irakliii
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3049
წევრი No.: 26394
რეგისტრ.: 1-December 06
|
#21523027 · 10 Sep 2010, 15:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზურაბ ქაფიანიძე - "იმ ქურდებსა და ამ ხელისუფლებას არც შევადარებ ერთმანეთს... ქურდებს - სიცოცხლე, ბოზებს - სიკვდილი!"
"ეს ათას ხეზე გადამხტარი, მლიქვნელი და გაიძვერა უცხოელები აქ მხოლოდ სათავისო მიზნებისთვის დაწანწალებენ, თორემ ვის რაში ადარდებს საქართველო! ნახეთ, ეს ჩვენი პირველი პირები როგორც დაფორთხავდნენ და ელაქუცებოდნენ კლინტონს? პატრონისადმი ერთგულებას უფასებენ და იმიტომ ინარჩუნებენ ტახტებს, თორემ ეს უჯიშოები კარგა ხნის გაცილებული უნდა იყვნენ ციმბირს! აქეთ უნივერსიტეტს ილიას სახელი დაარქვეს და ისეთი გარყვნილი ნაწარმოების განხილვა მოაწყვეს, ტანში მაჟრიალებს. ილია დაარქვეს, რათა უდიდესი ქართველის სახელი შეერყვნათ. ეგენი ყველანი საქართველოს მტრები არიან. ვინც მიშას ემხრობა, არც ის ხალხი მიმაჩნია დალაგებულად, მიშასა და მის მხარდამჭერებს ერთი დიაგნოზი შეიძლება დავუსვათ", - აცხადებს მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მერწმუნეთ, ჩვენი მტრები მალე ამოწყდებიან! / ზურაბ ქაფიანიძე: "ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს - სიკვდილი!" "... მერე შენ ამერიკელები კაცები გგონია? ჩვენი ხელისუფლება კაცები გგონია? მე მაგათ თავზე გავიარე! ეგენი არიან ცუციკები, "ნაგლები", უსინდისოები. 100 ათასი კაცი რომ "წადის" დაგიძახებს, უნდა წახვიდე და საერთოდ, პრეზიდენტმა ხალხისგან არც ჯარით უნდა დაიცვას თავი და არც პოლიციით! რა ჭირად გინდა ეგეთი თანამდებობა, თუ ყველა გაგინებს, გწყევლის და შენს ამოწყვეტას ნატრობს? წადი რა შე ვირიშვილო, შენს გიჟურ ახირებებს ქვეყანა უნდა შესწირო... სტალინს რომ ვერ მოერევა, ეს სააკაშვილმა შესანიშნავად იცის. წაეთრევიან ესენი და ბელადის ძეგლი აღდგება იქ, სადაც აქამდე იყო. "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი" რომ დაწერა, ილიამ სტალინი ვაჟა-ფშაველას შეადარა. ამ ტუტუცმა ქართველებმა კი ნაბიჭვრობა მოუგონეს და ლანძღეს. ილია და სტალინი რომ ერთად ყოფილიყვნენ, ვინ იცის, საქართველო როგორ დადგებოდა ფეხზე, დავით აღმაშენებელივითა და გიორგი ჭყონდიდელივით იქნებოდნენ... მაგრამ ილია მოკლეს, სტალინი კი არ ინდომეს!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ქაფიანიძე. "დედა უტირეს უნივერსიტეტს, წაბილწეს "ქართვლის დედა", დაამცირეს მეფე დავითი, დედა უტირეს ქართულს. მე პირადად ისეთი აღმოჩენა მაქვს, პლანეტა ვერ მელაპარაკება, მაგრამ ესენი ყურს არ იბერტყავენ, არ უნდა ქართული და იმიტომ. განათლების მინისტრმა შემომითვალა, კონკურსში მიიღეთ ბატონო ზურაბ მონაწილეობა და თუ გაიმარჯვებთ, 3000 ლარს მიიღებთო. რა მჭირს საკონკურსო, მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა გავაკეთე. ამერიკელი გამომცემელი მომადგა და მითხრა, მსოფლიოს ყველა ენაზე გამოვცემ თქვენს აღმოჩენასო, მაგრამ ჩავშალე გარიგება - ჩემი მოტყუება უნდოდა, მოინდომა ქართველების ხარჯზე გამდიდრება. დედა ვაგინე და დავიფრინე. ყველა წაგლეჯასა და ქურდობას ცდილობს. ამ ხელისუფლებამ ქურდები ციხეში ჩასხა და ახლა თავად გვირჩევს საქმეებს!" - აცხადებს ზვიად ქაფიანიძე და შეკითხვას - "თქვენ თუ გქონიათ ქურდებთან შეხება? - პასუხობს: "კი, ის ქურდები კაცები იყვნენ! იმ ქურდებსა და ამ ხელისუფლებას არც შევადარებ ერთმანეთს! საქართველოს ერთგულ ადამიანებს ქურდები ყველანაირად პატივს სცემდნენ, მე მაგათი თამადა ვიყავი!!! რომ მეთქვა ქურდებისთვის, საქართველოში არ მოიპაროთ-მეთქი, დამიჯერებდნენ. ახლა გლახა ყველგანაა, მაგრამ ქურდებს ქართული, ეროვნული უყვარდათ, წარმოუდგენელ პატივს მცემდნენ! მიდი აბა, ამათ სთხოვე რამე, თუნდაც ქართულ საქმეს ეხებოდეს, მაინც არ დაგიგდებენ ყურს, პირიქით, დედას გიტირებენ.[B] ესენი არაკაცები არიან და ისინი კაცები იყვნენ! ამიტომაც უნდა ვთქვა: ქურდებს - სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი! ერთსაც გთხოვ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა და ძალიან მინდა დაწერო - საქართველოს მოსპობა რომ დაიწყება, დედამიწაზე კატასტროფები იმატებს, იცოდე! კლიმატი შეიცვლება! იცოდეს ყველამ: საქართველო თუ მოისპობა, პლანეტა აღარ იარსებებს
--------------------
არაფერი არ მინდა რა, პატარა ქოხი მინდააააააა, ზღვა მინდაააააააა, დასვენება მინდა რა. © გიგილო
ნაშები ხომ არ ჩამოცვენილა აქეთ? ჯემალას ბიჭმა აყარა იმ დღეს თავის ბაითში (c) komisia
|