დაისიჩრდილოეთ კალიფორნიის სასამარლთომ, 28 მილიომი დააკისრა იეჰოვას მოწმეებს, რადგან ერთ-ერთი ეკლსიის წევრი არასრულწლოვან გოგონას აუპატიურებდა, ხოლო ეკლესია ამას მალავდა.
საინტერესოა, რომ ამდაგვარ სარჩელებში, აშშ-სთვის ეს რეკორდული თანხაა, კერძოდ 26 წლის მის კონტიმ და მისმა ადვოკატმა დაამტკიცეს, რომ 1995-1996 წლებში, როდესაც ის 9 და 10 წლის იყო და ჩრდილო ფრემონტის იეჰოვას მოწმეების წევრი იყო, მასზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა ამავე ეკლესიის წევრი იონათან კენდრიკი.
მის კონტის არ დაუმალია თავისი ვინაობა და ფიქრობს რომ სხვა ძალადობის მსხვერპლებმაც იგივე უნდა გააკეთონ.
მის კონტიმ ასევე აღნიშნა, რომ 1989 წელს ეკლესიის აშშ-ს ლიდერებმა, შექმნეს წესდება, რომელიც ავალებდა ეკლესიის უხუცესებს დაემალათ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები და ეკლესია ამ წესს იცავდა მაშინაც, როდესაც ჯერ კიდევ 1994 წელს დააკავეს მრ.კენდრიკი იგივე ბრალდებით, ოღონდ სხვა ბავშვზე, ასევე 2004 წელს ცოტა ხნით იყო დაჭერილი მსგავსი დანაშაულისთვის.
მრ. კენდრიკი ახლა 58 წლისაა და კალიფორნიაში ცხოვრობს, ის უკევ შეიყვანეს სექსუალური დამნაშავეების სიაში, სარჩელის 60% გადახდა მას დაეკისრება, თუმცა ცხადია რომ ის ვერ შეძლებს ამ თანხის დაფარვას, ხოლო 40% გადაიხდის იეჰოვას მოწმეების სამართლებრივი წარმომადგენელი " ნიუ-იორკის საგუშაგო კოშკი და საზოგადოება"
ხოლო იეჰოვას მოწმეების ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს, რადგან მისი თქმით იეჰოვას მოწმეებს სძულთ პედოფილია და მრ.კენდრიკი ლიდერი და მოძღვარიც კი არ ყოფილა, არამედ უბრალოდ ადმინისტრაციის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი მუშაკი.
http://www.dailymail.co.uk/news/article-21...o=feeds-newsxmlhttp://www.nytimes.com/2012/06/18/us/28-mi...abuse-case.htmlhttps://www.boston.com/g00/section/news?i10c.referrer=ეს ისე... სანამ სხვისკენ თითს გაიშვერ
This post has been edited by NewHuman on 1 Feb 2017, 22:40