რაღაც არარელევანტური მოთხოვნები ჰქონდათ ადრე, პოზიციასთან და ხელფასთან მიმართებით.
ფეხით მოსიარულე კურიერის ვაკანსიაზე ლამის Excel-ის ექსპერტობას ითხოვდნენ, ისე ეწერათ.
მოკლედ, ეს ფორმალური მოთხოვნები რომ უწერიათ სასწაული, ნაკლებად სავარაუდოა რომ ვინმე გამოეხმაუროს ისეთი, ვინც აკმაყოფილებს მათ "მოთხოვნებს".
"ინგლისური და რუსული ენების 'სრულყოფილი' ცოდნა" - აი, ეს წინადადება ხომ საერთოდ იმბეცილის ტვინიდან წამოსული უნდა იყოს. კაცმა 2 უცხო ენა იცოდეს სრულყოფილად და 400 ლარზე იმუშაოს?
ფურცელზე რომ ჩანს კარგად და ლამაზად სიტყვა "სრულყოფილი", მაგიტომაც წერენ მასე. სასაუბრო დონეზე მცოდნე თუ მივა მანდ, სად ექსპერტი და სად კურიერი...
This post has been edited by Sabarchmage on 14 Aug 2017, 16:14