წიქარაკონკრეტული ნივთი არ ამირჩევია უბრალოდ ღირებულება და წონა შევავსე და მასეთი შედეგი მივიღე,წარმატებებს გისურვებთ , usa2georgia 7დოლარს იღებს,და თქვენ თუ ნივთის შესყიდვაში 48 ლარს იღებთ ნამეტანია.
მაგალითისთვის ავიღოთ აი ეს ნივთი:
http://www.amazon.com/Sony-DSC-W330-Digita...04439723&sr=1-3ღირებულება: 157.77$ დღევანდელი კურსით არის 260.004143 ლარი ნუ გრუბად რო ვთქვათ 260 ლარი
წონა:ამაზონზე მითითებული ოფიციალური რიცხვი:
Shipping Weight: 1 pounds
გადაზიდვები წონა: 1 გირვანქა
1 pound = 0.45359237 kilograms
აქედან გამომდინარე წონა: 0.5 კილოგრამი
შევაჯამოთ:
ფასი: 260 ლარი
წონა: 0.5 კილოგრამი
ახლა გამოვთავლოთ:
მივიღეთ ფასი: 308.8575 ლარი ლარი ანუ გრუბად რო ავიღოთ 310 ლარი.
ეხლა აქედან გადაზიდვის თანხა არის 7 დოლარი ანუ გრუბად 12 ლარი
გამოდის რომ ამაზონზე შესყიდვისთვის იღებთ 38 ლარს.
და ეს ყველაფერი არ არის მემგონი როგორც წესებში ვნახე.
თუ ნივთის ღირებულება 300ლარზე მეტია და ამ შემთხვევაში ნამდვილად მეტია მე მიწევს ასევე განბაჟებაც,რაც ცალკე ხარჯებთანაა დაკავშირებული.
და განბაჟება შემდეგი სახითაა:
ტრანსპორტირებისა და პროდქუციის ღირებულების 18%-ს დამატებული დეკლარაციის ღირებულება 15 ლარი.ჩემს შემთხვევაში გამოდის 64 ლარი განბაჟება.
--------------
ასე რომ საბოლოო ჯამში 260 ლარიანი ნივთი შეიძლება ბოლოს 375 ლარიი დამიჯდეს.ხოლო ეს ნივთი დღესდღეობით მობის მაღაზიაში ღირს 380 ლარი და რატომ ველოდო 10 დღე ჩამოტანას
არ მირჩევნია რომ გადავიხადო 10 ლარით მეტი და დღესვე ვიყიდო და ასევე ჩემი თვალით ვნახო რას ვყიდულობ + ამას გარანტიაც მოყვება.
ასე რომ დაფიქრდით ვინც ამაზონზე ამ კომპანიის მეშვეობით შეიძენთ ნივთს ნამდვილად გიღირთ თუ არა.
არ ჩათვალოთ რომ მე რომელიმე კონკურენთი ფირმის წარმომადგენელი ვარ არამედ უბრალოდ მაღელვებს იმ ხალხის ბედი ვინც ისარგებლებს ამ სერვისით.თუ თანხას დააკლებთ და ელემენტარულ დაკლიკებაში და ვიზა ბარათის ქონაში თითოეული კლიენტიდან 40 ლარს არ აიღებთ,მაშინ გაგეზრდებათ მსურველთა რიცხვიც
აუფ რა გავილექსე
This post has been edited by datagonashvili on 3 May 2011, 20:37