მე მყავს 14 იანი ჰიბრიდი titanium ის კომპლექტაცია . 93 კმ გარბენით ჩამოვიყვანე ახლა 97 აქვს.
ზოგადად, მოუვლელ მანქანას აქვს პრობლემები, მაგრამ შესაძლებელია არიდება. კარობკაზე მართალი უთქვამთ, ოღონდ ნაწილობრივ. თუ არ აწვალე და ზეთი დროზე შეუცვალე, არაფერი მოუვა.
რულავოი აქვს კიდევ შედარებით სუსტი, მაგრამ იმის გამო, რომ წყალი ჩადის და ფუჭდება. თუ დროზე შეამოწმე და აღმოფხვერი პრობლემა, ეგეც იმუშავებს.
ასევე წყლის პომპა აქვს პრობლემური, ხშირად უფუჭდებათ ხოლმე. ნორმალური ანტიფრიზის პირობებში კარგად მუშაობს.
ძრავი უფუჭებელი აქვს ჰიბრიდს, ასევეა 2.5 იანისაც. სხვა ძრავები შედარებით პრობლემურებია, მაგრამ ალბათ, ეგეც მოვლაზეა დამოკიდებული, ვერაფერს გეტყვი.
ასევე 2.5 იანს არ აქვს კარობკის პრობლემა და პომპის, განსხვავებულები აყენია და [შედარებით] გამძლეა.
ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ეს ნაწილები, რაც დავწერე ყველაფერი ძვირი ღირს, თუ გაგიფუჭდა.
პომპა 800ლ - 1000ლ (უგარანტიოდ)
კარობკა $1000 - $1400 ხელობიანად (მინ 6 თვე გარანტიით)
რულავოი მთლიანად 1000ლ - 1300ლ (მაგრამ ხშირად შეკეთებას ექვემდებარება) მატორჩიკი 300ლ ან კომპი ან ღერძი იგივე ღირს
პერედოკი ძალიან კარგი აქვს ყველა მოდელს, ერთი ისაა, რომ ჰიბრიდის მარჯვენა ყუმბარა 600ლ + ღირს, ბენზინის 200ლ-300ლ. თუ მაინც გაგიფუჭდა ცოტა ძვირია ნაწილები:
გიტარა 170 - 200 ახალი, მეორადი 200-250
ამორტიზატორი ზბორში 250-300ლ (წინები) უკანები შედარებით ნაკლები
დანარჩენი ნაწილები 50 - 100ლ ( 10 - 20 - 30 ლარიანი ნაწილები არ აქვს
)
რესტაილინგ ჰიბრიდებს (2016 - 2020 წწ) ებს ოდნავ განსხვავებული ვიზუალი აქვთ და მხოლოდ კარობკის პრობლემა აქვთ მოგვარებული.
კომფორტს რაც შეეხება, მე 18 იან დისკებზე მყავს და მეგრუბება. ვფიქრობ 17 იანზე გადავიდე ან საბურავის ბორტები გავზარდო. ვერ მოვიცალე უბრალოდ. თან ვვორჭოფობ რადგან პლუს-მინუსები აქვს ორივეს
სალონის ხარისხი ნორმალურუა, მთლად ფიქსირებული არაა, ზოგჯერ გაიგებ ხოლმე ჭრაჭუნს, მაგრამ მაგის სხვანაირად გაკეთება მხოლოდ გერმანელებს გამოსდით. არაა საგანგაშო, თავის კლასის მანქანებს მაინც სჯობს
ხმის იზოლაცია, ქარის ხმა და ძრავის ბღუილი აქვს ისე, როგორც კლასს შეეფერბა, ქემრიზე ოდნავ უკეთესი. ბღუილი შემოდის საკმაოდ.
ვიზუალი/დიზაინი სუბიექტურია, მე მომწონს.
ჰიბრიდის წვა ტარებაზეა დამოკიდებული. მე 6-6.5 მდე მიწვავს, ძირითადად 20 კმიან მანძილებზე. ხალხია არის 4-5 ს აწვევინებს, მეც დავაწვევინე ეგრე ერთი ბაკი, მაგრამ ეგრე სიარულს მირჩევნია 10 დამიწვას.
დასავლეთისკენ რომ მივდივარ 5.5 ზე საშუალოვდება ავტობანზე 120კმ/სთ სიჩქარით კრუიზი და რიკოთზე ასვლა/ჩამოსვლა + კონდიციონერი. ამ შაბათ-კვირას გავზომე ზუსტად.
ჰიბრიდის ტარებისას, როცა ელემენტები დამჯდარია, სახობში, ძრავის ჩართვა გამორრთვაა შემაწუხებელი ხანდახან, მაგრამ დენზე რომ სრულიად უხმოდ დადის ეგ აბალანსებს
ჰო, ვიზუალის ნაწილების საშუალო ფასებია:
კარი 600-700
კაპოტი 600 +
კრილო 300 +
ბამპერები 600 +
ფარი 400 +
თუ ბიუჯეტი გაქვს და ცოტა დამატება შეგიძლია და მაინცდამაინც fusion - ი გინდა, მაშინ შეგიძლია lincoln mkz განიხილო . დღეს რომ ვყიდულობდე ეგრე ვიზამდი.
ტექნიკურად ზუსტად იგივეა. ვიზუალის, კომფორტის, სალონის, იზოლაციის და ა.შ. მინუსები რაც აქვს ფუჟენს, ყველა გამოსწორებულია და გაცილებით რბილად დადის.
მინუსი ის აქვს, რომ შედარებით ძვირი ჯდება ჩამოყვანა/გაკეთება, რადგან მაღლა რაც ვიზუალის ფასები დავწერე ეგ არის ან ცოტა მეტი ოღონდ დოლარში $$$
და + არ აზღვევენ.
მაინც მაგას ვიყიდდი, განა რამდენჯერ გავაფუჭებ კრილოს
მოკლედ, თუ მოუვლი და არ დაიშურებ ფულს, არ ექნება პრობლემები.
ყველა მანქანას აქვს +- და იგივე ფასში ყველას არ უნდა შეადარო. ზოგი კლასით არის სხვა, ზოგი წლოვანებით, ზოგი ფუნქციებით, ზოგი ფასით და ა.შ.
იგივე ფასად შეიძლება უკეთესი მანქანა იყიდო, მაგრამ რაღაცა შეიძლება ფუჟენს უკეთესი ჰქონდეს. იგივეა ფუჟენის ყიდვა და რაღაც კომპრომისზე აქაც მიდიხარ, ბუნებრივია.
სხვანაირად ერთ საფასო კატეგორიაში მხოლოდ 1 ვარიანტი იქნებოდა.
წარმატებები. თუ რამე კითხვა გაგიჩნდა აქ ვარ, თუ გინდა გაკატავებ კიდევაც