რომ გაუჭირდებათ, როგორ მაშინ გაახსენდებათ ხოლმე მათგან მრავალგზის ნაგინებ-ნალაძღავი საპატრიარქო.
რა ჯანდაბა უნდოდა დღეს საპატრიარქოში, ეტყობა დაპანიკებულმა აღარ იცოდა რა ქვისთვის ეხალა თავი და მივარდა, არიქა მიჭერენ და მიშველეთ და ბერად აღვიკვეცები მერეო
შუადღეს გავრცელდა ეს ინფორმაცია:
როგორც opinion.ge-ს აცნობეს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია ამ წუთებში საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებაში“ იმყოფება და მის ხელმძღვანელს მეუფე პეტრე ცაავას ხვდება.
ჩვენ ვეცადეთ მეუფე პეტრეს დავკავშირებოდით, იმის გასარკვევად თუ რასთან დაკავშირებით შეხვდნენ ისინი ერთმანეთს, თუმცა მან ჩვენს ზარს არ უპასუხა.
ასევე, opinion.ge-ს ინფორმაციით ტელევიზიის შენობასთან ბევრი ავტომობილია, რომლებიც ყოფილ მინისტრს გადაადგილებისას თან ახლავს, ხოლო ტელევიზიის ყველა სართულზე ახალაიას თანხლები პირები, სავარაუდოდ მისი პირადი დაცვაა განლაგებული.
წყარო
http://opinion.ge/archives/27891