forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (28) « პირველი ... 26 27 [28]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - XI, ახალი პროექტები იწყება, ძველები ვერ მთავრდება
ZEUS
RAUL


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13325
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09

გამოგზავნილია: 17 May 2019, 22:13  #54673062      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (rommel @ 17 May 2019, 13:46 )
nodara95
QUOTE
ზუსტად ვიცი, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან არიან შეთანხმებულნი. სანამ ახალი ზოლი არ აშენდება იქამდე არ გახსნან. დაიკლოო ძალიან ვაჭრობამ ქალაქში რაც შემოვლითზე გადავიდა ტრაფიკი.


საიდან იგონებენ ასეთ რაღაცებს? ქუთაისში ტრანზიტულ მანქანებს მტვერის, გამონაბოლქვის, ხმაურის და ავარიების გარდა არაფერი შეაქვთ.

ხო... რავიცი... მეც ეგრე ვფიქრობ. ჯერ არავინ მინახავს, ეთქვას დასავლეთისკენ მიმავალი, ქუთაისში გავჩერდიო. ყველას ერთი სული აქვს, როდის გააღწევს იმ საცობებიდან და ჭავჭავაძის პეშეხოდებიდან smile.gif
nodara95
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 437
წევრი No.: 173212
რეგისტრ.: 11-September 13

გამოგზავნილია: 17 May 2019, 22:46  #54673229      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (rommel @ 17 May 2019, 13:46 )


საიდან იგონებენ ასეთ რაღაცებს? ქუთაისში ტრანზიტულ მანქანებს მტვერის, გამონაბოლქვის, ხმაურის და ავარიების გარდა არაფერი შეაქვთ.


გენ.გეგმის საკონსულტაციო ჯგუფს უთხრეს ქუთაისის მერიაში როცა ამ თემაზე ჩამოვარდა საუბარი. ესენი ზოგადი განწყობებით რო იღებენ გადაწყვეტილებას ეგ ამბავია. არც არავინ დათვლიდა რა და როგორ შეიცვალა ქუთაისში ტრაფიკის შემოვლითზე გადაწყობისას.
ZEUS
RAUL


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13325
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09

გამოგზავნილია: 17 May 2019, 22:56  #54673280      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (nodara95 @ 17 May 2019, 22:46 )
QUOTE (rommel @ 17 May 2019, 13:46 )


საიდან იგონებენ ასეთ რაღაცებს? ქუთაისში ტრანზიტულ მანქანებს მტვერის, გამონაბოლქვის, ხმაურის და ავარიების გარდა არაფერი შეაქვთ.


გენ.გეგმის საკონსულტაციო ჯგუფს უთხრეს ქუთაისის მერიაში როცა ამ თემაზე ჩამოვარდა საუბარი. ესენი ზოგადი განწყობებით რო იღებენ გადაწყვეტილებას ეგ ამბავია. არც არავინ დათვლიდა რა და როგორ შეიცვალა ქუთაისში ტრაფიკის შემოვლითზე გადაწყობისას.

რავიცი. ჩემი სუბიექტური აზრით, მაგარი მოუტ ყუებიათ smile.gif
პირიქით, იმაზე უნდა იოოცონ, ეს ამხელა ტეაილერების და ტრანზიტული ნაკადი, რაც შეიძლება მალე აცდეს.
* * *
რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო დაიწყო
რეგიონში უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურული პროექტის - რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა დაიწყო. ეს პროექტი ევროპაში ერთ-ერთი ურთულესია საინჟინრო თვალსაზრისით, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.

მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები გაეცნენ.

„ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა უკვე დასაქმებულია და დამეტებით მუშა-ხელის დასაქმებასთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული გეგმები. რაც შეეხება პროექტს რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამ დროისთვის, სამუშაოები უკვე დაწყებულია რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისასა 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე. კერძოდ, მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობა.

უახლოეს მომავალში გამარჯვებული გამოვლინდება და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, ხოლო შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მიმდინარე წელს გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების დასაწყებად.

ხევი-უბისას მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და პროექტის ღირებულება 732 მლნ ლარზე მეტია, ხოლო უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 902 მლნ ლარამდეა.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. საერთო ჯამში რიკოთის საუღელტეხილო გზის შენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის.

ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელ სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ ამ გზის გავლა 4-4.5 საათში იქნება შესაძლებელი.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ბოლომდე აშენება და გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია მიმზიდევლი სატრანსპორტო დერეფნის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, მზარდი ტურისტული ნაკადის პირობებში, განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება უსაფრთხო და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

„კონტრაქტს ხელი მოეწერა გასული წლის ბოლოს. უკვე ჩამოვიყვანეთ დაახლოებით 70 თანამშრომელი და მობილიზებულია 100 ერთეული სამშენებლო ტექნიკა. ტექნიკის ნაწილი ტრანსპორტირების პროცესშია. სრულად ვაცნობიერებთ პროექტის მნიშვნელობას საქართველოსთვის და დიდი პატივია, რომ ამ სამუშაოებს ჩვენ ვასრულებთ. ვიმედოვნებთ, რომ პროექტი წარმატებული იქნება და ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს,” - აღნიშნა პროექტის გენერალური მენეჯერი ვინსენტ მამ.
* * *
ეს ქუთაისის შემოვლითის ვიდეო :


ისე, ბლექ სის წარმომადგენელი იძახის 1,2,3 ლოტები გვაქვს მოგებულიო. არადა 1,2,4 ლოტები მოიგო ბლექ სიმ ტენდერის მიხედვით, მაგრამ რას ჩივი gigi.gif
ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ქუთაისის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება დაიწყო. ამ ეტაპზე, მიწის სამუშაოები, მცენარეული ფენის მოხსნა, ჭრილების დამუშავება, ყრილის მოწყობა, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოები საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

„სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იმედი გვაქვს რომ პროექტი დადგენილ ვადებში და შეიძლება უფრო ადრეც დასრულდეს. ახალი 2 ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, ქუთაისი-სამტრედიის გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტია.

ქუთაისი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილია 4 ლოტად. 3 ლოტზე ქართულმა კომპანიამ “ბლექ სი გრუპმა“გაიმარჯვა, ერთზე კი - კომპანია „აკორდმა“. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქართული კომპანია ჩქაროსნული გზის მშენებლობას დამოუკიდებლად და არა ქვეკონტარქტორის სახით ახორციელებს.

„ხელოვნური ნაგებობები ინტენსიურად ეწყობა, ლოგისტიკური, სამობილიზაციო და სხვა ტექნოლოგიური ასპექტებიც სრულადაა უზრუნველყოფილი, რაც გვაიმედებს, რომ სამუშაო პროცესი კიდევ უფრო მასშტაბური ტემპით განვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას უზრუნველყოფს, გაიზრდება მოძრაობის სიჩქარე და შემცირდება მგზავრობის ხარჯები,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ქუთისის შემოვლითი ახალი 2 ზოლის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება.

This post has been edited by ZEUS on 17 May 2019, 22:56
Werner Voss
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7864
წევრი No.: 101680
რეგისტრ.: 5-October 09

გამოგზავნილია: 18 May 2019, 16:16  #54675822      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
საერთო ჯამში რიკოთის საუღელტეხილო გზის შენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის.

gigi.gif
lk2019
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 11
წევრი No.: 250633
რეგისტრ.: 18-May 19

გამოგზავნილია: 18 May 2019, 17:49  #54676208      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ისე 1 კილომეტრი რო 25მილიონი ჯდება ეგ ნაღდია? იმენა მაგდენი ჯდება თუ ატკატია?

25 მილიონი რა ჯდება ბეტონი არმატურა და თუ რა
ZEUS
RAUL


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13325
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09

გამოგზავნილია: 19 May 2019, 18:01  #54681227      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მორიგი ნოვაცია გზების დეპარტამენტისგან.
ასე ხვრიტავენ მთელ ქუთაისი შემოვლითს. რა უნდა იყოს თქვენი აზრით? გაორმხრივებას აპირებენ? ჩემმა ძმაკაცმა ვერ გაეტევა მანქანები, ისეთ პატარა ადგილს ტოვებენო.
user posted image
user posted image
donmixo777
აღარც ბებიაჩემს ჯერა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10354
წევრი No.: 68242
რეგისტრ.: 26-July 08

გამოგზავნილია: 19 May 2019, 20:54  #54682071      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (zeus)
ასე ხვრიტავენ მთელ ქუთაისი შემოვლითს. რა უნდა იყოს თქვენი აზრით?



რას გაიგებ ამათსას


--------------------
2009 წელს მიშას შეგინებისთვის, - 2013 წელს დავორნილი.

ნაცები და ქოცები
ერთად დასახოცები.....

მირბის მიგვაფრენს
უგზოუკვლოდ ჩვენ ჩვენი ,,ლარი",
ქართულ ოცნებას ვენდეთ,
და ხელში შეგვრჩა ჩვენ ,,ჩოილარი".........
matechala
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2148
წევრი No.: 115529
რეგისტრ.: 13-May 10

გამოგზავნილია: 19 May 2019, 22:13  #54682483      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეორე ზოლს რომ აშენებენ ალბათ მანდ სამოძრალდ ჭირდებათ


--------------------
https://cex.io/r/0/up105767098/0/ აქ შეგიძლიათ ბიტკოინის, რიპლის და ა.შ ვალუტების ყიდვა-გაყიდვა ქართული ბარათით
https://cex.io/r/10/up105767098/10
ZEUS
RAUL


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13325
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09

გამოგზავნილია: 19 May 2019, 22:17  #54682513      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (matechala @ 19 May 2019, 22:13 )
მეორე ზოლს რომ აშენებენ ალბათ მანდ სამოძრალდ ჭირდებათ

ხო მაგრამ, მეორე ზოლი აქეთ მხარეს შენდება, მარჯვნივ და არა იმ მხარეს, სადაც დაარჭეს.
ბეტომი არ გაფუჭდება იმედია ამ პატარა ნახვრეტებით. კაროჩე რა. გადაირევი, რასაც ესენი არ მოიფიქრებენ smile.gif
rommel
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1001
წევრი No.: 198581
რეგისტრ.: 23-February 15

გამოგზავნილია: 20 May 2019, 11:37  #54685158      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ZEUS
გუშინ დავაკვირდი.როგორც მივხვდი მეორე ზოლზე მომუშავე ტექნიკისთვის აკეთებენ. ანუ მაგ ადგილზე "პროწივზე" უნდა იარონ. მიზეზი ვერ დავადგინე
* * *
პატარა მიმოხილვასაც მოვაყოლებ

გურიაში დიდი აქტივობა ვერ დავინახე. ადრე გამოვიარე და შეიძლება ამიტომ.


ქუთაისის შემოვლითის მეორე ზოლზე კარგად უბერავენ. თადარიგი დაუჭერიათ, ხრეშის მთა აქვთ გაკეთებული და გურიისგან განსხვავებით არ დააბოდიალებენ თვითმცლელებს აქეთ-იქით, ადგილზევე ტვირთავენ. ვადაზე ადრე დასრულების რა გითხრათ, მაგრამ ასე თუ გააგრძელეს დროულად მორჩებიან.


რიკოთზეც მუშაობენ.
ასფალტის ქარხანას დგამდნენ
user posted image
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: Kotola
Topic Options Pages: (28) « პირველი ... 26 27 [28]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0274 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]