მოგეხსენებათ სეზონი მოდის და ძალიან კარგი შემოთავაზება მაქვს ორი ადამიანისთვის
ანუ მჭირდება ბარმენი გამოცდილი ტიპი, ყველაფერი თუარა ბევრი რამე რომ იცის და ასევე გამოუცდელი, რომელმაც თეორია იცის და ჩვენ გავზრდით.
მოკლედ ძალიან კარგ პირობებს გთავაზობთ
ბარმენები გვჭირდება გონიოში, კერძოდ სასტუმრო მგზავრები, გეცოდინებათ ბევრს
სიტუაციურად არის ლაუნჯი, ანუ ბარმენს მომსახურება მოუწევს როგორც აუზის მხარის სტუმრებისთვის ასევე დარბაზის ხალხისთვის
ხელფასი ექნება 500 ლარი, მაგრამ მე პირობას ვდებ რომ ქეშად დღეში 40 ლარზე ნაკლებს არ გააკეთებს.
სამუშაო გრაფიკი არის დილის 8დან საღამოს 6 მდე და მერე იცვლება ცვლა
საღამოს გრაფიკზე მომუშავე არის ღამის ექვსიდან იქამდე სანამ ბოლო სტუმარი არ წავა.
ახლა მთავარი
მე რადგან გონიოში მიმყავს ეს ორი ბარმენი, გზის ხარჯები არის ჩემი,
ასევე გრანდიოზულ რაღაცას გთავაზობთ რომ ის ორი ბარმენი რომელიც აირჩევა იცხოვრებს სასტუმროში სრულიად უფასოდ, სასტუმროში შევა 3 ჯერადი კვება, ინტერნეტი, რათქმაუნდა აუზი, შეზლონგი თუ თავისუფალი დრო ექნება და ა.შ
შაბათ-კვირით არის ძალიან კარგი მუსიკალური შოუები და თვითონაც იმხიარულებს
ასე რომ მგონი ძალიან კარგი შემოთავაზებაა საზაფხულოდ, სრულიად უდანახარჯოდ თქვენსგან.
გოგონების პონტიც არის მერე, დამღლელი დღის მერე რომ გაერთოს და ა.შ
ასევე ჩვენ გვაქვს წინ ტერიტორია სადაც ზღვის სკუტერები გვყავს, იქაც უფასოდ ინავარდებს ბარმენი თავისუფალ დროს,
ასევე სანაპიროზე შეზლონგები და ქოლგებიც უფასოდ.
ერთი სიტყვით ადამიანური და ძალიან კარგი პირობებია
დასვენება + გართობა + მუშაობა + კარგი ფული სეზონისთვის.
რაც შეეხება მოთხოვნებს
გამოცდილი ბარმენი : უნდა იცოდეს კოქტეილების გაკეთება (
) ასევე მთავარი რასაც ყურადღებას ვაქცევთ უნდა იყოს სუფთა ტიპი, რომელიც გაკეთების დროს კიარ მიყრის ყველაფერს არამედ, გაკეთების პერიოდში მიასუფთავებს კიდევაც ზედმეტი ნაგვისგან მის სამუშაო კუთხეს. გვჭირდება ისეთი ადამიანი, ვინც იცის უცხო ენა, გატეხილი არ არის სავალდებულო ჰაი ლეველი, უბრალოდ რომ გაიგოს ვის რა უნდა და ელემენტარულად უპასუხოს. ასევე ადამიანი რომელსაც გამოცდილება გინდ არ ქონდეს მაგრამ მთავარია უაზრო ადამიანი არ იყოს, გვინდა ისეთი ადამიანი ვინც უკონფლიქტოა და სტრესულ სიტაცუაში არ დაიბნევა და საქმეს წყალში არ ჩაყრის.
ასევე გამოუცდელი ბარმენი
არ გვჭირდება მისი ჰაერში გაკვანძვა და შესაშური ცოდნა კოქტეილებს, ადგილზევე ვასწავლით ყველაფერს.
უბრალოდ რაც გვინდა, უნდა იყოს დაუზარელი ადამიანი, არ უნდა იყოს მუდო და ჩამოძინებული, უნდა შეეძლოს და ევასებოდეს მუშაობა და დანარჩენი ჩვენზეა.
გთხოვთ დაინტერესების შემთხვევაში გამომიგზავნოთ პირადში
თქვენი დახასიათება თქვენს მიერ დაწერილი
სახელი გვარი და მობილურის ნომერი
უახლოეს 1 კვირაში შეგატყობინებთ ყველას პასუხს თუ ვის წავიყვანთ სამუშაოდ.
ბარმენის წინა მხარე ზუსტად უკიდურეს მარჯვენა მხარესაა.