მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ვარვარა ნათურის სპირალის სპეციალური კრისტალური სტრუქტურით დაფარვას შეუძლია მეტად ეფექტური გახადოს ვარვარა ნათურები, რადგანაც მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა იმ ენერგიის გამოყენება, რომელიც სხვა შემთხვევაში სითბოს გამოყოფისას იკარგებოდა.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა აკრძალა ტრადიციული ვარვარა ნათურების გამოყენება, არ წყდება შინამეურნეობათა ჩივილი ენერგოეფექტური ნათურების უარყოფითი მხარეების შესახებ. ადამიანების ნაწილი წუხს იმის თაობაზე, რომ ახალ #დიოდურ ნათურებს ე.წ. „კლინიკის“ ნათება აქვს და მათ ენატრებათ ძველი, თბილი განათება.
თუმცა ამერიკელი მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი აღმოჩენა კვლავ დააბრუნებს ვარვარა ნათურებს. მათ ე.წ. „სინათლის ხელახლა გამომუშავების“ ტექნიკას მიმართეს, რაც ენერგიის კვლავ სპირალისკენ მიმართვას გულისხმობს.
ტრადიციული ვარვარა ნათურების ეფექტურობის კოეფიციენტი აქამდე 5% იყო, ენერგიის დაახლოებით 95% კი ატმოსფეროში იკარგებოდა. დიოდური და ფლორესცენტული ნათურების ეფექტურობა 14%-მდე აღწევს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ აღმოჩენის წყალობით #ვარვარა #ნათურების ეფექტურობის კოეფიციენტს 40%-მდე გაზრდიან და მისი ნათება და ფერები მეტად ბუნებრივი იქნება.
კვლევის წამყვანმა მეცნიერმა ივან ჩელანოვიჩმა განაცხადა, რომ მათ მიერ მიღებული შედეგი ჯერჯერობით მხოლოდ კონცეფციაა და მას უფრო დიდი შედეგების მოტანა შეუძლია. მათ მიერ შექმნილმა მოდელმა უკვე აჩვენა იდეალურთან მიახლოებული ფერების გამოსახულების ინდექსი.
ვარვარა ნათურების მუშაობის პრინციპი შემდეგია: ნათურაში არსებული თხელი ვოლფრამის მავთული 2 700 გრადუსამდე თბება, რის შედეგადაც ვიღებთ ე.წ. შავი სხეულის გამოსხივებას, რომელიც უზრუნველყოფს „თბილ“ განათებასა და ფერების გამოსახულების იდეალურ ინდექსს, თუმცა ენერგიის მეტი წილი ნათურის გათბობას ეწირება, რის გამოც ბევრმა ქვეყანამ ამოიღო ის მოხმარებიდან. მაგალითად, 2007 წელს ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 2011 წლიდან ის ამოიღებდა ვარვარა ნათურებს, თუმცა ძალიან ბევრი მწარმოებელი კვლავ ყიდის ამ ნათურას შესაბამისი ეტიკეტით, რომელსაც აწერია, რომ ისინი ინდუსტრიული საწარმოების შენობებისთვის არის განკუთვნილი.
მივესალმები თუ ეს მოხდა პირადად