ვიღაც წაიკითხავს და სიმართე ეგონება რასაც წერ აშკარად არ ხარ ინფორმირებული რა ხდება ცემენტის და ბეტონის ბაზარზე დღეს.
მაქსიმუმ 2008 წლამდე თუ გქონდა შეხება ამ თემასთან.
დეტალურად შემიძლია გითხრა რომ რასაც წერ სრულიად არასწორია. საქართველოში იწარმოება ევრო სტანდარტების შესაბამისი ცემენტი და იმის მტკიცება რომ სომხური ან აზერბაიჯანული ცემენტი ჯობია არასწორია. აზერბაიჯანში რამოდენიმე მწარმოებელია და ქვემოთ გავშლი ვისი ცემენტი ვისას ჯობია. სომხურ ცემენტზე საუბარი საერთოდ სასაცილოა, ბნელი პერიოდი რომ გვქონდა მაშინ მოწონდათ სომხური ცემენტი ადრინდელი სიმტკიცის გამო (ანუ სწრაფად კრიფავადა სიმტკიცეს და 7 დღიანი შედეგი იყო უფრო მაღალი, მაგრამ საბოლოო სიმტკიცე არანაირად არ იყო უკეთესი).
სომხური ცემენტი საერთოდ აღარ შემოდის დიდი ხანია.
განვიხილოთ ცემენტის ბაზარი:
პირველი რასაც არასწორად უყურებ არის რომ საბჭოთა სტანდარტით გინდა ცემენტის შეფასება მიუხედავად იმისა რომ ყველა გადავიდა ევროპულ სტანდარტზე (მათ შორის აზერბაიჯანი და რუსეთიც და ტერმინები "500"-იანი და "400"-იანი ინერციით არის შემორჩენილი)
მეორე შეფუთული სახით ყოველთვის უფრო დაბალი ხარისხის ცემენტი იყიდება ვიდრე ბეტონის ქარხნებზე (თუ მწარმოებელს სილოსები აძლევს ამის საშუალებას) ამიტომ პაჩკის ცემენტით ვერ შეაფასებ ბეტონის ქარხნებში გამოყენებულ ცემენტის ხარისხს.
ჰაიდელბერგი ცალსახად იცავს ევროპულ სტანდარტს უბრალოდ პაჩკაში სიმტკიცეები ახლოს არის სტანდარტის ქვედა ზღვართან და დიდია ხარისხში გადახრები. (ერთმა პაჩკამ შეიძლება აჩვენოს 42 მპა ხოლო მეორემ 34 მპა)
რაც შეეხება ცემენტის ხარისხებს საქართველოს ბაზარზე რაც იყიდება:
ქართული წარმოება
1) საქართველოშ არის ორი ევროპული ბრენდის ქარხანა ჰაიდლებერგი და ლაფარჟ-ჰოლციმი
ს ეს ორი კომპანია არის მსოფლიოში პირველ-მეორე ადგილზე ცემენტის ინდუსტრიაში.
2) კავკაზ ცემენტი-მუშაობს ჰადელბერგის კლინკერზე
3)პატარა საფქვავები მუშაობენ აზერბაიჯანის კლინკერზე (ძირითადად აკორდის კლინკერი)
იმპორტი
აზერბაიჯანიდან შემოდის სამი მწარმოებლის ცემენტი:
თურქეთიდან აჭარაში შემოდის ორი მწარმოებლის ცემენტი:
უნიე და აშკალე
ლაფარჟ-ჰოლციმი, აკორდი, ნორმი
ასევე აჭარაში შემოდის თურქული ცმენეტი
რაც შეეხება ხარისხებს:
ჰაიდელბერგს აქვს ორი ძირითადი პროდუქტი 32.5 და 42.5
32.5- იჭერს რამდენადაც ვიცი 39-42 მპა-ს
42.5-იჭერს 49-52 მპა-ს
ჰაიდელბერგს უფრო მაღალი ხარისხის დაჭერა უჭირს კლინკერიდან გამომდინარე და ეხლა დიდ ინვესტიციას აკეთებენ რომ გადაიარაღება მოხდეს ქარხნის.
ისე ჰაიდელბერგი საბჭოთა ქარხნებს იყენებს და საბჭოეთის დროს როგორ იყო უკეთესი ხარისხი?
ლაფარჟ-ჰოლციმი სამ ძირითად პროდუქტს ყიდის (კლინკერის იმპორტს აკეთებენ)
42.5- რომელიც იჭერს 56-58 მპა-ს
42.5- რომელიც იჭერს 52-55 მპა
32.5- რომელიც იჭერს 43-46 მპა
კავკაზ ცემენტი აწარმოებს 32.5-ს რომელიც იჭერს 38-41 მპა-ს
სხვა წვრილი საფქვავები აწარმოებენ "400"-იანს მაგრამ ხარისხი კაცმა არ იცის რა არის
არცერთი შედარებით მსხვილი ბეტონის მწარმოებელი ამ საფქვავების ცემენტს არ იყენებს
რაც შეეხება იმპორტს
სამივე აზერბაიჯანული ქარხანა ახალია (ანუ ამ საუკუნეში აშენდა)
ნორმის და აკორდის ხარისხი იდენტურია ჰაიდელბერგის
ერთადერთი ლაფარჟ-ჰოლციმის ცემენტის ხარისხი არის 56-58 მპა და ისიც აწვდის მხოლოდ ლაფარჟ-ჰოლციმის ქართულ წარმოებას.
თურქული კომპანიების ხარისხი ოდნავ მაღალია ჰაიდელბერგეზე და ქართული ლაფარჟ-ჰოლციმის შედარებით სუსტი 42.5-ის (52-55 მპას) იდენტურია.
ასე რომ იმის მტკიცება რომ საქართველოში ნორმალური ცემენტი არ იწარმოება სრული სისულელეა, 90-იანების და 2000-იანების დასაწყისში რაც ხდებოდა ეგ სულ სხვა თემაა.
თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია კიდევ უფრო უკეთესი სომხური და აზერბაიჯანული წარმოების შესახებ დაწერეთ მეც მაინტერესებს
პ.ს. ბეტონის წარმოების კუთხით რა მდგომარეობაა შემიძლია ეგ თემაც გავშალო და არანაირად საბჭოეთის პერიოდზე უფრო ცუდი მდგომარეობა ამ სფეროში დღეს არ გვაქვს.