მოგესალმებით, გუშინ კიევი-თბილისის რეისზე ჩაბარებული ბარგიდან დავკარგე თანხა და ნივთები. დაზღვეული მქონდა, თუმცა სადაზღვევო უარს ამბობს ანაზღაურებაზე-მთლიანად თუ დაკარგავდით ბარგს, მაშინ ავანაზღაურებდითო, აირზენამ-ეს უკვე სისხლის სამართლის საქმეა და პოლიციას მიმართეთ, ჩვენ მაქსიმუმ ბორტგამცილებლები დავკითხოთ, რაიმე საეჭვო ხომ არ შეუმჩნევიათ ბარგის ჩატვირთვისასო, საპატრულოში დავწერეთ განცხადება, სადაც თანამშრომელმა გვითხრა ჩვენ მხოლოდ კამერების შემოწმება შეგვიძლია ჩვენი აეროპორტის, მეტს ვერაფერს ვიზამო. თუმცა გამორიცხულია აქ დაკარგულიყოო. კიევთან არ გვაქ ურთიერთობა, ამაზე ვერ მივწერთ და აზრი არ აქვსო იქ ისეთი კორუფციააო. გთხოვთ, დაწეროთ ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება, ან არ გქონიათ და იცით როგორ მოვიქცე, რა სამართლებრივი ბერკეტები მაქვს და ა.შ. ძალიან დამეხმარებით