Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Georgianisation > Tesxt to speech ქართულად


Posted by: lasha-9 29 Jan 2013, 07:34
ვინმემ ხომ არ იცით არსებობს თუ არა ქართული ტექსტის სინთეზატორი

თითქმის ყველა ენაზეა და ქართულიც არ გვაწყენდა, რო მონიშნო ტექსტი და წაგიკითხოს ქართულად

ქართულ ენას სხვა ენებთან შედარებით ადვილადააქვს როგორც იწერება ისევე იკითხება, მარტო ინტონაციაა სხვადასხვა წინადადების დასაწყისში და ბოლოში.

მოკლედ ვინმემ რო დაწეროთ ეგეთი კოდი რო რო შეხვდება მაგალითად ასობგერა ა, გაუშვას აუდიო ფაილი რომელიც წარმოთქვამს ა-ს, როცა ბ, ბ-ს. და ა.შ...

თან გაითვალისწინოს რო ყოველი ანბანის ასოს აუდიო ფაილი იყოს სამ ტონალობაში და იმის მიხედვით თუ სიტყვის თავშია ასობგერა თუ ბოლოში შესაბამისად გაუშვას იმ ინტონაციაში

ასევე წინადადების თავშია სიტყვა თუ ბოლოში ისიც გაითვალისწინოს, ანუ Excel-ში რომ ფორმულაა IF იმის მსგავსად რა. და შესაბამისად გამოვა ტექსტის წამკითხველი

რავი მე ეგრე ვფიქრობ რო ერთ ფოლდერში იყოს აუდიოფაილები ყველა ასობგერის ხმოვანი ფაილებით და ხმოვანები ა,ე,ი,ო,უ სამი ნიტონაციით.

მაგალითისთვის
გ=g.wav
ა=A.wav
მ=m.wav
ა=A.wav
რ=r.wav
ჯ=j.wav
ო=o.wav
ბ=b.wav
ა=a.wav

გამოვა სიტყვა გამარჯობა smile.gif

ან რავი ვინც უფრო ღრმად ერკვევა პროგრამირებაში იქნება გაარკვიოს როგორ იწერება TTS engine ძრავები სხვადასხვა ენაზე და გააკეთოს ქართულად ეს ყველასთვის სასარგებლო საქმე კარგი იქნება

ადრე მახსოვს Magic Good 2000 იყო და ეხლა უკვე ვებზეა უამრავი, ისევე როგორც google translate-ს აქვს და უფრო კარგებიც ადამიანისასგან ძლივს რო გაარჩევ ხმას.

მოკლედ უამრავი საინტერესო სტატია რო წერია ქართულ ვებ სივრცეში და ხანდახან კითხვის ხასიათზე არ ვართ, გაუშვებ და ჩამოგირაკრაკებს მოგიყვება ყველაფერს

მოდერს ვთხოვ რო გაქართულებას კი ეხება ეს საკითხი, და თუ აქ ვერაფერი გამოვიდა იქნება მერე პროგრამირების განყოფილებაში გადაიტონოთ

ჯობია რა გაკეთდეს ქართული ტექსტის წამკითხველი თორე თვალებით ნიჩურიტი მაქვს უკვე gigi.gif

Posted by: ADDmin 29 Jan 2013, 14:20
lasha-9
ვახ ეს რა კარგი თემა წამოწიე და სამწუხაროა რომ ჯერ არავინ გამოგეხმაურა. მე ამ დონეზე ვერ ვქაჩავ თორე იდეაში მეც მინდოდა მითომ პროგრამების თარგმნა ქართულად... მაგრამ იქ უბრალოდ wav ფაილს ჩავწერდი მიკროფონით და სახელს დავარქმევდი პროგრამა რომელსაც იყენებს... ნუ ერთი სიტყვით ჩუკენობა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

იმედია ვინმე გამოჩნდება მცოდნე ამ საქმის და მე კიდე ჩემ წილად რითაც შევძლებ დაგეხმარებით.

Posted by: Accident 29 Jan 2013, 14:47
არის თემები
http://forum.ge/?showtopic=34295665
http://forum.ge/?showtopic=34406816


Posted by: DrAcid 29 Jan 2013, 15:03
lasha-9
ADDmin
ხმოვანი ფაილების ჩაწერა კი კარგია, მაგრამ მთლად ასე მარტივად არაა საქმე smile.gif
ამიტომაც არაა ბევრი ადამიანი, რომ ხელი მოკიდოს ამ საქმეს...

ჩემი აზრით (რაც ამ წამს მომაფიქრდა):
ერთ-ერთი სირთულე ისაა, რომ მეტყველებაში ჩვენ არ წარმოვთქვამთ თითოეულ ბგერას ცალ-ცალკე, არამედ მათ კომბინაციებს:
დაუკვირდით, რომ სიტყვა "დედა" ორი მარცვლისგან შედგება: დე-და
თითოეული ცალ-ცალკე წარმოთქვით. არ ჟღერს ვითომ 'დ' და 'ე'-ს ერთდროულად წარმოთქვამ?
ახლა კი წარმოთქვით დ-ე-დ-ა, განცალკავებულად. ხომ არაბუნებრივად ჟღერს? ასეთი მონაყოლის მოსმენა ძალიან გაუჭირდება მომხმარებელს.
მარცვლების გარდა, შესაძლოა უფრო რთული კონსტრუქციები იყოს, ეგ ფილოლოგებთან(?) უნდა გაირკვეს.

იდეალურად, ჩემი აზრით, ხმის სინთეზი უნდა მოხდეს.:
უნდა გაანალიზდეს თითოეული შესაძლებელი მარცვლისა და ბგერის შემადგენელი სიხშირეთა დიაპაზონი.
მოხდეს ამ სიხშირეების გენერირება პაკეტების სახით და მერე ხმად გარდაქმნა -> აუდიო გამოსავალში გაგზავნა.
ამავდროულად ხმის ტემბრის, ტონალობის, სიჩქარის შეცვლის შესაძლებლობა შეიქმნება.

ძალიან საინტერესო იქნებოდა მანქანური სწავლების და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენება... ამ ვარიანტში, შესაძლებელია დროთა განმავლობაში, პრაქტიკით ჟღერადობის, სიმკვეთრის გაუმჯობესება და ა.შ.

მოკლედ, მე ამაში არანაირი გამოცდილება არ მაქვს, უბრალოდ რაღაც აზრები გამიჩნდა. იმედია ვინმეს გამოადგება tongue.gif

წარმატებას ვუსურვებ იმათ, ვინც ამას ხელს მოკიდებს wink.gif
* * *
მგონია, სასარგებლო იქნებოდა შემდეგი(უფასო) კურსის გავლა:
Natural Language Processing
https://www.coursera.org/course/nlangp

Posted by: lasha-9 29 Jan 2013, 19:51
QUOTE
DrAcid


ხო კარგი აზრია და გასათვალისწიებელია, არც დავკვირვებულვარ რო მარცვლისგან შედგება ქართლი სიტყვები, ბრწყი-ნვა-ლე, მაგრამ მემგონი ხმოვნები აკლასტერებს მარცვლებს ანუ ხმოვან ბგერას ა ე ი ო უ -ს ებმება დანარჩენი 28 ასოდან. მოოკლედ ცოტა კი ვერკვევი პროგრამირებაში და დავიწყებ გავერთობი მაინც. ალბათ პროგრაირების განყოფილებაშიც დავსვამ ამ საკითხს და იქნება მოხელისე მცოდნეები ჩაებან და გამოუსვლელი არ უნდა იყოს.

ის ვიღაცამ რო გააკეთა ინფოა და დაკარგულია არც ჩანს გადმოსაწერი ლინკი ან რამე რეალური მოკლედ ამდაგვარი ქართული ჯერ არ არსებობს ეგრე ირკვევა. ერთი კი მახსოვს რო აადრე ტელევიზორში იყო ვიღაცა ლაპარაკობდა ქართული ლინუქსი გავაკეთეთო მემგონი ubuntu გადააქართულეს და იქ ჩასვეს ეგ პროგი, ზუსტად მაგას ამბობდა იმ ინტერვიუში რო როგორც იწერება ისე იკითხებაო და მაქიდან დამამახსოვრდა. მოოკლედ ვებზე თუ არ აეწყო დაიკარგება სხვა მცდელობებივით.

მოვიცლი ამისთვის და დავდებ რაც გამოვა, ცოტა მივაკომერციალიზაციებ კიდეც smile.gif

Posted by: DrAcid 29 Jan 2013, 20:07
lasha-9
თუ კი ამ საქმით დაკავდები, ვფიქრობ ძალიან გამოგადგება შემდეგი კურსი:
https://www.coursera.org/course/nlangp

QUOTE
მემგონი ხმოვნები აკლასტერებს მარცვლებს ანუ ხმოვან ბგერას ა ე ი ო უ -ს ებმება დანარჩენი 28 ასოდან

ეს კი მართალია, მაგრამ კიდევ გასათვალისწინებელია რომ არა მხოლოდ მარცვლებია. აი, შენივე სიტყვის მაგალითზე:
QUOTE
ბრწყი-ნვა-ლე

დიდი განსხვავებაა ცალკე აღებულ ბ-რ-წ-ყ ბგერებსა და 'ბრწყ' კობინაციას შორის
მოდელირების გარეშე არამგონია კარგი სინთეზატორი გამოვიდეს sad.gif

QUOTE
კი მახსოვს რო აადრე ტელევიზორში იყო ვიღაცა ლაპარაკობდა ქართული ლინუქსი გავაკეთეთო მემგონი ubuntu გადააქართულეს და იქ ჩასვეს ეგ პროგი

ეგ ალბათ დიდი ხნის წინ იყო. მე რამოდენიმე წლის წინ ზუსტად ubuntu-ს გაქართულების (უკვე დაშლილ) ჯგუფში ვმუშაობდი. sad.gif(
თუ გინდა გავიკითხავ.

QUOTE
როგორც იწერება ისე იკითხებაო

ეს კი ნამდვილად ამარტივებს საქმეს smile.gif

QUOTE
მოვიცლი ამისთვის და დავდებ რაც გამოვა, ცოტა მივაკომერციალიზაციებ კიდეც

ეს კი კარგია, მაგრამ მგონია ამ ეტაპზე ჯობია open-source მოდელით იმუშაო - უფრო მეტი დამხმარე გეყოლება და (რომ რამე) ნაშრომიც არ დაიკარგება ასე უგზო-უკვლოდ როგორც დანარჩენები smile.gif
მაგალიტად, გამოიყენე github.com - ძალიან კარგი საიტია. git კარგი ვერსიათა მართვის სისტემაა, საიტი კი მოხერხებულადაა მოწყობილი როგორც ინდივიდუალური, ასე ჯგუფური მუშაობისთვის.

Posted by: lasha-9 29 Jan 2013, 20:44
კი დავკავდები ინტერესი მაქვს და ეს open source ვიპოვე მგონი ჩნასახშია და ქართული ენის მხარდაჭერაც აქვს http://espeak.sourceforge.net/

თან პროგრამისტებსაც დავეკითხები საერთო რახდება ამ სფეროში სტანდარტული მიდგომა რაა, თუ არადა Excel + Macros + Html ან php და რაღაც გამოვა, თუ არ გადაიწვა პროცესორი ამდენი მაკროსების გაშვებით smile.gif
* * *
HაHაა გაახმოვანა smile.gifsmile.gifsmile.gif

რა ჯობია გამზადებულს რო წააწყდები smile.gif ვიღაცას უშრომია უკვე და დაუვიწყია. მოკლედ დავაყენე ჩავწერე დააკონვერტა და გავუშვი და მშვენიერად წაიკითხა, დაჯე ხმის გაუმჯობესების ფუნქციებიც აქვს და html-საც კითხულობს. ჩავუღრმავდები და გავარკვევ ერთი რა როგორ უნდა და ეგაა

რაის გუგლში პოლონურის არჩევა, აგერ მშვენიერად წაიღო Ka მივუთითე Select voice-ში და არ აჭიკჭიკდაა smile.gif

გავწვრთვნი ეხლა და გინებასაც ვასწავლი smile.gif

Posted by: DrAcid 29 Jan 2013, 22:32
lasha-9
მართლაც, რა კარგი რამე ყოფილა biggrin.gif

გაუმჯობესება რის ხარჯზე ხდება? smile.gif)

Posted by: lasha-9 29 Jan 2013, 23:13
ჩაწერ უნიკოდით და გადააკონვერტირებს ლათინზე და გამოყობს ხმოვნებს რომლებსაც შეგიძლია ინტონაცია აუწიო დაუწიო

მაგრამ რას ვწვალობ აგერ openoffices გამზადებული ქონია პლაგინი Read_Text.oxt და ვიწერ ეხლა ამითაც ვნახავ როგორ წაიკითხავს

ეგაა რო ამ espeak-ში თუ ჩაუღრმავდები დოკუმენტაციაში html ის წაკითხვა მინდა ვასწავლო, ანუ საიტი რო გააკეთო ან ბლოგი და დააყენო ეგ ფუნქცია რო ვისაც კითხვა ეზარება დააწვეს და მოუსმინოს სტატია, აი მაგას თუ ვიზამ რო wordpress plugin გავაკეთო მერე უკვე ჰოოო smile.gif

Posted by: DrAcid 29 Jan 2013, 23:24
lasha-9
ჯობია ბრაუზერების დანამატები გააკეთო, რომლებიც ამას იზავენ smile.gif

კარგი იქნებოდა წაკითხვის ხარისხის გაუმჯობესება smile.gif)

Posted by: xokaido 30 Jan 2013, 01:40
lasha-9
ჰეიი, რა ხდება აბა მეც მაინტერესებს, რა არის ეს და როგორ ხდება მისი გამოყენება?...
GUI სოფტია თუ command line-ითაც შეიძლება რაღაცის მიღწევა?...
შეგიძლია ახსნა რას და როგორ აკეთებს ეს პროგრამა?...

Posted by: DrAcid 30 Jan 2013, 11:22
xokaido
ჩვეულებრივი GUI აქვს, ტექსტს გახსნი და კითხულობს.

ასევე CLI შესაძლებლობა აქვს.
$ espeak "This is text, damn it"
ან
$ espeak -f <text file>

სრული დოკუმენტაცია აქაა:
http://espeak.sourceforge.net/commands.html

Posted by: Chincha 30 Jan 2013, 12:01
ქართული წამკითხველი მართლა კარგი იქნება ისევე როგორც ტექსტის ამომცნობი და კიდევ სხვა ქართული ორიგინალური პროგრამები
აგერ ქართული ეელექტრონული ლექსიკონი იმედია მალე იქნება
http://www.3dnews.ru/software-news/640792/?ext=subscribe&source=subscribeRu

Posted by: shoshia 19 Feb 2013, 00:52
ამ 8-9 წლის წინ რემდენიმე სტუდენტი მუშაობდა მაგაზე...
არ ვიცი როგორ გააგრძელეს....

ტექსტის ამომცნობი ღია წყაროთი gocr
ვერ მოვიცალე რომ ხელი მომეკიდა
ეხლა დამარცვლას ვაკეთEბ
http://forum.ge/?f=39&showtopic=33768210&st=105
მოზილა-ფაერფოქს, ლიბრეოფის-ში წესით იმუშავებს...ვორდთან ბოდიში...
დლლ შემიძლია გავაკეთო მაგრამ ვორდის პლაგინების წერა არ გამირჩევია...

თუ ვინმე ხელ მოკიდებთ კი ბატონო...წყაროებს დავდებ საიტზე..რამდენიემ ხანში

Posted by: DrAcid 19 Feb 2013, 01:33
shoshia
დამარცვლა hunspell ფორმატშია? ჩვენ ადრე ჰანსპელის ღია წყაროს მართლწერის შემმოწმებელს ცწერდით და მანდაც გვჭირდებოდა.. დიდად დაგვავალებთ თუ გახსნით წყაროს smile.gif

Posted by: shoshia 19 Feb 2013, 02:00
DrAcid
ჰანსპელი სპელჩეკერი არაა? დამარცვლა-გადატანასაც აკეტებს?
ტეხს სჭირდება ე.წ. დასამრცვლი წესებიტ გენერირებული მარცვლები.
ამ მარცვლებში ზის წონები: კენტი და დიდი დიშნავს დიდი ალბატობით გაწყვეტას ამ ადგილას.
ლუწი და დიდი ნიშნავს პირიქით აკრძალვას...

როგორც ვიცი ამ გენერირებული მარცვლების hyphenation patterns მორგება შეიძლება მოზილაშIც და
ლიბრე ოფისში...

ჯერჯერობით გაკეთEბულია შემდეგი. ამ დაწერილი კოდით დამარცვლილია 150 000 მდე უნიკ. სიტყვა
ქარტულისტვის დამარცვლის წესის ტანახმად.

უნდა გადავათვალიერო..რამდენად სწორადაა და გამონაკლისები თუა...შეგიძლაით თQვენც ნახოთ მიბმული ფაილი.

მეორე ეტაპი:
ამ დამარცვლილი სიტყვებით გაკეტდება hyphenation patterns

მესამე ეტაპი:
როგორ მოვარგოთ ეს ტეხის გარდა სხვა პროგრამებს---მე მგონი აქ დიდი სირტულე ა რუნდ აიყოს.

ჰანსპელის სპელჩეკერი კარგია..არ ვიცი ვინმემ სცადა თუ არა ქართული მორგება..მანდ ჰანსპელის გრამატიკაც უნდ აიცოდე და ქარტულის გრამატიკაც... smile.gif..არ მიცდია...

ტუ ჰანსპელიც იყენებს hyphenation patterns მაშინ ესეც უნდა გამოდგეს..შეიძლება ტეხ-ისგან მხოლდო ფორმატი განსხვადებოდეს დ ამორგებას შევძლებთ

Posted by: unnamedkiller14 28 Jun 2013, 13:52
არის აქ რამე ახალი ??? ვინმემ გააკეთა უკვე??

Posted by: Nobel 28 Jun 2013, 14:16
unnamedkiller14
მეც მაინტერესებს ...
ისევ გუგლმა თუ გააკეთა, თორემ აქ ვინ რისი გამკეთებელია ან დამფინანსებელი sad.gif

Posted by: DrAcid 28 Jun 2013, 15:04
unnamedkiller14
Nobel
გაკეთებულია უკვე დიდი ხანია:
http://espeak.sourceforge.net/

Posted by: MONTY 2 Jul 2013, 12:12
DrAcid
QUOTE
გაკეთებულია უკვე დიდი ხანია:
http://espeak.sourceforge.net/

ეს გადმოვწერე და ქართული კი არადა უცხოპლანეტელების ენაზე ლაპარაკობს givi.gif




sami RvTaebrivi saunje dagvrCa Cven mama-papaTagan: mamuli, ena, sarwmunoeba. Tu amaT ar vupatroneT, ra kacebi viqnebiT, ra pasuxs gavscemT STamomavlobas? sxvisa ar viciT da Cven ki mSobel mamasac ar davuTmobdiT Cven mSobliur enis miwasTan gasworebas. ena saRmrTo ram aris, sazogado sakuTrebaa, magas kaci codvilis xeliT ar unda Seexos.


http://allshares.ge/download.php?id=6B3ED94B85 espeak ს შედეგი


http://gllc.ge/projects/demo_synth/demo_synth.html GLLC


პ.ს აუცილებელია კარგი ტექსტის წამკითხველი user.gif


Posted by: DrAcid 2 Jul 2013, 13:07
MONTY
QUOTE
sami RvTaebrivi saunje dagvrCa Cven mama-papaTagan: mamuli, ena, sarwmunoeba. Tu amaT ar vupatroneT, ra kacebi viqnebiT, ra pasuxs gavscemT STamomavlobas? sxvisa ar viciT da Cven ki mSobel mamasac ar davuTmobdiT Cven mSobliur enis miwasTan gasworebas. ena saRmrTo ram aris, sazogado sakuTrebaa, magas kaci codvilis xeliT ar unda Seexos.

შენი აზრით ეს ქართულია?! რათქმაუნდა ვერ წაიკითხავდა biggrin.gif
რათქმაუნდა ვერანაირად ვერ წაიკითხავდა ლათინურად დაწერილ წინადადებას smile.gif)

QUOTE
http://gllc.ge/projects/demo_synth/demo_synth.html GLLC

საინტერესოა smile.gif მაგრამ ჟღერს ვითომ ჩაიწერეს ხმის სხვადასხვა ვარიანტები და ტექსტის წაკითხვისას აწებებს givi.gif

Posted by: MONTY 2 Jul 2013, 13:28
DrAcid
QUOTE
შენი აზრით ეს ქართულია?! რათქმაუნდა ვერ წაიკითხავდა
რათქმაუნდა ვერანაირად ვერ წაიკითხავდა ლათინურად დაწერილ წინადადებას )

ქართულ ტექსტს საერთოდ არ კითხულობს biggrin.gif უნიკოდის მხარდაჭერა აქვს რო ? biggrin.gif

დავაყენე და კითხვის ნიშნებით დაიწყო დაწერა და მაგიტომაც ლათინურად წავაკითხე biggrin.gif
QUOTE

საინტერესოა  მაგრამ ჟღერს ვითომ ჩაიწერეს ხმის სხვადასხვა ვარიანტები და ტექსტის წაკითხვისას აწებებს

მგონი საერთოდ შეწყვიტეს მუშაობა მაგათმა , არადა როგორც ვიცი საიტზე არსებულზე უკეთესი შედეგი აქვთ sad.gif

Posted by: DrAcid 2 Jul 2013, 13:40
MONTY
უნიკოდში დაწერილი ფაილი გახსენი, ისე მუსაობს. რატომღაც ქართულ კლავიატურასთან აქვს პრობლემა.

Posted by: MONTY 2 Jul 2013, 14:20
DrAcid
QUOTE

უნიკოდში დაწერილი ფაილი გახსენი, ისე მუსაობს. რატომღაც ქართულ კლავიატურასთან აქვს პრობლემა.

კარგია , ვისი გაკეთებულია ? ხო შეიძლება უკეთესი ხმა რომ გაკეთდეს ? უკეთესი ხარისხი რომ იყოს და გუგლმაც რომ დაამატოს მაგარი იქნება
ისე ხო არ იცი გუგლში ქართული ენა ვისი ნამუშევარი არის ? მათი დახმარებით არის შანსი წამკითხველიც რომ დაამატონ

Posted by: MONTY 27 Jan 2014, 01:53
QUOTE
არა, მეგობარო, აქ უარესია,
აქ გაიფანტება იმედი, ნიჭი.
აქ ქრება ოცნება, ოცნება – მესია,
ღვინით და თუთუნით სიმშვიდეს ვიმკით.






http://pecera.kelopez.cl/espeak/
eSpeak demo ონალ ვერსია ( ცუდია საიტზევე მოსმენა რო არ ხდება და აუდიო ფაილის გადმოწერა რო არის საჭირო )


ხმის შეცვლა მინდოდა espeak ზე , მაქვს ბუ2 ს ხმები და როგორც ჩანს espeak საერთოდ არ იყენებს გახმოვანებულ ასოებს , არადა კარგი იქნებოდა რამოდენიმე ხმის დამატება

Posted by: Nobel 27 Jan 2014, 19:39
ეს ნახეთ? არ წარმოთქვამს ქართულ ტექსტებს?
https://play.google.com/store/apps/details?id=com.reecedunn.espeak&hl=en

Posted by: Nobel 14 Mar 2014, 16:08
http://pecera.kelopez.cl/espeak/ წაშალა მფლობელმა და სხვა არ იცით?

Posted by: Accident 14 Mar 2014, 16:14
Nobel
http://sourceforge.net/projects/espeak/

Posted by: ᗞavid 17 Mar 2014, 11:21
ვერ ვუსმენ და ალფა ვერსია მაინც არის?

...............

Posted by: MONTY 7 May 2014, 13:24
ქართული ტექსტის წამკითხველი
http://www.geotextreader.com/

Posted by: ქსენოფობი 6 May 2015, 15:43
MONTY


ვაა ეს მშვენივრად უბერავს ქართულად მაგრამ ციფრებს ინგლისურად ამბობს ხოლმე

Voice თუ დააყენებ e-Speak-EN+F2

Format _ში 48 stereo_ს

კარგად ლაპარაკობს არ მოველოდებოდი ქართულად ასეთს.


ეს ვისი გაკეთებულია მაიკროსოფტის ვითომ ქართულად? აბა ჩვენები რაღას წვალობენ სინთეზატორებზე და დაფინანსება გვინდაო თან biggrin.gif

Posted by: muvahid 14 May 2015, 17:35
ჯერ კიდე ბევრია დასახვეწი სანამ სასıამოვნო მოსასმენი გახდება

Posted by: praista11 3 Mar 2016, 21:49
არის რამე სიახლე ამ განხრით?


................................

Posted by: zukitela 20 Mar 2016, 14:37
მეგობრებო თემის გახსნა მინდოდა მაგრამ ვერ ვხსნი და აქ დავწერ. ალბათ თქვენთვის ნაცნობია ირაკლი ქარდავას პროექტი geo speech recognizer - ქართული საუბრის ამომცნობი. მე ვიცნობ მას და ვეხმარები ხმოვანი რესურსების მოპოვებაში. თუ ვინმეს სურვილიაქვს ეს თემა განვიხილოთ აქ გავაგრძელოთ მსჯელობა. ეს როცა სრულყოფილი იქნება მაშინ წამკითხველოც იქნება და ამომცნობიც. საქმე google-მდე მიდის

Posted by: ჭიპა 24 Mar 2016, 01:55
http://gozaltech.org/


ბევრი ვქექე და ეს ვიპოვე ონლაინ )

Posted by: matemana 29 Mar 2016, 00:15
QUOTE (Nobel @ 27 Jan 2014, 19:39 )
ეს ნახეთ? არ წარმოთქვამს ქართულ ტექსტებს?
https://play.google.com/store/apps/details?id=com.reecedunn.espeak&hl=en

linux-ში მიყენია espeak და კითხულობს ნორმალურად ქართულ ასოებს.

Posted by: AUTOCRAT 5 May 2016, 00:26
QUOTE (ჭიპა @ 24 Mar 2016, 01:55 )
http://gozaltech.org/


ბევრი ვქექე და ეს ვიპოვე ონლაინ )

მგონი საუკეთესოა დანარჩენებს შორის up.gif

Posted by: DrAcid 5 May 2016, 03:02
ჭიპა
AUTOCRAT
არაჩვეულებრივია! ნეტავ მაგისი API სადმე თუა ხელმისაწვდომი?

Posted by: AUTOCRAT 5 May 2016, 18:58
DrAcid
ავტორთან შეიძლება გარკვევა http://who.is/domain-history/gozaltech.org

Posted by: შაქროII 6 May 2016, 01:39
https://eeejay.github.io/espeak/emscripten/espeak.html
მშვენივრად ბაზრობს...აირჩიეთ გეორგიან ჩაწერეთ უნიკოდით რამე და ეგაა..
მანდვეა გიტჰუბზე ბმულიც..

რაც შეეხბა ხმას...გნებავთ სოკოლოვი ჩაწერეთ და სოკოლოვის ხმა ინტონაცია ქინება..
ნახეტ ინგლისურის წესები..სიტყვებიც კია შეტანილი....კარგი ხმოვანი ასოები და წესები და იმუშავებს..

Posted by: Chincha 30 May 2016, 08:56
QUOTE
zukitela
Newbie

QUOTE
მეგობრებო თემის გახსნა მინდოდა მაგრამ ვერ ვხსნი და აქ დავწერ. ალბათ თქვენთვის ნაცნობია ირაკლი ქარდავას პროექტი geo speech recognizer - ქართული საუბრის ამომცნობი. მე ვიცნობ მას და ვეხმარები ხმოვანი რესურსების მოპოვებაში. თუ ვინმეს სურვილიაქვს ეს თემა განვიხილოთ აქ გავაგრძელოთ მსჯელობა. ეს როცა სრულყოფილი იქნება მაშინ წამკითხველოც იქნება და ამომცნობიც. საქმე google-მდე მიდის

გუგლი ხრომის ბრაუზერში დგება დამატებით მასეთი სახის პროგრამა ქართულად სამწუხაროდ ვერ წერს ქართული არ ესმის მე ახლობლისთვის ვეძებდი მასეთ პროგრამას უსინათლო ადამიანისთვის საუცხოო რამეა

Posted by: Escapist 3 Jun 2016, 02:04
ნორმალურად არცერთმა არ წაიკითხა ჩემთან და სხვა რას ეძახის ნორმალურს?
დაჟე მაიკროსოფტის ინგლისურად წამკითხველის ბოლო გამოშვება 10 ზეც არაა ჩმეთვის ნორმალური და ivona-ს ვიყენებ

Posted by: Nobel 12 Feb 2018, 17:36
არის რამე სიახლე? ეხლა გვაქვს რამე კარგი ქართულად წამკითხველი?

Posted by: ბუდა 12 Feb 2018, 23:29
ადრე მქონდა რაღაც ნორმალური ქართული TTS, თუ გავიხსენე სახელი დავდებ.
შშმ პირებისთვის იყო ის კონკრეტული შექმნილი მგონი, ეკრანზე კითხულობდა.
ცალკე თუ ჰქონდა TTS არ მახსოვს.

Posted by: Nobel 13 Feb 2018, 01:11
ბუდა
ამ საიტზე თუ ამბობ, ეს საიტი მკვდარია https://gozaltech.org/

Posted by: ბუდა 13 Feb 2018, 07:37
Nobel
ეგ არა
ეგ გვერდიც ვნახე მახსოვს
მაგრამ არც ქართული არც ლათინური ასოებით ჩაწერისას ვერ ვათქმევინე ვერაფეირ biggrin.gif
rate/pitch არ ვიცოდი რამდენზე დამეყენებინა, ცარიელიც ვცადე(default ს იზამს მეთქი) და 1 ებიც ჩავწერე მარა ვერ მოვისმინე ვერაფერი.

Posted by: MONTY 19 Feb 2018, 04:13
ისევ არ გვაქვს ონლაინ ტექსტის ნორმალური წამკითხველი sad.gif

nvaccess.org არის სქრინ რიდერი რომელიც ასე თუ ისე ნორმალურია

ეს არის ხმოვანი საიტები და ჩემი აზრით NVDA ზე უკეთ კითხულობს

http://voice.police.ge/
http://voice.sda.gov.ge/
http://www.rs.ge/m/default.aspx
https://voice.matsne.gov.ge/
http://psh.gov.ge/


https://geoanbani.com ზე მოკლე წინადადებები შეიძლება






Posted by: Appo 3 Aug 2019, 18:26
MONTY
QUOTE
nvaccess.org არის სქრინ რიდერი რომელიც ასე თუ ისე ნორმალურია

დავაყენე ეგ და სასტიკად კითხულობს, ქართული სინთეზატორი ჩაშენებული აქვს მაგრამ რატომ არის ეგეთი უხარისხო ? რამე ვერ გავასწორე ? გადმოწერაც ვადე ცალკე ედონის მაგრამ არაფერი შეიცვალა პროგრამაში.

Posted by: lexo_loco 24 Jun 2020, 22:41
MONTY
QUOTE
http://www.rs.ge/m/default.aspx

ამ საიტზე(შეიძლება სხვებზეც) შეგიძლია Inspect Element-ით შეცვალო ტექსტი და რასაც ჩაწერ წაიკითხავს. ცოტა სასაცილო და არაკომფორტულია მაგრამ გამოსადეგია.

Posted by: public_enemy 1 Jul 2020, 17:55
lexo_loco
როგორ უნდა ვქნა იქნებ ახსნა მეგობარო smile.gif

Posted by: lasha-9 25 Nov 2020, 22:18
მადლობა ყველას და ეს საკითხი და ეს თემა მე რო გამიხსნია აღარც მახსოვდა smile.gif

ეხლა შემთხვევით იუთუბზე მარტოკაცის წამზომა ბიძიას ვუყურებდი და წამოსულმა პოზიტივმა მოტივაცია მომცა რო იუთუბზე კომენტარში დამეპოსტა, მაგრამ ვერ დაიმახსოვრა იმხელა პროსტინა ტექსტი იყო

და მაგიტოც აქ დავდებ რატომაც არა smile.gif
-----------------
https://www.youtube.com/watch?v=uAlojU9LKoY

https://youtu.be/eUrET2yxP9g


მივეჩაბჟირე smile.gif და რეფლექსმა ხმამაღლა "გიგანტიაო" პოზიტიურობის გიგანტი მაგულისხმა! :_)
ასე რომ კარგი იდეის მოცემა შენთვის ალალია იმდენად მაგარი ნაღდი კაი გამოგდის ...)
იდეა ისაა რო მინ 1 სარეკლამო ბანერი დადო ან დაამონტაჟო სადმე საშუალოდ ხალხმრავალზე, და ატრიალო ძირითადად შენი "მარტოკაცის" ვიდეოები (ჰო da აქაიქ ZACH KING https://www.youtube.com/watch?v=alVdORss5_c , მსგავსი შენნაირი ბუნებრივი პოზიტივი ხალხი smile.gif))
ხარჯები ხო, დონაციის ლინკი დადევი ყველა ვიდეოზეც და და საჩუქრების ნაკადი შენსკენ ჩვენგან ჰალჰისგან
- ქართული Crowdfunding-იც პირველს გამოგივა,
მაგარი გახსნაა smile.gif თან ამ ვიდეო-ბანერზე საჯარო ადგილზე კომენტარებიც რო გადიოდეს შენს ვიდეოებზე რა ზღვა კომენტარებიც გადმოდის ეს უკვე "ი დ ი ლ ი ი ს ადგილი" ADგილი გახდება
ეეჭვი მაქვს რო საერთაშორისო პოტენციალიც მაგარი აქვს შენს ნატურალ პოზიტივს, - გურული ანეგდოტებივით აზრის მოკლედ და სრულად გადმოცემის ახლებურად დანერგვაც ახალ პოზიტივის გზაც გეიხსნება (ეხლა ეს თქვენი პოზიტივი ჩვენო ჯერ ვითომ და "მარტოკაცო" არა და უკვე ყველას ჩვენგანის ადამიანობაში ჩამსვლელო და იქანა ყინულის გამღობელო კაცო-ადამიანო უებარია ამ კორონა-ნიაღვარში სიმხნევის საწვიმარივით, ვისაც რა უნდა ისე "თუბიორნათთუბიც" არის და "უპრიროდინეტპლახოიპაგოდიც"
https://donate.ge - ზეც ადვილია და სხვა სერვისებიც მიაბა Kickstarter https://www.kickstarter.com და მსგავსებიც https://en.wikipedia.org/wiki/Crowdfunding დანაც, მსგავსი ქართული პორტალის გაკეთებაც არაა ძნელი და უიდედა საკითხი smile.gif

ასე რომ არ ვიცი გურულად რაფერ თუ რავა ითქმის, მარა "გბალეშიკობ" და ესე გამომეხატა smile.gif
ჰო და, ცოტა მშიერი სუ უნდა იყოო რო მოტივის ხარისხი სულ სუფთა გქონდესო , რაღაც ჩინური აზრია მარა ნამეტანი მოშიებულები კი ვყოფილვართ თურმე ნამდვილ ნატურალურ "ჰ - More"-ს ანუ იუმორს და პოზიტივს

ესე მაინც გამოვხატოთ თორე რო "დაარტყა კი გკითხავენ რასშობიო".
ეგ კი უფრო ვიცით არცერთ "იმიტომ როს" არააქვს გამართლება გარდა "შენივე შეგნებასთან" წაგებისა

მადლობა "მარტოკაცო" რო მაამაყე გამოჩენით და მოტივის ჩემთვის და ბევრისთვის მიცემიზა რო "კარგი უნარები მოვაგროვოთ" და მერე გამოვჩნდეთ, ან არც გამოვჩნდეთ და პირველი და მთავარი დავდოთ - ეს უკვე ყველას თავის ინდივიდუალურში გაუმარჯოს
კაი მაგალითს აგერ ქე იძლევი და მეც მოგბაძავ და დავდებ აქ ყველას რაც გამოადგება ჩემი დანახვით მეტად განვითარების გაადვილებაში, განსაკურებით ჩვენში მყოფ "მარტო ფეისბუკ თაობა"- სთვის, რო ყვაფრის და ბევრად მეტის წაკითხვა გააზრებაშიც წასაკითხის მოსმენაც შეძლონ.

ესაა ქართული TTS რომელიც უკვე გაუმზადებიათ და წვდომის პოვნა "თლა იოლი არ იყო მარა ღია უნდა იყოს, რატომაც არა"
აქედან გადმოიწერ პროგრამებს და მერე ვიდეოსაც დავდებ რა როგორ უნდა, ისედაც ინტუიციურად ადვილად ყენდება..!

1) - https://play.google.com/store/apps/details?id=com.github.olga_yakovleva.rhvoice.android - Android-ზე ქართულად ხმოვანი ტექსტის ძრავია NATIA - ქართული ელ-ძრავის ანალოგია, რომელიც ციფრულად ქცეულ სამყაროს ელექტრონულ ინფორმაციულ ავტობანებზე გამოგზაურებთ

3) - https://play.google.com/store/apps/details?id=com.hyperionics.avar ეს უკვე ერთგვარი ტრანსპორტია უფრო წიგნების წასაკითხად Doc txt pdf epub და მსგავს ფორმეტში კონვერტირებულებს ხსნის და კითხულობს, თუმცა მეტიც შეუძლია

https://play.google.com/store/apps/details?id=hesoft.T2S - ეს ხმამაღლა წაკითხველი ბრაუზერი (ანუ კითხვით თვალის დაღლისას ზუსტად მოგიყვება რაც წერია, თან გინდა ჩქარა გინდა ნელა თუ არ გეჩქარება ან ჩქარა წაკითხულს თუ მეორედ კითხულობ და უკვე ღრმადაც იაზრებ მაგ რეჟიმს ირჩევ, გინდა ქართულად გინდა სხვა ენებზეც - eng, ru, esp, fr, . .და 50 ზე მეტ ენაზე ინფორმაციას, თან არა თავზე მოხვეულს არამედ თქვენი ინტერესის მიხედვით არჩეულს) ანუ ნებისმიერი საკითხის "ხსნა ახსნაა" და ეს კიდე ახსნის ინსტრუმენტია,

(ჯერ პატარა მაგრამ სასარგებლო, როგორც ვთქვათ თევზის ქონი მეტი გონიერებისთვის ანუ "ქოგნიტურობისთვის" https://en.wikipedia.org/wiki/Cognition. ვფიქრობ დროა იყოს ადვილი "ქო" და ნაკლებად წვეტიანი "კო" ან კიდე "დჟო და ჯო" აი ბოლო ორი ბრუტალები აღმოჩნდნენ, თურმე
გავბედავ და ვიტყვი რომ "ქო" ნებით თუ უნებლიედ conection შემაერთებელ გამაერთიანებელი კი გამოდგა (თუნდაც ოპოზიციის ერთობა ფაქტია და "ქართულ მიზანს" ალბათ უფრო უნებლიედ ემსახურება) . ეს ერთიანობაც "ქართული მიზანი" უკვე დნმ-შივე ქ და მ ანუ ქმე-ქმედითია. და საერთოდ მოქმედებას უფრო გააქტიურებს და შემოპარულ ზარმაცობას ცოტა მაინც გაგვინეიტრალებს, და იმედია დამსახურებულად აგვასრულებიებს ჩვენივე "ნაოცნებარს" ვიდრე ოცნების ფაზურ-რეჟიმში უმოქმედოდ ყოფნამ შეიძლება ადამიანს მოუტანოს.
მეც ყველას ვუსურვებ რო იმოქმედოს თვითგანვითარებისთვის და თან "არავისი-ისტი" არ იყოს (ეს უკვე ზევაშკაცობაა) და ძირშივე "ქართულ მიზანს" ემსახურება. არავისისტობა კი ცოტა სიბრძნის უნარს მოითხოვს რომელიც უკვე ნებისმიერ ასაკშია შემჩნეულიც და ყველასთვის შესაძლებელიც,
რო შემთხვევით არ აღმოჩნდე რაიმე ბარიკადის რომელიმე მხარეს და ისევ შენიანს არ დაცხო. ამ ყველაფრისთვის საჭიროა "გონიერება" რომელიც რაც მეტია აქვს ადამიანს მით მეტია აქვს ზომიერება და ნაკლები კი აგრესია (ზუსტად მაგიტომ გააზრებულად ხდება ინტერნეტის ყველასთვის და თან უფასოდ მიწოდების პროექტების გააქტიურება, რომ ცოდნის მეშვეობით შეძენილი მეტი ჰუმანურობით საერთაშორისოდ დაიწიოს აგრესიის გამოხატვა. ამ ამოცანის შესრულებას ემსახურებიან გიგანტი კორპორაციებიც Google, Amazon, Microsoft, და ელონ მასკის Neuralink და უკვე ათასობით მცირე თანამგზავრებს უშვებენ რო თუნდაც სახარის უდაბნოში მიიღო ინფორმაცია. ანუ შედარების უნარის დიაპაზონი გაიზარდო და ამით სწორი გადაწყვეტილებები მიიღო უფრო, ვიდრე მანამდე ღებულობდი თან უმართავი ბრაზით

ხო, კიდე ესეც ვინდოუსისთვის:
https://nvda.ru - უსინათლოდ დარჩენილების პროექტიდან
https://drive.google.com/uc?id=1cXqOV-ghOy3Yg_JlJcOidmW238J_Mi0N&export=download იგივე "Natia tts for WINDOWS PC ქართული გამხმოვანებელი ძრავი ვინდოუსისთვის

ესეც წამკითხველ გამხმოვანებელი უფასო პროგრამაა IVONA mini reader რომელსაც დაინსტალირების შემდეგ პარამეტრებიდან (კბილანადან) მიუთითებთ Natia-ს ან სხვა ენის ძრავს რომელიც წინა ლინკიდან გადმოწერეთ და უკვე დააყენეთ, ან ნებისმიერ სხვა ენის ძრავს რომელიც eng, ru, esp, fr, . .და 50 ზე მეტ ენაზეა და თქვენც ადვილად მიაგნებთ ამას ალღოს რომ აუღებთ
https://download.cnet.com/IVONA-MiniReader/3000-20412_4-75220233.html

ამის გაკეთების მოტივი ხვდებით ყველა რომ ამ მარტივობაში-გენიალურმა თუ მადლ თანდაყოლილმა "მარტოკაცმა" მომცა და რატომაც არა დავდე ის რაც ყველასთვის სასარგებლოდ მიმაჩნია
"ესეც კიდევ ერთხელ "წამზომა ბიძია" https://www.youtube.com/watch?v=uAlojU9LKoY&quot;

მე კიდე ბევრად უფრო ნატურალური ჟღერადობის ქართულად გამხმოვანებელი პროგრამის შექმნაზე გადავერთობი
ამისთვის უკვე ვიპოვე "Google Cloud platform" რომელიც უკვე ძლიერად ცნობილია ადამიანისგან რო ვერ გაანსხვავებ ისეთი TTS ძრავების შექმნაში სხვადასხვა ენაზე, პროგრამული საშუალება რომელიც ნეიროქსელის მეშვეობით wavenet https://deepmind.com/blog/article/wavenet-generative-model-raw-audio ამ პროგრამის მეშვეობით რომელიმე დადებითად ცნობად გამხმოვანებლის ხმას დავადებ, მეტი სასურველი ფუნქციების რეგულირების საშუალებით ვფიქრობ. მერე ვინმე სხვა შექმნის დაამატებს იმის ფუნქციასაც რომ თავისივე მისითვის სასურველი ადამიანის ხმით მოისმინოს ნებისმიერი ქართული ტექსტი, ხმოვანი იქნება თუ ტექსტად აკრეფილი
ამის ფუნქცია რო უკარნახო ქართულადაც და იმან ჩაიწეროს ტექსტის სხით უკვე ისედაც ხელმისაწვდომია Google translate for Android და Microsoft WINDOWS 10 -საც აქვს ან მისივე CORTANA შეძლებს უდაოდ ცოტა ხანში

იმედია უფრო ხარისხიანი ქართული წამკითხველი ძრავიც გამოვა, მე ვიქნები ეს, თუ ვინმე სხვა
აქ რა მასალებიც მოვიყვანე უფასოდ ხელმისაწვდომებია ყველა და მხოლოდ თავი მოვუყარე. ასევე ნებისმიერს შშეუძლია ან ასეთივე დაწეროს, ან სულ მინიმუმ ამ პანდემიის ჩაკეტილობის პერიოდში დაიყენოს ეს პროგრამები და რამე წიგნს მაინც მოუსმინოს,

თუნდაც რომლის წაკითხვასაც გეგმავდა აპირებდა და ეზარებოდა.
ან პროფესიულად განვითარებაში შეუწყოს თავს ხელი
მოკლედ და თქვენივე შედეგებით თქვენვე იამაყებთ

ასე რომ განათლდი ერო თუ მართლა გინდა რომ გაბრწყინდე
მადლობა ყველას ვინც ამ ამხელა პროსტინა პოსტ-კომენტარის წაკითხვას გაუძლო

Posted by: Danger77 25 May 2021, 00:00
როგორც იქნა წესიერი, ქართველი გუნდის მიერ შექმნილი Text To Speech პლატფორმა გამოჩნდა.

პეტრეს მოდელი ძალიან კარგად მუშაობს.

https://www.wavetech.ai

Posted by: namdvili 5 Dec 2021, 11:34
QUOTE (Danger77 @ 25 May 2021, 00:00 )
როგორც იქნა წესიერი, ქართველი გუნდის მიერ შექმნილი Text To Speech პლატფორმა გამოჩნდა.

პეტრეს მოდელი ძალიან კარგად მუშაობს.

https://www.wavetech.ai

მაგრამ ფასიანია smile.gif

მე RHVoice დავაყენე და ნორმალურია.

Posted by: Malotru 12 Dec 2021, 12:42
QUOTE
მაგრამ ფასიანია

უაზრო ფასიანია თან - პაკეტის ყიდვა მაინც იყოს facepalm.gif

Posted by: DMC-12 4 Jul 2023, 14:47
QUOTE (namdvili @ 5 Dec 2021, 11:34 )
QUOTE (Danger77 @ 25 May 2021, 00:00 )
როგორც იქნა წესიერი, ქართველი გუნდის მიერ შექმნილი Text To Speech პლატფორმა გამოჩნდა.

პეტრეს მოდელი ძალიან კარგად მუშაობს.

https://www.wavetech.ai

მაგრამ ფასიანია smile.gif

მე RHVoice დავაყენე და ნორმალურია.

ვეივთექი კაია მარა ფასიანია, რჰვოისი პრიმიტიული ქინძობაა. microsoft EDGE ბრაუზერი კითხულობს, არა უშავს მაგრამ ყ, კ და ეგეთები ცუდად ხვდება ყურს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)