Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > ჩემი ბოლო თემა ქმ-ელში


Posted by: ჯიმ"მორისონი 24 Jun 2019, 15:09
გამარჯობა,ხალხო. ეს სავარაუდოთ,ჩემი ბოლო თემაა ქმ განყში,ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემს მიერ შექმნილი ტომის პერსონაჟით ,ნამდვილად ბოლო თემა არის. ბევრი რომ არ გავარგძელო ერთი საკითხზე რჩევა თუ არ ვიცი რა ვუწოდო მინდა გკითხოთ,ცოტაზე მეტად დაბნეული ვარ...



მოკლედ, რა ხდება: მე მაქვს ერთ-ერთი უიშვიათესი დაავადება,რომელიც ძალიან სახიფათოა, თუმცა ამაზე საჯაროდ საუბარს არ ვაპირებ, და არც თავის შეცოდებას ვცდილობ,რამოდენიმე იუზერი მიცნობს აქ ლაივში, და იციან რომ მსგავსი რაღაცეები ჩემგან წარმოუდგენელია. საქმე იმაში გახლავთ,რომ 2016 წელს თითქმის საბოლოოდ ავიღე ხელი ცხოვრებაზე-ეს ის პერიოდია,როცა ფორუმზე დავბრუნდი და ძირითადათ არასერიოზული პოსტები წერა დავიწყე და პირველად შემოვდგი ფეხი ქმ-ელს განყში,მანამდე აქ 15 პოსტი თუ მექნება დაწერილი. სწორედ მაშინ აღვადგინე ჩემი ერთ-ერთი ძველი ნიკი და დავიწყე ინტერნეტის მეშვეობით საკუთარი პრობლემის დავიწყება... აუ...დიდი პოსტი გამომდის,საქმეზე გადავალ!!!!

2016 საქართველოში შეგვარჩიეს რამოდენიმე ახალგაზრდა,რომლებიც წავედით გამოკვლევებზე გერმანიაში,ოღონდ გერმანიაში მოგვიანებით წავედი 2017 და ამ პერიოდში გავიცანი ერთი ბიჭი (პირობითად სახელი დავარქვათ ავთო ) ამ ავთოს და მე ერთი და იგვე დავადება გვჭირს და ამის გამო ძალიან დაავახლოვდით. ჩემზე პატარაა ბევრად ასაკით,თუმცა საერთო პრობლემის გამო გავუგეთ ერთმანეთს. ჩემთანაც დავპატიჟე და მოკლედ, მაგარი მეგობრები გავხდით. საქართველოში კერძოდ დიღომში სადაც გავდიოდით მკურანლობას ავთომ გაიცნო ჩვენი ორივეს საერთო ექთანი ანა ,რომელიც ძალინა დაგვიახლოვდა. ანას ავთო შეუყვარდა და ფიქრობს რომ მალე მისი ცოლი გახდება. კაროჩე რა ხდება ახლა,გერმანიაში ჩაგვიტარდა ანალიზები,გამოკვლევა და ა.შ. მე მაგარი დარხეული მაქვს ჯამრთლეობის მხრივ,მაგრამ წსეით უნდა ვიცოცხლო,ჩვენი ავანდმყოფობის წამალი გამოიგონეს და როგორც თქვენ ჩვეულებრივი ადამიანები ცოცხლობთ ისე დაახლოვებით ისე ვიქნები მეც,ერთი გამინაკლისით მარტო ჩემს მარცხენა ფეხს აღარაფერი ეშველება... მარა სპეციალური წამლის დახმარებით თვეში ორი გადასხმა მომცემს საშვალებას ვიციხოვრო ნორმალურად,თუმცა 2021წლამდე უნდა გავქაჩო ჯერ. აი ავთოს სამწუხაროდ ცუდათ აქ საქმე. ავთო ნარკოტიკებზეც იჯდა,ალკოჰოლიკიც არის და ყველა მხირვ დარხეული აქვს,ეს რომ გავიგე ძალიან ცუდათ გავხდი,ეს 4 თვე ფორუმზე მაგ პონტშიც არ შემოვდიოდი... ვიჩხუბეთ მე და ავთომ,რატომ მოხდა ახლა ასე...
ავთომ იცის რომ კვდება (2 თვე აქვს მაქსიმუმ დარჩენილი ) და ამ ანას ატყუებს,სიმართ₾ეს არ ეუბნება... მაგარი გაბოროტოებულია (ძნელი ამ დროს საღ აზრზე იყო) -აპირებს ანას ცოლად მოყვანს და თვითონ წამოცდა რომ ბავშვსაც დაუტოვებს,ანუ ორსულად რომ დარჩეს რაა... (თუმცა ბავშვი ჯამრთლეი შეიძლება არ დარჩეს სხვა რაღაცაც ჭირს ჩვენი ავანდმყოფობა ამ შემთხვევაში ბავშვზე არ გადადის,ანუ მემკვიდრებოთ ვერ გადავცემთ მას სხვა რაღაცაც აქვს ) კაროჩე წირავს ანასაც და ბავშვსაც. წარმოიდგინეთ ახლაგაზრდა გოგო უნდა დაქვრივდეს სულ რაღაც 1 თვეში როცა გათხოვდება.... 23წლის არის ანა. ჰოდა,არ ვიცი როგორ მოვიქცე,ვეუბნები რომ უთხრას სიმართლე და ანამ გადაწყვიტოს,არ უნდა დაუნგრიოს ცხოვრება ანას.
არ იმსახურებს ამას. მე ძლივს ვიკავებ თავს სიმართლე რომ არ ვუთხრა ანას
ჰოდა,წუხელ გადავწვიტე ვუთხრა სიმართლე,არ შემიძლია ადამიანის დაღუპვაში მივიღო მონაწილეობა, (თან საფრთხე არსებობს სექსობრივი კავიშრის შედეგად გადასცეს ერთ-ერთი ცუდი დავადება ),მართლაია ავთოს მესმსი დაკარგული აქვს საღი აზროვნება,მარა მე ვერ დავუშვებ ანას განადგურებს... როგორ ფიქრობთ სწორად ვიქცევი ?

მე პირადად დავშორდი საცოლეს 2014 და 2015 კიდე ერთი გოგო მივატოვე,აქც ფორუმზეც შემიწყვიტავს მაგ მიზეზის გამო გოგებთან ურთერთობა...

წუხელ ერთმა მეგობარმა მირჩია არ ჩავერიო,მაგრამ როგორ არ ჩავერიო...
ძაან დაბნეული ვარ აი ძაან

პ.ს მადლობა ყველას ვინც აქმდეს მიძლებდით,ქმ-ელში მეტს აღარ შეგაწუხებთ მსგავის თემებით და ეს ჩემი ფანტაზის ნაყოფი არ გახლავთ...

არ ვიცი წაიკითხვს თუ არა ვინემ საერთოდ

მე ბრძოლას ვაპირებ,ბოლომდე!!!!

რეალობისგან გაქცევა არც ისე კარგი რამეა...


Posted by: <casablanca> 24 Jun 2019, 15:29
ჯიმ"მორისონი
QUOTE
წუხელ ერთმა მეგობარმა მირჩია არ ჩავერიო,მაგრამ როგორ არ ჩავერიო...
ძაან დაბნეული ვარ აი ძაან

არ ჩაერიო.

იმედია ის ბიჭი დიდხანს იცოცხლებს.

Posted by: Asklipiodotaa 24 Jun 2019, 15:30
ჯიმ"მორისონი
მე პირადათ მიჭირს დაჯერება...
წამატებები რაც არ უნდა იყოს.

Posted by: kodeqsi 24 Jun 2019, 15:38
ამაზე მძიმე თემა ამ განყში არასდროს შემხვედრია...

პირდაპირ იმპერატიულ რჩევას, სამოქმედო ფორმულა-დებულებას ვერავინ მოგცემს, ვერავინ დაგიდებს, იმდენად რთული და და ღირებულ ფასეულობათა დაპირისპირებადი საკითხია...

ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ არც თავს ვდებ და არც გარანტიას ვიძლევი, რომ იდენტურ/ანალოგიურ სიტუაციაში მეც ასე მოვიქცეოდი, მაგრამ პირველი ფუნდამენტური სურვილი მიჩნდება მაინც ვუთხრა იმ გოგოს (ანას) იმ გარდაუვალ საფრთხეზე, რაც მას ელოდება, ვითვალისწინებ რა ავთოს არც მთლად ადექვატურ მდგომარეობას და რეალობის ობიექტურად აღქმის შესაძლებლობას, და ვიმედოვნებ, რომ სრულად ადექვატური ისიც ყველაფერს ეტყოდა ამ ანას და საერთოდაც არც შეეცდებოდა ასეთი ნაბიჯის გადადგმას... და მეტად საფუძვლიანად ვიმედოვნებდი, რომ იმქვეყნად, დამშვიდებული და სრულად გაადექვატურებული აღქმა-აზროვნებით, ის მადლობელიც გამხდარიყო ჩემი ასეთი მონაწილეობისა მის ცხოვრებაში, ბოლო-ბოლო ხომ მის სისხლ-ხორცეულ შვილზეა საუბარი, რომელ ნორმალურ მამას, მშობელს ენდომებოდა თავისი შვილისთვის ასეთი ცხოვრება...

Posted by: Хельга 24 Jun 2019, 15:39
ჯიმ"მორისონი



ცხოვრება არ არის მარტო "ყველაფერი მაგრად მაქვს" და ამიტომ მექნება გოგოსთან ურთიერთობა,
ისეთი მეორე ნახევარი სჭირდება ადამიანს რომელიც ზუსტად ასეთ მომენტში დაუდგება გვერდით,
მიდი უთხარი, თუ ჩამოშორდა სულ, თავის სინდისზე იყოს, მაშინ არ ყოფილა ეგ მისი მეორე ნახევარი,
ყველანი მოკვდავები ვართ, უბრალოდ ზოგი უფრო ადრე მიდის, და ვიღაც თუ იმიტომ გაბლატავდა
რომ ვიღაცაზე გვიან წავა უბრალოდ დებილია

ბევრ თემაში დამიწერია რომ ცხოვრება მარტო გულაობა არ არის, ნაშებს კი არა, ნებისმიერ ასაკში
ერთგულ გოგოს უნდა ეძებდეს ბიჭი

2kiss.gif

Posted by: Tengiz@@ 24 Jun 2019, 15:41
ჯიმ"მორისონი
დამამტკიცებელი რამე დადე რო არ ტროლაობ

Posted by: Хельга 24 Jun 2019, 15:42
QUOTE (Tengiz@@ @ 24 Jun 2019, 15:41 )

დამამტკიცებელი რამე დადე რო არ ტროლაობ





ტყუილად თუ დაგვამძიმა ხალხი კია ისე საცემი biggrin.gif

Posted by: <casablanca> 24 Jun 2019, 15:43
ჰელგა
QUOTE
ცხოვრება არ არის მარტო "ყველაფერი მაგრად მაქვს" და ამიტომ მექნება გოგოსთან ურთიერთობა,
ისეთი მეორე ნახევარი სჭირდება ადამიანს რომელიც ზუსტად ასეთ მომენტში დაუდგება გვერდით,
მიდი უთხარი, თუ ჩამოშორდა სულ, თავის სინდისზე იყოს, მაშინ არ ყოფილა ეგ მისი მეორე ნახევარი,
ყველანი მოკვდავები ვართ, უბრალოდ ზოგი უფრო ადრე მიდის, და ვიღაც თუ იმიტომ გაბლატავდა
რომ ვიღაცაზე გვიან წავა უბრალოდ დებილია

2kiss.gif კარგი პოსტია.

Posted by: Tengiz@@ 24 Jun 2019, 15:46
ჰელგა
QUOTE
ტყუილად თუ დაგვამძიმა ხალხი კია ისე საცემი

და 90% ტროლაობს და რატო უნდა დავიჯერო
გერმანიაშია ნამყოფი სამკურნალოდ ხოდა დადოს მაგაზე ფაქტები.
ამხელა პროცედურები თუ აქვს გავლილი 2 შეკვრა საბუთები ექნება სახლში ხოდა ერთი ორს გადაუღოს ფოტო რო დავიჯეროთ wink.gif

Posted by: levaa 24 Jun 2019, 15:51
Tengiz@@

რატომღაც შენ მგონიხარ ჯიმ მორისონი 2kiss.gif

დაჟე თევზები რომ გყავს ეგაც შენ მგონიხარ

Posted by: holden kolpildi 24 Jun 2019, 15:52
"ამ ნიკით " ეს ერთი ჯადოსნური სიტყვა აკლია და მერე ყველა დავიჯერებთ

Posted by: Purifier 24 Jun 2019, 15:55
პირდაპირ თქვი, რომ დიდ პოლიტიკაში მიდიხარ
შეიძლება ერთ-ორ ხმასაც გამოიყოლებ ქ&მ-დან

Posted by: Marusha 24 Jun 2019, 16:04
მემგონი რო ანაზე თU შეგტკივა გული დაელაპარაკე

Posted by: <casablanca> 24 Jun 2019, 16:06
ბოლოს პრიკოლია. თაიგულს რომ ისვრის დედოფალი, ბიჭები დგანან რიგში givi.gif


Posted by: masha 24 Jun 2019, 16:10
ჯიმ"მორისონი
QUOTE
ავთომ იცის რომ კვდება (2 თვე აქვს მაქსიმუმ დარჩენილი ) და ამ ანას ატყუებ
დამაბნეველია
ამბობ რომ ავთო კვდება და ამ დროს შენი ბოლო თემაა ქმში

შენა ხარ ავთო?

Posted by: vasovaso92 24 Jun 2019, 16:12
masha
იცანი up.gif
------------------

Posted by: sაlოmეa 24 Jun 2019, 16:19
ეს ხალხი გადამრევს
სერიოზულად რო უსმენენ და რჩევებს აძლევენ

Posted by: holden kolpildi 24 Jun 2019, 16:27
იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებიდა
მოკლედ, რა ხდება: მე მაქვს ერთ-ერთი უიშვიათესი დაავადება,რომელიც ძალიან სახიფათოა, თუმცა ამაზე საჯაროდ საუბარს არ ვაპირებ, და არც თავის შეცოდებას ვცდილობ,რამოდენიმე იუზერი მიცნობს აქ ლაივში, და იციან რომ მსგავსი რაღაცეები ჩემგან წარმოუდგენელია. საქმე იმაში გახლავთ,რომ 2016 წელს თითქმის საბოლოოდ ავიღე ხელი ცხოვრებაზე-ეს ის პერიოდია,როცა ფორუმზე დავბრუნდი და ძირითადათ არასერიოზული პოსტები წერა დავიწყე და პირველად შემოვდგი ფეხი ქმ-ელს განყში,მანამდე აქ 15 პოსტი თუ მექნება დაწერილი. სწორედ მაშინ აღვადგინე ჩემი ერთ-ერთი ძველი ნიკი და დავიწყე ინტერნეტის მეშვეობით საკუთარი პრობლემის დავიწყება... აუ...დიდი პოსტი გამომდის,საქმეზე გადავალ!!!!

2016 საქართველოში შეგვარჩიეს რამოდენიმე ახალგაზრდა,რომლებიც წავედით გამოკვლევებზე გერმანიაში,ოღონდ გერმანიაში მოგვიანებით წავედი 2017 და ამ პერიოდში გავიცანი ერთი ბიჭი (პირობითად სახელი დავარქვათ ავთო ) ამ ავთოს და მე ერთი და იგვე დავადება გვჭირს და ამის გამო ძალიან დაავახლოვდით. ჩემზე პატარაა ბევრად ასაკით,თუმცა საერთო პრობლემის გამო გავუგეთ ერთმანეთს. ჩემთანაც დავპატიჟე და მოკლედ, მაგარი მეგობრები გავხდით. საქართველოში კერძოდ დიღომში სადაც გავდიოდით მკურანლობას ავთომ გაიცნო ჩვენი ორივეს საერთო ექთანი ანა ,რომელიც ძალინა დაგვიახლოვდა. ანას ავთო შეუყვარდა და ფიქრობს რომ მალე მისი ცოლი გახდება. კაროჩე რა ხდება ახლა,გერმანიაში ჩაგვიტარდა ანალიზები,გამოკვლევა და ა.შ. მე მაგარი დარხეული მაქვს ჯამრთლეობის მხრივ,მაგრამ წსეით უნდა ვიცოცხლო,ჩვენი ავანდმყოფობის წამალი გამოიგონეს და როგორც თქვენ ჩვეულებრივი ადამიანები ცოცხლობთ ისე დაახლოვებით ისე ვიქნები მეც,ერთი გამინაკლისით მარტო ჩემს მარცხენა ფეხს აღარაფერი ეშველება... მარა სპეციალური წამლის დახმარებით თვეში ორი გადასხმა მომცემს საშვალებას ვიციხოვრო ნორმალურად,თუმცა 2021წლამდე უნდა გავქაჩო ჯერ. აი ავთოს სამწუხაროდ ცუდათ აქ საქმე. ავთო ნარკოტიკებზეც იჯდა,ალკოჰოლიკიც არის და ყველა მხირვ დარხეული აქვს,ეს რომ გავიგე ძალიან ცუდათ გავხდი,ეს 4 თვე ფორუმზე მაგ პონტშიც არ შემოვდიოდი... ვიჩხუბეთ მე და ავთომ,რატომ მოხდა ახლა ასე...
ავთომ იცის რომ კვდება (2 თვე აქვს მაქსიმუმ დარჩენილი ) და ამ ანას ატყუებს,სიმართ₾ეს არ ეუბნება... მაგარი გაბოროტოებულია (ძნელი ამ დროს საღ აზრზე იყო) -აპირებს ანას ცოლად მოყვანს და თვითონ წამოცდა რომ ბავშვსაც დაუტოვებს,ანუ ორსულად რომ დარჩეს რაა... (თუმცა ბავშვი ჯამრთლეი შეიძლება არ დარჩეს სხვა რაღაცაც ჭირს ჩვენი ავანდმყოფობა ამ შემთხვევაში ბავშვზე არ გადადის,ანუ მემკვიდრებოთ ვერ გადავცემთ მას სხვა რაღაცაც აქვს ) კაროჩე წირავს ანასაც და ბავშვსაც. წარმოიდგინეთ ახლაგაზრდა გოგო უნდა დაქვრივდეს სულ რაღაც 1 თვეში როცა გათხოვდება.... 23წლის არის ანა. ჰოდა,არ ვიცი როგორ მოვიქცე,ვეუბნები რომ უთხრას სიმართლე და ანამ გადაწყვიტოს,არ უნდა დაუნგრიოს ცხოვრება ანას.
არ იმსახურებს ამას. მე ძლივს ვიკავებ თავს სიმართლე რომ არ ვუთხრა ანას
ჰოდა,წუხელ გადავწვიტე ვუთხრა სიმართლე,არ შემიძლია ადამიანის დაღუპვაში მივიღო მონაწილეობა, (თან საფრთხე არსებობს სექსობრივი კავიშრის შედეგად გადასცეს ერთ-ერთი ცუდი დავადება ),მართლაია ავთოს მესმსი დაკარგული აქვს საღი აზროვნება,მარა მე ვერ დავუშვებ ანას განადგურებს... როგორ ფიქრობთ სწორად ვიქცევი ?

მე პირადად დავშორდი საცოლეს 2014 და 2015 კიდე ერთი გოგო მივატოვე,აქც ფორუმზეც შემიწყვიტავს მაგ მიზეზის გამო გოგებთან ურთერთობა...

წუხელ ერთმა მეგობარმა მირჩია არ ჩავერიო,მაგრამ როგორ არ ჩავერიო...
ძაან დაბნეული ვარ აი ძაან

პ.ს მადლობა ყველას ვინც აქმდეს მიძლებდით,ქმ-ელში მეტს აღარ შეგაწუხებთ მსგავის თემებით და ეს ჩემი ფანტაზის ნაყოფი არ გახლავთ...

არ ვიცი წაიკითხვს თუ არა ვინემ საერთოდ

მე ბრძოლას ვაპირებ,ბოლომდე!!!!

რეალობისგან გაქცევა არც ისე კარგი რამეა...

ჭირი იქა ლხინი აქა ქატო იქა ფქვილი არა




ახლა სრულყოფილია

Posted by: vasovaso92 24 Jun 2019, 16:31
sაlოmეa
რა გულქვა ხარ boli.gif

Posted by: Хельга 24 Jun 2019, 16:33
QUOTE (sაlოmეa @ 24 Jun 2019, 16:19 )
ეს ხალხი გადამრევს
სერიოზულად რო უსმენენ და რჩევებს აძლევენ




რა დარწმუნებული ხარ რომ ღადაობს?

Posted by: livesx11 24 Jun 2019, 16:35
არ ვიცი ,თუ მართალია გამოჯანმრთელებას გისურვებ up.gif

Posted by: anamaria77 24 Jun 2019, 16:37
აუცილებლად უნდა ჩაეირიო , მით უმეტეს თუ არის იმის საშიშრობა , რომ ეს დაავადება იმ გოგოს გადაეცემა sad.gif
თუკი ტროლაობ რა ვიცი , მე სასაცილოდ არ მიმაჩნია მსგავსს თემებზე ღლიცინი , რადგან შეიძლება ისეთი ადამიანებიც კითხულობდნენ თქვენს თემას , რომელთაც მართლა აწუხებთ მსგავსად რამე სერიოზული yes.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 24 Jun 2019, 16:38
ჰელგა
მადლობა. გამოხმაურებისთვის.
არ გავნსჯი მაგათ, რათგან,მე ვერ მაქცია ვერც ბოსტანამ უწუი-პუწების მფრქვეველად და ვერც უსათუროს კოლექტიური და აფსურდული თატრის ნაწილი არ გავხდი
ჩემს მიმართ აქვთ ფარული აგრესია...

ჩემი ბრალია,ასეთი ჰუმანისტი რომ ვარ ზოგიერთები ბოროტად იყენებენ,მაგრამ დროა მერწყულის მთავარია იარაღი ჩავრთო და დავივიწყო მაგ ხალხთან ოდესღაც
კავშირი რომ მქონდა

smile.gif

კარგი გოგო ყოფილხარ შენ
თუ ოდესმე არაბი შეიხი გახდა ჩემი ბიზნეს-პარტნიორი შენს პროფილის ჩავუგდებ და მილარდერზე გაგათხოვებ
<3

Posted by: Tengiz@@ 24 Jun 2019, 16:51
QUOTE
კარგი გოგო ყოფილხარ შენ
თუ ოდესმე არაბი შეიხი გახდა ჩემი ბიზნეს-პარტნიორი შენს პროფილის ჩავუგდებ და მილარდერზე გაგათხოვებ

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Хельга 24 Jun 2019, 16:52
QUOTE (Tengiz@@ @ 24 Jun 2019, 16:51 )
QUOTE
კარგი გოგო ყოფილხარ შენ
თუ ოდესმე არაბი შეიხი გახდა ჩემი ბიზნეს-პარტნიორი შენს პროფილის ჩავუგდებ და მილარდერზე გაგათხოვებ

lol.gif lol.gif lol.gif




რა გაცინებს? მე გავეღადავე ამას წინ მარტო არაბ შეიხებს ვეცნობი თქო givi.gif lol.gif

Posted by: Tengiz@@ 24 Jun 2019, 16:58
ჰელგა
QUOTE
მე გავეღადავე ამას წინ მარტო არაბ შეიხებს ვეცნობი თქო

და რა სიამოვნებას იღებთ შეიხის ცოლობისგან
მე-19 ცოლი იქნები წელიწადში 3 ჯერ რაღაც კონფერენციაზე წაგიყვანს.
დროს ვერსად ვერ გაატარებ ფული გექნება და ვერ დახარჯავ.
მოგთხოვს მუსულმანი გახდე და იარო შემოსილმა.

Posted by: Asklipiodotaa 24 Jun 2019, 16:59
ჰელგა
ქმარი გინდა შენ თუ ფული?

გაეღადავე არა , კრუასანი facepalm.gif

Posted by: Хельга 24 Jun 2019, 17:02
QUOTE (Asklipiodotaa @ 24 Jun 2019, 16:59 )

ქმარი გინდა შენ თუ ფული?

გაეღადავე არა , კრუასანი facepalm.gif



Tengiz@@


მყავს შეყვარებული უკვე, და კი მინდა რომ მომავალში

დავოჯახდეთ

Posted by: Tengiz@@ 24 Jun 2019, 17:27
ჰელგა
QUOTE
მყავს შეყვარებული უკვე, და კი მინდა რომ მომავალში

დავოჯახდეთ

კარგია თუ გყავს
შეიხის ცოლობით ფულს იშოვი და 1000 რამეს დაკარგავ
თავისუფლებას ბედნიერებას რჯულს და კიდე ბევრ რამეს.
როგორ ცხოვრობენ წარმოდგენაც არ გაქვს აი მიკარგულ სოფელში რო ვინმე გლეხ ბიჭს გაყვე იქ უფრო 1000 ჯერ თავისუფალი იქნები
ვიდრე შეიხის ცოლი რომელსაც არანაირი და არაფერი უფლება არა აქვს .

Posted by: Хельга 24 Jun 2019, 17:30
QUOTE (Tengiz@@ @ 24 Jun 2019, 17:27 )
ჰელგა
QUOTE
მყავს შეყვარებული უკვე, და კი მინდა რომ მომავალში

დავოჯახდეთ

კარგია თუ გყავს
შეიხის ცოლობით ფულს იშოვი და 1000 რამეს დაკარგავ
თავისუფლებას ბედნიერებას რჯულს და კიდე ბევრ რამეს.
როგორ ცხოვრობენ წარმოდგენაც არ გაქვს აი მიკარგულ სოფელში რო ვინმე გლეხ ბიჭს გაყვე იქ უფრო 1000 ჯერ თავისუფალი იქნები
ვიდრე შეიხის ცოლი რომელსაც არანაირი და არაფერი უფლება არა აქვს .




ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ყველა გოგოს თავისუფლება არუნდა

Posted by: Tengiz@@ 24 Jun 2019, 17:43
ჰელგა
QUOTE
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ყველა გოგოს თავისუფლება არუნდა

თავისუფლებაში ბევრი რამე იგულისხმება პლიუს ბედნიერება
ფულზე ბევრი თხოვდება მაგრამ გააჩნია სად თხოვდები
საქართველოში რო გათხოვდე მდიდარ ბიჭზე ფულის გამო იგულავებ მაგრამ იქ ვერ იგულავებ
ისე მკაცრად ცხოვრობენ მუსულმანი მონაზონივით იქნები ნულოვანი უფლებებით.
იქ ქალებს არაფერი უფლება არა აქვთ. მანქანზე ვერ დაჯდება საცეკვაოთ ვერ წახვალ კინოში ვერ წახვალ
ფლირტაობაზე და ეგეთ რაღაცეებზე ხო საუბარიც ზედმეტია პლიაჟზე ვერ გაიხდი/
რაღაც მდიდარულ სახლში იცხოვრებ გეყოლება მოსამსახურეები მაგრამ ამავდროულად იქნები მონა.


Posted by: kodeqsi 24 Jun 2019, 18:06
შეიხის ცოლობა იქით იყოს და ვინმე შეიხის გოგო მამაყვანინეთ რა, ვალში არ დაგრჩებით, ერთი ოციანი ბოცა, შაურმა და ასიანი ხინკალი მერე ჩემზე იყოს... იმ შეიხის მაყუთითა... givi.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 24 Jun 2019, 20:06
რაც ამ განყში გადმოვედი ერთადერთი თემა გავხსენი,სადაც სიმართლე დავწერე და არ დამიჯერეს mo.gif

ასე იცის ტროლაობამ და არასორიოზული იუზერის იმიჯის მორგებამ

mo.gif

Posted by: Хельга 24 Jun 2019, 21:06
QUOTE (Tengiz@@ @ 24 Jun 2019, 17:43 )
ჰელგა
QUOTE
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ყველა გოგოს თავისუფლება არუნდა

თავისუფლებაში ბევრი რამე იგულისხმება პლიუს ბედნიერება
ფულზე ბევრი თხოვდება მაგრამ გააჩნია სად თხოვდები
საქართველოში რო გათხოვდე მდიდარ ბიჭზე ფულის გამო იგულავებ მაგრამ იქ ვერ იგულავებ
ისე მკაცრად ცხოვრობენ მუსულმანი მონაზონივით იქნები ნულოვანი უფლებებით.
იქ ქალებს არაფერი უფლება არა აქვთ. მანქანზე ვერ დაჯდება საცეკვაოთ ვერ წახვალ კინოში ვერ წახვალ
ფლირტაობაზე და ეგეთ რაღაცეებზე ხო საუბარიც ზედმეტია პლიაჟზე ვერ გაიხდი/
რაღაც მდიდარულ სახლში იცხოვრებ გეყოლება მოსამსახურეები მაგრამ ამავდროულად იქნები მონა.




ხოდა გაგეცი პასუხი, ყველას გულავი და ტანცაობა არუნდა,
საკმაოდ ბევრს ვიცნობ სამსახურიდან გამომდინარე, მშვენივრად
ყავთ ცოლები, ზედ ყვებიან, ყველა ჩადრით არ დადის კიდო,
თურქეთიც მუსულმანური ქვეყანაა და კი აჯობა საქართველოს


biggrin.gif

Posted by: La_La_Land 24 Jun 2019, 21:11
მიდი იმ გოგოსთან და უთხარი ავთოს გეგმა
რად უნდა ამდენი ტვინის ტყვნა? drug.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 24 Jun 2019, 21:15
La_La_Land
რატომ ხარ ჩემს მიმართ ყოველთვის აგრესიულად განწყობილი თოვლი ?
ჰა,არასოდეს შენთვის ცუდი არ მიკადრებია,მარა სულ მებრძვი smile.gif



Posted by: alesandra 24 Jun 2019, 22:12
ჯიმ"მორისონი
QUOTE
წუხელ ერთმა მეგობარმა მირჩია არ ჩავერიო,მაგრამ როგორ არ ჩავერიო...
ძაან დაბნეული ვარ აი ძაან


მე ჩავერეოდი.

Posted by: t-90 25 Jun 2019, 00:07
ა ანუ
\შენ თვალწინ შენი ძმაკაცი ნაბოზრობას აკეთებს და ამას უყურებ მშვიდად?
მე შენს ადგილას გავიფენდი ძმაკაცს.
ნუ ცხადია აბსოლუტურად რო

Posted by: ჯიმ"მორისონი 29 Jun 2019, 16:36
ვუთხარი და მართალია ძალიან ცუდად
ვგრძნობ თავს, მაგრამ ცოტა ამოვისუნთქე
smile.gif

Posted by: Хельга 29 Jun 2019, 22:07
QUOTE (ჯიმ"მორისონი @ 29 Jun 2019, 16:36 )
ვუთხარი და მართალია ძალიან ცუდად
ვგრძნობ თავს, მაგრამ ცოტა ამოვისუნთქე
smile.gif




როგორი შედეგი გამოიღო?

Posted by: ჯიმ"მორისონი 29 Jun 2019, 22:12
ჰელგა
გაებუტა გოგო

ნუ მე სხვაგან ვარ სამკურნალო-დასასვენებლად და მეტი აღარაფერი ვიცი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)