#51806494 · 9 Dec 2017, 17:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით მეგობრებო, გვინდა დახმარება/კონსულტაცია.
მოკლედ საქმე იმაშია რომ ვცხოვრობთ სახლში 6 ოჯახი (მთაწმინდაზე ძველი აშენებული), რომელიც პირდაპირ დგას მთავარ ქუჩაზე. ჩვენს საკადასტრო კოდზე ასევე არის რამდენიმე შენობა, რომელიც დგას ჩვენი სახლის უკან. ე.წ იტალიურ ეზოში.
გვაქვს სურვილი რომ გავემიჯნოთ იტალიურ ეზოს რადგანაც ბევრ მაცხოვრებელთან გვაქვს პრობლემა საერთო საკითხების გადაწყვეტაზე. კერძოდ ჩვენი სახლის საერთო სარგებლობის ფართებს მიიჩნევენ საკუთრებად როცა ინვესტორთან მიდის საუბარი, ხოლო როცა ხარჯია გასაღები, მაგ. გამაგრება და ამ საერთო ფართების რეაბილიტაციისთვის მაშინ მხოლოდ ჩვენი თავსატკივარია.
ერთი სიტყვით წლებია სახლი იშლება და საკითხებს ვერ ვაგვარებთ ამათ გამო, შესაბამისად გვაინტერესებს როგორ არის შესაძლებელი რომ გავემიჯნოთ, რა სამართლებრივი გზები არსებობს?
--------------------
ამერიკის შეერთებული ტაშტები
|