სულ არ მახსოვდა
მოკლედ:
90-იან წლებში ზუგდიდში იყვნენ გაეროს დამკვირვებლები, ე.წ. ცისფერ ჩაფხუტიანები.
მისიას ხელმძღვანელობდა ვინმე ფრენკი, აშშ-დან.
ბევრ ქვეყანაში იყო ნამყოფი სამშვიდობო მისიით, იყო პოლიგლოტი. ისწავლა ქართული, მეგრულიც და ბოლოს უკვე სლენგებს და ჟარგონები აფიქსირებდა და თარჯიმნებთან აიასნებდა რას ნიშნავდა.
ერთხელაც დააფიქსირა სიტყვა "დაგენძრა" და ეკითხება თარჯიმანს - ნანა, ვოთ იზ ით დაგენძრა? (ინგლისური აქცენტით)
დაიბნა ნანა, გაეღიმა, ვერ მიხვდა როგორ აეხსნა
არ უთქვამს რომ ჟარგონია და მარტივად უპასუხა - ვთქვათ ორი მეგობარი საუბრობს ერთმანეთში და ერთი რო მოუყვება რო რაღაცა ცუდი დაემართა, მეორე უპასუხებს "დაგენძრა"-ო.
აჰა, დააფიქსირა ფრენკმა რას ნიშნავს "დაგენძრა".
გავიდა ხანი და ერთ-ერთ თარჯიმანს გარდაეცვალა დედა (თუ მამა) და წავიდა დელეგაცია პანაშვიდზე, წინ მიუძღვოდათ ფრენკი.
პატივი მიაგეს მიცვალებულს და რო მიადგნენ სამძიმარში მდგომ მამაკაცებს, ფრენკმა ჩამოურა ყველას, მხურვალედ ჩამოართვა ხელი და მკაფიო, რიხიანი ხმით სათითაოდ მიუგო - დაგენძრა! დაგენძრა! დაგენძრა! ...
ალბათ ძნელი წარმოსადგენი არაა იქ რა სიტუაცია შეიქმნებოდა
ხალხი გაოცებული უყურებდა - რასაა ეს კაცი რო ამბობს ??? !!!