Tom Waits
ქართულად: ტომი იცდის.
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსი ხელოვანია. ბევრი მელანქოლიური, სულში ჩამწვდომი, "ხრინწიანი" და სახასიათო სიმღერები აქვს. სინამდვილეში მე მის მხოლოდ რამდენიმე სიმღერას ვიცნობ, რადგან როცა Tom Waits-ის ჩემთვის ახალ საყვარელ სიმღერას აღმოვაჩენ, კარგა ხანი ამოჩემებული მაქვს და სხვა არ მესმინება.
პიროვნულად ყველაზე მეტად ჩემთან ახლოს მოდის:
I don't wanna grow up.
პროტესტი სევდიანი, წნეხიანი, ამბიციებით დატვირთული, პრაგმატული ზრდასრულობის მიმართ.
შინაგანად კათარზისულია ხანდახან სერიოზული ზრდასრულობა გადააგდო, ბავშვური სილაღე დაიბრუნო და როგორც გინდა ისე იმაიმუნო.
სილაღისა და თამაშის მიუხედავად, როგორც მის სხვა სიმღერებში, აქაც არის ნაღველი.