ჩემი აზრით, ჯობს ჯერ კარგად ისწავლო და დაელოდო დამთავრებას
იურიდიული არ არის ის ფაკულტეტი, რომ თან იმუშაო, თან ცოლს მიხედო, თან ისა თან ესა და საერთოდ დაგავიწყდება სწავლა
ჯერ დაამხეცე შენი პროფესია და მერე იფიქრე წელში გამართული რო იქნები ოჯახის შექმნაზე. თუ ბევრის მიღწევა გინდა ჯერ ისწავლე და მერე დატკბი
თან დატკბე, თან გაერთო, თან იმუშაო, თან ისწავლო უბრალოდ რამხელა მოტივაცია და მონდომებაც არ უნდა გქონდეს, ფიზიკურად ვერ შეძლებ.. ძილის მაგივრად თუ იმეცადინებ კი ბატონო, მაგრამ დამიჯერე ჯანმრთელობაზეც ცუდი ამბები გექნება მაგას თუ მოინდომებ