Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რელიგია > სიმბოლოების გაშიფვრა


Posted by: nona22 19 Apr 2022, 20:55
ბევრ მინიშნებებს ვხედავ სიზმარში, მითხრეს რომ დავიწყო ამ სიმბოლოების შესწავლა,
ეს არის სამყაროს აგებულების შესახებ, მკითხეს რა გაინტერესებს? მხოლოდ რეალობა მინდა გავიგო როგორია.
მოდი დავიწყოთ ნახაზებით, მეც მოვიძიე მსგავსი ნახაზები რომ შეივსოს ინფორმაცია

user posted image
სამყაროს სივრცეში არსებული სფერო რომელიც იყოფა შუაზე დისკით, მას შუაში აქვს ხვრელი რომელსაც ეწოდება ჩრდილოეთის პოლუსი, ის შემორტყმული არის. ყინულის საფარით
user posted image
სფეროს ქვედა ნაწილში მდებარეობს შავი მზე, მისგან ამომავალი სხივები ამოდის ჩრდილოეთის პოლუსიდან რომელიც იწვევს ხოლმე ჩრდილოეთის ციალს
user posted image
დისკის ზედაპირი ჩრდილოეთის პოლუსსა და სფეროს შორის იყოფა შუაზე სადაც მდებარეობს ეკვატორი, ეკვატორზე განლაგებული არის მატერია
დედამიწის ზედაპირი, (ასევე სარკისებურად მატერია მდებარეობს დედამიწის დისკის ქვედა მხარეს, "რაც არის ზემოთ ის არის ქვემოთ" ოღონდ იქ მუდმივი ზაფხულია და არც ღამე არ არის)
სფეროს ზემოთ მდებარეობს პოლარული ვარსკვლავი შავი მზის ჰორიზონტალურად, შავი მზე და პოლარული ვარსკვლავი უძრავია, პოლარული ვარსკვლავიდან ეშვება ხაზები ეკვატორზე.
შავი მზიდან ამოსული სხივები და პოლარული ვარსკვლავიდან წამოსული ხაზების გადაკვეთის წერილებში მდებარეობს მზე და მთვარე.



* * *
თავდაპირველად ვიყავით დედამიწის ქვედა ნაწილში, იქ გვქონდა ეთერული სხეული, და შავ მზესთან გვქონდა კავშირი, შესაძლოა მას სამყაროს დედა დავარქვათ, მე მახსოვს ის პერიოდი, იქ ვმუშაობდი ირგვლივ ყველაფერი ძალიან ნათელი იყო, ნივთებს ვქმნიდით
სივრცეში მატერიალიზაციით, ვინაიდან მაშინ გვქონდა ფაქიზი სხეულები და პირდაპირ კავშირი ბირთვთან, სისტემა შეუფერხებლად მუშაობდა, ეს იყო დღევანდელი სიმულაციის მსგავსი, ოღონდ ნივთების მატერიალიზაცია ზომის შეცვლა იყო ხელშესახები, ვხედავდი ირგვლივ არსებულ ქსელს რითაც იქმნებოდა ყველაფერი რასაც მოიფიქრებდი, დიზაინი, ინოვაცია, სიახლეები, კრეატივი, მუდმივი სიახლის ძიება.
ეს რაც მე ფრაგმენტი გამახსენდა, შემდეგ ალბათ როცა რაღაც დონეს მივაღწიეთ მოხდა დიდი გადატვირთვა, წარღვნა (მშობიარობა) და ამოვედით ზედაპირზე ჩემი აზრით ესეც ევოლუციის ნაწილი იყო, თავდაპირველად იყო იდეალური სამყარო, ერთპოლუსიანი, მხოლოდ თეთრი შავის გარეშე, მაგრამ ადამიანის ინტელექტუალური განვითარების მიზნით დაშვებულ იქნა ნების თავისუფლების პრინციპი, რამაც შვა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის იდეა, ხოლო კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა ღმერთის ერთერთმა საუკეთესო ანგელოზმა ლუციფერმა.
ამის შემდეგ ადამიანებმა დაიწყეს ინტელექტუალური ევოლუცია, და მატერიალურ სამყაროში გაფანტვა

Posted by: tyvia 19 Apr 2022, 22:37
nona22

ვერაფერი ვერ გავიგე

QUOTE
"რაც არის ზემოთ ის არის ქვემოთ"


კარიბის ზღვის მეკობრეებს უყურეთ?

Posted by: nona22 20 Apr 2022, 11:58
სიზმარხილვები დამეწყო და ამ სიმბოლოებს მაჩვენებენ, ბევრი დეტალი მავიწყდება, და მერე ინტერნეტში ვეძებ რომ გავიგო რას ნიშნავს,
ამ სიმბოლოების შემდეგ ბევრი ფარული აზრის ამოკითხვა დავიწყე ირგვლივ, ასევე საინფორმაციო სატელევიზიო გადაცემებში, ფილმებში, ყველგან არის ეს მინიშნებები.

როგორც ახლახანს გავარკვიე ამას სწავლობს ჰერმეტიზმი, ანუ ამ მიმართულებით მირჩიეს ინფორმაციის შესწავლა. და სიმბოლოების გაშიფვრა

Posted by: ვეგა 20 Apr 2022, 14:39
QUOTE (nona22 @ 20 Apr 2022, 11:58 )
სიზმარხილვები დამეწყო და ამ სიმბოლოებს მაჩვენებენ, ბევრი დეტალი მავიწყდება, და მერე ინტერნეტში ვეძებ რომ გავიგო რას ნიშნავს,
ამ სიმბოლოების შემდეგ ბევრი ფარული აზრის ამოკითხვა დავიწყე ირგვლივ, ასევე საინფორმაციო სატელევიზიო გადაცემებში, ფილმებში, ყველგან არის ეს მინიშნებები.

როგორც ახლახანს გავარკვიე ამას სწავლობს ჰერმეტიზმი, ანუ ამ მიმართულებით მირჩიეს ინფორმაციის შესწავლა. და სიმბოლოების გაშიფვრა

მანდ მთავარია ამოიცნოთ ვისი პროგრამაა გაშვებული, რომელ სისტემურ ინფორმაციაზე გქონდათ შეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის შინაარსი თუ რატომ გინდათ ეს ინფორმაცია და რას ემსახურება, ასტრალური ცოდნები შეიძლება ისინი ან აქვე არსებული. ჰემატრია დიახ, კაბალა არის ცოდნა რომელიც არიეს, ეს გავს არსებობდეს იარაღი და შენ აგიკრძალონ რადგან საპირწონე ძალა არ ჰყავდეთ, ვთქვათ მოიგონეს ატომი, მაგრამ არ უნდათ ჰქონდეთ სხვასაც.

მე ვფიქრობ უმნიშვნელოვანესი ინფორმაციები დაბალვიბრაციულია და მონოტონური, ეს წვეთის დაკვირვებისას ჩანს თუ როგორ ხვრიტავს ქვას ნელნელა წვეთწვეთ არადა ერთი წვეთი რომ დაგეცემა ვერაფერს იგრძნობ, ეს გავს ასევე 25ე კადრს რომელიც თვალისგან შეუმჩნეველია მაგრამ ქვეცნობიერი აღიქვავს, ნაციონალებიც ცდილობდნენ ამ ცოდნის გამოყენებას ცნობილ გამონათქვამში "ჩიჩინი ჭრის" ... ტვინის რეცხვა ეს იმ დაპროგრამების მცდელობაა 4ომელიც მასიურ მედიაში ინტერნეტის სახით მიმდინარეობს გამოყენება და ვგონებ ანტის მექანიზმი მაგ ფორმულით იმუშავებს, ეშმაკს იმიტომ ჰქვია ეშმაკი რომ ეშმაკობს smile.gif

სამყაროს საწყისი ვგონებ მატერიამდე წღალი უნდა ყოფილიყო და ყ ასობგერა ყოფიერების შემდგომ და ყოფის გა ყოფის შემდგომ შემოვიდა, ვგონებ ისიც ვიპოვე სად უნდა არეულიყო ყ და ღ ერთმანეთში და სულ ერთმა წერტილმა ქნა ეს

ანუ მატერია არ იყო მაშინ და იყო წყალი მხოლოდ, წყალიდან წამოვიდა სიცოცხლე ხოლო სიცოცხლე უკვე გარდაიქმნა მიწად, ანუ მიწა სიცოცხლის რეპროდუქციაა ხოლო მიწა მოზილა და შთაბერა სული უკვე შექმნას ნიშნავს

Posted by: nona22 20 Apr 2022, 21:51
ის რასაც ვხედავ ეხება დედამიწის მომავალს, ამიტომ უბრალოდ ვიწყებ შესწავლას, ამ სიმბოლოების, რა თქმა უნდა მქონოდა ძლიერი შინაგანი კონფლიქტი, მაგრამ სჯობს მივიღო ის ცოდნა რაც არის და გავშიფრო
user posted image
ეს არის კომუნისტური დროშა და ლოგო, მიუხედავად იმისა რომ ათეისტური მიმართულება აირჩიეს აქაც ვხედავ ღრმა ეზოთერულ ცოდნას, ქვემოთ შავი მზე (ისიდა) ზემოთ მატერია (ოსირისი) მარჯვნივ და მარცხნივ ნამგალი (მთვარე) და ურო (მზე)
user posted image
მზე არის მამაკაცური ენერგია ცეცხლი, ლოგიკური აზროვნება, მთვარე ქალური ენერგია წყალი, ინტუიციური აზროვნება.
user posted image
იგივე სიმბოლოები ორი სვეტი ქალური და მამაკაცური ენერგიები და ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები
ცისფერი მამაკაცური ლოგიკური, წითელი ქალური ინტუიციური


* * *
user posted image
სოლომონის ბეჭედი მერკაბა შეესაბამება გულის ცენტრს, ქალური და მამაკაცური ენერგიების შეერთება, სიყვარული.
დედამიწაზე ამ ჩაკრას შეესაბამება უკრაინის ტერიტორია,
კუნდალინის ენერგიამ სვლა დაიწყო, ის არის სამყაროს ენერგია და სიბრძნე.

გულის ჩაკრის შემდეგ მოდის ყელის ჩაკრა, ლოგოსი,
user posted image

ლოგოსი, კომუნიკაცია, საუბარი, ურთიერთობის მოგვარება,
ჩემი აზრით ეს არის საქართველო,
ის ვინც მეკონტაქტება მისი რჩეული არის მიშა,
ის ვინც არის ორგანიზატორი დედამიწის ევოლუციას,
თვითონ მიშამ რაიმე იცის თუ არა არ ვიცი,
უბრალოდ ამას ვამბობ ძალიან დიდი შინაგანი კონფლიქტის შემდეგ, არ მინდოდა მეთქვა მაგრამ, ის ძალა რომელიც მესაუბრება არის ამ მოვლენებზე პასუხისმგებელი და ორგანიზატორი, მე ხელს ვერ შევუშლი.

ის არის ალფა და ომეგა, ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული

* * *
user posted image

იწყება დედამიწის გამოღვიძება, კუნდალინის მოძრაობა დაიწყო,
ასევე ადამიანები დაიწყებენ გამოღვიძებას,
სადაც ამ ძალას წინააღმდეგობა შეხვდება დაანგრევს,
ასევე ადამიანებში დაანგრევს ძველ წარმოდგენებს, რომ მისი ადგილი დაიკავოს ახალმა

* * *
user posted image
მეხუთე ელემენტი არის ეთერი, და ამასთანავე პირველსაწყისი, საიდანაც წარმოიშვა ყველაფერი
user posted image

Posted by: tyvia 21 Apr 2022, 11:18
nona22

ვერ გავიგე, ნამგალი და ურო გადაგვარჩენს, სვასტიკა თუ მიშა?

Posted by: ვეგა 21 Apr 2022, 12:30
პირველი იყო სიტყვა

ტყ წყობა არარის სწორი და არეული ვირუსია ენასა შინა!

სითხვა ისე როგორც კითხვა, წა კითხვა, შე კითხვა, იწერებოდა თხავზე (თხის ტყავზე, ვერძის ტყავზე, ამაში ეპოქის სიმბოლოც დევს)

წყლიდან ამოარქივირებული სიცოცხლე იკვებებოდა წყლითვე ანუ ცილის დატვირთვა ჰქონდა როგორც ვთქვი, ეს მკვდარი მატერია კი რეპროდუქტირდებოდა მიწად, ბოლოს მოზილა და შთაბერა სული მიწისგან მოზელილს, ჰაერი კვლავწარმოებულია სიცოცხლისაგან და მიწაც, წყალი და სითბო, გული და გონება, დედაბუნება მშობელია ამიტომ ვიტყვით



ინფორმაციაზე ვამბობთ ინფორმაციის წყარო

წყალს მიყვა სიცოცხლე და ინფორმაციაც და მეცნიერულადაც სიცოცხლე პირდაპირპროპორციულია წყლის

წყალი არის როგორც კვერცხში ცილა საკვებად ემბრიონისა ანუ სიცოცხლისა

თავიდან იყო წვეთი smile.gif
QUOTE
იწყება დედამიწის გამოღვიძება,

დაწყებულია ქვათა ღაღადი უკვე და გამო ღვი ძე ება ისევ ინფორმაციას ნიშნავს, გა მო ღვიძებაში მო ნიშნავს შიგნით და არა გარეთ (მიმართულებას ანახებს ძებნა სად უნდა მოხდეს და სად არის გასაღები)
QUOTE
ძალიან დიდი შინაგანი კონფლიქტის შემდეგ, არ მინდოდა მეთქვა მაგრამ, ის ძალა რომელიც მესაუბრება არის ამ მოვლენებზე პასუხისმგებელი და ორგანიზატორი, მე ხელს ვერ შევუშლი.

ეს მნიშვნელოვანი აღწერაა და გთხოვთ სცადოთ ორიენტირება და ამოკითხვა თქვენში მიმდინარე პროცესის, როგორც ვხვდები ამ ბრძოლაში თქვენ არ ხართ მხარე არამედ ელოდებით გამარჯვებულის მესიჯს, აქ მნიშვნელოვანია ვგონებ გავიაზროთ ის მომენტი რომ არ ვიცით სწორია თუ არა ეს არამედ გამარჯვებულმა აგალაპარაკათ თქვენში, თქვენ უნდა იპოვოთ თქვენი თავი ამ ყველაფერში და მხოლოდ მედიუმი ანუ ინფორმაციის გამტარობა თქვენით სარგებლობაა, გაიხსენეთ მარხვის 40 დღიანში ეშმა რა შეთავაზებებით მივიდა... ქრისტედან გაზომეთ ეგ მოვლენა და არა პირიქით
თუ ეშმასია მაშ ჭეშმარიტად განიდევნება პირობას ვაძლევთ დამცირდების და დაიბლაგვების და მხილებულ იქნეს

Posted by: nona22 21 Apr 2022, 17:19
მე არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ამ სიზმრის შემდეგ მაქვს დიდი შინაგანი კონფლიქტი მაქვს, მაგრამ გადავწყვიტე შევწყვიტო ეს კონფლიქტი და უბრალოდ წყნარად მივიღო ის ინფორმაცია რასაც ვიღებ, კარგია თუ ცუდი. გრძნობით პლანზე ვერ გამოვიტანე აზრი, ემოციები არ მქონდა, საკმაოდ საქმიანი გარემო იყო. სანამ კორონა დაიწყებოდა ეს სიზმარი ვნახე
20.02.2020
ადამიანები ძალიან დიდ ქვის შენობას აშენებდნენ თუ ძველს აღადგენენ და უფრო დიდს აკეთებდნენ ესენი იყვნენ მსოფლიოს მმართველები და მითხრეს დღეიდან მოქმედებას ვიწყებთ ღიად ჩვენ ვართ მსოფლიო მმართველები, ეს შენობა იქნება ჩვენი ოფიციალური მსოფლიო სამმართველო, მალე მოვა ჩვენი უფროსი რომელიც იქნება მსოფლიო ლიდერი ყველა ერის და ხალხის. ერთპიროვნული ლიდერი.
ყველა გადაწყვეტილება მიიღება აქ, ისედაც ჩვენ ვმართავდით მსოფლიო მოვლენებს მაგრამ ამჯერად ყოველივე იქნება ოფიციალურად.

შენობა იყო დიდი გიგანტური ქვის,
თვალში საცემი ძალიან მაღალი ცაში ასული ორი დიდი სვეტი ძალიან მაღალი კარის ირგვლივ, და ამ კარის წინ ვიდექით, ისინი მიხსნიდნენ რა და როგორ იქნება. მოკლედ მაცნობდნენ საქმის ვითარებას
user posted image
აი ამდაგვარი კარიბჭის წინ ვიდექით კონსტრუქცია იყო სწორხაზოვანი, დეკორის გარეშე, მოყვითალო ნაცრისფერ ქვის ფერი და ძალიან მაღალი სვეტებით
* * *
აი ამ შენობის ახსნას ვცდილობ წინა პოსტების ილუსტრაციებით,
ეს ორი დიდი სვეტი არის სიმბოლო ორი ენერგიის :პლიუსი და მინუსი, (წითელი და ლურჯი) ქალური და მამაკაცური ენერგიების,
აქ მოვა ის ერთპიროვნული ლიდერი ვინც გააერთიანებს მთელს მსოფლიოს, და გაუქმდება რელიგიები

user posted image

ლეონარდო და ვინჩი საიდუმლო სერობა, იესოს აცვია ლურჯი და წითელი სამოსი, მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ერთი ხელი აქვს გახსნილი როგორც (გაცემის სიმბოლო), მეორე მოხრილი იღებს პურს (მიღების სიმბოლო).

აქ არის მინიშნებები, და წინააღმდეგობრიობა რელიგიებთან, რაც გამოიწვევს რელიგიების ნგრევას.

ეს ტაძარი არის სიმბოლო ენერგიის მიღება და გაცემა, შესაძლოა დაზიანებული მატრიცის აღდგენა და თავისუფალი ენერგიის აღდგენა.

ის ვიხილე როგორც მაღალ ინტელექტუალური არსება, რომელიც ხედავს მიზეზშედეგობრიობას, აკეთებს გათვლებს.
* * *
QUOTE (tyvia @ 21 Apr 2022, 11:18 )
nona22

ვერ გავიგე, ნამგალი და ურო გადაგვარჩენს, სვასტიკა თუ მიშა?

ნამგალი და ურო იგივე სიმბოლოები არის უბრალოდ, ნამგალი არის მთვარის სიმბოლო, ურო მზის სიმბოლო (თორი)
რაც შეეხება მიშას, უფრო სწორად მიხეილი, როგორც ვხვდები ის უნდა გამოვიდეს, მაგრამ რა უნდა გააკეთოს მე არ ვიცი, ეტყობა ის ვინც მოქმედებს მასში რეალიზდება არ ვიცი, მოკლედ მიხეილი ვიცი რომ უნდა განთავისუფლდეს.

ასტრალურ პლანზე საქართველო კი კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ იქ დრო სხვანაირად მიდის
* * *
ევროპა და აზია
user posted image

ეს ტერიტორიები დამანახეს ზემოდან, ენერგეტიკული რუკა, ეს არის სიბრტყეზე განლაგებული ტერიტორიები და ჩანს როგორ ანათებს, ზოგი მეტად ზოგი ნაკლებად.
ზემოდან აკრავს თარიღი როგორც დაწახნაგებული ჭაღი ის გადადის ცისარტყელას ფერებში, და აირეკლავს თუ ვიბრირებს იმ ფერებში რასაც ადამიანები გამოყოფენ თავისი ენერგეტიკული ( ჩაკრული) ველიდან, ის ბრწყინავს და გადადის ამ ცისარტყელას ფერებში ძალიან ლამაზია.

ყველაზე მეტად განათებული და ყველა ფერში ჰარმონიული იყო საქართველო, ისრაელი, ევროპა, და საერთოდ პატარა ზომის ქვეყნები,
ამ მხრივ პრობლემა აქვს რუსეთს, იქ ძალიან დაბურული და ფერები მცირე იყო, და კიდევ ჩინეთის,
მოკლედ ჩემი აზრით ამ ორ ტერიტორიაზე იქნება რაღაც პრობლემა

Posted by: nona22 27 Apr 2022, 13:31
ინტუიციურად მომდის ინფორმაცია, როგორც შინაგანი ხმა მესმის.
ეს არის ინფორმაცია ორიონის შესახებ, ორიონის თანავარსკვლავედი, და პოლარისის ანუ პოლარული ვარსკვლავის შესახებ,
საქართველოს მემგონი რაღაც კავშირი უნდა ჰქონდეს ორიონის თანავარსკვლავედთან.


და კიდევ ძველი მთავრული მრგლოვანი ანბანის კავშირი, ეს ანბანი არის იმათთან დასაკავშირებლად, განსაკუთრებით ის ასოები რომლებიც ჰგავს ფორმით ნამგალს დამამახსოვრდა

user posted image

user posted image


Posted by: nona22 29 Apr 2022, 14:35
ბგერა, სიხშირე, ვიბრაცია,
ის ქმნის სამყაროს და წმინდავს როგორც წყალი
რაც უფრო დიდია სიხშირე მით მეტია ენერგია
ერთი დიდი ამოსუნთქვით შესრულებული კოსმიური საოცრება

Posted by: nona22 19 Apr 2024, 01:44
ეს დღეები ვადგენდი ნატალური რუქებს აპრილის თვე მაინტერესებდა რეტროგრადული მერკური როდის მთავრდება მეთქი, თან ნახაზებს ვაკვირდები რაიმე საინტერესო კონფიგურაცია თუ შეიქმნება და მართლაც 20 აპრილს ძალიან საინტერესო კონფიგურაციაა

user posted image
user posted image
user posted image

სხვადასხვა ქალაქები და საათები შევიყვანე და თითქმის ყველა ერთნაირია, ბოლოს ისევ ქუთაისი შევარჩიე. ესეიგი ფორმა არის ორი სამკუთხედი რომელიც დავითის ვარსკვლავს ჰგავს,
და ასევე XXX სამი იქსი. ცალკე X რუნა რომ ავიღოთ ეს არის რუნა გებო,
გებო–მეშვიდე რუნა, სიტყვის მნიშვნელობა ითარგმნება როგორც საჩუქარი, სიმეტრიული რუნა გადატრიალებითაც იგივე ფორმას ინარჩუნებს, ასახავს თანხმობას, კავშირს.

ასევე პლანეტა ნიბირუს აღმნიშვნელი სიმბოლო (პლანეტა X) მეორე მზე, რომელსაც მოაქვს დიდი ცვლილებები.


Posted by: Saturnus 19 Apr 2024, 02:22
user posted image

.........................

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)