Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > ახალი სახელმძღვანელო - ქართული 12


Posted by: xachapuridze 16 Jan 2009, 20:18
ავტორები:
თამაზ ვასაძე
ნუგზარ მუზაშვილი
ნიკოლოზ ჩუბინიძე

შინაარსი
I ნაწილი
I თავი - კითხვა
ირაკლი ლომოური - შემთხვევა
ლეონიდ ანდრეევი - ბენ-ტოვიტი
ოთარ ჩხეიძე - მკითხველი
როგორ ვწეროთ ესე
რევაზ ყარალაშვილი - მხატვრული ნაწარმოების აღქმა
პრეზენტაციის შესახებ
ძურაბ კაკაბაძე - არის მკითხველი
სათაურის პოეტიკა
ჯემალ ქარჩხაძე - რაჰათ-ლუხუმი
გურამ გეგეშიძე, მერაბ მამარდაშვილი, გაო სინჯიენი - ფიქრები ლიტერატურაძე
ჰერმან ჰესე - მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა
პროექტის შესახებ

II თავი - "ბანალური კითხვები"
დიმიტრი უზნაძე - ცხოვრების აზრი
ვაჟა-ფშაველა - რამ შემქმნა ადამიანად
ბესიკ ხარანაული - ხეები
ფრანც კაფკა - წერილი მამას
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - შვილები
ბელ კაუფმანი - წერილი ჩემს განსვენებულ მასწავლებელს
ჯერომ დევიდ სელინჯერი - თამაში ჭვავის ყანაში
...........................................................................................................

მოკლედ, 550 გვერდია, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო.

Posted by: Solveig 16 Jan 2009, 22:26
QUOTE
ოთარ ჩხეიძე - მკითხველი

საწყალი ბავშვები smile.gif

შთამბეჭდავი შინაარსია, ნამდვილად..ეს არ ვიცი

QUOTE
ირაკლი ლომოური - შემთხვევა
ლეონიდ ანდრეევი - ბენ-ტოვიტი

დანარჩენი ავტორები (და ხშირად, ნაწარმოებებიც) ნაცნობი და მისაღებია smile.gif

QUOTE
ჯემალ ქარჩხაძე - რაჰათ-ლუხუმი

აუ biggrin.gif up.gif


QUOTE
მოკლედ, 550 გვერდია, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო.



მართლაც ასე ჩანს, მაგრამ უდაბნოსა შინა მღაღადებლის ხმა ხომ არ იქნება უმეტეს შემთხვევაში?

QUOTE
ავტორები:
თამაზ ვასაძე
ნუგზარ მუზაშვილი
ნიკოლოზ ჩუბინიძე

შემდგენლები, ალბათ.

Posted by: xachapuridze 16 Jan 2009, 23:05
Solveig
QUOTE
მართლაც ასე ჩანს, მაგრამ უდაბნოსა შინა მღაღადებლის ხმა ხომ არ იქნება უმეტეს შემთხვევაში?

ჩვენ ჩვენსას ვეცადოთ.
QUOTE
შემდგენლები, ალბათ.

არა, სწორედ სახელმძღვანელოს ავტორები. ტექსტები - თავისთავად.
დანარჩენ თავებს მერე ჩამოვწერ.

Posted by: Snow Crash 17 Jan 2009, 02:48
საბრალო ქართულის მასწავლებლის კრებითი სახის დანახვა იქნება საინტერესო.
საწყლები, რაც ცხოვრებაში არ წაუკითხავთ ახლა მოუწევთ.
მოსწავლემ რომ კითხოს რამე, რასაც დამხმარე სახელმძღვანელოში ვერ ამოიკითხავენ რა ეშველებათ?
მგონი ან დიდი წინააღმდეგობა იქნება ან იგნორირება.

Posted by: ialoni 18 Jan 2009, 05:10
xachapuridze
QUOTE
იკოლოზ ჩუბინიძე

შინაარსი I ნაწილი I თავი - კითხვა ირაკლი ლომოური - შემთხვევა ლეონიდ ანდრეევი - ბენ-ტოვიტი ოთარ ჩხეიძე - მკითხველი როგორ ვწეროთ ესე რევაზ ყარალაშვილი - მხატვრული ნაწარმოების აღქმა პრეზენტაციის შესახებ ძურაბ კაკაბაძე - არის მკითხველი სათაურის პოეტიკა ჯემალ ქარჩხაძე - რაჰათ-ლუხუმი გურამ გეგეშიძე, მერაბ მამარდაშვილი, გაო სინჯიენი - ფიქრები ლიტერატურაძე ჰერმან ჰესე - მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა პროექტის შესახებ

II თავი - "ბანალური კითხვები" დიმიტრი უზნაძე - ცხოვრების აზრი ვაჟა-ფშაველა - რამ შემქმნა ადამიანად ბესიკ ხარანაული - ხეები ფრანც კაფკა - წერილი მამას ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - შვილები ბელ კაუფმანი - წერილი ჩემს განსვენებულ მასწავლებელს ჯერომ დევიდ სელინჯერი - თამაში ჭვავის ყანაში


რამდენადაც ცწორად მახსოვა ბულგაკოვის ,,ოსტატი და მარგარიტა" და შატაიძის მორიგი ცერის სინდრომი აკლია

Posted by: xachapuridze 18 Jan 2009, 22:07
IIIთავი - ქალი და მამაკაცი
არონ გურევიჩი - ეროსი და კულტურა
თამაზ ნატროშვილი - მდინარენი ვერ წარღვნიან
ფრანსუა ვიიონი - ორკეცი ბალადა
ანდრე მორუა - წერილები უცნობ ქალს
ტარიელ ჭანტურია - შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე
გოდერძი ჩოხელი - ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ
რევაზ ინანიშვილი - სამი ნოველა
ერნესტ ჰემინგუეი - სპილოების მსგავსი მთები

IV თავი- სტუმარი
გერონტი ქიქოძე - სიკვდილის შიში
ლევ ტოლსტოი - ივან ილიჩის სიკვდილი
მიშელ დე მონტენი - ორთაბრძოლა
ხალილ ჯიბრანი - სიკვდილი
ვაჟა ფშაველა - მოგონება
გალაკტიონ ტაბიძე - მესაფლავე

V თავი - არჩევანი
აკაკი ბაქრაძე - ფხიზელი გონების ძალა
ვახტანგ კოტეტიშვილი - აზიისაკენ
ოქტავ მირბო - მუქთამჭამელები
ნიკო ლორთქიფანიძე - თავსაფრიანი დედაკაცი
თამაზ ნატროშვილი - რომ მომავალი ჩვენია
გურამ ასათიანი - I დიალოგი
ნუგზარ შატაიძე - კაპიკი გაკაპიკებულა, ანუ ევროპაში რა მინდოდა

VI თავი ჭეშმარიტების შესახებ

ვუდი ალენი - მივმართავ სკოლადამთავრებულებს
ლაშა იმედაშვილი - მწერლობის იმიტაცია: საეჭვოპ ბიოგრაფიის კაცი
მიხაილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა


II ნაწილი
კონსტანტინე გამსახურდია - დიდოსტატის მარჯვენა
ნიკო ლორთქიფანიძე - მრისხანე ბატონი
ოთარ ჭილაძე - ყოველმან ჩემმან მპოვნელმან
დავით კლდიაშვილი - სამანიშვილის დედინაცვალი
ჭაბუა ამირეჯიბი - დათა თუთაშხია
მიხეილ ჟავახიშვილი - ჯაყოს ხიზნები
ოთარ ჩხეიძე - ბორიაყი
რეზო ჭეიშვილი - ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია
ჯემალ ქარჩხაძე - ბიძაჩემი იონა


Posted by: Solveig 20 Jan 2009, 00:31
xachapuridze
ძალიან საინტერესო პროგრამაა...


QUOTE
ნიკო ლორთქიფანიძე - მრისხანე ბატონი

ეს რომანი არასოდეს მიყვარდა.

Posted by: Snow Crash 20 Jan 2009, 00:39
დიდი რომანებიდან ნაწყვეტები იქნება თუ როგორ?
ჯერ მაწ-ები მეცოდებოდა, ახლა ბავშვები.

biggrin.gif


Posted by: xachapuridze 20 Jan 2009, 00:43
ძალიან დიდი წიგნია. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ამის სწავლება, რა თქმა უნდა შეუძლებელია, მაგრამ იქნებ ვინმეს ხელში შემოეკითხოს....

Posted by: Snow Crash 20 Jan 2009, 01:03
იდეალურ ვარიანტში, ალბათ საზღვარგარეთის ლიტერატურა ცალკე წიგნად გავა.
მაგრამ მასწ-ების პრობლემა დადგება მწვავედ.


Posted by: xachapuridze 20 Jan 2009, 01:17
QUOTE
იდეალურ ვარიანტში, ალბათ საზღვარგარეთის ლიტერატურა ცალკე წიგნად გავა.

ჯერჯერობით გვაქვს საგანი 'ქართული ენა და ლიტერატურა'. ფაკულტატიურ საგანს თუ შემოიღებენ, არ ვიცი. მე რომ სკოლაში დავდიოდი (უხსოვარ დროში - 60-იანებში), ქართულის სახელმძღვანელოში შედიოდა ნაწყვეტები. მახსოვს, მაგალითად, 'გავროში' კიდევ რაღაც, მაგრამ მერე მოდიდან გავიდა. რუსულში ვსწავლობდით ნაწყვეტებს რუსული მწერლობის ნიმუშებიდან, ინგლისურში - ინგლისურ და ამერიკულ კლასიკას (მართალია, ძირითადად სოციალურ მოტივზე იყო დაწოლა), მაგრამ ავად თუ კარგად, ბევრი რამე ვისწავლეთ თქვენგან ყბადაღებულ საბჭოთა სკოლაში.
მოკლედ, ახალი სახელმძღვანელოს ავტორებმა იზრუნეს და წაადგება ვინმეს. სამი წლის შემდეგ გამოჩნდება აბანოში...

Posted by: xviara 20 Jan 2009, 01:19
ძალიან კარგი პროგრამაა, მაგრამ საკიტხავია რამდენად სწავლობენ მოსწავლეები ამ ყველაფერს მე-12 კლასში? მგონი არომ მე-12 კლასში მყოფები მთელ დროს საგამოცდოდ მომადებას ახარჯავენ და ეს პროგრამაც ერთგვარი წყლის ნაყვასავითაა sad.gif სამწუხაროდ

Posted by: Johnnie Walker 20 Jan 2009, 01:21
QUOTE
ფრანც კაფკა - წერილი მამას

lol.gif
ამას ატენიან ბოუშებს?
კაფკა არ არის მთელი ჩვენი ცხოვრება, ახლა იმის ზემოთ კიდევ ნაღდი კაფკა გვინდა? smile.gif

Posted by: xachapuridze 20 Jan 2009, 01:27
Johnnie Walker
QUOTE
ამას ატენიან ბოუშებს?

რა ვიცი, თუ შეიტენიან...

Posted by: pteranouka 20 Jan 2009, 01:40
xachapuridze

თუ არ ვცდები რამოდენიმე თვის წინ გამოვიდა ეს სახელმძღვანელო.
მაშინვე გამიჩნდა რამოდენიმე კითხვა:

1. რას ნიშნავს წიგნის დასახელება: "ქართული"? ქართული რა? ქართული ენა, ქართული ლიტერატურა თუ რა? ეს მოკლე ქართული 12 ცოტა უცნაურად ჟღერს

2. ქართული თუ არის უცხოელ ავტორებს რა უნდათ სახელმძღვანელოში? ანუ სახელმძღვალეო ქართული ლიტერაურის არის თუ უცხოურის?
ვუდი ალენი, კაფკა, სელინჯერი... რა ვიცი, ვითომ კარგი ნაკრებია ? !

კიდევ მქონდა რაღაც შენიშვნები, მაგრამ ამ წუთას აღარ მახსოვს
გამახსენდება და დავპოსტავ smile.gif


Posted by: xachapuridze 20 Jan 2009, 01:51
მართლაც არასწორი სახელია, მაგრამ დიდი მსჯელობის შემდეგ განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა ასე. ჯობდა ლიტერატურა 12 რქმეოდა და უხერხულობაც ნაწილობრივ მაინც მოიხსნებოდა.
QUOTE
2. ქართული თუ არის უცხოელ ავტორებს რა უნდათ სახელმძღვანელოში? ანუ სახელმძღვალეო ქართული ლიტერაურის არის თუ უცხოურის?
ვუდი ალენი, კაფკა, სელინჯერი... რა ვიცი, ვითომ კარგი ნაკრებია ? !

ნაკრები ცუდი არ არის. ავტორები შეეცადნენ, ქართული ლიტერატურისთვისაც მიეჩინათ ადგილი მსოფლიო ლიტერატურაში. თუ წიგნს გაეცნობით, ნახავთ, რომ მათ შეძლეს ამის ჩვენება.
თუმცა საკამათო, რა თქმა უნდა, ბევრია.
მთავარი მაინც ის არის, რომ თუ არ ისწავლიან, ისე მაინც წაიკითხონ. ეს კი ცოტა არ არის დღევანდელ პირობებში.

Posted by: pteranouka 20 Jan 2009, 02:04
xachapuridze

QUOTE
ჯობდა ლიტერატურა 12 რქმეოდა და უხერხულობაც ნაწილობრივ მაინც მოიხსნებოდა.

გეთანხმები, ეგ სახელი უფრო შეესაბამება წიგნის შინაარსს.

QUOTE
თუმცა საკამათო, რა თქმა უნდა, ბევრია.

ამაშიც გეთანხმები

QUOTE
მთავარი მაინც ის არის, რომ თუ არ ისწავლიან, ისე მაინც წაიკითხონ. ეს კი ცოტა არ არის დღევანდელ პირობებში.

და ამაშიც, smile.gif მაგრამ ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია რა უნდა მისცეს ბავშვს, თუნდაც მეთორმეტე კლასელს სხვადასხვა ნაწარმოებიდან ფრაგმენეტების წაკითხვამ. მაგ. "თამაში ჭვავის ყანაშის" იმ ფრაგმენტს რომ წაიკითხავს მოზარდი, რა მერე? დაინტერესდება ამ ნაწარმოებით? ზოგადი აზრი შეექმნება მასზე თუ რა? თუ უბრალოდ ეცოდინება რომ არის ასეთი სახლწოდების ნაწარმოები?

არ ვიცი რამდენად სწორად გადმოვეცი ჩემი აზრი smile.gif




Posted by: Johnnie Walker 21 Jan 2009, 10:53
pteranouka
QUOTE
ვუდი ალენი, კაფკა, სელინჯერი... რა ვიცი, ვითომ კარგი ნაკრებია ? !

ისე, სელინჯერის ქართულად წაკითხვა დიდი საცოდაობაა, თარგმანი ტუალეტშია ჩამოსაკიდი, ლურსმანზე lol.gif
(ის თაგამნი თუა, მე რომ ვიცი)

Posted by: Marietta 21 Jan 2009, 13:53
ჩემი წიგნია, მე ვსწავლობ ამით

love.gif

QUOTE
მთავარი მაინც ის არის, რომ თუ არ ისწავლიან, ისე მაინც წაიკითხონ. ეს კი ცოტა არ არის დღევანდელ პირობებში


user posted image

სასწავლო პროგრამა ცოტა სხვაგვარად წარმომიდგენია(უფროსწორად,ძველიდან გამომდინარე ვამბობ ამას მარტო),მაგრამ როგორც წიგნი,ძალიან ახლოსაა ჩემთან.
მომწონს და მისთვის ადგილი გამოინახა ჩემს თაროზე.

Posted by: annak 21 Jan 2009, 14:35
QUOTE
ახალი სახელმძღვანელო - ქართული 12, წავიკითხოთ არამოსწავლეებმაც

საკმაოდ საინტერესო პროგრამაა დიდი სიამოვნებით წავიკითხავ
yes.gif

Posted by: pteranouka 21 Jan 2009, 17:52
annak
QUOTE
დიდი სიამოვნებით წავიკითხავ

და შენი აზრი გაგვიზიარე smile.gif

Posted by: xachapuridze 21 Jan 2009, 20:12
Johnnie Walker
QUOTE
(ის თაგამნი თუა, მე რომ ვიცი)

არა, იმას ჰქვია "კლდის პირზე, ჭვავის ყანაში".
biggrin.gif
* * *
Marietta
QUOTE
მომწონს და მისთვის ადგილი გამოინახა ჩემს თაროზე.

აი, ის, ვისთვისაც წიგნი დაიწერა, როგორც დღეს იტყვიან, სამიზნე ჯგუფი.

Posted by: the_lizard_king 21 Jan 2009, 22:00
სად იყიდება და რა ღირს?

უნდა შევიძინო აუცილებლად


Posted by: xachapuridze 21 Jan 2009, 22:29
the_lizard_king
QUOTE
სად იყიდება და რა ღირს?

გამომცემლობა "დიოგენეში", კეკელიძის 6. ტელ. 96 79 71, 95 63 94
ფასი 17 ლ.

Posted by: ialoni 22 Jan 2009, 02:34
მე საშინლად არ მომწონს წიგნი, ჯერ ერთი გარეკანზე აწერია ქართული12, არადა უმჯობესია ეწეროს ლიტერატურა XII უფრო მართებული იქნება...
ყველაზე ძალიან ის უნიჭო თარგმანს რომ ასწავლიან: გაზაფხულის ერთ მცხუნვარე დღEს, საღამო ხანს, პატრიერქის ტბორებს ორი მოქლალქე ეწვია..........ეს რომ წავიკითხე დიდხანს ვხალისობდი.......... ახლა კი ბავშვებს სკოლაში ასწავლიან............. დედანში მაინც ასწავლონ.........

Posted by: Snow Crash 22 Jan 2009, 03:01
ვაი?
პრუდ-ი ტბორია?
ისე მთარგმნელიც ადამიანია, განსაკუთრებით სელინჯერთან მიმართებაში.
ბევრი ნაწ. თარგმანიდან განახევრებული გამოდის, მაგრამ სულ არაფერს ხომ მაინც ჯობია?


Posted by: annak 22 Jan 2009, 12:11
Snow Crash
QUOTE
ბევრი ნაწ. თარგმანიდან განახევრებული გამოდის, მაგრამ სულ არაფერს ხომ მაინც ჯობია?

ჰო, ძალიან ცუდი, საშინელი ნათარგმნი თუ არ არის სულ არაობას სჯობია.
ialoni
QUOTE
ახლა კი ბავშვებს სკოლაში ასწავლიან............. დედანში მაინც ასწავლონ.........

Dედანში მაგას ვერაფრით ასწავლიან დღევანდელ სკოლაში მაინც smile.gif smile.gif
რუსული არ იციან საერთოდ მოსწავლეებმა.
pteranouka
QUOTE
და შენი აზრი გაგვიზიარე

yes.gif
მე რაღაც დრო დამჭირდება, პირველივე შთაბეჭდილებას არ ვწერ
რაღაც პერიოდის შემდეგ ზუსტი შთაბეჭდილება მექმნება.
ასე რომ თუ ლოდინისთვის მზად ხარ biggrin.gif აუცილებლად გაგიზიარებ. 2kiss.gif

Posted by: Marietta 22 Jan 2009, 13:28
xachapuridze

QUOTE
აი, ის, ვისთვისაც წიგნი დაიწერა, როგორც დღეს იტყვიან, სამიზნე ჯგუფი.


აბა,უფრო მეტი მითხარი
შეურაცხყოფის სუნი მცემს
წიგნი მომწონს,დიახაც,მიუხედავად იმისა,რომ ვიცი,რა დროს და რა პირობებში შეიკრა.
მიუხედავად იმისაც,რომ ე.წ. "სახელმძღვანელოდ" არ მივიჩნევ და მიუხედავად იმისაც,რომ ამ წიგნს მეთორმეტე კლასის პირობებში თავისი დრო არ შერჩა.

მერე?

QUOTE
მე საშინლად არ მომწონს წიგნი, ჯერ ერთი გარეკანზე აწერია ქართული12, არადა უმჯობესია ეწეროს ლიტერატურა XII უფრო მართებული იქნება...


ამაში გეთანხმები

Posted by: pteranouka 22 Jan 2009, 13:32
Snow Crash
QUOTE
ბევრი ნაწ. თარგმანიდან განახევრებული გამოდის, მაგრამ სულ არაფერს ხომ მაინც ჯობია?


ნამდვილად ვერ დაგეთანხმები. ამ ასაკში მიღებული შთაბეჭდილებები ყოველთვის მძაფრად გასდევს ცხოვრებას. ანუ, მოზარდს თუ ნაწარმოები ცუდი თარგმანის გამო არ მოეწონა და გული აუცრუვდა, შეიძლება მთელი ცხოვრება აღარ მიუბრუნდეს იმ ნაწარმოებს, თუნდაც უკვე ორიგინალში წასაკითხად.

annak
QUOTE
Dედანში მაგას ვერაფრით ასწავლიან დღევანდელ სკოლაში მაინც 
რუსული არ იციან საერთოდ მოსწავლეებმა


ისე , ზოგიერთი გენიალური ნაწარმოების დედანში წასაკითხად ნამდვილად ღირს უცხო ენის შესწავლა smile.gif ოღონდ ეს ისე, საერთოდ ვამბობ biggrin.gif



QUOTE
ასე რომ თუ ლოდინისთვის მზად ხარ  აუცილებლად გაგიზიარებ. 

მზად ვარ ! (პიონერი ვიყავი ბაღნობაში) biggrin.gif

Posted by: Snow Crash 22 Jan 2009, 14:09
12-ე კლასი ის ასაკია, სადაც უმრავლესობას 'კტო ვლუბილსა კტო ჟენილსა' აინტერესებს, ანუ სიუჟეტი.
სელინჯერი იმიტომ გამოვყავი, რომ შეიძლება დასაცინი გახდეს - ნათარგმნი სლენგის გამო.
ისე ნაწარმოებების სახელები და გვარები ხომ მაინც დაამახსოვრდებათ?

პ.ს. გადის დრო, 12-ე კლასელი იზრდება, შედის წიგნის მაღაზიაში ანუ რაღაცის ყიდვა უნდა და რას გამოარჩევს?
დიდი შანსია, რომ ნაცნობ გვარს უფრო მიაქცევს ყურადღებას.

Posted by: pteranouka 22 Jan 2009, 16:09
Marietta
QUOTE
წიგნი მომწონს,დიახაც,

შეგიძლია კონკრეტულად დაასაბუთო რატომ მოგწონს? ავტორთა ნაკრები მოგწონს?


ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არ მომწონს, ავტორთა სიმრავლეა. ანუ უფრო სწორდ რომ ვთქვა, ბევრი ავტორი და ბევრი ნაწყვეტია სხვადასხვა ნაწარმოებიდან, ზედმეტად ბევრი

ისე საერთოდ, ვერასდროს ვხდებოდი, და ვერც ახლა ვხვდები რა "მუღამი" აქვს ნაწყვეტების წაკითხვას/დაბეჭდვას? წიგნის შესახებ ზოგადი შთაბეჭდილების შესაქმნელად ?

Posted by: nakash 22 Jan 2009, 17:40
QUOTE
რა "მუღამი" აქვს ნაწყვეტების წაკითხვას/დაბეჭდვას?

ალბათ რა მუღამიც აქვს ფილმის ტრეილერის გამოშვებას biggrin.gif...
რომ დაგაინტერესოს და მერე მთლიანად წაიკითხო

Posted by: xachapuridze 22 Jan 2009, 19:04
Marietta
QUOTE
შეურაცხყოფის სუნი მცემს

თავში არც კი გამივლია. სამიზნე ჯგუფი არის პირთა ის წრე, ვისთვისაც არის გამიზნული ესა თუ ის პროექტი, ამ შემთხვევაში - სახელმძღვანელო.
პირველ რიგში სწორედ მოსწავლეებისა და მასწავლებლების აზრია საინტერესო და შემდეგ - დანარჩენი მკითხველებისა.

* * *
pteranouka
QUOTE
რა "მუღამი" აქვს ნაწყვეტების წაკითხვას/დაბეჭდვას? წიგნის შესახებ ზოგადი შთაბეჭდილების შესაქმნელად ?

ეს არ გახლავთ ქრესტომათია, ეს სახელმძღვანელოა, სადაც ავტორები ცდილობენ, მოსწავლეს მიაწოდონ ის ფასეულობები, რაც ძევს ამა თუ იმ ავტორის შემოქმედებაში, უჩვენონ ამის დანახვის გზა და მიიყვანონ უმთავრესამდე. ისე, ზოგადი შთაბეჭდილებაც თუ შეექმნება 16 - 17 წლის ადამიანს, არც ეს არის ცოტა დღევანდელი ტოტალური უწიგნურობის პირობებში. "არ წავიკითხავ! - მეუბნება ერთი ბიჭი. რატომ? - ვეკითხები. " იმიტომ რომ დიდია". ამ ბიჭმა არ იცის კითხვის გემო.
ჰოდა, იქნებ გემო გაიგოს ვინმემ.

Posted by: Marietta 22 Jan 2009, 21:00
pteranouka

QUOTE
შეგიძლია კონკრეტულად დაასაბუთო რატომ მოგწონს? ავტორთა ნაკრები მოგწონს?


ჰოო
იმიტომ,რომ ამ წიგნში რამდენიმე ჩემი საყვარელი ავტორის ნაწარმოებებია(ხარანაული,ქარჩხაძე და ა.შ)
იმიტომაც,რომ წიგნის კითხვისას ზუსტად ვგრძნობ,ჩემთვისაა ეს გაკეთებული და ჩემსას ერგება
იმიტომაც,რომ წიგნის შემდგენელმა გამოიცნო,რა სახის ლიტერატურა უნდა მიეწოდებინა ამ ასაკის ადამიანისთვის
იმიტომაც,რომ დამოუკიდებელ სამყაროს ქმნის,ზუსტად მიანიშნებს წიგნის გემოზე,სუნზე და იმ ყველაფერზე,რაც დოჩანაშვილის კარცერში შეიძლება,მოხდეს

ჯერ ამაზე გავჩერდები.

QUOTE
ავტორთა სიმრავლეა


რითაა ცუდი ეს? რა მიზანსაც ემსახურება,იმის შესრულება სხვაგვარად წარმოუდგენელია,მგონი. მადლობა ღმერთს,მსოფლიოს ბევრი კარგი ავტორი ჰყავს.

QUOTE
რა "მუღამი" აქვს ნაწყვეტების წაკითხვას/დაბეჭდვას?


ნაწყვეტების კითხვით მეც არ ვარ მოხიბლული,მაგრამ ის საკმარისია იმისთვის,რომ ადგე და მთლიანად წაიკითხო.

QUOTE
ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არ მომწონს


ის,რომ ამ წიგნის რაღაც,შეიძლება,არ მომწონს, ხელს ვერ უშლის იმას,რომ ზოგადად ასეთი შეხედულება მქონდეს.

xachapuridze
QUOTE
თავში არც კი გამივლია


მაპატიე
უხეშად მომივიდა
სულ სხვა მიმართულებით წავედი მაგ სიტყვებზე. მეგონა,გულისხმობდი,საზოგადოება რასაც იმსახურებს,ის ეძლევაო. ცუდი გაგებით. ჰოოდა. .
user posted image

Posted by: pteranouka 22 Jan 2009, 22:12
Marietta
სკოლაში სწავლობ? უბრალოდ იმიტომ გეკითხები, რომ მაინტერესებს ისეთ ადამიანს თუ მოეწონა ეს წიგნი, ვისთვისაც გამიზნული იყო

QUOTE
QUOTE
ავტორთა სიმრავლეა



რითაა ცუდი ეს? რა მიზანსაც ემსახურება,იმის შესრულება სხვაგვარად წარმოუდგენელია,მგონი. მადლობა ღმერთს,მსოფლიოს ბევრი კარგი ავტორი ჰყავს.


არა, ცუდი კი არ არის, უბრალოდ ვფიქრობდი რა ჯობია დღევანდელი უწიგნური (ძირითადად) მეთორემეტე კლასებელისთვის : ნაკლები ავტორი და მთლიანი ნაწარმოები, თუ ბევრი კარგი ავტორი და ნაწარმოებებიდან ამოგლეჯილი ნაწყვეტები

nakash
QUOTE
ალბათ რა მუღამიც აქვს ფილმის ტრეილერის გამოშვებას ...
რომ დაგაინტერესოს და მერე მთლიანად წაიკითხო

ალბათ იდეა მართლა ეგ არის, მარამ ტრეილერი რამოდენიმე სხვადასხვა მომენტს მაინც გიჩვენებს მთელი ფილმიდან, და ჩვენც საერთო შთაბეჭდილება გვექმნება smile.gifაქ კი წიგნის შემდგენელმა კარგად უნდა იცოდეს თავისი საქმე რომ ერთი, მაგრამ საინტერესო ნაწყვეტი აიღოს კონკრეტული ნაწარმოებიდან biggrin.gif

xachapuridze
QUOTE
"არ წავიკითხავ! - მეუბნება ერთი ბიჭი. რატომ? - ვეკითხები. " იმიტომ რომ დიდია". ამ ბიჭმა არ იცის კითხვის გემო.
ჰოდა, იქნებ გემო გაიგოს ვინმემ.

ისე ამ ასაკში კითხვის გემო თუ არ იცის, ალბათ მომავალშიც ვერ გაუგებს გემოს... ალბათ ... user.gif

Posted by: strixnina 22 Jan 2009, 22:19
pteranouka
QUOTE
ისე ამ ასაკში კითხვის გემო თუ არ იცის, ალბათ მომავალშიც ვერ გაუგებს გემოს

დავღუპულვარ! როგორ გიყვართ იმპერატივები ძველ თაობას! biggrin.gif

Posted by: pteranouka 22 Jan 2009, 22:25
strixnina
QUOTE
დავღუპულვარ! როგორ გიყვართ იმპერატივები ძველ თაობას! 


"ძველ თაობაზე" ბოდიში მოიხადე ყმაწვილო

ჰმ, უყურე ამას aba.gif

Posted by: strixnina 22 Jan 2009, 22:29
pteranouka
----------biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Marietta 22 Jan 2009, 23:30
pteranouka

ჰოო,სკოლაში ვსწავლობ
ანუ ზუსტად ამ წიგნით

მე იმას არ ვამბობ,რომ ამ წიგნით მთლიანად აღფრთოვანებული ვარ და სხვაგვარად ვერ წარმომედგინა ეს წელი. უბრალოდ,შევამჩნიე ის ნიუანსები,წვრილმანები,რომლებიც მე მჭირდება ხოლმე. შეიძლება,მუდმივად მისით არ ვიყო დაკავებული და სულ სხვა რამის კითხვა მინდოდეს. ბუნებრივი მომენტია. ვერც ერთი წიგნი ვერ მოიცავს იმდენს,რომ სულ იცოდეს,რა გჭირდება. მაშინ მთელი მსოფლიოს ნაწარმოებები უნდა იყოს ერთად. ეს წარმოუდგენელია. ეს არის ერთი საკმაოდ კარგი კრებული,მითუმეტეს ამ ასაკისთვის. შეიძლება -არასრული,მაგრამ მაინც. ეს არის გეზი,პატარა მინიშნება ამ ასაკის ადამიანებისთვის,საით შეიძლება აქედან წავიდნენ. თუმცა ზოგადად მაინც მიმაჩნია,რომ ამ წიგნით კითხვის სიყვარულს ვერ ისწავლი. არცაა გათვლილი ამაზე. ნუ,ეს ძალიან ფართო საკითხია.
აქ ისეთი საკითხებიც ვიპოვე,რითაც უკვე დაინტერესებული ვიყავი.ნაცნობი ნაწარმოებებიც და მასთან დაკავშირებული ჩემი ცხოვრების პერიოდებიც.


QUOTE
ამოგლეჯილი ნაწყვეტები

წავიკითხავ მთლიანად
ვინ დამიშლის?

Posted by: xachapuridze 22 Jan 2009, 23:39
Marietta
QUOTE
წავიკითხავ მთლიანად
ვინ დამიშლის?

ჰოდა, ჩვენც ეგ გვინდა.

Posted by: Marietta 22 Jan 2009, 23:42
xachapuridze

ანუ თქვენი წვლილიცაა მის შედგენაში?
ვერ გავერკვიე აქამდე

Posted by: xachapuridze 22 Jan 2009, 23:46
Marietta
არა, ავტორი არა ვარ, მაგრამ მჭიდრო კავშირი მაქვს ზოგადად წიგნებთან და, კერძოდ, ამასთან.

Posted by: Marietta 22 Jan 2009, 23:49
xachapuridze

უიიჰ
ძალიან სასიამოვნოა
ჩემი გერმანულის მასწავლებლისგან ვიცი მისი შედგენის პროცესზე ცოტა რამ.

QUOTE
მაგრამ მჭიდრო კავშირი მაქვს ზოგადად წიგნებთან


კარცერის ზედამხედველო
user posted image

Posted by: WOMAN IN LOVE 24 Jan 2009, 21:23

xachapuridze
QUOTE
ჯემალ ქარჩხაძე - ბიძაჩემი იონა

მაგ ჩამონათვალში ყველაზე მაგარი თუ არ იყოს up.gif
QUOTE
ამას ატენიან ბოუშებს?

QUOTE
რა ვიცი, თუ შეიტენიან...



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif lol.gif lol.gif lol.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

xachapuridze
იყიდება ეს წიგნი? რა ღირს?

Posted by: xachapuridze 24 Jan 2009, 23:41

QUOTE
გამომცემლობა "დიოგენეში", კეკელიძის 6. ტელ. 96 79 71, 95 63 94
ფასი 17 ლ.


Posted by: chorven:) 25 Jan 2009, 01:39
QUOTE
გამომცემლობა "დიოგენეში", კეკელიძის 6. ტელ. 96 79 71, 95 63 94 ფასი 17 ლ.

გამომცემლობაშI 17, ისე ალბათ 20 და საწყალი მშობლები, 200 ლარიანი ხელფასით vis.gif

Posted by: better late than never 25 Jan 2009, 02:38
საინტერესო ჩანს წიგნის შინაარსი. წიგნის გადაუხედავად კი ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა: ის იდეა, რომ მოსწავლეები "ვალდებულების მოხდის"მიზნით მაინც გაეცნობიან ამ ლიტეარატურას დასაფასებელია. მაგრამ რამდენად შეესაბამება სასწავლო სახელმძრვანელოს, "ქართული 12" სახელწოდება არ ვიცი.
კაფკა - წერილი მამას
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - შვილები
ბელ კაუფმანი - წერილი ჩემს განსვენებულ მასწავლებელს
ჯერომ დევიდ სელინჯერი - თამაში ჭვავის ყანაში
და ლაბათ ა.შ

თუ ქართულის წიგნია, რატომა არა ქართველი ავტორები და რატომ თარგმანი, უბრალოდ იმთავითვე შეცდომაში შედის მკითხველი

Posted by: shota gagarini 25 Jan 2009, 03:29
ძალიან მესიამოვნა, როცა ვნახე , რომ ბესიკ ხარანაული შეიტანეს სასკოლო პროგრამაში. ვისურვებდი კარლო კაჭარავაც მეხილა

Posted by: EXHALATING 25 Jan 2009, 04:20
ძალიან საინტერესოა, ქარჩხაძის დანახვამ სიაში განსაკუთრებით გამახარა smile.gif
ყოველთვის მიმაჩნდა რომ სკოლაში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს მსოფლიო ლიტერატურაც,მე პირადად სურვილი მიჩნდებოდა რომ ვეფხისტყაოსნის პარალელურად მესწავლა თუნდაც ტოლსტოი ან ჰემინგუეი,და ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ რუსთაველს პატივს არ ვცემდი... ერთი რუსულის სახელმძღვანელოში იყო ხოლმე ნაწყვეტები სხვადასხვა ნაწარმოებიდან,მაგრამ ყველამ კარგად ვიცით რა დონეზე იყო და არის რუსული ენა ჩვენს სკოლებში vis.gif
ზოგი დაიწყებდა ხოლმე "ეგ სახლში წაიკითხონ",არ მესმის, თუ ბავშვებს ვაძლევთ ზოგად განათლებას იყოს ეს მართლაც ზოგადი (კარგი გაგებით biggrin.gif) და არა ვიწრო ქართული... წიგნზე კი კვლავაც გავიმეორებ, ძალიან მომწონს yes.gif
თუმცა ფასი rolleyes.gif

Posted by: xachapuridze 25 Jan 2009, 14:44
chorven:)
QUOTE
გამომცემლობაშI 17, ისე ალბათ 20 და საწყალი მშობლები, 200 ლარიანი ხელფასით 

ჰო, მართალია, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთია დღევანდელი რეალობა.

Posted by: Marietta 25 Jan 2009, 21:10
chorven:)

QUOTE
გამომცემლობაშI 17, ისე ალბათ 20 და საწყალი მშობლები, 200 ლარიანი ხელფასით 


შედეგი ისაა,რომ ბევრი ვერ იყიდის.

QUOTE
ასეთია დღევანდელი რეალობა.


ეს ვერ უშველის ამ საქმეს,თუმცა სიმართლეა.

სულ ამ წიგნით ისწავლიან?
ისე გავიგე, შეიცვლებაო

Posted by: სექსტეტი 25 Jan 2009, 21:53
ისე, დაახლოებით მსგავსი ფორმატის სახელმძღვანელოებით ასწავლის უკვე 5-6 წელია ამერიკული აკადემია (AAT) მშობლიურ ენასა და ლიტერატურას, თანაც მეცხრე კლასიდან... წიგნებს, თუ სწორად მახსოვს, "მოგზაურობა კოსმოსში" ჰქვია, და რა თქმა უნდა, არ იყიდება _ მათივე მასწავლებლების მიერაა შედგენილი.

რაც შეეხება სახელმძღვანელოს სახელწოდებას, მგონი, სწორადაც ჰქვია "ქართული" _ ქართულად აზროვნებას, წერისა და მეტყველების კულტურის ჩამოყალიბებას გულისხმობს, რასაც, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მხოლოდ ქართველი მწერლების შესწავლის ფონზე მოახერხებენ ბავშვები თუ უცხოელებისაც.

Posted by: rumpleteazer 25 Jan 2009, 22:41
QUOTE
რევაზ ყარალაშვილი
ჰერმან ჰესე

:დაბნეული სმაილი:

drug.gif fingal.gif

მოიცათ და ღადაობთ?
რაის ყარალაშვილი და ჰესე, მე11 კლასის სახელმძღვანელოში, მარკ ტვენი განმარტებული რომ იყო როგორც ამერიკელი მწერალი და სიცილი ავტეხე, ამას თუ თქმა უნდათქო, აღმოჩნდა ჩემი მეგობრის დის კლასის 25 ბავშვიდან 5ს ქონდა წაკითხული და კიდევ 7მა უბრალოდ იცოდა ვინ იყო.. და ამათ უნდა ასწავლონ ყარალაშვილი და ჰესე?
lol.gif



Posted by: tako44 25 Jan 2009, 23:46
ჩემი პირადი აზრია, რომ ძალიან საინტერესოდაა შედგენილი სახელმძღვანელო, იმიტომ რომ მოსწავლეები ეცნობიან უცხოურ მწერლობასაც, ჩემი თაობა უცხოურ მწერლობას უნივერსიტეტში თუ დაგვავალებდნენ, მაშინ ვეცნობოდით მხოლოდ, ან მშობელს უნდა მიეთითებინა ესა თუ ის უცხოური ნაწარმოები, თუ მშობელი ვერ მიგითითებდა და ჰუმანიტარულ მიმართულებაზე არ ჩააბარებდი, მიღმა რჩებოდა სერიოზული მწერლები...ამ სახელმძღვანელოს მეშვეობით კი ზოგადი წარმოდგენა მაინც გექმნება მათზე, ინტერესიც შეიძლება გაგიღვივდეს და მერე, ერთ დღეს, ალბათ, მთლიან ნაწარმოებებსაც წაიკითხავ smile.gif

Posted by: Johnnie Walker 26 Jan 2009, 00:27
მე მგონი, ეგ წიგნი 2 ტომად უნდა გამოსულიყო (თუ ლიტერატურის სახელმძღვანელოა) და სხავადასხვა საგნებად უნდა ესწავლებინათ.

ქართული ლიტერატურა უნდა ყოფილიყო ცალკე, საზღვარგარეთის - ცალკე.

ეს უფრო გაამდიდრებდა ქართველ მწერალთა ჩამონათვალსაც და საზღვარგარეთისასაც.

ის ლიტმცოდნეობითი ნაწილი ჩემი აზრით საერთოდ ამოსაღებია, მაგას მასწავლებელი უნდა უხსნიდეს.

რეზო ყარალაშვილის და მამარდაშვილის კითხვა მაგ ასაკში ლიტერატურაზე გულის აცრუებას გამოიწვევს.

კაფკას "წერილი მამას" კიდე.... ბარემ "პროცესი" შეეტანათ biggrin.gif

მოკლედ, ექსპერიმენტად კარგია, რაღაც ნამდვილად უნდა შეიცვალოს, მაგრამ კონცეფციის მხივ მოუმწიფებელი მეჩვენება ეგ წიგნი....

მთუმეტეს, თუ რეალურ საშუალო დონეს გავითვალისწინებთ ჩვენს საჯარო სკოლებში, რაც მასწავლებლებიან-მოსწავლეებიანად ენით აუწერელი კოშმარია.

Posted by: სექსტეტი 26 Jan 2009, 00:50
Johnnie Walker

QUOTE
მე მგონი, ეგ წიგნი 2 ტომად უნდა გამოსულიყო (თუ ლიტერატურის სახელმძღვანელოა) და სხავადასხვა საგნებად უნდა ესწავლებინათ.


აი ეს სწორი შენიშვნაა, ჯონი. ლიტერატურის სახელმძღვანელო კაკ რაზ რომ არ არის, და არც აცხადებს ამაზე პრეტენზიას _ უბრალოდ "ქართული" ჰქვია, რაც, სიმართლე გითხრა, მე ძალიანაც მომწონს _ ლიტერატურის (მის მცოდნეობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ biggrin.gif ) რომელ სწავლებაზეა ლაპარაკი, მაშინ, როცა

QUOTE
თუ რეალურ საშუალო დონეს გავითვალისწინებთ ჩვენს საჯარო სკოლებში, რაც მასწავლებლებიან-მოსწავლეებიანად ენით აუწერელი კოშმარია.


პ.ს. სულ მავიწყდება გითხრა, რომ მომენატრე 2kiss.gif

Posted by: pteranouka 26 Jan 2009, 00:59
Marietta
QUOTE
სულ ამ წიგნით ისწავლიან?
ისე გავიგე, შეიცვლებაო


შეიცვლება ალბთ, აბა რა. ეგ ხომ ფულის გაკეთების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა biggrin.gif
საწყალმა მშობლებმა იკითხონ, განსაკუთრებით მათ ვისაც ორი ან მეტი შვილი ყავთ და უფროსის სახელმძღვანელო უმცროსს უკვე აღარ ადგება sad.gif

Posted by: the_lizard_king 8 Apr 2009, 17:43
ვინმემ ხომ არ იცით რა ბედი ეწია ამ სახელმძღვანელოს?
ამოიღეს თუ არა პროგრამიდან? ჩაანაცვლა თუ არა სხვა სახელმძღვანელომ?
თუ ასეა, რა სახელმძღვანელომ ჩაანაცვლა?სად შედგა დებატები? ვინ გააპროტესტა? რა იყო პროტესტის მიზეზი?

ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ეს ინფორმაცია და ვისაც ხელი მიგიწვდებათ, იქნებ დამეხმაროთ.

დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: ialoni 9 Apr 2010, 14:41
Johnnie Walker
QUOTE
რეზო ყარალაშვილის და მამარდაშვილის კითხვა მაგ ასაკში ლიტერატურაზე გულის აცრუებას გამოიწვევს.

შენ გაიხარე
QUOTE
აი ეს სწორი შენიშვნაა, ჯონი. ლიტერატურის სახელმძღვანელო კაკ რაზ რომ არ არის, და არც აცხადებს ამაზე პრეტენზიას _ უბრალოდ "ქართული" ჰქვია,

ლიტერატურის სახელმძღვანელო თუ არ არის სკოლაში რატომ ისწავლება? თან XII კლაში, როცა კარს მომდგარი ეროვნული გამოცდები ალესილი ნაჯახივით ადევთ საცოდავ მოსწავლეებს კისერზე......
the_lizard_king
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით რა ბედი ეწია ამ სახელმძღვანელოს?
ამოიღეს თუ არა პროგრამიდან? ჩაანაცვლა თუ არა სხვა სახელმძღვანელომ?

ჯერჯერობით ალტერნატივა არ აქვს და ისევ ისწავლება სკოლაში......
თუმცა ნაკლებად სწავლობენ..... ქართულის გარდა ყველაფერია.........

Posted by: the_lizard_king 9 Apr 2010, 18:31
ialoni
QUOTE
თუმცა ნაკლებად სწავლობენ..... ქართულის გარდა ყველაფერია.........


ქართული ლიტერატურა არ უნდა ამოვარდეს მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტიდან. მსოფლიო ლიტერატურული პარადიგმების გაცნობა, ანალიზი და პარალელების გავლება ქართულენოვან ლიტერატურასთან ის მინიმუმი უნდა იყოს , რაც უნდა გაიგოს მეთორმეტე კლასის მოსწავლემ. ლიტერატურა მსოფლიო პროცესია და ეროვნულ დისკურსებში მისი გამომწყვდევა არის რბილად რომ ვთქვათ ინფანტილიზმი.
ასე რომ, მე ვემხრობი ამ ამბავს smile.gif

მე-12 კლასელი ადამიანი დიდია უკვე.

Posted by: Solveig 9 Apr 2010, 21:32
გადავათვალიერე თემა და 1 აზრი მომივიდა თავში..

ლიტერატურის კითხვა მაშინ არის სასიამოვნო, გულსა და გონებაში ჩამწვდომი და განმანათლებელი, როცა მას ბავშვი ნებაყოფლობით ჰკიდებს ხელს..მაგრამ როცა ევალება-წაიკითხოს I, II, III.............. ნაწარმოები, მერე 90% გული უცრუვდება და ის 10% კი ისედაც წაიკითხავდა ყველაფერ ამას.

საერთოდ, მომხრე ვარ, რომ განათლებაში იყოს დიფერენცირება...არაა აუცილებელი, ბავშვების 100%-ს თავში უტენო-გინდა თუ არა, კაფკას, მუზილის, გოეთეს ნაწარმოებები იკითხეო. საზღვარგარეთული ლიტერატურის 100%-ისა და მშობლიურის გარკვეული ნაწილის წაკითხვა უნდა იყოს კლასგარეშედ და არა აუცილებლად საგნის სახით. ვინც დაინტერესდება-წაიკითხავს. ვინც არა და, იქნებ ცხოვრებაში საერთოდაც არ სჭირდება ეგ ყველაფერი. არც ისე პატარა ვარ ასაკით, საკმაოდ ბევრ ადამიანს შევხვედრივარ ცხოვრებაში და შემიძლია ვთქვა, რომ წიგნს ყველა თავისებურად იგებს-ეს ერთი და ნაკითხობა ავტომატურად არ ნიშნავს წანაკითხის ცხოვრებასი გათვალისწინებას, ან ტუნდაც, სასაუბრო ენის გამდიდრებას და დახვეწას..ისეთი ხალხიც ვიცი, რომ "წაკითხული აქვთ" რაღაც და ამბობენ-მაგარიაო, მაგრამ რომ ჰკითხო-ეგ სიმაგრე რაში გამოიხატებაო, ვერაფერს გეტყვიან.

ასე რომ ვფიქრობ, უკეთესი იქნება, შეეშვან "ობლიგატურ" (ბიოლოგიური ტერმიანია biggrin.gif) სწავლებას და წაახალისონ კლასგარეშედ ("ფაკულტატურად"~) კითხვა...

Posted by: ialoni 10 Apr 2010, 17:50
the_lizard_king
QUOTE
მე-12 კლასელი ადამიანი დიდია უკვე.

XII კლასელი ამ შემთხვევაში რეფორმის მსხვერპლია. მაშინ ამ სახელმღვანელოს პარალელურად უნდა არსებობდეს ალტერნატიული სახელმღვანელო რომლითაც გაივლიან იმ პროგრამას რომელიც ეთხოვებათ ეროვნულ გამოცდებზე.... მე პირადად გადადტვირთული მეჩვენება, მთავარი მაინც ისაა რომ დიდოსტატის მარჯვენა ამ სახლმძღვანელოში მხოლოდ 2 თავით შემოიფარგლება და ეროვნულ გამოცდებზე მთელი წიგნი ბარდუება......... ასე რომ დზალიან ბევრი ნაკლი აქვს, თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ შემიძლია მოგახსენოთ....... ასევე ვერ მივხვდი ავტორს რატომ მოესურვილა შატაიძის იმ სისულელის შეტანა, არა მგონია ბულგაკოვის და გურევიჩის გვერდით შატაიძის იმ უაზრობის ადგილი იყოს.........

Solveig
QUOTE
საერთოდ, მომხრე ვარ, რომ განათლებაში იყოს დიფერენცირება...არაა აუცილებელი, ბავშვების 100%-ს თავში უტენო-გინდა თუ არა, კაფკას, მუზილის, გოეთეს ნაწარმოებები იკითხეო. საზღვარგარეთული ლიტერატურის 100%-ისა და მშობლიურის გარკვეული ნაწილის წაკითხვა უნდა იყოს კლასგარეშედ და არა აუცილებლად საგნის სახით. ვინც დაინტერესდება-წაიკითხავს. ვინც არა და, იქნებ ცხოვრებაში საერთოდაც არ სჭირდება ეგ ყველაფერი. არც ისე პატარა ვარ ასაკით, საკმაოდ ბევრ ადამიანს შევხვედრივარ ცხოვრებაში და შემიძლია ვთქვა, რომ წიგნს ყველა თავისებურად იგებს-ეს ერთი და ნაკითხობა ავტომატურად არ ნიშნავს წანაკითხის ცხოვრებასი გათვალისწინებას, ან ტუნდაც, სასაუბრო ენის გამდიდრებას და დახვეწას..ისეთი ხალხიც ვიცი, რომ "წაკითხული აქვთ" რაღაც და ამბობენ-მაგარიაო, მაგრამ რომ ჰკითხო-ეგ სიმაგრე რაში გამოიხატებაო, ვერაფერს გეტყვიან.

ასე რომ ვფიქრობ, უკეთესი იქნება, შეეშვან "ობლიგატურ" (ბიოლოგიური ტერმიანია ) სწავლებას და წაახალისონ კლასგარეშედ ("ფაკულტატურად"~) კითხვა...

შენ გაიხარე..... მეც მაგ აზრზე ვარ.......

Posted by: the_lizard_king 10 Apr 2010, 22:53
ialoni
ნაკლის მეტი რა ექნება, რა თქმა უნდა smile.gif იმაშიც გეთანხმები, რომ ესე უცებ ამ ყველაფრის ჯახება, როცა იგივე სკოლას ამის "ბექგრაუნდი" არ მიუცია, ცოტა რთულია. უბრალოდ მართლა მესიამოვნა, როცა ამ ჩამონათვალს გადავხედე. ჩემს დროს ასეთ სახელმძღვანელოს სად ნახავდი...

Posted by: Solveig 11 Apr 2010, 00:10
the_lizard_king
ლიზარდ, შენს პრიზმაში ნუ გადატეხ ყველაფერს smile.gif შენ (გავკადნიერდები) მე და კიდევ ზოგიერთს იქნებ დიდად ბედნიერადაც გვეგრძნო თავი, ტუკი ასეთი სახელმძღვანელოთი გვასწავლიდნენ, მაგრამ მოდი სხვებზეც ვიფიქროთ-იქნებ ყველას არ აინტერესებს?

სასკოლო პროგრამა, ჩემი მოკრძალებული აზრით, გათვლილი უნდა იყოს საშუალოსტატისტიკურ ბავშვზე, რომელსაც-ასევე ჩემი მოკრძალებული აზრით-ნამდვილად არ სჭირდება ბევრი რამ. დაინტერესებულებმა თვითონ უნდა იკითხონ. მოდი, დავსვათ კითხვა-განა კაფკას, მორუას, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის წაკითხვა და გაგება (გაგებას უფრო მივაქცევდი ყურადღებას) ადამიანს რაიმე უპირატესობას ანიჭებს ცხოვრებაში? არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი, რომ საკმაოდ ბევრი რამ მაქვს წაკითხული, რასაც "კლასიკას" უწოდებენ, მაგრამ მერე რა? დავუშვათ, შემიძლია, ლიტერატურის მოყვარულებს ვესაუბრო, თუნდაც ფორუმზე, მაგრამ ეგეც არაფერია. რამდენი ადამიანი ვიცი, ჩემი ნახევარიც არ აქვთ წაკითხული, მაგრამ მშვენივრად აქვთ აწყობილი ცხოვრება.

ვიცი ახლა, ვინმე იტყვის-განათლებაო, განვითარებაო, კულტურაო და ასე შემდეგ...მაგრამ ეგაა, რა....არ არის აუცილებელი, ყველას მოეთხოვებოდეს ლიტერატურის გადაბულბულება. ..რაღაც ბალანსი უნდა არსებობდეს-ზოგი ლიტერატურაში ერკვეოდეს, ზოგი-ხელობაში, ზოგი-მუსიკაში, ზოგი-ტექნიკაში, ზოგი....მოკლედ, მე მგონი, გამიგებთ.

Posted by: ჯადოქარი 11 Apr 2010, 00:23
QUOTE
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - შვილები

O_ო ყოველთვის მაინტერესებდა ეს ავტორი eek.gif

Posted by: xachapuridze 11 Apr 2010, 01:42
მე ვიცი რამდენიმე კარგი ბავშვი, რომელიც სიამოვნებით გაეცნო ამ წიგნს. ალბათ სხვებიც იქნებიან კიდევ. როგორც წესი, მასწავლებლებს უფრო უჭირთ და ღიზიანდებიან. მათი აზრით, უცხოური ლიტერატურის ნიმუშების შეტანით ქართულ ლიტერატურას დააკლდა. არადა, არ არის ასე. წიგნი მართლაც ძალიან დიდია და ერთი სასწავლო წელი არც არის საკმარისი, რომ ბავშვმა ყველაფერი ისწავლოს. მაგრამ ამ სამი წლის გამოცდილება (ერთ წელს კიდევ იქნება) დაგვანახვებს, დადებითსაც და ნაკლსაც. ზაფხულში ქუთაისში დავესწარი პედაგოგებთან შეხვედრას - ამ წიგნის განხილვას. ერთი ასაკოვანი მასწავლებელი ხმალამოღებული ებრძოდა ამ წიგნს. მთავარი არგუმენტი ის ჰქონდა, რომ ამით ბავშვი გამოცდებს ვერ ჩააბარებსო. ჩემთვის მოულოდნელად წამოდგა ახალგაზრდა პედაგოგი და სიტყვა მოუჭრა, განა ჩვენ ლიტერატურას მარტო იმისთვის ვასწავლით, რომ ბავშვებმა გამოცდები ჩააბარონო. გამიხარდა.
მოკლედ, თუ ვინმეს ეს წიგნი "შემოეკითხება", მიზანი უკვე მიღწეული იქნება. არ შეიძლება, რომ "ერთხელ ცხოვლად სულს არ დააჩნდეს".
იგივე შემიძლია ვთქვა ხელოვნების სხვადასხვა კლასის სახელმძღვანელოებზეც. ახალი დარგია.ასეთი სახლმძღვანელოები, სამწუხაროდ, სამხატვრო აკადემიაშიც კი არა აქვთ.არ არიან ამ საგნის მასწავლებლები, მაგრამ იქნებ ბავშვმა დაათვალიეროს და ცნობილი ნაწარმოებები დაიმახსოვროს. მოკლედ, წიგნი არასოდეს არის ზედმეტი, თუნდაც ცუდი.

Posted by: marilis 11 Apr 2010, 01:43
xachapuridze
QUOTE
. როგორც წესი, მასწავლებლებს უფრო უჭირთ და ღიზიანდებიან

რა ქნან! უმრავლესობის გონება ხომ იწრო არს cry.gif
* * *
xachapuridze
QUOTE
იგივე შემიძლია ვთქვა ხელოვნების სხვადასხვა კლასის სახელმძღვანელოებზეც. ახალი დარგია.ასეთი სახლმძღვანელოები, სამწუხაროდ, სამხატვრო აკადემიაშიც კი არა აქვთ.არ არიან ამ საგნის მასწავლებლები, მაგრამ იქნებ ბავშვმა დაათვალიეროს და ცნობილი ნაწარმოებები დაიმახსოვროს. მოკლედ, წიგნი არასოდეს არის ზედმეტი, თუნდაც ცუდი.

ძალიან ცუდი სახელმძღვანელოებია, აბდაუბდა. ხელოვნების ისტორია ცაკლე უნდა იყოს, საუკუნეების მიხედვით მხატვრობის ტექნიკები ცაკლე, ან თუნდაც თითო გაკვეთილის ბოლოს, მაგრამ არა ერთმანეთში ასე უაზროდ არეული.
კიდევ ერთხელ მოწმობს ეგ სახელმძღვანელოები, რომ მაგ სამინისტროს ნორმალური პატრონი არ ჰყავს

Posted by: Solveig 11 Apr 2010, 01:55
xachapuridze
ისე ნუ გამიგებთ, თითქოს წიგნს ვიწუნებდე.


არანაირად არ ვიწუნებ smile.gif და გავიმეორებ´პირადად მე სიხარულით ვისწავლიდი ასეთი წიგნით (დარწმუნებული ვარ, ჩემი მასწავლებელი არ იწუწუნებდა მისი ზემოხსენებული კოლეგებივით, კარგი მცოდნე იყო ქართული ლიტერატურისაც და უცხოურისაც). უბრალოდ, საყოველთაობაზე ამქვს საუბარი smile.gif


და რაც შეეხებათ მასწავლებლებს, მათ სწორედაც რომ ესაჭიროებათ მაგ წიგნის წაკითხვა, უფრო მეტად, ვიდრე მოსწავლეებს....ქართული ლიტერატურის მასწავლებელს გაცილებით მეტი ცოდნა მოეთხოვება, ვიდრე ბავშვს, რომელიც მომავალში ინჟინრობას, ვაჭრობას, ბუღალტრობას ან დურგლობას აპირებს.....

და გამოცდებზე მასწავლებლები კი არა, ბავშვები არიან ორიენტირებულნი...ახლა, ზოგი პედაგოგი შეიძლება, სწორედ მაგ საბაბით ცდილობს საკუთარი გაუნათლებლობისა და გარჩევის წიგნების ქილაში ჩამწნილებული აზროვნების დაფარვას, მაგრამ არ მგონია, მოსწავლეების ინტერესი ამ შემთხვევაშო გასათვალისწინებელი არ იყოს.

მე მგონი, ჩვენი განათლების სისტემა რატომღაც შემოსწყრა დიფერენცირებულ სწავლებას ბოლო კლასებში...არადა,სულ ტყუილად.

Posted by: xachapuridze 11 Apr 2010, 02:03
შოლვეიგ
QUOTE
ისე ნუ გამიგებთ, თითქოს წიგნს ვიწუნებდე.

არც მიფიქრია, ზოგადად ვმსჯელობ.
2kiss.gif
მეც მაგას ვამბობ. წიგნი მართლაც რთულია, ზაბლონა მასწავლებელს და მის მოსწავლეებს გაუჭირდებათ, მაგრამ იქნებ ვინმე... ჰა?!
კი, იქნება ვინმე.

Posted by: marilis 11 Apr 2010, 02:12
xachapuridze
QUOTE
მაგრამ იქნებ ვინმე... ჰა?! კი, იქნება ვინმე.

არა აქვს თქვენს ოპტიმიზმს საფუძველი,
სკოლაში კი არა, მეხუთე კორპუსში ისეთი უვიცი დოცენტი "მასწავლიდა" საზღვარგარეთის ლიტერატურას ( დამეთანხმება იქაურობის მეტრი ) , სკოლის მასწავლებელს ვერაფერს მოვთხოვ.
ისევე მოეკიდებიან მაგ ლიტერატურას, როგორც ინფორმატიკას გვასწავლიდა ჩვენი 60 წლის მასწავლებელი,
ესაა სინამდვილე! smile.gif

Posted by: the_lizard_king 11 Apr 2010, 02:23
Solveig
ცოტა შენც მართალი ხარ, თუმცა მეც არ მაინტერესებდა მაგალითად ლეო ქიაჩელის "ჰაკი-აძბა", მაგრამ მაინც მასწავლიდნენ სკოლაში smile.gif
გასაგებია, რომ ამ სიიდან ბევრი ავტორი "კლასგარეშე"ტიპის ავტორია, მაგრამ აქ სხვა გზა არ არის.
ისე, მასწავლებლები უფრო დიდ შარში მგონია, ვიდრე მოსწავლეები. მიდი და აიძულე ტიპიური საბჭოთა პედაგოგი და თუნდაც ბესიკ ხარანაულზე (რომელსაც ალბათ პოეტად არც თვლის) ატარებინე გაკვეთილები.

Posted by: marilis 11 Apr 2010, 02:27
the_lizard_king
QUOTE
თუნდაც ბესიკ ხარანაულზე (რომელსაც ალბათ პოეტად არც თვლის) ატარებინე გაკვეთილები.

რამდენ იდიოტურ განმარტებას მოსმენს ბავშვი, ისევე, როგორც მე ვისმენდი cry.gif

Posted by: Solveig 11 Apr 2010, 02:33
QUOTE
თუნდაც ბესიკ ხარანაულზე

ჩემს მასწავლებელს უყვარდა smile.gif მაგის ლექსები და მამუკა წიკლაურის კიდევ.

QUOTE
ზაბლონა მასწავლებელს

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ialoni 11 Apr 2010, 09:15
the_lizard_king
QUOTE
ჩემს დროს ასეთ სახელმძღვანელოს სად ნახავდი...

და სულაც არ მიშლიდა ხელს რომ წამეკითხა, ნაბეჭდ და გაცრეცილ ფურცლებზე წავიკითხე გველის პერნგი.........xachapuridze
xachapuridze
.
QUOTE
წიგნი მართლაც ძალიან დიდია და ერთი სასწავლო წელი არც არის საკმარისი, რომ ბავშვმა ყველაფერი ისწავლოს. მაგრამ ამ სამი წლის გამოცდილება (ერთ წელს კიდევ იქნება) დაგვანახვებს, დადებითსაც და ნაკლსაც. ზაფხულში ქუთაისში დავესწარი პედაგოგებთან შეხვედრას - ამ წიგნის განხილვას. ერთი ასაკოვანი მასწავლებელი ხმალამოღებული ებრძოდა ამ წიგნს. მთავარი არგუმენტი ის ჰქონდა, რომ ამით ბავშვი გამოცდებს ვერ ჩააბარებსო. ჩემთვის მოულოდნელად წამოდგა ახალგაზრდა პედაგოგი და სიტყვა მოუჭრა, განა ჩვენ ლიტერატურას მარტო იმისთვის ვასწავლით, რომ ბავშვებმა გამოცდები ჩააბარონო. გამიხარდა.


აგაშენა ღმერთმა მეც მაგას გეუბნებიტ რომ ერთი წელი არაა საკმარისი მეთქი... თან იმ ახალგაზრდა მასწავლებელს ან სულ არ ყავდა შვილი და ან თუ ყავდა იმ ასაკისა არ არის ჯერ რომ 1500 ლარის გადახდა უწევდეს საგნის მომზადებაში. მგონი რეფორმა იქეთკენ უნდა წავიდეს რომ რეპეტიტორობა აღმოიფხრას და არა იმისკენ რომ კიდევ უფრო საჭირო გახდეს... ამიტომაც ვარ ამ წიგნის მოწინაარმდეგე.....
Solveig

QUOTE
და რაც შეეხებათ მასწავლებლებს, მათ სწორედაც რომ ესაჭიროებათ მაგ წიგნის წაკითხვა, უფრო მეტად, ვიდრე მოსწავლეებს....ქართული ლიტერატურის მასწავლებელს გაცილებით მეტი ცოდნა მოეთხოვება, ვიდრე ბავშვს, რომელიც მომავალში ინჟინრობას, ვაჭრობას, ბუღალტრობას ან დურგლობას აპირებს.....

yes.gif yes.gif yes.gif

QUOTE
ისე, მასწავლებლები უფრო დიდ შარში მგონია, ვიდრე მოსწავლეები

ესეც უდაოა!!!!!!!!!!!!!!

Posted by: gvelis_wiwila 13 Apr 2010, 01:08
იმჰო, როდესაც პროგრამაში შედის თამაში ჭვავის ყანაში და ფრანც კაფკა, ქართულ რეალობაში აქ პრობლემა მასწავლებლებია და არა ბავშვების მზადყოფნა თუ თარგმანის სიავკარგე.

მიუხედავად იმისა რომ ორივე ინგლისურად და კლასგარეშედ მაქვს წაკითხული სკოლის პერიოდში, იმის წარმოდგენაც კი მზარავს რომ მაგალითად ჩემს სკოლის
მე -11 კლასის ქართულის მასწავლებლის ახსნილი სელინჯერის მოსმენა მომიწევდა, კაფკაზე რომ აღარაფერი ვთქვათ smile.gif

არადა იდეაში ერთ-ერთი ყველაზე "პრესტიჟულ" სკოლად ითვლება თბილისში. ამით იმის თქმა მინდა რომ სხვა სკოლებში კიდევ უფრო უარესი სიტუაცია იყო და არა მგონია 6-7 წელიწადში ძირეულად რამე შეცვლილიყო.



ესე ვფიქრობ მე და არ ვცდები მგონი ამ კონკრეტულ შემთხვევაში biggrin.gif


QUOTE
უბრალოდ მართლა მესიამოვნა, როცა ამ ჩამონათვალს გადავხედე. ჩემს დროს ასეთ სახელმძღვანელოს სად ნახავდი...


მაგრამ ეს მომენტიც არის კი yes.gif

Posted by: xachapuridze 13 Apr 2010, 23:11
the_lizard_king
QUOTE
თუმცა მეც არ მაინტერესებდა მაგალითად ლეო ქიაჩელის "ჰაკი-აძბა", მაგრამ მაინც მასწავლიდნენ სკოლაში

ვიცი, ლიზარდ, დახვეწილი მკითხველი ხარ(დაცინვად არ მიიღო), და სწორედ ახლა წაიკითხე, ამ თვალით. გარწმუნებ, საინტერესოა.
ერთხელ ერთმა ბიჭმა მკითხა, "გაყრა" რატომ უნდა წავიკითხო, არ მაინტერესებსო (ძალიანაც კარგად გავუგე. იმის ასაკში არც მე მაინტერესებდა), მე ვუპასუხე, იმიტომ უნდა წავიკითხოთ ყველამ, რომ უნდა ვიცოდეთ,ვისი შვილები ვართ და საიდან მოვდივართ-მეთქი. სხვათა შორის, აღარ გაუგრძელებია კამათი.
ასევე ყველას ვურჩევდი წაეკითხა "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი~, 'გვადი ბიგვა"(ესენი თქვენ აღარც გისწავლიათ სკოლაში, მე კი მტანჯავდნენ) და ბევრი სხვა. მოკლედ, შეგნებული მკითხველისთვის ყველაფერი ეს, საკუთარი სურვილით წაკითხული, სულ სხვა რამ არის.
ისიც ვიცი, რომ ეს "შეგონება" გაცვეთილი ფრაზებია.
მაგრამ მაინც ვწერ.

Posted by: the_lizard_king 14 Apr 2010, 11:27
xachapuridze
სხვათა შორის გუშინ ვფიქრობდი, ნეტა სადაა ეს წიგნი მეთქი, გადავიკითხავ, თითქმის აღარ მახსოვს რა ხდება.

Posted by: xachapuridze 14 Apr 2010, 11:31
the_lizard_king
QUOTE
სხვათა შორის გუშინ ვფიქრობდი, ნეტა სადაა ეს წიგნი მეთქი, გადავიკითხავ, თითქმის აღარ მახსოვს რა ხდება.

2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: minerva 15 Apr 2010, 15:22
QUOTE
ახალი სახელმძღვანელო - ქართული 12, წავიკითხოთ არამოსწავლეებმაც


კარგი წამოწყებაა უდავოდ, საშუალო სტატისტიკურ მოსწავლეებში დიდად არა მგონია გაამართლოს, მაგრამ მომავალი ინტელექტუალები გაიხარებენ..

მასწავლებლების სერიოზული გადამზადება დაგჭირდებათ ოღონდ, დიდი უმრავლესობის biggrin.gif

Posted by: me&me 16 Apr 2010, 13:59
მე ვარ მე-12 კლასში და დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ამ სახელმძღვანელოსsmile.gif
ძალიან მრავალფეროვანი და უდავოდ საინტერესო პროგრამაა
ყველას ვურჩევ გადაკითხვასsmile.gif

Posted by: mianano 12 May 2010, 18:27
მეც მომწონს ძალიან საინტერესო წიგნია და ვერ გამიგია ზოგიერთს რა აშფოთებს. რა იწვევს ასეთ არა ადეკვატურ რეაქციას, სირთულე თუ "ძველი დროის" ნოსტალგია smile.gif

Posted by: davita-x 23 Sep 2010, 22:46
ლეონიდ ანდრეევის ”ბენ-ტოვიტი” ინტერნეტში არაა არსაად ვერსად ვერ ვნახე დამეხმარეთ რა sad.gif

Posted by: Indian Summer 24 Sep 2010, 01:21
QUOTE (Snow Crash @ 17 Jan 2009, 02:48 )
საბრალო ქართულის მასწავლებლის კრებითი სახის დანახვა იქნება საინტერესო.
საწყლები, რაც ცხოვრებაში არ წაუკითხავთ ახლა მოუწევთ.
მოსწავლემ რომ კითხოს რამე, რასაც დამხმარე სახელმძღვანელოში ვერ ამოიკითხავენ რა ეშველებათ?
მგონი ან დიდი წინააღმდეგობა იქნება ან იგნორირება.

lol.gif ზუსტად..

მე ძალიან კარგი ქართულის მასწავლებელი მყავდა..წარმომდიგენია როგორ გაუხარდა ამ წიგნის გამოსვლა..

მაგრამ აი სხვა მასწავლებლების და ბავშვების რა გითხრათ...

Posted by: omagio4 24 Sep 2010, 16:48
მეთორმეტე კლასელი ვარ და ძალიან მომწონს ეს წიგნი.
ესეთი მაგარი სახელმძღვანელო ჯერ არ გამოსულა სკოლებისთვის biggrin.gif
მაგრამ არის მასწავლებლების პრობლემა. სამწუხაროდ ბევრი ნაწარმოები რომელიც ამ წიგნშია შესული თვითონაც არ აქვთ წაკითხული და არ გვატარებენ ამ წიგნს. რაც ძალიან ცუდია. ისევ შუშანიკს და ვეფხისტყაოსანს ვხეხავთ სკოლაში. ყელშია უკვე. არადა ყველას მაგრად უნდა რომ გავიაროთ ეს მასალა.
ძალიან მაგარი წიგნია რა გახარებული ვიყავი მართლა სკოლაში რომ მივედი და აბა შენც არ მომიკვდე ვის აინტერესებს შენი ოსტატი და მარგარიტა შუშანიკის წამებაა გასარჩევი :@

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)