Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > შემწვარი კარტოფილი


Posted by: 2003 28 Jun 2020, 22:16
გამარჯობა, შემწვარი კარტოფილი აი თუ კარგადაა შემწვარი ჩემი საყვარელი ბლიუდაა, პირდაპირ ვგიჟდები მაგრამ თუ ცუდადაა არამცთუ შედარებაც არაა თვითონ ისედაც ცუდი გემო აქვს

დავაკვირდი მამაჩემი მაგარს წვავს დედაჩემი უმეტესად ცუდს მიუხედავად იმისა რომ ისე გადასარევი მზარეულია და ჯობს მამაჩემს biggrin.gif

ახლა მიახლოებით ავხსნი ცუდში რას ვგულისხმობ ანუ როგორს: მოტკბო გემო კარტოფილში, არასიხმელე, არასიკნაწუნე, ჩაშლადობა, აზელვადობა, მსხვილობა, ღია ფერი, სირბილე

რაც დავაკვირდი მარტო იმაზე არაა წვრილად დაჭრი თუ არა, მაგალითად დედაჩემის წვრილად დაჭრილი მაინც იმაზე ცუდი გამოდის ვიდრე მამაჩემის მსხვილად დაჭრილი

ანუ რა მეთოდით შეიძლება შევწვა ისეთი როგორიც ზემოთ აღვწერე? ტაფას აქვს მნიშვნელობა? დაჭრას? ცხიმის ოდენობას? კარტოფილის ტიპს? ცხიმის ტიპს? რამე კონკრეტულ განლაგებას ტაფაზე? რამე სუნელს? დაახურებ თუ არა ტაფას მაგას? დროს?

რა თქმა უნდა ეგენი იქნება ფაქტორები მაგრამ არ ვიცი მაგაზე პასუხები და აბა იქნებ მასწავლოთ შემწვარი კარტოფილის ოსტატებო, როგორ შევწვა კარგი კარტოფილი? ანუ როგორიც აღვწერე?

ისე ფოტოებსაც თუ დადებთ კაის იზავთ, ხშირად სახეზე ეტყობა ისედაც როგორია

Posted by: ninicool 28 Jun 2020, 22:43
alireza2003firouzja
უთუბზე ძალიან ბევრი ვიდეოა. ბევრი ერთად არ უნდა ჩაყარო ტაფაში და ზეთი არ უნდა დაინანო, თუ გინდა, რომ კარგი გამოვიდეს. სხვადასხვანაირად შემწვარ კარტოფილს სხვადასხვა რეცეპტი აქვს, სიტკბო კიდევ კარტოფილს იმ შემთხვევაში ეძლევა, თუ ყინვაშია მოყოლილი.

https://kyxarka.ru/news/1145.html

https://kyxarka.ru/news/1146.html

https://kyxarka.ru/news/1147.html





Posted by: 2003 28 Jun 2020, 22:53
ninicool
2kiss.gif

Posted by: vaho 29 Jun 2020, 11:30
მე ჭადის ფქვილში ვავლებ ხოლმე, მინიმალურ ცეცხლზე ვწვავ და ბოლოს სვანურ მარილს ვაყრი...

Posted by: 2003 29 Jun 2020, 21:56
QUOTE (vaho)
მე ჭადის ფქვილში ვავლებ ხოლმე, მინიმალურ ცეცხლზე ვწვავ და ბოლოს სვანურ მარილს ვაყრი...

ჭადის ფქვილი მერე მჭადის გემოს არ მისცემს? მე არ მომწონს მაგის გემო

Posted by: vaho 4 Jul 2020, 22:32
ჭადის გემო თუ არ მოგწონს, კულინარიის განყოფილებაში რა ქარმა გადმოგაგდო biggrin.gif


Posted by: ფიჭვი 4 Jul 2020, 22:49
კარტოფილს დაჭრი და წყალში გაჩერებ ნახევარი საათი
მერე ტაფაზე დაასხავ ბევრ ზეთს ზეთს და ტაფა რო კარგად გახურდება დააყრი კარტოფილს.
ტაფა უნდა იყოს ახდილი და გაზზე ცეცხლი უნდა იყოს საშუალოზე მაღალი
ესე ვწვავ და ხრაშუნა გამოდის ხოლმე.
ხო კარტოფილს წვრილად ვჭრი.

Posted by: elchi 4 Jul 2020, 23:01
ღორის ქონში შეწვით კარტოფილი და მერე გაიგებთ მის ნამდვილ გემოს.
ასევე მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთში.
სწორი რჩევა მოუციათ, დათლილი გააჩერეთ მინიმუმ ერთი საათი ცივ წყალში.
დედაჩემი ზოგჯერ უფრო მეტ დროს აჩერებდა მარილწყალში.

Posted by: mustafa_ibrahim 5 Jul 2020, 13:42
წყალში გაჩერება თავისთავდ, ტაფაზე დადებამდე აუცილებლად გაამშრალეთ, მე როზმარინით და ხახვით მიყვარს. პაპრიკა და ნივრის ფხნილიც უხდება.
ტაფაზე რომ დაყრით 5-6 წუთი ხელი არ ახლოთ, თავზე არ დაახუროთ, თორემ ჩაიხარშება

Posted by: thug 6 Jul 2020, 03:41
წყალში გაჩერება რატომ?
რა ხდება მაგ დროს?

წვნიანი ხდება? biggrin.gif

Posted by: narmonana 6 Jul 2020, 18:45
წვრილად დაჭრა, ჯერ წყალში გაჩერება, სახამებელი რომ გაცილდეს და მერე გამშრალება ასიანიი, კარგად რომ დაიბრაწოს, ბევრი ზეთი და მაღალი ცევხლიი და არანაირი თავსახური


წეღან გავიკეთე კინოზე მისაყოლრბლად

user posted image
* * *
QUOTE
ღორის ქონში შეწვით კარტოფილი და მერე გაიგებთ მის ნამდვილ გემოს.

ჰოომ, ღორის ქონში შემწვარი სულ სხვა პესნიაა, საერთოდ ქონში შემწვარი...

Posted by: vaho 6 Jul 2020, 21:07
ეს რაც სურათზე ჩანს, შემწვარი კარტოფილი არაა, ეგ არის ჩიფსი.

QUOTE
ღორის ქონში შემწვარი


ზამთარშია კარგი. ზაფხულში მძიმე საჭმელია...

Posted by: narmonana 6 Jul 2020, 21:42
vaho
QUOTE
ჩიფსი

ჰო, ჩიფსიც შემწვარი კარტოშკაა biggrin.gif

Posted by: vaho 6 Jul 2020, 21:57
QUOTE
ჰო, ჩიფსიც შემწვარი კარტოშკაა


არა.

ჩიფსი სხვაა, შემწ.კარტ. სხვაა, შუა უდევს დიდი ზღვარი...

Posted by: narmonana 6 Jul 2020, 22:04
vaho
აჰ, როგორ გეკადრება, როგორ

ზუსტად იგივეა, მაგრამ ფორმაა განსხვავებული, ისე, ამ შემთხვევაში, ჩემ ფოტოზე უფრო ფრია, ვიდრე ჩიფსი... ფრი ხომ მაინცაა შემწვარი კარტოშკა biggrin.gif

Posted by: thug 6 Jul 2020, 22:07
QUOTE
ეს რაც სურათზე ჩანს, შემწვარი კარტოფილი არაა, ეგ არის ჩიფსი.


+

Posted by: vaho 6 Jul 2020, 22:18
QUOTE
ფრია, ვიდრე ჩიფსი... ფრი ხომ მაინცაა შემწვარი კარტოშკა


გირჩევნია, წაშალო პოსტი.

სიტყვა "ფრი" არაპოლიტკორექტულია.

მეც ვხედავ, რომ სურათზე ფრია, მაგრამ მაინც ჩიფსი დავწერე.

ბლექლაივმეთერსის მიმდევრები განაწყენდებიან, ხო ხვდები, რატომაც...

Posted by: 7harvey 7 Jul 2020, 20:32
იფფ, შევჭამდი ახლა გაკეთება რომ არ მეზარებოდეს biggrin.gif

თხლად უნდა დაჭრა და პირველ რიგში სახამებელი მოაშორო, ნახევარი საათი მაინც გააჩერე წყალში. თუ ძალიან გაათეთრა თავიდან დაასხი და კიდევ დააყოვნე. კუჭი თუ იტანს კახურ ზეთში შეწვი ჯოჯოხეთურ ცეცხლზე. თავსახური არ უნდა up.gif

Posted by: vaho 7 Jul 2020, 21:59
QUOTE
თავსახური არ უნდა


ამას რატო წერთ ყველა?

დღეს ვცადე, ეგრე შევვწვი და სამზარეული გასარემონტებელი გამიხდა.

შხეფებს ისვრის...

Posted by: elchi 8 Jul 2020, 00:42
QUOTE (vaho @ 7 Jul 2020, 21:59 )
QUOTE
თავსახური არ უნდა


ამას რატო წერთ ყველა?

დღეს ვცადე, ეგრე შევვწვი და სამზარეული გასარემონტებელი გამიხდა.

შხეფებს ისვრის...

გააჩნია რა ზეთს ხმარობთ.
ეტყობა არ არის ნამდვილი და გაზავებულია.

Posted by: thug 8 Jul 2020, 01:28
ბოლოს უნდა ცოტა ხანი თავსახური

......................

Posted by: 7harvey 9 Jul 2020, 13:46
QUOTE
ბოლოს უნდა ცოტა ხანი თავსახური

კარგად აითვისებს მარილს baby.gif

Posted by: Uzumaki 9 Jul 2020, 21:39
QUOTE (elchi @ 8 Jul 2020, 00:42 )
QUOTE (vaho @ 7 Jul 2020, 21:59 )
QUOTE
თავსახური არ უნდა


ამას რატო წერთ ყველა?

დღეს ვცადე, ეგრე შევვწვი და სამზარეული გასარემონტებელი გამიხდა.

შხეფებს ისვრის...

გააჩნია რა ზეთს ხმარობთ.
ეტყობა არ არის ნამდვილი და გაზავებულია.

ცხოვრებაში არ მინახავს ზეთი, რომელიც შხეფებს არ ისვრის, იქნებ ვინმემ დაწეროთ არაგაზავაბული ბრენდები sad.gif

Posted by: 7harvey 9 Jul 2020, 21:43
Uzumaki
სველ კარტოფილს თუ ჩაყრი ყველა ისვრის rolleyes.gif

Posted by: 2003 9 Jul 2020, 22:45
ვაა აგიქაჩავთ თემა წავიკითხავ და გავითვალისწინებ
მადლობა

მარა რაც მეტი დაიწერება მით უკეთესი biggrin.gif

Posted by: elchi 10 Jul 2020, 10:31
alireza2003firouzja

კარგი მაშინ, გაგიქაჩავ თემას. gigi.gif

როგორც ვხედავ, სხვადასხვანაირად შემწვარი და მოხარშული კარტოფილი ბევრს მოგვწონს.
დავტოვოთ ეს თემა.

ზემოთ მოგახსენეთ როგორიც მომწონს.
ერთ რეცეპტს მეც მოგაწვდით, მერე სხვებსაც.

შებოლილ ღორის ლართხებთან/ფერთხებთან ანუ ბეკონთან ერთად შეწვით.
ჯერ კარტოფილი დაბრაწეთ და შემდეგ დაამატეთ ბეკონის თხელი ნაჭრები.
თუ თხლად დაჭრილ ხახვსაც მიამატებთ და მოშუშავთ ყველაფერს ერთმანეთში, უგემრიელესი კერძი გამოგივათ. old.gif

Posted by: 7harvey 10 Jul 2020, 18:23
წითელი კარტოფილი(სვანური) უფრო სასარგებლო ყოფილა, თუმცა მშრალი და ფხვიერია შედარებით baby.gif

user posted image

Posted by: kactus 11 Jul 2020, 20:02
vaho
QUOTE

QUOTE
თავსახური არ უნდა


ამას რატო წერთ ყველა?

დღეს ვცადე, ეგრე შევვწვი და სამზარეული გასარემონტებელი გამიხდა.

შხეფებს ისვრის...

ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებ.
კარტოფილს რომ გარეცხავ და დაჭრი, სამზარეულოს ქაღალდზე დაყარე,რომ კარგად შეიშროს
სითხე,შენც დაეხმარე ცოტა,შეამშრალე,ეს ერთი.
ტაფა ძალიან კარგად გააცხელე,გაცხელებულზე მარილი მოაფრქვიე (ფრთხილად იყავი,ზედმეტი
არ მოგივიდეს.მარილს მეტს არც ვუშვრები),მერე დაასხი ზეთი,ჩაყარე კარტოფილი.თავიდან
მაღალი ცეცხლი გქონდეს შენთებული.ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ამორევა,ეს უნდა
მოხდეს 1,ჰა-ჰა,2წთ-ში,ცეცხლსაც არ დაუწიო,ნუ,ოდნავ დაუწიე,იქვე იტრიალე,არ მიატოვო,
ხშირ-ხშირად ურიე,
ოქროსფერი უნდა იყოს, მუქი არ გამოგივიდეს თუ არა,დამთავრებულია საქმე. biggrin.gif
თავსახური არ დაახურო,არ არის საჭირო.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ.თუ გინდა სუპერ-ბუპერ შემწვარი კარტოფილი,
ბევრი არ შეწვა ერთად.

Posted by: fermina 11 Jul 2020, 20:20
ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ კარტოფილი იყოს გემრიელი ჯიშის. მაგ. წითელი, სვანური.
მერე უკვე გინდა წვრილად დაჭრილი, გინდა ბევრი ერთად და ჩაშლილი, გინდა მსხვილად დაჭრილი და ისე შემწვარი, მაინც გემრიელია და მიყვარს.
* * *
7harvey
ახლა ვნახე ეს პოსტი და ფოტო, მართლა უგემრიელესია.
ხანდახან შეგხვდება, წყალწყალა და არაფრის გემო არ აქვს.

Posted by: vaho 12 Jul 2020, 09:33
QUOTE
კარტოფილს რომ გარეცხავ და დაჭრი, სამზარეულოს ქაღალდზე დაყარე,რომ კარგად შეიშროს
სითხე,შენც დაეხმარე ცოტა,შეამშრალე,ეს ერთი.
ტაფა ძალიან კარგად გააცხელე,გაცხელებულზე მარილი მოაფრქვიე (ფრთხილად იყავი,ზედმეტი
არ მოგივიდეს.მარილს მეტს არც ვუშვრები),მერე დაასხი ზეთი,ჩაყარე კარტოფილი.თავიდან
მაღალი ცეცხლი გქონდეს შენთებული.ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ამორევა,ეს უნდა
მოხდეს 1,ჰა-ჰა,2წთ-ში,ცეცხლსაც არ დაუწიო,ნუ,ოდნავ დაუწიე,იქვე იტრიალე,არ მიატოვო,
ხშირ-ხშირად ურიე,
ოქროსფერი უნდა იყოს, მუქი არ გამოგივიდეს თუ არა,დამთავრებულია საქმე.
თავსახური არ დაახურო,არ არის საჭირო.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ.თუ გინდა სუპერ-ბუპერ შემწვარი კარტოფილი,
ბევრი არ შეწვა ერთად.


ისროლოს, ჯანდაბას...
biggrin.gif

ამდენი თუ ვიწვალე smile.gif

Posted by: 7harvey 12 Jul 2020, 11:16
QUOTE (fermina @ 11 Jul 2020, 20:20 )
ხანდახან შეგხვდება, წყალწყალა და არაფრის გემო არ აქვს.

არასწორად შენახვის ბრალია მგონი ეგ sleep.gif

Posted by: Keti-Ket 12 Jul 2020, 14:23
კამას, ნიორს ან მწვანე ხახვს დავიჯერო მარტო მე ვამატებ ხოლმე?

მხოლოდ კლასიკურ ვარიანტს მიირთმევთ?

Posted by: 7harvey 12 Jul 2020, 17:12
კამა ახალზე კარგია, ნიორი არ მიცდია, ხახვი ცუდად მოქმედებს ჩემზე user.gif

Posted by: dadn 12 Jul 2020, 19:35
QUOTE
კამას, ნიორს ან მწვანე ხახვს დავიჯერო მარტო მე ვამატებ ხოლმე?

მხოლოდ კლასიკურ ვარიანტს მიირთმევთ?


კამა მაგარია up.gif

კამა, ნიორი +როზმარინი (მწვ.ხახვი არ მქონდა ) - ჩაშუშულ კარტოფილთან.
user posted image

Posted by: 7harvey 13 Jul 2020, 20:47
ან ზეთი შეგხვდა ცუდი ან ტაფა გაქვს უცნაური biggrin.gif

Posted by: elchi 13 Jul 2020, 22:33
სხვა გამოსავალი მაქვს მოძებნილი.
მეუღლეს სამზარეულოში არ ვუშვებ, ყველაფერს მე ვაკეთებ.
მაგის გაკეთებული მხოლოდ ჩვენი შვილები მომწონს. lol.gif

გარეთ, გრილზე ვწვავ ყველაფერს.

ერთ რეცეპტს დავწერ, სინჯეთ და მოგეწონებათ.
როცა რაიმეს შეწვას ვაპირებ, წინასწარ ვამზადებ კარტოფილს მისაყოლებლად.
ვარჩევ მოზრდილებს, ვჭრი რგოლებად, ძალიან სიფრიფანა ნაჭრებად წითელ ხახვს და სოკოს.
ამ დაჭრილ რგოლებს შორის ვალაგებ ხახვს და სოკოს, ასევე კარაქს თითო "განყოფილებაში", მარილი და პილპილი თავისთავად, ვახვევ მოზრდილ "სენდვიჩს" ფოლგაში და ვდებ გრილის ზედა თაროზე.
იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ სამზარეულოშიც, ოღონდ ღუმელში.

Posted by: Blackmatter 15 Jul 2020, 12:02
კანიანად ვწვავ , მექსიკურის პონტში. ოთხად ვჭრი კარტოფილს, ანუ დიდ ნაჭრებად და მერე სუნელებს ვუსმევ, როზმარინი უხდება ისე. სვანური მარილი ხატავს.
არავითარი ტაფა, მხოლოდ ღუმელი.

Posted by: UNEEK 15 Jul 2020, 12:55
ჰაშ ბრაუნს არ აკეთებთ?
გემრიელია

user posted image

user posted image

Posted by: kactus 15 Jul 2020, 13:29
vaho
QUOTE
სპეციალური კომბინეზონი შევიძინე და ისე შევწვავ ხოლმე...

დამცავი ფარი რომ იყიდება,პირბადის პონტში,ისიც შეიძინე,სახესაც დაიცავ.
ხანდახან,შხეფები სახესაც სწვდება ხოლმე. biggrin.gif
QUOTE
კაშმარ, უჟას...

biggrin.gif

UNEEK
QUOTE
ჰაშ ბრაუნს არ აკეთებთ?
გემრიელია

აბა,გვითხარი როგორ გავაკეთოთ!

Blackmatter
QUOTE
კანიანად ვწვავ , მექსიკურის პონტში. ოთხად ვჭრი კარტოფილს, ანუ დიდ ნაჭრებად და მერე სუნელებს ვუსმევ, როზმარინი უხდება ისე. სვანური მარილი ხატავს.
არავითარი ტაფა, მხოლოდ ღუმელი.

კი,მეც ვაკეთებ ხოლმე,თუმცა,წინასწარ ნახევრად ვხარშავ ხოლმე კარტოფილს,ასე 5-8წთ-ის
განმავლობაში, უფრო მალე რომ შეიწვას.ტაფაზეც გამიკეთებია და ღუმელშიც.

Posted by: Darkstalker 15 Jul 2020, 14:01
ნამეტანი გემრიელი გამოდის ბევრი ზეთით

user posted image


და ყველი უხდება

user posted image

Posted by: UNEEK 15 Jul 2020, 17:52
kactus
ზუსტად ასე როგორც ფიტოზე. გახეხავ ცხრილში, გაავლე წყალში, მარილი გემოს მიხედვით. ზეთში ტაფაზე 4 წუთი იბრიწინებს თავმოუხდელად, შემდეგ გადააბრუნებ და მეორე გვერდს შეაბრიწინებ, მოუდე შემწვარი კვერცხი და სოსიჯი.


Posted by: thug 15 Jul 2020, 18:12
UNEEK

ასწორებს აიჰოპის ბრექფესტ სამპლერი biggrin.gif

user posted image



Posted by: UNEEK 15 Jul 2020, 19:20
thug
სემპლერი ნომერი პირველია მენიუში.
ბლინებიც ხო მოყვება ❤

ჰაშ ბრაუნი რატო არ იციან საქართველოში?

Posted by: Uzumaki 15 Jul 2020, 22:06
QUOTE (UNEEK @ 15 Jul 2020, 19:20 )
thug
სემპლერი ნომერი პირველია მენიუში.
ბლინებიც ხო მოყვება ❤

ჰაშ ბრაუნი რატო არ იციან საქართველოში?

დანქინ დონატს ჰქონდა ადრე. ძალიან უგემური იყო. როგორც ვიცი, მაგდონალდს აქვს ყველაზე კარგი, მაგრამ საქართველოში არ არის.

Posted by: დოჩანა 15 Jul 2020, 22:52
ზოგს გემრიელი გამოსდის შემწვარი კარტოფილი და ზოგის შემწვარი პიურესავით იგლისება

Posted by: GEORGEXIII 16 Jul 2020, 10:27
QUOTE
შემწვარი კარტოფილი

ეს არის ის რაც შემიძლია სულ ვჭამო მუდმივათ.

Posted by: BeerLover 16 Jul 2020, 11:07
ქართული საუზმეზე მე პირადად ჩაი და ხაჭაპური მახსენდება

Posted by: UNEEK 16 Jul 2020, 12:05
kactus
შეგიძლია ბლინები დაიმატო, ულიმიტო რაოდენობით.
ისე ორი ცალი მოაქვთ.

აქაურების საყვარელი ბლინების რესტორანია.
შაბათკვირას პარკინგიდან იწყება რიგები, ჩაწერებია.
მოგცემენ რიგის ბარათს, აწერია ელიზაბეტ ტეილორი, ან ჯინა ლოლობრიჯიდა, ვითომ შენ ხარ))

user posted image

Posted by: ირმაკო 16 Jul 2020, 18:15
QUOTE (დოჩანა @ 15 Jul 2020, 22:52 )
ზოგს გემრიელი გამოსდის შემწვარი კარტოფილი და ზოგის შემწვარი პიურესავით იგლისება

დავბერდი ქალი და კართოფილს გემრიელს ვერ ვწვავ user.gif user.gif

Posted by: thug 17 Jul 2020, 04:35
UNEEK

შემოვაგორო აიდაჰოს ფოთეითო? lol.gif


user posted image


Posted by: DORO 17 Jul 2020, 14:24
ჯერ მოხარშული და მერე შემწვარიც მომწონს



მოხარშე ერთი ქვაბი

მერე შეინახე მაცივარში --რომ გაცივდება

მერე როცა მოგინდება უცებ დათლი და იალა ტაფაზე


10 წუთში გაქვს შემწვარი კარტოფილი
სწრაფი პროცესია


Posted by: 2003 17 Jul 2020, 14:41
კაი რჩევები დაიდო

ის რამდენს გეევასებათ? უფრო მოხარშულივით როა მარა სამაგიეროდ ხახვში როა ჩახრაკული

Posted by: fermina 17 Jul 2020, 16:06
alireza2003firouzja
QUOTE
ის რამდენს გეევასებათ? უფრო მოხარშულივით როა მარა სამაგიეროდ ხახვში როა ჩახრაკული


ძალიანაც.

DORO
QUOTE
ჯერ მოხარშული და მერე შემწვარიც მომწონს


ესეც გადასარევია.

Posted by: 2003 17 Jul 2020, 19:25
დღეს შეწვა დედაჩემმა ტაფის მწვადის ცხიმში ანუ მწვადი რო დაიცალა მაგაში შეწვა და უკნაწუნეს უგემრიელესია რო არა ერთი ის
რო რაღაც თავისებური გემო აქვს ცხიმისგან და ეგ რაღაცნაირად არ მომწონს, თან მაგრად

Posted by: დოჩანა 17 Jul 2020, 21:06
სახლში გემრიელად შემწვარ დაბრაწულ კარტოფილში 10 წლის სიცცოხლეს მივცემდი ახლა.

დღეს ფრი კი ვჭამე მაკში მარა ეგ არაა არაფერი.

Posted by: vaho 17 Jul 2020, 21:12
QUOTE
ის რამდენს გეევასებათ? უფრო მოხარშულივით როა მარა სამაგიეროდ ხახვში როა ჩახრაკული


ღვეზელებისთვის რომ ამზადებენ?

ეგ ყველანაირ მწვადს და სტეიკს მირჩევნია...

Posted by: 2003 17 Jul 2020, 21:50
QUOTE (vaho)
ღვეზელებისთვის რომ ამზადებენ?

ხო მიახლოებით ოღონდ უფრო მეტად შემწვარი, ღვეზელის ნაკკლებადაა ხოლმე შემწვარი, ესცოტა მეტად

მარა მიახლოებით ეგაა

კიდე დავწერ რა მირჩევნია ზოგჯერ შემწვარს: მოხარშული კარტოფილი მსხვილად დაჭრილი, ბევრი ზეთი რო აქვს მოსხმული და ხახვი

და ერთ რამეშიც გა#####დები, ცხიმიან (ზეთიანი>კარაქიანი) პილპილიან, წიწაკიან პიურეს ზოგჯერ არაფერი მირჩევნია biggrin.gif

ბიჭო რა დამიცენზურა ნახე lol.gif lol.gif ჰაჰააა

Posted by: Keti-Ket 18 Jul 2020, 14:16
QUOTE
მოხარშული კარტოფილი მსხვილად დაჭრილი, ბევრი ზეთი რო აქვს მოსხმული და ხახვი

სვანური მარილი უხდება ძალიან ზეთმოსხმულ კართოფილს

Posted by: thug 18 Jul 2020, 19:48
Loaded baked potato

user posted image

user posted image

Posted by: keen 18 Jul 2020, 22:37
QUOTE
დავაკვირდი მამაჩემი მაგარს წვავს დედაჩემი უმეტესად ცუდს მიუხედავად იმისა რომ ისე გადასარევი მზარეულია და ჯობს მამაჩემს

რამდენიმე ვიცი ეგეთი, ყველაფერი უგემრიელესი რომ გამოსდით და კარტოფილის ნორმალურად შეწვა - არა yes.gif

მე პირადად, რაიმე განსაკუთრებული მეთოდი არ მაქვს. კარტოფილს მაშინ ვწვავ, როცა ბევრი ხლაფორთის არც დრო მაქვს, არც - თავი... რაის წყალში ჩალბობა? არც წვრილად ვჭრი, არც ვამშრალებ, არც უთავსახუროდ ვწვავ, არც ტაფას ვახურებ და არც ბევრ ცხიმს ვასხამ...

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 18 Jul 2020, 23:20
ცოტა უნდა შეწვა დიდ ტაფაზე და ყოველთვის კარგად იწვება.

Posted by: night-blue 19 Jul 2020, 01:36
QUOTE (~Annabelle°Haunting~ @ 18 Jul 2020, 23:20 )
ცოტა უნდა შეწვა დიდ ტაფაზე და ყოველთვის კარგად იწვება.

მარტო ვარ 1 თვეა უკვე.


მაგრად მევასება კარტოფილი პროსტა შეწვა არ ვიცი. ვიდეო გადაიღე გთხოვ რა როგორ წვავ.


და შევეცდები გავიმეორე და შევწვა მეც პლზ help.gif

Posted by: დოჩანა 19 Jul 2020, 04:00
ოდესმე შევწვავ , კი შემიწვავს ისე, არა უშავს გამოდიოდა, არც ცუდი არც კარგი

Posted by: 7harvey 7 Aug 2020, 07:32
მაგრად მომინდა ახლა და გათლა მეზარება user.gif

Posted by: deiar123 10 Aug 2020, 06:46
მოკლედ, ხშირად ვურევ როცა ტაფაზე დავყრი, გამოდის სასწაული მე ხო ვგიჟდები ჩემ შემწვარზე და სხვები უფრო გიჟდებიან ))) სუნელებსაც ვუშვები ხან ისე ხან ასე, ვწვავ კარაქში თითქმის ყოველთვის მაგრამ მთავარი ტექნიკა მაგისი მგონია რომ მორევა არის ანუ ხშირად უნდა მოურიო, ბებიაჩემი აკეთებდა ასე და ჩემი ნათესავებიც აღნისნავენ რომ მაგისნაირი გამომდის შესაბამისად ეგ უნდა იყოს მთავარი ამბავი, ცადე აბა იქნებ მშობლებსაც აჯობო კეთებაში )))

Posted by: Keti-Ket 10 Aug 2020, 13:17
deiar123
და დაბრაწული გამოდის მაგ მეთოდით თუ უფრო ჩაშლილივით? ანუ თავსახურს არ აფარებ?

Posted by: დოჩანა 10 Aug 2020, 13:31
წვრილად დაჭრილი უფრო გემრიელად იწვება დაკვირვებული ვარ.

Posted by: deiar123 10 Aug 2020, 16:14
QUOTE (Keti-Ket @ 10 Aug 2020, 13:17 )
deiar123
და დაბრაწული გამოდის მაგ მეთოდით თუ უფრო ჩაშლილივით? ანუ თავსახურს არ აფარებ?

გამორიცხულია რო დაგეწვას ეს ერთი და მეორე ყველა თანაბრად იწვება ოღონდ არა ფრიტურნიცის სიზუსტით , თავსახურს ვაფარებ პერიოდულად როცა მოვურევ 2-3 წუთი დავაფარებ მერე ისევ მოვურევ კარგად და ისევ დავაფარებ, ბოლოსკენ მთლიანად აუწიე თუ გინდა და ურიე სანამ გადმოიღებ გემრიელად რო მიიბრაწოს გარედან

Posted by: 7harvey 10 Aug 2020, 20:27
ვითომ ხო ელემენტარულია მაგრამ კარტოფილის შეწვასაც ცოდნა და გამოცდილება უნდა biggrin.gif

Posted by: 2003 21 Oct 2020, 09:31
ახლა ვწვავ და ამოვძირავ biggrin.gif

Posted by: Trump 21 Oct 2020, 10:25
მე პირადად თავსახურს არ ვაფარებ და დაჭრილსვე ვაყრი მარილს. შემდეგ უბრალოდ იქვე ვდგავარ და ბევრჯერ ვურევ.

Posted by: WP-Rex 21 Oct 2020, 11:47
ვჭრი წვრილად, მაგრამ არა "სპიჩკებად".
ვყრი კარგად გაცხელებულ ტაფაზე, ზეთზე.
შეწვისას ხშირად ვურევ და ცეცხლს არც ვუმატებ, არც ვაკლებ.
თავიდან ბოლომდე საშუალო ცეცხლზე მიდგას.
ბოლო ამოტრიალების წინ თავსახურს ვხდი და ვაყრი მარილს, ხახვს და ნიორს.

Posted by: vaho 21 Oct 2020, 11:49
მოხარშულ კარტოფილზე რატო არაა თემა?

გახსენით ვინმემ...

Posted by: elchi 21 Oct 2020, 18:47
QUOTE (vaho @ 21 Oct 2020, 11:49 )
მოხარშულ კარტოფილზე რატო არაა თემა?

გახსენით ვინმემ...

არ არის საჭირო ახალი თემა.
შევასწორებ სათაურს და აქ დაწერეთ მოხარშული კარტოფილის რეცეპტები.
ვნახოთ რას იტყვის თემის ავტორი.

Posted by: girvan_88 22 Oct 2020, 23:31
ოდნავ უმად შემწვარი კარტოფილი მარტო მე მიყვარს?

Posted by: Keti-Ket 23 Oct 2020, 12:11
girvan_88

სავარაუდოდ. ერთადერთი პროდუქტია, რომელიც ალ დენტე დამუშავებული არ მომწონს.

კართოფილის შემთხვევაში ლამის დანახშირებული გვერდებით არ არის, არ მომწონს smile.gif

Posted by: girvan_88 23 Oct 2020, 13:14
Keti-Ket
QUOTE
girvan_88

სავარაუდოდ. ერთადერთი პროდუქტია, რომელიც ალ დენტე დამუშავებული არ მომწონს.

კართოფილის შემთხვევაში ლამის დანახშირებული გვერდებით არ არის, არ მომწონს

თითქოს კი გავიგე რაც დაწერე მარა მაინც ბოლომდე ვერ გავიგე, მარა ეგ არაფერი

Posted by: la reine 23 Oct 2020, 18:48
აუ როგორ არ მიყვარს და არც კარგი არ გამომდის:/

Posted by: elchi 23 Oct 2020, 20:25
QUOTE (elchi @ 21 Oct 2020, 18:47 )
QUOTE (vaho @ 21 Oct 2020, 11:49 )
მოხარშულ კარტოფილზე რატო არაა თემა?

გახსენით ვინმემ...

არ არის საჭირო ახალი თემა.
შევასწორებ სათაურს და აქ დაწერეთ მოხარშული კარტოფილის რეცეპტები.
ვნახოთ რას იტყვის თემის ავტორი.

დავუკავშირდი თემის ავტორს და არ ისურვა სათაურის შეცვლა.
ნება მისია.

ვისაც გინდათ გახსენით თემა მოხარშულ კარტოფილზეც.

Posted by: Keti-Ket 23 Oct 2020, 20:52
girvan_88
QUOTE
მარა მაინც ბოლომდე ვერ გავიგე,



QUOTE
ლამის დანახშირებული გვერდებით არ არის

ეს ფრაზა უნდა ყოფილიყო ამ ფორმულირების: ლამის დანახშირებული გვერდებით თუ არ არის, არ მომწონს smile.gif

Posted by: kriketi-1985 25 Oct 2020, 20:59
user posted image

ერთხელ ვცადე და გადავწყვიტე ტაფაზე აღარასდროს გავაკეთო, ვაცხობ ღუმელში ფოლგაზე, რბილი, მაგრამ გვერდებზე კრატუნა, გემრიელი, ჯანსაღი და ტაფაც მიკრობისგან დაცულია. idea.gif

Posted by: Keti-Ket 25 Oct 2020, 23:40
kriketi-1985

ზეთს საერთოდ არ ასხამთ ზემოდან?

Posted by: kriketi-1985 26 Oct 2020, 21:36
Keti-Ket
ჯერ ჯამში ვგანგლავ ზეთსა და მარილში + თუ რამე სუნელი გინდა და მერე ვფენ ფოლგაზე.

Posted by: Green ხახვი 19 Nov 2020, 10:56
kriketi-1985

რამდენ ხანს გავაჩერო ღუმელში?

Posted by: tavadze 19 Nov 2020, 13:54
kriketi-1985
QUOTE
ვაცხობ ღუმელში ფოლგაზე,

რა კარგ დროს ვესტუმრე ამ განყოფილებას! love.gif love.gif
ახლა უნდა შევაბრძანო მექსიკური კარტოშკა ღუმელში, მაგრამ ფოლგა არა მაქვს. ისე კი ნაღდად კარგი იდეაა.
ვიზრუნებ ფოლგის შეძენაზე.
ძალიან უხდება ნიორი და სვანური მარილიც. ვისაც ცხარე საჭმელები გიყვართ, მათთვის აფხაზური აჯიკაც კარგად წავა - მშრალია და მოუხდება.
სპეციალური მზა სუნელებიც იყიდება მექსიკურისთვის - ნორმალურია, ღირს ყიდვად.
Green ხახვი
QUOTE
რამდენ ხანს გავაჩერო ღუმელში?

დანის ჩარჭობითაც შეატყობ, მზადაა თუ არა, თუმცა მეც ველოდები ადრესატისგან პასუხს - გამოცდილი ჩანს ამ ამბავში. biggrin.gif ისიც მაინტერესებს, რამდენ გრადუსზე წვავს.

Posted by: kriketi-1985 21 Nov 2020, 23:50
Green ხახვი
არ ვინიშნავ დროს, ზემოდან რომ მოიბრაწება, მზადაა :დ smile.gif
tavadze რამდენი გრადუსიც გაგიხარდება, გასათვალისწინებელია მხოლოდ ერთი რამ: მაღალზე სწრაფად მზადდება, დაბალზე, შესაბამისად, გვიან givi.gif

Posted by: GEOGSM 24 Nov 2020, 15:57
kriketi-1985
კაი რეცეპტია )))
არ დაგიწერია ხარშავდი თU არა და დავამატებ


საშუალო კარტოფილი ავირჩიოთ
ხმარშოთ 10-12 წუთი
რგოლათ დავჩრათ
ჯამში ზეთი მარილი პილპილი
რგოლები ჯამში და გავაჩეროთ 2-3 წუთი
ღუმელზე ( თუ კაი ღუმელია არ უნდა ფოლგა ) 100-150 გრამი კარაქი
დუხოვკა 180 გრადუსი - გავაჩეროთ 15-20 წუთI
მზადა .
შიგნით კარტოფილი რბილია . ისე კიდე ხრაშუნა

გარნიდარად კიდე



პ.ს.
ერთი მთლიანად უნდა გავაკეთო და გადავიღო popcorn.gif

user posted image

Posted by: GEOGSM 26 Nov 2020, 11:11
user posted imageმასე გამოვიდა ჩემი მოხარშულ-შემწვარი კარტოფილი
user posted image

Posted by: kriketi-1985 27 Nov 2020, 23:23
GEOGSM
up.gif
არ ვხარშავ, არ მიყვარს მოხარშული და მერე შემწვარი, ტაფაზე მიცდია და არ მომეწონა. ფოლგის გარეშE დაკრობის მეშინია, შეიძლება სულ ტყუილადაც biggrin.gif ერთ-ერთი მიზეზი კიდევ რატომაც მომწონს გამომცხვარი ისაა, რომ მთლიანობა არ ირღვევა.

Posted by: GEOGSM 27 Nov 2020, 23:28
kriketi-1985
ხო რავი
თითოულს ადამიანს აქვს თავისი გემო
მარა სწადე . დამიჯერე არ ინანებ )

Posted by: kriketi-1985 27 Nov 2020, 23:36
GEOGSM
ოკ, ვცდი, ღუმელის იქნებ მომეწონოს, თან ამდენი ხნის მერე გემოვნება შემცვლოდა, ხომ შეიძლება ;D

Posted by: GEOGSM 27 Nov 2020, 23:47
kriketi-1985
ხო მარტალი ხარ )
ღუმელს კი რაც შეეხება პოლგაშI ოღონდ არა
კარაქი + ზეთი
პ.ს. რავი თუ გინდა პმ მომწერე old.gif
პ.ს.ს რუსების ყველაზე გემრიელი კერძი კარტოშკა ნუ + ხორხი ) cry.gif


AMR ხმა ))
https://cloud.mail.ru/public/3Bqx/4cK4f1b1m

Posted by: 2003 20 Jul 2021, 18:01
smile.gif

Posted by: margali21 21 Jul 2021, 15:17
QUOTE
შემწვარი კარტოფილი


ხორცში.

Posted by: xx3xx 25 Jul 2021, 21:57
კარტოფილი მართლაც რომ ერთერთი საუკეთესო საჭმელია ჩემთვის და არ მბეზრდება yes.gif
კაი შემწვარი კარტოფილი რომ გამოგვივიდეს აუცილებელია
კარგი თუ არა ნორმალური კარტოფილი
თუჯის ტაფა (ჩუგუნის)
და მთავარი ინგრედიენტი არის ღორის მუცლის ქონი ( უმი ვარიანტი არა! უკვე დამზადებული აი როგორც სურათზეა დაბლა)
user posted image
ღორის მუტლის ქონში შემწვარი კარტოფილი არის საერთოდ სხვა განზომილება უგემრიელესია თან სასარგებლოც არის მგონი biggrin.gif
ამის ჩალიჩი უმარტივესია ღორის მუცლის ქონი უნდა იყიდოთ და უბრალოდ ქვაბში დაადნოთ და ბანკებში ჩაასხათ 1 ხელ იზამთ და ახალი მუღამით შეიწვავთ კარტოშკას biggrin.gif
ეს თუ არ გაქვთ სალაში ცადეთ მაგაშიც გემრიელია
შემწვარი ხახვიც უხდება ზალიან
კეჩუპი არ მევასება რავი ტყემალი მირჩევნია ან მარნეულის ცოცხალი პომიდვრის საწებელი
user posted image

Posted by: buxxx 26 Jul 2021, 17:47
xx3xx
QUOTE
ღორის მუტლის ქონში შემწვარი კარტოფილი არის საერთოდ სხვა განზომილება უგემრიელესია თან სასარგებლოც არის მგონი

Are you sure? ups.gif

Posted by: Fredo_Corleone 26 Jul 2021, 18:16
QUOTE
ღორის მუტლის ქონში


rolleyes.gif

Posted by: ხინკალი 31 Jul 2021, 23:22
ფოლგა ფოლგაო და ტკბილი კარტოფილი შევწვი ფოლგაში გახვეული, გარედან გახმა და შიგნიდან უმია. რა მაფიაა<ß




Posted by: fork 1 Aug 2021, 18:03
QUOTE
ღორის მუტლის ქონში


lol.gif lol.gif lol.gif

ჩემი ღორის #####იც ########, დავსიკვდილდი!

ბავშვობაში მიყვარდა, ახლა ნაკლებად.
კაი ახალ ტყემალთან, იფ!
* * *
კიდევ ნაღვერდალში ჩაფლული მთლიანი ტუბერები, ვარდისფერი მშრალი კარტოფილი რომაა მაგის.
რო გამოიღებ და კანიანა რო შეცეცხლავ, სვანურ მარილთან ერთად!
გასხმაა!

Posted by: forumistvis 1 Aug 2021, 19:31
ჩემები საზიზღრად წვავენ, არადა ჩემი წინაპრები ძალიან გემრიელად წვავდნენ
გადაჯიშდა ხალხი sad.gif

Posted by: Хельга 25 Nov 2022, 13:20
QUOTE (2003 @ 28 Jun 2020, 22:16 )
შემწვარი კარტოფილი



Fav ^^




Posted by: KA927 25 Nov 2022, 13:56
შეწვა ბევრნაირად შეიძლება, სადამდეც ფანტაზია გაგიშვებს. ეგა თქვით ხარისხიანი კარტოფილი სად იყიდება ხოლმე?

Posted by: მამაო ენუქი 25 Nov 2022, 14:00
QUOTE
ღორის მუტლის ქონში

ამ ლუდთან ერთად უნდა მიირთვა old.gif
https://www.maxim.com/maxim-man/worlds-first-vagina-beer-has-arrived-2016-03/

Posted by: anachka3 28 Nov 2022, 01:59

QUOTE
გამშრალება ასიანიი, კარგად რომ დაიბრაწოს, ბევრი ზეთი და მაღალი ცევხლიი

+ მარილს შეწვის დასრულებისკენ ვაყრი.

Posted by: vasovaso92 28 Nov 2022, 10:08
ხშირად არ შეიძლება იმპოტენციას იწვევს boli.gif

Posted by: Popper 28 Nov 2022, 10:40
QUOTE (KA927 @ 25 Nov 2022, 13:56 )
შეწვა ბევრნაირად შეიძლება, სადამდეც ფანტაზია გაგიშვებს. ეგა თქვით ხარისხიანი კარტოფილი სად იყიდება ხოლმე?

აგროჰაბში არის ხოლმე ხარისხიანი პროდუქცია.

Posted by: OliverMess 12 Dec 2022, 22:56
QUOTE (vaho @ 6 Jul 2020, 21:07 )
ეს რაც სურათზე ჩანს, შემწვარი კარტოფილი არაა, ეგ არის ჩიფსი.

QUOTE
ღორის ქონში შემწვარი


ზამთარშია კარგი. ზაფხულში მძიმე საჭმელია...

ჩიფსი არაა ეგ არი ფრი. მართალი ხარ ქონის სეზონზე რასაც ამბობ მაგრამ ლორში შემწვარი კარტოფილი ყველა დროის და ყველა ხალხების გამომათაყვანებელი ბლუდაა.
სიმართლე ითქვა აქ რო ნახ. საათი მაინც უნდა გაჩერდეს ყინულიან წყალში და მერე ტილოზე უნდა გამშრალდეს კარგად. ბლომად ზეითუნის ზეთ ანდაც თუ ლორში იწვება ჯერ ლორის ნაჭრები გახურებულ ტაფაზე დაიბრაწება ორივე მხრიდან და ის რო გამოუშვებს ცხიმს იმაში მერე ჩაიყრება კარტოშკა. თავზე არ ეხურება კარგად რო მოიბრაწება მერე უნდა ამოტრიალდეს დ ა მეორე მხრიდან დაიბრაწოს. ამიტო წვრილად და ტხლად არ უნდა იყოს დაჭრილი რო ზაან კარგ დაბრაწულ ქერქს იკეთებს და შიგნით კიდე საკაიფოდაა ჩაფუშფუშებული, up.gif ის გემო აღარ აქვს და არც არსებობს რაც ჩემ ბავშვობაში ქონდა. მამაჩემი უმაგრესად წვავდა ვთხოვდით მამას შეეწვა და არა დედას war.gif
* * *
Popper
QUOTE
ეგა თქვით ხარისხიანი კარტოფილი სად იყიდება ხოლმე?

ელკანას აქვს ხოლმე. გაზაფხულის ქუჩაზე არიან ეგენი სულ ზემოთ. ეგ არის ნუცუბიძეზე რო საბაგირო იყო მაგის გვერდზე ზემოთკენ ასახვევი.

Posted by: dadn 23 Dec 2022, 13:08
ეს უფრო მარტო მცხოვრები კაცების ვარიანტია

ცალკე იყიდება უკვე შემწვარი/მოდაღული ხახვი

user posted image

ამას შეერევა გამომხმარი/მშრალი მწვანილეულობა + მშრალი ნიორი + წიწაკა დსშ... (დიდხანს ინახება )

უკვე დაბალ ცეცხლზე კარტოფილი რომ უკვე იშუშება - ეყრება ეს მასა ..
რამოდენიმე წუთში მზადაა ..

Posted by: dochana 23 Dec 2022, 15:09
კარგად შეწვა კარტოფილის ხელოვნებაა, ყველას არ შეუძლია ეს.

Posted by: WP-Rex 23 Dec 2022, 23:10
dadn
QUOTE
ცალკე იყიდება უკვე შემწვარი/მოდაღული ხახვი

სად?

Posted by: dadn 24 Dec 2022, 00:32
WP-Rex
https://georgita.ge/product/-10951

Posted by: WP-Rex 24 Dec 2022, 01:11
dadn
მადლობა, მაგრამ ინგრედიენტებში პალმის ზეთია.

Posted by: giobio 29 Dec 2022, 15:35
QUOTE (ფიჭვი @ 4 Jul 2020, 21:49 )
კარტოფილს დაჭრი და წყალში გაჩერებ ნახევარი საათი
მერე ტაფაზე დაასხავ ბევრ ზეთს ზეთს და ტაფა რო კარგად გახურდება დააყრი კარტოფილს.
ტაფა უნდა იყოს ახდილი და გაზზე ცეცხლი უნდა იყოს საშუალოზე მაღალი
ესე ვწვავ და ხრაშუნა გამოდის ხოლმე.
ხო კარტოფილს წვრილად ვჭრი.

მთელი სამზარეულოში ცხელი წვეთების წვიმა იქნება ! სველი კარტოფილი თუ ცხელ ზეთში ჩაყარე და თან თავზე არ დააფარე ტო

Posted by: 11-F 25 Mar 2023, 16:44
QUOTE
ინგრედიენტებში პალმის ზეთია.

disgust.gif

წითელს როგორ წვავთ? მშრალია უფრო.

Posted by: snizi 26 Apr 2023, 00:08
2003
QUOTE
როგორიც ზემოთ აღვწერე? ტაფას აქვს მნიშვნელობა? დაჭრას? ცხიმის ოდენობას? კარტოფილის ტიპს? ცხიმის ტიპს?

პირველ რიგში ალბათ კარტოფილი უნდა იყოს ხარისხიანი. ხრაშუნა, არომატული, ყვითელი. თეთრიც მაგრამ დაკვირვებული ვარ მოყვითალო ფერის უფრო არომატული და გემრიელია.

მერე ალბათ ცხიმს. შემდეგ ტაფას და დანარჩენი უკვე მომზადების უნარებეზეა დამოკიდებული.
თუ კარტოფილი არ ვარგა, არ აქვს გემო, არომატი, არის ჩაბლაგვებული, რბილი, მორეზინო ვინც არ უნდა შეწვას და როგორ აზრი არ აქვს.


Posted by: გიული 26 Apr 2023, 20:47
QUOTE
ღორის ქონში შემწვარი

არა მაგრამ ოჯახური ძალიან მიყვარს ღორის ხორცით. ბებო მიკეთებდა ხოლმე.

Posted by: vasovaso92 26 Apr 2023, 21:11
ხშირად არ შეიძლება იმპოტენციას იწვევსო.

Posted by: Nketia1983 26 Apr 2023, 22:45
მაკდონალდსის ფრიზე რას იტყოდით, გემრიელია?

Posted by: snizi 27 Apr 2023, 00:59
Nketia1983
QUOTE
მაკდონალდსის ფრიზე რას იტყოდით, გემრიელია?

yes.gif

Posted by: Efrem 28 Apr 2023, 09:22
QUOTE (Nketia1983 @ 26 Apr 2023, 22:45 )
მაკდონალდსის ფრიზე რას იტყოდით, გემრიელია?

მაკდონალში მარტო ფრია გემრიელი და ნაყი ი

Posted by: Nketia1983 28 Apr 2023, 16:48
Efrem
რა ვიცი მე ბურგერებსაც და კოკაკოლასაც სიამოვნებით შევექცევი ხოლმე smile.gif

Posted by: Efrem 28 Apr 2023, 17:19
Nketia1983
კი, მაგრამ ისეთი ვერაა როგორიც უნდა იყოს , ანუ ბურგერები ბევრ ადგილებში გაცილებით გემრიელებია, თან ხარისხიანებიც.

აი მაკში ბურგერის კატლეტი 57-ჯერ გაყინულ-გამღვალი ფარშით კეთდება და ვერანაირ ხარისა ვერ აკმყოფილებს, ხოლო გემოს რაც შეეხება სუნელებითაა გაჟღენთილი. ნუ არ გაწყენს მაგრამ არც გარგებს ))

კოკა ყველგან კოკა

Posted by: Nketia1983 5 May 2023, 22:29
ეჰ სხვაგან უფრო ძვირი ღირს მერე ეგ გემრიელი ბურგერები ერთი ბურგერი 35 ლარი ძვირია ძაან

Posted by: მაისი 4 Jun 2023, 01:17
ყველაზე გემრიელად ისევ ჩემი შემწვარი მიჭამია

Posted by: Popper 4 Jun 2023, 02:49
ოკლაჰომას ხახვიანი ბურგერი ასწორებს.

რაც შეეხება კარტოფილის შეწვას, არც ისე ადვილია, როგორც შეიძლება ჩანდეს. მე პირადად ორნაირად ვწვავ, თხელი ფირფიტების სახით (ე.წ. ფრანგულ კლასიკურ სტილში), ან "ბრუსოკების" სახით.

Posted by: ჰელგა 20 Dec 2023, 11:39
QUOTE (2003 @ 28 Jun 2020, 22:16 )
  ჩემი საყვარელი ბლიუდაა



ზდრ, smile.gif))






Posted by: xx3xx 23 Dec 2023, 01:48
QUOTE (xx3xx @ 25 Jul 2021, 21:57 )
კარტოფილი მართლაც რომ ერთერთი საუკეთესო საჭმელია ჩემთვის და არ მბეზრდება yes.gif
კაი შემწვარი კარტოფილი რომ გამოგვივიდეს აუცილებელია
კარგი თუ არა ნორმალური კარტოფილი
თუჯის ტაფა (ჩუგუნის)
და მთავარი ინგრედიენტი არის ღორის მუცლის ქონი ( უმი ვარიანტი არა! უკვე დამზადებული აი როგორც სურათზეა დაბლა)
user posted image
ღორის მუტლის ქონში შემწვარი კარტოფილი არის საერთოდ სხვა განზომილება უგემრიელესია თან სასარგებლოც არის მგონი biggrin.gif
ამის ჩალიჩი უმარტივესია ღორის მუცლის ქონი უნდა იყიდოთ და უბრალოდ ქვაბში დაადნოთ და ბანკებში ჩაასხათ 1 ხელ იზამთ და ახალი მუღამით შეიწვავთ კარტოშკას biggrin.gif
ეს თუ არ გაქვთ სალაში ცადეთ მაგაშიც გემრიელია
შემწვარი ხახვიც უხდება ზალიან
კეჩუპი არ მევასება რავი ტყემალი მირჩევნია ან მარნეულის ცოცხალი პომიდვრის საწებელი
user posted image

გავმეორდები და ვისაც ამაში შემწვარი კარტოფილი არ გაუსინჯავს
მან შემწვარი კარტოშკის გემო არიცის user.gif

Posted by: GEORGEXIII 19 Jan 2024, 13:43
ხალხი კარტოფილი რომ წვრილად დამიჭრას როგორც ფრიი არის ხოლმე სად შევძლებ მასეთის ყიდვას?

Posted by: *Irresistible* 23 Feb 2024, 22:03
ნაკვერჩალზე შემწვარი კარტოფილი მეგემრიელება ძალიან, კანიანად როა შემწვარი, მთლიანები.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)