გამარჯობა.
მყავს 2003 Suzuki kei , რომელსაც აქამდე არაფერი პრობლემა არ ჰქონია.
გუშინ საღამოს სამსახურიდან გამოვედი და დამხვდა მონიტორი ჩართული

, რაღაც დებილობა დავაყენე და თავისით ირთვება ხოლმე, მინუსიდან უნდა ჩავხსნა რომ არ ჩაირთოს
ჰოდა, მოკლედ, სიმპტომები ისეთი ჰქონდა, რომ ელემენტი მოკვდაო იფიქრებდით. სიგნალიც არ მუშაობდა, არც საკეტი, გასაღების გახსნისას "პრიბორებსაც" კი არ ანთებდა.
გადმოვედი და დავიწყე პერემიჩკების ძებნა. ვიპოვე ერთი კაი კაცი, მომიყენა ახლოს. ისე მეყენა, რომ ამ მანქანას და მე ბარიერი გვყოფდა ერთმანეთისგან და მივაგორებთქო ვიფიქრე. არ იყო "პერემიჩკების" სიგრძე საკმარისი.
გავანეიტრალე და როგორც კი მივაწექი და ნახევარი მეტრი გავაგორე - ჰოი საოცრებავ...

აინთო "პრიბორები", დავჯექი, გადავქოქე და დაიქოქა. ავშენდი... წამოვედი სახლში.
ამდილით ისევ იგივე. ამჯერად მაგნიტაფონი მინუსიდან ჩახსნილი მქონდა. როგორც კი პარკინგიდან გამოვაგორე ეგრევე აინთო ყველაფერი და დაიქოქა.
მოვედი სამსახურში ჩვეულებრივად, გავთიშე მანქანა და შევამჩნიე, რომ სარკეები დამრჩა ჩამოწეული. მოვინდომე აწევა და გადავწიე გასაღები და ისევ იგივე

არაფერი არ მუშაობს მანქანაში, თითქოს ამოღებულია აკუმულატორიო...
დავტოვე ფანჯრებიც და ამოვედი სამსახურში, საღამოს ისევ უნდა გავსინჯო აბა რას იზამს, მაგრამ რთული გამოსაცნობი არაა
სანამ ხელოსნებს ვამკითხავებინებ შაბათს, იქნებ თქვენ გქონდეთ რამე იდეა თუ რა შეიძლება სჭირდეს?
აკუმულატორი დამჯდარი რომ ყოფილიყო გუშინ ეგრე უცებ როგორ გამოცოცხლდებოდა? თუ ხდება ხოლმე?