Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მხატვრობა > სამხატვრო აქსესუარები - ფუნჯები, საღებავები, ტილოები...


Posted by: ZUCHA 6 Jan 2015, 20:50
ხალხი არ ხაართ მხატვრები არ ხაართ ?! დამეხმარეთ biggrin.gif ძლივს საუკუნის მერე ხელახლა მუზა მეწვია და ხატვა მომინდა და მითხარით სად შეილება შევიძინო სამხატვრო ფანქრები, ფურცლები, დაფა, ბლოკნოტი და რავი ასე შემდეგ სადმე არაა ადგილი რო იყიდებოდეს?? საღებავები არ მაინტერესებს ფანქარში ვხატავ მარტო და რამე სერიოზული ფანქრები მინდა biggrin.gif

Posted by: Present> 13 Jan 2015, 13:51
ZUCHA
+1 მეც მაინტერესებს


koh-i-noor ის მაღაზიაა ყაზბეგის ქუჩაზე..კარგი რაღაცები აქვთ
კარგადაც ვერ ვერკვევი
სჯობს თავად გაიარო და ნახო
ალ.ყაზბეგის 28 ნომერია

სადღაც 1 წლის წინ იყო და ეხლა არ ვიცი რა მდგომარებოაა სამწუხაროდ sad.gif

Posted by: Sargerass 22 Jan 2015, 20:20
მეც მაინტერესებს..ვაგზალზე ვყიდულობდი ერთერთ საკანცელარიოში აკრილებს და მიტხრეს აღარ მივიღებთო...სად ვიყიდო აკრილიკები ხომ არ იცით კიდევ?

Posted by: Raycher 26 Jan 2015, 16:54
ყველას აინტერესებს mo.gif

ვინც უკვე იცის, არავინ ხართ? spy.gif

Posted by: Paris,Texas 27 Jan 2015, 00:10
გადაბმული მაღაზიაა ფრიდა ქვია up.gif
კუტალაძის ქუჩაზე.

Posted by: ZUCHA 1 Feb 2015, 04:27
კი მაგ კოჰინორის მაღაზიაში ვიყავი მე, ჰოდა რავი მე რაც მაინტერესებდა ყველაფერი იყო კაი მაღაზიაა...

Posted by: ninucanini 2 Feb 2015, 10:48
გამარჯობათ, მაინტერესებს სად შემიძლია შევიძინო ფაიფურზე სახატავი საღებავები ან რა ქვია და როგორია , რომ ინტერნეტში მოვიძიო, მადლობა

Posted by: pifia 5 Feb 2015, 17:54
სამხატვრო მასალები არის ელბაქიძს აღმართთან (დაღმართთან), სუპერმარკეტ "ზემელის" გვერდით, ელბაქიძისკენ. არტ–დიზაინი ჰქვია მგონი და კიდევ, კიდობანში, "ჯითისიში". ყველაფერია თითქმის

Posted by: Present> 10 Feb 2015, 19:07
ZUCHA
ერთი სახატავი პასტები არ ქონდათ რომ ვიკითხე

ისევ ყაზბეგის 28 ნომერშია?
pifia
Paris,Texas
up.gif გაიხარეთ

Posted by: In_private 19 Feb 2015, 19:24
QUOTE
ფაიფურზე სახატავი საღებავები ან რა ქვია და როგორია , რომ ინტერნეტში მოვიძიო, მადლობა


აკრილის საღებავებით შეგიძლია ფაიფურზე ხატვა .

კიდობანში რომელ სართულზე ??
ჯითისიში არ შემიმჩნევია რაღაც მსგავსი მაღაზია .

კიდევ ვინც ერკვევა საშუალო ფასად ნორმალური ხარისხი რომელია აკრილის საღებავები??

Posted by: Hyperzet 21 Feb 2015, 22:24
In_private
QUOTE
კიდობანში რომელ სართულზე ??

მინუს პირველ სართულზე. ქვემოთ უნდა ჩახვიდე, იკითხე მხატვრების მაღაზია სადააო, ისე გაგიჭირდება მიგნება.

pifia
QUOTE
სამხატვრო მასალები არის ელბაქიძს აღმართთან (დაღმართთან), სუპერმარკეტ "ზემელის" გვერდით, ელბაქიძისკენ. არტ–დიზაინი ჰქვია მგონი და კიდევ, კიდობანში, "ჯითისიში". ყველაფერია თითქმის

ელბაქიძეზე არ ვყოფილვარ, უნდა ვნახო აუცილებლად.
თან ახლა საყიდელი მაქვს რაღაცეები.
ჯითისიშიც გავივილი და ვნახავ.

Posted by: In_private 21 Feb 2015, 22:48
Hyperzet

მადლობა ვიკითხავ ^_^

იმედია აკრილის საღებავები ექნებათ მანდ თუ არადა კოჰინორში მივალ.

ჯითისიში ხვალვე ვნახავ , კოლმეურნეობაზე რომაა მაგაზე ამბობთ ხომ ? მსგავსი მაღაზია არ შემიმჩნევია მანდ rolleyes.gif

Posted by: saqalaqo 8 Apr 2015, 12:42
QUOTE
In_private


ჯითისიში ხომ არ ყოფილხართ? რა ფასები და ნაწარმი აქვთ თუ შეიძლება რომ მითხრათ. ძირითადად პასტელი და გუაში მაინტერესებს

Posted by: In_private 14 Apr 2015, 10:32
saqalaqo

კი ვიყავი, გუაშის უფრო დიდი არჩევანი აქვთ სხვა ნაწარმთან შედარებით. ფასები როგორ გითხრა რაღაცეები ცოტა მეძვირა მე , თუმცა დაზუსტებით არ ვიცი ზოგადად რა ფასებია ბაზარზე.
თან შერეული ტიპის მაღაზიაა, ბავშვის სათამაშოები და სხვა მოხმარების ნივთებიც იყიდება და არ მიყვარს მასეთი არეულდარეული მაღაზიები.

Posted by: eleven 2 May 2015, 10:19
გამარჯობა. ხომ არ იცით ვინმე მოლბერტებს რომ ამზადებდეს? პატარა მოლბერტი მინდა 3-4 წლის ბავშვისთვის. ან თთუ იყიდება ეგეთი ოღონდ კარგ ფასად.

Posted by: ell-lle 9 May 2015, 01:17
მოლბერტი მეც მაინტერესებს, ოღOნდ გამზადებული და ფასებიც თუ იცით,

Posted by: Present> 14 May 2015, 21:37
არ იცით თეთრი ფანქარი სად ვიყიდო ? sleep.gif


უბრალო ფანქრებით ვხატავ და თეთრი ფერი ბევრჯერ დამჭირვებია
და ხო არის ისეთი ფანქარი რომელიც დახატავს თეთრად ჩვეულებრივ თაბახის ფურცელზე?

თუ ძაან სისულელეს ვიძახი? drug.gif

Posted by: Sargerass 27 Sep 2015, 01:28
Present>
ნწ...მშენიერ რამეს იძახი biggrin.gif ეგეთი გამომიწერა ჩემმა მეუღლემ ამაზონიდან <3

http://www.amazon.com/Prismacolor-Premier-Soft-Colored-Pencils/dp/B000E23RSQ

აი ეს მაქვს...და ამას რომ თეთრი აქვს, ისაა რასაც შენ ამბობ..

სპეციალური ფანქარია რა..სხვა მასალაა..რბილია...

prismacolor premier colored pencils-ეს ჩაწერე გუგლში და მიხვდები


Posted by: Present> 30 Sep 2015, 08:24
Sargerass
მადლობა 2kiss.gif

ცალკე არ იყიდება თეთრი ? user.gif მაგდენს ვერ შევწვდები

ერთმა მირჩია კოჰინორში თეთრი პასტა არისო რაღაც მარა ვერა და ვერ გავიარე


Posted by: field 6 Oct 2015, 21:54
სქელი გული რო ქონდეს ისეთი ფანქრები სად იყიდება ხო არ იცით? ანუ შავი ფანქარი სტანდარტულ ფანქარზე სქელი რო იყოს გული, ან ინგლისურად რა ქვია ამაზონზე რო ვნახო user.gif

Posted by: seeman 11 Oct 2015, 21:13
ჩარჩოები სად იყიდება მშრალი ხიდზე ალბათ და კიდე სად ვნახავ

Posted by: mis_ang 22 Oct 2015, 16:21
ზემელზე იყიდება, ჩარჩოც, ტილოც, მოლბერტიც და საღებავებიც ყველაფერი smile.gif

Posted by: Roqsalana 29 Oct 2015, 14:02
იქნებ დამეხმაროთ თიხის ქოთნებზე უნდა ჩემს მეუღლეს რაღაცების მოხატვა მაგრამ ჩვეულებრივი გუაშები ლამაზად არ ჯდება, თიხაზე რა მასალა გამოიყენება მოსახატად და სად შეიძლება შევიძინოთ? მოყვარულის დონეზეა და ძვირიც რომ არ დაგვიჯდეს ისე გვინდა

Posted by: *porcelain* 30 Oct 2015, 23:48
Roqsalana

თიხა მომიხატავს აკრილის საღებავით
უპრობლემოდ
აკრილის საღებავს კი თითქმის ნებისმიერ სამხატვრო მაღაზიაში შეიძენთ.


Posted by: Hey Berry 31 Oct 2015, 00:19
მეგობრებო, ზეთოვანი პასტელები მაინტერესებს სად იყიდება იაფად და ცალობით? ანუ თეთრები მინდა რამდენიმე და არა მთელი შეკვრა ფერად–ფერადი.

Posted by: Present> 27 Dec 2015, 22:51
Hey Berry
koh-i-noor ში ნახე ბევრი რამეები აქვთ და ფასდაკლებებიც არის

მარჯანიშვილზე მაკდონალდსის წინ არის


აკრილით ჩვეულებრივ ფურცელზე ვერ დავხატავ? ნუ ფურცელი სქელია ფანქრებით ხატვისთვის ვიყიდე

Posted by: fork 2 Jan 2016, 10:13
მსურს შევიძინო მაქსიმალურად ბევრი ფერის ფანქარი...100-ზე მეტი ფერით...
ადგილობრივად,თორემ ამაზონზე ყრია უხვად პრიზმაქოლორის.
მაპედის მაქვს 48-ანი(თეთრი,ვერცხლისფერი და ოქროსფერიცაა შიდ),მაგრამ მეტი მსურს

არაფერი გეგულებათ ეგეთი?

http://radikal.ru/big/c88e056925664982b05436bfc5be7c49

(ეს დამხატავდა,მარა სადაა...)

Posted by: marikap 4 Jan 2016, 14:16
QUOTE (ninucanini @ 2 Feb 2015, 10:48 )
გამარჯობათ, მაინტერესებს სად შემიძლია შევიძინო ფაიფურზე სახატავი საღებავები ან რა ქვია და როგორია , რომ ინტერნეტში მოვიძიო, მადლობა

გერმანულად Porzellanfarbe ქვია, იქნებ გამოგადგეს.

http://www.gerstaecker.de/shop/unser-angebot/keramik-modellieren/porzellan-und-keramikfarben?pageno=0

ამ გვერდსე საკმაოდ ხელსაყრელ ფასში იყიდება სხვადასხვა სახის ფაიფურსე სახატავი საღებავი.


* * *
QUOTE (Present> @ 30 Sep 2015, 08:24 )
Sargerass
მადლობა 2kiss.gif

ცალკე არ იყიდება თეთრი ? user.gif მაგდენს ვერ შევწვდები

ერთმა მირჩია კოჰინორში თეთრი პასტა არისო რაღაც მარა ვერა და ვერ გავიარე

ამ გერმანულ გვერდზე ცალობითაც იყიდება, 1 ცალი 1,75 € ღირს, იქნებ იცნობ ვინმეს გერმანიაში რომ გამოგიგზავნოს.

http://www.faber-castell.de/spielen-lernen/kindgerechte-produkte/grip-2001-buntstifte-bleistifte/BuntstiftJumboGRIPweiß/110901
* * *
მხატვრებისტვის ეს გვერდი ძალიან საინტერესოა,
ყველაფერი აქვთ რაც ხელოვნებას სჭირდება, ჩემი მეუღლეც მანდ ყიდულობს ყველაფერს.

http://www.boesner.com

თუ ვინმე გყავთ გერმანიაში ცალობით ყიდვაც შეიძლება
* * *
მაღაზიაში შეიხედეთ http://www.boesner.com/shop

Posted by: Naniko1 12 Jan 2016, 11:14
არავის შეგხვედრიათ Secret Garden_ის გასაფერადებელი? ან სხვა მსგავსი?

Posted by: nikavkh 3 Feb 2016, 21:16
QUOTE (Sargerass @ 27 Sep 2015, 01:28 )
Present>
ნწ...მშენიერ რამეს იძახი biggrin.gif ეგეთი გამომიწერა ჩემმა მეუღლემ ამაზონიდან <3

http://www.amazon.com/Prismacolor-Premier-Soft-Colored-Pencils/dp/B000E23RSQ

აი ეს მაქვს...და ამას რომ თეთრი აქვს, ისაა რასაც შენ ამბობ..

სპეციალური ფანქარია რა..სხვა მასალაა..რბილია...

prismacolor premier colored pencils-ეს ჩაწერე გუგლში და მიხვდები

თეთრი ფანქარი (პრიზმაქოლორის) რატომღაც მე არმიხატავს თეთრად თეთრ თაბახზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
* * *
QUOTE (Present> @ 30 Sep 2015, 08:24 )
Sargerass
მადლობა 2kiss.gif

ცალკე არ იყიდება თეთრი ? user.gif მაგდენს ვერ შევწვდები

ერთმა მირჩია კოჰინორში თეთრი პასტა არისო რაღაც მარა ვერა და ვერ გავიარე

თუ თეთრი ფანქრის გამოწერას შეძლებ (ცალკე) საუკეთესო caran d'ache luminance-ა, მაგრამ თეთრ თაბახზე არცერთი არხატავს, ძირითადად ფერების ერთმანეთში არევისთვის გამოიყენება

Posted by: Sargerass 24 Feb 2016, 17:55
მოლბერტი მიყიდა ჩემმა მეუღლემ მაგრამ ვერაფრით ვერ ვხმარობ, არც ადგილი მაქვს ამისი.. გავყიდი თავისივე ფასში sad.gif 50 ლარად. 180-სმა.. არცერთხელ არ მიხმარია.. ახალია 1 თვე არაა გასული რაც მაქვს.. მიდევს

http://radikal.ru/big/8bd05a3457724d478ff95d6b4c96d920

Posted by: In_private 9 Mar 2016, 09:54
ნუ მთლად სამხატვრო არაა მაგრამ შესაბსმისი თემა ვერ მოვიძიე ხოდა იქნებ თქვენ იცოდეთ პოლიმერული თიხა სად იყიდება თბილისში და რა ღირს დაახლოებით.

Posted by: Finrod_Felagund 20 Mar 2016, 16:31
ხალხო ეს საღებავები სად იყიდება? სავარაუდოდ მაინც სად იქნება?

Posted by: onisepolski 21 Mar 2016, 17:05
ხალხო ტილოები სად ვიყიდო ვერ მასწავლით?

Posted by: PANTALONE 28 Apr 2016, 17:24
QUOTE
ხალხო ტილოები სად ვიყიდო ვერ მასწავლით?

QUOTE
ხალხო ტილოები სად ვიყიდო ვერ მასწავლით?

QUOTE
ხალხო ტილოები სად ვიყიდო ვერ მასწავლით?

იაფად , იაფაად

onisepolski
ახალ კიდობანშია , მაგრამ ძვირია

Posted by: merciamercia 28 Apr 2016, 22:06
ლამაზი ჩარჩოები მინდა ნახატებისთვის, სადაც ვნახე მკვდრის სურათს რომ დებენ ისეთია user.gif

Posted by: pekineli 5 May 2016, 12:44
merciamercia
ესეიგი მიდიხარ რუსთაველზე, უფრო სწორად კოსატავას ქუჩაზე.
პეტროპს პირდაპის ქჩის იქითა მხარეს სარდაფი მაღაზიაა ძალიან დიდი არჩევანით. ჩადი იქ და ნახავ!










მეგობრებო ზეთოპვანი პასტელები სად ვიყიოდო ხო არ იცით? ნორმალური ხარისხის.
პასაჟის მაღაზიაში ძალიან ძვირია ყველაფერი.

Posted by: merciamercia 5 May 2016, 19:38
QUOTE (pekineli @ 5 May 2016, 12:44 )
merciamercia
ესეიგი მიდიხარ რუსთაველზე, უფრო სწორად კოსატავას ქუჩაზე.
პეტროპს პირდაპის ქჩის იქითა მხარეს სარდაფი მაღაზიაა ძალიან დიდი არჩევანით. ჩადი იქ და ნახავ!










მეგობრებო ზეთოპვანი პასტელები სად ვიყიოდო ხო არ იცით? ნორმალური ხარისხის.
პასაჟის მაღაზიაში ძალიან ძვირია ყველაფერი.

რის პირდაპირ?
ვერ მივხვდი user.gif

Posted by: TamT 6 May 2016, 01:36
კარგი ფუნჯი სად ვიყიდო?
1 ცალი მინდა საჩუქრად, ოღონდ მართლა კარგი და ხარისხიანი რომ იყოს

Posted by: pekineli 6 May 2016, 08:54
QUOTE (merciamercia @ 5 May 2016, 19:38 )
QUOTE (pekineli @ 5 May 2016, 12:44 )
merciamercia
ესეიგი მიდიხარ რუსთაველზე, უფრო სწორად კოსატავას ქუჩაზე.
პეტროპს პირდაპის ქჩის იქითა მხარეს სარდაფი მაღაზიაა ძალიან დიდი არჩევანით. ჩადი იქ და ნახავ!










მეგობრებო ზეთოპვანი პასტელები სად ვიყიოდო ხო არ იცით? ნორმალური ხარისხის.
პასაჟის მაღაზიაში ძალიან ძვირია ყველაფერი.

რის პირდაპირ?
ვერ მივხვდი user.gif

მეტროს. მობით რო ვარ მიჭირს ბეჭვდა ბოტოტა თითებით smile.gif
* * *
TamT
QUOTE
კარგი ფუნჯი სად ვიყიდო?
1 ცალი მინდა საჩუქრად, ოღონდ მართლა კარგი და ხარისხიანი რომ იყოს

ერთი ფუნჯი ცოტა არაა საჩუქრად? მარ ტუ ერთი გინდა და კაი არის ბიბლუსში მიდი და ძალიან სასიამოვნო ფუნჯებია. ვიზუალითადც და ხარისხითაც 3-16 ლარი ღირს თუ სწორად მახსოვცს ან ამ დიაპაზონის ფასებშია ხარისხისა და ზომების მიხედვით.

Posted by: TamT 7 May 2016, 12:59
pekineli
მე მეგონა ერთი და კარგი არსებობდა ))) ვიფიქრე გავუკეთებ გრავირებას მეთქი და ა.შ.
მაგრამ თუ ასე იაფი ღირს, ალბათ ხანმოკლე გამოყენებისთვისაა და მართლაც ცოტა გამოდის საჩუქრად :დ

Posted by: pekineli 7 May 2016, 13:09
TamT
არა ხანმოკლე გამოყენებისთვის არაა იარს დიდი ხანი უყუდე კრებული

Posted by: merciamercia 7 May 2016, 16:29
pekineli
QUOTE

მეტროს. მობით რო ვარ მიჭირს ბეჭვდა ბოტოტა თითებით 

მადლობა 2kiss.gif

Posted by: natina_b_22 7 May 2016, 16:39
pekineli
QUOTE
ესეიგი მიდიხარ რუსთაველზე, უფრო სწორად კოსატავას ქუჩაზე.
პეტროპს პირდაპის ქჩის იქითა მხარეს სარდაფი მაღაზიაა ძალიან დიდი არჩევანით. ჩადი იქ და ნახავ!


smile.gif უკაცრავად, ბოტოტათითებიანო, დაახლოებით რა ფასიდან იწყება, შემთხვევით ეგეც ხომ არ იცი ?? smile.gif
2kiss.gif

Posted by: pekineli 7 May 2016, 16:54
natina_b_22
ფასები არის ყველანაირი. ესეიგი პასპარტუ ჩარჩო ანუ შუშიანი ჩარჩო არის 18 ლარი კვადრატული.
რავ შეეხება ხის მოჩუქურთმებულ და უბრალო და ბრალიან ჩარჩოებს ბევრნაირია. მე 16 ლარეიანი მომეწონა ძაან. მეტრა 16 ლარი.

Posted by: natina_b_22 7 May 2016, 17:02
pekineli
აანუ, თუ სწორად გავიგე , 1*1მ ღირს 16-18 ლარი. ??
და თუ იცი, აი ძალიან პატარა ზომები, მაგალითად 15*15სმ , ან არასტანდარტული ზომის ჩარჩოები თუ აქვთ ?

Posted by: Hyperzet 9 May 2016, 02:59
pekineli
მადლობა ინფოსთვის. ფასებიც ნორმალურია.
შევივლი მაგ მაღაზიაში.
bis.gif


Posted by: pekineli 9 May 2016, 11:19
natina_b_22
პასპარტუ ანუ შუშიანუ არი კცვადრატულობაზე ხოლო ის მერე გრძივ მეტრობაზე smile.gif

Hyperzet
არაფრიისს :*

Posted by: tati-tatia-tatuli 18 May 2016, 18:39
მეც მინდა მოლბერტი, სად ვიყიდო იაფად ან ვინ ამზადებს?

Posted by: დათო1969 12 Jun 2016, 16:54
გამარჯობა.ხომ არსად გეგულებათ მეორადი საბჭოთა წარმოების ეტიუდნიკი.წინასწარ გიხდით მადლობას


Posted by: compus 23 Jan 2017, 18:18
ასეთი მოლბერტი მჭირდება, სად შეიძლება რომ ჰქონდეთ?

http://img.ge/

Posted by: 098 31 Jan 2017, 21:38
QUOTE (Finrod_Felagund @ 20 Mar 2016, 16:31 )
ხალხო ეს საღებავები სად იყიდება? სავარაუდოდ მაინც სად იქნება?


ეს მეც მაინტერესებს...
მიაგენით?

Posted by: marikap 14 Dec 2017, 14:47
მოლბერტის დამზადების ინსტრუქცია
https://de.wikihow.com/Eine-Staffelei-bauen

რთულია არაა, ძალიან მარტივად არის ახსნილი

Posted by: yoana 3 Feb 2018, 01:40
compus
QUOTE
ასეთი მოლბერტი მჭირდება, სად შეიძლება რომ ჰქონდეთ?


რუსთაველის მეტროს პირდაპირ სამხატვრი მაღაზიაა და იქ აქვთ ეგეთი მოლბერტი

Posted by: სენბონზაკურა 3 Feb 2018, 17:11
marikap
QUOTE
რთულია არაა, ძალიან მარტივად არის ახსნილი

აუ, რა კარგია, აუცილებლად უნდა ვცადო ძალიან მომეწონა

Posted by: Capricorn_J 16 Feb 2018, 16:07
ხატვისთვის საჭირო ყველა მასალა არის რუსთაველის მეტროსთან რომ მიწისქვეშა გადასავლელია აი იქ, დიდი მაღაზიაა.

გზის მარჯვენა მხრიდან თუ ჩახვალთ კიბესთანაა ...როგორც ვიცი აკადემიის სტუდენტები სულ იქ დადიან, მეც რამდენჯერმე ვიყიდე აკრილები და ფუნჯები და ძალიან კმაყოფილი ვარ...


კიდევ ეს მაღაზია ვიცი , ყაზბეგზე და აღმაშენებელზე არიან https://www.facebook.com/orgservice.ge/

ერთხელ ვიყიდე gamoiwere.ge დან მაგრამ არც ხარისხი ვარგოდა და მეტის გადახდაც გამომივიდა

Posted by: mkgnmc 24 May 2018, 11:54
გამარჯობა!
ტილოს რაზეც აკრავენ, ხის პლანკები სად შეიძლება შევიძინო?

Posted by: PANTALONE 3 Jun 2018, 20:54
QUOTE
ტილოს რაზეც აკრავენ, ხის პლანკები სად შეიძლება შევიძინო?

უპასუხეთ მოქალაქეს/

გავიწეწე მზა ტილოების 12 ლარებში

mkgnmc
თუ ნახე სადმე მოიწერე გეთაყვა/


ქავთარაძის ბაზრობაზე ავაწყობინე ბაბუს ჩარჩოები, და იმინა მარსელ დუშანის მოჯმული ამიწყო/

Posted by: Crøs 5 Jun 2018, 18:34
PANTALONE
QUOTE
გავიწეწე მზა ტილოების 12 ლარებში

აბა მე 7-8 ევროდ ვყიდულობ და მასე არ ვტირი fig.gif

მშრალ ხიდზე არაა აქვთ იაფად ვეშები?

Posted by: PANTALONE 20 Jun 2018, 20:30
cros
QUOTE
ბა მე 7-8 ევროდ ვყიდულობ და მასე არ ვტირი 

შენ კლიმტი ხარ და მე შილე

Posted by: ramaza 12 Aug 2019, 01:35
გავიცანი ძალიან კარგი ადამიანი სულ შემთხვევით,მხატვარია.
არც ფეისზე დამიმატებია არც არსად,ისე დავშორდით არც ნომერი გამომირთმევია.
შევხვდებით კიდეო და ვნახოთთქო არადა ძალიან კარგად ვილაპარაკეთ.
მერე ვნახე ფეისზე და ძალიან მომეწონა მისი ნახატები...თან მთელ სულს და გულს დებს მაგაში როგორც მივხვდი..ხელმომჭირნედ ცხოვრობს თან.
არ დავამატე სპეციალურად,არმინდა რო ისე გამიგოს რა...ნუ მოკლედ.
სახლი ვიცი და მივუტან.
მინდა რომ რამე ვაჩუქო ან ტილოები ან ფუნჯები ან რავი...
რაც თანხებთანაა დაკავშირებული
ჰქონია ისეთი შემთხვევა რომ ტილოს უქონლობის გამო თავის ნახატზე გადაუხატია სხვა...
ხოდა მხატვრები ვინც ხართ გეცოდინებათ აი ყველაზე ხარჯიანი ან ძვირი თემა რა არის რაც აუცილებელია??
ძალიან გამიხარდება თუ მის შედევრებში ჩემი პატარა მონაწილეობა იქნება ნუ სისულელეა მარა მინდა რამით დავეხმარო მოკლდ...
უბრალოდ იმ თანხას რაც რამე დებილობაში უნდა დამეხარჯა გადავდებდი..
მირჩიეთ რა smile.gif მადლობა

Posted by: 8977774 12 Aug 2019, 20:15
ramaza
ხარისხიანი საღებავი და ფუნჯები.

Posted by: ramaza 13 Aug 2019, 02:02
8977774

https://www.mymarket.ge/ka/pr/13329917/samxatvro-da-arqiteqturuli-invertari/Winsor--Newton-is-funjebi-profesionalebisa-da-moyvarulebisT

მგონი აკრილით ხატავს როგორც მივხვდი და ეს ფუნჯები წავა??

Posted by: babuawvera45 16 Aug 2019, 11:06
რუსთაველის მეტროს წინ ჩარჩოების მაღაზიაა მაგრამ შიგნით სრულებით ყველაფერი აქვთ, აიკრილიც ზეთიც ფუნჯებიც, ტილოც მოკლედ 100% ყველაფერი.

Posted by: ucha7767 7 Sep 2019, 14:26
თუ ვინმეს დაგჭირდებათ კიდობანშია პირველ სართულზე სამხატვრო მაღაზია თითქმის ყველაფერი აქვთ
* * *
თუ ვინმეს დაგჭირდებათ კიდობანშია პირველ სართულზე სამხატვრო მაღაზია თითქმის ყველაფერი აქვთuser posted image

Posted by: zefiri 8 Oct 2019, 04:02
პოლიმმერულ თიხა ლა დოლს ხომ ვერ მიმასწავლით სად იყიდება. ყველგან გაქრა სადაც იყო.

Posted by: nardu7ki 14 Dec 2019, 07:48
.............................................. In action

Posted by: lilianna 18 Jan 2020, 22:21
გამარჯობა.ვინც ერკვევით ზეთის საღებავები სად სჯობს შევიძინო ნორმალურ ფასად?თუ გამოწერა სჯობს?

Posted by: iko-iko 27 Jan 2020, 10:05
გამარჯობა ხალხო,
ადრე თითქმის ყველა ბაზრობაზე საკანცელარიო ნივთებში ვნახულობდი ხოლმე მელნიან კალმებს, კაი ხანია არსად შემხვედრია, სად შეიძლება ვნახო მელნიანი კალამი, იაფიანი ვარიანტი? თუ შეგხვედრიათ დამაკვალიანეთ რა პლიზ.
არ ვგულისხმობ პარკერს, პილოტს, ონლაინს და მისთანებს....

Posted by: korsikeli 24 Jul 2020, 17:28
გამარჯობათ.
თბილისში სად შეიძლება შევიძინო ალკოჰოლის მელანი -alcohol inkuser posted image

Posted by: lilu777 20 Jan 2021, 02:51
გამარჯობათ,
კანვასზე ვინც იწყებს ხატვას იმას რას ურჩევთ რითი ხატოს და რა ფირმის? მირჩიეთ რა პლზ kiss.gif

Posted by: stasi1 25 Mar 2021, 14:20
აკრილის რომელ საღებავს იყენებთ?

Posted by: არტი-მარტის-ბარტყი 10 Dec 2021, 10:13
სამხატვრო აკადემიასთან უამრავი მაღაზიაა. რუსთაველზე გალერის რომ აუყვები მმანდაა ტოებიცააა ფანქრებიც და ყველაფერიც.

Posted by: Sofiastar 27 Oct 2022, 19:36
გამარჯობა ,მასტერ კლასის გუაშების საღებავების ნაკრებს სად შევიძენ .

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)