Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > General Discussion > თბილყაზტრანსგაზის მორიგი იერიში მოსახლეობაზე?


Posted by: just_bero 3 Feb 2009, 19:20
დღეს მოვიდნენ გაზიდან, მითხრეს ხვალ მოვლენ სპეციალისტები რომლებიც მოგიტანენ ხელშეკრულებას,
ეს ხელშეკრულება ორ ვარიანტს ითვალისწინებსო

1.გაატან ლაბორატორიაში მრიცხველს და თუ აღმოჩნდა რომ გახსნილია, ჯარიმა 2500 ლარი + ახალი მრიცხველის ფასი 125 ლარი

2. არ გაატან მრიცხველს ლაბორატორიაში და გადაიხდი 500 ლარს + ახალი მრიცხველის ფასი 125 ლარი.



რა გარანტიაა რომ ის ლაბორატორია გაუხსნელ მრიცხველზე იტყვის გახსნილიაო?


მოკლედ ხალხნო ეს არ არის კაბალური ხელშეკრულების თავზე მოხვევა?



რას ფიქრობთ?

მაგარ ცუდ ხასიათზე დავდექი ამ საღამოს!!!

Posted by: Olaizola 3 Feb 2009, 19:32
ეჰეე : ((((((((((((((((


Posted by: just_bero 3 Feb 2009, 19:37
Olaizola
QUOTE
ეჰეე : ((((((((((((((((



აბაა აი ასეთი სიგიჟის მომსწრე გავხდი sad.gif((((

Posted by: camomle 3 Feb 2009, 19:38
მიშა მაგარიაsmile.gif)) ვაშა შენებასsmile.gif))

Posted by: likani77 3 Feb 2009, 19:40
ჩემი მრიცხველი მათივე ჩასმულია თავიანთსავე პარკში და დალუქული, ასე რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა.

Posted by: Olaizola 3 Feb 2009, 19:42
just_bero


მაშინ რამის ნახევარი თბილისი შარშია ტო sad.gif

შენ პარკში გაქვს მრიცხველი ?

ანუ ვისაც შეფუთული აქვს იმათაც ეხებათ ეგ ?

Posted by: just_bero 3 Feb 2009, 19:42
camomle
QUOTE
მიშა მაგარია)) ვაშა შენებას))



მიშას და ყაზახების დედის ........ რომ .......... ეგ ხო გასაგებია

მაგრამ აი ახლა რა ჯობია? რომელი ვარიანტი ავირჩიო?

რომ ვუჩივლო არა???? ანუ ხელშეკრულებას რომ მომიტანენ და მე ეს ხელშეკრულება ადვოკატს რომ მივცე, რა შანსები მაქვს რომ სასიკეთოდ დამთავრდება ეს საქმე?

იურისტების აზრი მაინტერესებს

Posted by: valo 3 Feb 2009, 19:47
QUOTE (just_bero @ 3 Feb 2009, 19:20 )
დღეს მოვიდნენ გაზიდან, მითხრეს ხვალ მოვლენ სპეციალისტები რომლებიც მოგიტანენ ხელშეკრულებას,
ეს ხელშეკრულება ორ ვარიანტს ითვალისწინებსო

1.გაატან ლაბორატორიაში მრიცხველს და თუ აღმოჩნდა რომ გახსნილია, ჯარიმა 2500 ლარი + ახალი მრიცხველის ფასი 125 ლარი

2. არ გაატან მრიცხველს ლაბორატორიაში და გადაიხდი 500 ლარს + ახალი მრიცხველის ფასი 125 ლარი.



რა გარანტიაა რომ ის ლაბორატორია გაუხსნელ მრიცხველზე იტყვის გახსნილიაო?


მოკლედ ხალხნო ეს არ არის კაბალური ხელშეკრულების თავზე მოხვევა?



რას ფიქრობთ?

მაგარ ცუდ ხასიათზე დავდექი ამ საღამოს!!!

აუ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ამის დედა ******



help.gif help.gif help.gif help.gif


ბლიად რა vik.gif

Posted by: basa-ttt 3 Feb 2009, 19:49
რომ ვუჩივლოთ -
სასამართლო წესით მოსახლეობამ ფირმას -
მოვიგებთ პროცესს?

Posted by: Caqtus 3 Feb 2009, 19:49
camomle
QUOTE
მიშა მაგარია)) ვაშა შენებას))



http://www.Caqtus.caucasus.net



იმედია შენც გიშველიან mo.gif

Posted by: likani77 3 Feb 2009, 19:51
ხოდა მაგას ვამბობ რომ არაფერი უთქვამთ თქო, ნამდვილად უსაფუძვლო იქნებოდა ეგ განცხადება მათი მხრიდან.

Posted by: basa-ttt 3 Feb 2009, 19:52
likani77
just_bero
იურისტებს უნდა დაელაპარაკოთ -
და თუ მათი მოქმედება უკანონოა -
უნდა უჩივლოთ.

Posted by: just_bero 3 Feb 2009, 19:53
არ ვიცი რა რაღა ვთქვა...


რა ემოციით გამოვხატო ის რასაც ახლა მე ვგრძნობ


არ ვიცი!!!

დედა შეVეცი
* * *
Olaizola
QUOTE
შენ პარკში გაქვს მრიცხველი ?

ანუ ვისაც შეფუთული აქვს იმათაც ეხებათ ეგ ?


არა შეფუთული არ მაქვს!


Posted by: camomle 3 Feb 2009, 20:06
just_bero

ლეიბორისტების ყვირილის გარდა არ უშველის არაფერი.. მერწმუნე..

ჰოდა არავითარ შემთხვევაში ეგ მრიცხველი არ უნდა გაატანო ვაბშემც დაკეტე ბინა და ეგააა რა.

Posted by: sexi-bicola 3 Feb 2009, 20:10
ისე 2 წლის წინ გძეტა ჩემთანაც მოვარდნე უცებ და დააი დროზე ლაბორატორიაშიო და გადამიჭრეს გაზი

ხოდა წავირეთ სადღაც ჯანდაბაში და აღმოჩნდა ოლლ ოქ თუ არადა ჯარიმა იყო გძეტა 500-1000 ლარამდე


ამგრამ იმდენი დღე უგაზოდ რატომ ვიაყვით არ ვიცი რააა ან რა პონტია ასეთი მქედებები? ხო უნდა დაასაბუთონ რატომ მახარჯინებენ ფულს
როცა ყოველ ტვე ზამტარში 300 ლარზე ნალებს არ ვიხდი

Posted by: Tabo 3 Feb 2009, 20:14
ბოშყო 6 თვეა გაზის ინკასატორი თავის ტელეფონის ნომერს მიტოვებს კარებში სოჩიკის შესამოწმებლად lol.gif

ეგ ჩემისები მთელი ცხოვრება რო დამიყარაულდენ მაინც ვერ მნახავენ სახში biggrin.gif

3 თვეში ერთხელ მივდივარ და 10 ლარს ვიხდი biggrin.gif

Posted by: ME 3 Feb 2009, 20:14
just_bero
ნახუი გაუშვი, არ შემოუშვა

და დაიკიდე

დალაგდება იმედია მალე შეუფუთავი სოჩიკების ბაზარი,
აბა ნახევარი თბილისი ეგრეა, რა სისულელეა ყველას ვერ გადაახდევინებენ,

ვინც გადაიხდის გადაიხდის, ვინც არა და მერე კანონის ძალით თვითონ შეცვლიან

კაროჩე, გაყიდულია ეს ყაზტრანსგაზი, აზერებმა იყიდეს, და სანამ წავლენ ბოლო პონტში უნდათ რაც შეილება მეტი ფული ამოიღონ

დაიკიდე რა

Posted by: Juni 3 Feb 2009, 20:21
ME
QUOTE
გაყიდულია ეს ყაზტრანსგაზი, აზერებმა იყიდეს



უეჭველი ინფოა?

Posted by: basa-ttt 3 Feb 2009, 20:22
QUOTE
კაროჩე, გაყიდულია ეს ყაზტრანსგაზი, აზერებმა იყიდეს, და სანამ წავლენ ბოლო პონტში უნდათ რაც შეილება მეტი ფული ამოიღონ

მაგის სუნი უდის -
მაგრად უნდა დაუდგე -
ვისაც დაიბრიყვებენ -
იმაზე მუშაობენ.

Posted by: sandroia 3 Feb 2009, 20:27
ჩემ სახლში გაზის მრიცხველი თვითონ დააყენეს და არც შეუფუთავთ vik.gif vik.gif

Posted by: just_bero 3 Feb 2009, 20:37
ME
QUOTE
ნახუი გაუშვი, არ შემოუშვა

და დაიკიდე



ხო მარა როდემდე? ყველაფერს აქვს საზღვარი!!! იმენა ვიდეოკამერებით რომ დავხვდე? იზამენ რამეს? და ჩემი ძმაკაცი ადვოკატით? smile.gif


დაიხევენ უკან?


ვეტყვი რასაც ახლა იტყვით შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენს წინააღმდეგ სასამართლოშითქო smile.gif ჰაა როგორი იდეაა???

Posted by: basa-ttt 3 Feb 2009, 20:38
QUOTE
ვეტყვი რასაც ახლა იტყვით შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენს წინააღმდეგ სასამართლოშითქო  ჰაა როგორი იდეაა???

ჯერ გაარკვიე კარგად იურისტებში შენი უფლებები

Posted by: likani77 3 Feb 2009, 20:40
QUOTE
ხო მარა როდემდე? ყველაფერს აქვს საზღვარი!!! იმენა ვიდეოკამერებით რომ დავხვდე? იზამენ რამეს? და ჩემი ძმაკაცი ადვოკატით?

დაიხევენ უკან?

ვეტყვი რასაც ახლა იტყვით შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენს წინააღმდეგ სასამართლოშითქოჰაა როგორი იდეაა???


მაგარი იდეაა
up.gif

Posted by: camomle 3 Feb 2009, 20:40
QUOTE (basa-ttt @ 3 Feb 2009, 20:38 )
QUOTE
ვეტყვი რასაც ახლა იტყვით შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენს წინააღმდეგ სასამართლოშითქო  ჰაა როგორი იდეაა???

ჯერ გაარკვიე კარგად იურისტებში შენი უფლებები

ძაან ცოტა დრო აქვს მაგისთვის.. ხვალ უკვე ხელშეკრულებით დაადგებიან..და არ გაუღო კარები..მეზობელს ათქმევინე სადმე წასულია თქო და რამე რავი..გააჯანჯლე რა ეგ ამბავი..გავიდეს პაწა დრო.არ ჩაიბარო ხელშეკრულება არ მოაწერო ხელი yes.gif

Posted by: basa-ttt 3 Feb 2009, 20:43
QUOTE
ძაან ცოტა დრო აქვს მაგისთვის..

გადარეკოს ახლობლებში -
არ არსებობს რომ არ იცოდეს იურისტმა
- ასეთი სიტუაციები ბევრია თბილისში

Posted by: just_bero 3 Feb 2009, 20:47
basa-ttt
camomle
sandroia
ME
Tabo


მოკლედ ერთი ლეიბორისტიც რომ მოვიწვიო?!

ანუ

1. ძმაკაცი-ადვოკატი
2.მე ვიდეო კამერა
3. მოწვეული ლეიბორისტი


როგორი კამანდაა??? გავიმარჯვებ? biggrin.gif

Posted by: camomle 3 Feb 2009, 20:48
QUOTE (just_bero @ 3 Feb 2009, 20:47 )
3. მოწვეული ლეიბორისტი



უუმაგრესიიიიიიიიიიიიიიიიიიიი yes.gif gigi.gif

Posted by: ME 3 Feb 2009, 20:55
just_bero
რავი, არ გეზარება მაგაზე ფიქრი და ნერვიულობა?

დაიკიდე რა, მოვლენ და ნახუიო უთხარი, ხელიც იასნად არაფერზე არ უნდა მოაწერო

თუ გართობის პონტში გინდა მაშინ რავი,
შემოუშვი და კარი ჩაკეტე და აღარ გაგიშვებო ან რავიცი, რამე უკეთესიც შეიძლება biggrin.gif

Posted by: just_bero 3 Feb 2009, 20:59
ME
QUOTE
შემოუშვი და კარი ჩაკეტე და აღარ გაგიშვებო


და დრუჟბა ავოვქოქო ეგრევე არა? biggrin.gif


SAW 4 მოვაწყო? wink.gif

camomle
QUOTE
უუმაგრესიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

smile.gif

Posted by: Juni 3 Feb 2009, 21:00
just_bero
QUOTE
მოკლედ ერთი ლეიბორისტიც რომ მოვიწვიო?!

ანუ

1. ძმაკაცი-ადვოკატი 2.მე ვიდეო კამერა 3. მოწვეული ლეიბორისტი

როგორი კამანდაა??? გავიმარჯვებ?



up.gif

დარწმუნებული ვარ აქ ხომ გაიმარჯვებ - კირიოზული კადრების კონკურსშიც გაიმარჯვებ წარმომიდგენია მათი სახე ეს კამანდა რომ დახვდება biggrin.gif

Posted by: just_bero 3 Feb 2009, 21:10
Juni
QUOTE
დარწმუნებული ვარ აქ ხომ გაიმარჯვებ - კირიოზული კადრების კონკურსშიც გაიმარჯვებ წარმომიდგენია მათი სახე ეს კამანდა რომ დახვდება




ხო ახლა ვფიქრობ ლეიბორისტი სად ვნახო!

ბატონო შალვა ვიცი რომ ფორუმის ერთგული მკითხველი ხართ!

გთავაზობთ იდეას! ჩემი სახლიდან მოვაწყოთ Live ბრიფინგი, თქვენც გექნებათ თემა და კეთილ საქმესაც გააკეთებთ ჩემნაირ პოტენციურ მსხვერპლთათვის

smile.gif


Posted by: Juni 3 Feb 2009, 21:15
just_bero
QUOTE
ხო ახლა ვფიქრობ ლეიბორისტი სად ვნახო!



ოღონდ უთხარი მაგათ და ადვოკატსაც მოგიყვანენ და ტელევიზიებსაც smile.gif

biggrin.gif

Posted by: BARTKI 3 Feb 2009, 21:19
2 წლის წინ იყო ეგ და ან მრიცხველები შეცვალეთო, ან შევამოწმებთო და შევცვალეთ.

Posted by: camomle 3 Feb 2009, 21:40
არადა ჩემთან არც შეუმოწმებიათ,არც პარკში ჩაუსვიათ..არადა ვიხდი პატიოსნად..

ანუ მეც შეიძლება ვინმე დამადგეს..ვაი მაგათ პატრონს..და მაგათი შემომშვების კდევ რა..







გაზის კაცს ფეხზე ვახდევინებ და ისე ვუშვებ სახლში და ეჩქარება ხოლმე გასვლა.. biggrin.gif

Posted by: Lazva 3 Feb 2009, 22:02
ზუსტად დღეს ვეჩხუბე "გაზის ქალს" mad.gif ჯერ ერთი უზრდელი, ლამის გამიტანა კარებით რო გაუღე
მერე ისეთი ტონით თითქოს მაგის ვალი მქონდეს "გამატარე გენაცვალე ჩევენება უნდა ავიღოო", მერე "სად არი ეს მრიცხველი უF". როცა ჩაიწერა მკითხა გამათბობელი თუ გვაქ, მე კი მეთქი და რატო არი ცოტა დამწვარიო? არ ვხმარობთ მეთქი. აი რომოვლენ და დაგაჯარიმებენო მერე ნახავო! ესე ცოტა როა დაწერილი როგორ ჩავაბაროო. ერთხელ გავატარე მეორედ მესამედ მერე უკვე ამომასხა mad.gif ესეიგი ქალი მეუბნება იპარავო და დაგაჯარიმებენო, ფაქტურად ქურდები გამოგვიყვანა. აი ამაზე გავჭედე და უკვე მაგარი ვეჩხუბე, ის კიდე მაინც თავისას უბერავდა მე იმას არ ვამბობ რ იპარავთო მაგრამ როდაგაჯარიმებენ მერე ნახავთო. სერიოზულად დაუნი იყო მგონი ეს ქალი mad.gif
მერე ბებიაჩემმაgivi.gif გამაჩერა თორე ალბათ იმ ჩვენებას შევაჭმევდი biggrin.gif
თან სახლში რო შემოვდიოდი ბებიაჩემსუთხრა რა თავხედი გოგოაო, მადლობა თქვას კიდე რო არ ვაგინე. სად შოუობენ ასეთ დაუნ თანამშრომლებს რა vik.gif

Posted by: just_bero 3 Feb 2009, 22:26
iazva


შავი გრძელი თმა-ჩოლკით? ასე გამოიყურებოდა?! biggrin.gif


აუ ახლა ვაპირებ დარეკვას! ხვალინდელიზე და უნდა გავაფრთხილო, ტელევიზიით და ლეიბორისტებით გხვდებითქო biggrin.gif

ვნახოთ რას იტყვის!!!


შენ რაც ჩამოთვალე ეს სიმპტომები ახასიათებდა ჩემს გაზის ქალს და სავარაუდოდ ერთ უბანში ვცხოვრობთ smile.gif

მთაწმინდა...... smile.gif

Posted by: Lazva 3 Feb 2009, 22:55
just_bero
QUOTE
შავი გრძელი თმა-ჩოლკით? ასე გამოიყურებოდა?!


კი mad.gif მაგრამ------------>

QUOTE
შენ რაც ჩამოთვალე ეს სიმპტომები ახასიათებდა ჩემს გაზის ქალს და სავარაუდოდ ერთ უბანში ვცხოვრობთ
მთაწმინდა......


მე საბურთალო ვარ (ვაჟაზე)

ვაბშე ეს გაზის ხალხი მაგრა უბერავს ამ ბოლო რდოს რა, იმ რაღაც პარკზეც თქვა რატო არ გაქვთ ჩაცმულიო? არავინ არ მოსულა დასაყენებლად და მე თითონ ხო არ შემოვაკრავ? ჩვენ კვარტალში მგონი არც არავის არ აქ.
ეგენი იცემებიან უახლოეს მომავალში თუ ეგრე გააგრძელეს biggrin.gif

Posted by: just_bero 3 Feb 2009, 23:09
iazva
QUOTE
ვაბშე ეს გაზის ხალხი მაგრა უბერავს ამ ბოლო რდოს რა, იმ რაღაც პარკზეც თქვა რატო არ გაქვთ ჩაცმულიო? არავინ არ მოსულა დასაყენებლად და მე თითონ ხო არ შემოვაკრავ?



ხოო კაკრაზ!!! ჩემთანაც იგივე სიტუაციაა.... მათ არ შეუფუთავთ და მე რა ვქნა!!! თან პრინციპში შეფუთვაზე არ გაუმახვილებია ყურადღება!

მოკლედ ვესაუბრე ახლა ამ ქალბატონს და ავუხსენი როგორ ვაპირებდი ხვალ დახვედრას!!!

და ხვალ რომ უნდა მოსულიყვნენ, გადადო კვირამდე biggrin.gif ანუ კვირამდე კიდევ დაფიქრდებიან და შეაჯერებენ სამოქმედო გეგმებს!!!


ეს ყველაფერი მას შემდეგ რაც ვუთხარი რომ "კი ბატონო გხვდებით ხვალ, ოღონდ როცა მოხსნით ეგრევე იმ წუთშივე ვითხოვ შეცვლელის დაყენებასთქო, ერთი წუთი არ ვაპირებ გაზის გარეშე ყოფნასთქო, თან პლიუს ამას, გხვდებით ადვიკატთან და ტელევიზიასთან ერთადთქო"

ამის შემდეგ იყო რომ კვირამდე გადაწია ვიზიტი............





ახლა იმათ მივმართავ ვისაც ხელეწიფება ამ ქვეყანაში ასეთი თავაშვებულობის ალაგმვა კანონმდებლობის ფარგლებში!!!!

ხალხს მოგვხედეთ ხალხსსსსსსსსსსსსსსსსსს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ვერ ხედავთ რა დღეში გვაყენებენ .... მე ბოლომდე ვბრძოლობ მარა ხომ შეიძლება ისეთებიც შეხვდნენ ვისთანაც გაუვათ!!!!


ტფუი რაააა

Posted by: niki_ niki 3 Feb 2009, 23:11
1 წლის წინ მეც მომიხსნეს დიღმის მასივში მრიცხველი იმ მოტივით რომ პაპანაქება ზაფხულში ფურმე გაზს ვიპარავდი biggrin.gif
წამაღებინეს შემოწმებაზე და იქ იცინეს, იმიტომ რომ იქ მიყენია თეთრი მრიცხველი რომელიც გარედან არ იხსნება, და ეს როგორ
მოგიხსნესო, გამომატანეს ცნობა რომ 2012 წლამდე ვადა აქვს biggrin.gif აი საბურთალოზე თუ მოვიდნენ არ ვიცი რას ვიზამ, იქ ჩინური მრიცხველი მაქვს და პატიოსნად ვიხდი yes.gif ალბათ გავაფრენ და ცვემ aba.gif
თუ მე ვიხდი და არ ვიპარავ, ზამთარში ამხელა თანხას, რატომ უნდა მომთხოვონ ეგ ყველაფერი ვერ ვხვდები და თუ ეჭვი ეპარებათ მაშინ თვითონ შეამოწმონ

Posted by: Lazva 3 Feb 2009, 23:14
just_bero

რა ქვია მაქ ქალს? ჩემსას მარეხი(და ჯანდაბა მაგას) mad.gif

თან რაშია საქმე იცი კი წაიღებენ იმ მრიცხველს ვითომდა ლაბორატორიაში არ კიდიათ ერთი შენი მრიცხველი ზა პროსტა დააწერენ რო გაფუჭებულია, მიდი მერე და უმტკიცე. ამ მრიცხველებს ააქ საერთოდ რამე სერიალ ნამბერის პონტში? biggrin.gif

Posted by: just_bero 3 Feb 2009, 23:18
iazva
QUOTE
თან რაშია საქმე იცი კი წაიღებენ იმ მრიცხველს ვითომდა ლაბორატორიაში არ კიდიათ ერთი შენი მრიცხველი ზა პროსტა დააწერენ რო გაფუჭებულია, მიდი მერე და უმტკიცე. ამ მრიცხველებს ააქ საერთოდ რამე სერიალ ნამბერის პონტში?


ეგ ხოო აბა რაა!!! 1995-ში იყო არა თუ უფრო 94? თუ 96-ში მოკლედ აი მაგ დროის შემდეგ არავის არ შეუცვლია მრიცხველი... და როგორც იყო ისევე გამოიყურება!

კაროჩე რა.....

Posted by: niki_ niki 3 Feb 2009, 23:37
iazva

რატომ წაიღებენ თვითონ? თუ მოვლენ მე თვითონ წავიღებ aba.gif მე რა ვიცი ისინი რას გააკეთებენ sad.gif

Posted by: Tammy80 4 Feb 2009, 00:52
3 თვეა გაზის კაცს, ან ქალს ველოდები biggrin.gif

არავინ არ მოდის, არადა ალბათ რამდენი მაქვს უკვე გადასახდელი, რა უბედურებაა რაა. smile.gif

Posted by: Don Quixote 4 Feb 2009, 01:05
QUOTE
თბილყაზტრანსგაზის მორიგი იერიში მოსახლეობაზე?, თუ ნორმალური იურიდიული პროცედურა

აუ, ეგ მამუკა კიკალიშვილი რა თესლიააააააა?!......... რა დედამ შობა ნეტავ........... puke.gif მაგაზე ნაბიჭვარ კაცს თუ ვიცნობდე რაა.....

Posted by: Lazva 4 Feb 2009, 01:06
niki19m
QUOTE
რატომ წაიღებენ თვითონ? თუ მოვლენ მე თვითონ წავიღებმე რა ვიცი ისინი რას გააკეთებენ


კი წაიღებ და რა მერე დაელოდები სანამ შეამოწმებენ? გაწელავენ გაწელავენ არავინაც არ შეამოწმებს მოგიტანენ მერე რაგაც ტუალეტის ქაღალდზე დაწერილ საბუთს ვითომდა დაზინებულია biggrin.gif

Tammy80
QUOTE
3 თვეა გაზის კაცს, ან ქალს ველოდები


ამ იდიოტ ქალამდე ვიგაც ბიჭი დადიოდა http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm

Posted by: Tammy80 4 Feb 2009, 01:32
QUOTE
Tammy80

QUOTE
3 თვეა გაზის კაცს, ან ქალს ველოდები



ამ იდიოტ ქალამდე ვიგაც ბიჭი დადიოდა


სქესი არ მაინტერესებს, მთავარია მოვიდეს ვინმე და ქვითარი მომიტანოს, რომ გადავიხადო ფული. smile.gif

Posted by: sexi-bicola 4 Feb 2009, 02:23

აუუუუუუუ რა სასაცილო ისტორიებიააა განსაკუთრებით ზაფხულში გაზის მოპარვა

Posted by: Nok 4 Feb 2009, 10:11
არც შევამოწმებინე. ვინაიდან სახლი რომ ვიყიდე ეგ დამხვდა, და ის ძველი მეპატრონე ხეზ რას უშვებოდა. ახალი ვიყიდე. განცხადება დავწერე. ის ახალი დაიტოვეს შესამოწმებლად 3 დღე. მაქამდე დამიყენეს სახლში დროებითი. შეამოწმეს, მომიტანეს ახალი ჩემი ნაყიდი. დააყენეს, ჩასვეს, დაპლომბეს და მშვიდად ვარ მაგ საკითხზე : )

სულ 125 ლარი დაჯდა.

შეიძლება ხრიკიც არის, არ გამოვრიცხავ, შეიძლება შემოტანილი აქვთ მრიცხველები და "გასაღება" უნდათ.

მაგრამ სიმშვიდე და თავის დაზღვევა ნაღდად მიღირდა 125 ლარად : )


ხოდა კიდევ ვიღაც ნაბოზარკა ინკასატორი დადის. დაახლოებით 2 თვის წინ მოვიდა უნდა შევამოწმოო მრიცხველიო. შემოვიპატიჟე. აანთე გაზიო ავანთე. უყურა-უყურა, მერე მეუბნება, აბა ეხლა აუწიე, ეხლა დაუწიე. ამასხა ეგრევე და აბა ეხლა გააჯვი მეთქი და გავაგდე სახლიდან user.gif იმის მერე აღარ ვუშვებ და გარეთ ვტოვებ მრიცხველის ნიშნულს, კარის გვერძე ვაკრავ ჭიკარტით პატარა ფურცელს.

სახლში მაგას არ შემოვუშვებ შანსი არ არის.

მოიწვიონ კომისია თუ რაღაც და იმათ შემოვუშვებ. ამოწმონ რამდენიც უნდათ....

Posted by: Lazva 4 Feb 2009, 13:52
Nok
QUOTE
ხოდა კიდევ ვიღაც ნაბოზარკა ინკასატორი დადის. დაახლოებით 2 თვის წინ მოვიდა უნდა შევამოწმოო მრიცხველიო. შემოვიპატიჟე. აანთე გაზიო ავანთე. უყურა-უყურა, მერე მეუბნება, აბა ეხლა აუწიე, ეხლა დაუწიე. ამასხა ეგრევე და აბა ეხლა გააჯვი მეთქი და გავაგდე სახლიდანიმის მერე აღარ ვუშვებ და გარეთ ვტოვებ მრიცხველის ნიშნულს, კარის გვერძე ვაკრავ ჭიკარტით პატარა ფურცელს.


ეგრე უნდათ, სად შოულობენ ესეთ უზრდელ კადრებს არ ვიცი mad.gif

Posted by: Mprinavi_Shezlongi 5 Feb 2009, 10:34
just_bero
QUOTE
დღეს მოვიდნენ გაზიდან, მითხრეს ხვალ მოვლენ სპეციალისტები რომლებიც მოგიტანენ ხელშეკრულებას,
ეს ხელშეკრულება ორ ვარიანტს ითვალისწინებსო

1.გაატან ლაბორატორიაში მრიცხველს და თუ აღმოჩნდა რომ გახსნილია, ჯარიმა 2500 ლარი + ახალი მრიცხველის ფასი 125 ლარი

2. არ გაატან მრიცხველს ლაბორატორიაში და გადაიხდი 500 ლარს + ახალი მრიცხველის ფასი 125 ლარი.



რა გარანტიაა რომ ის ლაბორატორია გაუხსნელ მრიცხველზე იტყვის გახსნილიაო?

რაო?! ჯერ ერთი იურიდიული შეთანხმება თუ ხელშეკრულება როგორ შეიძლება ამ ორ პუნქტს შიცავდეს?
ანუ გეუბნებიან, თუ გახნილია მრიცხველი - შესაბამისად გაზიც მოპარულია-ამ შემთხვევაში იხდი ჯარიმასო
მაგრამ მეორე პუნქტშივე გეუბნება რას?!!!! ჰოი საოცრებავ down1.gif თუ არ გინდა რომ შევამოწმოთ მრიცხველი(ანუ იცი რომ გახსნილია და შესაბამისად არ გინდა ჯარიმის გადახდა) მოდი 500 ლარი გადაიხადე და პრობლემა არ გექნებაო!!!
ამას ჰქვია ქრთამი. ოფიციალური კორუფციული გარიგება!!!

ხოოო ახლა რა მინდოდა მეთქვა! რომ მოვლენ თქვენთან უთხარით რომ გთხოვთ დაგვიტოვოთ ეს შეთანხმების ფურცელი, რათა ჩემს იურისტს გავაცნო და სამ-ოტხ დღეში დაბრუნდით რომ გითხრათ პასუხი გეთანხმებით თუ არა?! ანუ გიწერთ ხელს თუ არა!!!
როგორმე დაატოვებინეთ ხელშეკრულების ერთი პირი და ძალიან გთხოვთ მომწერეთ PM
ძალიან მინდა ხელში ჩავიგდო ეგ დოკუმენტი!
ჩათვალეთ რომ მერე თქვენს პრობლემასაც ეშველება და ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ - ანუ ვერ დაგიბრიყვენებ!
მთელ ამბავს ავტეხავთ.... ვექილი არ გეგონოთ biggrin.gif უბრალოდ დამიჯერეთ ჩამაგდებინეთ ეგ დოკუმენტი ხელში და მერე ჩემზე იყოს ამბების მოწყობა და პანიკა biggrin.gif



P.S. ხელი არ მოუწეროთ არაფერზეეეეე და დამიPM-ეთ ეგრევე როცა დაატოვებინეთ რამდენიმე დღით გასაცნობად დოკუმენტს, როგორც ზემოთ აღვნიშნე



ამაზე კაი რა გითხრათ?! smile.gif

Posted by: camomle 5 Feb 2009, 10:38
Mprinavi_Shezlongi



ამაზე კაის ვერაფერს ეტყვითsmile.gif)))

Posted by: Mprinavi_Shezlongi 5 Feb 2009, 10:39
camomle
QUOTE
ამაზე კაის ვერაფერს ეტყვით)))


biggrin.gif ხო არა ყველამ გაითვალისწინეთ თუ რამეა... ეგრევე PM მფრინავთან biggrin.gif

Posted by: SiBNELE 5 Feb 2009, 10:50
QUOTE (just_bero @ 3 Feb 2009, 19:20 )
დღეს მოვიდნენ გაზიდან, მითხრეს ხვალ მოვლენ სპეციალისტები რომლებიც მოგიტანენ ხელშეკრულებას,
ეს ხელშეკრულება ორ ვარიანტს ითვალისწინებსო

1.გაატან ლაბორატორიაში მრიცხველს და თუ აღმოჩნდა რომ გახსნილია, ჯარიმა 2500 ლარი + ახალი მრიცხველის ფასი 125 ლარი

2. არ გაატან მრიცხველს ლაბორატორიაში და გადაიხდი 500 ლარს + ახალი მრიცხველის ფასი 125 ლარი.



რა გარანტიაა რომ ის ლაბორატორია გაუხსნელ მრიცხველზე იტყვის გახსნილიაო?


მოკლედ  ხალხნო  ეს არ არის კაბალური ხელშეკრულების თავზე მოხვევა?



რას ფიქრობთ?   

მაგარ ცუდ ხასიათზე დავდექი ამ საღამოს!!!

არანაირი გარანტია, ჩვენ თავისივე მოტანილზე გვითხრეს გახსნილიაო gigi.gif

პლიუს ამას, ვადა გასდის ხოლმე თურმე მაგ მრიცხველებს, პერიოდულად უნდა ამოწმო, შესაბამისად, პერიოდულად ჩნდება საშიშროება, რომ გახსნილად ჩათვალონ biggrin.gif


Tammy80
მიდი ჯობია, თორე დამალობანას დაგაბრალებენ, ჯარიმასაც აგკიდებენ...

Posted by: akkai 5 Feb 2009, 10:55
iazva
QUOTE
აი რომოვლენ და დაგაჯარიმებენო მერე ნახავო! ესე ცოტა როა დაწერილი როგორ ჩავაბაროო. ერთხელ გავატარე მეორედ მესამედ მერე უკვე ამომასხა mad.gif ესეიგი ქალი მეუბნება იპარავო და დაგაჯარიმებენო, ფაქტურად ქურდები გამოგვიყვანა. აი ამაზე გავჭედე და უკვე მაგარი ვეჩხუბე, ის კიდე მაინც თავისას უბერავდა მე იმას არ ვამბობ რ იპარავთო მაგრამ როდაგაჯარიმებენ მერე ნახავთო.



ფსიქოლოგიური ზემოქმედებით ცდილობენ "დაშინებას"""


Posted by: Lazva 5 Feb 2009, 14:01
akkai
QUOTE
ფსიქოლოგიური ზემოქმედებით ცდილობენ "დაშინებას"""


ვიღაც ქლიავმა ქალმა არამგონია ვინმე დააშინოს biggrin.gif მოვიდნენ და წაიღონ თუ უნდათ მქრიცხველი თავში ქვა უხლიათ ოღონდ გაზი არ გათიშონ(სხვა მარიცხველი დააყენონ დროებით ან რამე).

არ წამოეგოთ მაქ ქალის ბოდიალს !!! ჩემ მეზობეელს შარშანდელი გაზაფხულიდან "უმოწმებენ" ნუ ვეღარ მოხსნეს და წაიღეს ეს მრიცხველი რომელიც საერტოდ არ წერს biggrin.gif და ჩემთან მოვლენ მარტო იმიტომ რომ იმ ქალს შევეპასუხე? ვო ჩააფურთხონ biggrin.gif ნი ნატავო ნარვალის biggrin.gif

SiBNELE
QUOTE
პლიუს ამას, ვადა გასდის ხოლმე თურმე მაგ მრიცხველებს, პერიოდულად უნდა ამოწმო, შესაბამისად, პერიოდულად ჩნდება საშიშროება, რომ გახსნილად ჩათვალონ


ეგეც შეიძლება, ან კიდე რაღაც ვითომდა პლომბს რო ადებდნენ მოვიდნენ რაღაც მავთული შემოახვიეს და პლასტელინით დაამაგრეს. აივანზეა ჩვენი მრიცხველი და ზაფხულში საერთოდ მოადნა ეს პლასტელინი, მაგაზეთქვეს არაუშავსო biggrin.gif ან პლასტელინის დაწეპება რა იყო, ვერ გავიგე rolleyes.gif

Posted by: Serski01 5 Feb 2009, 21:08
QUOTE (just_bero @ 3 Feb 2009, 19:42 )
camomle
QUOTE
მიშა მაგარია)) ვაშა შენებას))



მიშას და ყაზახების დედის ........ რომ .......... ეგ ხო გასაგებია

მაგრამ აი ახლა რა ჯობია? რომელი ვარიანტი ავირჩიო?

რომ ვუჩივლო არა???? ანუ ხელშეკრულებას რომ მომიტანენ და მე ეს ხელშეკრულება ადვოკატს რომ მივცე, რა შანსები მაქვს რომ სასიკეთოდ დამთავრდება ეს საქმე?

იურისტების აზრი მაინტერესებს

შენ კი გექნება შანსები, მაგრამ იმ ხელშეკრულების მომტანს აღარ ექნება არანაირი შანსები... lol.gif
ვყარაულობ რა ხანია და არ გამოჩნდა ეგ ყაზტრანსგაზბოზი smile.gif

Posted by: just_bero 5 Feb 2009, 21:14
Serski01
QUOTE
ყაზტრანსგაზბოზი


biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Serski01 5 Feb 2009, 22:17
ცნობისათვის:
ყაზტრანსგაზში შექმნილია დანაშაულებრივი, კორუფციული სისტემა მოსახლეობის "გასაპარსად"!
ე.წ ექსპერტიზა ტარდება გაზის კომპანიის მიერ და შედეგიც წინასწარ არის ცნობილი: აბონენტს პორტმანის ან ლაპატნიკის დაცარიელება მოუწევს!
კომპანიის წარმომადგენლებს სადაც ხელი მიუწვდებათ, გაზის მრიცხველზე აზიანებენ პლასტელინის ლუქს ან ლუქის ზონარს... სხვა შემთხვევაში პრეტენზიას გამოთქვამენ, თითქოს მრიცხველის ჭანჭიკი მოშვებულია ან ასახელებენ სხვა აბსურდულ მიზეზს!
სადაც მრიცხველის დასაზიანებლად ჟულიკებს ხელი არ მიუწვდებათ, ისინი მიმართავენ შანტაჟის შემდეგ ფორმას: ან მათ მიერ მოხსნილი და დალუქული მრიცხველი უნდა წაიღოთ ექსპერტიზაზე ყაზტრანსგაზში, ან გადაიხდი სოლიდურ ჯარიმა!
/ზოგჯერ კომპანიის წარმომადგენლები აბონენტს ადგილზევე გაურიგდებიან და დაჯარიმების თავიდან აცილების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სძალავენ/.
როგორც მოგახსენეთ, ე.წ "ექსპერტიზა" ტარდება ყაზტრანსგაზის მიერ და შედეგიც წინასწარ არის ცნობილი.
გაზის კომპანიის მიერ განხორციელებული ზემოხსენებული ქმედებები გახლავთ დანაშაული - თაღლითობა და გამოძალვა!!!
ამდენად:
თუკი ვინმე აღმოჩნდება ყაზტრანსგაზის დანაშაულებრივი მანიპულაციების მორიგი მსხერპლი:
1. მოატანინეთ ხელშეკრულება, გამოართვით იმ საბაბით, თითქოს ხელმოწერას აპირებთ და უკან აღარ დაუბრუნოთ, ეს არ არის დანაშაული; აუხსენით, რომ გსურთ ხელშეკრულების კანონიერების საფუძვლიანი შესწავლა.
2.ღუკი დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი გაზის მრიცხველი დაზიანებული არ არის და კომპანიის წარმომადგენლის პრეტენზიები უსაფუძვლოა - მიმართეთ პოლიციას, გააკეთეთ შესაბამისი წერილობითი განმარტება და განაცხადეთ, რომ უკანონო მანიპულაციების შედეგად გაზის კომპანიის წარმომადგენელი ცდილობს თანხის გამოძალვას; წარადგინეთ პოლიციაში "მოპოვებული" ხელშეკრულება.
გაზის კომპანიის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის ლუქის დაზიანების მცდელობის შემთხვევაში, მიუთითეთ თქვენს განცხადებაში ამის შესახებ.
3. დაიხსომეთ, რომ გაზის კომპანიის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის დაზიანების ან ლუქის მთლიანობის დარღვევის საბაბით მოხსნილი და დალუქული აპარატი თქვენ შეგიძლიათ წაიღოთ ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებაში, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც გაგიფორმებენ შესაბამის ხელშეკრულებას და ჩაატარებენ ექსპერტიზას.
ექსპერტს დაუსვით შემდეგი კითხვები:

არის თუ არა მრიცხველის ლუქის მთლიანობა დარღვეული;
დადებით შემთხვევაში რაში გამოიხატება ლუქის მთლიანობის დარღვევა და ლუქის მთლიანობის დარღვევის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია თუ არა მრიცხველის მონაცემების შეცვლა გარედან მანიპულაციისც შედეგად;
არის თუ არა მრიცხველი ტექნიკურად გამართული;
მრიცხველის გაუმართაობის შემთხვევაში, რაში გამოიხატება ტექნიკური გაუმართაობა და დადგინდეს ტექნიკური გაუმართაობის მიზეზი;
შესაძლებელია თუ არა მრიცხველის მონაცემების შეცვლა ლუქის მთლიანობის დარღვევის გარეშე გარედან ტექნიკური მანიპულაციის ან ზემოქმედების შედეგად.

თუკი თქვენს მრიცხველს "ყველაფერი რიგზე აქვს" - აუცილებლად მოითხოვეთ გაზის კომპანიისგან ექსპერტიზის და ამასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება.

Posted by: David_Gilmouridze 5 Feb 2009, 22:27
მგონი მაგარ შარში ვარ sad.gif
გადასაკეთებელია სოჩიკი. მინდა გადაკეთება, მარა ვიღაცას ხო არ მოვიყვან ელიავადან. ხომ უნდა იცოდეს საქმე.
ხოდა მივედი ყაზტრანსსექსუალგაზში და ვუთხარი ასე და ასეათქო. მოდით და გადამიკეთეთთქო. ჩაიწერეს მისამართი და მოვალთო. არ მოსულან. მოვლენ ალბათ და მეტყვიან ჯარიმა გაქ გადასახდელიო. ადრე გამაფრთხილეს გადააკეთეო.
რა ვქნა? user.gif

Posted by: Serski01 5 Feb 2009, 22:32
QUOTE (David_Gilmouridze @ 5 Feb 2009, 22:27 )
მგონი მაგარ შარში ვარ sad.gif
გადასაკეთებელია სოჩიკი. მინდა გადაკეთება, მარა ვიღაცას ხო არ მოვიყვან ელიავადან. ხომ უნდა იცოდეს საქმე.
ხოდა მივედი ყაზტრანსსექსუალგაზში და ვუთხარი ასე და ასეათქო. მოდით და გადამიკეთეთთქო. ჩაიწერეს მისამართი და მოვალთო. არ მოსულან. მოვლენ ალბათ და მეტყვიან ჯარიმა გაქ გადასახდელიო. ადრე გამაფრთხილეს გადააკეთეო.
რა ვქნა? user.gif

რატომ უნდა გადააკეტო მრიცხველიო, მიზეზი რა გიტხრეს?

Posted by: David_Gilmouridze 5 Feb 2009, 22:34
Serski01
მოხრილ მუხლზეა და თუ აწევ სოჩიკს აღარ ტრიალებს

მართლა მასეა yes.gif

Posted by: SiBNELE 5 Feb 2009, 22:44
David_Gilmouridze
ეგ ყველა ეგრეა მგონი biggrin.gif

Posted by: gogita1970 26 Feb 2018, 21:44
გამარჯობათ ხალხო.
ვცხოვრობ თბილისში. დღეს მოსულები ყოფილან ყაზტრანსგაზიდან გაზის მოწყობილობების შესამოწმებლად. მოხუცი დედა მყავს სახლში და ის იყო მარტო. რაღაც ორ საბუთზე მოაწერინეს ხელი. მოგვიანებით მე დავრეკე კომპანიაში და გასაგებათ ვერაფერი მითხრეს.
ხოარაფერი იცით ამის შესახებ?

Posted by: oldgio 26 Feb 2018, 21:47
ნუ გეშინია, ეს არის ხელსაწყოების შემოწმების და მრიცხველის გახსნა-ჩაკეტვის აქტი. ასლი ხომ დაგრჩა? როცა მასობრივ შემოწმებას ახორციელებენ, ყველაფერს ხსნიან კარადა-მრიცხველიანად, ჰოდა, მობინადრის ხელმოწერის გარეშე არ შეიძლება.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)