ჯერ პრეისტორია:
მაშინ როცა ჩვენი მშობლების თაობა ჯერ კიდევ კომუნიზმს აშენებდა და სამოქალაქო სამართალი ამ მშენებლობის ნაწილს წარმოადგენდა, დღევანდელი თაობისთვის საკმაოდ გაუგებარი კანონები მოქმედებდნენ.
საბჭოთა მთავრობამ გადაწყვიტა ყველა საბჭოთა მოქალაქისთვის მიეცა საცხოვრებელი (ყოველ ხუთწლედზე ამას გაყვიროდნენ).
არცერთ საბჭოთა მოქალაქეს არ ჰქონოდა სხვა საბჭოთა მოქალაქეზე დიდად უკეთესი პირობები და ორი სახლი (უნდა ყოფილიყო შედარებით თანაბრად განაწილებული სიღარიბე).
ქალაქებში სახლები არ იყო კერძო საკუთრება, ის სახელმწიფოს ეკუთვნოდა. ხოლო სახლის მიღება სადღაც საკუთრებას და მფლობელობის დღევანდელ გაგებას შორის მერყეობდა. ასევე სოფლებში სახლები იყო კომლის საკუთრება და სხვათაშორის ჩვენმა ბოთეებმა ამ ანაქრონიზმს დღემდე ვერ დააღწიეს თავი და იურიდიულ მოვლენა კომლს დღემდე თავისი პრეისტორიული ადგილი უკავია ჩვენს სამოქალაქო კოდექსში და კანონმდებლობაში.
თითო სულ მოსახლეზე არ უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი ფართის გარკვეული ზომაზე მეტი.
ადმინისტრაციული ჩაწერის ინსტიტუტი ძალიან აძნელებდა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის საშუალებას.
სწორედ ამ დროდან იღებს სათავეს ის დიდი ისტორიული თაღლითობები, რასაც კომუნალკები, იტალიური ეზოები, ატსტუპნოები, ჩაწერები და სხვა მსგავსი გონებამახვილობები ეწოდება საბჭოთა და დღევანდელ სინამდვილეში.
რადგან ჭეშმარიტს გეუბნებით მე თქვენ:
როგორც სახელმწიფო, ისე მოქალაქეები, ორივე მხარე დიდი თაღლითები იყვნენ.
* * *
საქართველოს სსრ 1961 წლის სამოქალაქო კოდექსის 104 მუხლის მიხედვით, მოქალაქეს (ოჯახთან ერთად) საკუთრებად შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ ერთი სახლი ან სახლის ნაწილი. ხოლო სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1958 წლის, ბრძანებულებით საცხოვრებელი სახლის საცხოვრებელი ფართობი (ტუალეტ აბაზანა სამზარეულოს გარდა) არ შეიძლებოდა ყოფილიყო 60 მეტრკვადრატზე მეტი.
ამ ფართის ზემოთ საცხოვრებელ ფართს ოჯახს გაუყიდიდნენ.
ასევე თუ ოჯახს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა ორი საცხოვრებელი სახლი პირად საკუთრებაში, ერთს სახელმწიფო ჩამოართმევდა და იძულებით გაუყიდიდა.
* * *
რა თქმა უნდა, როდესაც არ არსებობს ორი სახლის ან დიდი ფართის ქონის კანონიერი საშუალებები, მაშინ საბჭოთა ადამიანი მიმართავს სხვადასხვა თაღლითობებს.
ესენი იყო:
მეორე სახლის აგარაკად გასაღება (ოჯახს შეიძლება ჰქონიყო ერთი აგარაკიც).
ფიქტიური განქორწინება, (ამით ორ ფიქტიურ და ერთ ფაქტიურ ოჯახზე ორი სახლი მოდიოდა).
მეორე სახლის ფიქტიური ჩუქებით ან ყიდვა-გაყიდვით ახლო ნათესავზე გადაფორმება ან მის სახელზე ყიდვა, (გასაგები მიზეზის გამო საკმაოდ იშვიათი და არასანდო ხერხი იყო).
კერძო სახლში ერთი სართულის დაბალჭერიანად აშენება (დაბალი ჭერის მქონე ნაგებობა, სახელმწიფო კორპუს-ხრუშჩოვკების გარდა დამხმარე სათავსოდ ითვლებოდა და საცხოვრებელ ფართში არ ითვლებოდა).
ნათესავის ჩაწერა (ესაც საკმაოდ საშიში თაღლითობა იყო, რადგან რა იცი რამდენად გაათაღლითებდა თაღლითების სახელმწიფო შენს ნათესავს?, შეიძლება ის ნამატი ფართი წაერთმია).
(ზოგი თაღლითობა თქვენს მშობლებსაც ჰკითხეთ კაცო, არც ისეთი ბებერი ვარ რომ ყველა ხერხი ვიცოდე, განსაკუთრებით ჩახვეული გონებამახვილობები თანამედროვე კრიმინალისტიკაში დღესაც ამოუხსნელია.
)
და რა თქმა უნდა ამ თაღლითობების მშვენება.
წმინდა საბჭოთა მოვლენა.
ატსტუპნიოი.
რომელიც დღევანდელმა ჩვენმა ეროვნულმა და კაპიტალისტურმა ხელისუფლებამ, ისეთი მახვილგონიერი თაღლითობით გადაწყვიტა, რომ მე პირადად მაგ კანონის წაკითხვისას, მისი დამმუშავებლის თაღლითობით აღფრთოვანებული დავრჩი და ვაღიარე, რომ მიშა სააკაშვილი სამ ხრუშჩოვს და ხუთ ბრეჟნევს ისე იყიდიდა და გაჰყიდიდა, რომ ისინი გარიგების შინაარსს ვერც კი გაიგებდნენ.
This post has been edited by karlsoni on 26 Apr 2006, 01:27