მზე თხის რქაში 22 დეკემბერი - 20 (19) იანვარიასტროლოგიური სტიქია: მიწა
მოდალობა : კარდინალური
მმართველი პლანეტა: სატურნი , მართავს ჰოროსკოპის
მეათე სახლსსიმბოლო: თხა, კიბე, კოშკის საათი
თილისმა: შავი კატა
დადებითი თვისებების განვითარებისას :ერთგულება, შეუპოვრობა, მიზანდასხულობა, პასუხისმგებლობა, შრომისუნარიანობა, პრაქტიკულობა, გამძლეობა, სიბრძნე, სიფრთხილე, ორგანიზებულობა
უარყოფითი თვისებების განვითარებისას :სიჯიუტე, სიზარმაცე, ზოზინი, ხელმომჭირნეობა, მესაკუთრეობა, ეჭვიანობა, კონსერვატორულობა, ბიუროკრატიზმი, პედანტურობა, მელანქოლიურობა, სისასტიკე, სიცივე, დაბალსულიერება.
ჯანმრთელობა : თხის რქის სუსტი ადგილებია: მუხლები, თეძოები, ძვლები, კუნთები, ხერხემალი, სისხლის მიმოქცევა, ფარისებური ჯირკვლები, კანი, კბილები. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
პროფესიები: პოლიტიკა, მეცნიერება, პოლიტეკონომია, სახელმწიფო მართვის ხელმძღვანელი, მშენებელი, საბანკო-ეკონომიკური სისტემა, არქიტექტორი, ბიზნესისა და ვაჭრობის სფერო.
ზოგადი დახასიათება თხის რქას სჭირდება განსაკუთრებული სიბრძნე და შორეულ მომავალში ჩახედვის უნარი, რაც გამომუშავდება თანდათანობით, ცხოვრების მანძილზე, ხოლო მზე წარმოადგენს ეგრეგორის იმპერატიულ ნებას და ცხოვრების დასაწყისიდანვე ითხოვს პირდაპირ ქმედებას, ასე რომ, თხის რქას უწევს ახალგაზრდობის შეცდომების ძალიან შორეულ შედეგებთან შეჯახება; სამაგიეროდ მას აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და წარსულის პატივისცემა. ასეთი სახით მზისეული თხის რქა ბუნდოვნად, არეულად და ინტუიციურად, მაგრამ მაინც შეიგრძნობს მიზეზ-შედეგობრიობის კანონს; მისი მნიშვნელოვანი ამოცანა _ ისწავლოს უფრო კონკრეტულად შეგრძნება და პრაქტიკულად გამოყენება. მაშინ ის ხდება პასუხისგებლობიანი და ეფექტური, პრაქტიკული ხელმძღვანელი, ამასთანავე, ორგანიზებას იმდენად დამაჯერებლად და ზუსტად ახდენს, რომ არავის მოუვა თავში აზრად, რომ რთულ საკითხებში ის აპელირებას ახდენს არა იმდენად ცნობიერებაზე, რამდენაც მაღალ ინტუციაზე და სიტუაციის ფაქიზ ხედვაზე.დაზიანებისას მიდრეკილება სხვისი შრომის ექსპლუატაციისკენ (მონათმფლობელი) და ენერგეტიკული ვამპირიზმისკენ, ამასთანავე, უფრო (ფიქრობს თხის რქა) საქმის ინტერესებიდან, ვიდრე საკუთარიდან გამომდინარე, კონტროლისა და შემოწმებების სიყვარული (სხვების, მაგრამ როგორც წესი, საკუთარი თავის – არა; სადიზმის გარეშე, უფრო _ წესრიგისა და მოვალეობის საერთო გრძნობიდან გამომდინარე).
თხის რქა ძლიერი, მომთმენი და შეუპოვარია. ბევრს მუშაობს თავის დასამკვიდრებლად. ადვილად არაფერი ეძლევა. პატარ-პატარა ნაბიჯებით მიიწევს წინ და როგორც წესი, არასდროს უხვევს დასახული გზიდან.
თუ თხის რქას წარმატების მიღწევა სურს, აუცილებლად პრაქტიკული აზროვნების ადამიანი უნდა გახდეს, რომელიც არავის და არაფერს მისცემს უფლებას გზაზე გადაეღობოს, გეგმები შეაცვლევინოს.
როდესაც საქმეები ისე არ მიდის, როგორც მას უნდა, თხის რქა შესაძლოა ღრმა დეპრესიაში ჩავარდეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. ამიტომ, მისთვის აუცილებელია, რაც შეიძლება მალე გამონახოს საკუთარ თავში ძალები დეპრესიიდან გამოსასვლელად: მოიგონოს საქმე, ჰობი, რაიმეთი დაკავდეს, უარი თქვას სახლში ჩაკეტვაზე. ეს ბევრად შეუმსუბუქებს მდგომარეობას და დეპრესიიდან გამოსვლაში დაეხმარება.
საერთოდ, თხის რქას მიდრეკილება აქვს ცხოვრების დრამატიზირებისკენ. მაშინაც კი, როდესაც საქმე ისე ცუდად არ არის, მის წარმოსახვაში ყველაფერი გაცილებით მძიმე და ფატალურია. მან უნდა გააცნობიეროს, რომ უპირველესად, სწორედ ეს არის მისთვის დამღუპველი, რადგან საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას უშლის ხელს. მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ეს ჩვეულებრივი თხის რქისეული დეპრესიაა და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და დროა საღად შეხედოს მოვლენებს, უკეთესია _ იუმორით.
ამ ნიშანს მუდამ ესაჭიროება გვერდით ადამიანი, რომელიც ანუგეშებს, გაამხნევებს, მხარს დაუჭერს. ასეთ შემთხვევაში მას ცხოვრებისეული ხალისი უბრუნდება.
თხის რქა საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე და ძალიან ერთგული მეგობარია, რომელიც არაფრით დაუშვებს ღალატს.
მიისწრაფის ხელმძღვანელობისკენ, თუნდაც ცოტა ადამიანი ჰყავდეს დაქვემდებარებაში. აქვს კარგი ორგანიზატორული ნიჭი, არის საქმიანი, პუნქტუალური, რეალისტური, პრაქტიკული, პასუხისმგებლიანი, პატივმოყვარე ადამიანი. მისი უმთავრესი პრობლემები: სიზარმაცე, ეგოიზმი, სიჯიუტე, განმარტოვება, კომპლექსები და საკუთარი ძალების რწმენის არქონაა.
იმპულსური ადამიანების თვალში, თხის რქა, სნობის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ის ძალაუფლების, პატივისცემისა და დიდებისკენ ისწრაფვის. არასდროს აღწევს წარმატებას უცბად, ამისთვის დიდი დრო სჭირდება. მისი მიღწევები წლების გადმოსახედიდან უფრო სჩანს, თუმცა მცირედი წინსვლა მის ცხოვრებაში ყოველთვის შეიმჩნევა, მართალია, არა ისეთი, როგორიც სხვებს აქვთ _ უცაბედი, თავბრუდამხვევი კარიერული ზრდა. არა, სამწუხაროდ ეს მისი ხვედრი არ არის.
თხის რქა ნელი, დაუღალავი ნაბიჯით, ჯიუტად მიისწევს მწვერვალებისკენ. ყოველთვის მხოლოდ წინ! შესაძლოა თავიდან ვერც კი შეამჩნიოთ, ვინაიდან სპეციალურად არასდროს იქცევს ყურადღებას. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ მასთან შედარებით ყველას აქვს გამარჯვების შანსი, თუმცა, უმეტესად, თავისი საქმიანი თვისებებიდან გამომდინარე, კარიერულ გამარჯვებას სწორედ ეს ნიშანი აღწევს!
ის აღრფთოვანებას და მადლიერებას ვერ ფარავს მათ წინაშე, ვინც ის აღმასვლის გზაზე დააყენა და ყოველთვის მზადაა საპასუხო სიკეთისთვის.
თხის რქა დაუფიქრებლად და უხეშად გამოთქვამს თავის აზრებს, მაგრამ, როგორც წესი, ძალიან ჭკვიანია და არასასურველ მტრებს არ შეიძენს.
ხშირად ძალიან ფრთხილი და წინდახედულია და უნარი აქვს თავი აარიდოს ყოველგვარ წინააღმდეგობასა და უსიამოვნებებს, ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ იშვიათად უწევს წაბორძიკება.
თხის რქას აქვს უნიკალური თვისება _ შეუძლია უმნიშვნელო შანსიც კი სათავისოდ გამოიყენოს.
ის ყველას აძლევს დაწინაურების უფლებას, მაგრამ ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, სანუკვარ მიზანთან მაინც პირველი აღმოჩნდება ხოლმე.
მასთან ჭიდილი შეუძლებელია და აზრიც არ აქვს.
თხის რქა ტოვებს ნაზი, მორიდებული ცოტათი ჯიუტი ადამიანის შთაბეჭდილებას. ის უბოროტო ჩანს, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი ბოლომდე მიენდოთ და აღსარებაც კი ჩააბაროთ მას, რაც ზოგჯერ შესაძლოა საკუთარი თავის გასაძლიერებლადაც კი გამოიყენოს. ერთიანობაში კი ეს არის ძალიან ერთგული, სანდო ადამიანი, რომელიც თუ ერთხელ დაგიმეგობრდათ, არასდროს გიღალატებთ.
როგორც წესი, ეს ადამიანები ცაში არ იყურებიან, პირიქით, მათი მზერა ყოველთვის პირდაპირაა მიმართული და მიწაზე მყარად დგანან.
სიზარმაცე, იმპულსურობა, ეჭვიანობა _ თხის რქისთვის ძნალად გადასალახავი წინაღობებია, ამიტომ ცდილობს არასდროს იყოს მათი გავლენის ქვეშ.
თხის რქა არასდროს გამოამჟღავნებს თავის უკმაყოფილებას საზოგადოების დასანახად. პატივის სცემს ასაკსა და გამოცდილებას. აიდეალებს წინაპრებსა და უფროსებს. უყვარს ტრადიციები, ოჯახი, ნათესავები. ხშირად ამ ნიშნის წარმომადგენლები ხანდაზმულ ასაკში ცდილობენ აინაზღაურონ ის, რაც ახალგაზრდობაში ვერ მოასწრეს. წლების მატების მიუხედავად მოწიფულ ასაკში უფრო კარგად გამოიყურებიან, ვიდრე ახალგაზრდობისას.
თხის რქა ერთგულებას და სტაბილურობას იჩენს სასიყვარულო სფეროშიც. მას იშვიათად უყვარდება ისეთი ადამიანი, ვისაც საზოგადოებაში რაიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა არ უკავია, ან დაბალ სოციალურ საფეხურზე იმყოფება.
ის იშვიათად ქმნის ოჯახს დაუფიქრებლად, პირიქით, დიდხანს ემზადება მისთვის. თუმცა არსებობენ რომანტიკული თხის რქები, თუმცა არც ისინი აძლევენ ემოციებს დაბრმავების უფლებას.
იმისთვის, რომ თხის რქის პატივისცემა დაიმსახუროთ, აუცილებელია თხის რქისეული ყველა მოთხოვნის შესრულება.
ჯანმრთელობის მხრივ თხის რქების სუსტ ადგილებს წარმოადგენენ ძვლები და კიდურები (არტრიტი, რევმატიზმი). მელანქოლიის შედეგად შესაძლებელია თავის ტკივილები, თირკმელებისა და ფსიქიკური დაავადებების ალბათობა.
თითქმის ყველა თხის რქას მგრძნობიარე კანი აქვს, რაც ყოველგვარ ალერგიებსა და კანის დაავადებებით ვლინდება. ასევე, მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები.
ბავშვობაში თხის რქებს საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობა აქვთ, ბევრად სუსტი, ვიდრე სხვა ნიშნის წარმომადგენლებს, მაგრამ მათი ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა წლებთან ერთად იზრდება. ამის მიუხედავად, თხის რქა მაინც ვერ ახერხებს ექიმებისა და საავადმყოფოებისთვის თავის არიდებას, რაშიც ყველაზე დიდ და უარყოფით როლს მისი შიშები, ფორიაქი და გაურკვევლობის გრძნობა თამაშობენ. მათ უფრო მეტი ზიანის მიყენება შეუძლიათ მისთვის, ვიდრე მიკრობებს.
ის უძლურია პესიმიზმის მიმართ.
თხის რქებისთვის აუცილებელია რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე და ცხოვრებისადმი უფრო მშვიდი, ოპტიმისტური დამოკიდებულება გამოიმუშაონ. ეს არის მათი ჯანმრთელობის საუკეთესო პროფილაქტიკა. თუ დეპრესიულობასთან გამკლავებას შეძლებენ, მაშინ ღრმა სიბერემდე შეინარჩუნებენ მხნეობას.
თხის რქა, როგორც წესი, დიდხანს ცოცხლობს.
თხის რქებისთვის ბევრად მარტივი იქნებოდა ცხოვრება ყველაფერს ასე სერიოზულად და ტრაგიკულად რომ არ აღიქვამდნენ. მათთვის აუცილებელია უფრო ლაღი, ხალისიანი განწყობა, მხიარულება, გართობა, ოპტიმიზმი და მსუბუქ, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა. ასეთ შემთხვევაში მათ უკვე შეეძლებათ მათთვის დამახასიათებელი დეპრესიისგან თავის დაღწევა და შესაბამისად, მეტი პოზიტივის შეტანა საკუთარ ცხოვრებასა და ბედ-იღბალში.
ადრე თუ გვიან, თხის რქა მაინც აღწევს დასახულ მიზნებს!
გარგნულად თხის რქა რბილი და უწყინარი ჩანს, მაგრამ მისმა გარეგნობამ არ მოგატყუოთ. მას იშვიათად აკმაყოფილებს ის, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია და სულ რაღაც ექსტრაორდინარულის მიღწევას ლამობს. ეს მისი მოვალეობაა. არც გაემტყუნება! ის ხომ ჰოროსკოპის 10-ე სახლს განაგებს! წარმატების სახლს! ეს მიწის ნიშანი ხომ გულისხმობს: ზეპრაქტიკულობას, დიდ დისციპლინასა და ამ ქვეყანაზე მიწიერ შეხედულებას! ყოველივე ეს ერთად აღებული მას მეტოქეების წინაშე დიდ უპირატესობას ანიჭებს.
დაიხ, მას ყველა ეს თვისება ახასიათებს, მაგრამ, თურმე, თხის რქა არ ტკბება ამით, როგორც მის ადგილას სვა. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ თხის რქას მარტოობისაკენ აქვს მიდრეკილება. ბავშობაში იგი მორცხვია და მუდამ ცალკე თამაშბს. სკოლაში თხის რქის ნიშნიანები თავდადებით სწავლობენ და მუდამ ფრიადოსნები არიან. სიწაბუკეში ისინი მორჩილი, ცოტა ზოზინა მუშაკები არიან, რომლებიც მოთმინებით ელოდებიან უფროსის ადგილის დაკავებას. თხის რქა – აბსოლუტური რეალისტია.
თხის რქის ბედნიერება მუყაით შრომაშია. იგი ზოდიაქოს ძირითადი მატერიალისტური ნიშანია და მისი სიმბოლოს – ვაცის – მსგავსად, დარწმუენბული უნდა იყოს ყოველი ნაბიჯის უსაფრთხოებაში, რომლითაც სასურველი მიზნისაკენ მიდის. ყოველი დაბადების დღე დასახულ მწვერვალს უნდა უახლოვდებოდეს, თორემ გულჩათხრობილი და მოღუშული გახდება. თხის რქა ფუქსავატობას ვერ იტანს. მას არ აღელვებს, სხვები ამჩნევენ თუ არა მის ღირსებებეს, უამისოდაც დიდი წარმოდგენის არის საკუთარ თავზე. ვაცისთვის მთავარია მწვერვალზე აცოცდეს, სიჯიუტით, ამტანობითა და პატივმოყვარეობით გადალახოს წინააღმდეგობა.
ასტროლოგებმა სატურნს, თხის რქის მმართველ პლანეტას, ზეციური მასწავლებელი უწოდეს. თხის რქას ყოველთვის უნდა ჰყავდეს ისეთი ვინმე, ვინც გამუდმებით უმეორებს: „თავი ასწიე, ცხოვრება არც ისე ცუდია, როგორც შენ გგონია“. თხის რქა მთელი სიცოცხლე ებრძვის დეპრესიას და ნეგატივიზმს, მაგრამ სხვებს როდი აგრძნობინებს ამას. იგი არ არღვევს თავის მკაცრ წესრიგს.
მაგრამ განა იმის თქმა მინდა, რომ თხის რქას საერთოდ არ გააჩნია ხასიათის ნათელი მხარე? პირიქით. თხის რქის მღალგანვითარებულ, მომწიფებულ ტიპებს საგანთა სიღრმეში წვდომის უნარი აქვთ. ისინი გრძნობენ, რომ ყველა მათსავით სევდიანი როდია, ამიტომ ცდილობენ გულღიაობაში, ხალისიანობაში აყვნენ სხვებს თხის რქა ცდილობს, რომ მის ირგვლივ იყოს გონებამახვილი, უდარდელი ხალხის კომპანია, რათა მისი კონსერვატული განწყობილება გააქარწყლოს.
თხის რქამ უნდა დაძლიოს სულიერი დაცემისაკენ მიდრეკილება და მიხვდეს, რომ ამქვეყნად არაფერია მუდმივი, რომ ყველაფერი იცვლება, ზოგჯერ უკეთესობისაკენც კი. ვარსკვლავები თხის რქას მაინც მიიყვანენ მის პატივმოყვრულ მიზნამდე, რადგანაც ეს მათი, მე-10 სახლის დანიშნულებაა. ამასობაში იგი გულხელდაკრეფილი არ უნდა იჯდეს, პირიქით, უნდა გამხნევდეს, ცხოვრებას ლაღად უყუროს და ბოლომდე იბრძოლოს.
შემოქმედებასა და მუშაობაში თხის რქები პასუხისმგებლობასა და მაღალ დისციპლინას ავლენენ. ისინი შესანიშნავად შრომობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც შეიცნობენ მათზე დაკისრებული მოვალეობის მნიშვნელობას. თხის რქები ჩინებული ადმინისტრატორები და სოციალური სფეროს მუშაკები არიან. პოლიტიკური მეცნიერებანი, სამართალი, არქეოლოგია, დაგეგმარება, ეკონომიკა ყველაზე შესაფერი სახეობებია მათი მონაცემების გამოსაყენებლად.
შემოქმედებითი მოღვაწეობისას თხის რქები განიცდიან წარმოუდგენელ ეჭვსა და სულიერ ტანჯვას იმის გამო, რომ ვერ ხედავენ ცხოვრებაში თავიანთი შრომის კონკრეტულ რეალიზებას და საკმარის მატერიალურ სტიმულირებას. მათ უფრო მეტად აწყობთ მცირე, მაგრამ მუდმივი ხელფასი, ვიდრე მიმზიდველი პროექტი , რომელიც წარმატებას პირდება და მყარი შემოსავლის არავითარ გარანტიას არ აძლევს. დაკვირვებულობა და სერიოზულობა თხის რქებს უბიძგებს ოკულტური მეცნიერებით, ასტროლოგიით და მისტიციზმით გატაცებისაკენ.
სატურნის გავლენით თხის რქა სექსუალურად მორცხვია და თავდაჭერილი. სატურნი ნელი პლანეტაა, ზოდიაქოს პირველ ციკლს 29,5 წელს ასრულებს, თხის რქაც მას გავს.
თხის რქის სექსუალური ცხოვრება სამ პერიოდად შეიძლება დაიყოს. პირველი პერიოდია სიჭაბუკის წლები. ამ დროს თხის რქა ძალიან თავდაჭერილია სექსში და სწავლაზე და პროფესიაზე ზრუნვას არჩევს. კირჩხიბის მსგავსად, თხის რქაც ძალიან მორცხვია, მაგრამ მათი მშვიდი გარეგნობა ძლიერ განცდებს მალავს. მათი განცდები ისე აშკარა და თავისუფალი არ არის, როგორც მორიელის. იგი ფარული და შენიღბულია. თხის რქის მისწრაფებებს მისი სიყვარულის საგანი არ არეგულირებს. თხის რქა მიწის ნიშანია , მისი სურვილები რეალური და პრაქტიკულია.
ბავშვობაში თხის რქა ხშირად ღრმა დეპრესიას განიცდის, მას ეჩვენება, რომ არასრულფასოვანია, სხვებისგან გარიყული, რომ არავის სჭირდება.
თხის რქის “მე” დიდი ენერგიის პატრონია – იგი ხომ წარმატების სახლს განაგებს. ხშირად თრგუნავს სექსუალურ სურვილებს, სანამ სწავლას არ დაამთავრებს და ფეხზე არ დადგება.
ადრეულ პერიოდში ჭაბუკი თხის რქა მთელ თავის რომანტიკულ ინტერესებს იმით იკმაყოფილებს, რომ კვირაში ერთხელ მიდის კინოში, სადაც შეყვარებულის ხელის ხელში აღებასაც ვერ ბედავს.
ქალიშვილი თხის რქა ამ პერიოდში, ჩვეულებრივ, თავს ნებას აძლევს იყოლიოს ერთი-ორი წესიერი თაყვანისმცემელი, რომლებიც ამავე დროს, მშობლების მიერ არიან მოწონებული. ჩვეულებრივ, თხის რქის ცხოვრების ეს პერიოდი იმით მთავრდება, რომ ანგარიშით ქორწინდება, რაც საქმიანი მიზნების მიღწევას ემსახურება.
მეორე პერიოდში, დაახლოებით 30 წლიდან იგი რაღაც წარმატებას აღწევს და მაშინ უკვე თავის თავში მეტად დარწმუნებული, სექსის სფეროში ექსპერიმენტებს იწყებს.
იმის შიშით, რომ ისედაც ბევრი დრო დაკარგა, თხის რქა ცდილობს დაეწიოს თავის ასრტოლოგიურ დებს და ძმებს და მართლაც რომ ხელიდან მიდის. მამაკაცი თხის რქა დაჯილდოებულია ვერძის დახვეწილი მანერებით და ტყუპების სექსუალური დინამიზმით. იგი ფინანსურ სამყაროში თავს მშვიდად გრძნობს. ყველაფრის ფასი იცის. სასიყვარულო კავშირსაც ფულისა და გავლენიანობის პოზიციიდან უდგება.
თხის რქას არ ეხერხება ლამაზი სიყვარულის გათამაშებ, არც პირფერობა, თუმც საიმისო ჭკუა კი აქვს, რომ როგორღაც გააფორმოს თავისი ინტერესი, მაგალითად, სატრფოს გაუგზავნოს ყვავილები, თეატრის ბილეთები. საყვარელ ქალთან ურთიერთობაში უფრო თავის მდგომარეობისა დაღირსების იმედად არის. მიაჩნია, რომ ამით მის კეთილგანწყობას მოიპოვებს. ისევე ცდილობს ქალის დაპყრობას, როგორც სამსახურში დაწინაურებას. თხის რქა მამაკაცი, თუ ლამაზი გარეგნობისაცაა, ქალს მოეჩვენება, რომ მამაკაცის იდეალი იპოვა. თუმცა არც ასეა საქმე; თხის რქა ყველაზე ვნებიანი საყვარელი როდია. შეგრძნებებით სიამოვნებას ეტანება, მაგრამ ცივია, თავდაჭერილი და საყვარელის რომანტიკული გარემოს შექმნა არ შეუძლია.
ქალი თხის რქა მეორე პერიოდში მტელ ტავის მომხიბვლელობას მიზნების მიღწევისთის იყენებს. თუმცა თხის რქის ნიშნიანი მამაკაცივით უწესო არ არის, მაგრამ უკან არ დაიხევს, გაეყაროს ქმარს, რომელიც არც წინსვლაზე ფიქრობს და არც კარიერის პერსპექტივა აქვს. იგი საყვარელსაც გაიჩენს, თუ მას როგორც დედოფალს, ისე მოექცევიან და ახალ ქმარსაც დაუწყებს ძებნას, თუ უფრო ფულიანსა და შეძლებულს იპოვის. იგი ძალიან მომხიბლავი შეიძლება იყოს, მას ძალიან უხდება ტრადიციული ქალური პასიურობა. შეუძლია საყვარელს “საბედისწერო ქალად” მოაჩვენოს თავი, თუმცა სინამდვილეში მისი პასიურობა სხვა არაფერია თუ არა ნაზი, მგზნებარე სიყვარულის მიმართ გულგრილობა.
მესამე პერიოდში თხის რქა თავის ნამდვილ სახეს ავლენს.. 40 წლის შემდეგ იგი, ჩვეულებრივ, აღწევს ნანატრ კეთილდღეობას და ანგრევს სექსუალურ ცხოვრებაში ზომიერებისა და თავდაჭერილობის ფასადს.
თხის რქა – ორგანიზებულია, ერთგულია და სამეგობროდ გამოსადეგი. იგი თავისი ბედის პატრონია და წინდახედულობითაც არის დაჯილდოვებული. ზოდიაქოს ნიშნებში იგი ყველაზე მომთმენია. სიტყვა „კარიერა“ თხის რქის ნიშნის სინონიმია. მამაკაცი – თხის რქა ყვალაზე კარგად უზრუნველყოფს ოჯახს. ქალები საუკეთესო დედები და დიასახლისები არიან, თუმცა ცოტა მკაცრად ექცევიან შვილებს და არც ოჯახში მხიარული ატმოსფეროს შექმნის უნარი გააჩნიათ. მაღლა–მაღლა მიმავალი ვაცი – თხირ რქის სიმბოლო – ყოველთვის აღწევს მწვერვალს; ვარსკვლავი ეხმარება, ყველა წინააღმდეგობა დაძლიოს. გამძლეობა, სიჯიუტე, შორსმჭვრეტელობა – ამ თვისებებით თხის რქის ნიშნიანების უმეტესობაა დაჯილდოებული.
თხის რქა და ალკოჰოლიუმრავლეს შემთხვევაში ნასვამ მდგომარეობაში განმარტოება ურჩევნიათ. თუმცა ამ მდგომარეობაშიც ვერ ისვენებს თხის რქა, რთულია იმ შინაგანი დაძაბულობის მოხსნა, რომელიც თანდაყოლილი აქვს. პრობლემები, რომლებიც აწუხებენ, არასოდეს ქრება, ნასვამ მდგომარეობაშიც კი არ ავიწყდებათ ამოცანები და მიზნები, მეტიც, მათ უფრო მკაფიოდ აღიქვამენ. ამიტომ დალევა უბრალოდ უსარგელობა თხის რქისთვის, ის უბრალოდ ამძიმებს მას და ცუდ განწყობაზე აყენებს, განსაკუთრებით როდესაც გამოუვალ დგომარეობაშია და სასურველის მიღწევას ვერ ახერხებს.
თხის რქა და სიყვარულიძლიერი მხარე: მტკიცე სიყვარული. სიყვარულის მისთვის - არასოდეს არაა თამაში, თავიდანვე და ყოველთვის არის სერიოზული რამ. ფლირტი მას უჭირს და არც უყვარს, ურთიერთობებში ფრთხილია და თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ იხსნება, ”ხურდება”, შემდეგ კი სტაბილურად იცავს ერთგულებას. იგი მყარი, პასუხისმგებლობით სავსე და ერთგული პარტნიორია.
პრობლემატიკა: გაქვავებული სიყვარული. ზედმეტად თავდაჭერილი, დამუხრუჭებული, ცივი, უიმორი რთულად ესმის. კავშირები ასაკით უფროს პარტნიორებთან. სიყვარული ”წესრიგისთვის” (პუბლიკისთვის). ან უარი ყველანაირ კავშირზე, ნებაყოფლობითი მარტოობა.
წითელი ღვინის მსგავსად, ასაკის მატებასთან ერთად უკეთესები ხდებიან, როცა დასძლევენ შინაგან შებოჭილობას. თავიდან ისინი უცხონი არიან ადამიანებისთვის, ინსტინქტებთან შორეული კავშირის გამო. ისინი გატაცების წინააღმდეგი არიან, დაკარგვის და ტანჯვის შიშის გამო. მათ სიამოვნების მინიმუმი აკმაყოფილებს ტკივილის მინიმუმის გამო, მაგრამ ყინულოვანი გულგრილობის მიღმა შეიძლება იმალებოდეს ყველაზე აღტყინებული ვნებები, რომლებსაც ისინი მალავენ, რათა არ დაემორჩილონ მათ. როგორც შედეგი _ სხვადასხვა ფორმის მოშლილობები.
ზოგიერთნი ცდილობენ შინაგანი სიცარიელის შევსებას ძალაუფლების წყურვილით და კოლექციონირებით. ზოგიერთნი კი დუმილს არჩევენ ან ნერვულ ახირებას და ხდება ისე, რომ ფიზიკურად ავადდებიან ეგოიზმისა და სიძუნწის უდაბნოში. ზოგიერთნი ეგუებიან რა ასეთ ბედს, უბედურად ცხოვრობენ მარტოობაში, თითქოსდა გულგრილობა წარმოადგენდეს ბუნებრივ ადამიანურ მდგომარეობას ან თვალთმაქცობენ, რომ ბედს შეეგუვნენ და თავიანთ მარტოობას თავიანთი სულიერი ღირსებების დასტურად აცხადებენ, მათი ყალბი სიკეთის ქვეშ იმალება დოგმატიზმი. ბევრ მათგანს შეუძლია ეულად ცხოვრება სიყვარულის გარეშე თითქმის 40-50 წლამდე, შემდეგ კი ისინი იხსნებიან, ემორჩილებიან ყველაფერს, რის წინააღმდეგაც იბრძოდნენ და რასაც უარყოფდნენ და მთლიანად უძღვნიან საკუთარ თავს ყოველივე ამას.
ბევრი მამააცი – ქალთმოძულე არის და ბებერი მარტოხელა ხდება, თუ უყურებენ კიდეც ქალს, ეძებენ მასში პატიოსნებას, საიმედოობას, სრულყოფას, ჩვეულებრივ, ეს კოლეგების წრეში ხდება. ხშირად უპირატესობას მათზე უფროს ფულიან ქალს ანიჭებენ, არა ჭირვეულს, რომელიც უწრუნველყოფს წესრიგს და ცოტას დახარჯავს. არ უყვართ სკანდალები, განქორწინებები, ცოლი ვერასოდეს ვერ გაიგებს მათი გულის ტოლის შესახებ. მეორეს მხრივ, ხანდაზმულ ასაკში მასზე უკეთესი კომპანიონი არ არსებობს ქალისთვის. ქალი-თხის რქა ზოგჯერ ძალიან გულქვა არის, მას სძულს დიასახლისის როლი, ურჩევნია კარიერის კეთება და დამოუკიდებლობის მოპოვება, ვიდრე მაცდური რომანით გატაცება. ხშირად ისინი პარტნიორის მკლავებშიც ცივები რჩებიან, ქორწინდებიან ფინანსური და სოციალური მიზეზების გამო, ზოგ მათგანს აქვს `კონკიას~ კომპლექსი. მათ უნდათ, რომ ისინი უყვარდეთ, რადგან საკუთარ თავს საკმარისად მიმზიდველად თვლიან. ზოგიერთნი მშვიდი და მიმზიდველი ცოლები არიან, თუ მიჯნურ თხის რქას არ უმართლებს, მას შეუძლია ამასთან შეგუება, მის შინაგან იარაღს შორეული ინსტინქტები წარმოადგენს. თხის რქა სხვა ნიშნებზე ნაკლებად იტანჯება.
თუ თქვენ სხვა შეგიყვარდათ და დაგავიწყდათ თქვენი თხის რქა, მისი ღირებულებათა სისტემისთვის ეს უმძიმეს დანაშაულად ჩაითვლება, განსაკუთრებით თუ თქვენ უკვე სერიოზული ურთიერთობის სტადიაზე იმყოფებით. სულერთია, ეს ბანალური თავგადასავალია, წუთიერი გატაცება, თუ მარტოობის განცდამ გიბიძგათ ღალატზე - თხის რქისთვის ეს ყველაფრის დასასრულის ტოლფასია. ნდობის დაკარგვის შემდეგ, რთული იქნება რაიმე ურთიერთობის აღდგენა მასთან. თხის რქა საკმაოდ ეჭვიანია, მაგრამ ემოციურად თავშეკავებული გამოავლენს თავს უმეტესწილად საქმით და არა სიტყვით. ის არ დაიწყებს ღრიალს, როგორც ველური ცხოველი, ან სკამების სროლას, და არც კარს მიაჯახუნებს. იგი უბრალოდ მშვიდად მიხურავს კარს და სამუდამოდ წავა თქვენი ცხოვრებიდან.
თხის რქა და აზროვნებაძლიერი მხარე: ლოგიკური აზროვნება. თანმიმდევრული, გონივრული შეფასებებში. მსჯელობებში მიუკერძოებელი, ზუსტი, არასოდეს არ ეშვება მსჯელობებს და გაანალიზებას, მაშინაც კი როცა პრობლემა საკმაოდ რთული ან შეგნებულად ჩახლართულია. ეს არის რეალისტი, სერიოზული ადამიანი, რომლისთვისაც უცხოა ილუზიები. ყოველთვის ზუსტია თავის გამოთქმებში, ზეპირ და წერილობით ტექსტებს რიტორიკის მკაცრ წესებს უსადაგებს.
თხის რქა და სამსახური სამსახურში პედანტურია, მომთხოვნი როგორც საკუთარი თავის მიმართ, ასევე ქვეშევრდომების მიმართაც, აქვს კარგი ორგანიზატორული უნარები. კარგი ხელმძღვანელია, შეუძლია შრომითი კოლექტივისთვის სტაბილური გარემოს შექმნა, რომელიც შრომის ნაყოფიერების ზრდას უზრუნველყოფს. გამოირჩევა მაღალი შრომისუნარიანობით, გამტანი ხასიათით და წამოწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უნარით. თხის რქის შრომა რაციონალურად არის ორგანიზებული, მიისწრაფის მაქსიმალური ეფექტურობისკენ და კარგი მატერიალური ანაზღაურებისკენ. ასევე მისთვის მნიშვნელოვანია რომ დააფასონ მისი ღირსებები და დამსახურებები. მაქსიმალურად იხარჯება სამსახურში.
თხის რქა მრჩეველი:
რჩევის დროს,თხის რქები ყურადღებიანი და პრაქტიკულები არიან.ბოლოს და ბოლოს,ის ხომ ყველაზე დიდი გამომგონებლური ნიჭით დაჯილდოებული ზოდიაქოს ნიშანია.მისი რჩევები,ხშირად ოჯახური ფასეულობებითაა გაჟღენთილი.სჯობს რჩევისთვის მარტო მაშინ მიმართოთ,თუ საქმე ეხება ბიზნესს და კარიერას.
თხის რქა მამასჯერა სიმყარის,დისციპლინის.აქვს ძლიერი ოჯახური ინსტიქტები.თხის რქები -პრაქტიკა,არ უყვართ ექსპერიმენტები აღზრდაში.უყვართ ოჯახური შეკრებები და ოჯახურ ტრადიციებს დიდ პატივს სცემენ.პრაქტიკულ საკითხებში ამათზე უკეთეს მამას ვერ იპოვით.
დედა თხის რქარამდენ სიყვარულს და რამდენ სინაზეს მალავს დედა თხის რქა თავშეკავებულობის მიღმა.ეს მკაცრი დედაა რომელსაც მოწესრიგებულობა უყვარს.სამყაროს ცენტრი-მისი შვილია,ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია.დედა თხის რქა ყველაფერს გააკეთებს,რათა მისი შვილის ოცნებები განხორციელდეს.
პროფესიები ახალგაზრდობაში ორ ტიპად იყოფიან: ერთნი ადრე ხვდებიან თუ რა უნდათ ცხოვრებაში და 3-5 წლის ასაკში უკვე აღარ არიან ბავშვები, მეორენი კი _ ვერ წყვეტენ, თუ როდის უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი და რაც შეიძლება დიდი ხნით ცდილობენ მის გადადებას. სწავლობს და იზრდება ძალიან ნელა და მშობლებზე დამოკიდებული რჩება 30-40 წლამდე, როდესაც უკვე პარაზიტულად უუნაროა რაიმე ძალისხმევისთვის. თხის რქის უმრავლესობა მიეკუთვნება პირველ ტიპს, მათ არ ეშინიათ მძიმე სამუშაოსი, ხშირად დიდ დროს ანდომებენ მის დაწყებას. შესაძლებელია არ გამოირჩეოდნენ თავიანთი იდეების და იმპროვიზაციების სიუხვით, მომთმენნი და პუნქტუალურები არიან, შეუძლიათ იმუშაონ ადრიანი დილიდან გვიან ღამემდე, არ აწუხებთ არც შიმშილი, არც წყურვილი, არც ერთფეროვნება. უფრო კარგად მუშაობენ მარტო. მათ სჭირდებათ პირადი კაბინეტი ხმაურისაგან, ადამიანებისგან და კონტაქტებისგან თავის დასაცავად . ან მუშაობენ სუფთა ჰაერზე ქალაქგარეთ. სუსტად აქვთ განვითარებული კოლექტივიზმის გრძნობა, ურჩევნიათ სამუშაო პროცესის ყველა ეტაპი დამოუკიდებლად შეასრულონ იმ არქიტექტორის მსგავსად, რომელიც მარტო იშენებს თავის ტაძარს. კორექტულები არიან და დისტანციას იცავენ ქვეშევრდომებთან, იციან როგორ ჩააბან ისინი მუშაობის პროცესში. ხშირად პატივისცემას შთააგონებენ მათ, იშვიათად ერთგულებას. თავადაც პატივისცემით ეპყრობიან უფროსობას, მაგრამ დისტანციას იცავენ, იშვიათად იცვლიან სამსახურს, ხშირად შეუცვლელი თანამშრომლები არიან. თხის რქა კარგი მწყემსი, ფერმერი, ჭის მთხრელი, გზების და სახლების მშენებელი, კონსტრუქტორი, მესაათე, იურისტი, გეოგრაფი, აგრონომი, არქიტექტორი, ფარმაცევტი, ინჟინერი, მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ადმინისტრატორი, პოლიტიკოსი არის.
This post has been edited by teoj on 22 Dec 2016, 00:36