Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ფეხებში/ხელებში მგრძნობელობის დაკარგვა/დაბუჟება


Posted by: Power_VANO 2 Nov 2008, 20:53
დღეს ჩემს ნაცნობ გოგოსთან ერთად ვიყავი ქუჩაში, სკამზე ვისხედით. წამოსვლილას წამოდგა ფეხზე და კინაღამ ჩაიკეცა, მოვასწარი დაჭერა.
დავსვი სკამზე. მუხლებს ქვემოთ მგრძნობელობა არ მაქვს ფეხებშიო. არც ხელის მოჭერაზე ჰქონდა რეაქცია, არც "ჩარტყმაზე". სულ ოდნავ ვგრძნობო. მერე 3-4 წუთის განმავლობაში ნელ-ნელა დაუბრუნდა ფეხებში მგრძნობელობა და თავისით წამოდგა ფეხზე.

ადრე მარჯვენა მუხლი მიარტყა კარებს, ესე 1 კვირის წინ და იმ დღეს აწუხებდა. მერე გამიარა, მაგრამ 2-ჯერ იგივე დამემართა, მუხლს ქვემოთ ვერ ვგრძნობდი მაგ მარჯვენა ფეხსო. დღეს ორივე ფეხზე პირველად დამემართა ესეთი რაღაცო. ფეხის მირტყმის მერე პერიოდულად მემართება ასეო.

მერე რომ გამოვკითხე კარგად, აღმოჩნდა რომ ხელებზეც აქვს მსგავსი სიმპტომები, ოღონდ ხელებში გრძნობას არ ვკარგავ, მიბუჟდება უფრო ხელებიო. თან ეს შეიძლება მომენტალურად დამემართოს, მაგალითად, ვწერდე/სახლს ვალაგებდე და უცბად დამიბუჟდესო.


ჰოდა შეგიძლიათ ვინმემ კონსულტაცია გამიწიოთ? რა ხდება, რატომ ემართება ასეთი რაღაც? რისი ბრალია?

Posted by: blblbl 2 Nov 2008, 21:08
Power_VANO
ნერვოპათოლოგთან მივიდეს სასწრაფოდ !შეიძლება მირტყმის ბრალი სულ არ იყოს .

Posted by: LUKA-BRAZI 2 Nov 2008, 21:44
Power_VANO
მეც ვეთანხმები blblbl-ს, ნევროპათოლოგია საჭირო.... შეიძლება მიკროცირკულაციის ბრალიცაა, მარა მასეთი რაღაცეები უფრო ნერვულს გავს.... ჩემი რჩევაც ნერვოპათოლოგის კონსულტაცია იქნება !

Posted by: Power_VANO 2 Nov 2008, 23:31
blblbl
LUKA-BRAZI
გმადლობთ ორივეს რჩევებისთვის.

QUOTE
შეიძლება მიკროცირკულაციის ბრალიცაა

მიკროცირკულაცია რა არის უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ განმიმარტოთ?

კიდევ არის მიზეზები რის გამოც შეიძლება ადამიანს მსგავსი რამ ემართებოდეს?

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 3 Nov 2008, 00:46
ფსიქიატრს უნდა მიაკითხოს.არ მოყვარს,როდესაც ნევროლოგები მკურნალობენ ფსიქიკურ აშლილობებს...
თუმცა თერაპევტიც უნდა ნახო.მთელი რიგირ გამოკვლევების უნდა ჩაიტარო.სენესტო-იპოქონდრიული სინდრომი("ყანურად"ნევროზი)გამორიცხვის დიაგნოზია,ანუ ყელა შესაძლო ორგანული პათოლოგიის გამორიცხვის შემდეგ ისმება

Posted by: EXHALATING 3 Nov 2008, 00:56
texasuri jleta benzoxerxit
და ფსიქიკური აშლილობა რატომ?
spy.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 3 Nov 2008, 00:59
EXHALATING
ნევროზი-ფსიქიკური აშლილობაა...ხელ-ფეხის დაბუჟება ისტერიული ნევროზის ცნობილი სიმპტომებია.ვიმეორებ ყოველიგვარი ორგანული მიზეზის გამორიცხვის შემდეგ

Posted by: LUKA-BRAZI 3 Nov 2008, 01:05
texasuri jleta benzoxerxit
ორგანულ მიზეზს კი ნევროპათოლოგი უნდა.... მონაყოლიდან არ ჩანს რომ გაბუჟება ემოციურ ფონზე ხდება, ნევროპათოლოგი მიმაჩნია ამ შემთხვევაში საჭიროდ smile.gif

Power_VANO
მიკროცირკულაცია არის სისხლის მოძრაობა და ქსოვილების კვება კაპილარულ დონეზე... იდეაში ესეც შეიძლება იყოს მიზეზი, მაგრამ უფრო მაინც ნევროლოგიური მგონია... რა ვიცი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, გადაჭრით კი არ ვამბობ კაცო :დ

Posted by: EXHALATING 3 Nov 2008, 01:06
texasuri jleta benzoxerxit
უიჰ... interesting

Posted by: gregarious 3 Nov 2008, 01:14
ერთდროულად ოთხივე კიდურში, უეცრად განვითარებული და გარდამავალი მოძრაობების და მგრძნობელობის მოშლა ხშირად უკავშირდება კისრის, ფორამენ მაგნუმის და ქალას უკანა ფოსოს ანუ კრანიოვერტებრალურ პათოლოგიებს.
დიაგნოსტიკა საჭიროებს ინსტრუმენტალურ გამოკვლევას როგორიცაა რენტგენი, მრტ და კტ

Posted by: blblbl 3 Nov 2008, 11:50
QUOTE
ნევროპათოლოგი მიმაჩნია ამ შემთხვევაში საჭიროდ

+1 და მალე მიხედოს რამე სერიოზული არ გამოეპაროს ...

Posted by: Power_VANO 3 Nov 2008, 12:00
გმადლობთ ყველას რჩევებისთვის, გავუშვებ ნევროპათოლოგთან აუცილებლად smile.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 4 Nov 2008, 01:56
QUOTE (LUKA-BRAZI @ 3 Nov 2008, 01:05 )
texasuri jleta benzoxerxit
ორგანულ მიზეზს კი ნევროპათოლოგი უნდა.... მონაყოლიდან არ ჩანს რომ გაბუჟება ემოციურ ფონზე ხდება, ნევროპათოლოგი მიმაჩნია ამ შემთხვევაში საჭიროდ smile.gif

Power_VANO
მიკროცირკულაცია არის სისხლის მოძრაობა და ქსოვილების კვება კაპილარულ დონეზე... იდეაში ესეც შეიძლება იყოს მიზეზი, მაგრამ უფრო მაინც ნევროლოგიური მგონია... რა ვიცი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, გადაჭრით კი არ ვამბობ კაცო :დ

არ არის აუცილებელი ემოციამ მონიტორიდან გადმოჟონოს gigi.gif ემოციურ-აფექტური აშლის დროს მისი ექვივალენტი შეიძლება იყოს მოტორული,სენსორული ან ვეგეტატიკური კომპონენტი.თუ ეს დადასტურდა,მაშინ მიაკითხოს-თქო ფსიქიატრს და არ იმკურნალოს ნევროლოგთან.
თორემ ორგანიკის გამორიცხვისატვის რაღა თქვა უნდა ნევროპათოლოგსაც უნდა ეჩვენოს და თერაპევტსაც...და შესაბამისი გამოკვლევები გაიკეთოს

Posted by: მამაო ენუქი 4 Nov 2008, 01:59
მეც მემართება ეგრე ოღონდ ძილის დროს და მხოლოდ მაშინ როცა საკუთარ ლოგინში არ მძინავს.

Posted by: gast 10 Apr 2009, 12:20
QUOTE (blblbl @ 2 Nov 2008, 21:08 )
Power_VANO
ნერვოპათოლოგთან მივიდეს სასწრაფოდ !შეიძლება მირტყმის ბრალი სულ არ იყოს .

შენ წარმოიდგინე რომ შეიძლება იყოს.
მეც ეგეთი რამ ზუსტად მირტყმის მერე დამეწყო, ანუ ძარღვი მომყვა მივარტყი და მის მერე დამეწყო დაბუჟებები, ჯერ ნელნელა, ეხლა მტლიანად ხელზე გადადის და მგონი ფეხსაც ითრევს ანდა ჩაიტრევს მალე, ეტყობა რაღაც დაზიანდა ანდა ზარვი ამოვარდა ადგილიდან რავიცი მასეტებს ვფქირობ. ნეტა რა მომივა? cry.gif

Power_VANO
ეხლა როგორ არის?

Posted by: skoch 10 Apr 2009, 14:39
QUOTE
ჰოდა შეგიძლიათ ვინმემ კონსულტაცია გამიწიოთ? რა ხდება, რატომ ემართება ასეთი რაღაც? რისი ბრალია?

დაბუჟება ჰერპეს ზოსტერმაც იცის მარა სხვა სიმპტომებიც უნდა ჰკონდეს წვა და ქავილი სახეზე,

Posted by: eku 21 Apr 2009, 00:47
მეც დიდი ხანია მაწუხებს ეგ პრობლემაა... ვერ ვგრძნობთქო, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ ცოტა დიდ ხანს თუ მომიწია ჯდომა, ერთი 3-4 წუთი მჭირდება რომ, ავდგე...

დიდხანს ჯდომა ყოველდღე მიწევს სამწუხაროდ... რისი ბრალია? მჟავე ტყემალი, და ესეთი რაღაცეები შველისო... მახსოვს ადრე ვიღაცამ მითხრა... biggrin.gif მართალია?

Posted by: aseaisea 13 Nov 2009, 11:11
დაბუჟება არა, მაგრამ მარცხენა ხელის ნეკა თითი უბუჟდება ოდნავ ჩემს მეგობარს, ადრე ენა უბუჟდებოდა, მაგრამ ანტიდეპრესანტს სვავს და გაუარა, მაგრამ ახლა ნეკა თითი უბუჟდება, ისევ ნევროზ? თუ სხვა რამე შეიძლება კიდევ იყოს? მინდა რაიმეთი ვუშველო, ძალიან განიცდის ამ ამბებს და თავის თავში იკეტება ვატყობ sad.gif

Posted by: lgogokhia 13 Nov 2009, 12:09
როგორ მიყვარს ნევროპათოლოგები love.gif love.gif ძალიან ბევრ ფულიკებს აკეთებენ, განსაკუთრებით ქართულ სინამდვილეში და ძალიან დიდი ცოდნაც არ ჭირდებათ ამისთვის smile.gif ამიტომაც ნაკლებად არსებობენ ნამდვილი ნევროპათოლოგები ქართულ სინამდვილეში..

Posted by: donjuani 13 Nov 2009, 12:11
aseaisea
QUOTE
დაბუჟება არა, მაგრამ მარცხენა ხელის ნეკა თითი უბუჟდება ოდნავ ჩემს მეგობარს, ადრე ენა უბუჟდებოდა, მაგრამ ანტიდეპრესანტს სვავს და გაუარა, მაგრამ ახლა ნეკა თითი უბუჟდება, ისევ ნევროზ? თუ სხვა რამე შეიძლება კიდევ იყოს? მინდა რაიმეთი ვუშველო, ძალიან განიცდის ამ ამბებს და თავის თავში იკეტება ვატყობ 

ქართულ რეალობაში თუ რამე დიაგნოზს ვერ სვავენ ესეიგი ნევროზია, კაი რა რა სისულელეა?

Power_VANO

მე კიდევ ამას დავამტებდი რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზები შედედებაზე, ანუ პროტრომბინზე (მაღალმა მაჩვენებელმა იცის ხოლმე ეგეთები) და აუცილებლად ენახოს ვერტებროლოგს, ხერხემლიდან ნერვული ბოჭკოების გამოსვლის მიდამოებში თუ რამე ზეწოლა ხორციელდება, ანუ ლაპარაკაი როცა მენჯბარძაყის მოდამოში მოხრაზე, ანუ ამ შემთხვევაში გოგონა იჯდა რაგაც პერიოდი ხო? ამ დროს ვითარდება რამე ზეწოლა ნერვზე და იწვევს დაბუჯების ეფექტს, თუმდა მაგას გამართულის დროსაც უნდა ქონდეს გარკვეული მტკივნეული შეგრდზნება, ფეხსჰი გადაცემითი, მაგრამ მაინც ჯობია ესენიც გამოკვლეულ იქნეს

წარმატებებს გისურვებთ

Posted by: kopa 13 Nov 2009, 12:22
eku
QUOTE
მეც დიდი ხანია მაწუხებს ეგ პრობლემაა... ვერ ვგრძნობთქო, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ ცოტა დიდ ხანს თუ მომიწია ჯდომა, ერთი 3-4 წუთი მჭირდება რომ, ავდგე...

ანალიზი აიღე შედედებაზე ანუ პროტრომბინზე, ეგ მაგან იცის.

QUOTE
მჟავე ტყემალი, და ესეთი რაღაცეები შველისო... მახსოვს ადრე ვიღაცამ მითხრა...მართალია?


ლიმონია მაგისთვის კარგი.......

Posted by: Masked 13 Nov 2009, 12:32
"დაბუჟება არა, მაგრამ მარცხენა ხელის ნეკა თითი უბუჟდება ოდნავ ჩემს მეგობარს, ადრე ენა უბუჟდებოდა, მაგრამ ანტიდეპრესანტს სვავს და გაუარა, მაგრამ ახლა ნეკა თითი უბუჟდება, ისევ ნევროზ? თუ სხვა რამე შეიძლება კიდევ იყოს? მინდა რაიმეთი ვუშველო, ძალიან განიცდის ამ ამბებს და თავის თავში იკეტება ვატყობ"-
ეს ადვილი ასახსნელი არის, რა აქვს შენი მეგობარს.
ეს ადვილი გამოსწორება შეიცლება.

მაგრამ როცა გრძნობა დაიკარგა, ეს უკვე სერიოზული არის და კურადგება უნდა.
მე ვარაუდობ MS, აქ უჩირტ ხშირად დადგენა ემეს ის, და ძალიან ხშირი არის უკვე ახალგაცრდა ადამიანებში ემეს.
უაზახე? მიზეზი მედიცინამ ჯერ არის იცის, ვარაუდი არის აუტოიმმუნური აგრესსია, ან ვირუსი...შულმედიცინა ემეს ს ვერ ტჰერაპიებს.
მე კი ვიტკვი რომ ემეს ის დავადების დროს პირველი რიგში არის კვების შეცვლა აუცილებელი!
მე ვარაუდობ რომ ორგანიზმში დაგროვება არაჯანმრტელი ცილების.
არ შეიცლება ღორისხორცი! ეს ისეც არ შეიცლება, რადგან ეს ხორცი ტოქსიკური არის.
არ შეიცლება მარგარინე!
არ შეიცლბა კველა არაჯანმრტელლი ცხიმები.უნდ უნდ უნდ...



Posted by: eku 13 Nov 2009, 14:55
QUOTE (kopa @ 13 Nov 2009, 12:22 )
eku
QUOTE
მეც დიდი ხანია მაწუხებს ეგ პრობლემაა... ვერ ვგრძნობთქო, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ ცოტა დიდ ხანს თუ მომიწია ჯდომა, ერთი 3-4 წუთი მჭირდება რომ, ავდგე...

ანალიზი აიღე შედედებაზე ანუ პროტრომბინზე, ეგ მაგან იცის.

QUOTE
მჟავე ტყემალი, და ესეთი რაღაცეები შველისო... მახსოვს ადრე ვიღაცამ მითხრა...მართალია?


ლიმონია მაგისთვის კარგი.......

ლიმონს ვთლი და უშაქროდ ვჭამ... ძაააან მიყვარს...


შეიძლება მჟავეზე მაგიტომაც მაქვს მოთხოვნილება რომ რაღაც მაქლია....

მაგ ანალიზების გაკეთება სად შეიძლება ისე?

Posted by: Citizen* 2 Aug 2011, 21:34
მეც მჭირს დაახლოებით ასეთი რამ, მაგრამ არა მთლიანიად მგრძნობელობის დაკარგვა.
დაახლ 1 თვის წინ მარცხენა ფეხზე და ზურგის მარცხენა ნაწილზე დამემართა, ეხლა კი მარცხენა ნეკა თითზეც.
თითქოს ნაკლები მგრძნობელობა მაქვს...

ხომ არ იცით რაიმე ამის შესახებ?
მადლობა წინასწარ

Posted by: BioHazard 3 Aug 2011, 14:23
მე კიდევ იგივე სიმპტომებით შენელებული ანაფილაქსიური შოკი დამემართა...

შეიძლება რამე ჭამოდა ეგრე მოგივიდეს...

ან ანტიბიოტიკის გაკეთების დროს მოგივიდეს...

ოღონდ ოთხივე კიდურში ერთად...

და შენელებულს სახლის პირობებში შველის 1 ბოთლი ტყემლის წვენი...

2 ჭიქა ყავა...

და სეკსი...

user posted image

Posted by: MadDreamer 5 Aug 2011, 13:13
აუ მე კიარ მიბუჟდება
აი ვენაში მაწვება სისხლი ტუ პირიქიტ და ამ ბოლო დროს იდაყვიდან ტიტებამდე რაღაც ცუდი შეგრძნებამაქვს ხოლმე, ტიტქოს დაჭიმული მაქვსო ხოდა,მარტო მარჯვენა ხელზე მომდის და რა ვქნა, არ შემაშინოტ ოღონდ:|:|:|:|:|
და ვინმემ რამე გამაგებინეტ:| მჭირდება ხელი ტანაც მარჯვენა=))
აი უფრო ზუსტად ძალა არ მაქვს ხოლმე,ძალიან დაღლილივიტ მაქვს ცალი ხელი, არადა იმენნა ხელს დიდად არ ვტვრირტავ მგონი:|ყოველშემტხვევაში ამ პერიოდში როცა დამეწყო ეს, ისე ნუ ვხატავ და მეღლება ხელი რა ტქმა უნდა:| უეsad.gif(

Posted by: achogeo5 6 Aug 2011, 13:53
მე მიბუჟდებოდა ხოლმე ფეხის თითები , ქუსლები , ხანდახან ძილის დროს მთლიანად ტანიც გამბუჟებია , მაგრამ რავი დროთა განმავლობაში აღარ მინერვიულია მაგაზე და კაი ხანი აღარ გამბუჟებია ესე თავისით , ისე ტვინი აბსოლუტურად კველაფრის მკურნალია, უბრალოდ დზნელია დააჯერო შენ თავს...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)