Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > კოღო მყავს და ბიძინა დავარქვი - ოქრუაშვილი ისე მკბენს


Posted by: aneri 13 Aug 2019, 19:30
იუმორი კარგი აქვს ოქრუაშვილს lol.gif



„დილას კოღოს ხმამ გამაღვიძა. არ მოვკალი, გამოველაპარაკე და ბიძინა დავარქვი“, - ამის შესახებ „გამარჯვებული სასქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც მატროსოვის ციხეში იმყოფება.

„ადვილი არაა სამარტოო საკანში ყოფნა, როდესაც არც დამლაპარაკებელი გყავს და არც ტელევიზორი გაქვს. დილას კოღოს ხმამ გამაღვიძა. თავიდან ვიფიქრე მოვკლავ მეთქი, მაგრამ მალევე გადავიფიქრე. - მაინც მარტო ვარ და ის მაინც მყავდეს თანამოსაკნედ მეთქი გავიფიქრე. ცოტა ხანში გამოველაპარაკე და ვიფიქრე ასე უსახელოდ ხომ არ ვესაუბრები , რაღაც სახელს დავარქმევ მეთქი. სახელის შესარჩევად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია და ორ წუთში ბიძინა დავარქვი,აბა სხვა რა სახელს დავარქმევდი ,როდესაც მისი ერთადერთი ფუნქცია საკანში ისაა , რომ მე მიკბინოს და სისხლი ამომწოვოს, როგორც ნამდვილი ბიძინა წოვს სისხლს ქვეყანას. თითქოს მიეჩვია და გაითავისა სახელი. საკნის ბოლოში რომ იჯდეს და ბიძინა დავუძახო, ეგრევე მოფრინავს. როდესაც მკბენს , ვაგინებ და აშკარად ესმის . როდესაც დაფრინავს ან სადმე ზის , ვესაუბრები ფილოსოფიაზე, სახელმწიფოს მოწყობაზე, ქვეყნისა და ხალხის სიყვარულზე, მაგრამ ჭკუა, მისი ზომებიდან გამომდინარე ,ზუსტად იმხელა აქვს , რაც ნამდვილ ბიძინას და თავში არაფერი შესდის. ახლა ვფიქრობ რა მეთოდი მოვიგონო ისეთი, რომ მის პენტიუმ 0,0000005 -იან თავში რამე შევიდეს, კი მკბენს და მწოვს სისხლს, მაგრამ მოსაკლავად მაინც მეცოდება . როგორც ყველაფერს თავისი დასასრული აქვს, კოღოს ცხოვრებაც სადღაც უნდა დასრულდეს. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ,საარჩევნო უბნები რომ დაიკეტება ,ზუსტად 8 საათზე „მოვკლავ“.

P.S რომ მოვნათლე და ბიძინა დავარქვი კი ვუტრიალე მკვდარი და ცოცხალი. თუ მაინც მიჭერდი შე დედამო....ლო კობა კოშაძეს რაღას იჭერდი, კაცს თავისი ტრაგიკული ცხოვრება და გაჭირვება ეყოფოდა მეთქი“, - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი.
https://2020news.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/item/21179-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A6%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98?fbclid=IwAR2BStasble-a5QGUtf7m3zezQthdMXWia2zQW25pW4eEGR-mz4lNdhHGTc


Posted by: В.И. Ленин 13 Aug 2019, 19:42
QUOTE
ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც მატროსოვის ციხეში იმყოფება

კარგად მოწყობილა.

იმედია ნიკუშას ტეტრისი მაინც ექნება

Posted by: zigmundi32 13 Aug 2019, 19:43
QUOTE
ადვილი არაა სამარტოო საკანში ყოფნა, როდესაც არც დამლაპარაკებელი გყავს და არც ტელევიზორი გაქვს.

დარწმუნებულია საერთო კამერაში გლდანის ციხეზე რომ უნდა ჯდომა
აბა დაიგინოს? biggrin.gif

Posted by: CORVIALE 13 Aug 2019, 19:48
იიიიიიიიიიიიი
სად გავიცინოთ ოქრუააანთ ბიჭო?
ჩახედე მიშას თვალებში?

ვახ რა დონეზე ვართ... vik.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: picpic 13 Aug 2019, 19:51
ეტყობა კოღო და ლომი არ უსწავლია (თუ რა ქვია მაგას?!...)

QUOTE
თავიდან ვიფიქრე მოვკლავ მეთქი, მაგრამ მალევე გადავიფიქრე

ეს რომელმა თქვა, კოღომ თუ ოქრუაშვილმა?!

Posted by: kactus 13 Aug 2019, 19:56
picpic
QUOTE
ეტყობა კოღო და ლომი არ უსწავლია (თუ რა ქვია მაგას?!...)

QUOTE
თუ რა ქვია მაგას?!...)

თაგვი და ლომი

Posted by: picpic 13 Aug 2019, 19:59
QUOTE (kactus @ 13 Aug 2019, 19:56 )
picpic
QUOTE
ეტყობა კოღო და ლომი არ უსწავლია (თუ რა ქვია მაგას?!...)

QUOTE
თუ რა ქვია მაგას?!...)

თაგვი და ლომი

ვაი ჩემს პატრონს უბედურს facepalm.gif

კოღო და ლომი საიდან მომაბოდიალდა?

კაშმარ!

Posted by: dega 13 Aug 2019, 19:59
ასეთ დამნაშავეებზე უნდა იყოს ქონების და ბიზნესის სრული ჩამორთმევა
და მერე ვნახავ როგორ იოხუნჯებენ ხოლმე კამერებიდან
ვენაცვალე კომუნისტებს
მოიპარა?დააზარალა სახელმწიფო?
დასვამდა მთელი ცხოვრება ნულზე მას და მის ოჯახს

Posted by: მამაო ენუქი 13 Aug 2019, 20:01
QUOTE
ასეთ დამნაშავეებზე უნდა იყოს ქონების და ბიზნესის სრული ჩამორთმევა
და მერე ვნახავ როგორ იოხუნჯებენ ხოლმე კამერებიდან
ვენაცვალე კომუნისტებს
მოიპარა?დააზარალა სახელმწიფო?
დასვამდა მთელი ცხოვრება ნულზე მას და მის ოჯახს

პახოდუ მატროსოვზე არ უნდა სვამდნენ, შეაგდონ ზონაზე.

Posted by: kactus 13 Aug 2019, 20:05
picpic
QUOTE
ვაი ჩემს პატრონს უბედურს 

კოღო და ლომი საიდან მომაბოდიალდა?

კაშმარ!


ამ საგიჟეთში კიდევ კარგად ვართ,მონ შეღ picpic.

Posted by: gubaz_merve 13 Aug 2019, 20:09
ქოცები რომ მოვიდნენ უამრავი ავაზაკი პოლიტპატიმრის სტატუსით გამოყარეს გარეთ,ეხლა რა ხდება პროჭის ჟიმჟიმმა იცის?

Posted by: dzogi 13 Aug 2019, 20:15
picpic
kactus

კოღო და ლომი
კოღომ ლომი საომრად გამოიწვია. ლომს ეს სასაცილოდ არ ეყო, კოღოს კი ძალიან ეწყინა. გაბრაზებული გაექანა და ლომს ჯერ ცხვირში, შემდეგ კი დრუნჩებში დაეძგერა. ლომი გამწარდა, იფიქრა კოღოს მოვკლავ და მოვისვენებო. ბრჭყალებით მთელი ცხვირ-პირი დაიკაწრა, კოღო კი ვერა და ვერ მოკლა.

ბოლოს დაღლილ-დაქანცული მიწაზე მიეგდო.

გამარჯვებული კოღო კი შინისკენ გაფრინდა - დახეთ, ნადირთა მეფეს როგორ მოვერიეო! უცებ კოღომ ვერც კი შენიშნა, ისე გაიხლართა ობობის ქსელში. მორთო ყვირილი: - მიშველეთ! მიშველეთ! ძლიერ ლომს მოვერიე და ამ წუწკი ობობისგან როგორ უნდა დავიღუპოო!

ანდაზა: "მჯობნის - მჯობნი არ დაილევაო"

Posted by: picpic 13 Aug 2019, 20:21
QUOTE (dzogi @ 13 Aug 2019, 20:15 )
picpic
kactus

კოღო და ლომი
კოღომ ლომი საომრად გამოიწვია. ლომს ეს სასაცილოდ არ ეყო, კოღოს კი ძალიან ეწყინა. გაბრაზებული გაექანა და ლომს ჯერ ცხვირში, შემდეგ კი დრუნჩებში დაეძგერა. ლომი გამწარდა, იფიქრა კოღოს მოვკლავ და მოვისვენებო. ბრჭყალებით მთელი ცხვირ-პირი დაიკაწრა, კოღო კი ვერა და ვერ მოკლა.

ბოლოს დაღლილ-დაქანცული მიწაზე მიეგდო.

გამარჯვებული კოღო კი შინისკენ გაფრინდა - დახეთ, ნადირთა მეფეს როგორ მოვერიეო! უცებ კოღომ ვერც კი შენიშნა, ისე გაიხლართა ობობის ქსელში. მორთო ყვირილი: - მიშველეთ! მიშველეთ! ძლიერ ლომს მოვერიე და ამ წუწკი ობობისგან როგორ უნდა დავიღუპოო!

ანდაზა: "მჯობნის - მჯობნი არ დაილევაო"

შენ გაიხარე!!!

დაზაფრული ვიყავი



kactus vik.gif

Posted by: kactus 13 Aug 2019, 20:27
picpic
......................................


Posted by: meamboxevar 13 Aug 2019, 20:53
ახლა კიღოებს ელაპარაკება და ღადავის ხასიათზეა. მაშინ ხალხს მიმართავდა ტელევიზორებიდან ქვეყნის დამაქცევარი ვარო.. შეადარეთ.

Posted by: Sheffield 14 Aug 2019, 03:46
CORVIALE
QUOTE
იიიიიიიიიიიიი
სად გავიცინოთ ოქრუააანთ ბიჭო?
ჩახედე მიშას თვალებში?

ვახ რა დონეზე ვართ...  

ამ დონეზე :დ

user posted image

Posted by: LEGOshark 14 Aug 2019, 04:13
QUOTE (Sheffield @ 14 Aug 2019, 03:46 )
CORVIALE
QUOTE
იიიიიიიიიიიიი
სად გავიცინოთ ოქრუააანთ ბიჭო?
ჩახედე მიშას თვალებში?

ვახ რა დონეზე ვართ...  

ამ დონეზე :დ

user posted image

ეს სიმართლეა თუ ღადაობ gigi.gif lol.gif

Posted by: kactus 14 Aug 2019, 09:15
Sheffield
არა,ეს ბაკურ სვანიძე რაც არის კი ვიცი,მაგრამ
QUOTE
ეს სიმართლეა თუ ღადაობ


Posted by: senpai 14 Aug 2019, 09:30
QUOTE
„დილას კოღოს ხმამ გამაღვიძა. არ მოვკალი, გამოველაპარაკე და ბიძინა დავარქვი

lol.gif lol.gif

Posted by: chombe 14 Aug 2019, 09:33
meamboxevar
QUOTE
ახლა კიღოებს ელაპარაკება და ღადავის ხასიათზეა. მაშინ ხალხს მიმართავდა ტელევიზორებიდან ქვეყნის დამაქცევარი ვარო.. შეადარეთ.

უჰ... რას ამბობთ, სხვაობაა უ ზ ა რ-მ ა ზ ა ა რ ი (ეს უკანასკნელი სიტყვა იმ აქცენტ–ტონალობაშია ნათქვამი–ჩვენი "ხიპსტერიმინდავიყო" მერი რომ იძახოდა, ლოგოპედებთან და დახვეწილობის მასწავლებლებთან სიარულამდე)



dega
QUOTE
ვენაცვალე კომუნისტებს
მოიპარა?დააზარალა სახელმწიფო?
დასვამდა მთელი ცხოვრება ნულზე მას და მის ოჯახს

ანდაც თლათუკეთესი:

user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)