პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ ჩვენს გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებისათვის.
როგორც მოგეხსენებათ, პანტომიმის თეატრი საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, რუსთაველის 42 ნომერში მდებარეობს. იგი დაახლოებით ნახევარ საუკუნეს ითვლის და შეიძლება ითქვას რომ პანტომიმის ხელოვნება საკმაოდ მაღალ დონეზეა აყვანილი, რაც მისი დამდგმელი რეჟისორის და დირექტორის, ბატონი ამირან შალიკაშვილის და მისი ძალიან ნიჭიერი გუნდის დამსახურებაა.
სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელია, დაინტერესება ამ თეატრისდამი ქართული საზოგადოების მხრიდან ერთგვარად შემცირებულია, რაც მხოლოდ ჩვენი მოსაზრებაა და საფუძვლად სპექტაკლებზე მაყურებელთა სიმცირე უძევს.
ჩვენი გუნდი შეუდგა გეგმის შემუშავებას, რომლის მიზანიც ქართული პანტომიმის თეატრის "აღორძინებაა", რომლის ქვეშაც ჩვენ მისი ცნობადობის ზრდას მოვიაზრებთ.
ხელოვნების ეს დარგი საკმაოდ დიდ პოტენციალს ფლობს, გამომდინარე იქიდან რომ მისი მაყურებელი ნებისმიერი ასაკისა და შეხედულებების მქონე პიროვნება შეიძლება იყოს.
სანახაობა მართლაც რომ საინტერესო და მომხიბვლელია, შეუძლებელია პანტომიმის მიმართ ვინმე გულგრილი იყოს და სპექტაკლის შემდგომ სიამოვნებით აღვსილი არ წავიდეს სახლში.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები თეატრის მიმართ, თუ გქონიათ შესაძლებლობა რომელ სპექტაკლებს დასწრებიხართ, რის ნახვას ისურვებდით, რა მოგეწონათ, რამ ნაკლებად მოგხიბლათ და ასე შემდეგ.
პატივისცემით,
პანტომიმის ერთ-ერთი გულშემატკივარი