#51925893 · 1 Jan 2018, 10:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აქ ორი შემთხვევა უნდა გამოვყოთ 1. როცა ი-მ სამკვიდროში შეიტანა ელექტროხერხი როგორც თავისი ნივთი (არასწორი უფლებით) 2. თუ გარდაცვლილის ქონებაში ფარულად არის სხვა პირის ქონება, აუცილებელია ქონების ამ ნაწილის გამოვლენა და გადაცემა სათანადო პირისათვის.
1-ის ამოხსნა თუ მოანდერძემ არასწორად დაუტოვა მემკვიდრეს ნივთი, ამ ნივთის მესაკუთრეს უფლება აქვს გამოითხოვოს იგი საერთო წესის მიხედვით. (სსკ-ის 1335-ის 1-ლი ნაწილი)
2-ის ამოხსნა - სსკ-ის 157-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან (სამკვიდროს დამტოვებელთან). შესაბამისად ი-ს მემკვიდრეზე ელექტროხერხი გადავიდა, როგორც ნახთოვარი ნივთი. არ იცოდა მემკვიდრემ რომ ნივთზე ჰქონდა საკუთრების უფლება, აგრეთვე, არ წაუყენა ა-მ მოთხოვნა თავის ნივთზე, შესაბამისად, გ-მ როცა იყიდა უნდა ვიგულისხმოთ ის კეთილსინდისიერ შემძენად. სსკ-ის 160-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით. რადგანაც სახეზე გვაქვს მოტყუების გზით ნივთის დაბრუნება შესაბამისად შეუძლია მოითხოვოს ელექტროხერხი.
პ.ს გილოცავთ შობა-ახალ წელს!
This post has been edited by MaNoFMaTch on 1 Jan 2018, 10:59
|