ლინუქსი რომ დავსერჩე, ქსელებში ამოვყავი თავი, აქაც ვიკითხავ ))
მოკლედ გადავწყვიტე ლინუქსი მოვსინჯო და მინდა უბუნტუს ინსტალაცია ამ ეტაპზე (საინსტალაციო გადმოვწერე, დავბუთე და გამზადებული მაქვს საინსტალაციოდ). მაგრამ, სანამ დავიწყებ ინსტალაციას მანამდე მაინტერესებს (ლეპტოპია, ი3 პროციკა და 4გიგა ოპორატიული), "სვაპ არეა' რამდენი გამოვუყო?
1-2 გიგაზე იგივე რაოდენობა უნდაო, 8-12 გიგაზე და მეტზე საერთოდ არ სჭირდებაო და 4-ზე უნდა?
მოკლედ, ასევე მაინტერესებს შემდები ნაბიჯები, მაგ: დრაივერები, სამომხმარებლო ბაზისური პროგრამები და ანტივირუსი ანუ რა სახის პროგები დამჭირდება (თუ არ დაგეზარებათ ჩამომიწერეთ სურვილისამებრ)
პირველად ვაინსტალირებს ლინუქს და აქამდე შეხება არ მქონია, როგორც ვიცი ნაწილობრივ კომენდებითაც ხდებაო ლინუქსში მუშაობა და რა სახის კომანდები გამომადგება საბაზისოდ ან თუ საჭიროა საერთოდ რიავიც. ერთი სიტყვით, დამწყების დონეზე რა რჩევებს მომცემთ, რომ გავითვალისწინო, რა უნდა ვიცოდე?!
* * *
ჰო მართლა, ვირტუალ ბოქსზე არ ვაპირებ, პირდაპირ მინდა ჩავწერო დისკზე და დუალ ბუთში ვამუშაო ვინდოუს 10-თან.
25 GB რომ გამოვუყო ადგილი, ცოტა ხომ არაა?