აბა წავიდაააა......................
ცურვაზე დამერხა ამ პანდემიის გამო.
აუზზე შესვლა შემიძლია, მაგრამ არ ვრისკავ.
ხალხიც არ დადის.
რაც შეეხება ცურვას, წაგაკითხებთ ერთ წერილს, რომელიც სინამდვილეა.
ცურვა ყველამ უნდა იცოდეთ!!!
მარტო საკუთარ სიცოცხლეს არა, სხვასაც გადაარჩენთ.
ტექსტს უცვლელად გთავაზობთ, FB-ზე დავწერე და იმ ჯგუფში ყველა მიცნობს.
ერთი ჩვეულებრივი სურათია.
მამაშვილი მთის მდინარეზე თევზაობს, შვილი კალმახს იჭერს, მამა ორაგულზე ნადირობს.
მეუღლე ჩრდილში ზის და იქიდან გვიყურებს.
-ამოიყვანე ბავშვი გიო, შეჭამეთ რამე და მერე გააგრძელეთ თევზაობაო.
მანდ ამომსვლელი რომ არა ვარ ხომ კარგად იცი, ესეც არ ამოვა, მოიფიქრე რამე მეთქი.
გაამზადა სენდვიჩები და ასე, ხელით გვაჭმევდა ორ გათიშულ მეთევზეს.
სალომესგან მარცხნივ, დაახლოებით 50-ათ მეტრში მოხუცი კაცი იყო შესული მუხლამდე წყალში, თან ხელჯოხი ეკავა და ისე თევზაობდა, FLY FISHING ჰქვია მასეთ სტილს.
თავიდანვე არ მომეწონა მისი საქციელი, მკერდამდე წყალგაუმტარი კომბინიზონი აცვია, მისი ასაკი, თან ხელჯოხი და ჩქარ დინებაში დადგა, ნელნელა წინ მიიწევდა ღრმა წყლისკენ.
ვგრძნობდი, არ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი მშვიდობიანად.
ჩვენს ზემოთ იყო.
მიწევდა მის მხარეს გახედვა, რადგან "გაისროლე-გამოიტანე"-ს მეთოდით ვთევზაობდი./ესეც ახალი სიტყვა დავამკვიდრე მეთევზეთა ლექსიკონში/.
გავიხედოთ და პაპა აღარა ჩანს, მესმის მისი ცოლის კივილი, ეს ქალბატონიც ჩრდილიდან უყურებდა მეუღლეს.
ასეთ დროს ფიქრი არ შეიძლება, ინსტიქტურად ხდება მაგ დროს ყველაფერი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმოქმედო.
დავაგდე ჩემი სპინინგი და რაღაც წამებში მასთან გავჩნდი.
წაუქცევია წყალს, გაევსო ეს კომბინიზონი და დინებას ღრმა წყლისკენ მიჰქოდა.
ცოტა ზემოდან შევედი წყალში და ძებნა მომიწია, წავწვდი მხარში და პირველი რაც გავაკეთე, თავი ამოვაწევინე ზემოთ.
გამიჭირდა ნაპირზე გამოყვანა, იმიტომ რომ დაამძიმა წყალმა, ტანითაც მოზრდილი მამაკაცი იყო.
შევხედე ცოცხალია, ასე სწრაფად არ დაიხრჩობოდა, წამოვსვი და ჩემი სათევზაო მოწყობილობა წყალმა წაიღოვო.
ახლა ყველას ის ანეგდოტი გაგახსენდებათ, ქართველმა სომეხის ბავშვი რომ გადაარჩინა დახრჩობას და მამამისი რომ მიადგა:-ა ტაპოჩკი გძეო?
მაგრამ ვინც მეთევზეა, ისინი სხვანაირად შეხედავენ ამ ყველაფერს.
გამოგიტან იმასაც მეთქი.
შევედი ამ გაყინულ წყალში, ვიპოვე და გამოვუტანე.
აგვისტო იყო მაგრამ მთის მდინარეები ძალიან ცივია.
მოკლედ გადარჩა.
კალიფორნიიდან იყვნენ ეს მოხუცები, დასასვენებლად ორეგონში ჩამოსულან.
ახლა მეკითხებიან თუ ვინ ვარ, სად ვცხოვრობ, იქნებ ტელეფონი ჩაგვაწერინოთ და ა.შ.
არ არის მეთქი საჭირო, რაც მე გავაკეთე, ასეთი საქციელი ყველასთვის სავალდებულოა, მაგის გულისათვის მადლობას რომ მეუბნებით, ეგეც მერიდებათქო.
სახელი მაინც გვითხარი და რომელი ქვეყნიდან ხართო.
მეთქი ადვილი დასამახსოვრებელია: GEORGE FROM GEORGIA.
აქვე ესეც უნდა ითქვას, ჩემსა და იმ წყალწაღებულ კაცს შორის კიდევ იყო ორი ადამიანი, ორ მეტრიანი ამერიკელი ვიღაც აზიელ ქალბატონთან ერთად.
ის უფრო მალე მიასწრებდა, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა, იდგა და მიყურებდა.
მერე მაგათაც მკითხეს საიდან ვიყავით.
-ოოო, მე ნამყოფი ვარ საქართველოში, სამხედრო ინსტრუქტორი ვარ და თქვენი ჯარის გაწვრთნაში ვღებულობდი მონაწილეობასო.
არაფერი აღარ ვუთხარი, ჩემი ემოციებიც მყოფნიდა.
ნამდვილი ამბავია, აგერ არის ჩემი მეუღლე, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა ყველაფერი.
პ.ს.
კიდევ მყავს ორი სიცოცხლე გადარჩენილი. იმ ამბავს შემდეგში მოგითხრობთ.