პატრონი ჰყავს? გათხოვილია? – როგორ ესხმიან თავს საჯარო მოხელეები და „ოცნების აქტივი“ ქალს
https://batumelebi.netgazeti.ge/news/431399/ცაგო კახაბერიძე - 26.08.2022
მათ არ იციან და არც აინტერესებთ, რას აპროტესტებს აქტივისტი, რა გადაწყვეტილებამ გააღიზიანა.მთავარი ფოტო: ირმა ზოიძის პროტესტი ბათუმის საკრებულოში. ის აპროტესტებს ბათუმის ბულვარის
განაშენიანების გეგმიდან „ამბასადორის“ შესახებ ამ ჩანაწერის ამოღებას – „შეუსაბამო ნაგებობა“.
პროტესტი ბულვარში აშენებული „ამბასადორის“ გამო
https://www.facebook.com/watch/?v=586088639673296ბათუმის საკრებულოს სხდომაზე აქტივისტი ირმა ზოიძე აპროტესტებს ბულვარის
გენგემიდან "ამბასადორის" ბულვარისთვის შეუსაბამობაზე ჩანაწერის ამოღებას.
მაგიდაზე ხელების ან რაიმე ნივთის ბრახუნი დემოკრატიული ქვეყნებში ძალიან ხშირად გამოიყენება, როგორც პროტესტის ფორმა.
***
სტატია სრული სახით:
სამოქალაქო აქტივისტი ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად მაგიდაზე აბრახუნებს – ამ პროცესის ამსახველ ვიდეოკადრებს, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით, ფეისბუქის გვერდზე საჯარო მოხელეები და „ოცნების“ აქტივი ავრცელებს. გვერდი „ფსიქიატრიული ოთახი 5.2.5“ კი ვიდეოს ავრცელებს წარწერით: „ჩვენი ბათუმელი პაციენტი ნაციონალური მოძრაობიდან“. ამავე წარწერით კადრებს ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, თენგიზ აფხაზავა, საკუთარ გვერდზე აზიარებს.
როცა სისტემა ერთი მოქალაქის ჩაგვრაზე მობილიზაციას აცხადებს
თენგიზ აფხაზავას გვერდზე გაზიარებულმა კადრებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კომენტარებში აქტივისტს დასცინიან, ლანძღავენ, აგინებენ, აყენებენ შეურაცხყოფას. კომენტარების მიხედვით ნათლად ჩანს, რომ აქტივისტი ირმა ზოიძე საკრებულოს წევრი ჰგონიათ „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლანძღავენ მას, გიჟად მოიხსენიებენ და წერენ: „გააგდეთ მაქედან“.
თენგიზ აფხაზავამ კარგად იცის, რომ ირმა ზოიძე წლებია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დამცველია და ბათუმის განაშენიანებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მწვავედ აკრიტიკებს. „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ ასევე კარგად იცის, რომ ის არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და არც საკრებულოს, მაგრამ საკრებულოს წევრი საკუთარ გვერდზე ერთხელაც არ მიანიშნებს ამაზე. ის იმაზე, რაც მის გვერდზე აქტივისტის მიმართ ხდება, არ გრძნობს რაიმე უხერხულობას.
აქტივისტს, ამომრჩეველს, რომელმაც ბულვარის, როგორც ძეგლის დასაცავად ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის გადაწყვეტილება მაგიდაზე ბრახუნით გააპროტესტა, „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ უპასუხა ვიდეოს გაზიარებით, რომელსაც აწერია: „ფსიქიატრიული პაციენტი – ნაციონალური მოძრაობიდან“.
როგორც ჩანს, გვერდი „ფსიქიატრიული ოთახი 5.2.5“ „ოცნების“ მომხრეებმა შექმნეს, აქ მხოლოდ მათ აქილიკებენ, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, გარკვეული ჭორების გასამყარებლად კი ფოტომონტაჟს იყენებენ.
თენგიზ აფხაზავას ვკითხეთ, თუ უქმნის რაიმე უხერხულობას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქტივისტის მიმართ ატეხილი კამპანია. გვეუბნება, რომ აინტერესებს, როცა საკითხს ასე ვსვამთ, რატომ არ ვითვალისწინებთ ამ აქტივისტის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, რაც ასევე მწვავე და შეურაცხმყოფელია მათთვის.
ვიდეო, რომელშიც აქტივისტი ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად მაგიდაზე აბრახუნებს, ერთი გვერდიდან 140-მა პირმა გააზიარა, მათ შორის არიან საჯარო მოხელეები არამხოლოდ ბათუმიდან. კომენტარებს წერენ ქობულეთის, ქუთაისის მერიის თანამშრომლები, საჯარო მოხელეები ზესტაფონიდან, სამეგრელოდან, ბათუმის მერიაზე დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან და ასე შემდეგ.
მათ არ იციან და არც აინტერესებთ, რას აპროტესტებს აქტივისტი, რა გადაწყვეტილებამ გააღიზიანა.
მათი უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ირმა ზოიძე საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ეს საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ უშვერი სიტყვებით აგინონ და გიჟად გამოაცხადონ.
აქტივისტის პროტესტის გასაქილიკებლად კომენტარებში თენგიზ აფხაზავას მხარდაჭერა ყოფილმა თანამშრომლებმა გამოუცხადეს „ბათუმის ბაღების გაერთიანებიდან“. მაგალითად, ნატალია ცინცაძე, რომელსაც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უწერია, რომ ბათუმის #23-ე საბავშვო ბაღის თანამშრომელია, ირმა ზოიძის აქტივობას ასე ხნის: „…ზაფხულია, ცხელა, ცხელა“, მას „ბაღების გაერთიანების“ თანამშრომელი ია ყალიჩავა პასუხობს, რომ „ზამთარშიც არანაკლებ“.
„რა უნდათ ასეთ დებილებს საკრებულოში?“ – სვამს კითხვას თამაზ ზაქარაძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მას მითითებული აქვს, რომ ის „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელია. მასაც ირმა ზოიძე საკრებულოს წევრი ჰგონია.
კომენტარებში წერენ: „საწყალი“, „სამარცხვინო“, „პატრონი არ ჰყავს?“, „სასწრაფოს გამოუძახეთ ვინცხამ“, „მაგას ფსიქიატრიულიც ვეღარ უშველის“, „დასცხა და იქროლებს“ და ასე შემდეგ.
ამ კომენტარებში გადაჭარბებული მონდომებითა და ორიგინალურობით გამოირჩევიან „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ თანამშრომლები. მათ შორის ერთს, თენგიზ მესხიძეს, აინტერესებს, ეს აქტივისტი „გათხოვილია თუ არა.“
თენგიზ მესხიძე მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, შესაბამისად ბათუმის მერიის თანამდებობის პირია.
„რა გვარია ეს ქალი? აქამდე რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციაში იყო, ყველგან ეტენებოდა და ბოლოს მიუღწევია საკრებულოს დეპუტატობისთვის. გათხოვილი თუ არის?“. თენგიზ მესხიძის ამ კითხვას ვინმე დარეჯან ბარაბაძე პასუხობს: „გასათხოვი თუა, ვინ ითხოვს და გათხოვილი თუა – უბედური ის ოჯახი“. ეს კომენტარი თენგიზ მესხიძეს მოსწონს. მისივე ფეისბუქგვერდის თანახმად, დარეჯან ბარაბაძე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მუშაობს.
თავად თენგიზ მესხიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კომენტარი არ დაუწერია და ფეისბუქის გვერდი მისი სახელითა და გვარით, მისი და მისი ოჯახის ფოტოებით, სინამდვილეში მას არ ეკუთვნის: „მაგას გავარკვევ ვისია, კომენტარებს საერთოდ არ ვწერთ-მეთქი გეუბნებით, მე არ დამიწერია“.
კომენტარისგან თავი ვერც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა, გელა შაინიძემ შეიკავა.
„ნახე, როგორ უბერავს. ეს ალბათ რეგლამენტით დაშვებულია, ვინაიდან არავინ არ უშლის ხელს“, – წერს ის და მასაც ირმა ზოიძე საკრებულოს წევრი ჰგონია. მისი კომენტარი მოსწონს თენგიზ მესხიძეს.
გელა შაინიძე მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსია. მასაც დავურეკეთ, კითხვა მოისმინა და ტელეფონი გამორთო – „ღელეში ვარ და მეთიშებაო“.
„პატრონი ჰყავს?“ – კითხულობს მერაბ შავაძე, როგორც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვს მითითებული, ის „საქაერონავიგაციაში“ მუშაობს, „ოცნების“ მხარდამჭერია და ბიძინა ივანიშვილთან ერთად ფოტოს გადაღებაც მოუხერხებია.
საქმეში საარქივო სამმართველოს უფროსი მაკა ივანიშვილიც ჩაერთო. მან ორი კომენტარი დაწერა: „არიქა, უშველეთ – ბნედის შეტევა აქვს“, „სასწრაფოს გამოუძახეთ ვინცხამ.“
„სულით ავადმყოფი. მისი ადგილი საკრებულოში არ არის. პროტესტის გამოხატვა სხვა ფორმით შეიძლება, ცივილურად და არა ქაჯური მოქმედებებით. და ასეთებს სურს მთავრობის ცვლილება?“ – წერს თინათინ რომანაძე, რომელსაც უწერია, რომ უმაღლეს საბჭოში მუშაობს. უმაღლეს საბჭოში გვითხრეს, რომ თინათინ რომანაძე მათი თანამშრომელი არ არის.
განსხვავებული რაკურსით გადაღებული იგივე კადრი – მაგიდაზე ბრახუნი – თენგიზ აფხაზავამ გაბი კამაევის ფეისბუქის გვერდიდანაც გააზიარა. გაბი კამაევი 22 აგვისტოს სხდომას თავად ესწრებოდა და, როგორც ჩანს, თავად გადაიღო კადრები, რაც შემდეგ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა წარწერით: „ღმერთო, გადამარჩინე თაკო არ მყოფნიდა პარლამენტში და ბათუმის საკრებულოშიც შემემატა ისეთივე“. ის „ოცნების“ მხარდამჭერია და საკრებულოს სხდომაზე სელფიც გადაიღო საკრებულოს თავმჯდომარესა და მის მოადგილესთან. ცოტა ხნის წინ კი „უცნობის“ გადაცემაში სტუმრად იყო მიწვეული.
აქტივისტის კადრები კონტექსტიდან ამოგლეჯილად საკრებულოს კიდევ ერთმა წევრმა „ოცნებიდან“, რიჩარდ სირაბიძემაც გააზიარა. იდენტური შინაარსის კომენტარებს მის გვერდზეც წერენ.
გიგა თხილაიშვილი, რომელსაც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მითითებული აქვს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელია, წერს: „ბათუმის მერიამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს 2023 წლის ბიუჯეტში ერთი იზოლირებული (კლეტკიანი) მაღალი გამავლობის ავტომობილი, რათა უსაფრთხოდ იყვნენ გადაყვანილები ხელვაჩაურის დისპანსერიაში. “
„ბათუმის წყლის“ თანამშრომელი, სოფო სულამანიძე კი წერს: „ფუი ეშმაკს“.
რიჩარდ სირაბიძის გვერდზე კომენტარებში საკრებულოს წევრის ბაჩი მექვაბიშვილის კომენტარიც შეგვხვდა. ის თავადაც ჩანს გავრცელებულ კადრებში. საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წერს: „რა ლამაზად გამოვიყურები, მაგრამ სათვალეებით უფრო“.
ბაჩი მექვაბიშვილი საკრებულოს სხდომაზე თავადაც არანაკლებ მწვავედ აპროტესტებდა იმ გადაწყვეტილებას, რასაც აქტივისტი ირმა ზოიძე. მას ვკითხეთ, იფიქრა თუ არა იმაზე, როგორ გაიგებდა მკითხველი მის ხუმრობანარევ კომენტარს, რომელიც ინფორმირებული არ არის რა მოხდა საკრებულოში? – საკრებულოს წევრის თქმით, მისთვის ყველა სახის პროტესტი მისაღებია ისეთ გადაწყვეტილებაზე, როგორიც იმ დღეს „ოცნებამ“ მიიღო:
„ეს იყო ხალხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. რაც შეეხება აგრესიულ პროტესტს, თვითონ არიან აგრესიულები. იმ დღეს საკრებულოს წევრმა გოგუაძემ დამიძახა, თვალებს რას გვიყლეპო, როცა ჩემი პროტესტი გამოვხატე და სათვალე გავიკეთე, აი, რომ არ მოგეჩვენოს რაიმე-მეთქი. რაც შეეხება იმას, რატომ არ გამოვეხმაურე ამ ამბავს სერიოზულად, არ ვთვლი თავს ვალდებულად, მათ ავყვე და გამოვეხმაურო ასეთ პოსტებში. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს გარჩევა. იმდენი დეზინფორმაცია ვრცელდება, გარჩევას თუ ვერ ისწავლი, ვერაფერს გაიგებ სწორად.“
არც ერთ ვიდეოს, რომელიც აქტივისტ ირმა ზოიძის ბრახუნით პროტესტის გამოხატვას ასახავს, არ ახლავს არანაირი განმარტება, რას და რატომ აპროტესტებდა ის, თუმცა ეს არავის აინტერესებს. მოქალაქეების დიდი ჯგუფი, რომელიც ამ კადრებს კომენტარებში ეხმაურება, დასცინის და აგინებს მას, მიიჩნევს, რომ ირმა ზოიძე საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მათ შორის ბევრი საჯარო მოხელეა, ბევრი კი – „ოცნების“ აქტივისტი, რაც მათი ფეისბუქის გვერდიდანაც დასტურდება.
მაგიდაზე ხელების ან რაიმე ნივთის ბრახუნი დემოკრატიული ქვეყნებში ძალიან ხშირად გამოიყენება, როგორც პროტესტის ფორმა.
___
მთავარი ფოტო: ირმა ზოიძის პროტესტი ბათუმის საკრებულოში. ის აპროტესტებს ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმიდან „ამბასადორის“ შესახებ ამ ჩანაწერის ამოღებას – „შეუსაბამო ნაგებობა“.
ბათუმის მერია ბათუმის საკრებულო
This post has been edited by Катеньки on 31 Aug 2022, 22:58
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.