აქ არ აქვთ თუ რეინოლს არ აქ?
საერთოდ, ზეთის შერჩევისას აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ შემდეგ მოთხოვნებს.
1. პირველი და უპრიველესი, შეარჩიეთ კარგი ბრენდი, არასაეჭვო რეპუტაციით.
2.სწორი სიბლანტე: მანქანის მანუალში წერია, თუ არ გაქვთ გუგლი არსებობს და იცოდეთ, რომ მწარმოებელმა უკეთესად იცის, ვიდრე ხელოსანმა ალიკამ
3.ზეთის შესაბამისი სტანდარტი (SL, SM, SN) 2003 წლამდე მანქანებს SL, 2004-2010 SM და 2011და + SN. ძველი სტანდარტის ზეთის მოთხოვნებ სახლები ფარავს, ანუ შეგიძლიათ ძველ SL ში ჩაასხათ SM ან SN, მაგრამ არა პირიქით.
3.01ცნობისთვის, თეგეტაში შელის 5ჭ30 და 5ჭ40 ძველი SL სტანდარტია, ამიტომაც არის ბევრი რომ უჩივის ალბათ, არ ჩაასხათ ახალ მანქანებში. დალშე კასტროლზე, მოტულზე და მობილზე ყველაფერი რიგზე აქვთ.
4. ძრავის ზეთის დაშვება: თითქმის ყველა მწარმოებელს აქვს საკუთარი ძრავისთვის შესაბამის ზეთებზე ნებართვა (MB 229.3 , 229.5/51, BML LL01/04), გაარკვიეთ რა ძრავია, რა დაშვება აქვს და შესაბამისი დაშვებით მოძებნეთ ზეთი, ეს ნიშნავს რომ ეს ზეთები კონკრეტულ მატორებზე გაიტესტა და ნებადართულია.
მაგრამ უნდა მიექცეს ყურადღება ზეთის სტიკერზე დატანებულ წარწერას, ეს მარკეტინგული ხრიკია, შეიძლება ეწეროს, მაგრალითად MB 229.3 და თქვენ ამ ძრავზე დაშვებული გეგონოთ, მაგრამ კარგად დააკვირდით, APPROVED ის მაგივრად (რაც უნდა ეწეროს) სინამდვილეში წერია meets or exceeds,ანუ შეესაბამება ან აჭარბებს მწარმოებლის მოთხოვნებს, მაგრამ ეს არ არის ნამდვილი დაშვება, არ გაუტასტევს მერსედესს (მაგალითად) ეს ზეთები თავის ძრავებში, ანუ ნიშნავს რომ უბრალოდ ზეთის მწარმოებელი მიიჩნევს ასე.
იაპონურ მანქანებს არ აქვთ ასეთი დანომრილი დაშვებები, იდეაში იმისთვის რომ უფრო მარტივი გახდეს ზეთის შერჩევა, მაგრამ ჩემი აზრით ეს უფრო მეტ დაბნევას იწვევს მომხმარებელში.
ამ შემთხვევაში უბრალოდ შეარჩიეთ კარგი ბრენდი, შესაბამისი სტანდარტი და სიბლანტე.
აი ამ ყველაფერს თუ შეასრულებთ, ნებისმიერ ზეთთან ძალიან კარგად იქნებით და არც მკითხაობა მოგიწევთ თუ რა ჩაასხათ.
This post has been edited by kanian_U on 26 Jul 2015, 00:24