Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > უსათაურო > ხოხმა გავაძრე


Posted by: sanfol 22 Jan 2021, 23:19
ბერიას დახვრეტიდან დიდი ხნის შემდეგ , ნოდარ დუმბაძეს შავი ზღვის სანაპირო აგარაკზე დაურეკა მეზობლად მცხოვრებმა რუსმა მწერალმა კონსტანტინ სიმონოვმა და ღვინო სთხოვა, მოსკოვიდან ორი მეგობარი ჩეკისტი მეწვია და უნდა გავუმასპინძლდეო. ნოდარს ღვინო არ აღმოაჩნდა, მაგრამ შესთავაზა - აქვე სოფელი მერხეულია, შესანიშნავი რესტორნით და სტუმრები საპურმარილოდ იქ წავიყვანოთო.
აფხაზეთის სოფელი მერხეული კარგი რესტორნის გარდა იმითაც იყო ცნობილი, რომ ლავრენტი ბერიას მშობლიური სოფელი გახლდათ და ჩეკისტების იქ მიპატიჟება ამ მხრივაც ერთგვარ „სიმბოლურ“ აზრს ატარებდა. კონსტანტინ სიმონოვს ეს წინადადება მოეწონა და ოთხივე მერხულში წავიდა.
ლაზათიანად მოულხინეს და როცა კარგად შეთვრნენ, ერთმა ჩეკისტმა დაიჩემა, მდინარეში უნდა ვიბანაოო. ვერაფრით გადაათქმევინეს, გაიხადა და წყალში გადაეშვა, მაგრამ ამოყვინთვით ვეღარ ამოყვინთა. იქვე მყოფი სოფლელები მდინარეში შეცვივდნენ, ცოცხალ-მკვდარი კაგებეს ოფიცერი ნაპიზე გამოათრიეს და რის ვაი-ვაგლახით მოიყვანეს გონზე. მან კი თვალი როგორც გაახილა, მეგობარი ჩეკისტი თითით მიიხმო და უჩურჩულა: „На дне, в речке Лаврентий Павлович! На дне, в речке Лаврентий Павлович!“
ყველა გაშტერებული შეაჩერდა ერთმანეთს, რაღაც ვერ იყო კარგად - დიდი ხნის დახვრეტილი იყო ლავრენტი პავლოვიჩი. ჩეკისტმა კი ერთი-ორჯერ კიდევ გაიმეორა ეს ფრაზა და გული წაუვიდა.
რესტორნის დირექტორმა რომ ნახა, საქმეს ცუდი პირი უჩანდა, ნოდარ დუმბაძე გვერდით გაიხმო და საიდუმლოდ გაანდო: „აქ, რესტორნის ახლოს, ბერიას ძეგლი იდგა, როცა დაიჭირეს, ავიღე და მდინარის ფსკერზე დავმალე, რა ვიცი, ხვალ რა მოხდება, დღეს კი ლანძღავთ, მაგრამ იქნებ დრო მოვიდეს, თქვათ, დიდი კაცი იყოო - ხალხის ერთგული შვილი. ჯაჭვით მყავს დაბმული, მდინარემ რომ არ წაიღოს. ამ უბედურმა წყალში რომ ჩაყვინთა, ეტყობა, ძეგლი დაინახა და ამიტომ არის ასე შეშინებულიო


Posted by: weisenhaus 22 Jan 2021, 23:35
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

საწყალი ჩეკისტი. ალბათ როგორ შეეშინდა რო ჩაყვინთა და ბერიას ძეგლი დაინახა. ეგონა, ცოცხალია და ისიც ბანაობსო. lol.gif lol.gif

Posted by: Primrose 23 Jan 2021, 17:18
ტიპიური დუმბაძისეული ღადაობა იქნება, თორემ აქამდე სხვებიც იტყოდნენ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)