Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > ბიზნესი Amazon-თან ერთად მინიმალური ინვესტიციით


Posted by: აპოლდა 17 Jan 2019, 23:49
მოგესალმებით, ამ თემაში მინდა რომ გაგიზიაროთ გამოცდილება ამაზონთან ერთად ვაჭრობის შესახებ. საუბარია ამაზონის ახალ პროგრამაზე: Amazon FBA, იგივე Fullfilment by amazon, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვპოულობთ ისეთ პროდუქტს, რომელიც ძვირი ღირს ამაზონზე, შემდგომში ვამზადებთ ამ პროდუქტს საქართველოში ან ჩინეთში, ვუგზავნით ამაზონს ბითუმად 100 ერთეულამდე, ხოლო ამის შემდეგ ამაზონი იღებს ჩვენს პროდუქციას, ასაწყობებს, ყიდვისას უგზავნის მომხმარებელს და ჩვენ კიდევ გვირიცხავს გაყიდული პროდუქციის შედეგად მიღებულ თანხას.
რაც მთავარია, ამ ბიზნესის დასაწყებად საჭიროა დაახლოებით 500 დოლარიდან 2500 დოლარამდე (ნუ დამოკიდებულია იმაზე თუ რას ვყიდით, ავეჯის გაყიდვა თუ გვინდა ან ძვირფასეულობის, ცხადია არ გვეყოფა ეს კაპიტალი).
ძAლიან ზოგადად რომ აღვწეროთ პროცესი, შემდეგია: ვეძებთ მომგებიან ნიშას ამაზონზე, ვრეგისტრირდებით, ვქმნით პროდუქციას, ვაგზავნით ამერიკაში. ამაზონი ასაწყობებს, გვაძლევს უფლებას, რომ შევქმნათ განცხადება და მას შემდეგ, რაც მომხმარებელი შეიძენს ჩვენს პროდუქტს,ა ამზონი თავად გაუგზავნის მას პროდუქციას. ჩვენი მიზანია, არ გამოგველიოს საწყობებში პროდუქტი. თანხას ყოველ 2 კვირაში ერთხელ გვირიცხავს ამაზონი.

რამდენად საინტერესოა ეს თემატიკა ? ხშირად მინახავს თემები, რა გავაკეთო 5კ დოლარით და ასე შემდეგ. შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს
war.gif

პ.ს. ეხლახანს მომენიჭა ,,თანამოდერატორობის" ფუნქცია (უფლება) და შევეცდები, საინტერესო თემები და მიმართულებები შემოგთავაზოთ 2kiss.gif

Posted by: misha2005 17 Jan 2019, 23:56
მანდ მთავარი პროდუქტის შერჩევაა, რაც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო რთულდება რადგან კონკურენცია იზრდება.

Posted by: ladusha2 18 Jan 2019, 00:09
აპოლდა

ნამდვილად საინტერესო თემაა, როგორ შეიძლება რაღაც ზოგადი კურსი ან აზე მოსვლა , რა და როგორ კეთდება , მესმის რომ უტუბზე არის მაგრამ მაინც პრაკტიკაში რომ გაკეთდეს რამოდენიმეჯერ ვფიქრომ უფრო მალე აუღებ ალღოს.

Posted by: USER001 18 Jan 2019, 01:07
QUOTE (აპოლდა @ 17 Jan 2019, 23:49 )
ამ პროდუქტს საქართველოში ან ჩინეთში, ვუგზავნით ამაზონს

ჯერ საქართველოდან გაგზავნა გაარკვიეთ რა ჯდება yes.gif

Posted by: neo> 18 Jan 2019, 02:27
აპოლდა
QUOTE
ჩვენი მიზანია, არ გამოგველიოს საწყობებში პროდუქტი

ვავა კაია რომ ჰახსენი თემა smile.gif

ყველა.ამას.წერს და ეს რა მაფიაა? რომ გამოგველიოს, ბლოკავს ანგარიშს თუ რატო წერენ ამას? ვერ მივხდი

Posted by: GEORGIA007 18 Jan 2019, 05:01
QUOTE
მანდ მთავარი პროდუქტის შერჩევაა, რაც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო რთულდება რადგან კონკურენცია იზრდება.

yes.gif

Posted by: Droid 18 Jan 2019, 06:03
არის ამაზე ამ ფორუმზე თემა

Posted by: აპოლდა 18 Jan 2019, 12:54
misha2005

დიახ, პროდუქტის შერჩევა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და კონკურენცია მზარდია, თუმცა ამის საპირისპიროდ შემიძლია გერმანული ამაზონი გირჩიოთ, სადაც გაცილებით ნაკლები კონკურენციაა და უამრავი ნიშაა აუთვისებელი.

ladusha2

ჩვენი ჯგუფი და პირადად მე ვმუშაობ ამ მიმართულებით, თუმცა კურსებზე რომ ვისაუბრო, რეკლამა გამომივა, ეს კი აკრძალულია ფორუმის წესების მიხედვით. თუკი რაიმე კითხვა გექნება, პმ მომწერე და შევეცდები დაგაკვალიანო, აგიხსნი რას როგორ ვაკეთებ, ან თუკი დახმარება დაგჭირდება, დაგეხმარები 2kiss.gif


USER001


საქართველოდან გაგზავნა მართლაც პრობლემატურია, თუმცა არც ისეთი კატასტროფული, მთავარი პროდუქტის შერჩევაა, თუკი პროდუქტი კარგად არის შერჩეული, მოთხოვნადია და მცირე წონა აქვს, მაშინ არც თუ ისე ცუდი ვარიანტია.

ლისტინგი, რომელიც შეიცავდა ამ ჩვენს პროდუქტს, გავყიდეთ, ამიტომ გაჩვენებთ: https://www.amazon.com/DURUI-Handmade-Customized-Creative-Wedding/dp/B075S18GVT/ref=sr_1_4_sspa?ie=UTF8&qid=1547801455&sr=8-4-spons&keywords=wooden+tie&psc=1

ზუსტად ეს პროდუქტი დამზადდა ელიავაზე 1.5 ლარად და შემოიკერა ქარვასლაში 75 თეთრად. წონა მინიმალური იყო, რა ფასად იყიდება ამაზონზე, თავად შეგიძლიათ ნახოთ.

მსგავსი პროდუქტი უამრავია, ნიშები იხსნება და იხურება, როგორც ყველა ბაზარზე.


neo>


ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კი ,,აუთ ოფ სტოკი" ხდება პროდუქტი, მაშინვე კარგავს პოზიციებს და საძიებო სისტემაში ქვემოთ ვარდება, მერე იმის ზემოთ აწევა უფრო რთულია, ვიდრე ახალი ლისტინგის შექმნა და დარანკვა.



Posted by: Gesa1991 18 Jan 2019, 13:58
კარგია ეს თემა რომ გაიხსნა, მე ვაპირებ ჩინეთიდან გაყიდვას იაპონურ ამაზონზე.

Posted by: neo> 18 Jan 2019, 14:30
აპოლდა
QUOTE
ლისტინგი, რომელიც შეიცავდა ამ ჩვენს პროდუქტს, გავყიდეთ, ამიტომ გაჩვენებთ: https://www.amazon.com/DURUI-Handmade-Custo...ooden+tie&psc=1

ესეთი რეალური ქესიები ძაან კაია,
შეგილია დაწერო დაახლოებით რამდენი გაიყიდა , რომ 16 განხილვა დააგროვა პროდუქტმა, (თუ კონფიდენციალური ინფო არაა)

ლისტინგის გაყიდვაც თუ ხდებოდა არ ვიცოდი :დ

Posted by: აპოლდა 18 Jan 2019, 14:53
neo>

ხო, უბრალოდ ბოლო ლისტინგებს უბრალოდ ვერავის ვაჩვენებ, ვერც ჩემი სტუდენტებისას სამწუხაროდ, იმიტომ რომ შანსი დიდია, სხვამ გადაიღოს პროდუქტი. ეგ ექაუნთი, რომელზედაც მქონდა ეგ რპდოუქტი, უკვე გაყიდულია, ასე რომ გავასაჯაროვებ smile.gif

გაყიდვები შემდეგი იყო: თავიდნ 2 კვირაში 6 პროდუქტი გაიყიდა, მერე შეფასებებმა თავისი ქნა და დღეში 3 პროდუქტამდე იყიდებოდა. ეგ პროდუქტი ნამდვილად ვერ გამოდგება ,,წრმატების მაგალითად", მაგრამ ერთერთი ვარიანტია თავისი ,,საშუალო მოგების" მარჟით ჩემი აზრით.

ლისტინგის გაყიდვას რაც შეეხება, ეგ ყველაზე კარგი ვარიანტია. ,,ფლიპაზე" დამატებულია ამაზონ ფბა ექაუნთებსი გაყიდვის გრაფა, მაგრამ მე მაგ სერვისით არ გამიყიდა, უფრო ფბ და პირადი კონტაქტებით მოხერხდა.
* * *
Gesa1991


ი მანდ კი არანაირი გამოცდილება არ მაქვს, ავსტრალიური ამაზონი მაგარია ვიცი, მაგრამ იაპონურზე არანაირი გამოცდილება არ მაქვს სამწუხაროდ.

Posted by: neo> 18 Jan 2019, 15:05
აპოლდა
მაგარია smile.gif
ძაან დიდი იმედი მაქ რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესება ამ თემით, და ჩემი ჩათლით გადავდგავთ პირველ ნაბიჯჯებს
ცოტა რთული კი მეჩვენება ყველაფერი მარა თავიდან მგონი ესეა ხოლმე

Posted by: Gesa1991 18 Jan 2019, 15:42
ყველა ქვეყნის ამაზონს თავისი მუღამი ექნება, დავწერ შედეგს რომ გავაგზავნი ფბიში.

Posted by: აპოლდა 18 Jan 2019, 16:01
Gesa1991

ხო, ამერიკა შედარებით მარტივია, გერმანია - დიდ ბრიტანეთს ,,ვატ" ნომერი ჭირდებათ სავაჭროთ, ანუ იმ ქვეყანაში გადასახადის გადამხდელის ნომერი.
ისე თუკი ვინმე ერკვევა რა არის ეს ,,ვატ" ნომერი, როგორ შეიძლება აღება და ასე შემდეგ, კარგი იქნება, იქნებ გაგვიზიაროს გამოცდილება.

Posted by: Gesa1991 18 Jan 2019, 16:10
QUOTE (აპოლდა @ 18 Jan 2019, 16:01 )
Gesa1991

ხო, ამერიკა შედარებით მარტივია, გერმანია - დიდ ბრიტანეთს ,,ვატ" ნომერი ჭირდებათ სავაჭროთ, ანუ იმ ქვეყანაში გადასახადის გადამხდელის ნომერი.
ისე თუკი ვინმე ერკვევა რა არის ეს ,,ვატ" ნომერი, როგორ შეიძლება აღება და ასე შემდეგ, კარგი იქნება, იქნებ გაგვიზიაროს გამოცდილება.

თუარვცდები ინგლისის საწყობში შეიძლება დასაწყობება და ევროპის ყველა ონლაინ ამაზონის საიტზე განთავსება ნივთების,გაყიდვის შემთხვევაში ევროპის ყველა ქვეყანაში იგზავნება ინგლისიდან, შიპინგიც არარის ძვირი. მაგრამ ზუსტად მაგ ვატი ართულებს საქმეს,რამოდენიმე ქვეყანა იტხოვს მაგ ვატს.

Posted by: აპოლდა 18 Jan 2019, 16:41
Gesa1991

კი, შეიძლება, უბრალოდ მთავარი პრობლემა ის არის, რომ კონკრეტულად გერმანიაში შიფინგი ჯდება ძვირი ინგლისიდან, თან ინგლისის საბაჟო მაგ ნომრის გარეშე მაინც არ იღებს ტვირთებს.
ამერიკაზე სრული თავისუფლებაა, არანაირი გადასახადის გადამხდელის ნომრები არ არის საჭირო.
ეგ ვატ ნომერი გერმანიაში იღება, უბრალოდ როგორ კონკრეტულად, ან ,,ონლაინ" თუ შეიძლება აღება, ეგ არის გასარკვევი

Posted by: GEORGIA007 19 Jan 2019, 00:17
აპოლდა
QUOTE
ჩვენი ჯგუფი და პირადად მე ვმუშაობ ამ მიმართულებით,

ნამდვილად საინტერესო თემაა, წარმატებებს გისურვებ

Posted by: აპოლდა 19 Jan 2019, 15:35
GEORGIA007


დიდი მადლობა 2kiss.gif


გამიხარდა,რ ომ თემა საინტერესო აღმოჩნდა. ისე საკმაოდ ბევრ პირად შეტყობინებას ვიღებ და უფრო უკეთესი იქნება ჩემი აზრით, თემაშივე თU დავპოსტავთ, შევეცდები მაქსიმალურად დეტალურად გიპასუხოთ და სხვასაც გამოადგება ჩემი აზრით rolleyes.gif

Posted by: Gesa1991 19 Jan 2019, 20:25
QUOTE (აპოლდა @ 19 Jan 2019, 15:35 )




რა ხერხს იყენებ ნივთის შერჩევისას?რამე კარგი პროგრამა ხომარიცი რომელიც ადვილად მომაძებნინებს ნივთებს ?

Posted by: აპოლდა 19 Jan 2019, 20:43
Gesa1991


Junglescout - ამ პროგრამას ხმარობენ ხოლმე, ფასიანია, მაგრამ მე არც ერთს არ ვხმარობ, ,,ბესთ სელლერ რანკით" მირჩევნია ყოველთვის ,,ხელით ძიება".

Posted by: Raven 20 Jan 2019, 02:21
ეს ხის ბაბობჩკა რაში უნდა გამოიყენო? იკეთებს ხალხი? smile.gif

Posted by: აპოლდა 20 Jan 2019, 18:40
Raven


რავიცი, ადრე საკამოდ ბევრი იყიდებოდა, ეხლა იმდენად აქტიური არ არის, მაგრამ ამინც იყიდება, რომ ვუყურებ ხოლმე

Posted by: akoako_1987 21 Jan 2019, 08:06
აპოლდა
გამარჯობა ლევან.ტრენინგებს ისევ ატარებთ ამაზონ FBA ზე?

Posted by: PAINKILLER 21 Jan 2019, 10:44
QUOTE (Raven @ 20 Jan 2019, 02:21 )
ეს ხის ბაბობჩკა რაში უნდა გამოიყენო? იკეთებს ხალხი? smile.gif

კი იყენებენ, გუშინ ვნახე ეკეთა ერთს smile.gif

Posted by: მერკუციო 21 Jan 2019, 11:29
მე ვიყავი დაინტერესებული ამ თემით და შარშან ძალიან აქტიურად ვისმენდი სხვადასხვა ვებინარებს და ლექციებს.
თუმცა, სხვადასხვა მიზეზების(ოჯახური და ა.შ.) გამო, პრაქტიკამდე საქმე არ მისულა და თეორიაში ჩავრჩი ჯერჯერობით. ))

ჩინეთში წარმოება და იქიდან პირდაპირ ამაზონზე გაგზავნა პრობლემა არაა.
მთავარია სწორად იმოქმედო ნიუანსებში. სწორად აარჩიო მწარმოებელი, გამოგზავნინო სემპლები, გადაწყვიტო პრივატ ლებელის საკითხები,
აარჩიო პორტამდე გადამზიდი კომპანია, შემდეგ პორტიდან ამერიკამდე გადამზიდი კომპანია, დაზღვევა პროდუქტის გზაში დაზიანებისგან,
შემდეგ ბროკერი საბაჟოზე, რომელიც შენს პროდუქტს დროულად მიხედავს, კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი და ა.შ.

უამრავი ნიუანსია.
და კიდევ ვიტყოდი, რომ 2500$ და არც 5 000$ დასაწყებად არანაირად არაა საკმარისი.
8 000 - 10 000$ მაინც უნდა რომ თუ პირველმა პროდუქტებმა არ გაამართლეს, ხელის ჩაქნევა არ მოგიწიოთ.
უსაფრთოების ბალიშს ეძახიან ამას )))

Posted by: ladusha2 21 Jan 2019, 12:37
მერკუციო

გაჩნია პროდუქტსაც , თავიდან ვფიქრობ საცდელად და აზე მოსასვლელად ,იაფიანი პროდუქტით დაწყება ჯობია და დროთა განვალობაში გაერკვევი თეორიულად , კარგად გარკვევის შემდეგ უკვე გარისკვა და სხვა პროდუქტების დამატებაც გამართლებული იქნება. ეს მხოლოდ ჩემი აზრია, საქმე არიცი ეგრევე 10000$ ჩარიცვამ უფრო დიდი რისკია ბევრი ნიუანსების გამო (როგორც შენამბობ) სანამ გაერკვევი რომ მალევე დაკარგო, ამიტომ სატესტოტ ჯობია დაიწყო და შეხედეო, გაერკვე და მერე თვითონ გაჩვენებს საით და როგორ ჯობია წაყვიდე, გაზარდო შენი ინვესტიციები, დივერსიპიკაცია გაუკეთო შენს პროდუქტებს თუ უბრალოდ შეშვა.

Posted by: მერკუციო 21 Jan 2019, 14:59
ladusha2
QUOTE
საქმე არიცი ეგრევე 10000$ ჩარიცვამ

მსგავსი არაფერი მითქვამს.

პირველ პროდუქტზე 2000-მდე დაგეხარჯა(თუ უაზრო ეკონომია არ გააკეთე) და დავუშვათ -არ გაამართლა, მერე რას შვები?
მე იმ ვებინარებზე ქეიისები მოვისმინე, სადაც ხალხს მეოთხე, მეხუთე, ზოგს მეექვსე პროდუტზე ძლივს გაუმართლა.
ამიტომ უნდა გქონდეს 10 000-მდე დ არა იმიტომ, რომ ეგრევე მიათხლიშო, სანამ წესიერად გაერკვევი.

Posted by: ladusha2 21 Jan 2019, 15:10
მერკუციო

მე ვამბობ რო პატარით უნდა დაიწყო და გაერკვე , ხოლო რო გაერკვევი შეილება 10000 და 50000 -იც ჩადო ხომ თუ საკმე გიკარნახებს და რისი გარისკვის ბიუჯეტიც გაქვს.

QUOTE
პირველ პროდუქტზე 2000-მდე დაგეხარჯა(თუ უაზრო ეკონომია არ გააკეთე) და დავუშვათ -არ გაამართლა, მერე რას შვები?

მე ვიძახი რომ გაერკვე თქო პირველ ეტაპზე, იგივენაირად მეც შემილი დაგისვა კითხვა აი ერთმა არ გამართლა და 5 მაც არ გაამართლა ამოწურე ეგ 10000 მერე რაშვები? ეგრის ბიზნესი ზუსტადაც არა აუცილებელი ყველას გაუმართლოს ზოგი ხნის ბიზნეს და კეტავს, ზოგიც ხნის და ამით შემოსავალს შოულობს.

Posted by: აპოლდა 21 Jan 2019, 23:44
akoako_1987


დიახ, არის ტრენინგები.




რაც შეეხება ჩასადებ კაპიტალს, ჩემი მოკრძალებული გამოცდილებიდან ვიტყოდი, რომ ინდივიდუალურია. შეიძლება გაამართლოს პროდუქტმა და გაცილებით ნაკლები საწყისი კაპიტალითაც შეძლოთ დაწყება. მაგალითად ვიცი ერთერთი ვარიანტი, როდესაც 500 დოლარად საკმაოდ კარგი ,,ტესტირება" გააკეთეს ამაზონის ბაზრის. ნუ რათქმაუნდა აზრს მოკლებულია ის ფაქტი, რომ 500 დოლარიანი ჩადებული კაპიტალით 1-2 თვეში თვიური 1000 დოლარიანი მოგება მიიღოს ადამიანმა, თუმცა კოლოსალურ თანხებზეც ნამდვილად არ არის საუბარი.
თან მანდ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია: თუკი გჭირდებათ რამდენიმე ათასი, გჭირდებათ იმიტომ, რომ პირველ ეტაპზე გაგზავნილი პარტია ამოყიდვისას ვერ ახერხებს სრულად თანხის აღებას, ანუ ვგულისხმობ იმას, რომ თქვენ იცით, რომ მიმართულება მუშაობს, პროდუქცია იყიდება, ,,დაჟე" ანგარიშზეც გექნებათ დიდი ალბათობით თანხა (ოღონდ ამაზონის ანგარიშზე), უბრალოდ, საწყობში რომ არ გამოილიოს პროდუქცია, ამიტომ უნდა მიაშველოთ ,მეორე პარტიაც. რეალურად კიდევ მეორე და პირველი პარტიის თანხა ერთიანად გერიცხებათ. თან ამაზონია, რავიციმე უფრო მეტად ვენდობი ამაზონის სისტემას, ვიდრე თუნდაც ნებისმიერ ქართულ ბანკს.
რათქმაუნდა ტექნიკური სიძნელეები და დეტალებიც ბევრია, არ ჩათვალოთ რომ მარტივია, თუმცა ეს სისტემა რეალურად ძალიან აქტიურია და მუშაობს მსოფლიოში, ამას მოწმობს გადატვირთული რეგისტრაციაც ამაზონზე, იმდენი ახალი რეგისტრანტი ყავთ, რომ ვერ აუდიან ფიზიკურად.


ერთ ძალიან წარმატებულ ,,ამაზონელთან" მინდა ვიდეოს ჩაწერა და აუცილებლად გაგიზიარებთ, ქართველია რათქმაუნდა , ჩემზე გაცილებით გამოცდილია და ალბათ უფრო დეტალურად და მიუკერძოებლად შეძლებს დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარს. თორემ მე ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამაზონით და როგორც წესი ,,მის მხარეს ვიჭერ ხოლმე" aba.gif aba.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: მერკუციო 22 Jan 2019, 01:08
აპოლდა
QUOTE
ერთ ძალიან წარმატებულ ,,ამაზონელთან" მინდა ვიდეოს ჩაწერა და აუცილებლად გაგიზიარებთ, ქართველია რათქმაუნდა

ჯოზეფ ქეში ხომ არა? როგორც ვიცი, ქართველია ეგეც.
რუსეთიდან წავიდა შტატებში და ეხლა მაიამიში ცხოვრობს.
იგორ კუსტოვთან ერთად მოძრაობდა ამ საქმეში.

QUOTE
თან მანდ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია: თუკი გჭირდებათ რამდენიმე ათასი, გჭირდებათ იმიტომ, რომ პირველ ეტაპზე გაგზავნილი პარტია ამოყიდვისას ვერ ახერხებს სრულად თანხის აღებას, ანუ ვგულისხმობ იმას, რომ თქვენ იცით, რომ მიმართულება მუშაობს, პროდუქცია იყიდება, ,,დაჟე" ანგარიშზეც გექნებათ დიდი ალბათობით თანხა (ოღონდ ამაზონის ანგარიშზე), უბრალოდ, საწყობში რომ არ გამოილიოს პროდუქცია, ამიტომ უნდა მიაშველოთ ,მეორე პარტიაც.

ამიტომაც არ გეყოფა პატარა ბიუჯეტი, პახოდუ კიდევ იმიტომ, რომ არის რაღაცეები, რაზეც ეკონომია თუ გააკეთე, ვერაფერსაც ვერ ისწავლი.
მერე კიდევ პირველივე პროექტი ხშირად გიტეხავს და ა.შ.

ladusha2
QUOTE
მე ვიძახი რომ გაერკვე თქო პირველ ეტაპზე

ხო კაი, მე ვიძახი რომ არ უნდა გაერკვე და პირდაპირ უნდა მიათხლიშო 10000.
QUOTE
ამოწურე ეგ 10000 მერე რაშვები

10 000-დაც თუ ვერ გახვედი წარმატებულ პროდუქტზე, მაშინ არ ყოფილა ეს შენი საქმე და უნდა შეეშვა.

Posted by: აპოლდა 22 Jan 2019, 10:04
მერკუციო


ჯოზეფი შეირქვა, ისე იოსები ქვია smile.gif ისე დიდად წარმატებულს ნამდვილად ვერ დავარქმევდი მაგას ამაზონზე. ნუ წარმატებული მასწავლებელი ნამდვილად არის, მაგრამ როგორც ,,ამაზონელი" - ნაკლებად. კუსტოვი სხვა ტიპია საერთოდ, მაგრამ ამ ბოლო დროს ეგეც ლექციებზე გადაერთო მთლიანად, მისი ბიზნერსი ეხლა ლექციებიდან არის თანხების მიღება და არა უშუალოდ ამაზონიდან.

ხო, ნბიუჯეტირება რთული საკითხია, ესე ვიტყოდი, რომ დამოკიდებულია ადამინის ტიპზე და ვაჭრობის სტრატეგიაზე. თუნდაც ,,ბაი ბოქსით" შეიძლება უპრობლემოდ თუნდაც პირველივე მცირე კაპიტალით მოგების მიღება, თუმცა აქვე დავძენ, რომ სტაბილურად და მუდმივად შემოსავლის მისაღებად უფრო დიდი კაპიტალია საჭირო.


Posted by: anona 22 Jan 2019, 21:42
აპოლდა
QUOTE
თუკი ვინმე ერკვევა რა არის ეს ,,ვატ" ნომერი, როგორ შეიძლება აღება და

შენი კომპანიის ნომერი გადასახადებს რომ იხდი დღგ ქვია ქართულად
* * *
QUOTE
გადასახადის გადამხდელის ნომერი.

აკი თავად გიწერია smile.gif
* * *
აპოლდა
QUOTE
ჯოზეფი შეირქვა, ისე იოსები ქვია

იოსები ჯოზეფია ინგლისურად biggrin.gif

Posted by: აპოლდა 22 Jan 2019, 23:16
anona

ხო ეგ ვიცი, პროცედურებია უბრალოდ უცნობი, როგორ ხდება მაგ ნომრის აღება კონკრეტულად გერმანიაში.

იოსებს რაც შეხეება ეგ კი ვიცი, მაგრამ გვარს რაღას ერჩოდა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: anona 23 Jan 2019, 09:07
აპოლდა
QUOTE
როგორ ხდება მაგ ნომრის აღება კონკრეტულად გერმანიაში.

იქ რატომ უნდა აიღო, შენი ანუ აქაური არ უნდა ჩაწერო?

იქ იმიტომ იღებენ სხვა გვარს რომ აქაური გრძელი და ჩახლართული გვარები არ არის იქ პრაქტიკული და მისაღები

Posted by: აპოლდა 23 Jan 2019, 14:43
anona


გერმანული ამაზონი სამწუხაროდ განსხვავდება მიდგომით ამერიკული ამაზონისგან. ანუ: ამერიკულზე რომ ვყიდი, უბრალოდ ვავსებ ფორმას, სადაც ვეუბნები, რომ ვიხდი გადასახადს ჩემს ქვეყანაში. ამაზონი არც აამოწმებს და არაც არაფერი.
აი გერმანულის შემთხვევაში, სხვანაირადაა საქმე, გადასახადის გადამხდელის ნომერს ითხოვს აუცილებლად კონკრეტულად გერმანიაში, ისე არ იღებს უბრალოდ საწყობი გაგზავნილ პროდუქციას.

Posted by: kautokeino 23 Jan 2019, 14:57
აპოლდა
გამარჯობა
გადავხედე თემას, კარგი თემაა up.gif
უბრალოდ, უკეთესი იქნებოდა, აი იმ პროდუქტის მაგალითზე, რაღაც 'ბაბოჩკა' როა, სრული პროცედურა აღგეწერათ.
მაგალითად, დაწყებული წარმოებით, თვითღირებულებით, მერე გაგზავნის მთელი მომენტებით, მოგების მარჟა, რამდენი ხანი ყიდდით სულ და საშუალოდ თვეში რამდენს, მაგდენი რევიუ რომ მიგეღოთ რამდენი ნივთი გაყიდეთ. თვლით თუ არა, რომ წარმატებული პროდუქტი გამოვიდა იმ საერთო შემოსავლით, რაც მისგან მიიღეთ და ა.შ.
ეს ყველაფერი მაგრად დაეხმარებოდა აქ ხალხს. დანარჩენით ნეტი სავსეა, უბრალოდ, კონკრეტული პროდუქტის სრულ ანალიზს ვერსად ნახავ, არ აკეთებენ ხოლმე და კარგი იქნებოდა აქ თუ დადებდით მოტივაციისთვისაც და ცოდნისთვისაც.

Posted by: anona 24 Jan 2019, 00:55
აპოლდა
აბა როგორ ყიდი მაშ გერმანულზე? თუ ვერ ყიდი?
გამოდის ევროპის ამაზონზე მხოლოდ ევრო ქვეყნებს შეუძლიათ გაყიდვა? არ კიტხე თავად მათ რატომ?

Posted by: აპოლდა 24 Jan 2019, 15:22
anona

გერმანულზე ვერ ვყიდი მად მიზეზის გამო სამწუხაროდ.

kautokeino

კარგი რჩევაა, დავწერ მოგვიანებით ყველანაირ პროცედურას.

Posted by: anaila 25 Jan 2019, 17:50
ვაა საინტერესო თემაა,
ყურადღებით გადევნებთ თვალსაც და ყურსაც smile.gif <3

Posted by: mindo90 27 Jan 2019, 19:47
საინტერესო რაღაცააა...მარა როგორ ხდება პროდუქციიის ფასების დადგენა????

Posted by: Aleqto 27 Jan 2019, 23:51
აპოლდა
საქართველოს პირობებში 'შექმნა პროდუქტი' თან 100 ცალი 500_2500 დოლარად...ძალიან ძნელი მგონია...იდეა , უფრო სწორად ის, რომ ამაზონი მსგავსს შესაძლებლობას იძლევა, თავისთავად ძალიანაც კარგია.თუ მეტი დეტალებიც იცი და გაგვიზიარებ, საინტერესო იქნება.
მაგ. მაინტერესებს ჩვენი ქვეყანა როგორ დამბეგრავს მე , როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს, რომელიც საკუთარი ხელით ვქმნი რაღაცას და ვვაჭრობ ამაზონის დახმარებით?ამაზონის საწყობიდან ჩემი ნივთების გამოთხოვის პირობები... კიდე იქნება სამართლებრივი და ფინანსური ბევრი საკითხი..

Posted by: აპოლდა 28 Jan 2019, 12:46
ესეიგი, შეევცდები უფრო დეტალურად დავწერო დეტალები:

პირველ რიგში მინდინარეობს ე.წ. ,,როსერჩი". ანუ მე ვეძებ იმ პროდუქციას, რომელიც საინტერესოა ამერიკული ბაზრისთვის, ვაფასებ რამდენი იყიდება, რამდენად გრძელვადიანი ტრენდია და ა.შ. ეს არის საქმის 70 პროცენტი დაახლოებით. ამის შემდეგ ვარეგისტრირებ სელერის ექაუნთს და ვიწყებ პროდუქციის დამზადებას. ვამატებ განცხადებას ამაზონზე, ვაკეთებ გადაზიდვის გეგმას და ვყიდულობ შტრიხკოდებს. ამაზონი მიგზავნის ჩემს მიერ გაგზავნილი სტრიხკოდებიდან დაგენერირებულ საკუთარ კოდებს და ვიყებ დაკვრის პრცესს. შეიძლება ამაზონმა თვითონ დააკრას, მაგრამ შტრიხკოდებს მე ვუგზავნი. ამაზონი მაძლევს საწყობის მისამართს და ვაგზავნი როდუქციას. ამის მერე ვაკეთებ სარეკლამო კამოანიას, როდესაც ჩავა პროდუქტი ადგილზე და ვამოწმებ დღეში ერთხელ, რამდენი პროდუქტი გაიყიდა, ვღნიშნავ და ყურადღებით ვარ, რომ შემდეგი პარტია დროდულად გავაგზავნო, რათა არ გამომელიოს საწყობშI პროდუქტი + ვფიქრობ ახალი პროდუქციის შეატანაზე, რათა გავზარდო ჩემი საწყობი.

ეს არის ძალიან ზოგადი სქემა. რათქმაუნდა უამრავი წცრილმანი და მსხვილმანიც, რომელიც ტექსტში ფიზიკურად ვერ დაუეტეოდა.


Aleqto

საქართველოს პირობებში შეიქმნა დაახლოებით ეს პროდუქტი: https://www.amazon.com/DURUI-Handmade-Customized-Creative-Wedding/dp/B075S18GVT/ref=sr_1_2_sspa?ie=UTF8&qid=1548664905&sr=8-2-spons&keywords=wooden+tie&psc=1

დაჯდა 2.25 ლარი თავის ყველაფრიანად (ადგილზე დამზადებას ვგულისხმობ, მისი წონა კიდევ ძალიან დაბალია). ამაზონზე რამდენად იყიდება, თავად შგიძლიათ ნახოთ ანალოგები.



საქართველოდანვე გაიგზავნა თიხის ქოთნები, თითოში 1 ლარი გადავიხადეთ (ადგილიც შემიძლია გითხრათ, ბეგლარას ცეხს ეძახიან, ვაშლიჯვარში). თითოეული მათგანი 11-12 დოლარად იყიდებოდა.

Aleqto

დაბეგვრას რაც შეეხება, ამერიკას შედარებით მარტივი სისტემა აქვს, ანუ გეკითხება უბრალოდ, თუ იხდი გადასახადებს შენს ქვეყანაში და გაწერინებს ინდ. მეწარმის ნომერს. ამას არ ამოწმებს რათქმაუნდა. ნუ ძალიან მოკლედ ესე დავწერ ამ საკითხზე, სპეციფიკიდან გამომდინარე ,ძალიან არ ჩავუღრმავდები 2kiss.gif

Posted by: allready 29 Jan 2019, 22:59
dropshipping არანაკლებად კარგი ტექნიკაა ამაზონზე ვაჭრობისთვის.

Posted by: აპოლდა 29 Jan 2019, 23:01
allready

ეგ კი ნადმვილად ცუდი ტექნიკაა biggrin.gif biggrin.gif ბლოკავს ამაზონი ექუნთებს. დროპშიფინგი იბეიზეა შედარებით მომგებიანი.

Posted by: allready 29 Jan 2019, 23:11
აპოლდა
შენ დაგიბლოკეს?

Posted by: აპოლდა 29 Jan 2019, 23:27
allready


ჩემთვის არ დაუბლოკავთ სიმართლე რომ ვთქვა, მაგრამ არც მიცდია არასდროს დროპშიფინგი, იმიტომ რომ ჩემს რამდენიმე პარტნიორს დაუბლოკეს ჩემს გვერდით. თან საკმაოდ პროფესიონალურად ,,აკეთებდნენ" დროპშიფინგს.

Posted by: trendygirl.me 30 Jan 2019, 12:02
https://www.amazon.com/Wireless-Headphones-KUTU-Bluetooth-Sweatproof/dp/B07L34YQDV

ეს რომელმა იჩალიჩეთ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: აპოლდა 30 Jan 2019, 12:14
trendygirl.me

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ჩემი ნამდვილად არაა, არ ვეკარები ტექნიკას lol.gif

Posted by: Kobalty 2 Feb 2019, 15:03
მერკუციო
QUOTE
ამიტომაც არ გეყოფა პატარა ბიუჯეტი, პახოდუ კიდევ იმიტომ, რომ არის რაღაცეები, რაზეც ეკონომია თუ გააკეთე, ვერაფერსაც ვერ ისწავლი.

შეგიძლია რამდენიმე ჩამოთვალო, რაზე არ უნდა გააკეთო კაცმა ეკონომია?

Posted by: trendygirl.me 2 Feb 2019, 15:19
აპოლდა

თან რევიუებიც სულ რო ქართველების აქვს?

რამდენ კაცს ყვარებია კუტუ biggrin.gif



Posted by: აპოლდა 3 Feb 2019, 13:08
trendygirl.me


მემგონი მივხვდი ვისიც არის biggrin.gif biggrin.gif ჩემთან სწავლობდნენ, ეგ იდეა ქონდათ ზუსტად, მაგრამ ბრენდს თუ მაგ სახელს დაარქმევდნენ, არ მეგონა lol.gif

Kobalty


მხოლოდ სწავლასა და პროდუქტის ხარისხზე.

Posted by: neo> 4 Feb 2019, 03:53
როგორც წავიკითხე 'განხილვებით მანიპულირება აკრძალულია, და სულ საქართველოდან რომ აქვს და თან დროის მცირე, ინტერვალში საშიში არაა?

ისე სახელი მაგარია biggrin.gif

Posted by: trendygirl.me 4 Feb 2019, 08:48
neo>

ამაზონზე კარგი რეიტინგიანი ექაუნთი მაქვს და რევიუების წერაში თვეში 200-300$ ვაკეთებ smile.gif

Posted by: neo> 4 Feb 2019, 12:30
trendygirl.me
რეიტინგი ვერაფერში დაგეხმარება, თუ დაგიჭირა, ვისაც რივიუებს უწერ იმასაც გაღმა გაუშვებს
ამაზონთან თამაში ყველაზე ნაკლებად უნდა უნდოდეს ადამიანს, თუ რა თქმა უნდა გრძელვადიან ბიზნესზე ფიქრობს
დაჭერა კიდე ადვილია, ისეთი დაცვა აქვს ამაზონს, ჩემს კომპშI რა დედა დაფა დგას მაგასაც იგებს,

შენ თუ 1 ექაუნთით წვალობ რაღაცას, არის ხალხი 50 მდე აქვს პროქსზე გასვებული, მარა მაგათი დასასრულიც დაბლოკვაა ბოლოს. და ვისაც უწერენე ისინიც ჩაიძირებიან
იმიტო რო ამაზონის რანკი ძირითადად განხილვებზეა დაფუძნებული. და მაგას ებრძვის პირველ რიგში.

Posted by: აპოლდა 4 Feb 2019, 14:02
trendygirl.me

რომელი საიტით მუშაობ თუ საიდუმლო არ არის ? ანუ ფრილანსერულით თუ რაიმე დამატებით არსებობს ?
* * *
რევიუებზე ისე მაგრად გადაირივნენ ამ ბოლო დროს, წაშალეს ძალიან ბევრი

Posted by: trendygirl.me 4 Feb 2019, 16:31
აპოლდა

მე ჩინეთში ვარ და აქ მთელი ინდუსტრიაა ამაზონზე რევიუების წერის biggrin.gif

mjzj.com არის ერთერთი smile.gif

neo>

2009 წლიდან ვწერ რევიუებს და არანაირი პრობლემა. იმიტომ რომ ვიცი როგორ უნდა დავწერო biggrin.gif ყველა ჩემი რევიუ fakespot და reviewmeta -ზე 100% genuine review -ში გადის biggrin.gif


TOP1000 რევიუერი ვარ, ეს ისე, ცნობისათვის smile.gif

Posted by: neo> 4 Feb 2019, 18:27
trendygirl.me
შენ მაგით არაფერს კარგავ, ჰაჰა ექაუნთუზე შეგეზღუდოს განხილვის გამოქვეყნება
აი ვისაც უწერ, ისაა შარში. ნუ მე არ გავრისკავდი.
1 თუ დაგბლოკა განხილვებით მანიპულაციებზე, მშვიდობით გაყიდვებო

Posted by: trendygirl.me 4 Feb 2019, 20:32
neo>

კაი1

ფულსაც მიხდიან რევიუში და პრობლემაც არ ყოფილა biggrin.gif

7კ -ზე მეტი ჰელპფულ ვოუტი მაქვს და 500 -ზე მეტი რევიუ smile.gif

Posted by: ushuaia 4 Feb 2019, 20:39
აბა რახდება აქაოო...............

Posted by: neo> 4 Feb 2019, 21:38
trendygirl.me
QUOTE
ფულსაც მიხდიან რევიუში და პრობლემაც არ ყოფილა

ზუსტად ესაა პრობლემა, ჩაიხედე ამაზონის ''პოლისში'' და ნახავ რომ პირდაპირი წესების დარღვევა

აღარ გავაოფოთ თემა.

Posted by: trendygirl.me 5 Feb 2019, 09:00
კაი ბატონო, აღარ გავაოფებ...

ვიცი კაცო რო დარღვევაა biggrin.gif
მაგრამ ისიც იცოდეთ, ამაზონის ეგეთი პოლისი არის სხვა კანონების დარღვევა, ამიტომაც ავტომატურად ბათილია. ჩვენ გვქონდა სერიოზულ იურისტებთან მაგ თემაზე ლაპარაკი და ამაზონს არ აქვს არანაირი უფლება შეზღუდოს ჩემი ურთიერთობა მე-3 პირებთან, ხოლო თუ დადგინდა რომ ანხორციელებს ჩემსა და მესამე პირს შორის ურთიერთობებზე დაკვირვებას, ეგ უკვე ისეთი მსუყე სასამართლო საქმეა რო რავი biggrin.gif

Posted by: FDA 10 Feb 2019, 11:47
ყველაზე ნაღდი და მაგარი და მომგებიანი არის ჩვენი მინანქრის იქ გაყიდვა ერთი რომ მსგავსი არ არის მეორე პატარაა/მსუბუქია და ანუ ძვირი არ დაჯდება შიფინგ, მესამე კი და ალბათ მნიშვნელოვანი ამდენი მინანქარი უდევთ აქ ჩვენებს და დაეხმარებით გაყიდვაში, ისინიც იხეირებენ და თქვენც, თქვენ ახალგზარდებზე ვამბობ უმუშევარი რომ ხართ ეს არის ოქრო და ბაჟაღლო იქ სულ წყალივიტ გაიყიდება და თან გააცნობთ ჩვენს ქართულ ხელოვნებას მსოფლიოს, ასე რომ იფიქრეთ ამაზე, დაგუგლეთ იქ არც აქვთ მსგავსი ამაზონზე და რარაც სულელური მინანქრები ახლოსაც რომ ვერ მოვა ქართულთან რა ფასად დევს

* * *
დაგუგლეთ ასე
enamel jewelry
https://www.amazon.co.uk/s/ref=nb_sb_noss_1?url=search-alias%3Daps&field-keywords=enamel+jewelry&rh=i%3Aaps%2Ck%3Aenamel+jewelry

Posted by: Nunez de Balboa 10 Feb 2019, 16:51
კარგი იქნება თავად ამაზონის წარმომადგენლის მოწვევა საქართველოში ამ საკითხზე სასაუბროდ

Posted by: აპოლდა 10 Feb 2019, 19:19

FDA


არა, ვერ მუშაობს მინანქარი. ვერცხლის გატანა აქედან აკრძალულია ფოსტით ოფიციალურად, თან იქ ჩინელები აკეთებენ ქარხნული წესით, ხელნაკეთ კატეგორიაში კიდევ ძალიან რთულია ნიშის გაანალიზება. თან ამაზონი 5000 დოლარს ითხოვს ვერცხლის კატეგორიაში სავაჭროდ.


Nunez de Balboa


წარმომადგენელი არ ვარ, თუმცა წლებია ვვაჭრობ ამაზონზე, თუკი გაინტერესებთ რაიმე, სიამოვნებით ვუპასუხებ კითხვებს, რაც ვიცი რათქმაუნდა.

Posted by: zaza1908 10 Feb 2019, 22:23
აპოლდა
იცი რა მაინტერესებს, ვთქვათ ვყიდი წიგნს, ქართული კერძები ან რემა ეგეთი, შეიძლება შიგნით რეკლამები? მაგალითად რამე რესტორნის რეკლამა რომ იყოს, "ამ კერძის დაგემოვნება შეიძლება აქ" და ა.შ.

Posted by: აპოლდა 11 Feb 2019, 13:37
zaza1908


კი შეიძლება, მე ავტვირთე პალიტრას გამომცემლობით ქართული რეცეპტების წიგნი. შოგნით შეგიძლია როგორც სარეკლამო ინფორმაცია განათავსო, ასევე ,,ეფილიეით" ლინკები.

მაგრამ ამაზე ცალკე თემა გავხსენი და უმჯობესია, იქ ვისაუბროთ, ეს თემა მხოლოდ პროდუქტის გაგზავნას ,,მივუძღვნათ" ამაზონზე.

Posted by: trendygirl.me 11 Feb 2019, 13:47
FDA

ეს "ჩვენი მინანქარი" არის ისეთივე ლეგენდა, როგორც რო კოსმოსში რო მარტო "ჩაკრულო" გაუშვეს biggrin.gif

სავსეა მსოფლიოში და წარმოშობით ვაბშემც ბერძნულია smile.gif

Posted by: აპოლდა 11 Feb 2019, 13:55
trendygirl.me

QUOTE
ეს "ჩვენი მინანქარი" არის ისეთივე ლეგენდა, როგორც რო კოსმოსში რო მარტო "ჩაკრულო" გაუშვეს



lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


მართლა ეგრეა, თან ყველაზე ცუდი და რთული სავაჭროა მინანქარი ამაზონზე biggrin.gif

Posted by: zaza1908 11 Feb 2019, 18:25
აპოლდა
QUOTE
კი შეიძლება, მე ავტვირთე პალიტრას გამომცემლობით ქართული რეცეპტების წიგნი. შოგნით შეგიძლია როგორც სარეკლამო ინფორმაცია განათავსო, ასევე ,,ეფილიეით" ლინკები.

მაგრამ ამაზე ცალკე თემა გავხსენი და უმჯობესია, იქ ვისაუბროთ, ეს თემა მხოლოდ პროდუქტის გაგზავნას ,,მივუძღვნათ" ამაზონზე.

გასაგებია, დიდი მადლობა.

Posted by: GunsN 11 Feb 2019, 18:35
QUOTE (trendygirl.me @ 30 Jan 2019, 12:02 )
https://www.amazon.com/Wireless-Headphones-KUTU-Bluetooth-Sweatproof/dp/B07L34YQDV

ეს რომელმა იჩალიჩეთ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ეხლა ეს კუტუ საიდან მიდის იქ, ჩინეთიდან? biggrin.gif
მართლა მაინტერესებს

Posted by: აპოლდა 11 Feb 2019, 22:05
GunsN


კი ეგრეა biggrin.gif ჩინეთში მზადდება საკუთარი ბრენდის ქვეშ. ეგ არის ზუსტად ძირითადი იდეა ,,პარივიტ ლებელინგის" - ანუ ვქმნით ჩვენი ბრენდის ქვეშ მსოფლიოს ნებსიმიერ წერტილში პროდუქტს და ვაგზავნით ჩვენი ბრენდის ქვეშ ამაზონზე.

Posted by: ჯიმი ლევი 11 Feb 2019, 23:55
აპოლდა
აუცილებლად ჩემი ნაწარმი უნდა იყოს?
ალიბაბას საქონელი რომ გავუგზავნო, არა?! smile.gif

Posted by: აპოლდა 12 Feb 2019, 10:25
ჯიმი ლევი

ესეიგი, 2 მიმართულებას გვაქვს ჯიმი smile.gif ერთი საქართველოდან რომ გაავგზავნოთ პროდუქცია ამერიკის საწყობებში და მეორე - ჩინეთში დავამზადებინოთ ჩვენი ბრენდის ქვეშ და ისე გადავაგზავნოთ ჩინეთიდანვე ამერიკაში.

ნუ ორივე მათგანის დადებით და უარყოფით მხარეებს ჩამოვწერ.
საქართველო: მთავარი უპირატესობა ის არის, რომ პროდუქტი ადგილზეა, ვამოწმებთ ხარისხს, ვაკონტროლებთ გაგზავნის დროს. უარყოფითი ის არის, რომ შეზღუდულები ვართ გადამზიდ კომპანიებშI და მხოლოდ 2 კომპანია აგზავნის შედარებით ნორმალურ ფასად: ბარამი და ფოსტა. თუმცა საერთო ჯამში, ორივე ძVირი გამოდის მაინც.

ჩინეთს რაც შეეხება, მთავარი დედებითი მხარე ის აქვს, რომ გადაზიდვები გაცილებით იაფია, დამოკიდებულია წონაზე, ძალიან ზოგადა, 4 - 6 დოლარი კილოგრამზე ადგილზე ჩატანით. რათქმაუნდა ამას ემატება პროდუქტის ფართო ასორტიმენტი, მოქნილობა, ბრენდირებისა და შეფუთვის უფრო მეტი არჩევანი. ნუ უარყოფითი ის არის, რომ პირდაპირ გადაგზავნა სარისკოა, დიდია ალბათობა, სხვა პროდუქტი ჩავიდეს ამერიკაში და ეს გამოიწვევს ძAლიან ბევრი ცუდი შეფასების მიღებას, რაც დამღუპველია ამაზონზე ვაჭრობის დროს.

ისე საინტერესოა გერმანული (ევროპული, რომელშიც შედის: გერმანული, ბრიტანული, ფრანგული, იტალიური და ავსტრიული) ამაზონი, ეხლა ვცდილობ გავერკვე და თუკი საინტერესო იქნება ინფორმაცია ამის შესახებ, აუცილებლად გაგიზიარებთ.

Posted by: აპოლდა 21 Feb 2019, 21:16
ხო, თან თემას ამოვწერ და დავამატებ კიდევ, აამზე თემის გახსნა დამატებით არ იქნება ალბათ რეკომენდირებული: ამაზონზე ვიდეოებისა და მუსიკის გაყიდვაც შეგიძლიათ, ძლიან საინტერესო მიმართულებაა. არიან ქართველი ბიჭები, რომლებიც საკუთარ მუსიკას ყიდიან და არც თუ ისე ცუდად გამოიმუშავებენ. ასე რომ, თუკი მუსიკოსი ხართ, მაინც გამოგადგებათ ამაზონი.

Posted by: jano33333 26 Feb 2019, 12:39
და რთულია როგორც სელერი რომ დარეგისტრირდე? რამე ვიდეო ინსტრუქცია არ გაქვთ ვინმეს?

Posted by: აპოლდა 27 Feb 2019, 13:17
jano33333


რთული არაა, უბრალოდ სწორად უნდა აირჩიო სასურველი ვარიანტი და დოკუმენტები აუტვირთო

Posted by: jano33333 27 Feb 2019, 14:44
ხო ვუყურე ვიდეოს და რავი საკმაოდ რთულია, ბევრი ჩაილჩი უნდა

Posted by: აპოლდა 27 Feb 2019, 16:18
jano33333


არ არის ძლიან რთული: 2 ოფცია გვაქვს - 0,99 ცენტიანი და 40 დოლარიანი. ერთის შემთხვევაში არ გვაქვს ყოველთვიური გადასახადი, თუმცა გვაქვს 40 ერთეულიანი პროდუქტის გაყიდვის შეზღუდვა ყოველთვიურად, ვიხდით დამატებით 0,99 დოლარს თითოეულ გაყიდვაში და ვერ ვარეკლამებთ პროდუქტს. მეორე შემთხვევაში ვიხიდთ 40 დოლარს ყოველთვიურად და არ გავქვს არანაირი შეზღუდვა გაყოდვებსა და რეკლამირებაზე. მე მეორეს გირჩევ რათქმაუნდა.

Posted by: chitiashvili 28 Feb 2019, 02:15
აპოლდა
სალამი, შეგიძლია დაწერო ამაზონის მიერ შემოთავაზებული პაკეტები შენი გამოცდილებით რომელია საუკეთესო, გადასახადები (FEE) შტატიდან შტატში ნივთის გადაადგილების გადასახადს თქვენ იხდით თუ მყიდველი, პუერტო რიკო - ჰავაი ზე გაქვთ თუ არა მომსახურება და არის თუ არა დაკავშირებული დამატებით ფასებთან იქ გაგზავნა ?

Posted by: აპოლდა 28 Feb 2019, 12:45
chitiashvili

ყველანაირ გადასახადს იხდის მხყიდველი. მომსახურებას რაც შეეხება, ვერ მივხვდი, მე რა მომსახურება მაქვს ? გთოხვ რომ დააზუსტო

Posted by: chitiashvili 28 Feb 2019, 16:52
აპოლდა
მაგალითად როდესაც რომელიღაც საწყობიდან, სხვა შტატიდან შედის გაყიდული ნივთი პენსილვანიაში დაახლოებით ფასის 6% იქნება გადასახდელი ან შენ უხდი ამ შემთხვვაში მყიდველს ან მყიდველი იხდის - ან კიდევ შეიძლება ამ გადასახადს თვითონ ამაზონს უხდის მყიდველი. user posted image

ამაზონით ხომ სარგებლობ მისი ფულფილმენტ სერვისით ანუ ფბას ღირებულება რაარის ? თვეში იხდი ფიქსირებულ გადასახადს თუ ყოველ გაყიდვაზე რაღაც პროცენტი ამაზონთან მიდის ?

Posted by: აპოლდა 28 Feb 2019, 18:19
chitiashvili


მყიდველი იხდის ნებსიმიერ გადასახადს დამატებით, ანუ შენ არ გაკლდება. გადასახადს რაც შეეხება, 40 დოლარია თვეში, არის მეორე ვარიანტი, გაყიდულზე 0,99 დოლარი, მაგრამ ეგ უაზრობაა ჩემი აზრით, ძლიან ბევრი შეზღუდვა აქვს და აზრი ეკარგება

Posted by: ნოდარი13 28 Feb 2019, 18:37
ჩვენ ჩინეთზე იაფად რისი წარმოება შეგვიძლია? არ მგონია მაგათ კონკურენცია გავუწიოთ ჩვენზე დაბალ ფასად აწარმოებენ ყველაფერს

Posted by: აპოლდა 28 Feb 2019, 19:03
ნოდარი13

არა, არის რაღაც პროდუქტები, რომლეთა დამზადება აქაც შეიძ₾ება, მაგალითად თიხა აქ უფრო იაფი ღირდა გაცილებით ვიდრე ჩინეთში

Posted by: chitiashvili 28 Feb 2019, 19:13
აპოლდა
აჰა მადლობა ინფორმაციისთვის და მაგ 40$ + ეს ხო ?
user posted image

Posted by: აპოლდა 28 Feb 2019, 19:17
chitiashvili


კი, + რეკლამა თითოეული პროდუქტის, მაგრამ ძალიან ძვირი არ ჯდება რეკლამა

Posted by: chitiashvili 28 Feb 2019, 19:25
აპოლდა
რეკლამა დასპონსორებულს გულისხმობ ხო ? მაგის ფასი პროდუქტის ფასიდან გამომდინარეა ? თვიური გადასახადი აქვს ფიქსირებული თუ რეკლამის ფასს იმშემთხვევაში იხდი თუ გაიყიდა რეკლამის მეშვეობით ?

ნუ ჩემი აზრით რეკლამა სულ რო ისეთი ძვირი იყოს რომ მოგება მინიმუმამდე დაყავდეს თავდაპირველად მაინც ღირს ფიდბექებს ბევრ გაყიდვას პლიუს წინ წამოწევს ნივთს კატალოგში და მერე მოაშორებ რეკლამას ბოლობოლო...

Posted by: აპოლდა 28 Feb 2019, 19:30
chitiashvili


კი, დასპონსორებულს, დაახლოებით 5 დოლარამდე ჯდება 1 დღე (მაქსიმუმი). თავიდან საჭიროა, როდესაც პროდუქტს ანთავსებ.

Posted by: chitiashvili 28 Feb 2019, 19:43
აპოლდა
ეხლა გადავაწყდი cost-per-click გადახდა აქვს დასპონსორებულ პროდუქტს

კიდევ ერთხელ მადლობა და წარმატებები ...

Posted by: აპოლდა 28 Feb 2019, 19:44
chitiashvili


კი, თითოეულ შესვლაზე აქვს გადასახადი რეკლამას. გმადლობ, შენც ასევე წარმატებები !

Posted by: chitiashvili 28 Feb 2019, 21:19
აპოლდა
1.სად აფუთინებ პროდუქტს ?
2.რომელ გადამზიდავ კომპანიას იყენებ ?
3.ყუთებით გადაგაქვს პროდუქცია თუ რითი ?

აი ესენიც რომ დაწერო ვაფშე პელე იქნები love.gif

Posted by: spichuka 28 Feb 2019, 21:27
აპოლდა
პროდუქტის "გარე" წყაროებით დარეკლამება არ გიცდია?

Posted by: ნოდარი13 28 Feb 2019, 21:46
საკვები პროდუქტის გაგზავნა არ ხდება ? ჩურჩხელა ან მსგავსი პროდუქტი

Posted by: Lolipopebi 28 Feb 2019, 23:37
გამარჯობა, მაინტერესებს ფასს შენ ადებ შენ პროდუქციას თუ ამაზონი გიწესებს ფასს?

Posted by: 192Pound 1 Mar 2019, 02:09
https://forum.ge/?f=41&showtopic=35073174&st=90

Posted by: spichuka 1 Mar 2019, 02:37
ნოდარი13
საკვებს მემგონი მთელი რიგი პროცედურები უნდა, შემოწმებები, ნებართვები და მსგავსი დოკუმენტაციის მოგვარება..

Posted by: აპოლდა 1 Mar 2019, 20:42
chitiashvili

მაგას ყველაფერს ჩინელები აკეთებენ. შფუთვა არ ჭირდება განსაკუთრებული, ცელოფანს ვაკრავ ხოლმე გარედან, ზედ შტრიხკოდი რომ დავაკრა.

spichuka


რათქმაუნდა, კარგად მუშაობს პროდუქტის შესაბამისი ფორუმები, რედიტი. ნუ მოკლედ, ჩემი სია მაქვს, თუმცა შიდა რეკლამა ძალიან ძლიერია.

ნოდარი13


დევს და ცუდად იყიდება, არ იციან ეგ პროდუქტი იქ. იქაურ ქართველებზე თუ გათვლი და იმათაც უგზავნიან.


Lolipopebi



ფასს შენ აწესებ საკუთარ პროდუქტზე, არ გზღუდავს ამაზონი.




Posted by: kea 2 Mar 2019, 05:20
აპოლდა
QUOTE
პირდაპირ გადაგზავნა სარისკოა, დიდია ალბათობა, სხვა პროდუქტი ჩავიდეს ამერიკაში და ეს გამოიწვევს ძAლიან ბევრი ცუდი შეფასების მიღებას, რაც დამღუპველია ამაზონზე ვაჭრობის დროს.


და შტატებში თუ ხარ და შეგიძლია შეამოწმო პარტია, უკან ვერ მოუბრუნებ ჩინელს?

Posted by: აპოლდა 2 Mar 2019, 12:28
kea


არა, პარტიის უკან გაგზავნას მემგონი აზრი არ აქვს, უმჯობესია ჩინეთშივე შეამოწმო მომწოდებელთან

Posted by: spichuka 2 Mar 2019, 14:23
აპოლდა
QUOTE
რათქმაუნდა, კარგად მუშაობს პროდუქტის შესაბამისი ფორუმები, რედიტი. ნუ მოკლედ, ჩემი სია მაქვს, თუმცა შიდა რეკლამა ძალიან ძლიერია.


გუგლი გიცდია?

Posted by: Mama_Basili 2 Mar 2019, 18:39
აპოლდა
თითო გაყიდული ნივთიდან რამდენ %-ის იღებს ამაზონი? იბეიზე კაი 15-20%-მდე გამომდის ხოლმე ხარჯი და ძალიან ძვირია. ნუ ნივთსაც გააჩნია მარა მაინც...

Posted by: chitiashvili 2 Mar 2019, 19:10
Mama_Basili
იბეიზე მაქსიმუმ 13% + 30 ცენტი, ამაზონზე 39.99 $ თვეში პლიუს picking and packing your orders, shipping and handling, customer service, and product returns. ესენი
ფასები ესეთია :
Small (10 oz or less)
$2.41
Small (10+ to 16 oz)
$2.48
Large (10 oz or less)
$3.19
Large (10+ to 16 oz)
$3.28
Large (1 lb to 2 lb)
$4.76
Large (2 to 3 lb)
$5.26
Large (3 to 21 lb)
$5.26
+ $0.38/lb above first 3 lb

მოკლეთ საკმაოდ კარგი ფასებია მისაღები

Posted by: აპოლდა 2 Mar 2019, 20:07
spichuka


ძალიან ბევრი მიაქვს, თუ შავ მეთოდს არ იყენებ, შავი კიდევ სარისკოა ამ შემთხვევაში. ზოგადად, თეთრად თუ მუშაობ, ისევ ამაზონზე გირჩევნია დაარეკლამო, გაცილებით ეფექტურია და რანკინგში უკეთეს პოზიციებს განიჭებს.


Mama_Basili


სწორად მოგვწერა, თუმცა კიდევ არის დამატებითი ხარჯები, მაგას უკვე ამაზონის კალკულატორები აჩვენებენ ზუსტად. ნუ 100% ზუსტი არ არის ისინი, მაგრამ ახლოს არიან რეალობასთან.

Posted by: spichuka 2 Mar 2019, 23:47
აპოლდა
შავი სარისკო რატომაა და რისთვის ? ამაზონის აქაუნთისთვის? ან რომელ შავს გულისხმობ აბა შენ?

Posted by: აპოლდა 3 Mar 2019, 00:04
spichuka


კი, ჩემი გამოცდილებით, სარისკოა. უბრალოდ ბოდიშის მოხდით, აღარ ჩავუღრმავდეთ ამ თემას 2kiss.gif

Posted by: spichuka 3 Mar 2019, 00:18
აპოლდა
მოიცა მოგწერ აბა ფბ-ზე smile.gif)

Posted by: chitiashvili 3 Mar 2019, 22:32
აპოლდა

ბარკოდი შტრიხ კოდი როგორ შეიძლება ავიღო ?

ორივე შემთხვევაში მაინტერესებს მაგალითად თუ აქ ვამზადებინებ რაიმე ნივთს და ამაზონნის საწყობს ვუგზავნი როგორც ვიცი ითხოვენ რომ ზედ ყუთზე იყოს დაკრული ბარკოდი.

და მეორე შემთხვევაში თუ ალიბაბადან უსაში ვშიპავ საქონელს იქ როგორ ვაგვარებ ამ ბარკოდის საკითხს ?

Posted by: აპოლდა 4 Mar 2019, 12:44
chitiashvili


შტრიხკოდს ამაზონი გაძლევს პდფ ფორმატში. ჯერ შენ უგზავნი იუპისი ან იენ კოდს და შემდეგ ამაზონი გიგენერირებს თავის კოდს გადაზიდვის გეგმის განხორციელების მომენტში.

Posted by: Kobalty 5 Mar 2019, 17:30
აპოლდა
1. ანუ პირველი ეტაპია UPC-ს ყიდვა ხო?
და სად ვყიდულობ ამ იუპისის?

2. და ამაზონი მიგენერირებს ASIN კოდს, ამ UPC-ს საფუძველზე ხო. ხოდა როგორ ვაცნობო ამაზონს ეს კოდი და ლისტინგის დროს თუ მჭირდება ASIN კოდი? თუ shipping plan-მდე არ მჭირდება?

3. UPC-E and UPC-A რომელი ჭირდება უბრალო გამყიდველს, რომელიც არა-თავის ბრენდის პროდუქტებს ყიდის?

Posted by: აპოლდა 6 Mar 2019, 13:20
Kobalty


პირველი ეტაპი პროდუქტისა და ნიშის არჩევაა, ეგ არის ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ! იუპისი კოდების გენერირებას მნიშვნელობა არ აქვს, ძირითადი კოდია მთავარია იუპსის.


Posted by: აპოლდა 27 Mar 2019, 12:34
https://www.amazon.com/dp/B07PHZYC7B ახალი ქართული პროდუქტი, ჩვენმა მონაწილემ ატვირთა, მთლიანად საქართველოშია დამზადებული.
გავიდა ასევე ტყავის ჩანთები, საფულეები. ჩინეთი ცალკე თემაა, გაცილებით მეტი პროდუქტი გადის საქართველოს მოქალაქეების მიერ შეკვეთილი და სხვათაშორის ქართულ მოდელზე უფრო კარგად მუშაობს.

Posted by: ladusha2 27 Mar 2019, 15:08
აპოლდა

მაგარია! წარმატებები ყველა ჩართულს იმედია მეც მალე ჩავერთვები, რათქმაუნდა ჯერ ტრეინიგივით უნდა გავიარო.

Posted by: აპოლდა 27 Mar 2019, 16:16
ladusha2

QUOTE
მაგარია! წარმატებები ყველა ჩართულს იმედია მეც მალე ჩავერთვები, რათქმაუნდა ჯერ ტრეინიგივით უნდა გავიარო.



ძლიას სწორი და კარგი გადაწყვეტილებაა ! თავიდან აუცილებელია სწავლა, ეს აგარიდებს უამრავ შეცდომას და ფინანსურადაც იაფი ჯდება შედარებით, იმ შეცდომებს თუ გავითვალისწინებთ, რომლებსაც დამწყებები 99% შემთხვევაში უშვებენ.

Posted by: levan88 1 Apr 2019, 03:35
აპოლდა

ტრანსპორტირების საშუალო ფასი კილოგრამზე და ვადები როგორაა ?

და კიდე რა მაინტერესებს , ბრენდირებაზე როგორაა ?
სიტყვაზე ადიდასის ლოგოთი პროდუქციას ვერ შეიტან სავარაუდოდ , არის რაიმე ისეთი შეზღუდვები კიდე ?
ანუ ითხოვენ პროდუქციის დამზადების ადგილს , კომპანიას , ბრენდის სახელს და ა.შ. ??

Posted by: აპოლდა 1 Apr 2019, 14:32
levan88

ჩინეთიდან გაინტერესებს თუ საქართველოდან ? ბრენდირებაზე რათქმაუნდა შეზღუდვებია, ბრენდი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს, სხვის ბრენდს ნებართვის გარეშე ვერ გავყიდით.
მაგ ინფორმაციას ითხოვებ გადაზიდვის გეგმის გაკეთების დროს

Posted by: levan88 1 Apr 2019, 15:09
აპოლდა
საქართველო - ამერიკა
ჩინეთ - ამერიკა
დაახლოებით როგორი ტარიფებია ორივე შემთხვევაში და შიპინგის დრო რამდენია ეგეც დაახლოებით თუ შეგიძლია მითხრა

ჩინეთში ხშირად მიწევს სიარული , საქართველოში ჩამომაქვს პროდუქცია და ზოგჯერ გაექცევათ ხოლმე ხელი რაიმეს შეპარებისკენ ,
მსგავსი პრობლემა თუ გქონია და ამ დროს ამაზონი როგორ სანქციებს იღებს შენს მიმართ თუ იცი >?

Posted by: აპოლდა 6 Apr 2019, 22:13
levan88

QUOTE
საქართველო - ამერიკა
- 10-12$


QUOTE
ჩინეთ - ამერიკა
- 3 - 5,5 $


QUOTE
ჩინეთში ხშირად მიწევს სიარული , საქართველოში ჩამომაქვს პროდუქცია და ზოგჯერ გაექცევათ ხოლმე ხელი რაიმეს შეპარებისკენ ,
მსგავსი პრობლემა თუ გქონია და ამ დროს ამაზონი როგორ სანქციებს იღებს შენს მიმართ თუ იცი >?


კი, ეგეთები ხდება, ვერაფერს იზამ, აბრუნებს მომხმარებელი ამანათს და ეგ ზარალია რათქმაუნდა.

Posted by: svanch1ka 10 Apr 2019, 10:27
ჩინეთიდან როგორ ხდება გაგზავნა საწყობში? ცოტა რომ განავრცოთ ვისაც გამოგიცდიათ კარგი იქნება...
საკუთარი ბრენდი აქ უნდა დაარეგისტრირო? რა რისკებია გარდა იმისა რომ შეიძლება რამე შემოგაპარონ,რა ეტაპები უნდა გაიარო მოკლედ...
მადლობა.

Posted by: levan88 10 Apr 2019, 16:32
აპოლდა
მადლობა მეგობარო , ბოდიში ახლა ვნახე .

Posted by: აპოლდა 12 Apr 2019, 17:58
levan88


არაფერს, თუ რაიმე დაგაინტერესებს, მომწერე, თუკი ვიცი, სიამოვნებით გიპასუხებ

Posted by: SoNiK 13 Apr 2019, 23:37
გამარჯობა, მადლობა საინტერესო თემისთვის. ერთი კითხვა მაქვს - თუ პირდაპირ ჩინეთიდან ჩავიტანთ ამაზონის საწყობში აქ ბიზნესის ან სხვა ფორმის რეგისტრაცია აუცილებელია?

Posted by: აპოლდა 14 Apr 2019, 23:22
SoNiK

შეიძლება დაარეგისტრიროს ადამიანმა, შეიძლება თავი შეიკავოს, მასზეა დამოიდებული, მის არჩევანზე.

Posted by: Tavtechnics 16 Apr 2019, 15:06
თუ შეგიძლიათ 2 სიტყვით რო მითხრათ

ანუ ჩინეთში რამე ტრენდ ელექტრონიქსი რო ვიპოვო ავდგე ვიყიდო ამერიკაში გავგზავნო, ამაზონს აქვს თავისი საწყობი რასაც ვქირაობ ხო ? და შემდეგ აქედან უკვე დავიწყებ გაყიდვას ?

Posted by: levan88 17 Apr 2019, 14:50
ისე ეგ მეც მაინტერესებს , კარგი სიტყვაზე გავაგზავნე პროდუქტი და არ გაიყიდა 1-2 წელი , ან ძალიან ნელა იყიდება

რა გადასახადებს გაკისრებს ამაზონი ?

Posted by: აპოლდა 18 Apr 2019, 12:33
levan88

40 დოლარი ყოველთვიური + საწყობის მოცულობითი ხარჯერბი. მაგრამ თუ არ იყიდება მაგდენი ხანი, ამაზონი თვითონვე გთხოვს, რომ პროდუქტი აიღო საწყობებიდან.

Posted by: xonski2 18 Apr 2019, 13:05
აპოლდა
QUOTE
40 დოლარი ყოველთვიური + საწყობის მოცულობითი ხარჯერბი. მაგრამ თუ არ იყიდება მაგდენი ხანი, ამაზონი თვითონვე გთხოვს, რომ პროდუქტი აიღო საწყობებიდან.



ამ დროს ინდივიდუალურზე რომ გადავრთოთ შესაძლებელია?

Posted by: jano33333 19 Apr 2019, 09:38
რა უპირატესობები აქვს ამაზონს ებაისთან შედარებით?

......................................................................................

Posted by: xonski2 19 Apr 2019, 14:23
jano33333
ებაიზე როცა ყიდი, ყიდი შენი სახლიდან ან საღაციდან.

ამაზონზე როცა ყიდი (ფბა) ყიდი იმენა ამაზონის საწყობიდან

Posted by: აპოლდა 20 Apr 2019, 22:32
xonski2


კი, შეიძლება დათო


Posted by: ig1988 21 Apr 2019, 20:56
აპოლდა


პმ ნახე თუ არ შეწუხდები smile.gif

Posted by: levan88 29 Apr 2019, 18:50
აპოლდა

ანუ 40 $ ის ხარჯია რაც უეჭველი გიწევს გადაიხადო ? ამას დამატებული გადასახადი per cubic foot ზე ?

ამ 40 $ ზე ინფოს ვერსად მივაგენი და რაიმე არასწორედ ხო არ გავიგე ?

Posted by: Uxbal 30 Apr 2019, 09:52
აპოლდა

შენ უკვე ხარ ჩართული ამ საქმეში?

Posted by: აპოლდა 30 Apr 2019, 13:16
levan88


კი, მანდ ორი ვარიანტია, ინდივიდუალური და პროფესიონალი განყიდველი, მაგრამ ინდივიდუალურს აზრი არ აქვს პრაქტიკულად, პროფესიონალი აიღე თავიდანვე უმჯობესია.

Posted by: luka27 30 Apr 2019, 21:22
დარეგისტრირდით და გამოიმუშავეთ 15 დოლარამდე დღეში ბიტკოინი.
* * *
ამჯერად სიტყვიერად გაფრთხილებ, რეფერალური ლინკის განთავსება არარელევანტურ თემაში რეფერალების მოზიდვისათვის რომ აკრძალულია ფორუმზე, ეს ყველასთვის ცნობილია.

Posted by: ჯიმი ლევი 1 May 2019, 06:15
აპოლდა
Warning:
როცა აფრთხილებ, გააწითლე ხოლმე.

მოდერის აიფორუმი დაიყენე კომპში, იქაა მარტივი თაგები.

https://forum.ge/?act=Search&nav=au&CODE=show&searchid=47c110ccee298ec5f89dad873b5e82f1&search_in=posts&result_type=posts
ნახე მისი პოსტები.
თამამად შეგიძლია სამუდამო მისცე.

Posted by: აპოლდა 1 May 2019, 09:51
ჯიმი ლევი

დიდი მადლობა ჯიმი, აუცილებლად გავითვალისწინებ yes.gif

Posted by: godblessamerica 2 May 2019, 23:21
ყველაზე იაფი სმარტფონებისა და აიფონების ქეისები,დამცავით დაწყება იქნება, 1$ მდე ღირს ცალი,იყიდი ჩინეთში 200$ და გაუშვებ ამაზონზე 5$ ად და ისწავლი ამით პროცედურებს, და გაერკვევი.ამის მერე უკვე ცდი სხვა პროდუქტს

Posted by: აპოლდა 4 May 2019, 19:04
godblessamerica


ეგენი აღარ არის სამწუხაროდ მომგებიანი, უფრო ის პროდუქცია ჯობია, 25-35 დოლარს შორის რო მერყეობს.

Posted by: BeCooL 6 May 2019, 17:34
საინტერესო თემაა :v
https://forum.ge/?f=41&showtopic=35073174&st=135

Posted by: ნოდარი13 9 May 2019, 11:44
აპოლდა

ერთი სახეობის უბრალოდ სხვადასხვა ზომის ფერის და ა.შ რო გავაგზავნო აუცილბლად 100 ცალი უნდა იყოს თითო?

მინიმუმ რამდენი ერთეულის გაგზავნა შეიძლება?>


Posted by: აპოლდა 9 May 2019, 18:15
ნოდარი13

არა, არ გირჩევ. იქ მარტო განცხადებას ჭირდება საკმაო ფინანსები და ძAლიასხმევა, ბევრის გაგზვანას სათითაოდ მიხედვა ჭირდება თან თითო სახეობა 100-მდე უნდა გააგზავნო. 1 ცალს აზრი არ აქვს, ეგ დროპშიპინგია smile.gif

Posted by: აპოლდა 16 May 2019, 14:15
https://www.amazon.com/TILISMA-Book-Page-Holder-Accessories/dp/B07PHZRMVC/ref=sr_1_1?keywords=tilisma&qid=1557849740&s=gateway&sr=8-1#customerReviews

ძალიან მაგარი და წარმატებული ქართული პროდუქტი ამაზონზე ! სუფთა ქართული, ჩვენი მონაწილის !

Posted by: DeathListFive 16 May 2019, 17:34
აპოლდა
jungle scout მიჩვენებს რო 1K გაყიდვა აქვს თვეში მაგრამ ერთი თვეა რაც უდევთ ეგ ნივთი როგორც ჩანს, იმედია გაამართლებს

იყენებ ამ პროგრამას? რამდენად ზუსტია?

Posted by: აპოლდა 16 May 2019, 18:36
DeathListFive


არა, მაგაში მაგრად ცდება ჯანგელსკაუტი, არ გირჩევ რომ ენდო, ბესთ სელერ რანკით მიხვდე ჯობია გაცილებით. მე პირადად არ ვენდობი ჯანგელ სკაუტს გაყიდვების ანალიზში. სხვები იყენებენ ვიცი, მაგრამ მე დიდად ვერ მოვიხიბლე.

Posted by: belimbor 13 Jun 2019, 13:23
ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს, რომელიც არავის დაუსვამს აქ: თანხის ჩარიცხვა ამაზონის მიერ სად ხდება? ქართული ბანკის ანგარიშს ვერ უთითებ Seller რეგისტრაციის დროს. აშშ ანგარიში უნდა გახსნა?

Posted by: აპოლდა 14 Jun 2019, 11:08
belimbor


ფეიონერის ანგარიში გამოიყე და უპრობლემოდ იმუშავებს.

Posted by: belimbor 14 Jun 2019, 15:24
ჰო ვნახე, Transferwise კიდევ. უბრალოდ დაზუსტება მინდოდა. მადლობა

Posted by: donika1 15 Jun 2019, 14:06
მოგესალმებით, დავრეგისტრირდი მივუთითე payoner-ის ანგარიშის ნომერი, შემდეგ მომთხოვა დოკუმენტეცია ანგარიშის ამობეჭდილი დასკანერებული. მაგას როგორ აკეთებთ?

Posted by: PANTALONE 16 Jun 2019, 15:13
მეგობრევო იმ 40 აიტემიდან რამდენიმე სხვადასხვა საქონელი რო ოყოს ხო არაუშავს?
5 5 ცალი ვთქვათ თვითოეული?

ტყავის დამუშავება მინდა დავიწყო. მერე დანები.

რო დავამუღამებ მართვას მერე ჩინეთიდან ჩატანა

Posted by: აპოლდა 18 Jun 2019, 22:41
PANTALONE


არა, მსგავსი მოდელი არ მუშAობს, 40 ცალიც არაფერია, რეალურად 100 ერთეულზე მეტი პროდუქტის შეტანაა საჭირო

Posted by: CryMeAriver 19 Jun 2019, 09:59
ამაზონზე რომ ყიდით რამეს როგორ აგზავნით ამერიკაში?

წერილის გაგზავნაც კი 100 ლარამდე ღირს მეტი თუ არა იქნება დამაკვალიანოთ

Posted by: აპოლდა 21 Jun 2019, 13:05
CryMeAriver


საქართველოდან თუ ჩინეთიდან ? საქართველოდან არამი და ფოსტა (უფრო ბარამი). რაც წერილის გაგზავნა ჯდება, დაახოებით იმდენივე ჯდება 4-5 კილოგრამიანი ამანათის გაგზავნა.

Posted by: CryMeAriver 22 Jun 2019, 01:20
აპოლდა
DHL-დან

ვა არ ვიცოდი ბარამიდან თუ მაგხელა განსხვავება იყო

მადლობა ინფოსთვის

Posted by: აპოლდა 22 Jun 2019, 13:02
CryMeAriver

კი, მართლა დიდი განსხვავებაა წონების მიხედვით. შიეძლება 1 კილოსა და 5 კილოს შორის მინიმალური იყოს ფასის მიხედვით სხვაობა.

Posted by: iavladi 16 Jul 2019, 17:42
QUOTE (აპოლდა @ 17 Jan 2019, 23:49 )
მოგესალმებით, ამ თემაში მინდა რომ გაგიზიაროთ გამოცდილება ამაზონთან ერთად ვაჭრობის შესახებ. საუბარია ამაზონის ახალ პროგრამაზე: Amazon FBA, იგივე Fullfilment by amazon, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვპოულობთ ისეთ პროდუქტს, რომელიც ძვირი ღირს ამაზონზე, შემდგომში ვამზადებთ ამ პროდუქტს საქართველოში ან ჩინეთში, ვუგზავნით ამაზონს ბითუმად 100 ერთეულამდე, ხოლო ამის შემდეგ ამაზონი იღებს ჩვენს პროდუქციას, ასაწყობებს, ყიდვისას უგზავნის მომხმარებელს და ჩვენ კიდევ გვირიცხავს გაყიდული პროდუქციის შედეგად მიღებულ თანხას.
რაც მთავარია, ამ ბიზნესის დასაწყებად საჭიროა დაახლოებით 500 დოლარიდან 2500 დოლარამდე (ნუ დამოკიდებულია იმაზე თუ რას ვყიდით, ავეჯის გაყიდვა თუ გვინდა ან ძვირფასეულობის, ცხადია არ გვეყოფა ეს კაპიტალი).
ძAლიან ზოგადად რომ აღვწეროთ პროცესი, შემდეგია: ვეძებთ მომგებიან ნიშას ამაზონზე, ვრეგისტრირდებით, ვქმნით პროდუქციას, ვაგზავნით ამერიკაში. ამაზონი ასაწყობებს, გვაძლევს უფლებას, რომ შევქმნათ განცხადება და მას შემდეგ, რაც მომხმარებელი შეიძენს ჩვენს პროდუქტს,ა ამზონი თავად გაუგზავნის მას პროდუქციას. ჩვენი მიზანია, არ გამოგველიოს საწყობებში პროდუქტი. თანხას ყოველ 2 კვირაში ერთხელ გვირიცხავს ამაზონი.

რამდენად საინტერესოა ეს თემატიკა ? ხშირად მინახავს თემები, რა გავაკეთო 5კ დოლარით და ასე შემდეგ. შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს
war.gif

პ.ს. ეხლახანს მომენიჭა ,,თანამოდერატორობის" ფუნქცია (უფლება) და შევეცდები, საინტერესო თემები და მიმართულებები შემოგთავაზოთ 2kiss.gif

საინტერესოა, მაგრამ რა შეიძლება ვაწარმოოთ ისეთი, რომ იყოს კონკურენტუნარიანი და არა მალფუჭებადი და მსხვრევადი? sad.gif
თანაც ყოველთვიური გადასახადი ამაზონის პლატფორმაზე იქნება 40 დოლარი. და პირველი წელი შეიძლება არც კი იყოს მოთხოვნა.

Posted by: აპოლდა 16 Jul 2019, 23:12
iavladi


ხის ნივთები, აქსესუარები, წვრილი ტექნიკა, მოვლის საშუალებები. მთავარი წარმოება არაა, მთავარი სწორი შეფუთვა, ბრენდირება და პოზიციონირებაა.


Posted by: mirian77 28 Jul 2019, 23:17
ჩინეთიდან საქართველოში(შემოწმება დახარისხების მიზნით) და შემდეგ ამაზონზე რომ გაიგზავნოს, ძალიან გააძვირებს ტრანსპორტირებას?
ჩინეთიდან ხშირია ხო უხარისხო ნივთების შემოპარების შემთხვევები? რამე დაცვის მექანიზმი არ არსებობს?

Posted by: gobisha 29 Jul 2019, 09:16
და რა განსხავებაა ჩვეულებრივად რო დებ და ყიდი რამეს ამაზონზე? პროდუქტზე ფასს ამაზონი ადგენს? 2კვირაში ერთხელ, თუ მთლიანად გაიყიდა მაგას გამოაგზავნიან თუ , ცალცალად რაც გაიყიდება?

Posted by: iase 29 Jul 2019, 17:18
trendygirl.me
სანდო ჩინური საიტები შეგიძლია მითხრა.../

იაფი სანდო

Posted by: gigaboku 29 Jul 2019, 23:03
დავფიქსირდეთ!

სულ მალე გავუშვებ ტვირთს ამერიკაში და გეტყვით რა როგორ გამოვიდა..
უბრალოდ ახლა გაურვევლობაში ვარ, ორი ვარიანტი მაქვს. ნივთის საქართველოში დამზადება სადაც თითო მიჯდება 7 ლარი(მინიმუმი ორდერი 500), ან დამზადება ჩინეთში სადაც მიჯდება თითო ნივთი 4 ლარი...

უბრალოდ არ მინდა ჩინელმა გამიცრუოს იმედები ხარისხში ან სხვა დეტალებში..

Posted by: iase 30 Jul 2019, 11:29
gigaboku
ჩინელები არიან სანდოები? ეგაა საკითხავი
რა უნდა გკითხო
როდესაც ამზადებ ნივთს

რა სჭირდება ნივთს რომ ექსპორტზე გაიტანო?
და ქვეყანამ უკან არ მოგიბრუნოს?
ერთი კაი იდეა მაქ და ამის გარკვევა მინდა

* * *
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" და "საქართველოს ფოსტამ" საქართველოში ავიაგადაზიდვების ბიზნესის განვითარების და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, მეწარმე სუბიექტებს სთავაზობენ კამპანიას - „1 ლარი და 1 თეთრი“, რომლის ფარგლებში კომპანიებს საშუალება მიეცემათ საქართველოში წარმოებული პროდუქცია პირდაპირ გაიტანონ მსოფლიოს 17 ქვეყნის მიმართულებით, შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა.

ქართული ბიზნესის წახალისების მიზნით, ორი ეროვნული კომპანია თანხმდება ხელი შეუწყოს ქართული წარმოების იმპორტს.

პროექტის „1 ლარი და 1 თეთრი“ ფარგლებში შემუშავებული იქნა სპეციალური საექსპორტო სატარიფო შეთავაზება, რომლის მეშვეობითაც კერძო სექტორის წარმომადგენლები შეძლებენ 1კგ ტვირთის 1 ლარად და 1 თეთრად გაგზავნას. აღნიშნული ტარიფი მოიცავს სატერმინალო მომსახურების და ავიაგადაზიდვის საფასურს.
„საქართველოს ფოსტის“ ტერმინალი მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე.

ტერმინალის საბაჟო სასაწყობე ობიექტები აღჭურვილია საჰაერო ხომალდის სახმელეთო-სატვირთო მომსახურებისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნიკით. ტერმინალის 24 საათიანი სამუშაო რეჟიმი, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და აეროდრომზე დამოუკიდებელი გასასვლელი უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთების ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
„აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ჩვენი მიზანია გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა დავეხმაროთ ეროვნულ წარმოებას ახალი ბაზრების აღმოჩენაში და ქართული პროდუქტის ექსპორტს ახალი მიმართულებებით. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“ - განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" საქმიანობა ფოკუსირებულია მგზავრების და ტვირთის უსაფრთხო და საიმედო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე და მაღალი დონის მომსახურებაზე. „ჯორჯიან ეარვეისი“ ყოველდღიურად საშუალოდ 10 ავიარეისს ასრულებს და 7 500 ტონა ტვირთის გადაზიდვას უზრუნველყოფს, ხოლო თვის ჭრილში ახდენს 225 000 ტონა ტვირთის ექსპორტს.

„ჯორჯიან ეირვეისი“ კიდევ არაერთხელ შესთავაზებს ქართულ კომპანიებს ქართული პროდუქციის წარმოების მხარდაჭერას, არამარტო საჰაერო გადაზიდვების, არამედ ბიზნესის განვითარების კუთხითაც. „ჯორჯიან ეირვეისი“ როგორც ხიდი, აკავშირებს და მომავალშიც დააკავშირებს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესის საერთაშორისო მომხმარებელთან” - განაცხადა ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ.




smile.gif

Posted by: gigaboku 2 Aug 2019, 12:40
მეგობრებო, ვისაც გაქვთ გამოცდილება ამ საქმეში იქნებ მირჩიოთ რომელ გადამზიდს იყენებთ ჩინეთიდან ამერიკის მიმართულებით?

ვინმემ აპოლდას Facebook ხომ არ იცით?
* * *
ხალხოოოო ბანკის ანგარიში ქართული როგორ აირჩიეთ?? მე არ მანახებს სიაში საქართველოს

Posted by: აპოლდა 3 Aug 2019, 16:55
gigaboku


გავასაჯაროებ smile.gif

https://www.facebook.com/Molashvili.Levani

ჩინეთიდან გააჩნია რას აგზავნი, ანუ წონა, ზომა, მაგის მიხედვით აირჩიო უნდა გადამზიდი.

Posted by: gigaboku 5 Aug 2019, 04:02
QUOTE (აპოლდა @ 3 Aug 2019, 16:55 )
gigaboku


გავასაჯაროებ smile.gif

https://www.facebook.com/Molashvili.Levani

ჩინეთიდან გააჩნია რას აგზავნი, ანუ წონა, ზომა, მაგის მიხედვით აირჩიო უნდა გადამზიდი.

გამოგიგზავნე მეგობრობა, გიგა მქვია..

ამაზონზე რეგისტრაციის დროს რომელი ბარათი მიუთითეთ? ქართული ბანკის არჩევის უფლებას არ მაძლევს

Posted by: აპოლდა 5 Aug 2019, 16:41
gigaboku


მემგონი დაგიმატე, ფეიონერი გამოიყენე

Posted by: iase 5 Aug 2019, 21:49
აპოლდა
მეც დამიმატე smile.gif
..........

Posted by: აპოლდა 6 Aug 2019, 18:47
iase


მეგობრები ვართ smile.gif

Posted by: gurulo_77 7 Aug 2019, 01:17
აპოლდა

გამარჯობა,
ჩინეთიდან თუ გაგიგზავნიათ პროდუქცია რა უნდა გკითხოთ, UPC კოდის გამოყენება არ მინდა შეფუთვაზე(რატომაც არ მინდა ბევრი მიზეზია, თუნდაც Amazon commingled inventory isn't good choise), UPC კოდს მხოლოდ FNSKU-ს მისაღებად ვიყენებ და მხოლოდ ამას დავაკრავ შეფუთვაზე, მარა ბრენდის რეგისტრაციის დროს UPC კოდი Seller Centralshi-ში მითითებული, როდის მექნება შესაძლებლობა შევცვალო ჩემი identifierit? როცა პროდუქტი მივა ამაზონზე თუ FNSKU-ს მიღების შემდეგაც შემიძლია მალევე? რამე ინფო ხო არ გაქვთ ამაზე? ეხლა ინტში ვეძებ ჯერ და ეხლახანს ვნახე ეს თემა გახსნილი ბარემ აქაც ვიკითხავ.

Posted by: აპოლდა 7 Aug 2019, 09:34
gurulo_77

ძალიან ბევრი ინფორმაცია დაწერე, თან მემგონი არასწორი მიმართულებით მიდიხარ. უშუალოდ შენს კითხვას რომ ვუპასუხო კონკრეტულად, პასუხი იქნება: მას შემდეგ, რაც პროდუქტი მივა საწყობში. ზოგადად რაც შეეხება - დააკარგი საკუთარი იუპისი კოდი, ბევრ პრობლემას აგარიდებს და ბრენდის რეგისტრირების პირობებშიც დაგეხმარება. ბევრი მინუსი აქვს ვიცი, თუმცა პლიუსი გაცილებით მეტია ჩემი გამოცდილებით - დანარჩენი უკვე ინდივიდუალურია.

Posted by: gurulo_77 7 Aug 2019, 13:54
ხო არა მივხვდი ცოტა არასწორ გზაზე ვიდექი smile.gif ეხლა გავარკვიე ანუ, UPC კოდსაც აკრავ FNSKU თან ერთად, ამ წუთას სელლერ ცენტრალში არ ვარ და რა უნდა გკითხო კიდე ამ UPC კოდს ამაზონი თავად გაძლევს თუ უნდა იყიდო? და მეორე კითხვა GS1-იდან ყიდულობ UPC თუ ამაზონი განიჭებს? ამ თემაში ცოტა გავიჭედე :დ
* * *
აუ ეჭვი მაქვს დარეგისტრირების მერე სელერ ცენტრალში ამ საკითხს უფრო ადვილად მოვაგვარებ smile.gif
* * *
მოკლედ არანაირი პრობლემა არაა არც UPC კოდი, ჩინეთიდან რადგან მომაქვს შემიძლია მწარმოებელს მოვთხვოვო. ხოლო ვისაც საქართველოდან გსურთ პროდუქტის გატანა https://www.gs1.org/standards/barcodes ამის გამოყენებაც შეიძლება. ამერიკელი სელერები პირდაპირ აქ გადმოდიან https://www.gs1us.org/.
ჩემი აზრით ვისაც ჩინეთიდან გსურთ პროდუქტის გატანა ამერიკაში საწყის ეტაპზე უკეთესი იქნება მწარმოებელს გამოართვათ UPC კოდები.

Posted by: აპოლდა 8 Aug 2019, 15:15
gurulo_77


FNSKU კოდს თავად გაძლევს, პროდუქტის დამატების შემდეგ. შეგიძლია მანდ იყიდო, ოფიციალური ეგაა, მაგრამ მანდ უაზროდ ძვირია, შემიძLია 5 დოლარად გაყიდინო კარგი იუპისი, თიგინდა იენიც smile.gif

ორი კოდი არ დააკრა არფრით, დაგიბლოკავენ მიტანისას, ერთი უნდა ეკრას მხოლოდ, ისიც იუპისი ან იენი, სხვა არაფერი. თუკი ჩინელს თავისი კოდი აქვს, უთხარი ზემოდან გადააკრას შენი ახალი იუპისი კოდი, ორი კოდის ერთად დაკვრა არ შეიძლება.

საერთოდაც, ჩინელს არ უნდა უთხრა არაფრით ამაზონზე რომ შეგაქვს... ჯობია გადამზიდს გადაუგზავნო და ის დააკრავს და გააკეთებს ყველაფერს.

Posted by: gigaboku 8 Aug 2019, 22:20
QUOTE (აპოლდა @ 8 Aug 2019, 15:15 )
gurulo_77


FNSKU კოდს თავად გაძლევს, პროდუქტის დამატების შემდეგ. შეგიძლია მანდ იყიდო, ოფიციალური ეგაა, მაგრამ მანდ უაზროდ ძვირია, შემიძLია 5 დოლარად გაყიდინო კარგი იუპისი, თიგინდა იენიც smile.gif

ორი კოდი არ დააკრა არფრით, დაგიბლოკავენ მიტანისას, ერთი უნდა ეკრას მხოლოდ, ისიც იუპისი ან იენი, სხვა არაფერი. თუკი ჩინელს თავისი კოდი აქვს, უთხარი ზემოდან გადააკრას შენი ახალი იუპისი კოდი, ორი კოდის ერთად დაკვრა არ შეიძლება.

საერთოდაც, ჩინელს არ უნდა უთხრა არაფრით ამაზონზე რომ შეგაქვს... ჯობია გადამზიდს გადაუგზავნო და ის დააკრავს და გააკეთებს ყველაფერს.

ბოდიში, გადამზიდში რას გულისხმობ?

ალიბაბაზე როცა ყიდულობ პროდუქციას, უმრავლეს შემთხვევაში სელერ გიგვარებს შიფინგის საქმეებს. მე მაგალითად 60 კილოში 280 დოლარი მომთხოვეს... უპს ს თვითონ დამიკრავს სელერი

Posted by: აპოლდა 8 Aug 2019, 23:23
gigaboku


ცალკე გადამზიდი კომპანიის არჩევა ჯობია გაცილებით, ანუ ცალკე გყავდეს გადამზიდი კომპანია, რომელიც პროდუქციას გააგზავნის ჩინეთიდან ამერიკაში.

Posted by: Domaci 9 Aug 2019, 17:07
აპოლდა

გამარჯობა

აქ რა მივუთითო . ფული როგორ უნდა ჩამირიცხონ ? პეიონერი გაქაჩავს ?user posted image



მეგობრობა გამოგიგზავეთ ფეისბუქზე

Posted by: gurulo_77 9 Aug 2019, 22:43
QUOTE
პეიონერი გაქაჩავს

რადგან, ბანკ ლოკეიშენში საქართველოს ვერ ნახავ, პეიონერზე არის რეკომენდირებული (ჩემი აზრით ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი) დარეგისტრირება.
დარეგისტრირების მერე ჩათვალე ამერიკაში გაქვს ბანკის ანგარიში(ასევე ავტომატურად იხსნება ანგარიში ბრიტანეთსა და გერმანიაში) თუ შპს გაქ, შპს-ს სახელი მიუთითე დარეგისტირებისას და ანგარიშის გახსნის მერე, რამდენიმე დღე ჭირდება როგორც მახსოვს, გლობალ ფეიმენთ სერვისის გააქტიურებას და იქ გამოჩნდება ბენეფიციარი ნეიმი, ხოდა ეს ნეიმი უნდა ემთხვეოდეს აუცილებლად აქაუნთ ჰოლდერ ნეიმს. როუთინგ ნამბერიც და ბანკ აქაუნთ ნუმბერიც ფეიონერზე დარეგისტრირების მერე გამოჩნდება და მიუთითებ ამაზონზეც. ხო და ბანკ ლოკეიშენშიც ამერიკას მიუთითებ. ეგრე გაივლი მაგ ეტაპს. მე პირადად შპს-ს დარეგისტრირებას გირჩევ, თუ რამე პასუხისმგებლობის საკითხი დადგება შპს თავისი ქონებით აგებს პასუხს და ეგაა.

QUOTE
FNSKU კოდს თავად გაძლევს, პროდუქტის დამატების შემდეგ

კი მაგ კოდის მინიჭებისათვის, აუცილებელია პროდუქტის დამატებისას პროდუქტ იდში UPC მიუთითო და სხვა საფეხურების გავლის შემდეგ FNSKU-ს გაძლევს. ამ უპს-სთან დაკავშირებით, რაც ვნახე ყველა ფორუმზე და რამდენიმე ოფიციალურმა კომპანიამ, რომლებიც ამაზონზე ყიდიან პროდუქტს თან საკმაოდ წარმატებულად, სუფორთმა მირჩია GS1-database უპს კოდები, სხვა შემთხვევაში ამაზონი შეაჩერებსო შენს აქაუნთსო.

QUOTE
ორი კოდი არ დააკრა არფრით, დაგიბლოკავენ მიტანისას, ერთი უნდა ეკრას მხოლოდ, ისიც იუპისი ან იენი, სხვა არაფერი.

როცა ჩინეთიდან მიდის პროდუქტი უპს კოდი საზღვარზეა საჭირო და ფნსკუ ამაზონისთვის არის აუცილებელი პროდუქტის იდენტიფიცირებისათვის. თუ შენი უფს კოდი დაემთხვა სხვისას, შეიძლება სულ სხვა პროდუქტი მოხვდეს მომხმარებელთან, რაც დაღუპვაა ალბათ smile.gif არვიცი არც მწარმოებლის უპს კოდები მირჩიეს, არადა გს1-ის უპს კოდები 250 დოლარი ღირს 1-10. თორე ისე ებაიზე და ყველგან ყრია ეგენი 20 დოლარად 250 ცალი smile.gif). ხო კიდე მთავარია კარგი და გამოცდილი მწარმოებელი იპოვო ჩინეთში, შენი პროდუქტის გამო მაიმუნობა არ უღირდეს და გადამზიდთან შედარებით უფრო იაფადაც დააკრავს.

QUOTE
უმრავლეს შემთხვევაში სელერ გიგვარებს შიფინგის საქმეებს.

სელერის მოგვარება გადაზიდვის ამბავში ჩემი აზრით არაა რეკომენდირებული. არსებობს საერთაშორისო გადაზიდვის ფორმები რომლებსაც საერთაშორიოს გადამზიდავები იყენებენ, როგორიცაა EXW, FOB, DDP, DDU. ამ შემთხვევაში ექს და ფობს, განვიხილავ. ფობ ყველაზე მეტად გამოიყენება. ექს ნიშნავს, როცა შენი გადამზიდავი (freight forwarder), მიდის მწარმოებელთან საწყობში იქიდან გამოაქვს და მიაქვს ამაზონის საწყობში (შუაში რათქმაუნდა პორტები და ასე შემდეგ მოიაზრება), ხოლო რაც შეეხება ფობს უფრო კარგია იმიტომ, რომ ჩინეთში რადგან ტვირთის გადაზიდვა იაფია, ჯობია თქვენს მწარმოებელს მიატანინოთ ტვირთი აეროპორტამდე ან პორტამდე და აქედან უკვე შენს გადამზიდავს მიაქვს ამაზონის საწყობში, რაც უფრო ნაკლებ ხარჯთანაა დაკავშირებული. შესაბამისად ექს მინუსი არის ის, რომ ხელშეკრულებაში როცა ექს უთითებ შენი გადამზიდი უფრო მეტს გადაგახდევინებს აეროპორტიდან ან პორტიდან შენს მწარმოებლამდე, რომ მივიდეს ტვირთის წამოსაღებად, ვიდრე როცა ხელშეკრულებაში ფობს მიუთითებ და შესაბამისად მწარმოებელი მიიტანს პროდუქტს აეროპორტში ან პორტში.
ხო კიდე ერთი რეკომენდაცია, იმ ხალხმა ხელი არ უნდა მოკიდოს ამ საქმეს ვინც ინგლისური არ იცის, სავარაუდოდ ამ თემაში ესეთები არ იქნებიან smile.gif)

Posted by: gurulo_77 14 Aug 2019, 22:40
არადა ძაან კაი და საინტერესო თემაა smile.gif

Posted by: sanfol 14 Aug 2019, 22:57
აუცილებელია რამე ბრენდი ვიყო ფიზიკური პირი რო ვარ ისე ვერ გავაგზავნი?

ან როგორც იბეის აქვს დროფშიფინგი აქ არაა მასე?

Posted by: აპოლდა 15 Aug 2019, 10:37
sanfol


აქვს, მაგრამ ამაზონზე არ გირჩევ დროფშიფინგს, ბლოკავს ძილან მალე.

Posted by: sanfol 15 Aug 2019, 11:27
აპოლდა
სხვა რას მირჩევ? აქედან რო გავაგზავნო რა საბუთებია საჭირო

Posted by: აპოლდა 15 Aug 2019, 16:43
sanfol

დროპშიფინგისთვის გჭირდება ? ვერ მივხვდი... თუ ამაოზნი გინდა, მაშინ 40 დოლარი მერწმუნე არაფერია. მაგ თანხის გადახდას თუ ვერ შეძლებ, მერწმუნე ტყილად იწვალებ, საერთო ჯამში საკმაოდ ბევრი დაგჭირდება ამაზონზე სავაჭროდ. რამდენიმე ასეული დოლარით ვერაფერს გახდები.

Posted by: gurulo_77 15 Aug 2019, 19:09
აპოლდა

საქართველოდან პროდუქტს რო აგზავნი UPC კოდს აკრავ? თუ კი, gs1 georgia-ში ხარ?



Posted by: აპოლდა 15 Aug 2019, 21:37
gurulo_77


იენს ვაკრავ როგორც წესი. არა, არ ვარ

Posted by: sanfol 15 Aug 2019, 23:55
აპოლდა
QUOTE
დროპშიფინგისთვის გჭირდება ? ვერ მივხვდი... თუ ამაოზნი გინდა, მაშინ 40 დოლარი მერწმუნე არაფერია. მაგ თანხის გადახდას თუ ვერ შეძლებ, მერწმუნე ტყილად იწვალებ, საერთო ჯამში საკმაოდ ბევრი დაგჭირდება ამაზონზე სავაჭროდ. რამდენიმე ასეული დოლარით ვერაფერს გახდები.

ანუ რო დაიწყო გაყიდვა მაგისთვის იხდი რამეს? რის 40 დოლარი ვერც მე მივხვდი biggrin.gif

საწყისი კაპიტალი მართლაც მწირი მაქვს 200-300 მწვანე მაგრამ მონდომება დიდი

Posted by: neo> 16 Aug 2019, 00:53
sanfol
მინიმუმ 1კ $ დაგჭირდება ალბათ
და მაგას თუ დავუმტებთ შესაძლო წარუმატებელ ცდებს, რომელიც ბუნებრივია, 2-2.5კ$ ზე კი ახვალ. რომ 1 მარცხის მერე არ გაჩერდე. და ეგ ფული ისე უნდა გქონდეს რომ მაგის გარეშე შეძლო არსებობის გაგრძელება. ვალი და რამე არა.

ეთსის ვფიქრობ მე. ნაკლები დანახარჯებია თუ თავიდან,

1 კაი ნიუსი რაც გავიგე , აირზენას ქონია აქცია ექსპორტზე 1კგ 1$ იო, არ ვიცი რამდენად მართალია, პირობებზეც არ მაქ ინფო. უნდა მივწერო

Posted by: gurulo_77 16 Aug 2019, 13:56
QUOTE
ანუ რო დაიწყო გაყიდვა მაგისთვის იხდი რამეს? რის 40 დოლარი ვერც მე მივხვდი


პროდუქტის გასაყიდად ამაზონი გთავაზობს ორ პაკეტს, ინდივიდუალს და პროფესიონალს.
ინდივიდუალი რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში თუ 40ზე ნაკლები პროდუქტის გაყიდვა გინდა თვეში, თითო გაყიდულ პროდუქტზე 0.99$ + referal da variable closing fee (კატეგორიის გადასახადები და ასე შემდეგ)
პროფესიონალის შემთხვევაში, გათვლილია იმ ხალხზე ვინც 40-ზე მეტის გაყიდვა უნდათ, ანუ თვეში იხდი 40 დოლარს, ყიდი პროდუქტს თუ არა მაგის მიუხედავად. ემატება ასევე Referral fees and variable closing fees.
შეგიძლია ასევე ჯერ ინდივიდუალური გახსნა და მერე გადაიყვანო პროფ აქაუნთზე.

Posted by: dato444 18 Aug 2019, 21:17
neo>
QUOTE
1 კაი ნიუსი რაც გავიგე , აირზენას ქონია აქცია ექსპორტზე 1კგ 1$ იო, არ ვიცი რამდენად მართალია, პირობებზეც არ მაქ ინფო. უნდა მივწერო

1 თვე იქნება ეგ აქცია, 1 კილოს გზავნიან 1ლარად გზავნიან

აქ ნახე

https://www.gpost.ge/?site-lang=ka&site-path=news/&id=1778


Posted by: neo> 19 Aug 2019, 01:07
dato444
1 თვე რომ არ წერია?

Posted by: Deleted 19 Aug 2019, 02:35
აპოლდა

გამარჯობა, ასეთი კონტეინერები რო შევთავაზო ბევრად იაფად ღირს წვალებად? biggrin.gif

რამე სერთიფიკატს ითხოვს ამაზონი? food grade არის

https://www.amazon.com/Basix-Freezable-Deli-Storage-Containers/dp/B01H431XRE/ref=sxbs_sxwds-stvp?crid=R5F0VT8TK96Y&keywords=plastic+bucket&pd_rd_i=B01H431XRE&pd_rd_r=40e8f0db-c1bd-44a7-ac1f-ab8efedf6164&pd_rd_w=cbZkv&pd_rd_wg=IPz3f&pf_rd_p=a6d018ad-f20b-46c9-8920-433972c7d9b7&pf_rd_r=JANET1270PGWVZRYZTM2&qid=1566166892&s=gateway&sprefix=plastic+buck%2Caps%2C275

Posted by: აპოლდა 19 Aug 2019, 11:39
Deleted

არაფერი არ დაგჭირდება, გადავხედე და კარგი პრპოდუქტია. ფინანსებს დააკვირდი უბრალოდ, 10 დოლარი მოგების მარჟა მაინც უნდა დაგრჩეს ამაზონის კალკულატორით.

Posted by: dato444 19 Aug 2019, 12:38
QUOTE (neo> @ 19 Aug 2019, 01:07 )
dato444
1 თვე რომ არ წერია?



3;18 ზე ნახე მხოლოდ ამ 1 მომენტში იძახის,

პირველი ეტაპი არისო , და საინტერესოა კიდე სხვას რას აპირებენ. თუ ესეც გეგმებად არ დარჩად.

Posted by: აპოლდა 19 Aug 2019, 16:07
არაფერია რეალური. დავწერე ზემოთაც, ეგ არის ტერმინალიდან ტერმინალამდე მომსახურება, მაგრამ უშუალოდ უცხოურ ტერმინალზე რა მოხდება, მაგას არავინ ამბობს და გეგმაში არ არის. ეგ დიდი კომპანიებისთვისაა, დიდი ტვირთვისთვის. ჩვენთვის არანაირი ხეირი მაქედან არ არის. ტან 1 თვე გრძელდება და სექტემბრის დასაწყისში ხურავენ პროექტს. დიდი ეჭვი მაქვს, ვიღაცეებს იაფად მოუნდათ ტვირთის გაგზავნა სხვადასხვა მიმართულებით და პროექტიც სახელდახელოდ მაგიტომ შეიქმნა. ჯერ თარიღის კი არ იცოდნენ, არადა 2 კვირით ადრე დავრეკე პროექტის გაშვებამდე.

Posted by: Deleted 19 Aug 2019, 21:54
აპოლდა

მადლობა

ისეთი ფასებია მანდ მარჟა 10ზე მეტიც გამოვა


Posted by: აპოლდა 20 Aug 2019, 12:38
Deleted


კი. რასაც გადავხედე, გრანდიოზული ბაზარი არაა, მაგრამ მშვენიერი პროდუქტია, მარამ მთავარი ფასია. თუკი თავისფულად სვამ 10 დოალრიან მარჟას - უეჭველი მიაწექი smile.gif

Posted by: Kobalty 23 Aug 2019, 00:27
კატასტროფა ხდება Amazon fee-ზე, 55%-მდე გაჭრის ყოველი გაყიდვიდან.
რანაირად უნდა იშოვო სერიოზული ფული აქ, ვერ გავიგე..
ACOS თუ 2%-ზე არ ჩამოიყვანე, ისე ვერ აპლიუსებ ლამის. smile.gif

ცალკე ppc-ს აძვირებენ წლიდან წლამდე..

Posted by: gurulo_77 24 Aug 2019, 23:06
QUOTE
კატასტროფა ხდება Amazon fee-ზე, 55%-მდე გაჭრის ყოველი გაყიდვიდან


კონკურენტებს იშორებთ? smile.gif))

Posted by: აპოლდა 25 Aug 2019, 12:04
Kobalty


ეიკოსი 30 პროცენტიანი მშვენიერი მაჩვენებელია ავტომატურზე, მენუალზე საწყის ეტაპზე მეტიც შეიძლება იყოს, გრძელვადიანში მენუალი დაწევს ეიკოსს. მე საერთოდ რეკლამის გარეშე ვუშვებ. 2015-ში იყო 2 პროცენტიანი ეიკოსი, კარგ დროს smile.gif სწორად გაკეთებული ლისტინგი ბულეტებთან ერთად და შესაბამისი სურათები - აი კარგი ლისტინგის გასაღები. მაგრმ ლისტინგის შედგენა საერთოდ ცალკე მეცნიერებაა, უამრავი დრო მაქვს მაგის სწავლაში დახარჯული.
პპს გაძVირდება გრძელვადიან პერსპექტივაში, ასე რომ ჩემი მოკრძალებული რეკომენდაცია იქნება ამაზონელებთან, რომ კივორდებზე გააკეთოთ აქცენტი, შეიძლება გარე ტრაფიკზეც ყურადღების მიქცევა, რამდენიმე კარგი საიტი მაქვს აღებული, უბრალოდ დიდი ტრაფიკი არ უნდა გაუშვა, თორემ კივორდებს მოკლავ და ვერ მიიღებ კარგ შედეგს, დაბალანსება ჭირდება.

Posted by: Kobalty 26 Aug 2019, 01:39
gurulo_77
ხო, მარტო მე უნდა დავრჩე გამყიდველი, ვაფრთხობ ახალი თაობის ვაჭრებს. drug.gif

აპოლდა
ქივორდებზე დამიზნება კარგია მაგრამ უკვე მზა კონკურენტები ისრუტავენ მაგ ტრაფიკის უმეტესობას, როგორ გინდა თავი შეყო მანდ..
პპს-ს გარეშე თავიდან გაყიდვები რავი, მე ძაან მერთულება..
კარგი ლისტინგი კარგია მაგრამ ამაზონის ბრენდინგი ბევრად ეფექტურია, ჯერ ხო უფრო ძერსკი ლისტინგი გამოგდის და თან დიდი შანსია amazon choice გახდე და ატყდება უცბად გაყიდვების ბუმი..

Posted by: gurulo_77 26 Aug 2019, 14:53
თიბისი ბანკში მაქვს გახსნილი შპს, მარტო მე ვარ მესაკუთრე და ამაზონზე ვტვირთავ Bank Statements (საბანკო ამონაწერს), მარა ამაზონმა დამიხარვეზა და approves არ აკეთებს, მიზეზი
Name, billing address, bank information, issue date--The document must show this information. ამას მწერს ამაზონი და რა ინფორმაცია დავამატებინო თბს ესეთი ამონაწერისთვის? account holder-ჩემი შპს-ს სახელი წერია.
user posted image


ან ბალანსის შესახებ ცნობა ხო არ მჭირდება?

თბს-მ ამ ცნობაში დამატებით ვერ დავამატებთო, ხოდა ბალანსის შესახებ ცნობა უნდა ავიღო სადაც ეს ინფო იქნება მითითებული და ორივე ერთად რომ ავტვირთო პრობლემა ხომ არ იქნება?

Posted by: gigaboku 26 Aug 2019, 19:22
მოკლედ, ჩემი პირველი ლისთინგი ამაზონზე დღე-დღეზე შედგება. უკვე ყველაფერი მზადაა. ტვირთი რამოდენიმე დღეში ჩავა. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი ამ ყველაფრის დროს. აქვე გაგიზიარებთ ბმულს თუ რას ვყიდი კონკრეტულად ოღონდ მოგვიანებით. ეხლა ვაედითებ.

პირველი რაც ვერ გავითვალისწინე იყო ამაზონის გადასახადები, ნივთი 25 დოლარი დავაფასე მაგრამ ამაზონის სერვისს მიაქვს 13 დოლარამდე. კატასტროფულია მაგრამ ვნახოთ რა იქნება... მაინც დიდი თანხაა სამწუხაროდ. პლუს ამას არ გამიკეთებია სერიოზული კვლევა, ანუ უბრალოდ მომაფიქრდა რაღაც კრეატიული და დავიწყე პირდაპირ კეთება.

მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო ცოტახანში განახებთ ნივთს და თავად განმსაჯეთ

Posted by: XazarOrient 27 Aug 2019, 01:45
ჱეპაგვი. ვინმეს გაყიდვის შესახებ amazon ევროპაში ? amazon.co.uk საქართველოდან ? შესაძლებელია თუ არა, რომ გაყიდოს საქართველოდან გაერთიანებული სამეფო მხოლოდ ? დიდი მადლობა

Posted by: აპოლდა 27 Aug 2019, 12:11
XazarOrient


სიმართლე რომ გითხრა, ზუსტად ვერ მივხვდი რას კითხულობ, თუმცა როგორც მიახლოებით მივხვდი კითხვის შინაარს -კომპანია უნდა გახსნა ევროპაში, გაყიდვის 2 ვარიანტია ევროპაზე -ადგილობრივი და კონკრეტული - ანუ მხოლოდ 1 ქვეყანაში გაყიდი, ან მეორე - 5 ქვეყანაში ერთად შეძლებ გაყიდვას. ნებისმიერ შემთხვევაში გჭირდება ევროპული კომპანია. პ.ს. აქედანვე შეგიძლია გახსნა ონლაინ.

Posted by: gurulo_77 28 Aug 2019, 13:40
მოკლედ, დიდი ძებნის შემდეგ საბოლოოდ დავადგინე რა შეცდომაც მქონდა რეგისტრაციის დროს და უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი მძიმეს ან ამის მაგივრად - ამას თუ დაწერდი _, ამაზონი ვერიფიკაციას არ გაგატარებს. როგორც ზევით დავწერე 1 დამიხარვეზა სახელი. რეგისტრაციის დროს ამაზონზე დავწერე მხოლოდ ჩემი კომპანიის სახელი (solo), მარა ბანკის ამონაწერში ამოვიდა LLC Solo, ეს ერთი ხარვეზი ამაზონისგან, ერთი ასოც რომ განსხვავებული იყოს საბანკო ამონაწერში, ამაზონზე მითითებული სახელისგან ამაზონი ვერიფიკაციას არ გაატარებს. მეორე ხარვეზი იყო მისამართი, მისამართში ამონაწერში ამოდის Georgia, tbilis, და მისამართშიც მძიმეები არის, ჩემი რეკომენდაცია იქნება მძიმეებიც წააშლევინოთ ბანკში, ასევე დახარვეზდება თუ ბინის ნომერი მაგალითად ap 5 მიუთითეთ რეგისტრაციის დროს და ამონაწერში Flat 5 არის, აუცილებლად უნდა მიეთითოს გაცემის თარიღი ამონაწერის სხვა შემთხვევაში ხარვეზი დაადგენს ამაზონი და ასევე ამონაწერში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული იმ კარტის ნომერი რომელიც შეგყავთ ამაზონზე რეგისტრაციის დროს, 12 ციფრა ნომერი რომელიც კარტაზეა ამოტვიფრული. რეკომენდაციის სახით ვინც ფეიონერს იყენებთ, სამწუხაროდ ესე გვიწევს, რადგან ჩამონათვალში ჯერ ჯერობით საქართველოს არც ერთი ბანკი არაა, რეგისტრაციის დროს მხოლოდ სახელი გვაქვს მითითებული ჩვენი კომპანიის წინ LLC არ მიგვითითებია და სავარაუდოდ გაყიდული პროდუქტის მერე თანხის დარიცხვის დროს ეგეც პრობლემას შექმნის და ეგეც გამოსასწორებელი იქნება. ამ დღეებში მივხვდი როგორი ასტრონომიული სიზუსტე ჭირდება ამაზონზე მუშაობას.
ესეც წყარო ამ ინფოსი

user posted image

Posted by: Kobalty 2 Sep 2019, 19:49
gurulo_77
მასეა ნამდვილად, მე კოპი/ფეისტი გავაკეთებინე ზუსტად ყველაფერი, რო წერტილ მძიმე დამთხვეოდა..

როგორც მივხვდი არაა ეს საჩემო საქმე და მოგყიდით ვინმეს ამაზონის ვერიფიცირებულ, გამზადებულ ექაუნთს, 3 თვიანი შემოსავლებით, დარანკვით, ინვენტარით და ამბებით.
აწყობილი ექაუნთია, თავის გამოტანის სერვისით და ზედ არსებული ბალანსით.

Posted by: აპოლდა 3 Sep 2019, 09:54
Kobalty

თუ შეგიძლია პირადში რომ მომწერო დეტალები, პროდუქტი ფასი , ასინი პროდუქციის.

Posted by: Kobalty 4 Oct 2019, 15:01
კარგად დათვალეთ ყველა დეტალი, სანამ აქ დიდ ფულს ჩადებთ..
იმდენი გაურკვეველ ხარჯებს მოგაწერთ ამაზონი ყოველ ჯერზე, რომლის მიზეზს და წარმომავლობას წინასწარ ვერავინ გეტყვით..
ჯამში, 6 თვის მანძილზე - 4600$-ს გაყიდვებიდან 290$ ჩაგვერიცხა ანგარიშზე.
დანარჩენი უბრალოდ შეჭამა ამაზონმა ათას რამეში..

Posted by: ladusha2 4 Oct 2019, 15:16
Kobalty

გამოდის რომ იზარალეთ? თუ გახვედით + , წინასწარ შეუძლებელი ამ ხარჯებისდათვლა , რაღაც ეჭვი მეპარება ეგრე იყოს

Posted by: Kobalty 4 Oct 2019, 22:20
ladusha2
QUOTE
გამოდის რომ იზარალეთ?

ზარალი აღარ ქვია მაგას. smile.gif

QUOTE
თუ გახვედით + , წინასწარ შეუძლებელი ამ ხარჯებისდათვლა , რაღაც ეჭვი მეპარება ეგრე იყოს

რავიცი, მე ჩემი ფაქტობრივი სტატისტიკა დავდე, ქვისლის მეზობლის ნაამბობი კი არა.
თუ ვინმეს ჭირდება, ხო კაი, თუ არადა რას ვიზავთ.
როცა ვგეგმავდით პროდუქტს, ამაზონის კალკულატორი ამდენ და ამდენი სახის ხარჯებს არ წერს იქვე, რო წინასწარ იცოდე რამდენს ჩამოგაჭრის.
1 დეტალია: ჩემი პროდუქტი ცოტა დიდი იყო სტანდარტზე და ნუ მაგან საშინლად გაბერა ამაზონის საწყობში შენახვა/კლიენტთან მიტანის ხარჯები მაგრამ ნუ განა რამდენია მაგის წილი ამდენ ხარჯებში?

Posted by: USER001 4 Oct 2019, 22:46
კარგი თემააა გადავიკითხავ.
------------------

Posted by: neo> 8 Oct 2019, 01:09
Kobalty
Unavailable balance 434 დოლარი რატო ჩანს?
ვერ გამოიტანს მაგ თანხას?

Posted by: Kobalty 8 Oct 2019, 10:50
QUOTE (neo> @ 8 Oct 2019, 01:09 )
Kobalty
Unavailable balance 434 დოლარი რატო ჩანს?
ვერ გამოიტანს მაგ თანხას?

ვერა..
რა არის კარგად კიდე ვერ გავიგე, რაღაც მომენტში მაგ თანხით გამინუსებს და გამოსატან თანხას გიკლებს..
2 კვირიან პერიოდებად აქვს დაყოფილი გადახდები და ხან ძველი პერიოდის ხარჯები შემდეგში გადმოაქვს და ხან რა და ხან რა..

Posted by: gigaboku 9 Oct 2019, 16:27
https://www.amazon.com/dp/B07W3QRK29?ref=myi_title_dp

ესეც ჩემი პირველი ლისტინგი მეგობრებო ! შემიფასეთ, მირჩიეთ რა შევცვალო რა დავამატო..

Posted by: აპოლდა 11 Oct 2019, 00:33
gigaboku


კარგად გიმუშავია, პირველისთვის არაუშავს.

Posted by: Kobalty 12 Oct 2019, 22:17
gigaboku
სასწრაფოდ 8 ხარისხიანი ფოტო დაამატე, 1 სურათი როგორ შეიძლება..
ეგ რევიუ დააწერინე? თუ კი - უფრო ბუნებრივად ქენი ეგ საქმე.

საქართველოში ნაწარმოები პროდუქტია თუ ჩინეთიდან წაიღე?

Posted by: gigaboku 13 Oct 2019, 03:07
QUOTE (აპოლდა @ 11 Oct 2019, 00:33 )
gigaboku


კარგად გიმუშავია, პირველისთვის არაუშავს.


მადლობა! თან დიზაინი, ზომები, ნახატი ყველაფერი მე შევურჩიე. უბრალოდ ქარხანამ შემიკერა როგორიც მინდოდა დავალებისნ მიხედვით..

კი ჩინეთიდან არის წაღებული! გავითვალისწინებ შენიშვნებს! მადლობა დიდი

Posted by: აპოლდა 13 Oct 2019, 13:28
gigaboku


მაგაზე მერჩს გირჩევ უფრო მეტად, არ ღირს ამხელა თანხის ჩAდება ეგეთ რაღაცას როდესაც ყიდი. მოიძიე ინფორმაცია ინტერნეტში და კითხვები თუ გექნება, მომწერე, დაგეხმარები ამ მიმართულებით.

Posted by: gigaboku 17 Oct 2019, 19:00
სალამი, მაინტერესებს ვინმეს თუ გიცდიათ გაყიდვა ევროპულ ამაზონზე FBA სერვისით? მე ამერიკულ ამაზონზე ვყიდი ჯერ-ჯერობით და ევროპულზეც მინდა რაღაცის გაყიდვა. იქნებ ვინმემ იცით როგორი მარჟაა საშუალოდ ევროპულ ამაზონზე?

Posted by: აპოლდა 19 Oct 2019, 10:53
gigaboku


ევროპაში გჭირდება კომპანიის რეგისტრაცია.

Posted by: Frankens†ein 19 Oct 2019, 11:19
ორი კვირის წინ ჩამოვედი შტატებიდან.
იქაური მეგობარი მთავაზობდა, დავიწყოთ ამაზონზე საქმიანობაო.
6000$ გადაუხდია იუთუბ ლექციებში facepalm.gif
მე დრო არ მაქვს, მაგრამ ინფორმაცია მაქვსო და მოგცემ მაგ ინფორმაციას რა და როგორ უნდა აეწყოს და დაიწყეო.
ანუ არაფერი გჭირდება, უნდა მოიძიო პროდუქციის მწარმოებელი და ამაზონი აკეთებს ყველაფრის ორგანიზებას, პროდუქციის მიღებას, დასაწყობებას და გაყიდვას.
სკეპტიკურად მივუდექი საკითხს.
პროდუქტის შერჩევა მიმაჩნია ყველაზე დიდ პრობლემად.
რა თქმა უნდა რამე იაფი უნდა მოძებნო, რომ გაიყიდოს.
უფრო ჩინური პროდუქცია.
ჩინურ პროდუქციაზე კი საკმაოდ ცუდი შეფასებებია და არ ენდობა ხალხი.
მე თვითონაც ამაზონის აქტიური მომხმარებელი ვარ და ჩინურ რაღაცეებს არ ვყიდულობ, ყოველთვის დაბალი შეფასებები აქვს.
ანუ პირველ რიგში სწორი პროდუქტის შერჩევაა საჭირო, მერე დაბალ ფასად შოვნა და მერე ის რისკია რამდენად ხარისხიანი იქნება.
ვფიქრობ ხოლმე და ვერაფერი მოვიფიქრე რისი გაყიდვა შეიძლება.
* * *
QUOTE (gigaboku @ 9 Oct 2019, 16:27 )
https://www.amazon.com/dp/B07W3QRK29?ref=myi_title_dp

ესეც ჩემი პირველი ლისტინგი მეგობრებო ! შემიფასეთ, მირჩიეთ რა შევცვალო რა დავამატო..

ჩემს, ერთი რიგითი მომხმარებლის აზრს გამოვთქვამ:

პირველ რიგში უკვე დაწერეს, რომ ერთი ფოტო რომ დევს ძაან არაინფორმატიულია.
მეორე ის, რომ ბევრსიტყვიანი საქებარი რევიუები როგორც წესი თვითონ გამყიდველის დაწერილია და კლიენტების მისაზიდადაა.
რევიუებში ენაწყლიანები როგორც წესი პროდუქტით უკმაყოფილო მომხმარებლები არიან.
კმაყოფილები ლაკონურად აფიქსირებემ რომ მოეწონათ.
და კიდევ Lifetime Warranty smile.gif შენ რო იყო Guess, The North Face ან რამე საქვეყნოდ ცნობილი ბრენდის ოფიციალური გამყიდველი, მაშინ ხო.
მაგრამ მე პირადად დაბოლებად მიმაჩნია, როცა ვიღაც უცნობი, არსაიდან მოსული გამყიდველი სამუდამო გარანტიას მთავაზობს და არავინ იცის თუნდა სამი თვის შემდეგ, ამ თავის პროდუქციას რომ ამოყიდის, კიდევ იარსებებს თუ არა, საჭიროების შემთხვევაში რომ მივაკითხო.

Posted by: gigaboku 19 Oct 2019, 23:31
QUOTE (აპოლდა @ 19 Oct 2019, 10:53 )
gigaboku


ევროპაში გჭირდება კომპანიის რეგისტრაცია.

ევროპაში ვცხოვრობ, მაგის გაკეთება არ გამიჭირდება. შეგიძლია ამიხსნა როგორ ხდება? FBA სერვისი ევროპაშიც აქვთ? თუ ჯობს არ გამოვიყენო ეგ სერვისი და ჩემით ვგზავნო..
* * *
QUOTE (Frankens†ein @ 19 Oct 2019, 11:19 )


* * *
QUOTE (gigaboku @ 9 Oct 2019, 16:27 )
https://www.amazon.com/dp/B07W3QRK29?ref=myi_title_dp

ესეც ჩემი პირველი ლისტინგი მეგობრებო ! შემიფასეთ, მირჩიეთ რა შევცვალო რა დავამატო..

ჩემს, ერთი რიგითი მომხმარებლის აზრს გამოვთქვამ:

პირველ რიგში უკვე დაწერეს, რომ ერთი ფოტო რომ დევს ძაან არაინფორმატიულია.
მეორე ის, რომ ბევრსიტყვიანი საქებარი რევიუები როგორც წესი თვითონ გამყიდველის დაწერილია და კლიენტების მისაზიდადაა.
რევიუებში ენაწყლიანები როგორც წესი პროდუქტით უკმაყოფილო მომხმარებლები არიან.
კმაყოფილები ლაკონურად აფიქსირებემ რომ მოეწონათ.
და კიდევ Lifetime Warranty smile.gif შენ რო იყო Guess, The North Face ან რამე საქვეყნოდ ცნობილი ბრენდის ოფიციალური გამყიდველი, მაშინ ხო.
მაგრამ მე პირადად დაბოლებად მიმაჩნია, როცა ვიღაც უცნობი, არსაიდან მოსული გამყიდველი სამუდამო გარანტიას მთავაზობს და არავინ იცის თუნდა სამი თვის შემდეგ, ამ თავის პროდუქციას რომ ამოყიდის, კიდევ იარსებებს თუ არა, საჭიროების შემთხვევაში რომ მივაკითხო.

მადლობა შენიშვნისთვის. ვაპირებ ცვლილებების შეტანას მაგ კუთხით. უბრალოდ პირველი ლისთინგია და მაინც... გამოუცდელობა..

Posted by: lasha-17 21 Oct 2019, 17:42
გამარჯობა, Payoneer-დან თანხას როგორ ანაღდებთ? smile.gif ბანკომატიდან ვცადე გამოტანა და ბევრი საკომისიო წაიღო

Posted by: Freestyle 21 Oct 2019, 17:50
lasha-17
5$ ქონდა გატანა ადრე, ახლა რამდენი აქვს? მსუყე თანხები უნდა გაიტანო ხოლმე smile.gif


Posted by: lasha-17 21 Oct 2019, 18:21
Freestyle

ბანკომატით გავანაღდე და 30$-მდე ჩამოაჭრა. მგონი ბარათის საკომისიოც წაიღო.
შემდეგ ქართულ ვიზა ბარათზე გადარიცხე და 15$ წაიღო. უფრო იაფი განაღდების გზა მაინტერესებდა

Posted by: Kobalty 21 Oct 2019, 18:26
lasha-17
QUOTE
გამარჯობა, Payoneer-დან თანხას როგორ ანაღდებთ?

პირდაპირ ჩემს ანგარიშზე დავისვი. რატო ხმარობ მაგის ბარათს?

Posted by: BlueOcean 24 Oct 2019, 16:45
ჩემი მეგობარი ვაჭრობს ამაზონზე და კმაყოფილია ძალიან. მე ჯერ იბეი-ეთსის ვუზივარ, ეგენი უფრო მარტივია, მაგრამ გადმოვბარგდები დიდი ალბათობით მალე ამაზონზე smile.gif

Posted by: Freestyle 24 Oct 2019, 20:52
ებაიზე პრაიმის ყიდვა რამე საფრთხეა FBA-სთვის??

შეიძლება რამე პრობლემა ქონდეს ამაზონს?

Posted by: აპოლდა 25 Oct 2019, 14:23
Freestyle

არანაირი პრობლემა არ გექნება, დაჟე ამაზონიდან შეგიძლია გაყიდო იბეიზე, ანუ ამაზონი საწყობად გამოიყენო, ეგეც დაშვებეულია, არ შედის დროპშიფინგში და არ ქმნის მაგაზე არც იბე და არც ამაზონი პორობლემას.

Posted by: BlueOcean 26 Oct 2019, 13:41
ეგ ყველაზე კარგი სისიტემაამემგონი, თან ეთსიზეც იქნება შესაძლებელი გაგზავნა. იბეის აუქციონები მშვენიერია ! სხვა კომპანიებიცააამერიკაში,რომლებიც მსგავს სერვისს სთავაზობენ, თან გაცილებით დაბალ ფასად.

Posted by: Oldmak888 26 Oct 2019, 16:11
საინტერესო თემაა,მსგავსი რამ პირველად მესმის,მაგრამ იმედი მაქვს,რომ გაამართლებს.

Posted by: SolidProfit 26 Oct 2019, 16:21
რამდენი გიშოვიათ თქვეში ამ საქმით?

Posted by: Freestyle 26 Oct 2019, 19:58
აპოლდა
QUOTE
არანაირი პრობლემა არ გექნება, დაჟე ამაზონიდან შეგიძლია გაყიდო იბეიზე, ანუ ამაზონი საწყობად გამოიყენო, ეგეც დაშვებეულია, არ შედის დროპშიფინგში და არ ქმნის მაგაზე არც იბე და არც ამაზონი პორობლემას.

მგონი ვერ გამიგე, ებაიუზე ათასნაირი ამაზონ პრაიმი იყიდება, ზოგი 4$ ღირს ზოგი 5 და ასე შემდეგ. რამე შანსი არის რომ კანონდარღვევით იყოს ეს პრაიმი მოპოვებული ან მოპარული ან რამე? biggrin.gif

მერე მე რო არ შემექნას პრობლემა რა ))

შეიძლება იგივე კითხვაზე მიპასუხე უკვე, მაგრამ მაინც დავაზუსტებ თავის დაზღვევისთვის,
მადლობთ smile.gif

Posted by: აპოლდა 26 Oct 2019, 22:28
Freestyle
აჰ, ეხლა მივხვდი biggrin.gif მდაა, აი მაგენი კი ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ძალიან ნაკლები შანსი მგონია რომ რაიმე დარღვევით იყოს მომხდარი ეგ ამბავი.

Posted by: Detroit 28 Oct 2019, 05:40
BlueOcean
რომელ კომპანიებს გულისხმობ

Posted by: BlueOcean 29 Oct 2019, 10:56
Detroit


კომპანიებს, ე.წ. ,,ფულფილმენტ ცენტრებს", რომლებიც იღებენ პროდუქციას ბითუმად, ასაწყობებენ და შესაბამისი მიმართულებით უშვებენ ნებსიმიერი მიმართულებით.

Posted by: gigaboku 1 Nov 2019, 19:18
მეგობრებო, ანუ შესაძლებელია რომ ჩენი ნივთი რომელიც ამაზონის საწყობში ინახება განვათავასო გასაყიდად იბეიზე? ამ დროს როგორ მოხდება შიფინგი ვერ ვხვდები, გამოდის რომ ჩემი ნივთი მეთვითონ უნდა ვიყიდო ხომ ასეა?

Posted by: აპოლდა 2 Nov 2019, 14:01
gigaboku


შეგიძლიათ განათავსოთ. ამ შემტხვევაში თქვეთვითონვე, ხელით გააკეთებთ გაგზავნას, ანუ მიუთითებთ იბეის მყიდველის მისამართს.

Posted by: BlueOcean 2 Nov 2019, 21:46
აპოლდა

FBM სისტემას ისევ აქტიურად ბლოკავს ამაზონი ? ადრე დამბლოკეს და ეხლა არ ვიცი რა სიტუაციაა.

Posted by: აპოლდა 3 Nov 2019, 14:00
BlueOcean


ზრი არ აქვს, ბლოკავს ამაზონი. თავუდან ძლიან ძნელია ყოველ შემთხვევაში, ამერიკის მოქალაქეზე კიდევ შეიძლება მუშაობა, მაგრამ საქართველოდან აზრი არ აქვს ჩემი აზრით.

Posted by: sanfol 12 Nov 2019, 13:19
https://sellercentral.amazon.com/ დარეგისტრირებულები ვინც ხართ ქართულ ბარათს როგორ უთითებთ?

Posted by: აპოლდა 12 Nov 2019, 14:20
sanfol

ფეიონერი მიაბი, ქართულ ბარათს ვერ მიაბამ როგორც ჩAსარიცხ საშუალებას, თანხას უპრობლემოდ გადაიხდი ქართული ბარათიდან

Posted by: sanfol 12 Nov 2019, 16:01
აპოლდა
ბიზნესის სახელში და მისამართზე რო ჩემი საცხოვრებელი მივაწერო პრობლემა იქნება?

Posted by: აპოლდა 13 Nov 2019, 12:23
sanfol

არა, ეგ ბრენდის სახელია, რეისტრირებული სადაც ხარ, ის მისამართი ჯობია ჩაწერო

Posted by: LeoMiller 13 Nov 2019, 23:25
აპოლდა


დაიწყო საშობაო გაყიდვები, მაგრად წამოიღო, მაგრამ იანვარში რას იზამს ნეტა ? როგორია გამოცდილება ამ კუთხით ?

Posted by: ჩხრამბურთლაძე 15 Nov 2019, 05:48

მინდა შევქმნა ჩემი დიზაინის მცირე ზომის სათამაშო მანეკენი ( ყველაზე მეტად sex dol- ის ხარისხი მომწონს, ანუ იგივე ხარისხი ლატექსიდან დამზადებული და ბუნებრივთან მიახლოვებული)
ამ აზიურ მენტალიტეტთნ ბოლომდე ინტეგრირებას დრო დასჭირდება, და არ მინდა უხარისხო გამოვიდეს , საქართველოშიც ვფიქრობ დამზადებას ( ჯერ მარტო ვფიქრობ) რადგან არ ვიცი როგორ მზადდება.
მაქვს დაახლოებითი ნახატი, ეს ნახატი უნდა გადავცე ფრილანსერს რომ შექმნას 3d ვიზუალი , შემდგომ საჭირო იქნება გამოითვალოს ზომა-სიგრძეში,სიგანეში და დაახლოებითი წონა (წონის გამოთვლას ახდენს მწარმოებელი ?)
მაქსიმალური მარჟაზე რომ ახვიდე უნდა შეუკვეთო უფრო მეტი რაოდენობა, ჩემი დილეტანტური გათვლებით ,ჩინელებმაც ძაან გაბერეს ფასები ესეც გასათვალისწინებელა, 75% მარჟა ამაზონზე გამოდის, 50% რუსულ მარკეტპლეისებზე (ozon,beru) .ყველაზე დიდი შიშები არის დაკავშირებული, ჩინელებთან , ჩემი მცირე გამოცდილებით რაც მათთან მქონდა მიმოწერა, ფასის დაკლება პირდაპირ პროპორციულია ხარისხის კლებასთან , ეს მწარმოებელიც შემთხვევით მოძებნილია , მეტი არ მიცდია. ეხლა თავიდან მინდ დავიწყო.ვინმე ნიჭიერ ფრილანსერს თუ მირჩევთ, ვისაც შეუძლია დამეხმაროს)?
* * *
პ.ს

წიგნის დაწერა ამაზონზე მგონი ყველაზე ოპტიმალური იდეაა რომ გაისროლოს, ამაზონიც მხარს გიჭერს ამაში. ლინკები დადეთ რამე გამოცდილების ვინც უკვე ეს გზა გაიარა).

Posted by: აპოლდა 15 Nov 2019, 16:24
LeoMiller


წინა წელს ძლიან მაგარი იყოს გაყიდვები, საერთოდ არ მიგვრძნია, იანვარი რომ იყო, ეხლა არ ვიცი რას იზამს.
* * *
ჩხრამბურთლაძე


წიგნები ძნელად იძვრება, ბევრი წინგი უნდ აგქონდეს დადებული, რამდნეიემს აზრი არ აქვს პრატიკულად.

Posted by: ჩხრამბურთლაძე 15 Nov 2019, 23:47
აპოლდა
ახალი არაფერი დაწერე, აქ სხვა რამეა, თვითონ რომ დაწერო წიგნი, შენი მარკეტინგი, შენი იდეა, ამაზონზე გადათაგმნილი ინგლისურათ რომ გაყიდო..




ვინმემ იცის წარმოებისთვის სავალდებულო ტექნიკური დავალება და დიზაინს ვინ აკეთებს ფრილანსზე ?ახლა ზვიად ციკოლიას შეწუხებას არ ვაპირებ), არის ნახათი და ამის ტექნიკური დამუშავებაა საჭირო,რა შემადგენლობა და ა.შ

Posted by: აპოლდა 16 Nov 2019, 13:34
ჩხრამბურთლაძე


წიგნებზე ინფორმაცია ზოგადად ახალია საქართველოსთვის, ვიღაცისთვის შეიძლება ახალი იყოს, ხოლო ვიღაცისთვის - ძველი. არანაირი სტანდარტი არ არის ტექნიკური დავალების, უბრალოდ ყველას თავისი შაბლონი აქვს და კარგ ფრილანსერზე მიგნება არ არის მარტივი. ბევრი ტექნიკური დავალება გამიგზავნია ფრილანსერებისთვის და დაუწერიათ ჩემთვის წიგნები. დიზაინერი ცხვა საკIთხი, წერილი - სხვა. ორივეს ერთად ნაკლებად სავარაუდოა ვნმე ახერხებდეს. თუ გაქვს სურვილი, გაგიზიარებ ერთ ფრილანსერს, რომელმაც კარგი შედეგი მაჩვენა საერთო ჯამში.




Posted by: ჩხრამბურთლაძე 16 Nov 2019, 17:18
აპოლდა
კარგი იქნება თუ მომაწვდი ინფორმაციას ფრილანსერზე, რაც ზემოთ დავწერე სათამაშო მანეკრნების შეკვეთა მინდა. კონრეტულათ შენ რამე ამდაგვარი თუ გაქ შეკვეთილი?

Posted by: BlueOcean 16 Nov 2019, 18:24
წიგნები კარგი ბიზნესია, მქონდა დადებული ბროშურები, მაგრამ ძალიან ბევრი შრომა ჭირდება და მუდმივად მიხედვა, პერმანენტულად დამატება მუდმივად ახალი წიგენბის. ამ ყველაფერსკიდევ საკმაოდ დიდი დრო მიაქვს.

Posted by: აპოლდა 17 Nov 2019, 20:49
ჩხრამბურთლაძე

https://www.fiverr.com/fatimahch აი, ეს წერს ძალიან იაფად. მიწერე ,,კრეტივსტუდენტმა" მომცა საკონტაქტოთქო და წესით უფრო გაგიკეთებს ფასდაკლებას. თუ დაგჭირდება დაგილინკავ კიდევ სხვა გამოცდილ მწერლებს, ვისთანაც შეხება მქონია.

Posted by: ჩხრამბურთლაძე 18 Nov 2019, 01:38
აპოლდა
გაიხარე , პირადში მოგწერე.
ეს წიგნის დიზაინს აკეთებს, ჯერ ვფიქრობ სათამოშო დავამზადო, სხვა ფრინალსერები ჩამიგდე თუ შეგიძლია.

Posted by: notte 18 Nov 2019, 23:08
ყველას გამარჯობა , ე.წ დროფშიფინგის დროს იბეიზე ნივთის ადგილმდებარეობას რას უთითებთ ხოლმე , მე დელავეირს ვირჩევ ხოლმე , მაინტერესებს სწორად ვაკეთებ თუ არა . და კიდევ მაინტერესებს ამ დროფშიფინგ იბეის ექაუნთიდან რომ გავყიდო ნივთი , ვთქვათ მობილურ ტელეფონი რომელსაც ვხმარობ და ადგილმდებარეობაში საქართველო მივუთითო , რაიმე პრობლემას ხო არ შეუქმნის ექაუნთს , რას ფიქრობთ ?

Posted by: აპოლდა 18 Nov 2019, 23:53
ჩხრამბურთლაძე


კი, სიამოვნებით გამდმოგიგზავნი, ბოდიში, ჯერ ცოტა არეულობაში ვარ, ჩამოვუყვები ჩემს შეკვეთებს ფაივერზე და ამოვარჩევ კარგებს. ისე ეგ წერს, დიზაინს არ ვიცი რამდენად აკეთებს, ძAლიან მშრომელი გოგოა, თან ძAლიან იაფად აკეთებს ყველაფერს.

notte


დროპშიფინგი სხვა თემაა საერთოდ. მთავარია საიდან, ანუ რომელი საიტიდან ყიდი რომელ საიტზე. ამაზონიდან აგზავნი იბეიზე ? ცალკე საიტი გაქვს აწყობილი და იქიდან ყიდი ? ალიექსპრესიდან აგზავნი ნივთებს თუ ამერიკული საწყობებიდან ?

ისე, საქართველოს მითითებას არ გირჩევ, ტყუილი გამოვა, რასაც მივხვდი შენი პოსტიდან, არც დელავერას მითითებას, რამდენიმე ამანათზე შეიძლება გაჭრას, მაგრამ პირველივე პრობლემურზე მოხდება თრექინგის გაანალიზება და მაშინვე აღმოაჩენენ ტყუილს. ეს ყოველივე კი ფინანსური მინუსითა და ექაუნთის ბლოკით დამთავრდება დდი ალბათობით.

Posted by: notte 21 Nov 2019, 19:36
აპოლდა
ტყუილი რატო გამოვა კონკრეტული ეს ნივთი რომელიც მე მაქვს ფიზიკურად საქართველოში და გაყიდვა მინდა ამერიკაში იბეის ჩემი ექაუნთით რომელსაც დროპშიფინგისთვს ვხმარობ.

Posted by: WP-Rex 21 Nov 2019, 20:08
აპოლდა
QUOTE
https://www.fiverr.com/fatimahch აი, ეს წერს ძალიან იაფად. მიწერე ,,კრეტივსტუდენტმა" მომცა საკონტაქტოთქო და წესით უფრო გაგიკეთებს ფასდაკლებას. თუ დაგჭირდება დაგილინკავ კიდევ სხვა გამოცდილ მწერლებს, ვისთანაც შეხება მქონია.

რა თემაზე წერს?

Posted by: აპოლდა 28 Nov 2019, 12:12
notte
აჰ, გავაანალიზე ახლიდან პოსტი, მმემგონი მიგიხვდი. მე ნივთის ადგილმდებარეობა ვიგულისხმე. თუკი შენს პირად ლოკაციას, ანუ მისამართს გულისხმობ - მართალი ხარ, საქართველო ჯობია.

WP-Rex


რავიცი, მოტივაცია, ზღაპრები. ერთხელ კულინარიაც გამიქაჩა. ეგ მარტივია ყველაზე.

Posted by: sanfol 18 Jan 2020, 00:26
BlueOcean
აპოლდა
კიდე გაქვთ გასაყიდი ელექტრონული წიგნები ამაზონზე?

დიჯითალ რევარდი მაქვს 50$ და ვერ ვიყენებ ვერაფერში თუ გინდათ ნახევარ ფასში ვიყიდი თქვენ წიგნებს, ბევრ ნივთს ვიწერ და სულ ნო-რაშ-ს ვუთითებ შიფინგში მასე გროვდება თითო ნივთზე 1 დოლარი

Posted by: აპოლდა 18 Jan 2020, 00:42
უიჰ, ახალი წიგნები აღარ მაქვს სამწუხაროდ. დროებით ამოვედი მაგ საქმიანობიდან, დიდი დრო მიქონდა ძალლიან.

Posted by: gkvesadze 21 Jan 2020, 00:23
ამერიკაში გასაგზავნათ საქართველოს ფოსტას იყენებთ თუ რამე სხვა გზები არსებობს უკეთესი?

Posted by: აპოლდა 22 Jan 2020, 18:33
gkvesadze

ბარამი და საქართველოს ფოსტა

Posted by: gigaboku 21 Mar 2020, 01:04
გამარჯობა, მეგობრებო.

ვყიდი ჩემი ამაზონის ინვენტარს. (FBA)

https://www.amazon.com/dp/B07W3QRK29?ref=myi_title_dp
დამზადების ფასი გალხდათ 3 დოლარი, შემიძლია 2 დოლარში მოგცეთ. სულ 201 ცალი ჩანთა მაქვს. თბილისში მაქვს ნიმუშები, შემიძლია განახოთ როგორ გამოიყურება ნივთი.

თუ დაინტერესდებით შეგიძლიათ მომწეროთ.

Posted by: აპოლდა 26 Mar 2020, 20:20
ბოდიშს ვიხდი პირდაპირობისთვის, თუმცა არამგონია აღნიშნული ინვენტარი ვინმემ შეიძინოს. ექაუნთებს აქტიურად ვყიდი გერმანიაში, მაგრამ მაგ ექაუნთის შეთავაზებას აზრი არ აქვს.

რავიცი, რეკლამა არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ კურსები გვქონდა და გვაქვს, სადაც ყველაფერს ვხსნიდით და სანამ თანხის ინვესტირებას განახორციელებდით, მანამდე ან დაგვკავშირებოდით ჩვენ, ან თუნდაც ის 250 ლარიანი კურსი გაგევლოთ, ან ტუნდაც სხვა სასწავლო კურსი სხვა ენაზე... მსგავს შეცდომას არ დაუშვებდით ფიზიკურად.

Posted by: 192Pound 9 Jun 2020, 01:47
https://forum.ge/?f=41&showtopic=35073174&st=255

Posted by: nir/v@an 1 Dec 2020, 19:51
გამარჯობათ მოკლედ დავრეგისრირდი ამაზონზე და ვერ ვააქტიურებ. გადავთარგმნე და დავამოწმე ნოტარიუსიტ გადასახადების ჩეკები კომპანიის ამონაწერი და კრედიტ კარტის პდფ სურათი მაინც უარი მომდის. შეგიძლიათ დამეხმაროთ არასწორად რას ვაკეთებ რომ მითხრათ?

Posted by: Jeko77 16 Dec 2020, 00:11
სალამი მეგობრებო, გთხოვთ ვინც რეგისტრაცია გაირა, დამეხმარეთ ტექნიკურ დეტალებში, ბევრი ნიუანსია და ვერ ვრეგისტრირდები

Posted by: USER001 16 Dec 2020, 22:21
QUOTE (gigaboku @ 21 Mar 2020, 01:04 )
გამარჯობა, მეგობრებო.

ვყიდი ჩემი ამაზონის ინვენტარს. (FBA)

https://www.amazon.com/dp/B07W3QRK29?ref=myi_title_dp
დამზადების ფასი გალხდათ 3 დოლარი, შემიძლია 2 დოლარში მოგცეთ. სულ 201 ცალი ჩანთა მაქვს. თბილისში მაქვს ნიმუშები, შემიძლია განახოთ როგორ გამოიყურება ნივთი.

თუ დაინტერესდებით შეგიძლიათ მომწეროთ.

ეს ჩანთა საქართველოში დაამზადებინეთ?

თუ ჩინეთში, ვინც უნდა დაამზადოს რა პლატფორმით უკავშირდებით და აძლევთ შეკვეთას?
* * *
ფორუმელებო, ავარჩიე პროდუქტი ალიექსპრესზე, შემიძლია გავგზავნო ამაზონის საწყლბში, ეს დეტალები რა ეტაპები მაქვს მანამდე გასავლელი ამაზონთან სად გავარკვიო?

დროპ შიპინგი გამოდის ხომ ეს?

Posted by: G.mtson. 8 Jan 2021, 13:27
აპოლდა

გამარჯობა,
გილოცავთ შობას !
თუ გეცლებათ, იქნებ მიპასუხოთ, საქართველოდან რომ გავყიდო ნივთი, გარდა იმისა რასაც საიტი წაიღებს, ფასის სიდიდის მიხედვით რამე გადასახადი მიწევს ვინმესთან ( მაგ. შემოსავლების სამსახური ან სხვა) ?

თუ არ ვცდები, როდესაც საზღვარგარეთ ყიდულობ ნივთებს და გადმოგაქვს საზღვარზე, 300 ლარზე მეტი თუ ღირს რაღაც თანხას იხდი.

ტრანსპორტირების ხარჯი გასაგებია.




Posted by: Велики 22 Oct 2021, 15:44
მოგესალმებით.
გთავაზობთ ტვირთის ტრანსპორტირებას ამაზონის სხვადასხვა საწყობში. (რეკომენდირებულია ნიუ იორკის მიდებარედ არსებული საწყობი).
მოგიგვარებთ ნებისმიერ საკითხს, დაწყებული თბილისში ტვირთის აღებიდან დასრულებული ამაზონის საწყობში მისვლამდე, გვყავს ბროკერი ამერიკაცი ვინც.მოაგვარებს შიდა საბაჟო პროცედურებს.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მომწეროთ პირადში.

Posted by: Велики 24 Oct 2021, 09:58
ჩვენი კომპანია უკვე ემსახურება შპს Divine Cosmetic -ს. რომლის პროდუქციაც Makeda Organic ბესტსელერია ამაზონზე.
ასევე ვმუშაობთ პროექტზე რომლის შემდეგაც ქართული დაფასოებული მზეზუმზირა გაიყიდება ამაზონზე.

ნივთის მწარმოებელთან აღებიდან ამაზონის საწყობში მიწოდებამდე მაქსიმალური ვადა 7 დღეა.

საკონტაქტო ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მომწეროთ პირადში.

Posted by: აპოლდა 26 Oct 2021, 17:45
Велики


აქვე რომ დაწეროთ პირობეები საინტერესო იქნებოდა ყველასათვის. დაახლოებით 10 კილოგრამიან ნივთზე, რა ჯდება გადაზიდვა კილოგრამის ? როცა გადამზიდს ველაპარაკები, ნორმალურად არავინ ანძრევს ტვინს, ყველას უნდა კონკრეტული წონა ვუთხრა და ლოკაცია, კომპიუტერში რომ დააწკაპუნოს და დაიანაგარიშოს, თუმცა რაც გამოთვლილი მაქვს, არ არის გრანდფიოზული ვცლილება კილოს ცვლილების დროს ფასში.

Posted by: Велики 27 Oct 2021, 20:35
აპოლდა

მოგესალმები.
რადგან ინფორმაცია მხოლოდ 10 კგ გვაქვს პასუხის გაცემა გამიჭირდება.
მოგწერთ ბოლო განხორციელებულ პროექტს.
თბილისიდან ნიუიორკის აეროპორტამდე გავუშვით 110 კგ ტვირთი.
აეროპორტში ჩვენი ბროკერი მიდის, ასრულებს საბაჟო პროცედურებს და მიაქვს ტვირთ საწყობში რომ შემდეგ იუპიესმა მოახდინოს ტვირთის ფიქაფი.
აღნიშნული წონის ტრანსპორტირება, მასში შემავალი ყველა პროცედურით< დაწყებული თბილისში მისამართზე ფიქ აფიდან,
დასრულებული საბაჟო პროცედურებით და ტრანსფერით ჩვენს ნიუ იორკის საწყობში დაჯდა 1800 დოლარი.
აქედან 700 დოლარის გადახდა გვიწევს ამერიკელი კოლეგისთვის.
გამომდინარე აქედან მინდოდა მეთქვა რომ ტვირთ იქნება 10 კგ თუ 100 კგ ამერიკელ კოლეგას აქვს ფიქსირებული ტარიფები, რაც შეეხება ფრენას თავისთავად ნაკლები წონა უფრო იაფი ჯდება მაგრამ მაგალითად თუ ავიაკომპანია გვთავაზობს 100 + კგ ზე მაგალითად 6.5 $, 50 კგ დან 100 კგ მდე გვთავაზობს 7.5 $. 50 ზე დაბლა აქვს ფიქსირებული ფასი რომელიც ცვალებადია.

მოკლედ ზუსტი ინფორმაცია თუ გექნებათ რა პროდუქციის გაგზავნა გსურთ თავისი რაოდენობით წონით და შეფუთვის ზომებით. შემიძლია შესაბამისად დაზუსტებული პასუხი გაგცეთ.




Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)