აქ ბევრჯერ იყო ამ საკითხზე მსჯელობა. ძალიან რთულია დღეს ბიზნესის დარეკლამება, რადგან კონკურენცია და ფასები დიდია, რეკლამის ეფექტი კი პატარა.
მაინც საერთო ჯამში დღეისთვის ფეისბუქის რეკლამა ლიდერობს როგორც შედარებით ყველაზე იაფი და ყველაზე ეფექტური.
თუ ვინმეს გინდათ თქვენი ბიზნესის, პროდუქტის ან მომსახურების რეკლამა, შემიძლია უფასო და ფასიანი ვარიანტი შემოგთავაზოთ. ფეისბუქზე მაქვს ყიდვა-გაყიდვის ჯგუფები, რომლებსაც მოძებნით სახელით Hipermarket.ge და შეგიძლიათ პოსტები დადოთ შეუზღუდავი რაოდენობით, მთავარია რომ პოსტი იყოს განცხადების სახით დაწერილი და არა რეკლამის სახით. ანუ ჩამოწერეთ პროდუქტი თავისი ფასებით, ან მომსახურება, ან ბიზნეს-შეთავაზება და ა.შ. და დადეთ განცხადების სახით ამ ჯგუფებში, შეგიძლიათ ერთდროულად რამოდენიმე ჯგუფშიც დადოთ ერთი დაპოსტვით.
ეს საკმაოდ კარგი და ეფექტური რეკლამაა, რაც მთავარია უფასო. ერთი ეგ არის, რომ ფეისბუქზე ძალიან დიდი საინფორმაციო ნაკადებია და ამიტომ თქვენმა პოსტმა რომ ბევრ ადამიანთან მიაღწიოს, რაც შეიძლება ბევრჯერ უნდა დადოთ.
მაგრამ თუ გეზარებათ მთელი დღე პოსტების დება, მაშინ ფასიანი ვარიანტი მაქვს ასეთი შემთხვევებისთვის: დადებთ განცხადებას საიტზე hipermarket.ge და ჩაურთავთ VIP სტატუსს, რომელიც ღირს დღეში 5 ლარი, ყოველ დღე VIP სტატუსიანი განცხადებები დაიდება ფეისბუქზე ყიდვა-გაყიდვის ჯგუფებში რამოდენიმეჯერ, ჯამში 5 მილიონის აუდიტორიაზე. ანუ გამოდის 1 პოსტი 1 ლარად 1 მილიონ აუდიტორიაზე. ეს არის უფრო მეტი ეფექტის მქონე რეკლამა, ვიდრე 1 დოლარიან ბუსტს შეუძლია, თუმცა ყველაფერი პოსტის შინაარსზე და მისით დაინტერესებული ხალხის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ცხადია ასეთ იაფ ვარიანტს ვერსად ნახავთ, რადგან ჯერ-ჯერობით ექსპერიმენტული წამოწყებაა და იმედია გაამართლებს.
მოკლედ თუ დაგაინტერესათ, შეგიძლიათ საიტზე უფრო დაწვრილებით წაიკითხოთ:
https://www.hipermarket.ge/reklamან ფეისბუქის ჯგუფში დადეთ თუ რამე კითხვები ან შემოთავაზებები გექნებათ:
https://www.facebook.com/groups/2190231971199467/