონიათ ინტერნეტი და ახალი პრაისი არ მიუღიათ შენც თუ გინდა მასეთ უნდა დატრილადე და შეაწუხო სათაო ოფისი მეტრო ავლაბრის პირდაპირ და ჩააწერინო კოორდინატები ასევე ხანდახან გაიარე მაღაზიებში და ნახე რომ არ მიუღიათ და შეიძლება დაავიწყდათ დარეკვა --- საქართველოა რა |
Posted by: ფარსმანი 3 Sep 2007, 18:01 |
გაზის ღუმელი ელექტროდენზე თუ არის, მაშინ ჩვეულებრივზე უფრო ხარჯიანია? და საერთოდ რატომ აქვთ ღუმელი დენზე, ევროპულ სტანდარტებზეა გათვლილი(ანუ იმაზე, რომ დენი უფრო იაფია, ვიდრე გაზი) თუ სხვა მიზეზია? |
Posted by: Kakha 4 Sep 2007, 09:33 | ||||
ფარსმანი
კი
რამდენიმე მიზეზია, ჯერ ერთი თუ გაზი გაითიშა ცალკე პლიტების ძებნა არ გინდა, და მერე დენის კამფორკის რეგულირება უფრო უკეთესად შეიძლება, ამას გარდა დუხოვკა დენზე უფრო უსაფრთხოა, თუმცა უფრო ნაკლები სიმძლავრე აქვს... |
Posted by: Dr_Zuzumbo 4 Sep 2007, 10:17 |
ელექტრო ინდუქციურ ქურას არაფერი ჯობს. ძვირია, თორემ ყველანაირად საუკეთესოა- ენერგიასაც ზოგავს. პირველად ამ 3 წლის წინ ვნახერ ჰამბურგის მზარეულთა აკადემიაში სტუმრობისას. ჩინური ვოკისათვის ჩაღრმავებული მოდელი ედგათ სამზარეულოში. შეფს ვკითხე: მეთქი ეს რა არის, კერამიკულ ქურას არა ჰგავსთქო. ეს ინდუქტიური ქურა არისო- რამოდენიმე წამში წამოადუღა დიდი ქვაბი, გადმოდგა და მერე შემომთავაზა ქურის ზედაპირისათვის ხელი შემეხო- ჩემდა გასაოცრად ცივ ზედაპირს შევახე ხელი. ეეეჰ, როდესმე მაინც ვიყიდი ამას http://www.miele.de/de/haushalt/produkte/3083_4293.htm |
Posted by: ShadowCat 4 Sep 2007, 12:06 | ||
Kakha
მართალია ამასთან, გაზი ისეა მგონი გაძვირებული, რომ დიდი განსხვავება არაა, დენისა გექნება თუ გაზის არა და, დენის მომწონს ძალიან, უფრო ეკოლოგიურია, სხვა თუ არაფერი |
Posted by: irakot 4 Sep 2007, 16:08 |
მე მოვიგე გაზქურის ზედა ნაწილი ელიტ-ელექტრონიქსში |
Posted by: anakatrin 4 Sep 2007, 20:03 | ||
irakot
მაგარია როცა რაიმეს იგებ.გილოცავ |
Posted by: Nona 5 Sep 2007, 09:41 | ||
არ დაიჯერო! დენის წარმოება და გადაცემა გარემოს არა ნაკლებად ანგრევს, ვიდრე გაზის მოპოვება. და თან უზარმაზარი დანაკარგებია გზაში. და თუ შენს ჯანმრთელობაზე ზემოქმედებას გულისხმობ _ დენის ქურა ოთახის ჟანგბადს არ წვავს და ნახშირორჟანგს არ გამოყოფს, მაგრამ გავარვარებული მეტალიდან ჰაერში რა გამოიფრქვევა, ღმერთმა იცის. ასე რომ, ეგეთი დასკვნების გაკეთებას ნუ იჩქარებ... |
Posted by: teeaakkoo 22 Jan 2008, 14:34 |
ხალხნო ჩემს მეზობელს აქვს შემდეგნაირი გაზქურა: ზემოდან არის 4 კაზის კამფორი, ქვემოდ ელ. ენერგიაზე მომუშავე ღუმელი. "ესკოს" ფირმაა თუ არ ვცდები. ძალიან მომწონს და სად შეიძლება რომ შევიძინო, ხომ ვერ დამეხმარებით. წინასწარ დიდი მადლობა |
Posted by: Spieler 10 Feb 2008, 23:34 |
დღეს გაზი ვიყიდე 975 ლარი მივეცი ელიტ ელექტრონიკსში... მოდელი ვერ გავიხსენე... მგონი MD64200T-ა სამი გაზის განყოფილება აქვს ზემოდან და ერთი დენის... ქვემოთ ღუმელი არის დენის, აქვს რამდენიმე რეჟიმი: ზედა-ქვედა წვა, დაბრაწვის რეჟიმი (მარტო ზემოდან შვება) და ზედა-ქვედა წვა + ცხელი ჰაერის ბრუნვა ღუმელში... აქვს აგრეთვე სწრაფი ლღობის ფუნქცია... ტემპერატურის რეგულატორი. აქვს პატარა ციფრული დისპლეი, სადაც ყენდება ტაიმერი, და დრო, ერთი ღილაკით კი შეიძLება ამ დისპლეის დაბლოკვაც კაი რამეა მოკლედ |
Posted by: okelA 8 Apr 2009, 19:33 |
თავიდან მეც მიკვირდა ფირმა გაზქურებს დენის ღუმელები რომ ჰქონდათ... მე გაზიანს ვეძებდი... ეხლა ვიცი და ვერკვევი რაშია საქმე, მაგრამ უკვე გვიანია... |
Posted by: asiko 6 Oct 2009, 15:19 |
გაზქურებზე ვერ ვიპოვე თემა. ვესტელის გაზქურა მომეწონა რაღაც, ფასები ნორმალურია 500-700 ლარი. ვის რა გამოცდილება გაქვთ, როგორი ხარისხი აქვთ? |
Posted by: chiefangel 6 Oct 2009, 15:41 | ||
asiko
მაგხელა თანხას თუ იხდი ბარემ ისეტი მონახე ავტოსპიჩკა ჩაქრობისას რომ აქვს თორემ თერმო კლაპანი ყველას აქვს გაზის წასვლის დროს დანარჩენი ერთი ნაგავია ყველა გარედანაა ვიდზე ლამაზები |
Posted by: asiko 6 Oct 2009, 15:48 | ||
chiefangel
ჩაქრობისას თუ ანთებისას? ეგ ძვირია, რავიცი უზარმაზარი ფასები ქონდა გაზქურებს რომ ვათვალიერე და თან არცერთი არ მომეწონა ვიდზე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. გორენიეს გაზუქრებზე რა იცით? |
Posted by: Chihiro 6 Oct 2009, 16:03 |
asiko გორენიესი დიდთ ვერფერი ვიცი მაგრამ ბოშის გაზქურა გვაქვს და ძაან კარგია დიზაინითაც და გამძლეობითაც , ვესტელს რაც შეეხება მაცივარი გქვაქვს მაგის და კარგად მუშაობს გაზქურის არ ვიცი |
Posted by: asiko 6 Oct 2009, 16:12 |
Chihiro ბოშის ფასები როგორია? ბოში მაცივარი მაქვს და ტკაცატკუცი გაუდის, აღარ მინდა ბოში. |
Posted by: GITANA 6 Oct 2009, 16:35 |
asiko ელექტრო ლუქსის უჟანგავი ფოლადის გაზქურა იყიდე 6 კამფორიანი. ჩემმა დეიდაშვილმა იყიდა და მას მერე რაც ვნახე იმაზე ვოცნებობ და ვლოცულობ. 1800 რაღაცა ლარი თუ იყიდი ეგეთი უნდა იყიდო. აუ რა კრასავიცაა, გამოშტერდები. |
Posted by: chiefangel 6 Oct 2009, 16:40 | ||
asiko
მოკლედ არის ესეთი ავტომატური სისტემა ქარის დაბერვისას რომ ჩაქრეს რომ აანთოს და რამოდენიმე წამში თU არ აანთო მაშინ გაითიშება გაზი დანარჩენი იგივეა რაც ყველა სისტემას აქქვს |
Posted by: asiko 6 Oct 2009, 16:42 | ||
GITANA LOL მილიარდელიც რომ ვიყო, 1800 ლარს გაზქურაში არ მივცემ! პ.ს. თუ გავხდები მილიარდელი და მივცემ გაზქურაში 1800 ლარს, ბოდიშს მოვიხდი საჯაროდ, ვითარცა ბაფეტმა თვითმფრინავის ყიდვისას. chiefangel
მოიცა რა. |
Posted by: GITANA 6 Oct 2009, 17:01 | ||
asiko
5 წლიანი განვადებით რომ გამოიტან და სახლში ამ დროს რადუგას ტელევიზორი გაქვს და ორსკის გადმოსაწევსახელურიანი მაცივარი |
Posted by: asiko 6 Oct 2009, 17:04 |
GITANA ძალიან მაგარია. |
Posted by: GITANA 6 Oct 2009, 17:06 |
asiko სხვათაშორის მომენატრე |
Posted by: asiko 6 Oct 2009, 17:21 |
GITANA ჰმ. შენ ვინღა ხარ? რა არის ეს ნიკების ცვლა, ძველებს რას ერჩით? |
Posted by: GITANA 6 Oct 2009, 17:41 |
asiko მარგოი გამარჯობა |
Posted by: ikebana 6 Oct 2009, 17:42 |
ფრანკეს გაზქურის გამოცდილება აქვს აქ ვინმეს? |
Posted by: asiko 6 Oct 2009, 17:52 |
GITANA LOL მარგუუშ. |
Posted by: Chihiro 7 Oct 2009, 11:55 |
asiko ვესტელთან შედარებით ძვირია გაზქურა 1200 მდე ღირს და ხარისხითაც ჯობია, სიმენსი და ბოში თითქმის ხარისხით ერთ პონტში გადის http://www.elitelectronics.ge/index.php?m=268&cat_id=619&pid=502 დაახლოევებით ესეთზე გეუბნები |
Posted by: Lotosi 17 Nov 2009, 01:09 |
ჩასაშენებელ გაზქურებზე რას იტყვით? ალბათ, ისიც მხოლოდ სიმენსი და ბოში?! და ეხლა რაც ფასდაკლებაზეა ელტ-ში, ამბობენ რომ გასაღებაზეაო - დარჩენილი ძველი საქონელი გამოყარეს და ღირს ყიდვა ნეტაა?? |
Posted by: Blankos_Qvrivi 17 Nov 2009, 01:28 | ||
asiko
და რატო შვრება ეგრე ვითომ? |
Posted by: mzi 15 Dec 2009, 15:56 |
მაინც რომელ გაზქურას ანიჭებთ უპირატესობას? უჟანგავი მეტალისგან დამზადებულს ტუ ემალირებულს? რომელი უფრო პრაქტიკულია? |
Posted by: Natia_N_N 17 May 2010, 10:49 |
მაინტერესებს როგორი გამოცდილება გაქვთ გაზქურის და ღუმელის - ე.წ. დუხოვკის შესახებ. მინდა ვიყიდო ჩასაშენებელი ღუმელი, მაგრამ უმეტესობა მხოლოდ ელექტროენერგიაზე მუშაობს, მე ვფიქრობდი, რომ კომბინირებული ჯობია (გაზი+ელექტროენერგია), თქვენ რას მირჩევთ? და რომელი ფირმისაა აპრობოირებულად გამძლე და მუშა? |
Posted by: kakhakakhiani 23 May 2010, 19:04 |
ჩEმი გამოცდილებიდან 1. არა გირჩევ არავითარ შემთხვევაში ჩAსაშენებელ ელექტრო ქურას მინაკერამიკის მასალისგან დამზადებულს ასევე არც გაზქურას მე რო ვყიდულობდი ჩემდა ბედათ მე რომელიც მომწონდა ის ელექტრო ქურა აღარ ქონდათ და 2 ელ ქურაიანი და 2 გაზქურიანი ვიყიდე ერთი სიტყვით ელექტრო ქურა არი ნაგავი სანა რამე კერძს მოამზადებ 2 დღე გავა თუ მაინდა მაინც მინაკერამიკა გინდა გირჩევ 4 გაზქურიანი იყიდო ეხლა თვითონ მინა კერამიკაზე მოსავლელად არის ურთულესი საშინელი გასაწმენდია და თუ შემთხვევით ცხიმი მიეწვა ან ერთი დღე არ გაწმინდე ჩათვალე რო 1-2 საათი უნდა ხეხო რო რამენაირად მოაშორო არანაირი საწმენდი საშვალება არ შველის რჩევა იყიდე ნერჟავეიკის მასალის 3 გაზის და 1 ელექტრო თავით ფირმა სიმენსი ,ტეკა, არისტონი,ბოში, უფრო იაფიანი ბეკო ეხლა ღუმელს რაც შეეხება ჩემ დროს არ იყო ჩასაშენებელი რომელიც გაზით იქნებოდა ეხლა თუ არის არ ვიცი მეორე ყველა ვარიანტში გირჩევ ელექტრო ღუმელს მინიმუმ 250 გრადუსიანი 300 თუ ექნება უკეთესი ვინაიდად გაზის ღუმელი არ ააქვს ზევით და და ქვევით ერთდროულად შეწვის ფუნქცია +არც კონვექტორი (ვენტილატორი). ანუ ცხელი ჰაერის დაბერვა გააჩნია რა ფასში აპირებ ყიდვას ელექტრო ღუმელს ძან ბევრი დანამატებითი ფუნქცი აქვს მაგ: კონვექცია 3D (ცხელი ჰაერის დაბერვა) ზედა წვა+ქვედა წვა ჰიდრო გამოცხობაHydrobaking ქვედა წვა+3D (პიცის ფუნქცია) ინტენსიური ქვედა წვა+ზედა წვა ქვედა წვა ზექა გრილი+ვენტილაცია ზედა დიდი გრილი ზედა მცირე გრილი დაბალ ტემპერატურაზე მომზადება გალღვობა წინასწარი გაცხელება კერძის გაცხელებულ მდგომარეობაში შენახვა ინტენსიური ქვედა წვა+ზედა წვა თუ რამე გამახსენდა დავწერ კიდე |
Posted by: Natia_N_N 24 May 2010, 14:39 |
kakhakakhiani დიდი მადლობა!!!!!! ანუ ღუმელი - ე.წ. დუხოვკა - ელექტრო ჯობია ხომ? ზემოტ, გაზქურას, გაზზე ვყიდულობ ისედაც |
Posted by: Dido 24 May 2010, 15:05 |
Natia_N_N ჩასაშენებელს ყიდულობ? მე დილემის წინაშე ვდგავარ და არ ვიცი რომელი ვიყიდო, ცალკე მდგომი თუ ჩასაშენებელი (( მემგონი ფასში სადღაც 500 ლარამდეა განსხვავება არა? |
Posted by: Natia_N_N 24 May 2010, 20:02 |
Dido კი, ჩასაშენებელი უფრო ძვირი ჯდება, მაგრამ ძალიან მომწონ, რაღაც ერთიანობის ასოციაციას ტოვებს |
Posted by: KILL DIRECTOR 25 May 2010, 17:55 |
Natia_N_N არისტონი ცალსახად , Built In ტექნიკაში ერთპიროვნული ლიდერია... |
Posted by: quchi 27 May 2010, 15:00 |
ჩემთვის პირადი გამოცდილებიდან გეუბნები ბოში ხარისხის ნიშანია.ძალიან გამომადგა! ნერჟავეიკის! |
Posted by: Dido 28 May 2010, 17:22 |
მაინც ჩასაშენებელი გადავწყვიტე ხვალ მივდივარ საყიდლად (მხოლოდ ქურა უნდა ვიყიდო, ჯერ ღუმელი არა), გავითვალისწინებ აქაურ რჩევებს და იმედია ნორმალურს შევიძენ. მოგახსენებთ შედეგს ) მირჩიეს რო მიკროვალნოვკა/ღუმელი ვიყიდო და რას ფიქრობთ? კარგია? ხვალ შევათვალიერებ მაგეებსაც |
Posted by: TaTa_TaTuLi 28 May 2010, 21:03 | ||
quchi
აბა კარგად მითხარი რა, როგორია შენი გაზქურა, რა ფუნქციები აქვს... გამოცვლას ვაპირებ, მაგრამ შესარჩევად დრო არ მაქვს |
Posted by: balaklava 29 May 2010, 13:59 |
მოკლედ რჩევა მჭირდება. ვიყიდე ჩასაშენებელი აი გაზქურა. მოკლედ 3 გაზის კამფორა ხომ აქვს და ერთი დენის. ხოდა ის დენის პლიტა მოქცეულია ჩემკენ (გარეთა ნაპირას) მარცხენა მხარეს. არადა მინდა იყოს შიგნითა მხარეს. კედლისკენ. როგორ მოვიქცე არასწორად მაქვს ნაყიდი თუ როგორ? გადატანა შეიძლება. არადა ასანთები რომ არის (არ ვიცი რა ქვია) ის სწორად არის გვერდზე მარჯვნის . სხვანაირად არ ჯდება. აი სურათები ვისაც დადებული აქვს სამზარეულოსი ზუსტად ეგეთია მხოლოდ ეგ დენის პლიტის ამბავში არ არის სწორად. რა ვქნა? დ ა მ ე ხ მ ა რ ე თ |
Posted by: kakhakakhiani 29 May 2010, 17:18 |
balaklava ჩAმრთველი კნობკები არ არის აუცილებელი რო გვერდზე იყოს არის მოდელები რომელსაც წინ აქვს კნობკებით ვერ მიხვდები სწორად აყენია თუ არა გაზის შლანგი რაშიც უნდა შეაერთო ეგ ტრუბკა თუ უკან აქვს კედლის მხარეს მაშინ არასწორად გიყიდია და ვერაფერს ვეღარ იზამ |
Posted by: Dido 30 May 2010, 19:15 |
მომილოცეთ, დღეს ვიყავი და ვიყიდე გაზქურა (ჩასაშენებელი), მხოლოდ ზედა ნაწილი (ღუმელიც ავარჩიე მაგრამ ჯერ ვერა). მტელი ელიავას ბაზრობა შემოვიარე და ბოლოს მეგალაინში ვიყიდე ბეკოს მაღაზიაში, 4-ვე კამფორა გაზის აქვს და სულ შავი ფერის, მაგრად მომეწონაა თამ ფასიც ნორმალური 222 ლარი მოკლედ კმაყოფილი ვარ. ზედაპირი ემალის აქვს (ეს ნერჟავეიკიანი ზედაპირები არ მირჩიეს და რავიცი :roleyes: |
Posted by: TaTa_TaTuLi 30 May 2010, 23:20 | ||
Dido
რატომ არ გირჩიეს? მეც ასარჩევი მაქვს და დეტალები მაინტერესებს |
Posted by: Wanderer 31 May 2010, 09:25 | ||
სულ ტყუილად... ნერჟავეიკიანი ზედაპირები ყველაზე კარგებია. იწმინდება ყველაზე ადვილად. ეგაა რომ ცოტა მოფრთხილება უნდა: სახეხები და სხვა მოუხეშო საგნები არ უნდა მიაკარო, მაგრამ არ მიაკარებ შენც. რა პრობლემაა. |
Posted by: Dido 31 May 2010, 10:53 | ||
Wanderer
TaTa_TaTuLi რავიცი აბა, რთული მოსავლელიაო და ყველაფერი ეტყობაო ზედ, სულ უნდა აპრიალოო, ისე ვიზუალურადაც დიდად არ მომეწონა აი ჩემი გაზქურა, ასეთია ზუუსტად ოღონდ შავი ფერის http://beko.co.uk/ProductDetails.aspx?ProductModelID=228 |
Posted by: TaTa_TaTuLi 31 May 2010, 18:52 | ||
Dido მეც ბეკოს გაზქურა მაქვს, ოღონდ მთლიანია, ღუმელით და ზემოთ 3 გაზის და ერთი დენის ქურა აქვს. უკეთესით მინდა შევცვალო და ვეღარ გავერკვიე, რომელი შევარჩიო.. თან Wanderer ამბობს კარგია ნერჟავეიკებიო... დავიბენი Wanderer
აბა, როგორ უნდა გაიწმინდოს ზედაპირი, რას იყენებ? |
Posted by: kakhakakhiani 31 May 2010, 19:26 |
TaTa_TaTuLi ზოგადათ სახეხის გამოყენება არ შეიძლება არცეთ ზედაპირზე იკაწრება და ფუჭდება მე მაქ მინაკერამიკის "არავის არ გირჩEვთ"სახეხით კი არა ლამის შკურკით გავხეხო ისეთი ცუდი მოსავლელია და ისე ძნელად შორდება ცხიმი ემალისას თუ შეიძენ აუცილებლად მაღალი ხარისხის უნდა იყიდო თორე დროთა განმავლობაში იწვება ფერს იცვლის ოდნავ გახეხვას უძლებს ბეკოსი მქონდა ადრე მთლიანი და რავი 4 წელი არაფერი არ მოსვლია და ნერჟავეიკისას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახეხო არცერთი სახეხი საშვალებით და არც ფხვნილი არ უნდა გამოიყენო თორე ეგრევე ეტყობა ნაკაწრები არის სპეციალურად ნერჟავეიკის საწმენდი სპრეები და კრემები ასხამ რომელიმეს და ღრუბელით "გუბკით" გაწმინდავ მერე ნამიან დილოს გადაუსმევ და გაწმენდილია |
Posted by: mikchiko 31 May 2010, 20:05 | ||
არისტონი ცალსახად , Built In ტექნიკაში ერთპიროვნული ლიდერია... ნამდვილად! |
Posted by: TaTa_TaTuLi 31 May 2010, 20:08 | ||||
kakhakakhiani
ხომ ვერ მეტყვი, რომელ გაზქურას აქვს მაღალი ხარისხის ემალი?
თუ მაინც ნერჟავეიკის ყიდვა ჯობია? მადლობთ უი, ახლა ვნახე, წინა გვერდზე გიწერია... |
Posted by: quchi 1 Jun 2010, 20:48 |
TaTa_TaTuLi ნერჟავეიკის ზედაპირით . კომბინირებული ღუმელით.ზემოდან ერთი ქურა ორმაგი აქვს, მოდელი- ბოშის ფირმისაა.ეკრანიანი. ფასი 1400ლარი გადავიხადე წლინახევრის წინ. |
Posted by: TaTa_TaTuLi 2 Jun 2010, 00:45 |
quchi მადლობთ ბოში ძალიან მომწონს და ალბათ ამაზე შევჩერდები. |
Posted by: NikiLauda 22 Jul 2010, 16:44 |
რა ქენით, შეიძინეთ გაზქურები ? BOSCH ან SIEMENS - როგორც ამბობენ ერთი ჩორტიაო. მე SIEMENS მაქვს უკვე მე-4 წელია, 3 კამფორა გაზის, 1 დენის, დუხოვკა დენზე, განათებითა და ვენტილაციით + ტაიმერი და ა.შ. თეთრი ფერის, ემალის ზედაპირით. მაგარი კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ რომ მქონდეს საყიდელი, ისევ მაგას ვიყიდიდი |
Posted by: cubege 1 Aug 2010, 00:48 | ||
ბევრ რამეში გეთანხმები . . |
Posted by: 088 11 Aug 2010, 14:24 |
ჩასაშენებლი გაზქურა საშუალო დონის რომელია და სადაა ყველაზე მისაღები ფასები? არაიში ვნმახე carino bi-d6004g ფუნქციურად ქონდა თითქმის ყველაფერი, ამბობენ იტალურ-თურქულიაო, თუმცა ინტერნეტში ბევრი ვერაფერი ვერ ვნახე. ცნობილი ბრენდები იგივე ფუნქციებით ძვირია |
Posted by: nefro 12 Aug 2010, 13:30 | ||
088
ფრანკეში ყველაზე იაფი გაზქურა 600 ლარი ღირს და ელექტრო ღუმელი 1100 / იგივე სხვა ცნობილ ფირმებში. არ და ჩემებმა დაიჩემეს გაზი ჩაშენებული უნდათ სამზარეულოში. თორე ჩვეულებრვი გაზი რომ მეყიდა მშვენიერი რარაცეებია ელიტში - მთლიანი გაზი 1200 ლარი. |
Posted by: 088 12 Aug 2010, 17:31 | ||||
nefro
სადაა? და იმაზე რას იტყვით მე რაც ვიკითხე?
|
Posted by: ASIA 27 Sep 2010, 19:41 |
საკუთარ სახლში რომელი გამწოვი უფრო მოხერხებულია ხომ ვერ მეტყვით! |
Posted by: :boli: 29 Sep 2010, 23:21 |
ფირმას მასტერქუქს გირჩევდი მე პირადად. მეგატექნიკში რო იყიდება ეგენი ნამდვილი პოლონურებია და ერთერთი საუკეთესოა მაგ დარგში(გაზქურებში ასეა). ზიმფერს თუ გირჩევენ არავინ მოგატყუოს რომ გერმანულია, თურქეთი იწყობა ეგენი, გერმანიიდან არც ეგ და არც ბოში აღარ შემოდის. |
Posted by: vanika 30 Sep 2010, 15:51 |
და ფასი რა აქვს თუ იცი? |
Posted by: Bigman 30 Sep 2010, 17:06 |
მეც ვეძებ გამწოვს გარეთ რომ გააქვს ისეთი მინდა (ფილტრებიანი არ მიზიდავს რატომღაც) და რომელს მირჩევთ? თუ ფილტრებიანი ჯობია? |
Posted by: D17 1 Oct 2010, 23:43 |
cata ესპანური ფირმაა, მეგალაინში იყიდება, კარგი არისო, რას იტყვით მაგაზე? |
Posted by: valeriovako 4 Oct 2010, 01:21 |
TEKA BOSH SIMENS 650 METR KUBI RO GAKONDES |
Posted by: Dido 5 Oct 2010, 15:04 | ||
საკმაოდ ძვირია |
Posted by: pirveli1 30 Oct 2010, 23:48 |
ვიმსჯელოთ ამ თემაში გაზქურა უკეთესია თუ ჩასაშწმებელი ელექტრო ღუმელი? |
Posted by: *Snow* 18 Nov 2010, 18:48 |
მე ჩასაშენებელი ღუმელის შეძენას ვაპირებ. ადგილმდებარეობითაც გაცილებით პრაქტიკულია. ქვემოთ დახრა არ გჭირდება და მშვენიერია ვიზუალურადაც. გაცილებით მსუბუქი შესახედი. |
Posted by: *Snow* 18 Nov 2010, 19:24 |
ისე,მე როგორც ვხვდები , დიდი არჩევანი არ მექნება. ჩასაშენებელი ღუმელი მხოლოდ დენზეა ხო? |
Posted by: nino877 19 Nov 2010, 15:35 |
მე ვმუშაობ ტექნიკის მაღაზიაში ,და ჩემი შეხედულებისამებრ ბევრად ჯობს ჩასაშენებელი ტექნიკა ცალკე მდგომს ,პირველ რიგში , მოსახერხებელია მეორეც ნაკლებ ადგილს იკავებს ლამაზია და ფუნქციურად გამოსადეგი , და თან არიან ოჯახები რომლებიც არ აცხობენ და გაზს რომ ყიდულობენ მთლიანს არც კი ხმარობენ ეგრეთწოდებულ "დუხოვკა"ს თუმცა ფასით უფრო მიმზიდველია ხოლმე ცალკემდგომი გაზქურები |
Posted by: *Snow* 19 Nov 2010, 16:05 |
http://www.megatechnica.ge/catalog/detail.php?IBLOCK_ID=24&ELEMENT_ID=626 ეს ღუმელი კარგი არჩევანია? self cleaner-ი არ უწერია და ეგ მაყოვნებს... |
Posted by: pirveli1 22 Nov 2010, 17:43 |
საცხობად რომელი ჯობია? ცასაშენებელი- ანუ დენზე რომელიც არის, თუ ჩვეულებრივი გაზქურა- გაზზე |
Posted by: ნინიანა 6 Dec 2010, 21:45 |
ვისაც გაქვთ დაწერეთ რა თქვენი აზრი. ვერ გადამიწყვეტია რომელი უკეთესია, ან თუ ვიხმარ საერთოდ კარგად |
Posted by: Natia_N_N 22 Dec 2010, 16:28 |
შეკითხვა აქტუალურია ისევ ღუმელი, მთავაზობენ 2 ვარიანტს: ა) მთლიანად ელექტრო და ბ) ქვევით გაზი და ზედა წვალ ელექტრო სტერეოტიპია თუ რა არის, მე მეორე ვარიანტი უფრო მინდა, გაზის, მაგრამ მაღაზიაში მეუბნებიან ელექტრო ღუმელი ჯობსო არადა, ღუმელი მუდმივად დატვირთულ რეჟიმში იმუშავებს ჩემთან რას მირჩევთ? |
Posted by: rommma 22 Dec 2010, 18:14 | ||
Natia_N_N არის ასევე ვარიანტი გ) მთლიანად გაზი ზემოდან გრილის ფუნქციით (ერთდროულად არ ირთვება ზედა-ქვედა წვა) თუ ცალკე მდგომ გაზქურაზეა საუბარი საერთოდ ელ. ღუმელში ტემპერატურა ერთ დონეზე დგას, სითბო თანაბრად ნაწილდება... გამოცხობის ვარიანტში კარგია. ასევე სასურველია ღუმელს ახალი ტექნოლოგიის ემალი ქონდეს (ნაცრისფერია)
ცოტა პრობლემატურია, არ გირჩევ დაბალ ფასიან ბრენდებს |
Posted by: Natia_N_N 22 Dec 2010, 18:38 |
rommma ანუ ჩასაშენებელ ტექნიკაზეა საუბარი და რომელს მირჩევთ? ელექტროს, თუ გაზს+ელექტროს? |
Posted by: rommma 22 Dec 2010, 18:58 |
Nატია_N_N ელექტროს ემალიც გაითვალისწინე (ნაცრისფერი) |
Posted by: ozzy_ka10 23 Dec 2010, 20:16 |
ჩვეულებრივი ორკამფორიანი გაზქურა რა ღირს ყველაზე იაფიანი?? |
Posted by: Kesanina 28 Dec 2010, 00:07 |
შევიძინე გაზქურა ელექტრო ღუმელით. მაინტერესებს არსებობს თუ არა სადმე რაიმე გამოცდილების ჩამონათვალი რა კერძი რამდენ გრადუსზე უნდა მოვამზადო და რომელი რეჟიმი აჯობებს, თუ უნდა ექსპერიმენტის ვატარო ყოველ ჯერზე და ვინერვიულო პეროგი გამოცხვება თუ არა..))ან ხორცი რამდენ ხანში იწვება...თანაც ტაიმერი აქვს და დროის დაყენება შემიძლიამადლობა გამოხმაურებისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვისბოშის საიტზე ინსტრუქციას და ჩემს გაზქურის მოდელს ვერ მივაგენი სერჩით რომ დავძებნე..როგორ ვიპოვო??? |
Posted by: rommma 28 Dec 2010, 11:19 |
Kesanina სხვა მსგავსი ღუმელის ინსტრუქცია გადმოწერე (რეკომენდაციები ერთნაირი აქვთ) მაგალითად აი ეს http://www.bosch-bt.ru/manuals/search/?search_str=HSV&x=3&y=5 |
Posted by: Kesanina 3 Jan 2011, 22:48 |
rommma ძალიან დიდი მადლობა!!!გამოვიყენებ მითითებულ ინსტრუქციას |
Posted by: Lupa 27 Feb 2011, 14:40 |
გაზის ქურების შედარებითი დახასიათება ვერსად ვნახე სილამაზეზე რომ არ ვიდაოთ, მოსახმარად რომელი უფრო იოლია: 1: თეთრი (ალბათ ემალი) 2: მეტალი პრიალა 3: მეტალი არა პრიალა (მატოვი) ვერ ვადევნებდი თვალს და პროგრესი რა თანმიმდევრობით მიდიოდა თეთრი -> მეტალი პრიალა -> მეტალი არაპრიალა? თუ ჯერ არაპრიალა იყო და მერე პრიალა ყველაფერი რომ თეთრით დაიწყო ამას ვხვდები |
Posted by: SaamI 27 Feb 2011, 15:12 | ||
Lupa
უჟანგავი ლითონი "მატოვი" |
Posted by: X-pert 27 Feb 2011, 17:26 |
მოსახმარებლად თეთრი ყველაზე უკეთესია. თანამედროვე თეთრი ემალის გაზქურები ადვილად იწმინდება. |
Posted by: anakatrin 27 Feb 2011, 22:06 | ||||
Lupa
+1
თეთრზე უკეთ უჟანგავი მატოვი იწმინდება + ამას თეთრი ემალი დროთა განმავლობაში შეიძლება ატყდეს,ეხლა არ თქვათ ოღონდ რომ ემალი არ ტყდება,უჟანგავის ატეხვა და დაზიანება შანსი არაა თუ სპეციალურად არ დაკაწრავ გემოვნებაზე არ დავობენ მარა სილამაზითაც ნერჟავეიკა ბევრად სჯობს |
Posted by: Lupa 15 Mar 2011, 13:04 |
მადლობა, არჩევანი – მატოვი უჟანგავი, გავარკვიე ეხლა კარგი ხარისხის შედარებით იაფად სად იყიდება? ჩასაშენებელი გადავწყვიტე წინასწარ მადლობა! ისე, ჩასაშენებელი შუშა–კერამიკა როგორია? სულ სწორეები რომაა? ერთმა გამყიდველმა მითხრა, ლამაზი კია მაგრამ რამე რომ გადმოგივიდეს სად წავა? გაგიფუჭებს რამესო, ტრადიციულს რაღაც "ჯებირების" მსგავსი აქვს, რაზეც ქვაბის სადგამი იდება შუშა–კერამიკის ის არ მომეწონა რომ ქვაბის სადგამი ყველა "კამფორას" ინდივიდულური აქვს და არამდგრადი მეჩვენა. ელექტროზე არაა საუბარი, გაზისას ვგულისხმობ |
Posted by: rommma 17 Mar 2011, 00:23 |
უშანგავი მასალის გაწმენდა უფრო "სახლაფორთოა" ვიდრე ემალირებულის. უშანგავი მასალა სხვადასხვა არსებობს, ზოგს ცხიმი/ნათითურები ადვილად ეტყობა ზოგს არა. ტესტისთვის ქურას თითი დაადე, თუ ნათითური ადვილად დაეტყო ე.ი. "სახლაფორთო" გასაწმენდი იქნება |
Posted by: *Snow* 17 Mar 2011, 12:59 |
http://www.elitelectronics.ge/index.php?m=268&cat_id=627&pid=4379 ჩასაშენებელი გაზის შერჩევაში ყველაზე მეტად რა უნდა გავითვალისწინო? ერთი იმას მივხვდი რომ ზოგს ძალიან ახლო აქვს "კამფორები" ერთმანეთთან და ფაქტიურად თუ ერთზე ქვაბი დგას ,მეორეზე ჩაიდანს ვერ შემოდგამ და ა. შ. |
Posted by: *Snow* 17 Mar 2011, 13:07 |
http://forum.ge/?showtopic=34225903&view=findpost&p=24504094 |
Posted by: muxluxa100 21 Mar 2011, 18:57 |
ძალიან მაინტერესებს ჩასაშენებელი გაზქურა მატოვი შავი ემალიტ როგორია ხმარებაში?ანუ იწვავს? |
Posted by: shako70 21 Mar 2011, 19:19 | ||
ozzy_ka10
30 ლარიდან იწყებოდა შარშან, ეხლა არ ვიცი... ისე Teka-ს ტექნიკა როგორია გამძლეობით? ვინმემ იცის? |
Posted by: Lupa 21 Mar 2011, 20:37 |
გავერკვიე რაღაცეებში გაზის ქურების მახასიათებლები: 1. ქვაბის სადგამი თუჯის ან არათუჯის (ალბათ ემალირებული რკინაა) 2. ერთი ქურა ელექტრო 3. ზედაპირი შუშაკერამიკა, უჟანგავი ან ემალირებული 4. გაზის კონტროლი, ანუ, ალი თუ ჩაქრა გაზი გაითიშება. ქურას თავსახურს რომ ახდით გაზის ამოსასვლელი ნახვრეტის ახლოს უნდა ქინდეს ლურსმანივით ამოშვერილი ღერი 5. ტურბო ქურა, ანუ ალი ორ კონცენტრულ წრედ ენთება 6. ქურების განლაგება, სტანდარტული და ახლებური, ანუ გაზქურის მართკუთხა ზედაპირზე რომბისებურად დალაგებული 7. ხუთ-ქურიანი, ლამაზია, მაგრამ დიდია გაზქურა უმარტივესი მექანიზმი მგონია ამ მახასიათებლებიდან რომელი გინდა რომ გადაწყვეტ ამის შემდეგ მართალი გითხრათ კაი ბრენდის გაზქურა და უცნობი ბრენდის გაზქურა დიდად განსხვავდებოდეს მეეჭვება |
Posted by: ketato617 4 Apr 2011, 12:41 |
ეხლა ვაკეთებ ელ. გაყვანილობას. ვაპირებ ჩასამონტაჟებელი ელ.ღუმელის ყიდვას. მაინტერესებს ელ. ღუმელისთვის როგორ არის მიღებული შესაერთებლის გაკეთება. ქვემოთ უნდა იყოს შტეფსელი თუ ზემოთ? რაღაც ვერ ვხვდები... და ხელოსანი ამბობს შენ როგორც მეტყვი ისე გავაკეთებო და იქნებ მირჩიოთ.... |
Posted by: kakhakakhiani 4 Apr 2011, 20:43 |
ketato617 ქვემოთ ჯობია ღუმელის უკან დამალულად რათ გინდა რო ჩანდეს 1.5 - 2 მეტრიანი შნურები აქ და შეაერთებ და მერე მიაყენე ღუმელი |
Posted by: Natia_N_N 5 Apr 2011, 00:35 |
Kesanina მოკლედ არისტონის ჩასაშენებელი ელექტრო ქურა მაქვს. რამდენიმე დღის წინ ვსინჯე კექსის გამოცხობა - გამოვიდა გავახურე 180 გრადუსზე და მერე შევდგი. აქ იმდენი დაიწერა, რომ ვშიშობდი არ გამოვიდოდა ნამცხვარი. მშვენიერი რამაა, აღფრთოვანებული ვარ |
Posted by: asiko 5 Apr 2011, 19:51 |
Natia_N_N გადახვედი ახალ სახლში? მოგწონს ყველაფერი? |
Posted by: Natia_N_N 6 Apr 2011, 01:04 |
asiko გადავედი. ბევრი რამე არ მომწონს, ბევრი რამეც დასამთავრებელია, ფარდა მე არ მაქვს და ჭაღები მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ |
Posted by: asiko 6 Apr 2011, 11:31 |
Natia_N_N LOL მაგარია! |
Posted by: ივანიჩ 6 Apr 2011, 11:48 |
ozzy_ka10 ჰელიავას ბაზრობაზე 40 ლარადაც იყიდი, მაგრამ არ ვარგა, იდეაში ყველა თურქულია, მაგრამ მათშიც არის განსხვავებები, აი სადღაც 70 ლარად იყიდი დასადგამ 4 კომფორიან გაზქურას 50X50 სმ |
Posted by: ნიკა 19 Apr 2011, 15:25 |
ჩვეულებრივი 4 კამფორკიანი და ფურნაკიანი (ე.წ. დუხოვკა) გაზქურა მინდა შევიძინო დაახლოებით 400–500 ლარის ფარგლებში. რომელი ბრენდის ვიყიდო და სად ჯობია მივიდე? |
Posted by: ლაშარი 19 Apr 2011, 19:39 |
ჩასაშენებლი გაზქურები რა ჯდება მიახლოებით? |
Posted by: B-U-T-C-H 16 Jun 2011, 19:41 |
600 ლარის ფარგლებში რომელ გაზქურას მირჩევთ?? თავისუფლად მდგომი მინდა |
Posted by: Nikka 16 Jun 2011, 21:53 |
http://www.megatechnica.ge/catalog/?IBLOCK_ID=16&arrFilter_pf[FILTER_1]=&arrFilter_pf[BRAND]=&arrFilter_pf[PRICE_SECTOR]=117&set_filter=y დიდი არჩევანია 500-700 ლარის ფარგლებში, გააჩნია როგორი გინდათ, უჟანგავი, დენის ღუმელით, გაზით და ა.შ. |
Posted by: B-U-T-C-H 17 Jun 2011, 09:17 |
ეს SIMFER-ი კარგი ფირმაა?? ღირს ყიდვა ?? |
Posted by: X-pert 18 Jun 2011, 18:34 |
Körting-ის ჩასაშენებელ გაზქურებსა და ღუმლებზე რას იტყვით? გაქვთ ვინმეს? |
Posted by: nikaa 2 Sep 2011, 23:51 |
ბეკოს გაზქურა თუ გაქვთ ვინმეს და როგორ მოგწონთ? გაზქურის ყიდვას ვაპირებ, აუცილებლად ელექტრო ღუმელით, ზოგადად უპირატესობას სამსუნგ ვანიჭებ მაგრამ გაზქურებს არ უშვებს, ამიტომ არ ვიცი რომელი ვიყიდო, დიზაინით ბეკო მომეწონა, მაგრამ გამძლეობით როგორია არ ვციცი |
Posted by: Atrina 4 Sep 2011, 00:48 |
Körting-ის ჩასაშენებელი ღუმელი მეც მაინტერესებს. აქ არის ინფორმაცია http://www.korting.ru/products/built-in/oven/ ვნახე ტექნობუმში და უფრო მეტი ფუნქციები აქვს თვითწმენდის ჩათვლით ვიდრე ბოშის ღუმელს, ფასიც მისაღებია 699ლარამდე, ვაპირებდი ბოშის ღუმელის ყიდვას რადგან ზედა გაზქურაც ბოშის მაქვს, მაგრამ ეხლა ჯერჯერობით თავს ვიკავებ ფასის გამო უფრო ძვირია. თუ ვინმეს რამე გაგიგიათ გაგვიზიარეთ... |
Posted by: buub 22 Sep 2011, 22:00 |
გაზის ღუმელი გაფუჭდა და ვინმე ხელოსნის ნომერი მომწერეთ რა. ადრე გაზის ქვითარზე ნომრები იყო იქიდან შეიძლებოდა გამოძახება მაგრამ ეხლა აღარ გვყავსო ხელოსნებიო ასე მითხრეს . |
Posted by: chiefangel 23 Sep 2011, 00:46 | ||
buub
რა სჭირს? |
Posted by: buub 23 Sep 2011, 15:04 |
chiefangel აუ არ ვიცი ერთი ეგ ვიცი რო აღარ ინთება აუ რაარი ნუთუ ხელოსნის ნომერი არავინ იცის? |
Posted by: chiefangel 23 Sep 2011, 20:56 | ||
buub
მისტერ მასტერი 35 ლარად |
Posted by: TT-KK 24 Sep 2011, 15:48 | ||
Atrina
- ეს მოგწონთ,კმაყოფილი ხართ? |
Posted by: mamuka-SRV 25 Sep 2011, 18:59 | ||
მეც მაგ დღეში ვარ. თვითონ ფირმის გერმანულ საიტზე ვერაფერი ვერ გავარკვიე. ბიტავოი ტექნიკაზე არაფერი არ წერია...უფრო რაღაც პროფესიონალურ რაღაცეებს უშვებს. ვიკილიქსის მიხედვით იმდენი ხალხი მაგ ფირმაში არ მუშაობს რომ საზღვარგარეთ ქონდეს ქარხნები. საიტებზე რაც ვანახე ...აწერია რომ ან სლოვაკურია ან იტალიურიო.....მოკლედ მაგარი ბარდაგია და მეც ვერ გადამიწყვეტია რა ვქნა... პ.ს. ხედავ რამდენი მიჩარლიჩია და მაინც ვერაფერი ვერ დავადგინე 2 პ.ს. ადამიანიც ვერ ვნახე რომ ნაყიდი ქონდეს და ხმარობდეს....ბლიად |
Posted by: Atrina 27 Sep 2011, 23:17 | ||||
ჯერ არ მიხმარია, უბრალოდ ჩავამონტაჟეთ. ივნისში იაფი იყო და მაშინ ვიყიდე 370ლარად, თან თუჯის დასადგმელებით ვეძებდით. ისე თურქეთის პროდუქციაა. ესპანურები და გერმანულები უკეთესია ალბათ მაგრამ ფასიც მეტია. |
Posted by: juzi_juzi 12 Oct 2011, 01:19 |
10-15 კვადრატული როცა არის სამზარეულო , იქ გაზქურის გამწოვი როგორი უნდა დაყენედეს? ანუ მონაცემები ... მინიმუმ რამდენი და მაქსისმუმ რამდენი ... ზედმეტი უაზრო ხარჯიც რომ არ იყოს... ანუ რეალურად რა მონაცემების გამწოვია საჭირო? |
Posted by: chupa82 12 Dec 2011, 16:21 |
გამოცდილო ხალხო , მირჩიეთ არჩევანი შევაჩერე ამ გაზქურაზე და შეესაბამება ხარისხი და ფასი ერთმანეთს? კონფორა: 1 გაზის კონფორა ეკონომიური; 2 გაზის კონფორა სტანდარტული 1. გაზის კონფორა Wok ღუმელის ტიპი: ელექტრონული. ღუმელის ფუნქციები: 9 სწრაფი გახურება გალღვობა ზედა გრილი დიდი ზედა გრილი მცირე ზედა წვა+კონვექტორი(ვენტილატორი) ქვედა წვა ქვედა წვა+კონვექტორი(ვენტილატორი) 3D კონვექცია ზედა+ქვედა წვა მახასიათებლები გაზ კონტროლი ელექტრონული ანთება ელექტრონული ტაიმერი(ეკრანი) ღილაკების დაბლოკვა სტარტის გადავადება ხმოვანი სიგნალი EcoClean ღუმელის უკანა კედელზე მთლიანად შუშის კარი ტემპერატურის რეგულირება ღუმელში. განათება. ღუმელის ლიტრაჟობა: 58ლ. აქსესუარები: ბადისებრი ლანგარი შუშის ლანგარი ღრმა ლანგარი. მომცრო ლანგარი. ტელესკოპური სადგამები: 2 ც. ენერგო მოხმარების კლასი: A გაბარიტები: სიმაღლე 85სმ. / სიგანე 60სმ. / სიღრმე 60სმ. ფერი: უჟანგავი ფოლადი INOX სადგარი გისოსი: თუჯის თავსაფარი: შუშის ან რამე ფუნქცია თუ აკლია ღუმელს? |
Posted by: Free as a Bird 15 Dec 2011, 20:56 |
chupa82 მეც მაგის ყიდვას ვაპირებ და რა ვიციიიი |
Posted by: chupa82 15 Dec 2011, 22:45 |
Free as a Bird შევიძინე უკვე, თუ რამე დაგაინტერესებს მკითხე. მეც თანდათან ვერკვევი რაგაცეებში, ბრესტის მერე ეს ქაზურა ჩემთვის ჩინურია |
Posted by: oshrena 15 Dec 2011, 22:59 |
უმაგრესი გასქურა მემესამე წელია ვახმარობ უკვე და ძალიან კმაყოფილი ვარ. |
Posted by: chupa82 16 Dec 2011, 16:59 |
oshrena მინდა გკითხო გაზის კამფორებს როცა ანთებ ხმა აქვს? ,, ჩემი ბრესტი უხმო იყო და ასე უნდა იყოს თუ რამე პრობლემაა? როცა გაზს უწევ შიშინებს |
Posted by: g_b_g_b 10 Jan 2012, 22:08 |
ახალი გაზქურა ვიყიდე, ღუმელი დენზეა. ზედა კამფორები გაზზეა. მაღაზიაში მითხრეს რომ გაზი გადასაკეთებელია ბუნებრივ აირზე. თვითონ ინსტრუქცია მოყვა სადაც დაწვრილებით არის ახსნილი თუ როგორ უნდა გადაკეთდეს ნებისმიერ აირის ტიპზე, მაგრამ მინდა მაინც პროფესიონალმა გააკეთოს და ექსპერიმენტები არ ჩავატარო. თუ იცით ვინმე ხელოსანის ნომერი მომწერეთ.. მადლობა წინასწარ. |
Posted by: KoShKa 8 Feb 2012, 12:34 |
chupa82 როგორ გამოგადგა ეგ გაზქურა? და სად შეიძინე? |
Posted by: chupa82 8 Feb 2012, 17:53 |
ელიტში შევიძინე, ღუმელი ძალიან კარგი აქვს, არც ბევრი არ დამიწვა დენი. ამ საახალწლოდ სრულ დატვირთვაზე ვამუშავე და თითქმის სხვაობა არ მომცა, რაც შეეხება ზედაპირს უფრო ძნელი მოსავლელია რათქმაუნდა( მანამდე თეთრი ბრესტი მქონდა) მაგრამ ადვილად იწმინდება, ერთი მინუსი ეგ აქვს, რომ ზემოდან რკინები(თუჯის) ცოტა გაიხეხასავით გათეთრდა, მაგრამ მე ტაფას ვაბრალებ რომელსაც დასერილი ძირი აქვს. KoShKa |
Posted by: ნიკა 12 Feb 2012, 20:06 |
CORREDO მოდელი A3312GL მეგატექნიკაშია. ძაან ბაძნია? უბრალოდ ამექსის ბნუს პროგრამაში არის და უფასოდ დათრევა გამომივა. |
Posted by: anakatrin 16 Feb 2012, 09:59 | ||
chupa82
უჟანგავი ზედაპირი გაცილებით ადვილი მოსავლელია+ვიზუალი უფრო ლამაზი აქვს.გაზქურებს თეთრი ზედაპირი რომ აქვს, გაწმენდისას(გახეხვისას)შეიძლება ემალი ატყდეს.ალბათ მართლა ტაფის ძირის ბრალია თუჯის სადგამის გახეხვა.მე მაქვს მასეთი გაზქურა,უკვე მეორე წელია რაც ვიყენებ და არაფერი არ გახეხვია.ეკონომიურობით მართლა ძალიან ეკონომიურია. ბასრი სახეხით არ გახეხოთ(სირმა თუ რაც ქვია)ზედაპირი.მე ბაგის გაზქურის საწმენდს ვიყენებ(სპრეით რომაა)და ძალიან მარტივად იწმინდება.გასაპრიალებლად Cif კრემები რომ იყიდება მეტალისთვის იმას ვხმარობ |
Posted by: MANAXH 12 Apr 2012, 00:20 |
სალამი.. მაინტერესებს გაზქურის შერჩევისას რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება რომელი ფირმა არის შედარებით უკეთესი ფასი/ხარისხი მიმართებაში, თვითონ მოდელის შერჩევისას რა უნდა გავითვალისწინოთ (რა ფუნქციები უნდა ქონდეს) და ასე შემდეგ გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება.. -- BEKO -ს გაზქურებზე რა აზრის ხართ? თუ უმჯობესია BOSCH -ზე შევჩერდეთ? ან იქნებ სხვა.. მადლობა წინსწარ.. |
Posted by: SuperVisor 12 Apr 2012, 15:27 |
MANAXH 2 კომპონენტია მნიშვნელოვანი 1. უნდა ჰქონდეს გაზკონტროლი - საჭმელი თუ გადმოვა ან ნებისმიერ შემთხვევასი ალუ თუ ჩაქრა, თიშავს გაზის მიწოდებას 2. სასურველია ჰქონდეს თუჯის სადგამები (პრიალა ლითონის სადგამები სრიალებს და ადვილად შეიზლება გადმოვარდეს) აქაური ბოშები ძირითადად თურქეთშია აწყობილი, მაგრამ ნორმალურია და 500 ლარიდან იწყვება ფასები ბეკოც ნორმალურია, თურქულია მაგრამ მუშაა - 300 ლარიდანა ფასები |
Posted by: ninano 12 Apr 2012, 16:44 | ||
chupa82
2D სა და 3Dს შორის რა განსხვავებაა? მე ეს http://www.ee.ge/?m=268&cat_id=1216&pid=6007&BOSCH+HBG43S460E#.T4WIO3hOKog.facebook ვიყიდე. აი გაზქურის ზედაპირი ჯერ კიდევ ვერ გადავწყვიტე რომელი ვიყიდო მინაკერამიკის ზედაპირით თუ უჟანგავი ლითონის? თუჯუს სადგამები ჯობია თუ ემალირებული რკინის?? |
Posted by: MANAXH 12 Apr 2012, 22:13 | ||||
SuperVisor დიდი მადლობა..
მაგალითად 500 ლარიანი ბოში სად არის რომელ მაღაზიათა ქსელში? |
Posted by: SuperVisor 15 Apr 2012, 19:02 | ||
MANAXH
ელიტელექტრონიქსი |
Posted by: MANAXH 15 Apr 2012, 19:25 |
SuperVisor მაინც ამ ორიდან რომელს იყიდიდი? დაახლოებით ასე 800-900 ლარის ფარგლებში max, მაგრამ გამწოვიც მინდა ამ ფასში.. |
Posted by: SuperVisor 15 Apr 2012, 23:32 | ||
MANAXH
და ამ მოთხოვნების მიხედვით ვიყიდე ბოში ელიტელექტრონიქსში 499 ლარად პ.ს. გამწოვს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია დიზაინი და ძალიან არ ხმაურობდეს |
Posted by: MANAXH 15 Apr 2012, 23:41 | ||||
SuperVisor
ასეთი რაც ვნახე 1300 ლარიანს ქონდა, იაფიანებს პრიალა სადგამი ქონდა..
ზოგი 1 და ზოგი 2 ძრავიანია და არ აქვს მნიშვნელობა ანუ? 2 -იანი იდეაში უფრო ძლიერია და ძვირიც ღირს |
Posted by: rupoti 29 May 2012, 09:16 |
მასტერქუქის გაზის ზედაპირებზე რას იტყვით? მეგატექნიკაში იყიდება მშვენიერი ფასებით, დიზაინით http://www.megatechnica.ge/catalog/?IBLOCK_ID=24&arrFilter_pf[FILTER_1]=&arrFilter_pf[BRAND]=&arrFilter_pf[PRICE_SECTOR]=&set_filter=y |
Posted by: tamunia80 17 Oct 2012, 19:19 |
გაზქურა მინაკერამიკის ზედაპირით რამდენად გამძლეა ხომ არავინ იცით? ვიზუალურად ძალაინ მომწონს |
Posted by: _sofa_ 21 Jan 2013, 22:39 |
პროფესიონალური გაზქურები თუ იცით სად შეიძლება ვნახო და დაახლოებით რა ფასებშია, აი რესტორნებში და მსგავს ობიექტებში რომ აქვთ, სტანდარტულზე დიდი ზომის, სულ ნიკელის და დიდი კამფორებით, თუჯის დასადგამებით......და აუცილებლად ზედა-ქვედა წვა ერთად რომ შეიძლებოდეს ჩავრთო... |
Posted by: TT-KK 21 Jul 2013, 17:58 |
ვიყიდე ჩასაშენებელი ელექტრო ღუმელი, არ მოჰყვა ხელოსანი. ვინმემ თუ იცის ჩამონტაჟება, გამომეხმაურეთ,გთხოვთ. ადგილი მომზადებულია,უბრალოდ შეერთება და შედგმაა საჭირო. |
Posted by: Natalia23 21 Jul 2013, 20:38 |
TT-KK ვაიმე, მაგას ხელოსანი უნდა ჩასაშენებლად???? |
Posted by: gloneli 21 Jul 2013, 21:36 | ||
tamunia80
ახლა პასუხი ძალიან დაგვიანებულია,მაგრამ იქნებ სხვასაც აინტერესებს,საუკეთესოა,იწმინდება გადასარევად. |
Posted by: TT-KK 22 Jul 2013, 14:46 | ||
Natalia23
აბა რა უნდა? შენ როგორ გააკეთე? |
Posted by: Natalia23 24 Jul 2013, 09:35 |
TT-KK მე ნაყიდი მაქვს და ჯერ არაფერი არ გამიკეთებია; სამზარეულოს აწყობას ველოდები .. |
Posted by: TT-KK 24 Jul 2013, 15:25 |
Natalia23 სამზარეულოს ამწყობები თვითონ ჩააყენებენ ღუმელს. მე სამზარეულო 3 წლის წინ გავაკეთე და და ეხლა ღუმელის მონტაჟის ვერ ვაკეთებ. |
Posted by: dodij 8 Aug 2013, 11:13 |
ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. გაზქურას ზედა მხარეს გასაგებია, რომ ბოლი და სუნი ღიაა და მიდის გამწოვში, მაგრამ ღუმელთან დაკავშირებით რა ხდება ხომ არ იცით, საიდან გადის ბოლი და სუნი ღუმელიდან? |
Posted by: ქიტესა 8 Aug 2013, 16:13 | ||
dodij
კარებიდან ოთახში |
Posted by: dodij 8 Aug 2013, 17:02 | ||
აბაზანის კარებიდან თუ? ეს ხუმრობით და მართლა ცოტა დეტალურად რომ მითხრათ, ანუ ღუმელი თუ არ გააღე ბოლი არ გამოვა არსაიდან? |
Posted by: ninicool 4 Sep 2013, 14:32 |
ზიმფერის ჩასაშენებელი გაზქურების უფრო დიდი და კარგი არჩევანი სად არის? და თან საშუალოდ რა ფასები აქვს. ვინმეს თუ აქვს რამე გამოცდილება? ~ |
Posted by: Christopher Robin 5 Sep 2013, 16:31 | ||||
კი მემგონი ნაღდად მასეა.... ახლა უნდა გავაკეთოტ სამზარეულოს რემონტი და გაზი ვიყიდეთ დენის რუმელით. გამყიდველები გვეუბნებოდნენ, რომ გაზის ღუმელი ცოტატი უნდა გამოაღოოო.... არ ვიცი სწორად მოვიქეცით თუ აარა... |
Posted by: ქიტესა 5 Sep 2013, 16:41 | ||
dodij
ეგრეა. გარეთ გამავალი მილი მარტო გამწოვს უყენდება . |
Posted by: _Lali_ 10 Sep 2013, 15:46 |
მოგესალმებით ყველას! გადავიკითხე მთელი თემა ორჯერ და ისეთი დაბნეული ვარ, რომ მეტი არ შეიძლება მინდა არჩევანი გავაკეთო გაზქურის ზედაპირის: ემალი, მინა-კერამიკა თუ უჟანგავი? სამივე მათგანს აქვს როგორც დადებითი, ისე უაროფითი პოსტები, თანაც მკვეთრად განსხვავებული. ვერ დავადგინე, რომელია სახმარად უკეთესი. გთხოვთ დაწეროთ, ვის რა ზედაპირიანი ქურა გაქვთ და როგორ იყენებთ? დიდად დამავალებთ, მადლობა ყველას! |
Posted by: kuda 10 Sep 2013, 17:56 |
_Lali_ მინა ვიცი, რომ მტვერს იკიდებს საშინლად და სულ უნდა წმინდო. ალბათ უჟანგავი. ემალზე რამე რომ დაგესხას და გახეხვა მოგიწიოს, დიდი შანსია დაიკაწროს ალბათ, არა? |
Posted by: _Lali_ 11 Sep 2013, 10:29 |
kuda უჟანგავზე შევჩერდი მეც, მაგრამ აქ წავიკითხე რამდენიმე პოსტი, ძალიან ძნელი გასაწმენდიაო და ვერ გადავწყვიტე მაინც |
Posted by: La Casa Tina 1 Oct 2013, 12:34 |
ბიობუხარი-მეორე თაობის ბუხრები მრავალფუნქციური მოწყობილობებია, აქვს რა თანამედროვე წყარო განახლებადი ენერგიის ის არ საჭიროებს მილის ან სხვა დამატებითი მოწყობილობების ინსტალაციას.არის აბსოლუტურად უსაფრთხო, არ გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს. სერთიფიცირებულია უმკაცრესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად. იწვის სპირტზე 0,5 ლ 4 საათის განმავლობაში. |
Posted by: sasacilo 7 Oct 2013, 11:05 | ||
სამივე კარგია თუ მაღალი დონის ტექნიკას შეიძენთ - AEG, Miele, Gaggenau, De Dietrich, Smeg, Kuppersbusch დანარჩენ ფირმებს რაც შეეხება ემალი არ ვარგა, მინა-კერამიკა იწვავს და ცუდად ჩანს, უჟანგავი იკაწრება. თუმცა ყველაზე კარგად საბოლოოდ ხმარების შემდეგ მაინც უჟანგავი გამოიყურება |
Posted by: _Lali_ 7 Oct 2013, 12:17 |
sasacilo დიდი მადლობა. ამ დღეებში უნდა შევიძინო უკვე და ალბათ ისევ უჟანგავზე შევჩერდები |
Posted by: ქიტესა 7 Oct 2013, 17:31 |
_Lali_ მინა კერამიკა მაქვს ფრანკე და ტეკა, რა ვიცი, ჩემი მეუღლე არ ემდურის და ვიზუალიც ნორმალური აქვს |
Posted by: _Lali_ 7 Oct 2013, 17:38 |
ქიტესა ვიზუალურად ნამდვილად უბადლოა, ძალიან მომწონს, მაგრამ მოსავლელად ძნელიაო და.... |
Posted by: ქიტესა 7 Oct 2013, 17:41 |
_Lali_ თუ არ იხმარებ სულ სუფთა იქნება |
Posted by: nutria-113 21 Oct 2013, 17:41 |
მირჩიეთ ვინც გამოცადა ჩასაშენებელი ტექნიკა, რის მიხედვით ავარჩიო. ყველაფერი მჭირდება სამზარეულოსთვის, ღუმელი, გაზი, გამწოვი, მიკროტალღური. მეზობელმა იყიდა დღეს ლილოზე ღუმელი (430ლ), გაზი, გამწოვი(ორძრავიანი,გამოსაშლელი) 800 ლარად ყველაფერი. თურქული, termikel-ის ფირმის. 2წლიანი გარანტიით. სამზარეულოს ვინც აწყობს ხელოსნები, ძალიან აქებენ, გამომდგარია ეს ფირმა, სადაც დავაყენეთ 4-5წელია ყველა კმაყოფილები არიანო. იგივე ფუნქციონალით და ხარისხით იგივე თურქეთში აწყობილ ბოშებში და და სხვა ბრენდ ფირმებში მინიმუმ ორმაგს იხდი და ფასთა სხვაობა დიდია, მოხმარებაში კიდე პრაქტიკულად არანაირიო. შესახედავად მშვენიერია, გაზი მინაკერამიკაა, ხელი ვუსვი დასვრა მინდოდა და ეგრევე ქრებოდა ნათითურები, გასაწმენდადაც მაგარი ადვილიაო. ღუმელს საშამფურეები და თვითწმენდა და რავი, რაღაც ნავაროტკები, ვერ ვერკვევი მაგაში. ხოდა რა ვქნა, ვენდო ამათ ნათქვამს, რეალურია ეს ყველაფერი თუ უეჭველი ჯობია ორმაგის გადახდა? თუ კი, რატო, მიზეზებიც მაინტერესებს. https://www.google.com/search?q=termikel%20panda%206131&um=1&espv=210&es_sm=93&hl=ka&biw=1745&bih=868&dpr=1&ie=UTF-8&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi&ei=2R5lUsyuNYSMswaltoHAAQ პირველი 5 სურათი რაცაა ეგენია რა |
Posted by: Lаki 18 Dec 2013, 10:34 |
გაზქურა შევიძინეთ (ბოშის), დავაერთე გაზის მილზე და ერთი გარეკის მეტი არ ინთება, (ორმაგი გარელიკით რომაა, აი ის), სხვა დანარჩენი ვერ ავანთე, ხოლო ორი და მეტი გარელკის ერთადროულად ანთებაზე ხომ საუბარიც არაა. სერვიზ-ცენტრში ვრეკავ და მუდამ დაკავებაა, იქ ნებ აქ მითხრათ/მირჩიოთ როგორ მოვიქცე, რამე მარეგულირებელია თავად გაზქურაში დასაყენებელი თუ გაზის წნევის არ საკმარისობის გამო ვერ ავანთებთ ზამთარში ყველა გარელკას. (არც ის ერთი გუგუნებს, ანთების დროს ) არადა ამხელა ფული გადავიხადეთ (ლიქტ-ელექტრონკსში) https://www.holodilnik.ru/gas-stoves/combined_cookers/bosch/hgv74w755/ |
Posted by: FishFace 18 Dec 2013, 20:03 |
nutria-113 მეც მინაკერამიკაზე შევჩერდი ახლა თუმცა სხვა სახლებში ემალის და ნერჟავეიკის მიყენია. ძალიან ვიდზეა და ადვილად იწმინდება. ნერჟავეიკა ძალიან ცუდია გაზის ზედაპირად, ემალი უკეთესია ოღონდ კაი ხარისხის უნდა იყოს. მინაკერამიკას თუ იყიდი გაითვალისწინე შემდეგი რამ: - არ უნდა დადგა 10 კილოზე მეტი ზედ - გაზის რიშოტკები ჯობია მთლიანად ფარავდეს ზედაპირს (ამცირებს შანსს რომ რამე გაგივარდება და ზედაპირს დააზიანებს) - თუჯის რიშოტკები ჯობია (ვიდზეა უფრო და პლუს არ სრიალებს) ჯობია ნორმალურ ფირმის და ხარისხის იყიდო - არისტონი, გორენიე, ბოში და ა.შ. ლილო და ტერმიკელი და ძმანი მისნი ლატარიაა. თუ მინაკერამიკა ნორმალური ფირმის გეძვირება - მაშინ ემალის იყიდე ჯობია ნორმალური ფირმის ვიდრე ლევი მინაკერამიკა. |
Posted by: gio_ooo 23 Dec 2013, 02:37 |
მგონი აქ ჩემს გარდა ყველა ყველას ელაპარაკება და რა იყო ვინმე ჩემზე ნაწყენიაა? (( |
Posted by: SEKURIFA 10 Jan 2014, 18:45 |
აქ დავსვამ კითხვას იქნებ იცით ვინმემ. ახალი გაზქურა ვიყიდე და არ ინთება კარგად. წნევა აქვს მაღალი გაზს თუ შიგნიდან უნდა დარეგულირება არვიცი. ანუ გქონიათ ეგეთი შემთხვევა. უნდა ახალ გაზქურას რამე რეგულიროვკა? ყიდვისას მითხრეს პირდაპირ მიდის ჩვენი სტანდარტიო. პიპკების გამოცვლა ხომარ უნდა. თუ გავხსნა და შიგნით ექნება ჰაერის რეგულატორი? დუხოვკა ინთება. თავიდან ალაგ -ალაგ ინთებოდა, ცოტა ვაცალე და ბოლოს თანაბრად აინთო ზედა და ქვედა კამფორკები. ხოლო ზედა ფარსონკები არ ინთება. თითქოს დიდი ნაპორიაკვს და ვერ ასწრებს წვას ეგეთ შთაბეწდილებას ტოვებს. |
Posted by: FishFace 10 Jan 2014, 22:52 |
SEKURIFA შეიძლება თხევადი გაზის ფარსუნკებზეა? რაიმე დიდ ქსელში თუ იყიდე, მაღაზიის პასუხს შეიძლება ენდო. და ელიავაზე რამე ეკზოტიკა ელიავამენებისგან - ეგენი არც ცოდნით გამოირჩევიან და არც პატიოსნებით. |
Posted by: Lаki 11 Jan 2014, 11:05 |
SEKURIFA ჩემთან ჟიკლიორები დაუცვალეს.... რატომ იყიდება მაღაზიებში მაინცადამაინც თხევადი გაზის ჟიკლიორებიანი ვერ გავარკვიე |
Posted by: takotatuli1989 5 Mar 2016, 21:21 |
მეგობრებო, დღეს ვიყიდე თურქული ტერმიკელის ფირმის ჩასაშენებელი გაზის ზედაპირი და გამწოვი, მოკლეთ ფასი ისეთი მიმზიდველი იყო უარი ვერ ვთქვი ამ გაჭირვებულ დროს ) გამწოვი რომ კარგი აქვთ ეგ სხვისგანაც ვიცოდი და მაგიტომ მაგ ფირმისას ვეძებდი, თუმცა ნერჟავეიკისზედაპირიანი გაზი როგორი მოსავლელია არ ვიცი და არც თუჯის სადგამები ვიცი კარგია თუ არა, როგორც ვიცი ცხიმი ძნელად შორდება, ასევე ვიცი, რომ ვერ გავხეხავ გაზს და რა უნდა ვიყიდო რომ კარგად მოვაშორო ცხიმები? |
Posted by: mind_auger 20 Aug 2016, 02:46 |
http://www.radikal.ru ეს მინდა ვიყიდო ხვალ და რას მირჩევთ???ამ სიმფერს მიქებს ყველა თანამშრომელი თვითონაც აქვთ ამის ტექნიკა და...მეგატექნიკაში ვნახე და მომეწონა... |
Posted by: eka3 25 Jan 2017, 11:18 |
გამარჯობა, გთხოვთ მირჩიოთ რომელი ფირმის გაზქურა ვიყიდო და როგორ გავიგო საიდან შემოდის ერთიდაიგივე მოდელზე ზოგი მეუბნება იტალიურია , ზოგი თურქულია ან თურქეთში იწყობა ან რუსეთში, არ ვიცი მაინც ვფიქრობ თუ აქ შემოდის ხარისხიანი ტექნიკა მირჩევნია იტალიური ან გერმანული წარმოების ვიყიდო. თქვენ რომელ ფირმას მირჩევთ? AEG, HOTPOINT-ARISTON, ZANUSSI, HANSA. და რომელ ელექტროტექნიკის მაღაზიაში ჯობს შეძენა? |
Posted by: TT-KK 26 Jan 2017, 02:17 |
HOTPOINT-ARISTON-დიღმის მასივში,მგონი ბელიაშვილის ქუჩაა, სხვაგანაც არის |
Posted by: eka3 26 Jan 2017, 23:52 | ||
მადლობა პასუხისთვის. თქვენ მირჩევთ, რომ HOTPOINT-ARISTON-ი ვიყიდო? ცოტა ვრცლად რომ მითხრათ რატომ?! და ბელიაშვილზე დაახლოებით რასთან არის ახლოს. დიღმის მასივში რომ არის ვიცი. |
Posted by: ninicool 27 Jan 2017, 00:17 | ||
mind_auger
მეც მინდოდა მაგის ყიდვა, მაგრამ მერე ბეკო ვიყიდე, შავი, რადგან გვერდზე ჰქონდა ჩამრთველები ჯერ არ დამიმონტაჟებია http://technoshop.ge/index.php?route=product/product&path=8_15&product_id=432 ღუმელი ზანუსის ვიყიდე, ალტადან გამოვიწერე და მომიტანეს. ჯერჯერობით ჩემს ოთახში მილაგია გაზქურა მაქვს პირველი სართულის სამზარეულოში და მეორეზე ჩასაშენებელი მინდოდა. დედაჩემთან დიდი ჭიდაობის შემდეგ ჩემი გავიტანე. შენ თუ პრობლემა არ გაქვს ჩამრთველების, იყიდე, არაა ცუდი ბრენდი ზიმფერი. მე გაზქურა მაქვს და კმაყოფილი ვარ. ვაიმე, 20 აგვისტოს პოსტი ყოფილა |
Posted by: Niccolo_Machiavelli 27 Jan 2017, 12:38 |
AEG-ს (და Electrolux) ჯობია რომელიმე სხვა ბრენდი ქართულ ბაზარზე? |
Posted by: eka3 27 Jan 2017, 14:41 |
AEG, HOTPOINT-ARISTON, ZANUSSI, HANSA,Whirlpool. რომელი გაზქურა ავირჩიო მითხარით და რატომ? ყველაფერი მაინტერესებს მონაცემები, ხარისხი, მწარმოებელი ქვეყანა და ა.შ.. |
Posted by: temotab 19 Feb 2017, 20:27 | ||
არადა დიდი მაღაზიის კონსულტანტებზე უფრო ითქმის ეგრე გააგიჟებენ ადამიანს უვიცობით და უტიფრობით |
Posted by: ragazza39 20 Feb 2017, 12:47 | ||
მე მაგალითად მაქვს უჟანგავი ვერცხლისფერი Hansa 699 ლარი მივეცი მეგატექნიკაში, ძალიან ადვილად იწმინდება, კმაყოფილი ვარ . |
Posted by: eka3 3 Mar 2017, 16:56 |
Miele ღუმელი რომელ მაღაზიაში იყიდება თუ იცით? |
Posted by: achi7878 20 Mar 2017, 04:22 |
გაზქურების შეკეთება, მონტაჟი. გაზქურების შეკეთება, მონტაჟი. გაზქურების შეკეთება, მონტაჟი. გაზქურების შეკეთება, მონტაჟი. * * * https://forum.ge/?showtopic=34935950&hl= |
Posted by: achi7878 21 Mar 2017, 00:23 |
https://forum.ge/?showtopic=34935950&hl= |
Posted by: achi7878 21 Mar 2017, 00:35 |
https://forum.ge/?showtopic=34935950&hl= * * * თუ რამე ტექნიკური შეკითხვა გაქვთ აქაც გიპასუხებთ * * * ----------------------------------------------- * * * --------------------------------------------- |
Posted by: achi7878 22 Mar 2017, 00:49 |
--------------------------------------------- * * * ----------------------------------------------- |
Posted by: achi7878 23 Mar 2017, 05:11 |
--------------------------------------------------------------- |
Posted by: eka3 25 Mar 2017, 00:12 |
Miele ღუმელი რომელ მაღაზიაში იყიდება თუ იცით? |
Posted by: achi7878 25 Mar 2017, 14:24 |
eka3 ოფიციალური დილერი miele-ს ჯერ არ ყავს საქართველოში, ვინმეს შეიძლება ქონდეს ცალობაში სადმე , მაგრამ სიმართლე გითხრათ მე არსად შემხვედრია გაყიდვაში, თუ სადმე წავაწყდი აუცილებლად დავწერ . რეკლამაში არ ჩამითვალოთ მაგრამ , საქართველოში რაც კი ელექტროტექნიკაა საყოფაცხოვრებო, მე პირადად bosch-ი მომწონს ყველაზე ძალიან , ხარისხითაც, გამძლეობითაც და ვიზუალიც კარგი აქვს. საქართველოში რაც კი ამ ფირმის ტექნიკაა 90 % თურქულია , მაგრამ პირადად მქონია თურქული bosch-ის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და ვიცი რომ ხარისხს დიდ ყურადღებას აქცევენ. თვითონ გერმანული bosch-იც არ მისცემს იმის უფლებას რომ, რამე ამ ფირმის სახელით უხარისხო გამოვიდეს თუნდაც თურქეთში, აკონტროლებენ ამ ყველაფერს სისტემატურად. |
Posted by: eka3 25 Mar 2017, 15:27 | ||
მადლობა ყურადღებისთვის. თუ გაქვთ ინფორმაცია AEG ღუმელებზე როგორია, ესეც თურქეთიდან არის? bosch არ მინდა. |
Posted by: achi7878 25 Mar 2017, 17:04 |
eka3 AEG -ს დიდი ისტორია აქვს, თუ ეგ გაინტერესებთ , მე20 საუკუნეში პირველი ადგილიც კი ეკავა გერმანიაში, მაგრამ მოკლედ გეტყვით, ეხლა მაგ ბრენდით უშვებს პოლონეთი, ვენგრია , იტალია ჩინეთიც კი გარეულია მაგ საქმეში , Electrolux და AEG ერთი ფირმაა. ეს ზოგადად ამ ფირმაზე . პროდუქციაზე აქ ვერაფერს დავწერ, საერთოდ ყველაფერი გამოდგომაზეა, მეზობელს ძველი ტელევიზორი აქვს ივერია და ეხლაც მუშაობს . |
Posted by: eka3 26 Mar 2017, 00:55 | ||
მადლობა კიდევ ერთხელ.. ზოგიერთმა კონსულტანტმა ისიც არ იცის საიდან არის და რა ფუნქციები აქვს, ან რა მასალაა, დაგაბნევენ და ფიქრობ არჩევანში არ შეცდე. მგონი გადასაყრელი ფული არავის არააქვს. |
Posted by: achi7878 26 Mar 2017, 01:02 |
eka3 მართალი ბრძანდებით, თქვენ თვითონაც შეგიძლიათ ნახოთ, უკანა მხარეს აწერია სად არის აწყობილი |
Posted by: achi7878 26 Mar 2017, 01:07 |
აი ასეთია დაახლოებით ---------------------------- |
Posted by: eka3 26 Mar 2017, 01:26 |
გასაგებია. .. და მაინც თუ სადმე იქნება miele გამაგებინეთ. მადლობა რჩევებისთვის. |
Posted by: achi7878 26 Mar 2017, 01:32 |
eka3 აუცილებლად გაგაგებინებთ |
Posted by: Niccolo_Machiavelli 26 Mar 2017, 03:08 | ||
ანუ თქვენ ამბობთ რომ აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე გათვლილი თურქეთში აწყობილი ბოში AEG-ს პრემიუმ მოდელებს ჯობია? |
Posted by: achi7878 26 Mar 2017, 05:22 | ||
Niccolo_Machiavelli
მე არც ბოშს უწევ რეკლამას და არც აეგ-ეს ანტირეკლამას, ორივე ბედკრული გერმანიის შვილები იყვნენ , ზოგს ბოში მოსწონს და ზოგს აეგე, გემოვნებაზე არ დაობენ. |
Posted by: achi7878 26 Mar 2017, 05:27 |
დაილოცოს miele--------------------------------------- |
Posted by: eka3 26 Mar 2017, 18:50 | ||
გამოტენილია ტექნიკის მაღაზიები გაურკვეველი წარმოშობის სახელის -(არ ვიტყვი ბრენდებს პირველად რომ მესმის ისეთი სახელების) გაზქურებით და არამარტო... ადრე უფრო ნახავდა ადამიანი ნორმალურს რამეს. რა გახდა miele-ს შემოტანა. |
Posted by: achi7878 27 Mar 2017, 17:59 | ||
eka3
არ ყოფილა პრობლემა, თუ გნებავთ ისევ ყიდვა შემეხმიანეთ და დაგაკვალიანებთ * * * https://www.miele.ru/domestic/product-selection-ovens-and-stoves-1449.htm# ამ საიტზე აარჩიეთ რომელიც მოგეწონებათ * * * ან ტელეფონზე დამირეკეთ უკეთესად აგიხსნით 593799954 |
Posted by: Niccolo_Machiavelli 27 Mar 2017, 23:13 |
ტეკა- ზე გაქვთ ინფორმაცია? ესეც სერიოზული ბრენდია |
Posted by: achi7878 29 Mar 2017, 13:36 |
გაზქურების შეკეთება ტელ. 593799954 |
Posted by: achi7878 5 Apr 2017, 01:45 | ||
------------------------------------------------------ * * * eka3
შეიძინეთ miele ? |
Posted by: TramwayMan 13 Apr 2017, 00:39 |
რომელი ფირმის გაზქურას მირჩევთ, უნდა შევიძინო თვის ბოლოს. მხოლოდ ბოში მომდის თვალში და ბოშის ყველაზე დიდი არჩევანი სად არის? ასევე გამწოვიც მაგასთან ერთად გვინდა რმ შევიძIნოთ და როგორი ტიპის ჯობია და რა ფასებში? |
Posted by: achi7878 13 Apr 2017, 01:49 |
TramwayMan bosch ის ყველაზე დიდი არჩევანი აქვს ელიტ ელექტრონიქს |
Posted by: TramwayMan 13 Apr 2017, 01:55 |
achi7878 მადლობა, იმედია გამწოვიანად აყენებენ. |
Posted by: achi7878 13 Apr 2017, 02:12 |
TramwayMan კი თვითონ აქვთ სერვისი, მოვლენ და ორივეს დაამონტაჟებენ გარანტიით |
Posted by: TramwayMan 13 Apr 2017, 02:22 |
achi7878 მადლობა დიდი ხვალ დავათვალიერებ. |
Posted by: achi7878 13 Apr 2017, 02:50 | ||
TramwayMan
არაფერს |
Posted by: achi7878 23 Apr 2017, 18:38 |
გაზქურების შეკეთება უსაფრთხოდ და გარანტიით ტელ. 593 799954 |
Posted by: achi7878 24 May 2017, 16:10 |
გაზქურების შეკეთება უსაფრთხოდ და გარანტიით ტელ. 593 799954 |
Posted by: kudrachuna 19 Jul 2017, 10:48 |
მაინტერესებს სამზარეულოში ჩაშანებელი გაზის ღუმელის ქვემოთ – ჭურჭლის სარეცხი მანქანა დაგიმონტაჟებიათ? გრძელ კარადაში შუა ნაწილში გაზის ღუმელი რომ იყოს და მის ქვემოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა..... ტექნიკურად რამდენად შეიძლება ამის დაშვება? |
Posted by: achi7878 29 Aug 2017, 18:08 |
გაზქურების შეკეთება, მონტაჟი ტელ. 593 799954 |
Posted by: jahnikol 1 Mar 2018, 12:31 |
მინის გაზქურა აქ ვინემს? რო მითხრათ გასაწმენდად როგორია? |
Posted by: maiako_mao 1 Mar 2018, 12:53 | ||
jahnikol
მაგაზე მარტივი აღარაფერი აღარაა მგონი ძალიან ადვილად ცილდება ცხიმი სველი ჩვრითა და ისეც, იყიდება სპეციალური საწმენდი სითხე, რომელიც გარდა წმენდის აპრიალებს კიდეც ზედაპირს , მოკლედ ძალიან მარტივია მინის გაზქურის მოვლა.... |
Posted by: jahnikol 1 Mar 2018, 13:18 | ||||
მადლობა გამოხმაურებისთვის და შეგიძლია მითხრა რა პლიუსები და მინუსები აქ მინის ზედაპირის გაზქურას და რომელს მირჩევდი ? ( |
Posted by: maiako_mao 1 Mar 2018, 14:08 | ||
jahnikol
მინუსები არვიცი, მაგრამ პლიუსი ის აქვს , რომ ძალიან კოფორტულია და ხეხვა-რეცხვა არ ჭირდება, არაფერს არ იკრავს და არ "უჯდება". მე ბოშის გაზქურა მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ. პ.ს. ჩემმა მეგობარმა იყიდა ეხლა თურქულია (სახელწოდება არ არ მახსოვს) და ისიც კამყოფილია . მოკლედ დავისვენეთ რაც ეს გაზქურები გვაქვს..... |
Posted by: nadin 7 Mar 2018, 12:09 |
გორენიის გაზქურაში გადაიწვა ნათურა, სად შეიძლება შევიძინო? |
Posted by: giorgi7777777 12 Mar 2018, 00:29 |
როგორი ზედაპირია? ღირს ყიდვა...??? |
Posted by: marrriam 3 Jun 2018, 16:47 |
გამარჯობა. ბოში და გორენიე თუჯის სადგამებით, გაზკონტროლით და ელექტროღუმელით (გორენიეს დამატებით აქვს თვითწმენდა) და არისტონს შორის რომელს მირჩევთ? კომბინირებულ ღუმელს მთლიანად ელექტრო სჯობს, არა? |
Posted by: anaila 4 Jun 2018, 16:58 |
გაზქურის გადამწვარი ნათურა სად შეივიძინო? ყველგან არის თუ ისევ ტექსნო ბუმში წავჩანჩალდე? |
Posted by: KEROP 9 Jun 2018, 14:11 | ||
natura amoiget ro icodet Ryanaira Da bazrobaze iyidet |
Posted by: PAINKILLER 9 Jun 2018, 15:35 | ||
anaila ტექნობუმში ნათურას ვინ ყიდულობს საერთოდ მაგ მაღაზიაში არანაირი მიზეზით არც უნდა შეხვიდე ჩემი აზრით უკვე ჩვეულებრივ უბნის მარკეტებში იყიდება ნათურები ყველანაირი, დიოდიანიც და ჩვეულებრივიც და მაგის გარდა ათასგვარი მაღაზიაა სადაც ჭაღები და ნათურები იყიდება ნებისმიერი ზომის-ფორმის-ფასის, თუნდაც იგივე "ახალი ნათება", წერეთელზე კოკა-კოლასთან დაახლოებით 6-7 მაღაზიაა მასეთი და ბოლოს, ელიავას ბაზრობაც არ გადაუტანიათ ჯერ არსად, ისევ იქ არის |
Posted by: anaila 10 Jun 2018, 01:18 |
KEROP PAINKILLER მადლობაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა |
Posted by: aktrisa 22 Aug 2018, 15:24 |
თუ შეიძლება მირჩიეთ, ჩასაშენებელი გაზის ზედაპირი რომელი ხარისხის ჯობია |
Posted by: nia1802 6 Jan 2019, 18:15 | ||||
არ ყოფილა პრობლემა, თუ გნებავთ ისევ ყიდვა შემეხმიანეთ და დაგაკვალიანებთ და ფასი? |
Posted by: beka331 27 Apr 2020, 19:43 |
https://megatechnica.ge/ge/product/2046/gazkura-electrolux-ekk96498cx https://megatechnica.ge/ge/product/557/gazkura-hansa-fcmx68225 რომელს მირჩევთ? პირველს ვფიქრობ ყველაზე კარგი არჩევანი ეგ არის ამ ფასში ბოში და გორენიე ძალიან ძვირია თორემ კიბატონო.. |
Posted by: _Lali_ 27 Apr 2020, 23:51 |
beka331 მე პირადად ელექტროლუქსს ვიყიდდი |
Posted by: Phenem 28 Apr 2020, 00:19 |
beka331 ჰანსა ბევრად ჯობია "ნავაროტკებით" ზევით ტურბო კამფორა აქვს ღუმელში შამფურის ტრიალი მეტი რაღა უნდა მოსთხოვო |
Posted by: l-e-v-a-n 28 Apr 2020, 02:10 |
beka331 ყველაფერს ჯობია ცოტა წაამატო და ბოში იყიდო ან დაუკავშირდი მაინც შეიძლება დააკლონ ფასი.. |
Posted by: beka331 28 Apr 2020, 17:24 |
_Lali_ Phenem l-e-v-a-n მადლობა რჩევებისთვის, ვიყიდე უკვე ელექტროლუქსი. ვნახოთ როგორ გაამართლებს |
Posted by: makuna33 25 Nov 2020, 11:02 |
ჩასაშენებელი ქურის ყიდვა მინდა და რომელი ფირმისაა კარგი? ან რომელ მაღაზიაში ჯობია ყიდვა? |
Posted by: KDI 20 Dec 2020, 23:36 |
გამარჯობა თხევადი გაზის გაზქურას, ღუმელის გარეშე რომ არის,რომელს მირჩევდით 100 -200 ლარამდე? |
Posted by: ლევან_ი 16 Jan 2021, 01:50 |
ელექტრო ქურა, ჩასაშენებელი, პრაქტიკაში როგორია? ადვილად ხო არ ტყდება ზედაპირი? მაგალითად ქვაბს გაუძლებს, არ შემეშინდეს? ან ჩვეულებრივად გააცხელებს ნებისმიერ ტაფას და ქვაბს? |
Posted by: gio_123 23 Nov 2022, 16:19 |
ჩასაშენებელი ღუმელი და გაზქურა რომელი ვიყიდო მირჩიეთ რა. სამსუნგი, ბოში თუ გორენიე? |