fortum10^80-ის გამოყენებაში (ისიც პრინციპში ნახევრად ხუმრობით) იგულისხმება პრაქტიკაში გამოყენება, იმიტომ ვახსენე რაოდენობა და თანაფარდობა.
თორემ ისე ჩინელებს უხსოვარ დროს ჰქონდათ ასენ-ცი - 10^140, რაში იყენებდნენ შენ ეგა თქვი
(სრულყოფილების მისაღწევად საჭირო რაღაც კოსმოსური ციკლების რაოდენობა იყო).
ასეთ რიცხვებს გონება ვერ აღიქვამს რა თქმა უნდა, გრემის (ასე იწერება ქართულად) რიცხვი კი საერთოდ ვერ იწერება ჩვენთვის ცნობილი ფორმით, მაგისთვის კნუტის ნოტაცია და ეგეთებია მოფიქრებული (სხვათაშორის ეს ის კნუტია, რომელიც ყველა პროგრამისტისთვის ცნობილია).
მეორე მხრივ, რა გიშლის ხელს იმავე კნუტის სისტემით გრემის რიცხვი G-ს ნაცვლად, (სინამდვილეში G(63)-ია), დაწერო G(64) ან G(164)