ესეიგი,
მე ძალიან მაწუხებს ეს საკითხი - სად ყიდულობთ?
მე ძალიან მიყვარს ფერადი, მსუბუქი, არც ძალიან სპორტული და არც ძალიან "კრუჟავოებიანი",
დაახლოებით ისეთი, როგორიც აქვს Etam-ს
http://www.etam.com/category/lingerie/soutiens_gorges/მაგრამ პრობლემა ისაა, რომ საქართველოში ძალიან მწირი არჩევნია, ან არის ძალიან ძვირიანი - Triumph - თუმცა, ესეც ჩამოდის ძირითადად კოლექციის ჩამოფასებული ნარჩენები, რომელშიც ჩემს მოსაწონს იშვიათად თუ ავარჩევ,
ან ე.წ. "ბაზრობის ტავარი" - რკინაბეტონის და მეტრიანი სისქის გუბკებით ან მთლად გამჭვირვალე, რომელიც კომპლექტების სახით თითქმის არ იშოვება
მე პირადად მივაგენი ერთ წერტილს GTC-ში, სადაც იყიდება BodyOne-ის თეთრეული მისაღებ ფასად, მაგრამ არის ზომების და არჩევანის პრობლემა...
ასე თუ ისე საზღვარგარეთ ვყიულობ ხოლმე N რაოდენობით ან ვაბარებ და ჩამოაქვთ
მოკლედ, გავიზიაროთ გამოცდილება
This post has been edited by Ekooo on 8 Feb 2008, 14:59
Selfishness is not living as one wishes to live, it is asking others to live as one wishes to live.