ბიძინა მაყაშვილი არის ქართველი როკჟურნალისტი.
წელს გამოვიდა მიდი უზომოდ საინტერესო წიგნი "ბლუზი მტკვრის პირას", რომელიც ეხება საქართველოში როკმუსიკის, ბლუზის და სხვა მიმდინარეობის ისტორიას, ბაჩი ქიტიაშვილიდან და სხვა მუსიკოსებიდან მოყოლებული დღემდე.
კარგი ენითაა დაწერილი და ამ ჟანრში წიგნი ნამდვილი ენციკლოპედიაა. მიმოხილულია, რას უსმენდნენ საქართველოში 60-იანი წლებიდან მოყოლებული, როგორ შოულობდნენ ამ ფირფიტებს, როგორ იყო აკრძალული როკმუსიკა 1980-იანი წლების მეორე ნახევრამდე, რა პრობლემების წინაშე იდგნენ მაშინდელი შემსრულებლები, რომლებსაც ხანდახან გრძელ თმაზე ცეცხლსაც კი უკიდებდნენ ხოლმე პროვოკატორები. სსრკ-ს დროს ბითლზის ერთი მუსიკა რომელიღაც მდარე ალბომში ერთ-ერთ ბოლო ნაწილში ჩასვეს და შემსრულებლად "ხალხური" ჰქონდა მითითებული
ამის მიუხედავად საქართველოში როკის სიყვარული ვერ ჩაკლეს, არაერთი შემსრულებელი და ბენდი მაინც უკრავდა იატაკქვეშ, სხვადასხვა კლუბებში თუ უნივერსიტეტის დარბაზებში.
მერე 80-იანების ბოლო, 90-იანები და სხვა.
ამ წიგნს რომ ვკითხულობ, თან უამრავ ახალ რამეს ვპოულობ (როკის, ბლუზის, ქანთრის და სხვა ჟანრებში). აქ იპოვით სხვადასხვა ჟანრის უამრავ მუსიკას, უამრავ შემსრულებელს თუ ბენდს, როგორც ქართულს, ისე უცხოურს.
ისე, 1980-იანებში ბევრი კარგი ქართული ჯგუფი არსებობდა და ქართულ როკმუსიკას ზოგადად ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.
ფაქტიურად ამ წიგნს თან კითხულობ, თან უსმენ
ძალიან კარგი შეგრძნებაა. მელომანებსაც ძალიან გამოადგებათ
აქ აღმოვაჩინე ქანთრის ეს ძალიან კარგი ჯგუფი
ესენი სსრკ-შიც იყვნენ ჩამოსულები
ამ ვიდეოშია ფოტოკოლაჟი და ეს მუსიკაც ძალიან მომწონს
ამ წიგნიდან გავიგე ბლუზის ქართული ბენდის Blues Mobile Band-ის შესახებ (სამწუხაროდ არ ვიცოდი მანამდე
)
ეს ბენდი დღესაც არსებობს და პროფესიონალურ მუსიკას ქმნის
ასევე, წიგნიდან შევიტყვე ძალიან მაგარი კანადური ბენდის შესახებ, რომელსაც The Band ქვია
მოკლედ, ჩემი ფლეილისტი გამდიდრდა, შეივსო და გადაივსო
მადლობა ბიძინა მაყაშვილს ამ წიგნისთვის. მოკლედ, ვისაც ეს თემა გაინტერესებთ, გირჩევთ ამ წიგნს.
არის კიდევ ასეთი პიროვნება, ლაშა გაბუნია, ჟურნალისტი, ეგეც ნამდვილი მემატიანეა ქართული როკმუსიკის თემაში. თავისი გადაცემაც აქვს, მუსიკოსებთან ინტერვიუები, ასევე უამრავი მუსიკა უდევს და ა.შ. უნიკალურ მასალებს ფლობს
აგერ, მისი იუთუბ არხი:
https://www.youtube.com/c/LashaGabunia/videos